You are on page 1of 2

გალაკტიონ ტაბიძის ლექსების სიმბოლური სახეებისა და ზოგიერთი ტაეპის განმარტება .

მე და ღამე.

1 „შუაღამე იწვის,დნება“-შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებული იდუმალების


წარმოჩენა;

2.ზღაპარი-შემოქმედებითი ფანტაზიის სიმბოლო;

3 სიო-სულიწმიდის სიმბოლო;

4 „მტრედისფერი,ლურჯი სვეტები“-პოეტური შთაგონების,მუზის სიმბოლო;

5 ღამე შეიძლება პოეზიის სიმბოლოდაც გავიაზროთ,ხოლო სულიერი ობლობა


შემოქმედების მტანჯველ იმპულსად;

მთაწმინდის მთვარე.

1.ქნარი-ხელოვნების სიმბოლო;

2.ცისფერი ლანდები-პოეტური შთაგონების,მუზის სიმბოლო;

3.“მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი“-პოეტი დაშრეტილია შთაგონებისაგან ;

4.მკრთალი მთვარე ასოცირდება ზამბახთან;

5. “ ღამემ სულში ჩაიხედა“-ღამემ სული შთაგონებით აავსო;

6. სიზმარი-შემოქმედებითი ფანტაზიის სიმბოლო;

7. პოეტს თავისი ლექსებით სურს გამოთქვას:

1.როგორ აივსო სული შთაგონებით;

2. როგორ გაიღვიძა ფანტაზიამ;

3. როგორ აშალა პოეტის ოცნებები უსაზღვროებაში სამოგზაუროდ;

8. თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები

და გაშალა ოცნებათ ლურჯი იალქნები-ფანტაზიამ უსაზღვროება მოიცვა;

9. ოცნება ასოცირდება ხომალდთან;

10. ზღვა-სიმბოლოა ცხოვრების,სინამდვილის,რეალობის,საწუთროს;

11. „სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა“-ტაეპში ასახულია სიკვდილზე
გამარჯვების რწმენა;
12. „სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა“

რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე“

სიკვდილის წინაშე შემოქმედთა სიამაყეც კი არაფერია,მაგრამ პოეტური არსებობა ამ


გზას ავარდისფრებს(ანუ სიკვდილი ხელოვანთა ფიზიკურ არსებობას ემუქრება
მხოლოდ,სულიერი ფენომენი კი უკვდავია);

13. „რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი“-ჩემი ხელოვნება,ისევე როგორც


თქვენი,უკვდავი იქნება(ჩემი ხელოვნება,მსგავსად ბარათაშვილისა და აკაკის
შემოქმედებისა,საუკუნეებს გაუძლებს);

თოვლი

1.იისფერი თოვლი-პოეტი თოვლს ასეთად ხედავს(ასეთად აღიქვამს),რადგან ეს ფერი


მისი სულიერი განცდის გამომხატველია;

2. პოეტის წარმოსახვაში თოვლის აღქმა და დაკავშირება ქალწულთან იმაზე


მეტყველებს,რომ პოეტი შეყვარებულია;

3. პოეტის წარმოსახვაში თოვლის აღქმა მდინარეში ჩაცვენილ ქალწულებად იმაზე


მეტყველებს,რომ პოეტის სიყვარული უიმედოა;

4. პოეტს სული თოვლით ევსება-ესე იგი, მის სულში სიცივე, სევდა ისადგურებს;

5. პოეტს სამშობლო ევლინება უდაბნოდ-სულიერებისაგან


დაცლილ,გულცივობით,უსიყვარულობით,უსულგულობით გაუდაბურებულ ქვეყნად ;

6. უდაბნო-წუთისოფლის,ამქვეყნიური სინამდვილის სიმბოლო;

7. „უდაბნო,ლურჯად ნახავერდები“-ქვეყნის სულიერი


სიცარიელე,გამოფიტულობა,ზნეობრივი უდაბურება გარეგანი
„სილურჯით“,მომხიბვლელობით არის შენიღბული;

8. „შენი თოვლივით მკრთალი ხელები“-სულიერი სიბერე,მარტოსულობა;

9. „ზამთარს თუ გადავურჩი-სულიერი მარტოობის სიცივისაგან თავის დაღწევა;

You might also like