You are on page 1of 5

მიხეილ მურვანიშვილი

მიხეილ მურვანიშვილი დაბიადა 1875 წლის 18 მაისს დაბა სურამში. 1893 წელს
დაამთავრა ახალციხის სატყეო სასწავლებელი. იმავე წელს დანიშნეს მარტყოფის
(გარე კახეთის) სატყეოს უფროსის თანაშემწედ.
მარტყოფსა და საგარეჯოში ჩასვლისთანავე მიხეილმა დააფუძნა სამკიხევლო,
სადაც თავმოყრილ ახალგაზრდებს ადგილობრივი მასწავლებლები ხმამღლა
უკითხავდნენ წიგნებს.

2-მიხეილს ჰყავდა 6 შვილი, 2 ვაჟი და 4 გოგო. მისი ერთ-ერთი შვილითაშვილია


ცნობილი ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი.

3- ახალგაზრდა მეტყევე აქტიურად ერეოდა სოფლის ცხოვრებაში. ამ პერიოდში


რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების მინისტრის ბრძანებით გამოიცა განკარგუ-
ლება, რომლის მიხედვითაც ყველას ეძლეოდა ტყის გაჩეხვის უფლება.მიხეილმა
პროტესტი გამოთქვა და “ივერიაშიც” გამოაქვეყნა წერილი, რომ ეს დიდ ზიანს მია-
ყენებდა საქართველოს ბუნებას. ცხადია, მეფის მოხელეებმა ეს არ აპატიეს, მოხ-
სნეს თანამდებობიდან და გადაიყვანეს ლორეს სატყეოში, რაც მნიშვნელოვან ჩა-
მოქვეითებას ნიშნავდა.
 4-ამ ამბავს გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე და “ივერიაში” გამოქვეყნა წერილი, სა-
დაც წერდა, რომ ამ კაცს ერთი მომდურებელიც კი არ ჰყავს რეგიონში და რაც იქ
მუშაობდა, ოთხი წლის განმავლობაში, ტყის გაჩეხვის ერთი ფაქტიც კი არ ყოფი-
ლაო. თუ გლეხებს რამე სჭირდებოდათ ტყიდან, მთავრობასთან თვითონ შუამ-
დგომლობდაო. გარდა ამისა საგარეჯოს წიგნთსაცავის გამგეობის წევრია და სულ
იმას ცდილობდა, რომ გაემდიდრებინა ეს წიგნთსაცავიო. ასევე გლეხებისთვის
იყიდა ვაზის სასხურებელი მანქანა, გოგირდის შესაბერი და შეეძლოთ გლეხებს
უფასოდ გამოეყენებინათო. ნეტა რა ავმა ენამ დააშორა ეს სასარგებლო კაცი და
ხალხის გულშემატკივარი სოფელსო?

 5- ამის შემდეგ ყვარლის სატყეოში გადაიყვანეს და თვითონ სოფელ გავაზში დასახ-
ლდა. ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, საგანმანათლებლო
საქმიანობაზეც ზრუნავდა.სოფელს მანამდე სკოლა არ ჰქონდა და ორი დაწყებითი
სკოლა და ერთი ბიბლიოთეკა გახსნა, ააშენა შენობა, სადაც იმართებოდა წარმოდგე-
ნები.

რადგან სურამიდან იყო, სურამს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ჯერ კიდევ


საგარეჯოში ყოფნისას, სურამში გახსნა სამკითხველო და “ივერიაში” გამოაქვეყნა წე-
რილი, სადაც ითხოვდა რომ წიგნებით დახმარებოდნენ ბიბლიოთეკას. მანამდე კი
წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამხილა სურამის მამასახლისი, რომელიც ფულს არ უხ-
დიდა სკოლის მასწავლებლებს.
6-ყვარლის მერე გადაყავთ აბასთუმნის და შემდეგ ბაკურიანის სატყეოში. სოფელ
თორში იწყებს ცხოვრებას, სადაც სასმელი წყალი არ არის. მისი მეთაურობით იწყება
წყალსადენის გაყვანა, შენდება სკოლა და კეთდება სოფლამდე მისასვლელი საურმე
გზა, 14 კილომეტრიანი - თორიდან ბორჯომამდე, რომელსაც ხალხმა მისი გზა დაარ-
ქვა.

 7-შემდეგ გადადის წაღვერის სატყეოში, სადაც ყველაზე დიდხანს - 8 წელი იმუშავა.


