You are on page 1of 2

1. ელის სამშობლო პოლიტიკური რეპრესიების ფონზე არ დაუტოვებია.

პირველი
მსოფლიო ომი ახალადამთავრებული,საქართველოში უცხოელები
ირევიან,რეპრესიები არ არის,თუმცა არის ქაოსი,გაჭირვება,გაუფასურებული
მამა,რომელსაც დაცინვით ,,მოფილოსოფოსე კავალერისტს”
ეძახიან,დემორალიზებული საზოგადოება,დემორალიზებული ქმრები,ორი უღბლო
ქორწინება.ელი გარბის,რათა მოჯადოებული წრე გაარღვიოს,სიდუხჭირესა და
უძრაობას გაეცალოს,სივრცე ისუნთქოს.აწმყო,რომელშიც გაქცევამდე
ცოცხლობს,სულის ბორკილებია.
2. სამშობლოდან წასულმა აღმოაჩინა,რომ ბორკილები არ მოშორებია,თანამდევი
წარსულისა და ახალი აწმყოს ტყვე გახდა,მოჯადოებული წრის ხელახლა გარღვევის
სურვილმა ტრაგედიამდე მიიყვანა,ელის სახე იმ ქართველ ემიგრანტთა სახეებს
შეუერთდა, რომელთათვისაც სამშობლოში დაბრუნება სიკვდილ–სიცოცხლის საგნად
იქცა.
3. ელი გორდელიანის ქმრები ბორენკოვი და იერონიმე შვინდაძე იყვნენ,ჯონ ჰექსელეის
რაღაც გაურკვეველი ურთიერთობა ჰქონდა, ბრომლეის რომანმა კი დაწყებაც ვერ
მოასწრო. მათ ჩვენ პრობითად ,,სიძეებს” ვუწოდებთ,სინამდვილეში ეს უფრო ზოგად
საზრისს მოცავს. ელი გორდელიანი ზოგად სივრცეში მყოფ საქართველოს
განასახიერებს. ოთხივე ,,სიძე” არის სამყარო,რომელიც საქართველოსთან,როგორც
სულიერ არსებასთან ურთიერთობს.მჭიდრო ცოლქმრული ურთიერთობა მხოლოდ
ქართველთან აკავშირებს,დანარჩენი სამი კი ელის არც კანონიერად ,არც უკანონოდ არ
უკავშირდება.ბორენკოვთან მხოლოდ ჯვრისწერას ასწრებს,ჰექსელეისთან ფიზიკური
სიახლოვეც არ ჰქონია,ბრომლეიმ კი გრძნობის გაცხადებაც ვერ მოასწრო.
4. სიძეების სიმბოლიკა პირველი ქმარი–რუსი ბორენკოვი სიმბოლურია,რომ
ელი,როგორც საქართველო,მისგან გამორბის.ვითარება,რომელიც თბილისიდან
გასული მატარებლის ვაგონში სუფევს,აგონიაში მყოფი რუსული სამყაროს
ანარეკლია(რუსეთია იმპერია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და დაინგრა
კიდეც).ეს არის თავგზააბნეული და საშიში სამყარო,გაუთავებელი
სმა,ხორხოცი,ქალის მიმართ გამოვლენილი ავადმყოფური საქციელი, ის
არასრულყოფილებაა,რომელსაც გადარჩენის მოსურნე სული და სხეული უნდა
გაექცეს,ამით ნიკო ლორთქიფანიძემ მე–20 საუკუნის 20–იანი წლების ქართულ–
რუსული ურთიეთობების კრახი გვაჩვენა.
5. იერონიმე შვინდაძემ რუს ქმარს გამოქცეულ და ჯარისკაცთა ბრბოს პირისპირ
აღმოჩენილ ელის უშველა, თუმცა მისი შენარჩუნება და ოჯახური სტაბილურობის
შექმნა ვერ შეძლო,იერონიმე უმწეო,უენერგიო ქართულ სინამდვილეს განასახიერებს.
ეს არის სული,რომელიც საკუთარ სხეულს ვერ ფლობს,ანდა სხეული,რომელიც
საკუთარ სულს ვერ იტევს.
6. ჯონ ჰექსელეი–უპასუხისმგებლო ევროპას განასახიერებს. საქართველო და
ევროპა,სიმბოლური გაგებით,ერთმანეთს ვერ უკავშირდებიან,საქართველო იქცევა
ნივთად,რომელსაც ევროპა ინდოეთივით გაყიდის და მიჰყიდის მას,ვინც მეტს
გადაუხდის.ჰექსელეის დამოკიდებულება ელის სტატუსუს დაუდგენლობა–ცოლია?
საცოლეა? საყვარელია? სწორედ ამ ურთიერთობების სიმბოლური გააზრებიდან
მომდინარეობს.
7. ამერიკელმა ბრომლეიმ ელი (საქართველო) მომაკვდავი ჩაიბარა, არის თუ არა
ბრომლეი ამერიკა? 20–იან წლებში,როცა შელოცვა რადიოთი დაიწერა,ქართულ–
ამერიკული ურთიერთობების იდეოლოგია პოპულარული არ იყო,თუმცა არც
შეუძლებელი ყოფილა,რასაც კომკრეტული ფაქტები ადასტურებს: ამერიკის
პოლიტიკური წარმოდგენა ქართულ პოლიტიკაში არსებობდა. ნიკო
ლორთქიფანიძეს,რომელმაც 20– იან წლებში ქართულ– რუსული,ქართულ–
ევროპული და საკუთრივ ქართულ–ქართული(ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო”
იდეოლოგიის კრახი იხილა და ამიტომაც,შესაძლოა,გარკვეული ქართულ–ამერიკული
პერსპექტივების განცდა ჰქონდა. ერთი რამ კი ცხადია,რომ ბრომლეი ერთადერთი
სიძეა,რომელმაც ელის(საქართველოს) ფასი იცის და შეუძლია მისი მფარველობა და
საქართველოში დაბრუნება
8. გველის სიმბოლიკა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობაში გველის ბიბლიური
სიმბოლიკა გაგრძელდა ელი ბედისწერამ დაკბინა.წამიერად დასახული ედემის გზა
კაცობრიობის უძველესმა მტერმა ჩაკეტა.მოთხრობაში მარადისობას
სამშობლო,წარმავლობას კი უცხოობა განასახიერებს. მაცდური,რომლის
გამოისობითაც ადამიანმა მარადიული სამყარო უსახო ბედისწერად გარდაქმნილა და
იმავე ადამიანს უკან არ აბრუნებს,ახალი მხატვრული ამოცანა და ახალი შინაარსი
ბიბლიური სახის ლოგიკური გაგრძელებაა.

