You are on page 1of 9

 4.

ნინო ნაკაშიძე
 1.ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე
 5.კატო მიქელაძე
 3.ელისაბედ ორბელიანი
 2.მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი
კატო მიქელაძე წავიდა პირველ ისაცხოვრებლად უცხოეთში.

1.ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე ( მეუღლე დიდი საზოგადო მოღვაწისა და


პუბლიცისტის - ნიკო ნიკოლაძის)

 იგი ჩვენს ყურადღებას იპყრობს,როგორც პირველი რევოლუციონერ ხალხოსან ქალთა


წარმომადგენელი,რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართულ, ეროვნულ
საზოგადოებრივ საქმიანობაში და ყოველმხრივ ხელს უწყობდა ნაციონალურ-
რევოლუციური მოძრაობის გაღვივებას.
 ოლღა გურამიშვილი, პელო ნაცვლიშვილისა და ეკატერინე მელიქიშვილის შემდეგ,
პირველი ქალი იყო, რომელიც განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა.
{თურმე ოლღას მამა ალექსანდრე გურამიშვილი წინააღმდეგი იყო სასწავლებლად
ქალიშვილის საზღვარგარეთ გაშვების თაობაზე, თუმცა ოლღას დედა,ქეთევანი
მეუღლეს უმტკიცებდა, რომ „დღევანდელი“ ქალი (ანუ უკვე იმ პერიოდის ქალები) ის
აღარ არის, რაც ძველად იყო,რომ ქალმა დღეს უსათუოდ უნდა მიიღოს
განათლება,რომ ამასვე ქადაგებს დიდი ილიაო(რა თქმა უნდა ჭავჭავაძეზეა
საუბარი ).}
 (ახალგაზრდებისა და ქართველი ქალების საზღვარგარეთით გატაცებას ხელი შეუწყო
უცხოეთიდან დაბრუნებული პროფესორ თარხანიშვილის ლექციებმა )
 გიორგი წერეთელი წერდა,რომ:„სწორედ თარხანიშვილის მჭერმეტყველებას და
ცოცხალ მეცნიერულ სიტყვას უნდა დაბრალდეს ეს მოძრაობა. პირველი მაგალითი
იყო, რომ ამ წელს(1871-72წ) ახალგაზრდა ქალების გუნდმა, რომელთაც ინსტიტუტი
დამთავრებული ჰქონდათ,მოინდომეს საზღვარგარეთ წასვლა უმაღლესი სწავლა-
მეცნიერების მისაღებად.“
 მეცხრამმეტე საუკუნის 70-იან წლებში ქალების ასეთი გატაცება იმითაც უნდა აიხსნას
რომ საშუალო სკოლაში სწავლების უფლება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე
პირებს ეძლეოდათ და ასეთების რიცხვი ძალიან მცირე იყო იმ დროს უმაღლესი
სასწავლებლების უქონლობის გამო.
 ამრიგად, მაშინდელი ქალებიდან ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც განათლება
საზღვარგარეთ მიიღო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თბილისის ვაჟთა
გიმნაზიაში ასწავლიდა. იმ პერიოდში ქალი მასწავლებლები, არათუ საქართველოში,
ზოგადად რუსეთის იმპერიაშიც კი ცოტანი იყვნენ.
 1894 წელს ოლღამ სოფლ ჯიხაიშში ქალთა გიმნაზია გახსნა და პოლიტექნიკური
სწავლება შემოიღო. როგორც ბუნებისმეტყველების სპეციალისტი, დაინტერესებული
იყო, რომ ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობა საფუძვლიანად შეესწავლათ.

2.Მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი(1852-1941)

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი დაიბადა ცნობილი რომანტიკოსი პოეტის, ვახტანგ


ორბელიანის ოჯახში. შესაბამისად, იგი იყო ერეკლე მეფის ქალიშვილის, თეკლას
შვილიშვილი. მარიამმა ოჯახშივე მიიღო კარგი განათლება, ფლობდა რუსულ, ფრანგულ,
იტალიურ და გერმანულ ენებს. თექვსმეტი წლის ასაკში მან დაასრულა თბილისის ქალთა
კურსები.1879 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“
დაარსებისთანავე მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი გახდა მისი ნამდვილი და დამფუძნებელი
წევრი.

