You are on page 1of 632

ქართული პუბლიცისტიკა – ქრესტომათია (XIX საუკუნე)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ამ ქრესტომათიაში წარმოდგენილი პუბლიცისტური წერილები მეცხრამეტე საუკუნის


ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების პროცესს ასახავს.

მათი ერთად თავმოყრით მეცხრამეტე საუკუნის ქართული ცხოვრების თითქმის ყველა


პრობლემას გაეცნობა მკითხველი.

ქრესტომათია განკუთვნილია არა მარტო ჟურნალისტიკით დაინტერესებული


მკითხველისათვის, არამედ ეროვნული ცნობიერების შემსწავლელი ყველა დარგის
სპეციალისტისათვის.

შემდგენელი და რედაქტორი: დალი ჩიკვილაძე

რეცენზენტები: მარინა ლომიძე, მარი წერეთელი

ტექრედაქტორი: ვალიდა მექვაბიშვილი

პუბლიცისტთა პორტრეტები იბეჭდება გურამ შარაძის მიერ 2001 წელს გამოცემული


«ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის» I ტომიდან, აგრეთვე გიორგი
ლეონიძის სახელობის ეროვნული ლიტერატურული მუზეუმის ფონდებიდან

თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007

წინასიტყვაობა

1
ქრესტომათიული წიგნების შედგენითა და გამოცემით ქართველი მკითხველი
განებივრებული არ არის, მით უფრო პუბლიცისტურ ნაწარმოებთა ცალკე ქრესტომათია,
ვფიქრობთ, სიცოცხლეს ამ გამოცემით იწყებს.

წინაპარ პუბლიცისტთა წერილების ერთად აკინძვის ინტერესი ჯერ კიდევ მეოცე


საუკუნის დასაწყისში გასჩენიათ ოდესაში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებს.

1900 წელს გაზეთი «კვალი» აუწყებდა ქართველ საზოგადოებას – «ოდესის ქართველ


სტუდენტებს გადაუწყვეტიათ გამოსცენ პუბლიცისტური ნაწარმოებები გიორგი
წერეთლისა, სერგეი მესხისა, ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძისა» («კვალი» 1900 წ.
#45). სამწუხაროდ, ამ სურვილს მაშინ აღსრულება ბევრი მიზეზის გამო არ ეწერა...

წინამდებარე ქრესტომათიის შედგენა მეცხრამეტე საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის


ისტორიის საფუძვლიანი შესწავლის სურვილმა განაპირობა. ეს ქრესტომათია
ჟურნალისტიკის დეპარტამენტის სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ არის
გამიზნული.

ჟურნალისტიკის ისტორიას ათეული წლებია შეისწავლიან მეცნიერები და ბეჭდვითი თუ


სამაუწყებლო მედიის სტუდენტები. ჟურნალისტიკის საფუძველი – პრესაში

გამოქვეყნებული პუბლიცისტური წერილების დამუშავება და ანალიზია, – წინაპარ


პუბლიცისტთა იმ მემკვიდრეობის ანალიზია, რაც გასულ საუკუნეთა ჟურნალგაზეთების
ფურცლებზეა გამოქვეყნებული. მართალია, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი
მესხის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სოლომონ
დოდაშვილის, ვაჟა-ფშაველას თხზულებათა კრებულებში უშუალოდ პერიოდიკიდან
ამობეჭდილი სტატიებია შეტანილი, მაგრამ ბევრი წინაპარი ჟურნალისტის პრესაში
გამოქვეყნებული საინტერესო ნააზრევი გამომზეურებას ელის, არადა, მათი
პუბლიცისტური წერილების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია მეცხრამეტე
საუკუნის ჟურნალისტიკის ისტორიის სრულფასოვანი შესწავლა.

2
სალექციო კურსმა გაბნეული პუბლიცისტური წერილების ერთ წიგნად თავმოყრა და
გამოცემა მოითხოვა, რადგანაც სტუდენტებს ეძნელებათ სხვადასხვა ტომეულებში
დაბეჭდილი სტატიების მოძიება-დამუშავება. ამიტომაც გადაწყდა ისეთი ქრესტომათიის

შედგენა, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის საზოგადოებრივი აზრის განვითარების


მთლიანი პროცესი – სოლომონ დოდაშვილიდან ნოე ჟორდანიას ნააზრევამდე მეტ-
ნაკლებად წარმოჩნდებოდა. თავისთავად ქართული პუბლიცისტიკის ეს გზა ფრიად
საინტერესო, წინააღმდეგობებით სავსე, ადამიანთა ყოფასა და აზროვნებაზე
ორიენტირებული შემოქმედებითი პროცესია, რაც რუსეთის თვითმპყრობელობასთან
«სიტყვით ბრძოლით» გამოირჩევა და ამ «სიტყვის ძალით» ეროვნული თვითმყოფადობისა
და ეროვნული თვითშეგნების შეუცვლელ ფასეულობებს ამკვიდრებს.

ქრესტომათიაში შეტანილი წერილები მთელი მეცხრამეტე საუკუნის სააზროვნო სივრცის


ავ-კარგს გადმოცემენ: საზოგადოების ტკივილს, მოთხოვნილებებს, განათლების დონეს,
სიახლეთა მიღების სურვილს, კაპიტალისტური ურთიერთობის დამკვიდრების პროცესს,
ჟურნალისტის მოვალეობას, ჟურნალ-გაზეთობის დანიშნულებას, თავისუფლებისათვის
ბრძოლის გზების ძიებას და მრავალ სხვას...

ქრესტომათიის გაცნობისას შეიძლება გაჩნდეს კითხვები – ზოგ ავტორს რამდენიმე


სტატიით გაიცნობს მკითხველი, სხვათ – ერთი-ორით. ამის განმარტება წიგნის
მოცულობას უკავშირდება, – ერთი ტომი ვერ დაიტევს მთელი საუკუნის პუბლიცისტურ
საუნჯეს, ამიტომაც ყურადღება გამახვილდა იმ წერილებზე, რაც სალექციო კურსის
საჭიროებამ მოითხოვა, ბევრი სტატია მნიშვნელოვანი შემცირებებით გაჯერდა.

სხვა ცვლილება ტექსტში არ შეგვიტანია გარდა პუნქტუაციის ელემენტების


მოწესრიგებისა, ამასთან, დავიცავით წერილების გამოქვეყნების ქრონოლოგიური
პრინციპი.

ამ ქრესტომათიაში წარმოდგენილი ბევრი სტატია უშუალოდ ჟურნალ-გაზეთებიდან


ამოიკრიბა და პირველად ქვეყნდება. ესენია: ივანე კერესელიძის «სალაყბოს ფურცლები»

3
ჟურნალ «ცისკრიდან» რომ გადმოიბეჭდა, ნიკო ავალიშვილის «შინაური მიმოხილვები» –
ჟურნალ «მნათობიდან», გიგა ყიფშიძის წერილი – ჟურნალ «მოამბიდან» ისტამბება, ივანე
მაჩაბლის პოლემიკური წერილი «ივერიიდან», «კვალში» გამოქვეყნებული გიორგი
წერეთლის ამ ქრესტომათიაში დაბეჭდილ წერილებზე დაყრდნობით ქართველ
მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული სააზროვნო
სივრცე და პუბლიცისტები სამ დასად დაჰყო და «სამი დასის» არსებობა აქსიომად
გამოაცხადა (რაც უსათუოდ გადახედვას და გასწორებას საჭიროებს). გიორგი წერეთლის
ეს წერილები პირველად ქვეყნდება.

მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა სწორი დასკვნები გამოიტანოს მათი გაცნობით. ნოე


ჟორდანიას სტატია «ახალი პრესა» ილია ჭავჭავაძის პოლემიკური წერილების პასუხად
დაიწერა, ილიას ოთხივე სტატია გარკვეული შემცირებებით ქრესტომათიაშია შეტანილი.
ნოე ჟორდანიას საპასუხო წერილი ამოღებულია მისი ბროშურიდან – «ქართული პრესა
(გუშინ და დღეს)», რაც 1900 წელს გამოქვეყნდა (ეს წერილები «კვალში» იბეჭდებოდა).
«გარკვეული მიზეზების გამო» (ნოე ჟორდანიას სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო
საბჭოთა სინამდვილეში, ამ ბროშურის წაკითხვას საჯარო ბიბლიოთეკაში საგანგებო
ნებართვა სჭირდებოდა), მას მხოლოდ მეცნიერთა გარკვეული წრე იცნობს. ამ
ქრესტომათიაში შეტანილი ნოე ჟორდანიას სტატია მკითხველს დააფიქრებს სოციალ-
დემოკრატთა კლასობრივი ბრძოლის ცალკერ-ძოობაზე, «პრინციპულობასა» და
ავტორიტეტების «დაძლევის» ხერხებზე... სოლომონ დოდაშვილის წერილები თამარ
კუკავას მიერ შედგენილი «თხზულებანიდან» ამოვიღეთ, დიმიტრი ყიფიანის სტატიები –
აკაკი ბაქრაძისა და თამაზ ჯოლოგუას რედაქტორობით გამოცემულ «ქართული
მწერლობის» მეოცე ტომიდან გადმოიბეჭდა.

ილია ჭავჭავაძის სტატიები პავლე ინგოროყვას რედაქტორობით შედგენილი აკადემიური


გამოცემის III, IV, V, VI, VIII და IX ტომებიდან დაისტამბა, ნიკო ნიკოლაძის სტატიები –
დავით გამეზარდაშვილის რედაქტორობით გამოცემული II, III, IV ტომებიდან, აგრეთვე
აკაკი ბაქრაძისა და დალი ჩიკვილაძის რედაქტორობით გამოსული «ქართული

4
მწერლობის» XIV ტომიდან, სერგეი მესხის წერილები – იოსებ ბოცვაძის რედაქტორობით
დაბეჭდილ I, II, და III ტომებიდან ამოვიღეთ, აკაკი წერეთლის პუბლიცისტური
წერილები გიორგი აბზიანიძის რედაქტორობით გამოცემული თხუთმეტტომეულის
მეთერთმეტე ტომიდან გადმოიბეჭდა. ამ ქრესტომათიის რედაქტორი განმარტებებს
ზედმეტად თვლის, რადგან მიაჩნია, რომ ემპირიულმა მასალამ უნდა ასახოს და გახსნას
გარდასული პროცესებისმთავარი ორიენტირები.

ქრესტომათიაზე მუშაობის პროცესი რთული, მაგრამ ძალზე საინტერესო იყო.


ჟურნალისტიკის დეპარტამენტის სასწავლო-პოლიგრაფიული ლაბორატორიის
ხელმძღვანელის – ვალიდა მექვაბიშვილისა და დამკაბადონებლის თამარ
პირველაშვილის მონდომებისა და საქმის ერთგულების გარეშე ამ ქრესტომათიის
გამოცემა გაძნელდებოდა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ. მადლიერება
უნდა გამოვხატოთ ჟურნალისტიკის დეპარტამენტის იმ სტუდენტების მიმართ, ვინც
დაუზარელი დახმარება აღმოგვიჩინა წიგნის კორექტურის და აწყობის პროცესში.

ესენი არიან შემდეგი ბაკალავრები: მ. დოხნაძე, ზ. ბარათელი, ა. გრიგალაშვილი, ხ.


შამანაური, თ. ელიზბარაშვილი, ა. ბაკურაძე, ნ. ექვთიმიშვილი, მ. გაბულდანი, გ.
იოსელიანი, მ. ჭაფხოძე, თ. თეთრაშვილი, ნ. კანთელაძე, ლ. თოთლაძე, ქ. მჭედლური, მ.
მარგველაშვილი, ნ. გაბინაშვილი და ნ. ჩემინავა.

საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ ცნობილი ჟურნალისტის პაატა ნაცვლიშვილის უშურველი


დახმარება წიგნის გაფორმების საქმეში, რომელმაც პუბლიცისტების პორტრეტებითა და
ჟურნალ-გაზეთების ილუსტრაციებით დაამშვენა ქრესტომათია. იმედს გამოვთქვამთ,
მეოცე საუკუნის ქართული პუბლიცისტიკის ქრესტომათიასაც იხილავს მკითხველი...

რედაქტორი და შემდგენელი დალი ჩიკვილაძე.

20. VI. 07.

5
სოლომონ დოდაშვილი

(1805-1836)

სწავლობდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელსა (1818-19) და თბილისის სასულიერო


სემინარიაში (1820-22), შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-
იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1827 წელს. იმავე წელს პეტერბურგში
გამოსცა «ლოგიკის» სახელმძღვანელოს I ნაწილი, 1830 წ. დაიბეჭდა მისი «ქართული
გრამატიკა», ხოლო შემდეგ – «რიტორიკა». საქართველოში ჩამოსვლისთანავე სოლომონ
დოდაშვილი ასწავლიდა კეთილშობილთა სასწავლებელში ლოგიკას, რიტორიკას და
ქართულ სიტყვიერებას. 1828 წელს დაინიშნა გაზეთ «ტფილისის უწყებანის» ქართული
გამოცემის ჯერ მთარგმნელად, ხოლო 1829 წლიდან – რედაქტორად. 1832 წლის
შეთქმულებაში მონაწილეობისათვის სოლომონ დოდაშვილი დააპატიმრეს და 1834 წელს
გადაასახლეს ვიატკაში, სადაც გარდაიცვალა ჭლექით 1836 წელს. მისი ნეშტი 1994 წელს
გადმოასვენეს და დაკრძალეს მთაწმინდაზე. ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა – «დროშა,
რომელიც ხელთ გვიპყრია, დოდაევისგან გვაქვს ნაანდერძევიო».

«სალიტერატურონი ნაწილნი «ტფილისის უწყებათანი» (1832 № 1-5) გაზეთ «ტფილისის


უწყებანის» (1828-1832) ლიტერატურული დამატება, გამოდიოდა ორ კვირაში ერთხელ – 5
იანვრიდან 5 მარტამდე – ყოველი თვის 5 და 20 რიცხვში. შეწყდა ხელმომწერთა სიმცირისა
და ლიტერატურული მასალის ნაკლებობის გამო.

რედაქტორი სოლომონ დოდაშვილი, თანმაშრომლობდნენ – სოლ. რაზმაძე,ალ. ჭავჭავაძე,


გრ. ორბელიანი, დ. მაჩაბელი, ალ. ორბელიანი, თ. გურამიშვილი, გ. ერისთავი და სხვ.

«სალიტერატურონი ნაწილნი» მშობლიური ენის ინტერესთა დამცველი, ისტორიის


გამყალბებელთა წინააღმდეგ მებრძოლი, ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ

6
დაარსებული ეროვნული სულისკვეთების მქონე გამოცემაა, რომელიც ქართული
ჟურნალისტიკის ისტორიაში ლიტერატურული ჟურნალის პირველსახეა.

მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა ჩვენ შეგვემთხვა სმენა


დამტკიცებითთა სჯათა მრავალთა კეთილმზრახველთა კაცთაგან ქართულისა ენისათვის,
რომელ იგი გლახაკ არს თხზულებათა მიერ სალიტერატუროთა, არა განვითარებულ არს
და შესახებელადცა გარმონიისადმი არავითარისამე მექონ არს სიამოვნისა.

მცნობათა ბუნებითისა ენისა ჩვენისათა გვსურის, რათა ვარწმუნოთ პატივცემულთა


გვამთა მათ, რომელ ქართულსა ენასა ზედა არიან მრავალნი შვენიერნი თხზულებანი და
თარგმნილნიცა წიგნნი სხვა და სხვა ძველთა და უახლესთა ენათაგან. ამისთვის ვრაცხთ
ჩვენ საჭიროდ, რათამცა პირველად ვაცნობოთ საზოგადოებასა მცირე ესე განხილვა
ისტორიისა სიტყვიერებისა ჩვენისა, ხოლო შემდგომად აღვრიცხოთ წვრილნი და თვინიერ
პირმოთნეობისა ფასდებულ ვჰყოთ ქმნილებითურთ თვითოეულნი ავქსონნი
ღირსებისამებრ მათისა, რომელთაგანცა მოყვარენი საზოგადოობის განვითარებისანი
იხილვენ ძველსა ადგილსა შინა კავკასიის ამიერ მცხოვრებთასა მდიდარსა ნივთიერებასა
სალიტერატუროისასა, რომელიცა აქამომდე წყვდიადსა შინა სიბნელისასა დაფარულ იყო
მხედველობათაგან განათლებულის ევროპიისათა.

ძნელად საცნობელ არს დანიშვნა დროისა მის, თუ ოდეს ენა ქართული შეიქმნა ენად
ერისა, გარნა ჯერ არს ცნობად, რომელ იგი არს ერთი უუძველესთაგანი, ვინაიდგან
იხილვების ისტორიისაგან, ვითარმედ ვითარცა წერილნი ანუ ასონი ქართულისა ენისანი
შემოღებულ არიან, ეგრეთვე ენაცა განწრფელებულ პირველის მეფის ფარნავაზისა მიერ,
სოფლის შექმნიდგან 3627-სა წელსა, ხოლო უწინარეს ქრისტეს შობისა 327-სა წელსა. იგინი
იყვნენ სრულიად განსხვავებულნი ასოთაგან სხვათა ერთასა.

თუმცაღა რომელნიმე მწერალნი, საკუთრად სომეხთაგანნი, ამტკიცებენ, რომელ


ქართველნი ძველს დროში ლაპარაკობდნენ სომხურსა ენასა ზედა, ვინაითგან ორნი ესე
ძველნი ამიერკავკასიის მცხოვრებნი, ესე იგი ქართველნი და სომეხნი, ვითარცა

7
იხილვების ისტორიასა შინა, ჰსწარმოებენ ერთისა შთამომავლობისაგან თარგამოსისა,
გარნა გამოცანანი ესე არა არიან საფუძვლიანნი და არცა დამტკიცებულნი; უკეთუ აზრნი
მწერალთა ამათ დაფუძნებულ არიან მხოლოდ მასზედა, რომელ ქართულსა ენასა ზედა
მყოფთა ლექსთაგანნი რომელნიმე აქამომდე იხმარებიან სომხურსა ენასაცა შინა, ფრიად
ცოტანი, ამის გამო შეუძლებელ არს მითვისება მათი და არცა დამტკიცება შესაძლებელ
არს, რომელ არა ქართულმან ენამან მიიღო ლექსნი სომხურიდამ, არამედ სომხურმან
ენამან ქართულიდამ. წინაპართა ჩვენთა შემოიღეს ლექსნი ქართულისა ენისანი მაშინ,
ოდესცა სომხური ენა მყოფობდა თავისთავად, ეგრეთვე ქართველნიცა იყვნენ განყოფით
და პირსა შინა ერისასა გამოიხატა.

ძირი ენისა ჩვენისა უნდა იყოს საკუთარი. ესე ჰსჩანს ყოველთა ძველთა წერილთაგან. ჩვენ
ვერ ვჰხედავთ ვერცა ასოთა, ვერცა ხმათა და გამოღებათა, არათუ ოდენ ლექსთა,
რომელთაცა აქვნდეთ მკვეთრი მსაგვსება სულსა შინა სომხურისა ენისასა. აწინდელთა
მწერალთა და უცოდინართა ქართულისა ენისათა შემოიღეს ხმარება ლექსთა სპარსულთა,
სომხურთა და რუსულთა, გარნა ამით არავის ძალუძს დამტკიცება, რომელ არ იყოს
ქართულსა ენასა ზედა თანასწორმნიშვნელნი ლექსნი. კარგმან მწერალმან რომლისა
საგნისა აღწერაც უნდა მოინდომოს, რომელის ფრაზსა ზედაც უნდა იყოს, მას ძალუძს
ბუნებითსა ენასა ზედა გამოღება და წარმოდგენა თვით უმცირესისა აზრისა და
გრძნობისა, იგი არ იხმარება არა რომელთა ლექსთა სხვისა ერისათა, გარდა მათსა,
რომელთაცა მიუღიათ კანონი მოქალაქობისა და რომელნიცა იხმარებიან ყოველსა ენასა
ზედა, ესე იგი, ტეხნიკებრთა.

ქართველთა ძველთაგან ჰქონიათ სურვილი, ხალისი და ნიჭი სწავლათა და ხელოვნებათა.


ჩინებული მთარგმნელნი და მწერალნი იყვნენ: მეცხრესა საუკუნესა შინა, ადარნასე მეფის
დროს, წმიდა მამა ილარიონ ქართველი; მეათესა საუკუნესა შინა, სუმბათ მეფის ჟამს,
წმიდა მამა იოანე, მეთერთმეტესა, მეფის ბაგრატის დროსა: წმიდა მამა ევთიმი, იოანე
პატრიკ ყოფილი ფილოსოფოსი, პეტრიწად ზედ წოდებული და სტეფანე. საკუთრად
მეთორმეტესა საუკუნესა შინა ქართველნი იდგნენ უმაღლესსა ხარიხსა ზედა ძლიერებისა

8
და განათლებისასა. იგინი განსხვავებულ იყვნენ სიმხნითა, სიბრძნითა, სათნოებითა და
პოეზიითა. დროსა ამას საქებელნი მწერალნი იყვნენ მეფობასა შინა დავით
აღმაშენებელისასა: ეფრემ მცირე, თეოფილე, არსენი იყალთოელი და ივანე ტარიჭის-ძე.
ყოველთა ამათ ზემოხსენებულთა მწერალთა არათუ ოდენ ჰსთარგმნეს ელლინურის
ენითგან ყოველნი საეკკლესიონი წიგნნი, საღვთისმეტყველონი, საფილოსოფოსონი და
სხვანი, არამედ აგრეთვე დაწერეს თვისსა ენასა ზედა ყოველთა ნაწილთამებრ
სიტყვიერებისათა თხზულებანი. მიმდინარეობასა შინა მათ დროსათა მეფენი ჩვენი
ჰზრუნავდნენ რა კეთილმდგომარეობისათვის ყმათა თვისთა, წარჰგზავნიდნენ ყოველსა
წელსა ათინასა შინა თორმეტთა ყრმათა სწავლათათვის.

მრავალნი მათგანნი, გამდიდრებულნი სწავლითა, მოიქცნენ მამულსა შინა თვისსა,


რომელთა რიცხვსა შინაცა იყვნენ ზემოხსენებულნი მწერალნი, გარნა ელვარებითა ეპოხა
მჭევრმეტყვეობისა ჩვენისა იწყო იოანე პეტრიწმან. პეტრიწი ესე იყო ჭეშმარიტი
ფილოსოფოსი, ფრიად საყვარელი მოლექსე საქართველოსა შინა, სრულის აზრით იყო
დიდი და ჩინებული კაცი დროისა თვისისა. მან წერა ყოველთა გვართა შინა
სიტყვიერებისათა და ყოველთა გვართა შინა ჰპოვა ჩინებულება და პატივისცემა არა
მხოლოდ თანამედროვეთა თვისთა, არამედ ყოველთა განათლებულთა შთამოებათა
თვისისა მამულისათა.

ღირსება დიდისა მის მწერლისა იოანე პეტრიწისა შესაძლებელ არს ვჰსცნათ ანტონი
კათალიკოსის მიერ თქმულსა ლექსსა შინა, ჩვენცა საკმაოდ ყურადღებით წარვიკითხეთ
უკვდავნი თხზულებანი მისნი. იგი განბრძნობილი ხმაითა სწავლითა ძველთა
სამაგალითოთა თხზულებათათა, გადმონერგდა სამშობლოსა მამულსა შინა თვისსა
შვენიერთა ყვავილთა სიტყვებისა ძველისა ელლადისათა.

მუნითგან მამულსა შინა ჩვენსა განვრცელდნენ სწავლანი, განმრავლდნენ წიგნნი და


სასწავლებელნიცა ესრეთ, რომელ მეფობა თამარისა, რომელიცა შეუდგა მას, იყო
ელვარებითს ეპოხად სიტყვიერებისათვის ჩვენისა. თვით თამარ დედოფალი მიაქცევდა
კეთილ მოქმედებითსა ყურადრებასა სწავლათა და ხელოვნებათადმი. იგი განაღვიძებდა

9
სულსა შინა თვითოეულისა გრძნობასა კვეთებისასა განათლებისადმი, ჰშობდა ტალანტთა
და სათნოებასა. დროისა მის შენებულებათა აწცა ვჰხედავთ სახსოვრად. მრავალთა
ადგილთა შინა იხილვებიან მშვენიერებანი ხელოვნებათანი, რომლითაცა ყოველი ქალაქი
და დაბა განმდიდრებულ იყო. დრო ესე საქართველოსა შინა იწოდების ოქროვანს
საუკუნედ.

უკეთუ ვინმე განვითარებულთა კაცთაგანმან მიიღოს შრომა და წარმოადგინოს


დაწვლილებით უუცხოველესი გამოხატვა ყოველთა ღვაწლთა გვირგვინოსნისა
დედოფლისა და ჩინებულთა მწერალთა მის ეპოხისათა, მაშინ გაბედვით შესაძლებელ არს
დარწმუნებულყოფად, რომელ ესრეთი ისტორია მიაქცევდა თვის ზედა ყურადღებასა
ყოველთა განათლებულთა მხარეთასა. მაშინ იხილვიდენ, რომელ მცირედ ცნობილი
საქართველო არს კერძო, ღირსი ყურადღებისა, და რომელ ყოველთა ვაებათა და
აოხრებათა თანა, სხვა და სხვათა დროთა შინა შემთხევულთა, აქვნდა მას საუნჯე
სწავლათა და სიტყვიერებისა, ესოდენვე მდიდარი, ვითარცა სხვათა მხარეთა მის
დროისათა. ესრეთ დროსა ამას საკუთრათ იქებოდნენ ოთხნი ტკბილხმოვანნი მწერალნი,
ორნი პროზაიკნი: მოსე ხონელი და სერგის თმოგველი და ორნი მოლექსენი: რუსთაველი
და ჩახრუხაძე.

თხზულებათაგან მათთა სამაგალითონი შენახულ არიან აქამომდე. ორნი პროზაიკებრნი


თხზულებანი – «დარეჯანიანი” ავქსონის მოსე ხონელისა და «ვისრამიანი” სერგის
თმოგველისა – დაფასებულ არიან ფრიად მაღლად და დაიდებიან რიცხვსა შორის
პირეველთა ქმნილებათასა, შვენიერებისა გამო მიუბაძველისა ფრაზისა და
აღმძვრელობისა გამო მრავალთა სახეთა. დასამტკიცებლად მისსა, რომელ სიტყვიერება
ჩვენი ყოფილა მაღალსა ხარისხსა ზედა სრულებისასა, საკმაო არს წარვუდგინოთ
განათლებულსა სჯასა ლექსნი რუსთაველისანი «ვეფხისტყაოსანი».

მეორე ლექსი ჩახრუხაძისა «თამარიანი”, ქება თამარ დედოფლისა, უმაგალითოისა


თანხმობისა გამო თვისისა და ძნელის გვარისა გამო სტიხთასა ფრიად შესანიშვნელ არს.
ზომიერი და გაწყობილი ხმა მისი აწარმოებს სმენისათვის სასიამოვნოსა სიმფონიასა;

10
ხოლო გამოხატვა იდეათა, ცვალება და ხმარება სხვა და სხვათა მნიშვნელობათა მსგავს
ხმოვანებასა შინა ლექსთასა შეადგენენ მახვილგონიერებასა აზრთასა.

შემდგომად თამარ დედოფლის სიკვდილისა ქართულსა ლიტერატურასა არა აქვნდა


ესრეთი წარმატება და მსვლელობა განათლებისა, საზოგადოდ იყო დაწყნარებული.
მიზეზნი ამისნი იყვნენ ზედდასხმანი გარემოთა ბარბაროსთანი, რომელნიცა ჰყოფდნენ
ხშირთა შეიწროებათა და დიდთა მოოხრებათა ყოველსა ჟამსა მოელოდნენ ტყვენვასა და
არვინ საქართველოს მცხოვრებთაგანი იყო დარწმუნებული თვისსა უშიშროებასა ზედა.
ესევითარი მწუხარებითი მდგომარეობა საქართველოისა განგრძელდა დიდხანს, გარნა
ყოველსა მას დროსა პოეზია არა დადუმებულიყო, არამედ დროსა სპარსთათანა
მშვიდობის დამტკიცებისასა კვალადცა განიცემოდნენ ტკბილნი ხმანი გალობისანი
საქებელად განვლილთა წელთა.

განგრძობასა შინა სამწუხაროსა მის დროისასა სული სიყვარულისა დიდებისათვის


მამულისა არა განქრა ნათესავთა შორის ივერიისათა. მრავალთა თავადთა აქვნდათ
მცირედი ბიბლიოტიკა წიგნთა ბუნებითსა ენსა ზედა თვისსა. უკანასკნელ იგინი მოეცნენ
შთამოებათა მონასტირთაგან.

არა ძალმიძს, რათა არ მოვიხსენო აქა მეფე თეიმურაზი, რომელიცა ღირს არს უუდიდესისა
მადლობისა მრავალთა აღმატებულთა ლექსთათვის, მის მიერ თხზულთა. ისტორია ქებით
გვაცნობებს ჩვენ მეფესა ვახტანგ მეხუთესა, რომლისაცა უმთავრესი ზრუნვა მიქცეულ იყო
აღზრდასა ზედა ყრმათასა. მან განაახლა წიგნის ბეჭდვა და უყვარდა რა პოეზია, თვით
დაგვიტევა ჩვენ მრავალნი ნაყოფნი სტიხთქმნილებისა თვისისანი.

ეპოხამან აღდგინებისა ანუ საფუძვლიანისა დამყარებისამან სწავლათა მამულსა შინა


ჩვენსა იწყო ათვრამეტსა საუკუნესა შინა, ესე იგი დროითგან ირაკლის ტახტსა ზედა
ასვლისა. ელვარებითნი ძლევანი გმირისა ამის მეფისანი ყოველთა შორის ჰშობდნენ
სულსა შაირმეტყველებისასა. დროსა ამას უმეტეს პატივიცემების და იქების კათალიკოზი
ანტონი პირველი, რომელსაცა აქვნდა ვრცელნი ცნობანი ყოველთა სწავლათა შინა და

11
ტალანტი სიტყვიერებასა შინა. მასსაკუთრად უყვარდა თვისი ბუნებითი ლიტერატურა.
ოდეს იმყოფებოდა იგი არხიეპისკოპოსად ვლადიმირის ღუბერნიასა შინა რუსეთს და
სრულჰყო მან თავი თვისი ლათინურსა ენასა შინა, მაშინ შეთხზა ვრცელი ქართული
ღრამმატიკა, დაწერა კატიხიზისი, ჰსთარგმნა ქართულად კურსი ბაუმეისტრის
ფილოსოფიისა და შემდგომ მოსვლისა თვისისა საქართველოსა შინა დააწესა რაოდენნიმე
სხოლანი, რომელთაცა შინა გარდიცემოდნენ: ღრამმატიკა და რიტორიკა, ისტორია და
ღეოღრაფია, არიხმეტიკა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება.

აქ შეთხზა მან ვრცელი «ღვთისმეტყველება” ოთხს ნაწილად და «მზამეტყველება”, ესე იგი


მიგებანი პირისპირ ურწმუნოთა. მან ეგრეთვე თარგმნა სომხურის ენიდამ რიტორიკა
მიხითარისა, შეთხზა «წყობილსიტყვაობა”, რომელიცა გვაცნობებს ჩვენ ოცდაათს
წმინდასა, ოცსა ჩინებულსა მეფესა და სამოცდაათსა განსხვაებულსა მწერალსა მამულისა
ჩვენისასა. მან ეგრეთვე შეთხზა რაოდენნიმე ოდანი პატივად მეფის ირაკლისა
შემთხვევისა გამო ძლევათა მისთა სპარსთა ზედა. შრომითა მისითა შედგენილ არს
ისტორია საქართველოს მეფეთა და სხვანი ისტორიულნი წიგნნი.

ისტორიკოსი ვახუშტი, სულხან, ვახტანგ და დიმიტრი ორბელიანოვნი,


ყოვლადსამღვდელო გაიოსი, იასე ერისთოვი, დიმიტრი ციციანოვი და სხვანი
განსხვავდებოდნენ შვენიერ სიტყვაობითა; თხზულებანი მათნი სტიხად და პროზად ღირს
არიან გონებაგანმხილველისა ყურადღებისანი.

დაიბეჭდა ჟურნალში «სალიტერატურონი ნაწილნი «ტფილისის უწყებათანი» 1832 წ. №1-2,


ხელმოწერით სოლ. დოდაშვილი.

კრიტიკა

შენიშვნა დამარხვის წესსა ზედა უკანასკნელთა მეფეთა საქართველოსათა, რომელიცა


დაბეჭდილ იყო პირველსა ნომერსა შინა რუსულთა გაზეთთასა 1832-სა ამას წელსა
წარვიკითხე რა იგინი და შევათანასწორე ვახუშტის ისტორიასა, რომელსაცა შინა აღწერილ
არიან ყოველნი წესნი და ჩვეულებანი ჩვენთა მეფეთანი და სხვათა საკუთრად

12
შედგენილთა წესთაცა, რომელნიცა იხმარებოდნენ უკანასკნელსა დროსა შინა, ვიხილე მე
ფრიად მრავალნი უთანხმოებანი და შეცდომილებანი; ამისთვის ვალად ვჰრაცხ, რათა
წარმოვუდგინო იგინი მკითხველთა ჩემთა, რომელთა მიერცა მოტყუებულ არს
საზოგადოება.

უფალი ღარდეიევი, არა მცოდნე ქართულისა ენისა და არცა ზნეობათა და ყოფაქცევათა


საქართველოს ერთასა, ჰსწერს მრავალსა ტყუილსა და გამოჩენილსა სიცრუესა, ხოლო
მკითხველნი ჰგონებენ ყოველსა მას ჭეშმარიტად. უმთავრესი შეცდომა მისი მიეწერების
დროსა. მან აღწერა დამარხვისათვის უკანასკნელთა მეფეთა და ჰსთქვა ყოველი იგი, რაიცა
ეკუთვნოდა საკუთრად უძველესსა დროსა; ერთის სიტყვით ჰსთქვა, წესი მეფეთა
დამარხვისა აღმოწერა ისტორიიდამ მეფის ძის ვახტანგისა, რომელიცა დაწესებულ იყო
უწინარეს ათას ხუთასისა წლისა, და გამოსცა თავის სახელით.

ყოველი განსხვაება მას შინა მდგომარეობს, რომელ მან წარმოადგინა მოგონილის


სიტყვებითა და მოქმედებითა, რომელნიცა არა ეკუთვნიან არცა ძველსა და არცა ახალსა
დამარხვისა წესსა. უფალი ღარდ[ეიევი] ჰსწერს: «შემდგომ მეფის გარდაცვლისა ყოველნი

სასახლის სამოქალაქონი და სამხედრონი მოხელენი, ტფილისსა შინა მყოფნი,


შეკრბებოდნენ სასახლესა შინა». აქა არა უბნობს არცა ვაჭართათვის, არცა სხვათათვის,
რომელნიცა მას წამსვე გამოცხადდებოდნენ დანიშნულს ადგილს; გარდა ამისსა არა
ჰსწერს, რომელ ყოველნი ჩინებულნი და პატივცემულნი სასულიერონი და სამოქალაქონი
გვამნი, ვითარცა ქალაქსა ამას შინა მყოფნი, ეგრეთვე ქართლსა, კახეთსა და სხვათა
ადგილთა შინა, ოდეს მიიღებდნენ უწყებასა, მაშინვე ისწრაფდნენ ტფილისად მოსვლასა
და ტირილსა გარდაცვლისათვის მეფისა თვისისა.

შემდგომ იგი მოუთხრობს: «ცოლნი ჩინებულთა კაცთანი დასხდებოდნენ მარცხნივ


ტახტისა, რომელსაცა ზედა იდვა ცხედარი, ხოლო სახელმწიფონი მოხელენი მარჯვნივ
მხარესა მისსა» – ესე არს სრულიადი სიცბილი. ქალნი, რომელთაცა აქვნდათ ადგილი
სამეფოსა სახლსა შინა, შეკრბებოდნენ საკუთარსა სასტუმროსა შინა, სადაცა ბრძანდებოდა

13
დაქვრივებული დედოფალი ნათესავებითურთ თვისით; ხოლო სახელმწიფონი მოხელენი,
მივიდოდნენ რა კუბოსთან და განაცხადებდნენ მწუხარებასა, გამოვიდოდნენ მეორესა
სასტუმროსა შინა, სადაცა ბრძანდებოდა ახალი მეფე და დასხდებოდნენ ხარისხისაებრ
თვისისა. გარნა სჯული მეფის ვახტანგისა უკანასკნელსა დროსა ამას არ იყო გახსნილი და
დაპირქვაებული, ვითარცა უბნობს უფალი ღარდ[ეიევი].

შჯულდებულება, თქმული ისტორიასა შინა მეფის ძის ვახტანგისასა, არ იყო მეფის


ვახტანგისა, არამედ იყო სხვა, თარგმნილ ბერძნულიდამ.

ისტორიასა შინა მეფის ძის ვახტანგისასა 26-ს გვერდში თქმულ არს: «ტახტთან, სადაცა
ეწყო ნიშანნი ქვრივისანი, ისხდნენ ცოლნი საჩინოთა კაცთანი». ხოლო უფალი ღარდეიევი
გამოცემასა შინა თვისსა უმატებს: «ცოლნი ჩინებულთა კაცთანი, დაბურვილნი თავიდამ
ფეხებამდე თეთრის ჩადრით, დასხდებოდნენ დაბალს სკამსა ზედა ანუ დივანსა,
იგვემდნენ მკერდსა და ხმამაღლად ჰგოდებდნენ». – ესე სრულიადი სიცრუე არს,
ვინაითგან დაბალი სკამები და დივანნი დროსა მას არ იყო ხმარებასა შინა, თეთრისა
ჩადრის ნაცვლად ჰქონდათ წესისა ამის შესაბამნი სამოსნი. იგვემდნენ მკერდსა თუ არა,
ცერემონიალსა შინა არა თქმულ არს»1.

უფალი ღარდ[ეიევი] უბნობს: «ყოველი ესე მოხელენი, ესე იგი მდივანნი ანუ მინისტრნი
და ცერემონიმეისტერნი ესრეთითავე წესითა შეუდგებოდნენ კუბოსა». სრული
ცერემონიალი მან განსაზღვრა მხოლოდ პირთა ამათ მიერ, მაშინ სადაც ცერემონიალსა
ეკუთვნოდნენ: ყოველნი ჩინებულნი თავადნი, აზნაურნი, ვაჭარნი, ხელოსანნი, გლეხნი;
ერთის სიტყვით, ყოველი კრება განყოფით მისდევდა კუბოსა.

დასასრულ უფალი ღარდ[ეიევი] ჰსწერს: «კუბო მიჰქონდათ მცხეთამდე, საიდამაცა


იქაური სამღვდელოება მოეგებებოდა და შეიტანდა სობოროს ეკლესიასა შინა». – ამას კი
არსად უბნობს, რომელ ტფილისიდამ ყოველნი საქართველოს არქიერნი, არქიმანდრიტნი
და სხვანი სასულიერონი გვამნი წინაუძღოდნენ ცერემონიებრის წესითა მცხეთადმდე და
თვითოეული მათგანი ხარისხისამებრ თვისისა ადგილსა ზედა თვისსა დასდგებოდა.

14
ერთი სიტყვით ვსთქვა: წესი დამარხვისა საქართველოს მეფეთა, რომელიცა ფრიად
საკმაოდ უწინარეს ცნობილ არს საზოგადოობისადმი, უსვინდისოდ გარდმოუწერია
უფალს ღარდეიევს მეფის ძის ვახტანგის ისტორიიდამ, რომელიცა დაბეჭდილ არს
რუსულსა ენასა ზედა ს. პეტერბურღს 1814-სა წელსა.

ფრიად სასირცხვილო არს უ. ღარდეიევისათვის დაბეჭდა ტფილისის გაზეთთა შინა


ესრეთისა წესისა და გამოცემაცა სახელითა თვისითა, ეგრეთვე არცა შეენდობის
გამომცემელსა გაზეთთასა ესევითართა სიცრუეთა მიღებისათვის.

ნუ უკვე არა წარუკითხავს ისტორია საქართველოისა მეფის ძის ვახტანგისა, საითგანცა


გარდმოუწერია უფალს ღარ[დეიევს] ხსენებულნი წესნი და ჩვეულებანი, ყოველნი
უწინარეს ათას ხუთასისა წლისა.

1 ავტორი გულისხმობს დავით რექტორის მიერ შედგენილ «ცერემონიალს» ერეკლე II-ის


დაკრძალვისას ($ – 105, გვ. 22–36; დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში» 1887წ. №№ 89, 90; არის
მისი რუსული თარგმანიც). აქ 32-ე მუხლში მართლაც მკერდის გვემა არ იხსენიება და
წერია მარტო ეს: სვეტი-ცხოვლის დეკანოზს ნიკოლოსს «წინ უძღოდენ მოზარენი და
ცერემონმეისტაერი [თვითონ დავით რექტორი] და, საცა სახლსა და პალატსა შინა
ჰბრძანდებოდეს მისი სიმაღლე დედოფალი დარეჯან, ზარით წამოუძღვნენ და მასთან
დარბაისელთა ცოლნი თავშიშველნი მოვიდენ ცხედარსა თანა მეფისასა და იყოს გოდება,
ტირილი და სალმობა გამოუთქმელი და უკანასკნელი გამოსალმება და დათხევა
ცრემლთა».

დასასრულ ყურადღებულთა მკითხველთა ჩემთა განმსჯელობასა წარმოვუდგენ


მდაბალსა სულისა აზრსა უ. ღ[არდეიევისასა], თუ რაოდენ უცნაურ და ცთომილ არს
ცნობათა შინა ზნეობათა, წესთა, ჩვეულებათა და ყოფაქცევათა მამულისა ჩვენისათა და,
თვინიერ ყოვლისა პირმოთნეობისა სიყვარულითა ჭეშმარიტებისათა, ცხადვჰყოფ
სრულიადსა სიცბილსა მისსა, რომელსაცა დაუფუძნებია გამოცემანი თვისნი ნამდვილსა
ცთომილებასა ზედა; ხოლო გამომცემელნი რუსულისა გაზეთისანი, არა მცოდნენი

15
ნამდვილთა ზნეობათანი, თვინიერ ყოვლისა განხილვისა ჰბეჭდენ თვისსა გამოცემასა შინა
ყოველსა უგვანსა უ. ღარდეიევის მიერ შერდგენილსა.

დაიბეჭდა ჟურნალში «სალიტერატურონი ნაწილნი «ტფილისის უწყებათანი», 1832 წ., №3,


ხელმოწერით სოლ. დოდაშვილი.

ივანე კერესელიძე

(1829-1892)

ივანე კერესელიძე – პირველი ქართველი პროფესიონალი ჟურნალისტი, დაიბადა 1829


წელს თბილისში, 1850 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. იგი იყო
მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, რედაქტორ-გამომცემელი, მონაწილეობდა გ.
ერისთავის მიერ დაარსებულ დრამატული დასის საქმიანობაში, 1856 წელს მიიღო გ.
ერისთავის მიერ დაარსებული «ცისკრის» განახლების უფლება, რაც ფაქტობრივად,
სრულიად განსხვავებულ ახალი ტიპის ჟურნალად აქცია. «ცისკრის» გამოცემა 1857 წლის
იანვრიდან განხორციელდა და 18 წლის მანძილზე უცვლელ რედაქტორ-გამომცემლად
გვევლინება (1857-1875წ.წ). ბევრს წერდა და თარგმნიდა ჟურნალისათვის; მისი ლექსები
პოპულარულ სიმღერებად იქცა («შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი», «ჩემო თვალის სინათლევ»).
«სალაყბოს ფურცლების» თემატიკით ივანე კერესელიძე ფელეტონის დამამკვიდრებლად
ითვლება. ამასთან, დამოუკიდებელი სასოფლო-სამეურნეო ჟურნალის – «გუთნის დედის»
ოფიციალური რედაქტორი და გაზეთ «ცისკრის» (1887) რედაქტორ-გამომცემელიც
გახლდათ. «ძველი» და «ახალი» თაობის პაექრობა ი. კერესელიძის რედაქტორობით
გამოცემულ «ცისკარში» მიმდინარეობდა. ივანე კერესელიძის მოღვაწეობა ღრმა
პატრიოტულ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ეფუძნება. გარდაიცვალა 1892 წელს,
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

16
ჟურნალი «ცისკარი»

(1857-1875)

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალ «ცისკარის» გამოცემა 1857 წლის იანვრიდან


განახლდა. იგი კერძო ლიტერატურული გამოცემა იყო. 1857 წლის ნოემბრიდან მას ახალი
განყოფილება – «სალაყბოს ფურცელი» დაემატა, რომელშიც მოლაყბის ფსევდონიმით
იბეჭდებოდა მამხილებელი ფელეტონები. მოლაყბის ფსევდონიმით «ცისკრის»
რედაქტორი და გამომცემელი ივანე კერესელიძე წერდა. ჟურნალში თანამშრომლობდნენ:
ალ. ორბელიანი, მიხ. თუმანიშვილი, ლავრ. არდაზიანი, დან. ჭონქაძე, ანტ. ფურცელაძე, ქ.
მამაცაშვილი და სხვ. «ცისკარი» «მამათა» თაობის ორგანოა, რომელშიც
«თერგდალეულებმა» პირველი ლიტერატურული ნათლობა მიიღეს. «ცისკარმა» სათავე
დაუდო რეალიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში (დანიელ ჭონქაძის «სურამის
ციხე», ლავრენტი არდაზიანის «სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი»).

სალაყბოს ფურცელი

საყვარელო წარმკითხველო! გთხოვ მიცნობდე, მე გახლავარ მოლაყბე. რა ვქნა, დიაღ


დიდი სათაკილო საჴელია, მაგრამ რა გაეწყობა. ის საზოგადოება, რომელსაცა მე
ვუკუთვნი და რომელშიაცა ვიმყოფები, მოლაყბეს მეძახის. ილაჯია გაწყვეტილი, ისე
უბედური ვარ, თუ ერთი ხმა ამოვიღე, ფიცხლავ იმას იტყვიან: აი დაიწყო მოლაყბემ, აი
მოვიდა მოლაყბე, აბა მოლაყბეს ვკითხოთ, ეს რას იტყვის. ახლა ერთი მკითხეთ, რისთვის
მეძახიან მოლაყბეს? ამისთვის რომ, მართლისათვის, რასაც კი სიმართლეზედ
ვილაპარაკებ გულმხურვალედ და ხანგრძლივ, მოლაყბე ვარ! ეს ქვეყანა ასეთია, მართალი
რომ არ გადის. ჩემს წყეულს საზოგადოებაში, (როგორ არ დავწყევლო, რომ ამგვარი
შესარცხვენი სახელი მიწოდეს) ახლა-ხან ეშმაკად და ქაჯად, ერთი სიტყვა წამომცდა:
მართლად თუ ტყვილად, ეგ თქუჱნ იცით როგორც გინდათ იფიქრეთ, მე კი მართლად

17
მიმაჩნდა და. იმ ერთის სიტყვისათვის, ცოტა გაწყდა წმინდის სტეფანესავით ქვთ არ
ჩამქოლეს! (განა ტყვილია, რომ ქართველების უბედურებით მდგომარეობაში ყოფნის
მიზეზნი ისევ თვთან ქართველები არიან?) არა, ღვთის გულისათვს მიპასუხეთ, ტყვილია?
ამ თქმისთვს ჩასაქოლი ვარ? ამ თქმისთვს და ამაზედ ხანგრძლივ და გრძნობით
საუბრისათვს, მოლაყბე ვარ?

მაგრამ ვის ვკითხავ! მისთვს იქნება თქუჱნც დამიწყოთ ლანძღვა; იქნება თქუჱნც
უკუმიდგეთ და მიუდგეთ ჩემს შესარცხვენელს საზოგადოებასა და სთქუათ: მართლად
რომ, სიმართლით დაურქმევიათ მოლაყბეო! დაეხსენი, რაც გინდათ თქვით, დაეხსენ,
თქუჱნც გამლანძღეთ მოლაყბე კაცი ჩემის სიმართლისათვს, კიდევ ვიტყვი და
განვიმეორებ, რომ ჩუჱნის უბედურებით მდგომარეობის მიზეზნი ვართ თვთან ჩუჱნ და
ამას კიდეც დავამტკიცებ. – სად იყო ჩუჱნს ტფილისის ქალაქში ამისთანა მშვენიერი
სახლები, როგორსაცა ახლა ვხედავთ? სად იყო ჩუჱნს ქალაქში ამისთანა ჩინებული ხიდი,
რომელიცა აღშენდა მტკვრის მდინარეზედ?-სადაცა ყოფილა ადრე კალო და საბძელი, იქ
ვხედავთ სამსა და ოთხს ეტაჟიან სახლებსა; სადაცა ყოფილან ნახნავები, იქ ვხედავთ
მშვენიერსა ბულვარსა, რომელზედაც ნაცვლად ახლანდელის განათლებულის კაცებისა,
ურეკიათ ნახირი! სად იყო ადრე ქართული ტეატრი?

მგონია საჴელიც არ იცოდნენ ამა უცნაურის საგნისა! მგონია სმენათაც არ გაეგონათ


ჩუჱნთა წინაპართა. სადა გვქონდა ჟურნალი და რომელი «ცისკარი» გამოდიოდა თამარ
მეფას დროს, რომელსა საუკუნესაც ეძახიან ოქროს საუკუნედ!...

ეს ხომ კარგად ვიცით, ყოვლის ხალხის განათლება მდგომარეობს ლიტერატურაში,


რომელიცა ხსნის კაცის გონებასა. რაკი კაცს გონება გაეხსნა, რას არა იქმს?

რას არ მოიგონებს, რას არ შეუდგება გაბედულობით? მაშინ ის დაარღვევს ყოველსა


თითქმის შეუძლებელსა საქმესა. ეს ხომ კარგად ვიცით, ლიტერატურის საფუძველი, ჯერ
არის ჟურნალი, შემდგომს-ტეატრი. ისე ზრუნავს იმ დღიდან, რა დღითგანაც იმყოფება

18
საქართველო რუსეთის ფარველობასა ქვეშე უმაღლესი ჩუჱნი მთავრობა, რომ არასა
ზოგავს ჩუჱნის კეთილ-მდგომარეობისათვის!...

დასამტკიცებლად ამისსა, მოგვცა, ჩუჱნს სამშობლო ენაზედ ტეატრი; მოგვცა ჩუჱნს


სამშობლო ენაზედ ჟურნალი, გახსნა ვაჭრობა ოთხკუთხივ და სხ. ახლა ესა ვსთქვათ:
მოვიხმარეთ ესე ყოველი მოცემული მთავრობისაგან? გადაუხადეთ მადლობა, ამ გვარ
მთავრობის კეთილ განზრახვისათვს? იმ მადლობას მიიღებდა მთავრობა სიხარულით,
რომ მოგვეხმარებინა ყოველი ესე და მიგვეცა წარმატებაში.

მაგრამ რომ ვერ მოვიხმარეთ პირველი, რომ ვერ ვიშვნევთ მეორეს. რა ვიცით ჩუჱნ ამ
გვართ სასარგებლო საგანების მოხმარება! აბა რა ჩუჱნი საქმეა? სად შეგვიძლიან! მხოლოდ
ღმერთს ამაში მოუცია ჩუჱნთვს ნიჭი, მე მოლაყბე დამიძახონ, იმას სულელი, სხვას
ტუტუცი და სხ. აი რა მიდის ჩუჱნში წარმატებაში, ეს ძალიან დიდს როლს თამაშობს
ჩუჱნში! ძნელი ეს არის, რომ ღმერთს მოუცია თვალები ახილებული და არა აუხილებელი,
მაგრამ ვერასა ვხედავთ; ყურები მოუცია მსმენელი და არა ყრუ-ვერას ვისმენთ! რომ არა
გვესმისრა, მაშასადამე როგორ უნდა მოვიხმაროთ. თჳალები გვაქუს, ვერა ვხედავთ,
ყურები გვაქუს და არა გვესმისრა. აკი რომ ვერა დავინახეთ რა ქართულს ტეატრში, თავი
დავანებეთ; აკი რომ ვერა გავიგეთ რა სასარგებლო იყო თუ არა, მოვსპეთ. როგორ არ უნდა
მოგვესპო, რომ არა გვესმოდა რა! იქნება იფიქრეთ, რომ მთავრობამ მოგვისპო! არასოდეს!
თუ მოსპობა უნდოდა, თავდაპირველად რაღათ მოგვცა. ეს კარგათ ვიცით, რამწამს
იტყოდნენ ქართული წარმოდგენა არისო, ისე მირბოდნენ ქართველები თავიანთი
სამშობლო ენაზედ წარმოდგენეებითგან, თითქოს ჭირი არისო და როდესაც იქმნებოდა
სხჳათა ენაზედ, ფეხებს მიიმტვრევდნენ. ჩჳჱნი დიდი იმპერატორი მამობრივ ზრუნვას
ჩჳჱნის სიამოვნებისა და სასარგებლო საქმისათვს. მთავრობა იმასა ჰგონებდა, რომ
გვიამებოდა დიდად და სასიამოვნოდ მივიღებდით, თუკი არა გვსურს, არ ვნახავთ ღვთის
მოცემულის ლიტონის თჳალებით, არ შევისმენთ მსმენელ ყურებით, რად შეგვაწუხებს.
თავისი მოცემული თვითანვე მიიღო, მხოლოდ დაგვაკლდა ჩჳჱნ, - თუ გვესმოდეს, «კაცი
პატივსა შინა იყო და არა გულის ხმა ჰყო,» ბრძანებს საღმრთო სიტყჳა. ტეატრს ვიღა ჩივის,

19
ამას ვჩივი ახლა, რომ ჩვენს საბრალო «ცისკარსაც» ამისთანა ხვედრი არ დაეცეს!... ჩჳჱნის
ჭკუისაგან არც ეს არის გასაკვირველი! რაკი «ცისკარზედ» დავიწყე ლაპარაკი,
თავდაპირველად ეს უნდა ვსთქჳა: უფალმან რედაქტორმან «ცისკრისამ» დაგვიბეჭდა ორი
განცხადება ჟურნალში: პირველის განცხადებით მოიწვევს ყოველთა ქართველთა ჴელის
მოსაწეარად, რადგანც გასჭირებია გამოცემა მცირეთა ჴელის მომწერთა მიხედვით.

იმ განცხადებაში გულწრფელობით აღვიარებს თავის რედაქციის შეუძლებლობასა. ეს თუ


კაცნი ვართ და მცირედიცარი გრძნობა გვაქჳს, დიდი შეურაცხყოფა არის ჩჳჱნთვს,
ამისთვს რომ რედაქციის სიღარიბე, არის საზოგადოების სიღარიბე, რადგანაც
ლიტერატურა საზოგადოა და არა კერძოობითი. ყოველი ქართველი მოვალე არის თავის
სამშობლო ენას მისცეს შემწეობა... მეორე განცხადებაში (მეათე ნომერში) გვიწერს, რომ
ჴელის მომწერთა ვითომც ვეღარ ასდიოდეს! აი სიცრუვე! მე ესეც ვიცი, რომ კვიტანციას
ძალის ძალად მიაყენებს ხოლმე კარზედ. აი კიდენ დიდი შეურაცხ-ყოფა ჩჳჱნთვს
პირველი რედაქტორისა (მაგრამ არცა თუ გასამტყუნარია, ქართველებს ყოველთვს ძალა
გვაბედვინებს), რომ კარდაკარ დააქუს კვიტანციები და მეორე ჩჳჱნთვს, რომ იქამომდენ
უგრზნობელნი ვართ და არა გვესმირა, ერთი პირი თვთან თავისის ნებით არასოდეს არ
მივა და არ მოაწერს ჴელსა. ახლა იფიქრეთ, ეს ჟურნალიც რომ მზგავსად ტეატრისა
მოისპოს, ვინ იქმნება მიზეზი: ჩჳჱნა თუ მთავრობა? ჩჳჱნ ქართველები ხომ ვტყუვით
საზოგადოდ და უმეტესად მიზეზნი ყოვლისა ამის სასარგებლო საქმის მოსპობისა, არიან
უფალნი წარმომადგენელნი საზოგადოებისა, რომელნიცა ატარებენ მხოლოდ საჴელსა და
სრულებით ჴელითგან არა გამოუათ\რა! აქ არის მიზეზი თვთან საზოგადოებაცა, ასე რომ,
რად ვირჩევთ იმისთანა პირს, რომელსაცა სრულებით არაფერი ნაყოფი არა გამოუა\რა
საზოგადოებისა სასარგებლოდ? პირველი მოვალეობა იმათი მდგომარეობს მასში, რომ
ჩვენ ყოველთა ჩაგვაგონებდეს ყოველსა სასარგებლო საქმესა. იქნება არა გვესმისრა! მაგრამ
ძნელი ეს არის, რომ მგონია ის უფალნი, არა თუ სხჳათა ჩააგონებდნენ, თვთანაც არ იწერენ
და თუ იწერენ, აქამომდენ ფულს არ შეიტანენ რედაქციაში. უბრალო საქმეზედ, ოღონდ კი
საკმაყოფილო იყოს, ოცს თუმანსაც დავხარჯავთ! ახლა იფიქრეთ, რა უნდა ქმნას
საცოდავმან ჟურნალის გამომცემმან? რომ მოსპოს, იტყვიან რად მოსპოვო? იმას კი აღარ

20
წარმოიდგენენ, რომელი შეძლება მოიხმაროს გამოსაცემად. თუ არიან იმდენი,
რომელთაცა ესმით ძალა ამგვარის საზოგადო საგნისა, ისინი საუბედუროდ ჩჳჱნდა-
ღარიბნი არიან და რომელთაცა აქუსთ შეძლება, დიდს ხარისხზედაც იმყოფებიან, იმათ
ისე გასციებიათ გული, რომ არცა ქართველებში ურევიან და არცა სხვათ სჯულის ხალხში.
ახლა იმისთანა საუკუნეში ვდგევართ, ჩვენის დიდის იმპერატორის წყალობით, რომ რას
არა ვიქმთ? მაგრამ რა გაეწყობა: გონება ჩჳჱნი ყოველის მხრით დაბნეულია. პირველი
აქედგან ავიღოთ მაგალითი, რომ კაცი ყოველსავე თავის აზრს წარმოსთქჳამს უშიშრად,
ყოველს კაცს შეუძლიან სჯა, როგორც ჭკუა უჭრის, მაშასადამე, რას მოგვიკეცია და რას
ვსხედვართ; რას გვარგებს სხჳათა განათლება. თუ ჩჳჱნ არ გავინათლეთ თავი, ვწეროთ,
ვიკითხოთ, ვიმუშაოთ, ვიბეჯითოთ, რომ თქვან ესენიც ხალხში ურევიანო!

ვიფიქროთ, ვიაზროთ, ვსაჯოთ, გზა გახსნილი გვაქჳს, ალაგი გვაქჳს ჟურნალში. იქნება
დამცინოთ, ზემოთაც მოვიხსენიე, ჩჳჱნი თვსება ეს არის; იქნება სთქჳათ ეს სულელი ვინ
არისო. რადგანაც გსურთ. მოვაწერ ამ ჩემის სალაყბო ფურცლის ქვემოთ, არა ნამდვილს
გვარს, არამედ თვთ იმ საჴელს, რომელსაცა ჩემი საზოგადოება მიწოდებს, და თუ
უეჭველად გსურთ შეიტყოთ, მიმართეთ ზემო ხსებულს საზოგადოებასა და ის გეტყვით,
ვინცა ვარ. უ? !... ეს როგორღაც ფიქრმან შორს გამიტაცა! მშვიდობით! ზოგი შემდგომს
იყოს. მერმეთ მოვილაპარაკებ თქჳჱნთან. ჯერ ეს საკმაოა. მეყო ამდენი ლაყბობა.

მოლაყბე.

დაიბეჭდა ჟურნალ «ცისკარში», 1857 წ. №11.

სალაყბოს ფურცელი

II

მშვიდობის ჩამოვარდნა მკითხველთან, ახალ-წლის-გამო. – მილოცვა ახალ-წლისა და


სურვილი მოლაყბისა. – მასალა და იმედები. – ძველი სალაყბო. – კრივი. – ახალი სალაყბო.

21
– სომხური გაზეთი. – ბულვარი. – სხჳა და სხჳა განსჯა. – ოპერა და მისი სნეულება. – ჟან-
მარტინი და გაცრუებული თვალთმაქცობა. – ჯამბაზები და ჯამბაზების ცხენოსნობა. –
მოგონება ძველებურის ჯირითისა. – თეატრი. – დასრულება ლაყბობისა. წარსულს
ფურცელში, მგონია, გულნაკლულათ განვშორდით ერთმანეთს, საყვარელო მკითხველნო.
მაგრამ ისეთი რა სამდურავი იქნება, რა მტრობა, რა ბოროტობა, რომელიც არ განქარდეს,
არ მოისპოს ყოვლის შემმუსვრელის დროისაგან. ყოველივე სუსტდება და ქარწყლდება
იმის წინაშე, ყოველივე – არამც თუ ჭირი და სავნო რამე კაცთა-თვს, არამედ თვთ
სიხარულიც, ლხინიც, ტრფობაც... ჩჳჱნ, სუსტნი ქმნილებანი, ვემონებით დროს და მისს
უფლებას... იცით, მკითხველნო, მეტადრე რას ვიწადი მე, თქჳჱნი მონა და ფეხის-მტვერი?
იმას, რო ჩამოვარდეს ჩემში და თქჳჱნში მშვიდობიანობა, თუ მეტი რამ მომივიდეს
ლაყბობა, თქჳჱნც მომიტევეთ და აღარ გამომეკიდნეთ: რა ვჰქნა, ჩემი ბუნება ეს არის,
მაგრამ რაც მომდის მეტი, მერწმუნეთ მეტის ერთგულებით, მეტის თქჳჱნდა კეთილის
ნდომით. მე ვარ თქჳჱნი მონა, თქჳჱნთვს გაჩენილი, რომ არ მოიწყინოთ, არ მიყვნეთ
ვიდრენაბას. ბევრი მასალა გვიძევს წინ, უფრო უმეტესი იმედები...

აი, დავიწყე, აბა, მომიგდეთ ყური.

აი, გამოვედი შინიდამ. სად წაგიყვანოთ, რა გიჩჳჱნოთ? მოდი წავიდეთ ჩჳჱნს სალაყბოზე:
ხომ იცით, სალაყბო რა არი, ან სად არი. არც-კია გასაკვირველი, რო არ იცოდეთ, ან
დაგვიწყებოდესთ. სალაყბო არი პატარა მეიდანი, აი იქ, ძველის მეფეების სასახლის წინ...
მაგრამ მიხვდით. იქ, ძველს დროს იყო შუაგული, სადაც ყოველი ადგილობრივი ახალი
ანბავი მოგროვდებოდა და ჰპოვებდა ბინას. იქ ჰსცნობდა კაცი კარგსა და ავსაც ქალაქისას,
ქართლისას, მთელის ქვეყნისას, სადამდინაც-კი გაჰსწვდებოდა გეოგრაფიული ცნობა
მაშინდელთა ქართველთა. იმ დროს არ იყო არც ფოშტა, არც გაზეთები, მაგრამ მაშინაც
ჰსცხოვრებდნენ, მაშინაც ტყობულობდნენ ახალს ამბებსა, თუმცა არაეგრეთ მსწრაფლად, –
სალაყბო იყო მაშინდელი ფოშტაც, გაზეთიც...

ამ გვარი და კიდევ სხჳა ამბავი, სალაყბო-ში გამოაშკარებული, მოიფინებოდა მერმე


მთელს ქალაქში, განიბნეოდა სახლებში, და ესრეთ საზოგადო ხალისისმოყვარება იყო

22
მოკლული და კმაყოფილი. – ვაი, სადა ხართ, უწინდელნო დარბაისელნო, უწინდელნო
თანა-მესაუბრენო, სალაყბოს ბოძნო, სალაყბოს ჩირაღნო!...

გალავინის ქუჩაზე, სრულებით სხჳა ჯურა ხალხი ინახვება. რუსობა, აქაური ახალ-
გაზდობა ევროპას რჯულზე გაზდილი, – აი, რა შეადგენს უმთავრესს საზოგადოობას ამ
ფილაქნანის ბულვარისას. რავდენს ნახავთ ამ ყმაწვილკაცებ-ში, რომელთაგანც არც-ერთს
თავი ნაკლები არ უნდა არც-ერთს მინისტრზე. იმათს სახეზე წაიკითხავ უმაღლესს
რაБღაც საგნებზე ზრუნვას. – აქ ყოველი ახალი ამბავი ანაზდად შეიტყობა, აიწონება
კიდეც და განისაჯება. იმ დროს ჰქონდათ ლაპარაკი ერთს მოხელეზე, რომელსაც რაღაც
საქმე გამოეძიებინა, აღმოეჩინა მტყუანნი, მაგრამ ბევრის კაი-კაცების წყალობით, თვით
იმას-ვე საბრალოს უპირებდნენ სამართალ ქჳჱშ მიცემას. არ ვიცი-კი ბულვარზე როგორ
გაასამართლეს იმის ბედი. იყო კიდევ ბევრი აღებ-დაღება აქაურის ქალაქის კლუბ-ზე,
რუსულს ჟურნალებ-ზე, სომხურს და სპარსულს გაზეთ-ზე, და არა თუ ეხსენებინა ვისმეს
ჩჳჱნი საბრალო <<ცისკარი>>. – მაგრამ, უმეტესი თქმულობა და სჯა იყო. იმა-ზე, რითაც ამ
ჟამად ჰსცხოვრობს და ჰსუნთქავს საზოგადოობა ბულვარისა. იყო დიდი ხსენება ოპერისა
და მისის მომღერლებისა... პატარა ბიჭების კივილმა ლა დონნა მობილის კმაზე, ხომ
ილაჯა წაიღო.

შემოღამდა ბულვარზე. მარცხნივ, გიმნაზიის ზალა გაჩაღდა სანთლებითა. ჯერ მეგონა,


ეგზამენიაა მეთქი მოსწავლეთა, მერმე მივხვდი, რო ეს განათლების სახლი უთხოვებიათ
ახლად მოსულის თვალთ-მაქცის ჟან-მატრინისათვს, რომელიც ადგენს იქ თავის ოინებს.
აველ, ზალა იყო გატენილი ხალხით... მეორე საღამოს, ისევ იმავ გზით, ამოველ კიდევ
ბულვარზე. ამ გზობით იყო სხჳა სანახავი. პირ და პირ, ზედ გზის პირ-ში, სადაც დგას
ახლად-აღგული ფიცრის შენობა, ეკიდა დიდი ოთხ-კუთხიანი ანთებული ფარანი; ფარნის
ზემოთ, ბოძზე, ფრიალებდა იალქანი, და გვერდითაც იყო ჩამოფენილი დიდი ტილო,
რომელზედაც სინათლეზე გაირჩევოდა გამოსახული ვეება გარეული დათვი. მე მაშინვე
მენიშნა, რო ეს უნდა იყოს სახლი მხეცებისა, რომელიც დიდი ხანი არ არი მოუყვანიათ
შორს ქჳჱყნიდამ ტფილისში საჩვენებლად.

23
მესამე გზობით, საღამოს-ჟამს, ჩაველ ყაბახზე, სადაც თითქმის ნახევარი ამ მეიდნისა
უჭირავს სხჳა ფიცრით აღგებულს შენობას. მუზიკა იკვროდა და იყო დიდი ხალხის დენა.
იქ წარმოადგენენ თავიანთს უნარებს პეტერბურღიდამ მოსული ჯამბაზები და
გვიჩვენებენ თავიანთს ცხენოსნობას. ბევრი კარგი ჯამბაზები მინახავს ჩემს სიცოცხლეში,
ბევრს კაი ცხენოსნებს მოვსწრები-ვარ, და ამისთვს გული არ მიმიდიოდა რო შევსულ-
ივიყავ და მენახა ეს ახლად მობძანებული ხალხი, მაგრამ რა ჴელი ეყრება? თქჳჱნთვს, სულ
თქჳჱნ-თვს, საყვარელნო მკითხველნო, რომ გაგართოთ, გასიამოვნოთ. ლაზღანდრობა ხომ
გიყვარსთ, და აი შევიდეთ, ნუ დავზოგავთ ერთ-ორ მინალთუნს, ამიტომ რო ხუმრობა არ
არი, ვეღარ ვნახავთ, კარებ-ში გვიცხადებენ. რო დიდ ხანს აღარ დავრჩებითო ტფილის-ში,
წავალთო, და დამრჩებით უნახველიო. რაღა გვეშველება???...

ბნელი და ცივი ღამე აწვა ყაბახს, თუმცა ვარსკვლავებს, ყინვისაგან მოჭერილს, გაჰქონდათ
კაშკაში. მომაგონდა ძველის დროს შექცევაები, უწინდელი ასპარეზობა...

დავჰხედე საათს და იყო მერვე. საჩქაროთ გავემგზავრე თეატრ-ში. იყო დანიშნული


სევილიის დალაქი.... მაგრამ კმარა ამდენი ლაყბობა, მეტად დავიღალე და მგონია თქჳჱნც
ბლომათ დაიღალენით. ზოგი კვლავ იყოს. მეტადრე ხომ იცით თეატრი ჩემი ბომონია:
იმაზე გადამიგია ჩემი სიცოცხლე, იქ მიტირნია, იქ მიცინია, იქ დავმტკბარ-ვარ... დარჩეს
თეატრი შემდგომს ფურცლამდინ....

მოლაყბე.

დაიბეჭდა ჟურნალ «ცისკარში» 1858 წელი №1 ფსევდონიმით – მოლაყბე.

სალაყბოს ფურცელი

III

24
თავის გამართლება მოლაყბისა მკითხველთან. – მოლაყბისაგან ქართველების სიყვარული.
– შურის ძიება მოლაყბეზე. – ბოროტმოქმედების დამარცხება. – საუბარი მოლაყბისა და
დარბაისელის შორის.

– მოლაყბე და არა მოლაყბე. – მარტო ტფილის-ში. – ქაღალდის თამაშობა და მისი


ბოროტება. – სურვილი მოლაყბისა. – მოლაყბისაგან თავის დასარჩობლად განმზადება და
მისგნით დახსნა. – შემწეობის თხოვნა დარბაისელთაგან. – მდაბიო ხალხისაგან «ცისკრის»
სიყვარული. – ჩემს სიყვარულს ქართულის ენის მოყვარეს ქართველს ვახლავარ
სამსახურში უმორჩილესი მონა! მომიტევეთ, მცირედი დამიგვიანდა თქჳჱნთან საუბარი!
რავქნა, არცა თუ დანაშაული მაქჳს თქჳჱნ წინ! არ იფიქროთ, რომ ვითომც მოვღალულ
ვიყო თქჳჱნთან საუბრითა, არა, არასოდეს. მერწმუნეთ, ერწმუნეთ ჩემს ლაყბობით
პატიოსნებასა რომ, ჩემთვს დიდი სასიამოვნოა თქჳჱნთან ხშირად საუბარი... კარგად
იცით, ვისაც ვინ უყვარს, ყოველთვს გულით და სულით იმასთან არის; ვისაც ვინ უყვარს,
ის ხშირად იმის მეცადინეობაშია, ესაუბრებოდეს თავის საყვარელს საგანს. საყვარელო
ჩემო მკითხველო! ესე იგი ქართველო! (თქჳჱნის მეტი ხომ არავინ კითხულობს ჩჳჱნს
ენაზედ თხუზულებას, მაშასადამე, ჩემის ლაყბობის მკითხველი – არის ქართველი!) ნება
მიბოძეთ გულწრფელობით ვაღვიარო თქჳჱნ წინ, რომ თქჳჱნს უმორჩილეს მონას და
მოსამსახურეს, თავის საზოგადოებითგან განძიებულს, ყოველთ კაცთაგან დატევებულს,
საცოდავს მოლაყბეს, აქჳს თქჳჱნი დიდი სიყვარული, და არათუ ერთი ოდენ თქჳჱნი,
თითქმის უკანასკნელის ქართველისაცკი. – გეფიცებით ჩემს სამშობლო ენას, რომ რასაც
ვამბობდი წარსულს წელს, რასაც ვამბობ ახლა და რასაც ვიტყვი მომავალში (თუ
ვიცოცხლე, თქჳჱნის ლოცვით), ყოვლისფერს ვანბობდი, ვანბობ და ვიტყვი თქჳჱნის
კეთილისათვს, ჩჳჱნის საზოგადოების პატიოსნებისათვს, ჩჳჱნის განათლებისათვს. განა
ვისაც ვინ უყვარს, ის მისთვს ცუდს მოინდომებს?... იქნება ჰსთქჳათ, საყვარელო
მკითხველო! თუ გიყვარან ქართველები, რატომ აქამდინაც არ შეაქცივე შენის ლაყბობითა
და ლაზღანდარობითაო? (ყოველს მართალს ჩჳჱნ ლაყბობას და ლაზღანდარობას ვეძახით)
ამაში მართალნი ბრძანდებით. მაგრამ რა ვქნა?

25
წყეული შურის-ძიება არის მიზეზი, წყეული კაცობრიობითი ბოროტება!... ეს ორნი
ცდილობდნენ ჩამოეგდოთ მე და თქჳჱნში იძულილება, მაგრამ წყალობითა ღვთისათა
განვთავისუფლდი, განვსდევნე ყოველივე ბოროტება, დავამარცხე, ჩავფალი უფსკრულში,
ახლა თავისუფლათა ვსუნთქავ, ახლა დრო მაქჳს თქჳჱნთან საუბრისა, მაშასადამე,
საიდგან დავიწყო? ჩემს გონებაში ირევიან ამ გზობით სხჳა და სხჳანი აზრები, არ ვიცი,
რომელი აზრი ავიღო საგნად საუბარისა?...

Д, დიახ! კარგა რამ მამაგონდა, ამ ცოტას ხანში შემხვდა, ერთი პატიოსანი დარბაისელი,
ქართულს ენაზედ თითქმის კარგათ ნასწავლი, შემაყენა გზაზედ და მკითხა: მამაშენი
იოთამ ნუ წაგიწყდება, ერთი შეასმინე ამ ჩემს ყურს, რას ნიშნავს კომპრაზიტორიო
(კომპოზიტორი). «ცისკარში» ვიღაც მოლაყბე რომ გამოჩენილა, ამ უკანასკნელს წიგნში ეს-
რა მიუქარავსო, ეშმაკმა იცის და ქაჯმა, რას ნიშნავს: ბელინი, ცეტი, დონი (დონიცეტი),
ვაგნერიო. – რასაკვირველია, მე მოუყევი დამტკიცებას, რასაც ნიშნავდა, მაგრამ შენ არ
მამიკვდე! ყურიც არ ათხოვა ჩემს დამტკიცებას და მი პასუხა: როგორც ვხედავ, შენც
გასულელებულხარო, შენმა სიცოცხლემ, კურთხეული მამაშენი იოთამიც დაბრძანდებოდა
თეატრებშიო. თქჳჱნ ოხერებო, ქრისტიანული სახელები ახსენოთ, ვიდრე ეშმაკურიო.
ფიგარო აქა, ფიგარო იქა, ფიგარო ბანზე, ფიგარო ჭერშიო, – მე ფიცხლავ სიცილი მამივიდა
და რა განვშორდი, უკან მამძახა, შე ოხერო, შენც რომ არ გესმის, მე რა უნდა შემასმინოვო. –
აქ მკითხველი კარგად მიხვდება, რომ ზემოხსენებულმა პირმა მკითხა იმ სახელებზედ, რა
სახელებიც იყო ნახსენები იანვრის «ცისკრის» სალაყბოს ფურცელში უფ. მოლაყბისაგან,
ესე იგი ჩემგან, და არა ჩემგან! ახლა ამაზედ გამკიცხავთ, როგორ შენგან და არა შენგანაო!
ეს ჯერ ჩჳჱნში დარჩეს, თუ მშვიდობაა, შემდგომში განგიმარტებთ, ამ ბნელს აზრს. ის უფ.
მოლაყბე და ესე იგი მე და არა მე, ამასაც იძახდა «როგორც მითხრა ყურში, ბევრნი
საიმედონი კაცნი დაჰპირებიან რედაკტორს დახმარებასაო». ეს ყურში და ჩუმათ თქმა
ბევრი გავიგეთ და ცხადად-კი ჯერ ვერასა ვხედავთ?... , თუ იმისთანა დახმარებასა
ბრძანებს მოლაყბე, ესე იგი მე და არა მე, როგორის თხზულებითაცა ეხმარებისთ. სადაცა
ხმარობს სომხურს ლექსებს: მუყაითი ნაცვლად ბეჯითი, ანუ წაასხავს თავადაზნაურთ!...
თითქოს ცხვრებს წაასხავდეს და სხ. – ამაებს თუ გამოუდექი, ახლა შორს მოვა, ესენი სულ

26
შემდგომისათვს დარჩეს. – ახლა როგორც უწყიან საყვარელთა მკითხველთა, არის მარხო,
ყოველგან მეფობს ჭმუნვარება, ყოველი ამ სოფლიური სიამოვნება თითქმის
დატევებულია, ყოველთა აძევთ შუბლზედ ბეჭედი ჭმუნვარებისა, ყოველი მეცადინეობს
განიწმინდოს ბიწიერებისაგან, გარნა ვერა რომელიმე მარხო ვერ გვატევებინებს ერთსა
ბიწიერებასა, რომლისგანაც წარმოსდგება მრავალი ბოროტება. – ქაღალდის თამაშობა!
საკვირველია, რომ ამ ჩჳჱნს ხალხში მეფობენ ორნი უმთავრესნი საგანნი: ან უნდა კრივში
ვიყვნეთ და იქ დავკარგოთ ტყვილათ დრო, და ან უნდა ვითამაშოთ ქაღალდი და
შევწიროთ ამ კმაყოფილებას ორი, სამი ღამე უსარგებლოთ. – იტყვით რა ბიწიერება არის
ქარალდის თამაშობაო? არაფერი! რა ბიწიერება არის, რომ ზოგი ერთს რა ფული
შემოჰკლებია თამაშობაში, გაუხდია ტანისამოსი, მოუხსნია ხრმალი, ხანჯალი, საათი და
დაუწყვია სტოლზედ, სადაცა ისიც წაუგია; რა ბიწიერება არის, რომ ზოგს რა ფული
შემოჰკლებია, გაუტანია თავის ცოლის ნივთები და დაუწყვია სტოლზედ, სადაც ისიც
წაუგია, რომლისა მიზეზით საცოდავი ერთგული მეუღლე მჯდარა სახლში და განბანილა
ცხარე ცრემლში, რომლისა მიზეზით უწყევლია საცოდავს თავისი უბედურებითი ხვედრი.
რა ბიწიერებაა! რომ ზოგი ერთს ისე გასჯდომია ქაღალდის თამაშობა, ისე
დასნეულებულა, რომ რა ფული არა ჰქონია, მოუხმარებია მეცადინეობა და გამოუსახავს
საშინელი აზრი, რათა მოი პაროს სადმე და თავისი კმაყოფილებითი თამაშობა მოიყვანოს
აღსრულებაში!... თუ ვილაპარაკე წარსულს წელს, ამისათვს უფრო არ ვუმატებთ ჩჳჱნს
ჩინებულ თვსებასა. რა გაგვტეხს ჩვენა, თუნდა თვთან მე! წარსულს წელს არ აღგითქვით,
რომ ხმა აღარ ამამეღო იმაზედ მეტი და აღარა მეთქვარა, ახლა ეს მკითხეთ, დავიშალე?
მაგრამ, არცა თუ ვარ გასამტყუნარი, ეს წყეული გული არ მეშვება, ეს წყეული გრძნობა
ჴელს არ იღებს. ვხედავ, ჩჳჱნში, უმეტესი ჭკუა, გონება, ნიჭი არის და მოხმარება კი არ
შეგვიძლიან! მაშასადამე, როგორ მოვითმინო და არ წარმოვსთქვა ჩჳჱნის თავის და
ყოველთა ხალხთათვს წინააღმდები თვსება: როგორ არა ვსთქვა, რომ დროებასა ქაღალდის
თამაშობისა-თვს ფულებს მალე ვშოულობთ, საითგანაც უნდა იყოს და საზოგადო
სასარგებლო საქმისთვის, ცალი ფული არ გვემეტება!... ნუ გეწყინებათ რასაც გეუბნებით
ღვთის გულისათვს, გული მიტირის ჩჳჱნს ქცევაზედ და რა ვუყურებ ჩჳჱნს ქცევას, თუ

27
ვანბობ რასმეს, ჭეშმარიტად თქჳჱნის სიყვარულისათვს, გელაპარაკებით ქართველთა,
როგორც ნამდვილი ქართველი, ღჳთის გულისათვს იყავით ნამდვილი ქართველნი; ღვთის
გულისათვს გიყვარდეთ თქჳჱნი ენა, თქჳჱნი მამული, კიდევ განგიმეორებ თქჳჱნის
სამშობლო ენის მზეს (ამაზედ უდიდესი ფიცი არა მგონია იყოს, ვისაც კი გრძნობა აქჳს და
ესმის.), ყური დამიგდეთ, გამიგონეთ, რასაც ვანბობ, გთხოვ, საყვარელნო მეგობარნო! დრო
არის გაღვიძებისა, გიყვარდეთ ყურის-გდება, გიყვარდეთ წერა, კითხვა, სჯა, თუნდა
ლანძღეთ, ათრიეთ საწყალი მოლაყბე, თუ გსურთ, მხოლოდ გულგრილად კი ნუ იქნებით
ჩემს ნათქვამზედ. ყოვლის ღონის-ძიებით ვეცადნეთ გავისწოროთ ზნეობა ჩჳჱნი,
წამხდარი ზნეობა ქართველთ არ შეშვენისთ, ვიფიქროთ მომავალზედ, ვიფიქროთ ჩჳჱნთ
შვლის-შვლზედ; ვიფიქროთ ჩჳჱნს სიტყვიერებაზედ, დავუმტკიცოთ ჩჳჱნს დიდს
ჴელმწიფეს, რომ ჩჳჱნც გვესმის იმისი კეთილი განზრახვა, დავუმტკიცოთ არა სიტყვით
ქართველურად, არამედ საქმით, ვიყვნეთ ჭეშმარიტნი მამულის შვლები, დრო არის ჴელი
ავიღოთ ერთმანეთის გაკიცხვისაგან, დაცინვისაგან და შურობისაგან. შევუდგეთ
გულწრფელობით საზოგადოდ კეთილ საქმესა, იმ საქმესა, რომელიცა მოსცემდეს ჩჳჱნს
საყვარელს მამულს სარგებლობასა. – ჩჳჱნი საზოგადო მამა, ბევრს კეთილს საქმეს აწყობს
ჩჳჱნთვს, მოვალენი ვართ შეძლებისამებრ ჩჳჱნცა დავეხმაროთ. აბა ღჳთის გულისათვს ეს
რა ზნეობა არის: ზოგი ერთი ქართველი, მაღალის სასაწავლებელში ნამყოფი,
განათლებაზედ თავსა სდებს და თავის მამულის ღირსება არ იცის, განათლებულს კაცსა
მამული სძულდეს! იმას განათლებული გონება კი არა, უფრო დაბნელებული უნდა
ჰქონდეს. პირველი განათლება კაცისა მასში მდგომარეობს, რომ უყვარდეს მამული რაკი
სძულს თავისი სამშობლო ყოველივე, ის ზემოთაც ვსთქვ, განათლებულთ რიცხვში აღარ
არის. თქჳჱნ რა გგონიათ, დღეს ცოტათი გაწყდა, თავი დავირჩე! უთუოთ უნდა დამერჩო,
თუ რომ უხილავსა რაღასაც ძალასა, რასაკვირველია, კეთილსა არა დავეხსენი!
საკვირველად მოქმედებს განგება კაცზედ! დღეს დილით რა წამოვდექი, მრთელი ღამე
ხომ სრულებით არა მძინებია, მაშასადამე, ვიქნებოდი დამტვრეულ-დაჩეხილისავით.
თუმცა ვცდილობდი მიმეცა თავი ძილისათვს, მაგრამ არც იქნა! ერთს ფიქრისაგან
მეორეზედ გადავდიოდი, მეორისაგან მესამეზედ და სხ. ბოლოს ვნახე, რომ კიდეც

28
გათენებულიყო, წამოვდექი, მიველი და მივუჯექი სამწერლო სტოლსა, რა ავიღე კალამი,
მოვინდომე რიღასიც დაჩხაბა, კარგი ხომ არა გამოვა რა ჩემის ხელითგან როგორც
ქართველი ლაყბობის მეტი, ღმერთმანი საზოგადოებისათვს სასარგებლოს დავსწერთ
რასმეს და!... რა დავიწყე, წაველი კიდევ წყეულს ფიქრში, გამიტაცა, ისე გამიტაცა, რომ
გონია ჭკუის სამზღჳარსაც გადავდიოდი!

ახლა ერთი ესა მკითხეთ, რაზედა ვფიქრობდი? განა არ იცით, რაზედაც ვიფიქრებდი! იმ
ფიქრით ისე შეიმჭვალა ნაღვლით ჩემი გული, რომ თავი უნდა დამერჩო, რასაკვირველია
თქჳჱნ მაგდენს არას დაჰკარგავდით, მაგრამ ჩემდა სამწუხაროთ ისე ღარიბია ჩემი
კაბინეტი, რომ კაცი ამ საშინელის აზრის აღსასრულებლად სრულებით ვერასა ჰპოვებს. რა
მექმნა? ტკვარზედ წავსულიყავ, შორს იყო მტკვარი, დამბაჩა მეშოვნა, ვინ მამცემდა, თოკი
ვაБ თუ გამწყდარიყო და ნახევარ მტკვარი შევქმნილიყავი, ამაზედ მეტიც აღარ
გინდოდათ! ისევ, მეტი გზა არ იყო, მტკვრისაკენ გავმგზავრდი, სწორეთ იმ აზრით,
გარდავარდნილ ვიყავი მოთმინებითგან გასული! მოთმინებითგან გასული როგორ არ
ვიყო, რომ გულგრილათ უყურებთ ქართველნი ჩემს ნათქჳამს, მაშასადამე ერთი ოდენ
მტკვრისაგან მქონდა იმედი ამ საშინელის მდგომარეობითგან განთავისუფლებისა.

მაგრამ ოხ!... ოხ განგება! კურთხეულ არს სახელი შენი! თურმე მტკვრისაკენ კი არ


წავსულვარ, გზაზედაც ფიქრს გავუტაცნივარ, დამიწყვია სიარული და შუა ბაზარში
ჩამივლია! ვინ შემომხვდა გზაზედ, არც ის მახსოვს; რომლის დუქნისაკენ გავიარე, არც ის
– ერთის სიტყვით სრულებით არა გამიგიარა. ამ სიარულში, ბოლოს... ოხ! რას ვხედავ!... რა
ჩემის გულის სასიამოვნო საქმეს შევეფეთე!

ვნახე უცებ, ზის ერთის დუქნის კარზედ ხაბაზი, უბრალო ხაბაზი, უდევს მუხლზედ
«ცისკარი» მეთერთმეტე ნუმერი, კითხულობს სალაყბო ფურცელს მაღლივ ხმით, თანახმა
უხდება ყოველში მოლაყბეს და წინააღმდეგ სიტყვებით ლაპარაკობს ქართველებზე, თან,
ამას იძახის «ახ ნეტამც შეძლება მქონდეს, ვიყიდო ამისთანა წიგნებიო», ეს არაფერი,
შემოხვევიან გარეშემო დუქნის მეზობელნი და უნდა ნახოთ თუ რა სასოებით უგდებენ
ყურსა: რიგი სჯის, რიგი თავის აზრს ამბობს, რიგი ყვირის და იმეორებს წარკითხულს!

29
რამწავს ეს ვნახე წაცდენით მამივიდა, თუ მეტის სიხარულით, ისე დავიყვირე რომ
გამვლელგამოვლელნი შედგნენ «მადლობა შენთვს ღმერთო, თავი არ დამირჩვია მეთქი.»
მართლად რომ მადლობა ღმერთსა! ახლაკი იმედი მაქჳს, რომ თავის დროზედ ჩჳჱნი
ლიტერატურაც შეიქნება ღირსი ყურადღებისა!!... აღარ დავირჩობ თავსა, მინდა
სიცოცხლე! დიდის ხნის სიცოცხლე მინდა, რომ ვნახო ჩჳჱნი ხალხი, ჩემნი საყვარელნი
ქართველნი იმ აღყვავებულ მდგმარეობაში, რა მდგომარეობითაცა იქადიან სხჳათა ენის
ხალხნი. მსურს სიცოცხლე, მხოლოდ ამისთვს, რომ ვნახო ქართველნი, იმ გონების
მექონენი, რომლითაცა ესმოდეთ ღირსება თავიანთის მამულისა, ესმოდეთ ყოველივე
კეთილი განზრახვა ჩჳჱნის დიდის ჴელმწიფისა; გარდუხდიდეთ მადლობასა ყოველთ
კეთილიზედ, რომლებითაც დავალებულნი ვართ ჩჳჱნ ქართველნი, არასა დავზოგვიდეთ
კეთილზედ კეთილის საზოგადო მამისათვს, არ დავიშურებდეთ, არცა გონებასა, არცა
მუშაკობასა და თუ იქამდინ მიდგა საქმე, – ნურცა თუ სისხლსა. – სიკეთეს გარდახდა
უნდა! თუ გვესმის რამე, გარდუხდით, შესმენაც წარმოსდგება გონების გახსნისაგან, ხოლო
გონების გახსნა ლიტერატურისაგან, მაშასადამე მომატებული ლაყბობა ამ საგანზედ აღარ
ვარგა, თქჳჱნ თვთან მიხვდით ახლა, რაც უნდა ვქმნათ, როგორც უნდა მოვიქცეთ?...
მხოლოდ თქჳჱნ, თქჳჱნ დარბაისელნო ქართველნო! თქჳჱნ, მაღალსაზოგადოებისანო! ნუ
ინებებთ გაუშვათ თქჳჱნი ენა უყურადღებოთ! ღვთის გულისათვს ნუ ინებებთ! ყოვლის
ღონისძიებით ვეცადნეთ მოვიყვანოთ აღსრულებაში საზოგადო განზრახვა, გარწმუნებთ,
თვთონ ჩჳჱნს მფარველ მამას დიდად ეამება, გარწმუნებთ ყოველნი დაგვიწყებენ ქებას და
არა კიცხვასა, როგორც ახლა. ჩჳჱნ არ გვესმის, მაგრამ ჩჳჱნ უკან ძალიან ძვირს
ლაპარაკობენ ჩჳჱნზედ, იძახიან ვითომც დაუდევნელნი ვიყვნეთ, ეს დიდად სათაკილოა
ჩჳჱნთვს, ნუ ვიძახით ამას: რა საჭიროა, რათ გვინდა, რომ აღარავინ კითხულობს, რო
აღარავის უნდა. ნუ იტყვით ამ ცრუ სიტყვებსა.

მრავალს უნდა, უმეტესად მდაბიო ხალხსა, ხედავთ ხაბაზებიც კი წახალისდნენ! ხედავთ


გაზეთებშიაც დაგვიწყეს ხსენება კარგის აზრით (მაგრამ დაუდევნელობაზედ კი
ილანძღებიან, რომელიცა მართალიც არის) ვინ არის ამისი მიზეზი?

30
კარგათ იცით «ცისკარი», მაშასადამე ვეცადნეთ ყოვლის ღონისძიებით დავადგინოთ იმ
ხარისხზედ ჩჳჱნი «ცისკარი», რომლითაცა შეგვეძლოს დავარქვათ «ცისკარს» მანათობელი
დღე, ანუ ცხადი დღე. გაუთენოთ ღვთის გულისათვს დილა! ხედავთ ხაბაზები რაებს
სჩადიან!მე კიდევ იქა ვარ, ხაბაზთან! ხაბაზთან! ხაბაზთან!!!!...

მოლაყბე.

დაიბეჭდა ჟურნალ «ცისკარში», 1858 წელს, №3.

ნიკო ავალიშვილი

(1844-1929)

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის


საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე (1862-1866), იყო ჟურნალ «მნათობის» რედაქტორი
(1869-72), განახლებული ქართული თეატრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1879),
«ქართული კალენდრის» გამომცემელი (1867), თანამშრომლობდა «ცისკარში», «მნათობში»,
«ივერიაში», თარგმნა ფ. შილერის «ვილჰელმ ტელი», «ფიესკოს შეთქმულება», «ყაჩაღები».
ა. სუმბათაშვილ-იუჟინის «ღალატი», პ. სენკევიჩის «ვიდრე ხვალ», სერვანტესის «დონ
კიხოტი». 1903-1911 წლებში მუშაობდა რუსეთის ჯარში, მან ინტენდანტის თანამდებობით
მოიარა შორეული აღმოსავლეთის: ჩინეთის, მანჯურიის, კორეის სხვადასხვა პროვინცია,
შექმნა საყურადღებო «მოგონებები» და «შთაბეჭდილებები» (ინახება საქართველოს სახ.
თეატრალურ მუზეუმში). 1918-21 წლებში მას იწვევენ სამხედრო სამსახურში, მაგრამ
ტოვებს თბილისს და საგარეჯოში სამეურნეო საქმიანობაში ებმება. გარდაიცვალა 85
წლისა, დაკრძალულია თბილისში, ვერის ახალ სასაფლაოზე.

31
«მნათობი»

(1869-1872)

ყოველთვიური ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი გამოდიოდა 1869-1872


წლებში. იბეჭდებოდა სოფ. მგალობლიშვილის, ეკ. გაბაშვილის, ა. ჯამბაკურორბელიანის,
მ. ჯანაშვილის, ნიკ. იაშვილის, ა. ფურცელაძის, გ. ქიქოძის, რ. ერისთავის, აკაკის, ნ.
ავალიშვილის მხატვრული, ლიტერატურულ-კრიტიკული, ისტორიული ხასიათის
ნაწარმოებები; ჯ. ბაირონის, უ. შექსპირის, ფ. შილერის, პ. ბერანჟეს, სერვანტესის
თხზულებათა თარგმანები.

ჟურნალს ლიტერატურისა და ისტორიის საკითხებზე პოლემიკა ჰქონდა «დროებასთან»,


«კრებულთან», აქვეყნებდა უტოპიური სოციალიზმის წარმომადგენელთა (ლასალი,
ბასტია) ნააზრევის თარგმანებს.

რედაქტორი – ნ. ავალიშვილი, გამომცემელი – ი. ელიოზიშვილი.

შინაური მიმოხილვა

I «ჩვენი საზოგადოება». – საზოგადოებრივი ცხოვრება და საქმეები.

– რა გრძნობებით და საბუთებით ხელმძღვანელობენ ჩვენში საზოგადო საქმეების


წარმოებაში. საზოგადოებრივი ცხოვრება, საზოგადო საქმე, საზოგადო საჭიროება და
სარგებლობა!.. რა ლამაზი სიტყვებია! ეს სიტყვები ისე ხშირად გესმის შენ, ჩემო
მკითხველო, რომ მგონია, ისე ხშირად პურსაც არ სჭამ ხოლმე. იქნება არც შენ გეხმაროს
იშვიათად ეს სიტყვები შენს მეგობრებსა და ნაცნობებში, როდესაც კი შენს
თავმოყვარეობას შთაუგონებია შენთვის რიგიან და ამ დროების კაცად გამოჩენა. ან კი რა
საკვირველია? განა არ ვიცი, რომ ჩვენ ცხოვრებაში უფრო მომეტებული ყურადღება გვაქვს
მიპყრობილი ჩვენი ცხოვრების გარეგნობაზედ და მაშ, რაღა თქმა უნდა, რომ სადაც თავის
გამოჩენა დაგვჭირდება, იქ ყველა გვარ ლამაზ სიტყვას ვიხმარებთ... საზოგადო საქმეს

32
დახმარება უნდა, საზოგადო საჭიროებას – დაკმაყოფილება, საზოგადო სარგებლობას –
მიღწევა – ვღაღადებთ დღე-მუდამ და ისე გავარჯიშებული გვაქს ეს სიტყვები, რომ
მსმენელს ეგონება, თითქოს ჩვენი დროის ერთი წამიც არა გვაქვს მომცდარი სხვა რამე
კერძოობითს და ან ამგვარ უკადრისს საქმეზე. მაგრამ სად არის ეს დახმარება,
დაკმაყოფილება, მიღწევა საზოგადო საქმისა, რომელზედაც ასე დაუღალავად და
თითქმის დაკმაყოფილებულის აღტაცებით ვარწმუნებთ ყველა ჩვენ გულ-მარტივ
მსმენელს, იმ დაჯერებით, თითქოს მართლა და ჩვენს ცხოვრებაში საზოგადოობრივი
ცხოვრების მსგავსება მაინც იყოს, ან კიდევ ყველა ჩვენგანი ამ საზოგადოობრივი
ცხოვრებისა დიდი მომქმედი და მომხრე იყოს!... მაგრამ მანამ ჩვენში საზოგადოების
მყოფობაზედ ვიტყოდე რასმე, ჯერ განვმარტავ, თუ ნებას მომცემ, ჩემო მკითხველო, რას
ეწოდება საზოგადოება. – თვითონ სიტყვა ცხადად ჰხატავს თვის მნიშვნელობას:
საზოგადო, ესე იგი საერთო, ყველას კუთვნილი....

ვრცელის აზრით, საზოგადოება არის მრავალთ პირთ კრება, რომელნიც ერთ გვარ
გარემოებაში სცხოვრობენ და ერთ ნაირ ბუნებითს, ზნეობითს და ნივთიერებითს
გავლენის ქვეშ არიან. ამ გვარ საზოგადოების წევრებად იგულისხმებიან ყველანი, ვინც კი
ერთ ქვეყანაში სცხოვრებენ და ერთნაირი, ან თითქმის ერთნაირი, ჩვეულებისა და
ხასიათისანი არიან. მაგრამ ეს არის გარეგანი სახე ვრცელის აზრით წოდებული
საზოგადოებისა, და ამ გარეგან სახეს, მარტოდ აღებულს, ცხოვრებაში არაფერი
მნიშვნელობა არა აქვს იმისგარდა, რომ გაფანტულად, ველურად ცხოვრების მაგიერად –
ერთად არიან შეჯგუფებულნი და რაიმე მსგავსება აქვსთ მოქალაქოობრივი ცხოვრებისა.
შინაგანი არსი და მნიშვნელობა ამ გვარი საზოგადოებისა ის არის, რომ ყველა, ან თითქმის
ყველა წევრი ამ საზოგადოებისა თავის თავს ვალად ჰრაცხავს, რომ ემსახუროს,
ზნეობითის, გონებითის, გინდ ნივთიერებითის დახმარებით, ერთს დედა-აზრს –
ჭეშმარიტებას, ანუ საყოველთავო, საზოგადო ცხოვრების გაადვილებას და ზნეობის
გაუმჯობესობას...

33
ამ გვარი საზოგადოობრივი ცხოვრების მქონე ხალხში თითქოს თავის თავად ფუძნდებიან
საზოგადოს ხარჯით საზოგადო დაწესებულებები: ბანკები, პურის მაგაზიები,
სასწავლებლები, თეატრები, საზოგადო საკითხავები, მაწარმოებელთ და მომხმარებელთ
საზოგადოებები, კეთდება გზები, ხიდები, საზოგადო ხარჯით იგზავნებიან ნიჭიერი
ყმაწვილები სხვა-და-სხვა მაღალ სასწავლებლებში და ყველა ნიჭს ეძლევა თავის შესაფერი
გზა, გამოიცემიან და ვრცელდებიან სხვა-და-სხვა სასარგებლო წიგნები და
სალიტერატურო გამოცემაები, და სხვა და სხვა...

ჩვენი ცხოვრება, ჩემო კეთილო მკითხველო, ამ ზევით ნათქვამის გვარს ვერაფერს ვერ
წარმოგვიდგენს. ჩვენში აჩრდილი თუა, თორემ ნამდვილი საზოგადოობრივი ცხოვრება
კი სრულებით არ-არის. ჩვენ ვცხოვრებთ ან თითოობით ანუ გროვებად, ბინადარ ობა-
ობად, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ. რომ კარგად დავაცქერდეთ ჩვენს ცხოვრებას, უფრო
ერთ შემთხვევაში იმისთანა პირებს შევხვდებით, რომელთაც საკუთარი არსების მეტი
არავინ არაფრად მიაჩნიათ... თუ მე არ ვიქნები, ქვა-ქვაზედაც ნუ ყოფილაო. ამ სიტყვების
მიმდევარი პირები თავიანთ თავის მეტს ვერავის ჰხედვენ ქვეყანაზედ...

ამ გვარ წევრებს გარდა ჩვენს ცხოვრებაში ვხედავთ რამდენსამე კაცს ან სახლობას,


დამეგობრებულს ან ნათესაობით დაახლოვებულს, რომელნიც ერთმანეთში სცხოვრებენ
და თავიანთ «წუთის სოფლის» ცხოვრებას «ტკბილად» ატარებენ. ესენი, თუ შემთხვევა
ექნებათ და ქეიფზედაც იქნებიან, ეხმარებიან ერთმანეთს... ხან და-ხან სადილ-ვახშმად ან
ლოტოზედ მიიწვევენ ერთმანეთს და ლხინს-მასპინძლობას გაუწევენ, ხოლო შემთხვევის
ჟამს მცბიერობით და ცარიელი სიტყვებით ისეთს თანაგრძნობას აღმოუჩენენ, რომ სამმა
კაცმა ყური უგდოს, ეგონება, ეს ხალხი ერთის სულისა და ერთის ხორცისაგან არიანო.

ერთის სიტყვით, ჩვენ ცხოვრებაში ვხედავთ, რომ რამდენიმე კაცი ან სახლობა ერთად
სჭამენ, ჰსმენ, ცეკვა ტანცაობენ, ლოტოს ან ქაღალდს თამაშობენ, ჭორაობენ –
განურჩევლად ქალებიც და კაცებიც – და ამასთან ერთმანეთს ქებას შეასხმენ, ხოლო სხვას,
ვინც კი იმათი ჭკვისა და წრისა არ არის, – ყველას აძაგებენ და ჰგმობენ, აი, ჩემო

34
მკითხველო, სწორედ ამ ცხოვრებას ეძახიან ჩვენში საზოგადოობრივს ცხოვრებას,
საზოგადო სარგებლობისადმი ლტოლვას და სხვა ამისთანა მშვენიერ სიტყვებს...

აბა, ახლა გადავხედოთ ამ საზოგადო სასარგებლო საქმეებს, – როგორ ეკიდებიან ჩვენში.


შეძლებული იძახის: მე ფულის სესხება არ მომინდება და იმათ იზრუნონ, ვისაც ფულის
სესხება დასჭირდებაო, ხოლო ამ უკანასკნელებს, შეუძლებლობისა გამო, არაფერი აქვსთ,
რომ ბანკი შეადგინონ და – მაშასადამე, საზოგადოდ შედგენილი ბანკი არა გვაქვს, ერთი
იძახის, ჩემი შვილისთვის მე თითონ ვიზრუნავო; ზოგი ამბობს, – როგორც მამა- პაპას
უცხოვრია, ჩემმა შვილმაც ისე იცხოვროსო – სწავლა რა საჭირო არისო. მესამე
საბუთიანობს: მე ერთი შვილი მყავს გასაზრდელი და იმდენს რათ მივცემ, რამდენსაც
ორისა და სამის პატრონი აძლევსო, და ზოგიც კიდევ იმას ამბობს, – მე შვილი არა მყავს და
სხვის შვილის გასაზრდელად მე რათ მივცემო ფულს, – და ყველა ამ საბუთების შედეგი ის
არის, რომ ჩვენ საზოგადო სახალხო შკოლები არა გვაქვს და რაც გვაქვს, ისიც –
უხეიროები. ზოგი იძახის მე წელიწადში ერთხელ ძლივს მომიხდება სადმე წასვლა და
ვინც ხშირად დადის – გზების გაკეთებაზედაც იმან იზრუნოსო, – და ამის გამო რიგიანი
გზები და ბოგირები არა გვაქვს. ზოგი იძახის მამაპაპას თუ არ უვლია ქართულ თეატრში,
მე ვიცი, ვერ უცხოვრია, და ზოგი კიდევ... რომ ჩვენი მწიგნობრობა და სიტყვიერება
კიბორჩხალური ნაბიჯით მოძრაობს. ზოგი კიდევ იმას საბუთიანობს, რომ მე
«თერგდალეულებისა» და «წვეროსნებისა» არა მწამსო, იმათი «მაწარმოებელთ და
მომხმარებელთ საზოგადოებისა» არა-ვიცირაო, ღვინო და პური მქონდეს გასასყიდი,
თორემ, ადვილად მტერი მოგიკვდეს, ადვილად მე ის გავყიდო: მოვა ავეტიქა, ან
ფარემუზა და იმას ხელ-და-ხელ მივყიდი, კიდევაც თუ დამჭირდა – სესხადაც
გამოვართმევ; თუნდ ნახევარ ფასიც მომცეს საქონელში, ან თუმანზედ ათი შაური
სარგებელი გამომართოს, მაინც იმისი მირჩევნია, ამიტომ რომ ნაღდია – და ხელსაც
გავიმართავ ხოლმე, – და ზედაც დაართავს ანდაზას: არ გაგიგონიათ, შვილოსა,
დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსაო; – და ყველა ამ ანდაზას და
საბუთების შედეგიც ის არის, რომ ჩვენ არა ვითარი «მაწარმოებელთ და მომხმარებელთ
საზოგადოებაები» არა გვაქვს, რის გამოც ძალიან ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ჩვენი

35
მაწარმოებლები კვერცხში ქათამს აძლევენ და თავიანთ ნაწარმოებაებს ჩარჩ კარაპეტას ან
ფარემუზაზედ ნახევარ ფასად ჰყიდიან... ამ ნათქვამიდგან, ჩემო გულმშვიდო და შენის
მოთმინებით სულის მომპოვებელო მკითხველო, აშკარად დაინახავდი, რომ ჩვენში
საზოგადოობრივი ნიშანიც არ არის, რომ ჩვენ ყველანი თითქმის საკუთარი დღიური
ცხოვრებითა ვცხოვრებთ, არა გვაქვს მომავალი ცხოვრებისათვის ზრუნვა, არა გვაქვს
ერთმანერთის დაკითხვა და დახმარება ცხოვრებაში, რაც საკუთრად მე არა მჭირდება,
იმისთვის თავს არ ვიხეთქავ თუნდა ათას ჩემისთანას სჭირდებოდეს, «დღევანდელი
კვერცხი ხვალინდელ ქათამს გვირჩევნია» და ამიტომაც ჩვენი ცხოვრების შედეგი ის არის,
რომ არა გვაქვს არც ერთი საზოგადო დაწესებულებაები... არც ერთი გროში არ გვემეტება
საზოგადო საქმის დახმარებისათვის, ან როგორც მომეტებული ჩვენგანი ამბობს –
«სხვისთვის», თუმცა ნამდვილად რომ ვსაჯოდ, სხვისთვის არავინ არაფერს არ აძლევს,
არამედ ყოველთვის – თავისთვის, იმ საბუთის ძალით, რომ თვითვეულის კეთილდღეობა
შეადგენს საზოგადო კეთილდღეობას და თვითვეულის უბედურება – საზოგადო
უბედურებას... ამ ნათქვამებზედ ძალიან ბევრი არ დამეთანხმება და ამ უთანხმოების
საბუთათაც წარმომიდგენს იმ ჩვენი ცხოვრების მოვლინებაებს, რომელნიც თითქოს უნდა
ითვლებოდნენ საზოგადოობნრივი ცხოვრების შედეგად, სახელდობრ: სასოფლო შკოლები
და პურის მაგაზიები, თავად-აზნაურთ ბანკი (რომლის შედგენაზედაც დიდი ხანია, რაც
ლაპარაკობენ); ექვსი ქართული დრო-გამოშვებითი გამოცემა და კიდევ წელიწადში ერთი-
ორი წიგნის დაბეჭდვა; ქართული თეატრი, რომელიც ამ უკანასკნელ ერთ წელიწადში
სწორედ თერთმეტჯერ წარმოდგენილა; კახეთის მებატონეთ ღვინის ვაჭრობის
ამხანაგობაები (კამპანიები) და ახლა მომხმარებელთ და მაწარმოებელთ საზოგადოება,
რომელიც ეხლა აპირობს შედგენას? – რას ამბობ, მეუბნები მკითხველო, ეს რა არის, თუ არ
ჩვენი საზოგადოობრივი ცხოვრება>! საზოგადო საქმის დახმარება?

მართალია, მკითხველო, ეს ყველა ჩამოთვლილი – საზოგადოობრივი ცხოვრების


ნაწარმოებსა ჰგავს და მხოლოდ ჰგავს; მაგრამ კარგად რომ გამოვიკვლიოთ ეს საქმეები,
ცხადად დავინახავთ, რომ ამ საქმეებშიაც საზოგადო დახმარება ან სულ არ-არის და ან
ძალიან სუსტია...

36
ამაზედ უკეთეს მდგომარეობაში არც ქართული ლიტერატურაა და არც ქართული
თეატრი. ეს საქმეებიც თითო მუჭა ხალხის თავგამოდებული შრომითა და ცდით
სწარმოებს და საზოგადო დახმარება თითქმის სრულებით არა აქვს.

ამის დამამტკიცებელი საბუთიც ის არის, რომ სალიტერატურო ასპარეზზედ თითქმის


ყველა მუქთად შრომობს და ზოგი კი თავის ჯიბიდგანაც ახმარებს რასმე ღონეს
სალიტერატურო გამოცემაების წარმოებისათვის. ქართული თეატრის მცირედობაც და
საზოგადოების დაუხმარებლობაც აშკარაა. აბა, როგორ შეიძლება კაცმა დაიკვეხოს ისეთ
თეატრზედ, რომელიც წელიწადში ორჯერ-სამჯერ მოხდება ხან აქ, ხან იქ, ისიც ზოგჯერ
ზარალით. არც ბანკია ჯერ სათქმელი, რადგან თითქმის ხუთი წელიწადია ლაპარაკია და
დაბოლოება კი ჯერ არ სად არის. ერთის სიტყვით, ჩვენში ყველა საქმე, რომელთაც
საზოგადოებრივი ცხოვრების სახე აძევს, ყველა ეს საქმეები კეთდებიან არა მთელი
საზოგადოებისაგან, არამედ თითო მუჭა ხალხისაგან, რომელთ ღონე არა ჰყოფნის მათ
წარმატებით წარმოებას და ამის გამო ბევრი მათგანი ან უხეიროდ ღონღიალებს და ან
დასაწყისშივე ისპობა. რადგან ყველა საქმეს მშრომელი უნდა და მშრომელს – შრომის
ჯილდო, ამის გამო, რაც უნდა საქმე ავიღოთ, ღონის ძიებას ითხოვს, რომ თვისი
წარმოებისათვის მშრომელი მიიზიდოს.

ჩვენში არც ერთს, ასე ვსთქვათ, საზოგადო საქმეს არა აქვს ამ გვარი გარემოება, რადგან
თითო მუჭა მკეთებლების ღონის-ძიებით კეთდება. ყველა ამ გვარ საქმეს უნდა დახმარება
მთელი საზოგადოებისა და უფრო უმეტესად შეძლებული საზოგადოებისა...

მაგრამ ისიც კი შესანიშნავია, თუ ჩვენში როგორ ეხებიან საზოგადო საქმეებს და მის


დახმარებაში რა მიმართულებითა და გაგებით ხელმძღვანელობენ რამე საზოგადო საქმის
წარმოებაზედ, რომ დაელაპარაკოთ ვისმე და დახმარება სთხოვოთ, უეჭველია, ყველაზედ
უპირველესად იმას გკითხავენ, თუ ვინ ურევია იმ საქმეში. ეს კითხვა, რასაკვირველია,
კანონიერია... ისინი დარწმუნებულნი არიან, – თუმცა ეს დარწმუნება არაფერ რიგიან
საბუთზედ არა აქვსთ დამყარებული, – რომ საქმეს კარგად გააკეთებენ და სათაკილოც არ
არის იმ საქმეში მონაწილეობის მიღება; გარნა თუ მეორე ხარისხის ხალხის ხელშია საქმე,

37
რაც უნდა კარგი გამკეთებელნიც იყვნენ საქმისა, მაინც ყოვლად დარწმუნებულნი არიან,
რომ საქმეს ვერ აღასრულებენ და არც მონაწილეობის მიღება ღირს იმათში. ამ გვარ
გარემოებაებს შემდეგ, რაღა თქმა უნდა, რომ ჩვენში ბევრი სასარგებლო საქმე
დაბრკოლდება... ეს გარეგანი განსხვავების მიხედულობა და მიმდევარობა ისე გამჯდარია
ჩვენს ცხოვრებაში, რომ ყველანი თვალ დახუჭვილები ემონებიან ამას...

კუხელი.

დაიბეჭდა ჟურნალ «მნათობში», 1871 წელს №1.

შინაური მიმოხილვა

II

«მნათობის» წარსულ ნომერში, ჩემო მკითხველო, გესაუბრე ჩვენი საზოგადოების


მდგომარეობაზედ, ჩვენი საზოგადო საქმეების ვითარებაზედ, და კიდევ იმაზედ, რომ
ჩვენში სიტყვით თუა საზოგადობრივი ცხოვრება, თორემ საქმით ძნელად თუ სადმე
შეინიშნება. – ახლა საჭიროდ ვრაცხავ, გესაუბრო იმ მიზეზებზედ, რომელნიც ჰბადებენ ამ
ჩვენი ცხოვრების ესეთს მდგომარეობას და გამოვიკვლიო, რამდენადაც კი შემიძლიან, ის
მდგომარეობა, რომელიც უშლის ჩვენი ცხოვრების წინსვლას, ჩვენი გონების
გაბრწყინვალებას და ზნეობის განსპექტაკებას.

აქ ძალიან ღრმად დაჰფიქრდები, ჩემო მკითხველო, და საშინელ ძალას დაატან შენს ჭკვა-
გონებას – გამოვიცნა ეს რა გარემოებაა ასეთი, რომ ჩვენ ცხოვრებას აბრკოლებს.
რასაკვირველია, ამის გამოცნობისათვის იქნება შენი გონება ძალიან შორსაც აფრინო,
იქნება რამდენიმე ცხრა მთა-ზღვაც გადაატარო, – მაგრამ ამ გონებითს მიმოფრენაში და
ძებნაში ამაოდ დაიქანცები. იმის პოვნისთვის ისე შორს წასვლა საჭირო არ არის. ჩაიხედე
შენს გონებითს და ზნეობითს არსებაში, თვალი გადაავლე შენს მოქმედებაებს და მაშინ
იპოვი ამ შენი ცხოვრების გზაზედ გადამღობელ ძალას; მოჰკითხე შენს თავს მთელი შენი

38
ცხოვრების – აზრის, მიმართულების, გრძნობების და გაგებაების – აღსარება, გაარჩიე
მიუდგომლად, ვითარცა მიუდგომელმა და უანგარო მსაჯულმა, მთელი შენი ცხოვრების
მოქმედებაები, – და მაშინვე დარწმუნდები, რომ თითონ შენშივე ყოფილა შენი ცხოვრების
დამამახინჯებელი ძალა... ჩვენ, ჩემო მკითხველო, თითქმის ყველა ჩვენი ფეხის
გადადგმაზედ ვემონებით ეგრედ წოდებულს «საზოგადო აზრს» და ჩვენი ცხოვრების
ხასიათის მიმცემად და ხელ-მძღვანელად ეს «საზოგადო აზრი» გვაქვს. რასაკვირველია,
ჩვენ ვფიქრობთ: «საზოგადო აზრი» უმეტესი საყურადღებელი უნდა იყოს, ვიდრე ვისიმე
კერძო პირის აზრიო, და იმას კი ყურს აღარ ვუგდებთ, რომ ყველა ჩვენისთანა მცირე
განათლების მქონე ხალხში «საზოგადო აზრი» შეცდომილია და მაშასადამე, ამ
შემთხვევაში ცხოვრების მავნებელი უნდა იყოს.

«საზოგადო აზრი» ადვილი გასაგები გამოხატვაა. ეს არის აზრი, უმეტესობისაგან


შედგენილი, თავისი საყოველდღეო ცხოვრებისა და მოქმედებაების სახელმძღვანელად...
ჩვენ «საზოგადო აზრის» ხელმძღვანელობით ცხოვრება ბევრს სიმახინჯეს გამოგვატარებს
ჩვენს ცხოვრებაში და ბრმასავით ღობეყორეს მიგვახლ-მოგვახლის, – ეს იმიტომ, რომ
წარსული ცხოვრების კანონებით აწმყოში წარმატებით ვერ იცხოვრებს კაცი, რადგან
როგორც ცხოვრება იცვლება, – მისი კანონებიც უნდა გამოიცვალნენ...

ჩემის აზრით, აი ეს ძველებური «საზოგადო აზრია» მახლობელი მიზეზი ან


დამაბრკოლებელი ძალა, რომ ჩვენს საზოგადოებაში მტკიცე, ნამდვილი კავშირი არ არის
და მაცხოვნებელი საზოგადოობრივი ცხოვრების ნაცვლად ვცხოვრებთ ობა ობად,
(როგორც უწინაც ვსთქვი), ანუ კერძო, საკუთარი არსებისთვის სასარგებლო და
სასიამოვნო ცხოვრებით...

ჩვენი საზოგადოების მომეტებული ნაწილი იმ აზრისაა, რომ «წითელსისხლიანს» ყოველი


საქმის გაკეთება ძალუძს, რადგან ვითომც უფრო ნიჭიერნი არიან, და «მუქ სისხლიანები»
კი ვითომც უთუოდ უხეიროები იქნებიან და საქმესაც ვერ გაარიგებენ... ამ გვარი გაგება
არის მიზეზი, რომ ჩვენი საზოგადო საქმეები, დიაღ, ნაკლოვანებით აღისრულდებიან
ხოლმე, ჩვენ ვეძებთ საქმისათვის არა საქმის აღსრულების შემძლებელს, არამედ...

39
ჩვენ უფრო ერთად, მივდევთ და ხელ-მძღვანელობთ იმ «საზოგადო აზრით», რომელსაც
საფუძველი აქვს ჩვენს ძველს ცხოვრებაში, აწმყო ცხოვრების არამსგავს ცხოვრებაში, ანუ
უფრო ცხადად ვსთქვათ: ჩვენ ამ ჟამად ვცხოვრებთ წარსული ჩვენი ცხოვრების კანონების
ხელ-მძღვანელობით და ამიტომ თითქმის ყველა საქმეში ვგრძნობთ რაღაც
მოუხერხებლობას...

ახლა, ჩემო მკითხველო, თუ არ მოგწყინდა, გადავიდეთ ჩვენ საზოგადო საქმეებზედ და


სახელდობრ თეატრზედ და ლიტერატურაზედ და მათ წარმოებას გადავავლოთ თვალი.
ჩვენი თეატრის მდგომარეობა, როგორც უწყი, მკითხველო, საზოგადოდ ძალიან
უხეიროა; . . . . .ეს გარემოება იმას ამტკიცებს, რომ ჩვენს საზოგადოებას ფრიად მცირე
ყურადღება აქვს მიპყრობილი თავის თეატრზედ...

ამ სცენის მოყვარეებმა ამ უკანასკნელ ერთ წელიწადში რვა შინაური ქართული


წარმოდგენა მოახდინეს – მოთამაშეთ და მაყურებელთ ერთმანეთში ფსონის გამოღებით.
ამ გვარი სცენა არის სცენის მცირე-წლოვნობა, სიყრმე, და ამიტომ არ შეიძლება არ
გვაკვირვებდეს და გვაოცებდეს ის გარემოება, რომ ჩვენი თეატრი, უწინდელ დროს
გადარბაისლებული და საზოგადო – სახალხოდ გამოსული, საზოგადოების
სამოძღვრებლად და შესაქცევად, ამ ჟამად, იმის ნაცვლად რომ უფრო წარმატებაში
შესულიყო, ისე დაპატარავდა და დამცირდა, რომ თავის სიმცირისა გამო შიგნი-შიგან
იმალება, მატანტალაობს და აქა-იქ სამადლოდ აფარებს თავს. ეს საკვირველი მოვლინებაა,
მაგრამ საზოგადოება ამაზედ ცოტასა ჰფიქრობს, თითქოს ეს იმის საქმე არ იყოს...

განსვენებული თ. ვორონცოვის შემდეგ ჩვენს ქალებს ეთაკილებოდათ თეატრის სცენაზედ


გამოსვლა, უწესო და ურიგო საქმედ ჰრაცხავდნენ მას და ამიტომ ძალიან გასაჭირი იყო
ხოლმე დიდ თეატრში ქართული წარმოდგენის მოხდენა, რადგან სცენის მოყვარენი ვერ
შოულობდნენ ქართველ მოთამაშე ქალებს და სომხის აქტრისებს ქირაობდნენ. ამ მხრივ ამ
წარმოდგენას მნიშვნელობა აქვს ჩვენი თეატრების საქმეში, რადგან იქ მოთამაშე
წარჩინებულმა და დარბაისელმა ქალებმა დასთრგუნეს ის უხეირო საზოგადო აზრი,
რომელიც სცენაზედ ქალების თამაშობას ჰკიცხავდა...

40
სხვა სარგებლობა იმით მოუტანეს კიდევ, რომ თბილისის უფასო შკოლებს შესძინეს,
როგორც გავიგეთ, სამას თუმნამდის. ამიტომ ამ წარმოდგენის მოთავეებს: თ. ორბელიანის
ასულს, ანასტასია ოგლობჟიოსას და ბ:არათაშვილის ასულს, ელენე ჯომარდიძისას
დაუმადლებს საზოგადოება, რადგან კეთილი და სასარგებლო საქმე შეასრულეს. ამათ და
სხვა წარჩინებულმა პირებმა რომ გასწიონ შრომა და რამდენჯერმე ითავონ ამგვარი
წარმოდგენა დიდ თეატრში ქართული სცენის სასარგებლოდ, ეჭვი არ არის, რომ ადვ ლად
დააწესებდნენ სამუდამო ქართულ თეატრს და ამით დიდს სარგებლობას მოუტანდნენ
საზოგადოებას. იმედია, მათ სხვაც ბევრი დაეხმარებოდა ამ საქმის აღსრულებაში... სადაც
კი ხალხი დაბლა სდგას განათლებით, ყველა უჩვეულებრივო და მაშასადამე, «საზოგადო
აზრის» წინააღმდეგი ნაბიჯის გადადგმა დიაღ რომ ძნელი საქმეა; ყველა ამ გვარი ნაბიჯის
გადადგმა სწორედ თავის გამომეტებას ედარება, თითქმის, რადგან ამ ნაბიჯს ერთვის ზედ
მრავალ-გვარი უსიამოვნება – ჩუმად თუ ცხადად საზოგადოების გაკიცხვა და სხვა და
სხვა ჭორები...

შინაურ წარმოდგენაებში პირველმა გაჰბედა და მიიღო მონაწილეობა კნჟ. ბარბარე


ხერხეულიძემ; ამას დაეხმარნენ ელენე ანტონოვსკისა და ელენე ყიფიანი. ამ ქალებმა
გადასდგეს ჩვენ ცხოვრებაში უჩვეულებრივო, «საზოგადო აზრის» წინააღმდეგი ნაბიჯი და
მით, ერთის მხრივ, ქართული სცენის საქმე გააადვილეს...

... სასურველია, რომ ჩვენმა სცენის მოყვარეებმა კვალად განაგრძელონ ამ გვარი შინაური
წარმოდგენაები; თუ ერთგულად მიჰყვებიან ამ საქმეს, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ
იმათი შრომიდგან დაიბადება საზოგადოსახალხო ქართული თეატრი, და ეს უეჭველად
უნდა ჰქონდეს მხედველობაში ყველა ქართული სცენის მოყვარეს...

ამ შინაურ წარმოდგენაში სხვათა შორის მადლობა ეკუთვნისთ: კნ. დარ. შალიკოვისას, თ.


რ. ანდრონიკაშვილს და უ. ფეოდოროვს, რომელთაც ორორჯერ ათხოვეს სცენის მოყვარეთ
თავიანთ ზალა; აგრეთვე კნ. ბარბარე ბარათაშვილისას, რომელიც დაეხმარა სცენის
მოყვარეთ უკანასკნელ წარმოდგენაში; მაგრამ ყველაზედ მომეტებული მადლობა
ეკუთვნის კნჟ. ბარბარე ხერხეულიძეს, რადგან ყველაზედ მომეტებული მონაწილეობა

41
იმან მიიღო ამ წარმოდგენაებში. – ამ წარმოდგენაებში რაც ფული შემოსწირეს სტუმრებმა,
ის ფული გადიდო ზ. ანტონოვის კომედიების დასაბეჭდად და რაც იმ წიგნების
გასყიდვიდგან შემოვა, – ის ეკუთვნის ქართულ სცენას – წარმატებისათვის. ვისურვებთ,
რომ სცენის მოყვარეთ ერთი ასად აქციონ ჩქარა ეს ფული, რომ ჩქარა მოუღონ ბოლო ამ
სცენის უხეირობას და მატანტალაობას....

ახლა ჩვენს ლიტერატურასთან გადავიდეთ. ჩვენი ლიტერატურა, დიაღ, ნაყოფიერ


სასაუბრო საგანს წარმოაგვიდგენს, ასე რომ ერთი დიდი წიგნი დაიწერებოდა იმაზედ.
წარმოიდგინე, მკითხველო, რამოდენა ასპარეზს წარმოგვიდგენს ჩვენი ლიტერატურის
ბურთი-და-მოედანი. სამი ჟურნალი (მესამე «კრებული» წელს დაიბადა), სამი გაზეთი
(მგონია «გუთნის-დედაც» არსებობს კიდევ) – სულ ექვსი დროგამოშვებითი გამოცემა! რას
ამბობ, ამოდენა ასპარეზზედ და ამდენს ბანაკში, რასაკვირველია, ბევრი მოქმედება იქნება,
ბევრნაირი გრძნობა, გაგება, აზროვნება და ლტოლვა. ექვსი სხვა და სხვა რიგი
სალიტერატურო ორგანო არსებობს, მაშ, რაღა თქმა უნდა, რომ სხვა და სხვა ხასიათისანი
და სხვა-და-სხვა გაგებისანიც იქნებიან, რასაკვირველია, ცალ-ცალკე ბანაკებს შეადგენენ
და ყველა ბანაკს თავისებური სროლა ეცოდინება მიზანში და თავისებური საქმის
წარმოება; რასაკვირველია, ამ ბანაკებს ეყოლებათ, ცხადად თუ იდუმალ, თავიანთ
ბელადები; უეჭველია, როგორც კანონიც მოითხოვს, ბელადის შესახებ ყველა რაზმის კაცი
მოწიწებით იმყოფება და ღმერთსავით შეჰყურებს თავის ბელად წინამძღვარს; არც ის არის
გასაკვირველი, რომ რაზმში ისეთი დოყლაპიებიც ურევიან, რომ თავიანთ ბელადს პირ-
ღია მოუსმენენ ყოველის ფერს – ავსაც და კარგსაც, გონიერსაც და უგონოსაც და თავის
«სულის-გლახაკობით» ყველას ერთნაირად ჰყლაპვენ და ბედნიერადაც მიაჩნიათ თავი,
რომ ამისთანა გონიერი ბელადი ჰყავსთ... ეს ყველაფერი საკვირველი არ არის და როგორც
ცხოვრების ასპარეზზედ, ისე ლიტერატურის ასპარეზზედაც მოხდება ხოლმე. არც ჩვენი
ლიტერატურა დაეღწივა ამ გარემოებას. ასპარეზი დიდი იყო, თუ ძალად გაადიდეს –
ამაზედ ჩვენ არას ვამბობთ; მაგრამ ეს კი ნამდვილია, რომ ამ ასპარეზზედ გაჩნდა
ლიტერატურული ბანაკები, ლიტერატურული ქურუმობა, ლიტერატურული მეგობრობა

42
და დოყლაპიობა, და ერთის სიტყვით მრავალი ლიტერატურული რაღაც-რაღაცაები. ასე
გასინჯეთ ამ უკანასკნელ ჟამს «დროების» ბანაკმა ლიტერატურული «ლოპიანაობაც» კი

გამოაცხადა...

მართლა, კაცმა რომ ჩამოთვალოს ჩვენი დროგამოშვებითი გამოცემაები – ეგონება


ქართული ლიტერატურა დიაღ გაჩაღებული და ასპარეზიც დიაღ ვრცელიო. ჩვენ არც
ერთი არ მიგვაჩნია ნამდვილად, რადგან ორივე კარგა ახლო გვაქვს გასინჯული. ჩვენი
სალიტერატურო ასპარეზი ძალის-ძალად არის გადიდებული, ხოლო ზოგი გამოცემაც
დაფუძნებულია ან არსებობს ჟინის დასაკმაყოფილებლად და ბიჭობის გამოსაჩენად. არც
მშრომელნი არიან ბევრნი და ექვს გამოცემას კი არა, სულ ორსაც ძლივს ეყოფიან... ამტომ
არ შეიძლება არ გაიკვირვოს კაცმა, რომ არიან იმისთანა პირები, რომელნიც ერთ და იმავე
გარემოების ჟამს სხვის შესახებ სჯიან ერთნაირად და თავიანთ შესახებ კი სხვა ნაირად.
სახელდობრ, რომ 1869 წელში «მნათობის» გამოცემა არ იყო საჭირო, მაშინ როდესაც
მხოლოდ «ცისკარი» არსებობდა და ბურთი-დამეიდანი მხოლოდ გაზეთს «დროებას»
ეჭირა ხელში; ახლა კი 1871 წელში, როდესაც ჟურნალი «მნათობიც» არსებობს და სხვა
გარემოება ისევ ის არის – «კრებულის» გამოცემა დიდ საჭიროებას არ შეადგენდა,
რასაკვირველია, ჩვენ ბოროტ-განზრახვით არ ვამბობთ ამას: ამრავლოს ღმერთმა
ქართული წიგნები, – მაგრამ იმიტომ ვამბობთ მხოლოდ, რომ დავანახვოთ მკითხველს,
რომ ზოგი კაცი რა უცნაური სნეულებით არის შეპყრობილი, რომ ერთსა და იმავე ფერს
სხვა-და-სხვა დროს და სხვა-და-სხვა გარემოებაში ხან შავს ეძახის და ხან თეთრს.
ჟინიანობა და თავმოყვარეობა საშინელი რამ არის კაცის ბუნებაში და ეს არის მიზეზი, რომ
სხვა-და-სხვა დროს სხვა-და-სხვა ნაირად ამღერებს კაცს, რადგან რაც ერთ დროს არგებს
და თეთრი ჰგონია, იმან შეიძლება სხვა დროს აწყინოს და შავად ეჩვენოს...

«კრებულის» გამოცემა დიაღ რომ იგრძნო «დროებამ», რადგან ერთი მისი თანამშრომელი
«კრებულის» მოთავე თანამშრომელი შეიქმნა და ამით «დროების» ისეც მცირე მშრომელნი
უფრო განაწილდნენ. მაგრამ ჩვენ იმ გარემოებამ უფრო გაგვაკვირვა, რომ «კრებულის»
თანამშრომლებში გამოცხადებულია უ. «დროების» რედაქტორი მესხი. ეს გარემოება ცოტა

43
აოცებს კაცს და სხვა-დასხვა რაღასაც აფიქრებინებს, – სახელდობრ იმას, რომ ან რიცხვის
გასადიდებლად არის გამოცხადებული «კრებულის» გამომცემლისგან, ან არა და . . . . ჩემის
მხრით კი ამას ვიტყვი, რომ «დროების» რედაქტორმა ისევ თავის გაზეთს მიაპყრას . . .
ერთგული ყურადღება . . . . ის ყველას ემჯობინება, ... მართალია, იმას შეუძლიან
დარწმუნებული იყოს, რომ მისგან ისიც დიდი და ღირსეული შრომა იქნება
«დროებისთვის», რომ იმ გვარი სტატიები აკმაროს მას, როგორსაც უწერს უფ. წკეპლაძე,
სახელდობრ, თუ გინდ იმისთანა, როგორიც იყო ამ წლის «მნათობის» პირველი წიგნის
შესახებ; – მაგრამ, სწორე თუ გინდათ, მკითხველო, საზოგადოებისათვის კი ვერაფერი
სამსახური იქნება ამ გვარი სტატიების წერა. მოგონებაზედ, ამ სტატიის შესახებ ორიოდე
სიტყვის თქმა არ იქნება ურიგო, რადგან ამით «დროების» რედაქცია ჰღაღადებს თავის
ძალ-ღონეს.

ავტორი წკეპლაძე ამბობს, რომ «დროებამაც» ასე «მნათობისავით» «ფართხალი» რომ


დაიწყოსო, მე მოვალედ ვრაცხავ ჩემ თავს ხელი ვკრა და წიხლიც მივაყოლოო. ამ სიტყვის
წარმოთქმის ჟამს იმას კი აღარ ჰფიქრობს, რომ იმით ჰხატავს თავის . . . . . და უძალ-
უღენოობას და ის ცხოვრების ჭეშმარიტება სრულებით ავიწყდება, რომ ქვეყანაზედ თვით
ჩინებული და მაცხოვნებელი მიზანი მიიღწევა მხოლოდ მრავალი მოთმინებით და
გამუდმებული შრომა-ვაივაგლახით; ისიც ავიწყდება იმას, რომ საზოგადოდ ჩვენი
ლიტერატურა გაჭირებით არსებობს და თუ ლიტერატურის საქმის მოთავეებმა ასე
წკეპლაძისავით იაზრეს, – მაშინ ერთ თვალის დახამხამებაში შეიძლება გაჰქრეს ჩვენში
ყველა გვარი მწერლობა, რადგან ყოველ ნაბიჯის გადადგმაზედ ამ შემმუსვრელს ძალას
ჰხვდება და ებრძვის ჩვენი ლიტერატურა. ჩვენ კი ვერ მივიღებთ ამ რჩევას, რადგან ამ
შემთხვევაში სრულებით წინააღმდეგი გაგებისანი ვართ... არც უფ. სკანდელის
ლიტერატურული «ლოპიანაობა» არის ნაკლებად საკვირველი: ლიტერატურაში ეს
მოვლინება უფრო დიდ საკვირველებად მიმაჩნია. ლოპიანაობა კარგია მუშტი-კრივში,
თავისი თუ სხვის გვერდების დასაზელად და საკუთარი ყოჩაღობის გამოსაჩენად. მაგრამ
ლოპიანაობა ლიტერატურაში, – სწორე მოგახსენოთ, საძრახისი საქმე არის. ჩვენ იმ ნაირად
გვესმის ლიტერატურის საქმე, რომ ყოველისფერს, რაც იწერება და იბეჭდება,

44
მხედველობაში განსაკუთრებით მკითხველი საზოგადოება უნდა იქონიოს და არა თავის
საკუთარი პიროვნება, ისე როგორც ლოპიანას აქვს ხოლმე მხედველობაში კრივში
გამოსვლის დროს. როდესაც ლიტერატორი-კრიტიკოსი ჰხედავს, რომ შეცდომილ და
მავნებელ აზრებს ავრცელებენ საზოგადოებაში, მაშინ იმან იმ აზრის გამავრცელებელი კი
არ უნდა გამოიწვიოს: აბა, მოდი ვცადოთ, ვინ ვაჯობებთო, არამედ თუ კი მართლა
შეუძლიან, უნდა აიღოს კალამი, დაურღვიოს მკითხველებს მწერლის შეცდომილი აზრები
და ნაცვლად წარუდგინოს თავისი – შეუმცდარი და ნამდვილი. მხოლოდ ეს მოითხოვება
კრიტიკოსისაგან, სხვა ამის გარეშე არაფერი.

უფ. სკანდელს შეცდომილად მიაჩნია უფ. ქიქოძის აზრები (სტ. «საქართვ. მომავალი») –
ძალიან კარგი და პატიოსანი. მაშ, აიღოს რაღა კალამი და თუ შეუძლიან თავიდგან
ბოლომდის დაურღვიოს ქიქოძეს შეცდომილი აზრები, რომ ამ გვარად წამკითხველები
გამოიყვანოს შეცდომილებიდგან. მაგრამ არა; ის ამას ვერ ახერხებს მოუგონია
ლოპიანაობა, ... ვაი, ჩვენი ლიტერატურის ბრალი იმ მწერლების ხელში, რომელნიც
საზოგადოების სარგებლობას ანაცვალებენ თავიანთ თავმოყბარეობას და იმ გრძნობებით
ხელმძღვანელობენ ლიტერატურის ასპარეზზედ, რა გრძნობებითაც ნამდვილი
ლოპიანები. უფ. სკანდელს თუ ასე ესმის ლიტერატურის საქმე, იმედია ჩვენს
საზოგადოებას ბევრს სარგებლობას მოუტანს...

აქ ბევრ სხვა რამეებზედაც მინდოდა მელაპარაკნა შენთან, ჩემო მკითხველო, მაგრამ თუ


სხვა დროს შევხვდით როდისმე მე და შენ, მაშინ მოგელაპარაკები სხვა ჩვენი ცხოვრების
მოვლინებაებზედ და ჩვენ ლიტერატორებზედაც.

კუხელი.

დაიბეჭდა ჟურნ. «მნათობში», 1871 წელი, №2.

45
დიმიტრი ყიფიანი

(1811-1887)

დაიბადა ქართლის სოფელ მერეთში 1811 წ. თბილისის სას. სემ. არსებულ სამრევლო სასწ.
დამთავრების შემდეგ 1830 წ. კეთილშობილთა სასწ. დაიწყო სამსახური. 1832წ.
შეთქმულებაში მონაწილეობისათვის გადაასახლეს ვოლოგდაში, დაბრუნების შემდეგ
მუშაობდა მთავარმართებლის კანცელარიაში, 1864-70 წ.წ. იყო თბილისის გუბერნიის
თავადაზნაურთა წინამძღოლი, 1876-79 წ.წ. აირჩიეს თბილისის ქალაქის თავად.

XIX საუკ. 40-იან წ. დ. ყიფიანის თაოსნობით თბილისში დაარსდა «კერძო ბიბლიოთეკა»,


იყო წ.კ.გ.ს-ის შექმნის ინიციატორი, მისი პირველი თავმჯდომარე, აგრეთვე ბანკის
პროექტის ავტორი, «ქართული დრამატული საზოგადოების» დამაარსებელი, კავკასიის
სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოში ბატონყმობის
გაუქმების სახელმწიფო კომისიის აქტიური მონაწილე. დიდია დ. ყიფიანის დამსახურება
ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებაში. დაუღალავად ებრძოდა
ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას. 1886 წ. ეგზარხოსმა პავლემ, როდესაც
დაწყევლა ქართველი ერი, რომელმაც შვა სემინარიის დირექტორ ჩუდეცკის მკვლელი
(ლაღიაშვილი), დ. ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა, წერილი პეტერბურგს
გააგზავნა, ეგზარხოსი გადააყენეს, მაგრამ დიმიტრი ყიფიანს ქუთაისში «დანაშაული
გამოუჩხრიკეს», გაასამართლეს და სტავროპოლში გადაასახლეს, 1887 წ. თავის გაჩეხვით
სიცოცხლეს გამოასალმეს. დიმიტრი ყიფიანის ცხედარი ილიას ინიციატივით თბილისში
ჩამოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს – ქართველი ხალხის სულიერი
«ხუროთმოძღვარი» (ილია), ადამიანი, რომელსაც «ქართველთა შორის ტოლი არ ჰყავდა»
(ჟურ. «მოამბე»).

ლიტერატურული მოღვაწეობა დ. ყიფიანმა თარგმანებით დაიწყო. თარგმნა შექსპირის,


მოლიერის, ბომარშეს ნაწარმოებები. 1882 წ. პეტერბურგში დაიბეჭდა მისი «ახალი
ქართული გრამატიკა». დ. ყიფიანს – «მტრის ურჩ რაინდს» აკაკიმ მიუძღვნა პატრიოტული

46
ლირიკის შედევრი «განთიადი». 2007 წელს საქართველოს ეკლესიამ დიმიტრი ყიფიანი
წმინდანად შერაცხა.

გაზეთი «დროება»

(1866-1885)

პირველი ევროპული ტიპის გაზეთი «დროება» გამოვიდა 1866 წლის 4 მარტს გიორგი
წერეთლის რედაქტორობით, რომელიც 1869 წლის აპრილამდე გამოსცემდა გაზეთს.
შემდეგ გაზეთის რედაქტორი გახდა ს. მესხი, რომელიც 1883 წლის აპრილამდე იყო მისი
ხელმძღვანელი, ხოლო 1883-85 წლებში «დროებას» ივანე მაჩაბელი რედაქტორობდა.
გაზეთის გამოცემის ისტორიაში საყურადღებოა 1870 წელი, ამ დროს «დროებას» ს. მესხი
და ნ. ნიკოლაძე რედაქტორობდენ. ს. მესხის საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო
1873-1874 წლის ოქტომბერიდან «დროებას» კ. ლორთქიფანიძე რედაქტორობს, ხოლო 1880
წელს – «დროებისა» და «ივერიის» რედაქციები გაერთიანდა და გაზეთს ხელს აწერენ ს.
მესხი და ი. ჭავჭავაძე. «დროება» დაარსდა, როგორც კვირაში ერთხელ გამომავალი
გაზეთი. 1875-76 წლებში გაზეთი გამოდიოდა კვირაში სამჯერ, ხოლო 1877 წლის
აგვისტოდან – «დროება» ყოველდღიურია.

გაზეთის გამომცემლები არიან: 1866-1883 წლის აპრილამდე – სტეფანე მელიქიშვილი, 1883


წლის აპრილიდან 1885 წლის 14 სექტემბრამდე – გიორგი ქართველიშვილი.

გაზეთში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და პუბლიცისტები – გ.


წერეთელი, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ს. მესხი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, პ.
უმიკაშვილი, ა. ფურცელაძე, კ. ლორთქიფანიძე, ა. ნანეიშვილი, ბ. ჯაფარიძე, დ. ჩქოტუა,
რაფ. ერისთავი, ალ. ყაზბეგი და სხვ.

47
«დროება» XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საზოგადოებრივი აზრის მატიანეა,
იგი დემოკრატიულ-პროგრესული მიმართულებისაა. ბატონ იანოვსკის ორგვარი
შეცოდება

ბატონო რედაქტორო!

ჟამთა ვითარებამ ისე მოიტანა, «რომ» «დროების» 254 №-ში დაბეჭდილი სერგეი მესხის ღია
წერილი დღევანდლამდის არა მქონდა წაკითხული. დღეს რომ წავიკითხე, ჯერ იქამდინ
აღმიშფოთდა გული, რომ ზეზე წამოვჰხტი და «როგორ თუ»! – მეთქი, დავიძახე... მაგრამ
როგორც მოხუცებულსა და მრავალგვარად ნაცოდვილევს კაცს შეჰშვენის, მაშინვე
დავიმშვიდე გული და საქმეს დავუფიქრდი.

საშინელია სერგეი მესხის ღია წერილი. საშინელია, როგორც მგზნებარე წარმოთქმა


უსამართლოდ განგმირულის გრძნობისა, როგორც გვემა აღბორგებულის გულისა.

«როგორ თუ» კი არა, საქმეს თვალი თვალში უნდა გავუყაროთ და როგორც ჩვენს მრავალ-
მომთმენლობას შეჰშვენოდეს, როგორც ჩვენს სულის შეუგინებლობას შეეფერებოდეს, ისე
უშფოთველად გავშინჯოთ საქმე, რომელიც ისეთის თვისებისა არის, რომ უსათუოდ უნდა
სირცხვილეულ იყოს ან ერთი მხარე ან მეორე.

რა რომ სიტყვა ითქვა, ითქვა: ანღა გადათქმა უნდა, ანღა გამტყუვნება. სხვა სარჩევი აღარა
არის-რა. ქუთაისში რომ მასწავლებელთ კრება იყოო, – ამბობს ღია წერილი, – იმ კრების
მოთავესათვის ბატონს იანოვსკის1 დარიგება თურმე მიეცა, საქმე ისე მოიყვანეთ, რომ
სასოფლო სკოლებში რუსული ენის სწავლა პირველივე წლიდამ დაიწყებოდესო...

აუცილებელი დილემმა გამოდის ამ ამბავიდან: ან ბ-ს იანოვსკის არა უნებებია-რა ამგვარი


– არც იმ დარიგების მიცემა და არც ამ სიტყვების წარმოთქმა; მაშასადამე, ს. მესხი სტყუის,
საზარელს ცილსა ჰსწამებს ბ. იანოვსკის, ან არა და ს. მესხი ისეთს ამბავს მოგვითხრობს,
რომ სწორად ჰსმენია და მაშინ ბ. იანოვსკის ვალია, «დროების» წამკითხველებს გაუუქმოს
ეს ამბავი.

48
ჩვენ მიზეზი არავისა გვაქვს ს. მესხს სიცრუე დავსწამოთ. მეტადრე ამისთანა დიდათ მძიმე
საქმეში. მაშ, ჯერ ზემორე დასახელებულებმა უნდა მოაცილონ ბ-ს იანოვსკის პასუხისგება
და ს. მესხს სიცრუე დაუმტკიცონ... მაშ, სრული ნება გვექნება ვიკითხოთ: ქართული ენის
ცოდნამ რა დაუშავა იმ გმირებს, რომელთაც ისახელეს თავი და ასახელეს რუსეთის
მხედრობაცა და რუსეთის მმართველობაცა, როგორც ძველს დროებში, ისე ჩვენს
მახსოვრობაში?

რა დაუშავა ქართველობამ და ქართულის ცოდნამ დიმიტრი ორბელიანს, პავლე


ციციანოვს, პეტრე ბაგრატიონს, აფხაზს, სავარსამიძეს, გიორგი ერისთავს? ჯერ რომ
ქართული იცოდნენ და მერე რუსული, ამითი რუსეთს მტერს ვერ უმარცხებდნენ თუ?
ქვეყნებს ვერ უმორჩილებდნენ თუ?

მოსე არღუთაშვილი და ვასილ ბებუთოვი მტერსაც ხომ ყოველთვის საოცრად


უმარცხებდნენ და ქვეყნებსაც ხომ სახელოვნად უმართვიდნენ რუსეთსა. ან გრიგოლ
ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ლევან მელიქიშვილი ვითამ რა შემცოდველნი არიან
რუსეთის წინაშე, რომ თავისი ქართველობა არა ჰგმეს და ჯერ ქართული ისწავლეს და
მერე რუსული? ან მიხეილ ტარიელიჩმა ლორის-1. იანოვსკი – კირილე პეტრეს ძე იანოვსკი
(1822-1902), კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1899 წწ., რუსიფიკატორული
პოლიტიკის ერთ-ერთი ბურჯი კავკასიაში საერთოდ და, კერძოდ, საქართველოში. რედ.
მელიქოვმა რა შეგცოდათ ამითი, ქართულის ცოდნამ რა დაბრკოლება მისცა იმ
სამხედროსა და სამმართველო მოღვაწეობაში, რომელსაც მრთელი რუსეთი შეჰხარის და
მრთელი მსოფლიო შეჰკვირვებია?

რა შეგცოდეს თქვენ, ან მომავლინებელთა თქვენთა იმ ქართველებმა, რომელნიც


რუსებთან ძმურად ხელი-ხელს გადაბმულნი რუსეთის დიდებისათვის თავისს წმინდა
სისხლს ანთხევდნენ და რუსეთის მხედრობას მიუხედავად მიუძღოდნენ, საითაც
მსახურების ვალი იწვევდათ?

49
სამოქალაქო სამსახურის მოხელეებისა რაღა ვსთქვათ? ვინ არ იცის, რომ ათასში ერთს თუ
დაგვისახელებენ ვისმე ქართული ენის მცოდნეთაგანსა, რომ შთამომავლობითი
პატიოსნება შეგინებულ ექმნას სადმე?

თუ ამას ვერ დაჰფიქრებიხართ, რა მნიშვნელობა აქვს თქვენს ქადაგებასა, – ქართველობა


ჰგმეთ და ქართული ენა დაივიწყეთო, – მე გეტყვით: როგორც სამათემატიკო ჭეშმარიტება,
ისეთი არის ეს ჭეშმარიტებაცა, რომ საქართველოს ხალხზედ უფრო ერთგული ტახტისა
მრთელს რუსეთს სხვა ხალხი არ ასხია. თქვენ თუ არ იცით ესა, ჩვენმა სათაყვანებელმა
ერთმთავარმა კარგად უწყის და მისმა უზენაესმა მმართველობამაც კარგად იცის. ასე ვართ
ქართველები და ასე ვიქნებით, მანამდისინ ჩვენი ხალხოსნობა დაცული გვექნება; და
ხალხოსნობა ხომ გამქრალია, სადაც იმისი ენა აღარ არის.

მერე რა ენისას ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი, უნდა გაჰქრესო? იმ ენისას, რომელსაც


ლაპარაკობდნენ ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი;
რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ ნინო მოციქულთა თანასწორი და
ათცამეტნი სირიელნი მამანი; რომელზედაც ჰმწერლობდნენ პოეტნი, როგორც შოთა
რუსთველი, ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიწი, სჯულისმდებელნი, როგორც ვახტანგ
მეფე; რომელსაც აქვს ანბანი, უმარტივესი და უბუნებითესი ყოველთა ანბანთაგან!..

ახლა მიჰხვდით თუ არა, რასაც თქვენი ქადაგება მოასწავებს? ჩინგის-ხანმა, ლანგ


თემურმა, შაჰ აბასმა, ნადირშაჰმა ვერ შემუსრა ჩვენი ხალხოსნობა და ახლა თქვენ გინდათ
შემუსროთ, როდესაც ჩვენ ჩვენის კეთილის ნებით, სიყვარულით და სასოებით მივენდეთ
რუსეთს, რომლისაც გარეშეუწერელი ერთგულება შეურყევლადა გვაქვს გულში
ჩანერგილი?! არა, ბატონებო! თუ ღია წერილის აზრი არ დაირღვა, ბ. იანოვსკის ათას
წილათ უჯობს, ისევ ამ აზრის შემუსვრა მოახერხოს... თუ ეს აზრი არ შეიმუსრა, ბ.
იანოვსკი შემცდარი კი არ იქნება, შემცოდავი იქნება ორგვარად: ჯერ რუსეთის წინაშე, რომ
ერთი უერთგულესთაგანის ხალხის გაორგულება განუზრახავს, და მერე – მეცნიერების
წინაშე, რომ პედაგოგიას ურღვევს დიდი მეცადინეობით შემუშავებულ კანონსა,

50
რომელიცა ჰბრძანებს: «წულსა ყრმასა ჯერ საშინაო ენას ასწავლიდეთ და მერე
საქვეყნოსაო».

ეს აზრები წარმომიდგა, ს. მესხის ღია წერილი რომ წავიკითხე; მაგრამ საქმის გამოკვლევას
რომ უფრო გულდასმით გამოვეკიდე, მაშინ ერთი ფაქტი მომაგონდა, აქ, ამ ქუთაისში
მომხდარი.

მას აქეთ იქნება ერთი თხუთმეტიოდ წელიწადი. მოგეხსენებათ, ვისაც თავისი ბუნებითი
ენა ვერ შეუსწავლია, სხვა ენას უფრო ვერ შეისწავლის. მაგრამ ეს საზოგადო თვისებაც
მოგეხსენებათ ადამიანისა, რომ რასაც უშლიან, იმას უფრო ეტანება...

ერთს დიდ-მოხელეთაგანს მოხსენებიყო: ამა და ამ სასამართლოში მწერლები ხანდახან


ქართულად ლაპარაკობენო. დაებარებინა მდივანი და ებრძანებინა, არამც და არამც
ქართული ლაპარაკი აღარ გაბედონო, თორემ... სულ კუდით ქვას ვასროლინებ, ისეთს
საქმეს დავმართებო.

ეს ხმა გამოვიდა თუ არა, ამოიკვეთეს ლაპარაკი, მაგრამ ქართული კი არა, რუსული.


ქართულს რომ მიუდგეს ფეხი და ამ დედა-ენით ლაპარაკში გაიმართნენ, მაშინ დაინახეს,
რომ რუსულს თურმე მეტად ამტვრევდნენ და უწყალოდ ამახინჯებდნენ.

ამ მოკლე ხანში გარემოება ისე შეიცვალა, რომ ახლა რუსული კარგათ იმან

იცის, ვინც თავისი ქართული იცის კარგათა. ეს მოვლინება ბუნებითი არის, ყოველგან და
ყოველთვის უცვალებელი, და ეს არის ის ზნეობითი ჩვენი აზარმაცი, რომლითაც უძრავი
იძვრის, ურყეველი ირყევა და უშენი შენდება.

ეს რომ გულდაწყნარებულმა თვალწინ წამოვიყენე, მივჰხვდი, რომ სადაც გულს


ვიშფოთებთ, ხშირად მოხდება, რომ იქ მადლობა გვემართოს.

7 დეკემბერი. 1880.

გამოქვეყნდა გაზ. «დროებაში», 1880 წელი, №262.

51
ხელმოწერით დიმიტრი ყიფიანი.

თქვენო უსამღვდელოესობავ! 1

(წერილი პავლე ეგზარქოსისადმი)

მიიღეთ მწყემსმთავრული მოწყალება და თუ, – დაუჯერებელ ხმებს აყოლილი, – ვცოდავ


თქვენს წინაშე, განმიტევეთ ჩემი დიდი შეცდომა. მაგრამ ეს ხმები მოგაწერენ, თითქოს
თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და რომელიც,
ამდენად, თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენლისგან,
მარტოოდენ სიყვარულსა და მოწყალებას მოელოდა.

იგივე ხმები არა სჯერდებიან თქვენი ღირსების შეურაცხყოფას და იმასაც მოგაწერენ,


თითქოს სამწყსოს წინაშე ბოდიშის მოხდას აპირებდეთ თქვენს მიერ წარმოთქმული
სიტყვების უზომო ცოდვიანობის გამო.

თუ ეს ყოველივე მართალია, მეუფეო, თქვენი წოდებრივი ღირსების გადარჩენა ამასღა


შეუძლია, – შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს შეურაცხყოფილი
ქვეყნიდან. ამას წრფელი გულით მოგახსენებთ თქვენივე სამწყსოს ერთი წევრი, რომელსაც
სურს, ქვეყანას მორიგი განუზომელი ცოდვა ააცილოს.

ხოლო თუ ეს ყოველივე მართალი არ არის, შემინდეთ და მოიღეთ ჩემზე თქვენი


მწყემსმთავრული ლოცვა-კურთხევა. თქვენი უსამღვდელოესობის მორჩილი მსახური

დიმიტრი ყიფიანი

8 ივნისი. 1886.

სადგური მიხაილოვო.

[ხაშური]

52
რა ხალხია ქართველები?! 2

...ახლა კი დავსვათ კითხვა: რა ხალხია ქართველები? ქართველები ახალგაზრდა ხალხი


არაა. მათ დამოუკიდებლად იცხოვრეს უძველესი დროიდან ჩვენი ასწლეულის
დამდეგამდე. სახელმწიფოებრივი არსებობა კი ქრისტეს დაბადებამდე 300 წლის წინათ
დაიწყეს.

1. წერილი პავლე ეგზარქოსისადმი, ამ უკანასკნელის მიერ თბილისის სასულიერო


სემინარიის რექტორის, – სემინარიელ იოსებ ლაღიაშვილის მიერ მოკლული დეკანოზის
პავლე ჩუდეცკის, – დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვის გამო (თარგმნა თ. ჯოლოგუამ).

2. ნაწყვეტი დიმიტრი ყიფიანის მიერ პეტერბურგში გასაგზავნად რუსულ ენაზე


შედგენილი განმარტებითი ბარათი.

უკანასკნელი ექვსი საუკუნე ქართველების ცხოვრებაში იყო მრავალტანჯული,


მოწამეობრივი. მიიღეს რა პირველივე საუკუნეებში ქრისტიანობა, მათ მთელი თავიანთი
შესაძლებლობები მტერთაგან ეროვნული მეობისა და მართლმადიდებლობის დაცვას
მოახმარეს. მტერი კი ყოველი მხრიდან აწყდებოდათ: თურქები, სპარსელები,
[ჩრდილოკავკასიელი] მთიელები. აღმოსავლეთიდანაც გამძვინვარებით ესხმოდნენ თავს:
ჩინგიზ-ყაენის ურდოები, მაგალითად, ჯალალედინი, მურვან ყრუ, თემურლენგი,
რომელიც უთვალავი ლაშქარით ექვსჯერ შემოესია ერთ მუჭა ქრისტიან ხალხს.
საქართველომ კაცობრიობის ამ მტარვალთა მრავალი დარტყმა მიიღო საკუთარ თავზე და
ამით საფრთხე ააცილა დასავლეთის ცივილიზაციას. არაერთ ქრისტიან ხელისუფალს
უღიარებია ქართველი ხალხის დამსახურება მსოფლიოს წინაშე. ხალხისა, რომელმაც
თავგანწირული ბრძოლის ქარცეცხლში გამოატარა სხივმოსილი სიწმინდე სამოციქულო
ეკლესიისა.

მაგრამ ექვსსაუკუნოვანმა ბრძოლამ მოქანცა საქართველო, სისხლისგან დაცალა გი.


ბოლოს მან ძლიერ და ერთმორწმუნე ჩრდილოელ მეზობელს მიაპყრო მზერა –

53
შეგნებულად, ნებაყოფლობით შევიდა მართლმადიდებელი რუსეთის
ერთმმართველობაში. ასე გადაიქცა საქართველო რუსეთის საქართველოდ და ამის შემდეგ
თითოეული ქართველი, – ისევე, როგორც თითოეული ჭეშმარიტი რუსი, – არ ზოგავდა და
დღესაც არ ზოგავს არც სიცოცხლეს, არც ავლადიდებას საერთორუსული სახელმწიფოს
ინტერესებისთვის.

60 წლის მანძილზე იღვრებოდა კავკასიაში რუსების სისხლი, მაგრამ ქართველთა სისხლიც


იღვრებოდა! ბოლოს და ბოლოს, რუსეთის მფარველობის ქვეშ საქართველომ მიაღწია იმას,
რაც XIII საუკუნიდან არ ღირსებია.

ქართველები ახალგაზრდა ხალხი არაა-მეთქი, – ზემოთ აღვნიშნე, – და მათ იციან, ვისი


დამსახურებაა ეს ყოველივე. მაგრამ როგორია, როცა ვეება კასრით თაფლს მოგიძღვნიან,
მადლობის სათქმელად გაღებულ პირში კი კუპრს ჩაგასხამენ.

ჩვენ ვინც გვიცნობს – ან ვუყვარვართ ან პატივს მაინც გვცემენ. ხოლო ვინც არ გვიცნობს, –
როგორებიც არიან, მაგალითად, ჩვენი ბედუკუღმართობის გამო დასავლეთის
გუბერნიებიდან პირდაპირ აქ მოხვედრილი ადმინისტრატორები, – იმათ პოლონელებში
ვეშლებით და ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, როგორმე გაგვაბოროტონ და
მოთმინებიდან გამოგვიყვანონ. მაგრამ ამას ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს. რატომ?
იმიტომ, რომ ჩვენ მეომარი ხალხი ვართ და, მაშასადამე, პატიოსანიც. ამასთანავე,
ქართველები ახალგაზრდა ხალხი არაა და ვერც ვერავინ წამოგვაგებს ანკესზე. კიდევ ერთი
საკითხიც და წერტილი: თავადი დონდუკოვი1 უცნაურ დანაშაულსა მდებს ბრალად.
ჩემზე ამბობს – ქართველი პატრიოტის როლს თამაშობსო. არის თუ არა ამაში რაიმე ნიშანი
დანაშაულისა? ერთნი მოსკოველი პატრიოტის როლს თამაშობენ, მეორენი – ვოლოგდის
პატრიოტის როლს, მესამენი – რიაზანელი პატრიოტისას... არა, თავადო! მე როლს არ
ვთამაშობ – ჭეშმარიტად ქართველი პატრიოტი ვარ! ოღონდ ეგაა, არა თქვენებური, არამედ
ჩემებური გაგებით. პატრიოტის მოვალეობაა თავისი სამშობლოს მიმართ შთანერგვა
სიყვარულისა და არა განხეთქილებისა!

54
14 ნოემბერი. 1886.

სტავროპოლი.

1. დონდუკოვი – ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი, კავკასიის მთავარ–


მმართებელი (1882-1890) დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი.
რედ.

ილია ჭავჭავაძე

(1837-1907)

დაიბადა საქართველოს ულამაზეს კუთხეში – ყვარელში 1837 წ. სწავლობდა ჰაკეს კერძო


პანსიონში, 1857 წ. დაამთავრა თბილისის სათავად. გიმნაზია, 1857-61წ.წ. სწავლობდა
პეტერბურგის უნ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე. საქ-ში დაბრუნდა 1861წ. ზაფხულში.
1863 წელს დააარსა «თერგდალეულთა» იდეებით შთაგონებული ახალი ტიპის ჟურნალი
«საქართველოს მოამბე». 1864 წლიდან – საქართველოში საგლეხო რეფორმების გატარების
გამო – პრაქტიკულ საქმიანობაში ჩაება: ჯერ ქუთაისში, შემდეგ დუშეთში მაზრის
მომრიგებელ მოსამართლედ იწყებს მუშაობას, რადგანაც სჯეროდა, რომ ამით უფრო
დაეხმარებოდა ყმა გლეხებს ახალი რეფორმით «მინიჭებული უფლებების» გაგებაში. 1873
წელს ილია აირჩიეს სათავადაზნაურო – საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ,
გაემგზავრა პეტერბურგს ბანკის წესდების დასამტკიცებლად, რასაც ერთი წელი
დასჭირდა.

1875 წლიდან გარდაცვალებამდე ილია თავმჯდომარეობს სათავადაზნაურო –


საადგილმამულო ბანკს, რომლის შემოსავლიდანაც ქართულ ეროვნულ საქმეებს
აფინანსებს (სკოლების გახსნა, მასწავლებელთა ხელფასი, თეატრი, სტუდენტთა
სტიპენდიები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა და სხვ.).

55
1881 წ. ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარეა, 1879-85 წ.წ. ქ.წ.კ.გ.სის
თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 1885 წ. გარდაცვალებამდე მისი თავმჯდომარე. 1877-
1902 წ.წ. ილია «ივერიის» რედაქტორი და გამომცემელია, იმ «ივერიისა», რომელიც
ქართველი ხალხის ეროვნული პოლიტიკის, სოც.-ეკონომიკური და ინტელექტუალური
ცხოვრების წარმმართველი იყო სამი ათეული წლის მანძილზე. 1906 წ. ილია სახელმწიფო
საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი მთელი ქართველი ხალხის ინტერესების დამცველად
თვლიდა თავს და საქართველოს ფედერალიზაციის პრობლემებზე ფიქრობდა. სოციალ-
დემოკრატთა ვერაგულმა ტყვიამ 1907 წლის 30 აგვისტოს (ძვ.სტ.), წიწამურთან ილია
სიცოცხლეს გამოასალმა. «ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს
მოჰკლავდნენო» (ვაჟა-ფშაველა).

ი. ჭავჭავაძე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და


სულისჩამდგმელი იყო, რომელმაც «სიტყვით შექმნა ერთიანი საქართველო» (ა. ჯორჯაძე).
1987 წ. საქართველოს ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა.

«საქართველოს მოამბე»

(1863)

«საქართველოს მოამბე» 1863 წ. გამოვიდა. სულ 12 ნომერი დაიბეჭდა. ეს იყო ახალი ტიპის
ჟურნალი, რომელმაც საზის გამოფხიზლება, ახალი ცხოვრებისათვის «სიტყვით ბრძოლა»
და საზოგადო საფიქრალზე წერა-ბეჭდვა ჟურნალის მოვალეობად გამოაცხადა. პრესა
შუამავალი უნდა გამხდარიყო მეცნიერებას, ხელოვნებას, ცხოვრებას შორის და მართალი
სიტყვით საზოგადოების სამსახური უნდა ეკისრა, რაც ახალი პრესის ფუნქციად აღიარა
ჟურნალმა. «საქართველოს მოამბემ» რუტინასა და «ძველი თაობის» უძრაობას ბრძოლა
გამოუცხადა, აღმართა ეროვნ. – განმ. მოძრაობის დროშა, ლიტერატურაში რეალიზმი
დაამკვიდრა, იმსჯელა ჟურნალ-გაზეთობის როლსა და დანიშნულებაზე, სიკვდილით

56
დასჯის გაუქმების აუცილებლობაზე, ბატონყმობის მოძველებული ინსტიტუტის
აღმოფხვრაზე.

«საქართველოს მოამბის» რედაქტორი და გამომცემელი ილია ჭავჭავაძე იყო, რომელმაც


შემოიკრიბა ახალი თაობის საუკეთესო წარმომადგენლები – ვ. თულაშვილი, დ. ყიფიანი,
პ. ნაკაშიძე, ი. ოქრომჭედლიშვილი, გ. ჩიქოვანი, მ. ჩიკვაიძე და სხვ.

«საქართველოს მოამბემ» მიზნად მართალი სიტყვით ხალხის სამსახური გამოაცხადა. მან


«ძველ თაობასთან» ლიტერატურული ბრძოლით მკითხველს ახალი იდეოლოგია
მიაწოდა.

«ივერია»

(1877-1906)

საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი «ივერია» გამოვიდა 1877 წ. 3 მარტს. იარსება


1906წ. 27 აგვისტომდე. «ივერია» დაარსდა კვირაში ერთხელ გამომავალ გაზეთად. 1879-85
წ.წ. ყოველთვიური ჟურნალია. 1886-1905წ.წ. 17 თებერვლამდე – ყოველდღიური გაზეთი,
1905 წლის 17.II- 1906 – 27.VIII – ყოველკვირეული გაზეთი. 1977-1902 წ.წ. რედაქტორია
ილია ჭავჭავაძე, 1902-1903 წ.წ. 4.VIII – ალექსანდრე სარაჯიშვილი. 1903-05 – გრ. ყიფშიძე,
1905-06 წ.წ. – ფილიპე გოგიჩაიშვილი.

«ივერია» თემატურად მრავალფეროვანი ეროვნული გამოცემაა, რომელიც XIX ს. ბოლო


მეოთხედის უტყუარ მატიანედ შეიძლება ჩაითვალოს. «ივერია» ცარიზმის რეაქციის
წინააღმდეგ მებრძოლ ქართველთა ეროვნული თვითშეგნების და პოლიტიკური
დამოუკიდებლობის იდეების დამნერგავი ორგანოა, რომლის «მეთაური წერილები»,
«შინაური მიმოხილვები», «დამაკვირდი», «ნაკვესები», «საზღვარგარეთის ცხოვრება», «აი
ისტორია» და ბევრი სხვა განყოფილება ქართველთა ეროვნულ შემეცნებას და განათლებას
ისახავდა მიზნად. საბანკო პოლიტიკა თუ ხიზნები, ქველმოქმედება თუ სოციალური

57
უსამართლობა, ქრისტიანობა თუ ისტორიულ პიროვნებათა ღვაწლი, რაზე ღაღადებენ
ქვები თუ ფრესკები – ის საყრდენი პრობლემებია, რაზეც «ივერია» ესაუბრებოდა
მკითხველს.

ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვის

«შეშლილი»-ს თარგმანზედა

როცა გაგვახსენდება კაზლოვი და მისი პოეზია, თუკი არის პოეზია მის დაძალებულ
ცრემლიან ლექსებში, როცა გაგვახსენდება, მაშინვე ენაზედ მოგვადგებიან ჩვენ
სასიქადულო რუსთაველის სიტყვები, მხოლოდ ჩვენებურად კი დავიწყებთ ხოლმე:
«კაზლოვის ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა, ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა
მონადირეთა, – არ ძალუძს სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა; და დიდსა ვერ
მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცვა ნადირთა მცირეთა». ეს ლექსები, თუ არ ამაღლებენ
კაზლოვს, სრულიად არ ამცირებენ: კაზლოვის ნიჭი სწორედ იმ ყრმა მონადირეების
შვილდია, რომელიც ტოროლის და ჩიტის მეტს ვერასა განგმირავს. თუმცა ზოგიერთნი
რუსნი ხედვენ კაზლოვში რაღაც პატარა ტალანტსა, მაგრამ ჩვენ სრულიად არაფერს არა
ვხედავთ; და თუ ვხედავთ, პატარას კი არა, ძალიან უპატარესსა...

კაზლოვი იყო კარამზინის სხოლის მწერალი. არამც თუ მარტო თავის ლექსებს კაზლოვმა
შეჰყარა ჭირი იმ წირპლიან სხოლისა, არამედ სხვადასხვა პოეტებსაც, რომელთაცა
სთარგმნიდა და რომელთაცა სულ არ სცვიოდათ ძალად გაჭიმულ პაწაწინა გრძნობის
უმარილო ცრემლი კარამზინსავით და მის მიმყოლ კაზლოვისავით. მიიღეთ შრომა,
გადაშალეთ კაზლოვის გაბერილი წიგნი და ყურედღებით განიხილეთ ლექსები ანდრე
შენიესი, ფრანციის პოეტისა; ძლივს-ღა იცნობთ კაზლოვის ლექსებში იმ შენიეს,
რომელმაც წარსულ საუკუნეში თითქმის პირველად დაანახვა ფრანციას, და მის გამო
ევროპასაც, ჭეშმარიტი, ნამდვილი პლასტიკა საბერძნეთის მშვენიერებისა, და ამით, თუ
არ დასცა ზარი, შეარყია მაინც თვის საფუძველში ცრუ-კლასიკური მიმართულება
ფრანციის ლიტერატურისა...

