You are on page 1of 2

1-გ

2-ბ

3-გ

4-გ

5-გ

6-ბ

7-ბ

8-ა

9-გ

10-გ

Უსარგებლოა ცოდნა, რომელსაც ცხოვრებაში ვერ გამოიყენებ

Დავით გურამიშვილის პოემაში ,,სწავლა მოსწავლეთა” ვკითხულობთ: ,,ჰგავს უხორთუმოს


სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია!” , სადაც ავტორი ისეთ ადამიანებს, რომლებთაც აქვთ
განათლება, თუმცა არ იციან მისი გამოყენება, უხორთუმო სპილოს ადარებს. Სწორედ
ცოდნის გამოუყენებლობაზეა ყურადღება გამახვილებული მიხეილ ჯავახიშვილის
რომანში ,,ჯაყოს ხიზნები”.

Ტექსტის მოცემულ მონაკვეთში ავტორი გვაცნობს თეიმურაზის ყოველდღიურობას.


Როგორც ჩანს, მას მარგოსთვის არც ახლა ეცალა. Დილიდან უსარგებლოდ, ხან ბუნების
მეცნიერებას აიჩემებდა, ხან კიდევ ყოველგვარ ბალახ-ბულახს აგროვებდა.
Აღსანიშნავია სოფლის ბიჭების ირონიული დამოკიდებულება თეიმურაზის
მიმართ, მისი ცრუსაქმიანობის გამო:
,,გამხმარ ჭიაყელაში და მატიტელაში ფული უნდა მოიგოს ხევისთავმა. Აბა ,
ბიჭებო, ჩვენც ვუშველოთ!”
Ჩვენ ვხედავთ, რომ თეიმურაზი განათლებული ადამიანია. საღამოობით იგი
სოფლის რომელიმე კუთხეში ლექციებს კითხულობდა ქვეყნის ტრიალის, ევროპის
განვითარებისა და ჩვენი ჩამორჩენის შესახებ, თუმცა რეალურად ცხოვრებისთვის
ფეხი ვერ აეწყო. Რატომ მოხდა ასე? Რატომ ვერ შეეწყო თეიმურაზი რეალობის
ახალ წესებს, რომელთა შესახებაც თითქოს ამდენი იცოდა? Სწორედ იმიტომ , რომ
მას არ ჰქონდა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. საყურადღებოა, რომ
როდესაც გლეხებს თეიმურაზის დახმარება მართლაც დასჭირდათ, მან ეს ვერ
შეძლო, რადგან მისი მჭერვმეტყველური საუბარი საზოგადოებისთვის გაუგებარი
აღმოჩნდა: ,,და თეიმურაზი ისეთ რთულსა და განყენებულ ლექციას წაუკითხავდა,
თითქოს მეცნიერებათა ყრილობაზე მოხსენებას კითხულობდაო”. Მაშინ რა აზრი
აქვს ასეთ ცოდნას? არანაირი, რადგან ის უსარგებლო და გამოუყენებელია.
Აღსანიშნავია, რომ ნაწარმოების სხვა მონაკვეთში Ამ თემასთან დაკავშირებით
მარგოც ამახვილებს ყურადღებას. Მან თეიმურაზს უთხრა: რა ჭირად მინდა შენი
ფუღურო სიტყვები და ჭიანაჭამი ცოდნა? Მჩატესა და უძვალო ჭიაყელას ბუზიც კი
იბრიყვებს. Ჯაყომ არაფერი არ იცის, ყველაფერი შეუძლია. Შენ ყველაფერი იცი,
მაგრამ სანაგვეზე გადასაგდები ჩვარი ხარ.” ამ სიტყვებიდან მკაფიოდ იკვეთება
თუ რამდენად უსარგებლოა გამოუყენებელი ცოდნა.
Მოცემულ პრობლემაზე საუბრისას მახსენდება იგავი, რომელიც ბუდამ მოუთხრო
თავის მოსწავლეებს. Ის კაცის შესახებაა, რომელმაც ტივი საჭირო დროსა და
ადგილას გამოიყენა, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი უსარგებლო გახდა, იქვე დატოვა
და გზა განაგრძო. Ბუდამ მოწაფეებს უთხრა: ცოდნაც იმისთვისაა, რომ შესაბამის
დროს, შესაბამის ადგილას გამოიყენოთ. Უსარგებლო ცოდნა - ცოდნა არაა. იგავი
მიგვითითებს, რომ ნამდვილი ადამიანური ბედნიერება მხოლოდ პრაქტიკული
რეალიზაციით, შრომითა და მოქმედებით მიიღწევა. რუკა მხოლოდ სწორ გზას
გვიჩვენებს, თუმცა იგი გზა არაა. Განათლებაც ასეა. Ის ბევრ რამეს გვასწავლის ,
თუმცა მისი გამოყენება ჩვენზეა დამოკიდებული.
Ამ თემაზე საუბრისას შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ილია
ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივი”, სადაც ჩანს, რომ არჩილი და კესო ნაკითხნი
არიან, თუმცა როდესაც გიორგი, ,,გადაშლილი წიგნი” წინ ედოთ ვერ ამოიკითხეს,
ვერ შეიმეცნეს იგი. ,,ჩვენი ვაიც მაგაშია. სჩანს ჩვენთვის წიგნი სხვა ყოფილა და საქმე
სხვა.” - ამბობს არჩილი.

Სამწუხაროდ, აღნიშნული პრობლემა დღემდე აქტუალურია. Ხშირად ვხვდებით


ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი განათლებით, თუმცა ეს მათ
ქმედებებში არ გამოიხატება. Როგორც ილია ჭავჭავაძე აღნიშნავს: "არც უწიგნურობა
ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა.უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა
და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის." Ამიტომ, უნდა ვეცადოთ რომ ის ცოდნა,
რომელსაც ვიღებთ ,რეალურად გამოვიყენოთ და მხოლოდ სიტყვიერი განათლებით არ
შემოვიფარგლოთ.

Ამგვარად, უსარგებლოა ცოდნა, რომელსაც ვერ გამოიყენებ. ჩვენ კი უნდა გვესმოდეს


რომ ამ ორი მცნების შეთავსება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ცხოვრებაში.

You might also like