ამავე წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ თბილისში


გახსნა ქართული სათავადაზნაურო სკოლა, რომლის სამზრუნველო კომიტეტის წევრადაც
აირჩიეს მარიამი. 1886 წელს ჩამოყალიბდა მასწავლებელ ქალთა საზოგადოება, რომელიც
მიზნად ისახავდა იმ პერიოდში საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო
ინსტიტუციებში - სკოლებსა თუ სასწავლებლებში, - ქალთა დასაქმებისათვის ხელშეწყობას
და მასწავლებელ ქალთა უფლებების დაცვას შრომით ბაზარზე. ქალთა დასაქმება და ამ გზით
მათ მიერ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება, იყო ერთ-ერთი უმთავრესი
წინაპირობა, რომელსაც ამ პერიოდის საზოგადო საქმიანობაში ჩართული ქალები ქალთა
თვითგამორკვევისა და ემანსიპაციის აუცილებელ გზად განიხილავდნენ.მარიამი
ოცდაცამეტი წლის მანძილზე ზრუნავდა მასწავლებელ ქალთა საზოგადოების სკოლაზე,
რომელიც ქართულ, რუსულ და სომხურ სექტორებს მოიცავდა.

 მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის მიერ შეკრებილი ფულით 1906 წელს გაიხსნა ქალთა


პირველი ქართული სკოლა საქართველოში.

 მან და თამარ ჭავჭავაძე-ბაგრატიონმა დაარსეს დაზარალებულ ხალხთა დამხმარე


კომიტეტი, „დამწვართა კომიტეტი“,(ნინო ნაკაშიძეც იყო ამის წევრი) რომელიც
მიზნად ისახავდა ალიხანოვ-ავარსკის მიერ აოხრებულ გურულ გლეხთა ფინანსურ
დახმარებას. კომიტეტის თავმჯდომარე იყო თამარ ჭავჭავაძე-ბაგრატიონი, რომელიც
მარიამის მეგობარი და თანამოაზრე გახლდათ.

1917-1918 წლებში მარაიმ ჯამბაკურ-ორბელიანი აქტიურად იყო ჩართული თბილისის


სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი
იყო მარიამის სიძე (ძმისშვილის, ანასტასია ორბელიანის მეუღლე) ივანე ჯავახიშვილი.
მარიამის მეორე ძმისშვილი თეკლა კიტა აბაშიძის მეუღლე იყო.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ისევე როგორც იმ


პერიოდის საქართველოში ქალთა თვითგამორკვევისთვის მებრძოლი მრავალი ქალი,
მარგინალიზებული იქნა საზოგადოებრივი აქტივობის სფეროდან.იგი 1941 წელს
გარდაიცვალა.
3.ელისაბედ ორბელიანი(1871-1942წ)

ის იყო ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის(მამის ხაზით) და ჭავჭავაძის(დედის


ხაზით) შთამომავალი.Განათლება მიიღო საფრანგეთში,პარიზში. Ერთხანს
ცხოვრობდა შვეიცარიასა და იტალიაში. 1919-1920წწ. რედაქტორობდა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს
"თავისუფალ საქართველოს", "საქართველოს რესპუბლიკას" (ორივე ფრანგულ ენაზე)
და "საქართველოს მოამბეს" (ინგლისურ ენაზე).ფრანგულად თარგმნა
"ვეფხისტყაოსანი" და ქართველ კლასიკოსთა პოეზია, კერძოდ: ა. ჭავჭავაძის, გ.
ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა
შემოქმედება.1918 წელს ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიიწვია
უნივერსიტეტში უცხო ენათა ლექტორად, კითხულობდა ფრანგული (1918) და
ინგლისური (1921) ენების კურსს. ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით
"საზანდარი".ელისაბედ ბაგრატიონი-ორბელიანისა კავკასიაში პირველ ეროვნულ
უნივერსიტეტში მოღვაწე ერთ-ერთი პირველი ქალი მეცნიერი იყო.

4.ნინო ნაკაშიძე (1872-1963წელი)

ნინო დაიბადა 13 იანვარს 1872 წელს სოფელ ბახვში, (ახლანდელი ოზურგეთის


რაიონი). 1893 წელს გაიცნო ილია ნაკაშიძე და მალე ცოლადაც გაჰყვა.