58
ბაირონმა ბევრი ტალანტები გაიტაცა: არა პოეტს თითქმის არ დაუბადნია მბაძავნი
იმოდენა, რამოდენაც დაჰბადა ბაირონმა ევროპაში და ნამეტნავად რუსეთში, თუმცა კი
სატანის სხოლის თავადად უხმობდნენ თანამედროვენი ბაირონსა. რასაკვირველია, მისი
მბაძავნი – ზოგნი სულ უნიჭონი იყვნენ, ზოგნი კი კარგა დიდ ტალანტებისანი,
რომელთათანაც კაზლოვი ბუზად გამოჩნდება. თითონ პუშკინიც მთელ თავის გენიით ვერ
გადურჩა ემაგ ჭირსა; მთელი ერთი პერიოდი პუშკინის წერისა, «კავკასიის ტყვიდგან»
დაწყებული «ევგენი ონეგინიც», თითქმის იყო ბაირონის გავლენის ქვეშა. ლერმონტოვიც
ჰბაძავდა ბაირონსა; მთელ მის პოეზიას ეტყობა, როგორც ზემოხსენებულს პერიოდს
პუშკინისას, ბეჭედი მომხიბლავ ბაირონის გენიისა, თუმცა კი ლერმონტოვი, როგორც
მბაძავი ბაირონისა, მაღლა დგას თვით პუშკინზედაც...

ბაირონის ნაცვლად, რომელსაცა ცრემლის მაგიერ მდუღარე ტყვია სცვივა თვალთაგან და


კალმის მაგიერ ხელთ ეპყრა მეხი, იმ ბაირონის ნაცვლად, კაზლოვი შეიქმნა ერთ
კარამზინის სხოლის მტირალ და ღრეჭია აშუღადა. მაგრამ ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ერთ
დროს კაზლოვი მიიზიდავდა რუსებსა. * ჱ, ჲ, ვ, ჴ, ჳ, ეს ასოები არ გვიხმარია ჩვენ
სტატიაში; თუ, ვინიცობაა, ეს ენის წინააღმდეგ მიაჩნდეს ვისმეს, ჩვენ ყოველთვის მზად
ვართ გავსცეთ პასუხი და გამოუცხადოთ, რა მიზეზითაც არა ვხმარობთ.

მისმა «Ченец»–მა დაუგდო ხმა შუათანა მწერლისა რუსეთში; ეგ საზოგადოების მიღმა


ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მწერალი ტალანტიანია; აი, მაგალითად, ჩვენში,
ქართველებში, დიდი მწერლის ხმა აქვს დაგდებული ჩახრუხაძესა, მაგრამ არამც თუ
დიდი, პატარაც არა ბრძანდება ის კურთხეული. მისი თამარის ქება მთელ მოთხრობის
ოდენაა, ზედშესრულით დაიწყობა და თითქმის ზედშესრულით თავდება. რა ვაი-
ვაგლახით და კისრის მტვრევით მოგოგავს დავარდნილ ცხენსავით მისი ოც-მარცვლოვანი
ტყვიასავით მძიმე ლექსები!.. არც აზრი, არც სურათი, არც მშვენიერება, არც ჭკუა, არც
გული, არაფრისთანა არაფერი, გარდა ზედშესრულების რახა-რუხისა! აბა ეხლა ნახეთ, რა
სახელი აქვს ჩვენში! სადაც რუსთაველს, მაგ თითქმის გენიასა ახსენებენ, იქ, გინდათ თუ

59
არა, წამოაკუნკულებენ ჩახრუხაძესაც, რომელსაც, გვგონია, ფიქრადაც არა ჰქონია
ამისთანა დიდების იმედი...

ჩვენ გვინდა ამით ვსთქვათ, რო მაშინ რუსეთის საზოგადოება არ იყო ისე ესტეტიკურად
გახსნილი და განვითარებული, როგორც პუშკინის შემდეგ და ნამეტნავად ეხლა;
იმათთვის ძალიან საკმაყოფილონი იყვნენ ის სენტიმენტალური, ყალბი გრძნობიანი,
მტირალა და წირპლიანი მწერლები, რომლების თავი და თავი, პირველი ბაირახტარი იყო
თვით სახელოვანი კარამზინი. ამის «უბედურ ლიზას», რომელიც გადმოთარგმნილი იყო
ქართულზედ და დაბეჭდილი ჩვენ «ცისკარში», კითხულობდნენ თვით პუშკინის დროსაც,
თუმცა ეხლა კარგ რუსსა სატანჯავად მიაჩნია მისი წაკითხვა. სწორედ ამისთანა ხვედრი
ჰქონდათ კაზლოვის პოემებსაც, თუმცა ესენი მაღლა დგანან კარამზინის «უბედურ
ლიზაზედ». კაზლოვის მოსათმენი ენა, შუათანა შეუკვეცავი რითმა, ზოგიერთგან
გრძნობიანი სიტყვა და უფრო ის ბნელი და მწუხარე საგანი მის «Ченец»-ისა და «Наталия
Долгоукая»-სი არ იყვნენ უკანასკნელნი მიზეზნი, რომ მაშინ რუსები მაგ პოემებს
კითხულობდნენ. კაზლოვის «შეშლილის» ქება-კი ჩვენ არსად შეგვიტყვია, და თუ უქია
ვინმეს, უთუოდ კაზლოვის თხზულების გამომცემს უქია... ჩვენ ვფიქრობთ კიდეც, რომ
სწორე იმ გამომცემის სიტყვებს უმოქმედნია, რომ თ. რევაზ შალვას ძეს ერისთავს აუღია ეგ
უშვერი და გამოუსადეგი პოემა ქართულს ენაზედ გადმოსაღებელად, თორემ თქვენვე
გაშინჯეთ, ჩვენო მკითხველო, რა საჭიროა ეხლა ან ჩვენ ლიტერატურისათვის, ან
ხალხისათვის სენტიმენტალურ სხოლის მწერლების გაცნობა? რამდენიმე წლის წინათ უფ.
სარდიონ ალექსიმესხიშვილმა გადმოთარგმნა სენტიმენტალურ სხოლის მწერალი
მარმონტელი და ეხლა იმავე სხოლის მწერალი კაზლოვი გადუთარგმნია თავად
ერისთავს.

იქნება, ფიქრობენ, რომ ჩვენი ლიტერატურა არ აღსდგება, თუ არ განიმეორა თავის


განვითარებაში წარსულ დროთა სიცრუე და ცდომილება?! თუ ამას ფიქრობენ, მაშ
ისტორიას აღარა აქვს თავისი დიდი მნიშვნელობა. ისტორია იმითია დიდი, რომ
გვაჩვენებს ჩვენ წინაპართა ცთომილებას, მასთანავე გვასწავლის ჭკვასა, როგორ უნდა

60
მოვიქცეთ. წინა-კაცსა უკან მომდევარი იმისთვის უყურებს, რომ, ვინიცობაა, წინამ ფეხი
წამოჰკრას და ყირაზე გადაიაროს, უკანამ ნახოს და იმ გზას შორს მოუაროს. მთელი
კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ
სასარგებლოს არას გამოვიტანთ...

მართლა–და საკვირველია! თუ კაცს რუსულიდგან თარგმნა უნდა რისამე, პუშკინი,


ლერმონტოვი, გოგოლი როგორ უნდა დაავიწყდეს და მივარდეს წირპლიანს კაზლოვსა,
მერე ნეტავ იმის ცუდ პოემებში უცუდესი მაინც არ ამოერჩივა თავად ერისთავს. ეს
«შეშლილი» – მართლა, რომ შეშლილია – რა სათარგმნელია? მაგრამ ერთის მხრით თავად
ერისთავს კარგი უნებებია, რომ ღონის გასასინჯავად და გამოსაცდელად კაზლოვი
ამოურჩევია. ეხლა თვითონვე, გვგონია, დარწმუნდეს, რომ არამც თუ პუშკინის და
ლერმონტოვის თარგნმა შეეძლოს, არამედ კაზლოვისაცა და სხვათა უფრო მდარეთა
რითმების მბეჭველთა პოეტთა, რომელნიც რუსეთში ქვიშაზედ უმრავლესნი არიან. დიახ,
ძალიან კარგად მოქცეულა თავადი ერისთავი, რომ პუშკინის და ლერმონტოვისათვის
ხელი არ უხლია, თორემ ამათი ქმნულებაც ისე წაეხდინა, როგორც წაუხდენია აზლოვის
«შეშლილი», სწორედ ღვთის გმობა იქნებოდა...

მაგრამ, ჩვენო მკითხველო, ჩვენ სტატიაში ნუ ელოდებით ესტეტიკურ კრიტიკასა; ვინ ჩვენ
და ვინ ესტეტიკური კრიტიკა! ჩვენ ერთი უბრალო სიკვდილის შვილი ვართ, სად
შეგვიძლიან? და თუნდ დიდი, დიდი ბობოლაც რომ ვიყოთ და ეგვეძლოს, ამ «შეშლილში»
მცირედი საზრდოც არ არის ესტეტიკურ კრიტიკისათვის. ეგ პოემა არის ჩვენ «ეო-
მეოსავით» რაღაცა უბრალოდ ღსრულებული, რაღაც ბნელი სუჟეტი. აქ ისმის რაღაც
უიმედო სიყვარულის ტანჯვა, რაღაც უგემური ჩივილი, კვნესა და ოხვრა რუსის გოგოსი,
როგორც აზლოვი ამბობს. ტანჯვა და რაღაც ჩივილის მსგავსად კნავილი არც ტანჯვასა
ჰგავს, არც ჩივილსა; აქ არ ისმის ის გულის განმგმირავი კვნესა მოტყებულ გულისა, აქ არა
სჩანს ის უბედური სიუგუნურე მარტივ სოფლის გოგოს სიყვარულისა, რომლის
მუხთლობამაც შეშალა ჭკვიდამ იგი. მერე რა მოგახსენოთ!

61
ის გოგო რუსის მუჟიკისა ხომ სრულიად შეშლილი არ არი, თუმცა კაზლოვი გვეფიცება,
რომ შეშლილიაო... ეს გრძელი შესავალი იმიტომ გაუკეთეთ ჩვენს სტატიასა, რომ თუ,
ვინიცობაა, «ცისკრის» მკითხველი ბევრს რასმე ელოდა თავად ერისთავის «შეშლილის»
თარგმანისაგან და ვერა ჰპოვა, მაგის მიზეზი თითონ კაზლოვი იყო; მეორე იმისთვის, რომ
გვეცნობებინა ჩვენ მკითხველთათვის, რომ მთელი კაზლოვიც რომ გადმოეთარგმნა ვისმე,
არა თავად ერისთავსავით უხერხოდ, არამედ უფრო ბევრად უკეთესად, მაინც არაფერი არ
გამოვიდოდა, უსარგებლო შრომა იქნებოდა, იმიტომ რომ კაზლოვის ლექსები თვით
რუსეთში ჩაჰბარდნენ პატრონს და ქართველებს რად გვინდა?

ეხლა მოუბრუნდეთ თარგმანსა. თავად ერისთავის «შეშლილის» თარგმანი, როგორც


ხელოვნება, არ შეიძლება განიხილოს კაცმა, რადგანაც თვით ნამდვილი უხელოვნოა. თუ
სათავე მღვრივეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა. თუ ჩვენ გვკითხავს ვინმე,
ჰგავს თუ არა კაზლოვის «შეშლილს» თავად ერისთავის «შეშლილი», ჩვენ მიუგებთ, რომ
სრულიად არა. კაზლოვის «შეშლილი», რაც უნდა ცუდი იყოს, მაინც თუ კაცმა იკისრა მისი
გადმოთარგმნა, გულმოდგინედ და მსგავსად უნდა გადმოეთარგმნა და არა ისე უწყალოდ
გაეფუჭებინა, როგორც თავად ერისთავს გაუფუჭებია. მისი თარგმანი ასეთი რამ არის, რომ
შთამომავლობას უნდა გადასცეს კაცმა, რათა გამოუთქმელ სიცუდის მაგალითად სახეში
ჰქონდეთ მომავალს მწერლებს. თარგმანი – როგორც თარგმანი ხომ არ ვარგა, ენა უფრო
უვარგისი აქვს თავად ერისთავს. ჩვენ გულდაჯერებით უწინასწარმეტყველებთ თავად
ერისთავს, რომ დრო მოვა, როცა მის თარგმანის ლექსებითა დასჯიან წარმართთა, როგორც
დიდ ეკატერინეს დროს ტრედიაკოვსკის ლექსებითა სჯიდნენ. როცა ვკითხულობდით
თარგმნილ «შეშლილსა», სწორედ უნდა მოგახსენოთ, ხან გვეცინებოდა და ხან
გვეწუხებოდა, რომ ეგრეთ უენო ენად ვნახეთ ჩვენი საყვარელი ენა, ის ენა, რომელზედაც
დაიღიღინა ჩვენმა უკვდავმა რუსთაველმა თავისი უკვდავი «ვეფხის–ტყაოსანი», ის ენა,
რომელზედაც დაიგალობა თავისი ღვთიური სიმღერები თავად ალექსანდრე ჭავჭავაძემ,
ის ენა, რომელზედაც თავად ნ. ბარათაშვილმა, მაგ უდროოდ დამარხულმა ჩვენმა იმედმა,
ჰარმონიულად და ნაღვლიანად დაიმღერა «ქართლის ბედი» და თავისი მართლა–და
ზეგარდამო შთაგონებული წვრილი ლექსები!.. გვიკვირს, კაცმა როგორ უნდა გამოიმეტოს

62
თავის დედ-მამის ენა ისე, როგორც თავად ერისთავს გამოუმეტნია! სწორედ უნდა
მოგახსენოთ, ამისთანა წერაში არამც თუ იყოს ენის სიყვარული, არამედ ენის სრული
უპატიობაა და სიძულვილი. რომ არა გვყვანდნენ რუსთაველი, ალ. ჭავჭავაძე, ნიკოლოზ
ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, კიდევ ჰო, რომ გვყვანან, რატომ არა ვსწავლობთ
იმათ მშვენიერს ლექსებში მშვენიერს ენას? დაუდევნელები ვართ ქართველები და კიდევ
ეგ მოგვიღებს ბოლოს, თუ, ჩვენ საუბედუროდ, არ გავსწორდებით როდისმე. არა, არა,
ღმერთმა დაგვიფაროს თავად ერისთავის თარგმანისავით თარგმნის წაკითხვასა. იმისთანა
ცოდვა ძნელად ექნება კაცსა, რომ ეგ სასჯელი მისი შესაფერი იყოს... ჩვენ გვიკვირს, უფ.
რედაქტორი როგორ ბეჭდავს «შეშლილსავით» და უფრო შეშლილ «ზადაჩებსავით»
გამოუსადეგ სტატიებსა? მაგრამ, უფ. კერესელიძე გასამტყუნარი არ არი. აბა ნუ დაბეჭდავს
და ნახავს, რამდენი ხელის-მომწერი მოაკლდება გულნატკენ ვიღაც «მოზადაჩების»
მეცადინეობით. თუ ხელისმომწერი არ ეყოლება ჟურნალსა, როგორ იცოცხლებს იგი?
ეგრეთ ჯოჯოხეთში არის ხოლმე ყოველი რედაქტორი, რომლის ჟურნალსაც საკუთარი
კაპიტალი, ანუ თანხა არა აქვს. გინდა თუ არა, უნდა დამოკიდებული იყო იმ კაცებზედ,
რომელნიც წინდაუხედავად, უთავბოლოდ, რაც მოხვდებათ და როგორც მოხვდებათ,
ჰბღაჯნიან, რადგანაც იმედი აქვსთ, რომ საბრალო «ცისკარი» მათგან ფულით
დავალებული, ნებით, თუ არა ნებით, ალაგს მისცემს თავის ფურცლებში იმათ
გამოუსადეგ სტატიასა. რათ უნდა ვემდუროდეთ უ. რედაქტორს, რომ ჟურნალი არ
უვარგა?აბა რა თანხები გაუმართეთ, რომ თავისუფლად ამოერჩია სტატიები და არ
ჰშინებოდა წყენისა, როცა იძულებული იქნებოდა ჩაებარებინა უკანვე გამოსადეგ
პატრონისათვის მისი გამოუსადეგი სტატია. კიდევ, მადლობა ღმერთს, რომ «ცისკარი» მაგ
ყოფაშია, ორიოდე თავად ალ. ჭავჭავაძის, თავად ნ. ბარათაშვილის და გრ. ორბელიანის
ლექსებთან მაინც გაგვაცნო, რომ სხვა არა იყოს-რა. სხვა ახალი პროზაიკები და
მოლექსეები, ზოგიერთის გარდა, ღმერთმა შეინახოს. პუშკინისა არ იყოს, ამათი ცოდვები
ისე მალე დაივიწყის, როგორც იმათი ლექსები დაბეჭდვის უმალვე დაივიწყებიან ხოლმე.
მაგრამ, უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ახალ რითმების მორახუნებლებს არავის ისეთი ენა არა
ჰქონია, როგორც თავად ერისთავს აქვს; აი, მაგალითებრ, ყველაზედ უმდარესი მწერალი

63
უფ. ბერიევი, რომელიც გუთნისდედას აძინებს ხოლმე და ანუგეშებს, რომ ძილზედ
უკეთესი არა არის ქვეყანაშიო, – ის კი არ აგონდება უფ. ბერიევს, რომ სულ მაგ ტკბილმა
მამა-პაპურმა ძილმა დაგვღუპა ჩვენ, – აი , უფ. ბერიევი, თუმც პოეზიაზედ უკაცრაოდ
ბრძანდება, მაგრამ ენა მაინც უვარგა, თუმც კი ესეც გამოაპარებს ამგვარ კონსტრუქციას,
რითმის ტრფიალებისა გამო: «ფეხი გავიქნიე ხელი» – ფეხი და ხელი გავიქნიეს მაგივრად;
მაგრამ ერთი ალილო მღვდელსაც წასცდებაო, ნათქვამია. ჩვენ მთარგმნელის თავად
ერისთავის ენა კი სწორედ ნაღველას გაუხეთქავს კაცს; ძალიან მოთმინება უნდა ჰქონდეს
ადამიანს, რომ «შეშლილი» თავიდამ ბოლომდი წაიკითხოს. ვისაც არ წაგიკითხავთ
«შეშლილი», ჩვენ, ვითარცა კაცთ-მოყვარენი, არ გირჩევთ წაკითხვასა: პირველი, რომ
უწყალოდ დაიტანჯებით, მეორე, რომ ჩვენ გაგვამართლებთ და ეგ, იქნება, თავად
ერისთავს ეწყინოს. – ასეთ-ნაირად ჭრიჭინებენ თავად ერისთავის ლექსები, როგორც
გაუსაპნავი საპალნის ურმის თვლები... აბა, მოდი და ამ უთავბოლოდ აშენებულ სიტყვის
ყორეში პოეზიის ვარდი მონახე! ჭინჭარიც არ არის, თორემ ვარდს ვინა ჩივის?
«ღრუბლიდგან ცეცხლი»! პირველი, რომ ქართული ენა ბრძანებს, რომ ღრუბლიდგან
ცეცხლი უნდა იყოსო, მეორე – გონება გვეუბნება, რომ თუ ქვემდებარეა, ზმნაც აქვე უნდა
იყოსო. «ღრუბლიდგან ცეცხლი» სადაა ზმნა? თუ «ღელვიდა» არის «ღრუბლიდგან
ცეცხლის» ზმნა, ნიშანი რაღად უზის განყოფისა? მაგრამ, თუ ნიშნებს გავყვებით ჩვენ,
ათასი სხვა შეცდომებია ნიშნის ხმარების შესახები. ვინ ამოსწერს სუყველასა?...

გესმით, მკითხველო! მთარგმნელი ამა პოემისა (თუნდ თვით დამწერი კაზლოვი, სულ
ერთია), ზის მარხილში, ნაბადში შეხვეული და მიაქროლებს, «ზარი წკრიალებს»,
«მარხილი ჭყრიალებს», როგორც თავადი ერისთავი გვარწმუნებს, გზის იქიდამ მდინარის
პირზედ ერთი ფიცრის საყდარია, იმ საყდრის ბჭეში კანდელია, იმ კანდლის ახლო ვიღაცა
სუნთქავს და ის სუნთქვა ესმის მარხილში მიმაქროლებელს, ნაბადში შეხვეულს «ზარის
წკრიალში» და «მარხილის ჭყრიალში»!!! აგანგალა განგალა, გამოუცვნია! კაი ყურები არ
უნდა ჰქონდეს იმ კაცს, რომელსაც ის სუნთქვა გააგებინა თ.ერისთავმა?! გვიხარიან,
ტელეგრაფები აღარ მოუნდება საქართველოს, თუ მაგისთანა ყურების პატრონები
სცხოვობენ, რომ ისე ლამაზად შორიდამ ესმით ვიღაცის სუნთქვა. გამოიყვანეთ ის

64
ბედნიერი კაცი, დააყენეთ მოედანზედ და დააგდებინეთ ყური; ქვეყანაზედ რა ამბავია, ის
მოედნიდამ ყველაფერს გაიგებს.

მერე თითონ ის ვიღაცა საშინელი მსუნთქავიც კარგი ცხრა-თავიანი მდევი უნდა


ყოფილიყო, რომ ისე ესუნთქა, რომ გზაზედ მიმაქროლებელს მარხილითა, ზარის
წკრიალში და მარხილის ჭყრიალში გაეგო. არა, თავადო ერისთავო!

ბევრიც რომ გვიფიცოთ, რომ ეგ მართალია, მაინც შეუძლებელს არ დაგიჯერებთ და


თქვენც, არა გვგონია, მაგის დამტკიცება მოინდომოთ...

განა რითმა რომ არ იყოს, პოეზიაც არ იქნება? აბა, აიღეთ ურითმო ლექსები თავად გრ.
ორბელიანისა, თუნდ ბოლონდელი ოქტომბრის «ცისკარის» «ო...

დარდები»; აბა, ყურადღებით წაიკითხეთ, რა პოეზიაა მაგ ურითმო ლექსშია!...

პოეზია განსახოვნებაა ჭეშმარიტებისა, ცხოვრებისა და არა ჯაჭვი უთავბოლოდ გადაბმულ


რითმებისა. არა, როგორც ვხედავთ, თქვენ ძალიან სულწასულად გყვარებიათ რითმების
რახარუხი, იმისთვის შეგიწირავთ: აზრიც, ფიქრიც, ის ცოტაოდენი გულის სითბოც,
რომელიც ალაგ-ალაგ ჩანან ორიგინალშია. სულ ხელაღებით მოგითხრიათ კაზალოვი.

«იმ მშვენიერსა, თოვლებრივ თეთრსა, ხუჭუჭნი თმანი ჰფრავენ მის შუბლსა...» და სხვანი.

ჩვენ მივხვდით, რის თქმაც გინდათ თქვენა, – იმ მშვენიერ, თოვლებრივ თეთრსა შუბლსა
ხუჭუჭნი თმანი ჰფარვენო, მაგრამ ისევ ის გაუთავებელი «ხელი გავიქნიე ფეხი»
გამოგივიდათ... «არა, რა მესმის გაუგებრადა...» გაუგებრად ვის რა ესმის, რომ თქვენ
გაგეგოთ? სულ ამაო ჩივილია. მაგრამ თუ მარხილით მიმაქროლებელმა, ზარის წკრიალში
და მარხილის ჭყრიალში გაიგო ის სახელოვანი ზემოხსენებული სუნთქვა საყდრიდამ,
თქვენ, გვიკვირს, გაუგებრად რატომ არ გაგიგიათ?

«თითებითა თვლის კიდეცა თვეებს» და სხვანი. ახალი თვლა შემოუღიათ საქართველოში


– თითებითა და არა ჭკვითა. ჩვენ მარტო ის ვიცით, რომ თითებზედ შეიძლება თვლა და
არა თითებითა. ეს რა არის ნეტავი გვითხრათ? თუ ის საშინელი ტანჯვა მისია, თქვენი

65
რაღად იქნება, თავადო ერისთავო, და თუ თქვენია, იმისი რაღად იქნება? მაგრამ მაინც
კიდევ და-ძმურად გაგიყვიათ: სახელი არსებითი თქვენ აგიღიათ და იმ არსებითი სახელის
ზედშესრული შეშლილისათვის დაგითმიათ. კიდევ კარგი, ხელცარიელი რომ არ
დაგიგდიათ.

«ბნელი ტუტუნი...» და სხვანი. მითამ ნათელი ტუტუნიც არის ქვეყანაში, არა გვგონია!
«იცი რა მითხრა, ღამე მთვარეში...» და სხვ. ეს სულ ახალი გამოჩენაა ასტრონომიაში!
რომელ ტელესკოპით დაუნახავს თავად ერისთავს ღამე მთვარეში?

«ან სვინიდისის მე ყვედრებაში რისთვის ჩავარდი ვფიქრობ ჩემ თავში...» და სხვანი.

რა ჩაუვარდა საწყალს შეშლილს თავშია, რომ ეგრე ჩივის? არაფერი არ ჩავარდნია თავში,
მხოლოდ თავად ერისთავს ვერ მოუხმარია ზმნა... თავიდან იქამდი, სადამდინაც მე
წავიკითხე ეს «შეშლილი», სულ ამისთანა შეცდომებია, მაგრამ ჩვენ სულ ყველა იგი რომ
ამოგვეწერა, ხელახლად დაბეჭდვა მოუნდებოდა თითქმის. ის არ ეყოფა ამ საშინელს
თარგმანს, რომ ერთხელ ეღირსა დაბეჭდვა, რომ მეორედაც არ დაბეჭდილიყო? ჩვენც
თითონ ისე დავიღალენით, დავიქანცენით, დავყრუვდით რითმების უთავბოლო
რახარუხით, რომ ვერ შევძელით «შეშლილის» ბოლომდი წაკითხვა. სწორედ
მეოცდამეერთე თავის, თუ მუხლის, მეხუთე სტრიქონზედ შევდექით! კიდევ ბარაქალა
ჩვენს ბიჭობას, რომ იქამდი მივსულვართ!..

ეს რაცა ვთქვით ჩვენა, მგონია სამყოფი იყოს, თითონ მკითხველი დაგვემოწმოს, რომ
სწორედ მიწასთან გაუსწორებია ისეც არც ძალიან მაღლა მდგომარე კაზლოვი. საწყალი
კაზლოვი! იფიქრებდა, რომ იმისი «შეშლილი», რომელზედაც იქნება უტირნია, ესრეთი
სასაცილო იქნებოდა თავად ერისთავის თარგმანში? მართლა, რომ კაზლოვის «შეშლილი»
სრულად შეშლილა ქართულს ენაზედ; ერთი ბეწო შებრალება და სიყვარული არა ჰქონია
იმის მთარგმნელს – არც იმისი, რაც უთარგმნია, არც თავისვე ამორჩეულ პოეტისა, არც
ხელოვნებისა, არც თავის მშობლიურ ენისა. მარტო ჩანს, რომ საკვირვლად ჰყვარებია თ.
ერისთავს რითმების რახარუხი.

66
მთელს თავის თარგმანში თავად ერისთავს აქვს ექვსი სტრიქონი ლექსი ისეთი ლამაზი და
მსუბუქი, რომ ჩვენ არც კი გვჯერა, რომ იმისი დაწერილი იყოს. აი, ის ლექსები, რარიგად
ხატვენ შეშლილის მდგომარეობას:

«ხან მიიხედავს, ხან მოიხედავს,

გარემოს ჩვენსა საფლავს შეხედავს...

ამოიოხრებს, იწყებს ლოცვასა...

ხან ათრთოლდება, შეხედავს ცასა,

შეშინებული მე მომეკვრება

და ხან უეცრადკრეჭას მოჰყვება...»

აი, აქ ჩანს ენაც, მხატვრობაც, აზრიც და ის სურათი, რომლის წარმოდგენაც ცხადად


შეიძლება. ეს ლექსები ისე შვენიან დანარჩენ ლექსებში, როგორც ვარდი ჭინჭრებში.
სწორედ უნდა ვსთქვათ, რომ ეს ლექსები ისეთი ლამაზები არიან, რომ ჩვენ გვიკვირს,
ამისთანა ლექსები როგორ შესძლო იმან. ეხლა, როცა გვინდა კალამი თავის ალაგას
დავსდვათ, ფიქრად მოგვივიდა: იქნება თავად ერისთავმა გვიწყინოს ეს პირმოუფერებელი
სტატია, არა გვგონია. ჩვენ ყველანი ქართულ ენის ხმარებაში ცოდვილნი ვართ და
ჩვეულება ურთიერთის ცოდვების ჩვენებისა არ იქნება მომატებული. მაშ, როგორ უნდა
გავსწორდეთ, თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება? ნეტავი ორიოდე კაცი იყოს
საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს... აბა, ის, იქნება
ნამდვილი საქებარი მამულის-მოყვარე, და არა ის, ვინც მეტის-მეტად დამჟავებული
სიყვარულისა გამო, ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა.

ბოროტების ღვიარება ნახევარი გასწორებაა. თუნდ რომ იწყინოს თავად რ. შ. ერისთავმა


ჩვენი პირ-მოუფერებელი სტატია, რა უყოთ? მისი ნებაა! სამი ღვთაებრივი საუნჯე
დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა
კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ-კი

67
მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ენა
საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.
იქნება ჩვენც ამ სტატიაში ბევრი შევსცოდეთ ჩვენს საყვარელს ენასა, მაგრამ ჩვენ არა
ვხედავთ. მაგის განხილვა მკითხველის ნებაა. ჩვენის მხრით ამასკი ვიტყვით, რომ ჩვენი
ქართული ენა ისე გვიყვარს, რომ ჯერ ვეცდებით, რომ მის წინააღმდეგად არ მოვიქცეთ და,
თუ ღმერთი გაგვიწყრება და უხერხოდ მოგვივა რამე, მის შენიშვნას სიხარულით და
მადლობით მივიღებთ.

დასასრულ, თუ მკითხველი ეყოლება ჩვენ სტატიას, მასთან ბოდიშს ვითხოვთ ჩვენ: იქნება
იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდა და ვერა ჰპოვა. რა უყოთ?
როგორიც მღვდელია, ისეთიც ერიაო, ამბობს ქართული ანდაზა. როგორიც პოემა იყო
ნათარგმნი, იმისთანაც, ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, განმხილავიც შეხვდა. ჩვენ ჩვენის
ენის დამცირებამ დაგვაწერინა ეს სტატია, თორემ ჩვენ ვინა და კალამი ვინა?

1860 წელსა, ნოემბრის 5-სა დღესა.

დაიბეჭდა ჟურნ. «ცისკარში», 1861წ., აპრილში (№4).

პასუხი

(ვუძღვნი თ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც ყურადღებას აღირსებს ამ


სტატიასა). «Из нашей литеатуы хотят устоить больную залу, и уже зазивают в нее дам; из
наших литеатоов хотят сделать светских людей в модных факах и белых печатках, энегию
хотят заменить вежливостью, чувство – пиличием, мысль – модною фазою, изящество –
щеголеватостью, китику – комплиментами».

ბელინსკი.

ბარაქალა, ჩემო სტატიავ, ბარაქალა! ვისაც თავის დღეში კალამი ხელში არ აუღია, იმასაც
ააღებინე; ვისაც მართალი სიტყვა პირდაპირ ნათქვამი თავის დღეში არ გაუგია, იმას

68
მართლის თქმით გული აუმღვრიე; ვისაც «შინიდამ ფეხი კარში არ გამოუდგამს» და რაღაც
ანბანის თეორეტიკის მეტი არა უკითხავს-რა, ისიც-კი აალაპარაკე თეორეტიკის გარე
საგანზედ. ბარაქალა, ბარაქალა! სამი სტატია ერთ სტატიაზე, რა ამბავია? ეს ის ამბავია,
ჩემო კეთილო მკითხველო, რომ ამ ჩემ მოპირდაპირეთ რიცხვით ჯობნა სურვებიათ და
არა თავის სტატიების ღირსებითა; იმ ზღაპრისა არ იყოს: «ასმა კაცმა ვერ შეჭამაო, ერთი
კაცის ლუკმა იყოო», ეს სიტყვები სწორედ ჩემს აპრილის სტატიას უხდება. ეგ არაფერი
კიდევა, სხვა კრიტიკებიც კიდევ მზადდება თურმე ჩემზედ. სხვანიც რომ ამ სამს
კრიტიკაზედ დაჰმატოდნენ, კარგი იქნებოდა; პირველი – რომ პასუხს ერთად გავსცემდი,
მეორე – რომ ეს რამდენიმე კრიტიკა ერთად კაი ზომიერი ლუკმა მაინც გამოვიდოდა, რომ
ღირებულიყო ჩასაყლაპავად.

ეჰ, თავი დავანებოთ უბრალო ყბედობას და, მინამ პასუხს გავსცემდეთ თვითეულს
მათგანს, ვსთქვათ ცოტაოდენი რამე კაცის ბუნების სისუსტეზედ: საკვირველია, რომ
ზოგი, ვისაც ღონე და ძალა აქვს, გაიქცევა ხოლმე მოედნიდამ, და იმალება ხალხში; ზოგი-
კი, ვისაც არც ღონე აქვს და არც ძალა, გამოვა და შეუპოვრად დადგება შუა მოედანზედ.
რათ არის ამისთანა წინააღმდეგობა კაცის ბუნებაში? ამას ყოველი გონიერი კაცი მიხვდება,
თუ გონება დააკვირვა მაგ ორგვარ ქცევასა. სულელის უბედურობა ის კი არ არის, რომ
სულელია, ის არის, რომ თავისთავს ვერ იცნობს და თავისი თავი დიდი რამა ჰგონია. მე
ადამიანის წვრილმანობით თუ გავამართლებ ამ სიტყვებს: «მე ქვეყნიერებისა არა მესმის-
რაო, ცოდნის გლახა ვარო, მისწავლიაო ორიოდე სიტყვები, რომელნიც ხან საჭმელად
მგონიაო და ხან სასმელად, მაგრამ მაინც-კი გამოვდივარ მოედანზედაო, რათა კენჭებით
მაინც ქვეყანა დავანგრიოო». ჭიდილი რომ იქნება, იქაც-კი იმ კაცს, რომელიც ეგრე
გულწრფელობით აღიარებს: არაფერი შემიძლიანო, მოედანს ჩამოაცლიან.

ხშირად შემხვდება ხოლმე სიტყვები: ლიტერატურა, კრიტიკა, ხელოვნება, სიტყვიერება


და სხვანი, მაგრამ მხმარებელთ ხმარებულის გაგება არა ჰგონიათ; რომ ჰქონოდათ,
დარწმუნებული ვარ, რომ, არამც თუ ლიტერატორობას მოჰყვებოდნენ, კალამსაც ხელში
არ აიღებდნენ და, თუ აიღებდნენ, მარტო მოკითხვის წიგნების დასაწერად. ამის

69
დასამტკიცებელს მაგალითს შორს არ დაუწყებთ ძებნასა, აი თვით კნ. ბ. ჯორჯაძის
სიტყვები: «ჩვენ, როგორც შეგვიტყვია, ილია ჭავჭავაძე, ბატონებო, გაზრდილი გახლავს
უნივერსიტეტში (ვის უთქომს?), სადაც ასწავლიან მრავალ საგნებსა (ესეცა სცოდნია!) და,
რასაკვირველია, სწავლას მიიღებდა. მაგრამ აი საკვირველი (მართლა რომ აი!!!):
უპირველესი საგანი არ შეუძინებია, ესე იგი თეორეტიკა (?) ანუ ხელოვნებითის
სიტყვიერების სწავლა».

მე, სწორედ მოგახსენოთ, ეგ თეორეტიკა არ ვიცოდი რა არი, მაგრამ თეორეტიკით


დახელოვნებული ჩემი მოპირდაპირე ისეთი კეთილი გულისა ყოფილა, რომ
განსაზღვრავს იმ თეორეტიკას, ანუ სწავლას ხელოვნებითის სიტყვიერებისას, ამ-რიგად:
თეორეტიკა გვასწავლისო ა, ბ, გ, დ და სხვანი რა-რიგად იხმარებიან სიტყვებშიაო, რა-
რიგად შეადგენენ მარცვალსაო, – და ამ სწავლასა ხელოვნებითის სიტყვიერების სწავლას
ეძახის ჩვენი მწერალი ქალი!!! აი, რა ძნელი ყოფილა შინიდგან გამოუსვლელობა და
უნივერსიტეტის დაცინება. აქედამა სჩანს, რომ არც ხელოვნება ესმის ჩვენს მწერალს ქალს
და არც სიტყვიერება. ასოს ხმარების გამსაზღვრელი საგანი ტყუილადა სჩემობს
ხელოვნების სწავლის სახელსა. ასოს ხმარებას სწავლა არ უნდა; თვითონ სიტყვა
გვასწავლის, სად უნდა ვიხმაროთ რომელი ასო. მერე თვით ასოს ხმარება გარეგანი
საგანია, – ეგ მეხანიკური მიკერ-მოკერებაა ენაში, როგორც კნ. ბ. ჯორჯაძის ლექსები; ეგ
ხელოსნობაა და არა ხელოვნება. ხელოვნება არის განხორციელება სახეში იდეისა, აზრისა:
მუსიკა, მხატვრობა, პოეზია – ესენი სულ სახეში გამოსთქვამენ იდეიას, მხოლოდ იმით
განიყოფებიან, რომ თავის იდეის გამოსათქმელად სხვადასხვა მასალებსა ხმარობენ,
როგორც მუსიკა – ხმასა, მხატვრობა – ხაზსა, პოეზია – სიტყვასა. სიტყვიერებითი
ხელოვნება პოეზიასა ჰქვიან, რადგანაც სიტყვის საშუალებით და შემწეობით აღასრულებს
ხელოვნების მნიშვნელობასა. მაშასადამე, ანბანის განსაზღვრა ხელოვნება არ არის,
მაშასადამე, კნ. ჯორჯაძისას არ უნებებია გაგება მისი, რაც წაუკითხავს და რაც თავის
გულწრფელობით უხმარია. მიგვილოცნია! ხელოვნების სწავლისათვის საკვირველი
წიგნების ამორჩევა სცოდნია! თითონ თეორეტიკა, – ეგ სხოლასტიკობის ნაშთი – რა არის,
რო მასზედ აშენებული გავითარება რა იყოს? ყოვლის მწერლისათვის საჭირო და

70
აუცილებელიაო იცოდეს თეორეტიკა, ანუ სწავლა ხელოვნებითის სიტყვიერებისა, ესე იგი
ანბანის განსაზღვრაო, ბრძანებს ჩვენი მწერალი ქალი.

იქნება ეგ საჭირო იყოს, როგორც მწერლისათვის მელანი და კალამი საჭიროა, ანუ


მათემატიკისათვის ნუმერაცია: ვისაც წერა უნდა, ანბანი უთუოდ უნდა იცოდეს, მაგას
თქმა არ უნდა, რომ, როგორც მარტო ნუმერაციის ცოდნა არ შეიქმს მატთმატიკს, ისე
მარტო ანბანის ცოდნა არ შეიქმს მწერალსა. ამას ძალიან ცხადად ამტკიცებენ კნ. ბ.
ჯორჯაძის ლექსები და მისი სტატია, რომელზედაც ჩვენ, საუბედუროდ, უნდა
ვილაპარაკოთ.

«ნუ განიკითხავთ, რათა არ იყვნეთ განკითხულნი». მრწამს საღმრთო წერილიც და ის


აზრიც, რაც შეპყრობილია ამ სიტყვებში. ეგ იმაზედ-კი არ არის ნათქვამი, რომ კაცი
წყალში რო იხრჩობოდეს, ნუ მაარჩენო, თორემ შენც რომ იხრჩობოდე, გადაგარჩენენო!
მაგას კაცთმოყვარე, კაცის დახსნისათვის ჯვარცმული ღმერთი ჩვენი მაგ აზრით არა
ბრძანებს, რა აზრითაც კნ. ბ. ჯორჯაძისას უნებებია გაგება. ვისაც საქმე ესე ესმის, იმას
ანბანის თეორეტიკაც ვერას უშველის, როგორც წყალწაღებულს ხავსი; იმას არაფრის
განხილვაც არ შეეძლება; მაშ რისთვის გამობრძანდებიან ხოლმე ამგვარნი პირნი
სცენაზედ?

რა დაჰკარგვიათ და რას ეძებენ? უბედურობა ჩვენი ეს არის, რომ შევბეჭავთ თუ არა


ანბანის თეორეტიკის კანონით უაზრო ლექსებს, გვგონია, რომ ხელოვნებას დიდი რამ
შევძინეთო; იმიტომ გვგონია, რომ ჩვენს ლექსში «ა» თავის ალაგს ხმარებულია, «ბ» თავის
ალაგსა. თუ «ცისკარი» უვარგისია, კიდევ თქვენგან, ყვავებო ფარშავანგის ფრთებითა,
ბულბულებო ყორნის ჩხავილითა!... სხვათა შორის ჩემს კრიტიკოსებს არ ესმით, რა არის
კრიტიკა, არავის არ ესმის, გარდა თ. ერისთავისა; რომ ჩვენ მწერალ ქალს არ ესმის, – ეგ
საკვირველი არ არი, რადგანაც ბევრიც სხვა არ ესმის და ანბანის თეორეტიკაზედ
აუშენებია თავის ხელოვნება და შინიდგან ფეხი არ გამოუდგამს. არც უფ. გ. ბარათოვისა
მიკვირს, რადგანაც ძალიან მკვირცხლი გონება ჰქონია, რომ ჩემ ამ ორ ლექსებში:

71
«მამულო საყვარელო,

შენ როსღა აყვავდები?»

მწვანე ბალახის ნატვრა დაუნახავს თავის სამ განსაცვიფრებელ ნიშნებითა. იქნება


მკითხველი არ იჯერებდეს ამგვარ ამ ლექსის გაგებას, რადგანაც მართლა ძნელი
დასაჯერებელია, მაგრამ აი უფ. ბარათოვის სიტყვებიც: «გაზაფხულში პოეტი სულით
ნატრობს საყვარელ მამულის აღყვავებას. ნეტავი დაანახვა ეხლა საქართველო, როგორ
მწვანე ხავერდივით ბიბინებს!!!» მართლა-და უფ. გ. ბარათოვის ლაღი ფანტაზია და
ნიჭიერება უნდა ჰქონდეს, რომ ეგრეთ გაიგოს უბრალო აზრი, უბრალოდ გამოთქმული.
აკი მოგახსენეთ, რომ მწვანე ბალახის ნატვრა დაუნახავს მეთქი, მაგრამ მელას რაც
აგონდებოდა ის ეზმანებოდაო, ნათქვამია. სტატიაში, აპრილის ბოლოს, მოვიხსენიე
სხვათა შორის: «თუ მკითხველი ეყოლება ჩვენს სტატიას, მასთან ბოდიშს ვითხოვთ ჩვენ,
იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდა და ვერა ჰპოვა, რა უყოთ?
როგორიც მღვდელიაო, ისეთიც ერიაო, ამბობს ქართველი ანდაზად; როგორიც პოემა იყო
ნათარგმნი, ისეთიც, ღვთის წყალობა თქვენა გქონდესთ, გამხილავიც შეხვდა». ამ სიტყვებს
უფ. ბარათოვი კვეხნად მიწერს. სხვა მაქებარი რომ არა ჰყავდა, თავის-თავი თითონ აქოვო.
ეხლა ვკითხავ უფ. ბარათოვსა: როგორი იყო პოემა ნათარგმნი ჩემის კრიტიკის აზრით! –
ძალიან ცუდი. მაშასადამე, მისი მსგავსი კრიტიკა რაღა იქნება? თუ ეს ვერ გაუგია უფ. გ.
ბარათოვს, დარწმუნებული ვარ, რომ არც იმ სიტყვებს გაიგებდა, რაც ამოუწერია, მაგას
თქმა აღარ უნდა. ბატონებო, თუ ორჯერ ორი არ გესმით რა არი, რის იმედით
გამობრძანებულხართ მოედანზედ? რვა წელიწადი, როგორც თითონვე ამბობს, მჯდარა უ.
გ. ბარათოვი ღიმნაზიაში და ნაცვალსახელამდინ მისულა. ძალიან შორს წასულა, თქვენმა
მზემ, თუ ამ-რიგად გაუგია, რაც მასწავლებელთ უთქვამსთ; კიდევ ბარაქალა იმ
ოსტატების ხელოვნებას, რომ მაგისთანა მსმენელი ნაცვალსახელამდინ მიუყვანიათ. ეჰ, ამ
უფ. ბარათოვის აზრზედ არ ღირს ლაპარაკი; თავი დავანებოთ, ეგ თითონ თავისთავსვე
უწერს კრიტიკას. უფ. ბარათოვი სწორედ იმ მოკრივესა ჰგავს, რომელსაც ერთი ხელი
მოკლე აქვს და ერთი გრძელი, ისიც მარცხენა; გრძელის ხელით მტერსა სცემს და მეორე,

72
მოკლე ხელით – თავის-თავსა; მაგაზედ, ესე იგი ბარათოვის სტატიაზე, ლაპარაკი უბრალო
ყბედობა იქნება და ამისათვისაც თავს ვანებებ. ეს ზემოხსენებული სიტყვები კნ. ბ.
ჯორჯაძისასაც უფ. გ. ბარათოვის ნიჭიერებით გაუგია და აზრის დასამტკიცებლად,
როგორც შეშვენის მაგ-გვარს ლიტერატორს, კეთილ-სინდისიანად ამოუწერია ჩემს
სტატიიდამ თავის სტატიაში მარტო ეს სიტყვები: «ღვთის წყალობა თქვენა გქონდესთ,
იმისთანა გამხილავიც შეხვდა».

მე მოვახსენე კნ. ბ. ჯორჯაძისას, რომ უფ. გ. ბარათოვის გონება არ ესესხნა და თავის


გონებით გაესინჯა ეგ სიტყვები არა ცალკე შიგ ჩართვით, არც ეგ ამოწერა მოუნდებოდა და
არც ულოღიკობას დამწამებდა. ეხლა თვითონვე განიხილოს თავის შინ-აღზრდილი
ლოღიკა, დამყარებული ანბანის თეორეტიკაზედ და მერე ბრძანოს, ეს ასრე უნდაო.

«კრიტიკა» – ამის თანასწორ მნიშვნელობის სიტყვა არ არის ქართულს ენაზედ და არც


ძალიან საჭიროა რომ იყოს, თუმცა უკეთესი იქნებოდა – რომ ყოფილიყო, რადგანაც ეგ
დაგვიმტკიცებდა, რომ ჩვენი მამა-პაპანი მაგ მხრით განვითარებულნი ყოფილან. სადაც
სახელია, იქ უთუოდ საგანიც უნდა იყოს. ეგ სიტყვა ეხლა მთელ კაცობრიობას ეკუთვნის
და ყოველი ხალხი, ცოტაოდენად განათლებული, ხმარობს თავის ენაში; მაშასადამე, არც
ჩვენთვის არის დასაძრახისი, რომ ეგ სიტყვა ჩვენში იხმარებოდეს. «კრიტიკა» არის
განხილვაც, განჩხრეკაც, გარკვევაც, გარჩევაც და დაფასებაც ერთად. როცა რომელსამე
საგანს ფასსა სდებს კაცი, ჯერ იმის ღირსებას იტყვის (თუ აქვს ღირსება) და დაამტკიცებს,
მერე ამბობს, ამოდენად ღირსო, ესე იგი, შინჯავს შიგნიდამ და გარედამ საგანსა, ყოველს
მის თვისებასა, არჩევს ცუდსა და კარგსა და მერე სწონავს მართალ სასწორზედ*. ამ ორგვარ
თვისებებს საგნისას ზოგიერთი კრიტიკოსი, რა განარჩევს ცუდს და კარგსა, სასწორს
დაუთმობს ხოლმე თითონ მკითხველს, ზოგიერთიც თითონვე ასწონავს ხოლმე. მეც ამ
მეორე-გვარ გამხილავებს მივბაძე ჩემს აპრილის სტატიაში, რომელსაც მაინც კიდევ ვერ
გაუბედე კრიტიკის დარქმევა. მეც სწორედ ეგრე მოვიქეც: ჯერ კაზლოვის ნიჭიერება
განვიხილე, მერე მისი პოეზიის მიმართულება, მერე მისი «შეშლილი», შემდეგ თარგმანი
და ბოლოსა ვსთქვი, რომ არც კაზლოვი ვარგა მეთქი, არც მისი «შეშლილი» და არც ამ

73
«შეშლილის» თარგმანი. მე კაზლოვზედ ახალი არა მითქვამს-რა. მე ისა ვსთქვი, რასაც
მთელი განათლებული რუსეთი ამბობს. ეგრე არ მოქცეულან ჩემი კრიტიკოსები. მე
მეგონა, რომ ამ ჩემს აზრებს დაარღვევდნენ, ან თითონ სტატიის მიმართულებას
დამიწუნებდნენ და შემდეგ დააფასებდნენ, ცუდია თუ კარგი. მარტო თ. ერისთავი ცდილა
ჩემი აზრების დარღვევას, მიმართულების დაწუნებას (ლანძღვა არისო) და სხვათა შორის,
როგორც შეშვენის ლიტერატურულ სტატიის განხილვას, გაუკენწლივარ სიტყვების
ხმარებაში; სხვანი-კი – რამდენიმე აზროვანნი და ანბანთ თეორეტიკოსნი – მისცვივნიან
მარტო ჩემ სიტყვებს; ის-კი არ იციან, რომ სიტყვა გარეგანი სამოსელია აზრისა, და
კრიტიკაც, მარტო მაგაზედ აშენებული, სამასხარაოდ ხდის კრიტიკის წმინდა
მნიშვნელობასა. ეხლა ყურადღება მივაქციოთ კნ. ბ. ჯორჯაძის სტატიასა, განვიხილოთ თ.
ერისთავის პასუხიც, უფ. გ. ბარათოვს-კი თავს ვანებებთ, რადგანაც თავის-თავს თითონვე
სცემს იმ ხელმოკლე მოკრივესავით.

ძალიან გულნატკენი ბრძანდება ჩვენი მწერალი ქალი ჩემს სტატიისაგან, რატომ არ


მაქოვო? იმიტომ არ ვაქე, რომ არ იყო საქებელი, – და როცა მაგ აპრილის სტატიასა ვწერდი,
თქვენმა მზემ, არც-კი მომგონებია არც მათი ლექსები, არც მათი მარხვების ტრაკტაცია. მე
ისინი მაგონდებოდნენ, ვისაც ცოტაოდენი სახელი აქვსთ დავარდნილი ჩვენში; ვინც
საქებელი იყო, ჩემის ფიქრით, მე ისინი ვაქე, და ვინც არა – რითმების მბეჭველთა რაზმში
ჩავაყენე. ჩემი სიტყვები მოუყვანია კნ. ჯორჯაძისას, რომელთაც ძალიან დაუჩაგრავთ: სხვა
ახალი მოლექსენი და პროზაიკები, ზოგიერთის გარდა, ღმერთმა შეინახოს მეთქი.
«ზოგიერთი» რომ ვსთქვი, იმიტომა ვსთქვი, რომა მართლა-და სახეში მყვანდნენ
ზოგიერთნი ნიჭიერნი მწერლები...

მადლობელი იყავით «ცისკრის» რედაქციისა, რომ თქვენი ლექსები იბეჭდებიან;


მადლობელი იყავით, რომ «ცისკარი» ეგრე ცუდია, რომ ყველაფერსა ჰბეჭდავს, თორემ
თქვენს ლექსებს დაბეჭდვა არ ეღირსებოდა თავის-დღეშია. კიდეც იმიტომ იბრძვით
განათლების წინააღმდეგ, კიდეც იმიტომ დასცინით უნივერსიტეტსა, კიდეც იმიტომ

74
ებრძვით იმ კაცს, რომელსაც სულით და * იქნება აქ პურის მოედნის სასწორი მოაგონდეს
უფ. გ. ბარათოვს, ეგ ჩვენი ბრალი არ იქნება.

გულით სურს «ცისკრის» კეთილდღეობა! ლიტერატურა – ხალხის ჭკვა, ხალხის გონება,


გრძნობა, ფიქრი, ჩვეულება და განათლების ხარისხია. ლიტერატურის წარმომადგენელი
ჩვენში მარტო «ცისკარია» ამჟამად. ნუთუ მართლა, რაც «ცისკარში» იწერება, საქართველოს
ხალხის ფიქრია, ჭკუაა, გონებაა, ჩვეულებაა?

ნუთუ მართლა «ცისკარში» ჩვენი განვითარებაა, ჩვენი განათლების ხარისხია


გამოთქმული? ნუთუ მართლა ეგრე დაეცა რუსთაველის ხალხი, რომ ეგრე ფიქრობს, ეგრე
ჰგრძნობს? მეც მაგასა ვჩივი და ვსტირი, რომ არა, ათასჯერ არა; მეც იმიტომ ესე პირდაპირ
ვლაპარაკობ, რომ ვინც წინდაუხედავად ბღაჯნის, აღარა ბღაჯნოს; რადგანაც იგინი თავის
ბღაჯნითა ამდაბლებენ ჩვენს ენას. მე იმისთვის ვლაპარაკობ ეგრე სასტიკად,
პირმოუფერებლად, რომ უნიჭონი და ამასთან უსწავლელნიც თავის ოთახიდგან ფეხს ნუ
გამოდგამენ გარეთ, ლიტერატურაში; ამას ვთხოვთ ხალხის სახელითა, ხალხისვე სახელის
დაცვისათვის!... ჩვენი მწერალი ქალი ბრძანებს, ვითომც მე ვამბობდე, რომ ეგენი
ქართულს ახდენენ. ტყუილია თუ? სადაც აზრი არ არი, იქ ენა, რაც უნდა კარგი იყოს, სულ
უქმია; მერე მე არსად არ გამიგია, რომ უაზრო ენა იყოს სადმე, აზრი და მხოლოდ ერთი
აზრი აძლევს ენას ენის მნიშვნელობას...

ჩვენი მწერალი ქალი დასცინის ქცევას, რომ მე ჱ ჳ ჴ ჲ ჵ არა ვხმარობ. იმის მაგიერად, რომ
მწერალმა ქალმა დაამტკიცოს ჩემი შეცდომა მაგაში, მოჰყოლია და თეორეტიკის ზღაპრებს
გვიამბობს. ეგენი ბრძანებენ, რომ ბუნებას მოუციაო ხმა სიტყვის გამოსახატავად; ხმა
მხეცისათვისაც მიუცია ბუნებას, მაგრამ არა მხეცი არა მგონია ლაპარაკობდეს, თუმცა
ბევრი მაგალითები ზოოლოგიაში გვიმტკიცებენ, რომ, კაცის გარდა, სხვა ცხოველნიც
ამცნებენ ურთიერთს თავის სურვილს, განზრახვას, ერთის სიტყვით, აზრსა... სიტყვა რომ
არ იყოს ქვეყანაზედ, არც ასოები იქნებოდნენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მწერალ ქალს
შინიდგან კარში ფეხი არ გამოუდგამს და, ანბანთ თეორეტიკის გარდა, არა უკითხავს-რა,

75
თორემ გაიგებდა, რომ მაგას ამბობენ უკეთესი ფილოლოგები. ჩვენი მწერალი ქალი
მოჰყოლია და, დამტკიცების მაგივრად, ზღაპრებს გვიბრძანებს თეორეტიკის სახელითა.

რისთვისაც არა ვხმარობ ეხლავ მოგახსენებთ, ჩემო მკითხველნო! «ჳ»-ზედ ბევრჯელ


მქონია ლაპარაკი სხვა-და-სხვა პირთან. ზოგს უთქვამს, უნდა გადაიგდოსო, ზოგს – უნდა
დარჩესო, თუმცა არც ერთს მათგანს ცხადად არ დაუმტკიცებია თავისი აზრი, მაგრამ მე
იმათ ლაპარაკიდგან ეს სარგებლობა გამოვიტანე, რომ ეგ ასო, მართლა თუ უვარგისია,
გადიგდოს, როგორც უსაჭირო, რადგანაც ჩვენი ანბანი უფრო განმარტივდებოდა და
მართლწერა გაადვილდებოდა. ჩემის ფიქრით, მაგის თანასწორ ხმოვანი ასო გვაქვს ჩვენ:
«ვ»... კაცის ენა კერძო პირსავით იზრდება და ვითარდება; ამ ზრდაში იცვლება, როგორც
ჩვენ კაცნი ზრდაში ვიცვლებით ხოლმე; ხშირად იქნება, რომ კანონები, ერთს დროს
საჭირონი, სხვა დროს უვარგისნი არიან ხოლმე; იმიტომაც ახალი ენა ძველს ენას არა
ჰგავს, როგორც ახალი კაცი არა ჰგავს ძველ კაცსა. მაშასადამე, თუ მიბრძანებთ, რომ
რადგანაც ძველ წიგნებში ხმარებულა, იმიტომ ეხლაც უნდა ვიხმაროთ ეგ ასო, – ეგ
უსაფუძვლო ბრძანება იქნება, როგორც უსაფუძვლოა თქვენი რჩევა, რომ ანბანის
თეორეტიკა უნდა ისწავლოთო ხელოვნებისათვისაო.

იქნება მართლა-და «ჳ»-ს და «ვ»-ს შორის უწინ რაიმე განსხვავება ყოფოლა გამოთქმაში,
მაგრამ ეხლა, ჩემის ფიქრით, არ არის განსხვავება. ეს «ჳთი» კიდევ გადასაწყვეტი საქმეა,
მაგრამ Д ვ ჴ Б ჳ ? ? ამ ასოებზედ კი თქმა აღარ უნდა, ეს ასოები სულ აღარ ისმიან
ეხლანდელს ენაში. მარტო «ჴ» და «ხ»-ზედ ამბობენ, სხვა-და-სხვანაირად გამოითქმისო:
გლეხი კაცი ქიზიყში ისე გამოსთქვამსო «ხოხობი», თითქო «გხოგხობი». თუ ეს მართალია,
დამიმტკიცონ და მაგ ასოების საჭიროებაზედ დავეთანხმები. სრულიად არ მესმის, რა
განსხვავება არის ამ ასოთა შორის: «ე» და «ჱ», «ი» და «ჲ», «ვ» და «ჳ», «ჰ» და «ჵ». იქნება ჩვენს
უწინდელს ენაში იყო განსხვავება მაგ ასოთა შორის (და სწორედაც უნდა ყოფილიყო,
რადგანაც შემოუღიათ), მაგრამ ეხლანდელ ჩვენს ენაში არა ვხედავ,– და თუ ხედავს ვინმე,
ის ანბანთ თეორეტიკით-კი ნუ ცდილობს დამტკიცებას, არამედ ყურადღება მიაქციოს

76
დაკვირვებით ხალხის სიტყვის გამოთქმასა, ხალხის ენაში მონახოს ფაქტი, დამანახოს და
მაშინ დავეთანხმები.

ენას კანონსა თვითონვე ენა აძლევს და არა რაიმე თეორეტიკა...

ეს ასოები, რომლების ხმაც გამოითქმება სხვა ასოებითაც, ეგ ასოები სულ ტყუილად არიან
ჩვენს ანბანში, თუ სულ არა, უფროსთაგანი მაინც; ტყუილად აგრძელებენ ანბანსა,
აძნელებენ მართლწერასა და სხვა არაფერს არ შეგვძინებენ. თუ მართლა ეგ ასოები არ
ისმის ეხლანდელ ენაში, რატომ არ უნდა გადაიგდონ?

შესუბუქება და გაადვილება მარლთწერისა და ანბანისა განა ცოტა საქმეა?...

ჩვენი მწერალი ქალი, დასცინის რა უნივერსიტეტს და მეც, იქ გაზრდილს, ბრძანებს,


მოჰყავს რა ჩემი ლექსები: მისი ლექსი სუბუქ ფრთითა ხან მეჯლისში შეჰფრინდება,
«თვალ დაკვირვებით» რომ გავსინჯოთ, ვერ გავიგებთ, ამ ლექსში რისი თქმა უნდაო?
სიტყვა ესე «სუბუქ» ქართული არ არიო, «სუბუქი»-კი არის ქართულიო. ღმერთო! ნეტავი
თითონვე მაგ გამოჩენილს მწერალს არ ეხმაროს სიტყვა სწორედ მაგ ფორმაში ჩემ
ლექსების ზემოთ, მაგალითებრ, «თვალდაკვირვებით». ბატონო! რაც არ იცით და,
პირდაპირ გეტყვით, რაც არ გესმით, რათ ამბობთ, ეს ასე უნდაო? მართლა-და ძალიან
დაუსუსხავს ჩემს კრიტიკას, რომ მარტო თვალი დაუკვირვებია ჩემს ლექსისათვის ჩვენს
თეორეტიკოსსა და გონება კი არ მიუყოლებია, რომ ჩემი «სუბუქ ფრთითა» და თქვენი
«თვალ დაკვირვებით» სწორე ქართულია...

მერე ჩვენი მწერალი ბრძანებს, «ერთის ფრთით ვინა ფრინავსო»? თქვენ თითონ, ჩემო
ბატონო, ესე იგი, მარტო ანბანის თეორეტიკით დაფრინავთ ჩვენ სალიტერატურო
ჟურნალში...

მთელ სტატიაში ერთი ნამდვილი შენიშვნა აქვს ჩვენ მწერალ ქალსა, – ეგ მერცხლის
ჭყივილზედა. მართალიც არის, სწორედ უხერხოდ არის მანდ ეგ ზმნა ხმარებული; მაგრამ
ეგ ლექსის აზრს არ აბნელებს, რადგანაც «მერცხალიც გერ ჭყივის»- მეთქი, მოვიყვანე
«გაზაფხულის» ნიშნად და ამისთვის ჭიკჭიკი მეთქო, თუ ჭყივილი, მაინც ის აზრი არ

77
მოიშლებოდა. მე რომ ჩემის ექსისათვის დამერქვა «მერცხალი» მაშინ სხვა იქნებოდა. მაშინ
რომ მეთქო «მერცხალი ჭყივის», მკითხველი იფიქრებდა: ან ცუდი მერცხალი იქნებოდაო,
ან მწერალს ზმნა ვერ უხმარიაო; ეხლა კი, რადგანაც «გაზაფხული» ჰქვიან, ეგ მნა აზრს არ
აფუჭებს, მაგრამ მაინც ამით არ ვიმართლებ თავს, იმიტომ, რომ აგ ლექსს ღორი
გამოუხატავს ჩემს კრიტიკოსების მოგონებაში. თუმცა სწორედ რომ თქვას კაცმა, მარტო
ღორი არ მოაგონდება მაგ ზმნით კაცს: რამდენჯერ აგვიგია: «ფრინველი ჭყივისო,
ყმაწვილს ნუ აჭყივლებთო», «ობოლი ვაზი» კი, უკაცრავად არ ვიყო, თავის ალაგს კარგად
არის. თქვენ რომ «შინიდამ კარში ეხი გამოგედგათ», გაიგებდით, რომ ხმარობენ: «ობოლი
მარგალიტი, ობოლი ხე, ობოლი შტო», მაგრამ თეორეტოკას ძალიან შეუპყრიხართ და სულ
შინა ზიხართ, იმიტომაც არა გაგიგიათ-რა, ჩემი რა ბრალია?...

ჩვენი მწერალი ბრძანებს, რომ ისინი სწერენ არა დიდებისათვის, არა ილია ჭავჭავაძის
მოსაწონებლად, არამედ «ცისკრისათვის» უანგაროდა. დიდების სიყვარულობა ძალიან
საქებელია, მაგრამ მე და თქვენისთანა თანამშრომლებმაც რომ ხელი და კალამი შეასვენონ,
«ცისკარი» უფრო უკეთესს დღეებსა ნახავს. ეს არის ჩვენი უბედურობა, ჩვენისთანა
თანამშრომლები ჰყავს «ცისკარსა»,თანამშრომლები კი არა, «бездельники делоვые»,
პუშკინის არ იყოს, ესე იგი, უსაქმო საქმიანები, რომელნიც უფრო ახდენენ საქმეს, ვიდრე
აკეთებენ. ძალიან გვიხარიან, რომ ჩვენი მწერალი ქალი აღარ აპირობს ჩემზედ პასუხის
დაწერას ა, თუ პოეტობაზედაც ხელს აიღებს, – ღმერთი, რჯული – დიდ ღვაწლს მხოლოდ
მაშინ დასდებს ჩვენს «ცისკარსა»...

დასასრულ, ჩვენი მწერალი ქალი ეპატიჟება თავის მოძმეთა მწერალთა (?) და სხვათა
შორის თ. რევაზ ერისთავსაც, რომ არ მოაკლონ თავიანთ ნიჭის სხივები დამზრალს
«ცისკარს». მიბრძანდით, მიბრძანდით, ჩვენი მწერალი ქალის მოძმენო მწერალნო, და
შეადგინეთ კვარტეტი კრილოვისა, თორემ ჩვენ მწერალ ქალს ეშინიან, რომ მარტოკა
დარჩება რითმების მბეჭველთა რაზმში.

მიბრძანდით, მიბრძანდით, ამ მწერალ ქალის მოძმენო მწერალნო!თუ ნიჭი არა გაქვსთ


წერისა, ნუ გეშინიანთ, უნიჭოდაც გამოსჩნდებით, როგორც გამოსჩნდა თითონ ჩვენი

78
მწერალი ქალი. თუ ცოდნა არა გაქვთ, ნურც მაგისი გეშინიანთ, უცოდინარობითაც სახელს
დაიგდებთ: ხომ ხედავთ, სწავლასაც დასცინიან, უნივერსიტეტსაც და შინიდგან
გამოუსვლელობით და უსწავლელობით მოჰკვეხენ!...

თ. ერისთავის პასუხის აზრი ის არის, რომ მე ვითომც, განხილვის მაგიერად, ლანძღვა


დამეწეროს. ამას ჩემს აპრილის სტატიაზედ მარტო ისინი იტყვიან, ვისაც თავის დღეში
კომპლიმენტების მეტი არა გაუგონია-რა. მე ყიზილბაშობა არც მყვარებია და არც მიყვარს,
მე როგორც მესმის, ისე ვლაპარაკობ და პირდაპირ ვეუბნები კაცს: ეს ცუდია და ეს კარგია-
მეთქი. ჩემს განხილვას ლანძღვას ისინი დაარქმევენ, ვისაც ანბანის თეორეტიკის მეტი არა
წიგნი არ უნახავს თვალით და ვისაც მართალი სიტყვა, პირდაპირ ნათქვამი, არ გაუგია
თავის-დღეში... თ. ერისთავი მართალია ცდილა ჩემი აზრების დარღვევასა, მაგრამ, ჩემის
ფიქრით, ვერ დაურღვევია. მე არ მინდა სამასხარაოდ გავხადო ეს სტატია, თორემ
ზოგიერთს უმანკო აზრს თ. ერისთავისას გამოვეკიდებოდი და თ. ერისთავის სტატიის
მერვე სტრიქონიდგანვე დავიწყებდი გარჩევას. ეგ მარტო თეორეტიკოსებსა ჰშვენით; იმათ
შეუძლიანთ თბილისიდამ უბერონ პეტერბურღის უნივერსიტეტსა, რათა გადააქციონ, რომ
ანბანთ თეორეტიკას გასავალი ჰქონდეს ხალხში...

თ. ერისთავი ბრძანებს: «ჩაფლვა ოცნებაში» დიდ ჩირქიანად მიაჩნია ჭავჭავაძესაო; ვგონებ


«წირპლიანობა და ბრახაბრუხი» უფრო უვარგისი ლექსები იყვნენო. «ოცნებაში ჩაფლვა»
შეუძლებელია, ჩემის ფიქრით, თორემ ძალიან კადნიერია. თუ ჩემი ლექსები, თქვენის
სიტყვით, უფრო უვარგისნი და უკადრისნი არიან თქვენს «ოცნებაში ჩაფლვაზედა»,
მაშასადამე, თქვენი ოცნებებში ჩაფლვაც უვარგისი ყოფილა; მეც უნდა ეგ მეთქო და სხვა
არაფერი. ამასაც მოგახსენებთ, რომ უკადრისი სიტყვები ქვეყანაზედ არ არიან, მხოლოდ
აზრი იქნება უკადრისად გამოთქმული სიტყვებთაგან. უვარგისი სიტყვაც არ არის
ქვეყანაზედ. თუ ხალხი ხმარობს, მასასადამე ვარგისიანია... მწერალს აქვს უფლება თქვას
ისრე, როგორც მოსწონს, როგორც ეხერხება, კრიტიკოსსა – შენიშნოს, და ხალხსა – მიიღოს
მწერლის ნათქვამი: ხოლოდ ეს უფლება ხალხს ეკუთვნის. თუ ხალხმა მოიწონა ეგ

79
ოცნებებში ჩაფლვა, ხომ მიიღებს კიდეცა, თუ არ მოიწონა, ბევრიც რომ იყვიროს უფ. გ.
ბარათოვმა, რომ თ. ერისთავი ცუდად არას ამბობსო, მაინც კიდევ ხალხი არ მიიღებს...

თ. ერისთავი იმართლებს თავს «შეშლილის» უვარგისობაში იმით, რომ ათის წლის წინად
ვთარგმნეო. თუნდ რომ ოც-დაათის წლის წინად გეთარგმნოთ, მაინც კიდევ იმას
გეტყოდით, რასაც ეხლა მოგახსენებთ: არც მაშინ ვარგებულა ეგ «შეშლილი» და არც ეხლა
ვარგა; თქვენი ყმაწვილობა ვერ გაამართლებს მაგ თარგმნის სიცუდესა და ვერც ვერარა
ღირსებას მისცემს. მერე თ. ერისთავი ბრძანებს ამ ჩემ სიტყვებზედ: «ჩვენ სულ მაგ მამა-
პაპურმა ძილმა დაგვღუპაო». ეს აზრი ჩვენს მამა-პაპებზედ ხოლოდ იმით ექნებათო,
რომელთაც ჩვენის მამა-პაპების ცხოვრების ინჩიც არ იციანო. ეგ მამა-პაპებზედ კი არ არის
ნათქვამი, ეგ იმ ძილზედ არის, რომელიც, მაგალითებრ, უფ. გ. ბარათოვს ჩემს ამ ლექსში:
მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები! მწვანე ბალახის ნატვრას აზმანებს ხოლმე...

ორიგინალი, სენტიმენტალური და სხვანი მაგ-გვარი სიტყვები, ხმარებული ჩემს აპრილის


სტატიაში, თქვენ უცხო სიტყვებად მიგიღიათ. ეგ, მართალია, ქართული სიტყვები არ არი,
მთელი კაცობრიობა კი ხმარობს. ყოველ ხალხსა, ცოტაოდენ განვითარებულს და
ფეხშედგმულს ევროპის განათლებაში, შემოუტანია და მიუღია ეგ სიტყვები, როგორც
თავის ღვიძლი ენის ლექსნი; მაშასადამე, არც ჩვენთვის არის დასაძრახისი, რომ ჩვენც
ვიხმაროთ. თუ კნ. ბ. ჯორჯაძისას არ ესმის ეგ სიტყვები, ჩემი რა ბრალია. მიბრძანებს,
აგვიხსენიო: მე არაფრის მასწავლებელი არა ვარ და ნამეტნავად ანბანისა, რომ ეგენი
აგიხსნათ... მე რომ ახალი სიტყვები მომეგონა და შემედგინა მაგ სიტყვების
მნიშვნელობისათვის, ისინიც ისე გაუგებარნი იქნებოდნენ უველასათვის, როგორც ეხლა
ეგენი არიან გაუგებარნი ზოგიერთისთვის: განათლებულს კაცს მაინც ესმის ეგ სიტყვები
და იმ ქართულსა, რომელსაც მე შევადგენდი, ვერც განათლებული გაიგებდა და ვერც
გაუნათლებელი. თუნდ რომ მე არ ვიხმარო ეგ სიტყვები, მაინც კიდევ უთუოდ
შემოგვეპარებიან, როგორც შემოგვეპარნენ: პოემა, პოეზია, ფილოსოფია, კრიტიკა, სტატია,
ლოღიკა და სხვანი მრავალნი. ეგ არა ხალხს არ დაეძრახება, ის სცრუობს, – რომელიცა
ძრახავს მაგ-გვარ სიტყვების შემოტანას ენაში...

80
ერთის ხალხის ლიტერატორს მეორე სხვა ხალხისათვის ერთი-და-იგივე მნიშვნელობა არა
აქვს. კარამზინი, როგორც პოეტი, არ არის პატივცემული რუსეთში, უნიჭოს ეძახიან; მის
თხზულების მიმართულებაც დაწუნებულია და მხოლოდ იმისთვის სიამაყით ახსენებენ
მაგის სახელსა, რომ რუსული ენის აღდგინება მაგან დაიწყო რუსეთში და პირველად მაგან
დაიმუშავა თავის ქვეყნის ისტორია. აი, რა მნიშვნელობა აქვს კარამზინსა რუსეთისათვის.
სულ ეგ ორი დიდი საქმე რუსეთისათვის – უქმია ქართველებისათვის. კარამზინმა
რუსეთის ენა აღადგინა და რუსეთის ისტორია დაიმუშავა, მაგითი ქართველებს რა
შეგვემატა?...

როგორც პოეტიო კარამზინი უნიჭო იყოო, ამბობენ რუსები, და მიმართულებითაც


სენტიმენტალურის სხოლისა იყო. ამ თვისებაების პატრონი არ იქნება თავის-დღეში
სახელოვანი მწერალი, ეგ დამტკიცებულია ეხლანდელ მიხედვით. რომ სენტიმენტალური
მიმართულება არავისთვის არ არის საჭირო და, სხვათა შორის, ჩვენთვისაც, ამას თქმა
აღარ უნდა. მასასადამე, კარამზინი მაგ მხრით ჩვენთვისაც და რუსებისთვისაც უვარგისია;
მეც ეგა ვსთქვი ჩემს აპრილის სტატიაში.

უმაგისოდაც სენტიმენტალურ მიმართულების მაგალითები გვაქვს ჩვენს ლიტერატურაში,


მაგალითებრ, «ვარდ-ბულბულიანი» და «შამი-ფარვანიანი»; რომანტიკულის
მიმართულებისაც გვქონია ჩვენ მაგალითი ჩვენს ლიტერატურაში, მაგალითებრ, «ვეფხვის-
ტყაოსანი»; ცრუ-კლასიკურისაც, მაგალითებრ, სულ იმ მწერლების მიმართულება,
რომელთაც მიბაძეს მარტო გარეგან ფორმასა ჩვენ უკვდავის რუსთაველის «ვეფხვის-
ტყაოსნისას» და ვერ გაიგეს კი, რომ «ვეფხვის-ტყაოსანი» თუ არის უკვდავი, არა მარტო
თავის ფორმით, არამედ თავის შინაგან ღირსებაებით. მაგრამ ამაზედ მერე
მოვილაპარაკებთ, მაშინ, როცა ლიტერატურა წარმოგვიდგენს სხვა მაგალითებსაც ჩვენ
წინადადებულ აზრის დასამტკიცებლად.

14 მაისსა, 1861 წ. თბილისი.

დაიბეჭდა ჟურნალ «ცისკარში», 1861 წ., მაისში.

81
საქართველოს მოამბეზედ

ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ
ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს
განახლება ყოველისფერისა. წესი, ჩვეულება, აზრი, გრძნობა, ენა, რომელიც მაგათი
გამომეტყველია, ყოველიფერი იცვლება მის ძლიერ გავლენისაგან. რაც გუშინ კაცს
ჰგონებია დაურღვეველ ჭეშმარიტებად, რისთვისაც უცია პატივი, როგორც მოუცილებელ
საჭიროებისათვის, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ის დღეს გაუთლელ შეცდომად
მიგვაჩნია, ასე რომ კიდეც გვიკვირს, ადრინდელს კაცს როგორა სწამდა ამისთანა ცხადი
სისულელე დაურღვეველ ჭეშმარიტებად, როგორ არა ჰქონია იმოდენა გონიერება და
მხედველობა, რომ გაერჩივა თეთრი და შავი, შავისათვის შავი დაერქმია, თეთრისათვის –
თეთრი. ეს ასე მოხდება ხოლმე განა იმისაგან, რომ ჩვენ ადრინდელებზედ ჭკვიანები
ვართ, «სხვა სხვის ომში ბრძენიაო», ამბობს რუსთაველი. ჩვენ რომ ამ თავმოწონებულის
გონიერებითაც ვყოფილიყავით და იმ ადრინდელის კაცის ვითარება და გარემოება გარს
შემოგვრტყმოდა, არა მგონია, ავსცდენოდით საზოგადო ცდომილებას, რომელსაც დღეს
ეგრე თავმოწონებით დავსცინით. დიდი გენიოსი უნდოდა და იმისი მახვილის ჭკვის
თამამი გამჭვრეტელობა, რომ მსჯელობით დროებაზედ მაღლა ავმართულიყავით,
საზოგადო ცხოვრების წრის გარეთ გამდგარვიყავით და გარემოების
თვალთდამაბნელებელ ხაოსშია შეუმცდარად, წმინდა აზრით დაგვენახა საგანი ისე,
როგორც არის და უნდა იყოს. რუსთაველმა ძალიან ადრე სთქვა, რომ მარტო ბრძენი
საწუთროს ეურჩებაო, სხვანი კი იმის მონები არიან. იმ დროების გარემოების
მოწყობილობა, აზრი, გამსჯელობა, – ერთობ ცხოვრების მდინარეობა ჩვენისთანა
ჩვეულებრივ კაცსა ჩააყენებდა საზოგადო რუსღმულში და წაიღებდა თან, რაც უნდა
ძლიერ ცდილიყო თავის შემაგრებასა. ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და
ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ წაიყოლიოს იმ ტალღამ. მარტო გენიოსის
მკერდი თუ გააპობს და შემუსრავს მას, თორემ სხვისთვის ძნელია. შორმხედველობა,

82
დროებაზედ უფლობა მარტო გენიოსის საქმეა. ის თავის თამამს სვლაში შემოიბღერტავს
ხოლმე დროების მტვერსა, რომელიც ჩვენისთანა კაცსა უფარავს საგნის მნიშვნელობასა,
გულ-უშიშრად მიდის წინ, როგორც ბელადი წინ მიუძღვის ხალხსა და უნათებს თავის
ჭკუის სხივებით გზასა. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ამითი ვამბობდეთ, ვითომც
გენიოსი ციდამ იყოს ჩამოსული. ისიც ისეთივე ნაყოფია თავის დროებისა, როგორც
სხვანი, მხოლოდ ეგ ნაყოფი სრულია, დამწიფებულია. ის თავის ძლიერ მხრებით
ამოიტანს, ამოზიდავს ხოლმე მას, რაც თითონ ცხოვრებაშია, ე. ი. ცხოვრების შიგ-
მდებარებასა; მასში არის მთელი აწმყო თავის დროებისადა თესლიც მომავალისა. არც
ერთი გენიოსი ჩვენ ახალს არას გვეტყვის, ის მხოლოდ გვიხსნის მას, რაც თითონ
ცხოვრებას ამოურიყავს თავის მდინარეობაში, რაც თავის დაუდგრომელ დუღილშია
მოუგდია ზედაპირზედა, – ამიტომაც ხანდისხან ამას უფრო იქნება დაეტყოს თავისი
დროების ნიშანი ყველაფრისა: ცუდისა, თუ კარგისა, ვიდრე მას, ვინც დაიბადება ხოლმე
მარტო იმისათვის, რომ უხეიროდ მოკვდეს.

ცხოვრება, როგორც ყოველი მოზარდი, იზრდება, ჰყვავის, მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება –
იმისათვის კი არა, რომ მოკვდეს და საუკუნოდ დაიმარხოს, არამედ იმისათვის, რომ
თავისაგან მოყვანილის ნაყოფისავე თესლზედ ამოიყვანოს სხვა ახალი, ნედლი ცხოვრება,
რომელიც ისევ-ისე უნდა წავიდეს ცხოვრების გზაზედ, როგორც პირველი, თუ უკვდავება
უნდა. ცხოვრებასაცა აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული, როგორათაც ბუნებასა.
მაცხოვნებელია პირველი ქროლა გაზაფხულის პირველის დილისა, მაშინ ცა და ქვეყანა
ერთი-ერთმანეთს შეჰხარიან; უფრო მაცხოვნებელია პირველი ქროლა ახალის ცხოვრებისა
– ეგ ახლად დაბადებულის ყრმისა, რომელსაც ძველი ცხოვრება ისე უნდა შეჰხაროდეს,
როგორც ძუძუმძლეველი დედა შეჰხარის ახალ-გაღვიძებულს ბავშსა. გული სხვა-რიგად
სცემს, როცა დედამიწაზედ ზამთრის შემდეგ მზე ამოხეთქავს მწვანე ბალახსა და უფრო
სხვა-რიგადა სცემს მაშინ, როცა ცხოვრებაზედ ამოვა, თავს ამოჰყოფს ბრწყინვალე ყვავილი
ახალის აზრისა... მით უფრო მშვენიერია ეგ ყვავილი, რომ ჭკნება, თუ ცხოვრობს, მაინც ისე
არ გაძუნწდება, რომ სხვა არ აღმოშობოს, იმ სხვამ კიდევ სხვა და ეგრეთ არ შეადგინოს
ისტორიული ყვავილთა გრეხილი, რომელშიაც მომდევარი წინადმსვლელზედ

83
ყოველთვის უფრო სრულია, უკეთესი და მშვენიერი, თუ რომ ცხოვრების ვითარების და
გარემოების გავლენა ადრე და მალე არ დაუხლართავს გზასა და ზრდას არ დაუშლის.
მაგრამ ესეც კია სანუგეშო, რომ როგორი დარიც უნდა დაუდგეს მაგ ყვავილსა, თუკი ძირი
ღონიერი აქვს, რაც უნდა ფეხი დააჭირო და სრესო, მაინც გაარღვევს დღესა თუ ხვალ
დედამიწასა, ამოხეთქავს და გამოვა სინათლეზედ უფრო დაშვენებული და ძლიერი.
ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, – აზრისა კი თავის-დღეში არა; მის აღმოშობის დრო
შეიძლება შეაყენონ, მაგრამ სრულიად განადგურება კი ძნელად. ამ აზრის უკვდავებაში
არის მთელი იმედი კაცობრიობის უკვდავებისა, იმიტომ, რომ, გრეხილი აზრისა
გაუწყვეტელია: ერთს ზედ მოსდევს მეორე, უფრო ახალი, ჯანმრთელი და ღონიერი, –
ამასთანაც დაუქცეველი, მარად მყოფი სალაროცა აქვს – მეცნიერება და ხელოვნება სადაც
ისინი ინახებიან. მაგ ცხოველს იმედს, რომელიც განგებას მოუვლინებია
კაცობრიობისათვის, რომ ზედ დაერთოს ადამიანის გაუთავებელი ნდომა უკეთესობისა –
შედგება ის ძალა, ის იდუმალი ხმა, რომელიც ყოველთვის ეძახის ადამიანს: წინ წადეგ! წინ
წადეგ!.. ნეტავი ის ხალხს, რომელსაც არ დაუკარგავს ეგ იმედი განახლებისა და არ
გაჰქრობია უკეთესობის ნდომა!.. ის ხალხი, ის ცხოვრება, რომელიც არ იზრდება,
რომელსაც არა აქვს თავისი გაზაფხული და ნაყოფიერი შემოდგომა; რომელიცა ბერდება
კი, მაგრამ იმ სიბერის ნაყოფზედ ისევ არ ამოვა განახლებული, განათლებული სიახლის
მშვენიერ გვირგვინითა – ის ხალხი, ის ცხოვრება მიჩანჩალებს სამარისაკენ, ბოლოს მივა
და აღიგვება, როგორც მტვერი დედამიწის ზურგიდამ.

რა აახლებს, რა სცვლის და – თუ ცხოვრება ჯანმრთელია – რას მიჰყავს წინ? ცოდნასა,


მეცნიერებასა, რომელნიც თვითვე ცხოვრების ნაყოფნი არიან.

«ხე ცხოვრებისა – ამბობს ერთი ჩვენის დროების ფილოსოფოსი – და ხე ცნობადისა ერთს


ძირზედ ამოდიან; მხოლოდ იმათი აღყვავება სხვა-და-სხვა დროს მოდის. როცა ცხოვრების
ხეზედ ყვავილი ჭკნება, მაშინ ცნობადის ხეზედ მწიფდება ნაყოფი, და ამ ნაყოფის თესლი
წარმოშობავს ხოლმე ცხოვრების ხეზედ ახალ ყვავილებსა».

84
ამ მოსწრობილს და, ჩვენის ფიქრით, ძლიერ მართალ შედარებაში მშვენივრად არის
გამოთქმული დამოკიდებულება ცხოვრებისა ცნობიერებაზედ და მეცნიერებაზედ. ჩვენ
ვეცდებით უფრო გავაადვილოთ ამ დამოკიდებულების გაგება...

მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც დღე-მუდამ ზედ დასტრიალებენ ცხოვრებასა, რომ


ყოველი ცვლილება მისი ცნობიერად გადმოიღონ, რომ ყოველი ყვავილი მისი მოჰკრიფონ,
შეიტყონ, რისთვის არიან იგინი და რანი არიან, – მეცნიერება და ხელოვნება სხვა-და-სხვა
გზით იკისრებენ ახალის ვითარების ახსნასა, ცნობაში მოყვანასა. ამათი უკეთესი
მიმდევარი, ხალხის დაწინაურებული თავობა, მაშინვე მიხვდება, – რომ დრო იცვლება,
ჰგრძნობს, რომ ეცა სული ახალის გაზაფხულისა, განახლებისა, ჰგრძნობს, რომ ძველი
ცხოვრება აივსო, დამწიფდა, რაც დათესილი იყო, იმის ნაყოფი მოიტანა და ეხლა ამ
ნაყოფიდამ უნდა გამოიკრიფოს ახალი თესლი ახალის ცხოვრების გამოსაკვანძავად, რათა
მადლობით გაისტუმროს ძველი და სიხარულით მიეგებოს და გზა გაუხსნას ახალსა...
საძირკველის ამოყვანაა ძნელი, თორემ სხვას ისინიც გააკეთებენ.

საძირკველის ამომყვანელიც არ დაიგვიანებს ხოლმე მოსვლას. მაშინ გამოჩნდება გენიოსი.


ჩვენ არ გვინდა ამითი ვსთქვათ, ვითომც სწორედ იმ წამს იბადებოდეს გენიოსი. ის იქნება
აქამდინაც იყო, და უთუოდაც უნდა ყოფილიყო, რომ ცხოვრებას თავის ძუძუთი
გამოეზარდა, თავისთან გამოეცადა, მოემზადებინა თავის ვითარებისვე აღსახსნელად. თუ
აქამდინ არ გამოჩნდა იგი, იმიტომ, რომ იმისი ძლიერი სულის შესაფერი საქმე არსად იყო;
გამოჩნდა თუ არა საქმე, იმანაც გაშალა თავისი ძლიერი ფრთა და როგორც მზე
გამობრწყინდა ცხოვრების გასანათებლად. ეს გოლიათი გონიერებისა თავის ძლიერის
მკლავით გადასწვდება მთელს ცხოვრების ნამუშევარსა; შემოაგროვებს ერთად, რაც
ცხოვრებას გამოუჩენია; თავის გამჭრიახ თვალით თავიდამ ბოლომდინ განსჭვრიტავს,
გაანათლებს იმ შემოგროვილსა, და ყოველს ცხოვრების კითხვას მისცემს შესაფერის
პასუხს, ყოველს ფაქტსა – ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ყოველს მიმართულებას – კუთვნილს
გზასა და ღონისძიებასა, – ერთი სიტყვით, ახსნის, ცნობაში მოიყვანს მას, რაც ჩვენ

85
შორისვე იყო და არ გვესმოდა. მაშინ იგი გამოანგრევს ძველის საძირკველსა და, ახალის
საძირკველში რაკი ქვას დაამკვიდრებს, მიანებებს საქმეს უმცროსთა მუშაკთა.

მეცნიერება და ხელოვნება – ეგ საკვირველნი სალარონი კაცის გონიერებისა – არიან


კანონიერნი მემკვიდრენი გენიოსისა. იგინი თავის უკეთეს წარმომადგენლების ხელით
გენიოსისგან ნაჩვენებ საძირკველზედ განაგრძელებენ ხოლმე მუშაობასა, გენიოსის ახალს
აზრზედა, ახსნაზედა დაამყარებენ ხოლმე შემდგომსა გამოკვლევასა და ცნობიერების წინ
წაწევასა. მაგ წარმომადგენელთაგან ცხოვრებისაგან დაბადებულნი ფაქტები, გენიოსის
ჭკვისგან ახსნილნი და ცნობაში მოყვანილნი, მეცნიერებისაგან მიღებულნი, როგორც
კანონნი და ხელთმძღვანებელი მომავლისათვის, გადადიან დანარჩენ ხალხშიაცა.
რამოდენადაც ეგ ახალი ცნობაები, აზრები ადვილად გასაგებნი არიან ხალხისათვის,
იმოდენად ადვილად განსდევნიან უწინდელებსა, რომ ცხოვრებაში იმათი ადგილი
თითონ დაიჭირონ და იწარმოვონ შემდგომში. ეგრე, ცხოვრებისავე მოღებულსა,
ცხოვრებავე მიიღებს ხოლმე; ეგრე, ცხოვრებისაგან აღმოსულნი, მეცნიერების სიცხოვლით
ნაყოფად მოწეულნი, ისევ ცხოვრებასვე დაუბრუნდება ხოლმე წარმატებისათვის.
რასაკვირველია, მინამ ეს ასე მოხდება და ხალხი, თუ არ სრულიად, უფრო მომეტებული
მაინც მიიღებს განახლებასა, დიდი დრო გადის. ცხოვრება ამ ახალ აზრებით
განახლებული, ისევ იზრდება, ჰყვავის, მოამწიფებს სხვა ახალ სათესლე ნაყოფსა და მერე
ისევ ჭკნება, როგორც ზემოთა ვსთქვით. ის არ მოუცდის ხოლმე ხალხსა – «აცა ჯერ რაც
მოვამზადეო ამას წინათ და რაც მეცნიერებამ და ხელოვნებამ გენიოსის შემწეობით
ცნობაში მოიყვანა და კანონად დასდვა, ჯერ ისინი ხალხმა მიიღოსო და დაისაკუთროსო».
არა, ცხოვრება ამას არ მოუცდის ხოლმე, ეგ დაუყოვნებლივგასწევს თა ვის წარმატების და
განვითარების გზაზედ, ასე, რომ მინამ ხალხი მიიღებს დიდიდამ პატარამდე მის
უწინდელ ჭირნახულსა, იგი ხელ-ახლად მოასწრობს ხოლმე ახალ მოსავლის მოყვანასა,
სხვა ახალ ფაქტების და საჭიროების შემუშავებას და შემოჯგუფებას. კიდევ მოვა დრო
განახლებისა, კიდევ ამ-რიგად მეცნიერება და ხე ოვნება ახსნის ცხოვრების
მოთხოვნილებასა,ცნობაში მოიყვანს «ახალსა» და ამათ შემწეობით გადადის ეს «ახალი»

86
ისევ ცხოვრებაში და სცვლის ცხოვრებასა. აი, როგორც შევიძელით, ვაჩვენეთ, რომ
ცხოვრება ძირია, ხელოვნება და მეცნიერება მასზედ ამოსული შტოები არიან.

როგორც მიწიდგან ამოხეთქილი შტოები ისხამენ ნაყოფსა და როცა სათესლედ მოჰსწევენ,


ისევ მიწას გადმოსცემენ, რომ ახალი ძირი გაიკეთონ და ამ ძირმა სხვა ახალი შტოები
ამოხეთქოს, აგრეთვე ცხოვრებაზედ ამოსულნი შტოები – მეცნიერება და ხელოვნება –
ისხმენ ზედ ცხოვრების ნაყოფსა... როგორცა ვსთქვით, მეცნიერებაა და ხელოვნება – ეს
ორნივ ერთ და იგივეს მსახურებენ: აზრის მოძრაობას; ერთს და იგივეს გამოსთქვამენ:
ხალხის აზრსა, და თუ რაშიმე განირჩევიან, მხოლოდ იმაში, რომ სხვადასხვა გზით და
სხვადასხვანაირად მოქმედებენ და გამოსთქვამენ. მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ
მეცნიერება და ხელოვნება, ეგ უდიდესნი სალარონი, სადაც კაცობრიობის გენია აწყობს
ხოლმე გონიერების საუნჯესა – არ არიან ყველასათვის მისაწვდომნი. მაგ სალაროში
შედიან ხოლმე მხოლოდ აღმორჩეულნი პირნი, რომელნიც ყველგან ცოტანი არიან...

მართალია, ყოველ ცოტაოდენ განათლებულ ხალხში არის ღონისძიება, საშუალობა, რომ


მეცნიერების ნაყოფი გადიტანოს ხალხშია; მართალია, არიან სკოლები, სხვა-და-სხვა
სასწავლებლები, რომელნიცა ავრცელებენ ხალხში, მის გამო ცხოვრებაშიაც, სასარგებლო
და გამოსაყენ სწავლასა და ცოდნასა, და მით შველიან ხალხსა. მაგრამ იმათამდინ ისე
ცოტას მიუწვდება ფეხი, რომ დანარჩენ ხალხის რიცხვთან რომ შევადაროთ ის ცოტა –
წვეთი იქნება ზღვაში. ბევრნი რჩებიან სასწავლებლების გარეთ, ბევრს მათგანს უნდა,
სურვილი აქვს გაიგონ რამე, შეივსონ სწავლა, გაიხსნან გონება, მაგრამ ზოგი
შეუძლებლობისა გამო, ზოგი კიდევ სხვა-და-სხვა დაბრკოლებისაგან მაგ მიუცილებელ
ღონისძიებასაც მოკლებულნი არიან. საჭიროა სკოლების გარდა ისეთი ღონისძიებაც,
ისეთი საშუალობაც, რომელმაც იმისთანა თვისება უნდა იქონიოს, რომ ყველგან მისწვდეს,
გამოფინოს საქვეყნოდ კაცის ჭკვის ძვირფასნი მარგალიტები საყოველთაო
მოსახმარებლად, რომ მრავალთათვის მისაწვდომი გახადოს ის, რაც დასაკუთრებული
აქვს ცოტასა. ის საშუალობა, ის ღონისძიება უნდა ცდილობდეს, თუ არ სრულიად
ხალხთან, მომეტებულ ნაწილთან მაინც დაიჭიროს საქმე, შეიქმნას შუამავლად

87
მეცნიერებისა ერთის მხრით და ხალხისა და ცხოვრებისა მეორის მხრით. მაგ ძნელ საქმეს
ასრულებს ყველგან ლიტერატურა.

ბოლო დროს, თითქმის ჩვენ საუკუნის პირველ ნახევრის დასასრულში, შეატყეს, რომ
თვით ეს ლიტერატურაც ისე სწრაფად არ ავრცელებს მეცნიერებასა ხალხშია, შეამჩნივეს,
რომ ლიტერატურა თუმცა დღე-და-დღე მდიდრდება, ივსება ახალის ნაყოფითა, ახალის
იდეაებითა და აზრებითა, მაგრამ ცხოვრებაში ისე ადვილად არ გადადიან იგინი, როგორც
საჭიროა. უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ თვით ლიტერატურის ენა დაუშორდა ხალხის
ენასა, ხალხს ისე ადვილად არ შეეძლო გაგება მისი, რასაც კითხულობდა – და ჩვენ
ზემოთა ვსთქვით, რომ თუ ხალხი ვერ გაიგებს, არც ცხოვრებაში შეიტანს. რა წამსაც
მიხვდნენ, რომ ლიტერატურა თუმცა უფრო ვრცლად მოქმედობს ბეჭვდის შემწეობითა,
მაგრამ მაინც კიდევ ხალხს იმის გაგება ეძნელება, მაშინვე გამოჩნდა საჭიროება იმ-გვარ
ლიტერატურისა, რომელიც, როგორც ენით, ისე აზრის გამოთქმით, უფრო ადვილად უნდა
ასრულებდეს ზემოთქმულ შუამავლობასა მეცნიერების და ცხოვრების შორის. მაგ-გვარ
ლიტერატურას ჰქვიან «პოპულიარული ლიტერატურა», ხან კიდევ ადვილი
ლიტერატურა, იმიტომ რომ იგი დანიშნულია მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო,
რამოდენადაც შეიძლება, გააადვილოს მევნიერების და ხელოვნების ნაყოფის მოკრეფვა
ყველასათვის; მათგან დამუშავებული ძნელი მისახვედრი ცნობაები საყოველთავო
გასაგებად გაამარტივოს, გააადვილოს და ამით განავრცელოს საჭირო სწავლა და ცნობაები
ხალხშია. ამ-გვარ ლიტერატურას ეკუთვნის ჟურნალიცა, ნამეტნავად ის ჟურნალი,
რომელსაც ეძახიან: «საზოგადო ჟურნალი». აი, რარიგ სამსახურისათვის ნიშნავთ ჩვენს
«საქართველოს მოამბესაცა».რომ ჟურნალი საჭიროა, ამას თქმა აღარ უნდა. ჟურნალი,
როგორც სხვა, ისე ჩვენიცა, არ არის ერთის კაცის სურვილის ნაყოფი: მოუვიდა ჟინი
წერისა და გამოსცა. არა, მაგისთანა ჟურნალი თავს დიდხანს არ დაიჭერს. ჩვენა ვსთქვით,
რომ ყოველი საჭიროება ცხოვრებიდგან წარმოდგება. თუ ცხოვრებას არ უნდა, ვერაფერს
ვერ მიამყნობთ ისე, რომ იმ ნამყნობმა იხეიროს და ნაყოფი მოიტანოს მარტო ის საქმეა
მკვიდრი და მტკიცე, რომლის ფესვიც შიგ ცხოვრებაშია გამოკვანძილი; უამისოდ ვერა
საქმე ვერ გასძლებს, ვერ მოიტანს ნაყოფსა, როგორც თესლი უდედამიწოდ. როცა

88
ცხოვრებას უმოქმედნია და იმ მოქმედებით მოუყვანია როგორიმე მოსავალი, რომლის
გაგება და გარჩევა უძნელდება ხალხს და რჩება ის მოსავალი მოუხმარებლად; როცა
ხალხში ისმის სურვილი, ძლიერი ნდომა იმ ნაჭირნახულევის გაგებისა, ცნობაში
მოყვანისა; როცა ხალხს უნდა და ვერ მისწვდომია მეცნიერების ნაყოფსა, მაშინ ხალხის
საშველად სხვათა შორის გამოვა ჟურნალიცა. რასაკვირველია, რამოდენადაც ცხოვრება –
ეგ დედა ყოველ საქმისა – ძლიერია და ღონიერი, იმოდენად მოსავალი და
ნაჭირნახულევი დიდია და უხვი.

რამოდენადაც მოსავალი მრავალია, ასე რომ ერთი ჟურნალის თვალი ვერ გადასწვდება,
ერთი ჟურნალის ღონე ვერ შესძლებს იმის ზიდვასა, იმოდენადაც მომეტებული
ჟურნალები გამოდიან ხალხში. ეს ჟურნალები სხვადასხვა მხრით მოექცევიან იმ
ცხოვრების მოსავალსა, სხვადასხვა მხრით სინჯავენ, სხვადასხვა მხრით ცნობაში მოჰყავთ,
და ამ სხვადასხვაობითაც ურთიერთ შორის განირჩევიან. ამის გამო ჟურნალების
სიმრავლე არამც თუ უნდა იყოს საწყენი, არამედ სასიხარულო იმისათვის, ვისაც
უანგაროდ უყვარს თავისი ხალხი და იმისი ბედნიერება. ჟურნალების სიმრავლე ცხადად
აჩვენებს, რომ ხალხს არ სძინავს, ფიქრობს, სჯის; რომ ხალხში ტრიალებს, მოძრაობს
სხვადასხვა-ნაირი აზრი, რომლის გამომეტყველადაც არიან სხვადასხვა-ნაირი
ჟურნალები.

ჯერ ჩვენი საწყალი «მოამბე» არც კი დაბადებულიყო, რომ ზოგიერთ პირმა მტრობაც
შესწამა. ჩვენ რა გვეთქმის ამაზე და ამის მეტი, რომ ვინც ლაფში თავიდამ ფეხამდე
ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისილაფი იმასაც არ მოაცხოს.
«მოამბის» უფროსი ძმა «ცისკარიც», რომელსაც ყველაზე უფრო უნდა გახარებოდა, რომ
მოძმე ებადება, მშველელი უჩნდება, «ცისკარიც» კი წინადვე აშინებდა ჩვენ «მოამბეს», რომ
მკითხველებს ვერ იშოვისო. ჩვენ, რასაკვირველია, ამ წინდაუხედავ და უგემურ
წინასწარმეტყველობას ყურსაც არ ვათხოვებდით, რომ მხდალ «ცისკარსა» რამდენჯერმე
არ გამოეთქვა საქვეყნოდ თავის დაფარული შიში და სამარცხვინო აზრი.

89
დაე, რაც უნდა თქვას შიშისაგან ზარდაცემულ და გონებაგამოცლილ «ცისკარმა», ჩვენ კი
ამას ვეტყვით, რომ ამ შემთხვევაში იგი ჰგავს იმ ანგარების მოყვარე ძმასა, რომელსაცა ძმის
დაბადება იმიტომ სწყინს და გულს უხეთქს, რომ შიშობს, ვაი თუ საცხოვრებელი შუაზედ
გამიყოსო. ტყუილად შიშობს «ცისკარი». ჩვენ ფიქრადაც არა გვაქვს არავის საცხოვრებლის
შუა-გაყოფა და არც არავის მტრობა. ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა; მისი
გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია. ღმერთმა გვიხსნას იმ
სულელურ თამამობისაგან, რომელიცა ფიქრობს გადაასხვაფეროს ცხოვრება
თავისებურად. ჩვენ ისე არ გავბრიყვდებით, რომ ჩვენ საკუთარ წესზედ მოვინდომოთ
ცხოვრების გატარება. თვითონ ცხოვრება აღმოშობავს ხოლმე თავისათვის წესსა,
განსაზღვრავს ხოლმე თავის რჯულსა და კანონსა, – მხოლოდ ამ კანონსა გაგება უნდა,
გამოფენა საქვეყნოდ და შეძლებისამებრ გზის გახსნა, რომ მისი წარმოება არაფერმა არ
შეაყენოს. ამიტომაც ჩვენის «მოამბის» უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრება იქნება
თავის სრულის წარმოებითა, სრულის ვითარებითა. რამოდენაც შეიძლებს ჩვენი ჟურნალი
ამის აღსრულებას – მაგას დრო და ჩვენი შეძლება გამოაჩენს: საქმეა ყოველისფრის
გამომცდელი. ჩვენ წინადვე ვერას ვიტყვით ამის მეტსა, რომ აწინდელის ცხოვრების წრეში
ჩადგომა გვინდა, მისგან ყრუდ ჩაძახილის ამოძახნა, მისის ვითარების ცნობაში მოყვანა,
მოძრაობისათვის გზის გახსნა. ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ჟურნალი უნდა იყოს
უთუოდ დღევანდელს ცხოვრების წრეში მოჯადოებულსავით გაჩერებული, – არა,
ყოველგონიერ ჟურნალის თვალი ხშირად არის მიმართული მომავლისაკენა. «აწმყო,
შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა», ამბობს ერთი ფილოსოფოსი. აი,
აწინდელ ცხოვრებას რა მნიშვნელობა ექნება ჩვენის ჟურნალისათვის. აწინდელ
ცხოვრების ვითარება არა მარტო სადღეისო მოსავალია, რომელიც დღესვე უნდა
დაიხარჯოს, არამედ მასში მომავლისათვისაც თესლი ურევია, როგორც წარსულში ერივა
აწმყოსათვის. თუ ჩვენი ჟურნალი დაჰყურებს დღევანდელ ცხოვრების მოქმედებას, უფრო
მაგ თესლისათვის დაჰყურებს, რომ ეგ გამოჰკრიფოს ხვალისათვისა. რაც შორსა სცემს
ჟურნალის თვალი, მით უფრო კარგია, ჩვენის ფიქრით ჟურნალი და დღეგრძელი.

90
ამ სახით, თუ ჟურნალს უნდა კეთილ-სინდისიდ აღასრულოს თავისი ძნელი საქმე, უნდა
თვალგაფაციცებით თან აჰყვეს აწინდელ ცხოვრებასა, რათა ყოველ აღმოშობილ ფაქტსა
თვალი და გონება ადევნოს; ყოველ აზრის საკეთილო მოძრაობას გზა მისცეს,
ყოველიფერი შენიშნოს და ყოველიფერს პასუხი გასცეს, ერთი სიტყვით, უშველოს
ცხოვრების წინ ფეხის გადადგმასა გასამჯობინებლად, გასაკეთებლად. ამ ძნელ საქმეში
ჟურნალმა უნდა წაიმძღვაროს წინ მეცნიერების სინათლე და ხელოვნების კალამი. ჩვენ
ზემოთა ვსთქვით, რომ ამ ორ ძლიერ მომქმედთა ღონისძიებათა მოჰყავთ ყოველიფერი
ცნობაში და რაც ცნობაშია მოყვანილი, მხოლოდ ისა სცვლის ცხოვრებასა და აკეთებს.

მეცნიერებას და ხელოვნებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ცხოვრების გასამჯობინებელ


ღონისძიებათა. დაე, ზოგიერთმა მწიგნობარმა მეცნიერების სახელითა გაიწყალოს თვალი
და გონება იმის გამოძიებაში, რომ ამა და ამ ეგვიპტის პირამიდზედ ეს იეროგლიფი ისე არ
უნდა იყოსო, ან წარტოლვილ ჭეშმარიტების ძებნაში ავარჯიშოს თავისი გონიერება; ან
ზოგიერთმა უნაყოფო პოეტმა ხელოვნების სახელითა უკუარიდოს პირი თავის ხალხის
ცხოვრებასა, მეშვიდე ცას შეაჩეროს გაბეცებული თვალები და ბულბულსავით უაზრო
შტვენა დაიწყოს და აღარ გაათავოს. ჩვენ იმათთან საერთო გზა არა გვაქვს.

ისინი მარცხნივ მიდიან გატკეპნილ გზაზედ და ჩვენ კი მარჯვნივ გავწევთ. ჩვენ


მეცნიერებას და ხელოვნებას მოვსთხოვთ არსებითსა პურსა ცხოვრებაში გამომცხვარსა და
მშიერთათვის მოსახმარესა და გამოსადეგსა. მეცნიერებამ უნდა გვიშველოს თავის
გამოცნობილ ჭეშმარიტებაებით ცხოვრების ახსნა და გაგება; მან უნდა მოგვცეს
პირდაპირი პასუხი ყოველ საჭირო კითხვაზედა. რაც კი პირდაპირ მოედგმება ცხოვრების
ვითარებასა, რაც კი გადმოიღება ცხოვრებისათვის – ის იქნება უფრო საჭირო ჩვენის
ჟურნალისათვის. სხვა რაღაც წარტოლვილ ცნობაებში გაბმა და ტრიალი ჩვენთვის
სრულიად უფასო იქნება და გამოუსადეგი. ეგ იმან ინდომოს, ვინც სიტკბოებას ხედავს
უქმის ჭკვის ვარჯიშობაში და ფრენაში. ხელოვნებასაც იმას მოვსთხოვთ, რომ სარკესავით
ცხოვრება გარდმოიცეს, რათა ჩვენი თავი მის მომხიბლავის კალმით ცხოვლად იყოს
წარმომდგარი ჩვენ წინა, რათა სიცუდეც და სიკეთეც ჩვენი დავინახოთ. დროა ხელოვნებამ

91
თავი დაანებოს «ღრუბლების ცურვასა», «გაფაღარათებულ ვარსკვლავების ცაში ბოლთის
ცემასა», მთვარის ხვეწნასა, რომ ჩემ საყვარელს უთხარიო: ცხრა მთას იქით ერთი
უბედური პოეტია, რომელსაც შენგამო «ოხვრის კვამლი» თვალებსა სწვავს და ცრემლს
ადენსო; დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს უგემურ ღმეჭასა და თვალების სრესასა, ეგება
ცრემლი მომივიდესო; დროა ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგ-
მდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის. იქ, ცხოვრების ძირში, ის იპოვის ბევრ
მარგალიტსა და უფრო ბევრ ლექსა და ლაფსა; არც ერთის გამოხატვა არ უნდა აშინებდეს
ხელოვნებასა და არც მეორისა, არც ერთის გამოთქმა და არც მეორისა არ უნდა აშინებდეს
ჟურნალსა. როდი უნდა იწყინოს ქართველმა, როცა ჩვენი «მოამბე» სხვათა შორის
ხელოვნების შემწეობით დაუნდობელად გამოჰფენს ჩვენის ცხოვრების ჭუჭყსაცა.
ქართველის უსიყვარულობაში ნუ ჩამოგვართმევენ, როცა ჩვენი ჟურნალი მკაფიოდ
საქვეყნოდ გამოსთქვამს მას, რაც ქართველში ცუდია და საზიზღარი. საქართველოში თუ

სადმე ორსა და სამს უყვარს ქართველი, ჩვენ იმათში უკანასკნელი არა ვართ. ეს კი უნდა
ვსთქვათ, რომ ჩვენ ქართველში გვიყვარს მხოლოდ მისი სიკეთე, სიცუდე კი ყველგან
საზიზღარია, ქართველი იქნება მისი მექონი, თუ ანგლიელი, სულ ერთია ჩვენთვის, ორივ
წყალში გადასაყარნი იქნებიან. ბევრნი არიან ჩვენში იმისთანანი, რომელნიც ცდილობენ
ჩვენის ცხოვრების სიბოროტის დამალვასა, ეგ იმათ მოსდით ქართველების უმეცარ
სიყვარულისა გამო, ის კი არ იციან, რომ დიდი ხანია არის ჩვენში გლეხური ანდაზა:
მოყვარეს პირში უძრახე,მტერს პირს უკანაო. ისინი, უმეცარნი მოყვარენი ჩვენნი, ზედ
დაასმენ ხოლმე შეჩვენების და განგდების ბეჭედსა მას, ვინც კი ვეღარ მოითმენს
ცხოვრების საძაგელ გუბეში დგომასა, ამოჰყოფს თავს, რომ სხვას მაინც უთხრას, ამ გუბეში
არ ჩაიგდო თავიო, თორემ დალპებიო მის წარმწყმენდელ ოხშივარის ზედ-
მოქმედებისაგან. ჩვენ საბედნიეროდ არიან ჩვენში იმისთანა პირნიც, რომელთაც ჩვენზედ
უკეთ იციან, რომ ვინც შენიშნავს მართლად სხვის ნაკლულოვანებას, შეიძლება მასვე
უნდოდეს გასწორება და სიკეთე მისი. რაც უფრო მკაფიოდ და დაუნდობელად არის
გამოთქმული ბოროტება და ნაკლულოვანება ცხოვრებისა, ზოგჯერ მით უფრო სჩანს
გამომთქმელის გულის სიმხურვალე, მოუთმენელი, ცხარი წადილი გასწორებისა. ვისაც

92
ძალიან სძულს ბოროტება, მას ძალიან ეყვარება კეთილი – ეგ აშკარაა. ტყუილად კი არ
არის ნათქვამი ეს ლექსი:

ჩემზედ ამბობენ: «ის ქართვლისას სიცუდეს ამბობს,

ჩვენ ჭუჭყს არ მალავს – ეგ ხომ ცხადი სიძულილია!»

ბრიყვნი ამბობენ; კარგი გული კი მაშინვე ჰგრძნობს

ამ სიძულილში რაოდენიც სიყვარულია.

ოღონდ ხელოვნება არ გადასცდეს თავის საკუთარ კანონებსა და მეცნიერება –


ჭეშმარიტებასა, და დაე, არც ერთი და არც მეორე ნუ მოერიდება იმის გამოაშკარავებას,
განკიცხვას, რაც ჩვენში საკიცხავია და ცუდი. დაე ორივემ იარონ ცხოვრების მდინარეში,
მონახონ მარგალიტები და თუ იმათ ამოკრეფაში ლაფი და ლექი თან ამოჰყვება, რა უყოთ?
ლაფი ჩამოვირეცხოთ, ჭუჭყი მოვიშოროთ, რომ მხოლოდ მარგალიტები დაგვრჩეს ჩვენის
ცხოვრების სასახელოდ. მოგვიტევოს მკითხველმა, რომ მეცნიერება და ხელოვნება – ეგ
უდიდესნი საგანნი – ისე, გაკვრით მოვიხსენიეთ ამ სტატიაში. ჩვენი სურვილი ის იყო,
რომ გვეჩვენებინა არა მათი სრული არსებითი ვითარება, რომელზედაც ჩვენს «მოამბეს»
კიდევაც ბევრჯერ შეხვდება შემდეგშიაც ლაპარაკი, არამედ მარტო მათი დანიშნულება,
ე.ი. რომ იგინი, ჩვენის ფიქრით, არიან მხოლოდ ღონისძიებანი, რომელნიც გვიშველიან
ცხოვრების სიბნელიდამ სინათლეში გამოყვანასა.

ცხოვრება, მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც ყოველ ჟურნალისა შიგმდებარედ არიან,


იმოდენად მოვიხსენიეთ, რამოდენადაც საჭირონი იყვნენ იმისათვის, რომ
მკითხველთათვის გვეჩვენებინა მხოლოდ ის გზა, რომელზედაც გაივლის ჩვენი «მოამბე».
კიდევ ვიხდით ბოდიშსა, თუ ეს სტატია მეტაფორებით სავსე ეჩვენოს მკითხველსა. ჩვენი
ცდა მარტო ის იყო, რომ ჩვენი აზრი გაგვეგონებინა მკითხველთათვის, ამიტომაც ყოველი
ღონისძიება მოვიხმარეთ, რომ ეგ აგვესრულებინა. თუ ამ სტატიამ მაგოდენი შესძლოს,
ჩვენ კმაყოფილნი ვიქნებით.

93
მეტი არ იქნება მოკლედ განვიმეოროთ ის, რაცა ვსთქვით ამ სტატიაში. ჩვენ გვინდოდა
გვეჩვენებინა მკითხველთათვის, რომ ცხოვრება თვითრჯულია, იგი არ გამოიჭრება ხოლმე
კაცისაგან მოგონილ რიკრიკაზედ; რომ თუმცა იგი ბერდება, მაგრამ იმ სიბერის
გამოცდილებით ისევ თავის-თავად ახლდება და ჰყვავის; რომ მეცნიერება და ხელოვნება
არ არიან მოგონილნი კაცის ჭკვის და გამოხატულობის არც ვარჯიშობისაგან და არც
ვარჯიშობისათვის; რომ იგინი იბადებიან ცხოვრებისაგან და არსებობენ ცხოვრებისათვის;
რომ იგინი წინ მიდიან ცხოვრების ვითარებისა გამო და მერე თავის რიგზედ თვითონვე
წინ მიჰყავთ ცხოვრება; რომ რაც მაგათგან არის მოყვანილი ცნობაში და დამტკიცებული,
ის გადადის ხალხში და იგი სცვლის ხალხის მდგომარეობასა და ცხოვრებასა; მაგ
დამტკიცებულ აზრების და ცნობაების გადასვლის გაადვილება ჩვენის «მოამბის» საქმეა.
რამოდენადაც ცნობიერად და ვრცლად მოეკიდება «მოამბე» თავის ძნელ საქმეს,
რამოდენადაც მიაგნობს და შეატყობს ცხოვრების მაჯის ცემასა და შენიშნავს იმ მაჯის
მცირედსა ცვლილებასა, რამოდენადაც ნათლად განარჩევს ცხოვრებისაგან მოგუბებულ
მასალასა და თვითეულ მის შემადგენელს ნივთსა საყოველთაოდ განაბრწყინებს
მეცნიერების შუქით და ხელოვნების წარმოდგენითა, იმოდენად იგი პატივცემული იქნება
საზოგადოებაში და ნაყოფიერი ცხოვრებისათვის. გზა დანიშნული აქვს და არჩეული
ჩვენს «მოამბესა». ვნახოთ, როგორ გაივლის! ღმერთმა კი მშვიდობის და სიკეთის
მგზავრობა მისცეს, ღმერთმა მოაპოვებინოს მრავალი თანამშრომელი, რომ ჩვენის ქვეყნის
და ხალხის სიყვარულის სახელითა ძმურად ურთიერთს მხარი მისცენ და არ დაივიწყონ,
რომ ხალხი დაბალი, თუ მაღალი – ყველა მოყვასია ჩვენი, შეძლებისამებრ ყველამ უნდა
ვუშველოთ... თუ ხალხი მართლა მოყვასია, რუსთაველი გვასწავლის, მოყვასს როგორც
უნდა მოექცეს კაცი:

«ხამს მოყვასი მოყვასისთვის სიცოცხლისა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად».

[1862წ.].

94
დაიბეჭდა ჟურნალ «საქართველოს მოამბეში».

1863წ., №1.

კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია

აი, ესეც ახალი გაზეთი ჩვენის ძველის სახელითა*. ძლივს არ დაიბადა!.. მაგრამ რაღაც
უგემური კი გამოდის. ფხა არა აქვს, ფხა!.. მოჰყოლია, ბატონებო, ეს მეცნიერებაო, ეს
ცხოვრებაო, ეს ისაო, ეს ესაო. ვსთქვათ, რომ მართლაც მეცნიერი იყოს (ტყუის კი, თქვენმა
მზემ), ვსთქვათ, რომ ცხოვრების ამწონიც და დამწონიცა, – ვითომ მაგით რაო? არა, ვის
წინა თამაშობთ მალაყებსა? მაგითი გინდათ თვალი აგვიბათ, განა? მაშ კარგად გიცნიათ
ქართველები. მოგესევით, ბატონებო, ასეთს კორიანტელს აგიყენებთ, რომ თქვენის საქმისა
ვერც თავი გაიგოთ და ვერც ბოლო. ვითომ ბევრი ქექა და თავის-ტკენა დაგვჭირდება თუ!..
ამის მეტი ხომ არა დაგვეხარჯება-რა, რომ ეგ თქვენი «ივერია» უკუღმა წავაკითხოთ
საზოგადოებასა. ეგ სახელი უკუღმა რომ წავიკითხოთ, «აირევი» გამოვა. აი, აგერიოთ გზა
და კვალი!.. კაი სახელი დაგირქმევიათ, ო, თქვენმა მზემ! რაო? მეცნიერება და
ცხოვრებაო?!.. აი, მეხი კი დაგეცათ. გაზეთიო მეცნიერებისა და ცხოვრების შორის
შუამავალიაო. მაჭანკალი გეთქოთ. არა, ჯერ ერთი ეს მითხარით: ჩვენს უფერულს,
უგემურს, ზლაზვნით მოარულს ცხოვრებას რა აქვს დასაბარებელი მეცნიერებასთან, რომ
მოციქული აგიჩენიათ. ან თითონ მეცნიერებას ნუთუ უჩვენოდ ვეღარ გაუძლია, ნუთუ
უჩვენოდ ფეხი წინ ვერ წაუდგამს, რომ მის მხრითაც შუამავლის მოგზავნა საჭიროდ
დაგინახავთ. ჩვენს ცხოვრებას მეცნიერებასთან რა ხელი აქვს და მეცნიერებას ჩვენს

--------------------

* ეს ფელეტონი დაიბეჭდა ახლად დაარსებულ გაზეთ «ივერიის» პირველ ნომერში (1877


წელს).

95
ცხოვრებასთან? ვითომ აქამომდე რომ ესენი უმძრახად იყვნენ და უერთმანეთოდ
სუფევდნენ, – რა ცუდი იყო, და დაგვაკლდა? არაფერი, თქვენმა მზემ, მაშ ისე რა
გასჭირებია ან მეცნიერებას, ან ცხოვრებას, რომ ერთმანეთთან მოციქულის მიგზავნა
დასჭირებიათ და ამ მოცუქულად ამოურჩევიათ ეს ახალი გაზეთი. მაგრამ ვინ იცის?
იქნება ერთს მეორის ვალი ედოს, იქნება ეხლა დრო მოვიდა გადახდისა და, ვიდრე
ისტორიის წინაშე განიბჭობიან, სურთ რომ მოციქულის პირით როგორმე მოშველდნენ?
იქნება თითონ ცხოვრებაც ადამიანისა სესხი და ვალი იყოს? თუ ეგრეა, ჩვენ ქართველებს,
ათადამ-ბაბადამ მაგ სესხისა და ვალის მეტი არა გვიკეთებია რა! გვიღია სესხიცა და
გვიხდია ვალიცა. ეგ დიდის ხნის ამბავიაო, მეტყვი, მკითხველო! მაშინდელია, როცა ჩვენი
ცხოვრება ჩვენს მხრებზედ ეყუდა; როცა ამ მძიმე ტვირთიდამ მხარის გამოცლა ჩვენში
სირცხვილი ყოფილა. ეხლაო? ეხლა სესხია ჩვენი ცხოვრება ყველასათვის და ვალია თუ
არა ვისთვისმე – ეგ კი ღმერთმა იცის.

შორს წავედი. რაზედ დავიწყე ლაპარაკი და რაში გავები. ქართველი ვარ და ტიტინი
მიყვარს. შემინდეთ მეტი სიტყვა.

გაზეთმაო მეცნიერების შენობისთვის ცხოვრებისაგან მოგროვილი ქვა-კირი უნდა


ზიდოსო და იქიდამ კიდევ დედა-აზრები უნდა გადმოიტანოს ცხოვრებაშიო.

ნეტა რას მიჰქარავთ!..

ნუ დამიღონდი, მკითხველო!@რა ვქნა, სიცილით ვიწყებ და გლოვით ვათავებ ხოლმე.


სიცილი და გლოვა ვითომ და-ძმანნი არ არიან? ვითომ ხელი-ხელ გაყრილნი არ
დაიარებიან იმ მუშტის-კრივში, რომელიც არსებითის პურისათვის დღე-ყოველ
გამართულია და რომელსაც ცხოვრებას ეძახიან? ორპირია, ბატონო, ცხოვრება: როცა ერთი
პირი უცინის, მეორე უტირის. ნუ დამიღონდი. ავყვეთ კიდევ ამ ჩვენს ახალს გაზეთსა. თუ
ეგრეა დაწესებული, დეე სიცილ-ტირილმა, ამ და-ძმამა გვდიოს ჩვენ ბოლომდინა.

მოჰყოლია ეს ახალი გაზეთი და ყვირის: ჩვენ არ ვიკადრებთო ადამიანის


შეურაცხყოფასაო. ნუ იკადრებთ, თუ გიყვარდეთ. განა ქართველები არა ხართ?

96
ვაი თქვენს ლხენასა, თუ ეგრეა. და თუ ქართველები ხართ, გული გაგიძლებთ, რომ არ
იმასხარაოთ!.. ყოველი წესი, ჩემო საყვარელნო, პაჭიჭსა ჰგავს: თუკი ერთი წვერი
შემოერღვა, გათავდა კიდეც – სულ ბოლომდე რღვევით წავა. ეს კარგათ დაიხსომეთ და
ჩაიჭდიეთ გულში.

ეს ადამიანის უფლებაო, ეს ზნეობითი კანონიო!.. დასწყევლოთ ღმერთმა. რეებს არ


მოიგონებენ კაცის მაცდურებისათვის. გვიხსენ, უკუღმართო წუთისოფელო, ამ
ბოროტებისაგან! ბევრი კევრი დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ამისთანა კი ჯერ არც
ერთხელ. რაებს ბოდვენ!.. ახლა გინდათ ეგ ვალიც დაგვადოთ კისერზედ, რომ კაცის
უფლებას, ზნეობითს კანონს საყარაულო გავუმართოთ – ცოტა ვალი გვაქვს, რომ ეგეც ზედ
არ დაართათ...

ადამიანის უფლების დარღვევაო!.. ვიშ, რა მოუგონიათ! რა გაბერილი სიტყვაა!.. რამოდენი


კალთები აქვს! რასაც გინდა, ქვეშ იმას შეაფარებ. აი, აი, აი!. ახლა მაგ ქანდარაზედ რომ
შემსხდარხართ, ვითომ ფეხს მოიკიდებთ და თავდაყირა ძირს არ დაეშვებით? ერთი
მითხარით, თქვენ ადამიანები ხართ თუ არა? თუ ადამიანები ხართ, «არა-რა ადამიანური
თქვენ არ უნდა გეუცხოებოდეთ»...

ვითომ თქვენ უარჰყოფთ ვნებათა-ღელვის ძალმომრეობასა; ვითომ უმსგავსოდ


დაბრეცილი და აწოწვილი თავმოყვარეობა ადამიანისა – არაფრად მიგაჩნიათ, ვითომ
ადამიანის შური, მტრობა, შურისძიება თქვენ დაგიმორჩილებიათ; ვითომ გაწუწკებულის
გულის ლაქლაქობის სენი – ადამიანის თვისებად არ გიცვნიათ!

დავიჯერო, რომ ესენი ყველა ერთად და თვითეულად ცალკე გულიდამ სამუდამოდ


გაგიდევნიათ? მაშ, ადამიანობისა საერთოდ და ქართველობისა საკუთრივ, რაღა
დაგრჩენიათ? აი, თქვე ანგარების მოყვარენო! თქვე ადამიანის უარმყოფელნო, თქვე
ქართველობის მოღალატენო! მიგიხვდით, მიგიხვდით; რაც ადამიანობის, ქართველობის
უბედურებას შეადგენს, იქიდამ თავს ისხლეტთ, და რაც სიკეთეს და ბედნიერებას, იმაში
კი წილს იდებთ. ფუ, თქვენს ვაჟკაცობასა, გულშემატკივრობასა, თქვენს სულგრძელობასა!

97
განა ეგრე უნდა? ლხინში მეც შენთანაო, ჭირში კი შენ შენთვისო და მე ჩემთვისო. ამას
უცილოდ თქვენ ვინ დაგითმობთ!..

ჩვენი გაზეთიო ჩვენის ცხოვრების სარკე უნდა იყოსო. თუ ეგრეა, მაშ, ხომ ჩვენს
ცხოვრებაში უნდა ჩაებათ. ის კი აღარ იცით, ხარი ხართან დააბიო, ან ზნეს იცვლის, ან
ფერსაო, ვნახოთ, თუ ფერიცა და ზნეც არ გაცვლევინოთ. მე ადამიანის ცხოვრება ცოტად
თუ ბევრად მიწვნევია და მწამს, რომ შექსპირი მართალია; «სულელთ თამაშია ადამიანის
ცხოვრებაო, – ამბობს იგი, – გინდათ თუ არა, უნდა ჩავდგეთ და ვიტრიალოთო». ჩვენც,
გვინდა თუ არა, ჩავდგებით, ვიტრიალებთ და თან ჩავითრევთ ამ ახალს გაზეთსაცა. მაშინ
ვნახავთ, ეს თქვენი «ივერია» როგორ გადიხატავს ამ ტრიალსა. ერთი სიტყვით, კარგი რამ
გეჭირება – გაგვიკვირდება, ავს კი აღარ გავიკვირვებთ. ვნახოთ, მოვიცდით!

ჯერ კი როგორღაც უგემურია. უფხოა, უფხო, თუ შენც იტყვი, მკითხველო. იქნება გემო და
ფხა იმაშია, რისთვისაც ამ «ივერიას» თავი დაუნებებია? ვინ იცის! ეჰა, ქვეყნის
უკუღმართობავ, არა იყავნ ნება შენი!..

[1877 წ.].

დაიბეჭდა «ივერიაში», 1877 წ., 1 იანვარი №1.

ზოგიერთი რამ «თქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა».

თ. გრ. ორბელიანი.

რაკი ჩვენს ღარიბს ლიტერატურაზედ და ეხლანდელს მწერლობაზედ დაიწყებ სადმე


ლაპარაკსა, მაშინვე რაღაც მოდუნებულის პირის მთქნარებითა და, თითქო რაღაც
სიმზაკვრით სავსეს სიხარულითა, მოგახლიან ხოლმე: ეხლანდელს მწერლებს ენა არ
უვარგათო.

98
მეც, ცოტად თუ ბევრად, ამაზედ თანახმა ვარ, მაგრამ ერთი ეს მინდა ვიკითხო: გვაქვს კი
ენა, რომ ვიწუნებთ კიდეც?.. ვიცი, ამ ჩემს, პირველ შეხედვით უსაფუძვლო, კითხვაზედ მე
ბევრი თქვენგანი,

მკითხველო, მასხარად ამიგდებს; მაგრამ აბა, მკითხველო, შენ მე ყური მომიგდე: მე


გეტყვი და შენ დალაგებით და აუჩქარებლივ მმისმინე. მე წინათვე ვიცი, რომ მასზედ,
რასაც მე ვიტყვი, გული დაგეთანაღრება, აიტკიცები და შესწუხდები, მაგრამ შენ კი,
მკითხველო, იქნება ის არ იცოდე, რომ თითო სიტყვას, რასაც ეს წერილი ქვევით
მოგახსენებს, იქნება თითო კოშტი სისხლიც თან ამოჰყოლოდეს.

რაზედ გაიჭირე საქმეო, მეტყვი შენ. იმისთვის, ჩემო ძმაო, თუ დაო, რომ «თქმით ჭმუნვა
მაინც შემცირდებისა»-ო, ჩვენის პოეტის არ იყოს.

II

აიღებს ბეჩავი ქართველი მწერალი ხელში კალამს თუ არა, მაშინვე გულამოსკვნით


შედგება ხოლმე და თავის თავსა ჰკითხავს: ვის უნდა ველაპარაკოო, და სისხლი ძარღვში
გაუშრება ხოლმე. მართლა-და, ვის უნდა ელაპარაკოს? მეტყვიან: ყველასაო. დიაღ, კარგი
და პატიოსანი, მაგრამ ჩვენ, ქართველებს, საყოველთაო რა გვაქვს, რომ მწერალმა ფრთა
გაშალოს და იმაზედ განაღვლოს საყოველთაო ნაღვლითა, ანუ გალხინოს საყოველთაო
ლხინითა? ქართველობა ხომ არა გგონია საყოველთაო სალხინებელი და სანაღვლებელი?
დიაღაც ეგ უნდა იყოს, მაგრამ სად არის ქართველი და ქართველობა? ერთი ეს მინდა
გკითხო: ვართ-ღა სადმე? როგორ თუ ვართ-ღაო, შემომიტევ წყრომით. თუ შენ, ჩემო
მკითხველო, ადამიანობა, კაცური-კაცობა ხელში მჩვრად არ გადაგიქცევია, ვიცი, რომ ამ
კითხვაზედ ძარღვი ჩაგწყდება; ისიც ვიცი, რა ტკივილიც ამოგაკვნესებს; მაგრამ ესეც უნდა
იცოდე, რომ ბალღამში ამოვლებულს ჭეშმარიტებასაც ვაჟკაცური მოსმენა უნდა. რით ვერ
გაიგე, რომ ჩვენ უბედურნი ვართ!.. ყური მომიგდე.

III

99
პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე იმ ხავსმოკიდებულს გუბეს, რომელსაც ჩვენ,
ქვეყნის სამასხარაოდ, ცხოვრებას ვეძახით, რომელშიაც ჩვენ, რაღაც დაუდეგარის
კმაყოფილებით, ვჭყუპალაობთ, და რომლიდამაც ათასი სხვადასხვაფერი ნაკადული
იწრიტება ცალ-ცალკე და სხვადასხვა გზით მიდის, და «რაოდენადაც ერთმანეთზედ
შორსა ვალს, ეგოდენ დაუძლურდების», – ამ გუბეს რომ თვალღია და აუჩქარებლივ
დააკვირდე, მაშინ შენც ჩემთან ამოიკვნესებ და იტყვი: «ვართ-ღაო!»

აჩქარებული კაცი, ის კაცი, რომელსაც უნდა შავი ფიქრები თავიდამ მალე მოიშოროს,
ადვილად გვიპასუხებს ჩვენ და გვეტყვის: ბრმანი ყოფილხართო. ეს ჩვენი დედაქალაქი და
ეს შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე გუნდ-გუნდად მორიგებული მისი შვილი – სოფლები,
ქართველები არ არიანო, მაშ ვინ არიანო. ქალაქი იქნება დედა იყოს, სოფლებიც იქნება
მისი შვილები იყვნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დედის ძუძუ გაშრა და დედის ძუძუს
შვილი აღარა სწოვს.

IV

ქართველები არ არიან, მაშ რა არიანო? არიან თავადნი, აზნაურნი, მღვდელნი, ვაჭარნი,


გლეხნი, ჩინიანნი და უჩინონი – ყველანი არიან, და ქართველი კი არსად არის. თავადს
აზნაური სძულს, აზნაურსა – თავადი, გლეხსა – ორივე, ნუთუ ესენი ქართველნი არიან,
ერთის დედის საქართველოს ოჯახის შვილნი? თავადის აზრი – სათავადოა, აზნაურის –
სააზნაურო, გლეხის – საგლეხო, ვაჭრისა – სავაჭრო, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთს
თესლზედ აღმოსულნი? თავადის აზრი აზნაურს არ უხდება, აზნაურისა – თავადსა,
ორივესი – გლეხსა, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთისა და იგივე ხორცისა და სულისა
ნაყოფნი და ერთის დედის საქართველოს ძუძუთი გაზრდილნი? ეს ასომთავრული რომ
ასომხედრულს გზას უღობავს, ეს თავადი რომ აზნაურს ზურგს უქცევს, აზნაური –
თავადსა, ორივენი – გლეხსა; ეს ვაჭარი რომ სამივეს ერთნაირის სიხარბითა სწოვს, ნუთუ
ესენი თვითეულად ცალკე და ყოველნივე ერთად ქართველი ჰგონია ვისმე! ქართველი
საყოველთაო სახელია და ამათში რა არის საყოველთაო. ეგ თითო-თითოდ, ერთის

100
გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით რომ ცალ-ცალკე და თავ-თავად დავგორავთ, ზოგი
აქეთ, ზოგი იქით, ნუთუ ეგ თვითეული ქართველი ჰგონია ვისმე!

თქვენ მე მიჩვენეთ ის ადგილი, საცა მაგ თვითეულის გზები ერთად იყრება საყოველთაო
საქართველოს სიკეთისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი. ის
საერთო ნიშანი მიჩვენეთ, საითკენაც თვითეულის ჩვენგანის ჭკვა, გონება, ფიქრი,
გრძნობა, სურვილი ერთად, ხალისიანად და შეუპოვრად მიიწევდეს საყოველთაო
საქართველოს კეთილდღეობისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი.
საერთო ლხინი მიჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის: ჩემი ლხინი შენი ლხინი
არ არის, შენი ჭირი ჩემი ჭირი არ არის. ქართველი საყოველთაო სახელია და კიდევ ამას
გკითხავ: საყოველთაო რა გვაქვს? ჩვენში არის: «მე თუ შენ, შენ თუ მე», და ორივენი ერთად
კი არაო.

აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდამ მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო


ღიპ-გადმოგდებულის ქართველის მეტმა (ე. ი. გორის მაზრაში მცხოვრებელმა)
შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნება კახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ
მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქო ამათ არ ეძახიო, თითქო ისინი კი
ქართველები არ არიანო.

ის შემკრებლობითი, დიდებული ერთიანი აზრი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი


ქართველობაში უნდა ხედავდეს, ის სახელი, რომელიც ყველას გვერქვა, დაირღვა, ჩვენის
გონებიდამ ამოშრა, და ქართველი ეხლა ერთის კუნჭულის მცხოვრებთა საკუთარი
კერძოობითი სახელი-ღა გახდა და არა საერთო, საყოველთაო მთელის იმ ხალხისა,
რომელიც ერთად ტანჯულა, რომელსაც ქართველთა შესისხლულის ისტორიის მძიმე
უღელი ჭირში, თუ ლხინში, ერთად ძმურად უწევნია, რომელსაც ერთისა და იგივე ენით
ჭირში უგლოვნია, ლხინში უმხიარულნია, და რომელიც დღესაც ერთისა და იგივე ენით –
თუ არაფერს აკეთებს, – თავის მოძმეს მაინც აბეზღებს ღმერთთანაცა და კაცთანაცა.

101
იმერელი, გურული, მეგრელი, ქართლელი, კახელი – ეს ცალ-ცალკედ მითვისებული,
კერძოობითად მიღებული, განმაყოფელი სახელები, ჩემის ზემოხსენებულის სიტყვის
ცხადი მაგალითებია, მაგრამ მეტყვიან: ეგ ყველა ხალხში არისო. მართალია, მაგრამ არა
ეგრე გულსაკლავად, როგორც ჩვენშია.

იქ, სხვა ხალხში, საცა თვითეულს პირს თავის დამოკიდებულება თავის ხალხთან არ
შეუწყვეტია და სისხლში და ხორცში გამჯდარი აქვს, იქ მაგისთანა სახელები შინაურობაში
იხმარება ურთიერთის გასარჩევად და არა საქვეყნოდ, საგარეოდ. მარსელში მცხოვრებელი
ფრანციელი, რასაკვირველია, ფრანციელსვე ეტყვის, მარსელელი ვარო, მაგრამ უცხო
ქვეყნელს კი ეტყვის, ფრანციელი ვარო. ეგ იმას ნიშნავს, რომ იგი შინაურობაში
მარსელელია და გარეობაში – ფრანციელი. უცხოსათვის ერთი იმათგანია, საცა ყველანი
ამისათვის ცხოვრობენ და ყველასათვის თითონა ცხოვრობს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი
ძალა – ჩემი ხალხის ძალააო, ჩემი სიკეთე – ჩემი ხალხის სიკეთეაო, რომ ჩემი სისხლი
ყოველს ფრანციელთან ერთად დუღსო, ყოველის ფრანციელის ცხოვრების ძარღვი ჩემის
ცხოვრების ძარღვიაო, და თუ გინდაო, ყოვლის ფრანციელის ავად და კარგად მყოფობას
ჩემს მაჯაზედ შეატყობო. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი წყენა უცხოსაგან – ჩემი ხალხის
წყენააო, და ჩემი ხალხის წყენა – ჩემი საკუთარი წყენააო.

ჩვენში? ეჰ, რაღა გითხრა მკითხველო! შენც კარგად იცი, რომ ქართველი ჩვენის ტომის
საერთო სახელი აღარ არის, აღარც შინა და აღარც გარეთ, არც მახლობლისათვის და არც
უცხოსათვის. იმერელი – იმერელია, გურული – გურულია, მეგრელი – მეგრელია,
ქართლელი – ქართლელია, და სულ ყველანი კი ერთად ქართველები არ არიან.

ვაი, იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი, იმ ქვეყნას, საცა საერთო ძარღვში
სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა, საცა თვითეული
ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა «მე» ხშირია, და «ჩვენ» –
იშვიათი!

VI

102
განვთვითეულდით, ცალ-ცალკე დავიშალენით, ასო-ასოდ დავიჭერით, და მაგ
განთვითეულებამ, ცალ-ცალკეობამ ყოველგან და ყოველს-ფერში ის საქმე გვიყო, რაც
ეზოპეს ზღაპარში თვითეულს წკეპლას მოუვიდა, ერთად ძნელად გადასამტვრევს. ამის
შემდეგ, რასაკვირველია, საერთო სახელი აღარ შეგვრჩებოდა, და აკი აღარ შეგვრჩა.

რაკი ის დიდებული ქართველობის აზრი, ის საყოველთაო სახელი გონებიდამ


გამოგვეცალა, ჩვენი გონება დაიფუყა, სულით და ხორცით დავკუწმაწდით.

გონება ჩვენი, როგორც ყოველივე საგანი, რომელიც დაიფუყება, შეგვივიწროვდა,


დაგვისუსტდა და, რასაკვირველია, ვეღარაფერს ფართოსა და დიდს აზრს ვეღარ
დაიტევდა, და ვერ ზიდავდა: ამ მიზეზით ყოველივე აზრი, ფიქრი, სურვილი, გრძნობა
დაგვინამცეცდა, გონებითად, ზნეობითად დავპატარავდით. მას აქეთ, რასაც კი ხელი
მოვკიდეთ, ვეღარ მოვერივენით, რასაც კი გონების თვალით დავაკვირდით, გონებაში ვერ
დავიტიეთ; ავიღეთ ყოველი იგი და დავანაკუწეთ, იმოდენა ნამცეცებად ვაქციეთ,
რამოდენის ზიდვასაც თვითეულის ჩვენგანის ღონე შესძლებდა, რადგანაც მთელის
ზიდვისათვის საერთო მხარი აღარა გვქონდა. ზემოთ ვსთქვი, რომ ერთიანი სახელი
მთელის ჩვენის ხალხობისა ხუთ, თუ ექვს ნაჭრად დავყავით-მეთქი! გონებამ ჩვენმა
ერთიანი, მთლიანი აზრი იმ სახელისა ვეღარ დაიტივა, ვერ ზიდა, აიღო და ის სახელი და
მისი აზრი ხალხის მცირე ნაწილს დაარქვა. ამრიგად, სიტყვას: ქართველს, რომელსაც
საზოგადო მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოობითი მნიშვნელობა მიეცა. სიტყვას: მამულსაც –
ეგ საქმე დაემართა.

VII

მამული!.. ამ სიტყვის ყოვლად-მპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა


ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითეულება – ეგ ჭირთაჭირი არა მეფობს, იქ მაგ
სიტყვის აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი
ძარღვია. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ თვითეულსა – მთელის ხალხისა და მთელს ხალხს –
თვითეულისა ჭირი და ლხინი წარმოუდგება ხოლმე. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ დიდი

103
და პატარა, ქალი და კაცი თავის ქვეყნის ნაღველითა ნაღვლობს, ლხენითა ლხინობს,
დღეობითა და დიდებითა – დღესასწაულობს. იქ მაგ სიტყვაში ყოველია, და ყოველში
ყველა არის.

ჩვენში? ჩვენშიაც მაგ სიტყვას მაგეთი მნიშვნელობა ჰქონია თურმე. იცი როდის? როცა ჩემი
«მე» და შენი «მე» ჩვენის ერთიანის ხალხის ცხოვრების საყევარში ერთად ბმულა. ახლაო,
მკითხავ, მკითხველო? ნუთუ მაგას კითხვა–ღა უნდა? განა შენ თითონ არ იცი, რომ ეხლა
ეგ დიდებული სიტყვა თვითეულის ჩვენგანის გათავთავებულს უძრავს ქონებასა ნიშნავს
და არა მთელის ხალხის სამშობლოს, – ბინასა, რომელიც ქვისა და კირის მაგიერ ჩვენის
მამა-პაპის სისხლითა და ძვლებით დამყარებულია. სადღაა მამული? ხორცის
დაუძლურებას სულის დაუძლურებაც ზედ მოსდევს: განვთვითეულდით, და
რამოდენადაც თვითეული ჩვენგანი მთელს ქართველობაზედ უძლურია და პატარა,
იმოდენად თვითეულის ჩვენგანის აზრი საყოველთაო საგანზედ დაუძლურდა,
დაპატარავდა. ჩვენს დაფუყებულს და შევიწროებულს გონებას სადღა შეეძლო ექონია ის
ვრცელი და დიდებული აზრი დიდებული სიტყვისა? მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს
ქონდრის-კაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება ხოლმე; მამულისათვის
ბრძოლა ეხლა სასამართლოში შეტანილი ღერბიან ქაღალდზედ სადავო საჩივარია;
მამულისათვის ძლევამოსილობა – მოგებულის საქმის განაჩენის პირია, ჯეროვანად
შემოწმებული; მამულის სიმაგრე – ტყრუშული ღობეა, ვენახ გარეშემო შემორტყმული;
მამულის პატივი – ნეხვია, სახნავ მიწაზედ სასუქად დაყრილი; მამულის-შვილობა –
მხვნელისა და მთესველის სახელიღაა.

VIII

ზღვა კოვზით არ დაილევაო, ნათქვამია, აი თუ არ დაილევა, სად არის მამულის ყოვლად-


მპყრობელი, ვრცელი, ფრთაგასაშლელი მნიშვნელობა?

104
განვიმეორებ, განვთვითეულდით, და თვითეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი
მამულისა, რომელიც ყველასათვის ადვილად საზიდია. თვითეულობით ტვინი ამოშრა,
შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა.

რაღა უნდა გვექნა ამის შემდეგ? ავიღეთ და მთელი მამული, ერთიანი ჩვენი ბინა
დავყავით, გავინამცეცეთ თვითეულის ღონის კვალობაზედ ასე, რომ ზიდვაც შესაძლო
ყოფილიყო ჩვენის ქონდრის-კაცობისათვის და დაპატარავებულს ტვინშიაც
მოთავსებულიყო. დავაქციეთ ჩვენი დიდი ერთიანი სამშობლო ოჯახი, რომლის ბოძად
იყო ერთიანი მხარი მთელის ქართველობისა, და მის ნაშთის ნამტვრევებისაგან პატარ-
პატარა ხუხულები ავაშენეთ, რომელსაც საზოგადო სახელი «მამული» დავარქვით და
რომელშიაც ჩვენც დავეტივენით, და ჩვენი ამომშრალის ტვინის და გონების აზრიც
დავტივეთ; დავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი; დიდი «მამული»
დავშალეთ, პატარები გავიკეთეთ, და აქაც გავამართლეთ ჩვენის რუსთაველის სიტყვა:
ყოველი მსგავსი მსგავსსა შობსო.

თვითეულმან ჩვენგანმან თავისი ხვედრი, დიდის «მამულის» ნაშთი, თავთავად


შემოიღობა; იმ შემოღობილში თვითეულმან ჩვენგანმან თავისი საკუთარი ქვეყანა აიშენა
და საზოგადო სახელი «მამული» თავის კერძო მამულს დაარქვა და თქვა: თუ მე არ
ვიქნებიო, ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო. ამ სახით თვითეული ჩვენგანი თავის შემოღობილში
შეიკეტა, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აიჩინა; და რომ თვითეულმან ჩვენგანმან
საერთო საქმეს თვალი მოაშორა და გონება თავისი საერთო საგანზედ აღარ ავარჯიშა, ის
გონებაც ისე დაუბრმავდა, რომ იგი თავის ქონების ღობის იქით ვეღარ გადაუცილებია,
რომ თავის მოძმეს გაეხმაუროს მაინცა.

IX

ეხლა, ჩემო მკითხველო, შენ შენს კერძო მამულზედ სწუხხარ და სტირი, მე ჩემს კერძო
მამულზედა, ყველას გაცალკევებული, საკუთარი და კერძო ნაღველი გვაქვს, როგორღა
მივუყენებთ ერთმანეთს აზრსა? რადგანაც ვიცით, რომ ვეღარ მივუყენებთ ერთმანეთს

105
აზრსა, ამიტომაც სალაპარაკოდაც აღარ შევყრილვართ. ან სალაპარაკოდ რიღასთვის უნდა
შევყრილიყავით? ლაპარაკი აზრის აღებმიცემობაა. მე რა მაქვს შენთან საერთო, რომ
ერთად გვეაზრნა, საერთო აზრის აღებ-მიცემობა გაგვეწივა. რაკი შენ იმერლობა დაირქვი
და მე კახელობა, მე შენთან სალაპარაკო აღარა მაქვს-რა და შენ – ჩენთან; რაკი შენ შენს
სახნავს მიწას და ერთობ შენს უძრავს ქონებას შენი მამული დაარქვი და მე ჩემსას – ჩემი,
მე შენთან საერთო მოსაფიქრებელი აღარა მაქვს-რა, და შენ – ჩემთანა.

ამიტომაც დავშორდით ჩვენ ერთმანეთსა, შენ იქით წახველ და მე აქეთ წამოვედი, და მას
აქეთ მე და შენ ერთად აღარ გვილაპარაკნია. დიდის ხნის ულაპარაკობამ, როგორც აზრით,
ისე სიტყვითაც, ერთმანეთს დაგვაშორა. ერთიერთმანეთის სიტყვას ყური გადავაჩვიეთ:
შენ ჩემი სიტყვა ან სულ არ გესმის, და თუ გესმის, შენებურად გესმის, მე კიდევ შენი
სიტყვა ჩემებურად მესმის.

ამიტომაც ქართველი ვეღარავის გვიცვნია, თუმცა კი ყველანი ქართულად ვლაპარაკობთ.


რათ მოხდა ესე? იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ყოველსფერში გავთავ-თავდით, აზრი და
ყოველი საგანი გავითავთავეთ და სიტყვაც, რომელიც მარტო აზრისა და საქმის ნიშანია,
გათავ-თავდა. ამიტომაც ჩვენი ენა კილოიანი გახდა, იგავიანი, ორპირი შეიქმნა ასე, რომ
ერთ და იგივე სიტყვას მრავალგვარი აზრი მიეცა. აბა რა გითხრა იმისთანა, რომ შენ კილო
არ გამოაბა? მ ი ი რ თ ვ ი ც რომ გითხრა, ამ კარგს დარბაისლურს სიტყვას, თუ მოინდომებ
ცუდად ჩამომართმევ, თუ ნამეტნავად ზოგიერთა კაცის გულის გარყვნილებაში შენც
წილი ჩაგიდვია.

შ ე მ ო ბ რ ძ ა ნ დ ი რომ მითხრა, ხომ კაი სიტყვაა, ეგ ჩემზედ ჰკიდია, საწყენად მივიღო,


თუ სალხენად. აი აქ «ჰ კ ი დ ი ა « ვიხმარე და შენც ათასჯერ ხმარობ, მაგრამ ვშიშობ, რომ
მაგ სიტყვას ერთმა ბრიყვმა ვინმე თავისის წამხდარისა და გარყვნილის გონების აზრი არ
მიაწეროს.

106
სადღა არის ეხლა ქართული ენა? ან გვინდაღა ქართული, როცა ჩვენ თითონ ჩვენდა
დასაღუპავად ქართველობაზედ ხელი ავიღეთ? გონებით რომ აღარ ვსცხოვრობთ,
ქართულს ენას აზრს როგორღა გამოათქმევინებთ? ერთობისათვის რომ აღარა ვართ,
ერთნაირს სიტყვის მნიშვნელობას როგორ მოვსთხოვთ ჩვენს ენასა? თუნდ რომ ჩვენს ენას
და სიტყვას აზრიც გამოათქმევინოთ, ვის რად გინდათ, ენას აზრს ვინღა სთხოვს? ჩვენ
თითონ დავცალიერდით გუდაფშუტასავით, ცალიერი სიტყვებიღა გვინდა, ცალიერი
ხმები, რომ ენამ პირში იშტვინოს და ყურმა ძარღვი იფხანოს. სხვა რისთვის გვინდა ენა?
საერთო სახელი ქ ა რ თ ვ ე ლ ი კერძოობითად გავხადეთ, მ ა მ უ ლ ი დანეხვილ
ნაფუძვრად გარდავაქციეთ, პ ა ტ ი ვ ი – ნეხვად, თ ა ვ ი – გოგრად, და ჩვენი უადამიანობა
იქამდინ მივიყვანეთ, რომ კ ა ც ი კაცს აღარ ნიშნავს, თუ ზედ

კ ა ც უ რ ი არ დავუმატეთ, და მის შემდეგ კიდევ გინდათ, რომ ენა გვქონდეს?

XI

ჩვენ რომ ერთი-ერთმანეთს გადუდექით, თავი შევიკეტეთ ჩვენს პატარა ხუხულაებში და


ერთი-ერთმანეთს აღარ გაველაპარაკენით, რასაკვირველია, ენაც დაგვიმუნჯდებოდა და
დაგვიკოჭლდებოდა. მეტყვეკლების ნიჭს ისეთი ვარჯიშობა უნდა, როგორც ყველაფერს
სხვას. მეტყველების წყარო აზრია და აზრის წყარო გონებითი ცხოვრებაა. ჩვენ
განკერძოვების შემდეგ გონებითად აღარ გვიცხოვრია და რადგანაც ენას მაინც პირში
ტოკვა უნდოდაჩვეულებისამებრ, ავიღეთ და უაზრო ხმები, რომელიც ჩვენი ხუხულაების
გარეშემო პირუტყვის ბუნებაში ისმოდა, ენის სალაქლაქო ქართულ სიტყვებად ვაქციეთ,
და მადლობა ღმერთსა, დღევანდლამდე ამ-გვარის სიტყვებით იოლად მივდივართ.

ამიტომაც პირუტყვ-ბუნების ხმის მსგავსის სიტყვებით აივსო ჩვენი ენა, და დახე, თუ


ერთი გონებითი აზრის მცველი სიტყვა ემატნა. მაგალითები ათასია: ფრიალი, კრიალი,
ბრიალი, პრიალი, გრიალი, ქრიალი, ღრიალი, ჭრიალი, ხრუტუნი,

ღრუტუნი, სრუტუნი, წრუტუნი, ჟრუტუნი, ფრუტუნი, და ათასი ამისთანით აივსო


აზრმოკლებული, უნიადაგო ჩვენი უბედური ენა. სადღაა ქართული ენა? ქართველობა

107
გათავ-თავდა, მამული – აგრეთვე, სადღა გაიბას ქართულმა ენამ თავისი ფესვი საერთო
აზრიანობისათვის? კიდევ იმას ვიტყვი, რაც ზემოთა ვსთქვი: მე რა მაქვს შენთან საერთო,
რომ ერთად გვეაზრნა, რომ ერთმანეთის აზრის აღებ-მიცემობისათვის საერთო
მნიშვნელობის სიტყვა და ენა შეგვექმნა? შენ შენთვისო, მე ჩემთვისო, ძმებმა ერთმანეთს
ვუთხარით, ცივად ერთმანეთს თავი დავუკარით, უცრემლოდ ძმა ძმას გამოვესალმენით,
უკანასკნელი საერთო სიტყვა «მშვიდობით» უკანასკნელადღა ვახსენეთ, შენ იქით წახველ
და მე აქეთ, თვითვეულად, თავ-თავად, და ვინ იცის, როდისღა შევხვდებით ერთმანეთს,
რომ კიდევ ძმური, ერთიანი, განუყოფელი ქართული «გამარჯვება» მითხრა შენ – მე, და მე
– შენ, ჩემო დაკარგულო ძმაო, თუ დაო!..

[1866 –1876 წ.წ.].

დაიბეჭდა გაზ. «დროებაში»,

1876 წ., 14 მარტი, №27.

«ივერიის» წინასიტყვაობა I

კვირეული «ივერია» №1. თბილისი, 3 მარტი, 1877 წელი.

ჟურნალ-გაზეთობაში შემოღებულია ერთი ახირებული ჩვეულება. გამოვა ახალი გაზეთი


თუ არა, მისი რედაქცია უცილო ვალად ჰრაცხს პირველ ნომერშივე საზოგადოებას
აუხსნას თვისი დედა-აზრი, თვის მიმართულება, აღნუსხოს ყოველი ის, რითაც უპირობს
გაზეთს სულის ჩადგმას და ხორცის შესხმასა. ამ ჩვეულების ძალმომრეობით გაზრდილი
საზოგადოებაც, დაინახავს ახალს გაზეთს თუ არა, გულდაჯერებულია, რომ პირველს
ნომერშივე იპოვის რედაქციის აღსარებას მასზედ, თუ რა აზრი და დანიშნულება აქვს ამ
ახალ გაზეთსა; რის შემოტანა ჰსურს მწიგნობრობაში, თუ ცხოვრებაში; რა გზას, რა კვალს
დაადგება საზოგადო ცხოვრებისაგან მოვლინებულ საგანთა გამოძიებაში; რა თვალით
განიხილავს ყოველს მას, რასაც ჩვენი თუ სხვის ცხოვრება თავისს დაუდგრომელს

108
მიმდინარეობაში აღმოაჩენს; რას და როგორ ემსახურება და ბოლოს რას გვპირდება და რას
გვიქადისო.

ამ ჩვეულებას თვისი მართებული და პატივსადები საბუთი აქვს. საზოგადოებამ,


რასაკვირველია, უნდა იცოდეს, რა აზრის კაცთან იჭერს საქმეს, რისა და ვისს მიმდევარს
უნდა ათხოვოს თავისი ყურადღება. მაგრამ ყოველს მასზედ, რაც წინ მოვიხსენიეთ,
პასუხის მიცემა თითქმის შეუძლებელია. თუნდ ეგ არ იყოს, ცოტა უხერხოდაც მიგვაჩნია.
ამ შემთხვევაში პასუხად ხომ ცარიელი ლიტონი სიტყვა უნდა იყოს, – და ცარიელი სიტყვა
რა თამასუქია, ნამეტნავად ამისთანა ეჭვით სავსე დროში. ვინა ვარ, რა აზრისა ვარ, რა
საქმის დადგენა მინდა, რისთვის გამოვდივარ მოედანზედ, – ესე ყველა იმისთანა საგანია,
რომელზედაც საუბარი ვერ ეხერხება კაცსა ორში ერთი: კარგს იტყვის კაცი, – თავის-
თავზედ თქმა იქნება, და თუნდ მართალიც იყოს – ტრაბახობაში ჩამოართმევენ. ცუდს
იტყვის კიდევ – სულელობა გამოვა, ჰეინესი არ იყოს, არც ერთი ეს თვისება ისე
მიმზიდველი არ არის, რომ კაცმა თავი იტკინოს და იმ ზემოხსენებულს ჩვეულებას
თავიდამ ბოლომდე მიეცეს. გაზეთის საქმე დროთა მიმდინარეობისაა. დროს დავაცალოთ
მის თქმა, რის მოლოდინიცა აქვს მკითხველს რედაქციისაგან.

ჩვენ დღეს მარტო ზოგიერთს ჩვენს აზრს გამოვსთქვამთ მასზედ, თუ გაზეთჟურნალობა


რა ღონეა, რა ძალა, რა ფარხმალია ადამიანისათვის ცალკე და საზოგადოებისათვის
საერთოდ, რის უფლებას აძლევს მას, ვინც მაგის ასპარეზზედ

გამოვა და რა მოვალეობასა სდებს კისრად. ჟურნალ-გაზეთობა არის ერთ-გვარი ნაწილი


მწიგნობრობისა. როგორც მრთელს მწიგნობრობას, როგორც ყოველს გონებითსა ძალას
ადამიანისას და მის ნამოქმედარს, ისე ჟურნალ-გაზეთობას საგნად ადამიანის ცხოვრება
აქვს. ცხოვრება დაუდგრომელს დუღილშია, ფეხ-შეუფერხებელს მოძრაობაშია. იგი თვის
დუღილში, თვის მიმდინარეობაში ბევრს რთულს საქმეს და საგანს წამოგვიყენებს ხოლმე
თვალ-წინ. ამ საქმესა და საგანს გარჩევა უნდა, ახსნა და თავისი ადგილის მიზომვა.
ადამიანის გონებითი ძალა, რომელიც დღე მუდამ უნდა დასტრიალებდეს ცხოვრებას, ორ-
გვარად შეეხება ამ ცხოვრებისაგან აღმოჩენილს საქმესა და საგანსა. პირველი, – როგორც

109
მასალას, რომლიდამაც მეცნიერებითსა ძალას ადამიანისას გამოჰყავს დედა-აზრი
(პრინციპი) და ამ დედა-აზრზედ ამყარებს მეცნიერების შენობასა, საიდამაც ეს დედა-
აზრნი ისევ ცხოვრებაში უნდა გადმოვიდნენ. უამისოდ მეცნიერება უხმარი განძია,

უქმის ჭკუის უქმი ვარჯიშობაა. მეორე, როგორც წილადებს, რომელთაგანაც შემდგარია


დღევანდელი დღე, მის შინაგან-გარეგანი, ერთის სიტყვით – ის ჰაერი, რომლითაც დღეს
ვსუნთქავთ, ვცხოვრობთ და ვაივვაგლახობთ, ჩვენ და თქვენ, მკითხველო. რა ღონისძიებაა
იმისთანა, რომ დღე-მუდამის ცხოვრებისაგან მოგროვილი მასალა მეცნიერებას უზიდოს
და მეცნიერებიდამ დედა-აზრნი გადმოიტანოს ცხოვრებაში? მეორეს მხრით რა
საშუალებაა იმისთანა, რომ დღე-მუდამის ცხოვრების ავ-კარგიანობა, ვითარება
გადიხატოს, გადისახოს?

მწიგნობრობა ერთობ და ჟურნალ-გაზეთობა საკუთრივ. ამ-სახით, ჟურნალ-გაზეთობას


ორ-გვარი დანიშნულება აქვს. ერთის მხრით, იგი არის შუამავალი ცხოვრებისა და
მეცნიერების შორის, გამავრცელებელი კაცობრიობის ჭკუით მოპოებულის, გამოძიებულის
და აღიარებულის სიმართლისა, ჭეშმარიტებისა; მეორეს მხრით, იგი არის სარკე
საზოგადოების რთულისცხოვრებისა, მისი გონებითის, ზნეობითის მოძრაობისა. მასში
სჩანს და ისახება ყოველდღიურის აზრის მიდენ-მოდენა.

როგორც აზრისა და ცოდნის გამავრცელებელი, ჟურნალ-გაზეთობა წარმოგვიდგენს ერთს


უდიდეს სასწავლებელს, რომლის მეოხებითაც უნდა აღორძინდეს, აღიზარდოს,
დაფუძნდეს და გამშვენიერდეს საზოგადოების აზრი და რწმენა, გრძნობა და გემოვნება.
როგორც ცხოვრების სარკე, ჟურნალგაზეთობაწარმოგვიდგენს მას, რაშიაც უნდა
იხატებოდეს თვით საზოგადოების აზრი, გრძნობა, სურვილი ცხოვრების სხვადასხვა
საგანთა თაობაზედ. რამოდენადაც იგი ამის ამსრულებელია, იმოდენად იგი საწყაოა
საზოგადოების გონებითის, ზნეობითის ძალისა და ნიჭისა, იმოდენად იგი საზომია
ცხოვრების მოთხოვნილებისა და საჭიროებისა, იმოდენათ იგი საშუალებაა, რომლის
ძალითაც თვით საზოგადოება თვისის ცხოვრების სადავეს ხელთ იპყრობს და ცხოვრების
თვითრჯულს დენას საკუთარს თაოსნობას უმორჩილებს. ამ ორ-გვარს დანიშნულებას

110
ჟურნალ-გაზეთობისას ერთი და იგივე ფერი არ ადევს სხვადასხვა საზოგადოებაში, და
ერთსა და იმავე საზოგადოებაში სხვადასხვა ისტორიულს დროს. არის დრო და
საზოგადოება, საცა ჟურნალ-გაზეთობა, განსაკუთრებით თუ არა, უმთავრესად მაინც
მარტო მას მისდევს, რომ აღზარდოს საზოგადოების ჭკუა და გონება, გაუწმინდოს აზრი
და გრძნობა, ააღორძინოს საზოგადოების თვითმოქმედობითი ძალი და ხალისი
თვითცნობისა. არის დრო და საზოგადოება, სადაც ჟურნალ-გაზეთობა საზოგადოების
გამჭრიახობის, ზნეობითის მხნეობის და თაოსნობის გამომეტყველია, ასპარეზია
სხვადასხვა ცხოვრების კავშირთა და ძალთა ბრძოლისა. არის დრო და საზოგადოება საცა
ჟურნალ-გაზეთობა და ცხოვრება და-ძმასავით ხელი-ხელს გაყრილნი მიდიან, ჟურნალ-
გაზეთობა წინ მიუძღვის ცხოვრებასა და გზას უნათებს, და ცხოვრება კიდევ
მწიგნობრობის მოედანსა თავისის უკეთესის ყვავილითა ჰფენს. არის კიდევ დრო და
საზოგადოებაო, მეტყვი მკითხველო, საცა ჟურნალ-გაზეთობა ერთმანეთის ლანძღვა და
თრევაა. ეგეც არის, ჩვენდა საუბედუროდ, მაგრამ რა ვუყოთ, საცა წვრილია, იქა წყდება
ხოლმე. ეს ვეება ტანი ადამიანის ცხოვრებისა ისე როგორ გადარჩება, რომ დროთა ბრუნვამ
სადმე მუწუკი და იარა არ აუჩინოს.

ეს სხვადასხვა-ფერობა ჟურნალ-გაზეთობისა დამოკიდებულია სხვადასხვა


გარემოებაზედ. იმ ქვეყანაში, საცა საზოგადოების თვითმოქმედობის ძალა მილეულია,
საცა გონებითი და ზნეობითი ნიჭი დაძინებულია, იქ, რასაკვირველია, მწიგნობრობა
ერთობ, და ჟურნალ-გაზეთობა საკუთრივ, ძნელად თუ იქნება საზოგადოების აზრისა და
გუნების გამომთქმელი. აქ უპირველესი მოვალეობა ჟურნალ-გაზეთობისა სწავლისა და
ცოდნის გავრცელება უნდა იყოს, მან უნდა ფეხი აუდგას თვითმოქმედობის ძალსა, მან
უნდა აღადგინოს გონებითი და ზნეობითი ნიჭი. იმ ქვეყანაში-კი, საცა თვითმოქმედობის
ძალი საზოგადოებისა აღორძინებულია, საცა გონებითი და ზნეობითი ნიჭი აწარმოებს
ცხოვრებასა და მის გამო ცხოვრება დუღს და სჩქეფს, – იქ ჟურნალ-გაზეთობა აზრის აღებ-
მიცემობაა, იქ იმის ამომძახელია, რასაც ჩასძახებს საზოგადო აზრთა დენა, შეტაკება და
ბრძოლა.

111
ხოლო ამას კი დავუმატებთ, ანუ, უკეთ ვსთქვათ, განვიმეორებთ, რომ ცხოვრება რაც უნდა
უძლური, მიმკვდარი და უღონო იყოს, იმოდენად ღირს-შესანიშნავი რამ არის, რომ
ჟურნალ-გაზეთობას არ შეუძლიან თვის ერთგვარს დანიშნულებას აჰყვეს და ცხოვრებას
თვალი და ყური არ ათხოვოს. როგორიც უნდა იყვეს ცხოვრება, ძლიერი თუ უძლური,
მაღალი თუ მდაბალი, ჟურნალ-გაზეთმა უსათუოდ უნდა თვალი დააკვირვოს, უნდა
შეისწავლოს, უნდა განმარტოს.

იმიტომ, რომ ადამიანები განა მარტო მაყურებელნი არიან ცხოვრებისა, არამედ მომქმედნი
პირნიცა. ცხოვრება არის თითონ ამ პირთა ქმნილება, ამ პირთა ნამოქმედარი და
ჭირნახული. რასაკვირველია, მოჭირნახულემ უნდა იცოდეს თვისი ნამოქმედარის
ავკარგიანობა, თვისება. ამისათვის ყოველ საგანს, ყოველს მოვლენას ცხოვრებისას, ავს თუ
კარგს, დიდს თუ მცირეს, ჟურნალ-გაზეთობამ უნდა მიაქციოს ჯეროვანი ყურადღება და
შეძლებისამებრ მისცეს სასტიკს გარჩევას, განმარტებას თავისის რწმენისა, აზრისა და
ცოდნის დაკვალად. ამ შემთხვევაში მძიმე საქმეზედ ექნება ლაპარაკი, თუ უმცირეს
საგანზედ –ყოველგან და ყოველსფერში ჟურნალ-გაზეთმა უაღრესი და უპირველესი
მნიშვნელობა უნდა მისცეს იმ იდეას, იმ დედა-აზრს, რომლითაც თითონ სულდგმულობს,
იმ გონებითს მხედველობას, რომლითაც თვით უყურებს საგანსა.

ზემოხსენებული აზრები რომ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მწიგნორობას მივმართოთ,


ადვილად გამოსაცნობია, რა გზა უნდა ამოირჩიოს ჩვენში ჟურნალმა, თუ გაზეთმა.

სამეცნიერო ცნობათა გადმოტანა და გავრცელება საზოგადოებაში, ჩვენისა და უცხო


ხალხთა ცხოვრების დაკვირვება და განმარტება, – აი, რაში მდგომარეობს ჩვენის გაზეთის
პროგრამა.

დრომ გამოაჩინოს, რამოდენად შევძლებთ იმ საქმეს, რომლის კისრად აღება ჩვენ დღეს
გავბედეთ. რადგანაც ჟურნალ-გაზეთი ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში უნდა მოქმედობდეს
და იმ ყოფა-ცხოვრების საკეთილოდ იღვწოდეს, ამის გამო ადამიანი, ცალკე – როგორც
კერძო პირი და ერთად – როგორც საზოგადოება, ხელშეუხებელად ერ გადურჩება

112
გაზეთსა. იმ გაზეთს, თუ ჟურნალს, რომელსაც აქვს თვისის ღირსების ცნობა, თვისი
პატივისცემა და თვისი კეთილშობილური თავმოწონება, იგი იმავე ღირსებით, იმავე
პატივისცემით უნდა მოექცეს ყოველს კერძო პირს და ყოველს საზოგადოებას. ეგ
პატივისცემა კერძო პირისა და საზოგადოებისა დედა-კანონად უნდა ჰქონდეს ყოველს
რიგიანს და მართებულს ჟურნალს თუ გაზეთსა. ხოლო პატივისცემა იმაში კი არ უნდა
მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს. ეგ ადამიანის
პატივისცემა კი არა, ეგ შეურაცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია,
ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის
გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის არის, რომ პირში, გულახდილად,
ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ
შეურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ
დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი ზნეობითი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და
რომლის მეოხებითაც იგი თავისთავს კაცად სცნობს და აღიარებს.

სხვა რა უფლებაა ადამიანისა იმაზედ უცილო, იმაზედ სანატრელი, იმაზედ წმინდა და


უძვირფასესი, რომ კაცმა კაცისაგან პატივისცემა, ღირსეულად და მართებულად მოქცევა
ითხოვოს? სხვა რის მეოხედ უნდა იყოს მწიგნობრობა საერთოდ, თუ არ ადამიანის
უფლების შემნატრედ, მწედ და მოსარჩელედ? სხვა რით არის ადამიანი სხვა ცხოველზედ
წინ წამომდგარი, თუ არ ამ ზნეობითის კანონით, რომ მეც კაცი ვარ, შენც კაცი ხარ,
ერთმანეთის პატივისცემა გვმართებსო?