პირველ რიგში, ააშენა ორი შენობა, ერთი სკოლისთვის და მეორე მასწავლებლების
საცხოვრებელი. მერე შემოიკრიბა ახალგაზრდები, დაიწყო წარმოდგენების გამართვა
და შემოსული ფულით ააშენა თეატრის შენობა. მოაწყო ბიბლიოთეკა და სპორტის
მოედანი. სამი კილომეტრის მანძილიდან გამოიყვანა სასმელი წყალი, აღმოაჩინა და
მოაწყო მჟავე წყლის ახალი კერები. დამსვენებლებისთვის ააშენა ტყე-პარკი. დღეს
წაღვერი რომ კურორტია, ამაში დიდი წვლილი მას მიუძღვის.

მისი ინიციატივით გამოყოფილი იქნა წაღვერის საუკეთესო კუთხე - კეჩხობი, სადაც


გააშენა ტყე და დაგეგმა აგარაკების ასაშენებლად.

წაღვერში ნახანძრალ ადგილებზე 455 ჰექტარ ფართობზე გააშენა ფიჭვის ტყე.

ასევე, მისი ინიციატივით დაიწყო არქეოლოგიური გათხრები წაღვერში, უზნარიანის


ციხის მიდამოებში, სადაც ერთი თვის განმავლობაში აღმოაჩინეს ნივთები ბრინჯაოს
ხანიდან დაწყებული თამარის ეპოქით დამთავრებული.

შემდეგ გადაიყვანეს ბორჯომის სატყეოში, რომელიც უამრავის მრეწველის ინტერე-


სების სფეროს წარმოადგენდა. მოახერხა და თავდაუზოგავი შრომით სრულად გადა-
არჩინა ეს უნიკალური ტყის მასივი.

დააარსა თესლის საშრობი ქარხანა, რომელსაც მთელ საბჭოთა კავშირში ანალოგი არ


ქონდა. დაამზადა წიწვოვანთა ჯიშების თესლები, რომელიც ტონობით იგზავნებოდა
არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ ევროპაშიც.

მოაწყო სანერგეები აბასთუმანში, წყალტუბოში, ბახმაროში.გააშენა ტყეთა მასივი


მცხეთაში და კასპში.

შემდეგ გადაიყვანეს სურამის სატყეოში. სადაც ჯერ სანერგე მოაწყო და მერე 131 ჰექ-
ტარ ფართობზე გააშენა უნიკალური ჯიშის ფიჭვი (ბაიანთხევის კვირაცხოვლის და
გვერდისუბნის სერებზე)

გარდა ამ ყველაფრისა, აქტიურად თანამშრომლობდა პრესასთან და მუდმივად აქ-


ვეყნებდა წერილებს “ივერიაში” “ცნობის ფურცელში” თუ სხვა გაზეთებში. წერდა მო-
თხრობებსაც, რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
პენსიაში გასვლის შემდეგ დაენიშნა პირადი პენსია და დაარსდა მისი სახელობის მე-
დალი საუკეთესო მეტყევეებისთვის. (ეს იყო და ეს მისი ღვაწლის დაფასება)

გარდაიცვალა 1959 წელს და დაკრძალეს სურამში მის მიერვე გაშენებული ბაიანთხე-


ვის ტყის დასაწყისში, მისივე მოთხოვნით.

გამოყენებული წყაროები: გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" ,

https://gauprtxilditbunebas.wordpress.com/2013/04/03/%E1%83%9B
%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%9B
%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006215/

https://www.ambebi.ge/article/232154-rom-ara-es-kaci-surami-rogorc-kurorti-ar-
iarsebebda-vin-iqo-mixeil-murvanishvili-romelmac-naxevari-sakartvelos-tqeebi-gaashena/

იოსებ ელიგულაშვილი(ქართველი ,, შინდლერი“)


საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წელს ებრაელებმაც მოაწერეს
ხელი, ესენი იყვნენ იოსებ ელიგულაშვილი, მოშე დავარაშვილი და ილია
გოლდმანი. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ილია გოლდმანის
ინიციატივით დაიწყო პარიზში ლევილის მამულის ყიდვის პროცესი, რომელიც
ქართველ პოლიტიკურ დევნილთა თავშესაფარი უნდა გამხდარიყო. ეს მამული
დღესაც ქართველებს ეკუთვნით. აი, იოსებ ელიგულაშვილი კი, ქართველ
„შინდლერად“ იქცა, რომლის შესახებაც თითქმის არავინ არაფერი იცის.
იოსებ ელიგულაშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში, ქართველი კომერსანტისა და
საზოგადო მოღვაწის – არონ ელიგულაშვილის ოჯახში. უმაღლესი განათლების
მისაღებად ის რუსეთში გაგზავნეს, თუმცა მოსკოვის პოლიტიკურ მეცნიერებათა და
კომერციის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1916 წელს, ის სამშობლოში
დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. სწორედ
ამიტომაც, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ,
ის რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნა. ერთი წლის
განმა11ვლობაში მან მოასწრო, ყოფილიყო საგარეო ვაჭრობის კომიტეტის წევრი,
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის
მოადგილე. 1919 წელს ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს.
იოსებს, როგორც ბრწყინვალე ეკონომისტს, დაევალა საქართველოს
ახალგაზრდა რესპუბლიკის ინტერესების წარმოდგენა ევროპაში. სწორედ მისი
წყალობით, საქართველომ მიიღო დამატებითი ფინანსები, რაც მისი სამომავლო
განვითარებისათვის იყოს საჭირო. 1921 წელს, როცა ცხადი გახდა, რომ
საქართველოს გასაბჭოება გარდაუვალი იყო, ელიგულაშვილს დაავალეს
სახელმწიფო ფასეულობათა გატანა საფრანგეთში. იოსებმა ექვთიმე
თაყაიშვილთან ერთად ბრწყინვალედ გაართვა თავი დავალებას და შემდეგ
დამოუკიდებლად განაგრძო ძველი ქართული წიგნებისა და ნივთების შეგროვება.
თავად ელიგულაშვილი 1921 წლიდან პარიზში ცხოვრობდა, სადაც მცირე ბიზნესი
წამოიწყო ბამბის თეთრეულის დამზადება-გაყიდვასთან დაკავშირებით. იმ წლებში
პარიზში საკმაოდ მტკიცე ქართული დიასპორა ჩამოყალიბდა. ემიგრანტებს შორის
იყვნენ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების საუკეთესო
წარმომადგენლები. ამ დიასპორის მშვიდ ცხოვრებას ბოლო მოეღო ნაცისტების
მიერ საფრანგეთის ოკუპაციასთან ერთად.
იოსებ ელიგულაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გერმანელებმა
დააპატიმრეს. საბედნიეროდ, მისი დახსნა მოახერხა მიხეილ კედიამ , რომელიც
ერთ დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების
მინისტრის შვილი გახლდათ. გაერთიანებული ძალებით იოსებმა და მიხეილმა
სამხედრო ტყვეთათვის განკუთვნილი გერმანელთა ბანაკებიდან ათასობით
ადამიანის გათავისუფლება მოახერხეს. ამას დიდად შეუწყო ხელი თითქოსდა
„მეცნიერულად დასაბუთებულმა“ ქართველ ებრაელთა მემორანდუმმა, რომელიც
ნაცისტების წარმომადგენლებს გაუგზავნეს პარიზში.

დოკუმენტში ნათქვამი გახლდათ, რომ ქართველი ებრაელები არაფრით


განსხვავდებოდნენ ეთნიკური ქართველებისაგან: „საერთო ფიზიკური
კონსტიტუცია, ერთი ენა და გარეგნობა.“ ხაზგასმული იყო ის, რომ „მათ არ
გააჩნიათ არავითარი კომუნისტური ან სიონისტური მისწრაფებანი.“ ამ
მემორანდუმის წყალობით გაჩნდა მოკლევადიანი შესაძლებლობა ყველა
„ქართველი“ ებრაელის გადარჩენისა. დაიწყო ყალბი დოკუმენტების გაცემა −
ებრაელებს გვარებზე უმატებდნენ დაბოლოებას „შვილი“ ან „ძე“ და ეს საკმარისი
იყო მათი ქართული წარმომავლობის დასამტკიცებლად.
იოსებ ელიგულაშვილისა და მისი თანამოაზრეების ძალისხმევის შედეგად,
დაახლოებით 20 ათასი ებრაელის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. ამ
ებრაელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა რაიმე კავშირი საქართველოსთან .
დანარჩენები იყვნენ ირანიდან, თურქეთიდან და სხვადასხვა ევროპული
ქვეყნიდან. თავად იოსებიც ცოცხალი გადაურჩა ომს, თუმცა ისე გარდაიცვალა
პარიზში 1952 წლის 20 ოქტომბერს, რომ ვეღარასოდეს მოახერხა სამშობლოს
კვლავ ნახვა.

გამოყენებული მასალა: http://archive.ge/ka/biography/137


https://qtv.ge/
%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%
83%98/%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A
%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B
%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%98%E1%83%9D
%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91-%E1%83%94%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A
%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-
%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0/

You might also like