You are on page 1of 1

დედამიწის ზურგზე არ არსებობს მშობლლის სიყვარულზე უფრო ძლიერი და მარადიული

გრძნობა.ადამიანურ გრძნობებს შორის ყველაზე სათუთი, ტკბილი სწორედ დედა -


შვილური სიყვარულია.ყველა სხვა დანარჩენი კი დროებითი და წამავალია .,, დედა
მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე
ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის. ‘’–ამბობს ოტია იოსელიანი.მაგრამ
აღსანიშნავია ისიც ,რომ არსებობენ ისეთი მშობლებიც,რომლებსაც საკუთარი შვილების
სიყვარული ფანატიზმში გადასდით და ამგვარი საქციელით თავსაც იზარალებენ და
შვილებსაც დისკომფორტს უქმნიან.ამის კარგი მაგალითია უილიამ სომერსეტ
მოემის ,,დედა’’.პირად ურთიერთობებში ჩარევა,ჯანსაღი ურთიერთობის არქონა და
გაუცხოება ზემოთ ხსენებული მოთხრობის ძირითად პრობლემებს წარმოადგენს.
პატიმრობაში მყოფი დედასა და მარტო დატოვებულ ბიჭს შორის დიდი ღრმული
ჩნდება,რომლის ამოვსება დიდ სირთულეს წარმოადგენს და ნელ-ნელა ისინი
შეუმჩნევლად შორდებიან ერთმანეთს.აქედან გამომდინარე მშობელსა და შვილს შორის
გაუცხოება ხშირ შემთხვევაში განპირობებულია გარემო პირობებით და არა მარტო .ჩვენ ს
საყვარელი ადამიანების სხვებისთვის დათმობა გვიჭირს და გამოუსწორებელი ეგოისტები
ვხვდებით,ასე მოხდა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის -ლა კაჰირას შემთხვევაშიც .მან
დაარღვია ზომიერების ოქროს შუალედი და ვერ კი გააცნობიერა,რომ ბალანსის დაცვა
ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში აუცილებელია.მაგრამ აუცილებლად უნდა
ავღნიშNოთ,რომ მხოლოდ დედა არ არის დამნაშავე.შვილმა ვერ შეძლო იმის
გაანალიზება,რომ მშობელმა ადამიანი სწორედ მის გადასარჩენად მოკლა და ცხოვრება
საკუთარი ხელებითვე გაინადგურა.

განსხვავებული ვითარებაა ნიკო ლორთქიფანიძის ,,თავსაფრიან დედაკაცში ’’.აქ


მიუხედავად იმისა,რომ მშობელი მაქსიმალურად შეეცადა შვილები სწორად
აღეზარდა ,ბოლოს მაინც იმას ფიქრობს თუ სად დაუშვა შეცდომა და მომხდარში
საკუთარ თავს ადანაშაულებს .მოცემული მოთხრობა კარგი მაგალითია
იმისა,რომ ,,მხოლოდ აღზრდა რას უშველის ,თუ ბუნებამ არ უშველა’’. ხანში შესული დედა
ყველას ტვირთად აწევს მისი დაკარგვის შემდეგ შვილები მხოლოდ ხალხის რეაქციასა და
შელახულ რეპუტაციაზე დარდობენ ,დედა კი ნაკლებად ადარდებთ .

ორივე მოთხორბის შეჯამებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ ერთი მხრივ , არსებობენ


დედები ,რომლებიც საკუთარ სიყვარულს უცნაური,ზოგჯერ მიუღებელი გზებით
გამოხატავენ და შესაბამისად შვილებში გაუცხოების გრძნობას იწვევენ .მეორე მხრივ ,კი
არიან დედები,რომლებიც სწორად და ჯანსაღ გარემოში ზრდიან შვილებს ,მაგრამ
საბოლოოდ მაინც ვერ იღებენ ისეთივე სიყვარულს რასაც გასცემენ და
შთამომავლებისთვის ზედმეტ ტვირთად იქცევიან.ორივე შემთხვევას ერთი რამ
აერთიანებს-დედის განუზომელი სიყვარული,თუნდაც უმადური შვილების
მიმართ,რომელიც მარადიულია და მის წინაშე სხვა ყველა გრძნობა სუსტი და უძლურია

You might also like