ძნელია ესე ყოველისფერი, ჩვენო მკითვველო, მაგრამ მაგ სიძნელეშია ის საწყაოც,


რომლითაც უნდა აიწყოს გაზეთის ღირსება და რომლითაც შენ უნდა მიუწყო მისთა
მოღვაწეთა შენი გულითადი თანაგრძნობა, შენი პირუთვნელი პატივისცემა და შენი
უანგარო სიყვარული.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1876 წ., №1.

113
ვიცინოთ, თუ ვიტიროთ...

ვგონებ, არა ქვეყანაში არ მოხდეს ის, რაც ასე აშკარად ჩვენში მოხდება ხოლმე.
საკვირველია!.. რაც უნდა უშვერი, უმსგავსო, სულელობით აღსავსე საქმე იყოს, ჩვენში
ფეხს გაიდგამს ხოლმე, მერე ისე, რომ ყურსაც არავის შეაბღერტინებს. არც მის მომქმედსა
აქვს შიში, რომ მოვა დრო და მომკითხავს ვინმეო, არც მის მაყურებელს აქვს სირცხვილი,
რომ აგრე პირუტყვულად რაზედ ვექელვინებიო.

ჩვენ რის ამბის მბობაც გვინდა, დაუჯერებელია. არც თვითონ დავიჯერებდით, რომ სანდო
კაცისაგან არ იყოს გადმოცემული.

«ივერიაში» ამას წინათ მოხსენებული იყო, რომ გორში არსებობას შარშანდელს აქეთ
საოსტატო სემინარია, ესე იგი იმისთანა სასწავლებელი, რომელმაც უნდა მოამზადოს
ოსტატები, მასწავლებელნი ჩვენის სახალხო სასწავლებელ-თათვის. რასაკვირველია,
თქვენ იფიქრებთ, რომ აქ ქართულს ენას პირველი ადგილი ეჭირება სხვათა შორის. მაგრამ
ეგ ეგრე არ არის. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას გადაუწყვეტია, რომ ქართველთა
ბავშების ოსტატს ქართულის ცოდნა გულს აუსუყებსო. ამის გამო იმ სემინარიაში
ქართულს ენას არ ასწავლიან, ასე რომ ქართულის სახსენებელიც გაუქრიათ. როგორ
მოგწონთ? შუაგულს ქართლში მთავრობამ სემინარია გახსნა, მერე იმისათვის, რომ
ქართულის სოფლის ბავშებისათვის ოსტატები გამოსწურთნოს და მაინც კიდევ ქართულს
არ ასწავლიან. ვიცინოთ ამაზედ, თუ ვიტიროთ?

წარსულს სექტემბერს ამ გორის სემინარიაში შევიდა ორმოც-და-ათი მოწაფე. მათ რიცხვში


ოც-და-თერთმეტი ყმაწვილი ქართველია, დანარჩენნი სხვადასხვა გვარ-ტომისანი არიან.
მაშასადამე, რაოდენობა ქართველთ ყმაწვილებისა შეადგენს ორ-მესამედს მთელის
რიცხვისას. მომავალშიაც, რასაკვირველია, ქართველთა მოწაფეთა რიცხვი ამ-გვარადვე
მეტი იქნება სხვებზედ.

რასაკვირველია, თქვენ იფიქრებთ ამის გამო მაინც ქართულს ენას სემინარიაში სავალი
ექნებაო. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას სულ სხვა ფიქრი მოსვლია. მის დირექტორს

114
მოუწვევია საშველად მეცნიერება, გამოუძიებია და დაუსკვნია, რომ ქართველები
ქართველები არ არიანო. ჩამომავლობით, ამბობს იგი, სემინარიის მოწაფენი ეკუთვნიან
თორმეტს გვარტომობასაო; ამათ შორის რუსები არიანო ექვსნი, ქართველები ცამეტნი,
იმერლები თორმეტნი, სომხები ექვსნი, პოლაკები ორნი, ინგილონი ორნი, გურულნი
ორნი, ფშავნი ორნი, აბხაზნი ორნი, უდინი ერთი, ჩერქეზი ერთი და ბერძენი ერთი. – ამ-
გვარად, ქართველი, გურული, იმერელი, ფშაველი – ქართველად არ უცვნია გორის
სემინარიის მეცნიერებას. მაშ, უფ. დირექტორის აზრით, რუსი, მოსკო ველი, ტამბოველი,
ვორონეჟელი, – რუსი არ უნდა იყოს, ეს სულ სხვადასხვა ტომისანი უნდა იყვნენ. ნუთუ
ამის თქმა სდომებია უფ. დირექტორს, რომ ისე სასაცილოდ ქართველი ქართველს
განუშორებია? არა, ბატონო, იმას ეს უფიქრია: «მართლა ქართველი, რომ ქართველად
დარჩესო, ხომ მკითხვენ, ოც-და-თერთმეტი ქართველი მოწაფე გყავს და რატომ ქართულს
არ ასწავლიო; თავი რად ავიტკივოო. ის არა სჯობია, ვსთქვა, რომ ქართველი ქართველი არ
არისო». ძალიან კარგად მოუგონია, სახელი და დიდება მომგონებელს... მაგრამ ჩვენ
ამაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?

სემინარიასთან არსებობს მოსამზადებელი კლასი, რომელსაც პროსემინარიას უწოდებენ.


წესდებულების ძალით, სემინარიასთან უნდა დაარსებულიყო სამი პროსემინარია: ერთში
უნდა ისწავლონ ქართველებმა, მეორეში – რუსებმა და მესამეში – სომხებმა. შარშან
სექტემბერში დაარსდა მხოლოდ ქართული პროსემინარია. ყოველის ეჭვის გარეთ იყო
ყველასათვის, რომ ამ სასწავლებელში, რომელიც განსაკუთრებით ქართველებისათვის
არის დანიშნული, ჯეროვანი გზა მიეცემოდა ქართულს ენას. მაგრამ აქაც უკუღმა
დატრიალებულა საქმე.

ამ პროსემინარიის მეორე განყოფილებაში ქართულის ენის ხსენებაც არ არის; მისთვის


ერთი საათიც არ არის კვირაში დანიშნული და მოწაფენი ქართულ წიგნებსაც
მოკლებულნი არიან. შესაძლებელია რომ გორის სემინარიის გამგეობას ქართულის
ენისათვის დრო არა ჰქონდეს, რადგანაც გვარ-ტომობის გამოკვლევას ეგრე წარჩინებულად
შესდგომია თავის-და სასახელოდ და იმ გამოკვლევაშია გართული. ჩვენ აქ არა გვეთქმის-

115
რა, მაგრამ ქართულსსასწავლებელში რომ ქართულს არ ასწავლიდნენ – ეს მაინც-და მაინც
დაუჯერებელია. ჩვენ მარტო ამას ვკითხულობთ: ამაზედ ვიცინოთ, თუ ვიტიროთ? იმავე
პროსემინარიის პირველს განყოფილებაში თუმცა ქართულს ასწავლიან თურმე, მაგრამ
ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ ბავშმა ჩათვლით კითხვისა და ქართულის ასოების
ჯღაბნის მეტი არა ისწავლოს-რა. უსათუოდ ამ განზრახვით მოუგონიათ ისეთი მეთოდი,
რომ ქართულის სწავლა კი არა, ვგონებ ისიც დაავიწყდეს ბავშს, რაც იცოდა. ამ მეთოდის
მომგონებელი გახლავთ ქართულის პროსემინარიის მასწავლებელი უფ. ნათიევი. ეს
მეთოდი აი რაში მდგომარეობს: ერთსა და იმავე დროს ბავშმა უნდა გაიკვეთოს ქართული
ასოები, რუსული ასოები, ისწავლოს მათი გამოხატვა, მათგან მარცვლების, სიტყვების და
ფრაზების შედგენა. მასთან მათ უნდა დაიხსომონ რუსული სიტყვები და ახსნან რუსული
ფრაზები. საწყალო ბავშებო! თუ თქვენ ამ ბაბილონის გოდოლის აშენებაში სრული გონება
კიდევ შეგრჩათ, ბარაქალა თქვენის ბუნების ძლიერებას!.. ჩვენი ქართული ანდაზა «ორი
კურდღლისმდევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერსო» უფ. ნათიევს ვერ მოსწონებია და
უთქვამს: მე დავუმტკიცებ ქვეყანასაო, რომ მე ოთხ კურდღელს გამოვუდგები და ოთხსავე
ერთად დავიჭერო. ნეტავი ექვსიც ერთად დაიჭიროს, ოღონდ კი მარტო კურდღლებს
გამოუდგეს და ბავშების სწავლას კი თავი დაანებოს. Uფ. ნათიევის ვარჯიშობაზედ უნდა
ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?

Uუფ. ნათიევი არც ოთხის კურდღლის გამოდგომას დასჯერებია. მეხუთე კურდღელიც


გაუგდია წინ. არ ვიცით, რა უნდა ვუქოთ უფ. ნათიევს, – სირბილი, თუ მეძებრობა.
ქართულს და რუსულს ანბანთან იგი ასწავლის თურმე მოწაფეებს მესამე ანბანსაცა. ეს
ამბანი არ გახლავთ არც ფრანციული, არც ნემეცური, არც ლათინური, არც ბერძნული,
ერთის სიტყვით, იმ ანბანით, რაც კაცობრიობა არსებობს, არც წიგნი დაბეჭდილა და არც
დაწერილა. იგი არ უნახავს წარსულს, არ არსებობს აწმყოში და ყოვლად შეუძლებელია
მომავალში. იგი მოზმანებია უფ. ნათიევს მისთა მოწაფეთა უბედურებისათვის. რა ანბანია
ასეთი ახირებული ანბანი? – იკითხავს მკითხველი.

116
აი, რა ანბანია. ნათიევს სიზმარი უნახავს, რომ ქართული სიტყვები რუსულის ასოებით
უნდა დაიწეროსო. აუღია და თვის ანბანში შიგა და შიგ ქართული სიტყვები ჩაურთავს
რუსულის ასოებითა. რადგანაც რუსულს ანბანს აკლია ხუთმეტამდე ნიშნები ჩვენის
ხმების გამოსახატავად, ამიტომაც უფ. ნათიევს თავისით მოუგონებია ახალი ასოები, არც
რუსული, არც ქართული, არც ამ მთისა, არც იმ მთისა, და ამ ახალის ასოებით შეუვსია
რუსულის ანბანის ნაკლი და ჩვენი ანბანიც გაუმდიდრებია. აქ სწორედ უფ. ნათიევს ორი
კურდღელი ერთად დაუჭერია. ბარაქალა მის ფეხმარდობას და სისწრაფეს!

მაგრამ ჩვენი საწყალის ბავშების რა გადასახდელია, რომ უფ. ნათიევი ფეხმარდია. იმ


ბაბილონის გოდოლს, რომელიც წინ მოვიხსენიეთ, მესამე ანბანიც დაუმატა თურმე უფ.
ნათიევმა. ვაი, თქვენი ბრალი, საწყალო ბავშებო! არ გეყოფათ განა ამდენი ანბანები, რომ
«ნათიაური» ანბანიც, თქვენდა საუბედუროდ, არ გამოჩენილიყო?! ჩვენ ამაზედ უნდა
ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?

აბა, ეს ამბავი შეიძლება რომ სხვაგან სადმე მოხდეს და ასე დაუსჯელად ჩაიაროს?
მეცხრამეტე საუკუნეში, ესე აშკარად სამასხროდ საქმე გამხდარა სადმე? ესეთი
სასაცილოდ აგდება მთავრობის კეთილ-განკარგულებისა, მთავრობის დაწყობილებისა
სადმე გაგონილა? გაგონილა, რომ ესეთი წვრილფეხობა როგორიც უფ. ნათიევია და
სემინარიის გამგეობა, ესე ფუჭად ხდიდეს მთავრობის ჩვენდამი მზრუნველობას და
გულმტკივნეულებას?.. ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?

თუ ჩვენ გვკითხავთ, ორივეს მიზეზი და საბუთი ხელთა გვაქვს. დაიბეჭდა კვირეულ


«ივერიაში», 1877 წელს, №10.

შინაური მიმოხილვა

1879 წელი, იანვარი

117
აღმოსავლეთის საქმე და ჩვენ. – ჩვენ სხვისთვის ვართ რამე თუ არა. – ჩვენი მსხვერპლი და
ძმათა შემოერთება. – ჩვენის განათლების საქმე. – ჩვენის ხალხის სწავლების საქმე. – რა
არის შკოლა. – ქართული საზოგადოება სწავლის გავრცელებისათვის. – შარშანდელ
მასწავლებელთა კრება – ,,Тифлисский вестник»--ის და ,,დროების» ღვაწლი.

ბერლინის ხელშეკრულობამ ჩვენ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა და ამ მხრით შარშანდელი


წელიწადი ჩვენთვის ფრიად ღირს-სახსოვარია: ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან
ერთად ,,მებრძოლი შავის ბედისა”, ჩვენის გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის
განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო, – დღეს ჩვენ შემოგვიერთდა,
და თუ კარგად მოექცევიან – ვის ხელთაც აწ იმათი ბედია, ჩვენთან იქნება კიდეც
სამუდამოდ. წარსულმა ომმა ბევრი სისხლი დანსთქა ქართველობისა, ბევრმა ვაჟკაცმა
ჩვენმა დასდო თავი, ბევრმა დაღვარა სისხლი, ბევრმა ჩვენმა აფიცრობამ თავისი
ყმაწვილკაცობის დღენი დალია ამ ომში, ბევრი წარვიდა-მეთქი ამ წუთისოფლიდამ
თვისტომთაგან დაუტირებელი, ბევრი დაიხოცა სახელოვანის სიკვდილით, – და მათი
სახელი არც კი არავინ ახსენა და აღიარა. (საწყალნო, ეგრე გულ-გმირად თავდადებულნო
ყმაწვილ-კაცნო!) თქვენ, საცა ჭირი იყო, პირველნი იყავით ნებით თუ უნებლიეთ, და საცა
ლხინი იყო – უკანასკნელნი!... სახელი და დიდება თქვენც, რომელნიც ბედმა
სიკვდილისაგან გიხსნათ, რომელთაც ნებით თუ უნებლიეთ აჩვენეთ ქვეყანას, რომ
ვაჟკაცობა ქართველობისა უქმი სიტყვა არ არის და რომელთაც გიცნობთ ჯარი და
უბრალო ჯარისკაცნი და სხვა არავინ ზედაც არ გიყურებთ ჩვენში! თქვენც, თქვენთა
თავდადებულთ ძმათაებრ, ჭირში პირველნი იყავით და ლხინში უკანასკნელნი ხართ…
თქვენ თავებს იხოცდით, თოფს და ზარბაზანს გულდაგულ ედეგით და თქვენი სახელი და
დიდება სხვამ გაისაკუთრა, სხვამ დაინარჩუნა. იმითი მაინც ინუგეშეთ, რომ ამ ომმა, საცა
ამოდენა მსხვერპლი მოიტანა ქართველობამ, ამოდენა ძალ-გული და ვაჟკაცობა გამოიჩინა,
ამ ომმა ამდენის ხნის დაშორებულნი ძმანი ისევ ერთმანეთს შეგვაყვარა. (რასაკვირველია,
ამისთანა ბოლო იქნება გულშიაც არა ჰქონდათ მათ, ვინც თავი დასდო ამ ომში, მაგრამ
ჩვენ, როგორც ლიტონმა მემატიანემ, უნდა შევნიშნოთ, რომ ამ დიდს საქმეს ძმათა
შეერთებისას ჩვენი საკუთარი სისხლი ზედ გადაესხა.)

118
მიიღო კიდევ ჩვენმა სისხლში ამოვლებულმა ბედმა ჩვენი სისხლის შესაწირავი!... ნუთუ
უსისხლოდ ჩვენ ბედი არას გვითმობს!... ეხლა ჩვენ ერთი დიდი და უდიდესი მოვალეობა
გვაწევს: ძმებს ძმურად უნდა დავხვდეთ ყველგან და ყოველიფერში; უნდა იმათთვისაც
ვიზრუნოთ, – როგორც ჩვენთვის, იმათთვისაც თავი გამოვიდოთ, როგორც ჩვენთვის. თუ
ჭირში ვუძმეთ, ჭირში მივეშველენით, – ჩვენი ერთმანეთის დაურღვეველის კავშირის
გაბმაც უეჭველია. ეს ისმინეთ და გაიგევით, ქართველობავ! რა გაგვიხსნის გზას მაგ
კავშირის გაბმისათვის? აკაკი წერეთელმა სთქვა და ჩვენც ვიტყვით, რომ ამისათვის ერთი
უებარი სახსარია: სწავლა, ცონდა და მეცნიერება. აი წამწყმედელი ყოველის
უთანხმოებისა, დამადგინებელი ყოველის ერთობისა, ამამაღლებელი ადამიანისა! აი
ჭირთა ამხდელი სახსარი, კეთილდღეობის მომფენი ღონისძიება! სწავლა, ცონდა,
მეცნიერება – ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვერ აღუდგება: ვერც
მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმრავლე. ცოდნა უძლეველი ფარია არსებობისათვის,
ბასრი ხმალია მოგერებისათვის. თუ მაგაში ფეხი გავიდგით, თუ მაგაში წინ წავდექით,
ჩვენი ეხლა დაუძლურებული ღონე ამოხეთქს მაგარ ფესვებს . . . *)ტყუილად კი არ
ანაცვალეს ცნობადის ხეს თითონ სამოთხეც კი პირველ კაცთა, ადამმა და ევამ. ეგ ის ხეა,
რომელსაც გამოაქვს მშვენიერი ნაყოფი თვითოეულისათვის ცალკე და ხალხისათვის
საერთოდ; ეგ ის ხეა, საიდამაც ეჩოს ტარიც გაითლება და ხერხისაც; ეგ ის ხეა, რომელიც
ყველას იწვევს ერთნაირის გულის-ტკივილითა და ეუბნება: ,,მოდით, მაშვრალნო და
ტვირთმძიმენო და მე განგისვენებთ თქვენ”; ეგ ის ხეა, რომელ-ქვეშაც ჩვენ უნდა დავდგათ
ოქროს აკვანი ჩვენის ერთობისა. საქმე იმაშია ეხლა, რა გზით და როგორ?

ხალხის სწავლების და განათლების საქმე ჩვენში ამ უკანასკნელ დრომდე იმაზედ იყო


მიმდგარი, რომ მთავრობა მარტო საშუალო სასწავლებელთათვის ზრუნავდა მხოლოდ და
მარტო მათს, ასე თუ ისე, გავრცელებას ცდილობდა.

საშუალო სასწავლებელნი მარტო შემძლებელთათვის არის მისაღწევი, ესე იგი – თავად-


აზნაურობისათვის და მოქალაქობისათვის. ამის გამო მთავრობის მზრუნველობა
განათლების შესახებ დღეს-აქამომდე მარტო წოდებათა (сословный) განათლების

119
მზრუნველობას მოასწავებდა და სხვას არაფერს. სხვა დანარჩენი, ფრიად დიდძალი ხალხი
კი, რომელიც ქვეყნის ჭეშმარიტს ღონეს შეადგენს, ამ მზრუნველობიდამ გამოკლებული
იყო. მარტო ამ უკანასკნელ დროს – ყველამ, თუ არა სცნა, ცნობილი მაინც აღიარა, რომ
ესეთი განსაკუთრებული მზრუნველობა მარტო ერთის წოდებისათვის დიდი შეცდომაა
წინაშე საერთოდ ხალხის განათლების მოთხოვნილებისა; რომ სწავლა და განათლება
უფესვოა იქ, საცა უდიდესი ნაწილი ხალხისა კარდახშულია, მოკლებულია სწავლის
სახსარსა. ამიტომაც, დიდი თუ პატარა, ყველა მოიმართა ამ ბოლოს დროს იმაზედ, რომ
სახალხო შკოლები დაიმართოს. აქ, ჩვენდა სანუგეშოდ, იმას შევნიშნავთ, რომ სწავლის
გავრცელების და სახსრების მოპოებისათვის თითონ

-----------------------

* აქ ცენზურის მიერ ამოღებულია ადგილი.

ჩვენმა დაბალმა ხალხმა დიდი თვითმოქმედება გამოიჩინა და არც უმაღლესი


საზოგადოება დარჩა უგულმოდგინოდ, როგორც ქვევით ვნახავთ. ამ სახით თაოსნობა
სწავლის გავრცელებისათვის ხალხში თითონ ხალხმა იტვირთა. ამაში ჩვენ ვხედავთ
მომავლისათვის ბევრს სანუგეშოს. დიდი საქმეა, როცა თითონ ჩვენი ხალხი, ნამეტნავად
ტფილისის გუბერნიაში, იღვწის შკოლების დამართვისათვის, ყოველ-დღე ისმის, რომ
ხალხი ცდილობს თავისი-თავი გაიტანოს. დღე-და-დღე გვესმის, რომ აქ და აქ გამართეს
შკოლაო; დღე-და-დღე ეგ თვითმოქმედება მატულობს და იმატებს კიდეც, თუ ხელს არ
შეუშლიან. ჩვენდა სამწუხაროდ, ამასვე ვერ ვიტყვით ახლად შემოერთებულს
საქართველოზედ. იქ, არა მგონია, პირველ ხანებში, თითონ იქაურთა მცხოვრებთა შორის
მაგ თვითმოქმედებამ გაიღვიძოს და ან ჩვენმა საკუთარმა გულმოდგინებამ ძალიან ფრთა
გაშალოს. რადგანაც იქ სარწმუნოებით მაჰმადიანები არიან, არ იქნება რომ ამ გარემოებამ
ცოტად თუ ბევრად არ შეაფერხოს შკოლების გავრცელების საქმე. ამას იმიტომ კი არ
ვამბობთ, რომ ვითომ მაჰმადიანობა

120
თითონ თავისით ეწინააღმდეგებოდეს განათლების მიღებას და გავრცელებას; ჩვენ იმისი
თქმა გვინდა, რომ რადგანაც დღეს სწავლის ხელთმძღვანელი ჩვენშიაც და იქაც მარტო
მთავრობაა, მერე რუსისა, ესე იგი იმ ხალხისა, რომელიც სარწმუნოებით და ენით მათ
უნდა ეუცხოებოდეს უსათუოდ, ამის გამო რუსთაგან ყოველგვარს ცდას
განათლებისათვის სხვა თვალით დაუწყებენ ყურებას. შესაძლოა იფიქრონ (განა ცოტა
უხეირო და უგვანი ტაშკენტელნი პედაგოგები გვყავს, რომ არ აფიქრებინონ), შესაძლოა-
მეთქი აფიქრებინონ, რომ შკოლების მეოხებით ეცდებიანო ჩვენი ზნეობითი და გონებითი
მხედველობა შესცვალონო ჩვენის რჯულის არსების შერყევისათვისო. ღმერთმა გვიხსნას
ჩვენც და ისინიც იმისთანა შკოლებისაგან... ამ მძიმე ტვირთსა შეუმსუბუქებს მთავრობას
მარტოდ და მარტოდ ქართველი კაცი ქართულის ენის მცოდნე. ამისათვის საჭიროა
სახალხო შკოლების დირექტორებად მოწვეულ იყვნენ უსათუოდ ქართულის ენის
მცოდნენი, საჭიროა საყოველთაოდ ჩვენთვის, და ახლად შემოერთებულ
საქართველოსათვის ხომ აუცილებებლია და აუცილებელი.

ამასთან, ეს არ უნდა დაივიწყონ, რომ პირველდაწყებითს სახალხო შკოლას მარტო ერთი


წადილი უნდა ჰქონდეს, მარტო ერთი საგანი: მოზარდს თაობას მიანიჭოს ცონდა იმ
პატარა საწყაოთი, რომლის აუვსებლადაც შემდეგი განათლება და განვითარება
შეუძლებელია. აი ამაშია სული და გული პირველდაწყებითის შკოლისა... – ამ-რიგად,
პირველდაწყებითს შკოლაშიაც კი შესაძლოა იხეიროს ყოველ იმ მოზარდმა ნერგმა კაცის
ბუნებისამ, რომელიც ერთად გამოიტანს ხოლმე ნაყოფს კაიკაცობისას, ადამიანობისას. ამ
წრის გარეთ შკოლას საერთოდ და სახალხოს საკუთრივ საქმე არა აქვს, და თუ ვინმე
ზახაროვისა და კუვშინსკისთანა შკოლას ზურგზედ სხვას რასმე აჰკიდებს, იმას არა სწამს
შკოლის უწმინდაესი მადლი, ის უარ-ჰყოფს მის სანატრელს მნიშვნელობას, ის წმინდა
საგანს – შკოლას – სახედარადა ხდის და ზედ ჰკიდებს თავის დახშულის გულის
ღვარძლსა და ნაგავსა, ის უარ-ჰყოფს ხელმწიფე იმპერატორის უმაღლესს ნებას,
გამოცხადებულს 1864წ. რესკრიპტშია. მადლობა ღმერთს, ეს შკოლის მნიშვნელობის
წაბილწების და წარყვნის შიში ჩვენში ეხლა არამც თუ შეფერხდა, არამედ სანუგეშო
იმედად შეიცვალა.

121
შარშანდელმა კრებამ სასოფლო შკოლების მასწავლებელთა ეს ცხადად დაგვიმტკიცა.
ჩვენმა ქართულმა ენამ, აქამომდე შკოლებიდამ გამოდევნილმა, ისევ ფეხი შესდგა ჩვენს
შკოლებში. ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ეხლანდელს რედაქციას ,,დროებისას” და
ნამეტნავად ,,Тифлиჳჳкий ვеჳтник»-ს. სიმართლე გვაიძულებს აღვიაროთ, რომ ეგ ღვაწლი
მარტო მაგ რედაქციამ დასდო ჩვენის განათლების საქმეს და მასთან ერთად ,,Тифлиჳჳкий
ვеჳтник»-მა, რომელმაც ამ საგანზედ თვალსაჩინო წერილები დაბეჭდა. ეგ პატარა
გაზეთი ,,დროება” ეხლანდელ ნაღმის მიმტანს პატარა გემს მაგონებს, რომელიც ეხლახან
მოიგონეს და რომელმაც იმდენი ვაი-ვაგლახი დააყარა ზორბა ხომალდებს წასულს
ომებში. ჩვენა გვგონია, რომ იმ პატარა გემების სამსხურსა ადვილად გაუწევს ჩვენს
ქვეყანას ჩვენი პატარა ,,დროება”, თუ რომ იგი არ მიიკარებს იმ სენს, რომელსაც ჰქვიან
სხარტე სახელი – გონების მრუშობა. ღმერთმა დაიხსნას ამ ჭირისაგან ის ტანად მომცრო
მოძმე ჩვენი. ესეა თუ არა, ,,დროებამ” და

,,Тифлиჳჳкий ვеჳтник»-მა კი ნაღმი მიიტანეს და ააფეთქეს ის უგვანი და ზორბა გემი,


რომელსაც მმართველად უსხდნენ ტაშკენტელნი პედაგოგები.....*).

შარშანდელმა სოფლის შკოლის მასწავლებელთა კრებამ უარ-ჰყო უწინდელი


მიმართულება ჩვენის შკოლებისა და აღიარა, რომ ქართული ენა უნდა დაიდვას
ქვაკუთხედად ჩვენის განათლებისა. იმ კრებამ კანონად დასდვა, რომ მთელის სწავლის
მსვლელობა სასოფლო შკოლებში ქართულს ენაზედ უნდა იყვესო და დააწესა სრული
კურსი პირველდაწყებითის სწავლისა. საღმრთო ისტორია, მოკლე კატეხიზმო,
არითმეტიკა, გეოგრაფია – ყველა ეს საგნები პირველ წლიდამ დაწყებული ვიდრე მეოთხე
წლის გასვლამდე, ესე იგი, კურსის შესრულებამდე, უნდა ისწავლებოდეს ქართულს
ენაზედ. რუსულს ენასაც კი უნდა ჰქონდესო ადგილი, მაგრამ როგორც ცალკე საგანსა და
არა სახსარს, ანუ საშუალებას სწავლისასაო, და ამიტომაც დაადგინეს, რომ მისი სწავლება
უნდა იწყებოდეს მხოლოდ მესამე წლიდამ. ესეთი გადაწყვეტილება არის ჭეშმარიტი
პედაგოგიური, სრულიად ეთანხმება მცოდნე და გამოჩენილ პედაგოგების აზრსა და
მხედველობას ამ საგანზედ და აღუთქვამს ჩვენს სახალხო შკოლას სანატრელს და

122
სანუგეშო მომავალსა. ესეთი გადაწყვეტილება მტკიცე ნიადაგზედაც დგას, რადგანაც
ერთის მხრით ცხოვრების მძლავრს ნიადაგზედ და მეცნიერებისაგან აღიარებულს
ჭეშმარიტებაზედ არის დამყარებული, და მეორეს მხრით – აღიარებულია აქაურის
უმაღლესის მთავრობის მხრითაც. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ზედ არ დაერთვა გონიერი
და განვითარებული პროგრამები, მაგრამ ეს იმისთანა ნაკლია, რომლის მოსპობაც
ადვილად შეიძლება, ოღონდ ჭეშმარიტი სურვილი იყოს და ჭეშმარიტი
გულმტკივნეულობა ხალხის განათლებისადმი მათ შორის, ვინც პირდაპირ უდგანან
განათლების საქმეს. საზოგადოდ ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ ამიერიდგან ხალხის
განათლების საქმეს ექნება უფრო ნაყოფიერი მსვლელობა.

დაიბეჭდა ჟურნალ ,,ივერიაში”,

1879 წ., იანვარი, № 1.

შინაური მიმოხილვა

1879 წელი, თებერვალი

აჭარა და ქობულეთი. – კინტრიშის მაზრა გაჭირვებულია. – შველა ჩვენი ზნეობითი


მოვალეობაა. – აჭარელების გადასახლების ხმა. – რათ და რისთვის? – როგორ უნდა
მოევლოთ და როგორ მოუარეს. – მთავრობას რით იცნობს ხალხი. – ადმინისტრაცია. –
არსებითი ნაკლი ადმინისტრაციისა. – უენობა და სიყრუე – არ იცნობს და არ იცნობენ.

– ცხოვრება, კანონი და შუა ცარიელია. – კანონმდებლობა ოთხ კედელ შუა. – ვნება ამის
გამო. – კიდევ ქართული და აქაური ენები. – ქართული სცენა. – რა არის სცენა საზოგადოდ
და რა უნდა იყოს ჩვენთვის საკუთრივ.

ყოველ მხრიდამ ისმის, რომ ჩვენი მოძმენი – აჭარელები და ქობულეთლები ძალიან ცუდს
მდგომარეობაში არიან და ნუგეშსაც ჯერ-აქამომდე არსაიდამ

123
--------------------------

* აქ ცენზურის მიერ ამოღებულია ადგილი.

მოელიან. წარსულმა ომებმა თუმცა ყველას მიაყენა აუცილებელი ზარალი, მაგრამ აჭარა
და ქობულეთი ყველაზედ მომეტებულად დაისაჯა. ამას ეჭვი არ უნდა: აჭარა და
ქობულეთი ომის მოედნად გახადა ბედმა. იქ იდგა ცალკე რუსის ჯარი და ცალკე
ოსმალოსი. ჯარების დგომა, ნამეტნავად ერთიერთმანეთზედ სამტროდ გალაშქრებულისა,
რასაკვირველია, კეთილს არ დააყრიდა ხალხს საზოგადოდ და უფრო იმ ხალხს საკუთრივ,
რომლის მამულშიაც ჯარები იდგა და რომლის ბედი წინათვე არვინ იცოდა, ვის
ჩაუვარდებოდა ხელში. ამიტომაც აშკარაა, არც რუსი გაუფრთხილდებოდა ხალხის
სიკეთესა და არც ოსმალო; არც რუსი მოიქცეოდა გულმტკივნეულად და არც თათარი...

მზრუნველობას და მხურვალე გულდადებას, და ამ შემთხვევაში ზოგვა და ძუნწობა


საბოლოოდ საქმის წახდენაა და ღალატი სახელმწიფო საქმისა. ეგ შველა და ხელუხვობა
სახელმწიფოსი მით უფრო არის სასარგებლო, რომ თითონ სახელმწიფო არაფერს
დაჰკარგავს: ხალხი, ფეხზედ წარმომდგარი, უფრო უკეთესი ღონეა სახელმწიფოსათვის,
ვიდრე დავრდომილი და სულით და ხორცით გათახსირებული; მარტო გულმოგებული
და ფეხგამაგრებული ხალხია უშრეტი წყარო სახელმწიფოს სიმდიდრისა და ძალისა. აქ
ყოველივე შესაწირავი, ყოველივე სანთელსაკმელი გზას იპოვის, გლეხისა არ იყოს, და
სახელმწიფოს გარდამეტებით დაუბრუნდება...

ნამეტნავად კინტრიშის მაზრაა თურმე საშინელს ყოფაში და გაჭირვებაში. რომ მართლა


იგი ყოფა და გაჭირვება საშინელია, მარტო ის ამტკიცებს, რომ თითონ მთავრობას
საჭიროდ დაუნახავს იმისი გამოცხადება საქვეყნოდ... ჩვენ ამითი იმისი თქმა კი არ
გვინდა, რომ რაკი მთავრობაა ამისთანაებში მოვალე და ყოვლად-შემძლებელი ღონე, ჩვენ
გულ-ხელი დავიკრიფოთ და გულგრილად ვუყუროთ ჩვენის ძმების უბედურებას...
ქართველობავ, ნუ იქ მაგ სამარცხვინო საქმეს... ხელი გაუწოდე შენს ძმებსა და დებსა,

124
რომელნიც დღემდინ შენთვის დაკარგულნი იყვნენ და რომელნიც დღეს შენთანვე
მოვიდნენ! შევეწივნეთ, რითაც შეგვიძლიან, ფულით, საჭმლით, საცმლით, ხორაგით! ამას
ითხოვს ყველასაგან საზოგადოდ კაცთმოყვარეობა და ჩვენთვის კი საკუთრად ზნეობითი
მოვალეობაც ძმისა ძმის წინაშე. შევეწიოთ და ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ კაცთმოყვარეობა
ჩვენი თვისებაც არის, ვაჩვენოთ, რომ ძმათა სიყვარული ჩვენშიაც ისე ყოვლად-
შემძლებელია, როგორც სხვაგან, ვაჩვენოთ, რომ ჭირში ჩვენც ვიცით დახმარება, ვაჩვენოთ,
რომ ძმობა, ერთურთობა, ერთმანეთის შველა და გატანა უქმი სიტყვა არ არის
ქართველობისათვის!...

ამიტომაც უფრო იმედი გვაქვს, რომ ყოველსფერში გულუხვი ქართველი, ქველის საქმეში
უფრო გულუხვობას გასწევს და არ დაიზარებს გაჭირვებულ ძმათათვის შესაწირავს.
რედაქციები ,,ივერიისა” და ,,დროებისა” ყოველ-დღე მზად არიან მაგ შესაწირავის
მისაღებად. ჩვენ ვურჩევთ, რომ შემწირველთა უფრო ,,დროების” რედაქციას მიჰმართონ,
რადგანაც ,,დროება” ყოველ-დღე გამოდის და ამის გამო მას შეეძლება ყოველ-დღე აუწყოს
საზოგადოებას შეწირულის ფულის ანგარიში და ამასთანავე შემწირველთა სახელებიცა.

აბა, ქართველობავ, ეხლა შენ იცი, როგორ დაანახვებ თავს შენს ახლად შემოერთებულს
ძმებსა! ეხლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამაპაპათ ანდერძს: ,,ძმა ძმისთვისა
და შავ დღისთვისაო!” ეხლა გამოჩნდება, ეს ანდერძი შენთვის ცარიელი სიტყვაა, თუ სავსე
საქმეა!.. ეხლა გამოჩნდება, შენ მარტო დღევანდელს დღეზედ ხარ მიბმული, თუ
ხვალისათვისაც სწუხ დაჰფიქრობ!..

ყოველივე ეს უბედურობა, რომელიც თავს დასცემია აჭარა-ქობულეთს და მისი უნუგეშოდ


ყოფნა – დიდს განსაცდელში ჰყრის ახლად შემოერთებულ ქვეყნის მცხოვრებელთა... თუ
მართლა აჭარა აიყრება და გადასახლდება, საკვირველი რამ იქნება, თუ შენც იტყვი,
მკითხველო! ხალხი რათ უნდა მიიზიდებოდეს ოსმალეთში. . . . . .?) მერე როგორ? თავისს
მამა-პაპეულს ბინას, სახლს, კარს, მამულს, დედულს, მამათა სალოცავს, მამათა საფლავს, –
სულ ყველაფერზედ ხელს უნდა იღებდეს ხალხი და ოსმალეთში მიდიოდეს, გაგონილა!...
საკვირველი ამბავია!... ნუთუ, რაც უნდა იყოს, რუსეთის ხელში ყოფნა არ უნდა ერჩივნოს,

125
ვიდრე ოსმალეთის ხელში? ნუთუ ხალხი სტოვებს ყველაფერს, რაც კი მისთვის
ძვირფასია, სტოვებს – ვიმეორებთ – მამულს, დედულს, სახლ-კარს, ადგილს, საცა
დაიბადა, საცა გაიზარდა, საცა უმარხია დედა, მამა, ძმა, – და მიდის სად?
ოსმალეთში . . . ? . . . ?) რაო, რა ამბავია? მოჩვენებაა შეშინებულის გონებისა, თუ მართლა
მართალი ამბავია! . . . . . .?) რათ მირბის ხალხი, მერე როგორ მირბის? ვიმეორებთ, – სულ
ყველაფერს სტოვებს, რისთვისაც კაცი თავს იკლავს ხოლმე მთელი თავის დღენი,
რისთვისაც ზრუნავს დაბადების დღიდგანვე, რისთვისაც იღწვის და ამ წუთისოფლის
ტანჯვას ითმენს, რაც უყვარს, რასაც შესტრფის, რასაც შეჰხარის, რასაც დღესასწაულობს, –
დიაღ, სტოვებს და მიდის სად? . . . . . . . . ?) ოსმალეთში!..

ეს რა ამბავია, რა ამბავია!.. ადამიანი კიდევ ადამიანია ქვეყანაზედ, თუ განადირდა,


გამხეცდა, რომ გვერდთ ადამიანს ვეღარ იყენებს, ვეღარ იშნევს, ვეღარ ითვისებს! ხალხი
თავის ათას-წლობით დამკვიდრებულ ბინიდამ იშლება და მიდისო... ეს დაუჯერებელი,
ტვინის შემარყევი ამბავი მხოლოდ შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა ხალხს ეტყვიან, ან აქ
სიკვდილი, ან იქ სიცოცხლეო. სხვა არა მიზეზს არ შეუძლიან ხალხს ასე თავი
გამოამეტებინოს, ასე ხელი ააღებინოს თავის ბინაზედ, თავის მამულზედ, თავის
დედულზედ და გარდახვეწოს ვინ იცის საით... რამ მიიყვანა საქმე აქამდის, ამ
განწირულებამდე, ამ სასოწარკვეთილებამდე? რამ და იმანაო, ამბობენ ყველგან, რომ ამ
ახად შემოერებულ ქვეყანას კალიასავით მიესია თურმე ყველა კალიაზედ უფრო მსუნაგი,
უფრო ხარბი, უფრო გაუმაძღარი წვრილი ჩინოვნიკობა...

ღირსება და სიკეთე რომელიმე მთავრობისა, ხალხისაგან ცნობილი და აღიარებული,


სთესავს ხალხში იმ სიყვარულის თესლს, რომელიც მეტად სანატრელი უნდა იყოს
ცნობიერად მომართულ და მიმართულ სახელმწიფოსათვის; და მარტო ეს სიყვარულია
სათავედ ყოველ იმისა, რაც კი შეადგენს სახელმწიფოს ძალასა და ღონეს, იმიტომ რომ
მარტო სიყვარულით აღფრთოვანებული ხალხია საიმედო ყოველს განსაცდელში, რაც-კი
სახელმწიფოს ისტორიის გზაზედ შეემთხვევა ხოლმე, მარტო სიყვარულით გულგამთბარს
ხალხს შეუძლიან სიცოცხლისა და ქონების გაწირვა სახელმწიფო კეთილდღეობისათვის...

126
ყველგან უმაღლეს მთავრობის და ხალხის შორის სდგას ხოლმე მთელი რაზმი
მოხელეებისა, რომელნიც მახლობელნი გამომთქმელნი არიან უმაღლესის მთავრობის
წადილისა, მიმართულებისა და ავ-კარგიანობისა. ხალხი თუ იცნობს მთავრობას, ამ
მოხელეებით იცნობს, რადგანაც იგინი არიან მისდა მახლობლად, მათ უდგათ მის
ცხოვრების დირეზედ ფეხი, იგინი განაგებენ ყოველ-დღეს მის ავსა და კარგსა და ყოველ-
დღე თვალ-წინ ტრიალებენ.

უმაღლესი მთავრობა თუნდ კარგიც იყოს, შესაძლოა მოხელეების წყალობით ხალხმა


აითვალწუნოს იგი უმაღლესი მთავრობა და იმდენად დაფრთხეს, რომ მამა-პაპეული
ბინაც მოიშალოს და ცხრა მთას იქით გადავარდეს, ოღონდ თავი ცოცხალი დააღწიოს...

ამ მხრით, მოხელეობა მმართველობისა მარტო მშვიდობიანობის მცველი კი არ არის,


მარტო დარაჯი კი არ არის, არამედ მწვრთნელიც უნდა იყოს ხალხისა, მასთან ერთად
ჩაბმული და ერთად მოღვაწე. უნდა იყოსმეთქი, და არის თუ არა?

---------------------

აქ ცენზურის მიერ ამოღებულია ადგილი.

– ეგ ღმერთმა იცის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ?) რა არის საჭირო აქაურ


მოხელეებისათვის გარდა საზოგადო თვისებისა, სახელდობრ, ჭკუისა და ზნეობის
სიმაღლისა. საჭიროა მოხელემ კარგად იცოდეს აქაურის ხალხისვითარება, ჩვეულება,
ტკივილი და სიხარული და ღონე ჰქონდეს ხალხს უშუამავლოდ ელაპარაკოს. ჩვენდა
სამწუხაროდ, ეს დავიწყებულია დღევანდლამდე ჩვენში და თითქმის უარყოფილიც.
ხალხის სამართლის გამძღოლს, ხალხის სიმართლის აღმადგენელს და დამდგენელს რომ
კაცმა ენა მოსჭრას და ყური დაუხშოს, – რაღას უნდა გამოელოდეთ მისგან კარგს და
კეთილს, თუნდა სხვაში ყოველფერში ციდამ ჩამოსულიც იყოს...

127
როცა მოხელეები იმ ჯურიდამ ამორჩეულნი არიან, რომელიც სრულიად უცნობია
ხალხისა, მისის ცხოვრებისა, სრულიად უცოდინარი ენისა, – ამას აუცილებლად ის
მოსდევს, რომ მათ ხალხისა არა გაეგებათ რა და ხალხს კიდევ მათი. არიან ესე, ხშირად
ერთი აღმა მიდის და მეორე წაღმა, უყურებენ ერთმანეთს და ჰკვირობენ, ან მე რად
უნდივარ ამასაო, ან მე იგი რად მინდაო, ის ჩემთვის მუნჯი და ყრუიაო, მე –
იმისათვისაო...

ამისი წამალი – თითონ ტკივილიდამა სჩანს. აშკარაა, რომ მოხელეთა ამორჩევაში,


განათლებისა და ზნეობით აღმატებულობის გარდა, ენის ცონდას უპირველესი ადგილი
უნდა ეჭიროს. უამისოდ ამაოა მთავრობის ცდა ხალხის გულის მოსაგებად; ეს არის
უპირველესი ღონე მოხელისა, რომ, მართალი და ჭეშმარიტი სამსახური გაუწიოს
სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც. ეს კარგად იციან ევროპიელებმა, რომელთაც
კანონად მიღებული აქვთ, რომ თუ ენა არ იცის, კაცს ფეხსაც არ შეადგმევინებენ იმ
ხალხში, საცა მოხელეობას ჰნდომობს. ასე მოქმედობს, მაგალითებრ, ინგლისი – შესახებ
ინდოეთისა. ჩვენში კი სულ სხვასა ვხედავთ. აქ არამც თუ მოხელისაგან თხოულობენ, რომ
აქაური ენები იცოდნენ, არამედ თითონ აქაურებისათვისაც კი ამოაკვეთინეს ფეხი აქაურს
ენებს აქაურის სასწავლებლებიდამ. იქ, საცა ჩვენის ხალხის მწყემსნი იზრდებიან, ჩვენის
ხალხის მაგალითებრ – სასულიერო და საოსტატო სემინარიაში, იქიდამაც კი გამოდევნეს
ჩვენი ენა. ქართველებსაც კი გზა არა გვაქვს ჩვენი ენა შევისწავლოთ, თორემ სხვას ვინა
ჩივის...? ?

ჩვენს ენას ჩვენში მოედანი არა აქვს სავარჯიშოდ. ჩვენი ეგრეთ-წოდებული მაღალი
საზოდაგოება, ნამეტნავად ქალაქში, თავის სამარცხვინოდ თაკილობს თავის დედა-ენით
ლაპარაკსა. ნათქვამია, თევზი თავიდამ აყროლდებაო, სწორედ ეგრე მოგვდის ჩვენც. ჩვენს
ეგრეთ-წოდებულ მაღალ საზოგადოებას თუ დავაკვირდებით. ცოცხალი ლაპარაკი, ის
დარბაისლური ქართული საუბარი, ის საამური ქართულის სიტყვის მიხვრა-მოხვრა, ის
სიმდიდრე ქართულის სიტყვიერებისა აღარ ისმის, აღარ არის. გადაგვავიწყდა ყოველივე,
რაც ენის შვენებას შეადგენს, რადგანაც ჩვენი აზრი ჩვენის ენით აღარ მოძრაობს, ჩვენი

128
გული ჩვენის ენით აღარ თბება. ამისთანა სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობაში
ქართული სამუდამო სცენა სწორედ ცის ნამია დამჭკნარის ყვავილისათვის. უფ. არწრუნმა
ამ ბოლოს დროს თავის დიდს ქარვასლაში გამართა კერძო თეატრი. ამ შემთხვევამ ფრთა
შეასხა იმ დიდის ხნის სურვილს, რომ სამუდამო სომხური და ქართული სცენა
გაიმართოს. აქაური სომხები დიდის გულმოდგინებით მოეკიდნენ სომხურის სცენის
საქმეს და ამბობენ, პირველ გასაწყობად ათასი თუმანი ფული მოაგროვესო და კიდევაც
აგროვებენო. არც ქართველობამ დაიკრიფა გულზედ ხელი. ქართველობის მოყვარენიც
ამასავე ცდილობენ და არ ვიცით, რა მადლობა უნდა გადუხადოს ქართველობამ იმ კაცთ,
რომელთ მეოხეობითაც ამ ბოლოსდროს ჩვენში გაძლიერდა სამუდამო ქართულის სცენის
დადგენის სურვილი და ფეხი აიდგა კიდეც, რომ სისრულეში მოვიდეს. ერთმა კიდევ
ქართველმა იმოდენა გულის სიკეთე და ჩვენი სიყვარული გამოიჩინა, რომ სამასი თუმანი
შესწირა მაგ საქმეს, ,,დროების” სიტყვით.

იმედია, რომ ამაზედ არ გაჩერდება ქართული გულუხვობა და სხვაც ბევრი


შეძლებისამებრ გამოიმეტებს შესაწირავსა ამ მეტად სანატრელ და საკეთილო საქმისათვის.
დიდი რამ არის სცენა საზოგადოდ და ნამეტნავად ჩვენთვის, თუ იგი ეხლანდელ
გულგარყვნილობის მოედნად არ გავხადეთ და რაღაც სალახანური ,,მშვენიერი ელენები”
არ ვავარჯიშეთ. დიდი რამ არის-მეთქი სცენა: ძლივს ერთი საჯარო ადგილი მაინც
გვექნება, საცა ჩვენის ენით ვილხენთ, ჩვენის ენით ვინაღვლებთ, ჩვენის ენის მოწყალებით
გავიტარებთ თვალ-წინ ჩვენს ცხოვრებასა მთელის მისის ჭკუის და გულის მონაგარითა.

ამას გარდა, სცენა იგივე შკოლაა, რომელიც ცხოველის სურათებით ელაპარაკება კაცის
გულსა და ჭკუასა, იგი ამ თავის თვისებით კაცის გუნებაზედ უფო მედგრად მოქმედობს,
ვიდრე სხვა რამე. ამ მხრით არის იგი სანატრელი,ამ მხრით არის იგი კაცის გრძნობისა და
ჭკუის გამაფაქიზებელი, გამწმენდელი.

სცენა ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზრდელი უნდა იყოს, და ამასთანაც იმისთანა


შემაქცევარიც არის, რომ უკეთესი მხარეს ადამიანისას ფეხს ადგმევინებს, ფრთას
აშლევინებს. უკეთესი შესაქცევარი, უკეთესი დროს-გასართობი, სულისა და გულის

129
ამამაღლებელი, სხვა ისეთი არა ვიცით რა, სცენის მეტი. თუ ეს ძვირფასი თვისება,
როგორც ხალხის წვრთნა და ზრდა, სცენას ჩამოაცილეთ, იგი მიკიტანად გადაიქცევა და
მაშინ სჯობს წაწყმდეს, ვიდრე სუფევდეს. ეს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენ, ქართველებმა
რაკი ის კეთილი აზრი მოგვსვლია, რომ ჩვენი საკუთარი სცენა ვიქონიოთ,ჩვენ ჩვენს
სცენას ორ ღვაწლსა ვსთხოვთ. პირველი – რომ მართლა განმწმენდელი იყოს ჩვენის
ცხოვრებისა, ჩვენის ჭკუისა და გულის განმანათლებელი და მწვრთნელი, და მეორე – იგი
უნდა იქმნას იმ ადგილად, სადაც ჩვენი ენა ფეხზედ უნდა წამოდგეს მთელის თავის
შვენებითა და სიმდიდრითა. დღეს ჩვენს მდგომარეობაში სცენის მეტი სხვა ისეთი სახსარი
არა აქვს რა ჩვენს ხალხს, რომ გონება, გული გაიხსნას და ენაც ავარჯიშოს საჯაროდ,
საქვეყნოდ. ამიტომაც საჭიროა ჩვენში სცენას იმისთანა გონებაგახსნილი
ზედამხედველობა ჰქონდეს ვისგანმე, რომ ამ ორს სანატრელს საქმეს სცენა არ გადუდგეს
და არ გახდეს ,,მშვენიერის ელენების” სამარცხვინო სასალახნო ასპარეზად. ამბობენ, ამ
საქმეში მეთაურობას ჰკისრულობსო ჩვენი – ყოველ კეთილ საქმეში დაუღალავი მოღვაწე –
დ. ი. ყიფიანი. ჩვენის ფიქრით, უკეთესს კაცს ვერ ჩააბარებდნენ ამ დიდს და მძიმე საქმეს,
როგორც ქართული სცენაა. მან ძალიან კარგად იცის, რა ძვირფასი რამ არის ხალხისათვის
სცენა, როცა იგი იმ ორს ზემოაღნიშნულს საგანს ემსახურება. თითონ იმ თხზულებათა
აღმორჩევა რომელთაც დ. ი. ყიფიანი სთარგმნის ხოლმე, ცხადად გვიმტკიცებს, რომ მას
სცენა მიაჩნია იმ დიდ შკოლად, საცა ოსტატად მოწვეულნი უნდა იყვნენ იმისთანა
სახელოვანნი კაცნი, როგორც შექსპირი და მოლიერი და სხვა მრავალი მათი მიმდევარი
გამოჩენილი მწერალი. იმედია, რომ დ. ი. ყიფიანის ხელში სცენა თავის დღეში ისე არ
დამდაბლდება, რომ იგი შეიქმნეს გულისა და ენის გამრყვნელად. ღმერთმა ჰქმნას, რომ
რამოდენადაც დ. ი. ყიფიანი გულმოდგინედ და გულმხურვალედ მოეკიდება ამ საქმეს,
იმოდენად ჩვენც შემწეობა და გულის-ტკივილი ამოვუჩინოთ, და მაშინ ჩვენის სცენის
საქმე მკვიდრს საფუძველზედ იქმნება დამყარებული, ჩვენდა სანუგეშოდ და
სასიხარულოდ.

დაიბეჭდა ჟურნალ ,,ივერიაში”,

130
1879 წ., თებერვალი, № 2.

შინაური მიმოხილვა

1879 წელი, ივლისი-აგვისტო

ძნელი მოვალეობა შინაურის მიმომხილველისა ჩვენში. – გინდა თუ არა შენის ჭკუით. –


ჭაპან-წყვეტა. – დაირა და ჟღარუნები ზოგიერთისა. – ჩვენი ცხოვრება. – მეორე
დაბრკოლება. – სუ! ანუ პირში ბურთი. – ნამცეცების კრეფა. – სწავლის მწყურვალნი. –
სამხედრო გიმნაზია. – შენ მაცხონე, კამისიავ. – მუქარა წლევანდელის წლისა. – ამისი
წამალი ,,Общеჳтვо беежлиვоჳть»-ის აზრით. – მოსკოვის ხაბაზები. – ცივილიზაციის
ახალი პიონერები: შარშან ცხენები და ეხლა მოსკოვის ხაბაზები. – ღმერთსა ვსთხოვოთ.

შინაურის მხილველობისთანა ჩვენში ძნელი საქმე ჩვენებურს მწერალს არა აქვს, იმიტომ
რომ ჩვენში შინაური საქმე ისეთი საგანია, რომლისთვისაც ჯერ ხელი სხვას არავის უხლია,
რომელზედაც არავითარს მსჯელობას, არავითარს მოსაზრებას, არავითარს დასკვნას სხვა
ქვეყნების ლიტერატურაში ვერ ინახულებთ პირდაპირ და მოჭრით; რომელზედაც,
მაშასადამე, გინდათ თუ არა, თქვენი აზრი უნდა იქონიოთ და რომელიც თქვენის
საკუთარის ზომით უნდა გაზომოთ, თქვენის საკუთარის ჭკუის შუქით გაანათოთ. ერთის
სიტყვით, ჩვენი შინაური საქმეები ჯერ გაუკეთებელი ხორბალია ხოლმე, უნდა ჩვენ
თითონ გავანიავოთ, გავცხრილოთ, დავფქვათ, მოვზილოთ და საკუთარის ჭკუის თონეში

ჩვენის ხელით გამოვაცხოთ. ამიტომაც ჩვენებური მწერალი (ჟურნალისტი – რედ.) დიდს


ჭაპან-წყვეტაშია ხოლმე, როცა მწერლობის საღერღელი აეშლება და ბედი ფათერაკად ზედ
მიაყენებს შინაურს საქმეს და სულთამხუთავსავით თავს დაადგება, გინდა თუ არა, შენის
საკუთარის ტვინის ძაფები დასძარიო დაამის პასუხი მომეციო. ჩვენ ამითი იმისი თქმა კი
არ გვინდა, ვითომ ჩვენი შინაური საქმეები ისეთის განსაკუთრებულის თვისებისა იყოს,

131
რომ სხვათა ხალხთა ნაცადი, ნაკვლევი, ნააზრევი არას-გზით არ მიუდგებოდეს, სხვის
აზრით ჩვენი საქმე არ აიხსნებოდეს. ამ შემთხვევაში უფრო ხშირად ჰო ითქმის, ვიდრე არა,
იმიტომ რომ ხალხთა ცხოვრებაში არის ბევრი ზოგადი კანონები, რომელნიც ყველგან
ერთნაირად მოქმედობენ... იმას მოგახსენებდით, რომ ავი დღე დაადგება ხოლმე
ჩვენებურს მწერალს (ჟურნალისტს – რედ.), როცა შინაურს საქმეში მოამწყვდევს სადმე
ბედი და პასუხს ეკითხება. მაშინ ხან აქეთ ახლის თავს, ხან იქით, ხან ერთს წაღმაუკუღმა
გაზეპირებულს წიგნს მივარდება, ხან მეორეს, და ეძებს, – ამ წყეულს საგანზედ ხომ არავის
უთქვამს რამეო, რომ სხვისი აზრი ვითხოვო, საკუთარ კაბასავით ზედ გადვიცოო და
ქვეყანაში გამოვიდეო... ,,არარაისგან არ იქნების არარაიცა”, – დიდი ხანია უთქვამს
შექსპირსა. ტვინი თუ ნაჩვევი არ არის თვითმსჯელობასა, თუ თავით თვისით
ნავარჯიშები არ არის, თუ მის პატრონს დაბადებითვე ნათხოვრებით გამოუზრდია, ,,ვერ
მოგართვის” მეტს ვერას ეტყვის გაფითრებულს პატრონსა. ეგრე უნუგეშოდ
გამოსტუმრებული ტვინის პატრონი თუმცა სასოწარკვეთილებას მიეცემა ხოლმე, მაგრამ
დიდის ხნობით კი არა.

ტვინის სადგურში ერთი მივარდნილი კუნჭულია, საცა ერთი ბრმა-ნიჭი ადამიანისა


ბინადრობს. ის ნიჭი ტვირთთა-მზიდველ სახედარსავით ყოველთვის მორჩილია, ქვევრის
თვისება აქვს: რაც ერთხელ ჩაგიძახნია, იმას ყოველთვის ამოიძახებს და სახელად ჰქვიან
მეხსიერება... ამ მხრით ჩვენებური მწერალი გასამტყუნარი არ არის. თითონ ცხოვრება სად
არის ჩვენში, რომ ცხოვრებამ გკითხოს და შენ პასუხი აძლიო? ჩვენი ცხოვრება ზურგ-
გადაღლეტილ და დავარდნილ სახედარივით გდია უძრავად სადღაც კუ თხეში და
სიცოცხლეს მარტო იმით იჩენს, რომ იცოხნება, როგორც პირუტყვი. თუ დროთა ბრუნვა
წიხლს დააზელს ხოლმე, მაშინ მოძრაობასაც იჩენს, მაგრამ მხოლოდ მით, რომ ერთი
ყრუდ დაიბღავლებს, ერთის გვერდიდამ მეორეზედ ფხანვით გადაბრუნდება და ისევ
უწინდებულად თვლემით და არხეინად ცოხნას მოჰყვება, მითამ-და არაფერი არც
ეტკინაო, არც ეზიანაო... ამისთანა ქვეყანაში, საცა ცხოვრება ხავს-მოკიდებულს გუბესა
ჰგავს, ესე იგი, ჭია-ჭუების და ქვეძრომების საბუდარს, იქ მწერალმა რა უნდა ქმნას? ჭია-
ჭუებს რომ ყურში ხელი წაავლოს და აწივლოს, – ეგ ერთხელ, ორჯერ კიდევ

132
შესაწყნარებელია, მაგრამ მუდამ კი ღმერთმა შეინახოს, მოსაბეზრებელია, მოსაწყენია, –
კაცს ყოველს სურვილს კითხვისას მოუკლავს... ამის გამო ბევრად შესაწყნარებელია და
შესანდობარი სიღარიბე ჩვენებურის მწერლობისა და ნამეტნავად ჩვენებურის
პუბლიცისტიკისა.

რა ვქნათ, საფანელი არ არის ჩვენს ცხოვრებაში და ამის გამო არც აზრის შედედებაა და
თუნდა იყოს კიდეც... ამით შეგვიბრალეთ და განგვიკითხეთ, როცა ჩვენს შინაურს
საქმეებზედ სჯას კითხულობთ ხოლმე ჩვენებურს ჟურნალგაზეთობაში. თუნდ რომ ღონე
იყოს, დიდს ჩვენ არ გვაღირსებენ და მეტი რა ჩარაა, რომ ნამცეცების კრეფას არ შევუდგეთ,
ისიც დიდის სიფრთხილით და ენის კვნეტით, რომ მეტი არა წაგვცდეს რა. მაშ, მოვყვეთ
ისევ ნამცეცების კრეფას.

მარიამობისთვის უკანასკნელს რიცხვებში განკითხვის დღე დაუდგათ ჩვენებურს მოზარდ


ყმაწვილებსა. ამბობენ, ათას-ხუთასი მეტი ყმაწვილი იყოო აქაურს სასწავლებლების
კარზედ მიყენებულიო და მარტო ორასიოდეს გაეღო კარიო, სხვანი კი, რიცხვით ათას-
სამასი, გულხელ-დაკრეფილმა მშობლებმა წყევა-კრულვით წაიყვანეს შინო, ვაკანსიების
უქონლობის გამოო. თუ ეს მართალია, ეს ამბავი ჭირადაც სამყოფია და ლხინადაც. ნუთუ
ყოველ-წლივ ამოდენა უშველებელი რიცხვი მოზარდის ყმაწვილებისა ეგრე უნუგეშოდ
უნდა იყოს დარჩენილი! რასაკვირველია, უნდა დარჩეს, რადგანაც აქაურს
სასწავლებლებში ტევა აღარ არის. ჩვენ არ ვიცით, მთავრობა ამ საგანზედ რასა ფიქრობს,
მაგრამ დიდად საფრთხილო და საფიქრებელი კია. ხუმრობა არის, ამოდენა ხალხს
განათლების კარი დახშული ჰქონდეს! უფრო მომეტებული რიცხვი თურმე სამხედრო
გიმნაზიას მიაწყდა. ამბობენ, წლევანდელმა ეგზამენიებმა აღმოაჩინაო, რომ წელს
ყმაწვილების მომზადება უფრო მაღალის ხარისხისა იყოო საზოგადოდ, ვიდრე წინა-
წლებშიო, მაგრამ ძალიან ბევრი კი ისევ შინ დაბრუნებულა ხელცარიელი იმავ მიზეზით,
რომ ვაკანსია არ იყო. კავკასიის მხედრობისა მიმართ განცხადებაში №48 მოხსენებულია,
რომ სახელმწიფო ხარჯით წელს უნდა მიღებულიყვნენ ოცნი, დედ-მამის ხარჯით ხუთნი,
და ისე შინიდამ მოსიარულედ ცხრა, – სულ ოც-და-თოთხმეტი ყმაწვილი...

133
ამ სახით გამოდის, რომ სამხედრო გიმნაზიის პანსიონში ექვსი ვაკანსიაა დარჩომილი,
სამი სახელმწიფო ხარჯზედ და სამი დედ-მამის ხარჯზედ, და დანარჩენ 28 ვაკანსიიდამ
ცამეტი ჩვენებურებს დაუჭერიათ და ხუთმეტი რუსებს.

რასაკვირველია, ეგ ექვსი ვაკანსია წვეთია ამოდენა მწყურველთათვის, მაგრამ მაინც


სანატრელია კაცმა იცოდეს, ვისთვის არის შენახული ის ექვსი პანსიონის ვაკანსია... რა
მიზეზია, რომ ვისთვისაც თითქმის დააარსეს გიმნაზია, ისინი ცარიელზედ რჩებიან. აქ
შესანიშნავი კიდევ ის არის, რომ აქაო და ტფილისში თქვენი სამხედრო გიმნაზია გაქვთო,
რუსეთის გიმნაზიებში თურმე ჩვენებს აღარ იღებენ. ჩვენ თითონ მაგოდენადაც არ
მიგვიწევს გული ერთობ სამხედრო გიმნაზიებზედ, და თუ ამ-ჟამად სამდურავსავით
რასმე ვამბობთ, მარტო იმისათვის, რომ განიშნოთ, ადამიანის ბედს ხანდისხან რა ხიფათი
სდევს ხოლმე. ბევრის მდომელსა ცოტაც დაეკარგებაო, სწორედ ამისთანა ამბავზეა ნათქ
ვამი.

ხომ ხედავ, ჩვენო ქართველობავ, რომ სხვა გზა არ არის შვილი გაზარდო, თუ არ ისევ
შენის ღვაწლით და შენის ხარჯით. თვითოეულისათვის ცალკე ეგ ღვაწლი და ხარჯი
სამძიმოა. რაც თვითოეულისათვის სამძიმოა, ის ერთობას არ გაუჭირდება. შეიყარენით
ერთად და ამ სატკივარს ერთი წამალი დასდეთ.

უებარი წამალი კიდევ, უწინაც გვითქვამს, საკუთარი ქართული გიმნაზიაა. თუ თქვენის


შვილებისათვის მართლა სიკეთე გინდათ, თუ გინდათ, – რომ თქვენმა ქვეყანამ თქვენი
სახელი ლოცვით და კურთხევით მოიხსენიოს, ამ აზრის აღსასრულებლად ნურას
დაზოგავთ, ნურას დაიშურებთ. ნუ შეუშინდებით იმ ფიქრს, რომ გიმნაზიას დიდი
გაძღოლა უნდა, ესე იგი, დიდი ფული და ხარჯი. თვითოეულმა რომ ცოტ-ცოტა
გამოვიღოთ, ყველასაგან ერთად საკმარისი ფული შედგება: ნათქვამია, ზღვაც წვეთით
არის შემდგარიო.

ყმაწვილების აღზრდისა და პატრონობის თაობაზედ ამას წინათ დააპირეს საზოგადოების


შედგენა. დამაპირებელთა მოიწვიეს მრავალნი პირნი სამეურნეო საზოგადოების

134
დარბაზში, წარმოსთქვეს წინათვე გაზეპირებული სიტყვები, ორიოდე ორატორმა
გამოიჩინა თავი, და საქმე იმით გათავდ, რითაც – შჩედრინისა არ იყოს – ყოველივე საქმე
თავდება ხოლმე რუსეთში, ესე იგი, ამოირჩიეს კამისია და მიანდეს, არამც თუ მარტო
წესდების შედგენა, არამედ ჩვენის სურვილის საგანიც განსაზღვრეთო. ჩვეულებისამებრ –
ჩვეულება ხომ რჯულთ უმტკიცესია, როგორც მოგეხსენებათ, – კამისიის კალთაში
ჩაიძინებს ეს საქმე ,,ღრმა ძილითა”, ასე რომ ზარბაზნითაც რომ მიადგეთ, ბოლოს იქნება
ვერც კი გამოაღვიძოთ. თქვენმა მზემ, ეგ ეგრეთ-წოდებული ,,კამისიები” სწორედ ხსნა
არის ყოველგვარის მცონარობისა... ჰოი, ყოვლად მხსნელო კამისიავ, რა კარგი რამა ხარ!
რამდენს მოუყუდებია შენზედ თავისი ჯოხი, რომ სხვა ღონე არ ჰქონია. რამდენს
,,გაუპრადალავებია” – გლეხისა არ იყოს – შენის უწყინარი სახელით კეთილი საქმე!
ზემოხსენებულს კრებასაც სწორედ ამისთანა ბოლო ჰქონდა, და სიტყვა საქმედ როდის
გარდიქცევა, – ეგ ღმერთმა იცის და კამისიამ, რომელიც ძალიან იშვიათად მოახდენს
ხოლმე ამისთანა სასწაულსა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამისთანა საქმეს როგორც უპატრონო ყმაწვილების აღზრდა და


მოვლაა, ამისთანა დასაწყისი ჰქონდა. ამ საქმისათვის რომ მართლა გულით ეზრუნვათ და
ბეჯითად ჩაეკიდნათ ხელი, ყოველივე – რაც საქმის ფეხზედ დაყენებისათვის საჭირო იყო,
წინათვე უნდა მოემზადებინათ. მაგალითებრ, საგანი ყოველმხრივ უნდა განესაზღვრათ,
მისი გულ-ღვიძლი, მისი თირკმელები – უკაცრავად ამ სიტყვებისათვის – უნდა
გაესინჯათ ყოვლის მეცადინეობით და გულმოდგინებით, შეედგინათ წესდება,
დაერიგებინათ, რომ ვისაც გული შესტკივა ამ საგანზედ, წინათვე გაგებული და
მოსაზრებული ჰქონოდა ყოველივე ის, რაც ამ საქმეს შეეხება, და მაშინ მიეწვიათ ხალხი
საჯაროდ ბაასისათვის...

აი, რა-რიგად ჭკვიანურად და საქმიანად მოიქცა ერთი ჩვენებური საზოგადოება,


რომელიც კარგა ხანია ჩვენში მოქმედობს. ვინ არ იცის, რომ წლევანდელი წელიწადი
დიდს მუქარას გვითვლის და ამ მუქარამ ლამის დღესაც ურიცხვი ხალხი
სასოწარკვეთილებას მისცეს. წლევანდელი წელიწადისთანა უმოსავლო წელიწადი ხშირი

135
არ არის ხოლმე ჩვენში. რაც მუდმივმა მიზეზებმა დააკლეს წლევანდელ წელიწადსა, ის
შეამთავრა შარშანდელმა საქონლის ჭირმა, რომლისა გამო უხნავ-უთესად დარჩა მრავალი
ხალხი, წლევანდელმა კალიამ, თაგვმა და ნაცარმა. თითქმის მთელს ჩვენს გუბერნიაში, და
გუბერნია რა სათქმელია, თითქმის მთელს ამიერ-კავკასიაში, ამ მუდმივმა და ფათერაკად
მოსულმა მიზეზებმა სულ ძირს დასცეს წლევანდელი ჭირნახული მიწისა თუ ვენახისა.

ბალახიც კი აღარ არის, რომ საქონელი გამოიკვებოს... ეს უბედურება საწყალის ხალხისა


წინათ-უგრძვნია ერთს გულშემატკივარს აქაურს რუსულ საზოგადოებას, რომელსაც
ჰქვიან: «Общеჳтვо беежлиვоჳть». და კაცმა მართალი უნდა სთქვას, კარგად და ოსტატურად
ჩაუკიდნია ხელი, რომ სატკივარს რაიმე წამალი დასდოს. ერთს იმათგანს პროექტიც ხელ-
და-ხელ გამოუცხვია და სადაც ჯერ არს წარუდგენია. რასაკვირველია, ეს ბატონი
პროჟექტორი ჯერ უქებს ამ საზოგადოებას პატიოსანს მოღვაწეობას, ვაჭრობაში
გამოცდილებას და გვარწმუნებს, რომ ამ საზოგადოებამ დიდი სარგებლობა მოიტანაო
თავისის მოქმედებითაო ამ ცხრა წელიწადშიო. მოდი და ნუ დაიჯერებთ. მაგრამ ისევ –ისე
იმათი თავისიანი ვალაპარაკოთ ამ სასაცილო პროექტზედ, თორემ ჩვენ მუხანათობას
შეგვწამებენ და ეხლანდელ დროში ეგ დიდად საფრთხილოა. აი, რას ამბობს ამ
პროექტზედ ჩვენი ყოველთვის წარბშეკრული რუსული გაზეთი ,,კავკაზი”. თუ ამ
პროექტს ამისთანა გაზეთისათვისაც დაცინების საღერღელი აუშლია, წარმოიდგინეთ, რა
წითელი კოჭი უნდა იყოს. ,,პროექტიო, – ამბობს გაზეთი, – ბევრს არას გამოსდგომიაო. იგი
თხოულობს მთავრობისაგან, მაგალითად, მარტო ათი-ათას თუმანს სესხად ერთის წლის
ვადით უსარგებლოდ.

წევრნი საზოგადოებისანი ამ ფულით საკუთარს, განგებ ამისათვის, ფურნეს დასდგმენ,


დაიწყებენ პურის ცხობას და გამომცხვარს პურს მიჰყიდიან იმ ფასად, რაც თითონ
დაუჯდებათ, არამც თუ მარტო საზოგადოების წევრთა, არამედ სხვასაც, ვინც კი
მოინდომებს, რომ მათგან პური იყიდოს. პური რომ უფრო გემრიელი იყოს, დაიბარებენ
მოსკოვიდან ფილიპოვისაგან* ერთს ანუ ორს კარგად გამოცდილს ხაბაზსა. რადგანაც ეს
პროექტი საჯარო განხილვისათვის გამოცხადებულია. ჩვენც ვბედავთ ორიოდე სიტყვა

136
მოვახსენოთ ამ საზოგადოებას მის პროექტის თაობაზედ. ყველამ კარგად იცის, რომ
–«Общеჳтვо беежлиვоჳти» ეგ პატიოსანი და გამოცდილი საზოგადოება, რომელსაც ამ ცხრა
წლის განმავლობაში ასეთი დიდი სარგებლობა მოჰქონდა (ნეტავ ვისთვის?), – თავის
საქონელსა ჰყიდდა ყოველთვის იმ ფასად, როგორც სხვა ტფილისის დუქნებში
იყიდებოდა და ხანდახან უფრო მეტადაც... ვინ არ იცის, რომ ტფილისში პურის მცხობი
ბევრია. სხვა რამა სთქვით, თორემ პურისმცხობლების ნაკლეობაზედ ტფილისი ვერ
იჩივლებს. მაშასადამე, ხარჯი ფილიპოვოს პურის-მცხობლების მოწვევისათვის
სრულებით უსაბუთო და მეტი იქნება». – კიდევ სხვას რასმე უწუნებს გაზეთი იმ პროექტს,
მაგრამ ჩვენთვის ეგეც სამყოფია.

ვაი, ჩვენი ბრალი! პურის ცხობის უცოდინარობაც კი შეგვწამეს და ხაბაზიც ამას იქით
მოსკოვიდან უნდა დავიბაროთ ხოლმე. ქვეყნის გაბიაბრუება და გაბრიყვება იქნება და
ასეთი!.. მოდი და ამისთანა ხალხს დაუჯერე, რომ ვაჭრობაში ან სხვა რამეში გამოცდილნი
არიან. ცხრა წელიწადი საზოგადოება მოქმედობდეს ტფილისში და არ იცოდეს, რომ აქ
პურის-მცხობლები არიან, და ხშირად ძალიან კარგნიცა, ამაზედ სასაცილო ამბავი სხვა რამ
გინდათ კიდევ.

მოდი და ამისთანა ქვეყნის ზედმიწევნით მცოდნეთაგან – თუ არ დაგიშლიათ – სიკეთე და


სარგებლობა მოითხოვეთ, მოდი და ამათ ეშხზედ ელაპარაკეთ!

მოსკოვიდან ხაბაზები დავიბაროთო? ჭკუას როცა ურიგებდნენ, ნეტა ამათ სად


მოგვიანებიათ, რომ ვერ მოუსწვრიათ... ხომ გახსოვთ, რომ შარშან ჩვენს ხალხს ცხენები
დაურიგეს საჩუქრად.

ჩუქება, რაც უნდა იყოს, ყოველთვის კარგი რამ არის ხოლმე, ნამეტნავად
დაჩუქრებულისათვის. ჩვენ ამ მხრით იმ ცხენების ჩუქების თაობაზედ არა გვეთქმის რა,
თუმცა აშკარაა, რომ ის ცხენები ფულად ექციათ და გუბერნიისათვის * გამოჩენილი პურის
მცხობელია მოსკოვში.

137
ერთი საერთო კასსა გაეჩინათ გაჭირვებულთათვის ხელის გასამართავად, ან სხვა რაიმე
საერთო საქმისათვის მოეხმარათ, მაგალითებრ – სოფლის ბანკებისათვის, სოფლის
შკოლებისათვის, თუნდ გზების და ხიდების გასაკეთებლად, ერთი ათასად უკეთესი
იქნებოდა. როგორც გვახსოვს, თითო ცხენი რომ სამ-სამ თუმნად მაინც ჩაგეგდოთ, კარგა
დიდი ფული შედგებოდა.

მაგრამ ცხენების ფულად ქცევა უარჰყვეს და ისევ ცხენების ცხენებად დარიგება ირჩიეს.
იცით – რა საბუთიანი მიზეზი ჰქონდათ, რომ ასე ჰქნეს, და იქიდამ, საიდამაც კაი ზომიერი
სარგებლობა შესაძლო იყო, არა გამოვიდა რა? მიზეზი ის იყო, რომ მაგ ცხენებს ერთი მძიმე
ტვირთი ზურგთ აჰკიდეს: ცხენებით უნდა ჩვენში ცივილიზაცია ფეხზედ
წარმომდგარიყო; ყველას იმედი ჰქონდა, რომ თუ გლეხკაცობა იმ ცხენების მიზეზით
ეკიპაჟებს არ გაიმართავდა, ფურგონებს, პოვოზკებს და სხვა ამისთანა ცივილიზაციისაგან
მოგონილს სატარებელთ წინ რაღა დაუდგებაო. დიახ, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ
ცხენების მეოხებით ის ტლანქი, ბრიყვული, ჩვენებური ჭრიჭინა ურემი უკან დადგება და
გზას დაუთმობს ფურგონს და პოვოზკასა. თქმა არ უნდა, რომ ბევრგან იმ ცხენებმა –
კარგია, პირუტყვები არიან, თორემ შენი მტერი – გლეხამდი არ მიაღწიეს და არც
ფურგონები და პოვოზკები დაიმართა. ამ-გვარად, ამ ოთხ-ფეხმა ცივილიზაციის მოწინავე
ჯარმა ჩვენში ვერ გასჭრა და ცხენმაც. ადამიანზედ უფრო მხნემ, უფრო ღონიერმა ცხენმაც
კი ვერა გააწყო რა ჩვენში. თუნდ ეგეც არ იყოს, თუ ოთხი ორზედ უმჯობესია, –
რასაკვირველია, როზგისა და სხვა ამ-გვარის გარდა – მაშ ცხენები ადამიანზედ ამით მაინც
წინ არიან. ერთის სიტყვით, ამისთანა ძლიერმა ცხოველმაც, როგორც ცხენია,
ცივილიზაციას ჩვენში ფეხი ვერ აადგმევინა. ეს, რა საკვირველია, ჩვენის ხალხის მეტად
ტანში გამჯდარს სიბრიყვეს უნდა მიაწეროს კაცმა და სხვა არაფერს და, მგონი, ცხენების
დამრიგებლებმა სწორედ ამ უჯათს სიბრიყვეს დააბრალეს ყველაფერი და არა იმას, რომ
ცხენები ვერაფერი პიონერები არიან ცივილიზაციისა.

თუ ცხენს ამისთანა იმედს ჰკიდებენ ჩვენში ზურგზედ, მაშ, რაღად უნდა გვიკვირდეს, მაშ,
რაღად უნდა გვეოცოს, რომ ვიღაც ბატონმა ლებედიევმა – ზემოხსენებულ პროექტის

138
შემადგენელმა – ხაბაზების დაბარება მოსკოვიდამ დააპირა. ცდა ბედის მონახევრეაო,
ნათქვამია. ჯერ ხომ ცხენები სინჯეს და ნახეს, – რომ ჩვენი სიბრიყვე ვერ მოტეხეს. ეხლა
კიდევ მოსკოვის ხაბაზებს გამოსცდიან, იქნება ამით მაინც ეშველოს ჩვენში
ცივილიზაციის გავრცელებას.

უსათუოდ ბატონს ლებედიევს ეს აზრი ჰქონია, რომ დაუპირებია მოსკოვის ხაბაზებით


დაამშვენოს ჩვენი ქვეყანა, თორემ როგორ გაუბედავდა სთხოვოს მთავრობას ათი-ათასი
თუმანი. ხუმრობა ფულია! ხუმრობა ფული არ არის, მაგრამ განა ცივილიზაცია კი
ხუმრობა რამ არის! ბატონმა ლებედიევმა უსათუოდ ზედმიწევნით იცის, რომ
ცივილიზაციის დასამყარებლად არა ხარჯი მეტი არ არის, რაც უნდა ფული დაიხარჯოს, –
ბევრი არ იქნება. თუ არ დაგიშლიათ, ღმერთსა ვსთხოვოთ, რომ მთავრობამ ის ათი-ათასი
თუმანი მისცეს «Общеჳтვо беежлиვоჳть»-ს და «Общеჳтვо беежлиვоჳть»-მა კიდევ ბატონ
ლებედიევის თაოსნობით ხაბაზები მოსკოვიდამ დაიბაროს და მოჰფინოს ჩვენს ქვეყანასა.

ცუდი არ იქნება, რომ ჩვენმა ბანკებმაც ფული მიაშველონ ბატონს ლებედიევს, რომ
კალიასავით მოუსიოს ჩვენს ქვეყანას მოსკოვის ხაბაზები. რაკი ცივილიზაციის საქმე
ცხენებზედ და ხაბაზებზედ მივარდნილა, ეხლა ფიქრი ნურავისა გვაქვს. ბედი ჩვენი
ცხადია, როგორც ხელის გული. მაგრამ ვაი, თუ ხაბაზები მოსკოვისა გაგვინაზდნენ და არ
წამოვიდნენ! ნუ გეშინიათ, პირში გემო ხომ არ დაჰკარგვიათ, რომ ეგა ჰქმნან. ვაი, ჩვენი
ბრალი! დაბრიყვება ქვეყნისა იქნება და ასეთი!..

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1879 წ., აპრილი, №4.

ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო

გაზეთს «Кавказ»-ში ჩვენ დიდის ყურადღებით წავიკითხეთ ცოტად ცხარედ დაწერილი


წერილნი ბ-ნ იანოვსკისა. ამ წერილში ბ-ნი იანოვსკი ამბობს, რომ ყოველივე ის, რასაც
«დროება» მაბრალებსო, ახალ-სენაკის სკოლაში არ მითქვამსო, არც ბ-ნ მარკოვისათვის
მიმიწერია ოფიციალური ქაღალდიო და არც ბ-ნ სემიონოვისათვის არავითარი დარიგება

139
და რჩევა არ მიმიციაო. ჩვენ დიდად მოხარულნი ვართ, რომ ბ-ნი იანოვსკი ეგრე ბეჯითად
უარჰყოფს ყოველს იმას, რაც მართლადა საკადრისი არ არის განათლებულის კაცისათვის.
მას შემდეგ, რაკი ეგრე საჯაროდ გამოაცხადა ეგ უარყოფა იმისთანა პატივცემულმა გვამმა,
როგორიც ბ-ნი იანოვსკია, ჩვენ აღარა გვეთქმის-რა.

ჩვენთვის ისიც საკმარო, რომ ბ-ნი იანოვსკი არა ჰკისრულობს არც ერთს ბრალსა,
«დროებაში» გამოცხადებულს. ჩვენ დიდის სიამოვნებით ვერწმუნებით ბ-ნს იანოვსკის და
ამასთანაც გვიხარიან, რომ იგი თაკილობს იმისთანა მოქმედებას და სიტყვას, რომელიც,
ჩვენდა სამწუხაროდ, აქამომდე საკვეხურადა ჰქონდათ ზოგიერთს აქაურს პედაგოგებს და
პედაგოგიის გარეთ მდგომ მოხელეებსაცა. ესეც ერთი წარმატება, ერთი სიკეთეა ამის გამო
ჩვენ თავს ვანებებთ იმაზედ ლაპარაკსა – ვინ არის ამ შემთხვევაში მართალი და ვინ
მტყუანი. ეხლა ეგ ჩვენთვის სულ ერთია. ეგ საგანი ეხლა უკან უნდა დავაყენოთ, იმიტომ,
რომ ბ-ნმა იანოვსკიმ სხვა, უფრო უაღრესი და უმძიმესი საგანი წამოაყენა თავის
წერილში.ამ უკანასკნელ საგანთან ის პირველი ჩვენ თითქმის არაფრად მიგვაჩნია. ჩვენ
ვამბობთ აქ იმაზედ, რომ ბმა იანოვსკიმ თავისის მოქმედების და მოღვაწეობის დედა-აზრი
გამოგვიცხადა თავის წერილში და აი, ეს დედა-აზრია ის უაღრესი და უმძიმესი საგანი,
რომელმანც მიიზიდა მთელი ჩვენი ყურადღება. ჩვენ ვეცდებით, გულახდილად და
თამამად წარმოვსთქვათ ამ საგანზედ ჩვენი აზრი. იმედი გვაქვს, რომ არავინ დაგვწამებს –
ხალხს გული უნდათ ააყრევინონ ჩვენს მოქმედებაზედაო. იმედი გვაქვს, რომ ამ
უმართებულო და კადრისს ფარ-ხმალს არ მოჰკიდებს ხელს იმისთანა კაცი, როგორიც ბ-ნი
იანოვსკია. ჩვენ გვსურს – ბ-ნი იანოვსკი დარწმყნებული ბრძანდებოდეს, რომ აქ ჩვენ
გვალაპარაკებს მარტო ერთი ჭეშმარიტების სიყვარული და ჭეშმარიტების საკადრისი
გულწრფელობა და სხვა არა-რა. თუმცა ბ-ნი იანოვსკი, როგორც მრავალმხრით
განვითარებული კაცი, უეჭველად კეთილის განზრახვით არის აღძრული და ჰსურს იმ
ადგილს და საზოგადოებას, საცა მოწვეულია სამსახურისათვის, სიკეთე მიანიჭოს, მაგრამ
მისგან ამორჩეული გზა, ჩვენის ფიქრით, სრულებით არ შეეფერება არც მის განზრახვასა
და არც მის სიკეთის სურვილსა. ჩვენა გვგონია, რომ საერო სკოლას* საერთოდ და ჩვენსას
საკუთრივ ბ-ნი იანოვსკი ისე არ უყურებს, როგორც ის გამოჩენილნი პედაგოგიაში გვამნი,

140
რომელთაც დაადგინეს საერო (нჱодний) სკოლა მის ნამდვილს და ჭეშმარიტს
მნიშვნელობაზედ, ბ-ნს იანოვსკის, როგორცა სჩანს მის წერილიდამ, განსაკუთრებული
დანიშნულება და უმაღლესი საქმე ამისთანა სკოლისა უკან დაუყენებია და საერო სკოლას
იმ ტვირთსა ჰკიდებს, რაც მოსამზადებელის კლასის საზიდარია. ჩვენის ფიქრით, ეს
დიდი შეცდომაა საზოგადოდ და ჩვენში ხომ საკუთრივ. ჩვენ ვეცდებით – ეს სიტყვა
უსაბუთოდ არ დაგვრჩეს.

საერო სკოლა, საზოგადოდ, სკოლაა ერისა, ესე იგი იმ უმრავლესობისა, რომელსაც არც
დრო აქვს, არც მოცალება, არც შეძლება უმაღლესის სწავლის შეძენისათვის. ჩვენდა
სამწუხაროდ, ამასაც ვიტყვით, რომ არც დიდი საჭიროება * საერო სკოლას იმ აზრით
ვხმარობთ, როგორც რუსები სიტყვას наодная школа მიუძღვის, ჯერ ხანად მაინც,
რადგანაც სხვადასხვა ხელმოკლეობის გამო შინიდამ გარეთ ფეხის გამოდგმის ილაჯს
მოწყვეტილია. ამიტომაც საერო სკოლა ერის შინაური სკოლაა, ის მოედანია, საცა ერის
გონებამ და გრძნობამ პირველ ფეხი უნდა აიდგას, ის გამზრდელია ერისა, რომელმაც
უნდა აძლიოს ერს საზრდოებელი სულისა და ხორცისა იმ პატარა საწყაოთი, რომელიც
ზედგამოჭრილია უმეტნაკლოდ ერის მოკლედ შემოხაზულ შინაურს ყოფაცხოვრებაზედ,
მის სულიერ და ხორციელ მოთხოვნილებაზედ...

ეს ორი აზრი, ერთი მეორის შემავსებელი, იმისთანა გამოჩენილის პედაგოგისა, რომლის


ტოლიც რუსებს ჯერ აქამომდე არა ჰყავთ, საკმარისია, რომ დავინახოთ, რაში
მდგომარეობს ბ-ნ იანოვსკის შეცდომა საზოგადოდ. პირველ იმაში, რომ საერო სკოლას
მოსამზადებელის კლასის საქმეს უნიშნავს, და მეორე მასში, რომ ამ საქმის შესაფერად
მოუწადინებია თოთონ საერო სკოლების გამართვაცა.

ასე ვფიქრობთ ჩვენ, იმიტომ რომ მის წერილში ერთი სიტყვაც არ არის თქმული მასზედ,
რაც საერო სკოლის, უმთავრესს-კი არა, განსაკუთრებულს დანიშნულებას შეადგენს.

141
ეს შეცდომა უფრო ცხადად გამოგვეხატება თვალ-წინ, როცა გამოვიკვლევთ, – რა
ღონისძიებით და რა საშუალობით შეუძლიან საერო სკოლას თავისს განსაკუთრებულს და
ფრიად ძნელს დანიშნულებას რიგიანად და წარმატებით მიაღწიოს...

მეორე გამოჩენილი და განთქმული პედაგოგიაში კაცი პესტალოცცი ამბობს, რომ – «ბავშის


სულიერნი ძალნი შორეულზედ, უცხოზედ არ უნდა ავარჯიშონო, ვიდრე ძირი არ
გაჰმაგრებიათ და არ განათლებულან იმაზედ ვარჯიშობითა, რაც მახლობელია ბავშისა,
რაც გარს არტყია, რაც ბავშის ღვიძლი და თავისიანიაო».

«ერს რომ თავისი ენა არ ასწავლოთო, – ამბობს მეორე გამოჩენილი რუსი პედაგოგი
ვესსელი, – ეგ ის იქნება, რომ არ გინდათ ერის აზრი, მისი სულიერი ძალღონე, ნიჭი
გაიხსნას და გაიმართოსო. ეგ ის იქნება რომ არ გინდათ ერი ბალღობიდამ გამოვიდესო.
თუ ჩვენ არ დავაწყებინებთ ერს თავისის დედა-ენის სწავლებას და, თუნდაც მის მაგიერ
სხვა, ძალიან მახლობლის ენის სწავლებას მოვაყოლებთო, მაშინ უფრო უარესს ვიზამთო:
სრულებით შევშლით ერის გონებითს განვითარებას, სრულებით შევშლით მის სულიერ
ბუნებასაო»... «საერო სკოლა საკუთრივ დედა-ენის სკოლააო, რომელიც უნდა შეისწავლოს
ყველა ყმაწვილებმა იმისდა მიუხედავად, განაგრძობენ მერე სწავლას გიმნაზიაში, თუ
არაო», – ამბობს ივანე ამოს კომენიუსი.

ჩვენ მოგვყავს ეს აზრები მეცნიერებისა იმიტომ-კი არა, რომ გვეგონოს, ვითომც ბ-ნმა
იანოვსკიმ ყოველივე ეს ჩვენზედ უკეთ არ იცოდეს, არამედ იმიტომ, რომ ყველამ, დიდმა
და პატარამ შეიტყოს და გაიგოს, რა ღონეა დედაენა სკოლისათვის საერთოდ და
საეროსათვის საკუთრივ. ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკან-დაუხეველად ვთხოულობთ
დედა-ენისათვის სრულს და დაუბრკოლებელს გზას სასწავლებელში, – ეგ, მარტო დედა-
ენის სიყვარულით არ მოგვდის. ვთხოულობთ და ვნატრობთ იმიტომაც, რომ უდედა-
ენოდ გონების გახსნა ბავშისა ყოვლად შეუძლებელია. მაშინ სკოლა გონების გახსნის
სახსარი-კი არ არის, გონების დაჩაგვრისაა, გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა,
გათახსირებისაა, – და განა ეს სასურველია ვისთვისმე?

142
ზემოთ-მოყვანილიდამ ცხადია, რომ დედა-ენა ცნობილია არამც თუ უკეთეს და
აუცილებელ სახსრად, რომ სკოლამ თავისი დანიშნულება აასრულოს, არამედ უპირველეს
საგნადაც, რომელიც ბავშმა უნდა შეისწავლოს და იცოდეს. მაშასადამე, სკოლამ
საზოგადოდ და საერომ საკუთრივ ეგ სამსახური უნდა გაუწიოს ერსა.

მეორე სახსრად და საგნად ცნობილია იმ ადგილის, ქვეყნის, ერის შესწავლა და ცოდნა,


რომელთაც ბავში ეკუთვნის დაბადებით და ცხოვრებით.

«პირველ-დაწყებითის ცოდნის მოედნად უნდა იყოს სამშობლოო», – ამბობს პესტალოცცი.


«კაცს გულში გამოუკვანძეთ მისი პატარა სამშობლო, – ამბობს დისტერვეგი: – გზა
გაუხსენით, რომ არამც თუ მარტო შეისწავლოს, არამედ შეიყვაროს კიდეც იგი სამშობლო,
მისი განსხვავებული თვისება, მისი განსაკუთრებული ხასიათი. ამით ნუ გგონიათ, რომ
ხელს უმართავდეთ პროვინციალურს პატრიოტობას, არამედ გაუმაგრებთ ადამიანს
ფესვებს ადამიანის სულის ღონისას. ეგ ფესვები მის სამშობლოს მიწა-წყალშია, მის
მოძმეთა განსაკუთრებულ ხასიათშია, – მათს ისტორიაშია. ყოველს სასიხარულოდ უნდა
მიაჩნდეს, როცა თვითოეულს ადამიანში კაცი პოულობს განსაკუთრებულს თვისებას
მისის ქვეყნისასაო»...

«არის მარტო ერთი საზოგადო, დაბადებითვე დაყოლილი მიდრეკილება, რომელზედაც


აღზრდას (სკოლას) ადამიანისას შეუძლიან ყოველთვის დაემყაროს, – ამბობს უშინსკი: –
ეგ ის არის, რასაც ჩვენ ვეძახით ეროვნობას (нჱодноჳть).

როგორც არ არის ადამიანი, რომ თავისთავი არ უყვარდეს, ისეც არ არის ადამიანი, რომ არ
უყვარდეს თავისი მამული, თავისი ქვეყანა. აი ეგ სიყვარულია ის უტყუარი გასაღები
ადამიანის გულისა, რომელსაც აღზრდა (სკოლა) უნდა ხმარობდეს. ეროვნობაზე
დამყარებული ბავშის აღზრდა ყოველთვის იპოვის პასუხს და შემწეობას მაგ ცოცხალს და
ძლიერს სიყვარულში, რომელიც უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე რწმენა, მარტო
ჭკუით მიღებული, ანუ ზნე, დასჯის შიშით ჩანერგულიო».

143
ამ სახით, მეორე აუცილებელი ღონე და საგანი საერო სკოლისა ადგილობრივი, ერობრივი
ელემენტი არის, ესე იგი – ის ბუნება, ის ერი, ის ყოფა-ცხოვრება, რომელიც გარს არტყია
მოზარდსა და რომელთ შორისაც ბავში ტრიალებს და სცხოვრობს სულითა და ხორცითა
დაბადების დღიდანვე. მაშასადამე, ყოველამის შესწავლა და ცოდნა არის მეორე
განსაკუთრებული საგანი საერო სკოლისა. ამას არაფერი არ უნდა დააკლოს საერო სკოლამ
და გადამეტება ხომ ძნელია და ძნელი.

ცხადია, რომ საერო სკოლა, როგორც პირველ-დაწყებითი სკოლა ერისა, სხვა არა უნდა
იყოს-რა, გარდა დედა-ენისა და სამშობლო ქვეყნის მასწავლებელ სკოლისა, იმისდა
მიუხედავად – განგრძობილი იქნება მას შემდეგაც სწავლა, თუ არა... ნურავის ნუ ჰგონია,
საერო სკოლის საკუთარი ტვირთი ისე მსუბუქი იყოს, რომ განიზრახოს სხვა საპალნეც
აჰკიდოს რამე. სწორედ ამ სხვა საპალნესა ჰკიდებს საერო სკოლას ბ-ნი იანივსკის წერილი,
მერე ისე ჰკიდებს, რომ საკუთარის ტვირთის ზიდვისათვის ღობე თუ სულ არმოესპობა,
ძალიან მოაკლდება მაინცა...

– ამ წინადადებათა ძალით, ამბობს ბ-ნი იანოვსკი, ყოველს კეთილად განწყობილს


პირველ-დაწყებითს სკოლაში სწავლება საზოგადოდ უნდა მიდიოდეს უპირატესად (და
არა განსაკუთრებით?) დედა-ენის შემწეობითაო. რუსული ენა არა რუსთათვის ისე უნდა
იყოს დაყენებული, რომ ყმაწვილებმა, კურსის შესრულების შემდეგ, იცოდნენ არამც თუ
მარტო წერა-კითხვა, არამედ გაგებაც ჰქონდეთ წაკითხულისა და წერითაც გამოთქმა
შეიძლონ როგორც დედა-ენაზედ, ისეც შეძლებისამებრ (?), რუსულადაცაო. ამის
მისაღწევად აი რა გზა ამოურჩევია.

პირველ წლის მეორე ნახევრიდამვე ოსტატმა ყოველ დღე უნდა გადასდოსო 30 – 45 წამი,
რომ ბავშები შეაჩვიოს რუსულს ენასა და იმისათვის, რომ ბავშებმა ცნობიერად შეითვისონ
ცალკე სიტყვები, ფრაზები და მოკლე ამბები, უნდა ყოველივე იგინი ჯერ დედა-ენაზედ
ათქმევინოს და მერე რუსულადაცაო.

144
მეორე წელს კი, რაკი შეგირდები შეისწავლიან დედა-ენაზედ წერა-კითხვას, უნდა
შეუდგნენ რუსულის წერა-კითხვის სწავლებასა, მესამე წელიწადს კი, რასაც დედა-ენის
შემწეობით ასწავლიან ბავშებს, ყოველივე ის, შეძლებისამებრ (?), რუსულადაც უნდა
ასწავლონო.

რუსულის ენის შესწავლას ამ გზით ბ-ნი იანოვსკი იმ საბუთითა ჰხედავს საჭიროდ, რომ
ზოგან საერო სკოლაში თავად-აზნაურთა შვილებიცა სწავლობენო, რომელთათვისაც
გიმნაზიაში შესვლა არამც თუ სასარგებლოა, არამედ აუცილებლად საჭიროცააო. უმაღლეს
სასწავლებელში შესვლას თითონ გლეხის შვილებიც არა იშვიათად ნატრულობენო და ამას
უნდა ხელს უწყობდეს და უმართავდეს საერო სკოლაო.

გავბედავთ და ვიტყვით, რომ ეს პროექტი ბ-ნი იანოვსკისა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ


ოთხს მუხლს, მის აზრისას, რომელიც თითონ ბ-ნ იანოვსკის ზევით მოჰყავს. პირველი
მუხლი თხოულობს, რომ ყოველი საგანი ისწავლებოდეს სკოლაში ცნობიერად და
გაგებით. Pპედაგოგიის ძირეული კანონი კიდევ ამას ამბობს, რომ თუ ცნობიერად და
გაგებით უნდაო ბავშმა რამე ისწავლოსო, ჯერ თავისი კარგად უნდა შეისწავლოსო, რომ
მერე სხვისას შეუდგესო. ნუთუ ვისმე ჰგონია, რომ ბავშები, არამც თუ პირველს ექვს
თვეში, არამედ სამსა და ოთხს წელიწადში, თავის დედა-ენაში ისე გაიწურთნებიან, რომ
მასზედ დაფუძნდეს რუსულის ენის ცოდნაცა? და თუ ესე არ იქნება, ხომ ცნობიერად და
გაგებით ცოდნაც არ იქნება რუსულის ენისა...

4-ს იანვარს ყოფილმა საერო სკოლების ოსტატების კრებამ პეტერბურგში საქვეყნოდ


აღიარა, რომ რუსეთში, საცა ჩვენებრ სამი წლის კურსია და ასწავლიან მარტო ერთს დედა-
ენას – რუსულს, ბევრი ყმაწვილები სკოლის შემდეგ წერაკითხვას ივიწყებენო. მაშ რაღა
ითქმის რუსულის ენის შესახებ ჩვენს სკოლებში, საცა იგივე სამის წლის კურსია და საცა ეგ
ენა სრულიად სხვაა მოსწავლე ბავშისათვის. ნუთუ ჰგონიათ, ჩვენში საერო სკოლა
სამისავე წლის კურსით იმ სასწაულს მოახდენს, რომ დედა-ენაც შეასწავლოს ბავშს და
რუსულიცა იმოდენად ცნობიერად და გაგებით, რომ მერე არ გადაავიწყდეთ?

145
მეორე მუხლი ბ-ნ იანოვსკის აზრისა თხოულობს, საგანი ისე შეასწავლონ ბავშსა, რომ
ნამდვილი ცოდნა იყოს საგნისა. ნუთუ დედა-ენაში ჯერ კარგათ არ გაწურთნულს და
გავარჯიშებულს ბავშს ისე ეცოდინება სამს წელიწადში თავისი დედა-ენა და რუსულიცა,
რომ ან ერთი იქმნას ნამდვილ ცოდნად და ან მეორე?..

სასწავლებელმა უნდა დააკმაყოფილოსო, რ ა ც შ ე ი ძ ლ ე ბ ა მ ო მ ა ტ ე ბ უ ლ ა დ ,


საჭიროება იმ საზოგადოებისა, რომელთ შორისაც და რომლისათვისაც არსებობსო, ამბობს
იგივე ბ-ნი იანოვსკი. საერო სკოლა ერის შორის და ერისათვის არსებობს, ესე იგი – იმ
უმრავლესობისათვის, რომელსაც, როგორც წინა ვსთქვით, არც დრო აქვს, არც მოცალეობა,
არც შეძლება და, ჩვენდა სამწუხაროდ, არც საჭიროება უმაღლესის სწავლის შეძენისათვის.
ამა უმრავლესობის საჭიროება რა არის ამ შემთხვევაში? რასაკვირველია, არა ისა, რომ
გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში განაგრძოს სწავლა, თუმცა კი ეს დიდად სანატრელია,
არამედ თვალახილებული იყოს. თვის გარეშემოში თავისის ჭკუით შეეძლოს ცხოვრება,
მართლმსჯელობის ნიჭი გახსნილი ჰქონდეს,

თვითმსჯელობას შეეჩვიოს, ერთის სიტყვით, იმოდენად გაღვიძებული იყოს სულითა და


გულით, იმოდენად განვითარებული, რომ თავის შინაურობის ავკარგიანობას გაუძღვეს,
თავის პატარა მოედანს ცხოვრებისას თვალი და ხელი ცნობიერად და გაგებით
გადააწვდინოს...

ჩვენ ვამბობთ, – და ყველანიც დაგვემოწმებიან, – რომ სამის წლის კურსი საერო სკოლისა
მეტად მოკლე ხანია ჯერ იმისათვისაც, რომ ბავშმა გონება გაიხსნას, სულიერად და
ხორციელად გაიმართოს თავისიანობაზედ ვარჯიშობითა, თავისი დედა-ენა, თავისი
ქვეყანა გაიცნოს და შეისწავლოს იმოდენად, რომ ცხოვრებაში გამოიყენოს. ჯერ თითონ
რუსეთში, საცა ჩვენებრ სამის წლის კურსია, საცა მარტო ერთს დედა-ენას ასწავლიან,
ემდურიან – საერო სკოლა თავის დანიშნულებას ძალიან ნაკლებად ასრულებსო, და
რამოდენად ნაკლებად უნდა აასრულოს ჩვენმა საერო სკოლამ, რომელსაც. გარდა თავის
პირდაპირის დანიშნულებისა, გარდა დედა-ენის ცოდნისა, რუსულის ენის ცოდნასაც
ავალებენ და იმავე სამის წლის კურსს უნიშნავენ. – ჩვენ უარს არა ვყოფთ, რომ საერო

146
სკოლას შეუძლიან მოსამზადებელის კლასის საქმეც გაარიგოს. ჩვენ იმას განმეორებით
ვიტყვით, რომ საერო სკოლას საზოგადოდ ის დანიშნულება არა აქვს – ერის მოზარდი
უმაღლესის სასწავლებელისათვის მოამზადოს. იმას, როგორც ვნახეთ, თავისი საკუთარი
საქმეც მეტად ბევრი და მძიმე აქვს და, თუ მაგ მხრითაც საერო სკოლა შველის სადმე ერსა,
– ეგ მარტო იქ თუ შეიძლება, საცა ერის დედა-ენა და უმაღლესი სასწავლებელისა ერთი და
იგივეა და სკოლის კურსიც უფრო ხანგრძლივი. იქ საერო სკოლაში გამოვლილი ბავში
მომზადებულია უმაღლესის სასწავლებელის უმცირესის კლასისათვის, რადგანაც
კეთილად აგებული საერო აკოლა ისე არ გამოუშვებს ბავშს, რომ არ იყოს გონებითაც
საკმაოდ გაწურთვნილი და გავარჯიშებული. იქ საერო სკოლას თუ მოაქვს ეგ ნაყოფი,
თავის-თავად გამოაქვს მარტო იმის წყალობით, რომ თავიდამ ბოლომდივე უმცირესს

სასწავლებელიდამ უმაღლესამდე, ერთი და იგივე ენა მოქმედებს სწავლებისათვის. აქ,


ჩვენში კი საერო სკოლის ენა ერთია და უმაღლესისა სრულებით სხვა, ამიტომაც ჩვენში
საკუთრად საერო სკოლა, თუ უნდა რომ მარტო სახელით არ იყოს, თავისდღეში სამის
წლის კურსით მოსამზადებელ კლასის საქმეს ვერ იზამს, რადგანაც აქ ამ მოკლე ხანში
დედა-ენაც საკმაოდ უნდა შეისწავლოს ბავშმა და უმაღლესის სასწავლებელისაცა, ესე იგი,
რუსული ენაც; ერთის სიტყვით, ერთი-ორად საქმე ისე გაიძნელოს, რომ ვერც ერთი ჰქმნას
და ვერც მეორე. ნუთუ ეს სასურველია ვისთვისმე?

ჩვენ კიდევ ვიტყვით, რომ სამის წლის კურსი საერო სკოლისა საკმაოდ არ მიგვაჩნია ჯერ
სკოლის პირდაპირის დანიშნულებისათვისაც და სად შესძლებს იგი მოსამზადებელ
კლასობასაც იმისთანა უმაღლესს სასწავლებელისათვის, საცა მარტო რუსული ენა
მოქმედქბს და დედა-ენა პირ-აკრულია. გერმანია, და ნამეტნავად პრუსია, არის ის ქვეყანა,
საცა საერო სკოლის განსაკუთრებული თვისება მისხლობით გამოკვლეული აქვთ
გამოჩენილთა მეცნიერთა შემწეობით, მისი თავი და ბოლო, სიგრძე და სიგანე დიდის
ცოდნით და სიფრთხილით გაზომილი აქვთ; იქ საერო სკოლის განსაკუთრებული საქმე
იმოდენად ძნელად და სამძიმოდა აქვთ აღიარებული და ცნობილი, რომ მისი კურსი
ხუთისა და ექვსის, ზოგან რვა წლითობითაც არის ხოლმე... ნუთუ ჩვენში სამი წელიწადი,

147
ეს მოკლე ხანი, იმისათვისაც საკმაოა, რომ საერო სკოლამ თავისი პირდაპირი
დანიშნულებაც აასრულოს და რუსული ენაც იმოდენად აცოდინოს ბავშს, რომ უმაღლეს
სასწავლებელში შესვლა შეეძლოს?!

ავსტრიაში, საცა რუსეთისამებრ სხვადასხვა ენის ერი ცხოვრობს, ბევრსა სცდილობდნენ,


რომ სკოლების შემწეობით განევრცელებინათ ნემეცური ენა, როგორც საზოგადო
სახელმწიფო ენა. ბევრი სისტემები სცვალეს, ხან ერთი კანონი დაადგინეს, ხან მეორე,
მაგრამ ნემეცური ენა ისე ვერ გაავრცელეს, როგორცა სურდათ, და ერს კი აწყენინეს და
გული ტყუილ-უბრალოდ აუმღვრიეს. 1805 წ. კანონის ძალით, პირველ წელიწადს ნება
ჰქონდათ მიცემული სწავლება მარტო დედა-ენის შემწეობით ემოქმედებინათ და მას
შემდეგ ნემეცურად... მართალია, ბ-ნი იანოვსკი რუსულის ენის სწავლებას საერო სკოლაში
იმ საბუთითაც თხოულობს, რომ აქაურებს ჰსურთო რუსულის ენის ცოდნაო.

ჩვენცა გვსურს და ძალიანაც, განა მარტო იმისათვის, რომ იგი საჭიროა ვითარცა
სახელმწიფო ენა, არამედ იმისთვისაც, რომ მისი ლიტერატურა ეხლა იმოდენად ძლიერია,
რომ შეუძლიან გონებაგახსნილს კაცს სულის საზრდოება მისცეს. იგი ღონეა, არამც თუ
როგორც მეტის ცოდნა, არამედ როგორც სახსარი საცხოვრებლად ბრძოლისათვის, იგი
ფარ-ხმალია დღეს ჩვენთვის ყველაფერში და ყველგან, რაკი შინიდამ გარეთ ფეხს
გამოვდგამთ.

მაგრამ საქმე იმაშია, ისე მოგვიწყოთ სკოლა, რომ რუსულის ენის ცოდნა ნამდვილი და
მართალი ცოდნა იყოს, იმოდენად მაინც, რომ კაცმა ცხოვრებაში და ცხოვრებისათვის
გამოიყენოს. ჩვენ თუ გვსურს რუსულის ენის ცოდნა, ისე გვსურს, რომ სულიერი და
ხორციელი სარგებლობა მოვიპოვოთ, სხვათა შორის, მის შემწეობითაცა. ამისთანა
ცოდნისათვის არამც თუ სამყოფია ის სამის წლის კურსი საერო სკოლისა, რომელიც ბ-ნს
იანოვსკის განუზრახავს, არამედ არა ნაკლებს ექვსის წლისა, რომ პირველს სამს წელიწადს
ის მეტოდი იხმაროს რუსულის საცოდნელად, რომელიც ნაჩვენებია ბ-ნი იანოვსკის
წერილში.

148
მაშინ ბავში გონება-დაუჩაგვრელად მომზადებული იქნება არამც თუ უმაღლესის
სასწავლებლისათვის, არამედ იმისათვისაც, რომ შინაც ღონისძიება ჰქონდეს განაგრძოს
სწავლა, როგორც დედა-ენის შემწეობით, ისეც რუსულითაცა. ამასთან დედა-ენა და
რუსული ენა იმოდენად შესწავლული იქნება, რომ, თუ საჭიროა, შინაც გამოიყენოს და
გარეთაც.

იმ პროგრამით კი, როგორც, ბ-ნ იანოვსკის მოუფიქრებია, ჩვენებური საერო სკოლა ვერც
თავისს საკუთარ საქმეს გაარიგებს და ვერც რუსულს ენას გვაცოდინებს. იმ ვიწრო
გზაზედ, რაც საერო სკოლას ჩვენში დანიშნული აქვს. ამ ორივე – სულ სხვადასხვა საგნის –
შეხვედრა არც ერთს დააყრის ხერხს და არც მეორესა*.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1881 წელს, №33.

კატკოვის პასუხად

«მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია».

რუსთაველი.

უბედურობა რომელიმე ერისა, დიდი ერია თუ პატარა, სხვათა შორის – ისიც არის, როცა
ერთგვარს ბეზღობას, რომელსაც პოლიტიკურ ბეზღობას ეძახიან, დიდი ავალა მიეცემა,
ფართო გზა გაეხსნება და აღებ-მიცემობის საგნად გახდება. როცა ბეზღობა, – ეგ
უწმინდური ძალ-ღონე გაცვეთილის კაცისა, პირახდილი დაიარება, არამცთუ
უსირცხვილოდ, თავმოწონებითაც ფარფაშობს და ლუკმაპურს აწვდის მაბეზღარს, – მაშინ
პირდაპირ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ საზოგადოების წყობას საძირკველი შერყევიაო და
აღსასრული მოახლოებიაო.

ბეზღობის ასეთის პატივით ყოფნა საზოგადოებაში უტყუარი ნიშანია თვით


საზოგადოების სისუსტისა, დაუძლურებისა და დარღვევისა. მაგ საძაგელს ფარხმალს
სულმოკლეობისას და ჯაბნობისას სამჭედურად აქვს ხოლმე ყოვლად გახრწნილი და

149
ამყაყებული გული ჩირქიანის კაცისა, და საბერველად კიდევ «შაბაში» და «ბარაქალა»
იმისთანა კაცებისა, ვისაც ბეძღობა და ერთგულება ერთს ფარდში მოუქცევია და
ერთმანეთში განგებ ვერ გაურჩევია.

თითონ მაგ სამარცხვინო ფარ-ხმალის მჭედელს, ბეზღის მთქმელს, როგორც იქნება,


ადამიანი გაუძლებდა, მოიგერებდა, რომ გამგონი და დამჯერი არა ჰყვანდეს, რომ მაგ
საზიზღარის ფარ-ხმალით მორთულს შაბაშის და ბარაქალის ძახილით არ აქეზებდეს
იმისთანა წმინდა რამ, როგორიც ლიტერეტურაა.

როცა ლიტერატურა, – ეგ ადამიანის ჭკუისა და ზნეობის საგანძე, –

---------------------

* ამ წერილის ბოლო, ჩვენდა უნებურად, მოწყვეტილია (ავტორის შენიშვნა).

შეიკედლებს მაგ საძაგლობას, როცა მაბეზღარს თავის კარს გაუღებს ხოლმე, მაშინ თვით
საზოგადოების გახრწნილება ცხადია და სულთ-მობრძაობა მისი წყობისა უეჭველია.

ყველაზედ საშიშარი და საზიზღარი ბეზღობა ის ბეზღობაა, რომელსაც საგნად მთელი ერი


ჰყავს, ნამეტნავად იმისთანა ერი, რომელიც «შემთხვევისა გამო სხვის და სხვისა» ყოველ
ღონეს მოკლებულია, რომ თავი იმართლოს, თავის გულისნადები, სულისწყურვილი
საქვეყნოდ გამოჰფინოს. ამისთანა ერის წინაშე ერთი გაცვეთილი მაბეზღარი უფრო
შემძლებელია და ღონიერი, ვიდრე მთელი ერი. იმიტომ რომ მაბეზღარს ყოველივე იარაღი
ხელში აქვს და დაბეზღებული-კი იარაღაყრილია. დაბეზღებულს აღარა დარჩება-რა
ხოლმე იმის მეტი, რომ გულში უნდა ჩაიხვიოს უსამართლოდ გაუპატიურებული, მაგრამ
სამართლიანად გაბოროტებული გრძნობა. ეგრეთ ჩახვეული გრძნობა სალესავია იმისი,
რის დაჩლუნგებაც სასურველია ხოლმე. ეს ოციოდე წელიწადია, რაც ბეზღობამ ენა
ამოიდგა რუსეთში ბ-ნის კატკოვის და მის კამპანიის წყალობითა და მხნეობითა. შიდა-
რუსეთში მაგ ბეზღობას იმოდენა სარბიელი არა აქვს, როგორც რუსეთის სანაპირო

150
ქვეყნებში. ჯერ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი უმაღლეს მთავრობისაგან შორს არიან,
მაშასადამე ტყუილი უფრო ადვილად გასაღდება, რადგანაც შორიდამ ტყუილი და
მართალი კარგად ვერ გაირჩევა და თვალი ადვილად მოტყუვდება თვალთმაქცის
მაბეზღარისაგან. მერმე იმიტომ, რომ სანაპირო ქვეყნების მცხოვრებნი უცხო ტომის ერნი
არიან და, მაშასადამე, ყოველს ცილისწამებას იმისთანა სარჩული უდევს, იმისთანა სათავე
აქვს, რომ ყველაფერი ადვილად დასაჯერია და ფიქრად მოსასვლელი. ეს კარგად იციან ბ-ნ
კატკოვის დამქაშებმა და სწორედ ამითაც სარგებლობენ. მერე ვისგან არის შემდგარი ეს
მაბეზღართა რაზმი? რა ჯურის კაცნი არიან? ეგენი არიან მოხელენი, რომელთაც რუსეთის
სიყვარული კი არ ამოქმედებს, არამედ მათი საკუთარი დამშეული კუჭი. ეგ იმისთანა
მოხელენი არიან, რომელთაც თავისის ბოროტმოქმედებით იმოდენად შეურცხვენიათ
თავიანთი თავი, რომ თვით ყოვლადშემწყნარებელს ამგვარებში მთავრობას ვეღარ
შეუწყნარებია იმათი სამსახურში ყოფნა და გამოუყრია. ან კიდევ იმისთანანი, რომელნიც
ჯერ კიდევ თავის ადგილას სხედან და საღერღელი-კი აშლიათ მაღლა აცოცვისათვის,
ვერასგზით-კი ვერ აცოცვილან. ან კიდევ იმისთანანი, რომელნიც თავისის უხეირობით და
უნიჭობით ვერას გამხდარან და უნდათ თავი როგორმე გამოიჩინონ, თვალი ჩვენ უფრო
გვიჭრისო და შორს ჩვენ უფრო ვხედავთო.

ეს სამივე წყობა მაბეზღართა რაზმისა ერთსა და იმავე კურდღელს სდევნიან დასაჭერად.


«აი, ქვეყნის ერთგულნი ჩვენა ვართო, ძაღლურის ალღოს აღება ჩვენთვის მოუნიჭებია
ღმერთსაო, ჩვენ ყველაფერს ვამხელთ, რასაც სხვანი ხელს აფარებენო და, ჯილდოს
მაგიერ, ჩვენვე გვდევნიან, სამსახურიდამ გვყრიანო, სამსახურში წინ არ მივყევართო. აბა,
ერთი ხელში ჩაგვიგდონ რაიმე მოხელეობა და მაშინ ჩვენ ვიცით, რას აღმოვაჩენთო და
რამდენს დაფარულს გამოვაქვეყნებთო», და სხვანი და სხვანი.

ამგვარის დამქაშების შემწეობით ბ-ნს კატკოვს დიდი ბადე აქვს გაბმული რუსეთის
სანაპირო ქვეყნებში. ამიტომაც არ დარჩენია არც ერთი რუსეთის ქვეშევრდომი ერი, რომ
ორგულობა და გადადგომის სურვილი არ შეეწამებინოს. ამით თითონაც იკვებება და
თავის დამქაშებსაც, ცოტად თუ ბევრად, საკვებავ გზას უხსნის.

151
რაც-კი უწმინდურება მოგუბდება ხოლმე მის დამქაშების უწმინდურს გულში, სულ
ერთიანად სანაპირო ქვეყნებიდამ მიედინება ბ-ნ კატკოვისაკენ და შესაფერის

სურნელებით გროვდება იმ თავახდილ და პირმოხეულ აუზში, რომელსაც «Московские


ведомости» ჰქვიან. ოღონდ-კი ორგულობა შესწამეთ რომელსამე ერს რუსეთისას და ბ-ნი
კატკოვი ხელაპყრობით მოგეგებებათ. ჩვენს საქართველოზედაც არა-ერთხელ
გამოულაშქრია ბ-ნს კატკოვს, ორგულობა შეუწამებია და გადადგომის სურვილი
დაუბრალებია. ამ უკანასკნელს დროსაც (იხილეთ № 44 «Московские ведомости»-სა) ერთს
ბ-ნ კატკოვის შესაფერ დამქაშს დაუბეჭდია ბ-ნი კატკოვის გაზეთში კორესპონდენცია
ტფილისიდამ. დამქაში პირდაპირ ამბობს, რომ ქართველებსა და სომხებში
სეპარატისტობა, გადადგომის სურვილი მოქმედებსო.

კარგი დროც შეურჩევია. საქართველოში ეხლა ახალი უფროსი მმართველი მოდის.


მაბეზღარს უსათუოდ უფიქრნია: – «იქნება ღმერთმა მიპრიანოს და ახალმა მმართველმა
მომიკითხოსო, ვინ არის ასეთი ერთგული რუსეთისაოდა კუჭის გასაძღომი ადგილი
მომცეს რამეო».

ყველაფერი შესაძლებელია იქ, საცა დავთრები დაკარგულია, საცა თავი და ბოლო


ვეღარავის მიუგნია.

კორესპონდენტს ჩვენის სეპარატისტობის და გადადგომის სურვილის დასამტკიცებლად


საბუთებიც მოჰყავს. მაგალითებრ: ქართველებსა და სომხებს როცა წარმოდგენები აქვთო,
თეატრი კარგად განათებული და გამთბარიაო, და როცა რუსები არდგენენ, მაშინ-კი არაო.
ქართულ და ნამეტნავად სომხურ თეატრში ხალხი ბევრი დაიარებაო და რუსულში-კი
არაო. ქართველებმა «ს ა მ შ ო ბ ლ ო ს» გადმომკეთებელი ავტორი დიდის ყოფით
მიაცილეს შინამდინაო და სომხებმა კიდევ ბევრი საჩუქარი მიართვეს სომხურს აქტრისას
გრაჩიასაო.

სასაცილოა, რომ საზიზღარი არ იყოს, ამისთანა ბეზღი, ამისთანა საბუთებზედ


აშენებული! ქართველებს თუ სომხებს რომ სციოდეთ და თეატრი გაათბონ, აქ გადადგომა

152
და ორგულობა რა შუაშია? ქართველებმა რომ მოწონებულის თხზულების ავტორს პატივი
სცენ და სომხებმა კიდევ თავის აქტრისას საჩუქარი მიართვან, – აქ სეპარატისტობა რა
მოსაყვანია?

რათა ჰშურს ბ-ნს კორესპონდენტს, რომ ქართველები თუ სომხები თავიანთ თეატრში


დაიარებიან? რასაკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე,
ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ
არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის
სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე
ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-
შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე
იარაღი მის წინაშე უქმია!

მანამ დიდი მთავარი აქ ბრძანდებოდაო, ამბობს იგი კორესპონდენტი, ქართული და


სომხური თეატრი არ იყოო და, როცა წაბრძანდა, მაშინ ხელი შეუწყვესო.ვიცით, ნიშანში
ვინც ამოუღია ბ-ნს კორესპონდენტს. ახია, რატომ სამსახურში არ მიიღო ბ-ნი
კორესპონდენტი! ხომ ქებას დაუწერდა!..

ვინ არ იცის, რომ ჩვენმა თეატრმა ფეხი აიდგა ჩვენში დიდის მთავრის აქ ბრძანების დროს
და მისივე დროს მკვიდრად გაიმართა წელში. რასაკვირველია, თვით ქართველების
მეცადინეობით მოხდა ეს სასიამოვნო ამბავი და არა გარეშე შემწეობითა: ჩვენმა თეატრმა
თავისით ჩაიდგა სული, გარედამ შემწეობა არავისგან ჰქონია. ჩვენ მარტო იმისი
მადლობელნი ვიყავით და ვართ, რომ დამშლელი არ გამოგვიჩნდა. სხვას ვერავინ ვერას
დაგვაყვედრებს. რუსულს თეატრს-კი ამავე ხანებში ხუთი ათას თუმნამდე ფული
მიაშველა მთავრობამ, მაგრამ მაინც-კი თავი ვერ დაიჭირა. რატომ? იმიტომ, რომ
შემოსავალი არა ჰქონდა, და შემოსავალი არა ჰქონდა იმიტომ, რომ აქაური რუსები
რუსულს თეატრში არ დაიარებოდნენ. მე რომ კორესპონდენტის ადგილას ვყოფილიყავ,
აქაურს რუსებს ორგულობას შევწამებდი.

153
ესეთი გულგრილობა აქაურის რუსებისა რუსულის თეატრის მიმართ უფრო ძლიერი
საბუთი იქნებოდა, რომ აქაურ რუსებისათვის სეპარატისტობა შეეწამებინა ბ-ნს
კორესპონდენტს, ვიდრე ის უმანკო გულმხურვალება, რომელიც ქართველებმა გამოიჩინეს
«სამშობლოს» ავტორის გაცილებაში და რომელიც ბ-ნს კორესპონდენტს თავის ბეზღის
სარჩულად და საბუთად დაუდვია. ამისთანა საბუთებით აღჭურვილი მაბეზღარი ისე
შესაბრალისი არ არის, როგორც მისი გამგონი და წამქეზებელი ბ-ნი კატკოვი.

ჩვენ ამ მასხარაობას მასხარა კაცისას ყურსაც არ ვათხოვებდით, რომ ბეზღობა მარტო


ამაზედ შემდგარიყო და მაბეზღარს არ შეეგინებინოს, უპატიურება არ მიეყენებინოს მთელ
ქართველობისათვის და მის ეროვნობის ღირსებისათვის. იგი ამბობს, რომ «სამშობლოს»
წარმოდგენაზედ დიდი ხარჯი მოუვიდათ ქართველებსაო, და ქართული დროშები რომ
გოდფრუას ცირკს მიჰყიდონ, კარგს იზამენო.

გაცვეთილის კაცისაგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ეგრე უკადრისად ხსენება


მისი, რასაც ყოველი პატიოსანი კაცი, ყოველი ერი თაყვანსა სცემს, როგორვ ემბლემას ერის
პატიოსნებისას, ერის ღირსებისას, რომლის შეუმწიკვლელად დაცვისათვის – არამცთუ
ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი ყველგან დედამიწის ზურგზედ სიცოცხლეს არა ზოგავს
და მისთვის სიკვდილი სახელად და დიდებად მიაჩნია, – იმის ეგრეთ უკადრისად
ხსენებას, არ ვიცით, რა სახელი დავარქვათ და მისი ეგრეთ მომხსენებელი რა სულიერებში
შევრიცხოთ.

ქართული დროშა ორი ათასის წლის განმავლობაში ქართველობას სახელით და დიდებით


ხელში სჭერია, თავის სისხლში ამოუვლია და რუსეთისათვის შეუმწიკვლელად და
უჩირქოდ გარდაუცია; გაჭირვების დროს ქართული დროშა რუსეთის დროშასთან ერთად
არა-ერთხელ გამოსულა საომარს ველზედ და მის წინამძღვრობით და სახელით
ქართველობას არაერთხელ დაუღვრია თავისი სისხლი რუსებთან ერთად.

ეგ დროშა, რომელიც ეგეთის სასოებით და პატივით უტარებია იმოდენა ხანს უწინდელს


ქართველს, ეგ დროშა, რომელიც წინ დახვედრია მოზღვავებულს თათრობას და

154
მუსულმანობას და ქრისტეს ჯვარი თამამად წინ წაუმძღვარებია, ძლევამოსილობით
ომიდამ გამოუტანია და დაუმკვიდრებია კავკასიაში, ეგ დროშა, რომელსაც აწინდელი
ქართველი იმავე ვაჟკაცობით და თავგამომეტებით თან გაჰყოლია და რუსებთან ერთად
სისხლი უთხევია მამულისათვის, – დღეს ეგ დროშა საცირკოდ გაგვიხადა ერთმა ვიღაცა
კორესპონდენტმა და ბ-ნმა კატკოვმა ბანი მისცა.

თუ ჩვეულებრივმა გრძნობამ მართებულობისამ არ შეაყენა ბ-ნი კატკოვი, იმას მაინც უნდა


მოჰრიდებოდა, რომ უპატიურად ხდის მთელს ერს, რომელიც შეჰფარებია რუსეთს მარტო
თავის პატიოსნების და ღირსების დასაცველად. თვით ბარბაროსიც-კი არ იკადრებდა
ეგრეთ გაუპატიურებას მთელის ერისას! მაშ, ბარაქალა კატკოვს და მის მომხრეებსა, რომ
იკადრეს ის, რასაც თვით ბარბაროსიც-კი ითაკილებდა.

«ესეღა დაგვრჩა ნუგეშად მის იმედისა დიდისა?!.»

1880 წ. 23 თებერვალი,

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1882 წ., №40.

«ივერიის» წინასიტყვაობა II

ყოველდღიური გაზეთი «ივერია» №1.

თბილისი, 31 დეკემბერი, 1885 წ.

მოგილოცავთ ამ ახალის წლის პირველს დღეს – პირველს ნომერს ახალის გაზეთისას.


მოგილოცავთ თქვენ, და ჩვენს თავს-კი მაშინ მივულოცავთ, როცა ამ წლის დასასრულს
ჩვენი გაზეთი თავის ეკლით სავსე მანძილს გაივლის ისე, რომ უკეთესის ქართველის
იმედს და მოლოდინს არ უმტყუნოს, არ ჩამოურჩეს. ძნელი საქმეა გაზეთის საქმე ყველგან
და ნამეტნავად ჩვენში, ნამეტნავად მაშინ, როცა მარტოდ-მარტოა, ერთად-ერთია.. მარტო

155
ერთად-ერთი გაზეთი ვაქვს და ამის გამო იგი საყოველთავო უნდა იყოს. რაკი
საყოველთაო იქნება, ანბანიც უნდა იყოს შიგ და მეცნიერების უკანასკნელი დასკვნა და
სიტყვაცა.

ჩვენის გაზეთის მკითხველთა საზოგადოება, ერთის მხრით, შემდგარია მათგან, ვინც არა
იცის-რა, მეორეს მხრით, ვინც განსწავლულნი და გამეცნიერებულნი არიან. თუმცა ამ
ორთა, რიცხვით არათანასწორთა, წყობათა შორის მრავალი სხვადასხვა ხარისხია, ახლო
და შორი ან ერთზედ, ან მეორეზედ, მაგრამ ჩვენ რომ თუნდა მარტო ეს ორი
უმწვერვალესი თავი და ბოლო ავიღოთ ჩვენის საზოგადოებისა, მაშინაც ცხადი იქნება,
რომ მოვალეობა გაზეთისა ჩვენში უფრო ძნელი და რთული უნდა იყოს. ამ ორ წყობას შუა
უდევს უშველებელი ზღვარი. ერთის მხრით ანბანის მწყურვალნი არიან, მეორეს მხრით –
ეგრეთწოდებული ინტელიგენციაა. ერთის გონება, თვალი და გული ერთს ზომაზედ
სჭრის, მეორისა – სხვა ზომაზედ, ამიტომაც, თუმცა მარტო ერთი და იგივე გაზეთია,
ერთიც და მეორეც იმ ტანის სჯას და საუბარს თხოულობს, რომელსაც მისის გონების
სიგრძე-სიგანე საჭიროებს. რა ჰქმნას გაზეთმა? ერთსავე და იმავე დროს როგორ აამოს
ერთს, რომ მეორე არ მოიმდუროს? ანბანის მწყურვალთ შეუწონავ სჯას და საუბარს,
ინტელიგენცია ჰყვირის: დიდის ხნის ნაღეჭსა ხელახლად გვაცოხნინებსო;
ინტელიგენციას შეუწონავ, – პირველნი ჰყვირიან: ჩვენ-კი არა გვესმის რაო და მაგისთანა
გაზეთი თუნდა იყოს, თუნდა არაო.

გასაჭირი ის არის, რომ ორნივე მართალნი არიან. ამის გამო ჩვენ უნდა ვეცადოთ ერთსაც
ვემსახუროთ, ჩვენის შეძლებისამებრ, და მეორესაც, და თუ ვერ შევძელით ორივეს
სამსახური, უფრო ანბანთ-მწყურვალთაკენ გადავიხრებით.მაშასადამე, ჩვენის გაზეთის
სიკეთე ყველაზედ უწინარეს ჯერ ამ თვალით უნდა გაიზომებოდეს.

ჟურნალ-გაზეთობა ერთ-გვარი ნაწილია ლიტერატურისა. ამის გამო თავის საკუთარის


კუთვნილების გარდა უნდა ჰქონდეს ზოგადი კუთვნილებაც ლიტერატურისა. ზოგადი
კუთვნილება ჭეშმარიტის ლიტერატურისა და არა იმ ცრუპენტელობისა, რომელიც ჩვენში

156
ლიტერატურის სახელით დაიარება,გულწრფელობაა, უბოროტო განზრახვაა,
სინიდისიანობაა, პირმოუფერებლობაა

და იმა გრძნობის და რწმენის გამომეტყველობაა, რომელიც სულსა და გულში ნამდვილად


ჩაგსახვია, ნამდვილად გამოგკვანძია და შენის სულიერის ღონის შეძლებისამებრ
გაგიზრდია, გაგიწურთვნია. ჭეშმარიტი ლიტერატურა ყოველგან და ყოველს შემთხვევაში
მართებულობის, ზრდილობის, ადამიანის ღირსებისა ფარიც არის და ხმალიცა.
უზრდელობა, უმართებულობა, გაუპატიურება ადამიანისა, უწურთვნელობის, გონება-
გაუხსნელობის და უჯიშობის უტყუარი ნიშანია. ლანძღვა-თრევა გოგო-ბიჭების
ჩალურშიაც საზიზღარია და გარეთ, მთელის ერის, მთელის ქვეყნის მოედანზედ – რაღა
თქმა უნდა! თუ ჩვენში მოიპოვება კიდევ, თითით საჩვენებლად მაინც, უკანასკნელი
მოღიკანი იმ სასაცილო და ბავშების სამაცდურო მოძღვრებისა, რომ ერთი წყვილი ჩექმა
მთელს შექსპირს მირჩევნიაო და ერთი ჯამი ლობიო მთელს დიდებულს ნაშთს
ხელოვნებისას, – არ დაგვინდობს და წამოიძახებს: დახე, «ივერიას» საზოგადოება «დამად»
გაუხდიაო და ლიტერატურა «კავალერადაო». ამას ბანს მისცემს იმისთანაც, რომელსაც
იქნება ღმერთი რაზედმე გასწყრომია, ლანძღვა-თრევა ზეგარდამო შთაგონებად მიაჩნია
და ამის გამო ჭირვეულობს, გენიოსად რატომ არ მიცანითო. რასაკვირველია, ამ
უთავბოლო ჯურის ხალხმა, თუკი არის სადმე, – ასე უნდა სთქვას, თორემ თუ, ჩვენდა
საბედნიეროდ, ქარის მოტანილ ლიბერალობის სახელით მორთულმა ცრუპენტელობამ და
იმავ ლიბერალობის სახელით გაკადნიერებულმა ლანძღვა-თრევამ ჩვენის
ლიტერატურიდამ ფეხი ამოიკვეთა, იმათ საფანელი მოაკლდებათ, კრიჭა შეეკვრით და
ამის გამო ლიტერატურას ძალაუნებურად უნდა დაეთხოვნენ. ეგრე მოსდით ხოლმე
ვაჭართა, რომელთ საქონელსაც ბაზარში მაზანდა დაუფოლდა და გასავალი არა აქვს და
რომელთაც სხვა საქონლის მოპოების შნოც ღვთისაგან არა ჰღირსებიათ.

თუ უწურთვნელს, უზრდელს, სხვის გამაუპატიურებელს, ჩვენს შინაობაშიაც,


სახლობაშიაც, საცა მარტო ერთი-ორი კაცია, ვერ ვიშვნევთ და ვთაკილობთ, თუ მაგაების
პატრონს ჩვენს საკუთარს პატარა ოჯახშიაც ფეხს არ შევადგმევინებთ და კარს

157
ამოვუქოლავთ, მაშ როგორ-ღა უნდა შევიშვნიოთ, შევიწყნაროთ იგი იმ დიდს ოჯახში,
საცა არამც-თუ მარტო მე და თქვენა ვართ ჩვენის ცოლ-შვილით, არამედ მთელი ერია,
მთელი ქვეყანაა, იმიტომ რომ ლიტერატურას მთელს ერთანა აქვს საქმე, მთელს
ქვეყანასთან.

ეს რაცა ვსთქვით იმას კი არა ჰნიშნავს, რომ აღმა მხვნელს და დაღმა მფარცხველს
საქციელი უსათუოდ მოვუწონოთ, ანუ გავუჩუმდეთ, ავის მომქმედი არ გავამხილოთ, არ
გავკიცხოთ. არა. ხოლო გამხელა და გაკიცხვა წუნის დადების საზღვარს არ უნდა
გადასცილდეს. წუნის დადება და ლანძღვა-თრევა შორის-შორია, შუა დიდი მანძილი
უდევთ. განა ცუდს ცუდი, ავს ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად,
ადამიანის გაულანძღველად, თავლაფ-დაუსხმელად? ამ შემთხვევაში ავის მომქმედი არ
უნდა გააბოროტო ლანძღვითა და თრევითა, იმიტომ რომ გაბოროტება, ვით ძლიერი
თავდაუჭერელი ვნებათ-ღელვა, გულის-ყურის კარს დაუხშობს, და იმ ზნეობით ძალს,
რომელსაც ნამუსს ეძახიან და რომელიც ჭეშმარიტი გამკითხავია და მწურთვნელი კაცისა,
ხმას აღარ ამოაღებინებს. ავის საქციელის მდევნელი ზრდილობიანი, მართებული, გონება-
გახსნილი პატიოსანი კაცი რისთვის აღიძვრის ხოლმე დევნად? იმისთვის ხომ არა, რომ
ზოგიერთებსავით სიხარულით ქუდი ჭერსა ჰკრას, აცა, ჩემს მოძმეს ძლივს ცუდი
ვუპოვნეო და ძლივს ჩემს ლანძღვით სავსე გუდას პირს მოვუხსნიო. არამედ იმისთვის,
რომ ან ავის მომქმედს ავი მოაშლევინოს, ან ავზედ სხვას აუხილოს თვალი. ორივე
შემთხვევაში გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და
გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი,
ვიდრე ნიშნმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და
წიწლაკიანობითა. ამისთანა სიტყვას წუნისა იქნება თუ ქებისა, ვერც ვერავინ ითაკილებს,
ვერც ვერავინ იწყენს, იმიტომ რომ რაც გულის-ტკივილით და წრფელობით არის
ნათქვამი, ბუნებითად არც სათაკილოა, არც საწყენი.

ის ღვთაებრივი გრძნობა, რომელსაც კაცებურის ღირსების გრძნობას ეძახიან და რომელიც


უძვირფასესი და უდიდესი საუნჯეა ადამიანთათვის მომადლებული, უნდა პატივცემულ

158
იყოს ყველგან და ყოველს ადამიანში, გლახაა თუ მდიდარი, ავაზაკია თუ ზნეობა-მაღალი;
ასე მოიქცევა იგი, ვისაც თავისის საკუთარის კაცებობის ღირსების გრძნობა მჩვრად არ
გადუქცევია... ჩვენის ფიქრით, ყოველს-გვარს უბედურებას, უძლურებას ადამიანისას
სათავედ ამ გრძნობის ძირს დაცემა აქვს. საცა ეგ გრძნობა ცოტად თუ ბევრად
ფეხადგმულია,

იქ კაცი არამც-თუ ვისმე ან რასმე გაექელვინება თითონ, არამედ სხვის გაქელვის


დანახვაზედაც მთელის თავის სამართლიანის გულის-წყრომით გამქელველს გულ-და-
გულ შეეფეთება, როგორც დამრღვეველს იმ ზნეობითის კანონისას, რომელიც
საყოველთავოOღირსების ფარია და, მაშასადამე, მისიცა. როგორც სხივნი მზისაგან, ყველა
ნიჭი და მადლი ადამიანისა, სულიერი თუ ხორციელი, ამ გრძნობიდამ წარმომდინარებს
და ყოველივე ისევ უკან მიერთმევა, ვით თავის დასაბამს.

ეს არის ჯერ-ხანად ჩვენი აღსარება, ჩვენი გულის-ნადები. ამ გზას დავადგებით და არას


შემთხვევაში არ ვუღალატებთ, სხვა – დროსა და გარემოებას დავაცალოთ.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1886 წლის 1 იანვარს.

ღმერთმა ნუ დაგაბეროთ

წავიდა ძველი წელიწადი – ეგ უგემური, უმადური, უმადლო, ილაჯ-გაწყვეტილი და


პირგამშრალი ბებრუცანა. გუშინ ღამის თორმეტს საათზედ ანდერძი ავუგევით და
ჩავაბარეთ მის გაუმაძღარს პატრონს, რომელსაც არც თავი აქვს, არც ბოლო, და
საუკუნოება ჰქვიან. ნეტა რა პირით შეეყრება მაგ ულმობელს პატრონს ეგ პირშავი,
პირუტყვი წელიწადი? რა ანგარიშებს დაულაგებს, დავთრებს რამაცდურობით
გადაუშლის, სასწორის უღელს როგორ ასწევს და დასწევს? ეს ძველი წელიწადი ჩვენგან,
კაცთაგან, ისე გაცუღლუტებული იყო, რომ არა მგონია, თავის უტყუარ გამკითხავის
წინაშე თავისი ოინბაზობა დაიშალოს, ერთს-ორს მალაყს მაინც გადავა. ხოლო მისი
პატრონი საუკუნოება, თუმცა გაუმაძღარია და ბევრად-ბევრი მაგისთანა წელიწადი

159
გადაუყლაპავს, და როგორც ვეშაპს წვეთი, ისე ადვილად მოუნელებია, მაგრამ რომის
პაპსავით შეუცდომელი გამკითხავია, და თუ უწინდელ დიამბეგსავით დაუქრთამებელი
არ არის, მაინცუანგაროა. რაც უნდა მალაყებს გადავიდეს, იგი გამკითხავი თავის
უანგაროს, უტყუარს და პირმოუფერებელს მსჯავრს დასდევს. ამ მსჯავრს არც აპელაცია
აქვს, არც კასაცია, თუმცა-კი ამეებში გავარჯიშებული, გაწურთვნილი და
ადვოკატებისაგან გაცუღლუტებული ძველი წელიწადი თავისას ეცდება, რომ ერთიც
მოახერხოს და მეორეც. მაგრამ ამაოდ-კი: განაჩენი საუკუნოებისა დაურღვეველი და
შეუცვლელია.

საზარელი სახე ჰქონდა ამ მიცვალებულს ბებერსა: კბილები ჩამტვრეული, პირის-სახის


კანი მეშსავით შემხმარი, დამჭკნარ ლეღვსავით დანაოჭებული, წელწახრილი, ხელ-ფეხ-
გაშეშებული, თვალებ-ჩაცვივნული, უსულო, უგულო, უსისხლო და უსიცოცხლო.
შემეზარა, თვალი მოვარიდე, ზურგი შევუქციე, პირი მზის ამოსვლისაკენა ვქენი და რა
დავინახე? პატარა ოქროს-თმიანმა, თურაშაულ ვაშლსავით წითურმა, ჩაბურთებულმა,
ჩასუქებულმა, ახლად დაბადებულმა ბავშვმა შემომცინა თავის უმანკოებით სავსე
მშვენიერ ღიმილითა. ზურგთ უკან ძველია, თვალ-წინ ახალი, იქ სიკვდილია, აქ
სიცოცხლე, იქ გახრწნილებაა, აქ აღყვავება, იქ მზე ჰშლის, ალპობს და ჰხრწნის, აქ ჰბადავს,
ჰზრდის და აკოკრებს, იქ მომწყდარია წყარო ცხორებისა, აქ დუღს და ჩუხჩუხებს, იქ
სამარეა, აქ – აკვანი.

წავიდა ნავარდზედ ჩემი გულის თქმა, როგორც გათამამებული მიმინო და ვსთქვი გულში:
ამ ახლად-შობილის აკვანს ნეტა რა-რიგი ბედი დაარწევსმეთქი.

ვაი თუ!.. მაგრამ რა ვაი თუ? დღეს ახალი წელიწადია და შავი ფიქრი შორს ჩვენგან. ახალი
წელიწადია, მაგრამ როგორ მოგილოცოთ ეს პირველი დღე ახალის წელისა, – არ ვიცი.
ჩვენს ძველს ჩვეულებას რომ ავყვეთ, უნდა შაქრის-ყინული მოგართოთ და მოგახსენოთ:
«ღმერთმა ასე ტკბილად დაგაბეროთ». მე თუ მკითხავთ, ამის თქმა ვერ მეჭაშნიკება. არ
ვიცი, სხვა რას იტყვის და მე-კი ეგ წყევლა მგონია და არა დალოცვა. ნეტა რა სანატრელია
სიბერე? სიბერე ყველა ჭირზედ უფრო ძნელი ჭირია. სხვა ჭირი ან მოვა, ან არა, სათუო

160
საქმეა. სიბერეს კი სად გაექცევა ადამიანი? დღეს იქნება თუ ხვალე უსათუოდ მოცოცდება
თავის-თავად და ჩვენდა დაუკითხავად იასაულად ჩაგვიდგება ტანში. ვერც ვერავინ
გადაუდგება წინ, ვერც ვერავინ გადაურჩება. ეს ერთი. მეორე ისა, რომ სხვა ჭირს, თვინიერ
მამულების გამიჯვნის ჭირისა, რაც უნდა იყოს, როგორმე მოევლება, თუ კაცი არ
გაბრიყვდა და ჩვენებურ ექიმებს არ ჩაუვარდა ხელში, სიბერეს კი წამალი არა აქვს. სიბერე
დროთა-ბრუნვის «ისპოლნიტელნი ლისტია». დროთა-ბრუნვა კიდევ ჩვენს საადგილ-
მამულო ბანკზედ უფრო ულმობელი, უფრო შეუბრალებელი მოვახშეა. რაც უნდა ძვირფას
ღერბიან ქაღალდზედ საჩივარი დასწეროთ, მაგ «ისპონიტელნი ლისტს» ვერავინ
გააუქმებს! სიკვდილის ბოქაულს, სულთამხუთავს, ხელთ უპყრია აღსასრულებლად.

ღმერთმანი, ზოგიერთებსავით დაჰქრთამავ, ხახას ჩაულბობ და უკან გააბრუნებ! მოვა


კარებს დაგიკაკუნებთ, თუ არ გაუღეთ, ისე შემოგეპარებათ, რომ ვერც-კი გაიგოთ. ვერავინ
ვერ წაუვა ხელიდამ, თუნდა მთელი რაც მარშლებია, სულ წამოგესარჩლონ.

პრიკაზის ვალი შეიძლება გაპატიონ, შეიძლება საადგილ-მამულო ბანაკი იმისთანა ბანკად


გადაიქცეს, რომელსაც ჩვენი სანატრელი სახელი ჰქვიან: «ავიღე და აღარ მოგეციო»;
შეიძლება სომეხმა გუთანს მოჰკიდოს ხელი და ქართველმა – დუქანს; შეიძლება
ქართველი კაცი ისე დაჭკვიანდეს, რომ ადვილად ასაღებს ვალს ძნელად შეჰბედოს და
ხვალინდელი ქათამი დღევანდელს კვერცხს ამჯობინოს.

შეიძლება ქართველი კაცი ისე გამოკეთდეს, რომ არამც-თუ ძმამ ძმას უმტროს და
აბეზღოს, არამედ სხვის მტრობაც შეეზაროს; შეიძლება ჩვენმა ქალებმა ქართული
ლაპარაკი აღარ ითაკილონ, იქნება რაღაცა დაისწავლონ, იქნება დაისწავლონ კიდეც და
ძერა-დედობის სათამაშოდ მოწყობილი ტიურნიურები, როგორც იყოს, ცრემლის
ფრქვევით და ვაი-ვაგლახით დასთმონ;

შეიძლება ქართველმა კაცმა სასკოლო ფული, თავის შვილების გასაზრდელად, ჭაპან-


წყვეტით როგორც იქნება გამოიმეტოს; შეიძლება ქართული ლიტერატურა ისე
გამოკეთდეს, რომ ლანძღვა და თრევა ლიტერატურად კი არა, უკადრისობად ჩაითვალოს

161
და გაუპატიურება ადამიანისა უწვრთნელობაში ჩამოერთვას გამაუპატიურებელს;
შეიძლება ჩვენი მტკვარი დოდ იქცეს, გორის ციხე ჯამად, იალბუზი ჯამში ჩაყრილ
მჭადად, მცხეთის ხიდი კოვზად და ისეთი მუცელიც ჰქონდეს კაცს, რომ ყოველივე ეს ერთ
სადილადაც არა ჰყოფნიდეს, – გლეხური სიმღერისა არ იყოს; შეიძლება – ზღვა დაშრეს,
ქვიშა გამოჩნდეს, თევზი მთასვლიდეს სიარულითა, ვირი ბჭედ იჯდეს, ჯორი შვილს
ზრდიდეს, მგელი თავს ადგეს ჭიანურითა*.

ყოველივე ეს შესაძლოა, მხოლოდ ოთხი რამ არის ყოვლად შეუძლებელი: ერთი – ვალში
ჩავარდნილ ქართველ კაცის ვალიდამ გამოსვლა, მეორე – ქართველ ლიტერატორის
კუჭმაძღარობა, მესამე – აქაურის ექიმებისაგან კაცის მორჩენა და მეოთხე – დროთა-
ბრუნვის «ისპოლნიტელნი ლისტის» გაუქმება და თავიდამ აცდენა. სიბერე, ბატონებო, რაც
გინდათ სთქვით, სენია, და სენი ტკბილი იყოს, თუნდა მწარე, ორივ ღმერთმა
დასწყევლოს. სხვისა არ ვიცი და მე-კი ღმერთმა თავის-

------------------------

* ძველი სიმღერაა.

დღეში ნუ დამაბეროს. ღმერთმა ცხოველმყოფელი სიჭაბუკე არ მომაკლოს, არ მომიშალოს,


ვინემ პირში სული მიდგა, ანუ ვინემ შევესწრებოდე იმისთანა ქართველის კაცის ნახვას,
რომ მოძმესათვის არ ემტროს, სხვის სიკეთე არ შეშურვებიდეს და ვალი თავისდღეში არ
აეღოს და, თუ აეღოს, გადაეხადნოს.

ბევრი წყალი ჩაივლის მინამდის, მართალია, მაგრამ სიცოცხლე არავის მოსჭარბდება. მეც
დიდის ხნით სიცოცხლე მინდა თქვენთვისაც და ჩემთვისაცა. მართალია, არც იმისთანის
ნატვრა უნდა, რაც უიმისოდაც არ აგვცდება, და არც იმისთანისა, რასაც თითონ ბუნება
უარყოფს და არ გვითმობს. სიჭაბუკებუნებითად წარმავალია, მოკლე ხნით მოსული
სტუმარია, დილით მოვა და საღამოთი მიდის და, როგორ შეიძლება ადანმიანს
სამუდამოდ შეჰრჩესო, მეტყვიან? მართალი ბრძანებაა. სიჭაბუკე მოკლე ხნის სტუმარია.

162
ხოლო ვიკითხოთ: ვისთვის და რისთვის? მარტო ხორცისათვის. დროთა-ბრუნვა მარტო
ხორცს ერჩის, ხორცსა სძლევს. ხორცს მაგისათვის არც ფარი აქვს, არც ხმალი. ადამიანი
ხატებაა ღვთაებისა განა ხორცითა? ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია,
რომლითაც იგი ადამიანობს ვით კერძო ღვთისა. ის ერთი – სული და გულია,
უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი. ეგ ღვთაებრივი ნიჭი, როგორც ყოველივე
ღვთაებრივი, დროთა მბრძანებელია და არა ყმა. შესაძლოა, ხორცი დაბერდეს,
დაუძლურდეს, სული და გული-კი ისე ჰყვაოდეს, ზეგარდმო მადლით შუქმოფენილი და
მრავალფერად გადაშლილი, თუკი ადამიანი საკადრისად უპატრონებს, ადამიანურად
მოუვლის, ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ გაალახვინებს. მე ვსთქვი – ეგ
ნიჭიამეთქი და ნიჭს ზრდა, წრთვნა, გახსნა და გაშლა უნდა. ყოველი ცოტად თუ ბევრად
სხვაზედ აღმატებული კაცი არ შეიძლება ამ გზას ასცდენოდეს, და ამიტომაც მოხდება,
რომ ხორცით დაბერებულს სული და გული ჭაბუკისა შერჩება ხოლმე საფლავის
კარამდინა. უკეთესნი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზედ ამისთანანი ყოფილან. საქმე
ის არის, ხორცთან ერთად არ დაგიბერდეს სული და გული, სულით და გულით
ყოველთვის ჭაბუკი იყო, და მაშინ ფარიც ხელთ გექნება მოსაგერად და ხმალიც სატევრად.

ეხლა-კი შემიძლიან ჩემებურად მოგილოცოთ ახალი წელიწადი: მაშ, ღმერთმა თქვენც


თავის-დღეში ნუ დაგაბეროთ, ღმერთმა ყოვლად შემძლებელი, ცხოველმყოფელი
სიჭაბუკე არ მოგაკლოთ, არ მოგიშალოთ, ვინემ ცოცხალ ხართ. «ვინემ ცოცხალ ვართ, ეგრე
ვქნათ, ვახაროთ ჩვენსა იასა, მოვკვდებით, გაუხარდება სამარის კარსა ჭიასა»*.

მაინც ვშიშობ, ვაი თუ ეს დალოცვა მიწყინოთ-მეთქი. უწინდელს ისე შევჩვეულვართ, რომ


მეც თითონ ტანში ჟრუანტელი მივლის როცა ვამბობ: ღმერთმა ნუ დამაბეროს-მეთქი. ეს
ამისთანა თქმა წყევლად არის ჩვენში მიღებული. ჩვენმა მოხუცებულმა დედაბერმა რომ
გამიგონოს, ღვთის გმობად ჩამომართმევს, მომვარდება, პირზედ ხელს ამაფარებს და
მეტყვის: «ნუ, ნუ, შვილო, ეგრე თავს ნუ გამოიმეტებ, შენ გენაცვალოს ჩემი თავი. ნუ
აწყენინებ ღმერთსა, ნუ იწყევლი თავსაო». ლამის გული გადამიდგეს და ამ დედაბერს
მიემხროს! რა ძნელი ყოფილა ჩვეულება.

163
მე რომ თვითოეულთან ცალკე მქონდეს ამ შემთხვევაში საქმე, იქნება დედაბერს დაეძლია
და მე ჩვენის ძველის ჩვეულებისამებრ მოვქცეულიყავ და ეს ახალი დალოცვა, თუ
მოლოცვა არ შემომეღო. მე სახეში მყევხართ ყველანი ერთად. ყველანი ერთად ხომ ერია,
ქვეყანაა. ნუთუ ერს, ან ქვეყანას, მოუხდება ესეთი დალოცვა: ღმერთმა ტკბილად

-------------------------------

* ფშაური ლექსია.

დაგაბეროსო. ღმერთმა ნუ ქნას. ერის სიბერე ერის აღგვაა დედამიწის ზურგიდამ. შორს
ჩვენგან სიბერე! ერს ერთი სული, ერთი გული აქვს, ხოლო ხორცი იმდენი, რამდენიც
ცალკე ადამიანია. როგორც ყველასი ერთად და ერთს დროს დაბერება არ შეიძლება, ისეც
ერისა. ივანე ბერდება და მიდის, პეტრე იბადება და მოდის, და ერი-კი ისევ ერია, ერთ-
სულ, ერთ-გულ. ერი თავისის სულით და გულით იმ ტურფა საბაღნაროსა ჰგავს, საცა,
რუსთაველის სიტყვით, ერთი მიდის და მის მაგიერ სხვა მოდის, თითონ ბაღნარი-კი არის
და არის მუდამ მწვანე, მუდამ დაუჭკნობელი, მუდამ ყვავილოვანი, ია-ზამბახ-ვარდ-
გაშლილი, როგორც ჩვენი ძველი პოეტი ბესიკი იტყოდა.

მართალია, ხან ცა მოუღრუბლებს ხოლმე და მშვიდობიანი, მორცხვი, კდემითმოსილი ია


ნაღვლიანად თავს ჩაჰკიდებს, ყელმოღერებული და თავმომწონე ზამბახი წელში
გადიხრება, ეშხით ცეცხლმოდებული არშიყი ვარდი აღარ აკვნესებს თავის ბუჩქებში
ტრფიალებით დამთვრალს და გახელებულს ბულბულსა, მაგრამ ბაღნარი მაინც ბაღნარია,
მაინც ჰყვავის, მაინც ფშვენს, მაინც სიცოცხლის ძარღვი დაუღალავად უცემს
სიცოცხლისათვისვე და ემზადება კარგის დღისთვის, სხვა უკეთეს დროისთვის. აბა, ახლა
მაშინ ნახეთ ერი, როცა ფირუზის ფრად გადაწმენდილი ცა, უღრუბლო და შუქმოფენილი,
თავის უშველებელ ფრთებს ზედ გადმოაშლის ხოლმე, როგორც ფრინველი თავის
ბღარტებს; მაშინ ნახეთ ის ტურფა საბაღნარო, რომელსაც მე სული და გული ერისა

164
დავარქვი, რა ყვავილების კონას შეჰკრავს! ნუთუ გინდათ ეს სული და გული
დაგვიბერდეს!

ღმერთმა ნუ ქნას.

მაშ, გაუმარჯოს დაუჭკნობელს სიჭაბუკესა, აწ და მარადის!

[31 დეკემბერი, 1885 წ., ტფილისი].

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1886 წ. №1.

«შინაურ საქმეთა» გამო

ტფილისი, 20 იანვარი. 1886 წ.

მას აქეთ, რაც «ივერია» გაზეთად გადაიქცა, საუბარი არ გაუწევია მკითხველთან, ეგრეთ-
წოდებულ «შინაურთა საქმეთა» გამო. ეს, რასაკვირველია, დიდ წუნად უნდა ჩაეთვალოს
გაზეთსა. თუ გაზეთი ჩვენ ჩვენს თავზედ ცოტათი მაინც არ მოგვახედებს, ჩვენს
ცხოვრებას კვალში არ ჩაუდგება, ჩვენის ცხოვრებისაგან ამორიყულს, თუ
მოტივტივებულს მოვლენას მთელს სიგრძე-სიგანეზედ არ აგვაწონინებს, ბრმას თვალს არ
აუხელს იმ მოვლენაზედ და თვალხილულს მხარს არ მისცემს, იგი გაზეთი უფერულია და
უგემური.

გარდა ყოველ ამისა, «შინაური საქმე» იმისთანა საგანია გაზეთისათვის, როგორც სარკე
ადამიანის სახისათვის. ჩვენის ფიქრით, არც ერთი ნაწილი გაზეთისა ისე ნათლად და
ცხოვლად არ დაიჩნევს ხოლმე გაზეთის სულსა და გულსა, გაზეთის გულითადს რწმენას,
ფერსა, მიმართულებას, როგორც ის ნაწილი, რომელსაც წილად ხდომილი აქვს «შინაურთა

165
საქმეთა» გამოძიება და გამოკვლევა. ამ გამოძიებაზედ ხელის აღება, თავზედ ხელის აღებაა
გაზეთისმხრით. მართალია და ჭეშმარიტი: ჩვენთვისაც სწორედ ეგრე უსწავლებიათ, ეგრე
ჩაუგონებიათ. მაგრამ მაინც არ ვიცით, – ეს ხმის ამოუღებლობა «ივერიისა» ამგვარ
საგნებზედ მკითხველს უფრო უნდა სწყინდეს, თუ თითონ «ივერიას»?

ჩვენა გვგონია, არც ერთსა და არც მეორესა, იმიტომ რომ «მუხას ვაშლი ასხიაო», – არც
სათქმელად არის სასიამოვნო, არც სასმენლად. ამისთანის თქმა არც მკითხველს მოუკლავს
ცნობისმოყვარეობის წყურვილსა და არც თითონ «ივერიას» გაუმგელებს საღერღელსა
თქმისას და საუბრისას.

თავდაპირველი მიზეზი უთქმელობისა ხომ ეს არის და ეს. ესეც რომ არ იყოს, ერთი ეს
ვიკითხოთ: სად არის ეგ «შინაური საქმეები»? თუ არის სადმე, მელასავით სოროში
მიმალულია... შური, ერთმანეთის მტრობა, გაუტანლობა, ბეზღობა, ენამტანიობა,
ერთმანეთის ლანძღვა და თრევა, ადამიანის ღირსების უარყოფა, – ამისთანა თვისების
პატრონებს რა საქმეები უნდა მოეკითხოს? რა საქმეები უნდა გამოუვიდეს ხელიდამ?
ცხოვრება, რომელსაც ამისთანა ჭირი ჰღრღნის, ამისთანა ჭია შესჯდომია და ძირს
უთხრის, რის მომავლინებელი უნდა იყოს, თუ არ იმისა, რომლის არამცთუ დანახვა,
წარმოდგენაც კი საზიზღარია და შესაჩვენებელი.

II

ტფილისი, 21 იანვარი, 1886 წ.

ჯერ ჩვენში ისიც არ არის გამოკვლეული, რას ჰქვიან იგი «შინა და შინაური», რომელიც
ლიტერატურას საერთოდ და ჟურნალ-გაზეთობას საკუთრივ უნდა ექვემდებარებოდეს?
ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ადამიანის შვილი, ერთის მხრით, უფალია, მეორეს მხრით,
მოვალე. უფალია თავის საკუთარს საქმეში, თავის ცალკე ინტერესების მოედანზედ. აქ
იმას თავისი განცალკევებული საკუთარი «შინა» აქვს. ეგ საკუთარი «შინა» მისი
ხელშეუხებელი კუთვნილებაა და ამიტომაც კერა ადამიანისა პატივცემულია ყველასაგან,
ვისაც არ დაუკარგავს გრძნობა ადამიანის ღირსებისა, ვისაც კაცი კაცად სწამს. ამ ცალკე

166
ინტერესების მოედანზედ ბრძანებლობს ადამიანის მძლავრი «მე», რომელსაც, ვიდრე
თავის ქერქშია, საზოგადოებრივი «ჩვენ» არამცთუ ერჩის რამეს, არამედ თითონ გუშაგად
უდგა, რომ დაუსჯელად არავინ ხელიც არ შეახოს. ამ «ჩვენს» ბევრი უღვაწნია ქვეყანაზედ
და დღესაც მთავრობის სახით იღვწის, რომ ადამიანის «მეს» თავისი კუთვნილი ადგილი
უჭირველად დააჭერინოს და მშვიდობიანად ამყოფოს...

ადამიანი იმისთანა თვისებით არის ქვეყანაზედ გაჩენილი, რომ ყველაფერში


განცალკევებული ვერ მოიხდენს, თვისთა მსგავსთა გარე ცხოვრებას ვერ შეიძლებს
ვერასგზით და ვერას მანქანებით... «მე» მოვალეა და «ჩვენ» მბრძანებელი. ეგ «ჩვენ» თითონ
საზოგადოებაა, ანუ მთავრობა, ესე იგი,–იმისთანა წყობაა, რომელიც მარტო იმისთვის
არის, რომ თვითოეულის ადამიანის ფარიც იყოს და ხმალიც საჭიროებისამებრ...

ამგვარად, ორნაირი «შინა» აქვს ადამიანს თავისის ორნაირის მოთხოვნილებისა გამო


ბუნებითად. ერთში საკუთრად თითონ ჰცხოვრობს, საკუთრად თავისთვის მოქმედობს და
ანგარიშს არავის არ აძლევს. მეორეში-კი იგი სხვასთან ერთად არის, სხვასთან ერთად
იღვწის და მოქმედობს, სხვაზედ გადაბმულია, სხვაზედ დამოკიდებულია, თავისი «მე»
სხვის «მე»-ს-თან შეწონილი და შეფერებული ჰყავს. აი, ამ უკანასკნელს სფერაში აიგება
ხოლმე იგი «შინა», საცა მარტო მ თ ა ვ რ ო ბ ი თ ი «ჩვენ» ჰღაღადებს და «მე»-ს როგორც
ცალკესა და კერძოს, არავითარი ხმა და ადგილი არა აქვს. აი, ამ სფეროში სჩნდება და
იბადება, სხვათა შორის, იგი საქმეები, რომელსაც საზოგადოება თავის შინაურს საქმეებს
ეძახის და რომელიც კაცს შეუძლიან საგნად აიღოს ჯ ე რ ო ვ ა ნ ი ს განსჯისა და
განკითხვისათვის...

III

ტფილისი, 22 იანვარი, 1886 წ.

თქმა არ უნდა, ძნელი გასამიჯნავია ადამიანის «მე» და «ჩვენ». ბევრს შემთხვევაში ძნელი
გამოსაცნობია, სად თავდება «მე» და სად იწყება «ჩვენ». კარგად წარმატებული გონება
უნდა და კარგად განწმედილი გული, რომ კაცმა ამის გამიჯვნაში არ წაიბორძიკოს. ჩვენდა

167
სამწუხაროდ, ეს ბორძიკი ჩვენში ხშირად ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ბევრს ჩვენს
ლიტერატორს... რასაკვირველია, ვინც ღრმად დაკვირვებას საგნისას ჩვეული არ არის,
ვისაც გონების თვალი არ უჭრის და ტფილისის ბულვარის მოძღვრება კაცობრიობის
მოძღვრებად უწამებია, იმას ადამიანის «მე»-ს ხსენებით მიზეზი მიეცემა იეფის ფასის
ლიბერალობა გასწიოს და ჩვენ შეგვწამოს, ვითომც ჩვენ იმ სამართლიანად გმობილს
ეგოიზმს ვქადაგებდეთ, რომელიც ეჩოსავით სულ თავისკენ ითლის, ყველაფერს
თავისთვისა სჩემობს. არა, ჩვენ იმ გრძნობაზედ ვლაპარაკობთ, რომელსაც ადამიანის
საკუთარის ღირსების გრძნობა ჰქვიან და ურომლისოდაც არც კაცი კაცად იხსენება და არც
საზოგადოება საზოგადოებად... უწმინდესი მოვალეობა საზოგადოებისა, ესე იგი
მთავრობისა, რომლის წყალობითაც ადამიანი ადამიანობს, იგია, რომ ადამიანის «მე»-ს
დღემუდამ მფარველობდეს, უმიზეზოდ, უდანაშაულოდ შინ არავინ შეუსიოს და არავის
გააქელვინოს; მის სულიერს და ნივთიერს კუთვნილებაზედ მშვიდობით და სხვის
ხელშეუხებლად ამფლობელოს და ამით, რამოდენად შესაძლოა, სრულ და ბედნიერ ჰყოს.
თითონ მიზეზი და საბუთი საზოგადოების არსებობისა მარტო ეგ მოვალეობაა და სხვა
არა-რა. ეგევე წმინდა მოვალეობა კისრად ადევს ლიტერატურასაცა. ამის გარეთ
ლიტერატურას ასპარეზი არა აქვს.

IV

ტფილისი, 25 იანვარი, 1886 წ.

ჩვენი საუბარი «შინა» და «შინაურობაზედ» ასე გრძლად იმიტომ გავაბით, რომ აგვენიშნა,
რაგვარს შინაურს საქმეებზედ მიუწვდება ხელი ლიტერატურას ისე, რომ ჩირქი არ
მოიცხოს უმართებულობისა, უზრდელობისა, ძალმომრეობისა და მეტიჩარობისა. ჩვენ
გვინდოდა გვეთქვა, რომ ივანესა და პეტრეს შინაური საქმე, იმათის საკუთარის კერის
ვითარება, იმათი ვინაობა ცალკე – ლიტერატურის საქმე არ არის. ვინც ყოველ ამას
ლიტერატურის და მწერლობის საგნადა ჰხდის, იგი – კვლავ ვიმეორებთ – უწურთვნელია,
გონებაგაუხსნელია, გულგაუწმენდელია. იგი შეუსაბამოდ და უკადრისად ექცევა
ლიტერატურას და მწერლობას, ერთის მხრით, და, მეორეს მხრით, თვით საზოგადოებას,

168
რომელიც ყოველის მწერალისაგან ითხოვს ყველაზედ უწინარეს იმას, რომ გრძნობა
ადამიანის ღირსებისა ცნობილი ჰქონდეს და პატივსაცემლად აღიარებული... თქმა არ
უნდა, რაკი ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ლიტერატურა და მწერლობა ამ საწყაოს დაიჭერს
ხელში, რაკი ჩვენი ლიტერატურული მართებულობა და ზრდილობა იმ სიმაღლეზე
დადგება, რომ მწერალი ქურდულად ადამიანს მის სახლში, ოჯახში არ შეეპაროს,
ჯაშუშსავით ბოძს უკან არ აეტუზოს, რაცა იქნება მიზეზი რამ მამეცეს, სამარცხვინო
ბოძზედ გავაკრა და თავზედ ლაფი დავასხაო; როცა თვითოეული ჩვენგანი ცალკე და
ყოველნივე საერთოდ ამისთანა უპატიურს ქცევას იზიზღებს და ითაკილებს...

მართალია, ამის გამო სათვალავში ბევრნი მოაკლდებიან ჩვენ ლიტერატურას, მაგრამ ეს


ამბავი არავის არ უნდა დარჩეს სანაღვლელად, იმიტომ რომ ყველგან და ყოველ საქმეში
მრავალნი არიან წვეულ და მხოლოდ მცირედნი რჩეულ.

ჩვენთვის ეს უკანასკნელნი არიან სანატრელნი და სასურველნი... ჩვენ ვგრძნობთ, რომ


ძალიან რთულს და მძიმე საგანს მოვკიდეთ ხელი და მეთაურის წერილების სასაუბროდ
გავხადეთ. იქნება, რაც სათქმელი გვქონდა, სულ ვერა ვსთქვით სხვადასხვა მიზეზისა
გამო, ან ზოგან ჩავუმატეთ, ან დავაკელით, მაგრამ ნუგეშად მაინც ეს დაგვრჩება, რომ
თითონ საგანი, როგორც იყო, ფეხზედ წამოვაყენეთ ჩვენდა საყურადღებოდ, ჩვენდა
განსასჯელად და მრავალკეცად განსაკითხავად. მკითხველი დაგვეთანხმება, რომ, თუ ჩვენ
ვერ შევძელით მაგის ჯეროვნად განსაზღვრა და განვითარება, ეგ საგანი ღირსია განსჯისა
და განკითხვისა, თუ გარემოება და დროთა ვითარება ჩვენს მწერლობას ხელს შეუწყობს.
მკითხველი ამაზედაც დაგვეთანხმება, რომ ის უადამიანობა, ის ავყიაობა, ის
უმართებულობა, უზრდელობა, უწვრთნელობა, რომელიც ესეთის თავმოწონებით
ფარფაშებს საქვეყნოდ ლიტერატურის სახელითა, – ერთი იმისთანა საზოგადო სენია
მწერლობისა, რომ ყოველი პატიოსანი მწერალი, თუ წევრი საზოგადოებისა, უნდა
ცდილობდეს წამალი რამ უპოვოს ძირიანად აღმოსაფხვრისათვის.

ჩვენი სურვილი მარტო ეს იყო, და თუ ამ წერილებმა ჩვენში მოახედა ვინმე ამ საგანზედ


საკადრისის გულისტკივილით, სრულებითაც არ შევინანებთ, ჩვენ, პირიქით,

169
სასიხარულოდაც გვექნება, რომ ფიქრად მოგვივიდა და მეთაურის წერილის სასაუბროდ
ეს საგანი გავხადეთ.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1886 წელი, 20,21,22,25, იანვარი.

