You are on page 1of 2

საზოგადოება ადამიანს მოჩვენებითობისკენ უბიძგებს

ნებისმიერი ადამიანი მისი დაბადების მომენტიდან ხვდება გარკვეულ სოციალურ


გარემოში, მის ჩამოყალიბებაში კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოება.
ზოგჯერ ის პიროვნებისთვის უარყოფით ზეგავლენას ახდენს. პრობლემა ნათლად
იკვეთება დავით კლდიაშვილის მოთხრობაში ,,სამანიშვილის დედინაცვალი“, სადაც
ვხედავთ თუ რამდენად დიდია საზოგადოების როლი ადამიანის ცხოვრებაში .

პლატონ სამანიშვილი, რომელიც გაღარიბებული აზნაურია დედინაცვლის საძებნად


ნათხოვარი, გაძვალტყავებული ცხენით მიდის. ალბათ იფიქრებთ თუ რა აზრი აქვს ასეთი
ცხენის წაყვანას? მასზე ხომ ვერც კი შეჯდება. პასუხი ერთია. პლატონს საზოგადოების
აზრის ეშინია. მას ბედაური ხალხის თვალის ასახვევად სჭირდება :

,,აბა, ფეხით ვის მივადგე, შე ქალო?! სირცხვილისათვის მიმყავს, თვარა რა!...“

მისი ამ ნათქვამიდან ჩანს, რომ საზოგადოება ადამიანს მოჩვენებითობისკენ უბიძგებს .

ცხენის აღნაგობაზე ბეკინა ხუმრობს:

,,არ დოუვარდეს გზაში, შე ქალო!“ რაზეც მელანო პასუხობს:

,,სხვის შესახედავად წეიყვანა, ბატონო... სასირცხვილ-სანამუსოდ, თვარა სხვებრ რას


არგია!“

ჩვენ ვხედავთ, რომ ისედაც უსულო ცხენი პლატონისთვის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენს
და მისი წაყვანა არა თუ უმარტივებს, არამედ ურთულებს საქმეს. მიუხედავად ამისა , მას
მაინც მიყავს ბედაური, რადგან ეშინია რომ ხალხის კრიტიკის ქარცეცხლში არ მოექცეს .

,,ნახევარზე მეტი გზა გაიარა პლატონმა თავისუფლად ისე, რომ მიმავალ-მომავალი კაცი
არ შეხვედრია“ - საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ავტორმა სიტყვა ,,თავისუფლებით“
უადამიანობა აღწერა. სწორედ ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ პლატონი , იმ შემთხვევაში თუ
მას გზად ვინმე გადაეყრებოდა, საკუთარ თავს დაკარგავდა და მოიქცეოდა ისე , როგორც
ამას საზოგადოება მოითხოვდა, და არა ისე, როგორც მას სურდა.

ვფიქრობ ადამიანი სრულად რეალური მხოლოდ მაშინაა, როდესაც მარტოა.


საზოგადოებაში, მეტწილად, ცდილობენ იყვნენ მორგებულნი მათ წესებსა თუ აზრებს .
ამგვარად, ყველა ერთმანეთზეა მორგებული და სწორედ მაშინ იკარგება ადამიანის
განსხვავებულობა და განსაკუთრებულობა, რაც ყოვლად დაუშვებლად მეჩვენება , რადგან
საჭიროა ცხოვრება დავინახოთ სხვადასხვა ფერებში და არა მხოლოდ ისე , როგორც ამას
ჩვენს ირგვლივ მყოფი საზოგადოება განსაზღვრავს.

პრობლემა დღემდე მრავალი ფსიქოლოგისა თუ საზოგადო პირის განხილვის თემადაა


ქცეული. ერთი შეხედვით შეგვიძლია ვთქვათ რომ დღევანდელი ახალგაზრდების
უმეტესმა ნაწილმა გაიაზრა საკუთარი ,,მე“-ს მნიშვნელობა და ცდილობენ იყვნენ
განსხვავებულები, თუმცა ვფიქრობ ესეც მათი ერთგვარი ,,ნიღაბია“, რომელსაც იყენებენ
ხალხთან ურთიერთობისას. სინამდვილეში ისინი დამოკიდებულნი არიან საზოგადოების
შეხედულებებზე. მაგალითად მოვიყვან სოციალურ ქსელებს. ხშირად შეიძლება
კონკრეტული პირი შინაგანად არ ეთანხმებოდეს ამა თუ იმ საკითხს, თუმცა რადგან
ხალხის უმეტესობა ამაზე თანხმდება, ისიც იძულებულია აყვეს მათ. წინააღმდეგ
შემთხვევაში დიდია იმის შანსი, რომ იგი გახდეს გაკიცხვის ობიექტი .

პრობლემის გადაჭრის გზად მესახება საკუთარ თავებში გარკვევა . როგორც უკვე


აღვნიშნე, საზოგადოება ადამიანებისაგან შედგება. თუ ყველა ვეცდებით გავიგოთ ჩვენი
რეალური ,,მე“ და ვისწავლით სხვისი აზრის პატივისცემას, მაშინ აღარ ვუბიძგებთ
ერთმანეთს მოჩვენებითობისაკენ. ნუ ვისაუბრებთ საზოგადოებაზე მესამე პირში , რადგან
საზოგადოებას ვქმნით ჩვენ!

"იმის ნაცვლად , რომ ჩამოაყალიბოთ აზრი საკუთარ თავზე სხვების შეხედულებებზე


დაყრდნობით , ხაზგასმით აღნიშნეთ თქვენი ძლიერი მხარეები და მიეცით საკუთარ
თავს პატივი ყველაფერზე , რასაც ცდილობთ ."

You might also like