1893 წელის დაარსდა პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია


„მესამე დასი“ და როგორც ჩანს, რევოლუციური განწყობა ნინო ნაკაშიძესაც
გადაედო{მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა - დედის ავადმყოფობა, მეუღლის
გადასახლება, ცხოვრება ჟანდარმერიის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ .} ამ
პერიოდში იგი წერდა ილიკოს, რომ ახლა ისევ შეუდგება სასურველ შრომას -
„სახალხო თეატრის „ტრუპაში“ ისევ მივიღე ადგილი, მინდა საკვირაო სკოლაშიც
ვიარო. აქ ახლა სახალხო კითხვებსაც გამართავენ ქართულ ენაზე“.

მოსკოვში ნინო ნაკაშიძე შევიდა გერიეს სახელობის ქალთა უმაღლეს კურსებზე,


ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მაგრამ ავადმყოფობის გამო მან
მეცადინეობა მიატოვა და 1899 წელს სამშობლოში დაბრუნდა.

1905 წელს გურიაში აჯანყდნენ გლეხები. მათ(ნინო და ილია ნაკაშიძემ) ჟურნალ „მოამბის“
1905 წლის #2-ში გამოქვეყნდა გურულ გლეხთა მოთხოვნილება. მეფის მთავრობამ
ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მათ დამსჯელი რაზმები პლასტუნები მიუსია. ოქტომბრის
ბოლოს მოხდა სისხლისმღვრელი შეტაკება. პლასტუნებმა გადაწვეს გლეხების კარ-
მიდამოები.ნინო და ილია ნაკაშიძეები ჩავიდნენ გურიაში, როგორც გაზეთ „ცნობის
ფურცელის“ სპეციალური კორესპონდენტები.

ნინო ნაკაშიძე პრესაში სისტემატურად აქვეყნებს „გადამწვართა სიებს“. დეტალურად აღწერს


გურულ გლეხთა გაჭირვებულ ყოფას, რის საპასუხოდაც საქართველოს სხვადასხვა დაბა-
ქალაქებში იმართება საქველმოქმედო კონცერტები , ხოლო შემოსავლები გლეხებს
ეგზავნებათ. ამავე პერიოდში შეიქმნა „დამწვართა კომიტეტი“, ნინო ნაკაშიძე მისი
ხაზინადარი და გამგეობის წევრი იყო.

1906 წელს „დამწვართა კომიტეტმა“ მიიღო მანჯურიის ქალაქ მუკდენიდან დახმარება.


(მთავრობას ჰქონდა შიში, რომ ეს ფული იარაღის შეძენას მოხმარდებოდა და ამიტომ ნინო
ნაკაშიძე დააპატიმრეს.) დააპატიმრეს ასევე ილია ნაკაშიძეც, როგორც ხალხში ტოლსტოის
იდეების გამავრცელებელი . ერთი თვის პატიმრობის შემდეგ ნაკაშიძეები პატიმრობიდან
გაათავისუფლეს, მაგრამ გურიიდან გადაასახლეს თბილისში.

თბილისში ნინო ნაკაშიძე იწყებს ჟურნალ „ნაკადულში“ მუშაობას. როგორც აქტიური


საზოგადო მოღვაწე გარდა ნაკადულის რედაქციაში მუშაობისა ნინო ნაკაშიძე მსახურობდა
ექიმის თანაშემწედ სულით ავადმყოფთა თავშესაფარში და მონაწილეობდა სხვადასხვა
საქველმოქმედო საზოგადოების მუშაობაში. მისი მონაწილეობით ვერაზე დაარსდა საკვირაო
სკოლა მუშების ბავშვებისათვის, სადაც ნინო ასწავლიდა ქართულ ენასა და ანგარიშს, ილიკო
ნაკაშიძე - საქართველოს ისტორიას, პეტრე სურგულაძე - ბუნებისმეტყველებას.

{1908 წელს გურიის აჯანყებასთან დაკავშირებით ნინო ნაკაშიძე კვლავ დააპატიმრეს და


გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში, მაგრამ ბრძანებამ გზაში მოუსწრო და კვლავ სამშობლოში
დაბრუნდა.}

1910 წელს ნინო ნაკაშიძის უშუალო თაოსნობით გაიხსნა პირველი ქართული საბავშვო ბაღი,
თუმცა რუსეთის განათლების მინისტრი სასტიკი წინააღმდეგი იყო ამისა. ბაღისათვის
სათავადაზნაურო გიმნაზიის (ახლანდელი უნივერსიტეტის) შენობაში გამოიყო ორი ოთახი.
ამ საქმით აღფრთოვანებული იაკობ გოგებაშვილი საბავშვო ბაღს თვეში თუმანს უგზავნიდა.