ყალბი და ნამდვილი

ტფილისი, 17 ოქტომბერი, 1887 წ.

ლოღიკა თითქო ბაჟს რასმე ემალებაო, სადღაც გაექცა, სადღაც დაეკარგა ადამიანსა. ღრმად
დაკვირვება არ არის საჭირო, კაცმა დაინახოს, რომ ადამიანის ჭკუას რაღაც გაუტყდა,
ბუნებური მართულები მოეშალა, რაღაც სალტე ან მოჰშვებია, ანუ უფრო მეტად წასჭერია,
რაღაც სოლი ამოვარდნია და ძირით თხემამდე თავი და ბოლო დაჰბნევია. კაცს
ეხლანდელ დროში ვერა გაუგია რა, ვერა გამოურკვევია-რა. ხედვით ერთსა ჰხედავს,
სმენით სულ სხვა ესმის. არის ერთი არეულობა.

იპარვენ პატიოსნების სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად პატიოსნება და სად


მპარაობა?

აბეზღებენ და ცილსა სწამებენ გულმტკივნეულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს:


სად ცილი და ბეზღი და სად გულმტკივნეულობა? ღალატობენ საქმეს, ჰღალატობენ
ერთმანერთსა ერთგულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ღალატი და სად
ერთგულობა? სხვის ნაკლს, სხვის უბედურობას თვის ღირსებად, თვის ბედნიერებად,
თვის სიხარულად სთვლიან კაცთმოყვარეობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად
სხვის ნაკლის და უბედურობის გამო სიხარული და ცეკვა და სად კაცთმოყვარეობა?

170
სტყუიან, ცრუობენ სიმართლის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ტყუილი და სად
სიმართლე?

კაცს სამარცხვინო ბოძზედ ტყუილ-უბრალოდ გასაკრავად არა ჰზოგვენ, არ ჰთაკილობენ,


და იძახიან-კი, – ადამიანის ღირსება, ადამიანობა ხელშეუხებელია, სათაყვანებელიაო, და
გამკითხავი არავინ არის: სად ტყუილუბრალოდ ადამიანის თავზე ლაფის დასხმა და სად
ხელშეუხებლობა ადამიანის ღირსებისა? ათასს ამისთანას ჩამოგითვლით, საცა თქმა საქმეს
არ ებმის და საქმე თქმას არ ემსგავსება, არ ეთანხმება. ყველაფერი ეს ცარიელის სახელით
გადის და სახრავს-კი არავინ დაგიდევთ. ფიცი სწამთ და ბოლო კი არავის აკვირვებს, თქმა
ერთია და ქმნა სხვა. ნუთუ ამას არ ეთქმის, რომ ლოღიკა დაკარგულია, ხელიდამ
წასულია, სადაც ბარდებში განაბული?..

ეს ყოფა და ამბავი დიდი ჭირია. ამ ჭირს კაცთა კერძო ცხოვრების ერთმანერთობაში


ადამიანი კიდევ როგორც იქმნებოდა, ვაითა და ვაგლახით აიტანდა, გაუძღვებოდა. ვიდრე
ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის, და ბოროტი ხომ იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა
ერთი აქვს და ქმნა სხვა...

სულ სხვაა და დიდი და მეტისმეტი უბედურებაა, როცა ეს ბოროტი, ეს ჭირი გზას


გაიხსნის, მოედანს მოიპოვებს იქ, სადაც თქმა და ქმნა ერთი უნდა იყოს, სადაც
ჭეშმარიტება უნდა ჭეშმარიტობდეს, მართალი ჰმართლობდეს, კეთილი ჰკეთილობდეს
და პატიოსნება ჰპატიოსნებდეს, სადაც ხმა ერისაა და მაშასადამე, ღვთისაცა. ამისთანა
«წმიდა წმიდათა» ლიტერატურაა, საცა ჭკვათამყოფელი, უკეთესი, თავანკარა ნაწილი
ერისა უნდა მეტყველებდეს აშკარად, უფერმარილოდ, უტყუილოდ და უხვანჯოდ.
ლიტერატურას სხვათა შორის ერთი შვილი ჰყავს, რომელიც დღეს ყველა სხვა შვილებზე
უფრო გაძლიერებულია, უფრო გავლენიანია. ამ შვილს «ჟურნალ-გაზეთობას» ეძახიან. ამ
ჟურნალ-გაზეთობაზე, რომელიც სხვა არა არის-რა გარდა ყოველ-დღიურის სარკისა, ერი
აჭდევს ხოლმე თავის ავკარგიანობასა დღითი-დღემდე. აი, სავაგლახო ის არის, როცა
ზემოხსენებული ჭირი აქ, ამ ჟურნალგაზეთობაშიაც დაიბუდება, როცა აქ თქმა და ქმნა
ერთმანერთის განუყრელნი და-ძმანი არ არიან. მაგრამ რა თქმა და რა ქმნა! დღევანდელ

171
ჟურნალგაზეთობას სხვა რა სჭირს კარგი, რომ ეგა სჭირდეს და თქმასა და ქმნას
ერთმანერთს არ აშორებდეს და ერთმანერთს არ უპირისპირებდეს. ჩვენ არ ვიცით არც
ერთი შემაძრწუნებელი ზნე, რომ დღეს ჟურნალ-გაზეთობაში არ დაბადებულიყოს,
ოღონდ, ავად თუ კარგად, ჟურნალ-გაზეთობასთან მოსათავსებელი იყოს და ასე თუ ისე
მოსახმარებელი.

გამოცინცვლა რისამე გნებავთ ვისგანმე, იპოვით იმისთანა ჟურნალ-გაზეთს, რომელიც


მზაა სამსახურისთვის. სახელის გატეხა გინდათ ვისიმე, რამ სიგძეთაც გნებავთ დაგრიხეთ
ბაწარი ჭორებისა და იპოვით იმისთანა ჟურნალ-გაზეთს, რომელიც სიხარულით
დაგითმობთ ადგილსა და თავს მოიწონებს კიდეც ლიბერალობითა. მაშ...… ყველას
ჰპენტავს და სწეწავს, – ლიბერალობა არ არის, მა რა ეშმაკია!... ჯავრის ამოყრა გინდათ
ვისიმე, შესთხზეთ ერთი სამარცხვინო ამბავი თქვენს გამჯავრებელზედ, მოაყარეთ
პილპილი ცილისწამებისა, მარილი ლაზათიანის გინებისა და გათავებულია საქმე. არიან
იმისთანა გაზეთები, რომელნიც არამცთუ ხელაღპყრობით მიგიღებენ, როცა მიუტანთ
ამისთანა განძსა დასაბეჭდად, არამედ თვით მოგნახავენ და თავს შემოგევლებიან, ოღონდ
ხელიდან არ წაუვიდეთ თქვენ მიერ შეთითხნილი ლანძღვა-გინება.

ჭირთა-ჭირი ეს არის, რომ აღარც მკითხველებსა აქვთ ხალისი და კბილ უკეთესის


კითხვისათვის. შეაჩვიეს ყური ამისთანა უწმაწურს ქარაფშუტობას და ცუღლუტობას...

ძნელია, როცა სახელმძღვანელო დედააზრებს ფეხქვეშედამ მიწა გამოეცლება; ძნელია,


როცა თქმასა და ქმნას შუა ხიდი ჩატყდება. აი მაგალითი ამისთანა ყოფისა, რომელმაც
გამოიწვია ეს ჩვენი საუბარი და რომელიც ერთი მრავალთაგანია. კითხულობთ ჟურნალ-
გაზეთებს და გიკვირთ, – რაზედ შემოსწყრომია მწერლობა ლოღიკასაო? სად მიჰმალვია
სახელმძღვანელო დედააზრი, რომ ესე არახუნებს უთავბოლოდაო? აი, რაშია საქმე...

ეხლაც არ დაგვეთანხმებით, რომ ლოღიკა საძებნელი და საპოვნელი გაუხდა ადამიანსა


ცალკედ და მწერლობასა საერთოდ! აბა, ეხლა იანგარიშეთ, რამდენი ამისთანა გაზეთია,
რომელიც დედა-აზრობით ერთს გვეფიცება და საქმით კი სულ სხვასა საქმობს. არ

172
შეიძლება, რომ ჩვენ თვითონ არ ვაქეზებდეთ ამისთანა მიმართულებას, თორემ დღეს-
აქამომდე ამისთანა მწერლობას სული ათჯერ ამოეხუთებოდა, რადგანაც, როგორც
ჭირიანს, შემოეფანტებოდნენ მკითხველები და მკითხველები იძლევიან მას, რითაც
მწერლობაც ავად თუ კარგად იკვებება და სულდგმულობს. რაკი ესეა, ბოროტიც ამ მხრით
არის გაძლიერებული და ამაშია დღის სავალალოც.

II

ტფილისი, 19 ოქტომბერი, 1887 წ.

კვირანდელს ნომერში ჩვენმა მეთაურმა წერილმა შეჰნიშნა, რომ დღევანდელს დღეს


ლოღიკა სადღაც გაჰქცევია და ადამიანის ჭკუა-გონებას ღერძი გასტეხიაო. ამან ისე
აშკარად არსად არ იჩინა თავი, როგორც მწერლობისა და საზოგადო მოღვაწეობის
სარბიელზედ. თუ თვალი გიდევნებიათ, შეუძლებელია არ შეგენიშნოთ იმისთანა
მწერალნი, პუბლიცისტები, საზოგადოდ მოსაქმენი და მოღვაწენი, რომელნიც რასაც შინ
თვითონ სდევნიან და ჯვარს აცმენ, იმის ნაათალს დევნულობასაც-კი სხვა ქვეყანაში
მომაკვდინებელ ცოდვადა სთვლიან და არის ერთი ჭექა და ქუხილი იმ ქვეყნის
მტარვალობასა და ბარბაროსობაზედ. გამოდის, რომ შესაძლოა, ერთს ქვეყანაში ორჯელ
ორი ხუთი იყოს, თუ ეხეირება, რასაკვირველია, და სხვაგან-კი მომაკვდინებელი ცოდვა
იქნება, თუ ორჯელ ორი ოთხად არ არის მიღებული. ამისი მაგალითები ათასია და
უჩვენოდაც გონების თვალწინ გაიტარებს მკითხველი, თუ კი არ დაიზარა...

მეცხრამეტე საუკუნემ, რომელმაც ასეთი ძლევამოსილობა გამოიჩინა ყველაფერში,


რომელმაც მანძილი და დრო დაიმორჩილა, ზღვა ყურმოჭრილ ყმად გაიხადა,
უზარმაზარი მთები გასჭრა და გაარღვია, ცა და დედამიწა ხელის გულზედ გადიშალა, ამ
მეცხრამეტე საუკუნემ ვერა უხერხა-რა, რომ ბუნებით მონიჭებული ლოღიკა საზოგადოდ
მოღვაწე კაცს შერჩენოდა.

173
ეს, რასაკვირველია, მარტო იმ ცალკე კაცებზედ ითქმის, ვისაც ბედმა არგუნა თავის ასე თუ
ისე გამოჩენა საზოგადო სარბიელზედ. უფროის-ერთნი პოლიტიკოსები და მწერალნი
არიან ამაში დამნაშავენი.

ხოლო, ამათ წინააღმდეგი არის ერთი არსება, რომელსაც ერს ეძახიან და რომლის
სიღრმეშიაც, როგორც ზღვის ძირში მარგალიტი, თავს ინახავს ლოღიკა და, მაშასადამე,
მართალიცა. საცა ეგ ერი თვალახილებულია, იქ დიდი მანძილი, დიდი საგზალი არა აქვს
ულოღიკოდ რახუნსა და უდედააზრო საქმესა. ამის მაგალითს წარმოგვიდგენს იგივ
ინგლისის ერი, რომელიც ჰოშენისთანა კაცებსა იმისთანა მხნე მეომარს მიუსევს ხოლმე,
როგორიც სახელოვანი გლადსტონია...

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს; იმას, რომ რაც გინდ ოსტატურად ამრუდო სასწორი
ჭეშმარიტებისა, ადრე იქნება თუ გვიან, გამრუდებულს სასწორს თავის ლარზედ
დააყენებს ლოღიკა ერისა. იგი აღტაცებით და დიდის პატივით მიეგება გლადსტონს და
მით მხარიღლივ წუნი დასდო ჰოშენისთანა კაცებსა. ნათქვამია: ჭკუა რომ დაიკარგოს,
მთაში მონახეო. არა, ჭკუა რომ დაიკარგოს, ხალხში უნდა მონახოთ. სულიერს განძს
კაცობრიობისას აქა აქვს თავისი სალარო და ლოღიკაც – ეს უკეთესი ნიჭი ადამიანისა, – აქა
ჰპოულობს თავის სადგურსა.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1887 წელი, 17,19 ოქტომბერი.

დიმიტრი ყიფიანი

ტფილისი, 30 ოქტომბერი, 1887 წ.

174
ყველა სწუხს, ყველა ჰგლოვობს, ყველა მისტირის უკან დიმიტრი ყიფიანსა: დიდი თუ
პატარა, ყრმა თუ ხნიერი, სწავლული თუ უსწავლელი, მაღალი თუ მდაბალი, ნაცნობი თუ
უცნობი, მახლობელი თუ შორეული, – ყველანი ერთად და თითოეული ცალკე ჰგრძნობს,
რომ რაღაც დააკლდა, რაღარც დაეკარგა, რაღაც ძარღვი ჩასწყდა გულში.

რა არის ყოველი ამის მიზეზი? მისი ხარისხი ნამსახურობისა? არა. რამდენი დიდ-
ხარისხოვანი სხვაცა ყოფილა და ეგრე საერთო ტკივილით გულს ტეხვა არ დაუწყია. მისი
გამოჩენილი ღვაწლი მეცნიერებაში? – არა. უფრო დიდ-ღვაწლიანნი კაცნი ყოფილან და
გული ადამიანისა-კი არ შეუპყრიათ გლოვითა და მწუხარებითა ეგრე საერთოდ და
საყოველთაოდ.

მისი თავგამოდებული და ღირსსახსოვარი გარჯა მოძმეთათვის? არა. ამ სფეროშიაც


მსჯობს მსჯობი არ დაელევა, მაგრამ აქაც გულს ადამიანისას შავები არ შეუმოსია გლოვვის
ნიშნად ასე საერთოდ და საყოველთაოდ. – მაშ რით აიხსნება იგი საიდუმლოება, რომ
ჩვენი სული და გული ჰკვნესის და იხუთება დიმიტრი ყიფიანის დაკარგვის გამო?..

ერთმა ჩვენმა მეგობარმა გვითხრა: «იგი იყო კაციო, რომელიც თავის დღეში არ იტყოდა
«ჰოს», როცა მისი გული ამბობდა «არას». ძნელია, უკეთესად გამოთქმა ადამიანის
ღირსებისა; დიახ, დიმიტრი ყიფიანი იყო მართალი კაცი; იმიტომ, რომ მართალი მარტო
ის არის, რომ «ჰო» არა სთქვა, როცა გული «არას» ამბობს. «მართალიაო, – ამბობს ერთი
ჭკვიანი კაცი*,–ის კი არ არის, რომ კაცმა სთქვას, რაც ჭეშმარიტია, არამედ ისა, რასაც
ვფიქრობთ და რაც გულში გვაქვსო».

ცხადია, რა კაცი იყო დიმიტრი ყიფიანი. იგი იყო გულთასრული კაცი... იგი იყო კაცი
ხასიათისა... ჩვენდა სამწუხაროდ, ეს დიდი და ძვირფასი სიკეთე მარტო ჩვენს ძველებსღა
მოსდევთ, და აი რას მივსტირით, როცა იგინი მიდიან... არიან ბევრნი დიდ-
ხარისხოვანნიცა, მეცნიერნიცა, მოღვაწენიცა, მწერალნიცა, და არ არიან მხოლოდ ხასიათის
კაცნი, კაცნი გულთა სრულნი. მძლედ მობურთალნი ქვეყნიერობის მოედანზედ მარტო
დიდ-ხასიათის კაცნი არიან. ქვეყნის ღერძს მარტო ის ატრიალებს, ვისაც მიჰმადლებია

175
გულთასრულობა, დიდ-ხასიათობა, იმისდა მიუხედავად, – ტრიალი ემარჯვათ, თუ
ემარცხათ.

ყოველივე დიდებული საქმე , რითაც – კი კაცობრიობა ჰქადულობს და თავს იწონებს,


ქმნილია ხასიათიან კაცთა მიერ და არა ვისმე სხვისაგან. ამიტომაც ხასიათიან კაცის წინაშე
ყველა უნებლიეთ თავს იხრის მოწიწებით და სასოებითა; ამიტომაც ყველა, დიდი და
პატარა, უკან მისტირის, როცა ამისთანა კაცი მიდის უკან დაუბრუნებლად და
სამუდამოდ...

აღარ არის დიმიტრი ყიფიანი! აღარ არის ის, ვისაც ფეხი მთებრ ედგა ქვეყნად, ტინურად
გამტკიცებული.

II

თფილისი, 3 ნოემბერი, 1887 წ.

კაცი მოკვდა ან მოჰკლეს!.. რა იშვიათი ამბავი ეს არის, რომ დიდი და პატარა შეიძრას?
რამდენი ათასი კაცი ჰკვდება ყოველ-დღე, ყოველს საათს,

---------------------

[*] hivr.

მაგრამ მრავლის-მრავალს ყურსაც არ ვათხოვებთ ხოლმე. ვინ არა კვდება? ვინ შეჰრჩენია
ამ წუთისოფელს საუკუნოდ?ადამიანი სიკვდილის შვილია, და თუ ვინმე კვდება, თუნდაც
სხვისის ხელითაც, – აქ რა არის უცნაური და საკვირველი?

თუმცა ესეა, მაგრამ ძნელად იქნება იმისთანა უბედური, რომ მკვდარს არავინ
მისტიროდეს. ხოლო მრავლის-მრავალს მისტირის მხოლოდ მახლობელი და ნათესავი,
სხვა-კი – ცხედარის დანახვაზედ – მარტო სიბრალულით შენდობას თუ ეტყვის და ამით
ათავებს თავის საქმეს...

176
დიმიტრი ყიფიანიც სიკვდილის შვილი იყო, როგორც ყველანი ჩვენ. აქ ის გულგრილი
ფილოსოფია – რომ სააქაოს საუკუნოდ არავინ შერჩენიაო – არა გვყოფნის, არა გვკმარის.
გული არ ემორჩილება იმ ფილოსოფიასა, თავისას ჰთხოულობს, თავისას ამბობს. აქ მეცა
ვსტირი, თქვენცა, სხვაც, მახლობელიც და ნათესავიც, რათა? რამ შეგვყარა ერთად
გლოვისა და მწუხარებისათვის შორეულნი და მახლობელნი, უცხონი და ნათესავნი?
დიმიტრი ყიფიანის სახელი რათა სცვლის მრავლის-მრავლის ხვედრს, მარტო
მახლობელთაგან დატირებისას. ამას გამორკვევა უნდა.

კაცთა საზოგადოება თავისის სიმკვიდრისა, შეურყეველობისა და არსებობისათვის ყოველ


ცალკე ადამიანისაგან ითხოვს იმოდენა სათნოებას, რომ ნაკლები შეუძლებელიღაა კაცთა
კრებულად ცხოვრებისათვის. იგი გვეუბნება, თუ ერთმანეთობა გინდა, თუ კრებულად
ყოფნა გსურს, ამა-და-ამაზედ ნაკლები სიმართლე არ იქონიო, ამა-და-ამაზედ ნაკლებ
გულმოდგინედ და ერთგულად არ მოეკიდო შენს მოვალეობას, ამაზედ ნაკლები
თანაგრძნობა, თანაზიარობა ერთმანეთობაში არ დაიზარო, ამა-და-ამაზედ ნაკლები
საყოველთაო ტვირთი არა ჰზიდო, და სხვა. ამ სახით კაცთა საზოგადოება, მოქალაქური
ერთმანეთობა და ყოფა-ცხოვრება ჰკმარობს მარტო მინიმუმ-ს სათნოებისას...

ამ ღვაწლისათვის, ამ მსხვერპლისა და სამსახურისათვის მრავლის-მრავალი კაცი უღონია.


ამისთანა კაცების ცხოვრებას რომ ანგარიში გავუკეთოთ, გავთვალგამოვთვალოთ, ან
ჯამად არაფერი არა დადგება-რა, ან იშვიათს შემთხვევაში ამათის ცხოვრების ჯამი ის
იქნება, რომ არა ვცოდეო, ესე იგი ხსენებულს ხაზზედ დაბლა არ დავიწიეო. ეხლანდელს
დროში ესეც კარგია, მაგრამ თვით ეხლანდელს ცოდვილს დროშიაც ამისთანა კაცის
სიკვდილი ყველას გულს არ შესძრავს და ძაძით არ მორთავს. ბოროტის უქმნელობა კი არ
იზიდავს, კი არ გამსჭვალავს ადამიანის გულს, არამედ ქმნა მადლისა. მარტო
მადლისმყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა და
განცვიფრებული მეტყველებს სიტყვით თუ უსიტყვოდ ქებასა და დიდებასა. ეგ იმიტომ,
რომ ჭეშმარიტი კაცობა არ-ქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისა. კაცურის

177
კაცობის ნიშანი მინიმუმ-ი სათნოება კი არ არის, რომელიც არ-ცოდვის საზღვარია, არამედ
მახიმუმ-ი, რომელიც მადლის სამფლობელოა და საუფლისწულო.

დიდ-ბუნებოვანობა კაცისა იმოდენად მაღალ-ხარისხოვანია, რამოდენადაც «არ-ცოდვის»


საზღვარი უკან შორს დაუგდია და «მადლის» საზღვარს მიახლოებია. ამ გზით
წაჭარბებული მანძილი ერთად-ერთი საზომია დიდბუნებოვანის კაცისა, ესე იგი იმისთანა
კაცისა, რომელსაც ყველა, დიდი და პატარა,თავისიანად ჰხადის, თავისიანსავით შაჰხარის,
თავისიანსავით ჰგლოვობს.

«რომ მე მართლა-და ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყო, საჭიროა ყველა სხვა სულიერნიც


ბედნიერნი იყვნენო», – ამბობს ერთი მეცნიერი. მადლის მოედანი და სარბიელი ეს არის.
ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღწვის, მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული არა აქვს თავის
საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ, უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი
ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფელად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია...

ეს ისეთი ძნელი გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თვითოეული
ბიჯი ღვაწლია და მსხვერპლი, და რადგანაც ღვაწლია, რადგანაც მსხვერპლია, ამიტომაც
მადლია, და რადგანაც მადლია, ამიტომაც გულთა მიმზიდველია, გამმსჭვალავია
გაოცებამდე, გაკვირვებამდე. ამისთანა კაცი მზესა ჰგავს, რომელსაც ბრმაც-კი ჰგრძნობს,
თუმცა არა ჰხედავს.

როცა ამისთანა კაცი სამუდამოდ მიდის, თითქო ჩემი და თქვენი წილადხდომილი


სინათლე მზისა თან მიაქვსო, თითქო თვითეული ჩვენგანი გრძნობს, რომ თან ჩემი,
თქვენი ნაწილი, ჩემი, თქვენი ბედნიერება წაიღო, თითქო ვგრძნობთ, რომ ამისთანა
კაცთან ერთად ჩვენს საკუთარს ბედნიერებასაც ვკარგავთ, და ამის შემდეგ რაღა
საკვირველია, რომ მივტირით ამ დაკარგულს ბედნიერებასა.

III

ტფილისი, 7 ნოემბერი, 1887 წ.

178
უფროს-ერთი ადამიანი ისე გაივლის ხოლმე თავის ცხოვრების გზასა, ისე დაჰლევს ხოლმე
თავის სიცოცხლეს, რომ ერთხელაც არ ჩაახედებს თავის თვალს გულში იმის
გამოსარკვევად, თუ რისთვის ვიყავ, რისთვის ვარ და რა გამიკეთებიაო. ესე მიდის და
ილევა ცხოვრება ათასისა და ათიათასისა. მარტო ათასში ერთი თუ იქნება იმისთანა, რომ
ამ ხვედრს არ ექვემდებარებოდეს და თავის-თავი განსაკითხველად თავის-თავისავე
წინაშე დაეყენებინოს, ანუ, როგორც რუსთაველი იტყოდა, გაეთავისწინებინოს.

უფრო-ერთი კაცი დღე-ყოველ იბრძვის და გართულია ამ წუთისოფლის ავკარგიანობითა.


ზოგს ბედი ისე უმძიმს, რომ ამ ბრძოლას და გართვას არა ჰყოფნის მისნი დღენი, მისნი
საათნი, მისნი წუთნი: ყველა ესენი შეწირული აქვს მთლად და გადურჩენელად იმ
მცირეზე-მცირე სიამოვნებისათვის, რომელსაც ადამიანი ძლივ-ძლივ გამოჰგლეჯს ხოლმე
ამ ძვირს წუთისოფელსა და ურომლისობა ადამიანის არსებობას შეუძლებლადა ჰხდის...

ზოგი, თუნდაც მოცლილი იყოს და არ იცოდეს, სად მიაფშვნიტოს თავისი დრო და ხანი,
საჭიროდ არა ჰხედავს ათასში ერთხელ მაინც თავის-თავს ანგარიში ჩამოართვას, თავის-
თავს მოჰკითხოს თავისივე ადამიანური ვინაობა, ადამიანური ავკარგიანობა.

მართალია, დიდად წარმატებული გონება და გული უნდა ჰქონდეს, რომ კაცი


შემძლებელი იყოს თავისი თავი გაითვალისწინოს და თავის-თავს მსაჯულად გაუხდეს
პირუთვნელად, იმიტომ რომ იგი ერთსა და იმავე დროს მსაჯულიც უნდა იყოს,
მოსარჩლეც, ბრალმდებელიც და ბრალდებულიცა...

ეს ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ყოველი კაცი ყოველ-დღე გამკითხველის


თანამდებობაშია. დაუკვირდით ყოველის ცალკე კაცის ყოველდღიურს ცხოვრებას და, რა
ხარისხზედაც გინდა იდგეს, ჰნახავთ, რომ ამ ცხოვრების დახლართულ ბადეში ბედი
ყოველს ცის-ამარა დღეს ერთმანეთს გვახვედრებს და თვითოეული ჩვენგანი სხვის
გამკითხველია, და, მაშასადამე, თითონაც სხვისგან არის განსაკითხველი...

ჩვენა ვსთქვით, რომ თავის-თავის განკითხვას შესაფერი ღონე უნდა სულისა, და საცა ეს
ცალკე კაცს არა აქვს, ბევრში თითონ საზოგადოება არის დამნაშავეო. ეს მართალია, მაგრამ

179
არა გვგონია ქვეყნიერობაზედ იმისთანა საზოგადოება იყოს სადმე, რომ თითო-
ოროლაჯერ მაინც ამისათვის არ გამოაფხიზლოს კაცი, ისეთი რამ არ მოუვლინოს, რომ
კაცს თვალები ძალა-უნებურად გულში ჩაუბრუნოს თავის-თავის განსაკითხავად.
ამიტომაც ყოველი ამისთანა შემთხვევა ზნეობითად მწვრთვნელია, ყოველი ამისთანა
შემთხვევა ცოტად თუ ბევრად ჰზრდის თვითოეულს კაცს და, მაშასადამე,
საზოგადოებასაც. მაგალითი თვალწინ გვაქვს.

დიმიტრი ყიფიანი გარდაიცვალა. ხუთი ათას კაცამდე ნაცნობი და უცნობი მოდის იმის
პანაშვიდზედ, რათა სხვასთან ერთად, ერთ-კრებულად უთხრას:

111

განისვენე მართალთა თანაო. დიდი, პატარა ჰგლოვობს და მწუხარებს. ამის მნახველს,


ყოველს ამის მსმენელს, უნებლიეთ გაუელვებს ფიქრი: სჩანს, ეს კაცი... ყოფილა რამ; სჩანს,
რისთვისმე უცხოვრია; სჩანს, რამ გაუკეთებია; თორემ დღეში რამდენი კაცი კვდება,
რატომ სხვაზედ არ არის ეს ამბავიო. აქედამ დიდი სახტომი არ არის იქამდე, რომ კაცმა
თვალი შიგნით ჩაიბრუნოს და თვის გულში დაიწყოს იმის პასუხის ძებნა თუ, – რისთვისა
ვარ? რა გამიკეთებია? რით მომიგონოს ჩემმა შემდეგმა? დიახ, ამისთანა მაგალითი
მოგვივლენს ხოლმე თავის-თავის განკითხვის დღესა, გვწურთნის, გვასწავლის და
გვზრდის.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში»,

1887 წლის №№227, 230 და 235.

საზოგადო საქმის მსახურთა სახელის დაცვისათვის

ტფილისი, 29 დეკემბერი, 1887 წ.

180
ჩვენი გაზეთი მეტად ჰფრთხილობს, რომ არა რომელიმე კაცი არ იყოს გაბიაბრუებული,
გაუპატიურებული არც მართლად და არც ტყუილ-უბრალოდ გაბიაბრუება, გაუპატიურება
ვისიმე საკადრისი არ არის არც ცალკე კაცისაგან, არც ლიტერატურისაგან, რომელიც
მართებულობის და რიგიანობის მაგალითი უნდა იყოს, და თუ ან ერთი აკლია, ან მეორე,
ღირსი არ არის წმინდა სახელი ლიტერატურისა ატაროს. ჭუჭყიანი სიტყვა-პასუხი,
ჭუჭყიანი გულისნადები, რომელიც ზედ აბეჭდია ხოლმე ყოველს კაცს, სხვის
გასაბიაბრუებლად გამოლაშქრებულს, მეტისმეტად ცხადი ნიშანია თვითონ მოლაშქრეს
უწმინდურობისა და ჭუჭყისა.

ჩვენ ამის თაობაზედ არა-ერთხელ გვქონია ლაპარაკი და ისიც დაგვიმატებია, რომ ეს ჩვენი
აზრი იმას კი არ ჰნიშნავს, ვითომც კაცი განკითხული არ უნდა იყოს, როცა განსაკითხავია.
ხოლო განკითხვაც არის და განკითხვაც. განა განკითხვა ადამიანისა არ შეიძლება
ზრდილობიანი, თავაზიანი და მართებული იყოს?! დღეს ჭეშმარიტად განათლებული და
გულით და გონებით განათლებისაგან გაფაქიზებული და განწმენდილი კაცი ითხოვს, რომ
ადამიანურად, ადამიანის ღირსების ძირს დაუშვებლად ექცეოდნენ თვით ავაზაკსაც-კი,
რომელიც უკვე წამოსკუპებულია დამნაშავეთა სკამზედ და მსჯავრი მის მიერ
შეგინებულის სათნოებისა უკვე თავს დასტრიალებს სამართლიან ზღვევისათვის.

თუ ავაზაკს ესე უნდა მოვექცეთ, მაშ როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანერთს, როცა ბედი და
გარემოება შეგვახვედრებს ხოლმე ერთმანერთის განსაკითხრად?

ცხადია, როგორც, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენში მართებულ, ზრდილობიან


განკითხვისათვის ბევრს აკლია საფანელი, ბევრს გული და გონება ამისათვის საკმაოდ
განწმენდილი, გაწურთვნილი არა აქვს. ამიტომაც ისეთს თავზედ ხელაღებულს ლანძღვა-
თრევას, ისეთის სიხარულით კაცის ავად ხსენებას არსად ჰნახავთ, როგორც ჩვენში.
საკმაოა ჩვენში კაცმა კაცს რაზედმე საბუთიანი უარი უთხრა, საკმაოა ერთს რომელსამე
აზრზედ არ დაეთანხმო, საკმაოა შენი საკუთარი აზრი იქონიო, სხვის სიტყვას, სხვის
საქმეს სამართლიანი წუნი დასდო, საკმაოა რაც იმას მოსწონს, თქვენ არ მოიწონოთ, –
ერთ-ერთი ამისთანა საკმაოა-მეთქი, რომ მომდურავმა კაცმა თავისი კალამი, თუ ენა

181
ლაფში ამოავლოს და ზედ თავზე დაგაბერტყოთ. სამწუხარო ჭირთა-ჭირი ის არის, რომ
ამის მომქმედს ბარაქალის ქუდსა ვხურავთ და ისიც გაბღინძული და გამოჭიმული დადის
და უსირცხვილოდ ჰქადულობს თავის სამარცხვინო საქციელს.

დღე არ გადის, რომ ზოგიერთ ადგილებიდამ ესე ლაფში ამოვლებული კალმით


დაწერილი კორესპონდენციები არ მოგვდიოდეს. ზოგი ამას ჰლანძღავს, ასეთი და
ასეთიაო და სამსახურიდამ გაგდებულ უნდა იქმნასო, ზოგი მეზობელზედ, ზოგი
მტერზედ, ზოგი მოყვარეზედ. ყოველის სტრიქონიდამ გამოჰკრთის, რომ აქ ნაწყენი,
გადამტერებული, დამუქრებული გული მოქმქდებს, და არა გამკითხველი, გულდინჯი,
ჭკუადამჯდარი მართალი. ამ ლაფის წვიმის ქვეშ, რა თქმა უნდა, უფრო იმისთანანი
ჰდგანან, რომელთაც უბედური სვე შეხვედრიათ და გამოსულან გასარჯელად საზოგადო
მოედანზედ საზოგადო სამსახურისათვის შეძლებისამებრ. იმისთანა უნუგეშო, უმწეო,
ხელთაღუპყრობელი კაცი არ არის ჩვენში, როგორც საზოგადო საქმის მოღვაწე. როგორც
გადატეხილს ღობეს, დიდი და პატარა მისდგომია და თელავს. არავის სტკენს გულს ეს
ასეთი უსამართლო ქცევა, არავის ეზიზღება, არავის ეთაკილება.

ისე გაბიაბრუებული, ისე გაუპატიურებული არავინ არის ჩვენში, როგორც სვეუბედური


მსახური საზოგადო საქმისა. აქაო და მოედანზე სდგას და ნიშანში ადვილი ამოსაღებიაო,
აღარაფერს ვერიდებით, ვასორსლებთ ტალახის გუნდას და პანტასავით თავზე ვაყრით.

უცდომელი არავინ არის და, შესაძლოა, საზოგადო მოღვაწე ბევრში ცდებოდეს, ბევრში არ
ემარჯვოს, ბევრში იმედი გაუმტყუნდეს და ამასთანავე შესაძლოა, რომ გული, ნამუსი,
სინიდისი წმინდა ჰქონდეს, სურვილი, განზრახვა, გულისნადები პატიოსნად ერჩოდეს.
არ-გამარჯვება, იმედთა გამტყუნება, შეცდომილება საზოგადო მოღვაწისა ჩვენ
სასიხარულო ამბად მიგვაჩნია, იმიტომ რომ შემთხვევას გვაძლევს ლანძღვის გუდას პირი
მოვხსნათ და გაბიაბრუების, გაუპატიურების საწამლავში ამოვლებულ ისრით გული
გავურღვიოთ, და რამდენად უფრო სატკენია, საწყენია ეს ამბავი მოღვაწისათვის, მით
უფრო ბევრს ბარაქალას ვეუბნებით მსროლელსა. ამ ჭუჭყს მოვერიდნეთ. კმარა ასეთი
სამარცხვინო ქცევის შეწყნარება. სამართლიანის გულისწყრომით ზურგი შევაქციოთ სხვის

182
გამაუპატიურებელს და ყოველივე ლანძღვა-თრევით გაბიაბრუებული ჩვენს საფარველ
ქვეშ მივიღოთ და სარჩლი გავუწიოთ. ამას ითხოვს ჯანმრთელობა საზოგადოებისა, ამას
ითხოვს ნამუსი და პატიოსნება ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკედ.

გულმტკივნეულად მომქმედი მართებული გამკითხველია და არა შემაგინებელი და


მლანძღავი. პირველს მხარი მივსცეთ და მეორე-კი... მეორემ-კი ილაწლაწოს, ვიდრე თვის
საკუთარ ლაფში სული შეუგუბდება და დაირჩობა.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1887 წ. 29 დეკემბერი.

დავით აღმაშენებელი

(დავით აღმაშენებელის მოსახსენებელი დღისათვის - 26 იანვრისათვის) არ ვიცით, სხვა


როგორ ჰფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება,
როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის
მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს – ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად
სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს.

რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, – რანი ვიყავით, რანი ვართ და რად
შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის-ფიცარზედ იჭდევს მარტო
სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაჭდევითა, როგორც სარკე, გვაჩვენებს იმ
ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისათვის
და გაძლიერებისთვის. უკეთესნი და უდიდესნი მომქმედნი ერისა ხომ სხვა არა არიან-რა,
თუ არ ერის გულის-ნადების და წყურვილის გამომეტყველნი და გამახორციელებელნი,
რომელნიც ამის გამო თითქო შემოქმედობენ, თითქო ჰქმნიან ისტორიასა. ამიტომაც ეს
ამისთანა მოქმედნი, ვამბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ერობა
ჰსურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით ასაგველად არ გადაუდვია თავი. დავიწყება

183
ამათი – საკუთარის ვინაობის დავიწყებაა, და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას
მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავისი
მშობელი და სიცოცხლის მომნიჭებელი . გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა
მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა
სამსახურიც მიუძღვით ჩვენ-წინა. ისინი ცხოველი მაგალითებია მისი, თუ რა სიმაღლემდე
შეუძლიან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს...

გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით


ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი
თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს
და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს.

ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს


დიდ ბუნებოვანობის შარავანდედითა, და თაყვანსა სცემს სასოებით და მადლობითა,
ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა. «ჩვენთვის, ადამიანებისათვის,
საჭიროა, – ამბობს ბრძენი სენეკა, – იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით
შევიძლოთ საკუთარის ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც
არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვრწვთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის
ხსენებითაცაო». ამისთანა ბედნიერი დავით აღმაშენებელია საქართველოს ერისთვის. მისი
მიცვალების დღე 26 იანვარია. ხოლო საქართველოს ეკლესია, რომელიც ყოველთვის
თავდადებით ჰპატრონობდა ჩვენს ერს და არასდროს დიდებას ერისას დავიწყებას არ
აძლევდა, 26 იანვარს აქებს და ადიდებს სახელოვანსდავით მეფეს, რომელსაც უტყუარმა
განაჩენმა ერისამ, ეკლესიის დალოცვითა და კურთხევით, აღმაშენებელის სახელი დაარქვა
საუკუნო სახსენებლად. ამ მართლა-და დიდებულმა მეფემ ერთად მოუყარა თავი
ქართველობას. აოხრებული ქვეყანა ააშენა, მტერი გაუფრთხო და გაუფანტა, და დღეს თუ
ჩვენ ჩვენს ბინაზედ ვართ, – ეს იქნება იმისი ღვაწლი, იმისი სამსახურიც უფრო იყოს.

დიდება სახელსა მისსა!..

184
ხოლო დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა,
არამედ თავის დიდბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავდადებული მოყვარე თავის
ეროვნობისა და მართლმადიდებელის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვის
ეროვნებისაც და სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი
ყოვლადშემძლებელ მბრძანებლად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვა
სარწმუნოების ერისა, ამისთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა
კაცი კაცს შესაჭმელადაც არა ჰზოგავდა, ამისთანა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვის
ეროვნებისა, სხვის სარწმუნოებისა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის
მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან!

მეტი-ღა დიდ-ბუნებოვანობა მოეთხოვება განა მეთორმეტე საუკუნის კაცს მაშინ, როცა


დღეს, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს საკვირველებად მიგვაჩნია გლადსტონი, რომ
ირლანდიის ეროვნობას და სარწმუნოებას ესარჩლება იმავე კაცთმოყვარეობით, რა
კაცთმოყვარეობითაც დავით აღმაშენებელი სხვა ერს პატივსა-სცემდა! ჩვენს მატიანეებს
თავი დავანებოთ და ვიმოწმოთ სხვა ერის მემატიანენი. ისინიც კი აღტაცებით იხსენიებენ
დავით აღმაშენებელს, როგორც კაცს, პატივისმცემელს და შემწყნარებელს სხვა ერისას და
სხვა რჯულისას.

სომეხი მათე ედესელი ამბობს:

«დავით იყო წმინდა, კეთილმსახური, სავსე ქველმოქმედებით და მართლმსაჯული.


დავითის გარშემო იკრიბებოდა დანარჩენი სომეხთა ნათესავი, რომელთათვის მან
დააფუძნა საქართველოში ქალაქი კორი (გორი), სადაც მრავალი ეკლესია და მონასტერი
ააშენა. მიაგო ჩვენს ნათესავს ყოველგვარი ნუგეშის ცემა და შვება».

ვარდან დიდი სწერს:

«დავითს არავითარი სიძულვილი არა ჰქონდა სომხურის წირვა-ლოცვისა და ეკლესიისა:


იგი ხშირად იდრეკდა თავს ჩვენს ხელქვეშ და ითხოვდა ჩვენს ლოცვა-კურთხევას».

185
ეგ კიდევ არაფერი, რომ დავით აღმაშენებელი ასე ექცეოდა სომხებს, რომელნიც, რაც უნდა
იყოს, ქრისტიანები იყვნენ და არიან. დიდ-ბუნებოვანი კაცთმოყვარეობა დავით მეფისა
მაჰმადიანებსაც მიეფინათ, და მით უფრო ბრწყინვალეა ეს ამბავი, რომ მაჰმადიანები
თვით დავით მეფისა და მისის ერის სარწმუნოებას ერჩოდნენ აღმოსაფხვრელად. –
მაჰმადიანთა მწერალი ალ-აქნი აი რასა სწერს: «დავითს სთხოვეს მუსულმანებმა, რომ
ქრისტიანეთ არა ჰქონოდათ ნება მუსულმანებთან ერთად შესვლისა აბანოში და
აღეკრძალნა გიაურებისათვის მათი ავად ხსენება. დავითმა ყოველივე ეს თხოვნა
აუსრულა. დავითი თავის შვილის დიმიტრითურთ ყოველ-დღე დადიოდა უმთავრესს
მეჩითში, ისმენდა სამეფო ლოცვას და თვით ყორანის კითხვას. დავითი უხვად აძლევდა
ფულს ქატიბს და მუაძინებს. მან ააშენა უცხო ტომთათვის ქარვასლები, და პოეტთათვის,
რომელთაც ულუფას უნიშნავდა. თუ ვინმე ისურვებდა ტფილისის დატევებას, გულ-
სავსებით ხელს უპყრობდა და მგზავრობის ღონისძიებას აძლევდა ფულით. დავითი
უფრო მეტს პატივსა-სცემდა მუსულმანთა, ვიდრე მთავარნი მუსულმანთანი» .*

ყოველივე ეს დიდსულოვანობა და სულგრძელობა დავითისა მაშინ არის მომხდარი, როცა


ძლევამოსილი იგი მეფე სრულად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, მაშასადამე, ამისთანა
პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო ამის დიდბუნებოვან გულს და გონებას უნდა
მიეწეროს და არაფერს სხვას. იმას აღარ ვამბობთ, რომ სნეულთა, უღონოთა და
საპყართათვის დავითმა ააშენა სამკურნალო, თითონ ხშირად დადიოდა ამ უბედურთა
სანახავად და მოსაკითხავად.

აი, ეს დიდებული მეფე – რა დიდებულ კაცურ-კაცის სახესაც მოგვივლენს თვალ-წინ და


რა თავმოსაწონებელს საბუთს გვაძლევს ხელთა. აი, ამისთანა კაცის ხსენებაა
გამაცოცხლებელი ერისა და ამისთანა კაცის არ-ხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა
ჩაეთვალოს ერსა, რომელმაც იგი ჰშვა და თავის ძუძუთი გამოჰზარდა. ჩვენმა დამცველმა
ეკლესიამ ეს კარგად იცოდა და ამიტომაც 26 იანვარი დაგვინიშნა, რომ წელიწადში
ერთხელ მაინც გავიხსენოთ ეს ქართველისათვის თავმოსაწონებელი დიდებული მეფე,
დიდებული კაცი.

186
კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, – ამბობს ჩვენი ერი: – ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან
წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა.
აქ აღმაშენებელის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდბუნებოვანმა კაცმა–
წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

[1888 წ.].

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1888 წელს, №17.

----------------

* როგორც ეს ციტატა, ისეც ზემომოყვანილნი, ბ-ნ დ. ბაქრაძის შენიშვნიდამ არის

ამოღებული.

კრიტიკული აზრის უქონლობა

ტფილისი, 8 იანვარი, 1888 წ.

თუ ჩვენს მწერლობასა და საზოგადოებას ჩაუკვირდებით, შენიშნავთ ერთს არასასიამოვნო


გარემოებას, რომელიც ხელს უშლის ერთის და მეორის წარმატებასაც. არც მწერლობასა და
არც საზოგადოებას არ აღმოუჩენია ნამდვილი გზა, რომლითაც უნდა მსვლელობდეს აზრი
და გონება, არ დაუდგენია ნამდვილი აზრი ჩვენის წარსულ და აწმყოს ვითარების
შესახებ...

ჩვენა ვთქვით, რომ კრიტიკული აზრი ვერ დაგვიდგენია ჩვენის ვითარების შესახებ,
სამართლიანად ვერ დაგვიფასებია ჩვენი წარსული და აწმყო. კრიტიკულის აზრის
უქონლობა იმდენად შესამჩნევია ჩვენში, რომ არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ, თუ
ცოტათი მაინც ჩაუკვირდით ჩვენს აზროვნებასა. აი, სხვათა შორის, აქ არის იმის მიზეზი,

187
რომ ვერც ჩვენის ისტორიის შესწავლა და კვლევა ვერ დამდგარა ჯერჯერობით ნამდვილს
გზაზე, და ვერც საზოგადო აზრის მიმდინარეობა...

ყოველ დაწინაურებულ საზოგადოებაში აზრის სხვადასხვაობა, მრავალგვარობა კრიტიკის


შედეგია და სხვადასხვა აზრისა და მიმართულების მიმდევართ აქვთ ისეთი წერტილი,
რომელიც ყველასათვის საერთოა. ჩვენში კი სხვადასხვაობა აზრისა კრიტიკულის აზრის
უქონლობის ბრალია და ჩვენის გაუფრთხილებლობისა. ჩვენში ხშირად ერთისა და იმავე
საგნის შესახებ იმდენად შეუთანხმებელს და წინააღმდეგს აზრს გაიგონებთ, მერე ისეთს
საგანზე, რომელთა შესახებ მორიგებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ სწორედ გასაოცარია.
მაგალითად, ადიდეთ წარსული, აქეთ ძველთა გმირობა და საქვეყნოდ აღიარეთ, რომ
ჩვენნი ძველნი შესანიშნავნი იყვნენო, და უსათუოდ გამოვარდება ვინმე და დაგვძახებს,
ვითომ თქვენ ადიდებთ ყოველს ნაკლულევანებას წარსულისას, სამარეში იყურებით და
მერმისისათვის ზურგი შეგიბრუნებიათ; რა არის პატივსაცემი წარსულშიო, რომელს ერს
არ გამოუჩენია გმირობა, რომელს არ გამოუცდია ლხინი და ჭირიო. პირიქით, თუ ვინმემ
სთქვა, რომ ჩვენი წარსული შესანიშნავს არაფერს წარმოადგენს, იმაში არც ერთი ნათელი
წერტილი არ მოიპოვებაო, მაშინ უსათუოდ ვინმე ყელში გეცემათ და დაგძახებთ, როგორ
თუ ჩვენი წარსული სრულიად ტიალ-ოხერიაო... გაბედეთ და სთქვით, რომ ესა და ეს
მწერალი დიდად შესანიშნავია, თავისის ნაწერებით დიდი სამსახური გაუწია სამშობლო
მწერლობასა და ენასაო, და მაშინვე მოგვვარდებიან და შეგძახებენ, რომ თქვენა სცდებით
და უღირს მწერალს ადიდებთო. საბუთად იმას დაგისახელებენ, რომ ამ მწერალმა ამა და
ამ დროს ესა და ეს უგვანო აზრი წარმოსთქვა და თანაც ესა და ეს საქციელი ჩაიდინაო. თუ
გაბედეთ და სთქვით, რომ ჩვენში მწერლობა დიდი ძალაა საზოგადოების წარმატებისაო,
მაშინვე, თქვენის აზრის მიუხედავად, გაიძახიან, რომ ჩვენი მწერლობა სრულიად
უძლურია, უფერულია, ენა გარყვნილიაო და სხვანი და ამასთანავე დაგწამებენ, რომ
საკუთარის ნაკლულევანების აღმოჩენას ერიდებითო და უფრთხითო.

ვინმემ რომ სთქვას, საჭიროა ვეცადოთ, თავად-აზნაურობამ საკუთარი სკოლები


იქონიოსო, იმ წამსვე მოგვარდებიან და დაგწამებენ, რომ საკუთრად თავადაზნაურობის

188
მომხრე ხართ, არისტოკრატიულის აზრებითა ხართ გამსჭვალულიო და გლეხობას
სრულიად არ დაეძებთო. თუ გლეხობაზე იზრუნეთ, მაშინ დაგწამებენ მტრობას თავად-
აზნაურობისადმი და სხვა.

ეხლა ვიკითხოთ, ნუთუ ამ გვარი უთანხმოება აზრისა, ერთმანერთის გაუგებლობა


სამწუხარო არ არის? განა ყოველივე ესე შესაძლებელი იქნებოდა, თუ რომ ჩვენ შეჩვეულნი
ვიყვნეთ სამართლიანს მსჯელობას და ყოველსავე საქმის რიგიანად დაფასებას და აწონ-
დაწონვას?

ცხადია, რომ ზემოთმოხსენებული გარემოება ხელს უშლის ყოველ საზოგადო საქმის


წარმატებას, რადგანაც ყოველივე უსაფუძვლო შეტაკება აზრისა მოითხოვს
გარდამეტებულს ლაპარაკს, მითქმა-მოთქმას, რომელიც სრულიად წარმოუდგენელია იქ,
სადაც კრიტიკული აზრი მუშაობს. ასე და ამ რიგად ხშირად მრავალს სიტყვასა ვხარჯავთ
იმისათვის, რაიცა სრულიად უეჭველი უნდა იყოს.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1888 წელი, 8 იანვარი.

პრესა და პირადობა

ტფილისი, 27 იანვარი, 1889 წ.

... ზნე-ჩვეულებას, როგორც ჭკუასა და გონებას, განწმენდა და განათლება უნდა. უამისოდ


იგი მკვდარია და უქმი იმ სახელოვან და სანატრელ დანიშნულებისათვის, რომლის გამოც
ჩვენ ვლაპარაკობთ და რომელიც ქვაკუთხედია კაცთა ურთიერთობით ცხოვრებისა.
ჩვენდა სამწუხაროდ, ზოგიერთი ერი შორს არის მაგ ზნე-ჩვეულების განწმენდასა და
განათლებაზედ და მათ შორის ჩვენცა. ვიტყვით უფრო მეტს: ამ მხრით ჩვენისთანა
დაქვეითებული ერი ბევრი სხვა არ გვეგულება დედამიწის ზურგზედ. ნამუსი, პატიოსნება
და ყოველივე ადამიანური ღირსება ისე ადვილად ხელშესახებელი არსად არის, როგორც

189
ჩვენში, და ეგ ხელშეხება ისე დაუსჯელად, გაუკიცხავად არ ჩაუვლის ხოლმე ადამიანს,
როგორც ჩვენს ბედნიერს ქვეყანაში.

დაუსჯელად და გაუკიცხავადო!.. ეგ კიდევ არაფერი. ამას კიდევ როგორც იქნება


ავიტანდით, რაკი ეს ღვთის წყრომა მოგვევლინებოდა. სავალალო და სამარცხვინო ის
არის, რომ ზოგჯერ ტაშისკვრითა და ქება-დიდებით მივეგებებით ხოლმე სხვის ნამუსის
წამბილწველსა, სხვის პატიოსნების შემბღალველსა.

ამისთანა ყოფაში დიდხანს ვერ გასძლებს ქვეყანა, ერი, საზოგადოება. ეგ წინდაუხედავად


შებღალვა ნამუსისა, კაცურის კაცობისა, ჭიაა, რომელიც ქვეყანას, ერს, საზოგადოებას, შიგ
გულში ჩასჯდომია და დღემუდამ ჰფქვავს, ჰღრღნის, მინამ ბოლოს არ მოუღებს. საცა ეგ
არის, იქ ქვეყანას, ერს, საზოგადოებას ჭიანი გული აქვს და ჭიანის გულით სიცოცხლე
ხანმოკლეა და უნაყოფო.

ამ ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის მიზეზი, რომ ქვენა


გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდებიან ხოლმე, ტყუილი მართალის ნიღაბ
ქვეშ დაიარება და ყალბი ხალასად გადის. ყველანი ჰხედავენ ამას, ყველას თვალწინ ათასი
ამისთანა მაგალითი უდგა მოურიდებლად და ყველანი იშვნევენ და იწყნარებენ ამისთანა
ყოფას, თითქო ამითი არავითარი წესი ურთიერთობისა არ ირღვეოდეს, თითქო ამ
გადარევ-გადმორევაში ჰპოულობენ იმ გვარს ტინს, რომელზედაც უნდა აშენდეს
ადამიანის ბედნიერების ციხესიმაგრე.

კაცს, ყველა ამის მოწამეს, ისე ჰგონია, თითქო კეთილს, მართალს, მადლს, უღონობა
დასწამესო და ეხლა ბოროტს, ტყუილს და ცოდვასღა მიეყუდნენ, რომ იგი ჰქმნას, რაც
კეთილმა, მართალმა და მადლმა ვერ შესძლო კაცთა ბედნიერებისათვისაო.

შორს ნუ წავალთ და მივხედოთ მარტო ერთს სამაგალითო ამბავსა. აი, ვსთქვათ, ჩვენ წინა
ჰდგას ერთი საწყალი, მიწასთან გასწორებული, ძონძებში და კონკებში ძლივ-ძლივ
გახვეული ღატაკი კაცი, რომელსაც უსმელუჭმელობამ, შიშველ-ტიტველობამ ყოველივე
ადამიანური ნიშანწყალი ჩამოართვა, გაუბათილა. სდგას საცოდავი და ჰცახცახებს ცალკე

190
შიმშილისა და ცალკე სიცივისაგან და ელის მართლმსაჯულების მსჯავრს წარბშეკრულ და
მიუდგომელ მსაჯულთაგან. მისი დანაშაული ის არის, რომ მშიერს ბაზარში ჩაუვლია,
ფურნის დაზგაზედ პური დაუნახავს, უძლეველს შიშს შიმშილით სიკვდილისას
დაუხშვია გრძნობა სირცხვილისა, დაუვლია საცოდავს ხელი და ერთი ორშაურიანი პური
მოუტაცნია. «სასჯელი მაგას, სასჯელი»! – ვიძახით დიდი და პატარა: «როგორ თუ
მოიპარა! როგორ თუ იქურდა! პატიობა ქურდობისა და მტაცებლობის წაქეზება და
წახალისება იქნება!» ეხლანდელთა საქებურად ამასაც ვიტყვი, რომ იქნება ერთსა და ორს
ამ საცოდავის კაცის დანახვაზედ სიბრალულმაც გაურბინოს გულში, მაგრამ სრულიად
პატიობაზედ-კი არა გვგონია ან ეს ერთი ორი დაიყოლიოთ. ეს ხომ ასეა მაშინ, როცა
მშიერმა ორშაურიანი პური მოიპარა და იქნება ადამიანის სული სიკვდილისაგან დაიხსნა
იმ მცირედის დანაკლისით, რომელიც სხვას მიაყენა. რაში მდგომარეობს აქ დანაშაული,
რომლის შენდობაც ცოდვად მიგვაჩნია? იმაში, რომ ხელშეხებულია, შერყეულია,
შებღალულია პატივი საკუთრებისა, რომელიც კაცთა ურთიერთობის დედაბოძად
მიუჩნევიათ...

თუ ასეა, მაშ რამოდენად უფრო მძიმე შემცოდველი უნდა იყოს ორშაურიან პურის
მპარავზედ ის, ვინც ნამუსს, პატიოსნებას ჰპარავს კაცსა! ლოღიკას რომ ეხლანდელს
დროში უკუღმა ტრიალი არ დაეწყო, სწორედ ამ გზით უნდა ევლო და ნამუსის მპარავი
სამარცხვინო ბოძზედ უნდა გაეკრა. ეხლანდელი ლოღიკაამას არ დასდევს. შიმშილისაგან
ძალ-დატანებულს ღატაკს-კი სჯის ორ შაურიან პურის ქურდობისათვის და ნამუსის
მპარავს-კი ქების ტაშსაც შეაწევს ხოლმე, – დახე, რა ყოჩაღია, ამა და ამ კაცს საქვეყნოდ
თავზე ლაფი დაასხაო!

ეს დაუსჯელად თავზე ლაფის დასხმა, ეს წინდაუხედავად ნამუსის ახდა, ეს წაწყმენდა და


წაპილწვა ადამიანის ადამიანობისა, არც მთქმელს ეთაკილება, არც მსმენელს ეზიზღება,
ნამეტნავად ჩვენში. ინგლისში მთავარმინისტრმა ერთი ინდოელი ქვეშევრდომი
ინგლისისა ამ სიტყვით ახსენა – «ვიღაც ზანგიო» – და მთელი ინგლისი სამართლიანის
გულისწყრომით შეიძრა – როგორ თუ ამისთანა ბიაბრუად ხსენება აკადრა ინგლისის

191
ქვეშევრდომსაო და ავად-მხსენებელი მინისტრი კინაღამ სამინისტრო ტახტიდამ არ
გადმოაბრძანა, და ჩვენში-კი გაუხარდებათ კიდეც, თუნდა საშინელის ლანძღვითა და
ცილისწამებით გააუპატიურო, გააბიაბრუო კაცი. ოღონდ ფლიდობა, ავკაცობა, ერთის
სიტყვით, უღირსობა რამ-კი შესწამეთ კაცსა, ისე ადვილად და მალე დაიჯერებენ, თითქო
ბედნიერება კარზედ მიადგათ და ხელიდამ გაშვება ენანებათო. ერთხელ და ორჯელ არ
შეგვხვედრია, რომ კაცი კაცს უსაბუთოდ ჰლანძღავს და ლაფში სვრის და როცა
გამოსარჩლებია ვინმე, უკითხავთ: «შენი რა არისო?» – ჩემი რა უნდა იყოს, არც-კი
ვიცნობო? – «თუ არ იცნობ, შენ სხვისთვის რად იჭაჭებიო?»..

ძნელად საცხოვრებელია იმისთანა ქვეყანა, საცა ადამიანის ნამუსს და მის გრძნობას


კაცურის ღირსებისას პატივი და მფარველობა არა აქვს და საცა ხელშეხება, შებღალვა
ყოველ ამისი ეადვილებათ და საცა საზოგადოებაში მოტრიალე კაცი თავის უწმინდაესს
მოვალეობად არა სთვლის სდევნოს ცილს და უსაბუთოდ ავად ხსენებას კაცისას, საცა-კი
შეხვდება. თავის თავის პატივისმცემელი ლიტერატურა მოვალეა ჰპატრონობდეს
ადამიანის ნამუსს და ღირსებას და კაცი არავის გაალახვინოს ცილითა და ტყუილითა,
რადგანაც ერთიცა და მეორეც ყურმოჭრილნი ყმანი და მოსამსახურენი არიან მარტო
პირადის ანგარიშებისა. ლიტერატურა-კი როგორც მოღვაწეობა უკეთესთა კაცთა, ერთად-
ერთი ფარ-ხმალი უნდა იყოს ადამიანისა, როცა მის ღირსებას უღირსად, უკადრისად
ხელს შეახებენ ხოლმე და მისს ზნეობურს კუთვნილებას სტაცებენ. ლიტერატურის
მრავალგვარ და რთულ მოვალეობათა შორის ეს მოვალეობა ერთი უდიდესთაგანია,
იმიტომ, რომ ნამუსის შებღალვა, ნამუსის ახდა, კაცის სახელის გატეხა ისეთი დიდი
უბედურებაა, რომ თუ არ ზედმიწევნით გამორკვეულ, უტყუარ საბუთით, ლიტერატურამ
სხვა გზით ამაებში არავის არ უნდა დაუთმოს ერთის იოტის ოდენაცა. ამ მხრით
ლიტერატურა ყოველის კაცის პატრონი უნდა იყოს და მფარველი, ნამეტნავად იქ, საცა ეგ
პატრონობა და მფარველობა სხვა გზით არ არსებობს.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1889 წელი, 27 იანვარი.

192
რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი!... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს
დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ
ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება
რა, რომ თავი მოვიწონოთ, ან ნანვითა ვთქვათ: ,,ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად
წახვედი!" წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული
გულის ადგილასვე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: ,,მოვედინ, დღეო სიხარულისაო!.." რა
გითხრათ?

რით გაგახაროთ?

ნუთუ ისევ ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: ,,შემოვდგი ფეხი,


გწყალობდეთ ღმერთი" სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ
თითონაც თითი გავძრათ, ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთმოვდგეთ. წყალობა ღვთისა
კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი
არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც
წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე, დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა
კაცობა გამოვიჩინეთ?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე
ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს, – ქრისტე-ღმერთმა თავისი კალთა
უხვებისა აქ დაიბღერტაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის. რაც ღვთის
შემძლებლობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა. ხელთ
გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიანთ სამართლიანად სთქვან:
,,სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა". ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო
ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება...… რა გითხრათ? რით
გაგახაროთ?

193
ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო
და გულო, არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც
იშოვება, ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულთა-თქმას ბატონად
ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება,
შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ.
ვართ-კი ასეთნი?... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა,


რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ
და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით, შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი
ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი.

ლანგთემურებმა ჩვენს საკუთარს სისხლში გვაბანეს და მაინც დავრჩით და


გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და
მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-
ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით,
მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს,
ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანს და ურჯულოს და დროშა ქართველობისა,
შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში
შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ. ცოდვა არ
არის, ეს დროშა ეხლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას!... დრო-ჟამი ამას გვიქადის...
რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ


პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ,
დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი
სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი
გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით
სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა

194
ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს – სამართლიანის თავმოწონებით
ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს! ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდარად
გაიხადოს! ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას როგორც მძოვრი, როგორც ლეში!
რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ?... რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ყველა ეს
შევძელით და საკითხავად საჭიროა, – რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი
ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლ-მთხეველნი მამულისათვის
რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით, – იმ დროს რა უნდოდა, რა იყო
მისი ციხე-სიმაგრე, მისი ფარხმალი. ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით. ხმალი
უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით.
აი, რამშეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა!... იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი
ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში
ნაჭედნი. ,,სილბო გვქონდა ნაქსოვისა" – ვით ქრისტიანებს ,,და სიმტკიცე ნაჭედისა" – ვით
მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი, დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით,
დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობა და
გამრჯელობა. წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა. ახლა ხმალი
თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან
გუთანი, ან ჩარხი ქარხანისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა,
რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით,
ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო
უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა-მძლეა მარტო ის, ვინც
მცველია და ბეჯითი სულითა და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს-კი დღეს
რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე?... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა.
ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით. ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ
ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა
დაგვაკლო-რა, – შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული-კი თან გაგვიტანს,
ფეხ ქვეშიდამ მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი

195
ქართველისა ამოიკვეთება, და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს,
სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს,
თუ შრომა და გარჯა, ცონდა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ
დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისათვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს
ვიცით და ვემზადებით?... რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ეხლაც ომია, ხოლო სისხლის
ღვრისა-კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი
იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ, შხაპუნა
ნიაღვარს-კი არა ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და
მოგრაგნოს, ,,მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია". არც რბევა იცის, არც ძარცვა.
ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ
ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა –
პატიოსანია, ნამუსიანია, და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ
თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის
ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, –იტყოდა გლეხკაცი
თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი! თითონ
დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი,
რომ არა!... მაშ, რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

არ ვიცით, – რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ, – რანი ვართ, ვერ გამოგვისახია – რანი


ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს
ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების, წინ და
აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან – და შიგ
გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება
ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო.
ვდგევართ და უღონოდა ვბზუით ,,მე ვარ და ჩემი ნაბადიო" და ამ ბზუილიდამ არა
გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან-კი ყველა ტყუის.
ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდამ ბამბა გამოგვაცალე,

196
ფუტკარისაგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცონი ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა
მაინც აღარა სთქვას: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

{1897 წ., 31 დეკემბერი}.

დაიბეჭდა გაზეთ ,,ივერიაში", 1898 წ., იანვარი, №1.

ასი წლის თავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან

ტფილისი, 12 იანვარი 1898.

11 იანვარს, როგორც მოეხსენებათ ჩვენს მკითხველებს, წირვა და პანაშვიდი იქმნა


გარდახდილი საქართველოს მეფის ერეკლეს მოსახსენებლად ლოცვითა და კურთხევითა,
დიდძალი ხალხი მიაწყდა ამ დღეს სიონის სობოროს, ასე რომ შიგ ეკლესიაში ტევა არ იყო.
გარეთ მთელი სიონის ქუჩა ორ-პირად დაჭერილი იყო ხალხითა და პოლიცია ძლივს
ამაგრებდა, რადგანაც ყველა ეკლესიაში შესასვლელად იწევდა და ეკლესიაში-კი ადგილი
არ იყო. ამ საუკუნოდ სახსენებელ დღეს მეფე ერეკლეს მიცვალებისას დაესწრნენ მისი
ბრწყინვალება მთავარ-მართებელი თავადი გოლიცინი, ტფილისის გუბერნატორი,
ვიცეგუბერნატორი, გუბერნიის მარშლის მოადგილე, მარშლები, ჩვენი დიდკაცობა, ქალი
თუ კაცი, ქართველთა დაწესებულებათა წევრნი და თითო-ოროლა რუსთა მოხელეობის
წარმომადგენელნი და მრავალნი სხვანი.

ამ-სახით, ამ ქართველებისათვის ღირს-სახსოვარს დღეს მეფე ერეკლეს გარდაცვალებისას


პატივი სცეს მისმა ბრწყინვალებამ მთავარმართებელმა თავადმა გოლიცინმა და უმაღლეს
მოხელეობის წარმომადგენელთა, დიდი და პატარა ქართველობისა მოვიდა, რომ ლოცვა-
კურთხევით მოიხსენოს განსვენებული მეფე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალ-

197
ამოღებული ჰპატრონობდა და თავგამომეტებით, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ინახავდა
ყველა მილეთის და თესლი კაცს, ვინც-კი შემოკედლებულნი იყვნენ მისს საფარველ ქვეშ,
რომელმაც ზედ შეაკლა ტფილისს თვისნი შვილნი, თვისნი ქართველნი, რომ ტფილელნი
გადაერჩინა ძარცვა-ტაცებისა და ტყვეობისაგან, რომელმაც თუმცა უკანასკნელ დროს ვერ
იხსნს ტფილისი წახდენისაგან, მაგრამ თავისი უკეთესი ძალ-ღონე ხომ შეალია, უკეთესი
მამულიშვილნი ხომ შეაკლა და მტლად დაუდო. სხვა არა იყოს-რა, ერეკლე ბრწყინვალე
მეფე იყო საქართველოსი და ტფილისი მისი სატახტო ქალაქი!..

რით გადაუხადა ესეთი ღვაწლი ტფილისმა მართლა-და მისთვის ღვაწლითმოსილ მეფეს


იმ დროს, როცა ქართველობამ მისდა საოხად და სახსენებლად წირვა-ლოცვა გარდაიხადა?
მით, რომ ტფილისის საბჭომ და გამგეობამ არც კი იკადრა წირვასა და პანაშვიდზედ
დასწრებოდა. თუ მთელი კრებული საბჭოსი და გამგეობისა მეტის-მეტი პატივი იქნებოდა,
მათის გაკადნიერებულ აღმატებულობის ფიქრით, ერთი ორი წევრი მაინც გამოეგზავნათ!..
ვთქვათ არც ეს იკადრეს და არ დაიმდაბლეს აღვირაშვებული თავი, თვით ქალაქის
მოურავის მოადგილემ რატომ არ დაინახა საჭიროდ, რომ ამისთანა დღეს პატივი ეცა
ქართველებისათვის და მობრძანებულიყო ეკლესიაში! რას შეუფრთხა?

ნუთუ მომავლინებელთა თვისთა? მოვლინებულმა არ უღალატა განა თვისთა


მომავლინებელთა და მათის უმართებულობის წინაშე დაივიწყა მოვალეობა ქალაქის
მოურავის თანამდებობისა!..

ეხლა ვკითხოთ იმათ, ვინც ყურები გამოგვიჭედა ძმობისა და ერთობის ქადაგებითა და


ღაღადითა: რის მომასწავებელია ასეთი უმართებულო საქციელი მთელის იმ წყობისა,
რომელთაც დღეს ხელთ უჭირავს პატრონობა ჩვენის ქალაქისა? ნუთუ ეს დღე იმისთანა
დღე იყო, რომ ასე ყურები გამოიჭედეს ბამბითა და სამარცხვინოდ თვალი დაიხუჭეს,
მითამ და აქ არაფერიაო? ნუთუ ამას იქითაც იტყვით, რომ ეხლანდელი «მამანი ქალაქისა»
მართლა ქალაქის წარმომადგენელნი არიან და მისის სურვილების გამომეტყველნი...
ტფილისი, 21 თებერვალი, 1898.

198
ამ თებერვლის 22-სა დღესა შესრულდება ასი წელიწადი მას აქეთ, რაც მეფე ერეკლე
მიებარა მიწას და დასაფლავებულ იქმნა მცხეთის სამეუფეო ტაძარში. ამ დღეს მისს
საფლავზე გადახდილ იქნება წირვა და პანაშვიდი და ქართველობა ერთხელ კიდევ ეტყვის
საუკუნო ხსენებას სახელოვანს გვირგვინოსანსა. ხსენება ღვაწლით-მოსილ
მამულიშვილსა, მეფეა, თუ უბრალო სიკვდილის შვილი, სესხი და ვალია
შთამომავლობისა. საფლავი ქვეყნის მოღვაწე ვაჟკაცისა წმინდა სალოცავია მამულისათვის,
თუ ერი ერობს და «სამარისკენ ფეხი არ გაუშვერია».

მაგრამ საკმაო-კია მარტო სიტყვით, მარტო ლოცვა-კურთხევით ხსენება? ეს ყოველი ხომ


წავა და გათავდება, სხვა რა დაგვრჩება, რომ მართლა საუკუნოდ სახსენებელი იყოს
ჩვენთვის ამისთანა კაცი?..

ერმა ამისთანაებში უფრო მოსწრებული და ზედ-გამოჭრილი სიტყვა იცის, იმიტომ რომ


ბაგენი მისნი მეტყველობენ მარტო ნამეტანობისაგან გულისა, ესე იგი მაშინ, როცა გული
სავსეა. «ვერ გაიგითა, ქართველნო, შეგეხსნათ რკინის კარია, აღარ გყავთ მეფე ერეკლე,
ბაგრატიონთა გვარია»-ო, ასე ამოიკვნესა ერმა, როცა დასტიროდა გვამს თავისის
სახელოვანის მეფისას. მეფე ერეკლე რკინის კარი იყო საქართველოსი. აი, მისი
ისტორიული ხატი ეს არის, და თუ არ დიდბუნებოვანს კაცს, სხვა ვის შეუძლიან რკინის
კარობა გაუწიოს ქვეყანას? ერის ასეთი მოწმობა უტყუარი საბუთია მეფე ერეკლეს დიდ-
ბუნებოვანობისა. ეს რკინის-კარობა პატარა კახისა ოთხ კედელ შუა მოგონილი და ხელად
გამომცხვარი ეპითეტი კი არ არის, ეს სიტყვა ერის გულით შობილი და ერის ელდაცემულ
გულიდამვე ამოფეთქებული, ვითა თოფის წამალი, როცა ცეცხლი ეცემა. აქ ლაპარაკობს
თვით ერი, რომელიც ამისთანებში მეტის-მეტად სიტყვა-ძვირია და თავდაჭერილი და არა
ჰგავს კარჩაკეტილს მწიგნობარსა,რომლისათვისაც დაუვალებიათ უსახელოს სახელი რამ
მიაკეროს მახლობელთა სანუგეშოდ. ხმა ერისა და ხმა ღვთისაო ისე არ გამართლდება
ხოლმე, როგორც ამისთანაებში, იმიტომ რომ ერის მიერ ქება უდიდ-ღვაწლოთ ძნელი

199
საშოვარი განძია, და ბევრი სახელდებული ისტორიაში კაცი დაიქადებს, რომ იგი სახელი
თვით ერისაგან მიჰმადლებოდეს.

ზემოთა ვთქვით, რომ ხსენება დიდ-ბუნებოვანის მამულის-შვილისა შთამომავლობის


მოვალეობაა. ერთი დარგი ამ მოვალეობისა ის არის, რომ წირვა და ლოცვა გადავიხადოთ
მისი სულის საოხად და განსასვენებლად მართალთა შორის. მას ითხოვს ჩვენი რჯული,
ქრისტიანობა. ეს წესი, რასაკვირველია, პირველ ყოვლისა, უნდა ავასრულოთ. ხოლო ეს არ
უნდა ვიკმაროთ. საქმით რითიმე მართლა საუკუნოდ სახსენებული უნდა გავიხადოთ
სახელი მეფის ერეკლესი. სამადლო საქმე რამ უნდა შევქნათ და სახელი ერეკლესი
დავარქვათ.

რა საქმეა იმისთანა, რომ მით საუკუნოდ ხსენებულ იყოს სახელი განსვენებულის მეფისა?
ბევრ-გვარი გაჭირვება გვიძევს წინ და ძნელია, კაცმა ერთი ისეთი ამოირჩიოს, რომ მეორე
არ გაჰნანდეს, მეორესთვის გული არ ეტკინოს. სახსარი კი ცოტაა...

თ. ივ. სულ. ჭავჭავაძემ ერთი კარგი სარჩიელი დაუყენა თვალწინ ჩვენს თავად-
აზნაურობას: არწრუნისსეულის ქარვასლის შემოსავლიდამ, რაც ხარჯს გადარჩება, ყოველ-
წლივ გადაიდოს რამოდენიმე ნაწილი და ამ-გზით შეგროვდეს იმოდენა ფული, რომ მისის
სარგებლით შემწეობა ეძლეოდეს ღარიბ მოსწავლეთა უმაღლეს სასწავლებელში. აზრი
მშვენიერია, ადვილად ასასრულებელიც, მეტისმეტად სასარგებლო და
განსახორციელებლად დაუყონებლივ საჭირო. ამ ფულს დაერქმევა სახელი მეფის
ერეკლესი. რა თქმა უნდა, არც უმისობა იქნება, რომ გარეშე კაცთაც ამ მართლა სამადლო
საქმეს თავისს შეძლებისა-გვარად თავისი წვლილი არ მოაწოდონ, ოღონდ-კი თავად-
აზნაურობამ სარჩიელი თ. ივ. სულ. ჭავჭავაძისა მიიღოს და საზოგადოებას გაზეთების
შემწეობით ხმა მისცეს, რომ შემოსწირონ რამ, და იმედია, რომ ეს არ დარჩება ხმად
მღაღადებლისად უდაბნოში.

თუ ეს საქმე შეასრულა ჩვენმა თავად-აზნაურობამ, ჟამთა-გაუთავებელი საუკუნოდ


სახსენებელიც ეს იქნება მეფის ერეკლისა, რადგანაც თავნი ფულისა უსათუოდ

200
ხელუხლებლად დადებული იქნება, მარტო სარგებელი წავა ღარიბთა მოსწავლეთა
შესაწევრად, და ამ-სახით წყარო განუწყვეტლად ედინება ჟამთა დათავებამდე. აი,
ჭეშმარიტად მადლიანი საქმე და ღირსი მისის დიდის სახელისა, ვისიც საუკუნოდ ხსენება
ასე სანატრელია ჩვენთვის და ვისთვისაც საქართველოს შვილთა განათლება და სწავლა-
ცოდნით შემოსვა დაუძინებელი სურვილი იყო.

ამისთანა საქმეში სათნოება მადლისა და დიდება სახელისა ხელი-ხელ ჩართულნი იქნება


და-ძმურად... ამისთანა სახსენებელი ანდერძს ეგვანება, იმ ანდერძს, რომელიც ისაქმებს
ჟამთა დაუთავებლად ერეკლე მეფის სახელითა. ისაქმებს იმ დიდ-სათნოებიან საქმითა,
რომელსაც სწავლა-განათლება ჰქვიან და რომლისთვისაც ისე გულდადებით და გულის-
ტკივილით იღწვოდა აწ განსვენებული გვირგვინოსანი, რაც შეეძლო, როცა დრო და ჟამთა
ვითარება ათასში ერთხელ ამისთვის მოაცლიდა. ეს ხელთუქმნელი, მაგრამ დიდად
საგრძნობელი სახსოვარი თავის- თავად იღაღადებს დღე-მუდამ, რომ სახელოვანი ერეკლე
იმისთანა კაცი ყოფილა, რომელსაც შთამომავლობისაგან სამართლიანად ეთქმის: «მოკვდა
და თავისის ანდერძით აწ ისევ ჰსაქმობს მკვდარიო».

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1898 წლის №№8 და 39.

პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან

(1900)

უმეცრობის ფართი-ფურთი

უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ
ჭირზე უფრო ჭირია. ჭკუიანი უცოდინარი ყოველთვის თავის ქერქშია, – რაც არ იცის,

201
იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, იქ
იგი მეტიჩარობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს
თავისის ჭკუის და გონების და თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონ-დასწონს და
ამნაირად თავის საკუთარსაზრს,ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა
გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს,
დაიწყებს სჯასა და საუბარსა.

ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავისი-თავი სხვაზე მეტი არა ჰგონია, არა ჰბაქიობს,
არ იკვეხის, თვითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს, მან
თავისი ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც, ერთნაირად მორიდებულია ყოყოჩობას,
ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩარობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას
სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს,
ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას
ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო ოინებს ახლოც არ ეკარება.

სულ სხვაა უჭკუო უმეცარი, მერე თუ ყბედობის საღერღელიც აქვს აშლილი. უჭკუო
უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება
ქვეყნიერობაზე, და რამოდენადაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის,
რამოდენადაც უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული,მით უფრო
თამამია, მით უფრო კადნიერია. მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ
უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და
უთავბოლი საღეჭავად არ გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება,
ჰროშავს გამარჯვებულსავით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მაღალფარდებიან
სიტყვებს ჰხმარობს უანგარიშოდ, განუკითხველად...

II

ამგვარ უვიცთა და უმეცართა შორის ერთი მეტად თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა ჩვენში
ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ. მან სწორედ ამისთანა კაცად გამოიჩინა თავი, თუმცა-კი თავი დიდ

202
ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავისის-
თავის ქებითა. იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს
ღერძი გამოუცვალოს და თავისის ბრძანებისა და ნებისამებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა.
ბევრი ყოფილა და არის დღესაც ჩვენში უნიჭო და უმეცარი მწერალი და, სწორედ
მოგახსენოთ, ესე სრულად ნიჭმოკლებული, ესე უმეცრობის გაბედულებით
გათამამებული და გაკადნიერებული, როგორც ბ-ნი ჟორდანიაა, ჯერ არ გვინახავ ს.
არახუნებს, რაც ენაზე მოადგება და მამალსავით ჯერ თვალებს ჰხუჭავს და მერე ჰყივის,
თითქო ენა ადამიანს მარტო იმიტომა აქვს, რომ მოშლილ წისქვილსავით ჰფქვას და
ჰროშოს. უნიჭობასა და უვიცობასთან ბ-ნ ჟორდანიას ის უნარიც ზედ შეჰკეცებია, რომ
ხორციელ თვალით დასანახავს საგანსაც-კი ხელში ამრუდებს, ასხვაფერებს და მსმენელს
თვალებს უბამს წინათაკვიატებული აზრის გასატანად. ამას გარდა, სიტყვა-პასუხისათვის
იმისთანა განგებ გაბერილ ფრაზებსა ჰხმარობს, რომელიც ისე შორს უდგა საგანს, ისე არ
შეეფერება, რომ კაცს უკვირს, – თქმული ბ-ნ ნოე ჟორდანიასი ბოდვაა გონებადაბნეულისა,
თუ ამაზე უარესი სხვა რამ ღვთის რისხვაა...

III

აქ გამოსაკიდებელი მარტო მისი ქადილი და თანხებია. ქვეყნის აშენებას გვიქადის ბ-ნი


ნოე ჟორდანია და მისნაიარები. საბა ორბელიანის ზღაპრისა არ იყოს, თითონ მამალსავით
შემჯდარა და იძახის: მე აქ ვიყივლებ და თქვენ მანდ ძირს იყეფეთ და სოფელი აშენდებაო.
ამ იმედით ბრძანდებოდეს ბ-ნი ნოე ჟორდანია და მისი კამპანია, და როცა ამ გზით იმან
ქვეყანა ააშენოს, მე წილს ნუღარ დამიდებენ, არ დავემდურები. ბაქიობა, კვეხნა, თავისის-
თავის ქება და განდიდება უტყუარი ნიშანია იმისი, რომ ზემო სართულში ყველაფერი
თავისს ადგილას არ არის დალაგებული. თავისის-თავის მაქებარი შორს მანძილს ვერ
გაივლის, მალე ჩააკეცინებენ მუხლსა, როცა დაუფიქრდებიან და შეატყობენ, რომ შიგ არა
ყრია-რა. ამისი დრო როცა იქნება მოვა... მოგახსენებთ, ამისი მაგალითები ბევრია. მე-კი
საბუთად მოვიყვან მარტო ბნ ნ. ჟორდანიას უკანასკნელს მეთაურს, რომელსაც «პრესა»

203
ჰქვიან და რომელიც დაბეჭდილია წლევანდელ «კვალის» მე-11 №-ში. აქ იმდენი
უმეცრობის მაგალითებია, რომ კმარა ბ-ნ ნოე ჟორდანიას სასახელოდ. მთელი ეს მეთაური

იმ აზრზეა აკინძული, რომ დაამტკიცოს «ივერიის» კონსერვატორობა და უვარგისობა, მისი


უთავბოლობა, ერთს აზრზედ დაუდგრომლობა, ილია ჭავჭავაძის უხეირობა, თავად-
აზნაურობისათვის მის მიერ გუნდრუკის კმევა და სხვა ამისთანები. მე არც «ივერიის»
დარდი მაქვს და არც ილია ჭავჭავაძისა.

«ივერიასაც» და ჭავჭავაძესაც თავისი პატრონი ჰყავთ და, თუ უნდათ, თითონ უპატრონონ


თავისს თავს. მე-კი სულ სხვა საქმე მაქვს. მე გულს მისივებს ბნ ნოე ჟორდანიას
უმეცრობის სითამამე და კადნიერება. დროა, რომ ამისთანა ოინები გამომჟღავნდეს და
დაუსჯელად არავისს შერჩეს, თორემ აირია, ბატონებო, მონასტერი, აბეზარს მოვედით,
მოთმინება აღარ არის: თვალებში ნაცარს გვაყრიან, ლამის დაგვაბრმავონ, გამოგვიჭედეს
ყურები ტყუილ მეცნიერობით და სიბრძნით...

IV

ბ-ნი ნოე ჟორდანია ამ თავისს მეთაურში* ბრძანებს: «ჩვენებური სათავადაზნაურო ბანკი


ორ დედააზრზეა აშენებული: ერთის მხრით, ის არის დაწესებულება ბურჟუაზიულ-
ფინანსიური»... ერთი ჰკითხეთ ბ-ნს ნოე ჟორდანიას: რას ნიშნავს აქ სიტყვა «ფინანსიური»?
აშკარაა, აქ ამ სიტყვით გაუბერავს ფრაზა, და მნიშვნელობა მისი-კი არ ესმის, არა სცოდნია.
«ფინანსიური დაწესებულება» იგია, რომელიც განაგებს «ფინანსებს», ესეიგი სახელმწიფოს
შემოსავალ-გასავლის საქმეებს. რა აქვს საერთო სათავადაზნაურო ბანკს «ფინანსურ
დაწესებულებასთან»? სრულიად არაფერი. ბანკი საკრედიტო დაწესებულებაა და
«ფინანსურ დაწესებულებასთან» ისეთივე მსგავსება აქვს, როგორც ზღვასა და ხმელეთს,
წყალსა და ცეცხლსა. განა აქედამ აშკარად არა სჩანს, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია – ეს
თვალაბმული თუთიყუში – იმდენად უმეცარია, რომ ამ ორი სიტყვის – კრედიტის და
ფინანსის მნიშვნელობაც-კი ვერ გაურჩევია, არა სცოდნია. აფსუს გერმანიავ! ბ-ნი
ჟორდანია მითამდა სწავლისა და ცოდნისათვის იქ იყო წასული, მაგრამ, როგორც ეტყობა,

204
ცარიელი წასულა და ცარიელივე დაბრუნებულა. სირცხვილი გერმანიას! ასე ცარიელი
როგორ გამოუსტუმრებია, რომ არც-კი უცოდინებია, – რა არის საკრედიტო დაწესებულება
და რაა ფინანსიური. ეს ანბანი პოლიტიკურ ეკონომიის მეცნიერებისა რომ ვერ გაუგია და
ვერ უსწავლია, მოდით და ახლა დაუჯერეთ, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია გაგებული და შიგ-
ჩახედული მარქსისტია. მაგრამ გერმანიისა აქ რა ბრალია.

გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშად, რაც გინდა მაღლა თაროზე დასვათო, ნათქვამია. აქ
მიზეზი კაცია და გუნება, და არა გერმანია.

«მეორე მხრითაო, – ამბობს ჩვენი ბრძენი მარქსისტი: – ჩვენებური სათავადაზნაურო ბანკი


თავადაზნაურულ-წოდებრივიაო». რა საბუთით, ჩვენო ბრძენო პუბლიცისტო, ბრძანებთ
ამას? ბალღმაც-კი იცის, რომ ყოველივე «თავადაზნაურულ-წოდებრივი» დაწესებულება
მარტო თავად-აზნაურთაგანა შესდგება და მარტო თავად-აზნაურთა გამგებლობის ხელთ
არის. იქ სხვა წოდების კაცს არც ხმა აქვს და არც ადგილი. თუ არა გჯერათ, ჩაიხედეთ
კანონების IX ტომში და დაინახავთ თქვენს მტკნარს უვიცობას და უმეცრობას. ბანკის
დაწესებულებას-კი შეადგენს და განაგებს თავად-აზნაურობასთან ერთად სხვა ყოველის
წოდების კაციც განურჩევლად, თუ ბანკისაგან ვალი აუღია და ამით მისი წევრი გამხდარა.
თუ არა გჯერათ, ჩაიხედეთ ბანკის წესდების მე-81 და 82 და მათს შემდეგს მუხლებში და
დაინახავთ იმავ თქვენს მტკნარს უვიცობას, უმეცრობას და საქმეში შიგ-ჩაუხედლობას. იქ
დაინახავთ, რომ ბანკის წევრად ითვლებიან, ერთის მხრით, თავად-აზნაურობა და, მეორეს
მხრით, ვალის ამღებნი, – გლეხი იქნება, ვაჭარი, თავადი, აზნაური, თუ მღვდელი. აბა,
ერთი მიჩვენეთ, – სად არის თუნდ ერთი მაგალითი, რომ «თავადაზნაურულ-წოდებრივი

დაწესებულება» ასე წოდებათა განურჩევლად ერთმანეთში არეული იყოს. მაშ, საიდამ


მიაკონკეთ ჩვენებურს ბანკს თავადაზნაურული წოდებრივობა? აშკარაა, აქ არავის ბრალი
არ არის, გარდა თქვენის უმეცრობისა და გაუგებრობისა.

205
განა ცხადი არ არის, რომ ამ ჩვენს ქვეყნის ამშენებელს პუბლიცისტს ეს უბრალო ცოდნაც
არა ჰქონია... მაგრამ-რა? არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო. სურვილიც საგნის
ცოდნისა ერთი იმისთანა უნარია, რომელიც კაცს თუ ბუნებით არ გამოჰყოლია, ან სწავლა-
განათლებით არ ჩანერგვია, სხვა

-----------------------------

* «კვალი», №11, გვ. 1, სვეტი 2.

ვერაფრით გაუჩნდება ადამიანს. ბ-ნი ნოე ჟორდანია ამ სურვილს, ამ უნარს მოკლებულია,


როგორც ეტყობა, და ესეც ერთი იმისთანა უტყუარი ნიშანია, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია რაც
გინდ გაიბეროს და გაიჭიმოს, მწერლად ვერ გამოდგება.

VI

მეორე საბუთი, რომ ჩვენებური ბანკი «თავადაზნაურულ-წოდებრივი» არ არის, იმაში


მდგომარეობს, რომ ბანკის გამგეობის და ზედამხედველ კომიტეტის წევრად ყოფნა ყველა
წოდების კაცს შეუძლიან, ოღონდ-კი ამორჩეული იქნას. ესეც ხომ პირდაპირი და თვალად
დასანახი ნიშანია, რომ ჩვენებური ბანკი «თავადაზნაურულ-წოდებრივი» არ არის,
იმიტომ, რომ არც ერთი «თავადაზნაურულ-წოდებრივი» დაწესებულება არ არის
ქვეყანაზე, რომ იწყნარებდეს თავად-აზნაურულ დაწესებაში სხვა წოდების კაცი იყოს
ამორჩეული, თუ არ თავადი ან აზნაური.ამ ანბანის მცოდნე განა იტყოდა, რომ ჩვენებური
ბანკი «თავადაზნაურულ-წოდებრივიაო» და ამისთანა უებრო ტყუილს გაჰბედავდა ვინმე,
თუ არ ყოვლად უმეცარი და უვიცი?

ამ უმეცრობის მალაყს ჩვენი პუბლიცისტი არა ჰკმარობს და ჰკადრულობს სხვას, უფრო


მსხვილს ტყუილს, რომ თავისს მკითხველებს ისეთივე უმეცრობის ლიბრი გადააკრას
თვალებზე, როგორიც თითონა აქვს. იგი ამბობს: თავადაზნაურობა «იკრიბება ყოველ
წელს, ჰბჭობს ბანკის საქმეებზე, მოგებას სხადასხვა მიზანს ახმარებს, ირჩევს ბანკირებს და

206
ასე პატრონობას უწევს. და აი ამ ბანკის წოდებრივი ხასიათი უმთავრესად ამაში
იხატებაო». აქ არც ერთი სტრიქონი არ არის ისეთი, რომ მტკნარი ტყუილი არ იყოს ჩვენი
სახელოვანის და მართლმოყვარე, გერმანიაში გაბრძნობილ ბ-ნ ნოე ჟორდანიასაგან
ხელდახელ შეთითხნილი.

ჯერ ერთი ესა, რომ, როგორც წინათ ვთქვით, ბანკის საქმეების საბჭოდ იკრიბება თავად-
აზნაურობასთან ერთად იგინიც, ვინც თავად-აზნაურნი არ არიან და სხვადასხვა წოდებას
ეკუთვნიან. მეორე ისა, რომ თავად-აზნაურთა კრება, როგორც წოდებრივი დაწესებულება,
ყოველ წელიწადს არ იკრიბება, არამედ სამს წელიწადში ერთხელ. თუ ამაზედ ადრე
მოინდომებენ კრებას, იგი საგანგებო კრება იქნება და ამისათვის ცალკე ნებართვა უნდა
აიღონ მთავრობისაგან და ამისთანა კრებაზე არას შემთხვევაში ვერავის ვერ ამოირჩევენ.
ბანკის კრება-კი სავალდებულოა ყოველწლივ, სხვის ნებადაურთველად მოხდება ხოლმე
და თავისს მოხელეებს ირჩევს მორიგად ყოველწლივ. მესამე ისა, რომ თავად-აზნაურთა
კრება, ვითარცა «თავადაზნაურულ-წოდებრივი» დაწესებულება, შესდგება მარტო
იმისთანა თავად-აზნაურთაგან, რომელთაც კანონში ჩამოთვლილი ცენზი აქვთ,
სახელდობრ, ჩინი ან ნასწავლობის დიპლომი და განსაზღვრულის სივრცის მამული.
თავად-აზნაურთა კრებას, ვითარცა თავად-აზნაურულ დაწესებულებას, თავმჯდომარედ
ჰყავს თავად-აზნაურთა მარშალი. ჩვენის ბანკის კრებაში-კი არავითარი ცენზია
დადებული, ბანკის კრებაში, როგორც უწოდებრივში, თავმჯდომარედ იგია, ვისაც თითონ
კრება ამოირჩევს, წოდების მიუხედავად, და მარტო ერთის კრებისათვის და არა სამის
წლობით, როგორც თავად-აზნაურთა წოდებრივ კრებაშია...

სხვა რომ არა იყოს-რა, მარტო ის ამბავი, რომ თავად-აზნაურთა მორიგი კრება სამს
წელიწადში უნდა გაიმართოს და ბანკის მორიგი კრება-კი ყოველწლიურია, მარტო ეს
ამბავი საკმაოა, რომ კაცმა ეს ორი სხადასხვაგვარი დაწესებულება ერთმანეთში არ არიოს,
ერთმანეთისაგან გაარჩიოს. იმას ნუღარ ვიტყვით, რომ თავად-აზნაურთა კრება, როგორც
წოდებრივი დაწესებულება, თავისს საქმეებს განაგებს კანონების IX ტომის ძალითა, და
ბანკის დაწესებულება-კი ექვემდებარება მარტო თავისს საკუთარს და ცალკე წესდებას,

207
რომელსაც არავითარი დამოკიდებულება და კავშირი არა აქვს IX ტომთან. მაშ, საიდამ
მოაჭორა ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ ამისთანა მსხვილი ტყუილი? აბა, თითონა ჰკითხეთ და თუ
თითონ არა სთქვა, მე მოგახსენებთ შემდეგში.

VII

წინა წერილში იმაზე შევწყვიტე სიტყვა, რომ ვიკითხე: საიდამ მოაჭორა ბნმა ნოე
ჯორდანიამ ისეთი მსხვილი ტყუილი, – ვითომც ჩვენებური ბანკი «თავადაზნაურულ-
წოდებრივი» იყოს. მე საკმაო საბუთები მოვიყვანე, რომ ჩვენებური ბანკის დაწესებულება
არც შედგენილობით, არც გამგებლობით, არც რაიმე იურიდიულ ან სხვაგვარ
გარემოცულობით წოდებრივი დაწესებულება არ არის. მაშასადამე, ამ მხრით ბ-ნ
ჟორდანიას თქმული მტკნარი უმეცრობაა, მტკნარი ტყუილია...

რომ ჩვენი ბანკი ყველას ერთნაირად კრედიტით ხელს უმართავს ეს ხომ ეჭვგარეთ არის.
გლეხია, თავადია, აზნაურია თუ სხვა ვინმე, ყველას წოდების და ხარისხის მიუხედავად,
ნება აქვს ჩვენს ბანკს ფული ესესხოს, ოღონდ დასაგირავებლად უძრავი ქონება ჰქონდეს.
ამ მხრით ჩვენებური ბანკი, როგორც ცხადად ჰხედავთ, წოდებრივს ნიშანწყალზე შორს
არის. არა ნაკლებ შორს არის მოგების განაწილების თვალითაც. მე-101 მუხლი წოდებისა
ცხადად ამტკიცებს, რომ მოგება თავად-აზნაურთა ჯიბეში არ მიდის. ყველაზე უდიდესი
ერთიანი წილი, ესე იგი 45% მოგებისა, წესდების ძალით, უნდა მოჰხმარდეს ტფილისის
გუბერნიის მიწისმფლობელთა და მიწისმოქმედთა საზოგადო საჭიროების გაძღოლას,
სასოფლო კრედიტის, სამეურნეო სკოლების სოფლებში მოფენას, სამეურნეო მანქანების
და იარაღისათვის საწყობების და სახელოსნოების დამართვას და სხვანი. დანარჩენი,
თვითოეულად ბევრით ამაზე ნაკლები წილი, სხვადასხვა თავნის სამატად და ბანკის
მოხელეთა გასამრჯელოდ არის დადებული...

ხომ ვხედავთ, რომ ეს ჩვენი გერმანიაში გაწურთნული პუბლიცისტი ვერც ამ მხრით


უკიჟინებს ჩვენს ბანკს წოდებრივობას და მაშ, საიდამ გამოხანხლა თავისი ჭორი? მარტო
სახელს თუ შეუცდენია, რომ ჩვენს ბანკს თავადაზნაურთა ბანკი ჰქვიან. ქუთაისის

208
საადგილ-მამულო ბანკს, სხვათა შორის, «მიხაილოვის» სახელიცა ჰქვიან, დიდის მთავრის
მიხეილის პატივსაცემლად, და განა იგი ბანკი დიდის მთავრისაა? აქაურ კომერციის ბანკს
ტფილისის საკომერციო ბანკი ჰქვიან და განა აქედამ ის გამოდის, რომ იგი ბანკი
ტფილისისაა და ტფილისის ქალაქის გამგებლობაშია? ამისთანა შემთხვევაში სახელი
ყოველთვის თვით საგანს არა ჰნიშნავს და არც საგნის ვითარებას...

VIII

ხოლო ბ-ნ ნოე ჟორდანიასთვის ღმერთს არც ცოდნა ურგუნებია და არც ცოდნის სურვილი,
თორემ ასე გამოუკითხავად არ გაირჯებოდა, არ მოიქცეოდა. რა ეს და რა სხვა! აი, თუნდ
ერთი მაგალითიც, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია არ დაგიდევთ, რას ამბობს და რას არა და მის
მიერ ხმარებული სიტყვა ან მას თითონაც არ ესმის, ან უნდა გამოგვიტყდეს, რომ განგებ და
განზრახ აბრიყვებს მკითხველს. აი, იგი იმავ მეთაურში რას არახუნებს*: «ბანკი მას
(მითამდა

---------------------

* «კვალი», №11, გვ. 1, სვეტი 2.

თავად-აზნაურობას) უფრო და უფრო ასუსტებს და არღვევს; ბანკის დამფუძნებელთ(?!)


ეყიდებათ მამული და ღატაკდებიანო». არ შეიძლება ბ-ნმა ჟორდანიამ გვიბრძანოს: სად,
როდის და რა შემთხვევაში «დამფუძნებელთ» ეყიდებათ მამული ბანკის საშუალებით?
ბევრიც რომ თავი იფხანოს, ბევრიც რომ გაიჭაჭოს, ამას ვერ გვეტყვის, იმიტომ რომ
«დამფუძნებელი» ბანკისა ამ მხრით ყოვლად ხელშეუხებელია და მამულის გაყიდვის, თუ
არ-გაყიდვის გამო ბანკს საქმე აქვს მარტო იმასთან, ვისაც ბანკში მამული გირაოდ
შეუტანია და ვალად ფული გაუტანია. ამისთანა კაცს ვალის ამღები ჰქვიან და არა
«დამფუძნებელი»... აშკარაა, ამ შემთხვევაშიც ამ ჩვენს ბრძენს პუბლიცისტს, თავისის
ახირებულ ჩვეულებისამებრ, არა სცოდნია, – რაზედ რას ლაპარაკობს, ვალის ამღები და
ბანკის დამფუძნებელი ერთმანეთში აურევია, ერთი მეორისაგან ვერ გაურჩევია. აშკარაა,

209
ამ ჩვენს ვაჟბატონს მის მიერ ხმარებულ სიტყვის მნიშვნელობაც-კი არა სცოდნია და
ერთობ საგნის ცოდნას ვიღა იკითხავს. ბანკი დამფუძნებელს, როგორცა ვთქვით, ახლოც
ვერ მიეკარება მამულის თაობაზე. იგი მამულს უყიდის მარტო ვალის გამტანს, ისიც
მხოლოდ მაშინ, თუ ვალის დაბრუნების პირობა თავის დროზე არ შეუსრულა. აქ რა
შუაშია დამფუძნებელი, როგორც დამფუძნებელი. მართალია, შესაძლოა დამფუძნებელი
ვალის ამღებიც იყოს, ხოლო ამ შემთხვევაში იგი პასუხისმგებელია, ვითარცა ვალის
ამღები და არა «დამფუძნებელი». მაშ, რა საბუთი ჰქონდა ბ-ნ ნოე ჟორდანიას, რომ ის
ეთქვა, რაცა სთქვა დამფუძნებელზე. განა ყველა დამფუძნებელი ვალის ამღებიც არის, რომ
ერთობ ერთს მაფრაშაში მოაქცია ვალის ამღები და დამფუძნებელი?... აქ რა ტვინის
ძარღვების დაჭიმვა მოუნდებოდა ბ-ნ ჟორდანიას, რომ ჯერ შეესწავლა, – რას ჰნიშნავს
«დამფუძნებელი» და რას – ვალის ამღები და მერე ელაპარაკნა, რაკი ენის ქავილი არ
ასვენებდა. გარნა რას იზამთ, რომ უზურში ამისი უნარი და საფანელი არ არის.

გავუსწოროთ უმეცარს უმეცრობის ცოდვა და ჩავაგონოთ, რომ თუ, ბანკი მამულს უყიდის
ვისმე, სხვას არავის, თუ არ ვალის ამღებსა, ისიც მარტო იმ შემთხვევაში, ვალის ამღები
ვალის დაბრუნების პირობას არ ასრულებს. მაშ, როგორ ჰნებავს ამ გერმანიაში
გამეცნიერებულს ვაჟბატონს, რომ ბანკმა თავისის ხელითვე საფლავი არ გაითხაროს?... მაშ,
რაზედ აუთვალწუნებია ბ-ნს ნოე ჟორდანიას ჩვენი ბანკი, როცა იგი, ვითარცა
საადგილმამულო კრედიტის დაწესებულება, სხვა ბანკებზე უფრო ხელგაუშლელად,
შეღავათიანად ჰხმარობს იმ უფლებას, ურომლისოდაც ვერაგვარი კრედიტი ერთს დღესაც
ვერ გასძლებს, ერთს დღესაც ვერ იცოცხლებს. დავანებოთ ამაებს თავი და ერთი ეს
ვიკითხოთ: თუ ქონების გაყიდვის შიში, თუ ძალით გამორთმევის ფიქრი და დარდი არ
ექნება ვალის ამღებს, ვიღა აიტკივებდა თავს ვალის მოსაშორებლად. ეს ერთის მხრით, და
მეორეს მხრით, ვინ ოხერი იქნებოდა ფული ანდოს ვისმე სესხად და ნება არა ჰქონდეს
ძალით აზღვევინოს, თუ ნებით არ დაუბრუნეს? ამიტომაც ქონების გაყიდვა კრედიტის
არსებობისათვის ისეთივე აუცილებელი ძირეული კუთვნილებაა, როგორც
ადამინისათვის სული და ხორცი.

210
IX

მართალია, კრედიტი ორ-პირი მახვილია. ვინც კრედიტით მოპოებულ ფულს საქმეს


მოახმარებს და მით საქმეს შემოსავლისათვის გაიძლიერებს, მისთვის კრედიტი
მისწრაფებაა, და ვინც გაჰფლანგავს და ჭერში ქუდის სროლით ლხინს მოანდომებს,
მისთვის ყელის გამოსაჭრელია და საფლავის მთხრელი. აქ თითონ კრედიტი რა შუაშია,
როცა კაცი თავისის-თავის მტერია? დანისა რა ბრალია, როცა კაცი მით ყელს იჭრის მაშინ,
როდესაც იგი გაჩენილია, რომ კაცს ყელები-კი არა სჭრას, არამედ საქმე უკეთოს... ყველაზე
სასაცილო სიბრძნე ბ-ნ ნოე ჟორდანიასი არის შემდეგი: ხომ სთქვა, რომ «ერთის მხრით,
ჩვენებური ბანკი ბურჟუაზიულ-ფინანსიური დაწესებულება არის და, მეორე მხრით,
თავადაზნაურულ-წოდებრივიო», მერე ასე სამასხაროდ ჰბჭობს: «პირველ შემთხვევაში ის
(ესე იგი ჩვენებური ბანკი) ჰხატავს პრინციპს ფულის ბატონობისას, ხოლო მეორე
შემთხვევაში პრინციპს წოდების განმტკიცებისასო. მარა რადგანაც ეს ორი მოვლენა –
ფული და წოდება – ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგება, ამიტომაც ბანკიც
იძულებულია ამ წინააღმდეგობაში იტრიალოს და მით თავის-თავს ებრძოლოს»-ო. ერთი
ქუდი დასდეთ და სამართალი ისე ჰქენით: ეს გადაჩერჩეტებული და დამთხვეული
ტირადა ბოდვაა გონებადაბნეულისა, თუ სჯა ჭკუათამყოფელის კაცისა? პასუხი ამისი
ცხადია. ნეტა რას ჰნიშნავს, ეს «ფული და წოდება ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგება»?
განა ფული როდის მივარდნია ბ-ნ ჟორდანიას წოდებისაგან ცხვირპირდასისხლიანებული

საჩივრად, ან წოდება როდის უნახავს ფულისაგან გატყეპილი. ამათ შორის დავიდარაბას,


ერთმანეთზე მისევას, ერთმანეთში წინააღმდეგობას,ჩხუბს და ომს ვინ მოსწრებია... ან
ერთი მითხარით: რა აზრი არის შიგ, როცა ამბობენ, – ფული და წოდება ერთმანეთს
ძირიანად ეწინააღმდეგებაო. როგორ? ფული და წოდება ერთმანეთთან ვერა თავსდება,
როგორც ცეცხლი და წყალი, თუ ერთი რამ ხათაბალა ასტეხია ფულსაცა და წოდებასაც.
ფული ხომ წოდების ჯიბეშიაც მშვიდობიანად ჩადის, ბინას იკეთებს და მშვიდობიანად
სძლებს, როგორც ცალკე კაცისაშიც, და ორსავ შემთხვევაში ერთსა და იმავე უნარს იჩენს,
ორსავ შემთხვევაში არც ზნეს იცვლის, არც ფერსა და სულ ერთსა და იმავე მხიარულ

211
გუნებაზეა, ვის ხელთაც გინდ იყოს. მაშ, საიდამ გამოატყვრინა ჩვენმა მეცნიერმა
პუბლიცისტმა ეს «ძირიანი წინააღმდეგობა»? ან ფულის ბუნება, ან წოდებისა, განა
იმისთანა რამ არის, რომ ერთი მეორეს ვერ მიეკარება, ერთი მეორეს ვერ მიუვა? ან იქნება
ფული წოდებას ჰთაკილობს, არა ჰკადრულობს, ან ფულს წოდება, თუ რამ სხვა ეშმაკია აქ
დამალული?

აქ არავითარი ეშმაკი არ არის. აქ მარტო იგივ უმეცარი ბ-ნი ჟორდანიაა, რომელსაც


დავთრები არევია, რომელსაც არა სცოდნია არც ის, თუ რა არის ფული, არც ის, თუ რა
არის წოდება, თორემ იმას არ იტყოდა, რაცა სთქვა. «ძირიანი წინააღმდეგობა» ფულსა და
წოდების შუა! გაგიგონიათ სადმე, ან ვისგანმე ასეთი თავზე ხელაღებული ბოდვა!...

ეხლა ერთი ეს ვიკითხოთ, რა ძალა ადგა ბ-ნ ჟორდანიას, რომ ესეთს ბოდვას მოჰყვა და
უმეცრობის მტვერ-ბუქი ააყენა ჩვენებურ ბანკის გამო. რაკი ანბანიც იმ საქმისა არ
გაეგებოდა, რაზედაც ლაპარაკობს, ბარემც თავისს ქერქში ყოფილიყო და კუსავით ფეხი არ
გამოეყო, ვითომდა მეც ნახირ-ნახირო. მაგრამ რას იზამთ? ხელთ ჩაუგდია «კვალი» და ხომ
მოგეხსენებათ: «ყვავი რა ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია». ეს ხომ ფული და
წოდება ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ, ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით. ეხლა ყური ათხოვეთ,
აქედამ რა გამოჰყავს: «ფული და წოდება ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგებაო და
ამიტომაც ბანკიც იძულებულია ამ წინააღმდეგობაში იტრიალოს და მით თავის-თავს
ებრძოლოს». ღმერთი არ არის თქვენში, – ერთი, ღვთის გულისათვის, მაინც უპატრონეთ
ამის მთქმელსა, თორემ სადავე თუ მიუშვით, ვინ იცის, რა კლდე-ღრეზე გადაიჩეხოს.
მადლია, მიჰხედეთ!

130

საკომერციო ბანკები ვაჭართა წოდებისათვის უფროა დაარსებული, სასოფლო ბანკები


გლეხთა წოდებისათვის, სახელმწიფო სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი მარტო
და განსაკუთრებით თავად-აზნაურთა წოდებისათვის, სახელმწიფო საგლეხო

212
საადგილმამულო ბანკი მარტო და განსაკუთრებით გლეხთა წოდებისათვის. მაშ,
ამაებშიაც, რადგანაც, ერთის მხრით, ფულია და მეორე მხრით წოდება, ფული და წოდება
ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგება და ამიტომაც ეს ბანკები იძულებულ არიან ამ
წინააღმდეგობაში იტრიალონ და მით თავისს თავს ებრძოლონ! ასე გამოდის ბ-ნ
ჟორდანიას ლოღიკით... აი, რა მადანი სიბრძნისა მოგვიტანა ბ-ნმა ჟორდანიამ
გერმანიიდამ ბევრს სხვასაც შეუნიშნავს ჩვენს ჟურნალ-გაზეთობაში და ჟურნალ-
გაზეთობის გარეთაც, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია უცოდინარი, უვიცი კაცია და არც სურვილი
აქვს იცოდეს რამე, არც უნარი რამ მწერლობისა ღმერთს იმისთვის მიუმადლებია.

მე ერთი, ერთადერთი სიტყვაც არ მახსოვს მისი იმისთანა, რომ ცოცხალი სიტყვა იყოს...
საკუთარი აზრი არაფერში არ აბადია: რაც სხვისაგან თუთიყუშივით არ გაუზეპირებია,
ისიც, ღმერთმა იცის, როგორ, და რაც მისს საკუთარს ჭკუაზე მივარდნილა, იქ ყველგან
ფეხი მოსხლეტია და სრული არარაობა გამოუჩენია. ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა
ქალამნად, აქაო და ხუთი-ექვსი ფრაზა რუსულ მარქსიზმისა უსწავლია...

ამით ვათავებ ამ წერილს უმეცრობის ფართი-ფურთობის თაობაზე. ვიცი, ჩემი მკითხველი


დამემდურება და მისაყვედურებს: განა ღირს ბ-ნი ჟორდანია, რომ იმის გამო ამდენი დრო,
ქაღალდი და მელანი დაიხარჯოსო? მართალი ბრძანებაა, მეც ვიცი, რომ ჩიტი ბდღვნად
არა ღირს და უკან დევნა მეტია. სწორედ ჩემსავით მოცლილი უნდა იყოს, რომ ასე
გააჭიანუროს საუბარი ამისთანა კაცზე. ხომ მოგეხსენებათ, – რა ძნელია მოკლედ თქმა
იმისთანა ადამიანზე, რომელსაც საკუთარი ნიშანწყალი არც ბუნებით დაჰყოლია, არც
სწავლით და არც ცოდნით მოუპოვებია...

ვითმინე, ვითმინე და ბოლოს აივსო ფიალა მოთმინებისა. ვიდრე ბ-ნი ჟორდანია


გვიგალობდა ეგრეთწოდებულ ერფურტის პროგრამიდამ* გაზეპირებულსხუთ-ექვს
სტიქონს, მე არა მენაღვლებოდა-რა, რადგანაც ვიცოდი, ქარის მობერილს ქარივე
წაიღებდა. რაც გინდ ბევრი ეჭიკჭიკნა, რომ არიქა, ბიჭებო, ღვთის მადლით ჩვენში
კაპიტალისტობა მობრძანდა, არიქა, მისდა სადღეგრძელოდ და სასუფევოდ სოფელი
გავაქალაქოდ, გლეხკაცობას მამულები ჩამოვართვათ, თორემ თუ პროლეტარიებად არ

213
იქცნენ, კაპიტალისტობა შემოგვწყრება, ჩვენში ფეხს ვერ მოიკიდებს და ეს პროგრესის
ღალატი იქნებაო და სხვა ამისთანა აბდაუბდა, – მაინც ეს ამისთანა ჭიკჭიკი იმისთანა
მერცხლისაგან, როგორიც ბნი ჟორდანიაა, ჩვენში გაზაფხულს ვერ მოიყვანდა. მე ეს
კარგად ვიცოდი და აინუნშიაც არ მომდიოდა. ვამბობდი, – ამისთანა ბოდვას ვინ
ათხოვებს ყურსამეთქი.

XI

სულ სხვაა, როცა სჯიჯგნიან იმისთანა საქმეს, რომელიც ჭირადაც გვყოფნის და


ლხინადაც, რომელიც დიდის ღვაწლით და შესაწირავით აგვიჩემია, გაგვიმართავს და ეს
ოცდაექვსი წელია ვამოქმედებთ... ჩვენებური ბანკი, რომელიც წელიწადში ოცი ათას
თუმანზე მეტ მოგებას იძლევა და ამ ოცი ათასს თუმნიდამ თითქმის ათი ათასს თუმანს
საზოგადო, საქვეყნო ჭირსა და ვარამს

--------------------

* ეს ის პროგრამაა, რომელიც მითომდა სახელოვანის მარქსის მოძღვრებაზეა აგებული და


რომელსაც ერთს დროს გერმანიაში, ცოტად თუ ბევრად, ავალა ჰქონდა და ეხლა-კი თავის
დრო მოიჭამა და თავის პატრონს ჩაჰბარდა.

131

ანდომებს, იმისთანა დაწესებულებაა, რომ ყველა რიგიანს და ჭეშმარიტ ქართველს უნდა


სასიქადულოდ და თავმოსაწონებლად მიაჩნდეს, რომ შევძელით, ამისთანა რამ შევქმენით,
ჩვენის საკუთარი ღონით და შეძლებისამებრ ვპატრონობთ და ვუძღვებით. როცა ბ-ნი
ჟორდანია და მისი ამქარი ამისთანა საქმეზე ტყუილებით თვალს გვიბრმავებენ, განგებ,
თუ უნებლიეთ სახელს უტეხენ, რომ მით გულიც გაგვიტეხონ, მხნეობა დაგვინელონ და ეს
ერთადერთი საკუთარი საქმე გულიდამ ამოგვაღებინონ, ნუთუ არა ჰგრძნობენ რას
სჩადიან? ვინ რას იტყვის, რომ, თუ ნაკლულოვანობა აქვს ჩვენებურს ბანკს, ამხილოს
ვინმემ და გულისტკივილით თავიდამ მოაცილოს, გულმტკივნეული დარიგება

214
და სარჩიელი მისცეს. მადლობის მეტი რა ეთქმის ამისთანა კაცს. ხოლო ბ-ნი ჟორდანია
ამისთანა კაცი არა ყოფილა, მაშასადამე, ბევრ სიკეთესთან ერთად არც გული ჰქონია
გულის ადგილას. ამას იმ საბუთით ვამბობთ, რომ ნამდვილი და მართალი ნაკლი
ჩვენებურ ბანკისა ვერ დაუნახავს, ვერ გაუთვალისწინებია და ტყუილებით მისდგომია და
ჰლამობს ძირი და სახელი მოუთხაროს, მიწასთან გაასწოროს...

თავად-აზნაურობამ დააარსა ჩვენი ბანკი, მის მოგებაში, თვისდა სასახელოდ, თითონ


საკუთრად წილი არ ჩაიდო, იგი საზოგადო საჭიროებას შესწირა და თქვენ-კი
გამოსულხართ და ეუბნებით: ეგ რა ჰქენით, თქვენი საფლავი თქვენის ხელითვე რათ
გაითხარეთო. კაცობაა ასეთი საქციელი? ეს არის თქვენი ახალი მოძღვრება! ეს ხომ
პირდაპირ იმასა ჰნიშნავს, რომ კაცი საზოგადო საქმიდამ გინდათ კერძო ინტერესზე
ჩამოახდინოთ, საზოგადო საჭიროებისათვის ფეხადგმული კაცი მის საკუთარ კერძო
ინტერესზე მიახედოთ და, რომ უფრო ადვილად მისწვდეთ თქვენს საწადელს, შიშით
გულს უხეთქავთ, იღუპებიო... ძლივძლივობით ჩვენში საზოგადო საქმის სურვილმა ფეხი
აიდგა, საზოგადო საჭიროებისათვის ფულის გადადებამ და გამოღებამ ძლივძლივობით
ერთი საზოგადო საქმე შექმნა საზოგადო სამსახურისათვის, კერძო ინტერესები არ იკადრა,
არ გააჭაჭანა და ამაზე ადამიანს აფრთხობთ და გულს უტეხთ. ეს არის თქვენი სიმბოლო
სარწმუნოებისა, ეს არის თქვენი ახალი აღთქმა! ეგ ხომ ათადამ-ბაბადამვე ვიცოდით, რომ,
თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო.

ეს ხომ საზოგადო ინტერესებიდან კერძო ინტერესებზე ჩამოხდომაა! ეს ხომ უკან


გაბრუნებაა წინ მიმავალ კაცისა! ეს ხომ უკან დახევაა! ამას რუსები «აბრუნდის» ეძახიან,
სომხები იტყვიან ხოლმე: «ეი ახმახ», ქართველები-კი: ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო! მე
არ ვიცი, ამ ჩემი წერილისაგან ბ-ნი ნოე ჟორდანია ჭკუას მოვა თუ არა. ვაი, თუ მგლის
თავზე სახარების კითხვა დამემართოს და გადარეული უფრო გადაირიოს. ესეც-კი
შესაძლოა: იქნება, იმის ქედმაღლობის ამბავი რომ ვიცი, მე და ჩემი წერილი ცხვირ-ზევით
აიცდინოს, ვითომდა არა გვკადრულობს, თავს არ გვიყადრებს. ეს-კი უეჭველია, რომ
უსაბუთობას ვერ მიკიჟინებს, და თუ მიკიჟინა, მკითხველმა გაგვასამართლოს.

215
დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1900 წ., №№60, 61, 62, ფსევდონიმით «ახალმოსული».

ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ მე პასუხი მაღირსა. ეს
დიდი მოწყალება და ბედნიერებაა, თუ თქვენც იტყვით. ხოლო ამ ბედნიერებისაგან რომ
მე მეტისმეტად თავს არ გავიდე, იგი მარტო «გზა-და-გზა» ჰკადრულობს ჩემთან საუბარსა.
ესეც ერთი თანხაა. მე ამისიც მადლობელი ვარ. არის ჩვენში ერთი სახის ჯგუფი,
რომელსაც ბ-ნი ჟორდანია დიდ მეცნიერად მიაჩნია, და ხომ მოგეხსენებათ, – დიდმა კაცმა
რომ ნეკიც გაღირსოთ, მთელის ხელის მოცემად უნდა მიიღოთ. დიდის კაცის ნეკის
შეხებაც დიდი მოწყალებაა. ბ-ნმა ჟორდანიამ პასუხი მაღირსა, თუნდაც «გზა-და-გზა», და
ეს სახელადაც მეყოფა და სახრავადაც. ხუმრობაგაშვებით და ბ-ნმა ჟორდანიამ ერთი დიდი
სიკეთე მიყო. მე მინდოდა ხელი მიმეყო და კვალდაკვალ მემხილებინა ის აუარებელი
უმეცრობანი, რომელნიც ამ ახლად მოვლენილმა მეცნიერმა უშიშრად გამოჰფინა ჩვენში
მას მერეთ, რაც სათავეში დაუდგა «კვალსა». მხილებისათვის საჭირო იყო გადამეჩხრიკა
მთელი მისი წინანდელი ნაწერები და იქიდამ ამომეკრიბა მარგალიტები მისის
უმეცრობისა. ამისათვის შორს ძებნა მომინდებოდა და ბ-ნმა ჟორდანიამ თითქო
შემიბრალა და თავისის აწინდელის პასუხით გამიადვილა საქმე. შორს რად მიდიხარ, აი
«გზა-და-გზა» პასუხი მოგეცი და აქ იმდენი განძია უმეცრობის, რომ ჭირადაც გეყოფა და
ლხინადაცაო, – თითქო მეუბნება ეს ჩვენი, გერმანიაში გაბრძნობილი, სუტ-მეცნიერი. არ
ვიცი, მართლა ჩემი სიკეთე სდომებია ბ-ნ ჟორდანიას, როცა ეს პასუხი დამიწერა, თუ სხვა
რამ ოინია? ეს-კი უეჭველია, რომ მის პასუხში მართლა კარგა ბლომა განძია ახალ-ახალ
უმეცრობისა... მე ვამხილე ბ-ნი ჟორდანია და ვუკიჟინე, რომ თქვენ არ გესმით, რა არის
«ფინანსიური დაწესებულება», როცა ჩვენებურ ბანკს – მაგ საკრედიტო დაწესებულებას –
ფინანსიურ დაწესებულებათ ასახელებთ-თქო. შეფუცხუნებულა ამაზე ჩვენი გერმანელი
ბრძენი და იმის მაგიერ, რომ მეცნიერებისთვის ეკითხნა, – რას ჰნიშნავს «ფინანსიური
დაწესებულება», ამდგარა და ლექსიკონს მივარდნია და იქიდამ უსწავლია, – რას
მოასწავლებს სიტყვა «ფინანსები»? როგორ მოგწონთ მეცნიერი მარქსისტი, რომელიც
მარტო ლექსიკონით მიდის იოლად, როცა მეცნიერულ ტერმინის ახსნაზე მივარდება საქმე
და რომელსაც სხვა უნარი და ილაჯი არა ჰქონია ამისთანა შემთხვევაში გზა გაიგნოს... განა

216
ნივთიერი მდგომარეობა, თუნდაც ფულით გამოხატული, რომელისამე დაწყობილობისა
და თითონ დაწყობილობა თავით თვისით ერთი და იგივეა, ერთსა და იმავე საგანსა
ნიშნავს? განა ფულად გამოხატული ნივთიერი მდგომარეობა, თუნდ ბ-ნი ჟორდანიასი და
თითონ ბ-ნი ჟორდანია ერთი და იგივეა? ამ ლექსიკონურს ფართო მნიშვნელობას
«ფინანსებისას» რომ ავყვეთ და მასთან ბ-ნი ჟორდანიას სასაცილო ლოღიკას, გამოვა, რომ
სამიკიტნოც «ფინანსიური დაწესებულებაა», რადგან არ არის ქვეყანაზე იმისთანა
სამიკიტნო, რაც გინდა უხეირო იყოს, რომ ფულად გამოსახატავი, ან გამოხატული
ნივთიერი მდგომარეობა, ასეთი თუ ისეთი, არა ჰქონდეს. «კვალსაც», რა თქმა უნდა,
ფულად გამოსახატავი, ან გამოხატული რაიმე მდგომარეობა აქვს უსათუოდ და აქედამ
განა ის გამოდის, რომ «კვალი» ფინანსიური დაწესებულებაა? აი, ჭირვეულობა და
ჯიუტობა უმეცრობისა სად შეატოპინებს ხოლმე იმისთანა წყალწყალა კაცს, როგორიც ბ-ნი
ჟორდანია თურმე ყოფილა. აქაო და ჩვენებურს ბანკს «ფინანსები»აქვს, ანუ, როგორც
ლექსიკონი ამბობს, ფულად გამოხატული ნივთიერი მდგომარეობა, და ნუთუ ამით
ჰხდით მას «ფინანსიურ» დაწესებულებად?

მოგვილოცნია, «კვალის» სახელოვანო მარქსისტო, ამისთანა ამერიკის აღმოჩენა! მე უფრო


უკეთესს, თუმცა არა ახალს-კი, ამერიკას აღმოგიჩენთ, სახელდობრ იმას... რომ ამ ჩვენს
უმეცარს მარქსისტს კითხვა, ღვთის მადლით, სცოდნია და წაკითხულის გაგება-კი ღვთის
წყრომით, არა ჰქონია.

ამ სახით, აშკარაა, რომ ვერაფერი სამსახური გაუწია ბ-ნს ჟორდანიას იმ ლექსიკონურმა


ფართო მნიშვნელობამ სიტყვის «ფინანსებისამ», რომელსაც დაჰბღაუჭებია ჩვენი უმეცარი
მეცნიერი, როგორც წყალწაღებული ხავსსა, რაკი სხვა ილაჯი და ღონე არა ჰქონია... არ
არის ქვეყნიერობაზე არც ერთი ლექსიკონი, რომ ეს საყველპურო მნიშვნელობა
«კაპიტალისა» არ აენიშნოს და მასთან ერთად მეცნიერულიცა, რამოდენადაც-კი
ლექსიკონისათვის მოსახერხებელია და მოსათავსებელი... ნუთუ, ბ-ნო ჟორდანიავ, აქაც
წაკითხულის გაგებაზეც მწყრალად ბრძანებულხართ. ნუთუ აქაც ნახტომი შეგშლიათ და
ვერ გაგიგიათ, – რას ნიშნავს სიტყვა გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ ი ? თუ გაგეგებათ, – რატომ

217
ყურს არ უგდებთ თქვენსავე მოწმეს, რომელიც ასე აშკარად თქვენვე გამტყუნებთ. განა
თქვენს წერილში, საცა ჩვენებური ბანკი «ფინანსურ» დაწესებულებათ მონათლეთ, სიტყვა
«ფინანსები» და აქედამ «ფინანსიური» ქუჩურ მნიშვნელობით იხმარეთ?

ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ვერც ამ ქუჩურმა მნიშვნელობამ გაგიყვანათ ფონსა და ვერაფერ ნავ-
ტიკად გამოგადგათ. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ სულელობაა კაცმა ბანკს «ფინანსიური
დაწესებულება» უწოდოს მარტო იმის გამო, რომ ბანკს თავისი «ფინანსები» აქვს, ესე იგი
ფულად გამოხატული ქონება.

ახლა ვნახოთ გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ ი მნიშვნელობა «ფინანსებისა» რა ხეირს დაგაყრით,


თუ გონების თვალზე განგებ ხელს არ აიფარებთ, ჩვენო გერმანიაში ნასწავლო მეცნიერო
და დოქტორ-ფილოსოფოსო კირვალიძის უნივერსიტეტისავ.

«ფინანსები» განსაკუთრებით ნიშნავს სახელმწიფოს და სხვა მმართველობათა შესავალ-


გასავალსაო, ამბობს თქვენი ლექსიკონი. ჩვენებურ ბანკსა სახელმწიფოს ან სხვა
მმართველობათა შესავალ-გასავალთან საერთო რა აქვთ? ჩვენებური ბანკი და იგი
დაწესებულება, რომელიც განაგებს სახელმწიფო შესავალ-გასავალს, ისე შორს არიან
ერთმანეთზე, როგორც უმეცარი ჟორდანია და მეცნიერი მარქსი. განა აშკარად ცხადი არ
არის, რომ იქ, სადაც «ფინანსიურ» დაწესებულებაზე ლაპარაკობენ, მეცნიერული, ანუ გ ა ნ
ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ ი მნიშვნელობა უნდა იგულისხმებოდეს უეჭველად. თუ ესეა, და ვინ
იტყვის, რომ ასე არ არისო, კაცს ხომ დიდი ლარი და ხაზი არ მოუნდება გამოიცნოს, რომ
ბ-ნი ნოე ჟორდანია ხელახლად იძლევა საბუთს ვიგულოთ იგი, ვითარცა მცურავი
უმეცრების ტბაში უმეცრებით გაბერილ ნავ-ტიკითა... დალოცვილი, ამისათვის რაღა
გერმანიაში მირბოდა? განა აქ-კი ვერ იშოვიდა ლექსიკონს, თუ მაინცდამაინც ლექსიკონის
წაკითხვის მეტი სხვა შნო და ლაზათი არა ჰქონია. გაუმარჯოს გერმანიაში გაბრძნობილს
მარქსისტს! ტაში მაგას, ტაში, კირვალიძეებო და მერკვილაძეებო! თქვენ რომ არა ჰყვანდეთ
ბ-ნ ჟორდანიას, სადღა გაასაღებდა თავის სიბრძნეს.

218
მე მაინც ერთ სამსახურს გავუწევ ამ ჩვენს მარქსისტს და ვაუწყებ, რომ არის ერთი
თხზულება, რომლის განსაკუთრებითი საგანი ფინანსებია და ფინანსიური
დაწესებულებანი და ვურჩევ, იქ ჩაიხედოს, თუ მართლა გაგება რისამე უნდა და არა
წარამარა მალაყების გადასვლა კირვალიძეების და მერკვილაძეების გასაოცებლად და
თავბრუ-დასასხმელად. ერთს გერმანელს სახელგანთქმულს მეცნიერს, ჰეიდელბერგის
უნივერსიტეტის პროფესორს კ. გ. რაუს დაწერილი აქვს წიგნი, რომელსაც ჰქვიან
«ძირითადნი დასაბამნი საფინანსო მეცნიერებისა»... ყველგან, საცა-კი რაუ ჰხმარობს ამ
სიტყვას, იმ მნიშვნელობით ჰხმარობს, რომ ფინანსების საგანი სახელმწიფო შესავალ-
გასავალიაო და ფინანსურ დაწესებულებად ჰხადის მარტო გამგებლობას ფინანსებისას
მთავრობის მიერ.

არც ერთგან რაუ საკრედიტო დაწესებულებას არამცთუ ფინანსურ დაწესებულებად არა


სთვლის, არამედ ხსენებითაც არ იხსენიებს. საკრედიტო დაწესებულება რომ ბ-ნ
ჟორდანიას სიტყვისამებრ ფინანსიური დაწესებულება იყოს, ნუთუ რაუ ამას
გაუჩუმდებოდა და ისე, გაკვრით მაინც, არ მოიხსენებდა?

დიმიტრი ტოლსტოი, - გვეუბნება ბ-ნი ჟორდანია, – საკრედიტო დაწესებულებას


ფინანსიურ დაწესებულებად სთვლისო. არა გვგონია. ვთხოვთ ბ-ნ ჟორდანიას მოწყალება
მოიღოს და ამოგვიწეროს დიმიტრი ტოლსტოის თქმული. თუ დიმიტრი ტოლსტოი ბ-ნ
ჟორდანიასავით უმეცრობით გატენილი არ არის, ჩვენ წინათვე დარწმუნებული ვართ,
რომ ჩვენს უმეცარ მარქსისტს აქაც წაკითხული ვერ გაუგია და ვერ მოუნელებია.

ეხლა ვიკითხოთ: რა აქვს საერთო ჩვენებურს ბანკსა, ან ერთობ საკრედიტო


დაწესებულებას ფინანსიურ დაწესებულებასთან? განა აშკარა არ არის, რომ ვერც ამ გ ა ნ ს ა
კ უ თ რ ე ბ ი თ მ ა მნიშვნელობამ «ფინანსებისამ» უშველა ბნ ჟორდანიას თავი გადაერჩინა
იმ უმეცრობისაგან, რომელიც მან აღმოაჩინა, როცა ჩვენებური ბანკი და ერთობ
საკრედიტო დაწესებულება «ფინანსიურ დაწესებულებად» მოგვინათლა... ყველა-ყველა
და განა საკვირველი და ამასთან სასაცილო ამბავი არ არის: ბ-ნი ჟორდანია გერმანიაში იყო
და იქ ვერ დაუნახავს იმისთანა ბუმბერაზი მეცნიერებისა, როგორიც რაუა და აქ, ჩვენში კი

219
იმისთანა კაცს დაჰბღუჯებია, როგორც არავისგან ცნობილი დიმიტრი ტოლსტოია. იქ
სპილო ვერ დაუნახავს და აქ ჩვენში-კი მუმლიც ბუმბერაზად მოსჩვენებია. ესეც ერთი
უტყუარი ნიშანია მისი, თუ რა უკეთებია ბ-ნ ჟორდანიას გერმანიაში... ჯერ-ხანად ეს
ვიკმაროთ. ბ-ნ ჟორდანიას, როგორც მისის პასუხისგან სჩანს, სწყინს ერთხანად გრძლად
გაბმული საუბარი და აბა, მე როგორ მოვისურვებ მისს ხელახლად წყენას. თუნდ ესეც არ
იყოს, საუზმედ დილის სიფთაზე ეს მისის უმეცრობის მცვრიანი მწვადიც საკმარისია...
მარტო ამას ვჩივი, რომ ბ-ნი ჟორდანია არ მაცლის ძველებისათვის, კვირა არ გადის, რომ
სულ ახალ-ახალი უმეცრობა პანტასავით არ მომაყაროს და არ ვიცი, რომელს ერთს
გავუძღვე, ძველს თუ ახალს. ჯერ-ხანად ახალმა წამიცდინა და ვიდრე ამას მოვრჩები,
ძველმა უნდა მომიცადოს. აბა, ზოგი სეირი მაშინ ჰნახეთ, როცა ბ-ნ ჟორდანიას ძველს
უმეცრობას ქეჩოში ხელს წავავლებ. მე მარტო ამას ვწუხვარ, რომ ეს მისი ზღვა
უმეცრობისა კოვზით უნდა ამოვწურო.

სხვა გზა არა მაქვს, თუ მინდა რომ საქმემ ქადილი არ გამიცრუოს. ამ კოვზით ამოწურვას
არა გვგონია ერთის კაცის სიცოცხლე ეყოს, ასეთი უშველებელი ზღვაა. თუ დამცალდა-კი,
ღვთის წყალობა თქვენა გქონდეთ, მე ბ-ნი ჟორდანია გამოგიჭიმოთ მთელის თავისის
სიგრძე-სიგანით და ხელის გულზე გაგიგოროთ და მაშინ თქვენც დაინახავთ, თუ ჯერ არ
დაგინახავთ, რა მადანი მიპოვია და რა წითელი კოჭი ბრძანებულა ეს ჩვენი
თავმოწონებული, მაგრამ ყოვლად უმეცარი მარქსისტი... დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში»,
1900 წ., № 78, ფსევდონიმით «ახალმოსული». ქარაფშუტობა, ორთავიანობა და ორპირობა
უმეცარისა ბ-ნი ჟორდანია მიწყრება, რომ მისს «ფინანსების» არცოდნას გამოვეკიდე და
ვეებერთელა ფელეტონები მოვანდომე. Pპირველ შეხედვით, ეს ჩემი საქციელი მართლა
წყრომის ღირსია. აბა, ეს ჭოჭინაზე შემდგარი უმეცარი ბრძენი ჯერ რა ისეთი აღდგომის
წითელი კვერცხია, რომ გრძელის საუბარის ღირსი იყოს და მერე ვის რად უნდა, ვის რაში
ეპრიანება, – «ფინანსები» და «ფინანსიური» გაეგება თუ არა გაუგებარს მეცნიერს ბ-ნ
ჟორდანიას... ამიტომაც, ნურას უკაცრავად, რომ ცოტაოდენს ხანს კიდევ საუბარი
გაგიწიოთ ეხლა სხვა სიტყვის გამო, რომელიც დღეს თითქმის ყველას ენაზე აკერია და
არც ერთს ისე უცოდინარად, როგორც ბ-ნ ჟორდანიას. ეს სიტყვა გახლავთ «ბურჟუა»,

220
«ბურჟუაზია» და აქედამ წარმომდგარი «ბურჟუაზიული». თუ გამოვარკვიეთ და
დავამტკიცეთ, რომ ბ-ნ ჟორდანიას ამ სიტყვების მნიშვნელობა არ გაეგება, ან იგი
მნიშვნელობა თუთიყუშსავით დაუსწავლია და მათ მიერ სახელწოდებული საგანი-კი არ
იცის რომელია, მაშინ ხომ დაიჯერებთ, რომ ბნი ჟორდანია, მარქსისტი კი არა, პამპულაა
მარქსისა, ჟღარუნებით მორთულ კაბაში...

იგი არა ერთხელ იხსენიებს «ბურჟუას» და «ბურჟუაზიულს» თავისს ნაწერებში და აქედამ


გამოვარკვიოთ, როგორ ესმის ეს სიტყვები ამ ჩვენს მარქსისტს და ვეღარ მარქსისტს.
«ბურჟუაზია», ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით, ფულის პატრონი ხალხია*, «ბურჟუაზია»
ვაჭრებია, რომელნიც დღეს ქალაქების მეთაურად და წინამძღოლად არიან, «ბურჟუაზიის»
ინტერესია, რაც შეიძლება მეტი საქონელი გაასაღოს და მეტი მოიგოს, ბურჟუაზიის
მიდრეკილება არის მთელის ცხოვრების(!!!) და, მაშასადამე, მთელის ხალხის (ვა! ვა! ვა!)
მიდრეკილება**, «ბურჟუაზიული «შეხედულება ი ნ დ ი ვ ი დ უ ა ლ უ რ ი ა ო ***,
«ბურჟუაზია» ვაჭარს და მრეწველს ხალხსა ჰქვიანო**** და სხვანი და სხვანი.

რა თქმა უნდა, ამ მარქსისტების თუთიყუშს მოჭრით არსადა აქვს განსაზღვრული სიტყვა


«ბ უ რ ჟ უ ა « და «ბ უ რ ჟ უ ა ზ ი უ ლ ი», მაგრამ ამ ხანად ესეც კმარა, რაც ამოვწერეთ, რომ
ბ-ნს ჟორდანიას აადინოთ თავმოწონებულ უმეცრობის და ქარაფშუტობის ბურტყლები.

თუ მართლა ბ უ რ ჟ უ ა ზ ი ა , ბ უ რ ჟ უ ა ზ ი უ ლ ი იმასა ჰნიშნავს, რასაც გვიღაღადებს


ჩვენი ბრძენი ბ-ნი ჟორდანია, სჩანს, რომ ჩვენებური ბანკები იმისთანა ხალხისგან არის
დაფუძნებული, ან იმისთანა ხალხის კუთვნილია, რომელიც ვაჭარი და მრეწველია,
რომელიც მეთაურობს და წინ უძღვის ქალაქებსა, რომლის მიდრეკილება მთელის ხალხის
მიდრეკილებაა, რომლის ინტერესია მეტი საქონელი გაასაღოს და მეტი მოიგოს, ესე იგი
დუქან-ბაზარი იქონიოს საკუთრად თავისათვის გამოსარჩენად, რომლის შეხედულება
ინდივიდუალურია, მასასადამე, არამცთუ არა-საზოგადოებრივი, პირიქით,
საზოგადოებრივის პირისპირ წინააღმდეგი... ყველამ იცის და, წარმოგიდგენთ, – ბ-ნ
ჟორდანიასაც-კი სცოდნია, რომ ჩვენებური ბანკები დაფუძნებულია თავადაზნაურთაგან
და განსაკუთრებულ საგნადა აქვს ბანკის მოგებიდამ გაუძღვეს საზოგადო ჭირსა და

221
ვარამს, ყოველივე ინდივიდუალური შეხედულობა ბანკიდამ გამოდევნილია. თითონ
დამფუძნებელთ არავითარი წილი საკუთრად თავიანთ სასარგებლოდ არ ჩაუდვიათ
ბანკის მოგებაში, ყოველი კერძო გამორჩენა, კერძო სარგებლობა უარუყვიათ და
გაუბათილებიათ თავისდა სასახელოდ და თითო გროშები ერთმანეთს მიუწებებიათ და
შეუწირავთ საზოგადო საჭიროებისათვის, და ამისთანა დაწესებულებას ბ-ნი ჟორდანია
«ბურჟუაზიულ დაწესებულებას» ეძახის. ღმერთი აღარ არის ქვეყანაზე!.. ვის აბრიყვებთ, ბ-
ნო ჟორდანიავ, ვის? აბა, თუნდ ერთი თქვენი სიტყვა, თქმული «ბურჟუაზიის», თუ
«ბურჟუაზიულის» გამო, მიუყენეთ ჩვენებურს ბანკებს და მერე გულზე ხელი დაიდეთ და
გვიპასუხეთ: ჰგავს რაშიმე ერთმანეთს ჩვენებური ბანკი და «ბურჟუაზიული
დაწესებულება». მაშ, არაბურჟუაზიული დაწესებულება სხვა რა ყოფილა, სხვა რა არის,
თუ არ ჩვენებური ბანკი? ერთი გვიბრძანეთ, – სადა სტყუით, იქ, სადაც ბურჟუაზიას,

-----------------------------

* «კვალი», 1898 წ., № 4, გვ. 53.

** «კვალი», 1898 წ, № 3, გვ. 38.

*** «კვალი», 1898 წ, № 48, გვ. 787.

**** კვალი», 1898 წ, № 29, გვ. 483.

ბურჟუაზიულს ასე თუ ისე იხსენიებთ, თუ აქ, როცა ჩვენებურ ბანკს ბურჟუაზიულ


დაწესებულებად ჰხადით?

ტფილისის საკრედიტო ბანკმაო, – ამბობს ბ-ნი ჟორდანია, – შარშან აქაურ მუსიკალურ


სასწავლებელს რამდენიმე ათასი მანეთი შესწირაო და განა ამით დაჰკარგა თავისი
ხასიათი (ვითომდა ბურჟუაზიული?).

222
აბა, თქვენ, ბ-ნო ჟორდანიავ, რა უნდა გელაპარაკოთ, რომ ორი უბრალო, სადა და მარტივი
საგანი ერთმანეთში ვერ გაგირჩევიათ ამ შემთხვევაში. ჩვენებური ბანკი კანონით
ვალდებულია თვისი მოგება სულ მთლად, გარდა იმისა, რაც სხვადასხვა კაპიტალებს
უნდა მიეწილადოს, საზოგადო საჭიროებას მოახმაროს, და საკრედიტო ბანკი-კი მისს
საკუთარ ნებაზეა დაშთენილი, ასე რომ, უნდა – სამადლო საქმესა იქმს, არ უნდა – არა
იქმს. განა ეს სულ ერთი და იგივეა?

განა ამათ შორის დიდი ზღვარი არ არის? ვალდებულობა და ნებაზე მიგდება საქმისა ერთი
და იგივეა?

ნუთუ ეხლაც არ დაიჯერებთ, რომ ბ-ნი ჟორდანია არამც თუ ყოვლად უმეცარია,


ქარაფშუტაც ყოფილა, წყალწაღებულსავით ყოველს ხავსს ეჭიდება, მაგრამ, ვაი, შენს
მტერს, ხავსმა ვერა უშველოს-რა.

მე მგონია, ცხადად დავამტკიცე, რომ ან ტყუილია, ან უმეცრობით სავსეა ბ-ნი ჟორდანიას


ტირადა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენებური ბანკები, ერთისმხრით, ბურჟუაზიულ-
ფინანსიური დაწესებულებაა, მეორე მხრით, თავადაზნაურულ-წოდებრივიო.
«ფინანსიურობაზე» თავისს უკანასკნელ «გზა-და-გზაში» ენა მუცელში ჩაუვარდა და პირი
მაგრად მოკუმა. არ ვიცი, რას იტყვის «ბურჟუაზულობაზე», ხოლო თავადაზნაურულ-
წოდებრივობაზე კი კვლავ ფართხალი დაიწყო და ურჩობს. ერთხელ და უკანასკნელად ამ
მხრითაც რომ საქმე გადასწყდეს, ჩემდა გასამართლებლად და ბ-ნ ჟორდანიას
გასამტყუნებლად, ერთის ასეთის ბრძენის მოწმობას მოვიყვან, რომელსაც ბ-ნი ჟორდანია
ვერსად გაექცევა, თუმცა-კი კალთებს კი აიკრებს – როგორმე მოვძურწოო და თავი
დავაძვრინოო. აი, ეს მოწმობა: «ბანკი, (ჩვენებური, რასაკვირველია) თავად-აზნაურობის
მიერ დაფუძნებული და მის სამსახურად მოწოდებული, იმათვე თავად-აზნაურობის
უთავბოლო საქმიანობით ხელიდამ გამოეცალათ დამფუძნებელთ, გამო(?)ცილდა წევრთა
პირდაპირ უფროსობას და გადაეცა ვექილთ. მასთანავე შესუსტდა ბანკის წოდებრივი
(კურსივი ჩემია) პრინციპი, გაძლიერდა საფინანსო(?) პრინციპი.

223
ამით ის დადგა იმ გზაზე, რომელზედაც დგას ყველა საფინანსო(?) დაწესებულება, და მისი
ქვეითი (რა მოგახსენოს ქართულმა) განვითარება ნიშნავს ამ დაწესებულებასთან
თანდათან მიახლოებას». თუმცა აქ, ამ რამდენსამე სტრიქონში, აუარებელი ტყუილებია,
მაგრამ ამაებს არ გამოვუდგებით მით უფრო, რომ ეს იმისთანა ბრძნის სიტყვებია, რომ
თითონ ბ-ნ ჟორდანიას შიშით ელდა ეცემა და თავბრუ დაესხმის, როცა სახელს შეიტყობს.
ჩემთვის და თქვენთვის-კი, მკითხველო, საკმაოა, რომ იგი ბრძენი იმოწმება, რომ ჩვენებურ
ბანკის წოდებრივი პრინციპი შესუსტებულია, რომ იგი ბანკი იმ გზაზე დამდგარა,
რომელზედაც სდგას ყველა, ჩემებურად, საკრედიტო და, ბ-ნ ჟორდანიასებურად,
საფინანსო დაწესებულება. ყველაზედ უფრო ხელჩასაჭიდებელი მოწმობა იმის გამოა, რომ
ხსენებულ ბრძენის სიტყვით, ბანკი ხელიდამ გამოეცალათ თავად-აზნაურთ და,
მაშასადამე, თავად-აზნაურობისა აღარ არის და ამით, მაშასადამე, პირველი და
უკანასკნელი ნიშანი თავადაზნაურულ-წოდებრიობისა დაეკარგა ბანკსა. იცით, ამისი
მთქმელი ბრძენი ვინ არის? თითონ ბ-ნი ჟორდანია*, ესე იგი ის კაცი, რომელიც 1900 წელს

------------------------------

* «კვალი», 1898 წ., №18, გვ. 307.

გადაჭრით გვეფიცება, თავში ცემით იჭაჭება, რომ ჩვენებურს ბანკს წოდებრივი ხასიათი
შერჩა მისის წესდების ახალის ცვლილებითაცაო*. რას ეტყვით, როგორ და რა პირითღა
დაუდგებით წინ, როგორ გაუსწორებთ თვალს, 1900 წლის ბ-ნო ჟორდანიავ, ამ 1898 წლის
ბ-ნ ჟორდანიას? ეს ორივ ერთი და იგივე კაცია ორთავა და ორპირა, თუ სხვადასხვა,
ერთისა და იმავე სახელის მატარებელი?..

განა ერთი და ორი მაგალითია ამისთანა ორთავიანობისა და ორპირობისა? ერთს დროს ბ-


ნი ნოე ჟორდანია უქადაგებდა მეურნეთა და განსაკუთრებით, როგორც თვით ამბობს,
მათს მებაირახტრეებს – სხვილ მემამულეებს, ესე იგი თავად-აზნაურთ, რომ საკუთარის
ძალ-ღონით უნდა განაკარგოთ თქვენი მდგომარეობა, იკვლიოთ, შეერთდეთ, თქვენს

224
საკუთარს თავზე დაამყაროთ თქვენი იმედი, თქვენს თავს თითონ მოუაროთ და საკუთარს
ფეხზე დადგეთო**.

სწორედ ეს პროგრამა განახორციელა თავად-აზნაურობამ ბანკის დაარსებით. იგი


დააფუძნა მან თავისის საკუთარის ძალღონით, რათა საერთო მდგომარეობა
მიწათმფლობელისა და მიწათმოქმედისა ცოტად თუ ბევრად გამოიკეთოს...

დასასრულ, ერთს იმისთანა საქციელს ბ-ნს ჟორდანიასას გაუწყებთ, რომლის დაფასებაც


თქვენთვის მომინდვია. აი, რა იკადრა ამ ტყუილმა და, უკაცრავად არ ვიყო,
უმართებულმა, უნიჭო და უმეცარმა ლიტერატორმა, რომელსაც სხვისის ნაღეჭის ცოხნაც
არ შესძლებია. მოგეხსენებათ, რომ მე ერთს წინანდელ ფელეტონში ვთქვი, რომ კირვალიძე
ვერაფერი ავტორიტეტია ეთიკისა და მართებულობის საქმეში და ვერაფერი
წარმომადგენელია საქართველოს ერისა. კირვალიძის ავტორიტეტობისა და საქართველოს
ერის წარმომადგენლობის საბუთად «კვალმა» ას ერთის კაცის მიერ ხელმოწერილი
წერილი წარმოგვიდგინა ქვეყნის სასაცილოდ და თვისდა სასახელოდ. მე ამის პასუხად
დავუწერე, რომ ამისთანა შემთხვევაში, საცა ეთიკაზე და მართებულობაზეა ლაპარაკი, ხმა

უნდა აწონილ იქნას და არა დათვლილ, რაც გინდ ბლომად ნულები გაამწკრივოთ, მაინც
ნული გამოვა-თქო.

ამაზე აი რა პასუხს მაძლევს ბ-ნი ჟორდანია სახეზე ალიმულ-აუდენლად: «ამიერიდგან


სახელოვანმა «ახალ-მოსულმა» თავისი ერთი ყუმბარა ამ ას ერთს კაცსაც ესროლა და თან
გამოუცხადა: თქვენ ვინა ყრიხართო, თქვენ ნულები (ესე იგი არაფრები) ხართო! მარა,
რადგანაც მთელი ჩვენი ხალხი (კაი მოგეცათ, კაი «რადგანაც» ეგ იყოს) ასეთი
«ნულებისგან» შედგება, მაშ, ყველა წყალწაღებული ყოფილა. საქართველოს «ჩიორა» და
«ახალმოსული» შეადგენს თურმე და ნამდვილი ხალხიც ისინია! (კაი მოგეცათ, კაი
ლოღიკა ეს იყოს.) აი, სადამდის მივიდა «ივერია»! იმედია, ამას არ
დ ა ი ვ ი წ ყ ე ბ ს ა ს ე ყ ბ ა დ ა ღ ე ბ უ ლ ი ქ ა რ თ ვ ე ლ ი ხ ა ლ ხ ი ...» («კვალი» 1900
წ., № 14, გვ. 220.)

225
რის თქმა გნებავთ ამითი, რასაც უკანასკნელი სიტყვები ამბობენ, ბ-ნო ჟორდანიავ? რომ
ვეღარას გახდით-რა, საქართველოს ერთან მაბეზღებთ განა?...რა გნებავდათ ამით გეთქვათ
და რა დაგრჩათ კიდევ სათქმელი, რომ სამი წერტილი ჩაურთეთ ამ სიტყვებს ბოლოში?
ღმერთმა შეგინდოთ ეს უკადრისი, თუ უარესი არა, საქციელი, დეე, ტაში გიკრან თქვენმა
უკან-მდევნელებმა, კირვალიძეებმა და მერკვილაძეებმა, ყველა რიგიანი და პატიოსანი
კაცი-კი მარტო ამ საქციელისთვის ზურგს შემოგაქცევთ და ყველა ამისთანას შეეზარებით,
სულ ცოტა რომ ვთქვა.

--------------------------------

* «კვალი», 1900 წ., №13, გვ. 209.

** «კვალი», 1898 წ., № 6, გვ. 94.

თუნდ ეგეც არ იყოს, თუნდ მართლა კირვალიძეები, მერკვილაძეები და მათი ამყოლი ას


ერთი კაცი ნულებად ჩამეთვალოს, რათ გიკვირთ ეს? თქვენ განა ის კაცი არა ბრძანდებით,
რომელმაც სთქვით, რომ, არამცთუ ას ერთი კაცი, მთელი ხალხი, მთელი ერი უგუნურიაო.
ას ერთი კაცი ხომ მთელ ხალხთან, მთელს ერთან მხოლოდ წვეთია ზღვაში! აი, თქვენი
სიტყვები: «გონიერება საზოგადოდ იშვიათი რამ არის, ის სანთლით საძებარია, ხოლო
უგუნურობა ყველგან და ყოველთვის ადვილად მისაგნებია. ცხადია, პირველის
ჭურჭელიP– ინტელიგენცია – ძლიერ ცოტაა, სულ ერთი მუჭაა, მეორის-კი (ესე იგი,
უგუნურების) მთელი ხალხი, მთელი ერია». ამაზე უარესად გაბიაბრუება, ამაზე მეტად
გაუპატიურება და შეგინება, მერე ვისი? – მთელის ხალხისა, მთელის ერისა, განაღა იქნება!
მე მაინცდამაინც, თუ არ დაგიშლიათ, ას ერთს კაცზე ვთქვი ნულები არიან-თქო და ბ-ნი
ჟორდანია-კი ამისთანებად ჰხადის მთელს ხალხს, მთელს ერს და შუბლზე ბუზსაც არ
ისვამს...

წარმოიდგინეთ, თურმე ყურისმგდებელიცა ჰყავს, ამყოლიც და მგალობელნიც! მართალი


ნათქვამია, – როგორიც ალხანა, ისეთი ჩალხანაო, მაგრამ განა ეს ნუგეშია! მარტო ის ამბავი,

226
რომ არის ქვეყანა, საცა ამისთანა კაცი ლიტერატორობს, მარტო ეს ამბავი საკმარისია, კაცმა
ამ ქვეყანაზე ხელი აიღოს და ცხრა მთას იქით გადაიხვეწოს. განა ყოვლად შესაბრალისი
და ამასთანავე ყოვლად აუტანელი არ არის ის ქვეყანა, ის ერი, საცა ჰფარფაშობს და
ჰფახიფუხობს ამისთანა კაცი, რომელსაც ჭკუა არ უშლის ხელს სთქვას: «ხალხი და
ინტელიგენცია, ინტელიგენცია და ხალხი, – აი ორი მეტოქე და მებრძოლი ელემენტი.
ამნაირად(?) ინტელიგენტი გონებას აგდებს ხალხიდამ და ხალხს გონებიდამაო»*. თუ
მართლა ასეა, მე რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია ვიყო, ვიტყოდი: იმედია, საქართველოს ხალხი არ
შეარჩენს ინტელიგენციას ამ ამბავს! ხუმრობა დანაშაულია, კაცმა ხელიდამ გონება
გამოაგდოს და გონებიდამ ხალხი! რას იტყვით ამაზე, ჩვენო ინტელიგენციავ? ვერც ეხლა
მიხვდებით, რა კაცი ყოფილა ეს ყოვლად უმეცარი, ქარაფშუტა, ორთავა და ორპირა
პროგრესისტი, ეს ვითომდა ახალ მოძღვრების მღაღადებელი! განა მართალი არა ვთქვი
წინანდელ ფელეტონში, რომ ამისთანა უმეცარი, უნიჭო, უგემური მწერალი, როგორიც ბ-
ნი ჟორდანიაა, და ამასთან ასე თავმოწონებული, სხვა არავინ გამოჩენილა-თქო ჩვენში.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1900 წ., № 81.

ისევ და ისევ ბ-ნ ჟორდანიას უმეცრობანი და მისი წაჯეგ-უკუჯეგობანი

რასაც კაცი თავის თავს უზამს, იმას მტერიც არ უზამსო, ნათქვამია. მე არა მჯეროდა ეს
ანდაზა, იმიტომ რომ ძველია, და ძველი, ხომ მოგეხსენებათ, ბ-ნ ჟორდანიას სამეცნიერო
თხზულებისაგან, რეტროგრადების საქმეა და მე-კი თქვენი უმორჩილესი ახალ-მოსული,
მარტო იმის ნატვრაში ვარ, რომ ბ-ნმა ჟორდანიამ ლიბერალობის ტიტული მიწყალობოს...
ესეა თუ ისე, მე-კი სწორედ ჩემი დამემართა ჩემითვე, აქ სხვისა არავის ბრალია. მე ჩემი
თავი თითონ ჩავაგდე ჭირში, რაკი ბ-ნ ჟორდანიას მხილებას ხელი მივყავი. რამდენიც
უფრო ახლო მიუველ, იმდენი უფრო დიდი და ღრმა საფლობი დამხვდა მისის

227
უმეცრობის, ქარაფშუტობის, ორთავიანობის, ორპირობის და სხვა ამისთანა ლამაზ-ლამაზ
უნარებისა, ერთიმეორეზე უფრო საოცარისა,

--------------------------------

* «კვალი», 1898 წ., №12, გვ. 201.

ერთიმეორეზე უფრო სასაცილოსი. რაკი, ჩემდა საუბედუროდ, კისრად ვიდე ამაებში


მხილება ამ ჩურუქა მეცნიერისა, მე მომინდა გადაკითხვა მთელის მისის ნაწერებისა
ხელახლად და, სწორედ მოგახსენოთ, შევშინდი. შევშინდი იმიტომ, რომ რა ტვინი უნდა
ჰქონდეს კაცს, რომ არ გაულაყდეს ამოდენა ლაყე მეცნიერებისაგან. ხუმრობაა ამოდენა
აბდაუბდის, ამოდენა იწილო-ბიწილოს, ამოდენა დომხალის ორი-სამი კვირა
განუწყვეტლივ კითხვა, დახსომება და მერე ისევ ხსოვნიდამ საქვეყნოდ გადმოლაგება და
განიავება! სწორედ შევშინდი, – ერთი არა ამიტყდეს-რა და საგიჟეთში თავი არ
ამომაყოფინონ-თქო. ბევრსა ვნანობ ეხლა, მაგრამ რაღას ვუშველი? «წამხდარს საქმესა რას
არგებს მერმეღა თითზე კბენანი». რაც მომივა, მომივიდეს: რაკი დავიწყე, – ბოლოც უნდა
გავატანო, თორემ თვით ბ-ნი ჟორდანია გულნაკლულად დამრჩება და კიჟინას დამცემს.

«ერთის სიტყვით, – ამბობს ერთგან ბ-ნი ჟოორდანია, ანუ რედაქცია «კვალისა»: –


მწერლობის ცხოვრებასთან შეკავშირება, მისი კვალდაკვალ მიყოლა, ახალახალ
მოვლენათა გარკვევა, ახსნა და შეგნება, – აი, რედაქციის მიზანი, აი, მისი სატრფიალო
საგანი»*.

მეორე ადგილას, აქ-კი თითონ ბ-ნი ჟორდანია, ახვევს რა მჩვარში ძველ მოღვაწეებს, ასე
გვიხატავს ახალ მოღვაწეს, ესე იგი თავის თავს და თავისს მსგავს. ახალი მოღვაწეო:
«პირველ ყოვლისა, არავითარს რეცეპტს არა (ს)წერს, არავითარ მარშრუტს არ ადგენს. ის
იცნობს ცხოვრების მსვლელობას ისე, როგორიც არის. (ჰ)სურს მხოლოდ ეს გამოარკვიოს
და ახსნას»**.

228
ამ ორის ტირადის სიბრძნე ის არის, რომ ახალი მოღვაწე (რომელთ შორის, რაღა თქმა
უნდა, ბ-ნი ჟორდანიაც უნდა ვიგულვოთ) იგია, ვინც ცხოვრების მსვლელობას იცნობს ისე,
როგორიც არის, კვალდაკვალ მისდევს ცხოვრებას, ახალ-ახალ მოვლენათა არკვევს, ჰხსნის
და იგნებს, ვისაც ჰსურს გამოარკვიოს და ახსნას ყოველივე იგინი. როგორ მოგწონთ ეს
ვითომდა ნიშნობლივი კუთვნილებანი ახალის მოღვაწისა. სანაძლეოს დავდებ, ვინც
შესძლებს ამისთანა ნიშნებით გაარჩიოს ახალი მოღვაწე ძველისგან. ვისაც-კი ოდესმე
ცხოვრება და მისი მოვლენანი თავისის განკითხვის და განსჯის საგნად გაუხდია, განა
ცხოვრება არ უცვნია ისე, როგორიც არის, მისი მოვლენანი არ ურკვევია, არ აუხსნია, არ
ჰსურვებია მათი ახსნა, შეგნება და გამორკვევა, ხოლო თავისებურადკი?

საქმე აქ თავისებურობაშია, ამით და მხოლოდ ამით განირჩევა ერთი მოღვაწე მეორისაგან,


ძველი ახალისაგან. ათადამ-ბაბადამ ათასნი მოღვაწენი ყოფილან, რომელთაც საგნად
ყოველივე ეგა Hჰქონიათ და დღესაც ათასსა აქვს, ხოლო ყველა ერთნაირად არ იმცნევს
ცხოვრების მსვლელობას, ერთნაირად არა ჰხსნის და არკვევს მისს ავსა და კარგსა და
მარტო ამ სხვადასხვაობაშია იგი ნიშნები, რომლითაც უნდა განირჩეოდეს ახალი
ძველისგან, თუ არ დაგიშლიათ. განა აშკარა არ არის, რომ ბ-ნ ჟორდანიას სადღაც ყური
მოუკრავს, რომ არიან ახალნი და ძველნი მოღვაწენიო, თუთიყუშსავით დაუსწავლია და
უნარი კი არა ჰქონია, საფანელი შემოჰკლებია ნიშნობლივ მიეგნო ან ერთისა, ან
მეორისათვის, და იმისთანა ამბებს მოჰყოლია, რომელიც ისე მიეწერება ახალს, როგორც
ძველსა.

მართალია, არ ცოდნა არ ცოდვააო, მაგრამ ერთი ჰკითხეთ ბ-ნ ჟორდანიას, ვინ ატანს
ძალას, რომ რაც არ იცის, იმას ეჭიდება და, გინდა თუ არა, სწერს... ზემოთ ხომ დასცინა
«ივერიას» ჩვენმა სასაცილო მარქსისტმა, ქვემოთ-კი სწორედ იმასვე ჰღაღადებს, რასაც
ზემოთ სასაცილოდ იგდებს. რა ჰქვიან ამ

----------------------------------

* «კვალი», 1898 წ., № 1, გვ. 1.

229
** «კვალი», 1898 წ., № 40, გვ. 657.

წაჯეგ-უკუჯეგობას? მე სახელი ვეღარ მომიგონია. მთელი ლექსიკონი გამითავდა ბ-ნ


ჟორდანიას საქციელის დასასახელებლად. ეხლა თქვენ იცით. ხომ ნახეთ, რა მალაყს
გადავიდა ეს ჩვენი ახალი მოღვაწე. ქვეყნის სასაცილოდ ეს არ იკმარა და აი, კიდევ
რაგვარად შეაქო ბ-ნმა ჟორადანიამ სწორედ ეგ სიტყვა «ივერიისა», რომელსაც ზემოთ
დასცინა ისე მარილიანად და თავმოწონებულად. ერთს ადგილას გვეუბნება, რომ ორნაირი
დარგია სახალხო სწავლა-ცოდნისაო...

ხომ ვერ იტყვის ბ-ნი ჟორდანია, რომ სამეურნეო ხელობა სპეციალური საგანი არ იყოს,
ვერც იმას იტყვის, რომ ამ ხელობის გლეხკაცი მუშა არ იყოს და ვერც იმას, რომ საჭირო არ
იყოს ეს მუშა გლეხკაცი ხელობის მცოდნე კაცად გახდეს, სამეურნეო საქმეში
დახელოვნდეს და მით პრაქტიკულად გაგებულ მუშად გამოვიდეს. სახალხო-სამეურნეო
სწავლა-ცოდნას ხომ საგნად მარტო ესა აქვს. რაკი ყოველივე ესეა, მაშ, რაღად აიგდო
სასაცილოდ «ივერია», როცა მან მარტო ესა სთქვა და სხვა არა-რა. თუ ასეთი მიმართულება
მიიღო დღეს ევროპის სახალხო განათლებამ, მაშ, ბარაქალა «ივერიას», რომ ეს ადრევე
ურჩევია ჩვენთვის და ოლოლო ბ-ნ ჟორდანიას, რომ დასცინის «ივერიას» იმის გამო, რაც
დღეს ევროპაში მიღებულია, თვით ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით. აბა, თუ არ დაგიშლიათ,
ეხლა გაიცინეთ, ბ-ნო ჟორდანიავ!

გაგონილა, კაცმა ასე უარჰყოს თავის თავი, თავისი თქმული, – აქაო-და საღერღელი
ამეშალა და მინდა ასეთუ ისე ავად ვახსენო ვინმეო! ასე წარამარა ლაპარაკობდეს კაცი და
ამასთან ასე კადნიერად და თავმოწონებით იძახოდეს: ჩვენ მოწოდებული ვართ ახალ-
ახალნი მოვლენანი გავარკვიოთ, ავხსნათ, შევიგნოთ, – აი, «კვალის» რედაქციის
სატრფიალო საგანიო. კაი მოგეცათ, კარგი ახსნა და გარკვევა იყოს ეგ თქვენი ხან ასე და
ხანი ისე ციბრუტივით ტრიალი, დღეს ერთის თქმა და ხვალ თქმულის გადათქმა. კაი

230
სატრფიალო საგანი აურჩევია ბ-ნს ჟორდანიას, ნუ დაიშლის, აბა, მაგრა ჩაეხვიოს
უსურვაზის წნელივითა...

ვნახოთ ეხლა, – ბ-ნ ჟორდანიას რა წაუკითხავს ცხოვრების ფურცლებზე. მოგეხსენებათ,


იგი ერთ დროს წაბრძანებულა და კახეთი დაუვლია. ჯერ, რასაკვირველია, როგორც
მოგეხსენებათ, ბ-ნ ჟორდანიას მხატვრობის ნიჭი და ცოცხალი მეტყველება, იგი ჰაისა და
ჰოის იძახის კახეთის მშვენიერებით ვითომდა აღტაცებული და ერთი მართლა ცოცხალი
სიტყვა, ერთი სასურათო ხაზი ვერ მოუხერხებია, რომ სხვამაც იგრძნოს ცოტათი მაინც,
რას აღუტაცნია ეს ტყუილად აღტაცებული მეცნიერი. ხოლო მეცნიერი რა მეცნიერია, მერე

მარქსისტი, რომ სიტყვაკაზმულის მეტყველებით თავი შეირცხვინოს. იგი, როგორც

ვნახავთ, წაბრძანებულა კახეთში, რომ «ცხოვრების ფურცლებზე ის წაიკითხოს, რაც


დაწერილა და ან იწერება და რადგანაც იგი, ვითარცა ახალი მოღვაწე, იცნობს ცხოვრების
მსვლელობას ისე, როგორიც არის, (ჰ)სურს მხოლოდ ეს გამოარკვიოს და ახსნას».

ამ მხრით-კი, კაცმა მართალი უნდა სთქვას, დიდი სიბრძნე, დიდი უნარი ღრმად
დაკვირვებისა, დიდი უნარი გამორკვევისა და ახსნისა გამოიჩინა ჩემდა საოცრად, თუმცა-
კი არამოულოდნელად. წარმოიდგინეთ, კახეთში ცხოვრების ფურცლებზე დიდის
გამოძიების და ჯაფის შემდეგ ბ-ნ ჟორდანიას წაუკითხავს, რომ გლეხს თურმე გლეხურად
აცვია, თავადს თავადურად, მედუქნეს მედუქნურად და თითქმის მღვდელსაც
მღვდლურად. საოცარი ამბავი არ არის, თუ თქვენც იტყვით! განა საქებ-სადიდებელი არ
არის ბ-ნი ჟორდანია, რომ აქამდე ყველასგან უცნაური ამბავი აღმოაჩინა! მერე იცით,
აქედამ რა გამოჰყავს? გაოცდებით, როცა შეიტყობთ. აი, რა არის ახალი მოღვაწე და მისი
ცნობა ცხოვრების მსვლელობისა ისე, როგორიც არის!.. არა ჰგავს ძველების ფანტაზიას! არა
გჯერათ? იქნება გგონიათ, რომ მე ცილსა ვწამებდე? აი, თითონ მისი ბედნიერი და
ხელისხელ საგოგმანებელი სიტყვები! კახეთშიო – «გლეხკაცს, რაც უნდა შეძლებისა იყოს,
უთუოდ გლეხკაცურად აცვია (ვა! ვა! ვა!), მისი ტანისამოსი ერთიანად განირჩევა სხვის
ტანისამოსისაგან. ვერც ერთს იმ საცმელს, რაც მას ტანზე აქვს, ვერ ნახავთ თავადიშვილის

231
ტანზე (ვა, ამაზე მეტი უბედურება-ღა იქნება!) და აგრეთვე რასაც უკანასკნელი ატარებს,
იმას არ ატარებს პირველი (ვაი, ეს რა ქვეყანა ყოფილა ჩვენი ტურფა კახეთი!). «ფეხზე
ქალმანი, ტანზე ლურჯი შალვარი, ამ-ფერივე ჩოხა, ან და, რაც უფრო ხშირია, სალდათის
ნაქონი შინელი, თავზე ან ნაბდის, ან ტყავის ქუდი, – აი, გლეხის ჩაცმულობა. მას საქმის
დღესაც ეს აცვია და უქმე დღესაც. თავადებსკი ან აცვიათ ევროპიულად, ან და
ჩერქეზულად. ასე გასინჯეთ, მედუქნესაცკი თავისი სკუთარი კოსტიუმი აქვს. ერთის
სიტყვით, ჩაცმულობა აღბეჭდავს მის შთამიმავლობას და წოდებრივ ურთიერთობას»*. აბა,
გამოიცანით, ამ ახალ მოღვაწეს აქედამ რა გამოჰყავს? მე რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ,
ისევ თითონ ბ-ნ ჟორდანიას ვათქმევინოთ: «ეს წმინდა კასტიური (კურსივი ჩემია)
წყობილება გახლავსო», – ჰროტავს უთავბოლოდ ეს ჩვენი ახალი მოღვაწე, რომლის
«სატრფიალო საგანია» გამოარკვიოს, ახსნას და შეიგნოს ახალ-ახალი მოვლენანი
ცხოვრებისანი: «ამისი მსგავსიო არსად, არავითარ კულტურულ ქვეყანაში არ არის, არ
არის აგრეთვე ამ ჩვენს დასავლეთ საქართველოშიო»**. აქაო-და გლეხს გლეხკაცურად
აცვია, თავადს – თავადურად, მედუქნეს – მედუქნურად, – კასტიური წყობილებაა
კახეთშიო, მერე როგორი? «ამისი მსგავსი არსად, არავითარ კულტურულ ქვეყანაში არ
არისო!» აი, ამასა ჰქვიან თურმე ცხოვრების ფურცლებზე წაკითხვა მისი, «რაც დაწერილა
და ან იწერება!» აი, ამასა ჰქვიან, რომ ბ-ნი ჟორდანია ვითარცა ახალი მოღვაწე «სცნობს
ცხოვრების მსვლელობას ისე, როგორიც არის!» ამასა ჰქვიან, – გამორკვევა და ახსნა
ცხოვრების მოვლენათა!