7. ბარათაშვილის სიმბოლიკა _ ელი გორდელიანის ცხედარი,როგორც


გვახსოვს,დაწვეს,ფერფლი მისი ქანდაკების ღრუში შეინახეს, მოთხრობა დამთავრდა
სიტყვებით,რომ ელის უფრო შეეფერებოდა... მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის
ძეგლის ახლო მიმოებნიათ” ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართულ წარმოდგენაში ახალგაზრდა,
ტანჯული სულის სახეა. მოთხრობის ბოლოს ელი ბარათაშვილის ლირიკულ გმირად
იქცევა:მოჯადოებულ წრეს,სამშობლოს მერანის პაროდირებული მემკვიდრით–რკინის
ავტომობილით გაეცალა. თავის მამულში ვერ დაიმარხა,ბევრმა იტირა, თუმცა ,,მწუხარის
ცრემლი არ დაეცა” ნამდვილი სიყვარული–ლექსად დასაწერი ვერ მიიღო. ცეკვაც
განწირულის სულისკვეთება იყო–უკანასკნელი საშუალება,რათა გამოხატულიყო და უფლება
მოეპოვებინა, ბრძოლით დაბრუნებულიყო სამშობლოში. ბარათაშვილის ლირიკული გმირს
იმედი ჰქონდა,რომ მომავალ თაობებს გზის სიძნელეს გაუადვილებდა. ელი გორდელიანი
გზას არავის უადვილება– აჩვენებს,ასწავლის,არწმუნებს,რომ გზას,რომელიც თვითონ
განვლო,სხვები არასდროს დაადგნენ.

8. შელოცვის სიმბოლიკა: შელოცვის მოთხოვნა სულის უკანასკნელი


გაბრძოლება,სამშობლოსთან სულიერი კავშირის აღდგენის უკანასკნელი მცდელობაა,რომ
უძველესი ქართული გუმანი,ენერგია,ქართული წადილი და შელოცვა კი არა, ლოცვა
გადაარჩენს. ისევ თავგანწირულის სულისკვეთება: ყველა საყრდენი აფეთქებულია,შელოცვა
არ ჭრის და ლოცვაც ვერ იფარავს.

You might also like