1914 წლიდან ნინო ნაკაშიძე მუშაობდა „კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარედ.


საზოგადოებასთან ჩამოყალიბებული იყო წერა-კითხვის, ლიტერატურის, ისტორიისა და
გეოგრაფიის შემსწავლელი წრეები. აგრეთვე სამკერვალო, ფეხსაცმლის სახელოსნო და
ასოთამწყობთა სკოლა ქალებისათვის. ამ საზოგადოების თაოსნობით დაარსდა
კოოპერატიული სასადილო, რომლის ხაზინადარი და მდივანი ასევე ნინო ნაკაშიძე იყო.

 1914 წელს ნინო ნაკაშიძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი


საზოგადოების გამგეობის წევრად.
 1918 წელს ნინო ნაკაშიძეს, როგორც „წითელი ჯვრის“ გამგეობის წევრს, მიანდეს რომ
მოეწყო საბავშვო სახლი ჯავახეთიდან გადმოხვეწილ უპატრონო ბავშვებისათვის.
 1921 წლის მაისიდან ნინო ნაკაშიძე მუშაობდა სოციალისტური აღზრდის მთავარი
სამმართველოს სამხატვრო-სალიტერატურო სექტორის გამგედ.
 1921 წელს ნინო ნაკაშიძის ინიციატივით დაარსდა პირველი ქართული საბავშვო
თეატრი. პირველი საბავშვო წარმოდგენა იყო ანდერსენის „მფრინავი ზანდუკი“.
 1924 წელს ნინო ნაკაშიძე აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს წევრად.
 1925 წელს გახდა საქართველოს საბჭოების მესამე ყრილობის სრულუფლებიანი
დელეგატი.

ის დაჯილდოებულია ,,საპატიო ნიშნის” ორდენითა და სხვადასხვა მედლებით. ნინო


ნაკაშიძე გარდაიცვალა 1963 წ. 2 ივლისს ქალაქ თბილისში.დაკრძალულია მწერალთა და
საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

5.Კატო მიქელაძე (1872-1942წ)

ჯერ კიდევ 100 წლის წინ, საქართველოში არსებობდნენ ქალები, რომლებიც იმდროინდელი
მძიმე ისტორიული კონტექსტის პირობებშიც კი იბრძოდნენ სწავლის,მუშაობის,ხმის
მიცემის, ქალთა თანასწორობისა და ემანსიპაციისთვის.

ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია კატო მიქელაძე - ფემინისტი ქალი, პუბლიცისტი


და პოეტი, რომელიც ევროპაში სწავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად
დაიწყო ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის. Კატო მიქელაძემ დაამთვრა ბრიუსელის
უნივერსიტეტის სციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქალთა მოძრაობის
ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების
შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო.

 მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი „ქალთა ლიგა“


ჩამოყალიბდა.

 გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა “კონსოლიდირებული


იყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის საჭირო დასავლური
გამოცდილება და ქართული პრობლემების მთელი პალიტრა. სამწუხაროდ, პირველი
რესპუბლიკის პერიოდში გაზეთი დაიხურა. ბოლშევიკური ტერორის ეპოქამ კი კატო
მიქელაძე და თანასწორობის ერთგული სხვა ქალთა იდეები “ისტორიის ნაგავ-
საყრელზე” მოისროლა, როგორც “ბურჟუაზიული გარყვნილების” მაგალითი.

 ასევე, თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთთან (‘ბრძოლა’, ‘სოც.დემოკრატები’) და


ანონიმურად აქვეყნებდა ფემინისტურ პუბლიკაციებს, თუმცა მისი ტექსტების
ამოცნობა შესაძლებელია.