სიტყვა «კასტა», «კასტიური» გაუგია-კი სადღაც და რა წითელი კოჭია, ამაზეკი ნურას


უკაცრავად, არცა სცოდნია, არც რამ შეუტყვია. «ამისი მსგავსი არსად არისო», გვეფიცება
ჩვენი ახალი მოღვაწე, არსად არისო, რომ გლეხს გლეხურად ეცვას, თავადს თავადურად
და სხვანი და სხვანი. მაშ, ინგლისის ლორდი და პროლეტარი, მუშაკაცი, ერთნაირად
იცვამს. მაშ, რა არის მუშის ჭუჭყიანი ბლუზა და ლორდის ფრაკი, ეს ერთი და იგივეა!
გერმანიის ფეოდალი და გლეხკაცი არ განირჩევა ტანისამოსით ერთი-მეორისაგან! განა
საფრანგეთში პარიზელი და სოფლელი გლეხი ერთნაირად იცმენ-იხურვენ! პირველ
შეხედვითვე განა ერთმანეთისაგან არ განირჩევიან! განა ჩვენს ტფილისში კარტუზიანი

232
ვაჭარი, მაძღარი ბურჟუა და კურტნიანი რაჭველი ერთნაირად ჩაცმულ-დახურულნი
არიან! თითონ ბ-ნი ჟორდანია პიჯაკშია და შლიაპაში გამოჭიმული და გურული გლეხიც
განა პიჯაკსა და შლიაპას ატარებს! მაშ, ყოველგან ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას,
ტფილისს და გურია-რაჭაშიც კასტიური წყობილება ყოფილა. ამის მსგავსი არსად არ
უნახავს ბ-ნ ჟორდანიას, თუმცა ევროპა და საქართველო მოუვლია. გვჯერა, მაგრამ ისიც
გვჯერა, რომ ყურება კი სცოდნია და დანახვა კი არა. მას რომ თვალი არ უჭრიდეს, ჩვენი
რა ბრალია! ეს კასტიური წყობილება კახეთისა მარტო ამ სასაცილო ნიშნით არ არის
თურმე გამოსახული. ბ-ნი ჟორდანია, ვითარცა ახალი მოღვაწე და წინწასული მეცნიერი,
არა სჯერდება ერთს საბუთს, სხვა საბუთებიც მოჰყავს, ხოლო პირველზე უფრო
სასაცილო, პირველზე უფრო სამასხარო. მაგალითებრ:

-------------------------------

* «კვალი», 1898 წ., № 36, გვ. 594.

** «კვალი», 1898 წ., № 36, გვ. 593.

«თავადი გლეხს ხელსაც არ მისცემს, მისს სახლში გლეხს ვერ ნახავთ, თუ რამე საქმე არ
აქვს – ქ უ დ მ ო ხ დ ი ლ ი დ ა ბ ლ ი დ ა ნ ე ლ ა პ ა რ ა კ ე ბ ა ბ ა ლ კ ო ნ ზ ე მ დ გ ო მ
„კ ნ ი ა ზ ს“. ეს იმას არ ეტყვის მ ო ბ რ ძ ა ნ დ ი ო და ის კიდევ ა მ ო ს ვ ლ ა ს ვერ
გ ა ბ ე დ ა ვ ს“ (კურსივი ჩემია)...

განა ინგლისის ლორდი, ინგლისის გლეხი, ან პროლეტარი, ან თუ გინდ წვრილი ფერმერი


ერთისა და იმავე სიტყვა-პასუხის კაცნი არიან. განა ლორდისა და ან სხვა მაღალის
წოდების კაცის ქცევა, მიხვრა-მოხვრა, ხასიათი, ზრდილობა იგივეა, რაც გლეხისა,
პროლეტარისა, თუნდ ფერმერისა! განა პარიზელის ლაპარაკი, ქცევა მიმოხვრა,
ზრდილობა არაფრით განირჩევა საფრანგეთის გლეხის და ერთობ მუშა-პროლეტარისაგან!
თუნდ გერმანელი ფეოდალი აიღეთ და სოფლელი გლეხი! განა ყოველგან, საითაც-კი
მიიხედავთ, ინტელიგენციის სიტყვა-პასუხი, ქცევა, ზრდილობა და გონებაგაუხსნელის

233
გლეხკაცისა ერთი და იგივეა! მაშ, ყოველგან კ ა ს ტ ი უ რ ი წყობილება ყოფილა, თუ
თქვენს ზღაპრებს დავუჯერებთ. გესმით, ბატონებო, რა ახალი ამერიკა აღმოუჩენია ბ-ნს
ჟორდანიას! ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მე-კი ამას ვიტყვი, რომ, არა მგონია,
ქვეყანაზე ბ-ნ ჟორდანიას გარდა, სხვა კაცი სჭაჭანებდეს ისეთი, რომ ასე უთავბოლოდ, ასე
წარამარად, ასე გაუგებრად, ასე უცოდინარად სიტყვა კ ა ს ტ ა , კ ა ს ტ ი უ რ ი ესმოდეს და
ამ ნიშნებით ასურათებდეს... დასასრულ, ერთი სასაცილო ამბავიც მინდა მოგახსენოთ,
ამბავი, რომელიც სწორედ ხელისხელ საგოგმანებელია.

ეს ჩვენი ტყუილად თავმოწონებული უმეცარი ახალი მოღვაწე ერთს ადგილს ასე


ჰღაღადებს: «როცა რომელიმე მოღვაწე ევროპაში იტყვის – ხალხიო, მაშინ ის და სხვებიც
ერთს ყველაზე უფრო მოძრავ და მოწინავე ელემენტს გულისხმობს. ჩვენში თუ ხალხი
ახსენე, უთუოდ ქუჩის მიგლეჯილ-მოგლეჯილს, ან და სოფლის უძრავ ელემენტს
გულისხმობენ» («კვალი», 1898 წ., № 41, გვ. 674).

აქედამ აშკარაა, რომ ბ-ნი ჟორდანია წკეპლებში ატარებს ჩვენებურს თვალთახედვის ისარს
ხალხის შესახებ და ჩვენის უვიცობის ნიშნად ევროპაზე ხელს გვიშვერს. ძალიან კარგი და
პატიოსანი, ხოლო ეს-კი უნდა ვიკითხოთ: თითონ ბ-ნი ჟორდანია ამ შემთხვევაში
განათლებული ევროპიელია, თუ ჩვენებური უვიცი, რომელსაც წკეპლებში ატარებს, რომ
ასე ჩამორჩენილა ევროპის თვალთახედვის ისარს. მის ასახსნელად ერთს მაგალითს
მოვიყვან და თქვენვე დაინახავთ, რომ ეს მაგალითი საკმაოა, – ზემო მოყვანილს საკითხს
პასუხი გასცეთ...

ახლა ბ-ნმა ჟორდანიამ გვიბრძანოს: კირვალიძე და ის ას ერთი კაცი «ერის ყველაზე უფრო
მოძრავი და მოწინავე ელემენტია», თუ «ქუჩის მიგლეჯილმოგლეჯილი, ანდა სოფლის
უძრავი ელემენტი?» ორში ერთია: ან ყველაზე უფრო მოძრავ და მოწინავე ელემენტად
უნდა ცნობილ იყოს კირვალიძე და მისი ამქარი და მაშინ, ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით, მე
შორსა ვყოფილვარ ევროპიელისაგან, ან, ვიტყვი ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით და უკაცრაოდ-
კი არ ვიყო ბ-ნ კირვალიძესთან და მის ამქართან, ქუჩის მიგლეჯილ-მოგლეჯილი
ელემენტი ყოფილა, და მაშინ მე ევროპიელებისამებრ მცოდნია, რა უნდა იგულისხმოდეს,

234
ოდეს კაცი ახსენებს ხალხსა, და ბ-ნი ჟორდანია-კი ჩვენებური, მის-მიერ წკეპლაში
გასატარებელი უვიცი ყოფილა...

სწორედ ამისთანა კაცად გამოდის ბ-ნი ჟორდანია, ან არა და უნდა დაგვიმტკიცოს, რომ
კირვალიძე და მისი მსგავსი ას ერთი კაცი ჩვენის ქვეყნის ყველაზე უფრო მ ო წ ი ნ ა ვ ე
ელემენტია. კაცმა, რომელმაც ასე გაგვიპენტა ინტელიგენცია, ასე მიწასთან გაგვისწორა,
არა გვგონია, გაბედოს და კირვალიძისთანა კაცების მ ო წ ი ნ ა ვ ე ო ბ ა , მერე ყველაზე
უფრო, გვიქადაგოს და გვიღაღადოს; მაგრამ ბ-ნ ჟორდანიასგან არც ეს გამიკვირდება: იგი
ახალი მოღვაწეა, ესე იგი, იმისთანა კაცი, რომელიც ცხოვრების ფურცლებზე ჰკითხულობს
იმას, რაც ზედ დაწერილა, ან და იწერება და რომელსაც ცხოვრების მსვლელობა ისე
სცოდნია, როგორიც არის, და ცხოვრების ახალ-ახალ მოვლენათა ახსნა, შეგნება და
გამორკვევა «სატრფიალო საგნად» გახდომია. კაი «სატრფიალო საგანი» ჰქონია, თუ
ამისთანა უმეცრობის მურით შეუთითხნის სახეს და ქვეყნის სასაცილოდ გამოიყვანს
მზეზე.

ჩემ გამო მისწვდა «ივერიას», რომ მე ბ-ნ ჟორდანიას რეცეპტითვე ევროპიულად მოვიქეც
და კირვალიძე და მისი ამქარი ხალხად არ ვიცანი, და თითონ-კი თავისს რეცეპტს
გადაუდგა, ევროპიელობაზე ხელი აიღო და «ივერიასვე» ნიშნს უგებს: «აი, სადამდე
მივიდა «ივერიაო». სადამდე მივიდა!

სწორედ იქამდე, სადამდინაც ევროპიელნი მისულან, თქვენისავე სიტყვით, და თქვენ-კი


იმ უმეცრობაში გაბაწრულხართ, რომლის გამოც ჩვენებურებს ამ შემთხვევაში ასე
შეუბრალებლად წკეპლასა სცემთ. ეხლა სწორედ მე მეთქმის: აი, სადამდე უკან ჩამორჩენია
ევროპას ეს ჩვენი გუდაფშუტა ვითომდა ახალი მოღვაწე. სასაცილო არ არის ეს ამბავი:
კაცი სიტყვით წინ იწევდეს თავგადაგლეჯილი და საქმით-კი ფეხები დამბლასავით უკანა
რჩებოდეს! განა მართალი არ ვიყავ, როცა ვთქვი, რომ ეს ამბავი ხელისხელ
საგოგმანებელია? განა სასაცილო არ არის, რომ ბ-ნმა ჟორდანიამ ასე გაიბა თავი საკუთარს
მახეში?! ახალმოსული.

235
1900 წ.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1900 წ., № 87.

ნუთუ?

(პასუხად «მოგზაურის" კორესპონდენციისა)

«ივერიის» მკითხველთ უკვე მოეხსენებათ, რომ «მოგზაურში» (№13) დაბეჭდილი იყო


კორესპონდენცია, რომელსაც თუმცა სათაურად ჰქონდა «საგურამოს და ჭოპორტის
საზოგადოება», მაგრამ უფრო მე ვყავდი ნიშანში ამოღებული და ჩემი ადამიანური
ღირსება.

ავტორი «მოგზაურის» შემწეობით მე მაბრალებს, – ვითომც მხეცურ გულქვაობით და


სამარცხვინო ავზნეობით ვეპყრობოდე საგურამოს გლეხკაცობას და ამისათვის
ერთმანეთზე ცოტად თუ ბევრად შეუწყნარებელს ამბებს მოგვითხრობს ისეთის
კადნიერებით, თითქო მართალია, და ისეთის გახარებით, თითქო ოქროს მადანი უპოვიაო.
ეს კორესპონდენცია გადმობეჭდილ იქმნა «ივერიაში» (№54) ამ დაბოლოვებით: «ნუთუU ეს
აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ «გლახის ნაამბობის" ავტორს ასეთი
დამოკიდებულება აქვს გლეხებთან? ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ და გვირჩევნია
ჯერჯერობით იმედი ვიქონიოთ, რომ თითონ თ. ილია ხმას ამოიღებს და
კორესპონდენციის შინაარსის უსაფუძვლობას დაგვიმტკიცებსო».

თუმცა ის ამბავი, რომ «ივერიამ» ეს კორესპონდენცია მთლად გადმობეჭდა და იმით ხელი


მოუმართა ავტორს გაევრცელებინა საძაგელი მოთხრობა, თავის–თავადაც ასე თუ ისე
იკბინება, მაგრამ მე მაინც მადლობელი დავურჩი «ივერიის» რედაქციას. რაც გინდ იყოს,
ზემოაღნიშნული დოსტალუღი პირდაპირ გვანიშნებს, რომ «ივერია» სიფრთხილით და
წინდახედულად მოქცეულა, ბრმად არ აჰყოლია ვიღაც ორს ასოს ქვეშ მიმალულ

236
კორესპონდენტის ფეხის ხმას იქ, საცა ხელშეხებულია ადამიანის ღირსება, პატიოსნება,
ერთის სიტყვით, ყოველივე ის, რაც პატივაუხდელ ადამიანის უძვირფასეს და
ხელშეუხებელს კუთვნილებას შეადგენს.

მცირეოდენ განათლებამოცხებულ კაცს, მცირეოდენ სარის ჭკუის პატრონს კარგად


მოეხსენება, რომ ყოველივე თავისისთავის და პრესის პატივისმცემელი რედაქცია და
თუნდ ყოველივე ცალკე კაცი ასე უნდა მოიქცეს ყოველს შემთხვევაში და, თუ სულ
მთლად ზურგს არ შეაქცევს, ეჭვი მაინც უნდა შეიტანოს იქ, საცა სხვის ადამიანურს
ღირსებას, სინდისს, წმიდათა-წმიდას შესაბღალავად და შესაგინებლად იმეტებენ.

ეს ანბანია ზნეობისა, ეს მისი პირველი და უკანასკნელი კანონია, მერე იმისთანა,


რომელიც, რა თვალითაც გინდ შეხედოთ, ერთნაირად სავალდებულოა ყველასათვის, რა
დასისა და რწმენის კაციც გინდ იყოს. ეხლანდელი დრო და მასთან ერთად ყოველივე
ცოტად თუ ბევრად გონებაგახსნილი კაცი და ქალი რომ ხმამაღლა ჰღაღადებს
ხელშეუხებლობას ადამიანისას, განა მარტო პოლიციის მიერ ხელშეუხებლობა აქვთ
სახეში, არამედ ყოველგვარი ხელშეუხებლობა და, სხვათა შორის, იგიც, როცა სამარცხვინო
და სახელგასატეხ ბრალს რასმე სდებს ერთი მეორეს ტყუილისა და მართლის წინასწარ
გამოუძიებლად და აუწონლად.

ბევრი კაცი, და იქნება იმისთანა უხეირო რედაქციაც, სადმე იყოს, კაცთა საუბედუროდ,
რომელიც ძალზე იჭაჭება და ბუკითა და ნაღარით გაიძახის ამ შეუხებლობას ადამიანისას,
მაგრამ ყოველ წარამარად მოტანტალე კორესპონდენტს სიხარულით კარს უღებს და ხელს
უწყობს გამვლელი და გამომვლელი საერთოდ, და რედაქციის მიერ ნიშანში ამოღებული
საკუთრივ, ლაფში ამოსვაროს თავიდამ და ფეხამდე წინასწარ მოუკითხავად, – ვინ
მტყუანია და ვინ მართალი.

ნუთუUეს ამისთანა საქციელი ხელშეხება არ არის და ყველა ხელშეხებაზე უფრო


საზიზღარი, უფრო შემაძრწუნებელი და უფრო საშიშარი კაცის ერთმანეთობით
ადამიანურ ცხოვრებისათვის. ნუთუ ეს არის იგი მადლცხებული თავისუფლება ბეჭდვისა,

237
პრესისა, რომელსაც ასე სამართლიანად შევხარით დღეს დიდი და პატარა და ასე
გულმხურვალედ და თავდადებით ვეტანებით. ეს ხომ, თავისუფლება-კი არა, ბოროტად
ხმარებაა იმ გაპატიოსნებულ ძალ–ღონისა, იმ ძლევამოსილ შემძლებლობისა, რომელიც
პრესას სამართლიანად ხელთ უპყრია და რომლის მეოხებით დღეს გვირგვინოსანნიც-კი
ქედს იხრიან სასოებით და მოწიწებით.

ნუთუ ეს ამისთანა შემძლებლობა ბეჭდვის სხივმოსილ თავისუფლებისა რედაქციამ იმაზე


უნდა ჩამოახდინოს, რომ კაცმა კაცი უთავბოლოდ გაჰპენტოს, კაცმა კაცს უთავბოლოდ
სახელი შეულახოს, ნამუსის ქუდი მოჰხადოს და ლაფში გადაუგდოს. რედაქციის კალამი
ნიჩაბი ხომ არ არის, რომ აიღოს და ვინც არ ესიამოვნება, ლაფი და ტალახი შეასხას ან
თავისის ან სხვისა ხელით.

ზოგისათვის ამისთანა საქციელი პრესისა თუ მთლად არ არის შესანდობარი, ცოტად თუ


ბევრად შესაწყნარებელია მით, რომ პრესისაგან უსამართლოდ და უსაბუთოდ
შებღალვილს ღონისძიება აქვს თავი იმართლოს ბეჭდვითვეო. ბევრს ეს პრესის მეტზე-
მეტის პატივისცემით მოსდის და არა იმისათვის, რომ ამისთანა უკადრისი საქციელი
პრესისა არ ეხამუშებოდეს. ეხამუშება, სწყინს კიდეც, მაგრამ არ უნდა, რომ იმისთანა მზეს,
როგორიც დღეს პრესაა, ლაქები რამ ჰქონდეს და არ გაუქარწყლოს.

მეც დიდი პატივისმცემელი ვარ პრესისა და ერთს დროს, ვიდრე ჯანმრთელობა არ


შემერყა და ნებას მაძლევდა, მეც ერთი ჩანჩალა ვიყავ მისი, მაგრამ იმისთანა
პატივისმცემელი კი არასდროს არ ვყოფილვარ და არცა ვარ, რომ ყოველ წარამარად
ბღაჯვნას პრესის წმინდა სახელი ვუწოდო, ან პრესის ყოველივე საქციელი ვაქო და
ვადიდო ბრმად და განუსჯელად. ბრმად თაყვანისცემა რისიმე, თუ ვისიმე,
კერპთმსახურებაა და ყოველს მონობაზე უარესი და უკადრისი მონობაა.

პრესას, რომლის სამფლობელო მართალი და ჭეშმარიტებაა და რომელიც მარტო ამ


ორთაწიაღში უნდა ატრიალებდეს და ამოქმედებდეს უკეთესთა ადამიანთა ჭკუაგონებას
და უმაღლეს სულთ-სწრაფვას კაცობრიობისას გზას უკაფავდეს, განა ეპატიება

238
უსამართლოდ გაბიაბრუება ადამიანისა მარტო იმ საზრისით, რომ, თუ აქ კაცი კაცს
უსაფუძვლოდ ერჩის, იმედია, გაბიაბრუებული უსაბუთობას რჩოლისას
დაგვიმტკიცებსო...

ნუთუ ეს სასურველია პრესისთვის, რომლის ჭეშმარიტი თავისუფლება მიჯნების განზე


გადგმა კი არ არის ბოროტისა, არამედ მისი შეზღუდვა და შეხუთვა. დიდი მოვალეობა
პრესისა, მისი ღვაწლი, გლეხისა და თავად-აზნაურის, ან მდიდრისა და ღარიბის
ერთმანეთზე მისევა კი არ არის, შუაკაცობაა, შუა ჩადგომაა მათ შორის, მშვიდობიანობის
ჩამოგდებაა, მოსარიგებლის მორიგებაა, შესარიგებელის შერიგებაა იმისდა მიხედვით, –
ვის რა ზნეობრივი და მოქალაქეობრივი ან ერობრივი სამართალი მიუძღვის ერთმანეთის
წინაშე... თუUმართალი ხარ, თავი იმართლე ბეჭდვითვეო, ეს ადვილად სათქმელია და
ზოგჯერ შეუძლებელი ასასრულებლად. მაგალითებრ, განა არ შემიძლიან დავწერო და
დასაბეჭდად წავიღო, რომ ერთმა გლეხმა მიამბო, ვითომც რედაქტორი «მოგზაურისა»
ერთს ვიღაცის სახლში შესულა, ერთი მანეთი მოუპარავს და გაპარულა.

ნუთუ ის ყოვლად უსაბუთო, ყოვლად უგეშო ბრალდება უნდა დაბეჭდოს ან გაზეთმა, ან


ჟურნალმა იმ იმედით, რომ თუ ეს ამბავი ტყუილია, ბრალდებული ამ ტყუილს
დაამტკიცებსო. განა აქ ტყუილის დამტკიცება შესაძლებელია? რით და რა გზით? სად არის
გეში, სად არის საბუთი, რომ კაცმა ან ასე გახიოს, ან ისე გაფხრიწოს? აქ ცარიელ უარყოფის
მეტი ხომ სხვა გზა და ღონე არ არის. რაკი დამტკიცებაზე მიდგა საქმე უარყოფა განა
დამტკიცებაა ბრალდების ტყუილისა? უარყოფა პატიოსან კაცისა და აშას კვრა ქურდისა
ერთმანეთისაგან როგორ უნდა გაირჩეს ამისთანა შემთხვევაში?

ან ვისა აქვს იგი ადამიანის ღირსებისათვის უკადრისი მართლა-და უფლება, იგი ყოვლად
შეუწყნარებელი და ადამიანობის შემაგინებელი ბატონობა, რომ კაცი პასუხის საგებლად
მოედანზე გამოსჭიმოს, ვიდრე ბრალმდებს თავისი არ დაუსაბუთებია იმოდენად მაინც,
რომ პირველ შეხედვით საბუთი–საბუთს ჰგვანდეს და არა ტყუილების გუდას... სწორედ
ამგვარად მომექცა ჩემზე ასე ძლიერ გაბოროტებული ავტორი: სამარცხვინო საქციელები
დამწამა და საბუთად მარტო ის მოიყვანა, რომ ასე მიამბო ერთს შემთხვევაში ერთმა

239
გლეხმაო, მეორეში – მეორემაო, ზოგანთავისიც მოაჭორა და ცალიერის სიტყვის მეტი სხვა
არა გვანიშნა-რა. მართლა უამბო თუ არა ან ერთმა, ან მეორე გლეხმა, – ეგ მაღლა ღმერთმა
იცოდეს და დაბლა თითონ ავტორის სინიდისმა. ხოლო ნუთუ მბობა ვისიმე საერთოდ და
გლეხისა ცალკე საბუთია, რომ შეუმოწმებლად კაცმა კაცი გასწიროს, ზნეობითად ჯვარს
აცვას, ან შამფურზე ააგოს და სირცხვილის ნაღვერდალზე შესწვას... სრულიადაც არ
გამიკვირდება, რომ იმავ თავდაუჭერელმა ავტორმა ხვალ არ დამწამოს შარაგზაზე ხალხის
ძარცვა და ამის საბუთად ის არ მოიყვანოს, რომ ერთმა გლეხმა ასე მიამბოო, და თუ
გაჭირდა ერთი ვინმე უნამუსო გლეხი, ანუ სხვა წოდების კაცი, პირში არ წამომიყენოს.
მოდი აქ და თავი იმართლე, თუ უსაფუძვლობა ამისთანა ბრალისა თქვენზე მოაგდეს
დასამტკიცებლად... დიახ, ბატონებო თუმცა ჩემს მხილებელს, ჩემს ბრალმდებელს
სურვილი დიდი ჰქონია ჩემთვის სახელი გაეტეხნა და სირცხვილი ეჭმევია, მაგრამ
საფანელი დაჰკლებია და ვერ მოუხერხებია. ვერ მოუხერხებია იმიტომ, რომ ტყუილსაც
და ცილისწამებასაც ჭკუა და გონება სდომებია.

იგი იმისთანა ბრალებსა მდებს, რომელთა გაქარწყლება ძალიან ადვილია, თუ კაცი


გაირჯება და თვითოეულის ბრალის გარემოებას და ვითარებას ცოტაოდნად მაინც
ჩაუკვირდება და ჭკუადასმით და გულმართლად განიკითხავს.

II

იგი სასახელო კორესპონდენცია, რომელმაც გამოიწვია ეს ჩემი წერილი, იმით იწყება, რომ
საგურამოს საზოგადოების მცხოვრებლებმა ექვსს მარტს თავი მოიყარა და გადასწყვიტა:
«ბოიკოტი გამოეცხადოს აქაურ მემამულეებს –ილია ჭავჭავაძეს, გივი სტაროსელსკის და
ტატო ციციშვილსაო». ამთავითვე მიუბაძნია ჭოპორტის საზოგადოებასაც და აქ ვის
გამოუცხადეს «ბოიკოტობა», ჩვენი ავტორი, რა თქმა უნდა, ხმას არ იღებს... საგურამოს და
ჭოპორტის საზოგადოებათა წრეში რომ ილია ჭავჭავაძე სულაც არ ყოფილიყო,
დარწმუნებული ვარ, ავტორს არავითარი ნაღველი არ ექნებოდა არც საგურამოს, არც
ჭოპორტის გლეხთა საზოგადოებისა და არავითარი დარდი გლეხისა არ აალაპარაკებდა.

240
განა მარტო ეს მაკმარა, რომ «ბოიკოტი» გამოუცხადესო. დღევანდელ დღეს ვის არ
შემთხვევია ეგ ამბავი და ამით ჭავჭავაძეს ბევრი არა წაუხდებოდა-რა. რომ უფრო
გააძლიეროს ამ «ბოიკოტის» მნიშვნელობა ჩემდა სამარცხვინოდ, ავტორი დიდის რიხით
და პათოსით შემოგვძახის: «ასე გასინჯეთ, ი. ჭავჭავაძეს ჰყავდა (ვაი ჩემს შერცხვენას!)
ერთი დედაბერი მექათმედ. იმის შვილის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, – რატომ დედაშენი არ
ანებებს თავს მებატონესთან სამსახურსაო, და კაცი იძულებული იყო ძალით გამოეთრია
გაჯიუტებული დედაბერიო»...

ჯერ ერთი ის, რომ ეს ცეცხლის წაკიდება ცოცხალ-ცოცხალი ტყუილია და, როგორც
მაცნობეს, ამისთანა ამბავი სრულებითაც არ მომხდარა, სახლიც ღმერთის მადლით
არავისთვის არ გადაუწვავთ, მაშ, რა ძალა დასდგომია ჩვენს ბედნიერს ავტორს, რომ
ამისთანა აშკარა ტყუილი, რომ ამისთანა აშრობა უკადრნია და არ უთაკილნია! ამით
ვითომ რა ჰსურვებია ეთქვა ჩვენს ბედნიერ ავტორს? ის რომ, რაკი ჭავჭავაძეს დედაბერიც
არ დაუყენეს, – სჩანს, რაოდენად გაუწბილებია ჭავჭავაძეს გლეხკაცობა, რამოდენად
შეუძულებია თავისი თავი, რომ მისდა სავნებელად გლეხკაცებმა თავისი მოძმეც არ
დაინდეს. ავტორს ისიც-კი ვერ გაუგია, რომ თუ დედაბერი გაჯიუტებულა და
ჭავჭავაძესთან ყოფნა ურჩევნია, ვიდრე შვილთან წასვლა, ეს ამბავი ჭავჭავაძისათვის
უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ავტორისათვის. აგრეთვე ის ამბავიც, რომ გლეხკაცებს
ვითომც ამ დედაბერის შვილისათვის სახლი გადაუწვავთო,გლეხთა ავკაცობას უფრო
მოასწავებს, ვიდრე საბუთს «ბოიკოტის» ასე თუ ისე გაძლიერებისას, ჩემდა სამარცხვინოდ.
აბა, ამას ჭკუა არ უნდა, რომ კაცი აშკარა ტყუილს იგონებდეს და ამ ტყუილით თითონვე
თავისის ხელით ყელს იჭრიდეს. კიდევ ვიტყვი: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი
მისი...

მე და ჩემი მეუღლე მემამულენი ვართ, არც მე და არც ჩემს მეუღლეს არც ერთი ნაყმევი,
არც ერთი ხიზანი არა გვყავს, არამცთუ საგურამოს, არამედ მთელს დედამიწის ზურგზე.
მართალია, მე საკუთრივ ცოტა თუ ბევრი ყმები მყავდა კახეთში, მაგრამ ყმათა
განთავისუფლების პირველ ხანებშივე მთელი მათ მიერ ხმარებული საკომლო, სახლ-

241
კარის მიდამო, მათი ხვედრი ვენახები, უსასყიდლოდ დავუთმე და ხელშეუხებელ
საკუთრებად დავუმტკიცე და ამით მოვსპე ყოველივე ბატონ-ყმური ნაშთი ჩემსა და ჩემთა
ნაყმევთა შორის. ხიზნებიცა მყავდა თიანეთის მაზრაში. ხაზინა შემომევაჭრა მათ მიერ
ხმარებულ მამულს და მე მარტო მაშინ მივყიდე, როცა ჩემი ხიზნები სხვა, მათ მიერ
არჩეულ და მოწონებულ სახელმწიფო მამულში გადავიყვანე და დავაბინავე თ. ლევან
ჯანდიერის შემწეობით, რომელიც მაშინ მაზრის უფროსად იყო. ჩემმა მეუღლემაც
გაყოფის დროს ისე გამოიწილადა მონაწილეთაგან მამული, რომ არც ერთი ხიზანი, არც
ერთი ნაყმევი არ ირგუნა. ამ სახით, ჩვენ ორს რაც მამულები გვაქვს, სულ თავისუფალი და
დამოუკიდებელია სხვისაგან. მაშასადამე, მამულის გამო ჩვენ ვერაკაცი ვერც ნაყმეობით,
ვერც ხიზნობით ვერას წაგვედავება, ვერას დაგვემდურება, თუ სადმე განკითხვა და
სამართალია...

და თუ გლეხკაცობა დღეს თავისას მაინცდამაინც არ იშლის და კერძო საკუთრებას ხელს


ატანს, ეს ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელია იმით კი არა, რომ სამართალი რამ
მიუძღოდეთ, არამედ იმით, რომ დღევანდელი მოძრაობა სოფლისა ცეცხლსავით მოედო
მთელს საქართველოს და ყველა ნებით თუ უნებლიეთ თან წაიყოლია.

აქედამ ის არ გამოდის, რომ კაცმა დიდის მწუხარებით არ შეხედოს იმისთანა ამბავს, როცა
კაცს სხვა საბუთი არ მიუძღვის იმის გარდა, რომ მე ცოტა მაქვს და შენ ბევრი და ამიტომ
შენ უნდა წაგერთვას და მე მომერთვასო. აბა, უკიდურეს სიღატაკიდან უდიდეს
სიმდიდრემდე რამდენი საფეხურია, რამდენი კიბეა, რამდენი ერთმანეთზე მეტია, და
მოდით და გაარჩიეთ, რომელმა რომელი უნდა სწეწოს და ჰგლიჯოს მთელს ამ დიდს
მანძილზე. კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ,
თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე
ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს, იაფად არ დაუჯდება...

III

242
ბოდიშს ვიხდი მკითხველის წინაშე, რომ ასე გავაჭიანურე ჩემი პასუხი და აქამომდე,
სწორედ რომ ვთქვა, არსებითად საპასუხო თითქმის არა ვთქვი-რა... შევუდგები რა ამ
ფრიად უსიამოვნო ამბავს, ყოველთ უწინარეს გთხოვთ ყურადღება მაქციოთ მას, რომ ჩემი
კეთილისმყოფელი ავტორი ოთხს ბრალსა მდებს, რომელთა შორის ერთი თითქმის
კაცისკვლაა.

ერთი დანაშაული ჩემი თურმე ისა ყოფილა, რომ ერთს «ახალ-სოფლელს» გლეხს უამბნია,
ვითომც ჩემს კალოზე «ს ა ნ ა დ ე ლ ო « ყანის ძნა მოუტანია მაშინ კი არა, როცა ჩემს
მოურავს დაუვალებია, არამედ მეორე დილას ადრიანად, დ ა მე უშვერის
სიტყვით ლანძღვა დ ა მ ი წ ყ ი ა და, რა თქმა უნდა, ჭყივილ-ყვირილით
მითქვამს: «ეხლავე ეგ ძნა იქვე ჩაიტანე, სადაც დაუდე, და როცა მოურავს დრო ექნება,
ჩამოვა, ახლად გადმოითვლის და გაჰყოფსო». გლეხკაცსაც ძნა ისევ «სანადელო» მიწაში
ჩაუტანია. მართალია, მე და ჩემს მეუღლეს საგურამოს მამულებში წილი გვიდევს, მაგრამ
«ახალ-სოფელში»-კი არც ერთი მტკაველი მიწა არ გაგვაჩნია. იგი სოფელი მთლად
ეკუთვნის თ-დ ზაალ გურამიშვილს, რომლის მამულ-დედულს აპეკა განაგებს, რადგანაც
პატრონი სნეულია, და იქ ერთი ნაყმევიც არამცთუ ჩვენ, თვით მამულის პატრონსაც არა
ჰყავს...

უნდა გამოვტყდე, ჩვენის კორესპონდენტის სასიხარულოდ, რომ იმ ოთხს ბრალთაგან,


რომელსაც იგი მე მწამებს, მარტო ამ ამბავს აცხია მართლის ნიშანწყალი, მაგრამ ეს ერთი
ნამცეცა მართალიც კი ისე ამოუვლია თავის გულის ზაფრაში, რომ თავისი ნიშანწყალი
დაუკარგავს, ტყუილს დიდ მანძილზე არ ჩამორჩება და მოგვაგონებს ხავსს, რომელსაც
წყალწაღებული ეჭიდება ხოლმე, როცა მეტი გზა არა აქვს.

საქმე აი რაშია.

იმ ხუთ სოფელში, რომელნიც საგურამოს შეადგენენ, სულ სახელმწიფო გლეხნი დგანან


და იქა ჰხვნენ და სთესენ, საცა მამულის პატრონს მოურიგდებიან. ამ სოფლებში დიდის

243
ხნიდან დადებულია, რომ, ვინც ვის მამულს მოხნავს, მამულის პატრონს მეოთხედი უნდა
აძლიოს და თავისის ურმით მემამულეს კალოზე მიუტანოს.

ამ მეოთხედის დათვლა-მიტანა, ათეულების ადგილობრივი შეფარდება და სხვა ამისთანა,


მრავალმიზეზიანი საქმეა და ხშირად ამ სარბიელზე ჩხუბი და დავიდარაბა მოსდით
მოურავს და გლეხს ერთმანეთში... კიდევ ვიტყვი, რომ როგორც მოურავი, ისეც გლეხკაცი
ყველა უმანკო მტრედი არ არის. ამიტომაც, თუ საქმე მიზეზიანია, ეშმაკობა და მოტყუება
ორსავ მხრივ ადვილად მოსალოდნელია. ერთის მხრივ,…ამისთანა ამბების ასაცილებლად,
რაოდენადაც შესაძლოა, მეორეს მხრით, იმისათვის, რომ კაცმა იცოდეს, მოურავი ვის
ყანიდან რას ჰგზავნის, ვის რამდენს ართმევს, ერთის სიტყვით, იმისათვის, რომ კაცმა
იცოდეს, ვისგან რა შემოსდის, და მოურავსაც საბუთიანი ანგარიში ჩამოართვას, მე
დავაწესე, რომ მოურავმა თვითოეულ გლეხს იქავ, საცა მეოთხედს მიითვლის, ბარათი
აძლიოს, ვისგან რა ერგო, და თითონაც დავთარში ჩაიწეროს... დიდმა ნაწილმა
გლეხკაცობამ ეს ნებაყოფლობითი წესი მომიწონა, – მტყუანი და მართალი ამით
გაირჩევაო, და მიიღო კიდეც... ხსენებულ წესის დადგენის აქეთ სულ ორი შემთხვევა იყო,
როცა იძულებულ ვიყავ მე ჩემი მექმნა და ეს მუქარა ცალიერ სიტყვად არ დარჩენილიყო.
ერთი ამ ხუთისა თუ ექვსის წლის წინათ მოხდა, რომ უბარათოდ მოტანილი მეოთხედი
უკანვე დავუბრუნე, არ მახსოვს, წიწამურელს, თუ გურამიანთკარელს გლეხკაცს, და მას
აქეთ მთელმა ხუთმა, თუ ექვსმა წელიწადმა ისე ჩაიარა,რომ არავის დაურღვევია. ხოლო
შარშან, თუ შარშანწინ, ერთს გლეხს უბარათოდ მოეტანა ძნა.

აშკარაა, ან ხელახლად ჩემი მუქარა უნდა ამესრულებინა, რომ წესი წესად დარჩენილიყო,
ან წესზე ხელი ამეღო, რადგანაც მაგალითი ამისთანა შემთხვევაში მოარულ ჭირზე უფრო
ადვილად გადამდებია. რა თქმა უნდა, პირველი ღონისძიება ვირჩიე: გლეხს მუქარა
ავუსრულე, უკანვე დავუბრუნე, – მინამ ბარათს არ მომიტან, ძნას არ მივიღებ-მეთქი.

შესაძლოა, ამ წესის დამყარება იმად არა ღირდეს, რომ კაცმა კაცს ძნით დადებული ურემი
უკან დაუბრუნოს, შესაძლოა, ეს ამისთანა წესი ყოვლად გამოუსადეგარი, ყოვლად

244
უაზროც იყოს... მაგრამ ნუთუ ეს ამბავი, თუნდაც გლეხის მიერ ნაამბობი, ისეთი რამ არის,
რომ კაცმა კაცი გასაბიაბრუებლად გამოიმეტოს...

დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლებელია, რომ ერთი უნამუსო კაცი ვინმე იშოვოს
ჩვენმა ნამუსიანმა კორესპონდენტმა და ჩემდა გასამტყუვნებლად პირში წამომიყენოს,
მაგრამ ტყუილი მოწმე განა ისე ადვილად გაასაღებს თავის ნათქვამს, რომ გზა და კვალი
ვეღარ ვუპოვოთ?.. აქ თუ თითონ ავტორი არ ავალაპარაკეთ, სულელობას ნალაპარაკევისას
არავინ დაიჯერებს. გლეხს ვითომც ავტორისათვის უთქვამს: «ძნა ისევ იქ ჩავიტანე (ესე
იგი «სანადელო» მიწაში), დავცალე ურემი და ველოდე ერთი დღე, მეორე დღე, მესამე,
მაგრამ სად არის მოურავი. ი ქ ვ ე ლ ო დ ე (?), მ ი ნ ა მ საქონელმა ძნა არ
დ ა შ ა ლ ა დ ა ა რ გ ა ა ო ხ რ ა ო“. ის დალოცვილი გლეხი, რაკი იქ ელოდა, რადღა
დააშლევინა და გააოხრებინა ძნა საქონელსა?... თუ ის ძნის გაოხრება მართალია და აქ
განზრახ ჩაკერებული არ არის, განა ძნის პატრონი შეარჩენდა ვისმე საზღაურს და არ
შეატყობინებდა ან მეველეს, ან მამულის პატრონს ახალ სოფელში.

მეორე ბრალი, რომელსაც გლეხისათვის ვითომდა გულდამწვარი კორესპონდენტი მე


მწამებს, ის არის, ვითომც მე ერთ სხვა მემამულესთან ერთად მთავრობას ჯარი ვთხოვე
«ბუნტის ჩასაქრობად». ესეც მტკნარი ტყუილია ლილახანაწამხდარ ავტორისა, რომ მეტი
არა ვთქვა-რა. აი, აქაც რა თაღლითობაა ავტორის მხრით და რა მოურიდებელი ტყუილია.
პირველ ხანებში, როცა გლეხთა მოძრაობამ საგურამომდინაც მოახწია, მე ავად ვიყავ და
ტფილისიდამ ფეხი ვერ გავდგი. ზედიზედ ჩემი მოურავისაგან წერილი მომდიოდა*,
მოჯამაგირეები, მწყემსები, პურისმცხობელი და სხვანი სულ გაგვიფანტესო და
გაგვირეკესო, ამოდენა ცხვარი, საქონელი, ცხენი და ღორი,** ამოდენა სახლ-კარი, პური,
ღვინო უპატრონოდ დაგვრჩაო, ტყეს შეესივნენ და სოფლეურად სჩეხენო.

ჯერ არ დავიჯერე. სწორედ მოგახსენოთ, არ მეგონა, რომ საგურამოს გლეხკაცობა ასე


გამომიმეტებდა, მაგრამ რა გაეწყობა? რაკი ნიაღვარი მოსკდება და მოვარდება, მართალი
და მტყუანი თან მიაქვს. ყური მოვუყრუე მოწერილ ამბებს და ოთხ თუ ხუთიოდ დღეს
გავუჩუმდი... რა უნდა მექნა? ნუთუ ამოდენა ქონება და საქონელი უნდა დამეღუპნა, ან

245
გლეხებს ამით რა შეემატებოდათ? ბოლოს, რომ ვეღარას გავხდი, მაზრის უფროსს
დეპეშით ვთხოვე, შველა რამ გაგვიწიეთ-მეთქი. ღმერთმა უშველოს, მაშინვე სამი
«სტრაჟნიკი» გამოეგზავნა, – სასახლეს და კარ-მიდამოს უპატრონეთო. «სტრაჟნიკები», რა
თქმა უნდა, მე ჩემთან დავაყენე, მე ვასმევდი, მე ვაჭმევდი, ცხენებს მე ვუნახავდი და ერთი
იმათგანი სოფელს არც-კი მიჰკარებია, არც ერთს მათგანს გლეხკაცის წკირისათვისაც
ხელი არ უხლია. როცა მოჯამაგირენი ვიშოვე, «სტრაჟნიკები» მაშინვე დავითხოვე.

ნუთუ ჩვენმა გალაღებულმა მხილებელმა ეს ამბავი ჩაიწვეთა ყურში და ბუზს აქლემი


აშობინა თავის ახირებულ სურვილისამებრ იმ სახით, – ვითომც მე ჯარი მეთხოვოს და
გურამიანთკარს ჩამეყენებინოს. პირდაპირ ვამბობ: არც მითხოვნია და არც მოვითხოვ...
ვსთქვათ, კორესპონდენტის სიტყვისამებრ, მთავრობამ ჯარი გაგზავნა საგურამოში,
სხვათა შორის ჩემის თხოვნითაც. რაკი ეს ჩემი თხოვნაც საბუთად დასდებია ჯარის
გაგზავნას, ამ თხოვნას ხომ კვალი რამ უნდა დარჩენოდა ან მაზრის უფროსის, ან
გუბერნატორის, ან მთავარმართებლის კანცელარიაში. ამისთანა არა-სახუმარად პასუხის
საგებელი მძიმე საქმე, როგორც ერთობ ჯარის გაგზავნა და ჩაყენება სოფელში, განა
შესაძლებელია ისე, რომ მიწერმოწერა არ გაემართათ და შიგ თხოვნა სხვისასთან ერთად
ჩემიც არ დაესახელებინათ, ვითარცა მიზეზი?

კორესპონდენტმა რომ თავისზე მეტი სუნის ამღები მეძებრები არბეინოს საძებნელად,


საგურამოს ჯარის ჩაყენების საქმეში ვერსად ვერ იპოვის ჩემის სახელის ხსენებასაც,
რადგანაც ჯარი არავისათვის მითხოვნია არც სიტყვით, არც წერილით. თუ გაჭირდა, ამის
ოფიციალურ მოწმობასაც წარმოვადგენ...

---------------------------------

* გლეხებსავე ჩამოჰქონდათ მალულად.

** ყოველივე ესე კარგა ბლომად მყავს, ჩემის მხილებელის სამწუხაროდ.

246
მესამე ბრალი, სხვებზე არა ნაკლებ ტყუილი, ის არის, რომ «არც დიდებული ილია
ჭავჭავაძე» თურმე და არც სტაროსელსკი გლეხებს ნებას არ აძლევს ზეზე სადგომის
აგებასაო. ამას კი ჩვენი პატიოსანი კორესპონდენტი თავისით ამბობს და არა სხვისა
სიტყვით. სტაროსელსკისა არ ვიცი, და «დიდებული ილია ჭავჭავაძე» კი არა-დიდებულს
და ძალიან დანამცეცებულს ავტორს მოახსენებს, რომ საგურამოში გლეხთა საბინადრო
ადგილები ერთი მტკაველიც არ ეკუთვნის არც ილია ჭავჭავაძეს, არც მის მეუღლეს და
სულ სააპეკუნოშია და, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მთლად სხვისი მამულია. მაშასადამე,
სხვის მამულში რა ხელი მაქვს ან დავუშალო ვისმე, ან ნება ვაძლიო, ან მიწურის გათხრისა,
ან ზეზეურად სახლის აგებისა, ძალიან გულითაც რომ მინდოდეს... აბა, ეს ასეთი დაშლა
რა ჭკუაში მოსასვლელია? იმ ჭკუაში, ბატონებო, რომელიც ღმერთს სხვებისთვის
დაურიგებია და ზოგიერთისთვის კი არ გაუმეტნია, – მეტი ბარგი იქნება და ვერ
ატარებსო... რომ ეს მართლა ჭორია და არავითარი საბუთი არ მიუძღვის, ვთხოვ ავტორს
წაბრძანდეს და თავის თვალით ინახულოს თუნდ ტფილისიდან პირველი სოფელი
წიწამური*, რომელიც სააპეკუნო ადგილშია და ითვლება ხუთ საგურამოს სოფელთა
შორის და დიდს შარაგზაზეა, წაბრძანდეს-მეთქი, თუმცა უამისოდაც აქამდე ათასჯერ
აუვლია, და ინახულოს, რამდენი სახლია ზეზეურად წამოჭიმული ბექობზე, ზოგი კარგა
ხნის ნაგები და ზოგი დღესაც არ-დამთავრებული... განა აშკარა არ არის, სადაც სცემს
ავტორი, როცა ამისთანა ჭორს იგონებს; აშკარაა, ავტორს სდომებია ამ ჭორით ქვეყანა
დაერწმუნებია, რომ, აი «დიდებული ილია ჭავჭავაძე» რა ღმრთის რისხვა კაცი ყოფილა, –
გლეხს უნდა მიწურიდამ ამოძვრეს, მზე დაინახოს, საღი ჰაერი ჰყლაპოს და ჭავჭავაძე კი
არ უშვებს და ამ სახით გლეხკაცს მიწურში აღშთობს... დაგვრჩა ეხლა მეოთხე და
უკანასკნელი ბრალი, ყველაზე მეტად შემაძრწუნებელი და საშინელი, რადგანაც თითქმის
კაცისკვლამდეა გაჭიმული. რა ზნეობურ ავლადიდების პატრონია ჩემი პატიოსანი
მხილებელი, ისე აშკარად არსადა სჩანს, როგორც ამ მეოთხე ბრალის დაწამებაში, საცა მე
და ჩემს მოურავს თუ კაცისმკვლელად არა, კაცის სიკვდილის მიზეზად მაინც გვხდის. აქ
ამოდენა საზიზღარს ბრალსა გვდებს ორ კაცსა და ერთს სიტყვასაც, დიახ, ერთს სიტყვასაც
მართალს არ ამბობს, თორემ ხომ ვნახავთ, თუ მკითხველი იმოდენა პატივს დამდებს,

247
მოთმინება იქონიოს და ბოლომდე ჯერ თვით ავტორს მოუსმინოს მის მიერ მოთხრობილი
ამბავი და მასთან ერთად ჩემი საბუთებიც განიკითხოს.

«ამ ზამთარსაო, – უთქვამს ვითომც ავტორისათვის ერთს გურამიანთკარელს გლეხს –


დიდი ყინვებისაგან სოფლის სასმელი წყალი გაიყინაო ისე, რომ მთლად უწყლოდ
დავრჩითო». ეს მთლად თავიდამ ბოლომდე ტყუილია. ამის დასამტკიცებლად საკმარისია
მარტო იგი ადვილად და უტყუარად შესამოწმებელი გარემოება მოვიხსენიოთ, რომლის
კვალიც თავისდღეში არ წაიშლება, თუნდაც მთელი სიბრძნე «მოგზაურისა» და სიცრუე
ავტორისა ზედ დააბღერტოთ. საქმე ის არის, რომ სოფელ გურამიანთკარს, მისდა
საბედნიეროდ და ავტორის საუბედუროდ, შიგ სოფელში ეგრეთწოდებული თეზამის
წყალი ჩამოუდის. ამას გარდა, შიგ სოფელშივე არის წყარო, რომელიც ამ ოცის წლის წინათ
გამოიყვანეს სტაროსელსკიანთ მილებით, როგორც თავიანთთვის, ისე სოფლისათვის. ეს
წყარო კარგა მოზრდილია, ასე რომ კოდიც კი უდგა საქონლის წყლის სასმელად.

* მარტო ერთი რვა თუ ცხრა-კომლიანი სოფელია, წიწამურად წოდებული, საცა მარტო


ორი თუ სამი კომლი ნაყმევია ზაალ გურამიშვილისა. თეზამის წყალი ხევის წყალია და
გაშლილ მინდორზე მოდის შორიდან. რა თქმა უნდა, ბევრჯელ ზამთრობით იყინება.
ხოლო გურამიანთკარის წყარო-კი თავის-დღეში, რაც გინდ ძლიერი ზამთარი იყოს,
არადროს არც გაყინულა და არც გაიყინება, როგორც მოგეხსენებათ ბუნება წყაროს წყლისა.
ვთხოვ ბატონ რედაქტორს «მოგზაურისას» და მის მიერ განებიერებულს ავტორს
მიბრძანდნენ და იქავ, ადგილობრივ შეამოწმონ ჩემი ნათქვამი. აქ მოწმედ მომყავს
იმისთანა უტყუარი, იმისთანა დაუქრთამავი მოწმე, როგორც ბუნებაა და თვალად
დასანახავი გარემოება.

გზა რომ არ შეეშალოთ, წინათვე ვანიშნებ, რომ თეზამის წყალი და წყარო იქავ
გურამიანთკარშია, ხიდქვეშ გამოდიან, სტაროსელსკის სახლის წინ. ამ სახლსა და ამწყლებ
შუა სულ ორი საჟენი შარაგზაა სოფლისა. აშკარაა, ნაამბობი ვითომდა გლეხისა – «ამ
ზამთარს წყლები გაგვეყინა, ასე რომ უწყლოდ დავრჩითო», ან კუდიანი ტყუილია

248
გლეხისა, ან ზღაპარია თვით ავტორისაგან ხელდახელ შეხანხლული იმის ძალით, რომ
რაც მელას აგონდება, ის ეზმანებაო...

ხომ ათქმევინა გლეხს ის აშკარა ტყუილი, ვითომც ამ ზამთარს გურამიანთკარელებს


წყლები გაჰყინვიათ, ასე რომ მთლად უწყალოდ დარჩენილან. ეს ტყუილი თავისთავად
არაფერს ნიშნავს, კაცი იტყვის: ილია ჭავჭავაძის რა ბრალია, რომ გურამიანთკარში
ზამთრობით წყლები იყინებაო. მოუთმინეთ, ბატონებო, ავტორს, – ის მოგახსენებთ, აქ
ძაღლის კუდი სადა მარხია. აი, იგი რას მოგვითხრობს, ვითომდა გურამიანთკარელს
უამბნია: «სოფელ ზევით სამ ვერსტზე ტყეში მიუვალ ღელეში ჭავჭავაძის მამულში
გამოდის პატარა წყარო, რომელიც ზამთრობით არ იყინებაო». ესეც ისეთივე მტკნარი
ტყუილი, ან მოლანდებული ზმანებაა თვით ავტორისა. თუ ჩვენი ცრუპენტელა მაბეზღარი
მოწყალებას მიიღებს და გურამიანთკარის ზემოთ ამ სოფლიდამ სამის ვერსტის მანძილზე
ჩემს ტყეში «მიუვალ ღელეში» ისეთს პატარა წყაროს მიპოვის, რომ ან კოკა მიდგმით
აივსებოდეს, ან როგორმე, და იქავ, საცა გამოჟონავს, ახლო მანძილზე სიპატარაობით არ
იკარგებოდეს, დიდი მადლობელი ვიქნები და ვშიშობ არ ითაკილოს, თორემ
სამახარობლოსაც მივართმევდი. აქაც მოწმედ მოვიყვან თითონ ბუნებას და თვალთა
სანახავს გარემოებას, რომელნიც ყოველთვის და ყოველჟამს უტყუარნი არიან. სხვა არა
იყოს რა, მე თითონ სხვისი მამულიდამ ჩემს ეზოში მილებით გამოყვანილ წყაროს წყალს
ვხმარობ. იმას კი აღარ ვამბობ, რომ გურამიანთკარს ზემოთ ტყე სტაროსელსკისაა და არა
ჩვენი; ჩვენს ტყესა და გურამიანთკარის შუა სტაროსელსკის ტყე, მინდორი და ვენახებია
კარგა მანძილზე... ამისდა მიუხედავად გაჯიუტებული ავტორი აი როგორ მოგვითხრობს
ვითომდა გურამიანთკარელ გლეხის ნაამბობს:

«დავიწყეთ ამ წყაროთი სარგებლობაო. დაგვისია თავადმა მოურავები*, ბიჭები, და


აგვიკრძალა წყლით სარგებლობაო და თანაც გვითხრეს: ვისაც წყალი უნდა, იმან სულ
თითო საქონელზე ათი შაური უნდა გვაძლიოს თვეშიო და სასმელ წყალს მუქთად
დაგითმობთო. იძულებული ვიყავით დავთანხმებულიყავით და მთელი ზამთარი
ვაძლიეთ ეს ხარკიო». ამ სახით, ავტორი გვარწმუნებს, რომ გურამიანთკარელებს

249
დაუწყიათ სარგებლობა იმ წყაროთი, რომელიც არ არსებობს და მარტო ავტორის ჭკუიდამ
მოჩუხჩუხებს. თუნდაც ასე არ იყოს, რა დასაჯერებელია, – კაცმა მიუვალ ღელეში,
სოფლიდამ სამს ვერსტზე «ზამთრის ყინვასა და სუსხში დაიწყოს

--------------------

* ჩემს-დღეში ერთის მეტი მოურავი არა მყოლია.

სარგებლობა პატარა წყაროთი» მაშინ, როდესაც ცხვირწინ შიგ სოფელში აქვს კარგა
მოზრდილი წყარო, რომელიც არც გაყინულა და არც იყინება... გარდა ამისა, არაგვსა და
გურამიანთკარს შუა, მაშასადამე, სოფელზე უფრო ახლო, ერთი დიდი ფშაა, რომელიც
წისქვილებს აბრუნებს ზამთარ-ზაფხულს, რადგანაც ფშის წყალია და ფშის წყალი ხომ
თავის-დღეში არ იყინება. ამ წყლებისაკენ უფრო ფართო, უფრო ვაკე და უფრო მოკლე
გზაა, ვიდრე ჩემის ტყის მიუვალ ღელისაკენ და ეს გზა სტაროსელსკის მამულზე გადის
სოფლიდამვე დაწყებული ხსენებულ წყლებამდე. ამ წყალზე სიარულს დასალევ წყლის
ამოსატანად, ან ნახირის წყალზე გარეკას, მამულის პატრონი არავის არ უშლის და მე, რომ
ძალიან გულითაც მინდოდეს, სხვის მამულში რა ხელი მაქვს ან დაშლისა, ან არ-დაშლისა.
ყველა ამის დასამტკიცებლად ხელახლად ვთხოვ «მოგზაურის» რედაქციას და მის მიერ
პატივისცემით მიღებუილ მტყუან კორესპონდენტს მიბრძანდნენ და ადგილობრივ
გამოჰკითხონ იმისთანა მართალს და მიუდგომელ მოწმეს, როგორც ადგილმდებარეობაა
და ბუნება, რომელნიც თავის-დღეში არა სტყუიან... საქმე კი აი რაშია: საგურამოში,
რომლის წრეშიაც ხუთი სოფელია, გლეხკაცები სხვადასხვა მემამულის ტყესა და მინდორს
ჰხვდებიან საქონლის საძოებლად, სხვათა შორის ჩემსა და ჩემის მეუღლის თავისუფალ
მამულებსაც. დიდის ხნით დაწესებულია, რომ ვინც სხვის მამულს მოხვდება საბალახედ,
მამულის პატრონს უნდა აძლიოს თვეში ერთი შაური თითო სულს საქონელზე, ესე იგი
წელიწადში სამი აბაზი, სოფელ წიწამურის გარდა, საცა თითო სულზე თითო მანეთს
იხდიან წელიწადში, რადგანაც საძოვრად უფრო კარგი მამულია და ქალაქზე უფრო

250
ახლოა; მაშინ, როდესაც მთიულები და სხვა შორიდან მორეკილ საქონლის პატრონები,
სულ ცოტა რომ ვსთქვა, ექვს-შვიდს აბაზს და ზოგჯერ ორ მანეთსაც იძლევიან თითო
სულზე საბალახეს, ისიც ხუთს-ექვს შემოდგომის და ზამთრის თვეებში და არ მთელის
წლის განმავლობაში.

ალბათ ეს არის იგი ხავსი, რომელსაც ჩვენი აქაც წყალწაღებული ავტორი ჩაჰკიდებია, არც
უციებია, არც უცხელებია და თვეში ერთი შაური ერთი-ათად შეუკეცია, ერთი შაური ათ
შაურად გაუხდია და საბალახე წყლის ბაჟად უქცევია... ავტორის უკანასკნელ ბრალის
შესახებ ასე მოგვითხრობს, – ვითომდა გლეხის ნალაპარაკევს:

«ჩვენ სოფელში იყო ერთი ძალზე ღატაკი კაცი, ასე რომ ჩვენ – ღარიბებს გვყავდა ზურგზე
აკიდებული თავისის ცოლ-შვილით. ერთს დღეს ამ კაცს აევსო ორი კოკა, გადაეკიდნა
მხარზე და მიჰქონდა სახლში. გზად გამოვლილი დაინახა ი. ჭავჭავაძის მოურავმა,
გავარდა, სწვდა ყელში, დაუწყო ლანძღვა, – რატომ თვეში ათ შაურს არ იხდიო. – თქვენ
ათი შაური საქონელზედ დაადგინეთ, მე-კი კატაც არა მყავსო. ან ათი შაური ვინ მომცა, მე
სულ ორი კვირაა, რაც ქვეშაგებიდამ ავღანტალდი და, ხომ იცი, სულ ავადა ვარო»...
«შენთან ბევრი ლაპარაკი არა ღირსო», – და ამ სიტყვებით მივარდა მოურავი საცოდავს და
ორივ სავსე კოკა ზედ დაამტვრია ნახევრად შიშველ გლეხსაო».

თუ ეს მთელი ისტორიაც კოკების მტვრევისა თავიდამ ბოლომდე ტყუილი გამოდგა და


სულ მთლად მოუგონია სახელოვანს წარმომადგენელს ერთგვარ პრესისას, რა სახელი
უნდა დაერქვას ან ავტორს, ან მის საქციელს!... რაკი ესეა, მაშ ეს ნახევრად შიშველი გლეხი
და მის ზურგზე კოკების მტვრევა სრული ზღაპარია მაბეზღარისა და სხვა არა-რა. თუმცა
ესეა, მაგრამ ჩვენი ტყუილის-მცხობელი მხილებელი ამასაც არ ჰკმარობს და
მოგვითხრობს, რომ ამ არაყოფილს მტვრევას კოკებისას არაყოფილ გლეხკაცის ზურგზე
ილია ჭავჭავაძე – «ბალკონიდან ოთხასმანეთიან ქურქში გახვეული უყურებდა (აბა,
ტრაგედია აქ არის და: ცალკე ოთხასმანეთიან ქურქში გახვეული გაბღინძული თავადია და
ცალკე ნახევრად შიშველი გლეხი), გულიანად იცინოდა და თანაც აქეზებდა ერთგულს
მოურავსო». ნუ დაივიწყებთ, რომ ნახევრად შიშველი გურამიანთკარელი გლეხი გზად

251
მიმავალი ყოფილა ჩემის ტყიდან, როცა მე კოკების მტვრევისათვის მიყურებია. თუნდ
ეგეც იყოს, ორმოცთუმნიანი ქურქი აქ რა სახსენებელია! რა სიტყვის პასუხია! თუმცა მე
ორმოცთუმნიანი ქურქი ჩემს დღეში არცა მქონია და არცა მსხმია, და თუნდ მქონებოდეს
და მსხმოდეს, ამაში სამარცხვინოს არასა ვხედავ, რადგანაც მგონია, რომ არც ჩემი
მაბეზღარი დაიწუნებდა ორმოცთუმნიან ქურქს, თუ როგორმე მოიხერხებდა, მაგრამ მაინც
სასურველია ვიცოდეთ: აქ ჩემი, ვთქვათ, ორმოცთუმნიანი ტყუილი ქურქი რა მოსატანია,
რა შუაშია?

რაკი უმიზეზო ქვეყანაზე არა არის-რა, უნდა ვიფიქროთ, რომ აქაც არის ერთი რამ მიზეზი:
ან ის, რომ საშინელი უსამართლოება დაენახვებინა ქვეყნისათვის, აქაო და, ერთის მხრით,
ორმოცთუმნიან ქურქში გახვეული გაბღინძული თავადია და, მეორეს მხრით, ნახევრად
შიშველი საცოდავი გლეხი, ან, ალბათ, მე გამფრთხილებია, არ გაცივდესო, და
ორმოცთუმნიანი ქურქი წამოუსხამს, თუ მართლა არა, სურვილით მაინც.

ამ გაფრთხილებისათვის დიდი მადლობელი ვარ, ხოლო ვთხოვ ჩემს მწემქებარე ავტორს:


მიბრძანდეს, ჩემს ბალკონზე დადგეს, ორმოცთუმნიანი კი არა, თუნდ ასთუმნიანი ქურქი
წამოისხას, იქიდან გაიხედ-გამოიხედოს და, თუ ჩემის ბალკონიდან ტყიდან გზად
მომავალს კაცს კი არა, სპილოს დაინახავს, ჩემი კისერი და მისი ხმალი. თუ კაცმა განგებ
ჩემს შემოღობილ ეზოზე არ ჩამოიარა, კაცი ჩემის ბალკონიდან კაცს ვერა სასწაულით ვერ
დაინახავს. ხოლო ჩემს ეზოზე ჩამოვლა გარეშე კაცს არ შეუძლიან ისე, რომ ჩემმა ძაღლებმა
ფეხზე დააყენონ და არ გაწეწ-გაგლოჯონ. იქნება ჩვენმა გულწრფელმა კაცთმოყვარე
ავტორმა ეს ძაღლების ყოლაც დამიგმოს, – თუ ილია ჭავჭავაძე კაი კაცია, გლეხისათვის
საშიშარი ძაღლები რადა ჰყავსო და, თუ ჰყავს, რატომ ისე არ გაუწურთნია, რომ მარტო
თავადი და აზნაური სწეწონ და ჰგლეჯონ და გლეხს-კი მუხლმოყრით მიეგებებოდნენო.
იმიტომ მყავს ამისთანა კაპასი და გაუწურთვნელი ძაღლები, რომ მარტო ვდგევარ მთაში,
ტყის პირას, სოფელზე კარგა მოშორებით და, თუ კაპასი, აფთარი ძაღლები არ ვიყოლიე,
ნადირისა და ქურდის შიშით მე იქ არ მედგომილება...

252
არც ეს მაკმარა ამ ყოველ მართებულობაზე, ყოველ ადამიანობაზე ხელაღებულმა ავტორმა
და აი სადამდე გაადგმევინა უწმინდური ფეხი საზიზღარ ბეზღობას. იგი აი რით ათავებს
ამ მოჭორვილს ამბავს კოკების მტვრევისას. «უბედური გლეხი, ვიდრე სახლში მივიდოდა
დასველებული, გზაში მთლად გაყინულიყო. მივიდა სახლში, მარა იქაც კერა გაციებული
დახვდა უშეშობის გამო. გახდა ხელახლად ავად და ერთს კვირაში გაათავა
მრავალტანჯული და წამებული სიცოცხლეო».

აი, ბატონებო, ხომ ხედავთ, რა ღმერთი გამწყრომია! კაცი თუ ჩემის ხელით არ მომიკლავს,
სულ ცოტა რომ ვსთქვათ, კაცის სიკვდილის მიზეზად ხომ ვარ გამომჟღავნებული,
საქვეყნოდ, სამარცხვინო დაღდაკრული, საქვეყნოდ სახელგატეხილი.

ეს გლეხკაცის სიკვდილის ამბავი რომ წავიკითხე, სწორედ მოგახსენოთ, თმები ყალყზე


ამიდგა და კანკალი მომივიდა. ხუმრობაა, კაცის სიკვდილის მიზეზად გახდომა!...
ამიტომაც გულში გამიარა, – ვაი თუ, მართლა ჩემს მოურავს ღმერთი გასწყრომია, ეს
კოკების მტვრევა ჩაუდენია და ამ მტვრევას კაცის სიკვდილი ზედ მოჰყოლია. მოვკითხე
ამისი პასუხი, ვისაც ჯერ არს, და იცით, ბატონებო, რა გამოვიდა ჩემდა სასიხარულოდ და
ავტორის სამარცხვინოდ? ის გამოვიდა, რომ ავტორის მიერ შეთითხნილს ტრაგედიას
ბოლოც იმისთანა ტყუილი ჰქონია, როგორც დასაწყისი. თურმე ნუ იტყვით:
გურამიანთკარს ამ ზამთარს არც ერთი მამაკაცი გლეხი არ გადაცვლილა არამცთუ ჩემის
მიზეზით, არამედ სხვა მიზეზითაც... ნუთუ იქნებაღა მთელს ქვეყნიერებაზე სხვა საგანი
ბეზღობისა ამაზე უფრო უუსაძაგლესი, ამაზე უფრო შემაზრზენი, ამაზე უფრო
გულისასამღვრევი? – ნუთუ ამისთანა მაბეზღარის ხელშემწყობს გაზეთს, თუ ჟურნალს,
პრესა ჰქვიან თვით პრესის სამარცხვინოდ? თუ ასეა, ნუთუ სამართალი არ მიგვიძღვის
წყევლა-კრულვით ეს ამისთანა ადამიანის ხელუხლებლობის წამწყმედი და ძირს დამცემი
პრესა შევაჩვენოთ! ნუთუ სამართლიანის გულისწუყრომით არ უნდა მიღებულ იყოს
თვით პრესისაგანვე ამისთანა ყოვლად უკადრისი საქციელი?

მე ამას მარტო იმისათვის კი არ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში მე ვარ გაწბილებული,


შეგინებული და ასე უწყალოდ ხელშეხებული. ხოლო ეს აქლემი ხვალ თქვენ წინაც

253
დაიჩოქებს. ვინ არის თავმდები, რომ ხვალ ამისთანა დღემ თქვენც არ მოგაყენოს ერთმა
ვინმემ თავზედხელაღებულმა მაჩანჩალამ იმ ერთგვარ გაზეთისამ თუ ჟურნალისამ,
რომელსაც წმინდა სახელი და დანიშნულება პრესისა მჩვრად უქცევია, ადამიანობა და
ადამიანი ბეზღობის და ცილისწამების საგნად გაუხდია და დიდი მოძღვრება ადამიანის
ხელუხლებლობისა მარტო თავის სახეიროდ, თვის საფარველად გარდუქმნია. აფსუს,
სამართლიანად თავმოწონებულო პრესავ, რომ შენი დიდებული სარბიელი მყრალ გუბედ
გაუხდიათ და, საცა პატიოსანი ჭკუა და წმინდა გული უნდა ხელმწიფებდეს, ჭიაღუა
ბეზღობისა ჰჭყუპალაობს და თავის ბუდეს იკეთებს... არ ვიცი, – რომელი ბეზღობა და
ჯაშუშობა უფრო საძაგელია: იგი, რომელიც პოლიციის ხელჯოხიანობას გამოიწვევს, თუ
იგი, რომელიც ერთს კაცს მეორეს გადაჰკიდებს მტრად, ერთს წოდებას მეორეზედ
აალურსებს და აასისინებს, ან თუნდ ცალკე კაცს, როგორც ამ შემთხვევაში მე ვარ, მთელს
გლეხკაცობას პირში მისცემს, ვითარცა მათ მოძმეთა მყვლეფელს და მათ მოძმეთა
მკვლელს, ყოვლად უსაბუთოდ, ყოვლად უმიზეზოდ. დასასრულ, კიდევ ხელმეორედ
მოგახსენებთ: არის ზოგიერთი იმისთანა ზნეობრივი კანონი, რომელიც კაცთა
ერთმანეთობით ცხოვრებას საძირკვლად უდევს და რომელიც ყველასათვის ერთნაირად
სავალდებულოა, რა დასისა და რწმენისაც გინდა იყოს, და ერთი ამ კანონთაგანი ის არის,
რომ რაც შენ არ გინდა მოგივიდეს, იმას ნურც სხვისთვის მოინდომებო.

[1905 წ.].

დაიბეჭდა 1905 წ., «ივერიაში», ცალკე დამატების სახით (№68).

ნიკო ნიკოლაძე

(1843-1928)

254
დაიბადა ქუთაისში 1843 წელს, ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ
სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
«მატრიკულების შემოღების» წესის გამო არეულობაში მონაწილეობისათვის ნიკო
ნიკოლაძე დააპატიმრეს; ჯერ პეტრე-პავლეს ციხეში, შემდეგ შლისელბურგის კაზემატებში
ამყოფეს და უნივერსიტეტი დაატოვებინეს. ნ. ნიკოლაძე თვითგანათლების გზით
ცდილობდა ცოდნის შევსებას. პეტერბურგში «ბედნიერმა შეხვედრამ» ნ. ჩერნიშევსკის
დააახლოვა, რასაც ყოველთვის დიდად აფასებდა. 1864 წელს სწავლის გაღრმავების
მიზნით პარიზშია, დღე-ღამეში 16 საათს შრომობს, ეცნობა იმდროინდელი პროგრესული
მეცნიერების მიღწევებს, თანამშრომლობს გერცენთან, იბეჭდება მის «კოლოკოლში». 1869წ.
შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში, ფრანგულად იცავს სადოქტორო დისერტაციას,
წლის ბოლოს ჩამოდის საქართველოში, იწყებს «დროებაში» თანამშრომლობას. 1870 წ.
«დროებას» ორი რედაქტორი ს. მესხი და ნ. ნიკოლაძე უძღვება. 1871-73 წ.წ. «კრებულის»
რედაქტორია.

1873 წელს განერიდება ქართულ პრესას, თანამშრომლობს კავკასიაში გამომავალ რუსულ


პერიოდიკაში. მხოლოდ 1876 წელს ბრუნდება «დროების» განახლებულ რედაქციაში. 1878
წ. გამოსცემს რუსულ გაზეთ «ობზორს», რომელშიც ნიკოლაძის მხილების ძალა იმდენად
ძლიერი და მიზანმიმართულია, რომ მას, როგორც რედაქტორს, ორჯერ გაასამართლებენ.
პირველი პროცესი ნ. ნიკოლაძემ მოიგო, მეორედ – სტავროპოლში გადაასახლეს, საიდანაც
პეტერბურგში, რკინიგზის უწყებაში გადაიყვანეს სამუშაოდ. 1889 წელს ნ. ნიკოლაძე
თბილისში გამოსცემს რუსულ გაზეთ «Ноვое Обозение»-ს. 1894 წელს ჟურნალ «მოამბის»
განყოფილების ხელმძღვანელია. 1895 წლიდან ფოთის ქალაქის თავია, სადაც 20 წელი
იღვაწა. 1912 წელს მოწყობილი ინტრიგის და ყალბი ბრალდების გამო ნ. ნიკოლაძე
ქალაქის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს, თუმც მადლიერმა ფოთის საზოგადოებამ
1914 წელს საპატიო პენსია დაუნიშნა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციას პეტრეს
ქალაქში შეხვდა. საქართველოში დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისას ნ.
ნიკოლაძე რუსეთ-თურქეთის საზავო ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობდა.

255
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრია. გარდაიცვალა 1928 წელს.
დაკრძალულია მთაწმინდაზე.

ჟურნალი «კრებული»

(1871-1873)

«კრებულის» პირველი ნომერი 1 იანვარს საჩუქრად დაურიგდა გაზეთ «დროების»


ხელისმომწერლებს თბილისში, როგორც საკითხავი წიგნი, ხოლო მესამე ნომრიდან
ოფიციალურ ჟურნალად გამოვიდა. «კრებული» 1873 წლის ბოლომდე გამოიცემოდა. მისი
ფაქტობრივი რედაქტორი იყო ნიკო ნიკოლაძე, ოფიციალური რედაქტორი – გიორგი
წერეთელი. «კრებულის» 1872 წლის 8–9 ნომერი ერთ წიგნად პეტრე უმიკაშვილის
შედგენილია, ხოლო 1873 წლის ბოლოდან ოფიციალური რედაქტორობა კირილე
ლორთქიფანიძეს გადაეცა, მაგრამ ჟურნალის გამოცემა შეწყდა.

«კრებული» იბეჭდებოდა სტ. მელიქიშვილისა და დუბელირის სტამბებში. ჟურნალის


თანამშრომლები და პუბლიცისტები იყვნენ – გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, დ.
ჩქოტუა, ნიკ. ცხვედაძე, ი. მესხი, რაფ. ერისთავი, დიმ. ყაზბეგი, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი,
გრ. ორბელიანი, კ. ლორთქიფანიძე და სხვ. ჟურნალმა იმსჯელა ერობის შემოღების, ბანკის
დაარსების, ვაჭრობის განვითარების, რეალური განათლებისა და კლასიკური განათლების
შეწონასწორებაზე. ქართული უნივერსიტეტის გახსნასა და კაპიტალისტური წარმოების
აღორძინებაზე, რკინიგზის გაყვანასა და მის მნიშვნელობაზე საქართველოს ცხოვრებაში.
აგრეთვე კრიტიკის როლსა და გარდასული ლიტერატურული მემკვიდრეობის
გამომზეურებაზე, «ახალი ახალგაზრდობის» სამოქმედო არეალზე, საფრანგეთის, როგორც
პროგრესული სახელმწიფოს მართვის ავ-კარგზე, რუსეთის კულტურასა და
ლიტერატურაზე, შვეიცარიის განათლების სისტემასა და ევროპული აღორძინების
პრობლემებზე.

256
«კრებული» პროგრესული მიმართულების დემოკრატიული ჟურნალი იყო, რომელმაც
მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში ქართული ცხოვრების კაპიტალისტურად
გარდაქმნის გზებზე მსჯელობით იმდროინდელი მკითხველის ნდობა და სიყვარული
დაიმსახურა.

«კრებულის» დანიშნულებაზედ

«კრებული» დღეის იქით ჟურნალათ გამოიცემა. ეს ცვლილება მარტო იმას კი არ ნიშნავს,


რომ «კრებულის» წიგნები დანიშნულ ვადაზე გამოვლენ, თვეში ერთხელ, და უწინდელს
მის შინაარსს ახალი ნაწილები – «მიმოხილვა», «კრიტიკა" და სხვ. დაემატება. არა.
ჟურნალი, სხვა რამითაც განირჩევა სხვა და სხვა სტატიების კრებისგან. ხეირიან
ლიტერატურაში ჟურნალის სახელი ისეთ გამოცემას ეძლევა, რომელსაც თავისი საკუთარი
სული უდგია, თავისი დამდგარი აზრი აქვს და რომელიც ყოველი თავისი სტატიით,
თითოეული სტრიქონით და სიტყვით ნიადაგ თავის დანიშნულ მიზანს მისდევს. ამას
ეძახიან ჟურნალის «მიმართულებას", მის დროშას, და ჩვენი «კრებული" დარწმუნებულია,
რომ ხელ-ცარიელი არ გამოდის ლიტერატურულ ასპარეზზე, რომ იმას თავისი საკუთარი
მიმართულება და დროშა გამოაქვს. როგორც ყოველი კაცის მოქმედების და
მიმართულების ასახსნელათ უმთავრესი საგანი – მისი მიზანია, ისე ჟურნალის ხასიათის
გამოსაკვლევათ მისი მიზნის გაცნობაა საჭირო. როცა ჩვენ გაცნობილი გვაქვს ვისიმე
მიზანი და ის საშუალებები, ის გზა, რომლითაც ის თავის მიზნისკენ მიმართვას აპირებს,
ვენ სრული სჯა შეგვიძლიან შევადგინოთ ამ პირის მიმართულებაზე და მოქმედებაზე. და
რადგანაც ჟურნალის საქმეც ამნაირივეა, და მისი შრომა მით უფრო ადვილდება, რაც
უფრო უკეთ და სრულათ გაცნობილი აქვს მკითხველს მისი მიმათულება, ჩვენ აქვე უნდა
გამოვთქვათ მისი მიზანი, საშუალებები და მოქმედების გზა.

«კრებულს" ისევე მიზანი აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს თავის სიცოცხლეში ყოველ
პატიოსან და ხეირიან კაცს, ესე იგი თ ა ვ ი ს ი ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ი ს ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა.

257
როგორც ყოველ გონიერ კაცს, ამნაირ ბედნიერებათ მთელი საზოგადოებისთვის
«კრებულს" ის მიაჩნია, რომ ყოველ კერძო პირს, საზოგადოების ევრს, მისი სხეულის და
გონების ძალა რაც შეიძლება უფრო სრულათ გაეხსნას და ცხოვრებაში ამ ძალას, რაც
შეიძლება, უფრო სრული დაკმაყოფილება მისცეს.

ამნაირი ბედნიერება ის მიზანია, რომელსაც მისდევს მთელი კაცობრიობა. მაგრამ იმის


მიღწევას ქვეყანაზე ბევრი რამ უშლიდა და ეხლაც უშლის. ყველაზე უმთვრესი
დაბრკოლება, რომელიც ნიადაგ ხვდებოდა და ხვდება კიდევ ამ მიზანს, ის საზოგადო
აზრია, ვითომც ამ ბედნიერების მიღწევა თვითონ კაცს და კაცობრიობას კი არ შეუძლია, –
ამ სიკეთეს ის ზეგარდმო უნდა მოელოდეს, ვითომ კაცის უბედობა საბრალო დედა-
მიწაზე თვითონ კაცის გებულების, ანა და გარშემო ბუნების საქმეა, ვითომ კერძო პირს, ან
კერძო პირების კრებას არა შეუძლიათ რა ამ უბედურების დასათურგვნელად და
ედნიერების მისაღწეველათ. «ასე უნებებია ბედს, ფიქრობენ საზოგადოდ ამ საგანზე, მაშ
დავემორჩილოთ მის წმინდა განგებას"... კაცის ბედზე ძლიერ დიდი გავლენა აქვს თვითონ
კაცს; ისეთი გავლენა აქვს, რომ იმას შეუძლია მთელი მხარის შეცვლა, მის ბუნებითი
მდგომარეობის გადასხვაფერება და თავის სასარგებლოთ მოწყობა.

თუ კაცს და მის გონებას ამსიდიდე გავლენა აქვს თვითონ ბუნების გადასხვაფერებაზე, თუ


კაცის ტვინს და შრომას შეუძლია, ბუნების კანონების ამოკვლევით და მათი გონიერათ
ხმარებით, თვითონ ბუნების ხასიათის შეცვლა, რაღა თქმა უნდა, რომ წვრილმანობაში
იმას მეტის მეტი გავლენა უნდა ჰქონდეს სხვა და სხვა დაბრკოლებებზე, როლებიც იმას
ცხოვრებას უმწარებენ და ბედნიერებას აშორებენ. მართლაც, რა გინდ დაბრკოლება აიღო
კაცის ცხოვრებაში, ყველა, თითქმის ისეთნაირი იქნება, რომ კაცის გონებას და რომას მათი
დათრგუნვა და მოგერიება შეუძლია, ან შეეძლება. ავიღოთ მაგალითად, ჟამი. უწინდელ
დროს ეს სენი რომელიმე მხარეს რომ ეწვეოდა, მას შემდეგ მხარე თითქმის მოსრესილი
დარჩებოდა: ხალხი გაილეწებოდა, და ვინც დარჩებოდა, იმას საზრდო აღარ ექნებოდა,
რადგანაც ჟამიანობას ხვნა-თესვა სწყდებოდა. და ორმოცი, ხან ასი წელიწადი სჭიროდა
ხალხს წელის გასამართავათ, ჟამის კვალის ამოსახოცველათ... განათლებულ ქვეყნებში კი

258
ჟამმა და ამგვარმა სენებმა დიდიხანია რაც თავისი საზარელი ხასიათი დაკარგეს, და
უბრალო ავადმყოფობათ გადაიქცნენ, რომელიც თან და თან უფრო სუსტად და სუსტად
ეპყრობა ხალხს, და მალე სრულიადაც გაქრება სწავლის და ხეირიანი ცხოვრების წინ...
შენიშნულია, რომ ეს სენები, და საზოგადოთ ავადმყოფობა, უფრო ადვილად იჯაბნებს და
ხოცავს მდაბიო ხალხს და იმ პირებს, რომელთაც შეძლება არ აქვთ ხეირიანი და გონიერი
ცხოვრებით მათ ბუნების მოთხოვნილება დააკმაყოფილონ, ესე იგი, რომელნიც ცუდ
სადგომებში სცხოვრობენ, ცუდად ტანს იცმენ, ცუდი საზრდოთი თავს ირჩენენ და
გადაჭარბებულ ჯაფაში არიან.

შენიშნულია, კიდევ, რომ ამ სენებს ყველაზე უფრო კარგად იგერებს,წამალი კი არა, ან


ექიმის დახმარება, არა, – ხეირიანი და გონიერი ცხოვრება, საზრდო, და ის ხალხი,
რომელიც, უფრო კარგად სჭამს და სვამს, კარგად ცხოვრობს, უფრო ნაკლებად იჩაგრება
სხვა და სხვა სენების დროს. ამ ნაირთავე იქცევა ხოლერა, რომელმაც ამ უკანასკნელ
დროში თავისი საშინელი ძალა დაკარგა, და ეხლა ის იჩენს ხოლმე თავის დამღუპველ
გავლენას, იჯაბნებს მარტო ღარიბ, გაჭირვებულ ხალხს, რომელიც ცუდად იკვებს თავს და
ცუდ, დახშულ ჰაერს სუნთქავს...

როგორც სენი, იმგვარათვე ყოველი სხვა ავადმყოფობაც იდრეკს მუხლს ხეირიანი


ცხოვრების წინ. ხურება, ცივება, ყვავილი, წითელა, ხველა, ჭლექი, ერთი სიტყვით,
თითქმის ყოველ-ნაირი ავათმყოფობა მეტის მეტად კლებულობს, თითქმის სრულიადაც
ქრება იმ ხალხში ან იმ საზოგადოების ნაწილში, რომელსაც ხეირიანი ცხოვრების
საშუალება აქვს, და მხოლოდ იმ უბედურ ხალხზე იმარჯვებს და ვარჯიშობს, რომელსაც
ჯერ ჯერობით თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოუხერხებია, რომ კაცურ
მდგომარეობაში კაცურ ცხოვრებას მიეცეს და ბედნიერებას ეღირსოს... მაშასადამე,
გაჭირვება, რომელიც ბუნებისგან უძლური კაცის დაჩაგვრაში მდგომარეობს, და,
რომელიც, ყველას აზრით უმთავრეს დაბრკოლებას შეადგენს კაცობრიობის
ბედნიერებისთვის, ეს გაჭირვება, ვამბობთ, ჰქრება თვითონ კაცის შრომის და მოხერხების
წინ, ემორჩილება კაცის ტვინს და ხასიათს, რადგანაც მისი უმთავრესი საფუძველი – კაცის

259
ცხოვრების უხეირობა, საზრდოს და სადგომის უვარგისობა და ნაკლულევანება არის. რაღა
თქმა უნდა, რომ ამ მიზეზს კაცი ყოველთვის მოერევა.

მართლაც, რაა ცხოვრების მოთხვოვნილება? რა სჭირია კაცის ბუნებას ისეთი, რომ


თვითონ კაცს მისი შეძენა და შოვნა არ შეეძლოს? კაცის ბედნიერებისათვის ჩიტის რძე, ან
ნატვრის თვალი რომ იყოს საჭირო, ან მარტო ბულბულის ენებიდან დამზადებულ
საზრდო ან სხვა, ამნაირათვე ძვირი და უპოვარი საგნები, უეჭველია, კაცს მათი შოვნა
გაუძნელდებოდა, არ შეეძლებოდა, და, ამისგამო, მისი მოთხოვნილება
დაუკმაყოფილებელი დარჩებოდა, ესე იგი ის სამუდამოთ უბედური იქნებოდა. მაგრამ,
აქვს, განა, კაცის ბუნებას ამისთანა მოთხოვნილებები? სანამ სწავლულებს კაცის ბუნება არ
გამოეკვლიათ, სანამ სწავლას არ დაემტკიცებია, რომ საზოგადოთ ყველა კაცების სხეული
და არსება ერთ და იმავე კალაპოტზეა გამოყვანილი და ყველას ერთი და იგივე
მოთხოვნილება აქვს, უმთავრეს საგნებში, მანამდი დიდი ხმა ჰქონდა იმ პირების აზრს,
რომლებიც ამბობდენ: კაცი მუდამ დალაგმული უნდა იყოსო, თორემ მის სურვილს, მის
მოთხოვნილებას ბოლო არ ექნებაო. ამ აზრს ის შენიშვნაც ამტკიცებდა, რომ კაცის
სურვილი გაუმაძღრათ სჩანდა, პირველ დაკვირვებაზე, მაგრამ, სწავლამ რომ ეს საგანი
ხეირიანად გამოიკვლია, აღმოჩნდა, რომ სურვილსაც და მოთხოვნილებასაც
გარდუვლელი სამზღვარი ჰქონია დაწესებული ბუნებისაგან... წუთიერი მნიშვნელობა
აქვს შიმშილით ან ნაკლულევანებით გაავათმყოფებულ «სურვილს». მოუტანეთ მშიერ
კაცს, რომლის ფანტაზია ფერად-ფერად, ნაირ-ნაირ სასმელ-საჭმელს უხატავს, მოუტანეთ
ამ კაცს ყოველიფერი, რაც კი მის ფანტაზიას წარმოუდგენია, და დაუდგით წინ სულ
ერთიანათ, თუ ბიჭია, გაასაღოს მეათედი, მეასედი მაინც, იმის, რასაც დამშეული
შეხაროდა და ნდომულობდა. ის მაშინვე ეცემა ნოყიერ საჭმელს, ხორცს, პურს, ღვინოს და
მარტო იმდენს შეჭამს და შესვამს, რამდენიც მის დამშეულ სტომაქს სჭიროდა: დანარჩენი
ხელ-უხლებელი დარჩება, და გამძღარი კაცი შეზიზღებით მოაცილებს თვალს ნანატრ
საგნებს, და რა გულის წრფელობით იტყვის: «ამაო ამაოთაო».

260
დიდი განსხვავებაა, მაშასადამე, კაცის ბუნების ნამდვილ, რეალურ მოთხოვნილებას და
ცრუ წუთიერი ფანტაზიის სურვილს შუა, როგორც ცხოვრებას და სიზმარს შუა, ამნაირი
სურვილი თითქმის არც არსებობს, ის ავათმყოფი, შეწუხებული ტვინის და სხეულის
ბოდვაა... ერთ ხანს სწავლულებს შუა დიდი გავლენა ჰქონდა ერთ ახირებულ
მომაკვდინებელ აზრს: კაცობრიობა, ასწავლიდენ ეს სწავლულები, მეტის მეტად ჩქარა
იზრდება და მრავლდება; ოც და ოთხ, ხუთ წელიწადში, ხალხს გაორება შეუძლია, შემდეგ
ოც და ხუთ წელიწადში გაოთხება და სხვ. კაცის საყოფი საზრდო კი დედამიწაზე უფრო
ნაკლებათ, გვიანათ მატულობსო, ასე რომ კაცობრიობას ძლიერ მალე საზრდო სრულიად
შემოაკლდებაო. ამ აზრმაშეაშინა და აღაშფოთა ბევრი სწავლული და ბევრ კეთლ კაცს
დაუბნია გზა და კვალი. მაგრამ ცოტა ხანს შემდეგ, ამ უკანასკნელ დროში, სწავლამ სულ
სხვანაირი აზრის სიმართლე დაამტკიცა. დამტკიცდა, მაგალითად, რომ ბუნებაში ერთობა
სუფევს, რომ ბუნების ძალა ყოველგან ერთი და იგივეა, რომ ბუნებაში სხვა და სხვა
ნაწილებს შუა სრული დამოკიდებულება და თანხმობა არის. როგორც ხის ზრდა
სრულიად დამოკიდებულია იმ მიწის თვისებაზე, რომელზედაც ამოსულია ხე, როგორც
მიწის დაშრობა და უვარგისობა ხის ზრდას ბოლოს უღებს და მიწის გაუკეთესება ხეს
ხელახლავ ახარებს და ადიდებს, სწორეთ აგრეთვე ყოფილა კაცის გამრავლებაც
დედამიწაზე. სტატისტიკამ შენიშნა, მაგალითად, რომ როცა პური ძვირი ყოფილა
ინგლისში და ზოგიერთ სხვა ქვეყნებში, იქ ნაკლები ყოფილა ორსულობის და დაბადების
რიცხვიც და როცა პური და საზრდო გაიაფებულა, მაშინ შესაფერად გამრავლებულა ახალ
დაბადებულებიც. საზრდოს ნაკლოვანებას, როგორც წინეთ იყო ნათქვამი, მარტო
დაბადებაზე კი არა, სიცოცხლის სიგრძელე ზედაც აქვს გავლენა: რაც უფრო უხვია
რომელიმე ქვეყანაში, საზრდო და სხვა საჭირო საგნები, მით უფრო დიდხანს სძლებს
ხალხი, მით ნაკლებია მკვდრების რიცხვი, მაშასადამე მით უმრავლესია თვითონ ხალხი...
აქედამ, ვგონებთ, ნათლად სჩანს, რომ კაცობრიობას ყოველთვის ექნება იმდენი საჭირო
საგნები, რამდენიც მისთვის საჭიროა ცხოვრებაში.

მაგრამ ქონვა და მოხმარება ერთი და იგივე საქმე როდია. შეიძლება რომ საზოგადოთ,
რომელიმე ქვეყანაში, საკმაო საზრდო და სიმდიდრე იყოს, და ამ ქვეყნის ხალხი კი

261
შიმშილით კვდებოდეს და გაჭირვებით ცხოვრობდეს უთავბოლო ან უხეირო
გაწყობილების გამო... წარმოვიდგინოთ, მაგალითად, რომ ახალციხის მაზრაში ძლიეერ
ბევრი პური მოდის და ბევრი ხორაგია. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ სხვა ადგილებში,
მაგალითად თფილისის მაზრაში, პურიც ნაკლები მოდის და ხორაგიც ძვირობს. როცა
ზაფხული დგას და ხეირიანი ტაროსი ჩვენ ბუნებურ გზებს ცოტა ოდნათ გასავლელათ
ხდის, ახალციხის მაზრიდან პური გადმოაქვთ, და ის საზრდო, რომელიც ახალციხეს
მომეტებული იყო და ტყუილად უნდა წამხდარიყო, თფილისში ისეთ პირებზე საღდება,
რომელთაც პურის სიძვირე აწუხებდა და ეტყობოდა. მაგრამ, წარმოვიდგინოთ, რომ
თოვლმა ჩვენში უხეირო გზები და გადაუვალი მთები შეკრა, ან წარმოვიდგინოთ, რომ
ახალციხის მაზრას სულ არაფერი გზა არა აქვს თფილისელთან მისვლა-მოსვლისათვის.
მაშინ, რასაკვირველია, მომეტებული ხორაგი უსარგებლოთ უნდა დალპეს თვითონ
ახალციხის მაზრაში, და თფილისის მაზრის მცხოვრებლებს კი ხორაგის ნაკლულოვანება
უნდა აწუხებდეს.

საზრდოს და სიმდიდრის უვარგის განაწილება სხვა და სხვა მაზრებს დაპირებს შუა,


გვიჩვენებენ, რომ ამ განაწილების მიზეზიც, როგორც სხვა დაბრკოლებები, კაცის ძალას
ქვეშ არიან. უეჭველია, ვგონებთ, რომ გზების გამართვა კაცს თითქმის ყოველგან შეუძლია,
თუ მოხერხება, ცოდნა და შეძლება აქვს. პრუსიელებმა ოცდა რვა დღეში მთიან და
მდინარეებიან ადგილში ოცდა თორმეტი ვერსის რკინის გზა გამართეს, შარშანდელი ომის
დროს, ფრანცუზებმა ერთი უშველებელი ტალის მთა გახვრიტეს (მონ-სენი) და შიგ
მშვენიერი რკინის გზა გაავლეს. ისე, რომ ტალის ტუნნელს რამდენიმე ვერსი აქვს სიგრძე,
და ზედ თითქმის მყინვარის (ყაზბეგის) ოდენა მთა აწევს. რკინის გზები გამართულია
მდინარეებზე, მთებში, ორმოებში, წყლის ძირში, სახლების ჭერზე და ქუჩებს ქვეშ, ერთი
სიტვით ყველგან, სადაც კი საჭიროება თხოულობდა; აგრეთვე მოგონილია სასტიკი
სასჯელი პურის და სხვა ხორაგეულობის შესყიდვისათვის და მერმე ფასის
მომატებისათვის. მოგონილია პურის საზოგადო მაღაზიები და ცენტრალური ფულის
კრება (ფონდი) უპურობის დროს საზოგადოებისათვის და ხალხისათვის ხელის
გასაწყობლად, მოგონილია (როგორც რუსეთში იყო 1868წ.), საზოგადოების ფულით და

262
ამორჩეული პირების ხელით, იაფ ადილებში პურის ყიდვა და გაჭირვებულებში მიტანა,
იქ დამშვეულებში დასარიგებლათ, სესხათ... ერთი სიტყვით, კაცს შეუძლია თავისი
გონებით და შრომით მოიგერიოს თავიდგან ის დაბრკოლება, რომელიც წარმოდგება
საზრდოს უსარგებლო განაწილებისაგან... მაგრამ, «შეუძლიაო» რომ ვამბობთ, ეს მართლა
იმას კი არ ნიშნავს, რომ ყოველს კერძო პირს წამოდგომის და ხელის განძრევის მეტი არა
სჭირია რა ამ დაბრკოლებების დასარღვევლათ. შეუძლიან აქ მარტო იმას ნიშნავს, რომ
მცოდნე, შემძლე, გამტან კაცებს, ერთათ რომ შეიკრიბონ და თავდარიგიანათ საქმეს ხელი
მოჰკიდონ, შეუძლიანთ ბოლოს, დიდი ცოდნის და შრომის ფასათ, ამ დაბრკოლებების
მოგერება და დათრგუვნა. მაშ ამ საქმეში ცოდნას და შრომას დიდი მნიშვნელობა ჰქონიათ.
რა ნაირი ცოდნა და რა ნაირი შრომაა საჭირო ამ გარემოებაში?

უეჭველია, ვგონებთ, რომ ზემოხსენებულ დაბრკოლებებს ერთი უმთავრესი და საერთო


წყარო აქვთ – კაცის ბრძოლა ბუნებასთან, ბუნების დამჩაგვრელი ძალისგან
გათავისუფლების სურვილი, ბუნების სასარგებლო ძალით სარგებლობის ნდომა. მაგრამ,
როგორ ებრძვის კაცი ისეთ საგანს ან ძალას, რომელსაც არ იცნობს, რომლის მნიშვნელობა
და ხასიათი გამოკვლეული არა აქვს? ბუნებას კი არა, ბავშვს რომ შეებას ბრძოლაში თვალ
ახვეული კაცი, ის მაინც დამარცხებული, და იქნება დამახინჯებულიც, გამოვა. ბრძოლაში
პირველი საჭიროება – მოწინააღმდეგეს ხასიათის, ძალის, მდგომარეობის და
ჩვეულებების გაცნობაა. მაშასადამე, კაცისათვის, რომელიც ამ ქვეყანაში ბედნიერებას და
ხეირიან ცხოვრებას ეძებს, ყველაზე უსაჭიროესი ცოდნა – ბუნების გამოკვლევაა. არც
ერთი ცოდნა არ აძლიერებს კაცის გონებას ისე, როგორც ბუნების ცოდნა. როცა კაცი, სხვა
და სხვა კერძო წვრილმან დაკვირვებებს შემდეგ, იქამდი მიაღწევს, რომ შეაგროვებს და
შეადარებს ერთმანეთთან სხვა და სხვა კერძო ცოდნას ბუნების მეცნიერებისას, როცა ის
საერთო ანგარიშს უზამს თავის ცოდნას ბუნებაზე და ჯამს გამოიყვანს წვრილმანი
ბუნების კანონებიდან, ის ერთ უმთავრეს აზრს დაადგება: «ბუნება ერთია, ყოველი მისი
მოვლინება ერთ და იმავე უმთავრეს ბუნების კანონს ემონება; კაცის ცხოვრებაც ერთი ამ
ნაირი მოვლენათაგანი არის, რომელიც ყველაფერში ბუნების კანონს მისდევს. ბუნება არც
მტერია კაცის, არც მეგობარი, არც სიკეთე უნდა მისთვის, არც სიავე; ბუნებაში არც ერთი

263
არსება არ მოიპოვება, რომელსაც დანიშნულება ჰქონდეს კაცის მოყვრობა ან მტერობა.
თვითონ კაცია თავის ბედის გამწყობი: თუ იმან გაიგო ბუნების თვისება, და ამ თვისების
შესაფერათ გაიმართა ცხოვრება, ის ბედნიერება იქნება. სანამ იმას არ მოახერხებს,
საბრალო და გაჭირვებულ მდგომარეობას ვერ სცილდება».

ეს აზრი მეტის მეტად სასარგებლო და კეთილმოქმედია კაცის ცხოვრებისთვის.


ცხოვრების სიმძიმე დიდხანს ჰჩაგრავდა კაცს, დიდხანს აწუხებდა მის გონებას და გულს,
ხშირათ გამოითხოვდა იმას საბრძოლველათ, მაგრამ კაცს ერთი აზრი ნიადაგ ხელფეხს
უსხლეტდა, ნიადაგ გულ-ხელ აკრეფინებდა: «ეს ბედის საქმეა», «ასეა ზეგარდმო
დაწესებულიო». ეხლა იმას შეუძლია დარწმუნდეს, რომ ბედის საქმე არა არისრა, არც
ზეგარდმო ყოფილა დაწესებული მისი მდგომარეობა. ამ ნაირათ, ბუნების მეცნიერება
გულ-ხელ დაკრეფილ კაცს თავისი ფილოსოფიით ამხნევებს, და თავისი წვრილმანი
დაკვირვებებით და ცოდნით ხელში ათასნაირ იარაღს აძლევს, ცხოვრების
გასაუმჯობესებლათ... ჩვენ გვაკლია ეს ცოდნა, – ეს ნამეტნათ რბილათ არის ნათქვამი,
უნდა გვეთქვა: «ჩვენ არაფერი გაგვეგება ამ ცოდნისა».

ჩვენი ქვეყნის უწინდელი ცხოვრება ისეთ რიგათ იყო გაწყობილი, და ისეთ გარემოებებში
მდგომარეობდა, რომ ჩვენ ხალხს არც დრო და არც შეძლება ჰქონდა თავის საკუთარ
ცხოვრებას დაკვირვებოდა და იმ ნაირათ გაეწყო თავისი მდგომარეობა, როგორაც მის
სარგებლობას და სიკეთეს შეეფერებოდა. ყოველ მხრით ჩვენ გვაწუხებდა გარეგანი მტერი:
ოსმალო, სპარსი, ლეკი თითქმის ყოველ დღე გვესეოდა თავზე, და ჩვენ ხალხს ნიადაგ
მარტო ერთი საზოგადო აზრი და საქმე ჰქონდა, – თუ როგორ დაეფარა თავი ამ
შესევნიდგან, რა გზით დაეცვა თავის ქვეყნის და ოჯახების სიმტკიცე და თავისუფლება.
ოღონდ უწყალო და ამკლებელ გარეგან მტერს გადარჩენოდა ჩვენი ხალხი, და შინ რა ბედი
დაემართებოდა, რა გაწყობილებაში იქნებოდა, ამას ის აღარ ეძებდა... ყოველ ხალხისთვის
ცოტაოდნათ მაინც სასრგებლოა ხანდისხან მეზობელთან და გარეგან მტერთან მისვლა-
მოსვლა და შეტაკებაც; მაგრამ ეს სარგებლობა მარტო მაშინ წარმოდგება, როცა რომელიმე
შემოძველებული წესით დახავსული ხალხი უკეთ გაწყობილ და ხეირიანად აღზდილ

264
ხალხს ეყრება. მაშინ ის თავის მეზობლიდგან ახალ წესს და სიკეთეს იღებს. თავის
ხოვრებას აძლიერებს, თვითონ უკეთესდება და ცოტა ხანს შემდეგ გაახლებულ ხალხათ
გამოდის. ამ ნაირი როდი ყოფილა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა: იმას გარშემო მტერი
ერტყა, რომელიც მის შვილებს გარეთ არ უშვებდა განათლების და გამოცდილების
მისაღებათ; მართალი რომ ვსთქვათ, არც ჩვენები ეძებდნენ ნამეტნათ ამ განათლებას,
ამიტომ რომ არსაით მისი სიკეთის მაგალითს არ ხედავდნენ. მართლაც, ჩვენი მტრები
ყველანი იმნაირივე ველურ და ადამის წლის მდგომარეობაში იყვნენ, როგორც ჩვენ
თვითონ. იმათაც ცხოვრების მეცნიერებათ, ხელმძღვანელათ მარტო მამაპაპური ჩვეულება
და აზრები ჰქონდათ; იმათაც ჩვენსავით თავიანთი მახინჯი საზოგადო განწყობილება
ღვთის განგებისგან დაწესებულათ მიაჩნდათ. ისე რომ მისი გაუმჯობესების, შეცვლის ან
გადასხვაფერების აზრი იმათ თავის დღეშიაც თავში არ მოსვლიათ. ამ მიზეზების გამო
ცხოვრება კუს სიარულით მიმდინარეობდა, სწორეთ ისე, როგორც ასი და იქნება ათასი
წლის წინათაც...

ბოლოს, ჩვენზე უკეთ გაწყობილმა და უმჯობესმა ცხოვრებამ თავი შემოჰყო ჩვენში.


რასაკვირველია, ჩვენ იმის მისაღებლად დამზადებული არ ვიყავით, და ამის გამო
დავრჩით გაშტერებულნი, თითქო საქმე ჩვენ სრულიადაც არ შეგვხებოდა. მაგრამ ნელ-
ნელა, ცოტ-ცოტა ჩვენ ვრწმუნდებოდით, რომ ახალ ნანახ წესს და განწყობილებას ბევრი
ისეთი მხარეები ჰქონია, რომელნიც ჩვენებურს ათი ათასჯერ სჯობდენ. ჩვენ სრულიადაც
დავრწმუნდით, რომ ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ
სამაგალითოთ უნდა მიგვაჩნდეს.

როცა ჩვენ ყური ვადევნეთ ამ წესს, ცხოვრებას და მეცნიერებას, გავიგეთ, ცოტ-ცოტა, რომ
არც ევროპას ღირსებია იაფათ ეს სიკეთეები. ჩვენ შევიტყვეთ, მაგალითად, რომ ევროპის
ცხოვრებას ბევრი კალაპოტი გამოუცვლია, ბევრი ჭახრაკი და ვაივაგლახი უნახავს, სანამ
იმ ნაირ გაწყობილებამდი მისულა, რომელსაც ჩვენ ეხლა უნდა შევნატროდეთ და კიდეც
შევნატრით. ჩვენ შევიტყვეთ, რომ იქაურ ხალხებს პირდაღებული და
გულხელდაკრებილი კი არ მოუცდიათ ამ ბედისთვის, და არც ეს სიკეთეები ზეციდან

265
ჩამოცვენიათ. არა, იმათ ძლიერ ბევრი უშრომიათ, ბევრი უმეცადინებიათ, ბევრნაირი
საცადი უსინჯავთ, სანამ ეხლანდელ თავიანთ მდგომარეობას და მღიმარე ბედს
მოიპოვებდენ... მაშასადამე, რაკი ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენთვის მეტის მეტათ
შესახარბებელია სხვა ქვეყნებში გავრცელებული განათლება და კეთილდღეობა, რაკი ჩვენ
ვიცით, რომ ეს განათლება და კეთილდღეობა იმათ თავიანთ აკვანში როდი უპოვიათ, ჩვენ
უნდა დავაკვირდეთ და გამოვიკვლიოთ, თუ რა ნაირათ და რა გზით მიაღწიეს
განათლებულმა ხალხებმა თავიანთ კეთილდღეობამდი, რა და რა წესი და განწყობილება
მოუგონიათ იმათ ამ კეთილდღეობის დასაფუძნებლად და გასაძლიერებლათ. ჩვენ არც ამ
გზას ვიცნობთ, ჯერ, არც ამ წესს. ჩვენი უმეცრება ამ საგნებში ისეთი უსაზღვროა, რომ
ზოგიერთი იშვიათი განათლებული პირებიც რომ გვირევია ჩვენში, იმათაც არ იციან
ხეირიანათ ეს გზა და წესი.

საზოგადოება ხომ, რასაკვირველია, სრულიად უმეცარია ამ საქმეში... ეს გარემოება მით


უფრო სამწუხაროა, რომ საზოგადოების ცხოვრებაში ძლიერ შესანიშნავი გავლენა და ძალა
აქვს თვით ამ საზოგადოების აზრს და მისი გონების და ზნეობის გახსნას. საზოგადოების
ცხოვრება ისე იწყობა, უმეტეს ნაწილად, როგორც სურს თვითონ საზოგადოებას. მაგრამ,
რა სურვილი უნდა ჰქონდეს, ან რა ხასიათით უნდა ეძებდეს თავისი სურვილის
დაკმაყოფილებას ისეთი საზოგადოება, რომელსაც აზრის და ზნეობის ცხოვრებაში არა
გაეგებარა, და რომლის ტვინი მარტო კერძო, წვრილმან სარგებლობაზე ზრუნავს? რა
ნაირად უნდა მოქმედებდეს, საითკენ უნდა მიიწევდეს ისეთი საზოგადოება, რომელსაც
არც სხვა ხალხების მაგალითი უძევს თვალს წინ, არც საკუთარი მდგომარების გაცნობა და
დაფასება შეუძლია? ვინ ან რა უნდა ყავდეს იმას ხელმძღვანელათ? რა უნდა ჰქონდეს
მიზნათ, რა და რა საფუძველი უნდა ედვას მის შრომას და სურნელს, რა ძალას უნდა
ხმარობდეს ის თავისი მიზნის მისაღწევათ? – ამ კითხვაზე არავის პასუხის გაცემა არ
შეუძლია, ამიტომ რომ ის მეცნიერება, რომელიც ამ კითხვებს იკვლევს და ხსნის, ჩვენთვის
უცნობი და დახშულია.

266
ეს მეცნიერება ხუმრობა რამ არ უნდა ეგონოს მკითხველს. მისი მიზანი, როგორც წინეთ
ნათქვამი იყო, კაცობრივი საზოგადოების დაფუძნება და გაძლიერებაა. მაგრამ ის
უსაფუძვლო გულკეთილობაზე და სურვილზე კი არ არის დაფუძნებული, იმას
გაუხილავს სხვა და სხვა ქვეყნების ცხოვრება, სხვა და სხვა შემთხვევების ერთმანერთზე
დამოკიდებულება და სხვა და სხვა ხალხების წარსული და ეხლანდელი ბედი, და ამ
განხილვის დროს ისეთი სამეცნიერო კანონები დაუნახავს, რომელთაც ყოველთვის და
ყოველგან ემონება კაცობრივი საზოგადოება. ეს კანონები ერთ, საქვეყნო, ბუნების კანონს
ჩამოგავენ

და როგორც ბუნებაში ყოველიფერი ბუნების კანონს ემონება და მისგან იღებსთავის ძალას


და სიცხოველეს, ისე საზოგადო ცხოვრება, თავის უნებურათ და უცოდნელათ, ასრულებს
საზოგადოების მეცნიერების კანონებს და უსაყვედუროთ, უცილებლათ მისდევს მის
ნებას... საზოგადო ცხოვრებაში არაფერი ხდება უეცრათ და უმიზეზოთ, ისე, რომ
საზოგადო ცხოვრების ნიადაგ და შეუცვლელ კანონებს არ ემონებოდეს. როგორც ბუნებაში
ერთ მოვლენას ათასნაირ სხვა მოვლენასთან კავშირი და დამოკიდებულება აქვს, ისე
საზოგადო ცხოვრების მოვლენები ერთმანეთში ჩართული და ერთი მეორეზე
დამოკიდებულები არიან... შემოიღეთ ამ ნაირ საზოგადოებაში ხეირიანი სამართალი,
დაარწმუნეთ ხალხი, რომ მის ქონებას და შრომას, უიმისოთ, ვერავინ შეეხება,
დაარწმუნეთ საზოგადოება, რომ მიცემული პირობა ასრულებული იქნება, გასესხებული
ვალი – ამოღებული, დაჩაგრულს – სამართალი მიეცემა, და მაშინ ნახეთ, რა ნაირათ
გაშლის ფრთებს ამ საზოგადოების ეკონომიური ცხოვრება, რა აღებ-მიცემა და მისვლა-
მოსვლა გაიმართება იმაში, რა სინათლე გავრცელდება ამ მისვლა-მოსვლის გამო და
რამდენათ გაუკეთესდება და გამრავლდება მთელი ხალხის მდგომარეობა და სიმდიდრე,
მისი ხასიათი და ზნე, – იმ უბრალო მიზეზით, რომ უხეირო და მოქრთამე სასამართლოს
მაგიერ, დაწესდა პატიოსანი და პირუთვნელი სამართალი. ამ ნაირივე მაგალითებს
წარმოგვიდგენს ჩვენ თითქმის ყოველი კერძო მხარე ხალხის ცხოვრებისა. სასწავლებელს,
ერთმანერთის დახმარებას და ხელის გაწყობას ბანკებით და სხვა და სხვა ამხანაგობებით,
გზებს, სხვა და სხვა წოდების მდგომარეობას და სიმართლეებს, ერთი სიტყვით

267
ყველაფერს, თვალ-უწვდენელი გავლენა აქვს მთელი ხალხის ცხოვრებაზე, და არა მარტო
ორიოდე პირზე...

– სასწავლებელში, ნამდვილი, გამოსადეგი მეცნიერების მაგიერ, ბავშვებს უსარგებლო და


უსაფუძვლო საგნები რომ ვასწავლოთ, ისინი ცხოვრებაში სხვებსავით ხეპრენი გამოვლენ –
განსხვავება მარტო ის იქნება, რომ იმათ განათლებულის სახელი (მარტო სახელი!)
ერქმევათ. მათი საქციელი და ცხოვრება, მათი მაგალითი სრულიად უწინდელი
გაუნათლებელი ხალხის ყოფა-ქცევას ჩამოემსგავსება, ზოგიერთი ახალი ფრაზების
ხმარების გარდა,

მაგრამ ფრაზებში ხომ არ მდგომარეობს კაცის მოქმედება და ხასიათი... მასასადამე,


«საზოგადოების მეცნიერებაში» უნდა ვეძებოთ ჩვენ იმ კითხვის ახსნაც, თუ რა ნაირი,
როგორი და რა მიზნიანი გაწყობილება (სამართალი ვარ, თუ სასწავლებელი, ბანკი, თუ
საავათმყოფო და სხვ.) უფრო გამოსადეგი და სასარგებლოა საზოგადოებისათვის, რომელს
და რა შედეგი მოსდევს, რა და რა სარგებლობა და ვნება. «საზოგადოების მეცნიერებას»
უნდა მოვთხოვოთ ჩვენ იმ საქმის ახსნაც, თუ რა და რა ნაირ მდგომარეობაში, რა და რა
ნიადაგზე ხარობს და ძლიერდება სხვა და სხვა გაწყობილება, და რა ჰავა სწყენს იმას, რა
ჰავა არგებს. – როგორც ერთი მხარედგან მეორეში გადარგული ვაზი შესაფერ ნიადაგს და
ჰავას თხოულობს, უიმისოთ თავის ხასიათს და თვისებას კარგავს და ცოტა ხანის შემდეგ
იმნაირ ვაზათ იქცევა, როგორიც უწინ იმ ნიადაგზე იზრდებოდა, სწორეთ იმავე ნაირათ
იცვლის თავის ხასიათს და თავის თვისებას ყოველი საზოგადო გაწყობილება, თუ თავისი
შესაფერი სხვა გარემოებებიც არა აქვს...

მიუბრუნდეთ კიდევ მეორე მაგალითს, – ნასწავლი ყმაწვილის მოქმედებას


საზოგადოებაში... ასიოდე ყმაწვილს, რომელთაც სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი სწავლა
მიიღეს, და რომელთაც ეხლა ას-ასი და ორას-ორასი თუმანი შემოსავალი აქვთ
წელიწადში, ადვილათ შეეძლოთ სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და
ხალხისთვის მათზე დანახარჯი ფულის და შრომის დაბრუნება, თითო-თითო ყმაწვილი
მაინც რომ გაეზარდათ თავის საკუთარ ხარჯით, და ორასი თუმნიდან ათის თავი მაინც

268
გადაედვათ ამ საქმისთვის. ეს ჩვენში თითქმის არავის არ უქნია, არავის არ აუსრულებია
თავის მოვალეობა... აქედან სჩანს, რომ «საზოგადოების მეცნიერებას» ერთნაირ კითხვაზე
კიდევ უნდა მოვთხოვოთ ჩვენ პასუხი: იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების
წევრების ხასიათს, ზნეს და პატიოსნებას.

ქვეყანაში ჯერ არც ერთი სიკეთე, არც ერთი სასრგებლო საქმე არ გარიგებულა უხეირო და
სუსტი კაცის ხელით, არც ერთი ამამაღლებელი აზრი არ დაბადებულა მის თავში. რაც
კაცობრიობას სახეირო და სასახელო რამ ღირსებია თავის სიცოცხლეში, ეს ყველაფერი
გაუკეთებია მისთვის მაღალი და პატიოსანი ხასიათის პირებს, რომელნიც თავიანთი
აზრით, მოქმედებით და ხასიათით ამშვენიერებენ, აუკეთესებენ და ასახელებენ
კაცობრიობას. უწმინდური ხელით წმინდა რამ თავისი დღეში არ გაკეთებულა, ეს
ყველასთვის ცხადი ჭეშმარიტებაა. ყოველ საქმეს, ყოველ მიზანს კაცის შრომა და ძალა
სჭირია, ისეთი შრომა და ძალა, რომელსაც ათასნაირი დაბრკოლების დათრგუნვა
შეეძლოს. უეჭველია, რომ მთელი ხალხი, მთელი საზოგადოება თითონ ყველა თავის
საქმეებს ვერ გამართავს, რადგანც უმეტეს ნაწილს თავთავის კერძო საქმე და კერძო
სარგებლობა აქვს, და ათასი კაცი ერთ საქმეს რომ დაეხვიოს, ეს საქმე ამ დახვევით ვერ
იხეირებს. იმისგამო საზოგადო ცხოვრება ისეთ რიგათ იმართება ყოველგან, რომ საერო,
საქვეყნო საქმეებს სანდო პირები მმართავენ... იმათ უკისრიათ მთელი საზოგადოების
წინმძღომლობა, მისი სარგებლობის და კეთილ-დღეობის დაცვა და ყურისგდება, მისი
ბედის გაუკეთესება. ამ მიზანს, როგორც წეღან ვამბობდით, აუარებელი დაბრკოლებები
აძნელებენ, და ამ დაბრკოლების მოსაცილებლათ, ამ მიზნის მისაღწევათ, ესე იგი
საზოგადო ბედის გასაუკეთესებლათ, საჭიროა საზოგადოებისთვის მხნე, გონიერი,
შეურყევლათ პატიოსანი და ნიჭიერი პირები, რომელთაც თავის საკუთარი სარგებლობა
და მიზანი სრულიადაც არ უნდა ჰქონდეთ, რომელნიც საზოგადო საქმისთვის უნდა
ცხოვრობდენ და საზოგადო მიზნისთვის უნდა კვდებოდენ... განა ბევრია მისთანა
საუცხოვო პირი, მისთანა დედა მიწის მარილი, ურომელოთ ხავსიანდება და ლპება
საზოგადო ცხოვრება და ხასიათი? – ჩვენ ვცხოვრობთ რბილ, ჩვილ დროებაში. ჩვენი
ხასიათი, ჩვენი ზნე მეტის-მეტად მომტყდარი, უგულო და უსულო შეიქნა.

269
დაბრკოლებასთან ბრძოლა კი არა, ჩვენ დაბრკოლების აზრიც გვაშინებს. ჩვენ გვსურს, რომ
საზოგადო სიკეთე შემწვარი, გამომცხვარი, მარილ წაყრილი ჩაგვიცვინდეს პირში. ჩვენ
კბილის მოქნევაც გვეზარება ამ სიკეთით სარგებლობისთვის; დაბრკოლების მოშორებას,
ბრძოლას და მიზნის მიღწევას ვინღა დაეძებს, ჩვენ იმისიც კი გვერიდება, რომ ნაცნობს,
მეგობარს პირში ისეთი აზრი არ უთხრათ, რომელიც მისას არ ედარება, რომელიც მისი
საწყენი და წინააღმდეგია. ამნაირ შემთხვევაში ჩვენ ათასფრათ ვარბილებთ ჩვენ აზრს,
მისს ბამბით და ვარაყით შეხვევას ვცდილობთ, იქნება მსმენელმა არ იწყინოს, ვინცობაა,
და ჩვენი სამდურავი გულში არ ჩაისახოსო... საზოგადო საქმე, საზოგადო მიზანი,
სარგებლობა? ვინ არ ხარხარებს ჩვენში, როცა ამ სიტყვებს ყურს მოჰკრავს. ვის არ მიაჩნია
ისინი ბავშურ ოცნებათ, სიტუტუცეთ. «ჩემი რაა, რას დავეძებ», – ეს სიტყვები ვის არ ადგია
ენაზე, ყოველთვის, როცა «საზოგადო სარგებლობა» ჩაეწვეთება ყურში? ვის არ მიაჩნია ეს
სიტყვები იმ უცნაურ და თვალმაქცურ მარგალიტათ, რომლითაც ადვილათ
შესაძლებელია «საზოგადო ცხვრის» გაკრეჭა და «საზოგადო მატყლით» თავისი საკუთარი
ტყავის და სხეულის გათბობა?...

განა ბევრია იმისთანა საუცხოვო პირი, იმისთანა ქვეყნის კეთილისმყოფელი, რომელმაც


დაანახოს დაბნეულ საზოგადოებას, რომ საზოგადოს სიკეთე ჩვენი, ესე იგი შენი და ჩემი
სიკეთეა, რომ რაც უფრო მკვიდრი და ვრცელია საზოგადო სარგებლობა, მით უფრო
მკვიდრ და შეურყეველ საფუძველზე დამყარებულია ყოველი კერძო პირის სიკეთე და
კეთილდღეობა? ბევრია იმისთანა პირი, რომელიც ჩაგვიდგამს ჩვენ ამ «საზოგადო სულს»,
გვიჩვენებს ამ საზოგადო მიზანს, გაგვიმაგრებს ხასიათს, აგვიმაღლებს გრძნობას, არ
მოერიდება დაბრკოლებას და მიგვაწევინებს საზოგადოების მაღალ მიზანს, – ყველას და
თითოეულის ბედნიერებას?...

...უდარდელათ, უზრუნველათ უცქერით ჩვენ ყოველ გვარ უხეირობას, სიცუდეს და


ავკაცობას, თითქო ეს საქმე ჩვენ არ შეგვეხებოდეს, თითქო ჩვენი მახლობელი ჩვენი
სისხლის არ იყოს და მის ბედს და უბედობას ჩვენზე არაფერი გავლენა არ ჰქონდეს. ჩვენ
შეურყევლათ ვსტკბებით ჩვენ საკუთარს კერძო ცხოვრებაში, სანამ ჩვენ საკუთარ ტყავს არ

270
შეეხება ის სენი და ის ვნება, რომელიც წინეთ ჩვენს მახლობელს მიადგა. მაშინ კი ჩვენ ხმა-
მაღლა ღრიალს და გოდებას ვიწყებთ. მაგრამ, ჩვენს უბედობას მახლობელი იმნაირივე
გულგრილობით გულხელდაკრეფილი დაცქერის, როგორითაც ჩვენ მის უბედურობას
დავყურებდით, თითო თითოს, ცალ-ცალკე, ნელნელა, შეუნიშნავად გვჭამს ჩვენი
ზნეობითი სენი და ჩვენ კი უხასიათობისა და უზრუნველობის გამო, არ ვსცდილობთ, რომ
ერთად, ძმურათ თავიდან მოვიცილოთ ზემოხსენებული სენი, რომელიც ყველას
ცალცალკე, მაგრამ მაინც ყველას ერთნაირათ, გვაწუხებს და გვამდაბლებს...

***

მკითხველს, ალბათ, ჰგონია, რომ ჩვენ მეტის-მეტათ გადაუხვიეთ ამ ნაწერის საგანს –


«კრებულის» დანიშნულებას – და ისეთ საგნებს შევეხევით, რომელთაც არაფერი
დამოკიდებულება არა აქვთ ჟურნალის ხასიათზე. ამ შემთხვევაში ის სცდება: რადგანაც
ყოველი ხეირიანი ჟურნალის დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადო
მდგომარეობა გამოხატოს და საზოგადო მიზანს მიუახლოვოს თავისი საზოგადოება,
«კრებულსაც» (რომელსაც ხეირიან ჟურნალათ ყოფნა ჰსურს), უნდა თავდაპირველათვე
გაესინჯა თავისი მომავალი გზა, ესე იგი გამოეკვლია საზოგადო საჭიროება და გამოეძებნა
ის საშუალება, რომლითაც შესაძლებელია თანადროული ცხოვრების გაუმჯობესება. წინა
ფურცლებს მეტი მიზანი არა ჰქონიათ.

ეხლა ჩვენ ადვილათ შეგვიძლია გამოვიყენოთ ზემონათქვამიდგან ჩვენი შემდეგი


მოქმედების რიგი და წესი. რაკი კაცის ბედნიერება ქვეყანაზე შესაძლებელია, რაკი კაცს
ბუნებაზე იმოდენა ძალა და გავლენა აქვს, რომ შეუძლია ამ ბედნიერების გზის
შემხუთველი დაბრკოლებები მოიცილოს, რაკი ამ საქმისთვის აუცილებლათ საჭიროა
ხეირიანი ცოდნა, შრომა და პატიოსანი ხასიათი, – უეჭველია, რომ ყოველ პატიოსან კაცს
ჩვენი ქვეყნისთვის ეს სიკეთეები უნდა სურდეს და ყოველი პატიოსანი ჟურნალი მთელ
თავის ცდას და გონებას იმას უნდა ალევდეს, თუ რა გზით და რანაირათ შეუძლია
საზოგადოებას ამ ხეირიანი ცოდნის, შრომის და პატიოსანი ხასიათის შეძენა და
სასარგებლოთ მოხმარება. უეჭველია, რომ ყოველი პატიოსანი ჟურნალი ნიადაგ იმ მიზანს

271
უნდა მისდევდეს, რომ გააცნოს მკითხველი საზოგადოება დაწვრილებით ხეირიან გზას,
შეაყვაროს იმას შრომა და ცოდნა, ჩაუდგას და აღზარდოს მასში პატიოსანი ხასიათი და
შეაძულოს, შეაზაროს ის განხეთქილება, ერთმანეთის გლეჯა, ერთი მეორის
შეუბრალებლობა, შეაზიზღოს ის შესაზიზღებელი მოქმედებები, რომელნიც ბოლოს
უღებენ საზოგადო ბედნიერებას და აბრკოლებენ მის წარმატებას.

«კრებულს» ნიადაგ თვალწინ ეს მიზანი ექნება, რადგან იმან მხურვალეთ უნდა


დაიმსახუროს «პატიოსანი და სასარგებლო ჟურნალის» სახელი... – რამდენათ მიაწევს ის ამ
მიზნამდი, ეს ღმერთმა იცის: ლიტერატურული ასპარეზი ვარდებით მოფენილი როდია,
ზედ სიარული და მოქმედება მეტისმეტათ ძნელია... მაგრამ, ამ სიძნელეშიაც, «კრებული»
ყოველთვის იმ აზრით ჩაიდგამს სულს და სიმხნევეს მოიმატებს, რომ მის შრომას მიზნათ
საზოგადო სარგებლობა და სიკეთე აქვს...

დაიბეჭდა ჟურნალ «კრებულში», 1871 წ., №3, ხელმოუწერელია.

ახალი ახალგაზრდობა

«მინდა ჩვენი ბრძოლის სახე და პლანი დავხატო, თითოეულ წინამძღოლს მისი


მოვალეობა შემოუსაზღვრო და სწორათ გავანაწილო ჩვენი მცირედი ძალა!»

შექსპირი

ძველი თაობის დამხობა ჩვენში დღეს ბრმისთვისაც ცხადი საქმე შეიქნა. ჩვენი ხალხის და
საზოგადოების ცხოვრება, ამ უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში, იმ ნაირათ
დატრიალდა და შეიცვალა, იმას ისეთი მოთხოვნილება და საქმეები დაუხვდა გზაზე, ის

272
ისეთ დაბრკოლებებს წააწყდა, რომ ძველებურმა ჭკუამ და გამოცდილებამ პირი დააღო,
დამუნჯდა და ძალაუნებურათ თავისი უვარგისობა და უმეცრება აღიარა. ვინც უწინდელ
დროში, 1861-მდი, ჩვენს საზოგადოებას გონიერების, გამოცდილების, მოხერხების და
ჭკუის მადნათ მიაჩნდა, ვისიც სიტყვა და რჩევა შავი-ზღვიდამ კასპიის ზღვამდი
განუხილავთ, უწინაღმდეგოთ ბეჯითად მიიღებდა, ის დღეს ყველას საბრალო უმეცრათ,
გაფლიდებულ მკითხავათ მიაჩნია. ჩვენი საზოგადოების დამრიგებლებს და
წინამძღოლებს, ჩვენი ხალხის თავებს მიზანდა წაუხდინა ახალი ცხოვრების ახალმა
მოთხოვნილებამ. ამ სასიამოვნო უბედურებას ვერც იმათმა ჭაღარა თმამ უშველა, ვერც
ძველმა დიდებამ. ყველაფერი შემუსრა და შეურაცხჰყო ახალმა დროებამ და მისმა
დაუზოგველმა «მოთხოვნილებამ». ან კი როგორ შეიძლებოდა, რომ მათი საქმე სხვაფრივ
წასულიყო? რითი დაემსახურათ ამ ვაჟბატონებს თავიანთი უწინდელი დიდება! რა
ნამდვილი სიკეთე და სარგებლობა შეუძენიათ იმათ სამშობლო ქვეყნისა და
ხალხისთვის?... მათი გავლენა დიდკაცობაში მდგომარეობდა, მათი ცხოვრება წინაპრების
სამკვიდრებელის ფანტვაში მიდიოდა, მათი დიდება სხვისი წყალობით ნაბოძევი იყო,
მათი მოქმედება – ამ წყალობის ძებნაში იხარჯებოდა. იმათ საზოგადო მიზანი, სიკეთე,
ღირსება, მომავალი სიზმარშიაც არ მოლანდებიათ. მათი მიზანი ნიადაგ პიროვანი იყო,
იმათ თავიანთი თავის და ნათესავების ამაღლება და გამდიდრება ნდომიათ, და
საზოგადოებისთვის რჩევით და მაგალითით მარტო ეს კერძოობითი, ბინძური
გამაცალცალკევებული მიზანი უჩვენებიათ. – «ამაღლდით, გამდიდრდით, ვისაც კი
შეგიძლიათ, – ამბობდა მათი მაგალითი და ქადაგება, – დანარჩენს კი – წინ წყალი და უკან
მეწყერიო!» ეს იყო მათი სახარება, მათი მამაოჩვენო და დაუჯდომელი. ამ მოქმედებას და
საქციელს არც დიდი სწავლა სჭიროდა, არც დიდი გონიერება. ვისაც მელური ხასიათი
ჰქონდა, ვისაც წინაპრებისაგან საკმაო ადგილ-მამული დარჩენოდა, ის დიდებისა და
გავლენისკენ გზას ნელ-ნელა ითლიდა. იმას მაშინდელი ცხოვრება ადვილათ ითვისებდა,
აჯილდოვებდა და ამაღლებდა, და საზოგადოებასაც, მისი ამაღლებით გაკვირვებული მის
დიდებას და ამაღლებას მის გონიერებას და ჭკუას აწერდა. ის ვერ არჩევდა იმ გზას და იმ
საშუალებებს, რომლითაც ამ პირებმა დიდებამდი მიაღწიეს. ის საკმაოთ და ღირსეულათ

273
ვერ აფასებდა იმ ღონის-ძიებებს და დამდაბლებას, რომლის შემწეობით ამაღლდენ ეს
პირები. ის მარტო ამაღლებას ხედავდა და ფიქრობდა, – ალბათ გონიერი და სხვებზე
უჭკვიანესი პირები არიან, თუ კი სხვებზე უფრო მაღლა აფორთხვა მოახერხესო. აი, ეს
გახლდა ჩვენი ვაჟბატონების გავლენის საფუძველი, ეს გახავს მათი ძალის საიდუმლო

ჭახრაკი და ძარღვი...

ხალხმა და საზოგადოებამ იგრძნო და დაინახა, რომ საზოგადოებრივი წესი და წყობილება


ადამიდამ შეუცვლელი და ხელუხლებელი კი არ ყოფილა, ის თურმე კაცის ხელით
შექმნილა, და კაცის ხელით შეიცვლება. რისთვის დაწესებულა რომელიმე კანონი,
სასარგებლოა ის საზოგადოებისთვის, თუ სავნებელი, დარჩეს ის, თუ შეიცვალოს, ან
როგორ შეიცვალოს, რა დაარსდეს მის მაგიერ, – ეს კითხვები თურმე კაცის გონებით და
მოაზრებით გამოიკვლევაო. ამას მიხვდა ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხი. და როცა ამ
კითხვებით ისინი ჩვენს ბრძენებს მიადგენ და პასუხი მოითხოვეს, ბრძენებმა,
რასაკვირველია, ენაც ვერ გააჭაჭანეს, სული ჩაიბანდეს და გაიბერენ, ვითომდა ამის
პასუხები ჩვენ კი ვიცით, მაგრამ არ ვიტყვითო. მაგრამ როცა საზოგადოებას საქმე
გაუჭირდა, როცა ცვლილებები თვითონ ამ ვაჟბატონების ჯიბეებს და სალაროებს შეეხენ,
გაქვსთ სიცოცხლე, მაშინ კი ალაპარაკდენ, მაგრამ როგორ? მათმა ლაპარაკმა და ყვირილმა,
მათმა მოქმედებამ მათი განუზომელი უმეცრება და ანგარება გამოაააშკარავა;
საზოგადოებამ მათში მარტო ხეპრული თავმოყვარეობა და უგუნურება დაინახა...
გამოჩნდა, რომ ამ ბრძენებს არც ცოდნა ჰქონიათ რისიმე, არც ნამდვილი, გამოსადეგი
გამოცდილება, არც საკმაო გონება, და პატიოსანი საზოგადოებრივი გრძნობა, რომ
ხალხისა და საზოგადოების საქმისთვის ეპატრონებიათ და თავი მოებათ. მათი დიდება
გამოიფშუტა, მათი გავლენა გაქრა, მათი სახელი დაივიწყა...

ამ უბედურმა თაობამ, თავის უკანასკნელ მოქმედებებში, იმოდენა უხეირობა და სისუსტე


გამოიჩინა, რომ შებრალების მეტი აღარაფერი გრძნობა არ ეძვრის გულში ჩვენი დროების
კაცს. როგორც წყალ-წაღებული კაცი ხავსსა და ლანდს ხელს სტაცებს და სიპს, ან როკს
ეჯახება, ისე ამ ძველმა თაობამ ხელი წაავლო ყველაფერს, რაც კი იმის თვალ წინ

274
მიჰქონდა ცხოვრების აღელვებულ ტალღას... ერთი სიტყვით, ყველაფერს მოეპოტინა ეს
თაობა, და ვერაფერს ვერ მოჰკიდა ხელი, ყველაფერი მოინდომა, და ვერაფერი გაარიგა,
ვერაფერს მისწვდა, ვერაფერი დაამტკიცა, თავისი საკუთარი უძლურების მეტი.

III

ამან გაუთხარა სამარე ამ საბრალო თაობას. არა მგონია, რომ ოდესმე საქართველოს ხალხმა
ეს თაობა სიკეთით მოიხსენიოს და ძეგლი დაუდგას, მაგრამ კარგი კი იქნებოდა, მომავალი
თაობების სამაგალითოთ, ამ თაობის მოთავე პირებს რომ ძეგლი აუშენოს ჩვენმა ხალხმა,
და ზედ ეს ზედწარწერა ამოსჭრას: «აქ მარხია თაობა, რომელსაც საკუთარი სარგებლობა
ღმერთად მიაჩნდა, რომელიც ბრმათ ატარებდა თავის სიცოცხლეს და დაბრმავების გამო
ახალი ცხოვრების ფეხ-ქვეშ გაითელა». და თუ ძეგლი არ იქნა, იმაში კი მტკიცეთ
დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია, თუ ჩვენ ოდესმე ისტორიის ღირსნი შევიქენით,
სიტყვა-სიტყვით ამ ზედწარწერას გაიმეორებს და ამით ღირსეულათ დადაგავს ამ ბედშავ
თაობას, რომელსაც ჩვენი ხალხისთვის ვნებისა და სიმწრის მეტი არა გაურიგებია რა.

IV

აქ შესანიშნავი და დაფიქრების ღირსი ის გარემოებაა, რომ ამ თაობის ჩაქოლვის და


დამხობის მიზეზი უფრო ცხოვრების და გარემოების ძალა იყო, ვინემ ახალი თაობის
მოქმედება და ბრძოლა...

1861 წლის ახალი თაობა ჩვენ ცხოვრებაში პატიოსანი გრძნობით აღვსებული შემოვიდა,
იმას კეთილი მიზანი ჰქონდა, პატივსაცემი მიმართულება, შრომისა და ბრძოლის
სურვილი და ახალგაზდული აღტაცება, მაგრამ, როგორ ან რისთვის დავმალოთ, რომ ამ
თაობას, ამ ახალ რაზმს შეადგენდა თითქმის მარტო ერთი კაცი, – ილია ჭავჭავაძე,
რომელიც წინამძღოლიც იყო და რაზმიც, ან, უფრო სწორეთ რომ ვთქვათ, ურაზმო
წინამძღოლი იყო იმ ახალი თაობისა, რომელსაც ჩვენ ცხოვრებაში ფეხი უნდა შემოედგა ამ
თორმეტი წლის წინათ? თვითონ ეს თაობა დამზადებული როდი იყო ძველ თაობ ასთან
ბრძოლაში შესაბმელათ. იმას გაცნობილი არ ჰქონდა პრაქტიკული ცხოვრება,

275
საზოგადოებრივი წესის კანონები და საჭიროებები, იმან არ იცოდა, თუ რა და რა
ცვლილებას თხოულობდა ხალხის მდგომარეობა, რა ნაირ მოქმედებას და დისციპლინას
თხოულობს ბრძოლის საჭიროება, ის ერიდებოდა ძველ თაობას, ან, მართალი ვთქვათ,
ეშინოდა მისი. მარტო ერთი მხრით შეეძლო ამ თაობას ძველის დაჩაგვრა და დათრგუნვა,
– იმ მხურვალე სიყვარულით, რომელიც ახალგაზრდა გულში უნდა ღვივოდეს საზოგადო
ბედნიერების და საქმისადმი. ამ გრძნობამ, ამ სიყვარულმა აამაღლა ეს თაობა
საზოგადოების თვალში, და შეავსო მისი ნაკლულევანება ცხოვრების ცოდნაში. როცა
ძველი თაობის საკუთარი სარგებლობის ძებნას გვერდს ამოუდგა ახალი თაობის
საზოგადოებრივი გრძნობა, ძველმა თაობამ უნებურათ, უგრძნობელათ თავი დახარა და
უნდომელათ დაიწია. ეს გავლენა ჰქონდა 1861 წლის თაობის «სიტყვას», და ეს «სიტყვა»
იმაში მდგომარეობდა, რომ გონება-გახსნილი, დაწინაურებული კაცის უმთავრესი ვალია
თავისი ხალხის და საზოგადოების დახმარება და ბედის გაუმჯობესება.

ამ «სიტყვამ», ამ აზრმა გზა გაიკვალა საზოგადოების ტვინისკენ........მაგრამ ამ თაობის


ნაკლულევანება იმაში მდგომარეობდა, რომ მის ნიჭიერ და გონიერ წარმომადგენელს, ილ.
ჭავჭავაძეს, დამხმარე და თანამოაზრე ბევრი არავინ ყავდა. მის თანამშრომლებს,
საზოგადოთ რომ ვსთქვათ, არც დიდი ნიჭი ჰქონია, არც დახელოვნებული ცოდნა. ისინი
რიცხვითაც მცირენი იყვნენ და ძალითაც, ისე რომ ჭავჭავაძეს მარტო სიტყვით, წერა-
ბეჭდვით შეეძლო, ისიც ცოტა ხნის განმავლობაში, თავისი მიზნის სდევნა. და თუმც იმის
მოქმედებას ფუჭათ არ ჩაუვლია, თუმც იმას გვარიანი კვალი დაუტოვებია ჩვენ
ცხოვრებაში, ის როდი უნდა დავივიწყოთ, რომ მაშინდელ გარემოებებს და ჭავჭავაძის
ნიჭსა უმეტესი გავლენის მიცემა შეეძლოთ ჩვენი ახალი თაობისთვის; და უმძიმესი მეხის
დაცემა უნდა შეძლებოდათ ძველი თაობის მდგომარეობაზე და გავლენაზე.

რათ დაემართა ჩვენ ახალგაზრდობას ამნაირი უბედურება, რა მიზეზი იყო, რომ იმან ვერ
დაიკავა ჩვენ ცხოვრებაში ის ადგილი, რომელიც თითქო საგანგებოთ დაუმზადა იმას
ბედმა და გარემოებამ?

276
ეს ადვილად ასახსნელი და გამოსაძიებელი კითხვაა. თითოეულ დროებას, თითოეულ
თაობას თავისი საკუთარი საქმე და საჭიროება მოსდევს. ხანდისხან საზოგადოებას
ეკონომიური მდგომარეობა აწუხებს, მაშინ ის კანს იცვლის თავისი ეკონომიური
გაწყობილებით, და ამ დროს საჭიროა ისეთი თაობა, რომელსაც ეკონომიური
ცვლილებების მოხდენა და გამოყენება შეეძლოს. სხომის საზოგადოება გარეშე მტერს
ებრძვის, მაშინ ის იტანჯება ბრძოლის ველზე, და ამ დროს საჭიროა სამხედრო სწავლაში
დახელოვნებული თაობა.

მშვიდობიანობის დროს, როცა ეკონომიური ცვლილებები ხეირიანი დგებიან, ხალხი


მშვიდობიანათ შრომობს და ცხოვრობს, მაშინ საჭიროა მწარმოებელი თაობა, შრომაში
გამოცდილი, აღებ-მიცემის მცოდნე, გზების და გამსაღებელი ადგილების გამომძებნელი.
მაგრამ თითქმის ნიადაგ როგორც მშვიდობიანობის, ისე ბრძოლის დროს, როგორც
ცვლილებებში, ისე მყუდროებაში, საჭიროა ახალი თაობის აღმზრდელი პირები, საჭიროა
სამოქალაქო და პოლიტიკური გაწყობილების მცოდნე მოთავეები. როცა საზოგადოებას
უეცრათ რომელიმე ამ პირებთაგანი სჭირდება, მაშინ მის თვალში და ცხოვრებაში ძალა და
გავლენა იმ თაობას ეძლევა, რომელსაც შეუძლია საჭირო პირების წარმოდგენა და
მოხმარება. საზოგადოება იმას არასოდეს არ დაეძებს, ახალთაობას ეკუთვნის საჭირო პირი
თუ ძველს, ნამეტნათ ახალგაზდაა ის, თუ შუა კაცია, ანა და მოხუცი. იმას ეს პირი სჭირია,
ის სარგებლობს მისი ცოდნით და მოხერხებით და უჯერებს იმას, სანამ ის მისთვის
საჭირო და გამოსადეგია. იცვლება დრო და გარემოება, საზოგადოებას სხვა საჭიროება
კარს ადგება, ის სხვა პირებს ეძებს და უჯერებს...

მაშასადამე, ჩვენში 1861 წლის თაობას, ისეთი წევრები სჭიროდა, რომელნიც


დამზადებული და გაჩვეული ყოფილიყვნენ მაშინდელი საზოგადოებრივი საქმეების
მმართვაში. საუბედუროთ, ეს თაობა ჩვენ ცხოვრებაში დაუმზადებელი შემოვიდა. იმან
არც საზოგადოებრივი მეცნიერება იცოდა თეორიით, არც პრაქტიკული მდგომარეობა
ჩვენი ხალხისა, არც ჩვენი საზოგადიოების საჭიროება და სურვილი. იმას მარტო კეთილი
გული და პატიოსანი სურვილი ჰქონდა, და გონების იარაღათ იმას მარტო ორიოდე

277
მეტნაკლებათ ნათელი აზრი მოუძღვოდა: გლეხების გათავისუფლების სამართლიანობა,
ბატონყმობის უვარგისობა, მამულის სამსახური... და თუ ამ მცირედი იარაღით და
ბარგით, ამ გამოუკვლეველი, ნისლიანი აზრებით მაშინდელმა თაობამ მაინც თავი
გამოიჩინა და საზოგადოების თვალში უწინდელ თაობაზე უფრო მაღლა დადგა, ეს, ერთი
მხრით, ძველი თაობის განუკურნველ სიძაბუნეს გვიმტკიცებს და, მეორეს მხრით,
გვიჩვენებს, რა ადვილი იყო მაშინ ახალი მიმართულების გამარჯვება და ამაღლება,
მაშინდელს ჩვენს ახალგაზრდობას ხეირიანი დამზადება და იარაღი რომ გამოჰყოლოდა
საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოსვლის დროს. რათ არ გამოჰყვა იმას ეს დამზადება და
იარაღი?

VI

ამის პასუხს ჩვენ ადვილათ მოვძებნით, თუ კი გაკვრით თვალს გადავავლებთ იმ


მდგომარეობას და გარემოებებს, რომელშიაც იზდებოდა მაშინდელი ჩვენი
ახალგაზრდობა. ნუ დავივიწყებთ, რომ როცა ეს ახალგაზდობა სწავლას შეუდგა, ჩვენ
საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ ისმოდა გაუმჯობესების საჭიროება და სურვილი. სწავლის
მიმზიდველი ძალა, იმ დროს, მარტო იმ უპირატესობაში მდგომარეობდა, რომელსაც
დიპლომები და «განათლების ბზინვა» ახალგაზდა კაცს სამსახურის ასპარეზზე აძლევდა.
დაობებულ, უმოძრაო ცხოვრებაში აღზრდილ ახალგაზდას გზავნიდენ უნივერსიტეტში,
სადაც საკმაო მოძრაობა არ ეძლეოდა ახალი მიმართულების ძალას. ვისაც მაშინ დიდი
ნიჭი ჰქონდა, ვისაც მძლავრი ტვინი დაჰყოლოდა, ის თვითონ იკაფავდა გონების გახსნის
გზას. იმას როდი აკმაყოფილებდა ადამისწლის პროფესორების დაძველებული და
მამაპაპური ლექციები, იმას არ აძინებდა დიპლომის იმედი და მოსვენებას არ აძლევდა ის
კითხვები, რომელნიც ყოველი ხეირიანი ახალგაზდის გონებაში ჯგუფ-ჯგუფათ
იბადებიან და პასუხს მოუსვენარათ ეძებენ. ამისთანა ყმაწვილები თვითონ თავიანთი
შრომით და გაგებულებით, შეუდგენ გონების გამხსნელ სწავლას, რომელსაც არავითარი
კავშირი არ ჰქონდა პროფესორების ლექციებთან.

278
ცხოვრების დაკვირვებით, ლიტერატურის გაცნობით, კითხვით, ფიქრით, ბაასით,
მოქმედებისა და წერის ცდით, მეცადინეობდენ ესენი, დამზადებულიყვნენ ჩვენი ხალხის
სასრგებლო მსახურებათ, და, რამდენათაც კი მაშინდელი გარემოებები და მათი ნიჭი იმათ
ამის ნებას აძლევდენ, კიდეც მოემზადენ. ამგვარი იყო, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის და
ზოგიერთი იმ დროის ახალგაზდების მომზადება. სხვები, ნაკლები ნიჭისა და ჭკუის
პატრონები, ძველ გატკეპნილ გზას შეუდგენ.იმათ ლექციები იზეპირეს... მაგრამ ჩვენი
პროფესორები და მათი ყურის მგდებელი ახალგაზდები ივიწყებდენ, რომ აუდიტორიაში
ას მსმენელზე იქნება მარტო ერთი იყოს ისეთი, რომელიც სწავლის წინწაწევას და
ფილოსოფიას შეუდგებოდა, და რომელსაც, მაშასადამე, ეს წვრილმანი ფაქტი როდესმე
გამოადგებოდა. დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი კაცი კი ცხოვრებაში სამოქმედოთ,
საზოგადოებაში სასამსახუროთ ემზადებოდა, და იმათ მორიელების კუდის გამოხატვა კი
არა, თვითონ ამ საზოგადოების გაცნობა, მისი საჭიროების გამოკვლევა, მისი საექიმო
საშუალებების გამოძებნა სჭიროდათ... იმის მაგიერ, რომ ეჩვენებიათ მოსწავლისთვის
თანამედროე მეცნიერების აზრი, მისი მიმართულება და დასკვნები, მოსწავლის თვალწინ,
მომაკვდინებელი სიზანტით და მიმძინებელი უნიჭობით იმ გზას ხატავდენ, რომლითაც
უვლია მეცნიერებას, და იმას კი არ ამბობდენ, რა გამოძებნა მეცნიერებამ, რა დაამტკიცა, რა
შესცვალა და, განსაკუთრებით, როგორ უნდა შეიცვალოს ეხლანდელი ჩვენი ფიქრი და
რწმუნება, ჩვენი ცხოვრება და განწყობილება, რომ მეცნიერების დასკვნას დაეთანხმოს და
მისი საუნჯით ისარგებლოს კაცობრიობამ. მოსწავლის მეხსიერებას ათი ათასი
უმნიშვნელო, ან წვრილმანი ფაქტების დამახსოვრებით ღალავდენ, მოაზრების ჩვეულებას
კი მასში არავინ სძვრიდა. ამას გარდა უარესი ვნება იმას მოჰქონდა, რომ ფაქტებით
ტიკჭორასავით გაბერილ ახალგაზდაში არავინ ზნეობით მხარეს არ ზდიდა. მოსწავლეს
ფაქტებს აჩვენებდენ, მაგრამ არავინ არ სცდილობდა მასში ხასიათი და ზნე აეზარდა,
პატიოსნების კანონები გულში ჩაენერგა, პატიოსანი შრომისთვის შეეჩვია... მარტო
სწავლა,რაგინდ სრული და მტკიცე იყოს, კაცს კაცად ვერ გახდის, თუ იმას გრძნობა და
ხასიათი არ მოსდევს, თუ მის მოქმედებას მტკიცე ბეჭედი არ ასვია, ამას ივიწყებდა
უნივერსტეტის სწავლა. ის სრულიადაც არ ეხებოდა მოსწავლეებში ზნეობითი მხარის

279
გაკეთილშობილებას, ის ახალგაზდა კაცს ცხოვრებას და მოქმედების მიზანს, იდეალს არ
უხატავდა, ის მასში კაცურ ხასიათს არ ზდიდა და დაუღალავ, ნიადაგ შრომას, მტკიცე
გზაზე სვლას, მიზნის დაუვიწყებლობას არ აჩვევდა. ამის გამო, უნივერსიტეტებიდამ
გამოდიოდენ ახალგაზრდები, რომელთაც გაცნობილი ჰყავდათ პეპელები და
ბუზანკალები, იუსტინიანის ინსტიტუტები, ეგვიპტური მონუმენტები. მაგრამ ნამდვილი
ცოდნით, საზოგადოებრივი მეცნიერებით და სამოქმედო ხასიათით თვითონ პეპელებზე
უფრო სუსტნი იყვნენ და ეგვიპტური მონუმენტებსავით უსარგებლო უნდა
გამომდგარიყვნენ საზოგადოების ცხოვრებაში. მართლაც, უმეტესი ნაწილი ამ თაობისა
პეპელასავით დაჰქროდა ქუჩა-ქუჩა და დღეში თხუტმეტ-ჯერ ტანსაცმელს და აზრს
იცვლიდა...

VII

მაგრამ ვიმეორებ, თუმცა ახალი თაობა ასე სუსტათ მომზადებული და დაიარაღებული


გამოვიდა, თუმცა მისი ძალა თოთქმის მარტო ერთი კაცის ძალაში მდგომარეობდა, თუმცა
ამ თაობამ ის ადგილი ვერ დაიკავა, რომელიც მისთვის გარემოებებს დაემზადებია, ჩვენი
საზოგადოების ცხოვრება იმ რიგათ მობრუნდა და შეიცვალა, რომ ძველ-თაობას მუხლები
მოესხლიტა და ახალ მიმართულებას ასპარეზი თავისუფალი ხვდება და რჩება. ჩვენი
ახალგაზდობა მეტისმეტათ შეცდება, თუ დაივიწყა, რომ ამ ბედნიერი მდგომარეობის
მიზეზი და წყარო მარტო იმ ეკონომიურ ცვლილებაში კი არ მდგომარეობს, რომელიც
გლეხ-კაცების ბედის შეცვლამ მოახდინა. მარტო ეს მიზეზი რომ ყოფილიყო, ძველი თაობა
ამაყათ და მარჯვეთ ჩაჩუმდებოდა, იტყოდა, ძალას ვემორჩილებიო, ანა და ცვლილება მე
თვითონ მომწონსო. არა. ძველი თაობა კიდევ და უფრო მეტათ მეორე გარემოებამ
მოჰკლა... ეს მეორე გარემოება აი რაში მდგომარეობს.

ყოველი ძველი თაობის ძალა, არათუ მარტო ჩვენში, არამედ ყოველგან დედამიწაზე, იმაში
მდგომარეობს, რომ ეს თაობა ეპატრონება მთელი წარსულიხალხის ცხოვრების
სამკვიდრებელს. წარსული დროების მოაზრეები, მწერლები, აზრები და ჩვეულებები,
წარსული დიდება და შეძლება, იმათი სიტყვით, მათი საკუთარი იარაღი და

280
სამკვიდრებელია... დღეს რომელიმე ძველი თაობის მოთავემ რომ ამ სიტყვების თქმა
გაბედოს, ჩვენ თაობას მისი ტყავის გართმევა შეეძლება, და საზოგადოების თანაგრძნობა
ჩვენი თაობის მხრით იქნება.

მართლაც, რა სამკვიდრებელი დარჩა ჩვენ ძველ თაობას? ეკონომიური მხრით იმას


გაღარიბებული და გატყავებული ხალხი და უმოქმედო, უხეირო აზნაურობა ღუპავს.
პოლიტიკური მხრით – ზნე დაცემული, გაცალცალკევებული საზოგადოება, რომელსაც
არა თუ ძველი გმირების სული დაუკარგავს, მათი სახელიც არ ახსოვს. ზნეობითი მხრით –
გაფლიდებული უხასიათობა, დაცემული ხელის-ლოკვა, ძლიერის თაყვანისცემა,
სამართლიანობის დავიწყება. ლიტერატურული მხრით – დაცემული მწერლობა,
დავიწყებული ენა, დაფანტული და დამახინჯებული ძველი ლიტერატურა. გონებითი
მხრით – სრული უაზრობა, ძველი ჩვენი ისტორიის უცოდინარობა, ახალი ცხოვრების
გაუგებრობა. რომელ დიდებაზე მიგვითითებს ჩვენ ძველი თაობა?... ის ხელცარიელია,
გაკოტრებულია... იმას თვითონ აღარ სწამს თავის საკუთარი ღმერთები. იმას თავის
საკუთარ თვალში მოჰკვდომია თავისი რწმუნება და იმედი... აი, ეს გარემოება ჰკლავს
ჩვენში ძველ თაობას. ახალი მიმართულება, ახალი თაობა შემოდის ჩვენ ცხოვრებაში,
ეხლანდელი მეცნიერების დახმარებით, როგორც ამ მეცნიერების წარმომადგენელი, მისი
იარაღით აღჭურვილი... ახალმა მეცნიერებამ, თავისი ორიოდე მოგონების ჩვენებით,
მოჰკლა ძველი მიმართულება, ძველი სული და თაობა, და, იმედია, სამუდამოთაც
მოჰკლავს ძველ ცხოვრებას. თუ ახალმა თაობამ ახალ მეცნიერებას, ხელი გაუწყო და მისი
მისაღები ხეირიანათ გამოიყენა. როგორ?

VIII

ახალმა მეცნიერებამ ჩვენში მარტო ცალი ფეხი შემოადგა. ის შემოვიდა ჩვენში მარტო
თავისი ტეხნიკური მხრით, შემოვიდა რკინის გზით, ტელეგრაფით, ორთქლის გემით და
სხვ. იმან გაიმარჯვა მით, რომ ყველასთვის უეჭვო და ცხადი შეიქნა, რომ ვერაფერი
თოხარიკი, ვერაფერი ხარ-კამბეჩი ვერ იმოქმედებს იმდენს, როგორც ერთი უბრალო
ორთქლმავალი. ეს აზრი ჩაიჭრა ხალხის ტვინში. უწინდელ დროში რომ ეს საქმე

281
მომხდარიყო, ორთქლმავალს სასწაულებას მიაწერდენ და იტყოდენ, აი ბატონო, ილია
წინასწარმეტყველი რომ ზეცას ცეცხლის ეტლით ავიდაო, ეს ყოფილა თურმეო. მაგრამ
დღეს ყველა ხედავს, რომ ორთქმავალი კაცის ხელით გაკეთებულია, კაცის გონებით
გამოგონილია, და ყველამ იცის, რომ მამა აბრაამს ის არ ჰქონია, და მამა იაკობი აქლემებით
დაიარებოდა. ეს დიდი საქმეა, ეს გარემოება ბევრ ცრუ მორწმუნებას სპობს და მოსპობს
ხალხის ტვინში, და ღრმათ შეცვლის მის აზრს და მოქმედებას. მაგრამ არის ისეთი მხარე
თანამედროვე მეცნიერებისა, რომელსაც ჯერ ჩვენში ფეხი არ შემოუდგამს. თანამედროვე
მეცნიერების მთელი ნახევარი, ის ნახევარი, რომელიც საზოგადოების ცხოვრებას
შეისწავლის და მისი გაუმჯობესობის გზებს იკვლევს, ჯერ არ მოჩვენებია ჩვენ
საზოგადოებას. ეს მხარე მეტის-მეტათ შესანიშნავი და გავლენიანია. ეს სწავლა
პრაქტიკულათ გამოსადეგია ჩვენი საზოგადოებისთვის, მით, მაგალითად, რომ
გვიჩვენებს, რამდენი უსარგებლო ვაი ვაგლახის აცილება, რამდენი მძიმე გაჭირვების
გვერდის ახვევა, რამდენი ხეირიანი ძველის გამოყენება შეიძლება, გონიერათ რომ იყოს
გაწყობილი საზოგადოების ცხოვრება. ეს სწავლა ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი წესიც
კაცის ხელით შექმნილია, რომ ის ათასჯერ შეცვლილა და ნელ-ნელა გაუმჯობესებულა,
რომ კაცობრიობას ბედათ როდი დაჰყოლია ამ ქვეყნაზე ტანჯვა და უსარგებლო გაჭირვება,
რომ სიღარიბე კაცის უმეცრების შედეგია, რომ კაცობრიობა ერთ დროს ისეთნაირათ
გაიწყობს თავის ცხოვრებას, რომ არავინ სხვას ტვირთათ არ აწვეს, სხვისი შრომით არ
რჩებოდეს, სხვას

სიცოცხლეს არ უჭირვებდეს და, ძალისა დაგვარათ, ტვირთს უადვილებდეს. ერთმანეთში


განხეთქილების და წინააღმდეგობის მაგიერ ეს სწავლა აარსებს საზოგადოებრივ
გარმონიას, გონიერ ერთმანეთობას, შეერთებულ შრომას და ძმურ ცხოვრებას. ბევრი ამ
სწავლის აზრებთაგანი ცხოვრებაში შევიდა, განხორციელდა, გამოდგა და გაძლიერდა.
სხვების რიგიც მალე მოვა, და ნამეტნათ შორს არც ის დროა, როცა მთელი ეს მეცნიერება
საზოგადოებრივი ცხოვრების ხელმძღვანელ სწავლათ შეიქმნება.

282
აი, ამ სწავლას უნდა მოსთხოვოს ჩვენმა ახალმა თაობამ ის საშუალება და იარაღი,
რომლითაც საბოლოოთ უნდა დაიმხოს ჩვენი ცხოვრების ძველებური კილო და ჩვენი
ძველი თაობის უკანასკნელი ნავსაყუდი. როგორც რკინის გზა ანტონ კათალიკოზის
ფილოსოფიას ბოლოს უღებს და უმოწყალოთ სრესს, ისე საზოგადოებრივი მეცნიერების
ნაყოფის შემოტანით ბოლო უნდა მოუღოს ჩვენმა თაობამ მამაპაპურ უხეირო ჩვეულებებს
და გაწყობილებას. ჩვენმა ახალმა თაობამ ეს მეცნიერება რომ ისწავლოს და მისი დასკვნები
და მაგალითები გაახორციელოს და ეხლანდელი ჩვენი ცხოვრების ყვავილები გვერდში
ამოუყენოს, ბრმებიც კი დაინახავენ, რომ ძველმა ცხოვრებამ ბარგი უნდა აიკრას და
სამარისკენ გაემგზავროს, როგორც ბარგი ააკრევინეს ნეტარ ხსენებულ ანტონ
კათალიკოზს. მაშინ, უეჭველია, ახალი მეცნიერება იმ სარგებლობას მოიტანს, რომელსაც
უნდა ელოდეს მისგან თანამედროვე კაცობრიობა და ჩვენთვის ეს მით უფრო
აუცილებელია, რომ ჩვენ ისტორიულ ცხოვრებას, ჩვენ მდგომარეობას და ეხლანდელ
გარემოებებს ჩვენი ხალხისთვის არც იარაღი და არც იმედი დაუტოვებია, ერთის მეტი –
მეცნიერების ნაყოფის გონიერათ მოხმარებით ფეხზე წამოდგომა და უმჯობესი მომავლის
დამზადება და მოპოება. რაც არ დაგვიტოვა ჩვენ წარსულმა ცხოვრებამ, რაც მოგვტაცა
ბედის და ძველი თაობის ბრმა ძალამ, ის უნდა ვეძიოთ ჩვენ მეცნიერებაში (პოლიტიკური
ეკონომიის კანონების ცოდნა – რედ.) და მისი ძალით და დახმარებით უნდა გავამზადოთ
მომავალი ბედი ჩვენი ქვეყნისა.

IX

მაშასადამე, ცხოვრების მიმდინარეობას ჩვენი ახალი თაობისთვის ცალიერი ასპარეზი და


გვარიანი იარაღი დაუმზადებია. რანაირათ შეიძლება ამ ასპარეზით და იარაღით
სარგებლობა... ამის გამოკვლევას დიდი დავიდარაბა როდი სჭირია. ჯერ ეს ვიკითხოთ, რა
საქმე, რა შრომა ადგია კარზე ჩვენ ხალხს? რა საჭიროებები დააფიქრებენ ამ ახლობელ
მომავალში ჩვენ საზოგადოებას?

ვინ არ იცის, რომ დღეს ჩვენში ცხოვრება ისე წაყრუებული და მიძინებული აღარ არის,
როგორც ამ თხუთმეტი წლის წინეთ იყო. ვინ არ იცის, რომ გლეხების გათავისუფლებამ

283
ზოგიერთი მხრით ახალი ეკონომიური მდგომარეობა შექმნა, რომელიც ხშირათ აფიქრებთ
ჩვენ საზოგადოებას? ვინ არ იცის, რომ ამ ცვლილებას და სასამართლოების ახალ წესს
შესანიშნავი ცვლილებები მოსდევენ ქალაქების და მაზრების გამგეობაში, და – როდესმე –
ჩვენში ქალაქების საზოგადოებრივი გამგეობა და ერობა (земჳтვо) შემოიღება? ვინ არ იცის,
რომ დღეს ჩვენში თითქმის ყველგან სურვილი იბადება, რაც შეიძლება უფრო
სარგებლიანათ გამოიყენონ პატრონებმა თავიანთი მიწა-წყალი და ადგილ-მამული?...
მაშინ ახალგაზრდობას, კეთილი და პატიოსანი სურვილის მეტი, ნამდვილი და
პრაქტიკული ცოდნის გამოჩენა დასჭირდება; იმ ცოდნის, მაგალითად, რომელიც გზების
გაყვანას, ხარკის განაწილებას, სკოლების მმართვას და სხვ. შეეხება. თუ მაშინ
ახალგაზდობას საკმაო წევრები არ ეყოლა, ამგვარ ცოდნაში დახელოვნებული, თუ,
ვთქვათ, იმან თვითონ, თავისი საკუთარი ძალით, ვერ მოახერხა ხალხის საქმეების
გამგებლობა, რაც შეეხება სკოლებს და მაღაზიებს, გზას და ბეგარას, სასოფლო და სამაზრო
სესხებს, და სხვ., შენი მტერია, ცუდათ წავა მაშინ როგორც მთელი ერობის საქმე (რადგანც
ძველ თაობას ამ საგნებში სულ არაფერი ესმის), ისე ჩვენი ახალგაზდობის გავლენა
საზოგადოებაზე და ხალხზე.

აქედამ ცხადია, რომ როგორც წინანდელი მოაზრება ჩვენ საზოგადოებრივი მეცნიერების


საჭიროებას გვიმტკიცებდა, ისე ჩვენი საზოგადოების ახლობელი მომავალი ჩვენგან ამავე
მეცნიერების იმ ნაწილის ცოდნას მოითხოვს, რომელიც სამოქალაქო გაწყობილებას
შეეხება. რა რიგათ უნდა გაიწყოს ქალაქების შინაგანი მმართველობა, მაზრების და
სოფლების წესი და დახმარება, რა უნდა ქნას საზოგადოებამ და ერობამ, რომ ხეირიანათ
გააწყოს ადგილობრივი მმართვა... ნამდვილი და პრაქტიკული ცოდნით დაიარაღებული
ახალგაზდობა, გარემოებების შემწეობით, ხმას ადვილათ ჩააკმენდინებს ჩვენს ძველს
თაობას, რომელსაც უმისოთაც გვარიანი ბურთი უძევს პირში, და როგორც ამ ხმის
ჩაკმედინებით, ისე იმ სარგებლობით, რომელსაც ის პირდაპირ ჩვენს საზოგადოებას
მოუტონს, ის ადვილათ დაიკავებს ჩვენს ხალხის ცხოვრებაში იმ ბედნიერ ადგილს,
რომელიც ხეირიან და ნამდვილათ განათლებულ და პატიოსან ახალგაზდობას უნდა
ეკუთვნოდეს.

284
X

ეხლა ორიოდე სიტყვა იმაზედ უნდა ვთქვათ, თუ რანაირი გაწყობილებაა საჭირო, ჩვენი
აზრით, თვითონ ახალგაზრდებს შუა, რა რიგი საზოგადო მოქმედება უნდა ჰქონდეთ იმათ
მხედველობაში, რაგვარი შეერთება ძალისა, რომ მათ შრომას და მოქმედებას რაც შეიძლება
უფრო მეტი ხეირი და ბარაქა ჰქონდეს. შესანიშნავია, რომ ჩვენ ახალგაზდობაში, რომელიც
რუსულ უნივერსიტეტებში ჩემ დროს სწავლულობდა, ხშირათ ყოფილა მოლაპარაკება
«საზოგადო საქმეზე და შრომაზე», ხშირათ შემოტანილა აზრი შეერთებაზე და
შეერთებულ მოქმედებაზე, მაგრამ არც ერთჯერ ამ აზრს და ლაპარაკს დასკვნა და
ნამდვილი დაგვირგვინება არ ღირსებია. თითქმის ყოველთვის ახალგაზდები საქმეს
ცხარეთ და ხალისიანათ ეკიდებოდენ, მაგრამ ყოველთვის, ორიოდ სხდომის შემდეგ
აღტაცება და ხალისი ჰქრებოდა, ტყდებოდა აყალმაყალი რამე უბრალო საქმეზე ან
კითხვაზე, შესდგებოდა «პარტიები», და საქმის მაგიერ გამოდიოდა უსაფუძვლი
განხეთქილება და საყვედური... მაშინდელი ჩვენი ახალგაზდები, უმეტეს ნაწილათ, ისეთ
საქმეს ჰკიდებდენ ხელს, რომელსაც პრაკტიკული მნიშვნელობა და მოძრაობა არ უნდა
ჰქონოდა, ან არ მიეცემოდა ნამდვილი საქმის და შრომის უქონლობის გამო.
ახალგაზდობის ძალა და მოქმედების ხალისი ბაასში და ერთმანეთთან შეტაკებაში
იხარჯებოდა. მთელი თვეების განმავლობაში ყმაწვილები სხვადასხვა «უსტავებს»სჯიდენ,
სჩხრეკდენ, აწესებდენ, – იმისი არ იყოს, ეშმაკს ღვინო არ ჰქონდა და ტიკჭორას კი
ალბობდაო. და ამ სჯისა და გარკვევის დროს უნებურათ სწყდებოდა უთანხმოება,
სამდურავი, განხეთქილება და ერთმანეთის სიძულვილი... მეორე მიზეზი უფრო
სანუგეშოა. არაფერი არ აახლოებს კაცებს ერთმანეთს შუა ისე, როგორც საზოგადო მტერის,
ან მოწინააღმდეგის ყოლა. როცა ეს მტერი ახლოს დგას, როცა ის თვალგამოხილულია,
კაცი ინსტინქტით უახლოვდება თავის მოძმეს და წვრილმან განსხვავებას და
უთანხმოებას როდიღა იხსენებს; და როცა სტყდება ბრძოლა, მაშინ ხომ სრულიად
ივიწყება ყოველგვარი განხეთქილება და ერთი რაზმის მებრძოლები თითქმის ერთ გვამს,
ერთ თავს და ერთ მკლავს შეადგენენ. მაშინდელი ჩვენი ახალგაზდობა ნამეტნათ
მოშორებული იყო როგორც მტერზე, ისე სამშობლოზე. მას თითქოს ბურუსში

285
აგონდებოდა, რომ ერთი თვის სავალზე, მთებს გადაღმა, სამშობლოში, ცხოვრობს მისი
ხალხი, რომ ამ ხალხს ცხოვრება უჭირს მის სამშობლოში, მის საკუთარ მიმართულებას
ბევრი მტერი და მუხანათი ჰყავს, რომ ამ მტერს და მუხანათს იმან ოდესმე ანგარიში უნდა
გაუწმინდოს, და ამ ანგარიშის გაწმენდაში მისი მოძმე ახალგაზდა, რომელიც დღეს მის
გვერდით დგას, საჭირო ან სასარგებლო იქნება. ეს ყველაფერი იმას კარგათ არ ესმოდა,
ნამდვილათ იქნება არც კი სჯეროდა. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა. დღეს რკინის გზებმა
ჩვენ ახალგაზდობას სამშობლო დაუახლოვეს. დღეს შინისკენ გასეირნება ადვილია.
ფოსტა ათ დღეში მოდის, «დროებასაც» ხშირათ მოაქვს საქართველოს ამბები... დღეს სჩანს
საქმე, სჩანს ასპარეზი, სჩანს გამარჯვების იმედი, სჩანს ნამდვილი რწმუნება, რომ
ხეირიანი და გონიერი ახალგაზდა უსარგებლოთ როდიღა გაატარებს თავის სიცოცხლეს,
თუ კი სარგებლობის მოტანა მოინდომა. ეს არაფერი არ სჩანდა უწინ, როცა ჩვენი
ახალგაზდობა თავის უმჯობეს დროს, უბედნიერეს წელიწადებს უსარგებლოთ და
უნაყოფოთ ჰკარგავდა პეტერბურგის და მოსკოვის ქუჩებში და აუდიტორიებში. ვინ
იტყვის, რომ ამ ცვლილებას, ჩვენ ახლანდელ ახალგაზდობაში სულ სხვა ნაირი შრომის და
მოქმედების აღძრვა არ უნდა შეეძლოს?

მართალია, ეხლაც სუფევს ჩვენ ახალგაზდობაში სხვა და სხვა ნაირი აყალმაყალი თუ არა,
უთანხმოება მაინც, მაგრამ ეს ახალგაზდობის ხვედრია, და უამისოთ ახალგაზდობა
ახალგაზდობაც არ იქნებოდა. მაგრამ დღეს მე უმეტეს ნაწილში უფრო თეორეტიკული,
ვინემ პიროვნული, უთანხმოება შემინიშნავს... თვითონ ცხოვრება, რამდენიმე წლის
შემდეგ, დაანახებს ჩვენ ახალგაზდობას, რომ არც მარტო «გონება გამხსნელი» მეცნიერება
ვარგა, თუ კაცს მასთანა ისეთი ცოდნა არა აქვს, რომელსაც ცხოვრებაში პრაქტიკულათ
გამოდგომა შეუძლია, და არც მარტო ტექნიკური მეცნიერება, თუ კაცი გონებაგაუხსნელია
და ვერც ცხოვრებას იცნობს, ვერც მის კანონებს, ვერც მის მოვლენებს, და ამ რიგათ
თვითონ იმ მაშინას ემსგავსება, რომლის მოვლა იმას მაშინალურათ ასწავლეს...

ამისთანა უთანხმოება და განხეთქილება დიდ ხანს ვერ გაძლებს, და ადრე თუ გვიან


გაჰქრება ახალგაზდობაში. ამასთანავე, თან და თან უფრო გაიღვიძებს შეერთების

286
სურვილი, რაკი შეერთებული შრომა საზოგადო მიზნისთვის უფრო და უფრო საჭირო და
აუცილებელ საქმეთ გამოჩნდება...

XI

ციურიხში ამჟამათ ათიოდე ჩვენებური ახალგაზდა სწავლობს, ზოგი უნივერსიტეტში და


ზოგი პოლიტტეხნიკურში. არ ვიცი, ბედათ უნდა ჩაეთვალოს იმათ ეს, თუ უბედობათ,
მაგრამ რადგანაც მათ ციურიხელ დიპლომს ჩვენში ადგილის შოვნის ძალა არ ექნება, ეს
ყმაწვილები ნამდვილი სწავლის, ნამდვილი ცოდნის მიღებას უნდა ცდილობდენ, თორემ
მათი ღვაწლი და მგზავრობა ფუჭეთ ჩაივლის. ამ მიზეზითაა, თუ სხვით, – ესე იგი
შვეიცარიულ ცხოვრების წახედვით, იმათ განუზრახავთ, ისეთ ნაირათ წაიყვანონ
თავიანთი სწავლა და ისერიგათ გამოიყენონ ურთიერთის ძალა და ცოდნა, რომ ყველა
მათგანს შრომა გაუადვილდეს და ნაყოფათ ხეირიანი დამზადება და გონების გახსნა
დარჩეს. ამ მიზნის მისაღწეველათ ამ ყმაწვილებს გადაუწყვეტიათ, უფრაზებოთ,
უშფოთოთ, და უაყალ-მაყალოთ, ისეთი ძმური ამხანაგობის ან საზოგადოების შედგენა,
რომელშიაც თითოეულ წევრს მოვალეობა ექნება ერთი რომელიმე საგანი შეისწავლოს და
დანარჩენ წევრებს თავისი ცოდნა ამ საგანზე გაუზიაროს.

რადგანც მარტო ცალ-ცალკე საგნის შესწავლის გარდა, კაცს თანამედროვე საზოგადოების


და ცხოვრების ცოდნაც სჭირია, იმათ ერთმანეთში გაუნაწილებიათ ახალი ისტორიის
შესწავლა სხვა და სხვა ევროპიელი ხალხებისა, გაზეთებისა და ჟურნალების კითხვა სხვა
და სხვა ენებზე, ზოგიერთი ჩვენ ცხოვრებაში გამოსადეგი საგნების გამოცნობა და სხვ. და
სხვ., და კვირაში ერთხელ, დანიშნულ დღეს, ისინი იკრიბებიან, და თითოეული მათგანი
დანარჩენს უკითხავს, რაც შესანიშნავი რამ ნახა თავის არჩეულ საგანში. ამ ნაირათ ყოველი
წევრი სარგებლობს არა თუ თავისი საკუთარი შრომის ნაყოფით, არამედ დანარჩენი ცხრა
კაცის შრომითაც, და იტყობს ისეთ ამბებს, ისეთ ცნობებს, რომელსაც, მარტო რომ
ყოფილიყო, ან ენების უცოდნელობით, ან დროს უქონლობით, ვერ შეიტყობდა, ან ვერ
გაიგებდა. რადგანაც ამ ყმაწვილებს ეს საქმე გამოუწყიათ უფრო იმისთვის, რომ
ერთმანეთს სწავლა და შრომა გაუადვილონ, იმათ როდი რცხვენიათ ერთმანეთის

287
გამოკითხვა უცნობ საგნებზე, ან თავიანთი უცოდინარობის გამოჩენა. ისინი თავიანთ თავს
შეუცდომელ ბრძენებათ კი არა, მოსწავლე ახალგაზდებათ სთვლიან. ამის გამო,
თითოეული წევრისაგან წარმოდგენილი «ანგარიშის» წაკითხვის შემდეგ, იწყება თურმე
გამოკითხვა, ახსნა, დამატება, გარკვევა და სხვ. ისე, რომ ანგარიშის საგანი გვარიანი
სინათლით იბეჭდება მსმენელების გონებაში. რაღა თქმა უნდა, რომ ეს მეტის-მეტათ
სასარგებლო და მომავალიანი საქმეა, მით უფრო, რომ ამ ყმაწვილებს, როგორც გავიგე,
ძლიერ მტკიცეთ სურთ როგორც საფუძვლიანი სწავლის მიღება, ისე თანამედრო ვე
ისტორიის გაცნობა, იმ მიზნით, რომ შემდეგში, სწავლის დასრულების მერმე, სასარგებლო
და გამოსადეგ წევრებათ შეიქნენ ჩვენი საზოგადოების და ქვეყნისა...

XII

ეს ჩინებული მაგალითი, თვითონ ციურიხში უნაყოფოთაც რომ დარჩეს, მაინც


გამოსადეგი და მიბაძვის ღირსი იქნება ჩვენი ახალგაზდობისთვის, მით უფრო, რომ მისი
ხეირიანი გამოყენება ჩვენ ბევრ მცოდნე და დამარაგებულ ახალგაზდას დაგვიმზადებს.
ერთათ სწავლა, ერთმანეთის ხელის გაწყობა რჩევით და სწავლის წყაროების ჩვენებით
მარტო სწავლას კი არ გაადვილებს ამხანაგობის წევრებისთვის: ის თითოეულ მოზიარეს
წაახალისებს, წააქეზებს და ძალას მოუმატებს საერთო შრომისათვის... შეერთებული
სწავლის შემწეობით ჩვენში შეერთებული შრომის შეძლება დაარსდება. ყმაწვილები
ერთათ შრომას, ერთათ რაზმში დოგმას, ერთმანეთის კლავში კლავის გაყრას შეეჩვევიან,
და ამით ჩვენი ახალი თაობის ძალა ერთი ათათ და ერთი ასათ გადიდდება. დღეს ჩვენ ის
ნაკლულოვანება გვჭირს, რომ თითოეულს ჩვენგანს უნდა, რომ ყველა დანარჩენი მისივე
კალაპოტზე ჩამოსხმული იყოს, მისივე ხასიათი ჰქონდეს, მასსავით ფიქრობდეს,
ყველაფერზე და ყველაფერში მის მსგავსათ მოქმედებდეს... საზოგადო საქმეში
ყოველანაირი ხასიათი გამოსადეგია, თუ კი მიზანი და პატიოსნება ყველას ერთი და იგივე
აქვს... სხვა და სხვა გვარი ხასიათების და ტემპერამენტების გონიერ შეერთებას, ერთი და
იმავე მიზნის მისაღწევლათ, დაასწავლის ამხანაგური სწავლა სიყმაწვილეში. და რაც
უფრო დიდხანს გაძლებს ამნაირი ამხანაგობა, მით უფრო მტკიცეთ დაფუძნდება ჩვენ

288
ახალგაზდობაში გონიერი სულგრძელობა წვრილმან განსხვავების და უთანხმოების
შესახებ და შეურყეველი დაუვიწყარი მოთხოვნილება უმთავრესი საზოგადო მიზნისა და
ხასიათის პატიოსნებისა.

XIII

ამნაირათ, ადრე თუ გვიან, ჩვენ საზოგადოებას შეეძინება გვარიანათ დამარაგებული


ახალგაზდობა, რომელსაც პატიოსან მიმართელებას გარდა საფუძვლათ ცოდნა და
მოხერხება ექნება. მაგრამ უსარგებლო არ იქნება დაუმატოთ აქვე, რომ ამ პატიოსან
მიმართულებას, ამ ცოდნას და მოხერხებას ერთი ძვირფასი თვისება უნდა
აგვირგვინებდეს, თუ ახალგაზდობას თავისი ძალის და სწავლის ხეირიანათ მოხმარება
სურს. ცხოვრება, განსაკუთრებით ჩვენში, ნამდვილი ბრძოლაა. ვისაც ჩვენში ცხოვრება და
მოქმედება სურს, – თუ კი იმას ცხოვრება ჯამაგირის ან შემოსავლის ქეიფიანურ ხარჯვათ
არ მიაჩნია, – ის თავის საქციელს და მოქმედებას ისე უნდა აწყობდეს, თითქოს
საბრძოლველათ ემზადებოდეს. ამისთვის აუცილებელი საჭიროა ამხანაგებთან
დაახლოვება, საერთო მოქმედების დამარაგება, საერთო პლანის გაწესება, ისე, რომ მთელ
ახალგაზდობას არათუ მარტო საერთო მიზანი, არამედ საერთო გზაც ჰქონდეს.
ახალგაზდობას მისი რიცხვის სიმცირე ასუსტებს, და ამას ყველაზე უფრო ადვილათ
ძალისა და ღონის გონიერი მოხმარება მოუხდება. ჩვენ ამ გონიერ ძალის მოხმარებას უნდა
შევეჩვიოთ, უსარგებლო მიდებ-მოდებას თავი უნდა დავანებოთ და იმ რიგი გაწყობილება
უნდა მივცეთ ჩვენ ძალას და რაზმს, რომ თითოეულის შრომას პირდაპირი და ჯეროვანი
სარგებლობა მოჰქონდეს. ჩვენ ერთი სურვილის, ერთი ნების, ერთი აზრის და ერთის
მოქმედების ქონვას უნდა შევეჩვიოთ, რომ ჩვენი გონიერი მოქმედებით, ჩვენი
შეერთებული და ერთ მიზნისკენ მიდრეკილი ძალით, ჩვენი დისციპლინით უკანასკნელი
მეხი დავცეთ ჩვენს ძველ თაობას და დამპალ ცხოვრებას. მარტო ამნაირი, ამხანაგური
გაწყობილებით, შეგვეძლება ჩვენ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება და პატრონობა...

პარტიებზე ბევრი რამ იყო თქმული, მაგრამ ის კი ბევრს არ ახსოვს, რომ ყოველ
საზოგადოებაში, რაგინდ ჩამორჩენილი და ბნელი იყოს ის პოლიტიკური მხრით, აშკარათ,

289
ან მალულათ, სდუღს პარტიული ცხოვრება. ეს ჩვენშიაც ასეა. ჩვენშიაც ძლიერ
განსხვავებით და მტკიცეთ იხატება პარტიების მოქმედება,

პარტიული ცხოვრება. და როცა პარტიებს შუა ბრძოლა სდუღს, როცა გაცხარებული


წინააღმდეგობა და ქიშპობაა იმის შესახებ, თუ რომელ პარტიას უნდა ერგოს
საზოგადოების წინამძღოლობა და ერის თაოსნობა, საქმე თითქმის ყოველთვის იმ
პარტიის სასარგებლოთ სწყდება, რომელსაც არათუ მარტო ხეირიანათ დამზადებული
წევრები ჰყავს, თან გონიერი გამოყენება შეუძლია თავისი წევრების ძალისა და ცოდნის. ამ
გამოყენების ნებას მარტო ერთობა, მარტო დისციპლინა აძლევს პარტიას. ამის
მაგალითების მოყვანა განა საჭიროა?...

XIV

ახლა მკითხველი მეტყვის: – ეს ყველა ყველაო, მაგრამ რისთვის, ან რა მიზეზით


დაგიწერია ამ სიგრძე ქადაგებაო. ეს მე თავში უნდა ამეხსნა, მაგრამ რადგანც იქ არ
ამიხსნია, ეხლა მაინც შევასრულებ ამ მოვალეობას, და ვიტყვი, რამ გამომათქმევინა ეს
შენიშვნები და მოაზრება. ჯერ ეს უნდა ვთქვა, რომ ეს მძიმე «ქადაგება» საყოველთაოთ
დაწერილი არ არის. ის იმათთვისაა დანიშნული, ვისაც სმენა და გაგონება აქვს. ამის
გარდა, ამ ნაწერში მოყვანილი შენიშვნები, უმეტეს ნაწილათ მაინც, ჩვენი
ახალგაზდობისგან გამოთქმული აზრები და კითხვებია. მე იმათთვის ყურიმომიკრავს აქა-
იქ, შემითანასწორებია, შემიერთებია და ხელახლავ ერთიანათ იმათთვის წარმიდგენია,
ვისგანაც გაგონილი მქონდა ზოგიერთი კერძოობითი შენიშვნა. ამას გარდა, ცხოვრების
დაკვირვებამ დამარწმუნა მე, რომ ჩვენი ახალი ახალგაზდობა ბევრი აღარ ჩამოგავს
უწინდელ თაობას, ბევრი მხრით წინ წასულა იმაზე და იმ სურათს დამსგავსებია, იმ
იდეალს დაახლოვებია, რომელიც ჩვენ გვენატრებოდა, და რადგანაც ამ ნაირათ
გაუკეთესებული ახალგაზდობის ძალის დაკარგვა ათასჯერ უფრო გულმომაკვდინებელი
იქნებოდა ვინემ უწინდელი ყმაწვილების გამოუდგომლობა, ჩვენ საჭიროთ დავინახეთ
ორიოდე რჩევის და შენიშვნის მიცემა, ორიოდე გაფრთხილების და სურვილის გამოთქმა.
ეს ჩვენი მოვალეობაც იყო და თან ჩვენი საქმისთვის გამოსადეგი საქციელი: ექნება ჩვენ

290
ნაწერს კეთილი შედეგი თუ არა, მოიტანს ის იმ სარგებლობას, რომელსაც ჩვენ მისგან
მოველით, თუ არ მოიტანს ამას, მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ, მომავალს, რომ თავი
დავანებოთ, აწმყოც საკმაო საფუძველს გვაძლევდა ამ გრძელი «ქადაგების» დაწერისთვის.
ეს საფუძველი მე საბოლოოთ დავიტოვე, და ეხლა მისი გამოხატვით ჩემ ქადაგებას
დავასრულებ.

XV

რა თვალითაც უნდა უყურებდეს კაცი უწინდელ ახალგაზდობას, რა კი იმას გვერდით


ეხლანდელს ახალთაობას დაუყენებს, ერთი უმთავრესი შენიშვნა მაშინვე აზრში მოუვა.
უწინდელი თაობა არა თუ მარტო დაუმზადებელი და დაუიარაღებელი იყო, იმას საკმაო
სიმტკიცე არ ჰქონდა ხასიათში, სიტყვით უწინდელი ახალგაზდობა ერთს ამბობდა, და
საქმით მეორეს შვრებოდა. მის ზნეობით ცხოვრებაში რაღაც საზარელი განხეთქილება
მოჩანდა, რომელიც თითქმის სრულიად აბათილებდა იმ ჩინებულ აზრებს, რომლის
მქადაგებლათ ეს ყმაწვილები გამოდიოდენ. ისინი საქციელით თითქო შერიგებას ეძებდენ
ძველ თაობასთან, და ძლიერ ბევრ თავაზიანობას იჩენდენ ძველი ცხოვრების შესახებ...

ეხლანდელი თაობა უფრო მტკიცე და უფრო ნელი დასაკმაყოფილებელია. ის შერიგებას


როდი ეძებს: ის დარწმუნებულია, რომ შერიგება შეუძლებელი საქმეა, სანამ ერთი თაობა
მეორეს სრულიად არ დაემორჩილება და იარაღს არ დაყრის. და რადგანაც იმას თვითონ
იარაღის დაყრა არ სურს, ის ცდილობს ძალით დააყრევინოს იარაღი თავის
მოწინააღმდეგეს. იმას იმედი და რწმუნება უღვივის გულში... ის თავის გამარჯვებას არც
სხვის დახმარებაში ეძებს, არც უნაყოფო დიპლომატიაში, არც გულ-ხელდაკრეფილ ცდაში.
იმას მარტო თავისი საკუთარი თავის, საკუთარი შრომის, საკუთარი ძალის იმედი აქვს. და
ეს იმედი იმას იმ ძვირფას ფანატიზმს აძლევს, ურომლოთაც არ გარიგებულა არც ერთი
შესანიშნავი საქმე... იმას მარტო ახალი თაობა, ახალი ახალგაზდობა და ხალხი ჰყავს
მხედველობაში, მარტო მისი თანაგრძნობის მოპოება სურს, მარტო მის გულგრილობას
ერიდება...

291
აი, ეს ახალი მიმართულება გვაიმედებს და ძალას გვაძლევს ჩვენ; ეს ახალი თაობა, თავისი
რწმუნებით, თავისი იმედით, თავისი მხურვალე სურვილით და აღტაცებით გვაახლოვებს
ჩვენ იმ მიზანს, რომელიც გულმომაკვდინებელ სიშორეში გვეჩვენებოდა... განა
დაგვეძრახება იმ აზრების და შენიშვნების გამოთქმა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ თაობას
გამოადგება და შრომას და მოქმედებას გაუადვილებს?

XVI

მაშ, მივატოვოთ მკვდრები და მომაკვდავები, თუ კი ჩვენ საკუთარ თავში ჩვენ საკმაო


იმედს და ძალას ვგრძნობთ, და ვეცადოთ ხეირიანი მოქმედებით, გონიერი ძალის
შეერთებით, ჭკვიანური საქმის წაყვანით დავიმსახუროთ და დავიკაოთ ის ალაგი,
რომელიც ხალხის ცხოვრებაში ცოდნას და პატიოსნებას უნდა ეკუთვნოდეს. ამ ასპარეზზე
ახალ ახალგაზდობას საშიში ან ძლიერი მოწინააღმდეგე არავინ ხვდება. მინდორი
ცალიერია, მაგრამ ზედ ბევრი ურგო ბალახ-ბულახი და ტალახი იპოება. როცა ამასაც
გავსწმენდთ, როცა მინდორი სუფთა და დამზადებული იქნება, მაშინ ნამდვილათ
ასრულდება ჩვენი ჩინებული პოეტის აღმტაცი სიტყვები: «თუ კი აწმყო არ გვწყალობს,
მომავალი ჩვენია!»

დაიბეჭდა ჟურნალ «კრებულში», 1873 წელს, №1, ხელმოწერით ნ. სკანდელი.

ნაპოლეონ მესამის ცხოვრება

ზღაპრათ ჩაითვლება იმ კაცის ბედი, რომელიც საიმპერატორო სასახლეში დაბადებულა,


იმპერატორის ტახტის მემკვიდრეთ გამოცხადებული ყოფილა, შემდეგში მთელი ოცდა-
ათი წლის განმავლობაში უბრალო მაწანწალასავით დედა-მიწაზე უხეიროთ თრეულა,
გამხდარა მერმე უპირველესი განათლებულის და შემძლე ხალხის მოთავეთ და
წინმძღოლათ, ოცდაორი წლის განმავლობაში მთელი ევროპის და ქვეყნიერების ბედის-

292
მწყვეტელი ყოფილა და ბოლოს ექსორიაში კვდება, ყველასაგან მოძულებული და
შეჩვენებული. ეს ზღაპრული ბედი ნაპოლეონ მესამის ცხოვრებას შეადგენს, და
ცოტაოდნათ რომ დააკვირდეს კაცი ამ ცხოვრებას, იმ წამშივე დაინახავს, რომ მის ბედში
ზღაპრული არა ყოფილა რა. მისი ამაღლების და დაცემის მიზეზი, მისი ძალა და გავლენა,
მისი დიდება დაუმზადებია საფრანგეთის წარსულ ცხოვრებას და, თვითონ ნაპოლეონ
მესამე, ისტორიის თვალში, მარტო ხორციელი გამოსახვაა იმ დამოკიდებულების,
რომელიც არსებობდა საფრანგეთის ხალხის სხვა-და-სხვა ნაწილებს შუა. ამ
დამოკიდებულების და ცხოვრების განხილვა ადვილათ დაგვანახვებს, თუ რა ნამდვილი
ძალა ჰქონდა თვითონ ნაპოლეონს, ჰქონია, თუ არა ის ჭკუა და მოხერხება, რომლის
სახელი მთელ ქვეყანაში გავარდნილი იყო, და თვითონ იმას მიეწერება მისი ამაღლების
და დავარდნის ბრალი, თუ სხვა რასმე, ან ვისმე. ამ მიზნის მისაღწევათ საჭიროა
თანასწორათ ვუამბოთ მკითხველს ნაპოლეონის ცხოვრება და საფრანგეთის მდგომარეობა
ამ უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში.

ნაპოლეონ მესამე დაიბადა ტიულრის სასახლეში, პარიჟს, 20 (8) აპრილს 1808 წ. მისი
დაბადების დრო უბედნიერესი დრო იყო ბიძამისის დიდებისთვის, და ბონაპარტების
სახლობა მაშინ უმაღლესი გავლენის და შეძლების პატრონი იყო. მამამისი ჰოლანდიის
ხელმწიფეთ დაესვა მის ძმას. ორი მისი ბიძა, ჟერომი და ჟოზეფი, აგრეთვე
ხელმწიფობდნენ, ერთი ვესტფალიაში, მეორე ესპანიაში, და ბიძა კი, ხომ, მთელი ქვეყნის
ბრძანებლათ ითვლებოდა. ეს კაცი, რომელმაც ლაგამი აუდვა რევოლუციას საფრანგეთში
და ისე ალაგმული რევოლუციის ძალები მიუსია ევროპის ძველ წესს და განწყობილებას,
ითვლებოდა იმ დროს ღვთისაგან მოვლენილ გმირათ, რომელსაც მთელი კაცობრიობა
ემონებოდა, ხან აღტაცებით, ხან წყევლა-კრულვით და კბილის კრაჭუნით. იმას როდი
დაეძებდნენ, თუ რა ხეირი მოუტანა საფრანგეთს იმ ცვლილებების და გაუმჯობესობის
შეწყვეტამ, რომელნიც რევოლუციას მოსდევდნენ, და იმ ნიადაგი ომების და ჭექა-
ქუხილის გრიალმა, რომლითაც ათრობდა ნაპოლეონი თავის ჯარს და ხალხს.

293
რევოლუციამ რომ ძველი უწესობა მოსპო, ათასი წლის უმსგავსი განწყობილების
დანგრევით და ახალი წესის და განმართულების შემოღებით, ეს მაშინ ბევრს როდი
ესმოდა. არც ის ახსენდებოდა ვისმე, რომ გამარჯვების კიჟინის დროს ნაპოლეონი ნელ-
ნელა და ჩუმ-ჩუმათ სპობდა თითოთითოთ იმ ახალ დაწესებულებებს, რომლითაც
რევოლუციამ საფრანგეთი გააძლიერა და გააბედნიერა, თან იმ უწინდელ უჟმურ წესს
აარსებდა, რომელიც დასცა და მოსპო რევოლუციის ქარმა. გამარჯვების კვამლმა და ხმამ
დაუფარა ეს ყველაფერი საფრანგეთის ხალხს, დაავიწყა ანგარიში, მით უფრო, რომ
უმჯობესი მხარე რევოლუციის მოქმედებისა ნაპოლეონმა თვითონ მიიწერა და ხალხს
თავის საკუთარ შრომათ დაანახა. – ხალხი ამას ვერ იგებდა, და გამარჯვების აღტაცებით
უფრო და უფრო თვრებოდა. ის კი არავის განუსჯია, რომ ეს მდიდრულათ მოკაზმული
გმირი სხვის დიდებას ითვისებს, მოტაცებული საუნჯით უხვობს, და ნამდვილი დიდება
და საუნჯე კი სხვას ეკუთვნის, იმ კრაბას და იმ თაობას, რომელიც ამ გმირმა გაცარცვა და
დასტანჯა.

დაუმსახურებელ დიდებას ყოველთვის ლანდათ მოსდევს შინაგანი უკმაყოფილება და


ვაივაგლახი. ამ მიზეზით ის ოჯახი, რომელიც მთელ ქვეყანას დიდებულ და ბედნიერ
ოჯახათ მიაჩნდა, ნიადაგ აყალ-მაყალით და წვალებით ატარებდა თავის კერძო
ცხოვრებას. ბონაპარტების სახლობაში ყველას ტყვიასავით აწვა ნაპოლეონ პირველის
მძიმე ხელი და ნება, მაგრამ ვერც ამ რკინის ხასიათმა გასწვრთნა და გააკეთილშობილა
თავისი სახლობის ჯიში და ზნე, მით უფრო, რომ საკუთარი მისი მოქმედება და საქციელი
ნამეტან კარგ მაგალითად ვერ ჩაითვლებოდა. განსაკუთრებით უბედური იყო ამ მხრით
ნაპოლეონ მესამის დედ-მამის ბედი და მდგომარეობა. მამა მისი ისეთი რბილი და ნება-
მიხდილი კაცი იყო, რომელსაც არც სიკეთის ჩადენა შეეძლო, არც სიავის; ბედს რომ მისგან
მცირე რამ შრომა მოეთხოვა და თან პატიოსანი ოჯახობა მიეცა მისთვის, ის თავის
სიცოცხლეს სინდისიანათ და უვნებელათ გაატარებდა, და თუ არას არგებდა ქვეყანას,

294
დიდ ვნებასაც არ მოუტანდა, მაგრამ იმას სულ სხვა ბედი არგო მისმა ძმამ. ის დაინიშნა
ჰოლანდიის ხელმწიფეთ.

ეს კიდევ არაფერია, რადგანაც ამ მდგომარეობაში მის მაგიერ სხვები შრომობდნენ და


მოქმედებდნენ; უარესი უბედურება იმითი დააყენა იმას ნაპოლეონ პირველმა, რომ
თავისი გერი, ჰორტანზი ბოჰარნე, ცოლათ მიათხოვა.

ეს ქალი ჩინებული ქმნილება იყო მოცეკვართ ყრილობისთვის, რადგანაც იმას არც


სილამაზე აკლდა, არც შნო და არც კეკლუცობის ნიჭი. მისი ხასიათი იმ ცივათ-
აღტაცებული ქალების ხასიათს ჩამოგავდა, რომელნიც გულით კი ბევრ კეთილ მიზანს
ეტრფიან, მის მიღწევას სურვობენ, მაგრამ, თუ ეს მიზანი იმწამსვე ხელში არ ჩაუვარდათ,
უცფათ ღონდებიან და ზანტი მუხლ-მოწყვეტით, უმიზნოთ და უაზროთ აჰყვებიან
ცხოვრების და გარემოებების ტალღას...

... ყმაწვილს აკვანშივე დაჰყვა საფრანგეთის საიმპერატორო გვირგვინი. იმ დროს


ნაპოლეონ პირველს ჯერ შვილი არ ჰყოლოდა, და მის გამო მისი გვირგვინი და ტახტი
მისი ძმის ლუის სახლობას უნდა გადასვლოდა. ნაპოლეონ მესამის დედას არც ამ ნათელმა
მომავალმა ჩაუდგა ხანგრძლივი აღტაცების სული. შვილის ხასიათის გამოწვრთნის
მაგიერათ, ის მის გართვას და გახალისებას ცდილობდა ყოველთვის, როცა იხსენებდა, რომ
სახელმწიფო შვილი ჰყავს, – ესე იგი წელიწადში ორჯერ-სამჯერ...

პატარა ნაპოლეონი შვიდი წლის იყო, როცა ბიძა-მისმა ტახტი და დიდება დაიმხო, და
მთელი მისი ოჯახობა საფრანგეთის სამძღვრებიდან გაიდევნა. ყმაწვილს გამზდელათ
ერთი აბბატი (მღვდელი) დაუყენეს, რომელსაც მისი ტვინი და გული უნდა აღეზარდა, და,
რაღა თქმა უნდა, ეს აბბატი, ჰორტანზის სასიამოვნოთ, მარტო იმ მხრით ხსნიდა თავის
მოსწავლის გონებას, რომ ნიადაგ ნაპოლეონ პირველის მოქმედებას და დიდებას
უამბობდა... ნაპოლეონის სიყმაწვილემ გერმანიაში გაიარა. ის ახალგაზდა კაცი იყო, როცა
დედა მისი შვეიცარიაში გადასახლდა, სადაც იმას ერთი ძველებური კოშკი ეყიდა ტბის
პირზე, არანენბერგს. აქ შეისწავლა ნაპოლეონმა სამხედრო მეცნიერება. გაეცნო შვეიცარიის

295
სამხედრო და სამოქალაქო განწყობილებას და შევიდა სამსახურში შვეიცარიის
არტილერიაში, იმ მიზნით, საფრანგეთის ხალხმა შეიტყოსო, რომ ბიძი-ჩემის კვალზე
დავიარები და სამხედრო საქმეები კარგათ ვიციო... ამ პარტიის გულის მოსაგებათ
ნაპოლეონ მესამე გაერია იმ აჯანყებაში, რომელიც მოხდა რომის პაპის წინააღმდეგ, და
რომლის დროს ციებ-ცხელებამ მოჰკლა მისი უფროსი ძმა. ამ ორი მხრით თავის გამოჩენის
მეტი არა უქნია რა პატარა ნაპოლეონს თავის ახალგაზდობაში, და ამ ბარგით გადააბიჯა
იმან იმ სამზღვარს, რომელიც ახალგაზდობასა და სრულ კაცობას შუაა გაყვანილი.

II

ამასობაში, როგორც ვთქვით, ნაპოლეონის ტახტი დაიმხო და საფრანგეთში უწინდელი


მეფეების – ბურბონების – გვარი გამეფდა. ხალხს მართლაც არ უყვარდა ეს მეფეები,
რადგანაც მის თვალში იმათი გამეფება ძველი შეუძლებელი წესის და წყობილების
აღდგენას ნიშნავდა... ბურბონების დასამარცხებლათ ეს პარტია ნიადაგ იმ იარაღს
ხმარობდა, რომ თქვენ უცხო ქვეყნელებმა დაგსვესთ საფრანგეთის ტახტზეო და ამით
თქვენ ჩვენი ღირსება დაამცირეთ, ის ღირსება და ის დიდება, რომლითაც ნაპოლეონის
დროს მთელი ევროპა ავიკელითო. ბურბონების დასამცირებლათ ლიბერალები
საგანგებოთ აჭარბებდნენ ნაპოლეონის ქებას... ბურბონები კი შეაძულა, მაგრამ
ლიბერალების მაგიერ ნაპოლეონის სახელი შეაყვარა.

ბურბონებსა და ლიბერალებს შუა ბრძოლა 1815-დამ დაწყებული 1830-მდი გაგრძელდა,


და ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში ეს ბრძოლა ნიადაგ იმ კილოზე იყო, რომ ხალხი
უფრო და უფრო უახლოვდებოდა ნაპოლეონის სახელის გაღმერთებას და თანდათან
ივიწყებდა იმ ლიბერალურ პრინციპებს, რომლის სახელით და სასარგებლოთ
ჰქადაგებდნენ ლიბერალები. 1830-ში ბრძოლა ნამეტნათ გაცხარდა... და ქუჩებში ასტყდა
სისხლის-მღვრელი «ივლისის ბრძოლა» პარიჟელ ხალხსა და სახელმწიფო ჯარს შუა. სამი
დღის და სამი ღამის განმავლობაში იღვარა სისხლი პარიჟის ქუჩებში, სანამ ბოლოს ხალხი
გამარჯვებული დარჩა და მეფე – გაქცეული. არეულობა და ბრძოლა იმით შესწყდა, რომ
ხალხის წინამძღოლმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა მეფეთ ვითომ ლიბერალური

296
სულით აღვსებული პრინცი ამოირჩიეს, ლუი-ფილიპე ორლეანელი, რომელიც უწინ
გაბუტვით უყურებდა თავისი ნათესავების დიდებას. ლიბერალებმა ეს გაბუტვა
სულმაღლობის ნიშნათ მიიღეს, და იფიქრეს, ხალხს მეტი სხვა რა უნდაო? ამ რიგათ მოხდა
1830 წლის რევოლუცია, რომელმაც ერთის მხრით, ბურბონების მაგიერ საფრანგეტის
ტახტზე ორლეანები აიყვანა და მეორეს მხრით, ყველას აშკარათ დაანახა, რომ ერთი
ტახტის დამხობა და მეორის აღდგინება მეტის მეტათ ძნელი და შეუძლებელი საქმე როდი
ყოფილა საფრანგეთის ხალხისათვისო.

ბონაპარტების ოჯახი ამ ცვლილებამ მადაზე მოიყვანა... ნაპოლეონის ტვინზე ამ


ცვლილებას კიდევ ის გავლება ჰქონდა, რომ იმან იგრძნო, თუ რა ხალხის ნაწილი ყოფილა
ყველაზე უფრო ძვირფასი ამგვარი ცვლილებების დროს, ის შეეჩვია პარიჟელი მუშა-
ხალხის დაფასებას და მორიდებას, და დარწმუნდა, რომ ჯარის გულის მოგებასთან იმან ამ
პარიჟელი მუშა-ხალხის სიყვარული თუ არა, ცოტაოდენი სიმპატია მაინც უნდა ეძიოს.
ამნაირათ მისი აზრების მიმართულებას მიეცა ორგვარი მიზანი. ჯარში გავლენის მოპოება
და პარიჟელი ლიბერალური მუშა-ხალხის თვალის ახვევა. პირველი მიზნისთვის,
შვეიცარიის სამსახურში შესვლის გარდა, ის ეცნობოდა საფრანგეთიდან მოსულ მოგზაურ-
ოფიცრებს, აქებდა მათ ნიჭს, ჰპირდებოდა ჩინებულ მომავალს, აძლევდა ფულს და
ითხოვდა დახმარებას, – ვინიცობაა თქვენი დახმარება რომ დამჭირდესო. ნაპოლეონს
თვალწინ უდგა ბიძა-მისის ნაპოლეონ პირველის მაგალითი, როცა ის ელბის კუნძულზე
დამწყვდეული იყო, გამოიქცა, და მთელი საფრანგეთი გაიარა, ხალხისა და ჯარისგან
აღტაცებით მიღებულმა დაამარცხა ბურბონების ჯარი და სამი თვით მათი ტახტი
დაიპყრო.

ძმისწულსაც შესაძლებელი ეგონა თავისთვის ბიძის მაგალითის განახლება... და თავისი


თავის იმპერატორათ გამოცხადება დააპირა. მისმა მომხრეებმა ხმა დაყარეს, პარიჟში
ახალი რევოლუცია მომხდარა და იმპერატორს თხოულობენო. და ზოგიერთმა რაზმებმა
კიდეც დაიჯერეს ეს ამბავი და ნაპოლეონიც გვარიანათ მიიღეს. მაგრამ ამ დროს
უფროსები მოვიდნენ, სტაცეს ნაპოლეონს ხელი, დააგლიჯეს თავის მუნდირზე რომ

297
ორდენები, ეპოლეტები და ლენტები დაეკიდებია და სატუსაღოში წაიყვანეს, ისე რომ იმას
არც ხმა ამოუღია, არც ხელი გაუნძრევია. ამბობენ, იმდროს რომ იმას ცოტაოდენი ენერგია
და გამბედაობა ჰქონოდა, იქნებ მთელ ჯარს მისი მხარე მიეღო და თვითონ უფროსები
დაეტუსაღებიაო...

ოთხი წლის შემდეგ, როცა საფრანგეთის პოლიტიკას ახალი დამცირება მიადგა ტიერის
უხეირობით, და როცა იმავე ტიერის წყალობით საფრანგეთის ხალხში უფრო გაძლიერდა
ნაპოლეონ პირველის თაყვანის-ცემა, რადგანაც იმ დროს თვითონ ტიერმა გადმოატანინა
ელენეს კუნძულიდან იმპერატორის გვამი, პატარა ნაპოლეონმა ხელახლა ბედის ცდა
მოინდომა: იმან დაამზადა ლონდონში მთელი ხომალდი, თავის ლაქიებს საფრანგეთის
ჯარის მუნდირები ჩააცვა, იშოვა ერთი ფრთა-დაგლეჯილი არწივი, რომელსაც თავის
საკუთარ შლიაპაში ხორცის ჭამა ასწავლა, და ამგვარათ დამარაგებული მიადგა
საფრანგეთის ქალაქს ბულონს. იქ შევიდა ის კაზარმებში და ჯარს გამოუცხადა
იმპერატორის მემკვიდრე მე ვარ და წამომყევით, გავაგდოთ ლუი-ფილიპე და თქვენი
დაჯილდოვება ჩემ კისერზე იყოსო; მაგრამ აქაც ვერა ქნა რა... რაკი ნაპოლეონმა ორგზის
დაინახა, რომ ჯარის აყოლა ისე ადვილი არ ყოფილა, როგორც იმას და მის მომხრეებს
ეგონათ, და როცა გამოაშკარავდა, რომ პარიჟის ხალხს მართლა უფრო მეტი გავლენა
ჰქონია ჯარზე, ვინემ ნაპოლეონის სახელს, ეს ტახტის მაძიებელი პარიჟის მუშების გულის
მოგებას გულდაგულ შეუდგა...

III

წარსული საუკუნის დამლევს საფრანგეთის ცხოვრებაში ბევრი ცვლილება მოხდა.


ილაჯგაწყვეტილმა საზოგადოებამ და ხალხმა, რომელიც თავისი შრომით და მოხერხებით
სახელმწიფოს ნამდვილ ძალას შეადგენდა, მაგრამ მაინც ყველაფერში უმოქმედო და
უხეირო დიდკაცობის ხელში იყო, მოინდომა ამ დიდკაცობის ხელიდამ თავის დახსნა და
საკუთარი თავისთვის საკუთარი ტვინით ცხოვრება. იმან ძალადობით მოსპო
დიდკაცობის უპირატესობა, დაშალა ძველი უსამართლო წესი, დაარღვია ძველი
მიმდგომი კანონები და მათ მაგიერ დააარსა ახალნაირი საზოგადოებრივი გაწყობილება,

298
გამოსცა ახალი კანონები და შემოიღო ახალი ჩვეულებები. ამ ცვლილების უმთავრესი
აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ კანონის წინ ყველა, დიდი და პატარა, მდიდარი და
ღარიბი, სრულიად თანასწორი და ერთნაირათ თავისუფალი ყოფილიყო. თანახმად ამ
აზრისა მოისპო ათასნაირი უპირატესობა დიდკაცობისა, რომელიც იმას უწინდელ დროში
ძალადობით შეეძინა, მოისპო უმეტესი ნაწილი მისი გავლენისა და, მაშასადამე, დამცირდა
მისი სიმდიდრე და ეკონომიური მდგომარეობა... დიდ-კაცობას და ეკლესიას რაც ადგილ-
მამული ჰქონდა, იმის უმეტესი ნაწილი, მართალია, ვაჭრების, მოქალაქეების და
სოფლელების ხელში გადავიდა და განაწილდა, მაგრამ ამ დიდ ეკონომიურ ცვლილებას ის
ნაკლულევანება დაერთო, რომ მუშა-ხალხს, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში,
სრულიად არა ერგო რა...

ცხოვრება, ხორაგეული, სადგომი, ტანსაცმელი თან-და-თან უფრო და უფრო ძვირდებოდა


და, მასთან თანასწორათ, უფრო და უფრო ძნელდებოდა ხალხისთვის თავისა და
ოჯახეულობის რჩენა. ამასგარდა, პოლიტიკურ განხეთქილებას და ნიადაგ ომებს ხშირათ
აღებ-მიცემობის შეწყვეტა, წარმოების შეჩერება, შრომის მოსპობა, – ერთი სიტყვით
«კრიზისი» მოსდევდა. ყველა ამ მიზეზებით მუშა184 ხალხის მდგომარეობას რევოლუციის
ცვლილებები იმოდენათ ბედნიერათ ვერ დაეტყვენ, როგორც შუათანა წოდებაზე –
ვაჭრებზე, მოქალაქეებზე და შემძლე გლეხებზე. და ამ უკანასკნელების უცაბედი ამაღლება
და გაძლიერება თითქო საგანგებოთ ცეცხლს უკიდებდა მუშა-ხალხის დაცემულ
იმედს...რაც სახელმწიფოს ხარჯი სჭიროდა, იმას თითქმის მარტო მუშა-ხალხი იხდიდა.
ამას არცერთი მოვალეობა არ ასცილებია, და მაგიერათ არც ერთი უფლება არ ღირსებია...

ამ მდგომარეობამ ბევრი მეცნიერი და კაცმოყვარე პუბლიცისტი დააფიქრა...

ყველა იმ საზოგადო აზრს დაადგა, რომ მუშა-ხალხის ბედს გააუმჯობესებს მარტო მისი
ეკონომიური გათავისუფლება «პატრონების» დამოკიდებულებიდამ... ყველაზე უწინ
ზოგიერთი მწერალი იმ აზრს დაადგა, რომ მუშა ხალხის ბედნიერებისათვის
აუცილებლათ საჭიროა, რომ იმას გაუნაწილდეს და დაურიგდეს მდიდრების შეძლება და
ადგილ-მამულიო. ამ საშუალებისაგან ეს მწერლები ვითომ იმ ეკონომიურ თანასწორობას

299
გამოელოდენ, რომელიც მუშა ხალხს დანარჩენ წოდებებთან აკლდა. მაგრამ ძლიერ მალე
სხვა უფრო ღრმა მოაზროვნეებმა მოიფიქრეს, რომ ამ საშუალებისაგან ბევრი რამ სიკეთე
როდი გამოდნება. რაც საფრანგეთში სიმდიდრე იყო, ის საყოველთაოდ რომ
გაენაწილებიათ, თითოეულ კაცს ათი, თუნდ ასი, ფრანკი შეხვდებოდა. და ეს ფული აბა
ვის «გაათავისუფლებდა!»... ... ამტკიცებდენ, რომ მუშა ხალხის ბედს საკმაოთ და
ნამდვილათ ვერც მარტო შეერთებული შრომა და შეერთებული ცხოვრება
გააუმჯობესებსო, რადგანც მუშების ეხლანდელი «პატრონები» (თანხის პატრონები)
იმდენათ ძლიერები არიან ფულის ხელში ქონებით და კანონების მათ სასარგებლოთ
შედგენით, რომ მუშა ხალხის შეერთებული ძალა იმათ ვერაფერს დააკლებს და თითქმის
ვერც ეწინააღმდეგებაო... ერთი სიტყვით, ეს მეცნიერები ამტკიცებდენ, რომ სანამ
ეხლანდელი კანონ-მდებლობა და ეკონომიური და პოლიტიკური გაწყობილება თავიდამ
ბოლომდი არ შეიცვლება, მანამდი მუშა ხალხის ბედი დიდში ვერაფერში გაუმჯობესდება
და მისი ნამდვილი გათავისუფლება არას გზით არ მოხდებაო. მანამდი გაუმჯობესდება
მარტო ზოგიერთი იშვიათი პირების ბედი, და მეტი არაფერიო...

IV

სანამ ნიჭიერი და თავგამომეტებული ახალი მწერლობა მოუსვენრათ და დაუღალავათ


განახლების და ცვლილებების საჭიროებას ჰქადაგებდა და მათ მოსახდენ საშუალებებს
იკვლევდა, საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრება სულ სხვანაირ ასპარეზს
წარმოადგენდა. ნაპოლეონ პირველის დამარცხებას და ტახტიდამ გადმოყვანას
ბურბონების ხელახლათ გამეფება მოსდევდა. ეს გამეფება იმას ნიშნავდა, რომ
პოლიტიკურ ცხოვრებაში უმთავრესი გავლენა, ხმა და მნიშვნელობა დიდკაცობას და
სამღვდელოებას მიეცა, და მათ სარგებლობას მსხვერპლათ მიეცა არათუ მარტო მუშა
ხალხის სარგებლობა და ბედი, შუათანა საზოგადოების, ესე იგი მოქალაქობის და შემძლე
სოფლელების, სარგებლობაც. იმის გამო საფრანგეთში, ნაპოლეონ პირველის გადაყენების
შემდეგ, ატყდა გაცხარებული ბრძოლა დიდ-კაცობას შუა ერთის მხრით და შუათანა
საზოგადოებას და ხალხს შუა – მეორეთი. მაგრამ, რადგანაც დიდ-კაცობა და

300
სამღვდელოება თავიანთ თავს იმოდენათ ძლიერათ ვერ გრძნობდა, რომ ერთიანათ
დაებრუნებია და გაეცხოველებია ძველებური წესი და განწყობილება, და რადგანც იმან
ვერ გაბედა შუათანა საზოგადოებისგან შეძენილ შეძლებას შეხებოდა, ეს გაცხარებული
ბრძოლა უფრო გარეგანი ბრძოლა იყო, ვინემ საფუძვლიანი ეკონომიური და
რევოლუციური შეტაკება ორი წოდებისა. ეს ბრძოლა მარტო პოლიტიკურ ასპარეზზე
ბრუნავდა, მარტო პოლიტიკურ უფლებებს ეხებოდა, მარტო პარლამენტში და გაზეთებში
სდუღდა. ნამდვილ ცხოვრებას კი ის ხასიათი ჰქონდა, რომ დიდ-კაცობა მეფის სასახლეში
და სამსახურში ადგილების შოვნით კმაყოფილდებოდა, და თუ რასმე ეძებდა – ეძებდა
ხარისხებს და ჯამაგირს, მაშინ, როდესაც შუათანა საზოგადოება ლაზათინათ გამაძღარ
კაცსავით რევულუციის დროს ნაშოვნი სიმდიდრით და მამულებით სტკბებოდა, და თუ
პოლიტიკურ სიმართლეებზე ცხარობდა, ცხარობდა და იბრძოდა ისე, როგორც
გაცხარებულათ ბაასობენ კარგა-ლამაზათ ნასადილევი პირები, – ჩინებული სადილის
მოსანელებლათ... 1830 წელს გაიმარჯვა შუათანა საზოგადოებამ. იმან ბურბონების ტახტი
დაამხო, დიდკაცობას ფეხი მოსტეხა, საფრანგეთის ტახტზე ორლეანის სახლობა დასვა და
სასახლეში და სამსახურში რაც ადგილები იყო, ჯამაგირიანი, სულ ერთიანათ თვითონ
ირგო. განდიდებულ ვაჭრობას კანონების შედგენაც ხელში ჩაუვარდა და მათი
გამოყენებაც, და ხალხის მდგომარეობა ამით მეტის-მეტათ შეწუხდა. ატყდა მაშინვე ჩუმი,
მაგრამ მხურვალე ბრძოლა შუათანა საზოგადოებას და ხალხს შუა...

ეს განხეთქილება მეტისმეტათ ძლიერი და ამოუხოცველი იყო, როცა 1848 წელს


გაბრაზებულმა ხალხმა უეცრათ დაამხო ორლეანების ტახტი და საფრანგეთში
რესპუბლიკა დააწესა. რამდენიმე თვის ვადით შუათანა საზოგადოება გაყუჩდა. იმას ეგონა
გაბრაზებული ხალხი ტყავს გაგვაძრობს ხმა რომ ამოვიღოთ და წინააღმდეგობა
დაუწყოთო. ისევ სჯობია ჩვენი თავი რესპუბლიკის მომხრეთ გამოვაჩინოთ, ამით ჩვენ
იქნება ჩვენი ეკონომიური უპირატესობა და პოლიტიკური თაოსნობა შევინარჩუნოთო.
მაშინ ამ პარტიის მოთავეთ ტიერი იყო...

301
მაშინდელი რესპუბლიკური პარტიის წინამძღოლები სამ ნაწილათ უნდა გაჰყოს კაცმა.
ერთი ნაწილი, ვითომ «ზომიერები» (მოდერეს), რომლების თავში იდგენ ლამარტინი,
კავენიაკი, გარნიეპაჟე, მარი, მარა და სხვ., ყველაზე უფრო იმას ცდილობდენ, რომ შუათანა
საზოგადოება, რომელსაც ისინი თვითონ ეკუთვნოდენ, დაეშოშმანებიათ და
რესპუბლიკის მხარეზე გადმოეყვანათ. იმათ სძულდათ მუშა ხალხი, რადგანაც მთელი
მათი ცხოვრება შუათანა და მაღალ საზოგადოებაში გასულიყო, რომლის აზრებით და
ამაოთმორწმუნებით გამოზდილი იყო იმათი ტვინი და გრძნობა. მეორე ნაწილს
«წითელები» «რადიკალები» შეადგენენ. იმათ თავში იდგენ მაშინ ლიდრიუ-როლენი,
ჟულფავრი, კოსიდიერი, ფლოკონი და სხვ. მათი მიმართულება და მოქმედება «ზომიერი»
რესპუბლიკელების მოქმედებისაგან მარტო მით გაირჩეოდა, რომ ისინი შუათანა
საზოგადოებას ნაკლებათ ეტრფოდენ და ხალხსაც ისე სასტიკათ არ ეპყრობოდენ. იმათ
მარტო პოლიტიკური ცვლილებების მოხდენა სურდათ, მარტო პოლიტიკური უფლებების
მინიჭება უნდოდათ ხალხისთვის...

მესამე ნაწილი ყველაზე უფრო მცირედი იყო მოთავეების რიცხვით, მაგრამ თან ყველაზე
უფრო ძლიერიც პარიჟში, რადგანც იმას მთელი პარიჟელი მუშახალხი თანაუგრძნობდა.
იმას მოთავეთ ლუი ბლანი, კონსიდერანი, ვიდალი, ხანდისხან პრუდონი და სხვ. უდგა,
და საზოგადო სახელათ «სოციალური (საზოგადოებრივი) პარტია» ერქვა, იმ მიზეზით,
რომ ეს პარტია ამტკიცებდა, რომ ხალხის ბედნიერებისა და გათავისუფლებისთვის
საჭიროა ცვლილებების მოხდენა არათუ მარტო პოლიტიკურ წესში, მთელ
საზოგადოებრივ გაწყობილებაშიაც და კანონშიც.

მაშასადამე, 1848 წელს საფრანგეთის ცხოვრებაში ბრძოლა სდუღდა ამ ოთხ უმთავრეს


პარტიებს შუა... ამ დროს ამ ორ რაზმებს შუა თავი ამოჰყო ნაპოლეონ მესამემ, რომელსაც
მაშინ სახელათ ლუი ბონაპარტე ერქვა.

VI

302
ნაპოლეონისთვის ღმერთს არც დიდი ჭკუის ძალა მიეცა, არც მტკიცე ფოლადის ხასიათი.
ორივე მხრით იმან სისუსტე გამოიჩინა. მისი ტვინის ძალა სწორეთ იმ ზომისა იყო,
რამდენიც მინიჭებული აქვს ყოველ «მეოინე» «ოსტატ» კაცს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმას
გვარიანი მოხერხებით შეეძლო კაცის მოტყუება, თვალის ახვევა და გაცურება... ხასიათით
იმას მეტის მეტი გადაუწყვეტლობა, გაუბედველობა და ტვინის სიზარმაცე ეჩვია. იმას ის
თვისება აკლდა, რომელიც ერთბაშათ, ერთ წამში აჩვენებს კაცს საქმის მდგომარეობას და
საჭიროებას, მაშინვე რამე სწრაფ გადაწყვეტილებას დაბადავს მის თავში და იმწამსვე ამ
გადაწყვეტილებას ასრულებაში მოაყვანიებს...

მაგრამ იმას კარგი, ესე იგი მისი შესაფერი, მრჩევლები და დამხმარენი ჰყავდა. იმათი
რჩევით და დახმარებით გაბედა ამ სულითა და ტანით სუსტმა კაცმა საფრანგეთის
ტახტზე ასვლის იმედის გულში ჩაწვეთა, და იმათივე რჩევით საქმე იმ რიგათ წაიყვანა,
რომ იმ ორ მებრძოლ პარტიებს შუა გვარიანი ადგილი გამოძებნა. 1848 წლამდეც, რაკი იმან
და მისმა მომხრეებმა დაატყვეს, რომ თანამედროვე საფრანგეთში მუშა-ხალხის მოძრაობას
დიდი ძალა აქვს და ჩვენთვის ეს ძალა გამოსადეგი იქნებაო, ნაპოლეონმა გაზეთებში და
ცალკე წიგნებში წერა დაიწყო მუშების სასარგებლოთ, იმ განზრახვით, რომ მათი გული და
დახმარება მოეპოვებია. ამ თხზულებებში ის ასოციაციის (შეერთებული შრომის და
ცხოვრების) საჭიროებას სცნობდა და ავრცელებდა, მაგრამ ისე, რომ თან სამხედრო
გაწყობილებას და ჩვეულებებს ურევდა. ამით იმას ერთ და იმავე დროს ორი მიზნის
მიღწევა სურდა: მუშა-ხალხის დამადლიერება და ჯარის გულის მოგება...

VII

ივნისის თვეში, როგორც წინეთ იყო ნათქვამი, პარიჟის მუშა ხალხი მოთმინებიდამ
გამოვიდა და მმართებლობას მოთხოვა ზოგიერთი საჭირო ცვლილებების მოხდენა.
მმართებლობამ ამაზე ჯარის გამოწვევით და თოფის სროლით პასუხი მისცა, და სამი
დღის განმავლობაში პარიჟის ქუჩებში საზარელი ბრძოლა იყო, რომელშიაც დაიხოცა
თითქმის ოციათასი კაცი და გაუსჯელათ, გაუკითხავათ დაიხვრიტა და გაიგზავნა ზღვას
გადაღმა ერთ იმოდენაზე მეტი. ამ გარემოებას მეტის-მეტათ ცუდი შედეგი ჰქონდა

303
მაშინდელი რესპუბლიკის ბედისათვის. რადგანაც მაშინ მმართებლობას რესპუბლიკის
სახელი ერქვა და მოთავეთ ზომიერი რესპუბლიკელი ღენერალი კავენიაკი ჰყავდა,
პარიჟელ მუშა ხალხს, ცოტათი არ იყოს, გული აუვარდა თავის საყვარელ რესპუბლიკაზე
და ჯავრი ჩაჰყვა იმ ნაციონალური კრებისა, რომლის ბრძანებით ისე
დაუზოგველათდაისაჯა პარიჟის მცხოვრებლები. ეს გრძნობა თითქმის მთელ
საფრანგეთში გავრცელდა, სწორეთ იმ დროს, როცა მთელ ხალხს საფრანგეთის
რესპუბლიკის თავმჯდომარე (პრეზიდენტი) უნდა ამოერჩია. თავმჯდომარის
კანდიდატათ გამოვიდა ერთის მხრით ღენერალი კავენიაკი, ზომიერი რესპუბლიკელების
წევრი და მაშინდელი მმართველობის თავი, და მეორეს მხრით, ტიერის და მისი
მეგობრების დახმარებით, – ლუი ბონაპარტი, ამ უკანასკნელის კანდიდატობა ყველას
უმნიშვნელო საქმეთ მიაჩნდა. თვითონ ტიერს და მის მეგობრებს ის ანგარიში ჰქონდათ,
რომ ეს კაცი სუსტი ტვინისა და გონებისააო და ჩვენ იმას ისე ვატარებთ, როგორც
მოვინდომებთო... ნაპოლეონ პირველმა თავის სახელით დაბეჭდა რევოლუციის დროს
შემდგარი კანონები და სახელათ იმათ «ნაპოლეონის კოდექსი» დაარქვა. ეს კანონები
გლეხებს საკვირველათ უყვართ, რადგანაც იმათ მარტო ამ კანონებმა მიანიჭა ცოტაოდენი
თავისუფლება და მიწა-წყალი. ისინი ნაპოლეონის სახელს თაყვანს სცემდენ და თითქმის
ღვთიურ ქმნილებათ სთვლიდენ. ლუი ბონაპარტეს კანდიდატობა იმათ წარუდგინეს
როგორც ნაპოლეონ პირველის აზრებისა და მიმართულების მემკვიდრის, და ხალხმა ის
საშინელი ერთხმობით რესპუბლიკის თავმჯდომარეთ ამოირჩია. მის მოპირდაპირეს მისი
მეოთხედი ხმაც არ რგებია, რაც ნაპოლეონს იმ კენჭის ყრის დროს ერგო.

რაკი ნაპოლეონი რესპუბლიკის თავმჯდომარეთ დაინიშნა, მისი სურვილი სანახევროთ


აღსრულებული იქნა, ისე რომ მის ამაღლებაში არც იმას, არც იმის მეგობრებს თითქმის
არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ. მაგრამ ამორჩევის შემდეგ მის მომხრეებს იმედი
მოემატათ და უფრო მეტი გაბედულება მიეცათ. ამ მომხრეების რიცხვში პირველი
ადგილი ეკავათ სამ კაცს: მორნი, პერსინი და ფლერი ისეთ დამხმარეთ ამოუჩდენ
ნაპოლეონს, რომ დანარჩენ მის სიცოცხლეში ყველაფერს ისინი აწყობდენ... სამი გმირი
ნაპოლეონს შემოესია და რადგანც თვითონ ნაპოლეონსაც ერთის მხრით ტახტის სურვილი

304
და მეორეთი მოვალეების შიში არც დღე აძინებდა, არც ღამე, მათი აზრი და გრძნობა
შეერთდა და ამ შეერთებისაგან გამოვიდა ჯერ ნაციონალურ კრებასთან ბრძოლის პლანი,
მერმე ნაციონალური კრების გარეკვა და დატუსაღება, და ბოლოს – საფრანგეთში
იმპერიის დაარსება. ნაციონალური კრება საფრანგეთში, ზემოაღწერილი მიზეზების გამო,
მეტის მეტათ შეძულებული იყო ხალხისაგან. ნაპოლეონმა, ესე იგი მისმა მომხრეებმა,
ყოველნაირი საშუალება იხმარა, რომ ამ კრების სახელი კიდევ უფრო შეეძულებინა
ხალხისა და საზოგადოებისთვის. ამ განზრახვით იმან «შეატოპვინა» კრებას რომში ჯარის
გაგზავნაში რომის რესპუბლიკის დასამხობლათ და პაპის ხელმეორეთ დასაყენებლათ. და
როცა კრებას ამ განკარგულების ლაფი დაესხა, ბრმა ხალხის წინ თვითონ გამოიყვანა
თავისი თავი რომის პაპის და სარწმუნეოების დამცველათ... მით უფრო მეტათ მოინდურა
კენჭმოკლებული ხალხი და თვით მეკენჭეებიც. ამისთანა ოინებში გაატარა ნაპოლეონის
პარტიამ მთელი სამი წელიწადი, და რაები მოიგონა და მოახერხა, ვინ იცის: მათი აწერა
ჩვენ შორს წაგვიყვანდა, და მათ საზოგადო ხასიათს ხომ ეს ორი ოინიც ააშკარებს. ამ
მოქმედებას შედეგათ თუ ნაპოლეონის ხალხისგან შეყვარება არ მოსდევდა, ნაციონალური
კრების შეძულება ხომ ბეჯითათ მოჰყვა. ნაპოლეონის პარტიას ამის მეტი არც კი არაფერი
უნდოდა.

VIII

როცა ეს პარტია დარწმუნდა, რომ ნაციონალური კრება არავის არაფრათ მიაჩნიაო და


მისთვის თავს ბევრი არავინ მოიკლავსო, ის იმ პლანის შედგენას შეუდგა, თუ რა გზით და
როგორ დაეფანტა დეპუტატების კრება ისე, რომ ხალხს მისთვის თავი არ გამოედო.
ნაპოლეონის კამათმა ამ განზრახვით მოისყიდა თითქმის მთელი ჯარის მოთავეები, ზოგი
ფულით, ზოგი ჯილდოთი და ხარისხებით და უმეტესი ნაწილი დაპირებებით. და ვინც
მოუყიდველათ ან პირდაპირ მოწინააღმდეგეთ მიაჩნდათ, ისინი ზოგი ალჟირში
დანიშნეს, ზოგი რომში გაგზავნეს, ზოგი მოშორებულ პროვინციებში, და ზოგი კი
სამსახურიდამ გამორიცხეს. ჯარს ნიადაგ ნაპოლეონის სახელით ფულსა და ღვინოს
ურიგებდენ და ჩინებულ მომავალს პირდებოდენ. «ნაპოლეონი გაგაკეთებს თქვენ, სხვა

305
არავინო!» ამას უქადაგებდენ ჯარს მოყიდული აფიცრები. ჯარის შემდეგ ყურადღება
მიაქციეს პოლიციას, რომელშიაც დანიშნეს საგანგებოთ ამორჩეული მოყიდული პირები
და კამათის მომხრენი. პოლიციას, კამათას პლანისამებრ, ერთ დანიშნულ ღამეს ყველა
გავლენიანი რესპუბლიკელი დეპუტატები და მწერლები ენდა დაეჭირა და ციხეში ჩაესვა...

ნაპოლეონმა გამოცხადება შეადგინა, რომელშიაც საფრანგეთის ხალხს არწმუნებდა, რომ


ნაციონალური კრება ავაზაკებისგან იყო შემდგარი, საზარელ განზრახვებს მალავდიო, და
ამისგამო მე ის დავფანტე და მისი უფლება მე თვითონ მივითვისეო. ამასთანავე ის
აცხადებდა, რომ ვისაც კრებამ კენჭის უფლება წაართვა, იმისთვის მე დამიბრუნებია
კენჭიო, და ბოლოს ამბობდა, რომ მიყარეთ კენჭი და ათი წლით მომანდეთ რესპუბლიკის
თავმჯდომარეობაო. ამ გამოცხადების კედლებზე აკვრა და ერთ და იმავე წამს უმთავრესი

დეპუტატების, მწერლების და მოთავეების ღამით დატუსაღება ერთი იყო. ყველანი ჩუმათ


ციხეში ჩასვეს, ყველა ქუჩებზე საკმაო ჯარი დააყენეს, თოფზარბაზნები დატენეს,
საბრძოლველათ დამარაგდენ, და გათენებისას პარიჟის ხალხმა დაინახა, რომ იმას აღარც
საყვარელი და სანდო მოთავეები შერჩენია, არც ნაციონალური კრება, არც განძრევის
შეღავათი.

დილას, როცა ამ ცვლილების ხმა ქალაქში გავარდა, დეპუტატები მოვიდენ კრების


ჩვეულებრივ სადგომზე, უკანა კარით შევიდენ სხდომის ოთახში და იქ გადაწყვეტილების
მიღება მოინდომეს ნაპოლეონის პასუხისგებაში მიცემაზე. მაგრამ ჯარმა სხდომის ოთახი
აიკლო და დეპუტატები ძალდაძალ გარეკა... რაკი თვითონ ნაპოლეონმა დაინახა, რომ
ბრძოლა არ სტყდება და ხალხი მწარე გულით ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებსო, იმას
სურვილი მიეცა დამორჩილებული პარიჟის დავლა და დაბინავებული ჯარის გამხნევება.
იმან გენერლის ტანისამოსი ჩაიცვა, შემოიხვია გენერლები და აფიცრები, შეკრიბა თავისი
მხლებლები და დიდი ამბით გამოისეირნა უმთავრესს ქალაქის ქუჩებისკენ. მაგრამ იმდენი
თავმოკავება და სიფრთხილე კი მოიხმარა, რომ მარტო ჯარით გაკავებულ და ხალხისგან
მიტოვებულ ქუჩებს დაუყვა. პოლიციის დაქრთამული მსახურები ხალხს ერევოდენ,
იყვირეთ «ღმერთმა ნაპოლეონი ადღეგრძელოსო, ნაპოლეონს გაუმარჯოსო!»...

306
ამასობაში ზოგიერთმა რესპუბლიკის პარტიის წინამძღოლებმა ხალხი შეკრიბეს და
ძალით წინააღმდეგობა მოინდომეს. მათი ცდით ზოგიერთ ქუჩებში მუშებმა ბარიკადები
გააშენეს და ჯარს წინააღმდეგობა დაუწყეს. მაგრამ ჯარმა ამ ბარიკადების წინააღმდეგ
ზარბაზნები იხმარა, გამვლელ-გამომვლელები ამოჟლიტა, ზოგიერთი დეპუტატები და
წინამძღოლები მოჰკლა და მუშა ხალხი დახვრიტა... და როცა ნაპოლეონი გაქცევას
დაადგა, მისმა მომხრე ფრერიმ გულზე დამბაჩა მიადგა და დაუყვირა: თუ განძრევა
გაბედე აქვე სულს გაგაცხებინებო. ეს გარემოება საკმაოთ ამტკიცებს, რომ ამ საქმეში
ნაპოლეონზე უფრო მეტი ამაგი და გამბედაობა მისმა მომხრეებმა გამოიჩინეს, მაგალითად
მორნიმ, პერსინიმ, ფრერიმ და სანტ-არნომ, რომელთაც იმპერიის დაარსებაში თავიანთი
ინტერესი დაინახეს და ნაპოლეონის სახელით და მდგომარეობით სარგებლობა
მოინდომეს. იმპერია მათი მოაზრებული და მათგან დაარსებულია, და არა თვითონ
ნაპოლეონისაგან...

რამოდენიმე ათასი კაცის მოკვლის და ასიოდეს დახვრეტის შემდეგ «მშვიდობიანობა»


დაცულ შეიქნა და ნაპოლეონის მთავრობა ყველასგან მიღებული გახდა.

რაკი ნაპოლეონი ხელმწიფეთ შეიქნა, იმას ისეთი პირებისთვის უნდა მიეცა პირველი
ადგილები და ისეთი კაცები უნდა აემაღლებინა, რომელნიც მისი შემწე და დამხმარე
იყვნენ ამ ცვლილების მოხდენაში. ამ მიზეზით იმას უნდა აემაღლებია უღირსი კაცები...
მთელი ოცი წლის განმავლობაში საფრანგეთის შინაგან მდგომარეობას არც ერთი ისეთი
ცვლილება არ მიცემია ნაპოლეონის მხრით, რომ ცხოვრების გაუმჯობესება და წარმატება
შესძლებოდეს. ყოველგან საქმე უწინდელ წესზე დამყარებული დარჩა, და ნაპოლეონის
«სიღარიბის მოსასპობი» პროექტები სამუდამოთ პროექტებათ დარჩენ. მისმა
მმართველობამ ვერ მოიგო ხალხის და ნიჭიერი ახალგაზდობის გული: რაც კი რამ
ცხოველი და პატიოსანი იყო საფრანგეთის ხალხში ნიადაგ მოშორებული დარჩა
ნაპოლეონის მმართებლობას, სამუდამოთ მისი მტერი შეიქნა და მასთან საბრძოლველათ
დამზადდა. მაშ, თუ ნიჭი, პატიოსნება, სწავლა და გავლენა გარს გაუდგა ნაპოლეონის
მმართებლობას, რით ან როგორ უნდა მოეპოვა იმას ხალხის გული, თუ არა მოქრთამვით,

307
მდაბალი გრძნობის აღძრით და დაკმაყოფილებით, გარეგანი ომების ბრახაბრუხით და
გამარჯვების დიდებით და სხვ. და სხვ. და ვინ არ იცის, რომ ყველა ეს საშუალებები
უსათუოთ დააუძლურებენ და საბოლოოთ დასცემენ იმ ხალხს, რომელსაც იმათ
ახმარებენ. აი ეს მოუვიდა თვითონ ნაპოლეონს და არ შეიძლებოდა კიდეც რომ არ
მოსვლოდა, რადგანც მის მეფობას, როგორც ეხლა ვამბობდით, დაბადებიდანვე ისეთი
ცოდვა დაჰყვა, რომელსაც მისი ძლიერება და დიდება უნდა მოეწამლა და მოეკლა.

IX

ვინც თანამედროვე ისტორიის საფუძვლიან გამოკვლევას შეჩვევია, ის დიდი ხანია


ხედავდა, რომ ნაპოლეონის მოქმედებას ის ერთობა და შეურყეველი მიმართულება
აკლდა, რომელიც უპირველესს ნიშანს შეადგენს კაცის ჭკუის და ხასიათის ძლიერებისას.
დიდი ხანია ყველა საფუძვლიანი დამკვირვებლისთვის ცხადი იყო, რომ ნაპოლეონის
მოქმედებებს საფუძვლათ უთავბოლო და ხშირათ უმიზნო თეატრალობა ჰქონდა.
ნაპოლეონს ხშირათ მისის საკუთარი სარგებლობის გაგება აკლდა და საკმაო გამბედაობა
კი არა, ხასიათიც არ ჰქონდა, რომელიმე მტკიცე გადაწყვეტილება მიეღო და სისრულეში
მოეყვანა. ყირიმის ომმა აშკარათ დაამტკიცა, რომ ვერც იმან, ვერც იმის გენერლებმა ვერ
მოახერხეს ამ ომის ხეირიანათ წაყვანა და მისგან იმ სარგებლობის გამოტანა, რომლის
იმედი ჰქონდა ნაპოლეონს ომის დაწყების დროს. ჯარში ისეთი უწესობა და
ნაკლულევანებები აღმოჩნდა და დიპლომატებმა ისე ცოტათი ისარგებლეს სალდათების
დანთხეული სისხლით, რომ ისტორიკოსს შეუძლია თქვას: – ეს ომი უსარგებლო ომი
შეიქნა და თავის მიზანს ვერ დაუახლოვდაო.

ამ ომზე უფრო უგლახესათ იტალიის ომი დაბოლოვდა (1859), როცა ნაპოლეონმა


საქვეყნოთ გამოაცხადა, იტალია უნდა გავათავისუფლო ალპებიდამ ადრიატიკის
ზღვამდეო, და – მაგიერათ – ადრიატიკის ზღვაც და ვენეციაც ისევ ავსტრიას დაუტოვა.
იტალიის ომს მეორე ცუდი მხარეც მოსდევდა: ნაპოლეონს იტალიის შინაგან საქმეების
გაწყობაში გარევა უნდოდა. ის იმედოვნებდა, იტალიას რამდენიმე წვრილმანი მთავრების
კრებათ გადავაქცევო, მაგრამ იტალიის ხალხი ამას არ დასჯერდა და შეუდგა ერთობის

308
დაწესებას, რომელიც ნაპოლეონის სამწუხაროთ, მისდა წინააღმდეგ კიდეც დაარსდა. ამ
სურვილმა ერთიანათ შეაძულა ნაპოლეონი იტალიის ხალხს...

მაგრამ სასარგებლო და კარგათ წაყვანილი იყო ეს ორი ომი თუ არა, გამარჯვება შიგ მაინც
საფრანგეთს, ესე იგი ნაპოლეონს და მის მმართებლობას, დარჩა, – და როცა გამარჯვებამ
რომელიმე საქმე დააგვირგვინა, როდიღავინ კითხულობს, რამოდენათ კარგათ და
გონიერათ წაყვანილი იყო ეს საქმეო. გამარჯვებამ ხალხს თვალი აუხვია და მიზეზების,
გარემოებების და მდგომარეობის განხილვის ნება არ მისცა. უფრო უბედური შეიქნა
ნაპოლეონის ბედისათვის მექსიკის ომი, როცა ნაპოლეონმა მორნის ფულების ასაღებათ
მექსიკას ომი გამოუცხადა და შემდეგში ამ რესპუბლიკის დამხობა და იმპერიათ გადაქცევა
მოინდომა, რომ მექსიკის ძლიერებით საჭიროების დროს ამერიკის შტატების ალაგმა
შესძლებოდეს. მექსიკიდამ მისი ჯარი დამარცხებული მობრუნდა, და იმას საფრანგეთში
სულ სხვა ნაირი გატყავებული ჯარი დახვდა: იმ ფულის პატრონების გროვა, რომელთაც
თავიანთი უკანასკნელი შეძლება მექსიკის იმპერიისთვის ესესხებინათ, საფრანგეთის
მმართებლობის თანხმობით და თითქმის თავდებობითა. ახლათ გამომცხვარი
იმპერატორი მაქსიმილიანი მექსიკაში დახვრიტეს... საფრანგეთის ჯარის კუდ-
ამოძუებულმა დაბრუნებამ ხალხზე მეტის მეტათ უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა,
და ყველას თავში საფუძვლიანი აზრი გაუჯდა: – ამოდენა ფული, ამდენი ხალხი და
ღვაწლი ამაოდ დაიღუპა მმართებლობის ბრალით და წინდაუხედველობითაო. მეორე
გარემოება, რომელმაც აგრეთვე საფრანგეთის ხალხს ნაპოლეონზე გული ააყრევინა, –
პრუსიის გამარჯვებაში მდგომარეობდა, როცა ამ სახელმწიფომ ავსტრია დაამარცხა, და
გერმანიის ნახევარი ხელში იგდო. ხალხმა და უფრო საზოგადოებამ წარმოიდგინა, რომ
ბისმარკმა ნაპოლეონი დაატყუა მით, რომ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიაღებინა,
დაპირდა უიმისოთაც რამდენიმე მაზრას გაშოვინებ და დაგითმობო, და საქმით კი,
გამარჯვების შემდეგ, უარი ჰკრაო.

საფუძვლიანი იყო ეს მიზეზი, მართლა დაატყუა ბისმარკმა ნაპოლეონი თუ არა, ამას ვინ
იტყვის. მაგრამ უეჭველი კი – ის არის, რომ პრუსიის გაძლიერებამ საფრანგეთი დააფიქრა

309
და ხალხის ტვინში ის აზრი ჩასთესა, – ასე თუ ვიარეთ საქმე ცუდათ წაგვივა და დღეს თუ
ხვალ პრუსია ჩვენც იმ განსაცდელს მოგვაყენებს, რომლითაც ავსტრიის დიდება
დიდხანობით დაიმხოო...

რაკი საზოგადოების და ხალხის ტვინში ის გრძნობა გაჯდა, რომ საფრანგეთის საზოგადო


საქმეები ცუდ გზას ადგიან და მოუხერხებელ ხელში არიანო, იმ მიმართულებას,
რომელიც ნაპოლეონის მოწინააღმდეგე იყო, დიდი მნიშვნელობა და უწინდელზე მეტი
გავლენა მიეცა. რესპუბლიკელების სიტყვას ეხლა მთელმა საფრანგეთმა ყური დაუგდო,
თვალი ადევნა და თანაგრძნობა გამოუცხადა. ამ გარემოებამ ხმა აამაღლებინა
რესპუბლიკელ მწერლობას და ნება მისცა ნაპოლეონის გავლენის ძირში მოკაფვისა. ამ
მწერლობაში ყველაზე უფრო დიდი გავლენა ნაპოლეონის მეფობის დროს ჰქონდა ანრი
როშფორს, რომელზედაც აქ რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ, იმ მხრით, რომელითაც მისი
მწერლობა ნაპოლეონის ბედს და ცხოვრებას შეეხება. როშფორი დიდი ნიჭის პატრონი
მწერალი იყო, რომელსაც გრძნობა გულში უდუღდა და ხელი ნაპოლეონის
საწინააღმდეგოთ ექავებოდა. იმას უხვათ ჰქონდა სასტიკი მკლავი, დაცინვის ჩვეულება და
დაუდგომელი, შეუშინებელი გამბედაობა. ის თავიდანვე პირდაპირ და მარტოხელა
იმპერიას შეეჭიდა, ისეთი სიფიცხით და იარაღით, რომ ყოველი მისი სიტყვა თითო წვეთ
საწამლავათ გადიქცა, რომლითაც საფლავში ჩაიდვა განსვენებული იმპერიის ბედი. ის
ისეთ ენას ხმარობდა, ისეთ კილოზე სწერდა, ისეთ საგნებს ეხებოდა, და საზოგადოთ
ისეთი მწერლობის მანერას ხმარობდა, რომ იმას ყველა იგებდა და კითხულობდა, ყველა
გრძნობით ივსებოდა, იმ პირებს გარდა, რომელზედაც დაწერილი იყო თხზულება და
რომელთაც ცეცხლი ეკიდებოდათ გულში და ნაცრისფერი ედებოდა პირის სახეზე. ხალხი
– განსაკუთრებით ქალაქების მუშები – ზეპირათ სწავლობდენ როშფორის დამცინავ
სურათებს და ნაწერს, იმეორებდა მის გამოჩარხულ კიცხვას, და ამ კიცხვაში ნაპოლეონის
სიძულვილს იხსენებდა და იძლიერებდა.

310
როშფორის აზრები და ნაწერი კი არა, თვითიონ მისი ნაწერის კილოც ჰკლავდა
ნაპოლეონის მმართებლობას და გავლენას: «რათ ღირს ეს სასტიკი ლანძღვაო, უწერდენ
როშფორს მმართებლობის მომხრეები. საქმე საქმით უნდა გაისინჯოს, დამჯდარათ,
საფუძვლიანათ, დამტკიცებებით, მოსვენებულათ, და არა მწარე, გესლიანი გრძნობით,
მარტო სხვა და სხვა საგნების შეხებით, მარტო ცუდის გახსენებით და კარგის
წაყრუებითო». ამაზე როშფორი იმას ამბობდა, რომ დამჯდარათ, გულმოდგინეთ და
საფუძვლიანათ მარტო დამჯდარი და საფუძვლიანი კაცის და მმართებლობის მოქმედება
და მიმართულება გაისინჯებაო, და რაგინდ ბევრი იხტუნონ ჩვენმა მმართველებმა,
რაგინდ ხოცონ და ხვრიტონ ხალხი, რაგინდ სახელები დაირქვან და მუნდირები ჩაიცვან:
– მე ჩვენს მმართებლებს მმართებლებათ ვერ ჩავთვლი, ისინი მე ნიადაგ მაწანწალებათ
წარმომიდგებიან, უნიჭო და უმეცარ კაცებათო. იმათთან ლაპარაკი არ ღირს და იმათზე
საქმის გაჭიანურება სირცხვილიაო. საქმისთვის საკმაოა, რომ ამისთანა პაწაწა კაცებზე
მწერალმა გადაჭრით თქვას უნიჭო, უსინდისო და უხასიათო ქურდები არიანო.

ამ კილომ და ენამ იპოვა გზა მკითხველი ხალხის გულისკენ, და როშფორის გავლენა


სწორეთ უსაზღვრო იყო, განსაკუთრებით პარიჟელ მუშა-ხალხზე და ახალგაზდობაზე.
მისი «ფარანი» სამასი ათასობით გადიოდა, იმის გამოსვლას ხალხი მთელ-მთელი
ღამობით ქუჩაში უცდიდა, მისი სიტყვები ზეპირათ ერთი პირიდამ მეორეში გადადიოდა,
ერთი სიტყვით გავლენა უშველებელი იყო, და ამ გავლენის ხასითი თვითონ როშფორმა
გამოხატა, როცა სთქვა, რომ მე მმართებლობაზე საფრანგეთი ვაცინეო, დავეჟვნეო,
მასხარათ ავიგდეო და ვისზედ საფრანგეთში იციან, ვინც სასაცილო, კაცს ჩამოგავსო,
იმისი საქმე გათავებული და დაღუპულიაო.

როშფორი მარტო ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი იყო იმ მოძრაობისა, რომელიც


საფრანგეთში მოხდა 1866 წლიდამ დაწყებული. რესპუბლიკურმა მწერლობამ, რომელსაც
1848 წლიდამ პირში ბურთი ჰქონდა ჩადებული, უეცრად ამოიღო ხმა, და ისეთი ხმა,
რომელიც ძველი ანგარიშების გაწმენდას თხოულობდა, ძველი მოპარული სიმართლეების
დაბრუნებას ითხოვდა. ზოგი დამჯდარი საბუთებით, ზოგი გრძნობის ანთებით, ზოგი

311
დაცინვით, ზოგი რითა და ზოგი რით – ცდილობდენ რესპუბლიკელი მწერლები ხალხში
ნაპოლეონის სიძულვილი აეძრათ და მისი დამხობის გზა გაემზადებიათ. და ამ საქმეში
ისინი ძლიერ წაწინაურებული იყვნენ, როცა ერთი ისეთი გარემოება მოხდა, რომელმაც
საფრანგეთის ბედი კინაღამ შესცვალა.

XI

1869 წლის საზოგადო ამორჩევების დროს «კანონმდებელ» დეპუტატებზე კენჭის


საყრელათ, აღმოჩნდა, რომ ნაპოლეონის მომხრეთ თითქმის ნახევარი მხარეც არ ყოფილა
და თითქმის ნახევარი კი მის გარდაკიდებულ მტრებს ირჩევდა. ნაპოლეონი ამ გარემოებამ
ძლიერ დააფიქრა, და ბევრი წოწიალის და რჩევის შემდეგ ის, აი, რა აზრისა და გზას
დაადგა. საფრანგეთს სჭირია ან დიდება ან თავისუფლება: ორივეს იმას კაცი ერთათ ვერ
მოაკლებს. დიდება მექსიკაში ჩაგვეფლო, თავისუფლება – მე წავარჩვე. მაშ, დიდება უნდა
მოვიბრუნო, მაგრამ ვინ დამაცლის მომზადებას? ხალხი მანამდი ათჯერ მაინც ამიტყდება.
მოდი იმას ეხლა ვითომ თავისუფლება დავუბრუნო, რასაც ის თხოულობს ვითომ
დავაკმაყოფილო, და ერთი-ორი წლის განმავლობაში გავიმართო ხელი, დავემზადო და
დავეცე რომელიმე მტერს, სულ ერთია ვის, პრუსია იყოს, გინდ საბერძნეთი, დავამარცხო
(ამას რა ეჭვი უნდა!) და გამარჯვების სხივით დავბრუნდე პარიჟში. ხალხი აღტაცებული
იქნება, მე ხელახლა გავლენა და სახელი მომეცემა, და მაშინ, თუ დამჭირდა, ამ
რესპუბლიკელების გაგზავნაც ადვილია კაიენაში, ან ეშაფოტზე. მაქნამდი ხომ ისინი
ყველანი თავს გამოიჩენენ და დაგვენახებიან...

რესპუბლიკელები უწინაც და მერმეც ხალხს აფრთხილებდენ და ახსენებდენ ნაპოლეონის


წარსულ მოქმედებებს, ამტკიცებდენ მისი ანგარიშის ვნებას საფრანგეთისთვის, ამბობდენ
ხალხის უკითხავათ ომს ასტეხს და დაგვღუპავსო. იმიტომაც პასუხათ მარტო იმას
იღებდენ: რა მოუსვენარი და შფოთის მოყვარეები არიან ეს რესპუბლიკელებიო. მათი
რჩევა არ მიიღეს და ლიბერალური იმპერია დაარსდა ემილ ოლივიეს შემწეობით. ეს
ლიბერალური იმპერია დაარსდა თუ არა, მაშინვე სხვა და სხვა ხათაბალებს გადაეკიდა.
მაგრამ თავდაპირველათ კი გვარიანათ გაუძლო. მის დროს უნდა დამტკიცებულიყო სხვა

312
და სხვა ცვლილებები სახელმწიფო წესში, მაგრამ ზოგს ამ ცვლილებებთაგანს დამტკიცება
არ ეღირსა, ზოგი კი ისეთ ნაირათ იყო შეჭრილ-შეკუწული, რომ მის მიღებას სულ
მიუღებლობა სჯობდა. უმეტეს ნაწილში ეს ცვლილება უწინდელზე უფრო ამცირებდა
ხალხის თავისუფლებას და მისი ამორჩეულების უფლებას. ეს კიდევ არაფერი, ამას
როგორც იქნებოდა საფრანგეთი კი აიტანდა, მაგრამ 1870 წლის ივლისში, სწორეთ ექვსი
თვის შემდეგ ლიბერალური იმპერიის დაბადებისა, ნაპოლეონი დარწმუნდა საომრათ
მზათა ვართო და თავიდამ ვერ აიცილა ის დაფარული ეკალი, რომელიც პრუსიამ გზაზე
დაუგდო.

1870 წლის ომის ამბავი, ნაპოლეონის პირადი მონაწილეობა, მისი ინტრიგები და


მოქმედება ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ხომ ყველას ახსოვს, და ამის გამო აქ
ბევრის თქმა ამ საგანზე საჭირო არ არის, იმის მეტი, რომ მისმა მოქმედებამ ერთხელ
კიდევ დაამტკიცა ის ჭეშმარიტება, რომ დიდათ სამწუხარო და საშიში საქმეა საზოგადო
ბედისა და მომავლის ერთი კაცისთვის მინდობა, მისი ტვინით ცხოვრება, მის უკან ზდევა,
მისგან იმედის და უიმედობის ლოდინი, ისე რომ უიმისოთ ხელის განძრევა და სულის
მოთქმა არ შეეძლოს მთელ მხარეს და თაობას. ათიათასჯერ უფრო ძნელია ეს, როცა
ამნაირი კაცის ამაღლების მხოლოდ მიზეზი ნათესაობა ან შთამომავლობაა – როგორც,
მაგალითად, ნაპოლეონ მესამის ამაღლება მისი ბიძის სახელის საქმე იყო. ამ ნაირ საქმის
მიგდებას ხეირი არავისთვის არ მიუცია და არც შემდეგში მისცემს ვისმე.

ეხლა საჭიროა ორიოდე სიტყვა ვთქვათ თვითონ ნაპოლეონის ხასიათზე და გონებაზე.


როგორც კერძო კაცი, ის მეტის მეტათ გადუწყვეტელი კაცი იყო, ნიადაგ მცვლელი თავის
აზრისა, სანამ ერთს გადაწყვეტილებას დაადგებოდა. იმას არც გენოისის მიმხვდრობა
ჰქონდა, არც გამბედავი ხასიათის გადაწყვეტილება, არც გონიერი განხილვის,
დაკვირვების, ანალიზის ნიჭი. იმას უყვარდა ოცნება, სხვა და სხვა პროექტების შინჯვა და
მათი ასრულების წარმოდგენა, უყვარდა ხალხისა და ნაცნობების მოტყუება. იმას ეგონა,
რომ მოტყუება, საქმისა და უსაქმობის დამალვა, საიდუმლოება, გაბღვერა და სხვ., – ჭკუაა.
ხასიათით ის მეტის მეტათ პაწაწა იყო, იმას რაღაც ქალური კეკლუცობა აჩნდა

313
მოქმედებაში, თითქო არათუ მარტო იმაზე ნდომებოდეს სხვების ყურადღების მიქცევა,
რაც სათქმელი ან საქნარი ჰქონდა, მაგრამ უფრო თავის საკუთარ თავზე, პირისსახეზე, ასე
გასინჯეთ – ტანისამოსზედაც. იმას ეგონა, რომ ყველას ის დედამიწის საძირკვლათ
მიაჩნდა... ეს პაწია კაცი იყო, რომელიც სხვებმა და გარემოებამ ძლიერი ხალხის ტახტზე
შეაკუნცხეს, და რომელმაც იმდენი ეცადა და იფორთხა, რომ გადმოკოტრიალდა ზეიდამ
კისრის ტეხით და ვაივაგლახით და ეხლა ორმოში ჩაიმარხა.

***

საზოგადოთ უნდა თქვას კაცმა, რომ ნაპოლეონ მესამის მეფობაში საფრანგეთის


მდგომარეობა თუ შეიცვალა, შეიცვალა მარტო საფრანგეთის ეკონომიური მდგომარეობის
გაუმჯობესებით. ამ გაუმჯობესების მიზეზი ვაჭრობის, გზებისა და კრედიტის
გავრცელება იყო და არა მმართველობის მხრით ცვლილებების შემოღება... რაც კი შეეხება
ისეთ რომელიმე გაუმჯობესებას, რომელსაც მადლობით მოიხსენიებს შემდეგი თაობა და
შთამომავლობა, – ნაპოლეონს ამისთანა არა უქნია რა. ანგარიში მას და ისტორიას შუა
ადვილი მოსათავებელი იქნება, ამიტომ რომ მაშინ ხმის ამოღების ნება და სინდისი მარტო
ისტორიას ექნება, და ის გარდაწყვეტით იტყვის, რომ ამ კაცს, რომელსაც, რომ
მოენდომებია, ბევრი სასარგებლო და დაუვიწყარი სიკეთის მოტანა შეეძლო თავის
მამულისა და მთელი კაცობრიობისთვის, იმისთანა უჯიშო ბუნება ჰქონდა, რომ
საფრანგეთის თავში დგომის დროს, როცა იმას ორმოცი მილიონი ხალხის ბედი ებარა,
როცა თქმის მეტი არა სჭიროდა რა ნატვრის ასასრულებლათ, – ის იმაზე ჰფიქრობდა, –
«ინგლისის ბანკში შესანახავი ფული ვის ვანდო და ვის გავატანოო».

დაიბეჭდა ჟურნალ «კრებულში», 1873 წელს, №1-2, ნ. სკანდელის ხელმოწერით.

ანრი როშფორი

საფრანგეთის მმართებლობამ ამ თვეში საბოლოოთ გადაწყვიტა ანრი როშფორის


დაკარგვა ახალ კალედონიაში გაგზავნით, სადაც ის დატუსაღებული უნდა იყოს.

314
გაზეთებში სწერენ, რომ როშფორის აგებულება ისე საშინლათ დასუსტებულია ორი წლის
დატუსაღებით და ათასნაირი ზნეობითი ტანჯვითაო, რომ ის სამი თვის ზღვით
მგზავრობას ვერ აიტანს და გზაზე მოკვდებაო. მართალია ეს თუ არა, ამას მომავალი
გვიჩვენებს, ამ მოკლე ხანში. მაგრამ უეჭველი კი ისაა, რომ ამ მწერლის მოქმედება, თუნდ
კიდეც სიკვდილს გადაურჩეს, დიდი ხნით შეწყვეტილი და შეჩერებული იქნება,
მწერლობისთვის ის დღეს მკვდარია, და ამ მიზეზით მწერლობასაც შეუძლია მისი
ნაშრომის განხილვა და დაფასება, თითქოს ის სანიადაგოთ გამქრალიყოს დედა-მიწის
პირისაგან. რადგან ამ მწერალს დიდი გავლენა ჰქონდა საფრანგეთის პოლიტიკურ
ცხოვრებაზე, და რადგან მისი ნაწერი, ლიტერატურული მხრით, შესანიშნავ წარმატებას
წარმოგვიდგენს უწინდელ მწერლობასთან შედარებით, ჩვენ საჭიროთ ვთვლით
წარმოუდგინოთ «კრებულის» მკითხველებს როშფორის შემოკლებული ბიოგრაფია და
მისი მწერლობის კრიტიკული დაფასება, სხვა მის მსგავს მწერლებთან შედარებით და მისი
საკუთარი ხასიათის, განვითარების და ძალის გამოკვლევით. როშფორის ნიჭი, ცხოვრება
და მოქმედება კი ღირს იმათ, რომ მათ აწერას საკმაო სივრცე და ყურადღება მიეცეს...

ანრი როშფორი დაიბადა 1830 წელს. მისი ნამდვილი სახელია – გრაფი ვიქტორ-ანრი დე
როშფორ-ლიუსე. მამა მისი ლეგიტიმისტი იყო (ძველებური მონარხიის და წესის მომხრე),
მაგრამ დედა კი როშფორს რესპუბლიკელი ჰყავდა, და ამ დედამ გამოზარდა მისი გრძნობა
და გონება. როფშორის სახლობა ერთობ ღარიბი იყო. მამა მისი თავს ირჩენდა სხვა და სხვა
ვოდევილების წერით, და თვითონ ანრის ადრევე დასჭირდა ლუკმა-პურის საშოვნელათ
შრომაში და სამსახურში გაბმა. ოცი წლისა შევიდა ის სამსახურში, და თან სხვა და სხვა
გამოცემებში წერით შოულობდა ის თავის და ოჯახის საზრდოს. მაგრამ მთელი
თხუთმეტი წლის განმავლობაში მის შრომას – სამსახურში იყო თუ გაზეთებში,
გამოცემებში, თუ თეატრში – დიდი მნიშვნელობა არა ჰქონია. როშფორი ისევ ისე უცნობი
და შეწუხებული იყო, როგორც თითქმის დასაწყისში. მაგრამ ამ თხუთმეტი წლის
განმავლობაში ის ერთგულათ შრომობდა, ბევრს კითხულობდა, ყველაფერს იძევდა და

315
აკვირდებოდა, ისე, რომ თვითონ მისთვის ეს დრო სრულიად არ დაკარგულა. როშფორი
მსახურობდა რაღაც დაბალ ხარისხზე პარიჟის საქალაქო გამგეობაში, როცა ზოგიერთმა
მისმა ნაწერებმა «შარივარიში» მკითხველების ყურადღება მიიქციეს. ამ ნაწერებში
როშფორი სხვა და სხვა აქტიორების და აქტრისების თამაშობას არჩევდა და აფასებდა, – იმ
დროს თავისუფლად და გულწრფელათ წერა ბეჭვდა მარტო ამაებზე შეიძლებოდა. როცა
მისმა უფროსებმა (და განსაკუთრებით მაშინდელმა პრეფეკტმა ოსმანმა) შენიშნეს, რომ
მათ ჩინოვნიკს დიდი ნიჭი ჰქონია, იმისი გადაბირება მოინდომეს და მაშინვე ჯამაგირიც
მოუმატეს და ადგილიც უკეთესი მისცეს. მაგრამ როშფორმა იმწამსვე სამსახური მიატოვა,
რაკი იგრძნო, რომ ბონაპარტიელები მის მოქრთამვას და გადაბირებას აპირებდნენ, და
მასაქეთია ის ერთიანათ მწერლობას და პოლიტიკას მიეცა. მწერლობა მაშინ სწორეთ ცუდ
მდგომარეობაში იყო. ერთი რომ არავის ჟურნალის და გაზეთის გამოცემა არ შეეძლო, თუ
ამის ნებას მმართებლობა არ მისცემდა; და მმართებლობა, რასაკვირველია, მარტო
იმისთანა პირებს აძლევდა ამ ნებას, ვისაც ან არ ერიდებოდა, ანა და იმედიც ჰქონდა
ჩემსკენ იქნებაო.

მეორეთ – როგორც კი გაზეთი ან ჟურნალი უსიამოვნო რასმე დაბეჭდიდა, იმას მაშინვე


ორიოდე «გაფრთხილებას» მისცემდა მმართებლობა – საფუძვლიანს თუ უსაფუძვლოს,
ამას არავინ დაეძებდა და არც არავის ამაზე ლაპარაკი და სჯა შეეძლო – და მერმე
გამოცემას დროებით დახურავდნენ, ან მთლათ ერთიანათაც მოსპობდნენ...

ამ მწერლობის ხასიათი იმაში მდგომარეობდა, რომ გაუგებარი, ან მარტო ასიოდე


ნასწავლი კაცისათვის გასაგები ენით რაიმე წვრილმან ნაკლულევანებას
გამოეკიდებოდნენ და სწერდნენ გაუთავებელ სტატიებს ისეთ საგნებზე, რომელნიც
საზოგადოებას თითქმის არცკი შეეხებოდენ. გაზეთები და ჟურნალები დაუბოლოებელი
სტატიებით იყვენ გავსებული... იმ დროს პოლიტიკურ მწერლობაში მარტო სამიოდე
შესანიშნავი მწერალი იქცევდა საზოგადოების ყურადღებას, ამიტომ რომ საზოგადოების
გულის წადილს მარტო ისინი ეხებოდნენ ნიჭიერათ და შეუპოვრათ: პრუდონი, პრევო
პარადოლი და ედმონდ აბუ. მაგრამ პრუდონს მმართებლობამ და სიღარიბემ გაზეთის

316
გამოცემის შეძლება არ მისცეს, ის უფრო წიგნების ბეჭდვით მოქმედებდა, და უკანასკნელ
დროებაში არც ნამეტნათ საფუძვლიანათ სინჯავდა და არკვევდა საზოგადოებრივ
საქმეებს. პრევო-პარადოლის ნიჭი ისეთნაირს წვრილმან მიზანს მისდევდა
(ორლეანელების ამაღლებას) და ისეთს ერთობ წმინდათ გალესილ იარაღს ხმარობდა, რომ
მისი ნაშრომი და მისი დაცინვა მარტო ნასწავლი მკითხველისათვის იყო გასაგები, მარტო
მცირეოდენ წრეს შეეხებოდა და აღელვებდა. ედმონდ აბუს ძალუმ სიტყვას კი
ნაპოლეონმა ოქროს ლაგამი აუდვა, მოფერებით, დაპატიჟებით, დაჯილდოვებით. ერთი
სიტყვით, მოყიდვით. და ამ ნაირათ მაშინდელი მწერლობა უგავლენო და უმნიშვნელო
წერაბეჭდვაში მდგომარეობდა, უმჯობესი მწერლები და ტალანტები კი ნიადაგ ლაგამ-
აკრულები იყვნენ – ხან ძალით, ხან მოქრთამვით. საფრანგეთის ხალხს და საზოგადოებას
დიდხანს ის რწმუნება ჰქონდა, რომ ჩვენი საზოგადოებრივი საქმეები ერთობ ჩინებულათ
მიდიან და მშვენიერი და გონიერი მმართველების ხელშია საფრანგეთის ბედიო.
ნაპოლეონი იმ დროს ყველას გენიოსათ, გულთმისნათ და მოხერხებულ კაცათ მიაჩნდა...

ამასობაში საფრანგეთის მწერლობის ერთი ნაწილი იმპერიის მხარეზე გადავიდნენ და


იმპერიის მაქებარნი თუ არ შეიქნენ, მაძაგებელნი მაინც აღარ იყვნენ. და რადგანაც იმათ
მაინც და მაინც სურდათ საზოგადოების ყურადღება თავიანთ ნაწერებზე მიექციათ,
გამოიწყეს ნიადაგ იმ ზნეობის და ცხოვრების შეფერვა და ვითომ კარგის მხრით
გამოხატვა, რომელიც, მეორე იმპერიამ საფრანგეთში შემოიღო. იმათ თხზულებაში მუდამ
დარდიმანდული, დიდკაცური ცხოვრება, ფულის მფანტველობა, ბინძური არშიყობა,
ზნეობის გამყიდველი ქალების გაღეღილი ცხოვრება და სხვა და სხვ. იყო აწერილი...
უფრო და უფრო მცირდებოდა პოლიტიკური გაზეთების მკითხველების რიცხვი, მით თან
და თან უფრო მრავლდებოდენ ამნაირი სადიაცო თხზულებების მკითხველები. ამ
ხასიათის მწერლების მაგალითმა და დახმარებამ საფრანგეთში მალე ერთნაირი
ჟურნალგაზეთები დაბადა, რომელშიაც პოლიტიკის, კრიტიკის და საზოგადოებრივი
მეცნიერების მაგიერათ იწერებოდა და ისჯებოდა სხვა და სხვა დიაცების და მათი
თაყვანისმცემლების ტანსაცმელი, ყოფა-ქცევა, მიხვრა-მოხვრა და საიდუმლოები. ვინ
ვისთან ცხოვრობდა, ვინ ვის ყვარობდა, ვის ვინ უღალატა და ვისგან ვინ რამდენი ისესხა,

317
რომელ კლუბში ვინ რა წააგო და რომელ თეატრში ვინ რომელი აქტრისა დაპატიჟა
ვახშმათ...

ეს მწერლობა რომ ყველას უყურადღებოთ მიეტოვებია, საზოგადოების გონებას და


ხასიათს ამით დიდი ვნება მიეცემოდა. მაგრამ ბევრი ჩინებული და ნიჭიერი მწერალი
მიხვდა, რომ შესაძლებელია ამ მჩატე და მსუბუქი მწერლობის ხეირიანათ გამოყენება
პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ზნეობითი მხრითაც... ამ მწერლებში, რომელნიც
თითქმის ყველანი უცნაური ნიჭის პატრონი და ოხუნჯობით სავსენი იყვნენ,
მკითხველების ყურადღება ყველაზე უფრო როშფორმა მიიქცია. მის ნაწერში პირდაპირ
გამოჩნდა არა თუ მარტო მწერლის გაუზომველი ნიჭი, სტილის განვითარებული ხასიათი
და დაცინვის სიმძლავრე, არამედ თან პოლიტიკური მიზანი და გონიერებაც. როშფორის
მკითხველებმა მალე შენიშნეს, რომ ის სულ სხვანაირათ ირჩევდა თავისი სტატიების
საგანს, ვინემ დანარჩენი მისი თანამოძმენი; მის ნაწერში მალე შენიშნეს, რომ რაზედაც
უნდა დაეწყო იმას ლაპარაკი... ყოველთვის და ყოველგან ის ისეთ მხარეს შეეხებოდა, ისეთ
თვისებას და შედარებას მოძებნიდა, ისეთ შოლტს გადაკრავდა მაშინდელი
მმართებლობის სისტემას და ზნეს, რომ მკითხველს აქტრისაც ავიწყებოდა და ეკიპაჟიც და
მეხსიერებაში მარტო იმ შოლტის ტკლაცუნი და ის დაცინვა რჩებოდა. არცერთ გარემოებას
და მოვლენას არ გაუშვებდა ისე როშფორი, რომ რამე უცნაური გადაბმით ან
დაახლოვებით არ გამოეყენებია ან მეორე იმპერიის წესების და პირების წინააღმდეგ და
მკითხველებში ამ წესისა და პირების შეზიზღება და სიძულვილი არ ჩაეწვეთნა. დაცინვა,
ირონია, სარკაზმი, – ერთი სიტყვით ყოველნაირი მწერლური იარაღი სინჯა და სცადა იმან
ერთი მიზნის მისაღწევათ: იმას უნდოდა საფრანგეთის იმპერიის მასხარათ აგდება, მისი
გავლენის მოსპობა და საბოლოო დაცემის მომზადება.

ამნაირ წერაში შეიძინა როშფორმა ცოტაოდენი სახელი, სწორედ იმოდენა, რამდენიც


საჭირო იყო იმისათვის, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო და მის ნაწერს ალაგი ეპოვა
ყოველ გამოცემაში და პირდაპირ გზა გატკეპნილი ჰქონოდა მკითხველ საზოგადოების
გულისკენ. ამასობაში 1868 წელიწადიც დადგა.

318
II

პრუსიის გაძლიერებამ ნაპოლეონის მართებლობის სახელი გატეხეს ხალხის თვალში.


საფრანგეთის ხალხმა და საზოგადოებამ იგრძვნეს, რომ ეს მმართებლობა საფრანგეთს
ხეირს არ აყრიდა, და ამის მიზეზით უფრო მეტი ყურადღება და დაჯერება უჩვენეს იმ
მწერლობას და მიმართულებას, რომელიც... ეუბნებოდა, რომ საქმე ცუდათ მიჰყავს
იმპერიასო, ნაპოლეონი ჩვენ ხეირს არ დაგვაყრისო, მოვტყუვდით მის მორჩილებაშიო და
სხვა, იმას ეკუთვნოდა მკითხველი საზოგადოების ყური და გული. ერთი სიტყვით
«ოპოზიციას» (მმართებლობის მოწინააღმდეგე პარტიას) ამით დიდი მნიშვნელობა და
გავლენა მიეცა... სხვა და სხვა ვითომ ლიბერალურ ცვლილებებში, რომელიც იმან მაშინ
გამოიწყო, ერთი კანონი იყო, რომელიც წერა-ბეჭდვის მდგომარეობას ცოტაოდნათ
აუმჯობესებდა, და რომლის ერთი მუხლის ძალით ყოველ პირს ნება ეძლეოდა მთავრობის
დაუკითხავად და ნებადაურთველათ დაეარსებია ყოველნაირი ჟურნალ-გაზეთი ან სხვა
დროგამოშვებითი გამოცემა. ამ კანონით სარგებლობა მოინდომა როშფორმა, როცა
შინაგანი საქმეების მინისტრის ბრძანებით, იმას «ფიგაროში» წერა აღეკრძალა. როშფორმა
გამოაცხადა, რომ კვირაში ერთხელ ჩემს საკუთარ გაზეთს, «ფარანს», გამოვცემო.
კანონისაგან დაწესებული ბე შეიტანა და მართლაც, 1 ივნისს 1868 წ. გამოსცა თავისი
გაზეთის პირველი ნომერი.

შეუძლებელია წარმოიდგინოს კაცმა ის შთაბეჭდილება, რომელიც მთელი საფრანგეთის


და ევროპის მკითხველ საზოგადოებაზე ამ ნომერმა მოახდინა. ორასი ათასი ეგზემპლარი
რამდენიმენ დღის განმავლობაში დაიტაცეს, და თითქმის ყოველ ქალაქში, თითქმის ყველა
ენებზე ახლათ და ახლათ იბეჭდებოდა და ითარგმნებოდა როგორც ეს პირველი ნომერი,
ისე შემდეგებიც. მკითხველები ზეპირათ სწავლობდნენ მის შინაარსს, ათასნაირათ
ხსნიდენ მის გადაკვრაგადმოკვრებს, და თითქმის ყველანი, შეიყრებოდნენ თუ არა,
«ფარანზე» ჩამოაგდებდენ ლაპარაკს, როგორც უწინ ან შემდეგ ტაროსზე და მოსავალზე
იყო მუსაიფი. ამ საოცარი შთაბეჭდილების მიზეზი ის კილო იყო, რომლითაც როშფორმა
წერა დაიწყო. უწინ რომ მმართებლობაზე და ნაპოლეონზე თავაზიანათ და ათასნაირი

319
მიხვევ-მოხვევით სწერდენ, ამის მაგიერ როშფორმა პირდაპირი და ბასრი დაცინვა და
შეურაცხყოფა დაიწყო, მაგრამ ისე, რომ ვერაგზით ვერ მოხერხდებოდა მისი «ჩაბმა» და
გამტყუნება. იმან ისეთი ოსტატური და ხელოვნური ირონიის ხმარება დაიწყო, როგორც
სვიფტის შემდეგ თითქმის არც ერთ მწერალს არ გამოუჩენია, და ეს ჩინებული იარაღი მის
ხელში პირდაპირ მიზანს ხვდებოდა...

ნუ დავივიწყებთ, რომ პირველივე ნომრის შინაარსი და კილო ბევრათ უფრო მახვილი და


შხამიანია, მაგრამ იმ დროს საფრანგეთის მწერლობის კილო ისე თავდაკავებული და
რბილი იყო, რომ ამ ახალმა კილომ, ამ ენამ და დაცინვამ მთელი საფრანგეთი შესძრა.
როშფორამდი ნაპოლეონის მმართებლობაზე ამ სახით წერა და აზრის გამოთქმა არავის
გაუბედავს. ამან გაუკვალა გზა როშფორის სახელს და გავლენას.

III

«ფარანი» კვირაში ერთხელ გამოდიოდა. თითოეული მისი ნომერი ახალ ისრათ ხვდებოდა
გულში ნაპოლეონის მმართებლობას და დინასტიას. ყველა გრძნობდა, რომ ამ უცნაურმა
და მანამდი უნახავმა დაცინვამ ნაპოლეონის გავლენას ფეხი მიაჭირა. ამ დაცინვას ყველა
იგებდა, ყველა თანაუგრძნობდა, ყველა აძლიერებდა და ავრცელებდა. მმართებლობამ
ითმინა მთელი სამი თვის განმავლობაში, მაგრამ როცა დაინახა, რომ როშფორის გავლენა
თანდათან დიდდებოდა და ნაპოლეონის სახელი კი – უფრო და უფრო მცირდებოდა,
მოინდომა როშფორის გავლენის მოსპობა ყოველნაირი საშუალებებით. სხვა და სხვა
ორშაურიან მწერლებში, რომელნიც ფულის გულისათვის ანდა საკუთარი დაბალი
თავმოყვარეობის დასაკმაყოფილებლათ არავის და არაფერს დაზოგავენ და მზათ არიან
უწმინდესი საქმე და უპატიოსნესი კაცი ტალახით და ცილისწამებით გასვარონ,
გამოიძებნა ორიოდე იმისთანა, რომელიც მმართველობის ბრძანებით როშფორის ძაგებას
შეუდგნენ... იმათ როშფორის წარსული ცხოვრება გამოეძიათ, თავისებურად აეხსნათ და
გადაესხვაფერებიათ თითოეული მისი ნაბიჯი და სიტყვა, ზედ საკუთარი გამოგონილი
სისაძაგლე და ბაიყუშობა დაემატებიათ, და ამ უშვერი ცილისწამების მოგროვებით
მკითხველი საზოგადოებისათვის რჩევა და დასკვნა მიეცათ: ამისთანა კაცს არაფერი

320
დაეჯერებაო, ეს საძაგელი და ბოროტი კაციაო. ამ მწერლებს შეეტყოთ, მაგალითად, რომ
როშფორს სიყმაწვილეში ერთი ვიღაც აქტრისა ჰყვარებოდა, რომლისგან იმას სამი შვილი
ჰყოლოდა. მოჰყვნენ ისინი, ამის გამოისობით, წერას, რომ როშფორი გარყვნილი კაციაო,
დიაცებში გამოზრდილიო, დიაცების ფულით მცხოვრებიო, და ღმერთმა იცის, რა და რა
საძაგლობა არ შესწამეს და არ მიაწერეს იმას ამ ყმაწვილური «ცოვის» მიზეზით. შეიტყვეს,
კიდევ, რომ როშფორი ხანდისხან თეატრებში დაიარებოდა, სადაც ძლიერ ხშირად მის
საკუთარ კომედიებს და ვოდევილებს არდგენდენ, და ამ წარმოდგენის შემდეგ
(ჩვეულებისამებრ) აქტიორებს და აქტრისებს უმასპინძლდებოდა, ანდა მეგობრებთან
ვახშამს სჭამდა. ამ უბრალო აქტიდამ მაშინვე ის დასკვნა გამოიყვანეს, რომ როშფორი
ქეიფის და ფულის ფანტვის მოყვარე კაციაო, იმას არც რესპუბლიკა, არც ახალი აზრები
სწამსო, იმას მარტო ქეიფი აქვს მიზნათ და მისთვის სწერს და ბეჭდავსო... როშფორი
მარტო საკუთარი თავის გამოჩენას, მარტო საკუთარ სარგებლობას ეძებს და არა საზოგადო
საქმის წარმატებასო. ოსტატურად გადაკრეს, რომ ნაპოლეონმა რომ მოინდომოს
როშფორის მოყიდვა ადვილად შეეძლებაო; გათქირეს, გალანძღეს კაცი, შესწამეს
ყოველნაირი ბოროტება და სიავე და გამოიყვანეს როგორც ბინძური, უგუნური და
უსინდისო პატივის და სარგებლობის მაძიებელი.

ამ იარაღით უნდოდათ როშფორის გავლენა ხალხის თვალში შეემცირებიათ და მის


გულში როშფორის დაცინვის კვალი და სიტყვების მძლავრი მოგონება იმ ეჭვით
ამოეხოცათ, რომ ამ აზრების გამომთქმელი კაცი თითონ უსინდისო და ბოროტიაო.
ანგარიში გვარიანად ოსტატური იყო... მაგრამ როშფორის მაგიერ იმან უფრო მეტად მისი
ცილისმწამებლები და ნაპოლეონის პოლიცია შეიძულა და შეიზიზღა.

მაშინ ამავე ვითომ-მწერლებმა სხვაგვარი საშუალების ხმარება მოინდომეს. იმათ


როშფორს შეატყობინეს, რომ თუ მთავრობაზე დაცინვა და მისი ლანძღვა არ მოსპე, შენ
რომ ქალების სასწავლებელში თორმეტი წლის ქალი მიგიცია ასაზრდელად იმას მიუტანთ
და წავაკითხებთ შენზე დაწერილ ჩვენს პასკვილსაო, რომელშიაც ეწერება, რომ შენ
გარყვნილი კაცი ხარ, იმ შენი ქალის დედა დიაცია და ვინ იცის, ის შენი ქალი ვისი

321
შვილია, ან მისი და-ძმა ვისიაო. როშფორმა ყველა უწინდელი ცილისწამება ჩინებული
შეურაცხყოფით და უკადრისობით აიტანა; მაგრამ როცა ეს ამბავი გაიგო, და დაინახა, რომ
მისი ყმაწვილი ქალის გულს და სიყვარულს ართმევენ, ან უშხამებდენ, მაშინვე მესტამბეს
მივარდა და დუელში გამოითხოვა (საფრანგეთში დუელი მწერლებს შუა ხშირი საქმეა).
მესტამბემ უარი გამოაცხადა, მე რა ვიცი, რაც მომიტანეს იმას ვბეჭდავო. – მაშ გამოუშვებ
მაგ ცილისწამებასაო? ჰკითხა როშფორმა. – რასაკვირველია, უპასუხა მესტამბემ, და იმ
წამშივე როშფორი ეცა იმას და გაბრაზებული გულით კარგა მაგრა გალახა ხელითა და
ჯოხით: ეხლა მაინც გამომითხოვ დუელშიო. მაგრამ მესტამბემ ის სუდში გამოითხოვა,
რომელმაც როშფორს ოთხი თვის ვადით დატუსაღება გადაუწყვიტა «მესტამბის
გალახვისათვის».

როცა მთავრობამ დაინახა, რომ როშფორს არც გავლენა ეკარგებოდა მასზე


ცოლისწამებების გავრცელებით, არც შეშინებისაგან აკლდებოდა მთავრობის
საწინააღმდეგო წერის სურვილი, იმან გადაწყვიტა როშფორის პასუხისგებაში მიცემა და
მისი «ფარნის» შტრაფებით გაკოტრება. ამ მიზნით იმან სამართალში მისცა როშფორი ორი
მისი უკანასკნელი ნომრისათვის, და ეს ორივე საქმე სასამართლოში იმით გადაწყდა, რომ
როშფორს ორი წლით დატუსაღება და ოცდა ხუთი ათასი ფრანკის გადასახადი ჯარიმათ
დაადვეს. ფული მისი ჟურნალის ბეს გადაახდევინეს, და დატუსაღებით კი ვერ
გაიმარჯვეს: როშფორი ბელგიაში გაიქცა, სადაც იმან თავისი «ფარნის» გამოცემა
გადაიტანა.

იმ ნომერში, რომელიც იმან ბრიუსელში გამოსცა, უფრო სასტიკად და დაუზოგველათ იყო


გამოაშკარავებული ნაპოლეონის და მისი მმართებლობის ოინები და მავნებელი ხასიათი.
როშფორი არც ერთს ისეთს შემთხვევას არ გაუშვებდა, რომლის შემწეობითაც
ნაპოლეონისგან მოტანილი ვნება აშკარავდებოდა და მისი ტვინის ან სინდისის სისუსტე
გამოჩნდებოდა. ის მშვენიერათ სარგებლობდა ყველა ამგვარი შემთხვევებით, გონიერათ
აგროვებდა და ხსნიდა მათ და ნიადაგ ახალს, უწინდელზე უდიდეს სიძულვილს სძრავდა
მკითხველის გულში ნაპოლეონის მმართველობისადმი. თითოეული ახალი ნომერი ახალ

322
ცეცხლს უკიდებდა მკითხველის გრძნობას და ახალ ბრაზსა და სიძულვილს ანთებდა მის
გულში, ახალი დაღით და შანთით უწვავდა შუბლის კანს ნაპოლეონის მმართებლობას,
ახალ-ახალ მტრებს შოულობდა მისთვის და დამხმარებს – რესპუბლიკური
პარტიისათვის. და თვითონ წერის კილო თანდათან უფრო და უფრო «უბრალოვდებოდა»,
ადვილი გასაგები და დასამახსოვრებელი ხდებოდა, უფრო მეტს მკითხველებს
შოულობდა და უფრო პირდაპირათ პოულობდა ხალხის გულის გზას.

IV

როგორც კი სასამართლომ როშფორს დატუსაღება და ჯარიმა გადაუწყვიტა, პარიჟში მაშინ


ერთი პაწაწა ბროშურა გამოვიდა, რომელშიაც ის აზრი იყო გაყვანილი, რომ როშფორმა
დიდი სარგებლობა მოუტანა საფრანგეთს მით, რომ ნაპოლეონურ წესს ეჟვნებიანი კაბა
ჩააცვა და სამასხარაო ქუდი თვალებზე ჩამოაფხატაო; ნაპოლეონი იმას პიროვან მტრათ
სთვლისო და თუ ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ, რომ ნაპოლეონი, მისი წესი და
მმართველობა გვძულს და გვეზიზღებაო, აუცილებლად საჭიროა, რომ მომავალ კენჭის
ყრის დროს როშფორი დეპუტატათ ავირჩიოთო. ამ ბროშურას ერქვა «როშფორი –
დეპუტატი». ეს აზრი ელვის სისწრაფით გავრცელდა და შემდეგ ამორჩევების დროს, 1869
წელში, პარიჟელმა მუშა ხალხმა და საზოგადოებამ როშფორი წამოაყენა დეპუტატობაზე
კენჭის საყრელად.

მის წინააღმდეგათ მაშინ ჟულ ფავრი იყო. მაშინდელი დაწინაურებული


რესპუბლიკელები ჟულ ფავრს და მის მეგობრებს იმას აბრალებდნენ, რომ თორმეტი წლის
განმავლობაში ესენი თითქმის არაფერს აკეთებენო, მმართველობას მარტო წვრილმან
საქმეებში ებრძვიანო, ხშირათ გამარჯვებასაც აძლევენო და იმ აზრებს და მიმართულებას
ეწინააღმდეგებიან, რომელნიც რესპუბლიკელი პარტიის საფუძველს შეადგენენო. ესენი
დაძველდნენ, გამოტვინდნენ, დროა ახლები გამოვიყვანოთ...

ჟულ-ფავრი და როშფორი პარიჟის მეშვიდე განყოფილებაში იყრიდნენ კენჭს. იმათ გარდა


იქვე კენჭს იყრიდა ერთი ბონაპარტიელი და ერთი სოციალისტი (კანტაგრელი). რაკი არც

323
ერთს ამ ოთხ კანდიდატთაგანს ხმის უმრავლესობა არ ერგო, და მეორეჯერ კენჭის ყრა
საჭირო შეიქნა, ნაპოლეონმა თავისი მომხრე ჩამოაყენა და მის კენჭის მყრელებისთვის
ათხოვინა – ჟულფავრს მიეცით თქვენი ხმა, რომ არამც და არამც როშფორი არ
ამოირჩიონო. ამ მიზეზით და იმ მოაზრებით, რომ ჟულ ფავრი არსად არ ამოერჩიათ
პროვინციაში, და როშფორს კი შემდეგშიაც ორი სამი თვის მემრე შეეძლებოდა
დეპუტატათ გამხდარიყო პირველ განყოფილებაში (რომლის დეპუტატი გამბეტა
მარსელსაც ამოერჩია) კენჭის უმრავლესობა ჟულ ფავრს ერგო (18.267 ჟულ ფავრს და
14.780 – როშფორს).

ეს ამბავი რომ მაისის დამლევს მოხდა, ნოემბერში პარიჟის პირველ განყოფილებას


გამბეტას მაგიერ დეპუტატი უნდა ამოერჩია და მუშა-ხალხმა როშფორი გამოიყვანა თავის
კანდიდატათ... ამ ამორჩევით როშფორი პოლიტიკურ მოთავეთ გახდა. გამოვიდა თუ არა
ის პოლიტიკურ ასპარეზზე, მაშინვე ახალი და ჩინებული წესი შემოიღო. იქირავა ერთი
დიდი ზალა და შიგ კვირაში ერთხელ თავის ამომრჩევლებს აგროვებდა, პოლიტიკურ
საქმეებზე მათთან მოსალაპარაკებლად, მათი აზრის გასაგებათ და თავისის
გამოსათქმელათ. არც ერთს რესპუბლიკელს იმის უწინ ეს აზრი არ მოსვლია თავში და
მკითხველი ადვილათ მიხვდება, თუ რამოდენა სარგებლობა მოსდევს ხალხისთვის ამ
აზრის შემოღებას და ასრულებას. მართლაც, ხალხმა სჯა და გონიერი დაკვირვება და
გაგება დაიწყო საზოგადო საქმეებისა, და ეს საქმე მალე რომ არ შეწყვეტილიყო როშფორის
დატუსაღებით, იმას ჩინებული გავლენა და მომავალი ექნებოდა. ამასთანავე როშფორმა
ახალი დღიური გაზეთი დააარსა, რომელსაც იმ სიმღერის სახელი დაარქვა, რომელსაც
პარიჟის ხალხი მღერის, როცა რევოლუციას იწყებს ხოლმე. «მარსელიეზა» გამოდიოდა
იმავე კილოთი დაწერილი, როგორითაც «ფარანი» იწერებოდა, და პირველივე ნომრიდან
იმას უთვალავი მკითხველი და დამჯერებელი მოუგროვდა. მაგრამ მისმა დაუზოგველმა
დაცინვამ და გაკიცხვამ მალე აუტეხა მის რედაქტორს სხვადასხვა ბონაპარტიული
მოთავეების გაბრაზებული წინააღმდეგობა, და ერთ ამისთანა შემთხვევაში პეტრე
ბონაპარტემ როშფორის თანამშრომელი ვიქტორ ნუარი კიდეც მოკლა, როცა ის მასთან
სეკუნდანტათ მივიდა, თვითონ პ. ბონაპარტეს გამოთხოვის შემდეგ.

324
ამ გარემოებით გაცეცხლებულმა როშფორმა «მარსელიეზაში» თორმეტი სტრიქონი
დასწერა, აი ამნაირათ (მოგვყავს ზეპირათ): «ოცი წელიწადია, რაც ჩვენ კისერზე გვაწევს ამ
ბონაპარტების სახელობის უღელი. ისინი ჩვენ გვცარცვენ, გვაბრმავებენ და გვკლავენ.
საფრანგეთის ხალხო, ნუ თუ შენ არ გგონია, რომ საკმაოა ამოდენა ძალადობის ატანა და
დროა, რომ მას ბოლო მოეღოს?» მთელი პარიჟი ისე აღძრა ამ თორმეტმა სტრიქონმა, რომ
ვიქტორ ნუარის დამარხვაზე ორასი ათასი გაბრაზებული და ყველაფრისთვის
დამზადებული კაცი შეგროვდა, რომელთაც მართლა რევოლუციის დაწყება უნდოდათ.

მაგრამ როშფორი და დელეკლუზი (გაზეთის «გაღვიძების» რედაქტორი) მალე


დარწმუნდნენ, რომ ნაპოლეონს უთვალავი ჯარი და ზარბაზნები დაემზადებია და
უმთავრესი სტრატეგიული პუნქტები კიდეც გაემაგრებინა იმ განზრახვით, რომ რაკი ეს
გროვა რევოლუციას კი არა, წინააღმდეგობას დაიწყებს, ერთიანად ამოვაჟლეტინებ და
პარიჟი დიდი ხნის ვადით დამშვიდდებაო. ამის გამო როშფორმა მთელი თავისი გავლენა
იმას მოანდომა, რომ თავზე ხელ-აღებული გროვა დაეშალა, რომ შემდეგისთვის, როცა
უკეთესი შემთხვევა ჩაუვარდებოდა ხელში და როცა მმართებლობა წინათვე
გამზადებული არ იქნებოდა, მასთან საბრძოლველად გამოეყვანა. დიდი გაჭირვების და
ყაყანის შემდეგ გროვა როგორც იქნა დაიშალა, მაგრამ მმართველობამ პალატას მოსთხოვა

როშფორის პასუხისგებაში მიცემის ნება მომეცით, ხალხი ააჯანყა თავისი სტატიითო.


პალატამ, რასაკვირველია, ამაზე უარი არ უთხრა, და სასამართლომ როშფორს ექვსი თვით
დატუსაღება გადაუწყვიტა და იმ სტატიის დაბეჭდვისთვის, რომელშიაც ნაპოლეონი
ავაზაკათ და კაცის მკვლელათ იყო გამოყვანილი და რომელშიაც პირდაპირი
წინააღმდეგობა და მისი ტახტიდან გადაგდება იყო ნარჩევი. როცა ამ გადაწყვეტილების
ასრულებაში მოყვანა მოინდომეს და როშფორის დატუსაღება, პარიჟში არეულობა მოხდა,
მაგრამ ის მალე დაამშვიდეს.

325
როშფორი რომ დაატყვევეს პირველათ იმაზე იხმარეს ის საშუალება, რომელსაც უწინ
არცერთ მწერალს არ მიაყენებდნენ: იმას აუკრძალეს გაზეთში წერა, სანამ სატუსაღოში
იჯდა, თუმცა სხვა მწერლებს ეს ნება კი ყოველთვის ჰქონდათ, მაგრამ ორჯერ თუ სამჯერ
სატუსაღოდამაც მოისმა მისი ხმა. ის ტყვეთ იჯდა, როცა ნაპოლეონმა გერმანიას ომის
გამოცხადება დაუპირა, და ტიერზე ბევრით უფრო ადრე როშფორმა აიმაღლა ხმა და თქვა
– ეს საზარელი ომიაო, ის საფრანგეთს დაღუპავს ბონაპარტეს სახლობის ინტერესისათვის
და სხ. მაგრამ ნამდვილი ხმა იმას მაშინ მიეცა, როცა 4 სექტემბერს 1870 წ. ხალხმა
ბონაპარტეს სახლობა ტახტიდან გადააყენა და საფრანგეთში რესპუბლიკა დაარსდა.
როშფორი მაშინ სატუსაღოში იჯდა, მაგრამ ხალხი მის გასათავისუფლებლად წავიდა,
გამოუძღვა, და დიდი ამბით იმ სასახლეში მოჰყვა, საცა ახალი რესპუბლიკის
მმართველობა პირველათ შეკრებილიყო. ხალხის მოთხოვნის გამო ის მაშინვე «დროებითი
მმართველობის» წევრათ იცნეს, მაგრამ – როგორც შემდეგ ჟულ ფავრმა და მისმა
ამხანაგებმა გამოაცხადეს, – იმ აზრით, რომ როშფორი ჩვენთვის გარეთ უფრო საშიში
იქნებოდა, ვინემ შიგნითო.

დღეს ყველამ იცის, რომ მაშინდელი «დროებითი მმართველობა» ერთობ უნიჭო და


უხასიათო წევრებისაგან იყო შემდგარი, რომელთაც ნამდვილი საქმის, ნამდვილი
მზადების და ძალის შეძენის არა ესმოდათ რა. მათი აზრი, იმაში მდგომარეობდა, რომ
მმართველობის ძალა «რადიკალების» და მუშა ხალხის ასალაგმელათ ეხმარათ, მაშინ,
როდესაც მათი მოვალეობა ის იყო, რომ საფრანგეთი გერმანელებისაგან, გარეშე მტრისაგან
დაეცვათ... გერმანელი კი არ მიაჩნდა თავის – ესე იგი მამულის – მტრათ, იმათ როშფორის
ამომრჩევლების და ლუი ბლანის მომხრეების ჯიბრი ჩამოჰყოლოდათ, და იმის მაგიერ,
რომ მმართველობის ძალა მოლტკეს წინააღმდეგ ეხმარათ, ეს ვითომ ბრძენები, ეს უკუდო-
თავმოყვარეები, მამულის გასაჭირის დროს, საფრანგეთის მუშა-ხალხს უმართავდენ
ბრძოლას და წინააღმდეგობას. ამ კაცებს თავიანთ დღეში არც პრაქტიკული ცხოვრება და
მდგომარეობა გაუცვნიათ, არც ლაზათიანი «დალაგებითი» ლაპარაკის და «რეჩების» თქმის
მეტი გაურიგებიათ რაიმე. იმათ გაგება არ ჰქონიათ არც სამხედრო საქმეების...

326
მათი სხდომების და ბაასის ნიადაგი საზრუნველი საგანი და მიზანი ის ყოფილა თურმე,
ყოველთვის, რომ გამბეტას ხელ-ფეხი როგორ შეუკრათო, ფულის შოვნის შეძლება როგორ
მოუსპოთო, ძალა რომ არ მოვაპოვებინოთო, პარიჟის მუშა ხალხი რითი დავღალოთ და
დავასუსტოთო, კაპიტალისტების და მედუქნეების გული როგორ დავაშოშმინოთო და
მონარხიელებს რანაირათ შევაყვაროთ ჩვენი თავიო. ამაზე ზრუნავდა «დროებითი
მთავრობა», როცა პარიჟს გერმანია ერტყა და როცა რესპუბლიკის ბედი და საფრანგეთის
მომავალი მის ხელში იყო, მისგან ელოდა დახსნას და შველას!

ამისთანა ამხანაგებს უნდა ამოჯდომოდა გვერდში როშფორი. იმან, რასაკვირველია,


მაშინვე დაინახა, რა მიზანი და სისუსტე ჰქონდათ ამ ვითომ რესპუბლიკელებს, მაგრამ, –
ლუი ბლანის არ იყოს 1848 წ., – თავის თავათ ვერ გაბედა ის ნამდვილი ძალა და გავლენა
ეხმარა, რომელიც იმას პარიჟის მუშა ხალხზე ჰქონდა, და ეს უნიჭო და უხეირო
მმართველობა შეეცვალა უფრო გამბედავ და მოხერხებულ პირების დანიშვნით. როცა
მისი პარტიის პირები ამის მოხდენას აპირებდნენ, როშფორმა გამოაცხადა, რომ მართალია,
მე კარგათ ვხედავ ამ მმართველობის უხეირობას, მაგრამ ჩვენი წინააღმდეგობა ბისმარკს
მოუხდება; ისევ, როგორც იყოს, დავეხმაროთ, ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ და შემდეგ
გავწმენდთ ამათთან ანგარიშსო, როცა პრუსიელების ფეხი საფრანგეთის მიწაზე აღარ
იქნებაო. – ამ აზრის მაშინ ლუი ბლანიც იყო...

ისტორია დააფასებს, რამდენათ მართალი და გონიერი იყო ამნაირი მოქცევა როშფორის


მხრით, და უნდა ეკისრნა იმას თუ არა მაშინ ამ უნიჭო მმართებლობას გადაყენება, რომ
სხვა ნიჭიერს, გონიერს და მოხერხებულს მმართებლობას ნამდვილი ბრძოლის გამოჩენა
შესძლებოდა გერმანელების წინააღმდეგ და გამარჯვების მოსაპოვებლად ხელი მაინც
გაენძრია... «დროებითი მთავრობის» საქციელს ის შედეგი ჰქონდა, რომ პარიჟი დაეცა და
გამბეტას მართლა ხელფეხი შეეკრა. რაკი ბრძოლა ამნაირათ გათავდა და რაკი ბისმარკის
ბრძანებით საფრანგეთში ნაციონალური კრების შეყრა მოახლოვდა, როშფორმა ხმა
ამოიღო და ახალი გაზეთი დააარსა ოტ დ, ორდრე, რომელშიაც გამბეტას სასარგებლოთ
დროებით მმართებლობას სცემდა და ლანძღავდა. ამ გაზეთს ათი დღის განმავლობაში

327
ისეთი გავლენა მიეცა, რომ პარიჟის კენჭის ყრა თითქმის მისი გავლენის ქვეშ მოხდა. მისმა
კანდიდატებმა ორას ორასი ათასი კენჭი მიიღეს (ლუი ბლანმა, ვიქტორ ჰიუგომ,
როშფორმა და სხ.) მაშინ, როდესაც ტიერმა, ჟულ ფავრმა და სხვ. ოთხმოცი ათასიც ვერ
შეკრიბეს. როშფორის გავლენამ ამოარჩევინა იმისთანა დეპუტატებიც, როგორც პარიჟელი
დეპუტატები სულ დარჩეული და დაწინაურებული რესპუბლიკელები იყვნენ. მაგრამ იმ
დროს პარიჟის გაზეთები პროვინციაში ვერ იგზავნებოდნენ, და ამ პროვინციაში
უგაზეთოთ, უკითხავათ, ერთ-ორ-სამ დღეში ამოირჩიეს ის დეპუტატები, რომელნიც
ხალხის წინ ომის შეწყვეტის მქადაგებლად გამოვიდნენ... არც ერთს იმათგანს მონარხიელი
ვარო, არ გაუმხელია და რესპუბლიკის წინააღმდეგ ერთი სიტყვაც არ გამოუთქვამს.

VI

თებერვალში (1874 წ.) ბორდოს ქალაქში ნაციონალური კრება გაიხსნა. დეპუტატებმა რომ
ერთმანეთი დაათვალიერეს და დაითვალეს, გამოჩნდა, რომ რესპუბლიკელები ერთობ
ნაკლებათ იყვნენ და კრების უმრავლესობა მონარხიელებს ეკუთვნოდა. მონარხიელებმა
მაშინვე მოინდომეს მონარხიის დაარსება და მეფის დაყენება, მაგრამ მათ საუბედუროთ
ისინი თუნც რიცხვით ბევრი იყვნენ, ერთობა არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ. ისინი
თვითონ სამ ნაწილად იყვნენ გაყოფილნი, ერთის მხრით ლეგიტიმისტები იდგნენ, მეორეს
მხრით ორლეანელები და მესამით – ბონაპარტისტები; თითოეული პარტია თავის
«კაროლის» დაყენებას ცდილობდა. მაშინ ტიერმა აზრი შეიტანა, ამ ჟამათ ნურც ერთი
პარტია ნუ მოინდომებს ხელმწიფის ამორჩევას, ან სახელმწიფო წესის საბოლოოთ
დაარსებასო, როგორც ვართ ეხლა, ისე დავრჩეთ რამდენიმე წლის ვადითო, ნურც
მონარხია იქნება, ნურც რესპუბლიკა დაარსდება სამუდამოთო, დროებით ყველაფერი
დღევანდელ მდგომარეობაში დავტოვოთ, გერმანელებს შეურიგდეთ, ჯარი შევამზადოთ,
ფული შევაგროვოთ გერმანელების გასასტუმრებლათ, და მერმე, როცა საფრანგეთი სულს
მოიდგამს, ისევ პარტიების ბრძოლა ატყდეს და მაშინ გადაწყდეს – მონარხია იქნება
საფრანგეთში თუ რესპუბლიკაო. ეს აზრი ყველამ მიიღო, იმას «ბორდოს მორიგება»
დაერქვა (La pacte de ordeau) და მმართველად, «დროებითი» რესპუბლიკის პრეზიდენტათ

328
ტიერი გახდა.

მაგრამ აი, როგორ დაიცვეს მონარხიელებმა ეს ვითომ-მორიგება: სამართალი რომ სადმე


ყოფილიყო, არც ერთი პარტიის ჩუმათ ან აშკარათ ჩაკვლა და დამცირება არ უნდა
მოენდომა დანარჩენ პარტიებს, არც ერთის წინააღმდეგ არ უნდა ხმარებულიყო
მთავრობის ძალა, ყველას თავთავისი მდგომარეობა და იარაღი უნდა შეენახა და
წინააღმდეგი პარტიის სავნებლათ არ უნდა ეხმარა, სანამ მორიგების ბორჯი არ გაივლიდა.
მონარხიელებმა კი პირველივე დღიდგან დაიწყეს რესპუბლიკური პარტიის დევნა...
პარიჟის ხალხს, რომელმაც ისიც იყო ხუთი თვის გმირული ყოფაქცევით თავი ისახელა,
მონარხიელები საგანგებოთ სტუქსავდენ და აწუხებდენ. პირველათვე გადაწყვიტეს, რომ
პარიჟი სატახტო ქალაქი აღარ იქნებაო, პარიჟელებს და დიდი ქალაქების მცხოვრებლებს
იარაღი აეყრებაო, ნაციონალური გვარდია (მცხოვრებლებიდამ შემდგარი ჯარი, რომელიც
შინაურ წესიერებას უნდა იცავდეს) უნდა დაიშალოს და მოისპოსო და სხვ. და სხვ.
რესპუბლიკური გაზეთები პანტასავით იკრძალებოდენ: დღე ერთი იყო და
რესპუბლიკური გაზეთების ძალით მოსპობა კი ხუთი. ვინც რესპუბლიკელი იყო სადმე
სამსახურში ან პრეფეკტათ (გუბერნატორათ), ან მსაჯულათ, ან სხვა გავლენიან
თანამდებობაზე, ყველანი გამოყარეს და მათი ადგილი მონარხიელებს მისცეს. ერთი
სიტყვით, ცხადი იყო, რომ მონარხიელები «ბორდოს მორიგების» წინააღმდეგ
რესპუბლიკის ჩუმათ დაკვლას აპირებდენ, ან, როგორც მაშინ როშფორმა კრებაში თქვა, და
როგორც მის შემდეგ მთელმა საფრანგეთმა გაიმეორა, მონარხიელებმა განიზრახეს
«რესპუბლიკის გაიძვერულად ჩაჯიბვა». რესპუბლიკურ პარტიას, რასაკვირველია, კარგათ
ესმოდა, რას აპირებდენ მონარხიელები, მაგრამ მისი მოთავენი ერთი და იმავე აზრის
როდი იყვნენ იმაზე, თუ როგორ და რა საშუალებით ემოქმედნა რესპუბლიკელებს
მონარხიელების პლანების დასანგრევათ... მაგრამ მონარხიელები სულელები როდი არიან;
ისინი ხერხებს და ინტრიგებს ძლიერ ოსტატურათ ახერხებენ...

მონარხიელებმა პარიჟის ხალხი აბრაზეს, ჯერ იმ კანონით, რომ პარიჟის შემორტყმის


დროს ვექსილების ბორჯი რომ შეჩერებული იყო, ყველა ამ ვექსილების ფული ეხლავე

329
უნდა გადახდეს მოვალესო; მერმე იმ კანონით, რომ პარიჟის შემორტყმის დროს სახლის
ქირები, რაც დაგვიანებული იყო, ყველანი სრულებით უნდა ეზღოს სახლის პატრონებსო;
და მესამე იმით, რომ მუშა ხალხმა რაც ზარბაზნები ჩამოასხმევინა თავისი ფულით და
თოფ-იარაღი შეიძინა, ყველა ერთიანათ უნდა მმართებლობას მისცესო.

მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ პარიჟელი ხალხი ხუთი თვე მშიერი იყო, პარიჟში
დამწყვდეული. ვაჭრობა, აღებ-მიცემობა და სხვა ქალაქებთან მისვლამოსვლა სულ
მოისპო, მაშასადამე, ფულის საქმეებიც ერთობ ძნელ და გასაჭირ მდგომარეობაში იყვნენ.
ვექსილების და სახლის ქირების გადახდევინება პარიჟის მეოთხედის გაკოტრებას
ნიშნავდა. ამას გარდა პარიჟელები ერთობ გულდამწვარნი იყვნენ, რომ იმათ ხუთი თვე
საქმე გაიჭირვეს, შიმშილი და შეწუხება გასწიეს, მთავრობამ კი ისინი არ ამოქმედა,
გერმანელებს ხეირიანათ არ ებრძოდა, მამულს ვნება მოუტანა, და ეხლა კი
გერმანელებთან ბრძოლის გაგრძელების მაგიერ, სასირცხვო შერიგებას უწერს და თავის
იარაღს ხალხის წინააღმდეგ ხმარობსო. ამ შეწუხებამ, გაბრაზებამ და სხვა წვრილმანმა
შევიწროებამ ხალხი იქამდე მიიყვანა, რომ ერთ დღეს, როცა ჯარმა ძალათ მოინდომა
ხალხის ზარბაზნების წართმევა, პარიჟელმა მუშა ხალხმა არეულობა მოახდინა და
მმართებლობის ჯარი და თვითონ მმართებლობაც პარიჟიდამ გაჰყარა...

ამასობაში ნაციონალური კრება ბორდოდამ ვერსალში გადმოვიდა, და ვერსალში


დაბინავდა, პარიჟის სიახლოვეს. პარიჟი სულ ერთიანათ აჯანყებულების ხელში იყო, და
ვერსალში მაშინ ერთობ ნაკლები ჯარი (რაც «პარიზის კომუნით» შევიდა ისტორიაში –
რედ.) იძიებოდა. პარიჟში რომ აჯანყება მოხდა (18 მარტს) თითქმის მთელი მმართველობა
(ტიერი, დიუფორი, პიკარი და სხვ.) და თითქმის ყველა სამინისტროები, ე. ი. მთელი
სახელმწიფო მაშინა, პარიჟში იმყოფებოდა, პარიჟელი მოძრაობის მოთავეებმა ის ვერ
მოახერხეს, რომ ამ მმართველობის გაქცევა მოეშალათ და ეს პირები და ეს მაშინა ხელში
ჩაეგდო, თუმც ეს ძლიერ ადვილი საქმე იყო: პარიჟის ჭიშკრების დაკეტის მეტი ამას არა
უნდოდა რა. ეს მძიმე შეცდომა იყო, მაგრამ ამ პირველ შეცთომას დიდი ვნება არ
მოჰყვებოდა, მასზედ მეორე უარესი შეცდომა რომ არ დასკვნოდა. პარიჟელი მოძრაობის

330
მოთავეებს იმ დროს მეტი ძალა და ჯარი ჰყავდათ ხელში, ვინემ ვერსალის მმართებლობას
და კრებას. პარიჟელები რომ მაშინვე ვერსალისკენ წასულიყვნენ, ეს ქალაქი აეღოთ და
კრება შეეპყრათ, მთელი საფრანგეთის ბედი მათ ხელში იქნებოდა, და არსაიდამ
არავითარი წინააღმდეგობა არ ატყდებოდა. მაგრამ მოთავეებმა ეს ვერ მოახერხეს. ამის
მაგიერ იმათ ურთიერთში ბაასი გამართეს იმაზე, თუ ვის უნდა ეკუთვნოდეს პარიჟის
გამგეობა: ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლებს, თუ ხალხისაგან ამორჩეულ
გამგებლებს (კომუნას). და ამ ბრძოლამ რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა
მოთავეების დრო და ძალა შთანთქა. ვერსალელები კი, ამასობაში ჯარს და იარაღს
იმზადებდნენ... ამ დროს ერთი გარემოება კიდევ უშველიდა რასმე პარიჟელ მოძრაობას:
რა გზას დაადგებოდენ, როგორ მოიქცეოდენ სხვა დიდ ქალაქები, მიჰყვებოდენ ისინიც
პარიჟის მაგალითს თუ არა. მაგრამ დანარჩენ დიდი ქალაქებში მოწინავე პარტიის
მოთავეები შეჩერდნენ და თავიანთი გავლენა მარტო «მომრიგებელ» რჩევებს მოანდომეს.
შეცთომა იყო ამგვარი მოქმედება პარიჟელი და დიდქალაქების მოწინავე პარტიის
მოთავეების მხრით თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს. შეეძლოთ თუ არა იმათ,
ბრძოლაში რომ გარეულიყვნენ, ბრძოლის ბედის შეცვლა და მოძრაობისათვის ხეირიანი
მსვლელობის მიცემა, ამისასაც დღეს კაცი ვერას იტყვის... დიდი-ქალაქების
წარმომადგენლები და მოთავეები ვერსალში მოვიდნენ და იქიდამ პარიჟში შევიდნენ იმ
აზრით, რომ ვერსალი და პარიჟი შეერიგებინათ. პარიჟელმა მმართებლობამ ისინი ცუდათ
გამოისტუმრა, უთხრა, მორიგების ჩვენ არა გვწამს რაო, და ვერსალელმა მმართებლობამ
(ტიერმა) პატიოსანი სიტყვა მისცა, ნაციონალურ კრების თანხმობით, რომ თქვენ, დიდი
ქალაქები ოღონდ ბრძოლაში ნუ გაერევით, პარიჟს ნუ დაეხმარებით, მის მაგალითს ნუ
მისდევთო, და ჩვენ რესპუბლიკას არ შევეხებით... ეს პატიოსანი სიტყვა ჩამოართვა ტიერს
იმ დეპუტაციამ, რომელიც დიდმა ქალაქებმა მოსარიგებლად გამოგზავნეს, და რომელსაც
თავში ბაროდე, ლიონის მერი ეყენა. ამ პატიოსანი სიტყვით დაკმაყოფილდა დიდი
ქალაქების მოწინავე პარტია და თითქმის ყველა რესპუბლიკური პარტიის მოთავენი. მას
აქეთ, რაც საქმე ამ გზას დაადგა, პარიჟის მოძრაობის ბედი გადამწყდარი იყო. იმას
ვერაფერი უშველიდა, სასწაულ მოქმედების მეტი, და სასწაულმოქმედება ამ ჟამათ ხომ

331
ერთობ გაძვირდა. როგორც გაბრაზებიდგან დაწყებულ აჯანყებას შეეფერება, პარიჟელი
მოძრაობა გაბრაზებით დაეცა. ის ვერ გაამარჯვა ვერც მებრძოლი მუშა ხალხის და
ახალგაზრდობის საკვირველმა გმირობამ, ვერც იმათმა დაუზოგველმა ენერგიამ. ვერც იმ
უკანასკნელი გაჭირვების და უიმედობის ბრაზმა, რომელიც უძლურსაც ლომათ და
გმირათ ხდის და ძალას ერთი ათათ და ერთი ათასათ უდიდებს. ყველაფერი ამაო შეიქმნა,
და პარიჟის მუშა-ხალხი დაეცა.

VII

რას შვრებოდა ამასობაში როშფორი?

როგორც პარიჟის შვილი, ის პარიჟში დარჩა. როგორც მწერალი ის თავის გაზეთში თავის
შეხედულებას სწერდა საქმეების მიმდინარეობაზე. როგორც რესპუბლიკელი ის
მონარხიელ კრებას არ ზოგავდა და პარიჟელ ხალხს არ ებრძოდა. მაგრამ როგორც კაცი,
რომელსაც გამჭრიახათ ესმის ცხოვრების და პოლიტიკის ბრუნვა, ის არ ერეოდა კომუნის
მმართვაში, ის გარს იდგა მაშინდელ მმართებლობიდგან, და მარტო მწერლობით, მარტო
თავისი აზრის გამოთქმით ორივე მხარის მოქმედებას აფასებდა და სჯიდა, როგორც
მწერალი და ჟურნალისტი.

და როცა ვერსალელმა მმართებლობამ პარიჟს ყუმბარები დაუშინა და პეტროლით სავსე


ცეცხლისწამკიდებლის შუშხუნების და ყუმბარების წვიმა დაუშვა პარიჟზე, როშფორმა,
პარიჟის შენობების და მონუმენტების, პარიჟელი ხალხის ამოჟლეტის დამსწრემ, დაბეჭდა,
რომ ეს ბარბაროსობა, დაუზოგველობა, ავაზაკობა არის ვერსალელი მმართებლობის და
ტიერის მხრითო! აი, ვითომ ამის დაწერის გულისთვის გადაუწყვიტა იმას დაკარგვა
სამხედრო სამსჯავრომ.

მაგრამ იმავე როშფორმა, იმავე პარიჟში, როცა კომუნამ გაზეთების ალაგმა და უსარგებლო
მხეცური მოქმედებები დაიწყო, ამ კომუნასაც ისე მოექცა, როგორც ვერსალელ
მმართებლობას, და პირდაპირ გამოაცხადა, რომ გიჟები გვიყენია მმართველებათო, გზა და
კვლის გაგება არ იციანო, რას შვრებიან და რას არა მისი გაგება თვითონაც არა აქვთ და სხ.

332
ამის გულისთვის ფელიქს პიამ და მისმა მომხრეებმა, რომელნიც მაშინ კომუნის
უმრავლესობას შეადგენდნენ, როშფორის დატუსაღება ბრძანეს, და როშფორი პარიჟიდამ
რომ არ გასულიყო, იმას იმნაირივე დახვრეტა მოელოდა კომუნის მხრით, როგორც
დაიხვრიტა გამოჩენილი რესპუბლიკელი – გუსტავ შოდე (პრუდონის მეგობარი და
თანამოაზრე).

როშფორი გავიდა თუ არა პარიჟიდამ, პრუსიელების ჯარის ხელში ჩავარდა. ის


დაატუსაღეს, მაგრამ ჯარის უფროსმა უთხრა, ჩვენ უფლება გვაქვს, გინდა გაგიშვებთ,
გინდა ტიერის მმართებლობას გარდაქცემთო. როშფორმა არ ისურვა, რომ მისი შველა და
დახმარება გერმანელების მხრით დავალება ყოფილიყო, და ამის-გამო ის ვერსალში
გაიგზავნა. ვერსალში ის, რასაკვირველია, დაატუსაღეს. ამისთანა მტერი ჩაუვარდათ
ხელში მონარხიელებს, ამისთანა საშიში მოწინააღმდეგე ხელ-ფეხ შეკრული მიეცა ტიერს
და ჟულ-ფავრს, პიკარს და ჟულ-სიმონს, და იმას ვინმე დაზოგავდა!? როშფორი
სატუსაღოში ჩასვეს, თუმცა ის მეტის მეტათ ავადმყოფი და უძლური იყო. იმაზე მაშინვე
გამოძიება დანიშნეს, და მისი საქმე სამხედრო სამჯავროს მიანდვეს. მკითხველმა უნდა
იცოდეს, რომ საფრანგეთის პოლიტიკურ კანონებში ორი უმთავრესი მუხლი ისეთია,
რომლიდგანაც ერთი აწესებს, რომ არც ერთი დანაშაულების და დამნაშავის დასასჯელათ
თუ გამოსაძიებლათ არც ერთი, განსაკუთრებული სამსჯავრო არ უნდა დაწესდესო,
ყველაფერი მარტო ნაფიცებმა (ჟიურიმ) უნდა გასინჯოს და დასაჯოსო. მეორე მუხლი
აწესებს, რომ არც ერთი პოლიტიკურ დანაშაულობისათვის, რაგინდ მძიმე და სასტიკი
იყოს, დამნაშავე სიკვდილით არ უნდა დაისაჯოსო. ორივე ეს კანონი დაივიწყა ვერსალის
მმართებლობამ. იმან სამხედრო სამსჯავროებს, ესე იგი განსაკუთრებულ, უფიცარ
სამსჯავროს მიანდო პოლიტიკური საქმეების განხილვა და სამხედრო კანონის ძალით
სიკვდილი გადაუწყვიტა და სიკვდილით დასაჯა ასიოდე პოლიტიკური დამნაშავე. აი,
ამნაირ «სამართალს» მიეცა როშფორიც.

«სამართალმა» – ესე იგი სამმა ნაპოლეონის ჯარის აფიცერმა როშფორი, რასაკვირველია,


ყველაფერში დამნაშავეთ იცონ. მაგრამ მონარხიელების და ვითომ-რესპუბლიკელების

333
შეუპოვრობამ იქამდი მიღწევა ვერ გაბედა, რომ ეს ხალხისგან შეყვარებული და მთელ
ევროპაში სახელგანთქმული მწერალი მოეკლათ, მით უფრო, რომ მისი სუსტი აგებულება
და ციხეში ჯდომით შერყეული ტანის სიმრთელე იმას უიმისოთაც სიკვდილს უქადიდა.
ამის გამო, როშფორს სიკვდილი კი არა, ავსტრალიაში დაკარგვა გადაუწყვიტეს, საცა ის
ნიადაგ ციხეში უნდა მჯდარიყო.

ამ გადაწყვეტილებამაც მთელი საზოგადოება შესძრა. უმჯობესი მწერლები და


გამოჩენილი პირები ტიერს მივარდნენ, სირცხვილია, სხვა არა იყოსრა, ამისთანა ნიჭის და
გონების პატრონი კაცი რომ დაიკარგოსო, დასჯა შეუმსუბუქეთო, როგორც ზოგიერთ სხვა,
უფრო სასტიკ დამნაშავეებს, მაგასაც ისე საფრანგეთიდამ გაგდება გადაუწყვიტეთო და
სხვ. მაგრამ არც ტიერმა, არც მისმა თანამშრომლებმა ეს არ ისურვეს, და როშფორის
სასარგებლოთ მარტო ის მოინდომეს, რომ ავათმყოფობის მიზეზით ის ახალ-
კალედონიაში კი არ გაგზავნეს, ერთ მიყრუებულ კუნძულზე ციხეში დაატუსაღეს, სადაც
ის ორი წელიწადი იმყოფებოდა: ეხლა კი, ახალმა მმართებლობამ, რომელსაც უფრო მეტი
შეუპოვრობა და ბრაზი აქვს რესპუბლიკელებისა, როშფორი ახალკალედონიაში გაგზავნა,
იქ ციხეში ჩასასმელათ.

VIII

პოლიტიკურ მწერლობაში როშფორმა ის ნაწილი აირჩია, რომელიც იარაღათ დაცინვას,


სასტიკ გაკიცხვას და პირდაპირ შეტაკებას ხმარობს. იმან ჰამლეტი ირგო ხვედრათ და
ირონია – იარაღათ... დაცინვა და კიცხვა ისეთი ძნელი იარაღია, რომ მისი ხმარება ერთობ
მძიმე და საშიშოა თითქმის ყოველი მწერლისათვის. ჯერ ერთი ეს, რომ დამცინველი და
გამკიცხველი გონება გახსნილი და საფუძვლიანათ დამზადებული კაცი უნდა იყოს,
რომელმაც იცოდეს თითოეული კერძო მოვლენის სწორათ გაგება და ღირსეულათ
დაფასება. ის როდი უნდა სცდებოდეს თავის სჯაში, ის ნათლათ უნდა მიხვდებოდეს, რა
კავშირი აქვს კერძო შემთხვევას ან მოვლენას საზოგადო ცხოვრებასთან და რა
მნიშვნელობა ექნება იმას მისთვის. ამაებში შეცდომა, მოვლენების ხასიათის გაუგებლობა,
უსაფუძვლო დაცინვა და უადგილო გაკიცხვა ყოველთვის მარტო დამცინველს ან

334
გამკიცხველს ავნებს, სხვას კი არავის. მეორე მხრით, ამგვარი მწერალი ერთი-ორი
სიტყვით უნდა გამოთქვამდეს იმ აზრს, რომელსაც სხვები მთელი ათი-თხუთმეტი
თაბახის გაჭრელებით გამოიყვანენ ხოლმე. ის ნიადაგ იმას უნდა ცდილობდეს, რომ მისი
სიტყვა რაც შეიძლება უფრო მოკლე იყოს, მისი ნაწერი მარტო ანდაზებსავით
შემოკლებული და გამოთქმული აზრების წყობისგან იყოს შემდგარი. და ამას დიდი ნიჭი,
დიდი ფიქრი და მოაზრება სჭირია, სწავლა და ცოდნა, გამოცდილება და მეხსიერება ხომ
თითოეულ სტრიქონში, თითქმის თითოეულ სიტყვაში უნდა სჩანდეს.

აი, ამ მიზეზების გამოისობით ძლიერ იშვიათია ამგვარი მწერლები, მაგრამ სამაგიეროთ


იმათ ყოველთვის უფრო მეტი მკითხველი ჰყავთ და გავლენა აქვთ, ვინემ სხვა კილოზე
მშრომელ მწერლებს, მათი ნათქვამი საზოგადოებას უფრო ადვილათ ესმის, უფრო
ბეჯითად ამახსოვრდება და ხალხში უფრო მსწრაფლათვრცელდება. საფრანგეთის
მწერლობაში ამ საუკუნეში ათიოდე გამოჩენილი მწერალი იყო ამ კილოზე მშრომელი,
მეტი არა, იმათგან თითოეულმა თავისი საკუთარი, განსაკუთრებული ბეჭედი დაასვა:
ზოგმა – მწერლობის კილოს, ზოგმა – ფრანციული ენისა და სტილის ხასიათს, ზოგმა
სარკაზმის ან ირონიის იარაღს... თვითონ ენის, კილოს და სტილის მხრით, უწინდელი
მწერლები ერთობ ნასწავლ, მძიმე ან ძნელათ გასაგებ წყობილებას ხმარობდენ. მათი ენა
მწერლური, გამოჩარხული, მშვენიერათ გალაზათიანებული და სასიმოვნო გასაგონი ენა
იყო, მაგრამ იმას ყოველი წერა-კითხვის მცოდნე კი ვერ გაიგებდა. ფრაზა გრძელი,
დახლართული და გადაკვარაჭინებული იყო, ნაწერს ხალხის ან საზოგადოების ნამდვილი
ლაპარაკის კილო როდი ჰქონდა. ერთი აზრი ორი, სამი, ხანდისხან ათი ფრაზითაც
გამოითქმოდა ისე, რომ მკითხველი სანამ ყველა ამ ფრაზებს არ წაიკითხავდა, მწერლის
აზრს ვერ გაიცნობდა. ერთი სიტყვით, იმათ ნაწერს ნასწავლი მწერლობის მძიმე ბეჭედი
აჩნდა.

როშფორმა კი სხვანაირი სტილი შემოიღო, რომელიც დღეს თითქმის მთელმა


საფრანგეთის მწერლობამ კანონათ მიიღო. ის მოკლე ფრაზებით, ორიოდე სტრიქონით
გამოთქვამს თავის აზრს და წერაში იმ ენას ხმარობს, რომლითაც დღეს ხალხი და

335
საზოგადოება ლაპარაკობს. მისი ნაწერი ფეროვანი და შეფერილი როდია, მაგრამ
თითოეულ მის აზრს შედარება ან სურათი ხსნის და ამშვენებს, მისი წერა იმ «კალმით
მხატვრობას» ჩამოგავს, რომელიც მარტო შესანიშნავს, გამოაშკარავებულს, ყველაზე უფრო
შესამჩნეველს შტრიხებს და ხაზებს ნიშნავს, და წვრილმან შეფერვას ან დაწვრილებით
ლანდების და ჩრდილის გამოხატვას არ დასდევს. ერთი-ორი გაკვრით, კალმის ორიოდე
გასმით, თქვენ წინ სურათის უმთავრესი ხაზები იხატება, ისე რომ თქვენ ძლიერ კარგად
გაიცნობთ ამ სურათს, მის მსგავსებას ნიშნავთ და დანარჩენი კი თქვენმა საკუთარმა
მეხსიერებამ უნდა შეავსოს, თუ ეს საჭირო იქნა. როშფორის სტილი აჩქარებული კაცის
მსწრაფლ ლაპარაკს ჰგავს, ის როდი დაეძებს თქვენ დალაგებით და დაწვრილებით
«გიამბოს» თავის სათქმელი. ის უცფათ, გურულსავით თითქმის ნაწყვეტ-ნაწყვეტი
სიტყვებით, შედარებებით, და სურათებით, რაც სათქმელი აქვს მოგაყრის, და სხვა საგანზე
გადავა. თქვენი საკუთარი გონება უპატრონებს ამ ზედიზედ მოყრილ აზრებს და
სურათებს... როშფორის იუმორი სიტყვების გაწყობაში კი არა, აზრების წინააღმდეგობაში,
ან ოსტატურათ დაახლოვებაში მდგომარეობს. ის თუმც ხშირათ შუშხუნიან, ბასრ სიტყვის
წყობილებას და ფრაზებს ხმარობს, მაგრამ უფრო ხშირათ აზრების უსაფუძვლობას და
სისულელეს გამოაჩენს ხოლმე მათი შეთანასწორებით და ორათ გაყოფით, «დილემათ»
ხმარებით... ამგვარი დაცინვა და ხუმრობა როდი ახარხარებს მკითხველს, ის არც სიცილს
სძრავს, მაგრამ მაგიერათ საშინელი ძალით რჩება მის ტვინში და მეხსიერებაში და
საზოგადოდ გონებაში ის იმ კვალსა და გავლენას სტოვებს, რომელსაც ყოველთვის აჩენს
მტკიცეთ გამოთქმული მარჯვე და საფუძვლიანი მოაზრება.

აი, ამ მარჯვე და საფუძვლიანი მოაზრების მტკიცეთ გამოთქმაში მდგომარეობდა


უმთავრესი ძალა იმ ჩინებული და საყვარელი მწერლისა, რომელმაც დღეს ახალი-
კალედონიის კაცის მჭამლებს შუა ის ცოდვა უნდა მოინანიოს, რომ ერთგულათ,
თავგამომეტებულათ და გაბედვით ემსახურებოდა თავის წმინდა და მომავლიან საქმეს –
რესპუბლიკის დაარსებას საფრანგეთში.

დაიბეჭდა ჟურნალ «კრებულში», 1873 წ., №8, ნ. სკანდელის ხელმოწერით.

336
«გლახის ნაამბობი», მოთხრობა ილ. ჭავჭავაძისა

(«კრებული» 1873, 1–3)

«გლახის ნაამბობი» 1859 წელსაა დაწერილი, პეტერბურგში. ილ. ჭავჭავაძის თხზულებებში


ეს მოთხრობა იმ ნაწერებს ეკუთვნის, რომელთაც ამ მწერლის პირველი პერიოდის და
პირველი მანერის ბეჭედი ასვიათ. ის ბევრით განისხვევება «კაცია ადამიანისაგან»,
«გლეხების განთავისუფლების სცენებიდგან» და საზოგადოთ იმ თხზულებებიდგან,
რომელნიც ჭავჭავაძის დავაჟკაცებულ გონებას და ნიჭს ჩვენი მწერლობისთვის უკვლევია.
«გლახის ნაამბობში» ჩვენს წინ ახალგაზდა, გამოუცდელი, გზა გამოურჩეველი მწერალი
დგას, რომელზედაც ჯერ კიდევ უცხოეთის მწერლობას გავლენა აქვს, რომელსაც მიბაძვა
თავიდამ ვერ აუცილებია და რომელიც სხვისი კილოთი, სხვისი ენით ლაპარაკობს.
შემდეგ ჩვენ სხვა თხზულებებში ეგევე მწერალი გავიცანით, თავის საკუთარ გზაზე
დამდგარი, სხვის გავლენისა და მიბაძვისაგან განთავისუფლებული, ბეჯითათ
მოლაპარაკე თავისი საკუთარი ენითა და თავისი საკუთარი გრძნობის გამომთქმელი. და
ეს «გლახის ნაამბობი» ჩვენთვის მით უფრო შესანიშნავია, რომ ამ ჩინებული მწერლის
პირველ ნაბიჯებს გვიჩვენებს, მის უწინდელ გზას გაგვაცნობს, მის პირველ ენის ამოდგმას
გვასწრებს. ჩვენი მწერლობის ისტორიისათვის ამით დიდი მნიშვნელობა ეძლევა ამ მცირე
მოთხრობას, უფრო მეტი ვინემც იმას მისი საკუთარი ღირსება და მისი ნამდვილი ფასი
მისცემდა...

იმ დროს მწერლობაში თითქმის მარტო რომანების და ფელეტონების ბეჭდვა


შეიძლებოდა, და ამ თხზულებებშიაც მარტო სიყვარულზე და ქალისა და კაცის გულზე
ლაპარაკის ნება ჰქონდა მწერალს, <<Совеменник>>-მაც ბატონყმობის საქმე სიყვარულის
ასპარეზზე გადაიტანა. მის რომანებში და სხვა თხზულებებში ნიადაგ ის ერთი და იგივე
ამბავი იყო აწერილი, რომ გლეხს გლეხის ქალი შეუყვარდა, მაგრამ ბატონის ძალამ,
გავლენამ და ძალადობამ იმისი ბედნიერება მოსპო და ორი კეთილი გული, ჩვილი

337
გრძნობიერება და სული დასტანჯა, დააობლა. მაშინდელი რუსული საზოგადოებისათვის
იმდროს ეს დიახაც საჭირო და სასარგებლო მწერლობა იყო. მკითხველი ძალაუნებურათ
იმ შეხედულებას ეჩვეოდა, რომ გლეხსაც კაცის გული აბადია, რომ იმასაც ამ გულში კაცის
გრძნობა, სურვილი და იმედი უღვივისო, რომ გლეხიც ღვთის გაჩენილი ქმნილებააო და
ღმერთს ის ქვეყანაზე სატანჯველათ და სხვის მრჩენელათ კი არა, თავის თავის სანუგეშოთ
გაუჩენიაო. ამით მკითხველ საზოგადოებას, რომელსაც უიმისოთაც ბატონ-ყმობა
უსამართლო საქმეთ მიაჩნდა და მისი მოსპობა გამოუკვლეველ ნატვრათ ჰქონდა,
ნამდვილი თანაგრძნობა და შებრალება ებედებოდა გლეხ-კაცობისა...

კრიტიკა როდი ეხებოდა და როდი ანიშვნინებდა მკითხველებს იმათ სუსტს მხარეებს,


როდი ჰკიცხავდა იმათ ხელოვნური მხრის ნაკლულევანებას, როდი ამბობდა ნამდვილი
ხელოვნური მწერლობა უფრო ბეჯითი გზით უნდა დაიარებოდესო. კრიტიკას რომ იმ
დროს ეს შენიშვნები გამოეთქვა, იმას რომ იმათი ხელოვნური სისუსტე გამოეაშკარავებია,
ამით საშინელი ვნება მიეცემოდასაზოგადო საქმეს – გლეხ-კაცობის გათავისუფლებას, –
და სული ჩაედგმოდა, ძალა მოეცემოდა იმ უხეირო მწერლობას და იმ საზიზღარ
მიმართულებას, რომელიც ამ საზოგადო საქმეს ჩუმათ ეწინააღმდეგებოდა ან სწყევლიდა.
და პირველი ხმა რომელიც რუსულმა კრიტიკამ ამ თხზულებების წინააღმდეგ ამოიღო,
მათი სისუსტის შესანიშნავათ, მარტო გლეხების გათავისუფლების შემდეგ, 1861 წლის
ნოემბერში, მოისმა: თვითონ <<Совеменник>>-მა გამოთქვა სხვა უფრო ხელოვნური
თხზულებების საჭიროება თავისი უფროსი თანამშრომლის სტატიით <<Не начало ли
пеемены?>> ამ მწერლების (გრიგოროვიჩის, პოტეხინის, პისემსკის, ტურგენევის,
მარკოვოვჩოკის და სხვ.) ნაკლულევანება იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი გლეხკაცობას
ხატავდენ ისე, თითქო წინ ნამდვილი გლეხი კი არა, მათი საკუთარი თავი ყოლოდეთ,
გლეხ-კაცურ ფარაჯაში ჩაცმული. ისინი გლეხის მდგომარეობას არც კი იცნობდენ. იმათ
გლეხები შორიდამ დაენახათ, და თავიანთ კაბინეთში, პეტერბურგს, მოეაზრებიათ, რომ
რადგანც გლეხი ჩვენისთანა ადამიანია, იმასაც ჩვენნაირი გული უნდა ჰქონდესო, ისიც
ჩვენსავით უნდა გრძნობდესო.

338
ამის გამო გლეხის პირით იმათ თხზულებებში ხშირათ ისეთი სიტყვები და აზრები
გამოითქმოდა, რომელთაც გლეხი კაცი არ იცნობს და არ ხმარობს. მკითხველის წინ,
ნამდვილი, ცოცხალი გლეხის მაგიერათ, მის შეუფერავ გრძნობის ადგილზე, იდგა
ნასწავლი კაცი, გლეხურ სამოსელში, რომელიც თავის ნამდვილ ენას, თავის
საყოველდღეო დარდს და აზრს კი არა, გაზეპირებულ, წიგნიდამ ამოკითხულ, ბაირონის
და შილლერის ფრაზებს ამბობდა და გამოთქვამდა. კაცი გრძნობდა, რომ ეს ფრაზები ეს
ვითომ-გრძნობა, ეს დარდი ღრმათ და ჭეშმარიტათ გულს გამჯდარი რომ ჰქონდეს ამ
გლეხს, უფრო გასაგები, უფრო ბუნებითი და გულიდამ პირდაპირ ამოსული სიტყვებით
გამოთქვამდა ის თავის სათქმელსო. მკითხველს ის შთაბეჭდილება როდი რჩებოდა,
რომელსაც მოუგონელი გრძნობის შეუფერავი გამოთქმა სტოვებს, ის შთაბეჭდილება,
რომელიც ჟრუანტელს უვლის კაცს ტანში და რომელიც თითქმის სანიადაგოთ რჩება მის
ტვინში და მეხსიერებაში. ამ შთაბეჭდილების მაგიერ ის ხედავდა შეფერილ,
გალამაზებულ, ნასწავლ და ზეპირ-მოლაპარაკე გლეხს, რომელიც ისეთნაირათ
ლაპარაკობდა და იქცეოდა, როგორც ილაპარაკებს ან მოიქცევა გერმანელი
სენტიმენტალური მწერლობით გამოზდილი კაცი, და როგორც თავის დღეში ვერ
ილაპარაკებდა ვერც ერთი მაშინდელი გლეხი ან გლეხის ქალი. ამ თხზულებებში
გამოყვანილი გლეხ-კაცობა ყოველთვის გულკეთილი, მეტის მეტათ პატიოსანი, მტკიცეთ
გამრჯელი, ერთი სიტყვით, ყოველ ღირსებით და უმანკოებით ავსილი იყო. მკითხველს
თითქმის ის აზრი რჩებოდა თავში, რომ ანგელოზები ჩამოსულან ციდამ და გლეხის
ტულუფი, გლეხის სარაფანი ჩაუცვიათო... მკითხველი ამის გამო, მართალია, სიმპატიას
გრძნობდა გლეხკაცისადმი, მაგრამ ის იყვარებდა ნამდვილ გლეხ-კაცობას, ცოცხალ გლეხს
კი არა, იდეალური გლეხის, «პეიზაჟების» სურათს და წარმოდგენას. და როცა შემდეგში
ცხოვრება იმას ხალხთან აახლოვებდა, როცა ის ხალხის ნამდვილ მდგომარეობას და
ხასიათს გაიცნობდა, როცა მის წინ «პეიზანების» და იდეალურ გლეხის მაგიერ ნამდვილი
გლეხ-კაცი დადგებოდა, მისი ნაკლულევანებით, მისი უგუნურებით და ცხოვრებით
გაფუჭებული ან გათელილი ხასიათით, ის ვეღარ ცნობდა თავის «საყვარელი გლეხკაცის»
სურათს. ისჰფიქრობდა ეს წამხდარი, უსინდისო, ბინძური და უგრძნობელი ქმნილებაა და

339
არა გლეხ-კაციო, ის იზიზღებდა იმას, ხანდისხან შებრალებას ივიწყებდა და როდიღა
ზოგავდა...