 საინტერესოა,კატოს სიტყვა(დაბეჭდილია ‘ხმა ქართველი


ქალისაში’-https://liberali.ge/articles/view/3716/khma-qartveli-qalisa(საკმაოდ ვრცელია და
ლინკად ჩავსვამ საკვანძოებს ამოვიწერ), რომელიც უნდა წარმოეთქვა 1917 წლის 20
ნოემბრის ეროვნულ ყრილობაზე, მაგრამ აკაკი ჩხენკელმა მას უფლება არ მისცა.

 კატო მიქელაძე განსაკუთრებულ პატივს სცემდა ეკატერინე გაბაშვილის მოღვაწეობას,


მის ამაგს ქალთა ემანსიპაციისა და მათი განათლების უფლების მოპოვების საქმეში.
ამიტომ ხშირად სტუმრობდა მას და ეთათბირებოდა 10-იანი წლების საქართველოში
ქალთა მოძრაობის გასაფართოებლად.
 30-იან წლებში კატო მიქელაძე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, იგი 1942 წელს
გადაიცვალა. კატოს საფლავი დაკარგულია.

Საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში ქართველმა ქალებმა


მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.ისტორიული კონტექსტის გარდა მეტ-ნაკლებად
გენდერული უთანასწორობისა და დისბალანსის გამოა, რომ ქალთა ღვაწლი და საქმიანობა
საზოგადოებრივ სარბიელზე შედარებით უფრო უკანა პლანზეა. ჩვენ უკვე ვახსენეთ და
განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტარი ქალები.
საინტერესოა ამ მხრივ როგორი თანაფარდობა გვაქვს დღეს, 21 საუკუნეში. თუკი
გადავხედავთ საქსტატის მონაცემებს შედეგი მეტად გაგვაოცებს,თანაც არც თუ ისე
სახარბიელო გზით. Როგორც ვხედავთ არათანაფარდობა საკმაოდ თვალშისაცემია.

ეს სხვაობა საკანონმდებლო შტოში,როგორც ეროვნულ,ისე მუნიციპალურ დონეზეა.


2022 წელს საქართველოს პარლამენტში ქალი პარლამენტარების წილმა 18 %შეადგინა, რამაც
ბიძგი მისცა ამ მხრივ მოქმედების დაწყებას და ძალაუფლებაში გენდერული სხვაობის
შემცირება გახდა საარჩევნო კოდექსში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების
მთავარი მიზანიც. Ეს მცირე გადახვევა და პარალელი თანამედროვეობასთან იმისთვის
გავაკეთე, რომ კარგად დავინახოთ ის ძალა და შემართება რაც იმ პერიოდში ქალებს
გააჩნდათ.
Მცდარია დამკვიდრებული ხედვა თითქოს დამოუკიდებლობის პერიოდს მხოლოდ ის
ქალები მიემართებიან,ვინც ამ არასრული სამი წლის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა
ქვეყნის მშენებლობაში. Ამ პერიოდის ქალები არიან ისინიც,ვინც უფრო ადრე გამოვიდნენ
ასპარეზზე და თავიანთი შრომითა და საქმით გაუადვილეს გზა შემდგომი თაობის ქალებსა
და გოგონებს, ვინც დამოუკიდებლობა ცოტათი მაინც მოაახლოვა და ეროვნული
დამოუკიდებლობის თავისებურებები განსაზღვრა.

XIX საუკუნეში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბრძოლამ მთელი


მსოფლიო მოიცვა, მათ შორის საქართველოც. ქალებმა ღირსეულად უპასუხეს ამ ახალ
გამოწვევას და ბევრმა მათგანმა მიუხედავად მათი სოციალური, ეთნიკური თუ
სარწმუნოებრივი კუთვნილებისა, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს, როგორც
ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილის ფასეულობათა ჩამოყალიბებაში .მე
შევეცდები გაგაცნოთ ისეთი ქალების ღვაწლი კულტურულ,პოლიტიკურ თუ
საზოგადოებრივ სფეროში,როგორებიც იყვნენ: მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ელისაბედ
ორბელიანი, ნინო ნაკაშიძე,ოლღა გურამიშვლი-ნიკოლაძე და კატო მიქელაძე.