უეჭველია, რომ ეს ძლიერ დიდი ნაკლულევანება იყო იმ მწერლობისა, რომლის ხასიათს


ჩვენ ვსწერთ, მაგრამ, ვიმეორებთ, რომ მაშინდელ დროში, 1861 წლამდი, ამ
ნაკლულევანებაზე შეჩერება, მათი ძაგება ან გამოაშკარავება კრიტიკის მხრით ნამდვილი
შეცდომა იქნებოდა, ამიტომ რომ კრიტიკა ნიადაგ პუბლიცისტიკურ დანიშნულებას უნდა
ასრულებდეს და თითონ მწერლობის სარგებლობის და საქმის მაღლა მთელი ხალხისა და
საზოგადოების საჭიროებას და სარგებლობას უნდა სთვლიდეს... ეხლა ისიც გავიხსენოთ,
საქმის უკეთესად გაგებისთვის, თუ რას მოითხოვდა ნამდვილი ხელოვნური მწერლობა
ხალხის მდგომარეობის გამოსახვის დროს, რას მოითხოვდა რუსული კრიტიკა
მწერლობისაგან, და რა ვერ მისცა იმას მაშინდელი მწერლობის სუსტმა და გამოუცდელმა
მწერლებმა. ეს ჩვენ იმ მხრითაც გამოგვადგება, რომ როგორც წინეთ აწერილი
ნაკლულევანების კვალი ჭავჭავაძის «გლახის ნაამბობს» ამჩნევია, ისე ამ ახალ
მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს მისი შემდეგი თხზულებები, და განსაკუთრებით «კაცია-
ადამიანი». ხელოვნური მწერლობის დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ დაუხატოს
მკითხველ საზოგადოებას ხალხის, საზოგადოების და კერძო პირის ნამდვილი
მდგომარეობა, ხასიათი, საჭიროება, დაუხატოს ისე, რომ მკითხველი ამ მდგომარეობის,
ხასიათის და საჭიროებების ნამდვილ გარემოებებს და თვისებებს ხედავდეს, კარგსა და ავს
მხარეს სცნობდეს და თან იმ მიზეზების გაგებაც ჰქონდეს... ქვეყანაზე არსადაა არც
ნამდვილათ და მთლათ ერთიანათ ავი კაცი, ბოროტებით თავიდამ ფეხებამდი აღვსილი,
არც ანგელოზის მსგავსი გმირი, საზოგადოთ ყოველ სულდგმულს ბევრი კეთილი
თვისება და მხარე აქვს ხასიათში, ბევრი ცუდი და მოსასპობელი. ამის გამო მწერლობის
მხრით შეცთომაა იმრიგათ უხატავდეს მკითხველს ადამიანის საზოგადოებას, რომ აი ეს
პირები გიყვარდეს, და ესენი კი გძაგდესო, ამათ გზა დაუცალე და სხვებს კი ხელფეხი
შეუკოჭეო. ამნაირი მწერლობა პროკურატურას ჩამოგავს, და ამ ორ დანიშნულებას შუა
დიდი განსხვავება უნდა იყოს. მწერლობა იმას უნდა იკვლევდეს, თუ რომელი თვისება
როგორ მდგომარეობიდამ სწარმოებს, რომელ მდგომარეობას რა წამალი მოუხდება, რით

340
და როგორ დაკმაყოფილდება კერძო პირების მოთხოვნილება და საჭიროება... გონიერმა
მკითხველმა მწერლობიდამ იმის ცოდნა უნდა გამოიტანოს, თუ როგორია ნამდვილი
ცხოვრება, რა თვისება აქვს თანამედროვე ხალხს და საზოგადოებას, რა საჭიროება ადგია,
რას ეძებს და თხოულობს ეხლანდელი კაცობრიობა, და რა გზით, რა საშუალებით, რა
იარაღით შეიძლება როგორც ამ საზოგადო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ისე
თვითეული ხეირიანი კაცის სარგებლიანი მოქმედება თანამედროვე საზოგადოებაში,
თანამედროე გარემოებებში... მწერლობა იმისთანა მკითხველებს კი არ უნდა ამზადებდეს,
რომელთაც გაზეპირებული აქვთ ვითომ-ზნეობითი კატეხიზმოს ლიბერალური მუხლები,
და რომელნიც ამ მუხლებით ზმანავენ ყველაფერს, რაც კი ცხოვრებაში მათ შეხვდებათ.
ამისთანა მკითხველი სანდო და გამოსადეგი იშვიათათ გამოვა. მწერლობას მიზნათ
იმისთანა მკითხველების დამზადება უნდა ჰქონდეს, რომელთაც საზოგადო მიზანი
კარგათ იცოდენ და თანამედროვე მდგომარეობა გაცნობილი ჰქონდეთ. თუ მკითხველს
ხეირიანი ტვინი და გრძნობა აქვს, ამ ცოდნით ის ყოველ გარემოებაში გზას და კვალს
გაიგნებს, კარგს და სასარგებლოს ავისა და სავნებლისგან გაარჩევს... აი, ამისთანა
მკითხველისთვის უნდა ამზადებდეს მასალას თანამედროვე და გონიერი მწერლობა, და
ეს მასალის დამზადება, როგორც წინეთ ვთქვით, განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს,
რომ საზოგადო მიზნის, უკეთესი იდიალის გამოსახვას გვერდით მიჰყვებოდეს
ეხლანდელი ხალხის, საზოგადოების და ადამიანის ნამდვილი ხასიათის, მდგომარეობის
და საჭიროების გამოხატვა.

ამისთვის საჭიროა ზოგიერთი წოდების ან «გრუპების» შეფერვა და ცამდე აყვანა კიარა (ეს
მარტო ხანდისხან, ბრძოლის დროსაა გამოსადეგი) მათი პირუთვნელი ავისა და კარგის
გამოთქმა, მათი ნაკლულევანების გაცნობა, მათი სისუსტის დანახვა, ერთი სიტყვით მათი
ნამდვილი ხასიათის ცოდნა. ჩვენს საგანს რომ დაუბრუნდეთ და ისევ გლეხკაცობაზე
ლაპარაკი განვაგრძოთ, გვეთქმება, რომ რუსულ მწერლობას გლეხის ტანისამოსში
მწერლის სენტიმენტალური და შეფერილი გული კი არ უნდა გამოეხატა, იმას გლეხი მისი
დღითიდღიური საჭიროებით, მისი სიცოცხლისაგან გათელილი ხასიათოთ, მისი
გარემოებისაგან გაბინძურებული მდგომარეობით, მისი დამდაბლებული და უღონო,

341
უპატიურო ცხოვრებით უნდა გამოეყვანა. მწერლობას მკითხველისთვის უნდა ეჩვენებია,
რომ ცუდ წესს, ძალადობას, სიღარიბეს, უმეცრობას, განათლებული წოდებისგან
მიტოვებას ეს ღვთისგან გაჩენილი, ჩვენი მსგავსი და ტოლი ადამიანი დაუმდაბლებია,
გაუბინძურებია, გაუსულელებია, თითქმის პირუტყვათ გაუხდია, და მასში დღეს ღვთის
სახე და მსგავსება კი არა, ადამიანის სურათიც აღარ მოჩანსო. მწერლობას... და მთავრობას
აუცილებლათ სჭირიათ ამ დამდაბლებულ და დაბრმავებულ გლეხკაცობას ყურადღება
მიაქციონ, დაეხმარონ, უკეთესი მომავალი და ბედი მოუმზადონ, ამიტომ რომ
შეუძლებელი და გაჭირვებული საქმეა მაღალი საზოგადოებისთვის და მთავრობისთვის
იმისთანა ხალხში გაძლება და ცხოვრება, რომელიც მისთანა უბედურ და დამდაბლებულ
მდგომარეობაში იმყოფება. ამნაირი საქმის გამოხატვა მწერლობის მხრით ხელოვნური
მწერლობის მოთხოვნილებასაც დააკმაყოფილებდა და თან საზოგადოებრივ საჭიროებასაც
სიკეთეს უზამდა, საზოგადო მიზანს სარგებლობას მოუტანდა, რუსეთის პოლიტიკურ
გახსნას დაეხმარებოდა და გააადვილებდა... ეს მაგალითი კრიტიკის და მკითხველის
ყურადღების ღირსია: ის გვიჩვენებს იმ კანონის სიმართლეს და სინამდვილეს, რომ
ხელოვნური მწერლობა და პატიოსანი, გონიერი, გავლენიანი და გამოსადეგი
პუბლიცისტიკა თითქმის ერთი და იგივე საქმეა. აქედამ არავინ ის დასკვნა არ უნდა
გამოიყვანოს, ვითომ მწერლობას, ჩვენის აზრით, ნიადაგ და მარტო დღითი-დღიური
ცხოვრების ფოტოგრაფიული გამოხატვა უნდა ჰქონდეს სახეში... მწერლობაში
შეუფერავათ და სწორეთ უნდა გამოიხატებოდეს თანამედროვე ცხოვრება. მაგრამ, მეორე
მხრით, მწერლობაში დიდი მნიშვნელობა და გავლენა სხვა საჭიროებასაც აქვს, და
მწერლობა ამ საჭიროებასაც უნდა აკმაყოფილებდეს. მწერლობა მარტო მასალებს და
იდეალს კი არ უნდა იკვლევდეს... მწერლობაში დიდი გავლენა აქვს მწვავე და სასტიკ
სჯას, დაცინვას, ირონიას, მწერლის გრძნობის გამოთქმას, ლირიზმს, ერთი სიტყვით,
თვითონ მწერლის შთაბეჭდილების პირდაპირათ გადაცემას მკითხველისთვის.
ხელოვნურ მწერლობაში ამ მხარესაც დიდი ადგილი უკავია, და უმჯობეს მწერლებს ეს
იარაღი თითქმის ისე ხშირათ უხმარიათ, როგორც ცხოვრების შეუფერავი და გონიერი
გამოხატვა. ეს მეორე იარაღი უფრო საჭირო და გამოსადეგია მაშინ, როცა

342
საზოგადოებრივი ცხოვრება ცოტაოდნათ მაინც მოძრაობს, როცა საზოგადოებაში აშკარათ
ან მალულათ ბრძოლა სდუღს, როცა მწერლობა პირდაპირ ამ ბრძოლაში უნდა ერევოდეს
და თავის აზრს, შთაბეჭდილებას და გრძნობას საზოგადოებას უნდა აგებინებდეს. აი, ამ
დროებაში, ამნაირ გარემოებებში საჭირო და გამოსადეგია სატირა, იუმორული
თხზულებები, პამფლეტი, საჭიროა ერთი სიტყვით ფელეტონური ლიტერატურა,
რომელიც, როგორც ზემოთა გვაქვს ნათქვამი, ნამდვილი ხელოვნური მწერლობის ნაწილს
შეადგენს.

ამაებზე ჩვენ ლაპარაკი იმიტომ ჩამოვაგდეთ, რომ ილ. ჭავჭავაძის თხზულებებში ჩვენ
ვხედავთ მოთვლილი მოთხოვნილებების რიგიან გაგებას და დაკმაყოფილებას. მისი
«კაცია-ადამიანი» საკმაოთ გვიჩვენებს, რომ «გლახის ნაამბობის» ცდას შემდეგ იმას მალე
გაუგია იმ მიმართულების სისუსტე, რომელზედაც ჩვენ ამ სტატიის დასაწყისში
ვლაპარაკობდით, და მალე გაუცვნია ნამდვილათ ხელოვნური მწერლობის კილო და
პირობები. «კაცია-ადამიანში» გამორჩეული საგანი სწორეთ ისეა აწერილი, როგორც
ნამდვილ ცხოვრებაში არსებობს, და დაფასებულია პირდაპირი სჯით კი არა, სურათების
ოსტატური შეზავებით და ერთმანეთზე გადაბმით. «გლეხების გათავისუფლების
სცენები», ერთი მხრით, ამნაირივე ხელოვნური მწერლობის მოთხოვნილებას
აკმაყოფილებენ, და ჩინებულათ აკმაყოფილებენ, და მეორე მხრით, თანამედროე
ცხოვრების საჭიროებას, საზოგადო საქმეს და საყოველთაო კითხვას პასუხს აძლევენ,
სჯიან, ეგრეთვე ოსტატურათ და სურათების ძალით. ჭავჭავაძის ლექსები და «მგზავრის
წერილები», ხომ, ჩინებულათ იმ დანიშნულებას ეთანხმებიან, რომელიც მწერლობის
წუთიერ, საჭირო და გავლენიან ნაწილს შეადგენს. მისი ლექსების გრძნობა და მისი
სარკაზმის ძლიერება ამათში მეტის-მეტათ სანუგეშო გავლენას წარმოგვიდგენენ. მაგრამ
ამაებზე ჩვენ სხვა დროს გვექნება მოლაპარაკების დრო და შემთხვევა. ეხლა კი ჩვენ
«გლახის ნაამბობს» დაუბრუნდეთ და ორიოდე სიტყვით მასზე სჯა დავაბოლოვოთ.

ეს თხზულება, როგორც წინეთ ვსთქვით, 1859 წელსაა დაწერილი პეტერბურგს. იმას იმ


მწერლობის გავლენა ატყვია, რომლის წარმომადგენელი იყვნენ რუსეთში: გრიგოროვიჩი,

343
მარკო-ვოვჩოკი და სხვ. მაგრამ, რადგანაც მიმბაძველი ბრმა მიბაძვას არ სჯერდებოდა,
რადგანაც მისი ხელოვნური გრძნობა მაშინაც ხედავდა ამგვარი მწერლობის ზოგიერთ
სუსტ მხარეებს, იმის «გლახის ნაამბობში» ეს სისუსტეები მეტის მეტათ შემსუბუქებული
არიან. მაგალითად, წეღან რომ ვამბობდით რუსულ რომანებში გლეხი ჩვილ
სენტიმენტალურ, მწერლობის ენაზე ლაპარაკობდათქო, ილ. ჭავჭავაძეს უგვრძნია ეს
ნაკლულევანება, და მის «გლახის» ნასწავლს ენას, მის გრძნობიერ და პოეტურ სურათებს
და ფიქრებს მკითხველს იმით ავიწყებინებს, რომ ამ გლახას სიყრმიდანვე ერთ
კეთილმოქმედ ღვდელს შეყრის, რომელიც იმას წერა-კითხვას ასწავლის, გრძნობისა და
პატიოსნების ძალას აგრძნობინებს და გზას უჩვენებს, და «ვეფხის-ტყაოსანს» აკითხებს,
აყვარებს და აგებინებს. «ვეფხის-ტყაოსანზე» აღზრდილს და სიყმაწვილეში ზნეობითი
დარიგებებით გამოკვებულ კაცში, რასაკვირველია, «ნასწავლი» ლაპარაკი და შეფერილი ან
ნამდვილი გრძნობიერება ადვილი წარმოსადგენი და გასაგებია.

ამავე აღზრდით აიხსნება ის გრძნობის სინარნარე და სიფხიზლე, ის პატიოსნური ამაყობა


და ზნეობითი სისუფთავე, ის გადაჭარბებული რელიგიური გრძნობიერება და გულის
სიჩვილე, რომელიც «გლახის ნაამბობში» ისე აშკარათ ეწინააღმდეგება ნამდვილი
ცხოვრების სურათებს, მაგრამ, ვერც ეს ხერხი, ვერც ცალკე ადგილების მშვენიერი
სურათები, ენა, შედარებები, იგავები, ანდაზები და მარჯვეთ, მოკლეთ გამოთქმული
დაკვირვებები ვერ მალავენ იმ საზოგადო ნაკლულევანებას ამ თხზულებებისას, რომელიც
იმაში მდგომარეობს, რომ მისი დედა-საგანი იშვიათია, განვითარებული შემთხვევა და
ხასიათია. მკითხველს ნიადაგ ის აზრი აქვს თავში, რომ მართალია, ამგვარი შემთხვევა
ხშირათ მომხდარა ხოლმე ჩვენშიც, ბატონყმობის დროსა, მაგრამ იმ შემთხვევებს ამნაირი
გარემოებები თითქმის არასოდეს არ დაჰყოლიათო, ეს ამბავი «შეკეთებული», შეფერილი,
განგებ გასუფთავებული და გალამაზებულიაო, ის ნამდვილ ცხოვრებას

არ ეთანხმებაო და სხვ. და სხვ. მაგრამ თუ ჩვენ ამ საზოგადო ნაკლულევანების დავიწყება


მოვახერხეთ და კეისარს კეისრის მივეცით, მაშინდელი დროის საჭიროება და გონების
მოძრაობა გავიხსენეთ, და სისუსტის უკუმიგდებით დანარჩენ მხარეებს თვალი

344
გადავავლეთ, ბევრ ნიჭიერს და გრძნობით სავსე ფურცლებს წარმოგვიდგენს ჩვენ ეს
«გლახის ნაამბობი». ღვთის სიტყვებში მისი ერთობ-გადაჭარბებული სიწმინდე და
გულკეთილობა რომ დავივიწყოთ, ბევრ ხელოვნების მარგალიტს შევეყრებით ხილმე.
მაგალითად, თუნდ იმ ადგილს მოვიყვანთ, სადაც ღვდელი პეტრეს სწავლისა და ცოდნის
სარგებლობას და საჭიროებას უხსნის, გასაგები, უბრალო და გონიერი ენით, ჩინებული
მაგალითებით და შედარებებით. ეს სწორეთ «საქრესტომატიო» ადგილია. ყველა იმ
ადგილების ამოწერა ან მოხსენება რომ მოვინდომოთ, საიდამაც გამოსჭვერს «კაცია-
ადამიანის» შემდეგი ავტორის ნიჭი და ძალა, ნახევარი მოთხრობა თუ არა, მესამედი მაინც
უნდა ამოვწეროთ ან ჩამოვთვალოთ, და «გლახის ნაამბობი» მკითხველს ახლად-
წაკითხული აქვს, მისი ხსოვნა და შთაბეჭდილება იმას ისე არ დაუკარგია, რომ ეხლა ჩვენი
გახსენება და ჩამოთვლა სჭიროდეს. მაგრამ ორიოდ-სამ მაგალითს მაინც მოვიყვანთ, რომ
მკითხველმა იცოდეს, რა ნაირი ადგილები გვაქვს მხედველობაში, როცა «გლახის
ნაამბობის» კერძოობით ღირსებებზე ვლაპარაკობთ.«ადამიანს, – ამბობს გლახა იმ ადგილს,
საცა ის ათავებს იმ სურათის აწერას, თუ თავის შეყვარებულს პირველათ «ჰო» როგორ
ჩამოართვა, – ხანგრძლივ რომ შეხვდეს ამ წუთის სოფელში იმისთანა დრო, ეს წუთის
სოფელი სამოთხე იქნებოდა. მაგრამ წუთის სოფელი იმიტომა ჰრქმევია, რომ ყველაფერი
წუთობითა ჰცოდნია, უბედურების მეტი».

ან აი ეს:

«სიცოცხლე ჩვენი, ჩემო ძმაო (არიგებს გლახას ღვდელი), არც დედისაა, არც მამისაა,
ქვეყნისა არის. ჯერ ქვეყანა, მერე დედა და მამა. მზე რომ ამოდის ვარსკვლავები მაშინ არა
ჰჩანან...»

ან კიდევ სურათი:

«გაოცებული ვუყურებდი ღვდელს, სახე გამოეცვალა, თვალი გაუნათლდა, გული შეეძრა,


აუტოკდა, თითქო მკერდში არ ეტევაო. ვატყობდი, რაღაც უნდა ეთქვა კიდევ ჩემთვის
მაგრამ აღარ მითხრა რა და სიარულში გაიქარწყლა გულის წადილი».

345
ან ეს შედარებამ რომელიც ღვდელს უხმარია, როცა გაბრიელს მისთვის უკითხავს «ვეფხის
ტყაოსანი» საღვთო რამ არის თუ არაო?

«ყველაფერი სამღვთოა, რაც კაცის გულს გაუთბია, თითონ დამწვარა, ზღაპრისა არ იყოს,
სანთელსავით და სხვისთვის კი გაუნათლებია. კაცი ის არის, ჩემო ძმაო, რომელიც თავის
გონების ნამუშევარს, გულის სიკეთეს, ხიდათ გასდებს, რომ თუ არა თითონ სხვამ მაინც
მშვიდობით გაიაროს. იმ ხიდს ზედ ამჩნევია ყოველთვის ღვთის მადლი». ერთის
სიტყვით, ძალათ თუ არ შევიკავეთ თავი, ამისთანა ჩინებული თვლების ამოწერა ას
ასობით მოგვინდება.

***

ილ.ჭავჭავაძის თხზულებებს შუა მეორეც იპოება ისეთი, რომელსაც ამ «გლახის


ნაამბობთან» ბევრი საერთო თვისება და მზგავსება აქვს. ჩვენ ვამბობთ პოემაზე
«რამდენიმე სურათი ჩვენი ხალხის ცხოვრებიდამ», რომლის ზოგიერთი ნაწყვეტი
«საქართველოს მოამბეში» და «ჩონგურში» იყო დაბეჭდილი, და რომელიც სრულად
«კრებულში» მალე დაიბეჭდება. ამ ორ თხზულებას თითქმის ერთი და იგივე აზრი და
გარემოებები აქვს, ისე რომ ერთი მეორეზე გამოჭერილი ჰგონია კაცს. მაგრამ «რამდენიმე
სურათში» ნაკლები სენტიმენტალობაა და მოქმედი პირების ხასიათის გამოხატვას შიგ
უფრო მეტი ძალა და სიმტკიცე აქვს, ვინემ «გლახის ნაამბობის» ამავე მხარეებს. როცა ეს
პოემა «კრებულში» დაიბეჭდება, მკითხველი იმას სრულად გაიცნობს, და, იმედი გვაქვს,
დაგვეთანხმება, რომ ამ პოემაშიც როგორც «გლახის ნაამბობში» ჩვენი ნიჭიერი პოეტი, ჯერ
კიდევ ფრთა-გაუშლელი და თავისი ნიჭისა და გზის თითქმის პირველათ მშინჯველი,
გამოდის მაინც შესანიშნავ მწერლათ და გრძნობით სავსე პოეტათ, რომელსაც პატიოსანი
თანაგრძნობა უღვივის გულში ყველასადმი, რაც ჩვენ უხეირო ცხოვრებას დაუჩაგრავს ან
ობლათ დაუტოვებია, და მაღალი ლტოლვილება აქვს ყველაფრისადმი, რაც კაცის გულს
აკეთილშობილებს, რაც საზოგადოებას ამაღლებს, რაც ხალხს აბედნიერებს და მამულს
სარგებლობას აძლევს ან უსიკეთეს მომავალს უმზადებს. ყველა ამ გრძნობებს ის ისეთი
ჩინებული, გასაგები, დასამახსოვრებელი ენით გამოთქვემს ამ ახალგაზრდულ

346
თხზულებებშიაც, რომ მისი ნათქვამი მკითხველ საზოგადოების გრძნობამდის გზას
გაიკვალავს და თავის ბეჭედს დასტოვებს, ესე იგი პოეტის გრძნობა გავრცელდება,
სარგებლობას მოიტანს, საზოგადოებას და ხალხს, ცალკე პირს და მამულს სამსახურს
გაუწევს, ასარგებლებს, არიგებს და აამაღლებს. და ნეტავი იმ მწერალს, რომლის შრომას
ამნაირი ხასიათი აქვს: იმას ბევრი წვრილმანი ნაკლულევანება შეენდობა, თუნდ
იმისთანაც, რომელიც «გლახის ნაამბობის» საზოგადო ხასიათს და ხელოვნების სისუსტეს
შეადგენს.

***

ჩვენ გავაცანით მკითხველს ჩვენი შეხედულობა ილ. ჭავჭავაძის ყმაწვილურ ცდებზე. მის
ნამდვილ და გავლენიან შრომას კი, მის «კაცია-ადამიანს», «სცენებს» და სხვ. ჩვენ როდისმე
სხვა დროს დაუბრუნდებით, მათი დაწვრილებით გასაშინჯველათ. მარტო მაშინ
მკითხველს ნაჩვენები და გამოხატული ექნება ჭავჭავაძის ნამდვილი ღირსება და
მნიშვნელობა, მისი ძალა და ხასიათი და მისი ნაწარმოების გავლენა ჩვენი მწერლობის
ახლანდელ მდგომარეობაზე და მომავალ ბედზე. ეხლანდელი ჩვენი საუბარი კი მასზე
მარტო მეორე, უწინდელ, ახალგაზრდა ჭავჭავაძეს შეეხება, რომელსაც «კაცია-ადამიანი»
რომ არ დაეწერა, «გლახის ნაამბობი» ჩინებულ თხზულებათ ჩაეთვლებოდა, მაგრამ
რომლის თავი ჩვენს მკითხველ საზოგადოებას «კაცია ადამიანის» დამწერმა დაავიწყა. ამ
საგანზე ჩვენ აქვე უნდა მოგვესპო ლაპარაკი, მაგრამ არ შეგვიძლია ამ უწინდელ ილ.
ჭავჭავაძეს მოვცილდეთ უიმისოთ, რომ ერთი შენიშვნა კიდევ არ გამოვთქვათ. როგორიც
განსხვავებაა მის «გლახის ნაამბობს» და «კაციაადამიანს» შუა, სწორეთ იმნაირათ
განისხვევება მისი პირველ დაწყებითი ლექსები ეხლანდელებიდგან. უწინდელ მის
ლექსებში სხვა მწერლობების კილო, ენა, მანერა და აქა-იქ გრძნობა და აზრი მოჩანდა.
იმათში ჭავჭავაძის პიროვნული თვისება, მისი საკუთარი ორგინალობა და სხვა ჩვენ
მწერლებზე უპირატესობა, აზრის ძალის მეტი, თითქმის არა იყო რა, ეხლანდელ მის
ლექსებში კი, საზოგადოთ, სულ სხვა თვისებებს ვხედავთ ხოლმე. იმათში სჩანს ჩვენი
ხალხის ენა, ხელოვნური სიტყვის თლილობა, სურათის უბრალოება და ძალა, და თან

347
ნამდვილი გრძნობის შეუფერავი და მაინც ლაზათიანი გამოთქმა, ეტყობა, რომ ილ.
ჭავჭავაძეს ჩვენი ხალხის პოეზიისთვის ყური უთხოვებია, მის ხასიათს გაცნობია, მისი
სულით აღვსილა, ჩვენი ხალხის ენა, მოაზრების კილო, აზრისა და გრძნობის
გამოხატულება კარგა საფუძვლიანათ დაუნახავს და შეუსწავლია. ეს მეტის მეტათ საქები
და სასარგებლო საქმეა, ერთი მით, რომ ხელოვნურ მწერლობას ამით იარაღი უკეთესდება
და უძლიერდება და მეორე მით, რომ მისი გავლენა და მნიშვნელობა ძლიერდება. ჩვენ
მწერლობას ნამდვილი მწერლობის ძალა და ხასიათი მარტო მაშინ მიეცემა, როცა ჩვენ
გავიცნობთ ხალხის გონებას და მოაზრებას, როცა ჩვენ იმის ლაპარაკს და ენას გავეჩვევით
და იმნაირ წერაში გავიწაფებით, რომელსაც პირდაპირ ხალხის გრძნობამდი და
გონებამდი მიწევა შეეძლოს. მარტო ამით მოვიპოვებთ ჩვენ ხალხის გულს, მარტო ამით
შეუძენთ მწერლობას ძალას და გავლენას, და მარტო ამით შევაძლებინებთ იმას ხალხის
სასარგებლოთ გამოსადეგ სამსახურს და გავლენიან შრომას.

დაიბეჭდა ჟურნალ «კრებულში», 1873 წ., №5-6, ნ. სკანდელის ხელმოწერით.

მშვიდობით, მშვიდობით!

ხვალ-ზეგ მე ხელახლათ ვტოვებ «დროების» ნიადაგი თანამშრომლობის უმადურ და


მომბეზრებელ ღვაწლს. მკითხველს თავს როდიღა მოაწყენს ჩემი ნაწერის კითხვა, და
მსმენელს – ჩემ პიროვნებაზე, ნაწერზე და ხასიათზე სჯის სმენა. სხვა, უფრო ახალგაზრდა
და გულლმობიერი მწერლები ახალ საგნებზე და მოვლენებზე წერა-ბეჭდვას და ბაასს
გამართვენ, და ყველაფერს, რაც კი აღაშფოთა ან შეარყია ჩემმა ნაწერმა, მიყრუების და
დავიწყების მალამოწაეცხება...

როგორც მკვიდრისთვის, ჩემთვისაც დადგება ჯერ მოსვენებული და პირუთვნელი სჯის,


და შემდეგ – მალე, ძლიერ მალე, – სრული მივიწყების დრო. დაღალული, დაქანცული,
ილაჯ-გადაწყვეტილი ვტოვებ მე ჩვენი მწერლობის ასპარეზს და ჩვენი სამშობლოს ჰაერს.
სრული ბედნიერებით ვეთხოვები ყველას, ვისაც ვძულვარ ან უყვარვარ, ვესალმები

348
ყველას, ვინც მებრალება ან მიყვარს, და მტერ-მეგობარს ნეტარებით ვეუბნები –
«მშვიდობით, მშვიდობით!» შავი-ზღვის ზამთრის ქარიშხალი, ევროპის აღელვებული
ცხოვრება, ახალი წრე, ძველი მეგობრები მეც მალე დამავიწყებინებენ აქაური უთავბოლო
ბრძოლისა და ყაყანის დაღალულობას. და შორიდამ თქვენი შესაფერი სიმცირით
მეჩვენებით თქვენ, ჩემო ნამცეცა მტრებო, ჩემო პაწაწინა წინააღმდეგნო. თქვენი
ჭიანჭველის და ობობის ტვინით დაგებული მახეებით, თქვენი ჩემი ბეზღობით და
ენატანტალით. მშვიდობით, მშვიდობით! იქ, ჩემს მოსვენებულ ოთახში, აღმტაცი
ცხოვრებით და პატიოსანი ბრძოლით გართული, მე ხანდისხან უსიამოვნო სიზმარივით
მოგიგონებთ თქვენ ყველას, ვინც – ხეირიანი და დაუზოგავი ბრძოლაში გამოსვლის
მაგიერათ–ხმარობდით უსუსური ცილისწამების იარაღს, ვინც გულწრფელი
ბრალისდადების წინააღმდეგ დედაბრულ შეწამებას ხელს ავლებდით, ვინც ვერ
ბედავდით თქვენი რწმუნების, საქმის, მიზნის და მოქმედების პირდაპირ, მამაცურ
დაცვას, და პასუხისგაცემის მაგიერ იმ ტალახით გათქერა მომინდომეთ, რომელშიაც
კისრამდი ჩაფლული იყავით, ხართ და იქნებით უკუნი უკუნისამდე. იქ, ვიმეორებ,
გავიხსენებ თქვენს უძლურ გამწარებას, თქვენს საბრალო მახეებს, და გულდამშვიდებულ
შენდობას და მიტევებას გამოვატან მაშინ თქვენ ყველასათვის დასავლეთის მშვიდობიან
და ნათელ ნიავს... იქ მხიარული კისკისით მოვიგონებ მე თქვენს მოუხერხებელ და სუსტ
წინააღმდეგობას, თქვენს გამოცრუებულ ბეზღობას, თქვენს გამოფშუტებულ ბრძენობას,
და ნიადაგ სასიქადულოთ ჩემ გულში იმ გრძნობას შევინახავ, რომ – სხვა თუ არაფერი –
ერთი მარჯვე და მწარე წკიპურტი მაინც ვკარი თქვენს ბრძნულათ ჩამოგრძელებულს
ცხვირს, ერთი ბასრი და მჭრელი სადგისი მაინც ვჩხვლიტე თქვენს ბრძნულათ გაბერილს
თავმოყვარეობას. «ტყუილათ ხომ მაინც არ ჩაივლის ამ გაბერილი ბრძნების შემუსვრა»,
ვიფიქრებ მე მაშინ, და ამ გრძნობით ადვილათ დავივიწყებ ყოველს, «რაც ვსვი სიმწარე
ეკლიანს გზაზე მწერლისა!»...

იქ ვნახავ მე გონიერს და პატიოსანს ახალგაზრდობას, რომელსაც ჯერ ჩვენი ცხოვრების და


უსუსურობის ჩირქი არ მოდებია, რომელსაც გულში მხურვალე გრძნობა უღვივის, და
რომელიც არ შეჩვევია სისაძაგლესთან შერიგებას და პიროვნული მიზნის თაყვანისცემას...

349
ის ახალგაზრდობა სცხოვრობს ისეთ ადგილას, სადაც ძლიერ ხშირია პატიოსანი
მოქმედების და გონიერი მოღვაწეობის მაგალითი. იმას გარშემო ათასობით და
ათიათასობით ახვევია რომლითაც აყვავებულა და ხეირიანობს სამზღვარსგარეთული
საზოგადოებრივი ცხოვრება. დაუღალავი მშრომელების და თავგანწირული მოქმედების
მნახველ ახალგაზრდობას, რასაკვირველია, ძლიერ ადვილათ შეუძლია გაიგოს, რომ
შესაძლებელია კაცისთვის პიროვანი მიზნის უქონლობა, საზოგადო საქმისთვის
გულმხურვალეთ მოქმედება, საერო და საქვეყნო სარგებლობისთვის გამწარებულათ
ბრძოლა... ამ ახალგაზრდობას თვალ-წინ ნიადაგ იმისი დამტკიცება უდგია, რომ ყოველი
ხეირიანი კაცი საერთო და საყოველთაო საქმეს უსათუოთ და ყოველთვის თავის კერძო
სარგებლობაზე უფრო მაღლა უნდა სთვლიდეს, და ნიადაგ ამის შესაფერ უნდა
მოქმედებდეს...

ჩვენში, ვეტყვი მე ვითომ-განათლებული კაცები, ვითომ-ახალგაზრდა პირები სულ


სხვანაირ გზას და მოქმედებას ადგიან. იმათ ან არასოდეს არ ჰქონიათ საზოგადოებრივი
გრძნობა და საზოგადო სიკეთისთვის მსახურების სურვილი,ან, თუ ჰქონიათ, დიდი ხანია
რაც დაუკარგავთ. ისინი ხმა ამოუღებლათ, უბრძოლველათ, ხელგაუნძრევლათ დამონებია
მამა-პაპურ ჩვეულებებს და შეხედულებას, აჰყოლიან ადამის წლის ცხოვრებას, და მათი
კერძო მოქმედება, მათი საყოველდღეო ცხოვრება იმავე ჩირქით გათქერილია, იმავე
გესლით წარყვნილია, რომლითაც წინა თაობების ცხოვრება უკვალოთ და უსარგებლოთ
დაღუპულა. გულ-ხელ დაკრეფილნი ლოკვენ ისინი უფროსების მძლავრს და მჩაგრავ
ხელს, ყურმოჭრილ ყმებსავით ფეხ-ქვეშ უგორდებიან ყველას, ვინც კი ძალადობს და
უსამართლიანობს, და წაყრუებით, უდარდელათ ზურგს უბრუნებენ ყველაფერს, რაც კი
სუსტი, დაჩაგრული და იმედ-მოკლებულია... ვისაც როდესმე ჩვენში ხმა ამოუღია ან ხელი
გაუნძრევია ჩვენი მიძინებული საზოგადოების ფეხზე წამოასაყენებლათ, ან ჩვენი
გაღატაკებული ხალხის სარგებლობის დასაცველათ, ყველას გზაზე დახვდენია ამ კაცების
ქვეშქვეშა, ჩუმი, მომწამლელი და მომხიბვლელი წინააღმდეგობა და მტრობა. იმათ
თავიანთ მიზნათ და იარაღათ «ჩურჩული» შეუქნიათ, და ვინც შინაურულ ჩურჩულს
საკმაო იარაღათ არ სთვლის ჩვენი მიყრუებული ქვეყნის ამაღლებისთვის, იმის

350
წინააღმდეგ ესენი, ჩურჩულის მაგიერ, ცილის-წამებას და ბეზღობას ხმარობენ, რომ ამით
სახელი გაუტეხონ და ფეხი მოტეხონ ყოველ მიმართულებას, რომელსაც მათი ჩურჩული
არა სწამს, და რომელიც ჩურჩულის მაგიერ საქმეს და შრომას თხოულობს.

ამ გაგუდული ჩურჩულის შემწეობით ამ კაცებს გვარიანათ წაუფარავთ ის ნამდვილი


შრომა და ღვაწლი, რომელიც იმათ თავიანთი პიროვანი ამაღლებისთვის უხმარიათ. თუმც
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ისინი დადუმებას და შინაურულ ჩურჩულს ქადაგებენ,
მაგრამ პიროვანი მიზნისთვის კი ისინი უფრო მძლავრ და ენერგიულ მოქმედებებს
ხმარობენ, რომელნიც იმათ საზოგადო მიზნისთვის როდი ემეტებოდათ. და ამგვარი
მოხერხებით ისინი დღეს გაძლიერებულან, ლაზათიანი ადგილები და მამულები ხელში
ჩაუგდიათ, უმჯობესებს კიდევ ეძებენ და ალბათ კიდეც ჩაიგდებენ... ამ პირებს, თავიანთ
კერძო სარგებლობაში და პიროვანი მიზნის ძიებაში ჩაფლულებს, როდი სწამთ სხვებში
არც გულწრფელობა, არც პატიოსნება, არც საზოგადო მსახურება. და ჩვენი «დროების»
წინააღმდეგ ისინი, აზრის დარღვევის ან მიმართულების ბრძოლის მაგიერ, პიროვან
შეწამებას ქადაგებენ, ბინძურ მიზნებს გვაწერენ, თავიანთ სურვილს და მოქმედებას ჩვენ
თავზე გვახვევენ... უსირცხვილოთ, შეუპოვრათ, აშკარათ, მთელი საზოგადოების წინ,
კაცი, რომელმაც ღვიძლი ძმა გაცარცვა, ჩვენ მცარცველს გვიძახის, ვინც ბანქოში
შულერობით ფული მოიგო – ჩვენ გაიძვერას გვიწოდებს, ვინც მზითვისთვის
ძუძუსმწოვარი და უნახავი ქალი შეირთო – ჩვენი პირადი სარგებლობის ძიებას გვწამებს,
ვინც უფროსის ხელის ლოკვით ადგილი დაიმსახურა – ჩვენ უფროსების მორიდებას
გვაწერს, ვინც თავისი მარწმუნებელი გასცა – ჩვენზე ამბობს, სანდო კაცები არ არიანო, და
ვინც ქურდობაში დაჭერილი იყო – ჩვენ ქურდის სახელს გვარქმევს...

როცა თქვენ მიხვალთ ჩვენში და ამ კაცების საქციელს დაინახავთ, მათ მიმართულებას და


მოქმედებას გაიცნობთ, – ვეტყვი მე ამ ახალგაზრდობას – გაიხსენეთ მაშინ აქაური
პატიოსანი ცხოვრება და შეადარეთ ეს ორი სურათი. ნახავთ მაშინ, რამდენათ
სასიყვარულოა ეს ცხოვრება და საზიზღარია – ჩვენებურების მოქმედება. – როგორ
გგონიათ, ჩვენო ვაჟბატონებო, როგორი იქნება ამ ახალგაზრდობის გრძნობა თქვენს

351
შესახებ, როცა ის ჩვენში ჩამოვა, და თავის მოთხოვნილების და შეხედულების თვალით
გასინჯავს თქვენს საქციელს და მოქმედებას? – ეს ხომ თქვენ თვითონაც იცით. მაშ,
გტოვებთ გულდამშვიდებული, გულლმობიერათ შეგინდობთ ყველაფერს, რაც თქვენ ჩემს
წინააღმდეგ გიბაიყუშიათ, და გესალმებით თუ სამუდამოთ არა, გვარიანი ვადითა მაინც.
მშვიდობით, ნახვამდის!

დაიბეჭდა გაზ. «დროებაში», 1873 წ., 16 ნოემბერს, ნ. სკანდელის ხელმოწერით.

ფრანგული პრესის დეკადანსი

გაზეთს, დღეს, ყველა კითხულობს. ყოველ შემთხვევაში, უწყებებს აუცილებლად.


გაზეთის დილით წაკითხვას ისე მიეჩვია მკითხველი, რომ საუზმეს უფრო შეელევა,
ვიდრე ამოჩემებულ გაზეთს. ამ სანაქებო ჩვეულებამ, მილიონობით თუ არა, ასეული
ათასობით ადამიანში მაინც გაიდგა ფეხი. ეს მოვლენა ადვილი ასახსნელი გახლავთ.
რევოლუციამ ხალხის მასები, ასე თუ ისე, სახალხო საქმის მმართველობას თუ ვერ
დაუკავშირა, პოლიტიკური კომედიის პარადის მონაწილედ მაინც გადააქცია, ჯერ
ცნობისმოყვარეობა, ხოლო შემდეგ ინტერესი აღუძრა ეროვნული ცხოვრების საქმიანობასა
და მოძრაობისადმი, რომელთაც, უწინ, მხოლოდ შემთხვევით, ყურმოკრულად
იცნობდნენ.

ყოველდღიური ჯაფით წელგაწყვეტილი და დიდი გაქანების აზროვნებას აკლებად


შეჩვეული მშრომელი მასა ახლად აღძრულ ცნობისმოყვარეობას ან ინტერესს მხოლოდ
პატარ-პატარა დოზებით, ჭამის დროს იკმაყოფილებდა. ამ პირობებში, რაღა თქმა უნდა,
საკითხავი მასალის სიდიდე საქმეს ვერ უშველიდა. მხოლოდ გაზეთი, ყოველდღიური
გაზეთი შეეფერებოდა მუშა კაცს. ამიტომაც დააფრინდა იგი გაზეთს. შექმნილს სწორედ
მისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. გაზეთიც ამ პირობის გარეშე ვერ
იარსებებდა. ამგვარია დღევანდელი გაზეთის წარმოშობის წყარო და დედაარსი.

352
აქ თავს იჩენს ერთი უცნაური ფაქტი, რომელიც ყურადღებიან დამკვირვებელს
არშეიძლება მაშინვე თვალში არ ეცეს და დაუყოვნებლივ შესწავლასაც მოითხოვს. ამა თუ
იმ სპეციალისტს ან ხელოსანს, ამოჩემებული გაზეთის ბეჯით მკითხველს, ვერ
წარმოუდგენია, თუ შეიძლება სარწმუნო იყოს მისი სპეციალობის შესახებ გაზეთში
დაბეჭდილი ახსნა-განმარტებანი და ცნობები. ინჟინერი, მაგალითად, მისი პროფესიის
საკითხისადმი მიძღვნილ სტატიას არც წაიკითხავს. ვაჭარი ვაჭრობის შესახებ
გამოქვეყნებულ სტატიებს ღიმილით გადაიკითხავს და თხუთმეტ დღეს გასართობად
ეყოფა. ოფიცრები, მეზღვაურები, დიპლომატები ხომ ძალიან იშვიათად კითხულობენ, –
და ისიც ღმერთმა უწყის როგორი სიცილით, – მათ საქმიანობაზე დაწერილ წერილებს,
რომლებიც ქვეყნდებიან ყველაზე სერიოზულ, ან ყოველ შემთხვევაში, ძალიან
სერიოზულად მიჩნეულ გაზეთებში. ერთი სიტყვით, პრესა თითქმის ვერასოდეს ვერ
იპყრობს მკითხველების ყურადღებას იმ საკითხებში, რომლებიც სწორედ მკითხველის
კომპეტენციას ეხება...

ეს ფაქტები ისევე უთვალავია, როგორც ცაზე ვარსკვლავები; ისინი პრესისადმი


პატივისცემას ამცირებენ და უდიდეს ჩრდილს აყენებს მის ავტორიტეტს საზოგადოებაში,
რომელსაც იგი, ახსნა-განმარტებების გზით, გონებას უნდა უნათებდეს. თუ პრესა ძალაა, –
რაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელია, – იგი ამ ძალასა და ავტორიტეტს მხოლოდ და
მხოლოდ მკითხველთა აზროვნებაზე საკუთარი მორალური და ინტელექტუალური
ზემოქმედებიდან უნდა იღებდეს. ილაპარაკოთ, რამდენიც გენებოთ, მოაგროვოთ
მსმენელებიც, განა ეს რამეს ნიშნავს? მსმენელებს თქვენი სიტყვისა უნდა სჯეროდეთ,
თქვენი გულწრფელობისა უნდა სწამდეთ. იმდენად განათლებულად, იმდენად ძლიერად
და კეთილსინდისიერად უნდა გთვლიდნენ, რომ თქვენი ნათქვამი სერიოზულად
მიიჩნიონ...

ამგვარად, რაც შეეხება მკითხველთა შორის პრესის მორალურსა და ინტელექტუალურ


ავტორიტეტს, შეიმჩნევა, რომ იგი სულ უფრო და უფრო მოჩვენებითი ხდება და ქრება...
თუ არსებობს რაიმე მოწოდება, რომელსაც დღევანდელი პრესა თავის განსაკუთრებულ

353
დანიშნულებად თვლის, ეს, უეჭველად, არჩევნებზე გავლენის მოხდენა გახლავთ;
ამომრჩევლებზე ხელმძღვანელობა, კანდიდატურათა ხელის შეწყობა და «წაბიძგება» იმ
მეგობრებისა, რომლებიც აფინანსებენ და ეხმარებიან გაზეთებს...

თანამედროვე საზოგადოების მიდრეკილების ყოველი გამოვლინება, გემოვნება და


მისწრაფებანი მთელი სიცხადით გვიმტკიცებენ, რომ საზოგადოების უმრავლესობა მიდის
და მოდის, ფიქრობს და მოქმედებს საკუთარი შთაგონების მიხედვით და არავითარ
ანგარიშს არ უწევს იმ რჩევა-დარიგებას და ჩაგონებას, რომელსაც პოლიტიკური პრესა
თავსაყრელად აწვდის. იქნებ გავიხსენოთ, რომ ყველაფერს იმას,რაც ხალხს ამ ბოლო
დროს აღელვებდა, აინტერესებდა და იპყრობდა მის კეთილგანწყობილებას, პრესა
ულმობლად ებრძოდა და ცილს სწამებდა; აქედან კი შეიძლება დავასკვნათ, რომ
დღევანდელი პრესა უფრო მოჩვენებითია, ვიდრე რეალური.

გეტყვიან, რომ ანალოგიური ფაქტები ყოველ დროს ხდებოდა და პროგრესული პრესის


გვერდით ყოველთვის და ყველგან არსებობდა მეორე პრესა – ყოველგვარი სიახლისა და
პროგრესის მტერიო. ეს სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ არა ნაკლებ ჭეშმარიტებაა ისიც, რომ
რეტროგრადული ან კონსერვატორული პრესა არასოდეს ესოდენ მოკლებული არ ყოფილა
ხალხის სიმპათიას და, თავისმხრივ, პროგრესულ პრესასაც ესოდენი კრახი არ განუცდია.
ივლისის მონარქიის პერიოდში «ღეფორმე»-ს ძლიერ ებრძოდნენ, მაგრამ გააფთრებული
დამცველებიც არ აკლდა, რომლებსაც სწამდათ მისი და რომლებიც მის დასაცავად
სიკვდილსაც არ უშინდებოდნენ. ამ გაზეთის პოლიტიკური მრწამსის უებრო
გულწრფელობის წინაშე ხშირად თვით მოწინააღმდეგეებიც კი ქედს იხრიდნენ...

დღევანდელი გაზეთები შოულობენ მყიდველებს, მკითხველებს, ხელისმომწერლებს,


მაგრამ საზოგადოება გახდა სკეპტიკური, გაზეთების რჩევადარიგებისადმი – უნდობლად
განწყობილნი და ლიდერების მიმართ – ეჭვიანი. იგი კითხულობს, მაგრამ აღარ სჯერა.
ეძებს ცნობებს, მაგრამ ნაპოვნ ცნობებს დიდი რწმენით არ ეკიდება; ახლა უფრო მეტად,
ვიდრე ოდესმე, დაეხეტება სიბნელეში უმეგზუროდ, ურწმუნოდ, უმნათობოდ, აღარც
გზის მაჩვენებელი ჰყავს და აღარც ბელადი და ის რაც პრესამ, ესე იგი დისკუსიათა და

354
მსჯელობათა დიადმა შუქმა, დაჰკარგა გავლენის სახით, სალონების ინტრიგანებმა ან
საჯარო შეკრებულებათა მოლაყბეებმა ჩაიგდეს ხელში, ეროვნული ინტერესებისა და
თვით საზოგადოების ინტელექტუალური განვითარების დიდად საზიანოდ.

საიდან მომდინარეობს ეს მდგომარეობა, როგორიც იგი ახლაა, რანაირად დაეცა ასე დაბლა
პრესა? ახლა სწორედ ამის განხილვას შევეცდებით.

II

პერიოდულმა პრესამ, განსაკუთრებით კი ყოველდღიურმა, საფრანგეთში მხოლოდ


რევოლუციის შემდეგ გაიდგა ფესვი. ძველი რეჟიმი მას ვერ აიტანდა. პოლიცია, ცენზურა,
წოდებრივი პრივილეგია, ბასტილია და ყოველივე ის, რაც აქედან გამომდინარეობდა,
ისეთი ხასიათის იყო, რომ მის თავისუფალ განვითარებას ხელს არ შეუწყობდა. ეს
წინააღმდეგობანი გაცამტვერდა იმ დღეს, როცა ძველი რეჟიმის საძირკველი დაინგრა. აი
მაშინ დაიბადა პრესა.

მაგრამ საფრანგეთი უკვე გადაქცეულიყო მძაფრ პოლიტიკურ შეჯახებათა მსხვერპლად...


ისინი, ვინც ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ და ვინც, ასე თუ ისე, ჩარეული იყო ამ
ბრძოლებში, ჩქარა მიხვდნენ თუ რა სარგებლობის მოტანა შეეძლო მათთვის პრესას, რაკი
მას თავიანთი მიზნებისა და მისწრაფებების სასარგებლოდ გამოიყენებდნენ. ამ ეპოქაში კი,
როცა ყოველგვარი ხიდან შვილდისრებს ამზადებენ, შეუძლებელი იყო ასეთი მძლავრი
იარაღი უგულვებელეყოთ. ყოველი მხრიდან დაესიენ პრესას, რათა ბრძოლის იარაღად
ექციათ იგი. ამგვარად, პრესა, რომელმაც დაბადება ვერც კი მოასწრო, და რომელსაც
საზოგადოება ძლივს იცნობდა, პარტიებს ჩაუვარდა ხელში; პარტიებმა კი მაშინვე
გადააქციეს ომის მანქანად, რომელიც განკუთვნილი იყო მათ შეხედულებათა
პროპაგანდისათვის და მოწინააღმდეგეთა დასათრგუნავად. ამის შემდეგ პრესის
მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა... მთავრობები ერთმანეთს ცვლიდნენ და
იცვლიდნენ ფორმებს, შეხედულებებს, მიზნებს, პრესის მიმართ კი ერთნაირ
დამოკიდებულებას იჩენდნენ. ყველა ისინი თავიანთი გეგმების განხორციელებისთვის

355
იყენებდნენ პრესას და ამავე დროს ყოველ ძალღონეს, რათა იგი საკუთარი თავისადმი
უვნებელი გაეხადათ... არაფერი არ დაუზოგავთ, რათა გაეხრწნათ პრესა და მისთვის პირი
აეკრათ. ამასთან, არც თუ კარგად ახსოვდათ, რა სამსახური გაუწია მათ პრესამ იმ დროს,
როცა ჯერ კიდევ ძალაუფლებას იპყრობდნენ. ამიტომ თვითეული სახელმწიფო
ცდილობდა იგი გადმოებირებია და, ცბიერებით თუ ძალადობით, თავის
მოწინააღმდეგეებისათვის ეს საშიში დამხმარე ძალა წაერთმია... ამგვარი ვითარების გამო,
პრესას ყოველთვის ორი მიმდინარეობა მიაქანებდა ორი, დიამეტრალურად
საწინააღმდეგო, მიმართულებით, რომლის თავიდან აცდენა დღესდღეობით თითქმის
შეუძლებელი გამხდარა. იმ დროს, როდესაც ჟურნალისტთა ერთი ნაწილი,
ადმინისტრაციულ მფარველობას დახარბებული, სულითა და ხორცით იცავდა არსებულ
ხელისუფლებას და, მისი მესაიდუმლე და რუპორი ხდებოდა, მეორე ნაწილი ემხრობოდა
ყველაფერს იმას, რაც მთავრობას ეწინააღმდეგებოდა და ცდილობდა გაზეთი გადაექცია
დასაყრდენად და ძალად, რომლის დახმარებით სახელმწიფო ძალაუფლებას
შეებრძოლებოდა. ვინაიდან ამ ქვეყნად ყოველივე ჯილდოვდება, ჟურნალისტთა პირველი
ნაწილი ცხოვრობდა მთავრობის მიერ მინიჭებული პრივილეგიებით, ხოლო მეორე
ნაწილი, ადმინისტრაციულ მოწყალებას მოკლებული, თავს ინუგეშებდა მკითხველთა და
ხელმომწერთა ცოტად თუ ბევრად გაზრდილი რიცხვით, რომელიც საფრანგეთში
ხელისუფლებით უკმაყოფილო პრესას არასოდეს არ მოაკლდება... მეორე მხრივ,
საფრანგეთში ოპოზიცია იგივე არ არის, რასაც ვხედავთ სხვა პარლამენტარულ ქვეყნებში,
როგორიცაა, მაგალითად, ინგლისი ან ამერიკა... საფრანგეთში ოპოზიცია მხოლოდ
ფარულ მდგომარეობაში არსებობს, გაფანტული, არეულ-დარეული და თითქმის
შეუმჩნეველი. აქ თითქმის ყველა ოპოზიციაშია, მაგრამ ყველა ცალ-ცალკე, როგორც
მოეპრიანება და როცა მოესურვება. ზოგჯერ დაჰკრავს ჟამი, როცა ყველა მოწინააღმდეგე,
ერთი წუთით, საერთო და დიდი მრისხანების შედეგად ერთად ირაზმება. მაშინ თავს
იჩენს კრიზისი ან რევოლუცია. მაგრამ დაამარცხებენ თუ არა მტერს, გამარჯვებულნი
გაიფანტებიან და ერთმანეთს თმაში ეცემიან... საფრანგეთში არსებობს გაზეთები, ერთნი –

356
მთავრობის უღელში შებმულნი, ხოლო მეორენი – ოპოზიციის სხვადასხვა სახეობისადმი
დამორჩილებულნი.

III

რომელიმე პარტიისადმი დამონებული გაზეთი ამ პარტიას იმდენად შეიძლება


სთვლიდეს თავის დასაყრდენად, რამდენადაც იგი რეალურ სამსახურს უწევს მას...
პარტია, რაც უნდა დიდი იყოს იგი, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ პატარა ეკლესიაა,
აღჭურვილი საკუთარი ფეტიშებით, მკაცრი დოგმებით და მგზნებარე თაყვანისმცემელთა
ვიწრო წრით. როგორც ყველა ეკლესიაში, აქაც სუფევს შეუწყნარებლობა, მიკერძოება და
წინასწარ აზრის შექმნა საკუთარ თავზე, როგორც განსაკუთრებულ მოვლენაზე. აქ არავინ
მსჯელობს, არავინ ეძებს ჭეშმარიტებას, არავინ იღწვის თავად გათვითცნობიერდეს და
საკუთარი აზრები სხვას შთაუნერგოს. აქ მრისხანე გუგუნით და ღრიალით თავს ესხმიან
განდგომილებს, ანათემას გადასცემენ მათ; აუდიტორიის გულის მოსაგებად ისტორიასა
და მოვლენებს ამახინჯებენ... აი, ამით აიხსნება ის ფაქტი, – ერთის შეხედვით გაუგებარი,
– რომ ზოგიერთი გაზეთი მთელ პარტიას წარმოადგენს, მაგრამ მკითხველზე მეტი
რედაქტორები ჰყავს, თუმცა ეს ფაქტი გამონაკლისია. საერთო წესი, რომელიც მთელ
პრესას ეხება, ორიოდე გამონაკლისით, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: გაზეთებს, მათი
წინასწარ გამზადებული პილიტიკური შეხედულებების შედეგად, ძლივს შეუგროვებიათ
იმდენი ხელისმომწერი და მკითხველი, რომ დაფარონ, განცხადებებით მიღებულ
შემოსავალთან ერთად, მინიმუმი იმ ხარჯებისა, რომელსაც ყოველდღიური ფურცლის
გამოცემა მოითხოვს. პარიზული გაზეთების ეს სავალალო მდგომარეობა ზოგიერთ
მათგანს, ხელფეხ გათოკილს, აგდებს ისეთი საზოგადოების განკარგულებაში,
რომელთანაც პრესას შეუძლებელია რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს. როცა ამა თუ იმ
გაზეთის ბიუჯეტი, მეტნაწილად, უზრუნველყოფის გარეშე რჩება, გაზეთს იჯარით იღებს
რომელიმე ფინანსისტი, თვიურად აფინანსებს მას და გადააქცევს პატარა ფაბრიკად, სადაც
ცხვება ადვილად გასასაღებელი ცრუ ამბები, ყალბი მითითებანი, დამახინჯებული

357
ცნობები, რომლებიც აბრიყვებენ ხალხს და აიძულებენ იყიდონ ან გაყიდონ აქციები ისე,
როგორც ხსენებული ფინანსისტისათვის, მეორე დღეს, ხელსაყრელი იქნება ბირჟაზე...

პარტია და ფინანსისტი არასოდეს თავს არ შეიწუხებენ და ამაზე მეტს არ მოითხოვენ. სხვა


მათ არაფერი აინტერესებთ. ამიტომაც, გაზეთის რედაქცია, ჩვეულებრივად, ექვსიოდე
ჟურნალისტით კმაყოფილდება, ეს ჟურნალისტები იძულებულნი არიან, რაც მოხვდებათ
სწერონ სამყაროში წამოჭრილ ყველა საკითხზე. ერთი და იგივე მწერალი, ორ ან სამ
დრომოჭმულ ლექსიკონზე დაყრდნობით... განა შეიძლება გადაწყვიტოს
იურისპრუდენციის რომელიმე ურთულესი საკითხი? გამოიგონოს ფილოქსერის მოსპობის
საუკეთესო საშუალება?

ან კიდევ შეაფასოს ადამიანის აზროვნების ყოველგვარი ნაყოფი? ჟურნალისტები


თავიანთი პროზის შეთითხნას ნახევარ საათსაც კი არ ანდომებენ და არაფრად აგდებენ
საკითხის შესწავლას, მისი გაცნობის, გაღრმავების აუცილებლობას, თუმცა თავი მიაჩნიათ
იმდენად უზენაეს მსაჯულად, რამდენადაც არა კომპეტენტურნი ბრძანდებიან... განა
საჭიროა ითქვას, რომ გაზეთი, რომელიც მხოლოდ ერთ პარტიულ დაჯგუფებას ეყრდნობა
და რომელიც არსებობს მკითხველთა ერთი ჯგუფის საამებლად, ხოლო მრავალთა
საკითხავად, ვერასოდეს ზნეობრივ ავტორიტეტს და ვერც დიდ ბიუჯეტს ვერ მოიპოვებს?
გაზეთი იძულებულია ან საკუთარი სახსრებით იარსებოს, ან უბადრუკი სუბსიდიებითა
და დახმარებით ისულდგმულოს. ამიტომ იგი საცოდავად ღაფავს სულს, ბრმად
მიჩანჩალებს «ჰავასის სააგენტოს»; ხოლო ცნობებსა და ინფორმაციებს ზოგიერთ მეტად
საეჭვო «კორესპონდენციებისაგან» იღებს. ამ წყაროების გარდა მის განკარგულებაშია
ექვსიოდე ისეთი მწერალი, რომლებსაც არავითარი პროფესია არ გააჩნიათ.მათ ვერ
შეუსწავლიათ, ან არ მოუსურვებიათ შეესწავლათ, რაიმე ხელობა. გაზეთში
დამკვიდრებულან, ვითარცა სარწმუნოების მქადაგებელნი...

IV

358
ადამიანს როცა ხელთ კალამი უპყრია და თვლის, რომ საზოგადოებას ესაუბრება,
ყოველთვის იპყრობს ცდუნება თავისი თავი მქადაგებლად ჩათვალოს. ძნელია
გაუმკლავდე ამგვარ ცდუნებას და ხშირად მისი მსხვერპლი ხდებიან თვით უძლიერესი
გონების ადამიანები, კალმის უაღრესად დახვეწილი ოსტატებიც კი. ისინი რჩევა-
დარიგებას თავისუფლად აწვდიან მკითხველებს... თუკი ჟურნალისტი-მრჩეველი
გარკვეული ნიჭითაც არის დაჯილდოებული, მკითხველი საზოგადოება ბოლოს
აღიგზნება ხოლმე მისი აზრის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, უსაზღვროდ
გადაჭარბებულ მნიშვნელობას მიაწერს მას დაამ მოხერხებული მრჩეველის მიერ
რეკომენდირებული გადაწყვეტილების იქით ვეღარაფერს ხედავს...

ჟურნალისტები საზოგადოებრივ აზრებს აყალიბებენ და ხანდახან მისგან უნებლიე


ქებასაც იმსახურებენ; მაგრამ თუ საჭოჭმანო საკითხებს მკითხველზე, როგორც უდავო
აქსიომებს ისე ასაღებენ, სამაგიეროდ, შეცდენას შეჩვეული მკითხველი აქსიომებსაც
უსაფუძვლო ჰიპოტეზად იღებს და მის დასაბუთებას მოითხოვს. ამგვარად, იმის
ნაცვლად, რომ ის ნელ-ნელა შეაჩვიონ აზროვნებასა და მსჯელობას, სამუდამოდ
უკარგავენ ამის სურვილს.

ჟურნალისტი-მრჩეველის გვერდით ვხვდებით ჟურნალისტ-ტაქტიკოსს. იგი,


განსაკუთრებით თუ არა, ზოგადად მაინც მიმოიხილავს თანამედროვე პოლიტიკა. ეს
იმგვარი ვაჟბატონია, რომელსაც არაფერში ეჭვი არ ეპარება, ჰგონია ყველაფერი იცის და
ყველაფერს წინასწარ სჭვრეტს... ჟურნალისტ-ტაქტიკოსთა ერთად-ერთი მიზანია:
პოლიტიკური ცხოვრების ფაქტები და მოვლენები რაც შეიძლება მარჯვედ შეატრიალონ
ისე, რომ თავის გაზეთს სარგებელი მოუტანოს. ამ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება
მისაღებია მისთვის: სახეს უცვლის სინამდვილეს,ამახინჯებს ისტორიას, უმატებს, კვეცავს.
ერთ სიტყვასაც არ შეაწევს მეტად მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებიც მის პარტიას
ვერაფერს მოუტანს; ხოლო თავისი პარტიისთვის საჭირო მოვლენების მნიშვნელობასა და
ღირსებას გადაჭარბებით აქებს და ადიდებს და ა. შ. მას მთელი არსენალი აქვს ყველა
ჯურის «სასარგებლო და საწინააღმდეგო» არგუმენტებისა, რომელთა დახმარებით მას

359
შეუძლია დღეს თეთრად მოგაჩვენოს ის, რასაც გუშინ შავად ასაღებდა... თავსლაფს
დაასხამს სრულიად გულწრფელსა და პატიოსან ადამიანს, რომელიც განდგომია ამ
ბრძოლას... ჟურნალისტების ასეთი საქციელის მეოხებით საზოგადოებას სულ უფრო და
უფრო ეუფლება გულგრილობა და სკეპტიციზმი. იგი თანდათან რწმუნდება, რომ პრესაც,
როგორც პოლიტიკა, სხვა არაფერია თუ არა ვულგარული ჯამბაზობა, სადაც ყველაზე
მოხერხებულნი ცხელ-ცხელ არგუმენტებს თვალის დაუხამხამებლად ყლაპავენ და სადაც
ყველაზე მოქნილნი მოწინააღმდეგეების მიერ გადმოტყორცნილ ყუმბარებს ჰაერში
იჭერენ და ოინბაზურად აქრობენ... ჟურნალისტთა შორის პირველი ადგილი დაიჭირა და
თანდათან მრავალრიცხოვანი ხდება ლანძღვა-გინების მოყვარული კალმოსნები. მათი
მეთოდია უწმაწური სიტყვების ხმარება. ისინი პროვოკატორულად და სრულიად
თავზეხელაღებულად აფრქვევენ გაბედულ ფრაზებს, გადმოსცემენ შემოკლებულ ჭორებს;
ხალხს თავს ისე აჩვენებენ, ვითომც დარწმუნებულნი იყვნენ არა მხოლოდ საკუთარ
თავში, არამედ თავიანთი სიტყვების სიმართლეშიც. მყვირალა პატრიოტიზმის შესახებ
წარმოთქმული ცარიელი სიტყვებით ისინი ქვეყანას ატყუებენ და იმედს ამყარაბენ ზოგის
უვიცობაზე, ზოგის ცუდ მეხსიერებაზე, განსაკუთრებით კი მასების გულუბრყვილობაზე...
ამ ჯურის ჟურნალისტები სწერენ, უპირატესად, ბენტერა, დაუფიქრებელი
მკითხველებისათვის, რომელთათვის გაზეთის უკანასკნელი სტატია არის უფლებისა და
რწმენის ერთად-ერთი კოდექსი. ამგვარი ჟურნალისტის მთელი ლოგიკა, მთელი
მჭერმეტყველება, მთელი ცოდნა იხატება არაკეთილსინდისიერებითა და უსირცხვილო
ყალთაბანდობით შეთითხნილი ნაწერების მხოლოდ ქედმაღლურსა და გაბედულ ტონში...
მრავალ გაზეთში წარმატება მოიპოვა ჟურნალისტთა ერთმა წყებამ, ჯიშმა, რომელსაც
დარვინი სიამოვნებით უწოდებდა «ბუშს». ეს ჟურნალისტი-რეკლამაა, ჟურნალისტი-
მოდის შემომტანი, იგი მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რაც დავალებული აქვს შეაქოს, და
სახელი გაუთქვას. ერთ დღეს, დამიჯერეთ, იგი მოგიყვებათ პატარა ამბებს, მეტად
უმნიშვნელოს, გულუბრყვილოს. მეორე დღეს, დაუბრუნდება ისევ ამ ამბავს, დაუმატებს
წვრილმანს და მარჯვედ, შეუმჩნევლად შემოაპარებს იმ ფირმის მისამართსა და ნომერს,
რომელზეც ვითომც და არაფერიაო, ოსტატურად ჩაურთავს ყოველგვარ სიკეთეს და საქმეც

360
გაკეთებულია... სამარცხვინოა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პარიზში ოთხი თუ ხუთი დიდი
გაზეთი მხოლოდ ამ ხელობით არსებობს; მათ ღია ცის ქვეშ გამოუფენიათ კალამი და
პრესა, გამზადებული ყველაზე მეტი ფულის მიმცემისა და ფასის მომმატებლის
სამსახურისთვის. ესენი გახლავთ ორგანიზებული შანტაჟისა და მოდის შემთითხნი
სახელოსნოები... ჟურნალისტთა ჩამოთვლილ სახეობათა გარდა, შეიმჩნევა ნიჭიერი
ადამიანები, უაღრესად პატიოსანი და გულწრფელი, რომლებიც მთელ სიცოცხლეს
სწირავენ იმ საქმეს, რომელიც მართალი ჰგონიათ, ან იმ აზრს, რომელიც მართლაც მათი
საკუთრებაა.მაგრამ ესენი იმდენად იშვიათნი არიან, რომ იკარგებიან უვიცსა და
გულგრილ, უბადრუკ მჯღაბნელების ბრბოში, რომლებიც ჭიაღუასავით ახვევია ყველა
გაზეთს... აი, აქ არის ჟურნალიზმის ნამდვილი ბედუკუღმართობა: და ასეთნი გაცილებით
მეტია, ვიდრე გგონია; ისინი ათახსირებენ თავიანთ ნიჭსა და ყიდიან თავიანთ
ინტელექტს, ემსახურებიან საკუთარი მისწრაფებების უაღრესად საწინააღმდეგო მიზნებს.
მიჩვეულნი საზოგადოებრივი აზრის ფალსიფიკაციას, მგზნებარების ან სიყვარულის
სიმულაციას, როცა სრულებით არაფერს განიცდიან, მიჩვეულნი ყველა საქმის
რიგრიგობით მომსახურეობასა და ღალატს, ბოლოს მართლა სკეპტიკოსები და
გულგრილნი ხდბიან, კარგავენ ილუზიებსა და რწმენას. როგორც უბადრუკი მსახიობი
ადგილს პოულობს მოხეტიალე დასში, ეს ჟურნალისტებიც ისე ემსახურებიან
განსაზღვრული «დანიშნულების» გაზეთს, თამაშობენ როლს ყოველ საღამოს; ფარდა
ჩამოეშვება თუ არა, ანდა ნომერი გაიშვება თუ არა დაზგის ქვეშ, იწყება დირექტორის
დაცინვა ან პირველი როლების შემსრულებელთა გაკილვა. წამოწყების წარმატების ბედი
მათთვის სრულიად სულერთია, მათ ხომ თავის დროზე უხდიან ჰონორარს...

აი, ზუსტად ჟურნალისტის ნამდილი ტიპი. იგი მუშაობას იწყებს გაზეთში და მის
პოლიტიკურ ელფერს უსისხლხორცდება. ითვისებს მისი კომპანიის და ამხანაგების
აზრებს, სიძულვილს, მოშურნეობასა და პირმოთნეობას. იძულებულია საკუთარი აზრები
გაზეთის მიმართულებას დაუქვემდებაროს, გაზეთის მისწრაფებების მიხედვით გააშუქოს
მოვლენები. იგი ჩქარა ცოტად თუ ბევრად მოხერხებული დიალექტიკოსი ხდება, ცოტად
თუ ბევრად მარჯვე სოფისტი, და იმის მაგივრად, რომ მკითხველებისათვის სიმართლის

361
ძიებას გაჰყვეს, სრული სიმართლისა და მხოლოდ სიმართლისა, იგი თავის თავს
ვალდებულად თვლის შეალამაზოს სინამდვილე, დაფაროს, შენიღბოს, ყალბი ცხვირი
მიაკეროს. «ყველა სიმართლე არ უნდა ითქვას» – აი, მისი დევიზი. სულ ცოტა ხანიც რომ
იმუშაოს ამ მშვენიერ ხელობაზე, მას მაინც მთლიანად ეკარგება ილუზია ყოველივე იმის
მიმართ, რის სიყვარულიც შთანერგილი ჰქონდა... ეს, უბრალოდ, დახურდავებული
აზრების, მრავალჯერ ნახმარი და გაცვეთილი სიტყვების ცივი პერიფრაზაა, კალმით
ნაძალადევათ გადმოცემული, როცა გული სულაც არ ფიქრობდა მასზე.

ყურადღებით გადაიკითხეთ ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ან რომელ ლიტერატურულ


კაბინეტშიაც გსურთ, ყველა პარიზული გაზეთის კოლექციები და განცვიფრდებით; –
თქვენ დაინახავთ, რომ ამ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, რომელიც ესოდენ
სავსე იყო უაღრესად ტრაგიკული და უაღრესად მნიშვნელივანი მოვლენებით, პრესამ ვერ
წარმოშვა ერთი მძლავრი, უანგარო მწერალიც კი, რომელიც შესძლებდა თავისი
შემოქმედება განემსჭვალა მწარე გულგატეხილობის გადამდები ძალით, სისხლით
გაჟღენთილი საყვედურებით და უკეთესი მომავლისაკენ მიმართული წარმტაცი
სურვილებით... ესოდენ ზღაპრულად მდიდარი და გულუხვად მფანტველი საფრანგეთში
ყოველივე დაწვრილმანდა, რაქიტული გახდა;აღარც მძლავრი ამოსუნთქვა, აღარც რწმენა,
ყველაფერი აღბეჭდილია პოლიტიკური დაჯგუფების საქმიანობით, ყველაფერს დუქნის
სუნი ასდის. ასი ნაბიჯიდანვე მოსჩანს ხელოვნური კბილები და ზიზილ-პიპილოები
კალმის ყველა რაინდისა, რომლებიც ცხრა პირ ტყავს იძრობენ, რომ თავიანთ გიგანტ
წინამორბედებს დაემსგავსონ. და ამ მუყაოს მებრძოლებს ჰგონიათ, რომ საფრანგეთის
პოლიტიკური ცხოვრების მართვასშესძლებენ; და ამ ძალით ფიქრობენ მასზე გავლენის
მოხდენას!

იმისათვის, რომ უკეთესად დავაზუსტოთ ჩვენი აზრი ფრანგული პრესის შესახებ,


ზედმეტი არ იქნებოდა ფართე შტრიხებით დაგვეხატა უცხოეთის პრესის ფიზიონომია...
ინგლისურ პრესას უმთავრესად ახასიათებს ცივი და სახელმოხვეჭილი მსაჯულის მკაცრი

362
და მიუკერძოებული გარეგნობა. მას ყველაზე მეტად აინტერესებს თავი მოუყაროს
ცნობებისა და ინფორმაციების რაც შეიძლება მეტ რიცხვს, არაფერი დაუმალოს
საზოგადოებას, მიუდგომლად და გულცივად ასწონდასწონოს ყველაფერი და ამ გზით
მტკიცე მოსაზრება შექმნას. ინგლისში საკამათოდ ხდება ჟიურის ვერდიკტი,
პარლამენტის გადაწყვეტილება, სამინისტროს აქტები, პარტიების ბელადთა აზრები,
თვით სამეფო ოჯახის საქციელიც კი... უამრავი მოწინავე მწერლები და სახელმწიფო
მოღვაწენი იძულებულნი გამხდარან მდუმარედ მოეხარათ ქედი ამ სტატიების წინაშე,
რომლებიც მართალია» უმანდატონი» იყვნენ, მაგრამ ვერდიქტის უფლებით იყვნენ
მოსილნი. ამგვარ ავტორიტეტს ერთ დღეში ვერ მიიხვეჭ, მის დასამსახურებლად საჭიროა
მიუკერძოებელი აზრის, ამაღლებული გონების და დასაბუთებელი რწმენის არაერთხელ
გამომჟღავნება... ინგლისური პრესა დიდი ხანია გამსჭვალულია იმ აზრით, რომ პრესის
ძალა აუცილებლად უნდა ემყარებოდეს არა ექსცენტრიულობისა და ფანტაზიის არა მყარ
საფუძველს, არა ბანალურ ბრძოლათა წარმავალ ვნებებს, არამედ მყარ საფუძველს იმ
მოთხოვნილებისა, რომელსაც საზოგადოება უყენებს პრესას: ეროვნული ცხოვრების
ყველა სფეროს კეთილსინდისიერი ინფორმაცია და ფართოდ გაშუქება. ჩვენ სრულებითაც
არ ვამტკიცებთ, რომ ინგლისური გაზეთების სტატიები ან მოსაზრებანი ვითომც
წმინდაწყლის შედევრები იყოს. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ «ინგლისური საზოგადოების
თვალში» და ხშირად კონტინენტის საზოგადოებაშიაც, ეს მოსაზრებანი სრულიად
სამართლიანად ითვლება და, ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა, არავის ეპარება ეჭვი
მათ სიწრფელესა და საბუთიანობაში. გაკვრით უნდა აღინიშნოს, რომ ლამანშის
გადაღმელი ყველაზე გავლენიანი გაზეთები, ერთგულნი პროგრესული იდეების
პროპაგანდისა, არასოდეს არ ემონებიან არც პოლიტიკურ პარტიებსა და არც მათ
ხელმძღვანელებს; ყოველთვის ინარჩუნებენ აზრის თავისუფლებას, ხშირად პარტიების
ბელადებს, რომელთ თვალსაზრისს იზიარებენ კიდეც, უაღრესად სასტიკსა და სრულიად
შეულამაზებელ სიმართლეს ახლიან პირში; მათი ამგვარი მოქმედებით აიხსნება
თანამემამულეთა შორის ის უსაზღვრო ავტორიტეტი, რომლის მოპოვებაც მათ შესძლეს.

363
გერმანულმა პრესამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სიმწიფეს. მან მხოლოდ თავი გამოყო
ქვეყანაში და ძნელია ავსახოთ ნაკვთები ამ ბავშვისა, რომლის სახე ძლივს არის
გამოხატული... მას ყოველთვის შენარჩუნებული ჰქონდა თუმცა ყბედი, მაგრამ
დარწმუნებული პედაგოგის წმინდაწყლის ნაციონალური იერი. იგი სრულებით არ არის
ბოროტად განწყობილი და ვერ ბედავს ცოტა შორს გაიხედოს, სულ ზევით ხომ, რაღა თქმა
უნდა, ვერ იხედება. იგი ცდილობს მხოლოდ ასწავლოს, გაანათლოს თავისი მკითხველი
და მას მოსწავლესავით ექცევა... მას უყვარს ლანდვერმანნ-ის ფორმაში სასაცილოდ
გამოპრანჭვა და სამსახურიდან გადამდგარი სამხედრო პირის იერის მიღება. ოღონდ
შერჩა ერთი თვისება – ყოფილი მასწავლებლის გულკეთილობა.

სრულიად მამობრივი მზრუნველობით შეუდგება ხოლმე გერმანული პრესა


ინფორმაციების ძებნასა და პოლიტიკურ მიმოხილვას, და მათ შესახებ გრძლად
მოუთხრობს თავის ხალხს; ცდილობს გადაუღეჭოს ყველაფერი, რათა კარგად გასაგები
გახადოს. ისწრაფვის მის შემოქმედებას სარწმუნოებრივი ხასიათი ჰქონდეს და საერთოდ
«აღსარებისაკენ» უფრო მიილტვის, ვიდრე ბრძოლისაკენ... გერმანელი მკითხველი, პატარა
გაზეთების წაკითხვით, თანდათან ვითარდება და, შეიძლება ყოველგვარი გადაჭარბების
გარეშე ითქვას, პოლიტიკური აღზრდა გერმანიაში, მეტწილად ამ ქვეყნის პრესას
ექვემდებარება. ამერიკული პრესა, საერთოდ, წარმოადგენს ანარეკლს თავისი ხალხისა,
რომელიც, აჩქარებული და საქმიანი, მთლიანად მოქმედებაზეა გადასული და
ხანგრძლივი მსჯელობისათვის ვერ იცლის. შეერთებულ შტატებში პრესას
მიკუთვნებული აქვს უბრალო როლი რეპორტიორისა და მთავარი გაზეთების თითქმის
ყველა სვეტი სავსეა დეპეშებით. გაზეთების სტილიც ასევე შექმნილია
ელექტროტელეგრაფის მოკლე და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ენის მიხედვით...

პრესას მთავარ მიზნად დაუსახავს მიაწოდოს ხალხს, რაც კი შეიძლება, მეტი ყოველგვარი
ცნობა და იგი ცხელცხელი ამბებისა და აზროვნების ნედლეულის საწყობათ გადაქცეულა.
ხალხი ყიდულობს ამ საქონელს და ისე იყენებს, როგორც სურს. პრესას კი ყველაზე მეტად
სურს მოიხვეჭოს თავისი კლიენტურის ნდობა, საქონლის ხარისხისა და მოწოდების

364
სისხარტით. პრასას არაფრად მიაჩნია მკითხველთა აზრი, არც ის, თუ რა შთაბეჭდილებას
მოახდენს მისი ცნობები ამა თუ იმ პარტიაზე, ან კაბინეტის ამა თუ იმ წევრზე. იგი
პოლიტიკურ ბრძოლებს ზემოდან დასცქერის და აშკარად აქებს და ადიდებს თავის თავს
იმის გამო, რომ მთავრობაზე სწრაფად იგებს ცნობებს, აწვდის მას ხალხს და თვით
მთავრობასაც... შეერთებულ შტატებში პროპაგანდა განსაკუთრებით პოლიტიკური
მიტინგებისა და ტურნეების მეოხებით ხდება და პრესას ეკისრება როლი – რაც შეიძლება
სხარტად გამოაქვეყნოს ამ საკრებულოებში ამა თუ იმ აზრით წარმოთქმული სიტყვები.
ერთი სიტყვით, რომელიმე იდეის პროპაგანდისათვის და რეფორმის გამარჯვებისათვის
მებრძოლი ამერიკული გაზეთები პარტიებს ზემოდან დასცქერიან და არასოდეს არ
ივიწყებენ, რომ ცივილიზებული სამყაროს ინტელექტუალური და მატერიალური
ცხოვრება სრულებითაც არ გამოიხატება ამა თუ იმ რეფორმის გამო გამართულ
დებატებში... ჰოდა, სწორედ დაქირავებული ადვოკატის როლი აკისრია ფრანგულ პრესას,
სწორედ ასეა იგი ჩამოყალიბებული. გაზეთის ამგვარად გამოქვეყნებას დიდი სიმარჯვე
სჭირდება, ისევე, როგორც აქედან სარგებლობის მიღებას იმ საქმისათვის, რომლის დაცვაც
პრესას უკისრია. მაგრამ უდავოა, რომ ხალხის უმრავლესობის თვალში პრესის
ავტორიტეტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული... მკითხველი კმაყოფილდება მთელი ამ
«ხრიკების ოსტატ ადვოკატთა» გაქნილობისა და სიმარჯვის გულგრილი ჭვრეტით და მათ
სერიოზულ ანგარიშს არ უწევს. იგი შორსა დგას პრესის მოსაზრებათა მიმართ
ინგლისელი მკითხველის თავაზიანობისაგან, გერმანელი მკითხველის პატივისცემისაგან
და ამერიკელი მკითხველის ნდობისაგან; ფრანგი მკითხველი კი აღსავსეა უნდობლობით
და, რაღა თქმა უნდა, სხვებზე უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ცხოვრების
ყველა დარგის მომცველ ზუსტსა და გულმოდგინეთ შედგენილ ანგარიშებს გაზეთში.

დანარჩენი ქვეყნების პრესა წარმოდგენილია ამ სამი ძირითადი ტიპიდან ერთ-ერთის


მიხედვით ან სამივესი ერთად, მხოლოდ მეტნაკლები დოზებით. მარტოოდენ საფრანგეთს
ხვდა წილად საფუძველი ჩაეყარა მეოთხე ტიპისთვის, რომელიც ხანდახან უცხო
ქვეყნებშიც შეიჭრება ხოლმე, თუმცა არც თუ დიდი წარმატებით.

365
მეოთხე ტიპის შექმნის მიზეზი უნდა ვეძიოთ გალური რასის ნაციონალურ ხასიათში,
საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და იმ როლში, რომელიც ნაძალადევად
განეკუთვნა ფრანგულ პრესას. ისიც ვალდებული გახდა ადვოკატის ტრადიციული
ფიზიონომიით აღჭურვილიყო, რადგან შეიბოჭა ყურმოჭრილი დამცველის უმადური
როლით და იცავს ისეთ საქმეს, ან მოსაზრებას, რომელიც მათ წამომწყებლებს ჭეშმარიტი
ჰგონიათ, ან ცდილობენ ასეთად გაასაღონ. ფრანგული პრესა იცავს როგორც მტერს, ისე
მოყვარეს, ერთნაირ მჭევრმეტყველებას აფრქვევს კეთილსა და ბოროტს, მოჰყავს მხოლოდ
საქმის სასარგებლო საბუთები, ხოლო საწინააღმდეგოს შეუმჩნევლად გაპაარებს,
ცდილობს გაამართლოს თავისი კლიენტი და თავსლაფი დაასხას მოწინააღმდეგეს.
ამგვარად ფრანგულ პრესას შეუთავსებია ადვოკატის პროფესიის ყველა ბნელი
თვისებები...

VI

უკვე დიდი ხანია საფრანგეთმა დაჰკარგა ნდობა ყოველგვარი დინასტიისადმი. მას აღარც
რელიგიის წარმომადგენლებისა სჯერა; რელიგიამ, დაჰკარგა შეურყვნელი ავტორიტეტი,
რომელსაც თავისი სამწყემსოს რელიგიური რწმენა ანიჭებდა. მაღალი წრეები ისე მაგრად
ჩაიკეტნენ ბეცსა და ეგოისტურ პოლიტიკაში, რომ სამუდამოდ დაჰკარგეს დაბალ კლასზე
ზნეობრივი გავლენის ძალა, მოპოვებული განათლებით, სიმდიდრითა და
გამოცდილებით... პრესა ვალდებული იყო გულწრფელობით, განათლებით, დახმარებითა
და უაღრესი პატიოსნებით, მოეპოვებინა ამ ქვეყნის პატივისცემა და ნდობა. თუ იგი
დროზე ვერ მიაღწევს ამ მიზანს, ვერ მოიპოვებს ქვეყნის ნდობას, საფრანგეთი ხელში
ჩაუვარდება ყველაზე უმსგავს ანარქიას, მორალურ ანარქიას... მოულოდნელი ამბავი,
აჯანყება, სამოქალაქო ან საგარეო ომი ერთ წუთში ძირფესვიანად გააცამტვერებს
არსებულ მთავრობას და ქვეყანა უკომპასოდ და უმესაჭეოდ დარჩება... თავისი ერის
ერთგვარი ნდობა, რომ დაიმსახუროს პრესა მკითხველის მეგობარი უნდა გახდეს, ღრმად
უნდა შთააგონოს ის აზრი, რომ მას არ ატყუებს, არაფერს არ უმალავს და, ბოლოს და
ბოლოს, არც არის დაინტერესებული ასე მოიქცეს... მკითხველი დარწმუნებულია, რომ

366
შეუძლია თავის თავს უხელმძღვანელოს და რამდენს მეტს დაუმალავენ მას, იმდენად
უფრო მეტად ჩამოიშორებენ ჩამოყალიბებულ ადამიანებს; ერთგვარი გამოცდილების
მქონე საზოგადოებას არასოდეს სიმართლე არ უნდა შეულამაზო, მხოლოდ სუსტებს
უმალავენ არასასიამოვნო ამბებს, მხოლოდ სულმოკლეებს არ ეუბნებიან საფრთხეზე,
ამიტომაც, ფრანგ ხალხს, რომელიც მადლობა ღმერთს, არც სუსტია და არც სულმოკლე,
აღარ სურს ამგვარად მოექცნენ... ფრანგული პრესის მოქმედების ხაზი დღეს ამგვარი არ
გახლავთ და მერე რამდენი აკლია, რომ ასეთი გახდეს. გაზეთების მუდმივი მკითხველები,
მათ შორის ისინიც, ვინც მხარს უჭერენ იმ საქმეს, რომელსაც გაზეთი ემსახურება, გაზეთში
ნათქვამისადმი არავითარ ნდობას არ ამჟღავნებს. მან იცის, ან გრძნობს, რომ მისი გაზეთის
ფურცლებს პოლიტიკური მიზნები ამოქმედებს, რომ ისინი ერთგვარ საომარ ხარკებს
წარმოადგენენ, დაწერილნი არიან მოწინააღმდეგის გზის ასაბნევად, პარტიის ძალებისა
და განზრახვათა დასაფარავად... ამ ბოლო დროს შეიმჩნევა როგორ დაძაბულ
მდგომარეობაშია მოხვედრილი ფრანგული პრესა, მაგრამ არაფერს დაგიდევენ, ჰგონიათ,
რომ არსებობს ყოვლისშემძლე წამალი ამ ავადმყოფობისათვის. აქაოდა ფრანგული პრესა
აღსავსეა ნიჭიერი, გონიერი და გენიალური ადამიანებით, მეტი რაღა გვინდა, განა ისინი
სავსებით არ ავსებენ ამ ნაკლსა და მანკსაო? მართლაც, ვერსად ასე საოცარი სიუხვით ვერ
შეხვდებით ამდენ ნიჭიერ და გონიერ მწერალს, რომლებითაც ყელთამდე სავსე
პარიზული პრესა. ამასწინათ ერთი გაზეთი იქამდეც კი მივიდა, რომ ამტკიცებდა ამა და ამ
პარიზულ უწყებას შეუძლია მარტომ გამოკვებოს მთელი გერმანული, ან იტალიური,
რუსული ან ამერიკული პრესის გონებაო. ჩვენ აქ გადაჭარბებულს არაფერს არ ვხედავთ,
რადგან პარიზული პრესა ყოველდღიურად ამ ქინძისთავების ჩხვლეტით გამართულ
ბრძოლასა და ლანძღვა-გინებიან აყალ-მაყალში, უზარმაზარ ენერგიასა და ნიჭს ხარჯავს.
საუბედუროთ, მხოლოდ გონება და ნიჭი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მათმა
პატრონმა მოიპოვოს სასურველი გავლენა... ფრანგული გონება, რომელიც ოდესღაც
ვლინდებოდა დახლართული სიტუაციების გახსნის, არეულ-დარეული იდეების
დაზუსტების, მსჯელობათა და არგუმენტაციათა მთელი ხროვის სინათლის სხივით
გაშუქების ხელოვნებაში, დღეს დამდგარია მოლიპულ გზაზე და მიცურავს უხეში

367
ბუფონადისაკენ... ეს დახვეწილი გონება და გამჭრიახი ნიჭი, რომლითაც უეჭველად
მდიდარია პარიზული პრესა და რომლითაც სამართლიანად ამაყობს იგი. სიამაყის
ნაკლოვანებას კი, რასაკვირველია, ვერ ვუსაყვედურებთ მას. გონებას კი
მაშინგამოიყენებდა უკეთესად, როცა ამ უდავო სიმდიდრის ნაწილს მაინც მოახმარდა
სამშობლოს ნამდვილ მიდრეკილებათა ჩამოყალიბებას, მის რეალურ მისწრაფებათა
შეჯამებას. პრესას უნდა განესაზღვრა, და ამგვარად უფრო ხელშესახები უნდა გაეხადა
ქვეყნის მოთხოვნილებანი, რათა მათი კანონიერი დაკმაყოფილებისათვის პირობები
მოემზადებინა... დღეს მას იყენებენ თითქმის ცარიელი ნიადაგის მოსაკოხტავებლად,
ფეიერვერკით ხალხის მისაზიდავად... იდეების, მთელი ინტელექტუალური ცხოვრების
შეცვლა, უმიზნო და უსაგნო ფეიერვერკთა მთელი რიგით – ეს არის შექმნა ხელოვნება
ხელოვნებისათვის, გახრწნა საზოგადოების გონება და მასში გამოაღვიძო გასართობებისა
და სპექტაკლების მოთხოვნილება, რაც უცხადესი ნიშანია ერის მორალური დეკადანსისა
და მისი, როგორც გვამის, გახრწნისა.

VII

პარიზული პრესით გათვითცნობიერებული მკითხველი, ბოლოს და ბოლოს, საკმაოდ


უბადრუკ შეხედულებას იქმნის თანამედროვე ცხოვრების შესახებ. იგი ყოველ დილით
ამაოდ გადაიკითხავს თორმეტიოდე პოლიტიკურ უწყებას. და მეტი რა გზა აქვს, თუარა
დარწმუნდეს, რომ მთელ მსამყაროში არსებობს მხოლოდ საფრანგეთი, მთელ
საფრანგეთში კი – მხოლოდ პარიზი და ვერსალია ხალხის ყურადღების ღირსი. პრესა
მეტად ნაკლებად არის დაინტერესებული პროვინციით და უცხოეთით; მათ მხოლოდ
მაშინ ახსენებენ, როცა აღსაწერია იქ მომხდარი დიდი პროცესები ან ზეიმები... იქმნება
კოალიციები, ომის გეგმები, ყველგან კბილებამდე იარაღს ისხამენ, ემზადებიან
აუცილებელი და გადამწყვეტი ბრძოლებისათვის. არავინ იცის, როდის და სად
გაღვივდება პირველი ნაპერწკალი, რომელმაც უნდა ააფეთქოს ტყვია-წამალი; ასევე
არავინ არის დარწმუნებული, რომ ეს მოხდება ხვალ და საფრანგეთიდან ორ ნაბიჯზე. ამ
ვითარებაში ფრანგული პრესა ირჩევს მომენტს და სპეციალურ კორესპონდენტებს გზავნის

368
ბელგიის მეფის, ან ახალგაზრდა ალფონსის კარზე, იმის ნაცვლად რომ ეს
კორესპონდენტები გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში ან რუსეთში ჰყავდეს... ადვილი
გასაგებია, თუ რა ძნელია კარგი კორესპონდენტების შოვნა; მაგრამ სწორედ პარიზული
პრესა იძლევა საუკეთესო მაგალითს იმისას, თუ როგორი უნდა იყოს ფრანგული უწყების
უცხოური კორესპონდენცია. განა, მართლაც, პარიზულმა გაზეთმა «ტემპს» (დრო) არ
გამოაქვეყნა მშვენიერი «Lettress ur l’ngleterre» (წერილები ინგლისზე), რომელიც მთელი
ქვეყნის ყველა კუთხეში მიჩნეულია ამ ჟანრის შედევრად და პოლიტიკური
კორესპონდენციის სრულყოფილ ნიმუშად? რასაკვირველია, აქ საქმე არ ეხება ბატონ ლუი
ბლანის პირად მოსაზრებებს, არც მის ტალანტს, არამედ მხოლოდ მისი წერის მანერას,
რომელიც ეკუთვნის თავისი ქვეყნის ინტელექტუალური და მორალური ცხოვრების
ყურადღებით შემსწავლელ პატიოსან ადამიანს. მას თავს უდვია სამშობლოს გააცნოს ერი,
რომლის წარსული ძირფესვიანად შეუსწავლია და რომლის აწმყოსაც გულმოდგინედ
ეცნობა, – ინიშნავს, დღიდან დღემდე, ყველაფერს ახალსა და საყურადღებოს. მართალია,
შეიძლება ბატონი ლუი ბლანის ერუდიცია ან ნიჭი არ გააჩნდეს ადამიანს, მაგრამ კეთილი
ნების ყოველ კაცს, კეთილსინდისიერ ყოველ მწერალს შეუძლია დამაკმაყოფილებლად
შეასრულოს კორესპონდენტის მისია მსგავსად «ლეტტრეს სურ ლ’ ნგლეტერრე» –ისა; ეს
წერილები ერადერთი ნიმუშია იმისა, თუ რა არის საჭირო და აუცილებელი საფრანგეთის
კეთილდღეობისათვის.

მაშ, დავსვათ სრულიად უბრალო კითხვა: ამჟამად პარიზში არსებობს თუ არა უამრავ,
ეგრეთწოდებულ პოლიტიკურ, გაზეთებს შორის, ერთი უწყება მაინც, რომელსაც მსგავსი
კორესპონდენტები ჰყავს გერმანიაში, რუსეთში, იტალიაში ან ავსტრიაში, ამ ოთხ
ქვეყანაში, რომელთა რეალური ძალისა და სავარაუდო განლაგებათა ზუსტი ცოდნა
ყველაზე მეტად სჭირდება საფრანგეთს? უარყოფითი პასუხი უკვე ყველას მოსდგომია
ენაზე და ამიტომ ზედმეტია მის უგულვებელსაყოფად საბუთების მოძებნა. მაგრამ
აღნიშნული გარემოება სრულებითაც არ გვანთავისუფლებს ამ ფაქტის შედეგების
გამოკვლევისაგან.

369
ფრანგულ გაზეთებს, რომ თავის განკარგულებაში ჰყავდეს ხუთი ან ექვსი
კორესპონდენტი, რომელიც კეთილსინდისიერად შეასრულებდა ბ-ნ ლუი ბლანის მიერ
ასე კარგად დასახულ პროგრამას, ფრანგი ხალხი ჩქარა გაიგებდა საოცარ ამბავს, რომელიც
უცხოეთის შესახებ მის ჩვეულებრივ შეხედულებას ძირფესვიანად შეატრიალებდა. თუ
თავს ოდნავ შეიწუხებთ და ჩაფიქრდებით, ცოტაოდენი წარმოდგენის შექმნა მაინც
შეიძლება იმ ზოგიერთ მოსაზრებაზე, რომელსაც ჩვენ არც თუ თანმიმდევრულად
გადმოვცემთ.

დაახლოებით ოცდახუთი წელია, რაც საფრანგეთმა საგრძნობლად შეანელა სვლა


პროგრესის გზით... საფრანგეთი ჩაეფლო თავისი სიდიადის ჭვრეტაში. ადვილ
გამარჯვებათა გადაჭარბებული გამოძახილი ასე იყო, თუ ისე აყრუებდა ერს, რომელმაც
ვერ შეძლო შეემჩნია, ბრძოლათა კორიანტელსა და ხიშტების ტყეებში, რომ მისი
მეცნიერება გაპარტახდა და ლიტერატურა სხვენში გადასახლდა. ხედავდა რა თავის
სამხედრო ძლიერებას და ესწრებოდა რა მიღწეულ წარმატებათა გამო მოწყობილ
ილუმინაციებსა და სამადლობლო პარაკლისებს, ფრანგი ხალხი განიმსჭვალა აზრით, რომ
იგი ერთადერთი ღირსეული ერია, რომლის დანახვისათვის, გაცნობისათვის და
შესწავლისათვის ღირდა თავის შეწუხება. ახალი ნარცისი ტკბებოდა მის საამებლად
მომზადებულ წყლებში მზერით, როცა უცბად მოვლენებმა დაუმტკიცს, რომ თუ იგი
ერთადერთი თაყვანსაცემი მზეთუნახავი ბრძანდებოდა, არსებობდა სხვაც – მასზე უფრო
ძლიერი და მარჯვე... გერმანელებმა იმიტომ კი არ გაიმარჯვეს, რომ უფრო
მრავალრიცხოვანნი იყვნენ, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მაშინ
ემზადებოდნენ, როცა საფრანგეთი არაფერს აკეთებდა ან თითქმის არაფერს... მთელი იმ
ხნის განმავლიბაში, რომელიც საფრანგეთში გამოიყენეს ხალხის გონების ჩასახშობად და
ქვეყნის ინტელექტის დასაჩლუნგებლად, გერმანია იღვწოდა რაც შეიძლება მეტი ძალა და
განათლება შეეძინა. იგი წინ მიიწევდა, როცა საფრანგეთი ერთ ადგილას ტორტმანობდა
და, უაღრესად გამხრწნელ მთავრობასთან ერთად, ფეიერვერკებით ერთობოდა. აი, რატომ
მოხდა, რომ, ყველა მიუდგომელი დამკვირვებლის თვალში, საფრანგეთის
ბედუკუღმართობა უცაბედი, უბედური და უშედეგო შემთხვევა კი არ არის, არც

370
მოულოდნელობა, არამედ სრულიად რეალური ნიშანი საერთაშორისო, ან შეიძლება
ინტელექტუალური, ღერძის გადანაცვლებისა, რაც თანდათანობით მიმდინარეობს და იგი
ერთხელაც იქნება საბოლოოდ გადაინაცვლებს, თუ საფრანგეთი ზომებს არ მიიღებს და
წესრიგს არ დაამყარებს...

VIII

მთელი ახალი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ყალბ საფუძველზე დგას ევროპაში, – ძველ
ქვეყანაში, რომელსაც გადუწყვეტია სიკვდილს თავი დააღწიოს სახეცვლილებათა მთელი
წყებით და თანმიმდევრული გაახალგაზდავებით... ამასთანავე, ევროპამ საფრანგეთიდან
გადაიღო ყველაფერი ის, რაც უფრო გაბედული და ნაყოფიერი იყო მოქნილი აზრებიდან
და ინტელექტუალური აღმოჩენებიდან. ფრანგი ნოვატორების დიადი და ღრმა იდეები
უცხოელმა რეფორმატორებმა მიიღეს და განახორციელეს...

IX

რაო, გვეტყვიან, ეს ხომ საკუთრივ პოლიტიკა არ არის, პოლიტიკურ გაზეთებს თავისი


საქმეც ბევრი აქვთ, სად სცალიათ შეიჭრან ეკონომიკის, ან პედაგოგიკის დარგში.

ვაი, რომ პოლიტიკა ძველი დროის შემოღობილი ველი აღარ არის, მოთავსებული
სივრცეზე, რომელიც მეფის სასახლეს მინისტრთა სასახლიდან, ან წარმომადგენელთა
პალატიდან მიჯნავდა... ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა ანგარიშგასაწევია გაზეთების
დამოკიდებულება საშინაო პოლიტიკის მიმართ, ამიტომაც საგარეო პოლიტიკიდან
დაშორებულ მაგალითს ავიღებთ, – რადგანაც საგარეო პოლიტიკის მიმართ ყველა გაზეთი
ერთნაირ აზრს გამოსთქვამს და ერთნაირად განიხილავს მას. უკანასკნელი ომის შემდეგ,
მთელმა პრესამ თვალი მიაპყრო რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც
მოწოდებულია, მომავალში, საფრანგეთის მოკავშირე გახდეს პრუსიის წინააღმდეგ. ეს
წინასწარმეტყველება თუ გამართლდა, საფრანგეთი, რასაკვირველია, დიდად მოგებული
დარჩება. ფრანგული პრასა, თუმცა მან თვითონვე აღმოაჩინა თავისი ქვეყნისთვის ეს
ახალი მოკავშირე, მაინც მიუდგომლად უნდა ამოწმებდეს – იქნებ ეს მოჩვენებითი

371
აღმოჩენაა და გავფრთხილდეთ, არ შევქმნათ მირაჟი, რომლის ილუზია ფრანგულ
პოლიტიკას სახიფათო და გამოუსწორებელ მარცხს განუმზადებსო... მომავალ ომში
რუსეთი აუცილებლად ბუნებრივი მოკავშირე გახდება საფრანგეთისა გერმანიის
წინაარმდეგ; რჩება კიდევ ერთი ნაბიჯი, შეიძლება რუსეთმა თავის ძალა და ცდა არა
გერმანიის წინააღმდეგ უნდა მიმართოს, არამედ ავსტრიის ან თურქეთის წინააღმდეგ...
მაშ, ასე, მეგობარო მკითხველო, განა თქვენთვის ოდესმე დაუნახვებიათ ბნელი ღრუბლები
საფრანგეთისა და რუსეთის მომავალი კავშირის სურათის ფონზე?არა, იმიტომ, რომ
გერმანიის დაჩრდილვა სურდათ. ერთ დღეს, საკუთარი თვალებით შენიშნავთ, თუ ცივი
შხაპების როგორ კოკისპირულ წვიმას დაუშვებს ეს ღრუბლები გაზეთების მიერ შექმნილ
თქვენ ყალბ ილუზიებზე, და მაშინ, კიდევ ერთხელ, შეამჩნევთ, თუ რამდენად
აუცილებელია, რომელ ქვეყანაშიც გნებავდეთ, პრესა კეთილსინდისიერად იყოს
გამოცემული და გონივრულად გათვითცნობიერებული ყველა იმ საკითხში, რომელიც
ქვეყნის აწმყოსა და მყოფადს ესაჭიროება. ინებოს ღმერთმა, რომ იმ ერთ დღეს შეცდომა

გამოუსწორებელი არ აღმოჩნდეს!... კიდევ ერთი შენიშვნა ფრანგული პრესის როლის


შესახებ საგარეო საკითხებში... ფრანგული პრესა თითქმის უცნობია უცხოეთში, რაც
თავისუფალ სარბიელს უქმნის იქაურ გაზეთებს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ აქ
მათ არავინ შეამოწმებს ისევე, როგორც პარიზში, სადაც არავინ კითხულობს ამგაზეთებს,
და ვერავინ გამოააშკარავებს მათ სიცრუეს. უცხოური გაზეთები უმიზეზოდ აგროვებენ
საფრანგეთისადმი მიმართულ ცილისწამებასა და სიცრუეს, შეურაცხჰყოფასა და
ბრალდებებს.

ამ ურცხვი საფრთხისა და ამგვარი მდგომარეობის წინაშე ფრანგული პრესა მართლაც


შემაძრწუნებელ პოლიტიკურ სიბეცესა და თვალთახედვის სივიწროვეს ამჟღავნებს...
თითო-ოროლა გაზეთმა, რაკი შეამჩნია საფრანგეთში თეატრების სხვა კულისებიც
არსებობსო... თავი ისე წარმოიდგინა, ვითომც ახალი ქვეყანა აღმოეჩინოს... განა ეჭვი
ვინმეს ეპარება, რომ პარლამენტური და თეატრალური საფრანგეთის გარდა არსებობს სხვა

372
საფრანგეთიც, რომელიც აზროვნებს, მუშაობს, ეძებს გზას, ჰქმნის და, უფრო მეტად კი,
იტანჯება? ამ უცნობი საფრანგეთის ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროში ნიადაგ
ხდება სხვაგვარად საინტერესო ამბები...

დღევანდელი პრესის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს არსებული მთავრობის კრიტიკა,


ან დაცვა. ერთადერთი მოსაზრება, რითაც იგი ხელმძღვანელობს, შემდეგია: თუკი
საჭიროა რომელიმე რეფორმის, ან გაუმჯობესების სასარგებლოდ ქადაგება, მოდი, ჩვენ
შევთავაზოთ იგი ხალხს და ჩვენვე ვისარგებლოთ მისი შედეგებით, როცა დღევანდელი
გაჩაღებული ბრძოლის მიზანს მივაღწევთ... მთელი პრესა სხვადასხვა პოლიტიკური
პარტიების სამსახურში ჩამდგარა და ვერც მკითხველების, ვერც საზოგადოების და ვერც
ქვეყნის კანონმდებლობის საშუალებით, ვერ მიუღწევია ყველაზე გადაუდებელი და
სასარგებლო რეფორმების ჩატარებისათვის, რაც მრავალი წლის წინათ განახორციელეს
სხვა ქვეყნებმა და რამაც უკვე საუკეთესო შედეგები გამოიღო... პოლიტიკური
პარტიებისადმი დაქვემდებარებული პრესა თავის ღირსებასა და მორალურ ავტორიტეტს
იმდაბლებს და მას ყოველგვარ საფრთხეს უმზადებს, ამით პრესა საკუთარ არსებობასაც
უქმნის საფრთხეს. არავის უკვირს, რომ ესა თუ ის მთავრობა იჭურვება არსებობის
უფლებით და იმ უფლებითაც. რომმოწინააღმდეგე გაანადგუროს და განაიარაღოს. «ეს
ომის კანონიაო», – ამბობენ. ამიტომაც ყოველგვარი აღშფოთებისა და პროტესტის გარეშე
ხვდებიან მთავრობების მიერ ოპოზიციაში მდგომი გაზეთების გაუქმებას ან პრესის
საწინააღმდეგო ყოველგვარი რეპრესიული კანონების შექმნას, რომელთა მეოხებითაც ენას
ჩაუგდებენ ხოლმე პრესას, ხშირად ამუნჯებენ კიდეც ან მონად გადააქცევენ...

პრესის ვალია მთელი ძალღონე მოიკრიფოს და ის პაწაწა თავისუფლება, რომელიც ჯერ


კიდევ შერჩენია, აღარ შეარცხვინოს, ნაწილობრივ დაიპყრას არა მხოლოდ წარმავალი
შეღავათები, არამედ გულწრფელად ლაპარაკის ფორმალური უფლებაც... ნამდვილი პრასა,
რომელიც მათ ამოწმებს და არ აძლევს ფაქტების დამახინჯებისა და სიმართლის
ფალსიფიკაციის ნებას; ეს პრესა არცერთ პარტიას არ ემსახურება და მას არავინ არ

373
წაიკითხავს და არც არავინ დაუჯერებს, სანამ უამრავი საბუთებით არ მოიპოვებს
პატიოსანი, მიუდგომელი და პოლიტიკური ალღოს მფლობელის რეპუტაციას...

XI

დროა ეს მდგომარეობა საბოლოოდ შეწყდეს და ფრანგული პრესა განთავისუფლდეს


ნებაყოფლობითი მონობიდან, რადგანაც საკუთარი მორალური გავლენისა და
მატერიალური კეთილდღეობის ნგრევასთან ერთად, სერიოზულ ზიანს აყენებს თვით
საფრანგეთის ინტერესებსა და მომავალს. დროა, მოიცილოს უღელი ზოგიერთი
პოლიტიკური თუ ფინანსური ინტრიგანისა და პატივმოყვარისა, რომლებიც მას
მოხერხებულად იყენებენ საზოგადოების აზრთა ფალსიფიკაციისათავის... ოთხმოცი
წელიწადია, რაც პრესას ფრანგი ხალხის დასამორჩილებლად იყენებენ. პრესა მიეჩვია ამ
ხალხს უკარნახოს თავისი აზრები, მიდრეკილებანი, ნება-სურვილი და ლოზუნგები.
პრესამ გამოიყენა ყველა თავისი ხლართები, რომლის დახმარებითაც საზოგადოებას
ხანდახან თავის თვალსაზრისს შთააგონებდა ხოლმე, ან თავს ახვევდა. დღეს, როდესაც
საზოგადოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მან თავი დააღწია ამ ხლართებსა და ამ როლსაც
გამოემშვიდობა... ამ აუცილებელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პრესას მხოლოდ
ერთი გზა დარჩენია – უარი თქვას ყოველგვარ პატარ-პატარა პოლიტიკურ ხრიკებზე,
დაივიწყოს მთელი თავისი ინტრიგები და ცილისწამებანი, თავიდან მოიშოროს
არაკეთილსინდისიერება და პრეტენზიები, ერთი სიტყვით, აღარ იფიქროს, რომ მისი
ამოცანაა საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის «მართვა». ეს ამოცანა აშკარად აღემატება
მის ძალებსა და მის დანიშნულებას... ბროშურად დაიბეჭდა პარიზში ფრანგულ ენაზე 1875
წელს. ფრანგულმა გაზეთმა «ფრანსემ», რომლის რედაქტორი იყო ცნობილი პუბლიცისტი
ემილ ჟირარდენი, 1875 წ. 30 აგვისტოს ნომერში გადაბეჭდა ამ ბროშურის დიდი ნაწილი.

სალამი

374
ჩემო მკითხველო, ჩემო ძველო და ძვირფასო მეგობარო, ძლივს არ მეღირსა შენთან
ხელახლავ შეყრა, შენთან საუბრის გამართვა და მუსაიფი! ერთი დრო იყო, როცა ჩვენ
ერთმანეთს ვიცნობდით,როცა ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, როცა ჩვენ ხშირად, თითქმის
შეუწყვეტლად ვმუსაიფობდით. ის დრო დიდი ხანია რაც გაქრა. ორ წელიწადზე მეტია
აგერ, რაც ჩვენ ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. რომ იცოდე, რა დაუბოლოებელ
საუკუნედ მიმაჩნდა თითოეული დღე ამ ორი წლისა!..

ეხლა, როცა ჩვენი უძრახობა თავდება, როცა ჩვენ ხელ-ახლა საუბარს ვმართავთ, ისევ
უწინდლურად ვიცნობთ ერთმანეთს, თუ არა, ისევ გვიყვარს ერთი მეორე, თუ ჩვენ შორის
ის ძაფები დაწყდნენ, რომელნიც უწინ ჩვენს გულებს აერთიანებდნენ? ისევ უწინდლური
ჩემი კეთილი და ძვირფასი მკითხველი ხარ შენ, თუ სხვა, გარეშე პირი, რომელიც არც მე
მიცნობს, არც ჩემს აზრებს ეთანხმება, არც ჩემი გულის წადილი სწამს? ვინ იცის, ვინ
ამიხსნის ამას? ბევრი რამეა ქვეყანაზე ძნელი და მოუთმენელი; მაგრამ ყველაზე უძნელესი,
ჩემო მკითხველო, დამიჯერე, ის არის, როცა კაცს სათქმელი აქვს, და თქმა კი არ შეუძლია.
როცა ის ხედავს, რომ მისი საყვარელი პირი შემცდარი ან უნუგეშოა, როცა იმას ჰგონია,
რომ თავისი სიტყვით იმას ცოტათი მაინც შეუძლია ან შეცდომის გამოსწორება, ან იმედისა
და ნუგეშის მოგვრა, და როცა, ამასთანავე, ის იძულებულია გაჩუმდეს, გულ-ხელი
დაიკრიფოს და სხვების მოქმედებას შორიდან ხმა ამოუღებლად უყუროს... მას აქეთ, რაც
მე ჩემს თავს ვიცნობ, მე ერთი წადილის მეტი არა მქონია, ერთი ღმერთის გარდა
სხვისთვის თაყვანი არ მიცია... მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავად
თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა. მე შენ მიყვარდი როგორც ჩემი
ქვეყნის კაცი, ჩემი თანამემამულე და ძმა, როგორც ისეთი პირი, რომლის ბედი და
უბედობა, რომლის ავი და კარგი ჩემი პირადი ბედი და უბედობა, ჩემი საკუთარი ავი და
კარგი მეგონა. მე დამივლია მთელი ევროპა, და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც
საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც
კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, არასოდეს, არცერთი წამის
განმავლობაში, არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული, არ შეუცდენივარ და არ
მიუზიდივარ, თუმც ახალგაზრდა კაცის გულზე გვარიანი გავლენა აქვს იქაური დიდი

375
სახელის და დიდი გავლენის იმედს... იმის მაგიერ, რომ იქაურს ცხოვრებას მივებირე და
სხვებსავით დამევიწყა ჩვენი ერთი ნამცეცა ქვეყანა, ჩვენი ყველასგან უცნობი ხალხი, მე
ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ სადმე, როგორმე, სადაც-კი ყოფილიყო შენთვის
ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა. მე იმ პირებს არ ვეკუთვნი, რომელნიც
ფიქრობენ, რომ შენთვის სარგებლობის მოტანა მარტო შენს საკუთარ ენაზე შეიძლება,
მარტო შენს საკუთარ სახლში, შენთან ჯდომით და ლაპარაკით, როგორც ოდესმე
ფარისევლები ამტკიცებდნენ, ვითომც ღმერთი მარტო იმ ლოცვას მიიღებს, რომელიც
იერუსალიმის ტაძარში ებრაულ ენაზე წარმოითქმის, და როგორც მაშინ მაცხოვარმა
განმარტა, რომ ლოცვა ყოველგან მიიღების, სადაც კი წრფელი გულით გამოითქმის,
სამარიაში იყოს გინდ იუდეაში, ებრაულ ენაზე იყოს, გინდ ქალდეურზე, მეც ისე მიმაჩნია,
რომ ქართულ ენაზე გემსახუროს შენ კაცმა, გინდ თათრულზე, ოღონდ კი შენი უფლებები
დაიცვას, შენი მდგომარეობა გააუმჯობესოს, შენი ძალა აღადგინოს და შენს მტერს მეხი
დასცეს, – სულ ერთია. ამ აზრით, მე სხვაგან და ჩვენში, მწერალი და გაჩუმებული, ნიადაგ
შენი ერთგული, შენი მსახური ვიყავი...

რას ველოდი, ვითომ, მე შენგან, ჩემო ძვირფასო მეგობარო? განა შენ ჩემი გაკეთება
შეგეძლო, ან ამაღლება, ან დაჯილდოება, ან გამდიდრება?... ერთს კი ველოდი მე შენგან,
და ეს ლოდინი ფუჭად არ წამსვლია... მე ჩემს სინდისს, ჩემს აზრსა, ჩემს რწმენას
ვემსახურებოდი და ჩემთვის სრულებით საკმაო იყო. მაგრამ ყოველივე სამსახურს და
მსხვერპლს გონიერება სჭირია. როცა მე ყმაწვილი და ახალგაზრდა ვიყავ, მე ყოველთვის მ
წ ა მ დ ა , რომ მოვა დრო, როცა შენ ბლომად გეყოლება ერთგული მსახურები, რომელნიც
შენთვის თავს დადებენ, ოღონდ კი შენი ბედი და მდგომარეობა გააუმჯობესონ. მე
ვხედავდი, რომ ამ ჟამად ერთობ მცირედი იყო ამგვარი მსახურების რიცხვი, მაგრამ
ვიმედოვნებდი, რომ წლითიწლობით ისინი გამრავლდებიან ახლების შეძენით. მაშინ მე
მიმაჩნდა, რომ ამ მსახურების შეერთებას, მათ თავდადებულს შრომას, მათ შეერთებულ
ღვაწლს ბევრი რამ შეეძლებოდა შენი სამსახურისათვის. მაგრამ წელიწადი წელიწადს
გაჰყვა და თვეები – თვეებს, და ამგვარი ახალი მსახურების მოსვლას მე ვერ მოვესწარი.
სად არიან ისინი? რათ გვტოვებენ მარტოდ, რათ არ ებმიან ჩვენს საზოგადო უღელში, რომ

376
ძალუმად და შეუპოვრად წავადგათ წინ ფეხი?... როცა მე მტერად ავიკიდე მთელი ძველი
თაობა, განა ახლა ომი და ბრძოლა უნდა გამება ამ ახალ თაობასთანაც? ან რისთვის, ან რის
გულისთვის, ვისი სახელით? განა საკადრისი იყო – ან შენი, ან ჩემი, – რომ ჩემი პირადი
სახელის და გავლენის დასაცველად მე ფარ-ხმალი ამომეღო და შემემუსრა ის ყმაწვილ-
კაცები, ვინც, იქნება, შენთვის როდესმე გამოსადეგი შეიქნებოდნენ? ვის გამოადგებოდა ეს
შემუსვრა. ჩემს პიროვნებას გარდა? და ღირდა, ჩემი პიროვნების გულისთვის, ჩემი ნაწყენი
თავმოყვარეობისათვის, იროდის დავმსგავსებოდე, და ყმაწვილი თაობა ამომეჟლიტა? მე
ვიფიქრე, რომ ეს მე არ უნდა მექნა, რადგანაც ერთი კერძო კაცის პიროვნება, ჩემის აზრით,
გზას უნდა უთმობდეს საზოგადო სარგებლობას... მე ჩამოვდექი, ჩემთვის განზე გავდექი
და გზა სხვებს დავულოცე, იმათ, ვინც ასპარეზზე იმ დროშით გამოდიოდნენ,
რომელზედაც შენი სამსახური და შენი აღდგინება ეწერა.

ან რად ვვარგოდი მე შენთვის? მე თუ რამე მნიშვნელობა მქონდა საზოგადოებაში, უწინ


მაინც, მე ის უნდა მქონოდა როგორც შენს მსახურს და წარმომადგენელს. მილიონ
ნახევარი კაცია, ჩემო მკითხველო, ჩვენს ქვეყანაში სწორედ იმისთანა, როგორიც შენ
თვითონ ხარ...

აი, ამ მდგომარეობაში, როგორც წეღან გითხარი, მე განზე გავდქი იმ უღელიდამ,


რომელშიაც უწინ კარგათ თუ ავათ, მაგრამ თავდაუზოგველად, სინდისიანად და
ერთგულად გავები და რომელსაც მაწევინებდა მარტო ერთი სურვილი – შენი
დახმარებისა და აღდგენისა. მაგრამ ეს არც ის განზე გადგომა იყო, რომელსაც შენ
დაგაჩვიეს სხვა შენმა ნაცნობებმა. მე რომ განზე გავდექი,განა ამით ან შენ დაგივიწყე, ან
შენ გგმე, ან შენი მსახურები გავაუპატიურე და დავაუძლურე? არა; კერძოდ, ცალკე, მე ისევ
გემსახურებოდი, რუსულად იყო თუ ქართულად, ეს სულ ერთია ჩემთვის, და მგონი
შენთვისაც... განზე გამდგარს, მე არც ის პირები დამვიწყნია, ვინც შენ გმსახურებდნენ, და,
რითაც კი შემეძლო, მე მათ, წინააღმდეგობის მაგიერ, მხარს ვაძლევდი და შენს სამსახურს
ვუადვილებდი... ეხლა, მე მითხრეს, რომ დროება შეიცვალაო, რომ ძველი რაც იყო იყოო,
ისევ ძმურათ ვიშრომოთო, ისევ ერთს უღელში გავებათო, – და მე დავუბრუნდი ჩვენს

377
საყვარელს «დროებას», რომლისთვისაც, მას ჟამსა შინა მრავალი ღამე გამითევია და
დიდძალი ოფლი დამიღვრია. მე იგივე ვარ, რაც ვიყავი უწინ, და იგივე ყოველთვის
შეუცვლელათ ვიქნები, ჩემო მკითხველო... შენ კი რას ჰფიქრობ? შეგცვალა თუ არა
დროებამ, აგიყარა თუ არა ჩემზე გული? ნუთუ მე ხელახლავ უნდა გაგაცნო ჩემი თავი და
თავიდანვე დავიწყო ჩვენი მეგობრობა? ნუ ინდომებ ამას ჩემგან, ჩემო ძვირფასო, –
წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს შორის უმზრახობა რა ყოფილა, რომ ჩვენ გუშინ გავიყარენით,
მივცეთ ერთმანეთს ხელი და შეუდგეთ საქმეს. შემდეგი დაგვანახებს, ვინ შეიცვალა და ვინ
არა. დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1876 წელს, №25, ხელმოწერით ნ. სკანდელი. უკაჟო
მაჭახელას1

საოცარი ბედი დაჰყოლია ჩვენს მწერლობას: ისე დღე არ გაივლის, რომ ჩვენ, ქართველებს,
ახალი იმედი არ მოგვცეს, მომღიმარი, სულის ჩამდგმელი, წელის გამმართველი.გგვგონია,
აი, გვეშველა, როგორც იქნაო. მაგრამ ისე საღამო არ დადგება, რომ ეს იმედი ხელში არ
გამოგვილაყდეს, და მაცდურ სიზმრად არ გარდაგვექცეს...

ამნაირათვე გამოგვილაყდა ჩვენ ის იმედი, რომელიც უფ. მაჭახელაძის დაპირებამ გულში


ჩაგვინერგა. ათ წელიწადზე მეტია, რაც «დროება» გამოდის. იმას ამ ათი წლის
განმავლობაში ბევრი მომდურავი გასჩენია, ბევრი მტერი, ბევრი მძაგებელი. უეჭველია,
რომ ამათ გარდა, იქნება სადმე, საქართველოს რომელსამე კუნჭულში, «დროებას» ორიოდ-
სამი მეგობარი ან მომადრიელეც უნდა ჰყავდეს. მაგრამ არც მტერს და არც მეგობარს, არც
მძაგებელს და არც მაქებარს, ჯერ-ჯერობით ხმა არ ამოუღია რომ «დროების»
მიმართულება, ღვაწლი, ხასიათი და ნაყოფი კარგად თუ ავად გაესინჯოს, გაეზომოს,
დაეფასოს ან განემარტებინოს. ზოგი ერთს მცირე სტატიას აიხირებდა, და იმის
გულისთვის მთელს რედაქციას, ყველა მის თანამშრომლებს და სრულს მის შრომას უარს
უყოფდა ან აძაგებდა. სხვას – მეორე რომელიმე სტატია მოეწონებოდა და ამის გულისთვის
მთელი «დროება» ზეცამდე აჰყავდა. არავის კი აზრშიაც არ მოსვლია ერთიანად, სრულად,
საზოგადოდ ამ გაზეთის საზოგადო მიმართულება და სრული ღვაწლი ერთბაშად და

378
ხეირიანად გაესინჯა. მე, როგორც ბევრს სხვას, იმედი მომეცა, რომ ამგვარს დაფასებას და
უფ.მაჭახელაძე – რომლის ზოგიერთმა სტატიებმა ბევრს ჩვენში იმედი ჩაუდგა, რომ ჩვენს
მწერლობას ერთი ახალი ნიჭიერი მწერალი მოემატაო, – გულდამჯდარად და გონიერად
გასინჯავდა «დროებას», მის მწერლებს, მათ შრომას და მიმართულებას. კარგად ვიცოდი,
რომ ამ გასინჯვის შედეგი კომპლიმენტების გამოთქმა არ იქნებოდა, მაგრამ რაგინდ
სასტიკი ყოფილიყო მისი კრიტიკა და მისი მსჯელობა, მაინც დაინახავდა ჩვენი
საზოგადოება, რომ ამ გაზეთს რომლის ცალ-ცალკე თაბახები ასე მალე ივიწყება და
იკარგება, ერთი სული, ერთი გვამი და ერთი პირისახე ჰქონია, თუ ნიადაგ არა,
ხანგრძლივად ხომ მაინც...

-----------------------

1. ალექსანდრე ჭყონია – პუბლიცისტი, მთარგმნელი.

II

ჯერ ერთი ეს, რომ ვინ მე და ვინ «დროება»? მართალია, მე ხშირად მიწერია «დროებაში»,
მაგრამ ყველამ იცის, და ვინც არ იცის, იმას «დროების» რედაქცია დაარწმუნებს, რომ მე
არასოდეს არ მქონია ხელში ამ გაზეთის რედაქტორობა. მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ,
როცა უფ. ს. მესხი თბილისში არ ყოფილა, მე შემიდგენია რამოდენიმე ნუმერი ამ
გაზეთისა. ჩემს საკუთარს მიმართულებას, ჩემს აზრებს «დროების» რედაქციაში არასოდეს
არ ჰქონია რედაქტორული ან შესამჩნევი გავლენა. ამნაირი გავლენა გაზეთში ჰქონდა, აქვს
და ექნება მარტო უფ. ს. მესხს. მე «დროებას» ყოველთვის ვკითხულობდი და ვკითხულობ
ისე, როგორც თვით უფ. მაჭახელაძეც, ესე იგი გაზეთის დაბეჭდვის შემდეგ. მაშასადამე,
ყოველ სინდისიანი მსაჯულის თვალში მე პასუხისმგებელი ვარმარტო იმ სტატიებისა,
რომელთ ქვეშ ჩემი სახელი ან ფსევდონიმი აწერია... ვისაც ცოტაოდნათ უდევნებია თვალი
ჩვენი მწერლობისათვის, იმან კარგად იცის, რომ ძლიერ ბევრს აზრებში «დროების»
რედაქცია მე არ მეთანხმება, და მე «დროებას» არ ვეთანხმები. ვისაც ეს არ ესმის, იმას,
ალბათ, ორიოდ-სამი სტატიის მეტი არა წაუკითხავს რა, არც ჩემი ნაწერისა, არც

379
«დროებისა». ეხლა ვიკითხავ, გონიერებაა ამგვარი ორიოდ-სამი სტატიის წაკითხვის
შემდეგ მწერალზე და გაზეთზე აზრის შედგენა და მსჯელობის გამოთქმა? ეს, მკითხველო,
თქვენ განსაჯეთ.

«დროებაში», ამ ათი წლის განმავლობაში, მიიღებდენ მონაწილეობას იმისთანა მწერლები,


როგორც აკ. წერეთელი, გ. წერეთელი, დ. მიქელაძე, ს. მესხი, – იშვიათი თანამშრომლები
რომ არ მოვიხსენიოთ. ნუ თუ ამდენი და ამისთანა მწერლების შრომას, ათი წლის
განმავლობაში, ასე უნაყოფოდ და უმნიშვნელოდ ჩაუვლია, რომ ერთი სიტყვითაც არ
უნდა მოხსენებულიყო მათი ღვაწლი და ნაწერი იმ სტატიაში, რომელიც «დროებაზე» სჯის
გამოთქმას აპირებდა? ნუ თუ ხეირიან კრიტიკოსს არ უნდა დაენახა, რომ თითოეულ ამ
მწერლებთაგანს თავისი საკუთარი კილო, თავისი საკუთარი ფერი და მიმართულება აქვთ,
ისე, რომ არც ერთი მათგანი ჩემი სიტყვების გამმეორებელი და ჩემი მიმართულების
გამავრცელებელი არ არის? გვიჩვენებს ეს გარემოება კრიტიკოსის გამჭრიახობას და მის
საფუძვლიანობას? ეს ღმერთმა იცის...

III

რასაკვირველია, რომ ამგვარი საფუძვლიანი დამზადებით კრიტიკოსს ხელი უნდა


მიეწოდნა არა ჩემი ნაწერებისთვის, არა «დროების» კოლექციისათვის, არამედ იმ
იარაღისათვის, რომლითაც ამდენს ხანს ჩვენ გვებრძვიან ის პირები, რომელთაც არც
მიმართულების გაგება შეუძლიათ, არც ნაწერის დაფასება, არც აზრების გაგება და
დარღვევა. ჩვენი ახალგაზრდა კრიტიკოსიც მივარდნია ჩვენს, ან უკეთ ვთქვათ, ჩემს
პირად ცხოვრებას.

«მხოლოდ შორიდან რომ უყურებდი, მაშინ მჯეროდა ეს (კეთილი) სიტყვები, – სწერს ის.
მის მწერლობის მ ო ქ მ ე დ ე ბ ა ს რომ დავაკვირდი, ცოტა უფრო ახლოს რომ შევხედე,
მაშინ კი წინაარმდეგი ვსცანი». დიდად ვსწუხვარ, რომ უფ. მაჭახელაძეს ამ სტრიქონების
დაწერის დროს ან ვერ გაუგია მათი მნიშვნელობა, ანდა მკითხველების შეცდენა არ
დაზარებია. საქმე იმაშია, რომ ყველა ჩვენ ცილისმწამებლებს, რომელთაც ძალა არა აქვთ

380
ჩვენი აზრები დაარღვიონ და ჩვენ მიმართულებას რამე დააკლონ, ნიადაგ იმას იმეორებენ:
«ესენი, მართალია, კარგათ სწერენ, მაგრამ რომ იცოდეთ რა კაცები არიან, ზიზღი
მოგივათო!» თუ ამისი გამოთქმა სურდა, ის მაინც უნდა დაემატებია, სიმართლის
გულისთვის, რომ იმას ახლოს ჩვენ არასოდეს არ უნახივართ, რომ ის ჩვენ სწორედ
იმოდენად გვიცნობს, როგორც თითოეული ჩვენი მკითხველი, ესე იგი ჩვენი ნაწერებით,
და არა პირადად. პირადად ხომ ჩვენ არც კი გვინახავს ერთმანეთი...

IV

უფ. მაჭახელაძე სწერს შემდეგ.

«ამათ («დროების» სულის-ჩამდგმელების) შორის ყველა იცნობს იმ კაცს, რომელიც თავის


თაობას სახელს აძლევს, რომელიც დღეს დააყენებს ვინმეს თავის დროშის ქვეშ და ხვალ
გააგდებს. ყველა იცნობს ამ «დიქტატორს», მაგრამ ვინ იცის რა არის მისი თვისება,
რომელიც მას სხვის თავში აყენებს?» პირველად არ არის, რომ მე ეს სიტყვა მესმის –
დიქტატორია ნიკოლაძეო. მკითხველს იქნება ეს სიტყვა საშინელ დანაშაულად მიაჩნდეს,
კაცის კვლად ან ღვთის გმობათ. ამისთვის ავხსნი ამ სიტყვის მნიშვნელობას. დიქტატორს
იმ კაცს უძახიან, რომელსაც რომელიმე საზოგადოება ან ქვეყანა განუსაზღვრელ უფლებას
აძლევს დროებით ან სანიადაგოთ: გვმართე, გვიბრძანე, გზა გვიჩვენე და ჩვენ შენს სიტყვას
ხმა ამოუღებლად, უწინააღმდეგოთ ავასრულებთო. მოხდება ხოლმე, რომ კაცი, რომელსაც
კარგი და ძლიერი ჯარი ჰყავს, და რომელსაც ეს ჯარი სრულიად უჯერის, ძალად ხდება
რომელიმე ხალხის დიქტატორად. ნაპოლეონ პირველი ერთ ხანს დიქტატორობის იყო,
გამბეტაც, გარიბალდიც. თვითონ დიქტატორობა არც ცუდია, არც კარგია თავისთავად.
მისი სიავე ან სიკარგე გარემოებებზე ჰკიდია, კაცზე, საქმეზე, და არა მარტო
დიქტატორობაზე. ფრანკლინიც დიქტატორი იყო, მაგრამ მის დიქტატორობას მისი
ქვეყნისთვის ავის მაგიერ ბევრი კარგი უქნია. მაგრამ მე აქ სრულიადაც არ მინდა
დავამტკიცო დიქტატორის სიკარგე ზოგიერთ შემთხვევებში და გარემოებებში. მე მარტო
ის მინდა შევნიშნო, ვინ მომცა როდესმე დიქტატორობა, ვინ რა დამიჯერა, ან ვინ შემამჩნია
დიქტატორობის სურვილი? ნუ თუ კრიტიკოსმა ბრიყვულად უნდა გაიმეოროს,

381
გამოუკვლევლად სულელური სიტყვები, წარმოთქმულნი ორიოდ მახინჯისაგან? მას
აქეთია რაც ქვეყანა დაარსებულა და მანამდე, სანამ ქვეყანა არ მოიშლება, ყოველთვის
ყოფილა, არის და იქნება, რომ ჭკუას და სიმარჯვეს გავლენა აქვს იმათზე, ვისაც ნაკლებად
აქვთ ეს საუნჯენი. ათასი რომ იხტუნოთ, ამ ბუნების კანონს თქვენ ვერ მოსპობთ, როგორც
იმ კანონს ვერ მოსპობთ, რომ დედა-მიწას მზე მიიზიდავს და მცირედ ბუნდღას – დიდი
საგანი. მაგრამ ეს მიბრძანეთ, როდის ვთქვი მე, უსათუოდ ჩემ ჭკუაზე უნდა იაროთ-თქო,
როდის მოვინდომე ამგვარი დიქტატორობის ხელში ჩაგდება, ან რათ მინდოდა? ყოველი
პატიოსანი კაცის მოვალეობაა ეცადოს გავლენა შეუძინოს და განახორციელოს ცხოვრებაში
თავისი აზრი და მიმართულება. გლახაკი და უსუსურია ის, ვინც არ ეძებს თავის აზრების
გამარჯვებას და გაძლიერებას. მაგრამ ის მიბრძანეთ, როდის და ვის მოვთხოვე ჩემს
ჭკუაზე სიარული, ვის დავატანე ძალა ჩემს ამხანაგებში ან მოძმეებში? უამისოდ განა
დიქტატორობა იქნება? დიქტატორობა რომ მსურვებოდა, განა ვისმე ნებას მივცემდი, რომ
«დროებაში» ერთი სტრიქონი დაბეჭდილიყო ისეთი, რომელსაც მე არ ვეთანხმებოდი?
«დიქტატორი» განა სხვის რაზმში ჩადგება როდესმე, ან სხვის მიმართულებას
დაემორჩილება? რათ ავიტანდი მაშინ მე იმ მდგომარეობას, რომ «დროებაში» ან
«თифлиჳჳкий ვеჳтник»-ში ხშირად იმისთანა აზრებს ავრცელებენ ამ გაზეთების
რედაქტორები და თანამშრომლები, რომელთაც მე სრულიათაც არ ვეთანხმები?... სიცილის
ღირსია ის სამდურავი, რომელიც მე ჩვენი ახალგაზრდებისაგან მესმის. როცა მე ვშრომობ
და ვწერ, ყველა გულხელდაკრეფილია, ყველა იმას ყვირის: «ნიკოლაძე დიქტატორია,
თავის მეტი ქვეყანაზე არავინ უყვარს, თავის მეტს ქვეყანაზე ადგილს არავის აძლევსო!»
არის, ამაზე, ერთი უშველებელი ლანძღვა და თრევა. მობრძანდით, ბატონებო, იშრომეთ,
იმოქმედეთ, ქვეყანა დიდია, შრომის ველი ვრცელია, ადგილი და საქმე ყველას გვეყოფა.
მაგრამ არა. ყველა იმას ყვირის, ნიკოლაძე დიქტატორიაო. მაგრამ როცა მოხდება, რომ ეს
დიქტატორი რომელიმე მიზეზის გამო თავის ასპარეზს და მოქმედებას სტოვებს, მაშინ
ერთბაშად სხვანაირი ლანძღვა და ღაღადი ისმის: «ნიკოლაძე მოღალატეა, ამისთანა
საჭირო საქმე მიატოვა, ნიკოლაძე მხდალია, საქმეს გაექცა! ნიკოლაძეს საქმის სიმტკიცე
არა აქვს!» და სხვა და სხვ. და სხვ. თუ მე მართლა დიქტატორი ვარ, თქვენ კი არ უნდა

382
მლანძღავდეთ საქმის მიტოვებისათვის, უნდა გახარებული იყოთ და უნდა
მემადლიერებოდეთ, რომ ქვეყანა ჩემისთანა დიქტატორისგან განვათავისუფლე. თუ ჩემი
შრომა საქმეს აკლდება და საქმისთვის გამოსადეგია, დიქტატორი ვიყო მე, გინდ უბრალო
გულ-ლბილი მშრომელი, თქვენ უნდა გიხაროდეთ, როცა ვშრომობ, და არ უნდა
მდევნიდეთ შრომისათვის. ყოველს შემთხვევაში ერთს გზას მაინც უნდა დაადგეთ, ან
იმისთვის უნდა მკიცხავდეთ, რომ ვშრომობ, ან იმისთვის, რომ არ ვშრომობ. ორივე
შემთხვევაში გაკიცხვა კი, უეჭველია, თქვენს საკუთარს გონების დაუდგრომლობას
გვაჩვენებს, და სხვას კი არაფერს.

უფ. მაჭახელაძეს, როგორც თვითონ ის სწერს, ვერ გაუგია ის ნაწილი ჩემი «სალამისა»,
სადაც მე ამ გარემოებაზე განგებ ნისლიანად ვსწერდი. მაშ აუხსნი. საქმე იმაში იყო რომ
ზოგიერთ ყმაწვილებს, რომლების აზრს «დროების» რედაქცია (და არა მე) ერთობ
აფასებდა, არ მოსწონდათ ჩემი თანამშრომლობა «დროებაში».

რისთვის არ მოსწონდათ, რით, ეს ღმერთმა და იმათმა სინდისმა იცოდეს. საქმე ისე


წავიდა, რომ ან მე უნდა დავჩენილიყავი «დროებაში», – და მაშინ «დროება» მათს
სიმპატიას დაჰკარგავდა, ან ისინი და მათთვის ჩემი თანამშრომლობა სათაკილო იყო.
დიქტატორი, რასაკვირველია, იტყოდა: ფეხებზე მკიდია ის ყმაწვილებიო, და ძალით
დარჩებოდა. მე კი ვარჩიე თავის დანებება და განზე გადგომა. ეს არის განა დიქტატორობა?
– რათ დატოვეო? მკითხავს უფ. მაჭახელაძე; თუ შენ შენი ქვეყნის სამსახური გინდოდა, შენ
მოვალე იყავიო შენს ადგილზე დარჩენისაო. მართალია, მაგრამ მე არა მგონია, რომ ერთს
კაცს, რაგინდ კარგი და ჩინებული იყოს ის, მსხვერპლად უნდა მიეცეს მთელი
ახალგაზრდობა, ან მისი უკეთესი წარმომადგენლები. მე დიდი იმედი არა მაქვს ჩვენი
მამულის მომავლისა, მაგრამ ის კი მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი მდგომარეობა, ჩვენმა
ახალგაზრდობის მტკიცე შეერთებულმა შრომამ უნდა გაამჯობინოს... ამ შეერთებული
შრომის სიმტკიცისთვის საჭიროა, რომ შიგ შინაგანი უთანხმოება და განხეთქილება არ
არსებობდეს. იყო დრო, როცა მე მეგონა, რომ ჩვენს ახალგაზრდობაში შესაძლებელი იყო ამ
დროითვე ამგვარი შეერთების დაფუძნება. ამ იმედით დავიწყე მე შრომა ჩემს

383
მწერლობაში, ამ იმედით ვსდევნიდი მე ყველაფერს, რაც ამ შეერთებულს შრომას
შემდეგში, ჩემის აზრით, გზაზე მოწინააღმდეგედ უნდა დახვედროდა. მაგრამ ეს შეერთება
კი მაინც ვერ მოხერხდა. ყველანი იმას მიყვიროდა მაშინ, რომ ამ შეუერთებლობის მიზეზი
შენი დიქტატორობააო. აი, ამ მიზეზით მივატოვე მე ჩვენს მწერლობაში შრომა, და ვთქვი:
– ბატონებო, რადგანაც ჩემი პიროვნება ამისთანა ჩინებულს საქმეს უშლის და აბრკოლებს,
მე ჩემი თავი ფეშკაშად მომირთმევია, განზე გაუდგები და სიტყვას გაძლევთ თქვენ
წინააღმდეგად ჩემ დღეში არ შევიქნე, ოღონდ კი შეერთდით და რამე გაარიგეთთქო.
როგორ ჰგონია უფ. მაჭახელაძეს, ასე მოიქცეოდა დიქტატორი, ან ცუდი მოქცევა იყო ეს
ჩემი მხრით?

გავიდა ორი წელიწადი, მე ჩემთვის ვიყავი, არაფერში არ ვერეოდი და მარტო-ხელად


ვშრომობდი ხან შინ და ხან გარეთ, ხან სულ არაფერს არ ვშვრებოდი. შედგა მაშინ ის
«შეერთება», რომლის დაუარსებლობას ყველანი მე მაბრალებდა? გარიგდა რამე? წავიდა
წინ ჩვენი მწერლობა და გაძლიერდა მისი გავლენა?

იმ პირებმა, რომელნიც ჩემს პიროვნებას აბრალებდნენ უწინ «შეერთებული შრომის»


დაუარსებლობას, მითხრეს, რომ სჯობს ხელახლავ და უწინდლურად ერთად მივსდგეთ
საქმესო, რაც იყო, იყოო, და მე ხელახლავ უღელში გავები. ეს იყო გამოთქმული ჩემს
«სალამში», ასე გაიგო «სალამი» ყველამ, ვინც ცოტაოდნად მაინც იცნობდა ჩვენი
მწერლობის გარემოებას. თუ ეს უფ. მაჭახელაძეს ვერ გაუგია, ეს იმას ნიშნავს მარტო, რომ
ის ბრძნულად სჯის იმისთანა საგანზე, რომელსაც ერთობ ცოტად და ერთობ შორიდან
იცნობს, თუმც კი ამბობს «ახლოდამ» გავიცანიო.

« – რამ დაუმსახურა მას (ნიკოლაძეს) დიქტატორობაო, – კითხულობს უფ. მაჭახელაძე, რა


არის მისი თვისება, რომელიც მას სხვების თავში აყენებსო?»... ჩემს მწერლობაში მე ვის არ
შევტაკებივარ? ჰკითხეთ, აბა, უფ. მოსე ქიქოძეს, ანტონ ფურცელაძეს, გ. იოსელიანს,
სიტოვსკის, სტეპურას, კოკორევს, კატკოვს და ასიოდე სხვებს, მქონდა მე მათთან რაიმე

384
პირადობა, სანამ მე იმათ მწერლობაში შევეტაკებოდი? ბესარიონ ღოღობერიძე რომ
მაგალითად მოჰყავს უფ. მაჭახელაძეს, განა მე და იმას გასაყოფი რამე გვქონდა, ან ერთს
ალაგს ვეძებდით მე და ის, ან ერთ ქალს ვყვარობდით, ან ერთ ოთახში ვერ მოვთავსდით?
არა. მე შევეტაკე იმას, აგრეთვე, როგორც ყველა სხვებს, მარტო იმისთვის, რომ არ
მომწონდა ან მისი აზრი, ან მისი მოქმედება ს ა ზ ო გ ა დ ო ს ა ქ მ ე ე ბ შ ი . ამას
პირადობას მარტო უმეცრები უძახიან... ნუ თუ კრიტიკოსს ამაების ახსნა სჭირია? ნუ თუ
იმან თვითონ არ უნდა იცოდეს, რომ მწერლობაში პირადობა მარტო იმას ჰქვიან, როცა
მწერლური სჯის გამოთქმის მ ი ზ ე ზ ი , მიზანი და საფუძველი პირად
ანგარიშებში და პირად მტრობაში მდგომარეობს?... მაშ, ვკითხულობ, რა
საფუძვლით დაუწერია უფ. მაჭახელაძეს, ვითომ მე მარტო მაშინ შემიძლიან ბრძოლა,
როცა პირადი მოწინააღმდეგე აღმოჩნდება?

რამოდენად საფუძვლიანია ეს სჯა, ამას ჩვენ მეორე მოაზრებაც გვიჩვენებს. თუ ბიჭია და


მიმითითოს უფ. მაჭახელაძემ ვინ გამობრძანდა ჩემს მოწინააღმდეგედ და ვის შევები მე
ბრძოლაში ისე, რომ ის ბრძოლა პირველად ჩემგან არ ყოფილიყოს დაწყებული და მე
თვითონ ან შევტაკებოდე პირველად სხვას, და არა სხვა – მე. ორი მაგალითი მახსოვს
ამგვარი, მარტო ორი: ერთი უფ. ილია ჭავჭავაძის, რომელიც ყველამ იცის რამ აალაპარაკა,
და მეორე თვით უფ. მაჭახელაძის. მაგიერად წინააღმდეგ მაგალითებს მე ასობით
ჩამოვთვლი, თუ გნებავთ. ნუ თუ გონიერი მსაჯულის თვალში ეს იმას უნდა ნიშნავდეს,
ვითომ მე მარტო პირადი მოწინააღმდეგის შოვნა მიწვევს ბრძოლაში?

VI

ერთი მაგალითი კიდევ მოჰყავს უფ. მაჭახელაძეს: რატომ ნიკოლაძე ბრძოლაში არ შეება იმ
ბროშურის დამწერს, რომელმაც 1872-ში საქართველოს მომავალზე ცუდი სჯა გამოთქვაო.
ერთი ეს, რომ ჩემთვის არა კაცს არ მიუთვისებია ლიტერატურული გლადიატორობის
როლი... მეორეც ეს, რომ 1872 წლის განმავლობაში მე ორი სტატიის მეტი არც კი
დამიბეჭდია «დროებაში». მაგრამ ეს კიდევ არაფერია. უმთავრესი გარემოება და მიზეზი აი
რაში მდგომარეობდა. ამ კითხვაზე ჩემი აზრი არ ეთანხმება «დროების» რედაქციის აზრს

385
და საზოგადოდ იმისთანა ჩვენი ახალგაზრდების აზრს, როგორც თვით უფ. მაჭახელაძეა.
მე რომ გულწრფელად ჩემი აზრი გამოვთქვა ამ საგანზე, მგონია, რომ «დროების»
მიმართულებას ეს უფრო მეტს ზიანს მოუტანს, ვინემ ის ბროშურა, რომელიც
დამახსოვრებია უფ. მაჭახელაძეს. ამის გამო მე არ მსურს ამ საგანზე სჯის გამოთქმა, არ
მსურს იმიტომ, მარტო, რომ ამით დახმარება მიეცემა ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგეებს და
ძალა მოაკლდებათ ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს... მაგრამ ვერაფერი ძალა ქვეყანაზე
ვერ გამომათქმევინებს მე ისეთს აზრს, რომელიც ჩემს გულში და გონებაში მკვიდრად არ
არის დამყარებული. ამ მიზეზით მე ამ მწველ საგანზე სრულებით არაფერი არ ვთქვი: არც
ტყუილის თქმა ვისურვე, არც სიმართლის თქმით მოვინდომე ჩემი მოძმეების
გულწრფელი აზრის დამცირება...

VII

უფრო ნათლათ გამოვთქვამ იმ მდგომარეობას, რომელშიაც მწერალი ხანდახან საჭიროდ


არ სთვლის თავისი აზრის გამოთქმას. აი, მაგალითად, თუნდა ის კითხვა ავიღოთ: სად
უნდა შრომობდეს ჩვენებური ახალგაზრდა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უყვარს.

ამ კითხვაზე «დროებას» ხშირად გამოუთქვამს თავისი აზრი, აკ. წერეთელს – თავისი, უფ.
მაჭახელაძესაც – და უფ. პეტრიაშვილსაც. მე არ მინდოდა ამ საგანზე რამე დამეწერა,
ამიტომ რომ ნამდვილ და საჭირო კითხვად ეს საგანი არც კი მიმაჩნია. მაგრამ
ეხლა,სამაგალითოდ, გამოვთქვამ ჩემს შეხედულებას, რადგანაც უფ. მაჭახელაძეს ამ
შემთხვევაში ჩემზე სჯის შედგენა ნდომებია. ჩემი აზრით, მთელი ჩვენი ახალგაზრდობა
და მთელი ჩვენი ქართველობა ორ ნაწილად გაიყოფა. უმრავლესობას მარტო ერთი მიზანი
და მიდრეკილება აქვს: თავისი კერძო ცხოვრების, თავისი კერძო სარგებლობის დაცვა და
ძიება. «ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო», ეს არის ამ უმრავლესობის სახარება.
მეორე ნაწილი, ერთი იოტის ტოლა, იმისთანა პირებისაგან შედგება, რომელთაც საკუთარ
სარგებლობაზე უმალ საზოგადო სიკეთე და მამულის სიყვარული მიუძღვისთ. ჩემი
აზრით, სადაც უნდა ცხოვრობდეს უმრავლესობის წევრები – სულ ერთი: ქვეყანას და
საზოგადოებას იმათგან არავითარი ხეირი არ მოელის, გინდ შორაპანში იცხოვრონ, გინდ

386
პარიჟში. ყველგან და ყოველთვის ესენი მუქთი მჭამლები და უხეირო წევრები იქნებიან
თავიანთი ქვეყნისათვის. სწორედ ამნაირადვე, სადაც უნდა იცხოვროს ან იმოქმედოს
მამულის მოყვარე პირმა, ჩემის აზრით, ყოველგან ის სასარგებლო იქნება თავის
ქვეყნისათვის, თუ კი, სურვილის გარდა, იმისთვის ბუნებას ნიჭი, ცოდნა და ძალა
მიუნიჭებია. რითიმე, როგორმე ყოველგან მოუტანს ის ხეირს თავის ქვეყანას, აქ იყოს,
გინდ სტამბოლს, გინდ მადრიდს. სიბრიყვეა, ერთი რომელიმე ურუგო და უნიჭო კაცი
თბილისის მოედანზე უსარგებლოთ დაეთრეოდეს. და თან ვინმე მშრომელს და ხეირიანს
პირს, რომელიც პარიჟის ბიბლიოთეკაში შრომობს, მამულის უსიყვარულობას
აბრალებდეს, მ ა რ ტ ო ი მ ი ს თ ვ ი ს, რომ საქართველოში ჩემსავით უსარგებლოდ რატომ
არ დაღოღიალობსო. სადაც გინდათ იშრომეთ, სადაც გსურდეთ ისწავლეთ, რაც გინდა
ჰქენით, ოღონდ კი თქვენი მამული გიყვარდეთ, ოღონდ კი მის სასარგებლოდ იშრომეთ,
ოღონდ კი მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მისი სახელის გადიდებაზე, მისი
კეთილდღეობის მოახლოვებაზე იმეცადინეთ. ეცადეთ გონიერნი, სწავლულნი, ძლიერნი,
პატიოსანნი გამოხვიდეთ, და მარტო ამითაც შეგიძლიათ საქართველოსათვის ხეირის
მოტანა, მარტო იმით, რომ სხვებს გაგება მაინც ექნებათ, რომ საქართველო სადმე
არსებობს, რომ მასში კაცები ცხოვრობენ, და არა ველური მხეცები, როგორც ეხლა მთელს
ევროპას ჰგონია. მართალია, ჩვენის ქვეყნისთვის ის უფრო ემჯობინება, რომ მისი
ჩინებულად ნასწავლნი და დახელოვნებულნი შვილები მასშივე შრომობდნენ, დანარჩენ
მის შვილებს პირდაპირ ეხმარებოდნენ, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, მე ოცდაათს შინაურს
უმეცარს ერთი «გასული» ნასწავლი მირჩევნია. სხვა რომ არ იყოს რა, ჩვენებური კაცი,
რუსეთში პროფესორად გამხდარი, ერთს ჩვენებურს სტუდენტს ხელს მაინც გაუწყობს,
ერთს ჩვენს ყმაწვილს მაინც დაიფარავს და შემწეობას მისცემს თავის გავლენით... ეს
გახლავთ ჩემი აზრი ამ საგანზე. როგორ ჰგონია უფ. მაჭახელაძეს, დიქტატორი რომ ვიყო,
დავაბეჭდვინებდი, ამის შემდეგ, «დროებაში» იმ ალაგს მისი პირველი სტატიისას, სადაც
ის წინააღმდეგ აზრებს ავრცელებდა? ხომ არა? მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ როგორიც
უნდა იყოს ჩვენი აზრი, წინააღმდეგ გულწრფელს აზრის გამოთქმა არ უნდა
აღვუკრძალოთ, თუნდა იმისთვის, რომ მართალი აზრი თავისას ბოლოს მაინც გაიტანს...

387
VIII

უფრო შესამჩნეველ და მძიმე შეცდომას გამოთქვამს უფ. მაჭახელაძე, როცა ის ჩემი


«სალამის» ერთი აზრის წინააღმდეგ სწერს, ვითომ ჩემი ქვეყნისთვის მარტო ქართულ
ენაზე მწერლობით შეუძლიან კაცს მოუტანოს სარგებლობაო. ეს კითხვა, ჩემის აზრით,
ერთობ შესანიშნავია, და ამიტომ საჭიროა, რომ ორიოდე სიტყვა ამაზედაც ვთქვა. ჩვენი
ქვეყნის ბედი რუსეთთან არის შეერთებული, გარემოებამ ასე მოიტანა... ჩვენი ხალხი
ცხოვრობს რუსეთის კანონის ქვეშ, რუსეთის მმართველობის განკარგულების ქვეშ მგონია,
ეს უეჭველია. მე როდი ვსჯი, იმას ვამბობ, რაც არის... ვინ სწერს და სცემს კანონებს,
რომლითაც უნდა იმართებოდეს ჩვენი ქვეყანა? ვინ ირჩევს იმ პირებს, რომელნიც ამ
კანონებს უნდა ასრულებდნენ, და ჩვენს ქვეყანას უნდა მმართავდენ? რუსეთის მთავრობა,
ესე იგი რუსეთი.ნუ თუ სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ რუსეთმა არ იცოდეს ჩვენი
მდგომარეობა? ნუ თუ საჭირო არ არის, რომ ღირსეული აზრი ჩვენზე შეადგინოს არა თუ
მარტო რუსეთმა, არამედ მთელმა ევროპამაც? მაშასადამე, ნუ თუ საჭირო არ არის, რომ
ქართველები სწერდნენ რუსულ და ევროპიულ ენებზე. აგებინებდნენ რუსეთს და ევროპას
ჩვენს ხასიათს, ჩვენს მდგომარეობას, მიმართულებას, სურვილს და ლხინსა და დარდს?
კაცმა რომ თქვას მარტო რუსულ ან მარტო ევროპულ ენებზე უნდა ვსწეროთო, ქართული
კი სრულიად მივატოვოთო, – ეს, რასაკვირველია, სიბრიყვე იქნება. ჩვენი მდგომარეობა
ჩვენი ქვეყნის მოყვარეთაგან ორ გვარ შრომას მოითხოვს. ერთის მხრით, ჩვენ უნდა
ვშრომობდეთ თვითონ ჩვენი ხალხის გასანათლებლად, მისი გონების გასახსნელად, მისი
ხასიათის გასამაგრებლად. უეჭველია, რომ ამგვარი შრომა მარტო ქართულს ენაზე
შეიძლება. მაგრამ ამასთანავე ჩ ვ ე ნ ვ ე უნდა ვშრომობდეთ რუსულს და სხვა ენებზედაც,
იმ აზრით, რომ სხვებს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი საჭიროება და სურვილი გავაცნოთ. ეს
უკანასკნელი შრომა ყველასათვის, ვისაც კი ცოტაოდნად ესმის პოლიტიკური ცხოვრების
მოთხოვნილებები, თითქმის იმოდენავე აუცილებელი და საჭიროა, როგორც პირველი.

საშინლად მიკვირს, რომ ამისთანა უბრალო ჭეშმარიტებების გამოთქმა სჭირდება ჩვენში


კაცს, და სჭირდება არა უმეცარი ხალხის დასაჯერებლად, არამედ ნასწავლი და ნამგზავრი

388
პირების გონებაში ჩასაგდებლად. მე მგონია, რომ მარტო ჩინეთში შესაძლებელი იყო
ისეთი პირების მოძებნა, რომელნიც ჰფიქრობდნენ, რომ მათი ქვეყანა დედამიწის ჭიპიაო,
რომ ჩინელები დანარჩენ ქვეყანასთან არავითარ საქმეს არ უნდა იჭერდნენ და დანარჩენ
ხალხებისგან ჩინური კედლით უნდა განიყოფებოდნენო. მაგრამ ეხლა, როცა ჩინეთშიაც
გონიერი პირები ამ აზრის შეცდომაში დარწმუნდნენ, ჩვენში გამოდიან ნასწავლნი
ყმაწვილები, რომელნიც ამგვარი ჩერჩეტი აზრების ქადაგებას როდი თაკილობენ...

IX

ეს ჩვენი ბაასი ერთობ გაჭიანურდა. ამისათვის მე აღარ შევეხები მრავალგვარ წვრილმან


შეცდომებს, რომლითაც ავსებულია უფ. მაჭახელაძის სტატია. მინდა მარტო ერთს
შენიშვნას მივაქციო მკითხველის სრული ყურადღება. ორ წყებად გაიყოფება ეხლა ჩვენში
მოქმედი პირებიო, ამბობს უფ. მაჭახელაძე: ის ფიქრობს, ჩვენზე და ჩვენს
მოწინააღმდეგეებზე: რომელი წყება სჯობიაო, რომელს მიუდგეთო, კითხულობს ის. დიახ,
ასე უნდა ეკითხა ყოველ გონიერ და სინდისიან კაცს. ცხოვრება წინ მიდის. უწინდლურ
ძილისა და დაყრუების მაგიერ, ჩვენს ქვეყანაში ვეღირსეთ ბოლოს საზოგადოებრივ
ცხოვრებას, ვეღირსეთ საზოგადოების მხრით ყურადღების მოქცევას, ვეღირსეთ ბანკების
ანუ პარტიების დაარსებას, ბრძოლას და სხვადასხვაგვარი მიმართულების შეტაკებას.
თვითონ უფ. მაჭახელაძეს შეუმჩნევია, რომ ერთს მიმართულებას თვისება აქვს მტერს
პირდაპირ უთხრას შენი მტერი ვარო, პირდაპირ მტრულად შეეტაკოს, თავისი თავის და
წინააღმდეგის დაუზოგველად. მეორეს-კი, თვისებათ ისა აქვს, რომ მტერსა და მეგობარს
ექალაჩუნება, მართლის თქმას ვერ უბედავს, არა თუ პირდაპირ წინააღმდეგობას. სხვა რომ
არა იყოს რა, განა ეს ორი თვისება საკმაო არ არის ამ ორივე პარტიის ზნეობითი ხასიათის
გასაცნობლად? მაგრამ უფ. მაჭახელაძეზე უფრო გამჭრიახ და გამოცდილ კაცს ბევრი სხვა
უფრო მძიმე თვისებების და განსხვავების დანახვა შეეძლო ამ ორ პარტიაში...

როგორ გადაუწყვეტია, ეხლა, უფ. მაჭახელაძეს, თავისი კითხვა – ვის მივუდგე, ვის
ვეწინააღმდეგო ამ ორს პარტიაში? ისე, როგორც სწყვეტს ამგვარ კითხვას ყოველი
უხასიათო ბურჟუა. მისი აზრით, ყველას ის ემჯობინება, რომ ორივესთან კეთილი

389
განწყობილება დაიკავოს, ორივესთან დარჩეს, ორივეს სიკეთით ისარგებლოს და ორივეს
სიავეს ასცილდეს. ეს გახლავს ლაყე ჭკუაზე «მ ა რ ც ხ ე ნ ა ც ე ნ ტ რ ი ს“ გ ა ვ ლ ე ნ ა . . .
ამგვარი თეორიით, მართალია, პარიჟში ტარჟემ ელჩობა იშოვნა და ფილონმა –
მინისტრობა, მაგრამ ნამდვილს გავლენას თავის საზოგადოებაზე ვერასოდეს ვერ შეიძენს
ის პირი, ვინც ამნაირ ქანქალს დაეჩვევა. ამ საქციელით მარტო პირადი კეთილდღეობის
«დამსახურება» შეიძლება, და არა საზოგადო სარგებლობისა ან საქვეყნო გავლენისა. ამის
დასამტკიცებლად თეორიულათ აუხსნი უფ. მაჭახელაძეს ჩემს აზრს.

ქვეყნის და ხალხის ცხოვრებაში «პარტიობა», – როცა ეს პარტიობა აზრების


უთანხმოებაზედ და საზოგადო მიზნის წინააღმდეგობაზეა დამყარებული – მეტის მეტად
სასარგებლოა, ორი მხრით: ერთი მით, რომ მოწინავე პირების ბრძოლა ხალხს აჩვევს
აზრების გაგებას, შეთვისებას და შეყვარებას. მეორე მით, რომ მოწინავე თავების შეტაკების
დროს, თვითონ სადავო აზრი სწორდება, უმჯობესდება და ღრმავდება. როცა ორი აზრი
ერთმანეთს ებრძვის, ორივეს, რასაკვირველია, თავთავისი მომხრენი ეყოლება. მაგრამ ათი
შეტაკების დროს ორივე ეს აზრი შალაშინდება, და თოთოეულს მათგანს ათასჯერ უფრო
მეტი გამგები და დამხმარე შეეძინება, ვინემ იმ დროს, როცა ეს აზრები შეუტაკებლად
მათი გამომგონის ჭკუაში იმყოფებოდენ... ეს ცხადია, მგონი... როცა ორი რაზმი იბრძვის
ომში, ნუ თუ ეს რაზმები მარტო იმიტომ იკლავენ თავს, მარტო იმიტომ ხოცავენ
მოწინააღმდეგეს, რომ სისხლით დაძღნენ და სიკვდილით იქეიფონ? არა. თითოეულ
გონიერ მებრძოლს კარგად ესმის ეს ჭეშმარიტება: მე თავს ვიკლავ, მე სისხლს ვღვრი,
ჩემსას და სხვისას, მაგრამ ამ სისხლის ღვრას შედეგად ის ექნება, რომ ჩვენი ოჯახები
შეისვენებენ, ჩვენს წვრილს-შვილს მშვიდობიანობა ეღირსება, ჩვენს ცოლშვილს ვერავინ
აიკლებს და გააუპატიურებს, ერთი სიტყვით, ჩვენი სისხლი ჩვენს შთ ამომავლობას
გამოადგება. ასე ფიქრობს მამაცი, და მარტო ეს მაღალი მიზანი აძლევს იმას ძალას და
მხნეობას. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ გამოდის კაცი, რომელიც ფიქრობს: ეს ოხრები
ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ. გავჩერდები, მოვიცდი, და ბოლოს ორივე მხრის
მამაცობით ან შეცდომებით ვისარგებლებ: ორივეს ბანაკში ძვირფასი რამ მოიძებნება,
ორივეში აუცილებლად იქნება უხეირო ნივთებიც. უყურებ სეირს, და როცა რამე

390
მომეწონება – იმას მივითვისებ, როცა არ მომეწონება – მივატოვებ. ყოველს შემთხვევაში,
სარგებლობა ჩემი მხრით იქნება, და ბოლოს რომელიც გაიმარჯვებს, – იმას მივეკედლები.
ამნაირად ფიქრობენ, ბრძოლის დროს, ბევრი სულდგმულები... ლომი რომ დაეტაკება
ვეფხვს, ხშირად მოხდება, რომ მათ სადაო ირემს კუდმოგლეჯილი ტურა დაეპატრონება
და კიდეც შესჭამს. მაგრამ თავის დღეში არ მომხდარა, რომ ამის მნახველ ხალხს ეს ტურა,
ამის გამო, ლომად ან ვეფხვად მიეღოს.

უფ. მაჭახელაძეს გამოუძებნია აკ. წერეთლის სტატიებში ერთი ვითომ წინააღმდეგობა:


ერთხელ ეს სთქვა და მეორეჯერ სულ სხვაო. ჩვენში მკითხველებმა, ვისაც კი ორივე
სტატია ახსოვს აკ. წერეთლისა, კარგათ იციან, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა
ამ ორს სტატიას შუა. ორიოდე სიტყვის ამოგლეჯით ადვილად მოაჩვენებს კაცი ამგვარ
ვითომ წინააღმდეგობას. მაგრამ მე დავანახებ უფ. მაჭახელაძეს უფრო შესანიშნავს
წინააღმდეგობას მის ნაწერებს შუა, და ეს ამიხსნას. ამას წინათ ის წერდა, როგორ შეიძლება
უფ. ანჩაბაძესთანა კაცებთან საქმის დაკავება და მათთან ერთს რაზმში ჩადგომაო. მე
სრულიად თანახმა ვარ ამ აზრისა. ეხლა კი ამტკიცებს, რომ ხან ერთს რაზმში უნდა
ჩავდგეთ, ხან მეორეშიო. წინააღმდეგობას თუ ეძებთ, მომირთმევია თქვენთვის აი ეს
გაცხელებული წინააღმდეგობა. «ქვეყნის მტერობა» მე იმათში (ესე იგი იმ რაზმში,
რომელშიაც დგანან უფ. დ. ანჩაბაძე, ბ. ღოღობერიძე, დ. ჩქოტუა, ილ. ჭავჭავაძე და სხვ.) არ
დაგვინახავსო, ამბობს დღეს უფ. მაჭახელაძე. მაგრამ ამას წინათ კი მისი სტატიის აზრი ის
იყო, რომ ვისაც ათი თუ თუთხმეტი წლის განმავლობაში ამ ქვეყნისთვის ხელი არ
გაუნძრევია და თავისთვის კი ბევრი გაურიგებია, ის ქვეყნისთვის სავნებელი პირი არისო.
რა მიზეზია, რომ ამ მოკლე ხანში ასე სრულად შეცვლია აზრი უფ. მაჭახელაძეს?

XI

ერთს უკანასკნელს შენიშვნას კიდევ დავწერ...

391
უფ. მაჭახელაძე, ალბათ, ფიქრობს, რომ უშველებელი კვერი დამკრა თავში, მაგიერად აი
რას ვეტყვი: ის ერთობ ყმაწვილია და ჯერ ვერ შეუძენია ვერც კაცის ცნობა, ვერც
გამოცდილების სიფრთხილე. «თბილისური თუნდ უქმი ლიბერალობა» დამიჯეროს
უფრო ძნელია, ვინემ პარიჟული არხი-რადიკალობა. მოვიდეს აქ, და თავის საკუთარი
მაგალითით დაინახავს ამას. ბევრი მინახავს ჩემს წარსულს სიცოცხლეში, იმისთანა
ახალგაზრდები, რომელნიც პარიჟში ან პეტერბურგში ქვეყნის გადატრიალებას
ჰქადაგებდნენ, და თბილისში კი თავიანთი სტოლნაჩალნიკის წინააღმდეგ სიტყვის
ამოღებას ვეღარ ბედავენ. ბევრი მინახავს ლიბერალები, რომელნიც ჩემს «გართვას»
მომაკვდინებელ ცოდვათ მითვლიდნენ, და თბილისში კი საზიზღარს საქციელს არ
თაკილობდნენ. ისეთებიც კი მინახავს, რომელნიც ნიადაგ იმას ჰქადაგობდნენ, ნიკოლაძეს
გენერლობა უნდაო, მაგრამ როცა ამავე თბილისში ან ქუთაისში ჩამობრძანდნენ,
პრისტაობაზედაც უარი არ უთქვამთ, თუკი მისცენ... მე კი იგივე დავრჩი, და იგივე ვარ,
რაც ვყოფილვარ. ამგვარი სიტყვები, ჩემო ბატონო, ძუძუ მწოვარა ბავშვმა კი არ უნდა
მითხრას, იმისთანა პირმნა უნდა გამოთქვას, ვისაც საკუთარი გზა მამაცურად,
გადაუბირავად გაუვლია, ისე, რომ თავის მიზანს და მიმართულებას არ ასცილებოდეს
არც ერთს ნაბიჯზე. ეხლა კი გასაცინარი ის არის, რომ სიმტკიცეს, სისწორეს ის კაცი
მიქადაგებს მე, რომელმაც ჩვენს ახალგაზრდობას ურჩია, – ტურასავით მებრძოლებს
უცქირეთ, და სადაც ლეში დაინახოთ, იქ დაახტენით კისერზეო.

დაიბეჭდა გაზ. «დროებაში», 1876 წელს, №97-98, ხელმოწერით ნ. ნიკოლაძე.

მამულის სიყვარული და მსახურება

შესავალი

ღვთის მადლით ფხიზლდება და იღვიძებს ნელ-ნელა ჩვენი ქართველობა, მოძრაობას


იწყებს ცოტ-ცოტად ჩვენი ქვეყანა. როგორც იქნა, იმ დღესაც მოვესწარით, როცა ქართველ
კაცსაც საზოგადოებრივი გრძნობა გაუჯდა ტანში, ის გრძნობა, რომელიც გვაგებინებს, რომ

392
ბევრი რამ ჰკლებია ჩვენს ქვეყანას, ბევრი საერთო საჭიროება გვქონია... ამ ოცი, თუთხმეტი
წლის წინათ ჩვენში ამგვარი გრძნობისა ან გაგების ხსენებაც არ ყოფილა. მოვიგონოთ ის
წყეული და ბნელითმოსილი დრო, რომელიც, ამას იქით ღმერთმა ნუ მოასწროს ჩვენს
მამულს! გახსოვთ, ხომ, თითოეული კაცი რომ მარტო თავისთავად და თავისთვის
მოქმედებდა. მას მეტი რამე მიზანი როდი ჰქონია – ჩინი ვიშოვნო, სამსახურში
დავწინაურდე, შეძლება შევიძინოო. მისი კეთილის-მყოფელი მარტო ის იყო, ვინც ამ ჩინის
შოვნას უადვილებდა, ვინც ამ დაწინაურებაში ეხმარებოდა ან ამ შეძენაში ხელს უწყობდა...
ვაბეზღებდით ამ მეზობელს, ვდევნიდით, ვაწვალებდით... იმის მოსაზრება ჩვენ როდი
გვქონდა, იქნება ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდეს, და ხვალ საკუთრად ჩვენ დაგვიწყონ
დევნა ან წვალება ისე, როგორც დღეს ჩვენს მეზობელს ეპყრობიან ჩვენის შემწეობით... კი
არ გვეშინოდა ქართულად ხმის ამოღების, გვრცხვენოდა, გვეთაკილებოდა, გვეგონა
გლეხკაცად, «მუჟიკად» ჩაგვთვლიან, თუ რუსულად არ ვისაუბრეთო... ვის ჰქონდა მაშინ
იმის გაგება, და ვინ იტყოდა, რომ ჩვენის პირადი კეთილდღეობისთვისაც საჭირო არისო
დედა-ენის ცოდნა, თანამემამულეების ძმობა, მათი დახმარება... გახსოვთ, კიდევ,
ოთხიოდე ახალგაზრდა კაცი გამოგვეზარდა, ამ ოცი წლის წინათ, რომელთაც ქადაგება
დაიწყეს, წერით თუ სიტყვით, ქართველები ვართო, ქართულ ენას ნუ დავივიწყებთო,
ქართული მწერლობა აღვადგინოთო, ერთობა და ძმობა ვიქონიოთო, ერთმანეთს ხელი
გავუწყოთ და დავეხმაროთო, ამითი, მხოლოდ ამითი შეიძლებაო ჩვენი მდგომარეობის
გაუმჯობესება... რა ხარხარი დააყარა მათს ქადაგებას ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც იმ
დროს მარტო ჩინოვნიკებისა და აფიცრებისაგან შედგებოდა!