Უპირველეს ყოვლისა ვახსენოთ ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე. Ის სწორედ იმით იპყრობს


ჩვენს ყურადღებას,რომ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართულ ეროვნულ საზოგადოებრივ
საქმიანობაში და ყოველმხრივ ხელს უწყობდა ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობის
გაღვივებას. იმ პერიოდის საქართველოში მან, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, შეძლო
და მოახერხა განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო. პროგრესულად
მოაზროვნე და დედის დამსახურებაა მისი ეს მიღწევა, ვინაიდან მამამისი რომელიც სასტიკი
წინააღდეგი იყო ოლღა უცხოეთში წასულიყო სწორედ დედამისმა,ქეთევანმა დაარწმუნდა.
Ის ეუბნება მეუღლეს,რომ „„დღევანდელი“ ქალი ის აღარ იყო რაც ძველად და რომ ქალს
უსათუოდ უნდა მიეღო განათელბა,როგორც ამას დიდი ილია ამბობდაო“. Ილიას ხსენება რა
თქმა უნდა აქ უადგილო არაა. Ილია ჭავჭავაძე თავის წერილში “დედათა ემანსიპაციის
შესახებ” ამ ყველაფერს ააანალიზებს. Მას სჯეროდა,რომ შორს არ იყო ის დრო, როდესაც
ქალები თავიანთ ადგილს დაიკავებდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე.( „შორს არ არის ის
დრო, როდესაც დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა
მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ თავისი კუთვნილის ადგილის დასაჭერად.“)
ციურიხში სწავლის დროს ქართველ სტუდენტებთან ერთად ოლღა აქტიურ მონაწილეობას
იღებდა საზოგადოება „უღლის“ დაარსებაში. [ზოგადად, აქ ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ
ეროვნული მოძრაობა ძირითადად, სწორედ სტუდენტებში იბადება, რაც
ბუნებრივია,ვინაიდან იქ სადაც განათელბა და ცოდნაა, ჩნდება თვისუფლებისა და
დამოუკიდებლობის წყურვილიც].მაშინ როცა ოლღა გურამიშვლის თავისუფლად შეეძლო
საზღვარგარეთ იდეალური კარიერისა და უდარდელი ცხოვრების აწყობა,განათლების
მიღების შემდგომ ის მაინც დაუბრუნდა მშობლიურ მიწა-წყალს და ვაჟთა გიმნაზიაში,
ახალი თაობის აღსაზრდელად დაიწყო მუშაობა.[ეს საამაყოა,ვინაიდან იმ პერიოდისთვის
ქალი მასწავლებლები, არათუ საქართველოში, ზოგადად რუსეთის იმპერიაშიც კი
იშვიათობას წარმოადგენდა. ]
Როდესაც ქალთა ღვაწლსა და დამსახურებაზე ვსაუბრობთ უეჭველია,აქვე უნდა ვახსენოთ
ნინო ნაკაშიძე. Გარდამტეხი მომენტი მის ცხოვრებაში 1893 წელი აღმოჩნდა,როდესაც
დაარსდა პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია „მესამე დასი“ . ამან
რევოლუციური განწყობა გადასდო ნინო ნაკაშიძეს{მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა -
დედის ავადმყოფობა, მეუღლის გადასახლება, ცხოვრება ჟანდარმერიის მუდმივი
მეთვალყურეობის ქვეშ.}

ნინო ნაკაშიძე პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა „გადამწვართა სიებს“. დეტალურად


აღწერდა გურულ გლეხთა გაჭირვებულ ყოფას, რის საპასუხოდაც საქართველოს სხვადასხვა
დაბა-ქალაქებში იმართება საქველმოქმედო კონცერტები , ხოლო შემოსავლები გლეხებს
ეგზავნებათ. Აღსანიშნავია ნინო ნაკაშიძისა და” დამწვართა კომიტეტის” სხვა წევრების

Მუხლჩაუხრელი შრომა,რითაც მათ მიაღწიეს მიზანს და 1906 წელს „დამწვართა კომიტეტმა“


მიიღო მანჯურიის ქალაქ მუკდენიდან დახმარება. (მთავრობას ჰქონდა შიში, რომ ეს ფული
იარაღის შეძენას მოხმარდებოდა და ამიტომ ნინო ნაკაშიძე დააპატიმრეს.) დააპატიმრეს ასევე
ილია ნაკაშიძეც, როგორც ტოლსტოის იდეების გამავრცელებელი ხალხში. Ამ
დაპატიმრებებში არაფერია გასაკვირი და უჩვეულო, მეფის რუსეთისთვის ყოველივე
ეროვნულ-განმანთავისუფლებრივი სულიკვეთებით აღსავსე ღონისძიება თუ ნაბიჯი
საფრთხე იყო,ამის დეესკალაცია კი ამ ძლევამოსილი იმპერიისთვის იოლი გახლდათ. ერთი
თვის პატიმრობის შემდეგ ნაკაშიძეები პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ გურიიდან
გადაასახლეს თბილისში,რათა მოსახლეობას კვლავ არ გასჩენოდა მათი თანადგომის იმედი
და თავიდან აეცილებინათ დამატები პრობლემები .

Ადგილის ცვლილება მის მისწრაფებებსა და მიზნებს ტრაექტორიას არ/ვერ უცვლის .1914


წლიდან ნინო ნაკაშიძე მუშაობდა „კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარედ.
საზოგადოებასთან ჩამოყალიბებული იყო წერა-კითხვის, ლიტერატურის, ისტორიისა და
გეოგრაფიის შემსწავლელი წრეები. აგრეთვე სამკერვალო, ფეხსაცმლის სახელოსნო და
ასოთამწყობთა სკოლა ქალებისათვის. ამ საზოგადოების თაოსნობით დაარსდა
კოოპერატიული სასადილოც.1918 წელს ნინო ნაკაშიძეს, როგორც „წითელი ჯვრის“
გამგეობის წევრს, მიანდეს რომ მოეწყო საბავშვო სახლი ჯავახეთიდან გადმოხვეწილ
უპატრონო ბავშვებისათვის. Კულტურის თვალსაზრსით, მნიშვნელოვანია ის მოვლენა,რომ
1921 წელს ნინო ნაკაშიძის ინიციატივით დაარსდა პირველი ქართული საბავშვო თეატრი.

Პოლიტიკურ სფეროში მან წარმატებებს მიაღწია და 1925 წელს გახდა საქართველოს


საბჭოების მესამე ყრილობის სრულუფლებიანი დელეგატი.

Როგორც თვალნათლივ ვხედავთ ჯერ კიდევ 100 წლის წინ, საქართველოში არსებობდნენ
ქალები, რომლებიც იმდროინდელი მძიმე ისტორიული კონტექსტის პირობებშიც კი
იბრძოდნენ სწავლის,მუშაობის,ხმის მიცემის, ქალთა თანასწორობისა და ემანსიპაციისთვის.

ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი და გვირგვინია კატო მიქელაძე - ფემინისტი ქალი,


პუბლიცისტი და პოეტი, რომელიც ევროპაში სწავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და
აქტიურად დაიწყო ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის. Კატო მიქელაძემ დაამთვრა
ბრიუსელის უნივერსიტეტის სციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქალთა
მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში
დაბრუნების შემდეგ, არ დააყოვნა და თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის
ბრძოლა დაიწყო. მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
რეგიონალური ქსელი „ქალთა ლიგა“ ჩამოყალიბდა.

გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა “,რომელშიც


კონსოლიდირებული იყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის საჭირო
დასავლური გამოცდილება და ქართული პრობლემების მთელი პალიტრა. სამწუხაროდ,
პირველი რესპუბლიკის პერიოდში გაზეთი დაიხურა. ბოლშევიკური ტერორის ეპოქამ კი
კატო მიქელაძე და თანასწორობის ერთგული სხვა ქალთა იდეები “ისტორიის ნაგავ-
საყრელზე” მოისროლა, როგორც “ბურჟუაზიული გარყვნილების” მაგალითი.

ასევე, თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთთან (‘ბრძოლა’, ‘სოც.დემოკრატები’) და


ანონიმურად აქვეყნებდა ფემინისტურ პუბლიკაციებს, თუმცა მისი ტექსტების ამოცნობა
შესაძლებელია. კატო მიქელაძე განსაკუთრებულ პატივს სცემდა ეკატერინე გაბაშვილის
მოღვაწეობას, მის ამაგს ქალთა ემანსიპაციისა და მათი განათლების უფლების მოპოვების
საქმეში. ამიტომ ხშირად სტუმრობდა მას და ეთათბირებოდა 10-იანი წლების საქართველოში
ქალთა მოძრაობის გასაფართოებლად.

You might also like