– ქართულმა ენამ რა უნდა მარგოსო, ფიქრობდენ და ბრძანებდენ მაშინ ჩვენი ტუზები,


ჩვენი ჩინიანი და გავლენიანი ქოსები. მე თქვენ მოგახსენებ, ჩინს მომცემენ ან ჯამაგირს
მომიმატებენ ქართული ენის ცოდნისთვის! რა საჭიროა ეს ქართული ლექსები ან
ჟურნალები? უსაქმოობის გამო სჯღაბნიანო ეს ჩვენი თერგდალეულები...

გავიდა ოცი წელიწადი. რაღას ვხედავთ დღეს? ვხედავთ, რომ თვითონ ეს ქოსებიც კი
გრძნობენ ქართული მწერლობის საჭიროებას. გამოუგდეს რომელსამე მათგანს შვილი

393
გიმნაზიიდან, ან უსამართლოდ გადუწყვიტეს საქმე სამსაჯულოში, ან გზა აღარ მისცეს
სამსახურში თუ სასწავლებელში, მაშინ თვითონ ეს ქოსები ხელში კალამს აიღებენ და
«დროებაში» სწერენ: «ვიღუპებით, ბატონო – გზა შეკრული აქვს ჩვენებურ კაცს, დამშევასა
და დაბრმავებას გვიპირებენო». მარტო კალმით და წერით კი არ ქადაგობს ამას: იგი თავის
მეზობელს უახლოვდება და ხედავს, რომ ორნივე ერთ ტაფაზე იწვიან თურმე... ჩინიან
ქოსებს უწინდელ დროში მაინც, დედობრივი სიყვარულით ეპყრობოდენ... იმათ ძველი
ამაგიდგანაც დარჩენილი აქვთ ხსოვნა მაინც... ახალთაობათა კი თავიდგანვე
დედინაცვალი ერგოთ ბედათ, კაპასი, უმოწყალო, ძუნწი და მძულვარე დედინაცვალი...
ძველ ქოსებს უკეთესი მაგალითები მაინც არ ენახათ, რომ თავიანთი ბედი მათთან
შეედარებიათ. ახალთაობათა კი ბევრი სხვისი ოჯახი ენახათ, ისეთი ოჯახი, საცა
დედამთილი, კი არ კაპასობს, ნაზად, როგორც მოსიყვარულე დედა, საყვარელ შვილებს
ალერსით აბედნიერებს... რაღა გასაკვირველია, მაშასადამე, რომ ახალგაზრდებს ათასჯერ
უფრო მწვავედ უნდა ეგრძნოთ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლულევანება, ჩვენი
დაფანტულობა და უთავობა... ამასთან დრომაც იმოქმედა, ცოტათი არ იყოს. რაკი
რუსეთის მთავრობამ, საკუთარი მიზნის მისაღწევად, საჭიროდ დაინახა,
გამოეფხიზლებია სხვადასხვა სლავიანური ხალხების თვისტომობა, და რაკი მათი
მაგალითის წახედვით ჩვენს საზღვარზედაც შეიძრა სომხობა, – ჩვენ ქვის გული და თიხის
ტვინი ხომ არა გვქონდა, რომ ჩვენც არ გვეგრძნო თვისტომობის ღირსება ან პატივი? ჩვენს
საკუთარ თვალწინ, ორიოდ-სამი წლის განმავლობაში, სომეხს ერთი მტკაველი ტანი
მოემატა. გუშინ რომ წელმოხრილი იყო ეს კაცი, გუშინ რომ მის ხმის გაცემას არავინ
კადრულობდა, დღეს ჩვენს თვალწინ ის გაიმართა, გამაგრდა, გაამაყდა. მან დღეს
თავისპატივი იგრძნო, თავისი ფასი შეიტყო. დღეს მას ყველა ერიდება, ყველა პატივს-
სცემს, ყველა თავაზიანად ეპყრობა და ფართო გზას აძლევს... რამ მიანიჭა მას ეს
ბედნიერება? «სომხობამ», «მთელი სომხობის ძალამ». ჩვენც მივხვდით, ამისგამო... რომ
«ქართველობაც» რომ სადმე იყოს, «მთელი ქართველობის ძალაც» რომ სადმე არსებობდეს,
იქნება ჩვენც გაგვიადვილდეს ცხოვრება, იქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება
სხვის პატივისცემას ვეღირსოთ... სხვათა შორის ამანაც თვალი აგვიხილა, ამანაც

394
გამოგვაფხიზლა და გვაგრძნობინა ჩვენი საკუთარი თვისტომობა... იქნება ყველა ეს
საფუძვლები ჩვენგანს არავის ჰქონდეს კარგად გამოკვლეული, ნათლად ახსნილი, მაგრამ
მათს ძალას ყველა ვემონებით, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებ... დრომ მოიტანა, გარემოებამ
გააძლიერა... ყოველის სტიქიური მოძრაობა ღირსშესასწავლია, თუკი კაცს სურს, რომ ეს
მოძრაობა მისი საზოგადოებისთვის სასიკეთოდ გამოდგეს, და არა დამღუპველად. სჯობს
მაგალითით ვილაპარაკოთ. წყალიც სტიქიური ძალაა. ჩინებული რამ არის ქვეყნისთვის
წვიმა... მაგრამ თუ მაისის წვიმა ნიაღვრად იქცა, ყანებს ერთიანად წალეკს და თესლს
გადარეცხს... თუ მდინარეს კაცმა უადგილო ადგილს წვალება დაუწყო, თუ სარწყავი
ღელეების ან საწისქვილე ტოტების თავი ცუდ ადგილს გაუკეთა, მდინარე რომ
მოდიდდება, მთელ ყანებსა და მინდვრებს გადიარს, წალეკს, დააქცევს. გონიერმა ხალხმა
კარგად უნდა შეისწავლოს წყლისა და მდინარის თვისება, კარგად უნდა მოიხმაროს ის
ღონე, რომელიც ამ სტიქიისთვის ბუნებას მიუცია, თუ სურს, რომ ამ ძალამ ახეიროს...
ქვეყანაზე არც ერთი ძალა არ არსებობს ისეთი, რომ, მხოლოდ სასარგებლო იყოს, ან მარტო
მავნებელი. ყოველი ძალა, როგორც ყოველი საგანი, ზოგჯერ სასარგებლოა კაცისთვის და
ზოგჯერ მავნებელი. მისი სიცუდე და სიკარგე ხმარებაზე ჰკიდია. მცოდნე და
მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც კი კურნალობს, და უტვინო ბავში რძის
საჭამადშიაც კი დაიხრჩობა... ამ ნაწერის მიზანიც – თუ დარი დამიდგა – ეს გამოკვლევა
იქნება.

მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არ მომხდარა, რომ ხალხს დიდ-ხნობით დავიწყებული


ჰქონოდეს თავისი თვისტომობა და შემდეგ აღძრულიყოს მასში, შემდეგ
გაძლიერებულიყოს საზოგადოებრივი გრძნობა, მამულის სიყვარული, მამულის
მსახურება. დედამიწაზე ერთი ძლიერი ხალხი არ არის ისეთი, ერთი კაკალი, რომელსაც ეს
მდგომარეობა არ გამოევლოს, რომლისამე სხვა ხალხის გონებითს გავლენის ქვეშ არ
ეცხოვროს და ბოლოს თავისი თვისტომობა არ გაეხსენებინოს. ზოგმა დიდი ხანია რაც
მოიპოვა ეს თავისი თვისტომობა, ზოგმა გუშინ შეიძინა ის, ზოგი კი დღესაც მისი

395
შოვნისთვის იბრძვის, ან მის მოპოებაზე შრომობს და ზრუნავს. მაგრამ ყოველგან და
ყოველთვის ერთნაირი გზა გამოუვლიათ ყველა იმ ხალხთა, რომელთაც ეს ბედი
ღირსებიათ. მათი გაზრდა, გაძლიერება და განვითარება ერთგვარის გზით მიდის წინ,
ერთგვარის კიბით ადის უმაღლეს განვითარების წერტილამდი. თითოეულ საფეხურს ამ
კიბისას თავისი სწორი და მსგავსი საფეხური აქვს, როგორც ყველა სხვა ხალხების
აღსამაღლებელ კიბეებს. ნაბიჯ-ნაბიჯად იდგამს ფეხს კაცობრივობა და წინ მიდის. რა
გზაც ხუთს, ექვსს, ან ოცს ხალხს ოთხი ნაბიჯით გაუვლია, მას ვერცერთი სხვა ხალხი
ერთის გადახტომით ვერ გაივლის. მართალია, ზოგი ხალხი ადვილად ან უცფად გაირბენს
ამ ნაბიჯებს, ზოგი კი ლოკოკინასავით ფორთხვით გადაჩოჩდება ამ გზაზე... ავიღოთ,
მაგალითად, თუნდ რუსეთი, და ვნახოთ, რა სტადიები გამოუვლია რუსების
საზოგადოებას მისი თვისტომობის შეგნებისა და შეთვისებისათვის. მოგეხსენებათ,
რუსეთი ჯერ სწორედ ისე განკერძოებულად ცხოვრობდა და უცხო ქვეყნელებს ისე
ერიდებოდა, როგორც უწინდელ საუკუნოებში საქართველო იქცეოდა. პეტრე პირველამდი
რუსეთი მარტო თავის თავს იცნობდა და მარტო თავის ჭკუით ცხოვრობდა. ერთობ უკან
ჩამორჩა ის ამის გამო, ერთობ დასუსტდა, ერთობ დაგლახაკდა. ეს მიძინებული და
დაუძლურებული ხალხი პეტრე პირველმა აიყვანა და ევროპის განათლებულ ცხოვრებაში
შეაგდო. ბევრი რუსთაგანი წაფორხილდა მაშინ, ბევრმა უარი თქვა, ბევრმა თვალი
დახუჭა, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო, იმისი არ იყოს, დრომ თავისი ჰქმნა... შემდეგ
გამეფდა ეკატერინე დიდი, რომელმაც პეტრესავით ძალადობა კი არ იხმარა, უფრო
ოსტატურად შეუდგა საქმეს. ის იშვიათად ხმარობდა ძალდატანებას. დიდკაცობაში
ევროპიულ ცეკვასა, მორთვასა და მოკაზმვას ავრცელებდა, ევროპიულად ცხოვრობდა და
თავის საზოგადოებას ევროპიულად მდიდრულ ცხოვრებას აჩვევდა. რაღა ბევრი
გავაგრძელო, ის სწორედ ისე ეპყრობოდა რუსის საზოგადოებას, როგორც ვორონცოვი
ჩვენს ქვეყანას... და რასაც პეტრე პირველმა – გენიოსმა – რუსეთი ძალით ვერ შეაჩვია, რაც
ჩვენში ერმოლოვმა – დიდმა და ჭკუიანმა ერმოლოვმა – ვერ მოახერხა, ის რუსებს
ეკატერინემ და ქართველებს ვორონცოვმა ალერსით თუ ოსტატობით შეაპარა. შეაპარა
ბრმა, მაიმუნური, გარეგანი წაბაძვა უცხო ქვეყნელების ზნისა და ცხოვრების...

396
ცდილობდენ, რომ რუსის ხალხი გაენემეცებიათ ან გაეფრანცუზებიათ, და ქართველები –
გაერუსებიათ. ის ავიწყდებოდათ, რომ ყოველ ხალხს თავისი განსაკუთრებული ხასიათი
და ზნე აქვს, რომ რუსს ვერავინ გაანემეცებს, ქართველს ვერაკაცი გაარუსებს;
შესაძლებელია ქართველს ჩოხის მაგიერ ზიპუნი ჩააცვა, ბოხოხის მაგიერ შაპკა დაახურო,
ქალამნის მაგიერ – წაღა მისცე, მაგრამ ხასიათი და ზნე, სისხლი და ბუნება კი მაინც
ქართველის დარჩება... და როცა ამ ბუნებას ძალას დაატან, როცა მოინდომებ, რომ რუსმა
ფრანცუზსავით იხტუნოს, ან ნემეცსავით იშრომოს, ან ქართველმა რუსსავით გეყმოს,
მაშინ ხიფათს შეეყრები, საქმეს წაიხდენ, ქვეყანას ავნებ... ამნაირ გარეგან წაბაძვას
გამოეკიდა ყველა; ამგვარ მაიმუნურ ან მასკარადულ «გადასხვაფერებას» მიალიეს ხალხის
უმჯობესი დრო და თითქმის მთელი საუკუნე... მაინცა და მაინც სრულიად უმნიშვნელო
ან უნაყოფო როდი დარჩენილა ეს გარეგანი წაბაძვაც. ბევრი სიკეთეც მოუტანა მან ხალხს.
მაგალითად, თუნდ თეატრი ან მწერლობა... ასე ხშირად, მარტო წაბაძვით იწყებს ბალებში
სიარულს ჩვენებური ვაჭარი, მარტო იმ განზრახვით, რომ სხვებს უკან არ ჩამოვრჩეო...
მაგრამ რამდენისამე წლის შემდეგ ის ხედავს, რომ სუფთად ჩაცმასაც შეუნიშვნელად
შეეჩვია, თავაზიან და პოლიტიკურ ლაპარაკსაც და, ამას გარდა, ბევრ საკვირველს,
გონების განმავითარებელს აზრებს და ფიქრებს გაეცნო, საზოგადოებაში ბაასობის დროს...
უსარგებლო არ ყოფილა მეთქი თვით მაიმუნური წაბაძვაც. მართლაც, ქვეყანაზე
ყველაფერი ახირებულად ბრუნავს... ასე დახეტიალობს ქვეყანაზე კაცობრიობა, ერთი
შეცთომიდგან მეორისკენ, და ვინ იცის, როდის ეღირსება მას იმნაირ გზაზე დადგომა,
რომელზედაც უხიფათოდ ან დაუბრკოლებლად წაგოგიალდება მისი საქმე... ამ
ბედნიერებისგან ჯერ-ჯერობით კი მეტის მეტად შორსა ვართ. ჩვენ დროს, ორმოცი,
სამოცი წლის განმავლობაში ადგია ხალხი ბრმა-წაბაძვის გზაზე, ცდილობს გადაკეთდეს,
გადასხვაფერდეს უცხოეთის კალაპოტზე. შუბლს რომ გაიხეთქს ამისთანა ცდაში და
მიხვდება, ამდენიხანი უხეირო მიზნისთვის შემილევიაო, ის მობრუნდება და მეორე გზას
ადგება: ცდილობს მაშინ საკუთარი წინაპრების წარსული დრო მოიბრუნოს, მათი
მივიწყებული ჩვეულებანი გაიხსენოს... ხალხიც სწორედ ისე იზრდება, როგორც ბავში.
მართალია, როცა ის აკვანში ჩაწვენილია, როცა მას ხელ-ფეხი შეკრული აქვს და თვალები

397
ახვეული, ის ვერც შუბლს მიახლის კედელს, ვერც ფეხს მოიტეხს ღრეში. მაგრამ რომ
წამოიზრდება, კარგი მომვლელი სჭირია, და რაგინდ დახელოვნებული ან
გულმტკივნეული იყოს ძიძა, ხომ ვეღარ მოერევა წვერ-ულვაშიან გაზრდილს, აკვანში ხომ
ვერ ჩააწვენს, ხომ ვერ მოუვლის? როცა ბავში ჯერ ფორთხვას იწყებს, მერე სიარულს, განა
შესაძლოა მისი ფეხის ადგმა და გაზრდა ისე, თუ ბევრჯერ ხან კედელას არ მიეხალა, ხან
იატაკზე არ დაეცა, ხან კიბეზე არ გადავარდა?... დასაწყისში თითოეული ხალხი უძლური
და უსუსურია, მალე მას ძიძა, ან მომვლელი უჩნდება, რომელიც აკვანში აწვენს და ხელ-
ფეხს მაგარი არტაშანებით უკრავს... მთელი საუკუნოებით რჩება ხალხი ამ უბედურ
მდგომარეობაში. მერე კბილები ამოდის, ღონე ეძლევა, გონება მოეწიფება. მაშინ ის ჯერ
ფორთხვას იწყებს, მერე ხეტიალს, და ბოლოს ადამიანურ სიარულსაც. თავდაპირველად,
როგორც კი გონებაზე მოდის, მას მარტო მიბაძვა შეუძლია: რა საქმის კეთებასაც სხვას
შეამჩნევს, მის გადაღებას მოინდომებს... ბოლოს, როცა დიდძალ გამოცდილებას ან ჭკუას
შეიძენს, როცა დავაჟკაცდება, ცხოვრებას გაეჩვევა, გაგონიერდება, ის თავის საკუთარ
ჭკუას მიენდობა, მის ხელმძღვანელობით მოქმედებას იწყებს, და ისე ცხოვრობს, რომ
სხვისი გამოცდილებაც გამოიყენოს და თავისი საკუთარიც; კარგი თავისიც დაიცვას და
სხვებისაგანაც შეიძინოს; ავს სხვებისასაც ასცილდეს და თავისასაც. თუ კაცმა ამ
სტადიების სისტემებრივ გამოსახვა და დაწყობა მოინდომა, ვნახავთ, რომ ყოველი ხალხის
ცხოვრებაში შემდეგი განვითარების ოთხი პერიოდი მოიძებნება.

პირველ პერიოდს ის დრო შეადგენს, როცა ხალხი თავის საკუთარი გონებითი ან ტვინით
არ ცხოვრობს, როცა მის მაგიერ სხვა ვინმე ზრუნავს და მოქმედობს, და როცა ხალხი
მცენარეობს, საზოგადოებრივ ინტერესებს არ გრძნობს, ერთი სიტყვით ის დრო, რომელსაც
ყრმობის პერიოდი ჰქვია. მეორე პერიოდი, მ ი მ ბ ა ძ ვ ე ლ ო ბ ი თ ს ეძახიან, იმ დროს
წარმოადგენს, როცა ხალხი უცხოეთის დაწინაურებას ხედავს და მის მონურ მიბაძვას
იწყებს, თავის უძლურებას ან სისუსტეს იზიზღებს და ცდილობს გადასხვაფერდეს
გარეგნულ წაბაძვით. მესამე პერიოდს, ძ ვ ე ლ ე ბ უ რ ო ბ ი ს აღმადგენელს, ის დრო
შეადგენს, როცა ხალხი რწმუნდება, რომ მაიმუნური მიბაძვა დიდ ხეირს არას მაძლევსო,
და საკუთარი წინაპრების წესების აღდგენას მოინდომებს, მათს ყურმოჭრილ მონად

398
ხდება. ზოგიერთი ისტორიკოსები მეორე პერიოდს პროგრესიულ-
მ ი მ ბ ა ძ ა ვ ს ა რ ქ მ ე ვ ე ნ , და მესამეს – რ ე გ რ ე ს ი უ ლ - მ ი მ ბ ა ძ ა ვ ს . მეოთხე
პერიოდი კი მაშინ იწყება, როცა ხალხი ამ მესამე პერიოდის ნაყოფობასაც იგრძნობს. მაშინ
ის გამორკვევას იწყებს, თუ მისი საკუთარი ბუნება რას მოითხოვს, მისი ძალა რის ნებას
აძლევს, სხვა ხალხის ძლიერება ამ შეადგინა, სხვებს რა აქვთ კარგი, ისეთი, რომლის
შეთვისებაც მის ბუნებას შეუძლია, და თვითონ მას რა ჰქონია ცუდი, ისეთი, რომლის
თავიდგან მოშორებაც შესაძლოა. ამ პერიოდს ჩვენში საკუთარი სახელი აქვს, ამიტომ რომ
ჩვენ ეს დრო არ გვღირსებია. რუსულად კი ამას ჰქვია Пеиодъ самобытного твочества და
ჩვენებურად, თუ გნებავსთ, ასე იყოს: თ ა ვ ი ს ე ბ უ რ ი შ ე მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს პერიოდი .

II

მიბაძვის პერიოდი ერთობ გრძელი იყო ჩვენში. ბუნებას ჩვენი ქვეყანა იმისთანა ადგილს
მოუთავსებია, საცა ათასნაირი ხალხი იყრიდა თავს, თითქო ისეთს მოედანზე,
რომელზედაც ერთბაშად ოცი თუ ოცდა ათი ქუჩა გამოდის... ჩვენს სამშობლოს ჯერ ერთი
ხალხი მოადგებოდა კარზე, მერე მეორე, მერე მესამე და სხვ. თითქმის ყველანი კი ჩვენზე
გაძლიერებულნი ყოფილან.

ერთის გაცნობას ვერ მოვასწრებდით, მისი დაწინაურება გაგვეგო, მისი ხეირიანი


ჩვეულებანი შეგვეთვისებია, აკი მეორე მოგვადგებოდა, პირველზე უფრო ძლიერი ან
დაწინაურებული. ვიწყებდით მაშინ ამ ხალხის გაცნობას, ან შეთვისებას... ერთიც ვნახოთ,
მესამე მობრძანდებოდა, ორივეზე უმჯობესი, მერე, მეოთხე და მეხუთე. რა უნდა გვექნა ამ
მდგომარეობაში, რა გვეშველებოდა? უბრალო სტუმრად რომ მობრძანებულიყო ყველა ეს
ხალხი, კიდევ რასმე მაინც მოუხერხებდით. შეგვეძლებოდა მათი კარგი და ავი გონიერად
გაგვეცნო, მათი სიკეთით გვესარგებლა, ან მათს ცუდს ავშორებოდით. მაგრამ ისინი
სტუმრად კი არა, გამგლეჯ-გამაოხრებლად მოდიოდენ ჩვენსა. თითოეული ეს წვეულება
ჩვენი ხალხისთვის აკლება იყო. თითოეული მათგანი ჯერ თავ-პირს დაგვამტვრევდა,
მერე ბატონად გვიჯდებოდა სახლში, მშიერად და ღატაკად გვტოვებდა... ვის ექნებოდა
დრო გონიერად დაკვირვებოდა მათს კარგსა და ავს? განუმარტებლად, უბრალო შეჩვევის

399
ძალით, გვრჩებოდა თითოეულ ამ ხალხისაგან უმთავრესი მისი ზნე, სწორედ ისე, როგორც
დიდ ჯარში, ან ვეება ხალხის გროვაში გარეულ კაცს ყოველი მისი შემხვდომის ჩირქი ან
ტალახი ედება, და კარგი რამ კი ძვირად ხვდება...

ამ სახით მონგოლებსაც კი ვბაძავდით დიდხანს ძალა-უნებურად, სპარსელებსაც,


თათრებსაცა და ლეკებსაც. ზოგმა ქუდი დაგვიტოვა, ზოგმა შარვალი, ზოგმა სიზანტე,
ზოგმა ორპირობა... ხეირიანი და მაგარი ბუნება რომ არ გვქონოდა, ჩვენ სისხლში რომ ის
დაუნდობელი და დაუშრეტელი ძალა არ მდგარიყო, რომელიც ზოგიერთს რჩეულ ხალხს
უკვდავებას აძლევს, დიდი ხანია რაც დედამიწის პირითგან ქართველებისა და
საქართველოს ხსენებაც კი გაქრებოდა.

ყველასაგან იმოდენი ჩირქი გვრგებია, ყველას ჩვენთვის იმდენი ტალახი და მტვერი


მოუცხია, რომ სხვა, უფრო სუსტი ხალხი, კიდეც დაიმარხებოდა აქამდი ამ სისქე ტლაპოს
ქვეშ... ვინ, რომელი ბრძენი, ისტორიკოსი ან ეტნოგრაფი გვეტყვის დღეს, როგორი იყო
ნამდვილი და პირველ-დროინდელი ქართველების ბუნება, ზნე, ხასიათი, თვისება? რა
შეგვრჩა ჩვენი საკუთარი, ან რა გამოგვყვა და მოგვედო სხვისი? ჩვენი რა გვაქვს დღეს და
სხვისი რა, ან რომლის რა? ვინ იცის ეს! მართალია, ბევრს არც საჭიროდ უნდა მიაჩნდეს ამ
ნაირი გამოკვლევა, მაგრამ დღეს ამ უბედურ მიმბაძველობის პერიოდი რომ, ღვთის
მადლით, ჩვენთვის გათავდა, და ვიწყებთ შემდგომს ისტორიულ პერიოდს, პერიოდს
ჩვენის თვისტომობისკენ დაბრუნებისას, მეტის მეტად საჭიროც არის და გამოსადეგიც
ვიცოდეთ – ჩვენი თვისტომობა ნამდვილად რაში მდგომარეობს, ან რომელ თვისტომობას
უნდა დავუბრუნდეთ, დავუახლოვდეთ? რომელს დროსა ან რომელს ზნეს უნდა
დავუბრუნდეთ: როცა ქართველობას სპარსეთის დაღი ეკრა, თუ როცა თათრების
გავლენის ქვეშ ყოფილა ჩვენი ქვეყანა, როცა თათრების ჭკუით ვცხოვრობდით და
ვიკვებებოდით, თუ როცა საბერძნეთი გვპატრონობდა, როცა ვიზანტიის სწავლით
გაბრწყინვებულ იქნა მოკლე ვადით ჩვენი ბნელი ცხოვრება? რა ზნე და წესი უნდა
გვიყვარდეს, რა წყობილებისკენ უნდა მივესწრაფებოდეთ, რაში უნდა ვხედავდეთ ჩვენს
იდეალს, რას უნდა ვსთვლიდეთ კარგად და ავად? ხომ შეუძლებელია ყველა ამ კითხვის

400
განმარტება და გარჩევა, სანამ არ დაარსდება ჩვენში ხეირიანი ისტორიული შკოლა, სანამ
ისეთი ხეირიანი ისტორიკოსები არ გაგვიჩნდებიან, რომელთაც ჩვენის ხალხის ძველი
ცხოვრება გამოიკვლიონ და ის სიბნელე თვალიდან მოგვაშორონ, რომელიც ჩვენს
წარსულს გვიმალავს? სანამ ამნაირი ისტორიკოსები არ გვეღირსებიან, სანამ მათის
შემწეობით ჩინებულად არ გაიგებს ჩვენი ხალხი თავის წარსულ ცხოვრებას, მანამდი იმ
ახალ პერიოდში, რომელშიაც ჩვენი ქვეყანა ამ ხანებში შესულა, ერთობ დაბნეულად,
უთავბოლოდ და უმნიშვნელოდ წაჩოჩდება ჩვენი ხალხის გონებითი წინ-წაწევა. დღეს
რომ ჩვენ ამისთანა ისტორიკოსები გვყვანდეს, დღესვე ზედმიწევნით რომ ვიცნობდეთ
ჩვენს წარსულს, ეს ისტორიული პერიოდი იქნება მარტო თუთხმეტიოდე წელიწადს
გაგრძელდეს ჩვენში, მეტს კი არა. მაშინ, რაკი ასე მალე მოვიხდით ამ სახადს, ადვილად
შეგვეძლებოდა ისტორიულ ცხოვრებაში შემდგომი ნაბიჯი გადაგვედგა და ჩვენი
საკუთარი მუხლების ძალა გვეშინჯა... დღეს კი უთავბოლოდ უნდა ვიბოდიალოთ, და ვინ
გვეტყვის – რამდენს ხანს, რამდენს წელიწადს, ან იქნება საუკუნესაც, გასწევს ეს,
«დროებითი» პერიოდი ჩვენის ხალხის ისტორიული განვითარებისა?...

კერძო პირი ხშირად ვერც კი ხედავს, თუ თვითონ მას რა ისტორიული ძალა ამოქმედებს,
რა ბუნების ძალას მიჰყავს ის ხან წინ, ხან უკან. ვისაც ზედმიწევნით არ შეუსწავლია
«ისტორიის ფილოსოფია», მას ყოველთვის ჰგონია, რომ რასაც მე დღეს ვშვრები, იმას ჩემი
საკუთარი ჭკუით ვშვრებიო, ჩემი გონებით ვმოქმედობ, და სხვებს ვამოქმედებო. დიდი
შეცდომაა ეს, დიდი სიბრიყვეა. კერძო პირი ცხოვრებაში უბრალო პაიკია, რომელსაც
ისტორიული ძალა და ჩარხი ატრიალებს ან ათამაშებს. ათასიც რომ იხტუნოს ამ პაიკმა,
ათასიც რომ თავის ნებით გაიწიოს, ქვეყნის ჩარხის ბრუნვა მას მაინც უპოვის თავის
ადგილს და თავის ნებაზე დაატრიალებს. მართალია, კაცის გონიერებასაც ბევრი შეუძლია
ამ საქმეში, მაგრამ ეს ბევრის შეძლება მარტო იმაში მდგომარეობს, რომ ზოგი პაიკი
გაიგებს, რა ძალა ათამაშებს იმას, და ამ ძალით ისარგებლებს, ამ ძალას დაეხმარება; ზოგი
კი ამას ვერ მიხვდება და ბრიყვულად თავს გაალახვინებს, ან მთელ თავის ღონეს ამ
ძალასთან შეუფერებელ ბრძოლაში დალევს... ეს უნდა გვახსოვდეს კარგად, მეტადრე
იმიტომ, რომ ჩვენში ზოგიერთს ყმაწვილთაგანს ჰგონია, რომ ქვეყნის ისტორია მით იწყება

401
და მითვე გათავდებაო... სლავიანოფილობის პირველი თვისება ის იყო, რომ თავიანთს
ყველაფერს იწონებდა ან თაყვანს-სცემდა, და უცხოეთისას ყველაფერს იძულებდა ან
აძაგებდა. წაბილწულიაო ყოველი კაცი, ვინც რუსულ ენას არ ხმარობსო და

ვისაც უცხო ენაზე გინდ ერთი სიტყვაც წაცდებაო... შენიშნეთ, რომ რუსული ენის
გამამშვენებლადა და გამამდიდრებლად სლავიანოფილები კი არ გამოდგენ, არა. ევროპის
განათლების მომხრე მწერლებმა: პუშკინმა, ლერმონტოვმა, გოგოლმა, ღერცენმა და სხვ.
გაამდიდრეს ეს ენა მით, რომ ხალხის ლაპარაკს დაუახლოვეს მწერლობის კილო, რომ
ხალხის ენისგან მწერლობაში ათასობით შემოიტანეს ახალი სიტყვები და
სიტყვისწყობილობა... შენიშნეთ, კიდევ, რომ არც შიშკოვის, არც ხომიაკოვის, არც
კირევსკის, არც აპ. გრიგორიევის ენა რუსის ხალხს არ ესმოდა, სწორეთ ისე, როგორც დღეს
ჩვენს ხალხს «ივერიის» მწერლების ენის გაგება უჭირს... სლავიანოფილების მეორე
თვისება ის იყო, რომ უცხოეთის ცხოვრებას, ძალას, მოძრაობას და განზრახვას ყურს
სრულიადაც არ უგდებდენ. ჩვენს დროში ვერც ერთი ხალხი, რაგინდ ძლიერი, ან დიდი
იყოს, თავისთავად ვერ იცხოვრებს ისე, რომ სხვა ხალხთან დამოკიდებულება ან
განწყობილება არ ჰქონდეს. თუნდ მართლაც შეეძლოს ამ ხალხს თავის თავად
განკერძოებული ცხოვრება, იმას ხომ მაინც ვერ იტყვის, ჩემს დღეში არც ერთ სხვა
ხალხთან შეტაკება არ მომიხდებაო? სლავიანოფილებს მარტო რუსეთში კი არ უნდა
ემოქმედათ, მარტო რუსეთის ხალხის გაღვიძებისათვის კი არ უნდა ეშრომათ,
უცხოეთლების შეგონებაც, შეჩერებაცა და შეკავებაც უნდა დაეწყოთ. უცხოეთლების
გულში სლავიანების შესახებ კაცობრივი გრძნობა უნდა გაეღვიძებიათ, უნდა უცხოეთი
აეღელვებიათ იმ სურათის გამოსახვით, როგორსაც სლავიანების გაჭირვებული
მდგომარეობა წარმოადგენდა. მათ უნდა აეხსნათ უცხოეთისთვის, რომ სლავიანებიც
ღვთის გაჩენილი ადამიანები არიან, რომ გონება მათაც ჰქონიათ, რომ სლავიანების
პოეზია, მწერლობა, მუზიკა, ჩვეულებანი და სხვა ამ გვარი თვისებანი ყოველი
განათლებული კაცისგან პატივისცემას მოითხოვენ იმ ხალხისთვის, რომელსაც ამდენი
გაჭირვება გამოუვლია, ამდენი უშრომია და დღეს კი საცოდავი მონობა ღუპავს...

402
იმის მაგიერ, რომ ეს მათი საქმისთვის საჭირო მოვალეობა შეესრულებიათ, ისინი
(სლავიანოფილები – რედ.) – სწორეთ ჩვენებურ პატრიოტებსავით – მოღალატედ
სთვლიდენ იმ მწერლებს, ვინც ამ გზას ადგა... სლავიანოფილების მესამე თვისება ის იყო,
რომ გარეგან შეხედულებას, გარეგან საქციელს და სიტყვას ისინი ყოველთვის მეტ
მნიშვნელობას აძლევდენ, ვინემ თვითონ საქმეს ან მის არსებითს მხარეებს. ისინი
ცდილობდენ, რომ რუსგლეხივით ჩაეცვათ ტანისამოსი, თმა ირგვლივ შამოეკრიჭათ,
წვერი მოეშვათ, ვოტკა ესვათ... მათ ეგონათ ხალხთან დაახლოვება, ხალხის ამაღლება
ამაში მდგომარეობსო. ხავერდის შარვალს ჩაიცვამდენ, აბრეშუმის წითელ პერანგს,
მოყვითალო ქამარს შემოირტყამდენ, თავზე ქუჩრულ ქუდს იხურავდენ და ისე
მიბრძანდებოდენ თავიანთ სოფელში, რომლის ყველა გლეხები მათი ყმა და მონა იყვენ.
ხალხისთვის მათი ენა გაუგებარი იყო, მათი ტანსაცმელები უცნობი და, რასაკვირველია,
მათი სიტყვა უნდო, ამიტომ რომ საქმით უშველებელი წინააღმდეგობა და მტრობა იყო ამ
«განათლებულ და კეთილის მოსურნე მებატონეებსა» და მათ გლეხებს შუა. – «ჩვენი
ბატონია, ჩვენი გამტყავებელი ბატონი, მაშასადამე, ჩვენი მტერი უნდა იყოსო, მაშასადამე,
ყოველი მისი სიტყვა მტრული უნდა იყოსო». აი, რას ფიქრობდა გლეხკაცობა ამ
ვაჟბატონების ლაპარაკის დროს...

ავიწყდებოდათ სლავიანოფილებს, რომ მარტო ცარიელი სიტყვით კი არ მოიგება ხალხის


გული, რომ მარტო «ერთმანეთი გვიყვარდესო», «ერთობა ვიქონიოთო», საკმაო როდია,
ნამდვილი ერთობის დასაარსებლად... ამის გამო ისინი სრულიათაც არ იკვლევენ
მეცნიერულად იმ კითხვას, თუ რუსეთის ხალხში რას მოუხდენია ერთობის დარღვევა, რა
ძალა უშლის ერთობის დაარსებას...

მეოთხე თვისება სლავიანოფილებისა იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველდღე რომელსამე


უცხო ნაციონალობას დევნიდენ. დღეს ნემცებს ჩაეჯიბრებოდენ და ღრიალს იწყებდენ:
შეგვჭამეს ნემცებმა, რაც ადგილია, მათ დაიკავესო, რაც დუქნებია, მათ ხელში არისო, რაც
ვაჭრობა ან აღებ-მიცემობა მოიპოვება, მათიაო, პურსაც ისინი გიცხობენ, ხორცსაც ისინი
გვიჭრიან, წაღებსაც გვაცმევენო, ტანსაცმელსაც გვიკერავენო და სხვ. ხვალ ფრანცუზებს

403
აუტყდებოდენ და ფრანგული ენის, საქონლის დევნას თუ კიცხვას იწყებდენ; ზეგ
იტალიურ ოპერას ჩაექიშპებოდენ, მაზეგ დააწესებდენ – ინგლისურ სასმელებს ნურვინ
სვამსო, ინგლისიდგან მაშინები ნურავის მოაქვსო და სხვ. და სხვ. აი, სწორეთ ისე, როგორც
ამას წინათ ერთმა ჩვენმა პატრიოტმა დაუბოლოებელი სტატია დაწერა, როგორ შეიძლება,
თფილისში ვინმემ მოსკოვიდგან კალაჩების (პურის) მცხობელი დაიბაროს, განა ჩვენ
ხაბაზი ცოტა გვყავსო, განა პურის ცხობა ჩვენ წინაპრებს არ სცოდნიათო და სხვ. საქმე,
რასაკვირველია, სლავიანოფილების კიჟინით არც კეთდებოდა, არც იცვლებოდა. სულ
სხვა იქნებოდა, მათ რომ საქმით ეშველათ ამ შენიშნულ ვნებისთვის, ან ხეირიანი რჩევა
მიეცათ ხალხისთვის, თუ როგორ, რა გზით შეუძლია მას ნემცების ან ფრანცუზების
უპირატესობისაგან თავის დახსნა, ესწავლებიათ, იმ დალოცვილებს – ნემცებივით
იმუყაითეთ, მათსავით ისწავლეთ ხელოსნობა და შრომაო, ეს სირცხვილი კი არა,
ჩინებული საქმე იქნებაო, და სხვ. და სხვ. ან გაეხსნათ სამოსწავლო და სახელოსნო
სასწავლებლები და სხვა ამგვარი დაწესებულებანი, მაშინ რუსობას ადვილად შეეძლებოდა
იმ ადგილების ან მდგომარეობის დაპყრობა, რომელიც ნემცებსა თუ ფრანცუზებს
ჩაეგდოთ ხელში. ისიც მოიფიქრეთ, თუ რა გასაკვირველი უნდა ყოფილიყო, რკინის გზის
ან სპეციალური სამსახურის ადგილები ნემცებს რომ კავებოდათ, რაკი სლავიანოფილები
დილიდგან საღამომდი იმას ქადაგობდენ, უცხოეთის მეცნიერება ჩვენ გვავნებსო, საჭირო
არ არისო უცხოეთის გამოცდილების მიღება და მისი სწავლის შეძენა! რათ უნდა
გაკვირვებოდათ, რომ ამ ცრუ ქადაგების გამგონთ არც უცხოეთის მეცნიერება ესწავლათ,
არც იქაური გამოცდილება მიეღოთ, და, მაშასადამე, არც უცხოეთის წესზე გამართული
სამსახურის ასრულება შეეძლოთ?... მთელ რუსეთს რომ დაეჯერებია სლავიანოფილების
ქადაგება, მართლა ყველა რუსებს რომ სლავიანოფილების ჭკუაზე ეარათ, ყველანი
უმეცარნი დარჩებოდენ, და მთელი სახელმწიფოს უმჯობესი ადგილები... მთელი მისი
აღებ-მიცემა, ვაჭრობა, წარმოება და შეძლება სულ ერთიანად მარტო უცხოეთლების
ხელში ჩავარდებოდა. მაშინ რუსები თავის საკუთარ ქვეყანაში სხვის სასარგებლოდ
მეწველ ძროხად გადიქცეოდენ და მართლა ნემცების ან ფრანცუზების შინაყმად
გახდებოდენ...

404
რომ ვინდომო ამგვარი შედარების გაგრძობა, ერთ თვეშიაც ვერ გავათავებდი ყველა
მსგავსების ჩამოთვლას, – იმ სიდიდე ანალოგია არსებობს სლავიანოფილებს და ჩვენ
ვიწრო პატრიოტებს შუა... მგონია კი, რომ გონიერი მკითხველის დასაჯილდოებლად და
მისი თვალის ასახილველათ ეს ოთხი მსგავსებაც საკმაო უნდა იყოს ჯერჯერობით. თუ
ვინმემ ამ აზრისა და შედარების დარღვევა მოინდომა, თუ სადმე მისი უსაფუძვლობის
შეწამება მოისმა – მზათა ვარ, უფრო დაწვრილებით დავუბრუნდე ამ საგანს და უფრო
საფუძვლიანად დავამტკიცო ეს ხელმეორედ...

III

წეღანაც ვახსენე სამჯერ თუ ოთხჯერ ჩვენი პატრიოტები. მართლაც, იმ მოძრაობამ,


რომელიც ჩვენს ქვეყანას ეღირსა ბოლოს, ჩვენში ბლომათ დაბადა ის მავნებელი და
საზიზღარი ტიპი, რომელსაც მწერლობის უმჯობესი და უპატიოსნესი ნაწილი ყოველგან
დევნის და რომელსაც ზოგან «შოვინისტებს» ეძახიან, ზოგან «ვიწრო პატრიოტებს», ზოგან
«квасные»–ს და სხვ. – ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენშიაც გამოჩნდა ამ ტიპის ხალხი, ჩვენშიაც
ხმა და გავლენა მოიპოვა მათმა ვიწრო და თვალებ-დახუჭულმა ტვინმა... საკვირველი ესაა,
რომ ამ ვიწრო ან ცრუ პატრიოტებს შუა ბევრი ისეთია, რომ ხმას როდი იღებდენ და ხალხს
როდი აღვიძებდენ იმ დროს, როცა მამულის სიყვარული საშიში რამ იყო, როცა მამულის
ერთგულ კაცს საზოგადოების ტაშის კვრა კი არა, უფროსების რისხვა და ლახვრა ელოდა...
ისიც არის საკვირველი, რომ მას აქით, რაც საზოგადოებამ აშკარად გამოსთქვა თავისი
მხურვალე თანაგრძნობა მამულის ბედზე, ისეთი პირებიც გაპატრიოტდენ –
გაცრუპატრიოტდენ, – ვინც უწინ პატრიოტობას სისულელედ სთვლიდა, ვინც აშკარად
კოსმოპოლიტობდა, ვინც მე, მაგალითად, სულელად იმიტომ მთვლიდა, რომ პატრიოტია,
მაშ, რასაკვირველია, სულელი იქნებაო! დახეთ ბედის ჩარხის ტრიალს! ეგევე პირები დღეს
იმდენათ გაცრუპატრიოტდენ, რომ ათიათასჯერ გადამაჭარბეს პატრიოტობაში!..
ადვილათაც შესაძლებელი იყო ჩემი გადაჭარბება: კრივი ჩემი ქვეყნის ბედნიერებად
არაოდეს არ მიმაჩნია, უმეცრებას ჩემს დღეში არ ჩავთვლიდი ჩვენის ხალხის იდეალად,
არასოდეს არ ვიფიქრებდი და არ ვიტყოდი, ნეტავი იმ დროს მოვესწრო, რომ ჩვენს

405
ქვეყანას ფარნავაზ მეფის დროინდელი წესები მიეღოს მეთქი... მაშასადამე, ახლა ყოველ
ჩვენს ცრუპატრიოტს, ამგვარი ხეპრული აზრების ცრუ-მომხრეს, ადვილად შეუძლია
სთქვას ჩემზე, რომ მამული არ მყვარებია და მისი კეთილდღეობა არ მწამებია... მაგრამ ეს
ყოველიფერი გაკვრით არის აქ თქმული. იქნება ეს ჩვენი «ცრუპატრიოტები» მარტო
ფარისევლობით არ იქცეოდენ, იქნება სასწაულებრივი მათი უცები გაცრუპატრიოტება
მარტო ანგარიშით არ იყოს მომხდარი, იქნება ზოგიერთს მათგანში მაინც მამულის
მსახურების გულწრფელი სურვილი მოქმედებდეს. ამის გამო თავი დავანებოთ მათი
საქციელის დაცინვას, მათს პიროვანს მხარეს, და მათი საქმე ისევ გულდამჯდარათ,
გულგრილად, მეცნიერულად გავარჩიოთ.

აქ საჭიროდ ვსთვლი ხეირიანად განვმარტო ის ჩემი სიტყვა, რომლითაც ამგვარ კაცებს


ვხატავ, «ცრუპატრიოტებს» რომ ვარქმევ იმათ, ამ სიტყვით, იმას კი არ ვფიქრობ, ვითომც
მამული მართლა ფეხებზე ეკიდოთ, ან მარტო ფარისევლურად ეძახდენ თავის თავს
პატრიოტათ. არა, მხოლოდ ის მაქვს მხედველობაში, რომ მათი მამულის სიყვარული
შემცდარი და შემაცდენელი სიყვარულია, რომ უსაფუძვლო და უაზროა, მათი მოსაზრება,
მათი გრძნობის საფუძველი, რომ ეს სიყვარული ხანდახან მტრობაზე უარესი გამოდის...
«ჩვენი მამული გვიყვარდესო», – აი, რით ამპარტავნობს დღეს ჩვენებური კაცი. ეს სწორედ
იმას ჰგავს, ამპარტავნობა იმით რომ დავიწყო, – წმინდა ჰაერი მიყვარს, ან პური, ან წყალი
მეთქი.

ვის არ უყვარს თავისი მამული? სად მოიძებნება იმისთანა ქმნილება, რომელსაც


დაბადებიდგანვე თანდაყოლილი არ ჰქონდეს ამისთანა გრძნობა>? კაცს კი არა,
პირუტყვსაც კი აძლევს ბუნება იმ ადგილის სიყვარულს, საცა დაბადებულა, გაზრდილა
და გათამამებულა ეს პირუტყვი. აიყვანეთ ძაღლი, თუნდ ხურჯინში ჩასვით, თავი
მოუკარით, თვალი აუხვიეთ და ისე მოაშორეთ მის სოფელს, გადაატარეთ ცხრა მთა, –
ნახავთ, რომ რამდენსამე დღეს იქით ის თავის სოფელს მოძებნის, თუნდა ახალ ადგილს
უმჯობესი სასმელ-საჭმელი და მოვლა დახვდეს. – მისთვის ეს სოფელი მამულია. სხვაგან
ის წუწუნობს, იტანჯება, და ხშირად კიდეც კვდება იმ ავადმყოფობით, რომელსაც ყველა

406
ხალხის ენაზე ჩინებული სახელი აქვს – «მ ა მ უ ლ ი ს ს ე ვ დ ა «... მართლაც, იმისთანა
აცის შეხვედრა, რომელსაც მამულის სიყვარული არ მოეძებნებოდეს გულში, სწორეთ
იმნაირადვე იშვიათია, როგორც კუზიანის ან ცალ-თვალა კაცის დაბადება. ბუნებამ მარტო
ათასში ერთჯერ იცის ხოლმე ამ ნაირი ნაკლის გამოჩენა...

რომელი კაცია ისეთი, რომ მამული არ უყვარდეს? ხშირად მოხდება ხოლმე, რომ კაცს ამ
სიყვარულის გაგება თვითონაც არა აქვს, მაშასადამე, ადვილად შეიძლება, სხვებმა
სრულიად ვერ შენიშნონ მას ეს გრძნობა. მაგრამ აიყვანეთ ეს კაცი და თავის მამულს
მოაშორეთ, მაშინ ნახავთ, ყვარებია მას მამული, თუ არა!! ან მეორე მაგალითს გირჩევთ:
სრულიად უსწავლელი კაცი გამოიყვანეთ მიყრუებული სოფლიდგან, ისეთი, რომ არც
პატრიოტობა რაა გაეგონოს, არც მამულის-სიყვარული წიგნებში ამოეკითხოს, და
ამისთანა კაცის წინ მისი სამშობლო უგინოს ვინმე გარეშე პირმა, ან მისი ხალხის ძაგება
დაუწყოს, ნახავთ, მაშინ, რა ნაირი ვნებით აენთება მას პირისახე, როგორ გაწითლდება და
გამწარდება, რა ნაირად დაიწყებს თავისი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ან გამოსარჩლებას!...

ამ გვარი სიყვარული ყველას აქვს, ვისაც კი სული პირში უდგია, სწორედ ისე როგორც
დედისა ან დის სიყვარული ყოველ ხორც-შესხმულ ადამიანს დაბადებიდგანვე
გამოყვება... მაშასადამე, არც დიდი ვაჟკაცობაა, არც სატრაბახო რამ არის, იმით
ვიქადოდეთ – «მამული მიყვარსო!» ამის თქმა მარტო ჩვენს საკუთარ რეგვენობას
გამოააშკარავებს და მარტო დაანახებს ყველას, რომ ერთობ დაბლა ვმდგარვართ გონების
განვითარებით, თუ ამ გვარი უბრალო ბუნებითი გრძნობა იშვიათს ან განვითარებულ
გმირობად ჩაგვითვლია... რომელი გონიერი კაცი დაიწყებს ქადილს, რომ დედა ჩემს
პატივს ვსცემო, კარგათ ვასმევ და კარგად ვაჭმევო, მის ხეირიანად რჩენას ვცდილობო,
მისი კეთილდრეობისთვის ვშრომობო? ხომ არავინ? ხეირიან და გონიერ საზოგადოებაში
სწორედ ამნაირათვე საუკადრისო იქნებოდა ქადილი, რომ მამულს ვემსახურებიო.

თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიცილს და ხარხარს დააყრიდენ საფრანგეთში ან ინგლისში


იმისთანა კაცს, რომელიც იმის თქმას გაბედავდა – ჩემი მამული მიყვარს და ჩემი
სამშობლოს სიკეთისთვის ვშრომობო!.. ეს საყოველთაო მოვალეობაა, ისეთი, რომელიც

407
ყოველ ხეირიან კაცს, ვინც ხეპრე, ქურდი ან უსულო არ არის, უნდა ჰქონდეს. და იმაზე
უმეტესი სიტუტუცე რაღა იქნება, კაცი პირდაპირ ამტკიცებდეს, არც ხეპრე, არც ქურდი,
არც უსულო ვარო! მაგრამ, თუმცა საერთო და საყოველთაო მოვალეობაა ეს მამულის
მსახურება, ჩვენში ის ჯერ იმდენად როდია გავრცელებული, რომ ყველამ კარგად იცოდეს,
რაში მდგომარეობს ეს მოვალეობა ან ყველას ესმოდეს, თუ რაგვარად უფრო ადვილი და
გამოსადეგია მისი ასრულება.

მართლაც, რაში მდგომარეობს ეს მსახურება? რაში მდგომარეობს ის საზოგადო სიკეთე,


რომელიც ჩვენს მამულს სჭირია? რა ხეირი უნდა მოუტანოს მამულს მისმა შვილმა, ის მას
რა ნაირად უნდა ემსახუროს?

IV

სხვადასხვა პირს სულ სხვადასხვა ნაირად ესმის ეს კითხვა, სულ სხვადასხვა ნაირად
ეხატება თავში ეს სიკეთე. ჩვენს ქვეყანაში იმისთანა პირიც მოიძებნება, რომელსაც იქნება
ეგონოს, რომ საქართველოს სიკეთე მაშინ ექნებაო დაფუძნებული, როცა ყოველი
ქართველი, ყოველი კაცი, საქართველოს ნიადაგზე მცხოვრები, მართლმადიდებელი
სარწმუნოების იქნებაო. შესაძლებელია, რომ იმგვარი მოაზრენიც მოვნახოთ ჩვენში,
რომელთა აზრით საქართველოს სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ყოველმა ქართველმა ან
საქართველოში დასახლებულმა პირმა წერა-კითხვა და თვლა იცოდესო. სხვებს, უფრო
მომეტებულ რიცხვს ის აზრი სწამს, კარგი მაშინ იქნებაო, როცა ქართული ენა ყველას
ჩინებულად ეცოდინებაო... ყველას შეხედულებას აქ არ მოვიყვან, რამდენი კაცია, იმდენი
შეხედულებაც არის ჩვენში. საქმე ისაა, – რომელი ამ შეხედულებათაგანი სწორეა, და
რომელი – შემცდარი. მკითხველი ადვილად დამეთანხმება, რომ ათასი ამისთანა
შეხედულება რომ ჩამოვთვალო, ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული, ყველა ერთიანად
ცალმხრივი იქნება. ვინ იტყვის, მაგალითად, რომ წერა-კითხვის და თვლის ცოდნა კარგი
ან სასარგებლო არ იყოს? მაგრამ საკმაოა, განა, მარტო წერა-კითხვის ცოდნა კაცის
ბედნიერებისთვის? რამდენი იმისთანა კაცი გვინახავს, რომ წერა-კითხვა კი არა,
ისტორიაცა და გეოგრაფიაც ცოდნოდეს, მაგრამ მაინც უძლური ან უბედური

408
დარჩენილიყოს? ასე ითქმის ქართული ენის ცოდნაზედაც. იყო დრო, როცა მთელი
საქართველო მარტო ქართულ ენას ხმარობდა, მარტო ქართული იცოდა, და კარგადაც
იცოდა; როცა შკოლებში კი არა, სასამართლოებშიაც ხმარობდენ ამ ჩვენს ენას... მაგრამ ნუ
თუ იმ ბედნიერ დროში არაფერი ჰკლებია ჩვენს ქვეყანას და ხალხს? ნუ თუ მარტო
ქართული ენის ცოდნამ გააბედნიერა საქართველო, და ნუ თუ ჩვენი მამულის დაცემის
მიზეზი მარტო ის იყო, რომ ჩვენმა წინაპრებმა ქართული ენა დაივიწყეს? რასაკვირველია,
დედა-ენა ძვირფასი რამ არის: ის ისეთი მძლავრი კავშირია, რომელიც საზოგადოებრივ
ძალას შეადგენს და ხალხს ერთი მიზნისკენ წინ წაწევას უადვილებს. მაგრამ, როგორც
კავშირი, როგორც ძალა, ის მარტო საშუალებას შეადგენს, და არა მიზანს, მაშასადამე, საქმე
ის უნდა იყოს, თუ თვითონ ეს მიზანი რაში უნდა მდგომარეობდეს?

გაკვრით კიდეც ვსთქვი წეღან, რომ ამ კითხვის გარჩევა იმ კითხვის გამოკვლევაზეა


დამოკიდებული – თუ რამ დასცა ჩვენი მამული. როცა ამ უკანასკნელ კითხვას
გამოვიკვლევთ, პირველიც განმარტებული გვექნება.

– როგორ თუ რამ დასცაო ჩვენი მამული, შემომკივლებს რომელიმე ცრუპატრიოტი, იმან


დასცა, რომ პატარა ხალხი ვიყავით, და დიდრონები შემოგვესიაო. ვერ გაუძელით, და ის
იყოო ჩვენი დაცემის მიზეზი! მოითმინეთ, ბატონო. პატარა, ძლიერ პატარა ხალხი იყო
საქართველოს ხალხი, სპარსელებთან შედარებით, მაგრამ ხომ ვერ დასცა ჩვენი მამული
დიდმა სპარსეთმა?

დიდრონი ხალხნი გახლდენ ის ხალხნი, რომელნიც ჩვენს ქვეყანას მურვანყრუმ, ჩინგის-


ყაენმა ან თემურ-ლენგმა დაასია, მაგრამ ამ ხალხებმა ხომ ვერ მოსპეს ვერც ჩვენი
განვითარებული არსებობა, ვერც ჩვენი თვისტომობა? ოსმალეთი ჩვენზე ათასჯერ უფრო
ძლიერი და დიდი იყო, მაგრამ ხომ ვერ მოგვერია მაინც, ხომ ვერ ამოხოცა ისტორიიდგან
ჩვენი სახელი და დიდება? თუ კი ოცი საუკუნე გავუძელით ამდენ დიდრონ ხალხებს, თუ
კი ამ ოცი საუკუნის ბრძოლამ იმდენათაც ვერ დაგვღალა, რომ მათს დამძლევას ჩვენს
ქვეყანას იმისთანა ბრწყინვალე და სახელოვანი მეფობა ეღირსა, როგორც ერეკლე მეორისა,
– რომლის მსგავსიც ჩვენ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის იქით აღარ გვინახავს, –

409
ნუ თუ ეს იმას არ მოასწავებს, რომ ამ შემთხვევაში მარტო დაღალულობას კი არ
უმოქმედებია, მარტო მცირე ტომობას კი არ უმუშავნია?... ის იყო, რომ თვითონ ეს
დიდრონი ხალხი ჩვენ მარტო რიცხვით გვერეოდენ, და ხანდისხან მარტო იმით
გვჯობნიდენ, რომ თითო ჩვენს მეომარს ოცი ოსმალოს ან სპარსეთის მხედარი წინ
უხვდებოდა. მაგრამ თითო თითოდ რომ შეგვედარებია ერთი ჩვენი მხედარი ერთი მტრის
მხედრისთვის, ეს უკანასკნელი ვერაფრით ვერ სჯობნიდა პირველს. ორივეს ერთნაირი
იარაღი ჰქონდა, ორივე ერთნაირად გაზრდილი იყო, ერთნაირი სწავლის პატრონი... ჩვენს
მხედარს ის უპირატესობაც კი ჰქონდა მტრისაზე, რომ თავისი მამულის, სახლ-კარის,
ცოლ-შვილის დასაცველად იბრძოდა, და მტრისა კი ომობდა სხვის ასაკლებად.
მტრისთვის სულ ერთი იყო, აიკლებდა – ქართველს, თუ ლეკს, თუ ოსს, თუ რუსს. რაკი
იმას ქართველი გამწარებულად უწინააღმდეგებდა, მტერი მას თავს ანებებდა და სხვაგან
მიდიოდა, იქნება გამარჯვება და აკლება იქ უფრო ადვილად შევიძლოო... ყველამ იცის
რამ-სიდიდე ძალას შეადგენს ომში და ბრძოლაში ის თავგანწირულობა, რომლითაც კაცი
თავის ოჯახსა და კერას იცავს... ეს გრძნობა ხშირად გვამარჯვებინებდა მტერზე, ამ
გრძნობით ვსჯობდით მტერს, ეს გრძნობა იყო იმის მიზეზი, რომ ასი ქართველი ათას
ამკლებს ერეოდა და უკუაქცევდა... თორემ სხვა მხრით ყველაფერში სწორნი ვიყავით
მტერთან, რიცხვს ან რაოდენობას გარდა.

ასე წარმოებდა ჩვენი ცხოვრება. მაგრამ ბოლოს ქვეყნის ისტორიაში ახალი ძალები გაჩნდა.
ზოგიერთი ხალხი მეცნიერებამ ერთობ დააწინაურა, და ვინც ამ მეცნიერებას არ მიეკარა,
ის უწინდელივით სუსტი დარჩა. ომის ხასიათიც შეიცვალა. ჯარებისთვის ახალი იარაღი
შემოიღეს, რომლის გაკეთებასა და ხმარებას დიდი ცოდნა და მოხერხება სჭიროდა. ისეთი
ზარბაზნები მოიგონეს, რომელსაც წინ ვეღარ დაუდგა ვერც ერთი ჩვენი ციხე-დარბაზი.
ჩვენი მამაპაპური ციხეები ქართლში და იმერეთში, თათრებმა ამ ახალი ზარბაზნებით,
ცხრა მთის სიშორიდან დაგვინგრიეს. იმათ ევროპაში ეშოვნათ ეს ზარბაზნები, და ჩვენ
არც კი ვიცოდით, თუ ამ ნაირი მანქანა სადმე არსებობდა... და რაც მტრის რიცხვს
ჩვენთვის ოცი საუკუნის განმავლობაში ვერ დაეკლო, ის ოცი წლის განმავლობაში მტრის
დაწი ნაურე ბ ა მ წაგვართვა: მაშინ უცხოეთის წინ დაიჩოქა ჩვენმა გონებამ, რაკი სცნო,

410
რომ უცხოეთი ჩვენზე უფრო ოსტატი, უფრო მეცნიერი, უფრო გონიერი ყოფილა. რაკი
ჩვენ რწმუნება დავკარგეთ ჩვენს თავზე და გონებაზე, რაკი ჩვენს საკუთარ გულში ბრმად
და ხეპრედ ვიცანით თავი, რაკი ის მორალური ძალა ხელიდამ გაგვიცურდა, რომელიც
ამაყად შეგვატაკებდა ხოლმე ათჯერ თუ ასჯერ უფრო მომეტებულ მტერს, მას აქით ჩვენ
მოვტყდით და წავხდით. მტერმა კი არ დაგვცა, ჩვენმა საკუთარმა «რწმუნების დაკარგვამ»
წაგვახდინა. აღარ გვწამდა ჩვენი თავი, უცხოეთი კი ჩვენს თვალში რაღაც უზენაეს
ქმნილებად იხატებოდა. აი, მარტო მაშინ გაგვიჯდა ტვინში ის პანიკა, ის ახალი, უცნობი
ძალის შიში, რომელიც ხშირად მილიონებისგან შემდგარ ხალხს ათას კაცს უმორჩილებს...
ამის მაგალითს ჩვენ დღესაც ვხედავთ ინდოეთში ორასი მილიონი ინდოეთლები
მორჩილებაში ყავს ოცი ათას ინგლისელებს... აი, ბატონო ჩემო ცრუპატრიოტო, რამ
დაჩაგრა, რამ დასცა და უკან დასწია ჩვენი ქვეყანა. უკან დასწიაო, რომ ვსთქვი, სწორი
სიტყვა არ მიხმარია. დამიჯერეთ, დღევანდელი საქართველო ათასჯერ უფრო წინ
წაწეულა იმ საქართველოზე, რომელიც მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, ან მეთვრამეტე
საუკუნეში ისე მამაცურად თავს იჩენდა.ხალხიც მომეტებულია დღეს შიგ, სწავლაც დღეს
უფრო დაწინაურებულია, სიმდიდრეც უფრო გავრცელებულია, – ერთი სიტყვით,
ყველაფრით უფრო მძლავრია დღეს ჩვენი ხალხი, ვინემ უწინ იყო. საუბედუროდ, მაშინ
ჩვენი მეზობლებიც ჩვენსავით განვითარებული და განათლებული იყვნენ, და არა ჩვენზე
უმეტესად. დღეს ყველა მეზობლები, და მთელი უცხოეთი, ათი-ათასჯერ, ან ასი ათასჯერ
უფრო დაწინაურდენ უწინდელზე, ჩვენ კი მარტო ათასჯერ უფრო გავმაგრდით... აი, ეს
გარემოება შეადგენს ჩვენს უბედურებას, თორემ ჩვენი მეზობლები რომ ჩვენზე უფრო არ
დაწინაურებულიყვენ, დღესაც ისე ადვილად შეგვეძლებოდა მათი მორევა და მათ შუა
მარჯვედ გამოჯგიმვა, როგორც უწინ გვჩვევოდა...

ნუ-თუ შესაძლებელია სხვის ჯობნა, თუ კი ჩვენ ამ სხვას არ გავიცნობთ? ნუ-თუ მარტო ის


დაგვაწინაურებს, თუ ჩინეთის კედლით შემოვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყანა? თუ კი სხვის
მწერლობას არ შევისწავლით, სხვის მეცნიერებას არ შევიძენთ, სხვის გამოცდილებას არ
დავიმკვიდრებთ, ნუ-თუ მარტო ძველი ჩვენი ენის გაზეპირებით, ძველი ხელნაწერების
ტრიალით, ძველი ჩვეულების გახსენებით შეგვეძლება იმ ძალის მოპოვება, რომელიც

411
სხვებთან გაგვასწორებს და სხვის პატივს შეგვძენს? ნუ-თუ მარტო ქართული ენის
შემწეობით შეგვეძლება ჩვენ – ან შეეძლება ჩვენს ახალგაზრდობას – ის მეცნიერება
შეიძინოს მოკლე დროში, რომელიც სხვებს მთელი საუკუნოების განმავლობაში
მოუგროვებიათ? ნუ-თუ პატრიოტულ გრძნობას ახშობს ან სდევნის სხვისი ენის შესწავლა,
სხვისი ცხოვრების გაცნობა? ნუ-თუ ვაშინგტონი ნაკლები ან უხეირო პატრიოტი იყო
იმით, რომ ფრანგული ენა იცოდა, ან ინგლისის კარგი და ავი ჩინებულად შესწავლილი
ჰქონდა? ნუ-თუ ბატ. ილ. ჭავჭავაძეს ქართული გული არ უძგერის და ნამდვილი
ქართული გრძნობა არ აღელვებს, რაკი მარტო რუსული წიგნებით გამოზრდილია, რაკი
რუსეთში შეუძენია მთელი თავისი ცოდნა, და რუსულ სასწავლებლებში გაუტარებია
მთელი თავისი ახალგაზრდობა? კაცი იყოს, თორემ, სადაც უნდა ისწავლოს, კაცად მაინც
დარჩება და გრძნობა მაინც არ დაეკარგება. მარტო უსუსურები ხდებიან და ფუჭდებიან
სხვის გავლენის ქვეშ, და უსუსურებს გინდ სიკვდილამდი ძიძად გაუხდე, გინდ ნიადაგ
ჭკუას ასწავლიდე, ხეირის მოტანა მაინც თავის დღეში არ შეეძლება...

რასაკვირველია, ჩინებული საქმე იქნებოდა, ჩვენ რომ ახლა საშუალება გვქონდეს მთელი
ევროპის მეცნიერება გადავცეთ ჩვენს ხალხს ან ჩვენ ახალგაზრდობას ქართულ ენაზე,
ქართულ სასწავლებელში. მშვენიერი რამ იქნებოდა ეს, და მთელი ჩვენი შეძლება ან ღონე
იმას უნდა მივმართოთ, რომ ოდესმე დაარსდეს ჩვენში ამ გვარი ნეტარი მდგომარეობა,
მაგრამ დღეს, როცა ამის საშუალება არა გვაქვს, და როცა აუცილებლად საჭიროა, რომ
უწინდელს გონებითს სიბრმავეში არ დავტოვოთ ჩვენი საზოგადოება, ბრმაც კი უნდა
მიხვდეს, რომ ყოველი საშუალება, რომელიც ამ საზოგადოებას გონებას განუვითარებს და
გააძლიერებს, რომელიც მას გულში იმედს ჩაუნერგავს ან მხარში ძალას მისცემს,
სასარგებლო იქნება ჩვენის ხალხისათვის...

მაცხოვარმა ბრძანა, – როცა ჰკითხეს, რომელს ტაძარში უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთთან
უფრო ადვილად მიაწიოსო, – «ოღონდ ლოცვა გულწრფელი ან მხურვალე იყოს, და სადაც
უნდა ითქვას, ყოველთგნის ზეცას ავაო: ტაძარშიაც რომ არ იყოს კაცი, თუნდ მინდორში
ლოცულობდეს წრფელის გულით, ღმერთი მის ლოცვას მაინც შეისმენსო». ჩვენს

412
მდგომარეობას მეტის-მეტად შეეფერება ეს მცნება. დიახ, სადაც უნდა ვისწავლოთ, ვის
შკოლაშიაც ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ოღონდ კი გულში მამულის მსახურების წრფელი ან
მხურვალე სურვილი ვიქონიოთ და ჩვენი შრომა ნაყოფიერი იქნება, მამულს გამოადგება...
საუბედუროდ, ჩვენ ეს გულწრფელობა და გულმხურვალება, ან უფრო სწორეთ ვსთქვათ,
ვნება (стасть), გვაკლია.

დიდი უბედურებაა ჩვენის ქვეყნისთვის ეს ნაკლულევანება. ჩვენის ყმაწვილების უმეტესი


ნაწილი თითქო მარტო წაბაძვით მოქმედებს... თითოეული მათგანი ბურჟუაზიულად
ცხოვრობს. მას თავისი საკუთარი საქმე აქვს, თავისი კერძო სარგებლობა, და ამ საქმეს, ამ
სარგებლობას უნდება უმეტესი ნაწილი მათის დროისა, უმჯობესი ძალა მათის გონებისა
და ვნების. ზოგი თავის კერძო სამსახურს მიწოლია, და უფროსების თვალში შეჩერებას
უნდება, ზოგი ვენახს უვლის და დილიდგან საღამომდი იმაზე დარდობს, ვაი, თუ სეტყვამ
ვაზი წამიხდინოსო, ზოგი მარტო იმაზე ზრუნავს, – მომავალი კენჭის ყრის დროს
გამაშავებენ, თუ გამათეთრებენო, ზოგი მის ზრუნვაშია, გაკვეთილებს ვიშოვნი, თუ არა,
ჯამაგირს მომიმატებენ, თუ არაო... ორი, სამიც არ მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში ისეთი კაცი,
რომ მამულის ან ხალხის მეტი საზრუნველად და სადარდებლად არა ჰქონდეს რა, რომ
საზოგადო საქმის მეტი არაფერი ახსოვდეს, რომ მამულის სიკეთის მეტი არაფერი მადა
ჰქონდე ს, არას გრძნობდეს.

გვყავს ჩვენ ამისთანა მოქმედი? თქვენ თვითონ მიეცით პასუხი ამ უბრალო კითხვას.
ნეტავი თქვენ, თუ შეგხვედრიათ სადმე, ჩვენში, ამგვარი გმირი. მე კი გული მიკვდება, რომ
ამნაირი კაცის ლანდსაც ვერ ვპოულობ ჩვენს ქვეყანაში. მათ მაგიერ ვხედავ, რომ ჩვენი
მოქმედი პირნი გულმოდგინედ ყველაზე უფრო თავის კერძო ბედნიერებას ემსახურებიან,
მამულზე კი მარტო მაშინ მოიფიქრებენ, როცა საკუთარ საქმეებს მოილევენ, ყველა თავის
კერძო მადას დააკმაყოფილებს და ჩინებულ სადილს შემდეგ, მშვენიერად მორთულ
დარბაზში განცხრომას მიეცემა. მაშინ, სამასლაათოდ, ხან ქალების შნოზე ჩამოაგდებენ
მუსაიფს, ხან მამულის უბედურებაზე... რასაკვირველია, ამგვარ კაცებს ნამდვილი

413
მეცადინეობა მარტო იმაზე აქვთ მიქცეული, რომ მამულის აჩქარებულმა მოძრაობამ მათი
კერძო კეთილდღეობა არ შეარყიოს... ვისგან გვესმის, უფრო ხშირად, ამ ნაირი ჩივილი?
იმისთანა პირებისგან, ვინც მარტო თავის თავზე, მარტო თავის მუცელზე ან სხეულზე,
ხუთას და ექვსას თუმანს ხარჯავს წელიწადში, ვინც არც მდიდრულ ცხოვრებას იკლებს,
არც ბატონობას, და ას მანეთს კი არ იმეტებს წელიწადში, სამშობლო მწერლობის
შესაწევნად. ჩვენი თეატრი წელ-მოწყვეტილად მიდისო, ჩვენი მწერლობა დაცემულიაო, –
ამას ხომ ყველასგან გაიგონებთ. ყველას კარგად ესმის, რომ ეს ყველაფერი უფრო
საშუალების, ფულის უქონლობისგან გვემართება. და ამ საშუალებას, ამ ფულს კი არა კაცი
იმეტებს, თუმცა იგივე ყმაწვილი, რომელიც ამბობს: «ღარიბნი ვართო», მიბრძანდება და
ორასი მანეთის ტანსაცმელს ყიდულობს ან ყოველ საღამოს ხან სამ თუმანს აგებს ბანქოში,
ხან ხუთს, ხან ათს, ასსაც და უფრო მეტსაც! გულწრფელად რომ უყვარდეს მას თავისი
მამული და მწერლობა, ნუ თუ შესაძლო იქნებოდა ამგვარი მოვლ;ენა? მაშინ ეს ყმაწვილი
ტანსაცმელსაც უბრალოს დაჯერდებოდა, ბანქოს თამაშისაგანაც ხელს აიღებდა, დიდ
კაცობასაც გამოეთხოვებოდა, და მარტო მამულს ან მარტო მწერლობას მიალევდა მთელ
თავის ქონებას... ნათქვამია, კაცს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროსო, და ეს სიტყვა
მტკიცე ჭეშმარიტებაა. ვერ ემსახურება კაცი ერთსა და იმავე დროს თავის კერძო
ინტერესებს და მამულის სარგებლობას, ვერ გაიჩენს ორ ღმერთს, ვერ გაუძლებს ორ
ბატონს. ან ერთი უნდა დაივიწყოს, ან მეორე, ან ერთისაგან უნდა აიღოს ხელი, ან
მეორისაგან...

VI

დავუბრუნდეთ, ისევ, წეღანდელ ჩვენს საგანს, და ისევ იმაზე ვიფიქროთ, თუ რ ა მ


დ ა ს ც ა ჩ ვ ე ნ ი ხ ა ლ ხ ი, ან რა სჭირია მას დღეს, გასაძლიერებლად? ჩვენის ხალხის
დასუსტების ერთი მიზეზი წეღან მოვიყვანე. მეორე მიზეზიც იყო, აგრეთვე მეტისმეტად
შესანიშნავი, და ეს მიზეზი ახლა უნდა გამოვიკვლიოთ, მიტომ რომ მის თავიდან
მოშორებას უნდა ცდილობდეს ჩვენი ქვეყნის ყოველი ერთგული შვილი. ეს მიზეზი იმაში

414
მდგომარეობს, რომ უცხოეთლების ემოსევას გარდა, ჩვენი ხალხი მ ი ს მ ა შ ი ნ ა გ ა ნ მ ა
გ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ე ბ ა მ და მდგომარეობამ დაასუსტა, დააუძლურა.

ხალხი მაშინ არის ძლიერი და ბედნიერი, როცა მთელი მისი ძალა თანამედროვე
მეცნიერების იარაღით არის აღჭურვილი, ეს ხომ ერთი და მეორეც ის, როცა მთელი ეს
მისი ძალა, თანამედროვე მეცნიერების იარაღით აჭღურვილი, მის სასარგებლოდ იხმარება
და მოქმედებს. მაგრამ როცა ხალხის ცხოვრებაში ნელ-ნელა ისეთი წესი შემოდის, რომ
ნახევარი ხალხი თავის ძალას უქმად მიწაში მარხავს, უმოქმედოთ ჰფლანგავს, და მეორე
ნახევარი კი ორჯერ უფრო მომეტებულად შრომობს, როგორც თავის სარჩენლად, ისე იმ
პირველი ნახევრის სარჩენლად, რომელიც უმოქმედოთ და უქმად ცხოვრობს, მაშინ
ხალხის ძალა იღალება, სუსტდება და სრულიადაც ჰქრება. მაშინ მარტო ხალხის ძალა კი
არ იფანტება უხეიროდ, თვითონ ამ ხალხის ორ ნახევარს შუა ჩუმი, დაფარული ბრძოლა
ატყდება, რომელშიაც ილევა ხალხის გონებითი და ფიზიკური ძალის უმჯობესი ნაწილი.
ქიშპობა და სამდურავი იბადება, ერთობა იკარგება, და ხალხი ორ ბანაკად იყოფა. ორს
ერთმანეთზე მტრად გადაკიდებულ ბანაკად... რასაკვირველია, უმიზეზოდ როდი
დაბადებულა ჩვენში, ძველად, ეს უბედური განაწილება და განხეთქილება. ჩვენს ქვეყანას
ძველად მეომრები სჭიროდა, და მეომრებს რჩენა უნდოდა. ზოგი გარეშე მტერს ებრძოდა,
რომ მშრომელი ხალხი უცხოეთლების შემოსევისაგან დაეხსნა, და ეს მშრომელი ხალხი,
რასაკვირველია, დიდის სიამოვნებით არჩენდა, გულწრფელის გრძნობით ემსახურებოდა
მის დამცველ ჯარს, რომელიც მაშინ მისი კეთილი, მფარველი ანგელოზი იყო.

მაგრამ დროთა ვითარებისაგან ამ ნაირი გონიერი შრომის განაწილება ჩვეულებად


გადაიქცა, და ბოლოს მშრომელ ხალხს რჩენა და ბეგარა ისეთმა პირებმა მოსთხოვეს,
რომელნიც მას არც მტრისაგან იფარავდენ, არც უცხოეთლების წინ ეხმარებოდენ... მიწა-
წყალი ხალხს ხელიდგან გამოეცალა და მთელი ხალხი იმ კაცთ ყურმოჭრილ ყმად
გადაიქცა, რომელნიც უსაქმოდ ცხოვრობდენ და უსაქმობის გამო მარტო სიამოვნებაში ან
ქეიფში ფლანგავდენ ხალხის შრომით ნაწარმოებს... ვისაც ჩვენი მამული უყვარს, მისი
პირველი მოვალეობა ის არის, რომ აი ეს უსწორ-მასწორობა, ეს განხეთქილება შეამციროს,

415
რომ შემდეგში ერთიანად მოისპოს ჩვენში ამგვარი უსამართლო და უგუნური ფლანგვა
ხალხის ძალისა და შრომის. სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და
თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდგან არ
გამოვა, შეუძლებელია, რომ ჩვენში ნამდვილი ე რ თ ო ბ ა დაარსდეს, ან გულწრფელი
ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება. მაშასადამე, ყველაფერი, რაც ეკონომიურ
სამართლიანობას გვიახლოებს, ჩვენის მამულის სასარგებლოდ უნდა მიგვაჩნდეს, და
ნიადაგ იმას უნდა ვცდილობდეთ, რომ ხალხის უმრავლეს ნაწილს
გავუადვილოთ თავის გათავისუფლება ეხლანდელის
დამოკიდებულ-მდგომარეობისაგან. ხალხი მაშინ გაძლიერდება, მაშინ დაძმობილდება,
მაშინ შეადგენს ერთ ძმურ ოჯახს, როცა სადაო არა ექნებათ რა სხვადასხვა წოდებას, როცა
ყველანი შრომას გაერთობიან და შრომას ისე გაინაწილებენ, რომ თითოეულის შრომა
ყველა სხვის შრომის გაადვილება იქნება და არა გაძნელება.

ამის მაგიერ, რომ ნამდვილი განხეთქილების შემცირებას ან მოსპობას ვცდილობდეთ, ჩვენ


რას ვშვრებით? გვინდა გავყუჩდეთ ამ საწყენს საგანზე, გვინდა ხმა არ ამოვიღოთ, გვინდა
გაჩუმებით დავაჯეროთ გარეშე პირები, თითქო ჩვენსა, ჩვენის ხალხის ოჯახში, მართლა
ერთობა და ძმობა მეფობდეს... ათასი რომ ვიყვიროთ, – ჩვენში ერთობა სუფევსო, ძმობა
მეფობსო, კეთილი განწყობილება არსებობსო, ამით, ჩვენ მარტო საკუთარ თავს
მოვატყუებთ, ჩვენ ხალხს ვავნებთ, მის მომავალს წავახდენთ... ჩვენს ცრუპატრიოტებს კი –
ამ უკანასკნელის წლის განმავლობაში – მეტი შრომა არა ჰქონიათ რა, რომ ეს ბრძოლა, ეს
განხეთქილება დამალონ, მათზე ხმა არ ამოიღონ... ჩვენი ცრუპატრიოტები რომ თავის
მამულის გონიერნი მსახურნი იყვნენ, მათი პირველი და უმთავრესი შრომა ჩვენი ხალხის
ეკონომიურ ცხოვრებაზე იქნებოდა მიქცეული...

ზემოთ ვსთქვი, რომ ჩვენი ხალხის სხვადასხვა წოდებას შუა ბრძოლა არსებობს. ბრძოლა
ორნაირია ქვეყანაზე. არის ერთი ბრძოლა, მავნებელი და დამღუპველი, ბრძოლა ლუკმა
პურისათვი ს, დამშეულებს შუა ბრძოლა, როცა ერთი მეორეს პირიდგან საჭმელს სტაცებს
და თითოეული მარტო სხვისგან წართმეულით რჩება. ამგვარი ბრძოლა კიდეც კლავს,

416
მაგრამ მეორე ნაირი ბრძოლაც არის ხოლმე ხალხში გამართული, თ ა ვ მ ო ყ ვ ა რ ე ო ბ ი ს
ბრძოლა, ქიშპობა იმაზე, თუ ვინ როგორ ისახელებს თავს, ვინ აჯობებს თავის ტოლს, ვინ
უკეთესად წაიყვანს საქმეს. რამდენადაც ხალხის ბედისთვის მავნებელია პირველი გვარი
ბრძოლა, სწორედ იმდენად სასარგებლოა მეორე ნაირი. ჩვენს პატრიოტებს კი ამ ორ ნაირ
ბრძოლას შუა განსხვავება არ სმისთ. იმათ სადღაც ყური მოუკრავთ, რომ ბრძოლა
მავნებელიაო, და ის კი ვერ გაუგიათ, თუ რანაირი ბრძოლა ყოფილა მავნებელი, და
რანაირი – ასარგებლო. იმ ნამდვილსა და დამღუპველ ბრძოლას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში
არსებობს, ისინი კალთას აფარებენ და მალვენ. მაგიერად ცდილობენ მოსპონ ჩვენში მეორე
ნაირი ბრძოლა, რომლისგანაც ჩვენ ყველანი მარტო ამ მეორეს უნდა ველოდეთ,
ცდილობენ კაზარმული წესი შემოიღონ და დაუხშონ გონება ველას, ვინც მიზნისკენ
მათსავით ზანტად არ მ ი ი კ ლ ა კ ნ ე ბ ა. რაც უფრო რომელიმე ხალხი მდიდარია
გონებითის ძალით, რაც უფრომოძრავია, ძლიერია მისი შვილების ჭკუა-გონება, მით
უძლურია მასში ეს მეორე ნაირი ბრძოლა. მაგალითად, თუნდ საფრანგეთი დავასახელოთ,
ან ინგლისი... რამდენჯერ მომხდარა ხოლმე, რომ ლუი ბლანი გამბეტას შეტაკებოდეს, ან
გამბეტა ლუი ბლანს, აშკარად, მთელი საფრანგეთისა და მთელი ევროპის წინ. ხან ერთს
მათგანს გაუმარჯვია, ხან მეორეს, მაგრამ ყოველთვის კი მათი ბრძოლით ხალხს
უსარგებლებია... საფრანგეთის ხალხი მარტო მით არის ძლიერი, მარტო იმით სჯობს სხვა
ხალხს, რომ ათას და ათი-ათას ამგვარ ბრძოლას მისი გონება განუვითარებია, მისი
გამოცდილება გაუდიდებია, და საკუთარის ჭკუით სიარული უსწავლებია...

აზრების ამნაირი ბრძოლა მით უფრო სასარგებლოა, რომ ის სრულიადაც არ სპობს


ნამდვილ დისციპლინას, რომელიც ყოველი მოქმედი საზოგადოებისთვის აუცილებლად
საჭიროა. დაბნევის, გაცალკევების საჭიროებას კი არვქადაგობ. როცა ვამბობ, აზრების
ბრძოლა და შეტაკება სასარგებლოა ჩვენი საზოგადოებისთვის მეთქი. სრულიადაც
არა.ვიბრძოლოთ ერთმანეთს შუა, ერთის აზრს მეორის შეხედულება შევატაკოთ,
ვეცადოთ ხალხი მონაწილე გავხადოთ ამ ბრძოლისა და ჭკუის მოძრაობისა, და მერე თუ
ნამდვილად მამული გვიყვარს, თუ მისი სიკეთე კერძო თავმოყვარეობაზედ უფრო დიდათ
მიგვაჩნია, ყველა იმ გადაწყვეტილებას დავადგეთ, რაც უმრავლესობამ მიიღოს. ამ

417
უმრავლესობისგან მიღებულის გადაწყვეტილების ერთგულება შეადგენს ნამდვილსა და
გამოსადეგ დისციპლინას და არა ფელდფებლური მონობა ერთის რომელისამე კერპისა, –
და არა თვალდახუჭული დაჯერება მისი, რასაც ეს კერპი წამოროტავს ან ბრძანებს.

ათასჯერ შეტაკებულან მწერლობაში და პარლამენტში გამბეტა და ლუი ბლანი, მაგრამ არც


ერთის მათგანისთვის ამ შეტაკების სიმწარესა და დაუზოგველობას არ დაუშლია ერთად
ყოფნა ყველა იმ კითხვებისა და იმ საგნების განრჩევასა და განსჯაში, რაც რესპუბლიკის
ინტერესებს ეხებოდა. საქმე რომ კენჭის ყრაზე მივარდებოდა, გამბეტას კენჭი და ლუი
ბლანის კენჭი ორივე ერთსა და იმავე უჯრაში ერთად ვარდებოდა, ორივე ერთად ან «ჰოს»
ამბობდენ, ან «არას». ერთი მეორის ჯიბრით კი არ მოქმედებდა, ერთი მაშინ როდი
იძახოდა «არაო», როცა მეორე «ჰოს» იტყოდა. უთანხმოება მათს შორის მარტო იმაზე იყო, –
მტერს რა გზით მოვერიოთო, მაგრამ მტერზე რომ საქმე მივარდებოდა, ორივე ხან
ერთნაირად ებრძოდა მტერს, ხან თითოეული თავისებურად...

რაც ჩვენის მომავლისთვის საჭიროა, იმას ჩვენ როდი ვიკარებთ, მაგიერად მავნებელს კი
გულში ვიხუტებთ. აზრების სიუხვეს, შედარებას, წინააღმდეგობას არ ვითმენთ, ცოდვათ
ვთვლით ვდევნით; გვგონია საჭირო დისციპლინა ჩვენში მარტო მაშინ დაარსდება, როცა
ყველა ჩვენის ქვეყნის შვილები თვალ ახვეულად ერთს მოთავეს გაყვებიან... ამას ვეძებთ
და საჭირო დისციპლინას კი ვერ ვახერხებთ, ვერ ვაწყობთ. განა ეს უბედურება არ არის,
მაშ რა ოხრობაა? დისციპლინა დიდი რამ არის ხალხის ცხოვრებაში. დიდი უბედურებაა
ხალხისთვის, როცა მისი გონებითი და ფიზიკური ძალა დაფანტულად, უთავბოლოდ,
უგზო-უკვლოდ იხარჯება. შრომისა და ძალის შეერთებით და ერთი მიზნისკენ
მიმართვით ხალხი იმისთანა საქმეებს ახერხებს, რომელსაც ვერც ერთი კერძო პირი,
რაგინდ გონიერი იყოს, მარტოხელად ვერ მოერეოდა, და ვერც ათასი ან ათი ათასი
გენიოსი, ცალცალკე მშრომელი, ვერ გაარიგებდა... გონიერი შრომის შეერთება, რიგიანი
დისციპლინა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ათასი კაცის ტვინი და გონება საქმეს
ეხმარებოდეს, რომ რაც მათ ძალა ან მოხერხება აქვთ, სულ ერთიანად შრომაზედ იყოს
მიქცეული, რომ ამ ძალისაგან ან ამ მოხერხებისაგან არაფერი იკარგებოდეს... მაშინ საქმე

418
კარგად წავა და ერთი მოთავის ბედზე როდიღა იქნება დამოკიდებული საქმის, ქვეყნის
იღბალი. თუნდ მოკვდეს ეს მოთავე, თუნდ წახდეს, თუნდ შეცდეს, თუნდ ათას სხვა
მოთავეს დაემართოს ამგვარივე უბედურება, მშრომლების საქმე მაინც ხეიეიანად
წარმართული იქნება: მაშინ, როცა საჭიროება მოითხოვს, თითქმის თითოეულს ამ
მშრომელთაგანს მოთავედ გახდომა შეეძლება, და საქმე უპატრონოდ თავის დღეში აღარ
დარჩება. მაშინ მოთავე მარტო დროშაა საქმის, ის დროშა, რომლის გარშემოც რიგზე
დგებიან გონიერი მშრომელები. მაშინ ეს დროშა მარტო მას მიებარება, ვინც ყველაზე
უფრო მაღალია, ვისაც სხვაზე უფრო შორს უჭრის თვალი...

ნუ დავივიწყებთ ამას, და ამ მხრით გადავხედოთ აბა ჩვენს მდგომარეობას. აქაც


შევეყრებით ზოგიერთს ისეთს კანონს ისტორიული განვითარებისას, რომლის ცოდნაც
უსარგებლო არ იქნება ჩვენთვის.

VII

უწინდელს დროში ჩვენს საზოგადოებაში მარტო ბრმა დისციპლინა არსებობდა. მთელი


მხარე ან მთელი ხეობა, ან მთელი სოფელი ერთს კაცს მიჰყვებოდა... როგორც ცხვრის ფარა
თხას, გაჰყვება ხოლმე. დღესაც ბევრია ამისთანა მაგალითი ჩვენს თვალ-წინ, დღესაც
ბევრს ალაგს მინახავს, რომ დიდი ჩინით ან დიდი სიმდიდრით აღჭურვილს კაცს,
გონებით კი ღარიბს და ხასიათით სუსტს, უშველებელი ხმა და გავლენა ჰქონოდეს
საზოგადოებაში. ათასი და ათიათასი უჯერის მას, და იმას კი არავინ კითხულობს,
მართლა ჭკუისთვის, ან პატიოსნებისთვის მისცეს ეს ჩინი, მართლა ჭკუითა ან
პატიოსნებით მოიგო ეს გავლენა?.. ჩვენი ხალხის უმრავლესობა ჯერ კიდევ ამ პირველ-
დროინდელს მდგომარეობაშია.

მარტო ახალგაზრდობის მცირედი ნაწილი გამოვიდა, როგორც იქნა, ბრმა მონების


კლანჭებიდგან, და, რასაკვირველია, იმწამსვე მეორე უბედურებაში ჩავარდა... ჩვენი
ახალგაზრდობაც ასე მოიქცა... ადვილად მიხვდა, რომ უშველებელი უგუნურობა ყოფილა
ეს ბრმა მორჩილება: რაკი ამაზე შუბლი მიახალა, ის მოტრიალდა და პირდაპირ მეორე

419
გზას დაადგა: «აღარავის დავემორჩილები, სხვისას აღარაფერს ვიწამებ, მარტო ჩემს
საკუთარ შეხედულებას გავყვები, მარტო ჩემს გონებას ვიცნობო»! უწინდელს მონობას
უეჭველად ეს შედეგი უნდა მოეტანა. ამის გამო, ეხლანდელი ჩვენი ახალგაზრდობა
დაფანტულია გონებითად: ზოგი მარჯვნივ მიდის, ზოგი მარცხნივ, ზოგი წყლისკენ
მიიწევს, ზოგი ტყისკენ, ზოგი ხტის, ზოგი წევს, ზოგიც სეირნობს... საზოგადოებრივი
მეცნიერება ხეირიანად შესწავლილი და გაცნობილი რომ ჰქონდესთ ამ ჩვენს
ახალგაზრდებს, ჩვენი საზოგადო კითხვების უმეტეს ნაწილზედაც ერთი აზრისა და
შეხედულობის იქნებოდენ, ისე, როგორც ყველა თანახმაა ახლა იმისი, რომ ორჯერ ორი
ოთხია, ან იმისი, რომ სახლის ასაშენებლად ჯერ საძირკველი უნდა გათხაროს კაცმა, მერე
კედლები ამოიყვანოს, და მერე ჭერი გააკეთოს და არა ამ ჭერის გამართვით დაიწყოს
სახლის შენება... ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი კი ამ სიბრმავის სიძულვილით
დაფანტულად და ცალ-ცალკე დახეტიალობს. ამ ხეტიალის უსარგებლობა და მავნებლობა
ბევრს ესმის.

ბევრი ქადაგობს, არ ვარგა ამგვარი დაფანტულობაო. ბევრი იხვეწება – ერთობა


ვიქონიოთო, ერთი მიზნისკენ წარვემართოთო... ხალხში ნამდვილი ერთობა მარტო მაშინ
დამყარდება, როცა ამისი ეკონომიური ცხოვრება გათანასწორდება, როცა ხალხი
ეკონომიურად გათავისუფლდება და შეერთებულ შრომას შეეჩვევა, სწორედ ისე
ახალგაზრდობის ცხოვრებაში, გონიერი და საჭირო დისციპლინა მარტო მაშინ დაარსდება,
როცა ჩვენი მოთავეები ბრმა მორჩილების ძებნას დაიწყებენ, და მარტო თავისი გონების
ძალით, მოიგებენ ახალგაზრდობის შემუშავებულს, მოწიფებულს, თვალ-ახელილს
გონებას... ამის მაგიერ ჩვენი მოქმედი პირები იმ საქციელს ადგიან, რომელიც მხოლოდ
მცირე საქმეს, ვიწრო ამხანაგობას, უმომავლო მიზანს შეეფერება, და არა დიდს, სახალხო,
საქვეყნო საქმეს... რაც კი რამ გაკეთებულა ქვეყანაზე დიდი ან სახეირო, ხალხისთვის,
გაკეთებულა აშკარად, საქვეყნოდ, პირდაპირ, მარტო პატიოსანი საშუალებით, მარტო
ნამდვილის ძალით, გონებითის ან ფიზიკურის ძალით, და არა ო ი ნ ო ბ ი თ,
პირფერობით, ფარისევლობით, და სხვა ამ რიგი საშუალებით. მარტო «კლიკას»,
ავაზაკურს ბრბოს შეეფერება ქვეშქვეშურად მოქმედება საზოგადო ასპარეზზე, მარტო

420
უმომავლო ხალხს, დაცემულს და უიმედო საზოგადოებას მოუხდება დაფაროს თავისი
თავი, თავისი მიზანი და საშუალება, და ჩუმ-ჩუმად, მალულად ეძიოს თავის ხსნა... ნუ-
თუ იქამდი დაეცა ჩვენი ხალხიც, იქამდი ბოლო მოეღო საქართველოს, რომ ამნაირი
უმომავლო და უიმედო ქვეყნად უნდა ჩავთვალოთ? ნუ-თუ მარტო იეზუიტური გზა
დარჩენილა მის საშველად, მარტო ოინების, სიცრუის და თვალებისახვევის გზა? ნუ-თუ
ჩვენი ხალხი იმდენად დაცემულა, იმისთანა უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილა, რომ
ვეღარ აიტანს იმ შრომას, ვერ დაადგება იმ გზას, ვერ მოინელებს იმ საზრდოს, რომელიც
სხვა ხალხს აბედნიერებს ან აძლიერებს?... ხალხი კი აღარ ყოფილა, ველურთ უბანი
ყოფილა, სულითა და გულით დაცემული, და რაღას უშველის მასზე ზრუნვა ან მისთვის
შრომა?.. მაინც ხომ ვერ აღადგენს მკვდარს ეს იეზუიტური და მიმაძინებელი გზა, ეს
საზოგადო გონების დამხშველი მოქმედება!

VIII

მაგრამ ეს ტყუილია, – ჩვენი ხალხი, ღვთის მადლით, შორს არის ამგვარ უიმედო
მდგომარეობისაგან. ღმერთმა ნუ ჰქნას, ამისთანა უბედურებაში რომ ჩავარდეს... არა, ჩვენი
ხალხი ამისთანა მდგომარეობაში არ ჩავარდნილა. ის სულ სხვანაირი სამსახურის ღირსია.
ღირსია, რომ მისი საქმეც ისე წაიყვანოს მისმა მოთაურებმა, როგორც ყოველი ხეირიანი
ხალხის საქმე წაყვანილა ქვეყნიერებაზე. ეს ჩვენი ხალხიც ღირსია, რომ გონება
განვუვითაროთ, აზრის მუშაობას შევაჩვიოთ, საკუთარის ხელით მოვაწმენდინოთ მისი
წყლულები, საკუთარის შრომით გავამართვინოთ სამართლიანი გაწყობილება, საკუთარის
მუხლით სიარული დავაწყებინოთ, და ყველა ამას, ხომ, მარტო პირდაპირი, ყველასთვის
აშკარა თვალსაჩინო შრომა მოიტანს... მაშ, ტირილსა და გოდებას თავი დავანებოთ,
დავივიწყოთ უხეირო ოინები, ნუღარ ვიკადრებთ იმ გლახურ ცრემლის ჩვენებას,
რომელსაც ამოდენა ხანია მისცემია ჩვენი მწერლობა... თუ მართლა გწამს მისი მომავალი,
თუ მართლა და გულწრფელად გვინდა მისი მსახურება, ერთი სიტყვით, თუ ნამდვილად
გვიყვარს ჩვენი მამული, ჩვენ ის უნდა გ ა ვ ა ძ ლ ი ე რ ო თ, როგორც მატერიალურის
მხრით – სამართლიანად ეკონომიურის გაწყობილების დაფუძნებით, ისე ზნეობით – მისი

421
გონებისა და ცოდნის გაუმჯობესებით. ის იმედი უნდა ჩავუნერგოთ მას, რომელიც ჩვენ
თითონ გვაქვს, იმ მომავლისკენ უნდა მიუბრუნოთ პირი, რომელიც ჩვენ გვწამს, იმ გზაზე
უნდა დავაყენოთ, რომელმაც ყველა სხვა ხალხი გააძლიერა და გააბედნიერა. მარტო ის
ხალხიაო ღირსი ბედნიერების, სთქვა ვიქტორ ჰიუგომ სომხებზე, რომელიც მომავალს
შეჩერებიაო; და ვინც მარტო წარსულს შესცქერის, ის სამარეს ითხრისო...

მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენს ძალას მივენდოთ, მ ა რ ტ ო ჩ ვ ე ნ ს


გ ა ძ ლ ი ე რ ე ბ ა ს ა დ ა გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა ზ ე ვ ი შ რ ო მ ო თ – მაშინ მეგობარიც ბევრი
გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც. ხალხის ცხოვრებაშიაც ის კანონი მოქმედებს,
რომელიც აღებ-მიცემის ედაბურჯად დგას: ყველა მარტო იმ კაცს ენდობა, მარტო იმას
ასესხებს ფულს ან კრედიტს გაუხსნის და შემწეობას მისცემს, ვისაც თავისი რამ აქვს
შესაფერი. – აი ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ჯერ ჩვენი რამ შევიძინოთ, ჩვენდათავად
გავძლიერდეთ, ჩვენი მუხლი და წელი გავიმაგროთ და მაშინ ერთი დასტვენის მეტი
არაფერი დაგვჭირდება: მაშინ ყველას ჩვენი ნდობაც ექნება, პატივიც და რწმუნებაც, მაშინ
ყველა მეგობრებად გაგვიხდება და შემწეობას არავინ დაგვაკლებს. მაშინ ჩვენდა-თავად
არც ტირილი დაგვჭირდება, არც გოდება, არც ზლუქუნი, არც ჩურჩული. და სანამ ამ
« ს ა კ უ თ ა რ ი ს გ ა ძ ლ ი ე რ ე ბ ი ს“ გზას გულდაგულ და პირდაპირ არ დავადგებით,
მანამდი კი ათასიც რომ იბღავლოს ჩვენმა მწერლობამ, ათასიც რომ იჩურჩულონ ჩვენმა
მოქმედმა პირებმა, კაცი ყურადღებას არ მოგვაქცევს და შემწეობას არ გვაღირსებს, ყველას
ის აზრი ექნება თავში: «სუსტი ხარ, ქვეყანაზე ადგილი რათ გიკავია, თვალს რათ გვჭრი
შენის წყლულების ჩვენებით, რა გიყო, რა გიშველო, ხომ ფეხზე ვერ დაგაყენებ, თუ შენდა-
თავად წამოდგომა არ შეგიძლიაო»!

მოახერხებს ეხლანდელი ჩვენი თაობა ამ საქმის წაყვანას, ამ მიზნის მიწევნას კი არა,


ძებნას? არა მგონია. ერთობ შეჩვეულია ის ზლუქუნსა და ტირილს, ერთობ ნაჩვევია სხვისი
იმედით ყოფნას, ერთობ გადაჩვეულია სიარულს, საკუთარის ძალით სარგებლობას...
დროა, დიდი ხანია დროა, რომ ახალმა თაობამ მიიხედმოიხედოს ამ ჩვენს
მდგომარეობაზე და გარკვეულად შეუდგეს იმ შრომას, რომელსაც დღეს ჩვენის მამულის

422
სარგებლობა მოითხოვს... ... თანდათან გვიახლოვდება ახალ-ახალი ქვეყნის მოძრაობა...
ოცი წელიწადი არ გაივლის ისე, რომ ჩვენი ქვეყანა, ან ჩვენის მამულის ახლო-მახლო
მდებარე ქვეყნები, მსოფლიო ბრძოლის ასპარეზად არ გახდეს აღმოსავლეთსა და
დასავლეთს შუა... მაშინ რუსეთისთვის საჭირო და დასაფასებელი იქნება ჩვენი-ხალხის
დახმარება,,, ბედნიერი ის ხალხი იქნება, ვინც მზა-მზარეული დახვდება ამ ბრძოლის
პირველ კიჟინს, ვ ი ს ა ც მაშინ ნამდვილი ერთოლბაც ექნება და
გ ო ნ ი ე რ ი დ ი ს ც ი პ ლ ი ნ ა. ამნაირად დამარაგებულ ხალხს ექნება ადგილი ხალხთა
საერთო ტაბლაზე... და ვინც მაშინ დაფანტული, უძლური იქნება, მას არავინ ყურადღებას
არ მიაქცევს...

დაიბეჭდა 1879 წელს ნ. ნიკოლაძის მიერ შედგენილ ალმანახში «საახალწლო», რომელიც


გამოვიდა 1880 წელს.

ჩემ პოლიტიკაზე (გაზეთის «იმერეთის» საპასუხოდ1)

აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე. ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი
მემტერნეს მე ამაოდ, კბილნი ცოდვილთანი შენ შემუსრენ. (ფსალმუნი დავითისი. III, მუხ.
8)

ბ. მეუნარგიას2 გაშავება მარტო ფოთის კერძო, შინაური საქმე იყო. არავითარი პარტიული
ან საერო ხასიათი მას არ ჩნევია. ნამუსიან სტამბაში ასეთ გარემოებას არ უნდა გამოეწვია-
რა, შინაური ქრონიკის უბრალო ამბის მეტი. ფოთზე უდიდეს ქალაქს – ქუთაისში – ამას
წინათ ბ. მეუნარგიაზე უფრო საღი, მცოდნე, დამსახურებული პირი, უფრო მაღალ-
ქალაქის თავი – თანამდებობიდან გადააყენეს. სტამბას ამის გამო, გემახსოვნებათ, არც
ჯვარზე არავინ უცვია, არც ელვა-ჭექა გაუმართავს. რათ მჭირს ესრეთი უსამართლობა?
ვისი დაბალი ღობე მნახეს, რომ ყოველი უწმაწური მაჯირგალებს? ვნახოთ, აბა, რითია
დასაბუთებული და რამოდნათ სინდისიერია ის მხარე სტამბის ჩემზე ამხედრებისა,

423
რომელიც ვითომ საზოგადო, პოლიტიკურ ხასიათს აძლევს ამ მოვლენას. ნახავთ, მკვდარი
რომ მკვდარს აეკიდება, რა სისწრაფით იხრწნება ორივე.

-------------------

1. ეს ჩემი საპასუხო წერილი გადავეცი «იმერეთის» რედაქციას, რომელმანაც მისი


დაბეჭდის უარი შემომითვალა. იძულებული გავხდი ცალკე წიგნაკათ გამომეცა ქუთაისს
1913 წლის გაზაფხულზე. ნ.ნ. (ეს შენიშვნა ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის – რედ.).

2. იონა მეუნარგია (1861-1928) – ბიოგრაფი, პუბლიცისტი. ბ. მეუნარგია ფოთს 19


დეკემბერს გაშავდა.

ოთხ დღეს შემდეგ 23 დეკემბერს, «იმერეთში» (№74) დაიბეჭდა ბრალმდები ოქმი ჩემ
წინააღმდეგ, ვითომ-და ქართველების ზნეობრივ და გონებრივ გადაგვარებას ხელს
ვუწყობდე. საბუთად რა უნდა მოეყვანათ, მტკნარი სიცრუის მეტი? ფოთს პირველ
იანვრიდგან (ესე იგი ერთ კვირას შემდეგ) ნიკოლაძის თაოსნობით ყოველდღიური
რუსული გაზეთი იწყებს გამოსვლასო. ჩინებულად იცოდნენ, რომ ამ გაზეთისთვის არავის
არც ფული ჰქონდა, არც სტამბა, არც ნებართვა, იცოდენ, რომ «ზაკ. რეჩში» ნიკოლაძე ამ
გაზეთის მეთაურად კი არა, ხელის შემშლელად იყო გამოყვანილი, და მაინც ბრალს
მდებდენ. აგერ მარტიც დგება, სადაა ეს გაზეთი?

სიცრუეს თქვენი ჭირი წაუღია. ღრმად ჩაუკვირდეთ ამ საკითხს. ფოთში რუსული


გაზეთის დამწყებთ განზრახვა ჰქონდათ უკეთ დაეკმაყოფილებიათ ის რუსული
საზოგადოების საჭიროება შავიზღვის კავკასიელ განაპირზე, რომელსაც ოთხი რუსული
გაზეთი დიდი ხანია ემსახურება ბათომს, სოხუმს, სოჩას და ნოვოროსისკს. ავნებს თუ
არგებს ქართულ საქმეს, ამ ხალხისთვის დანიშნული გაზეთი ჩემის თაოსნობით რომ
გამოდიოდეს, და არა ბ. პალმის ან ბ. გერმანის მეთაურობით? ეს კითხვაც რომ სადაოთ
სცნოთ, სიცრუის გამჭედს რით ვერ გაუგია, რომ ჩვენი სწავლა, მმართველობა, მსაჯულება,
გზები, ნაოსნობა, მისვლამოსვლა, აღებ-მიცემობა, ერთი სიტყვით, მთელი ცხოვრება,
ისეთი პირების ხელშია, ვისაც ქართული არ ესმის? მაშასადამე, თუ ქართველობის

424
საბოლოო დამხობა არ გვინდა, რუსულადაც უნდა ვწეროთ ამ ცხოვრების ბრუნვა, დარდი,
წამალი, სახსარი.

ქართულ მწერლობაში ეს საგანი ყოველმხრივ გაისინჯა, ამ ორმოცი წლის წინათ,


გადაწყდა, რასაკვირველია, ისე, როგორც მამულის ურყეველი უზენაესი საჭიროება
მოითხოვდა: ვისაც ქართველ ხალხისთვის გული ეწვის, მან ქართველებისთვის
ქართულად უნდა სწეროს და რუსებისთვის რუსულადო. ის საქმეები, რომლის მზადება
და გადაწყვეტა ქართველების ხელშია, ქართულად უნდა ირჩეოდენ; და რომელიც რუსულ
საზოგადოებას ან მთავრობას ექვემდებარება, რუსულადო. ათასჯერ რომ ხელ-ახლავ
წამოაყენოთ, ატრიალოთ, სჯიჯგნოთ, ღეჭოთ ეს საგანი, შეიძლება განა მისი სხვანაირად
გადაწყვეტა, სანამ საქართველოს ბედ-იღბალი, ჩემი ბრძანებით კი არა, ხალხთა და
საუკუნეთა ტრიალის ძალით, რუსეთთან შედუღებულია? უტვინობამ, თუ უტიფრობამ,
სტაცა ხელი ჩემ წინააღმდეგ ამ ხეპრულ იარაღს? ორივე შემთხვევაში სატირალი ყოფილა
მისი მხმარებლის «ზნეობრივი და გონებრივი» სიღატაკე... თუ ჩვენებურმა
ინტელიგენციამ ქართული მწერლობა შეიზიზღა, მე რა შუაში ვარ? რუსულ გაზეთს თუნდ
მართლაც სათავეში ჩავუდგე, ქართულ მწერლობას რაღა უნდა დავაკლო, რაკი
ინტელიგენცია მას კაი ხანია დაუკარგავს? შეიძლება განა ვინმე ჭკუა-საღმა ჯერ კიდევ
დაუარსებელ გამოცემას მიაწეროს ისეთი მოვლენა, რომელიც, მისივე სიტყვით, ჩვენში
მკვიდრათ არსებობს? ამ უაზრობასაც რომ ხელი შეუშვათ და საქმე არსებითად
გავსინჯოთ, სატირალი საქმეა, თუ სასიხარულო თანამედროე ქართული ინტელიგენციის
უკმაყოფილება ეხლანდელ ჩვენს გაზეთებზე? ნუ თუ ეს გადაგვარების, და არა წარმატების
ნიშანია? იზრდება ხალხი, ფიქრობს ცხოვრების ტრიალზე, საჭიროებაზე, სახსარზე. მისი
ზრდის თანასწორად უნდა ვაუმჯობესოთ ქართული მწერლობაც, თუ გვსურს, რომ
ხალხის გონებაზე გავლენა შევირჩინოთ. ქართულ მწერლობაში აწი მარტო წარჩინებული
ჭკუის, ნიჭის, ცოდნის, ნამუსის პატრონი მოიკიდებს ფეხს, გავლენას მოიხვეჭს და ეს
მოვლენა ყოველ ერთგულ მამულის-შვილს სიამაყით უნდა უვსებდეს გულს: ის
მოასწავებს ძველი სიბნელის გაბნევას, რომელიც მყრალ ციცინათელასაც ლამპრად
გვაჩვენებდა. რაკი თქვენივე პირით თავს ილანძღავთ, ბეჭდავთ – ქართული გაზეთი

425
ხალხში აღარ გადისო, გაიღვიძეთ, უნდა უწამლოთ ამ უბედურობას. ვეღარ გაძლებს ჩვენს
დროში, ვეღარ აიტანს არსებობისთვის ბრძოლას ერი, რომელსაც გონიერი მწერლობა არ
წინამძღვრობს...

გავიდა კიდევ მეორე ოთხი დღე, და იმავე «იმერეთში» (77) ახალი ბრალმდები ოქმი
დამიბეჭდეს, ამ სათაურით: «ნ. ნიკოლაძის ახლანდელი მოღვაწეობის ნიმუში».

«ნიკოლაძის დღევანდელი მოღვაწეობა – ბრძანებდა ეს ოქმი – მხოლოდ ის არის, რომ


ფოთიდგან გააძეოს ყველა, ვინც მის რწმენას არ იზიარებს და ცოტაოდენ დამოუკიდებელ
აზრს დაადგებაო». რა ნაირად შემეძლებოდა ამდენი ხალხის გაძევება, რა უფლებით და,
განსაკუთრებით, რა მიზნით, ეს არც დამწერს აუხსნია, არც დამბეჭდავს უკითხავს. ჩემი
რწმენა, მგონია, ქარის მონატანი არაა, რომ ვისიმე წინააღმდეგობის მეშინოდეს. იმოდნათ
დარწმუნებული ვარ მის საბოლოო, აუცილებელ, შეურყეველ გამარჯვებაზე, რომ არც კი
ვიბრძვი მისთვის, მტკიცედ ვიცი, ფუჭი ოცნება კვამლივით დაიშლება და ჭეშმარიტება
თავს იჩენს. ორჯერ ორი ოთხად გამოვა, და არა ასად, ან ათასად, როგორც მთვრალებს
ჰგონიათ. მეორე მხრით არავითარ დეპუტატობას, თანამდებობას, არჩევას არ ვეძებ, რომ
«პარტიას» ვიდგენდე და წინააღმდეგებს ვდევნიდე. მაშ, ნერონად რა გამხდიდა?... ამ
ცილის გასაქარვებლად იმისი თქმაც საკმაოა, რომ ბ. ესაკია ფოთიდგან კი არ
განუძევებიათ, მხოლოდ ფოთის ქალაქის სათათბირომ მას იჯარადრობა ჩამოართვა. ამის
მიზეზი ის გახლდათ, რომ სახელმწიფო სათათბიროსთვის არჩევნებამდი დიდის-ხნით
უფრო ადრე, ესე იგი სანამ, ვითომ «მისი და ჩემი პოლიტიკური რწმენის სხვა-და-სხვაობა
აღმოჩნდებოდა», ფოთის ხმოსნებმა თავიანთი ინჯინერის მოხსენების გამო, ბატ. ესაკიას
საქციელში, ქალაქის მინდობილებათა შესრულების დროს, ცხადი ბოროტმოქმედება
დაინახეს... ოქმის სიტყვით აი ამ ბ. ესაკიას წინააღმდეგ ცილი გამივრცელებია: შავიქვის
კრებას მან შეაგონა, შუამდგომლობა იქნესო აღძრული მთავრობის წინაშე, რომ ფოთს
უფლება ჩამოართვით, გემებს რომ ფულს ახდევინებს კიბეების ქირათო. ოქმი ფიცავს, მის
დღეში არ ქონია კრებას ამ საგანზე სჯა და მეცადინეობაო. ბრალდება ცილისწამება
კრებაზე, იმ მიზნით, რომ პოლიტიკური მტერი ფოთიდგან მომეშორებია.

426
კრებაზე არც მე გხლებივარ, არც ფოთის წარმომადგენელი მიუხმიათ, თუმცა უნდა
მიეხმოთ... კრებას მისმა რჩევამ მოახსენა, ქალაქი ფოთი შავი-ქვის მრეწველობას
სცარცვავს, გემებს ტვირთვას უძნელებს და უძვირებს, კიბეებს მამასისხლად აქირავებს. და
ეს უფლება ქალაქს უთუოდ უნდა ჩამოერთვასო. ოვალეობად ჩავითვალე, დავბრუნდი თუ
არა ფოთს, ქალაქის თავის მოადგილესთვის მეამბო ეს გარემოება და მერჩია, კავკასიის
სამთო გამგეობას მისწეროს ამ საქმის ნამდვილი მდგომარეობა. ცარცვა-გლეჯა ამ კიბეების
შესახებ მართლა სუფევდა ფოთის პორტში უწინდელ დროს, როცა საქმეს კერძო პირები
უპატრონოდ განაგებდნენ. უკანასკნელ წლებში კი ქალაქმა ეს მხარე მოაწესრიგა: კანონი
გამოიცა ამის შესახებ, ტაქსა დამტკიცდა. ახლა საქმე ქალაქის პასუხისგების ქვეშ,
რიგიანად მიჰყავს ჩვენებურ მუშებისგან შემდგარს არტელს... საქმეს უპარტიო მოწმე
ბევრი ჰყავს, ღვთის მადლით ახლა თქვენის ნამუსისთვის მიმინდვია გადაწყვეტა: ასეთი
საქმის იმ ნაირად წარდგენა მკითხველისთვის, როგორც მეორე ოქმს უქნია, პატიოსან
სტამბას განა ეკადრება? მწერლობაში ყალბობა განა დასაშვებია?

II

ამ თვალსა-და-ხელშუა განაჩენმა ცილმა – «ნიკოლაძე ფოთიდგან აძევებს ყველას, ვინც მის


რწმენას არ იზიარებსო», – ამართა ჩემზე «იმერეთის» ლეიბპუბლიცისტი, ბ. ურო1. ფოთის
რეგვნებმა ჩაიგდეს თუ არა ხელში ეს სახიფათო იარაღი, ღობე-ყორეს მოსდვენ. ორი
უთავბოლო წერილი დააბეჭდინეს წრეულს ჩემ წინააღმდეგ «იმერეთში»: მეოთხე ნომერში
მეთაური – «ნ. ნიკოლაძეს», და მეშვიდეში – ფელეტონი «ნ. ნიკოლაძის პოლიტიკური
მსოფლმხედველობა». ხედავთ, რა მაღალ ბანზე აუშვეს ზარი?...

«პატივცემულ ჩუმ მოღვაწეს» (ეს თქმა მწერლობაში დარჩება) რა აძევებს – ზევით


მოგახსენეთ. ვისი ბრალი ყოფილა ბ. მეუნარგიას გაშავება, მგონი საძიებელი აღარაა.
ფანცხავას2 თაობაზე კი მარტო ეხლა ვტყობილობ, რომ მისი წასვლაც მბრალდება.
დღემდი მეგონა, რომ თუმცა სხვა და სხვა მიმართულების ვიყავით, ჩვენ საერთო
სამსახურს თავიდან ბოლომდე უხავსოთ ჩაუვლია. ვფიქრობდი კიდეც, ჩემი მასთან
ხანგრძლივი ძმური თანამშრომლობა საბუთი იქნებოდა ჩვენ ორისავე რიგიანობისა,

427
სხვისი რწმენის თმენისა, სხვისი პირადობის პატივისცემისა, დამოუკიდებელ, საკუთარ
ფეხზე მდგომ კაცთან ჭაპნის ერთგულად წევისა. ნუ თუ შემცდარვარ, რაკი ბ. ფანცხავას
ფოთიდგან წასვლის მიზეზად მთვლიან? ვერ გამიგია კი, რით, როგორ დამედო ეს ბრალი,
როცა ბატ. ფანცხავასაც ვურჩევდი, ნუ მიდიხარ, ქუთაისს ვერას გაარიგებ, ბევრი
მოწინააღმდეგე აგიჩნდება მეთქი, და მის წამყვანსაც ვაფრთხილებდი, არ გამოგადგებათ:
საგუბერნიო ქალაქს, საცა ყოველი გვარი მთავრობაა თავმოყრილი, სათავეში უდრეკი კაცი
კი არა, ღვედივით რბილი და თან უწყვეტი უნდა იდგეს მეთქი. ვინ, რისთვის გაჭედა ახლა
ეს ჭორი, ბ. ფანცხავა ფოთიდან განდევნაო, ბ. ურომ იმას ჰკითხოს, ვინც ის ჩემზე მოიქნია
და ლაფში კი ჩაფლა. ურომ როდი იცის, რას მოხვდება და სად დაჰკრავს. საითაც
მიიქნევენ მას, იქ იჩეჩქვს თავს, განსაკუთრებით თუ ქვა ან რკინა დახვდა. ჩემზე ის სულ
ბრმათ აუცუნდრუკებიათ...

ვნახოთ, თუ რა საფუძვლიანად შეუსწავლია ბატ. უროს საგანი, რომელსაც სჯის. ის მესამე


ბრალმდებელ ოქმში, რომელიც ერთ კვირას იქით მეორის შემდეგ დააბეჭდვინეს ჩემი
«რწმენის ღალატს, რეაქციონურ პრინციპებისკენ დაბრუნებას» აი რაზე ასაბუთებინებენ:
როდესაც (ნიკოლაძე) მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის შუამავლობას
კისრულობდა, ის აღარ იყო სულით ახალგაზრდა... იმისთანა არეულ-დარეული
შეხედულობა ჰქონდა კონსტიტუციაზეო»... ამ უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში
ბევრმა მცოდნემ და პირუთვნელმა ისტორიკოსმა, რუსეთში და საზღვარს გარეთ,
გულმოდგინედ გაარჩია ამ შუამდგომლობის გარემოება. ყველამ იცნო ჩემი რიგიანობა და
უანგარობა ამ სახიფათო საქმეში, რომელშიაც უნებურად ჩათრეულ ვიქმენ. იმ ჩემ აწერაში,
რომელიც «Былое»-მ დაბეჭდა (1906, №9, გვ.253), წინასწარ სწერია ბ. უროს საპასუხო.

საგულისხმოა, რომ ჩემი საკუთარი რწმენით ან სურვილით კი არ უნდა მეხელმძღვანა,


მხედველობაში ყველაზე უფრო უნდა მქონოდა აზრი და მოთხოვნა რუსეთის
ინტელიგენციის უმრავლესობისა, განსაკუთრებით მისი მოწინავე, მებრძოლ ფალანგისა.
ჩემი მდგომარეობის უბედურებას შეადგენდა მისი პროგრამის სრული შეუხამებლობა ჩემს
რწმენასთან»...

428
--------------------------------

1. ვასილ წერეთელი (1862-1937) – პუბლიცისტი.

2. რომანოზ ფანცხავა (1861-1928) – კრიტიკოსი, პუბლიცისტი.

«ამ ნაირად გრაფ ვორონცოვ-დაშკოვისთვის ჩემი საკუთარი პროგრამა კი არ უნდა


წარმდედგინა მოქმედებისა, ის უნდა ამეხსნა, რომელიც რევოლუციონური პარტიის მხრივ
ბ. ბ. მიხაილოვსკიმ და კრივენკომ დამავალეს»... გრაფ შუვალოვი როდი მიმალავდა თავის
გულნაკლულობას რევოლუციონურ პარტიაზე. მისი აზრით, პარტიამ ვერ გამოიყენა
უიშვიათესი შემთხვევა, როცა რუსეთში პარლამენტური მმართველობის დაარსება
შეეძლო... მის შენიშვნაზე, რომ მარტო კონსტიტუცია უნდა მოგვეთხოვა, ვუპასუხე, რომ
სრულიად ვეთანხმები მის აზრს. საუბედუროდ, საქმე ხომ ჩვენს შეხედულობაზე კი არა,
პარტიის მოთხოვნაზე ჰკიდია. პარტია კი სულ სხვაფრივ სჯის ამ საგანს.

არათუ შუადგომლობის აწერით, თვით იმ დროის უდავო საბუთით შემიძლია


დაგიმტკიცოთ ესევე აზრი. აიღეთ «Отеч. Зап.» 1882 წ., წიგნი I, ნაწ. 2, გვ. 102 და 103 იქ
ნახავთ ჩემს ნაწერს: ლუი ბლანის უმთავრესი დამსახურება იმ შეცთომის დარღვევაშია,
ვითომ სოციალიზმს და უსაზღვრო მონარქიას ერთად არსებობა შეეძლოსთ. აქედან სჩანს,
რომ კონსტიტუცია აუცილებელი მიმაჩნდა. ყველა ეს საბუთი იმისთვის მომყავს, მინდა იმ
მხილების უსინდისობა დავამტკიცო, ვითომ შუამავლობის დროს კონსტიტუციისათვის
მეღალატოს. ეს მეორე მოქნევა უროსი ვის მოხვდა თავში და ვის ვნებს, მკითხველი
კარგად ხედავს.

III

ვნახოთ, ახლა ვის უპობს თავს ბ. უროს მესამე ამართვა, იმის შესახებ, თუ რამ ამაღებინა
ხელი წერაზე. აი, როგორ სჯის ამ საქმეს ბ. ურო. «ჯერ გაზეთის (ნოვოე ობოზრენიის)
დაწყების დღესვე განაცხადა (ნიკოლაძემ) თავისი შერიგება არსებულ წეს-წყობილებასთან

429
და შემდეგ გამოუცხადა ულმობელი ბრძოლა რკინის გზის მთავრობას, ვიდრე ადგილი არ
ჩაიგდო ხელში რკინის გზაშივე. მას შემდეგ ლიტერატურას თითქმის სულ მიანება თავი...
მასუკან მისი მიზიდულობა ფულიანი ადგილებისკენ კიდევ უფრო იზრდებოდა.
როტშილდს დაექირავა და შემდეგ ფოთის ნავსადგურების აშენებაში მიიღო
მონაწილეობა».

მადლობა ღმერთს, მწერლობა უმოწმო მუსაიფი როდია. სამუდამოდ რჩება საბუთი –


გაზეთის კოლექცია. შიგ «არსებულ წესწყობილებასთან შერიგება» მართლა რომ სადმე
იპოებოდეს, ჩემ წინააღმდეგებს ამდენი ცილის თხზვა რაღათ დასჭირდებოდათ? ვინც
ჩემი დროის «ნოვოე ობოზრენიეს» გადაათვალიერებს, დარწმუნდება, რომ შიგ ულმობელი
ბრძოლა არა მარტო რკინის გზასთან მქონდა, ჩვენი საქმის და სარგებლობის საცავად,
აგრეთვე ცხარედ ვებრძოდი სასამართლოს – ენისათვის, სასწავლებელს – სწავლის
შინაარსისთვის,საზოგადოთ «მართვის სწავლას» ვთესდი და თვით-მმართველობას
ვწვრთნიდი. ჩემ მაშინდელ ბრძოლას ბ. შავროვთან და საზოგადოთ ბ. ტებენკოვის
«კავკაზთან» პირადი, თუ ეროვნული ხასიათი ჰქონდა?... ვისაც წარსული არ შეუსწავლია
და პირუტყვივით ჰგონია, რომ ქვეყანა მით დაწყებულა და მითვე გათავდებაო, მას რა
უნდა გაეგებოდეს, თუ როგორ შეიქმნა ის ძალა, ის იარაღი, ის სიკეთე, რომლითაც ის ახლა
სარგებლობს და ბოროტ-მოქმედებს?...

მეორე ცილი ამ ნაწყვეტისა, «ულმობელი ბრძოლა გამოუცხადა რკინისგზას, ვიდრე


ადგილი არ ჩაიგდო ხელში რკინის გზაშივეო», – ნამდვილი ბოდვაა. რკინის გზაზე
ვმსახურობდი პეტერბურგს 1881-დან 1886-მდე. «ნოვოე ობოზრენიეს» კი ვსცემდი
თფილისს 1887-დან. ბ. ურო ვერსად მოძებნის საბუთს, ვითომ ამ წლიდგან რამე
დამოკიდებულება მქონოდეს რკინის გზასთან. ვინ ჩაფლა ან რისთვის ჩაიფლა ბ. ურო ამ
მყრალ ტლაპოში, თითონ იძიოს. მესამე ცილიც ამის ტოლია – «მიზიდულობა ფულიან
ადგილებისკენ». თუკი რამდენჯერმე დამჭირვებია, ყოველთვის მიშოვნია ისეთი კარგი
«ფულიანი ადგილი», როგორიც სხვას ჩვენში სიზმარშიაც არ ელანდება, სჩანს მწერლობა,
საზოგადო მოღვაწეობა ჩემთვის ხელობათ არასოდეს ყოფილა. უსახსრობის გამო, ლუკმა

430
პურისათვის კი არ ამიღია ხელში კალამი. წრფელი გულით ვემსახურებოდი, სანამ
მაცალეს, ჩემი ქვეყნის წარმატების ღმერთს, როცა ის ყოვლად უსუსური, ყველასგან
მიტოვებული იყო და თავის მსახურისთვის დარდის და ტანჯვის მეტი არაფრის მინიჭება
შეეძლო. რაც რამ მქონდა და არ მქონდა არ მეშურებოდა მისთვის, სანამ უძლური და
უსახსრო იყო. რაკი მოსულდგმულდა, მსახურების ამაღლება შეიძლო, მლიქვნელები
შეიძინა, ვერავინ მიზრახავს, მოჯამაგირეთ რომ სხვას დავუდგე, სანამ არ დამიმტკიცებს
ამ მოჯამაგირეობის ვნებას ჩემი ქვეყნისათვის. ჩემდა თავად კი გაგიმხელთ: მწარე
გამოცდილებამ დამარწმუნა, მლიქვნელებთან თანამშრომლობას ისევ როტშილდთან
მოჯამაგირეობა სჯობნებია თურმე, არა თუ პირადათ ჩემთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც...

«მწერლობაზე ხელი აიღოო, რაკი ფულიანი ადგილი იშოვნაო». კარგად არ გაუცვნია


მწერლის (ჟურნალისტის-რედ.) მოვალეობა იმას, ვინც ამას მაყვედრის. დიაღაც, ისეთი
მოწიწებით ვეპყრობი მწერლის დანიშნულებას, რომ ყოველთვის, როცა ან რკინის გზის, ან
მრეწველობის, ან ქალაქის სამსახურს ვკისრულობდი, უაღრეს მოვალეობად ვთვლიდი
მწერლობაზე ხელი ამეღო. ო რ ღმერთს ერთსა და იმავე დროს კაცი ვერ ემსახურებ ა.
ყველა იმ დაწესებულებას, ვის სამსახურში შევდიოდი, ვუცხადებდი: მიქირავებია
თქვენთვის ჩემი შრომა და ცოდნა და არა მწერლური გავლენა მეთქი.

მწერლობის და მკითხველის საზოგადოების წინ ჩემი დუმილი იმას მოასწავებს, თუ რა


მორიდება მაქვს მომავლის, რა წმინდათაწმინდათ ვთვლი მწერლობას. ვერავინ მოძებნის
სტამბაში ვერც ერთს სტრიქონს, ჩემგან დაწერილს, რკინისგზის, ან როტშილდის, ან
ფოთის საქმეების დამცველს ან მადიდებელს, სანამ ამ საქმეებს ვემსახურებოდი. გარდა იმ
იშვიათი შემთხვევისა, როცა რამე უშვერი ცილი თავიდან უნდა ამეცილებია. და ამ
დუმილს, ამ მსხვერპლს, ბრალად მდებენ ჩვენი მწერლები!...

მოკლედ გიამბობთ ჩემი დროის ქართველ მოღვაწის გასაჭირს: იქნება მით მომავლის საქმე
გაადვილდეს. მთქმელს გამგონი უნდა. როცა ჯეროვანი ურთიერთობა არ მყარდება ამ ორ
მხარეს შუა, წვალებას გაცლა სჯობს. ნამეტანი ვიმეცადინე მწერლურ ჟურნალისტურ –
რედ.) ასპარეზისთვის მზადებაში. ამ მიზეზით მიჭირდა და ახლაც მიჭირს, საერთო

431
ხოროსთვის ბანის მიცემა. როცა ქართულ მწერლობაში გავები, მის თარს მარტო ერთი
სიმი ება, შიგ მარტო ერთი, დიახ, სწორი, მაგრამ ერთობ ცალმხრივი, დედა-აზრი
სუფევდა. ჩვენს განვითარებაში ის (კეისრისა კეისარსა!) 1830 წლის მოძრაობას შემოეტანა
და გრიგოლ ორბელიანს დაემყარებია: დედა-ენის დაცვა. 1860 წ. მოძრაობამ ამ საქმეს
ახალი მსახურები მიაშველა: სტამბა, შკოლა, სახელმძღვანელო. ჩემმა დამზადებამ დედა-
ენა, მიზნად კი არა, მარტო ერთ იარაღთაგანად მაჩვენა ერის კეთილდრეობისა. მესმოდა,
არა მარტო ენით იკვებება ხალხი, ქართული ენა სისრულით ხელთ ეპყრა ჩვენს ერს, როცა
მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნოებში თითოეულად შემოეცალა
ყოველივე ის, რაც ეროვნებას შეადგენს. მაშ, არც მარტო ენა აღადგენს ამ ეროვნებას მეთქი,
ვფიქრობდი. საჭიროდ ვთვლიდი შემეძრა ის ცხოველ-მყოფი ძალები, რომლის მოქმედება
და ურთიერთობა ერს ზრდის, ამაღლებს, აძლიერებს. შევეხე ეკონომიკას, კრედიტს,
მრეწველობას, მიწისმფლობელობას, და თვითმართველობას. ძველი მოღვაწეების
ნაშრომის შესწავლამ ნება მომცა მკვდრეთით აღმედგინა ბობოლაებისგან დამარცხებული
და დამარხული საქმეები და მოქმედი პირები, მაგალითად ყველასგან ერთიანად
დავიწყებულ საადგილ-მამულო ბანკები.

ბ. გიორგი ყაზბეგს ჰკითხეთ (დამფუძნებელთაგან ახლა მეტი არავინ მეგულება


ცოცხლებში), რამდენჯერ დაგვჭირდა დუშეთს ასვლა 1871-1873 წ.წ., რამდენ ყმაწვილს,
რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძისთვის სახელმწიფო სამსახურზე
ხელი აგვეღებინებინა, ბანკის დაარსება იერიშით აგვეღო, ბანკი განახლების ბანაკად
გვექცია და შიგ ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის სათავეში ჩაგვეყენებია.
თფილისის ქალაქის თავად სომხებს დიმ. ყიფიანი ავარჩევინეთ. ქუთაისს, გრ.
ლევაშოვთან აუწერელი ბრძოლის შემდეგ, თვით-მართველობა შემოვაღებინეთ.
ქართველობის ასპარეზი ხუთიოდე წელიწადში უცნობათ გავაფართოვეთ.
რასაკვირველია, ახალი საქმეების აღძვრას მოჰყვა შეტაკება სხვა და სხვა აზრებს,
ინტერესებს, თავმოყვარეობათა შორის. ეს «ალიაქოთი» სულ მე დამბრალდა. ვინც დედა-
ენის მეტს არას იცნობდა, დამემდურა, ძალას უსარგებლო საქმეებზე გვაფლანგვინებსო.
შკოლის მეტი აღარა გვჭირია რაო. ყველა ეს ხიზნის, ბანკის, თვითმართველობის საქმეები

432
ქართულ ერთობას არღვევენო. გაგონილა ქართველობაში ასეთი შფოთიო?

გამოველ «შინაურ მტრად». დავღუნე თავი, მოვშორდი ქართულ მწერლობას


(ჟურნალისტიკას – რედ.) მუდამ ერთ სიმზე ჟღერა ვის არ მობეზრდება? ვიფიქრე: შინაურ
ბრძოლას სჯობს სხვა სარბიელი მოვიძებნო მეთქი. რაკი უმეტესი ნაწილი იმ საქმეებისა,
რომელზედაც ჩვენი ქვეყნის ბედი ჰკიდია, რუსის მთავრობის ხელშია, მოდი რუსულად
ახსნას დავუწყებ ჩვენს გასაჭირს, იქნება ამით ვისმე ვარგო მეთქი... სრულიად
დავივიწროვე მოქმედების ფარგალი, ვეხებოდი მარტო იმ საქმეებს, რომელნიც არავის
წინააღმდეგობას არ უნდა იწვევდენ: გზებს, არხებს, პორტებს, ვაჭრობას, მრეწველობას,
ჯანმრთელობას, თვითმართველობას. ჩვენში ესეც არავის ეპიტნავა... მღაღადებლის ხმად
რჩებოდა უდაბნოში... ქართველობის პოლიტიკურ ბედზე ერთაზროვანს, ერთბანაკად
მდგომს ერს რა არ გაუვიდოდა? ჩვენ კი ამ პსიხოლოგიურ ხანაში ერთმანეთს შევესიეთ და
შევაკვდით, ერთმანეთი გავაბათილეთ. ყურადრებას ვინღა მოგვაქცევდა? მტერ-მეზობელი
ყველა იმას ლოცულობდა: «წამკიდებელო წაკიდე, ორივეს თავი წაწყვიტეო!» მტრის
გულისა გავხდით, მიტომ, რომ თავის დროზე ურთიერთობა ვერ მოვიწესრიგეთ.

რაგინდ მებრძოლი ტემპერამენტი მქონოდეს, რაგინდ მართალი ყოფილვიყო, უნდა


მოვრიდებოდი ახალთაობასთან ბრძოლას, ასეთ შემთხვევაში თვით გამარჯვებაც კი
დამარცხებაა იმისთვის, ვინც ქვეყნის სიკეთეს პირად თავმოყვარეობაზე მაღლა სთვლის.
ახალთაობისთვის ამგვარი შეცთომა იმნაირადვე აუცილებელია, როგორც მოზარდ
ბავშვისთვის სხვა-და-სხვა «ასაკის სენი»: კბილების ჭრა, წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა,
ცუდ-ყვავილა. მათი ერთად ერთი წამალი დროა...

ამ დუმილს, ამ თავის-კვლას არათუ არავინ მიმადლის, პირიქით, მაყვედრიან! ხმას ძალად


რომ ამომაღებინებენ, უარესად მემდურიან, თავისას რათ ამბობს, რატომ არ გვეთანხმებაო.
თავისუფლების, დამოუკიდებლობის მცველები ვართო, და იმის ნებასაც არ მაძლევენ, –
გულში დამარხული მქონდეს საკუთარი აზრი. უნდათ, მეც ისეთ მჩვრად მაქციონ,
რომელიც ბრბოს ფეხის ხმას მიზდევს, იქნება წინამძღვრად ჩავითვალოო. ნურას
უკაცრავად: სამსახურს თამაშად ვერ გავხდი!...

433
IV

................................................

სამი მტერი ჰყავს ქართულ განვითარებას. ერთი – საკუთარი მწერლობის აზრის სივიწროე,
თუ ინერცია გახლავსთ. მარტო ის სწამს და ახსოვს, რასაც დიდი ხანია შეჩვევია. დედა-
ენის მეტი თუ რამ სჭირია ერს, ბევრს როდი ესმის. მეორე უბედურება ის გვჭირს, რომ
ოჯახი, შკოლა ჯერ როდი გვაძლევს საკმაო მომზადებას. ამის გამო სხვის
ლიტერატურაშიაც უფრო მჩატეს, შემცდარს, შეშლილსა და უვიც მწერლებს ვეწაფებით,
ვინემ თანამედროვე ცოდნით დაიარაღებულს. მესამე, ორივეზე უფრო მძიმე გასაჭირი
ისაა, რომ ვისაც ჩვენში ღირსებია ნამდვილი განათლების, სწორე ცოდნის, შეძენა, ის
როდი ეკარება ჩვენს მწერლობას, ან ჩვენს საზოგადო საქმეებს. ამ მიზეზით ესენი
თითქმის ერთიანად ერთობ დაუმზადებელ მეთაურების ხელშია. სულ ცოტა, ჩემ დროს
ათას კაცს მაინც გაუთავებია ჩვენგანს უმაღლესი სასწავლებელი. სადაა მათი გავლენა
ხალხის აზროვნებაზე?...

ბრძოლას კი არ უარვყოფ, – როგორც ბ. ურო მწამებს, – ვამბობ, ბრძოლას შესაფერი


მზადება უნდა მეთქი. აი, მაგალითად, რა შედარებით ვხსნიდი იმ ბრძოლის უნაყოფობას,
რომელიც მოწინავე რუსის პარტიამ ამ ოცდაათი წლის წინათ მოიხადა და წააგო.
ვადარებდი რუსეთის და საზღვარგარეთელ წრეებს... თვით ბ. უროც გრძნობს თავის
მხილების სისუსტეს. «ნიკოლაძე მხოლოდ სიტყვით უარჰყოფს ბრძოლას, საქმით კი ის
მებრძოლი იყო და არის. მთელი მისი ლიტერატურული მოღვაწეობა ბრძოლაა, თუმც ამ
ბრძოლას საფუძვლად პრაქტიკული მიზანი უდევსო,» სწერს.

ნუთუ, მარტო ლიტერატურული ჩემი მოღვაწეობაა ბრძოლა? საზოგადოებრივიც რომ


ბრძოლა არ იყოს, ამდენი მტერი განა დამესეოდა? ხომ არ ვმწერლობდი ახლა? ხედავთ,
მაინც, წაქცეულსაც მებრძვიან. რომელ პირადი მიზნის მიმდევარს გასჩენია სადმე ან
როდესმე ამდენი მოწინააღმდეგე, განა თვით ამ ბრძოლის სიმწარე არ აჩენს მის სიმაღლეს?

434
სასაცილო ისიც არის, რომ ჩვენს მეტაფიზიკოსს ჩემი ბრძოლის საფუძველი –
პრაქტიკული მიზანი – ნაკლად მიაჩნია! მართალია, სიცოცხლე, ლეკვივით, მთვარისთვის
ყეფაში და ზუვილში არ გამიტარებია. მიუწვდომელ ოცნების, ბრმა მიმბაძაობის მაგიერ
მიზნად ყოველთვის მქონია ჩემი ქვეყნის მორიგი საჭიროების შესწავლა, დაკმაყოფილება.
ამ ჩემმა «პარქტიკულმა» მიმართულებამ, არა თუ ზოგი რამ გამარიგებინა, იმ საცოდაობას
და პასუხის გებას გადამარჩინა, რომელიც ჩემ მოწინააღმდეგების ხსოვნას სამუდამო
დაღათ დაემჩნევა. არავინ გამიბრიყვებია რჩევით, – რასაც ფლობთ, რასაც გაძლევდენ,
წიხლი ჰკარით, მანანა მოგელისთ ციდამო. არავინ დამიღუპავს უსწორ, უიმედო
ბრძოლაში ჩათრევით, არავის დატანჯული სახე სინიდისს არ მიშფოთებს: მე სადა ვარ, და
შენ სადო? ჩემ ნაშრომში ვერავინ ვერაფერს გამოძებნის ქვეყნის შემცდენელს, მღუპველს.
მას ბევრი ხამი თაობა დატაკებია, მთვარეს რათ არ ეპოტინებიო, მაგრამ ვინც
მოწიფებულა, მიმხვდარა, რომ ეს ღირსება ყოფილა. დაე, ბ. ურომ ამას
«მონობამორჩილება» უწოდოს, «ბიუროკრატიის მსახურება,» იმის დაწერაც გაბედოს
«ნიკოლაძის ცხოვრება რაც იყო, უმჯობესია მისთვის, არ გავიხსენოთო!» რა ესმის, რა
სპეტაკი ხელი უნდა ჰქონდეს სხვის ცხოვრების შემხებს? ვაპატიოთ ეს ხამობა ბ. უროს,
იქნება გასწორდეს. თორემ ნახავს, ლაფს როდი დავაჯერებ, ცეცხლში ვურგავ თავს.

VI

განსაკუთრებით იმით ჯირითობს ჩემზე ბ. ურო – ავტონომიის, ქართველობის მტერია,


შავრაზმელია, ძველ თავის აზრს უღალატაო... რათ ვიქნებოდი ავტონომიის მტერი, როცა
მთელი ჩემი მოღვაწეობა – როგორც წინათ დავამტკიცე – თვითმართველობას მოვანდომე?
ავტონომიაზე ყოველთვის მარტო იმას ვამბობდი, რომ რასაც ჩვენში ამ სახელს არქმევენ,
მეცნიერებაში «ფართო ადგილობრივი თვითმართველობა» ჰქვია, და ჩვენც ეს სახელი რომ
ვიხმაროთ, უფრო ადვილად მივაღწევთ მიზანს მეთქი. მტრობაა ეს, თუ მოყვრობა?...

უკიდურესობის მომხრე ვერსად ასცილდება სოციალ-დემოკრატიის გავლენას. ცხოვრება


მარტო ამ პარტიას აწოდებს თავ უზოგავი ბრძოლის მასალად: მუშას, უქონებო, უიმედო

435
ხალხს, რომელსაც დასაკარგავი არა აქვს-რა და ყოველი ნაძალადევი მოგებას უქადის.
ქართველობის მიზნები კი მარტო ზომიერების გზით მიიწევნება...

უკიდურესობა მარტო მანამდია შესანდობი, სანამ ხალხის დაბალი, უმეცარი წრეების


ღვიძებას, წვრთნას, ამაღლებას ემსახურება... მტკიცედ იცოდეთ, – ის ჩვენებური კინტოა,
პროვოკატორობს, გაჭირვების დღეს «მიიმალება», გაბრიყვებული ხალხის მწარე ბედს არ
გაიზიარებს. რაც უფრო წინ წავა ხალხის პოლიტიკური გამოცდილება, ეს ჭეშმარიტება
თან-და-თან უფრო მეტისთვის ცხადი შეიქმნება, რომ ქართველობას ამ მიმბაძავ
უკიდურესობისგან (სოციალ-დემოკრატებისაგან – რედ.) არავითარი სიკეთე არ მოელის.
აი, ამ ურგებ, მავნე უკიდურესობის მიზეზით იძულებული გავხდი მეფიქრა, რომ
ავტონომიაც, ფედერალიზმიც, ქართველობაც, «ტაკტიკისთვის» დაუჩემებია ამ მკვდრათ-
ნაშობ პარტიას, რომელსაც ქართველობასთან ბუნებრივი კავშირი თავის დღეში არც
ჰქონია, არც ეღირსება... ერთი კი წამცდა. ამ ჩემ მიმართულებას ჩემი პოლიტიკა დავარქვი.
ჩემი შიგ არაფერია, მისი გამოკვლევის, გახსენების, განათების მეტი. ქვეყნის პოლიტიკას –
როგორც მის ბუნების ნამდვილ ძალებს – ადამიანის, ხალხის სურვილი კი არა, ამ ქვეყნის
გეოგრაფიული მდებარეობა სჭედს. პოლიტიკა ახალ მოდური შლიაპკა კი არაა, რომლის
ცვლა ჩვენს ქეიფზე ჰკიდია, ისეთივე ტრადიციული, უცვლელი, მამა-პაპური განძია,
როგორც ენა, ეროვნება, სარწმუნოება. სანამ შავი-ზღვიდან გასავალი სრუტე ოსმალოს
ხელშია, სანამ სამხრეთით ოსმალეთი და სპარსეთი გვაკრავს, აღმოსავლეთით ლეკი და
თათარი, ჩრდილოეთით – რუსეთი, ბევრიც რომ ვიწრიალოთ, იმ პოლიტიკას ვერ
ავცილდებით, რომელიც აურჩევიათ საქართველოს უაღრეს გმირებს, ბევრი ცდის, ძებნის
და მსხვერპლის შემდეგ. უკეთესი რომ შესაძლო ყოფილიყო, განა მათ დაემალებოდა?
ჩვენზე ცოტად სწყუროდათ, ვითომ, დამოუკიდებლობა, საკუთარი გვირგვინი ჩვენზე
ნაკლებ უყვარდათ? საძებნი გზა ჩვენსავით დახშული როდი ჰქონდათ, უფლებაც
სისრულით ხელთ-ეპყრათ, ვისთანაც უნდოდათ საქმე დაეკავებიათ, კავშირი შეეკრათ,
ბრძანებისამებრ მთელი ქვეყანა მიმოვლეს მათმა ელჩებმა... სანამ გვირგვინს ერის
არსებობას შესწირვიდენ, ყოველი საშუალება სინჯეს, ყოველი ღონის-ძიება იხმარეს... რა
ძალამ და აუცილებლობამ ეს დევები გასტეხა, ის ახლაც უცვლელად არსებობს; მას ვერც

436
ჩვენ მოვერევით, როგორც უნაყოფოდ, უკვალოდ, უსახელოდ დაიღუპა ყოველი სახსარი,
მათ დროს სხვა რამე მიზნისკენ მიმართული, ისრევე წყალწაღებულია ყველა სხვა
მეცადინეობაზე ნახმარი საშუალება. ბუნების წინააღმდეგ ყოველი ცდა ამაოა და სასტიკად
ისჯება...

დაიბეჭდა 1913 წელს ცალკე ბროშურად გაზეთ «იმერეთის» საპასუხოდ, ხელმოწერით ნ.


ნიკოლაძე.

დიდად პატივცემულო

ვლადიმერ ალექსანდრეს ძევ!1

ფოთი, 1914 წლის 7 იანვარი.

მაპატიეთ, რომ საჩქარო საქმეებით დაკავებულმა, სასიამოვნო და ჩემთვის ასე უჩვეულო


თქვენს წერილზე პასუხი დაგიგვიანეთ. თქვენი სტატია ჩემი ძველი ფრანგული ბროშურის
შესახებ თავის დროზე წავიკითხე და არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მის გამო მადლობა.
აქამდე ჩვენს პრესაში და კერძო საუბარში ჩემს ნაწერებს მხოლოდ ამახინჯებდნენ და
სხვადასხვა საძაგელი «პრაქტიკული» მიზნებისათვის იყენებდნენ. და უეცრად მათ
შესახებ უბრალო, ადამიანური ენით ალაპარაკდნენ! მომეჩვენა, თითქოს მკვდარი ვარ
უკვე, ანდა ყოველივე ამას სიზმარში ვხედავ. შემდეგ მივიღე თქვენი 27 დეკემბრის
წერილი, თითქოსდა «იმ ქვეყნიდან». ვერ მოვახერხე სწრაფად გავრკვეულიყავი ასეთ
სურპრიზში, მით უმეტეს, რომ თქვენი სურვილის აღსრულება ჩემგან მოითხოვდა
ძველთან დაბრუნებას, ძველი ჭრილობების გაღიზიანებას. მაგრამ ბოლოსდაბოლოს
გადავწყვიტე, რომ უფლება არა მაქვს არ გამოვხატო მადლიერების გრძნობა თქვენდამი
თქვენი თხოვნის შესრულებით, – მოგცეთ ძაფი ჩემი ნაწარმოებების ბიბლიოგრაფიული
ძიებისაკენ.

437
ლიტერეტურული მოღვაწეობა დავიწყე «თითქოსდა დაუფიქრებლად», ჯერ კიდევ
გიმნაზიაში სწავლის დროს, როცა ქართულ ჟურნალ «ცისკარში» 1860 წლის ოქტომბერში,
დაიბეჭდა დიალოგი თემაზე: გვჭირდება, თუ არა ქართული ენა? სტუდენტობის
პერიოდში ჩემი კალამი ვცადე «ისკრის», «სოვრემენნიკის» და განსაკუთრებით, «ნაროდნოე
ბოგატსტვოს» ფურცლებზე, რომლის გამომცემელი იყო რუსეთის ყოფილი ელჩი ვენაში ბ-
ნი ბილიბინი. სახელწოდების საპირისპიროდ, გაზეთი იობივით ღარიბი იყო. მაგრამ მე ეს
ხელს არ მიშლიდა ზამთარში, უპალტოოდ, გულმოდგინედ, ყოველდღე გამერბინა
რამდენიმე კილომეტრი, რომელიც ჩემს პატარა ოთახს, ბალშოე დვორიანსკოეზე,
აშორებდა მაქსიმილიანეს შესახვევში მდებარე ფიუსნოს სტამბიდან და გამეტარებია იქ
მთელი ღამეები კორექტურის სწორებასა და თხზვაში, მეტრანბაჟულ გაზომვებსა და
სტატიების იმ ხარვეზების შევსებაში, რომელთაც ცენზურული წანაშალი ქმნიდა.
თანდათანობით, ვმუშაობდი რა მონაცვლეობით თანამშრომლად, კორექტორად,
ამწყობად, გაზეთის ექსპედიტორად, მე, თავათ არ ვიცი როგორ, ამ გაზეთის ფაქტიური
რედაქტორი აღმოვჩნდი. ალბათ, გამომცემლის, მოუცლელობისა და უფულობის გამო.
ბოლოს მე ვიყავი ამ გაზეთის მოწინავე სტატიების ავტორიც, კრიტიკოსიც,
ფელეტონისტიც, რითაც აღტაცებაში მომყავდა მისი გამომცემელი, ცხადია, არა იმდენად
სტატიების შინაარსით, რამდენადაცმათი სიიაფითა და აუნაზღაურებლობით. ამ გაზეთში
პირველად გამოჩნდა ჩემი ფსევდონიმი «სკანდელი», მაგრამ ჩემი სტატიების დიდ ნაწილს
როგორც აქ, ასევე ყველგან შემდეგში, ხელმოწერა არ ქონდათ. სწორედ მაშინ დაიბეჭდა
ჩემი სტატიები 1864 წლის 19 თებერვალის რესკრიპტის შესახებ (პოლონელი
გლეხებისათვის მიწის გამოყოფის თაობაზე), საერობო რეფორმის შესახებ, პრუდონის
წიგნზე «ომი და მშვიდობა», ზიბელის ნაშრომზე «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია»
და ასე შემდეგ. მაგრამ ამ სტატიებს ფართო საზოგადოებაზე ადრე, ცენზურამ მიაქცია
ყურადღება. მოულოდნელად ბილიბინს თავს დაატყდა წინადადება – გამომცემლის
მოღვაწეობა შეეთავსებია კარიერაზე ზრუნვასთან. შეშინებულმა ბილიბინმა სრულიად
შეწყვიტა გაზეთის გამოცემა,

---------------------------------

438
1. ვლადიმერ ბაქრაძე (1878-1953) – დიპლომატი.

რამაც ის სარგებლობა მომიტანა, რომ მისი წყალობით, ფიზიკური შემოწმების დროს


სრულიად დაუძლურებულ და მძიმე ავადმყოფად ჩამთვალეს, რის გარეშეც
საზღვარგარეთის პასპორტს ვერ მივიღებდი, რადგან 1861 წლის შემოდგომაზე
სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობის
ქვეშ ვიმყოფებოდი.

1864 წლის შემოდგომაზე მოვახერხე საზღვარგარეთ, პარიზში გამგზავრება, სადაც მე


თითქმის სრულიად არ გამოვდიოდი ბიბლიოთეკიდან და წიგნებიდან თავი არ ამიღია.
წლის ბოლოს, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, მომნახა ა.ი. გერცენმა, რომლის
გამოჩენამ ჩემს მანსარდში, ლათინური კვარტლის ვიწრო და ჭვარტლიან ქუჩაზე, დიდი
სენსაცია მოახდინა. ავეჯით გაწყობილი ოთახების დიასახლისი, რომელიც ჯერ კიდევ იმ
დილით აბუჩად მიგდებდა ბინის ქირის გადაუხდელობის გამო, გერცენის სტუმრობის
შემდეგ თვითონ ამოვიდა ჩემთან და ჩაისთვის ადუღებული წყალი მომიტანა. იმ წლის
ზამთარში და 1865 წლის გაზაფხულზე გერცენი ყოველთვის მნახულობდა, როცა პარიზში
გავლა უხდებოდა. იმ დროს იგი ლონდონიდან ჟენევაში გადადიოდა მუდმივად და
ხშირად იყო პარიზში. მახსოვს, ერთხელ როცა ჩემთან ევგ. ის. უსინი მოიყვანა, რომელიც
შემდეგ «ვესტნიკ ევროპის» ცნობილი პუბლიცისტი გახდა, და მე «ს. პეტერბურგსკიე
ვედომოსტისათვის» (კორშის) პრუდონის სიკვდილისა და დასაფლავების შესახებ
ფელეტონის წერისას მნახა, მან ბევრი იცინა ჩემი მუშაობის მანერაზე. დამინახა რა
პრუდონისა და პრუდონის შესახებ დაწერილი ნაწარმოებებით გარშემორტყმული,
დარწმუნებულმა, რომ ყველა ეს წიგნები წაკითხული მქონდა, მიწინასწარმეტყველა: თუ
მე წინასწარ ამდენი ვემზადე, წერით ქონებას ვერ შევიძენ. როცა ეს სტატია გაზეთში
წაიკითხა, ის ძალზე ცხარედ გამომედავა მასში გამოთქმული აზრების გამო და მათ
უსამართლო უწოდა. მაგრამ ამ სტატიამ დაიმსახურა ფილოსოფოს გ.ლ. ლავროვის ქება,

439
რომელმაც იგი მთლიანად გადაბეჭდა «ზაგრანიჩნი ვესტნიკში», რომელსაც ვოლფის
წიგნის მაღაზია სცემდა მისი რედაქტორობით. ხოლო ლავროვი რომ ბევრს წერდა
პრუდონზე და შესანიშნავადაც იცნობდა მის ნაწარმოებებს, ეს ცნობილია.

ზაფხულში გერცენმა დამიყოლია მისი «კოლოკოლისათვის» დამეწერა სტატია


საქართველოში გლეხების განთავისუფლების შესახებ. მე დიდხანს ვყოყმანობდი,
მიზეზად ჩემს მოუმზადებლობას ვეჭიდებოდი, იგი კი გულიანად ხარხარებდა, თავისი
გადამდები სიცილით დასცინოდა, როგორც თვითონ ამბობდა, ჩემს «ინსტიტუტურ
გულუბრყვილობას». – «რომელი ჟურნალისტია რისთვისმე მომზადებული?» მკითხა მან.
«მათი დანიშნულება სწორედ ისაა, სწერონ ისეთ ახალ ამბებზე, რომელთა შესახებ,
დაწყებული მათგან, არავინ არაფერი იცის». მე, რაც შემეძლო, ვედავებოდი მას ამ
პარადოქსის გამო; მაგრამ მიყვარდა რა იგი სწორედ პარადოქსებისათვის,
ბოლოსდაბოლოს ჩავაბარე სტატია, რომელმაც მაშინდელ პრესაში მთელი ქარიშხალი
გამოიწვია. გამოძახილს იმ ქარიშხალზე თქვენ იპოვით ცენზურის ანაბეჭდში, სათაურით
«ძველი შეცდომები», რომელსაც გიგზავნით (თხოვნით – აუცილებლად უკან
დამიბრუნოთ).

«კოლოკოლში» წერაზე მეტად მაშინ მე მიტაცებდა ჟენეველ რადიკალთა ორგანოში: – «Lა


ატიონ შუისსე»-ში თანამშრომლობა, სადაც მე, როგორც კატა უძაღლო ქვეყანაში, დიდხანს
ვითვლებოდი მცოდნე და თითქმის სწავლულ პუბლიცისტად. მაგრამ ერთი ალილო
მღვდელსაც შეცდებაო, ადგილობრივი ურთიერთდამოკიდებულების სრულიად არ
მცოდნემ მე გავაკრიტიკე ცნობილი ფრანგი რესპუბლიკანელის პასკალ დიუპრას სიტყვა,
მოვიხსენიე რა მისი 1848 წლის შეცდომებიც. აღმოჩნდა, რომ იგი პარტიის ლიდერის ჯემს
ფაზის პირადი მეგობარია! მთხოვეს, «შთაბეჭდილების შესარბილებლად» დამეწერა
რამდენიმე მოსაბოდიშებელი კომპლიმენტი. «იგი ხომ ახლა ისედაც შევიწროებულია»,
მარწმუნებდა ფაზი. მაგრამ ამაოდ, მე ვერ მივხვდი და... ამ გაზეთში თანამშრომლობას
თავი დავანებე.

440
ცოტა მოგვიანებით, რუს ემიგრანტ – გარიბალდელ ლ. ი. მეჩნიკოვთან (ცნობილი
მეცნიერის ძმასთან) ერთად, რომელიც რუსულ ლიტერატურაში ჯერ კიდევ
«სოვრემენნიკიდან» ცნობილია ლეონ გრანდის ფსევდონიმით, მე ვმონაწილეობდი
ჟურნალ «სოვრემენნოსტში». ამ ჟურნალში მოვათავსე სტატიები, რომლებიც
რომანტიკული რევოლუციონერობის ბანალური შაბლონურობის წინააღმდეგ იყო
მიმართული. აქ მე პირველად გამოვთქვი თეორია «წაუგებელი ბრძოლებისა» საერობო და
თვითმმართველობის სარბიელზე. რუსულმა პრესამ მაშინვე მიაქცია ურადღება ამ
ჟურნალს, როგორც სერიოზულ ცდას. მაგრამ ყველაფერი, რაც «ადვილაალებადი» იყო
რუს ახალგაზრდობაში, წავიდა სხვა, – უკიდურესობის გზით. ამ მუშაობის ხასიათზე
ნათქვამი მაქვს ჩემს მკვახე პასუხში ი.ს. ჯაბადარისადმი, – სტატიაში «როგორ იწერება
ისტორია». მას შენდეგ, რაც დავამთავრე ციურიხის უნივერსიტეტის კურსი დოქტორის
ხარისხით (ჩემი დისერტაციის თემა იყო, «განიარაღება და მისი ეკონომიური და
სოციალური შედეგები»), სამშობლოში დავბრუნდი და, 1870 წლის გაზაფხულზე, ქ.
თბილისში დავსახლდი; თანამშრომლობა დავიწყე «დროებაში». მონაცემებს ჩემი
მუშაობის ხასიათისა და პერიპეტიების შესახებ ქართულ პერიოდულ გამოცემებში თქვენ
იპოვით ჩემს ამასწინანდელ ბროშურაში – «ჩემ პოლიტიკის შესახებ». ჩემი და
განსვენებული ს.ს. მესხის შეხედულებათა მკვეთრი განსხვავებულობის გამო, უმეტესად
მორიგ საკითხებზე, ერთობლივი თანამშრომლობის პირველი წარუმატებელი ცდების
შემდეგ, მე მას შევუთანხმდი, რომ გაზეთის ერთ ნომერს მთლიანად იგი შეადგენდა,
მეორეს – კი მე. 1870 წელს გაზეთი ყოველთვის ასე გამოდიოდა; ერთ ნომერს მთლიანად
მე ვწერდი, ან ვადგენდი ისე, როგორც მე მინდოდა, ხოლო მეორეს – რედაქტორი. საქმის
ასე გაგრძელება დიდხანს შეუძლებელი იყო. წლის ბოლოს მე დავაარსე ჟურნალი
«კრებული», რომელსაც ერთპიროვნულად ვხელმძღვანელობდი 1871 წლის ზაფხულამდე,
სანამ მამაჩემის სიკვდილმა იძულებული არ გამხადა დამეტოვებია თბილისი. ამ
დროიდან, უამრავი პრაქტიკული საქმეებით დატვირთვის გამო, პრესაში მონაწილეობის
მიღება მხოლოდ გარედან შემეძლო, როგორც თანამშრომელს და არა როგორც გამოცემის
მესვეურს. ეს უკანასკნელი მე მხოლოდ «ობზორის» გამოცემის დროს ვიყავი.

441
1871 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გამოცოცხლება
შეიტანა კავკასიაში იმპერატორ ალექსანდრე მეორის ჩამოსვლამ. მაშინ პირველად
წარმოიშვა უთანხმოება ჩემსა და ადგილობრივი ინტელიგენციის მნიშვნელოვან ნაწილს
შორის. მეფისათვის გადასაცემი ადრესის შინაარსის დასადგენად მოწვეულ თათბირზე,
მე ვამტკიცებდი, რომ საჭიროა ვიზრუნოთ მხოლოდ ერობისათვის. ადგილობრივი
ბობოლები კადეტთა კორპუსს თხოულობდნენ, ინტელიგენცია კი – უნივერსიტეტს.
დავინახე რა, რომ მათგან ცოტას თუ ვინმეს ესმოდა, რას ნიშნავდა ერობა და მისი
აუცილებლობა, დავწერე სტატიები, რომლებიც «სასოფლო გაზეთში» დაიბეჭდა, შემდეგ
კი ორჯერ გამოვიდა ცალკე ბროშურად. სხვათაშორის, «კრებულში» მე ადგილი დავუთმე
გ. წერეთლის სტატიას უნივერსიტეტის შესახებ, ვინაიდან, როგორც ყოველთვის,
დავემორჩილე გადაწყვეტილებას უმრავლესობისას, რომელმაც არ გაიზიარა ჩემი
წინადადება არა მხოლოდ მაშინ, არამედ მრავალი წლის შემდეგაც, მიუხედავად ჩემი
ყოველგვარი მტკიცებისა, რომ ერობა პირველი აუცილებელი ნაბიჯია, ქვეყნის
განვითარების პირველი საფეხურია, რომ მის გარეშე, მის შექმნამდე, სახალხო ყოფა-
ცხოვრების არავითარი მტკიცე გაუმჯობესების მიღწევა არ შეიძლება, ვინაიდან ხალხის
განვითარება შეუძლებელია გზების, სკოლების, ექიმთა, კრედიტის ორგანიზაციათა
გარეშე, ხოლო ყოველივე ამას მხოლოდ ერობა მოგვცემს, ამავე დროს ხალხს შეაჩვევს
დისციპლინას, თანდათან ასწავლის თვითმმართველობას, დამოუკიდებლობას.მაგრამ
ყოველივე ამაო იყო: ამ საქმეში მე იმდენად მარტო ვიყავი, რომ ქართველ თავადაზნაურთა
საერთო კრებაზე საერობოს შექმნის სასარგებლოდ, ჩემს გარდა, არავის არაფერი უთქვამს,
ხოლო ქალაქის საბჭოში ჩემს წინადადებას მხარი დაუჭირა მხოლოდ ნაპოლეონ ამატუნმა.
დამავიწყდა მეთქვა, დრო და ჩვევები მაშინ იმდენად პატრიარქალური იყო, რომ მე,
რომელიც არც თავადაზნაურთა რიცხვს ვეკუთვნოდი და არც საბჭოს წევრი ვყოფილვარ,
უფლება მომეცა სიტყვა წარმომეთქვა ორივე დაწესებულებაში. ჩემი სტატიების დიდი
ნაწილი ან სრულიად ხელმოუწერელია, ან ხელმოწერილია ფსევდონიმით. მათი სიის
მოცემა არ შემიძლია, რადგან ხელთ არ მაქვს ის გამოცემები, რომლებშიც
ვთანამშრომლობდი. გაზეთ «დროების» ერთად-ერთი მთლიანი კომპლექტი (რამდენადაც

442
მე ვიცი) უნდა ქონდეს თავად ი.გ. მაჩაბლის ქვრივს ა.ა. მაჩაბელს. მის კოლექციაში თქვენ
შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ხელმოწერილი ბევრი სტატია 1870, 1871, 1872, 1873, 1876 და 1877
წლების ნომრებში. «კრებულში» ყველა ჩემი სტატია ხელმოწერილია «სკანდელის»
ფსევდონიმით.

თქვენს მიერ მოწონებული ფრანგული ბროშურის წარმოშობა ასეთია: 1874–1875 წლებში


მე იძულებული ვიყავი მეცხოვრა პარიზში თითქმის წელიწადნახევარი, ტყიბულის
ქვანახშირის საწარმოს დაფინანსების თაობაზე. მამაჩემის ძველმა მეგობარმა მარიუს
მარტენმა, რომელიც ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი თბილისის სასტუმრო «ფრანციის»
პატრონი იყო, და რომელმაც კავკასიიდან დიდი ქონება გაიტანა, მაგრამ პარიზის კომუნის
დროს ერთბაშად დაკარგა, მარსელის დეპუტატის დელპეშის მეშვეობით გამაცნო მისი
თანამემამულე რუვიე, მარსელის დეპუტატი «ნაციონალურ კრებაში», რომელსაც საკმაოდ
კარგი ურთიერთობა ჰქონდა პარიზის ფინანსურ სფეროებთან და შემდეგში სახელიც
მოიხვეჭა როგორც ფინანსთა მინისტრმა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ. რუვიე,
რომელსაც მაშინ ცოლად ჰყავდა ხანში შესული მწერალი ქალი, რომელმაც ჯერ კიდევ
მეორე იმპერიის დროს სახელი გაითქვა თავისი ბრწყინვალე კორესპონდენციებით
პარიზიდან «Iნდეპენდანცე ელგე»-ში, დიდხანს წვალობდა ჩემი ტყიბულის საქმის გამო. ამ
საზოგადოებაში მე ხშირად მიხდებოდა მსჯელობა იმის შესახებ, რომ ფრანგული პრესა
ნაკლებად იცნობდა საგარეო საქმეებს; ამ მსჯელობას საფუძვლად ედო სამკითხველო
კაბინეტებში გერმანული და ინგლისური გაზეთების უბრალო კითხვა მთელი დღეებით
და კვირეებით ბანკირების პასუხის მოლოდინში. ქალბატონი რუვიე და გამბეტას
ახალგაზრდა მეგობრები, რომლებიც მის სალონში დადიოდნენ, დაინტერესდნენ უფრო
მეტად არა ჩემი კრიტიკით, არამედ ჩემი შეხედულებებით იმ საკითხზე, რომ რუსეთს
გაცილებით მეტი საერთო ინტერესები აქვს გერმანიასთან, ვიდრე საფრანგეთთან, ამიტომ
ფრანგული პრესის საერთო ტენდენცია, რომელიც დიდ იმედს ამყარებსრუსეთთან
კავშირზე, სწორი არაა. მათ დამითანხმეს გამომეთქვა ეს აზრი პრესაში. მაშინდელი
ფრანგული პრესის სათავეში მდგომმა მისმა ვეტერანმა ემილ-დე-ჟირარდენმა, რომელმაც
ცხოვრება დაამთავრა ბრწყინვალე გამარჯვებით ტიერთან და გამბეტასთან კავშირში, მაკ-

443
მაგონის დიქტატურისა და მონარქიის რესტავრაციის ცდების წინააღმდეგ, მთლიანად
გადაბეჭდა ჩემი ბროშურის ეს გვერდები თავის პოპულარულ გაზეთში «Laა France».
მაგრამ აქედან, ცხადია, არაფერი არ შეიძლებოდა გამოსულიყო. მომავალი გადაწყვეტს, –
სწორედ ვმსჯელობდი მაშინ, თუ მწარედ ვცდებოდი. მაგრამ რუსეთ-გერმანიის
ნამდვილად ბუნებრივი სოლიდარობა რომ, მართლაც, ვერ დაარღვია სამთა კავშირის
მეოთხედსაუკუნოვანმა ცდამ და ასევე ვერც სამთა შეთანხმებამ, ეს, ვფიქრობ, არ იწვევს
ეჭვს და დამტკიცებულია იაპონიის ომით, რაც კარგი საცდელი ქვაა ყოველგვარი
კავშირის შესამოწმებლად. მინდა გავძლო დიდი პოლიტიკის თეორიული ვარაუდების
ცხოვრების გამოცდილების მონაცემებით შემოწმებამდე.

ამას წინათ გავვოცდი, როცა «რუსკი არხივში» წავიკითხე ცნობილი დიპლომატის


საბუროვის დეტალური მსჯელობა, რომელიც ამავე თვალსაზრისზეა დამყარებული. 1875
წლის შემოდგომაზე დავბრუნდი თბილისში და თანამშრომლობა დავიწყე «ტიფლისკი
ვესტნიკში», რომელსაც ა. ბებუთოვი რედაქტორობდა. ჩემი დაჟინებული მოთხოვნითა და
გაანგარიშებით, 1876 წლიდან ეს გაზეთი ყოველდღიური გახდა. 1875-1877 წლებში მასში
დაიბეჭდა ჩემი ბევრი საინტერესო სტატია. მიაქციეთ ყურადღება 1975 წლის
შემოდგომაზე დაბეჭდილ თბილისის საქალაქო საზოგადოებრივი სამმართველოს
მუნიციპალური მოღვაწეობის სრულ პროგრამას, რაც განხორციელდა 4 წლის შემდეგ ჩემი
ზემოქმედებით გადახალისებული საქალაქო სამმართველოს შემადგენლობით, რომელსაც
მეთაურობდა ა.ს. მატინოვი. ამ თანამდებობაზე იგი მე წამოვაყენე გ. გ. ევანგულოვის
წინააღმდეგ, რომელსაც მატინოვზე მეტი შესაძლებლობა ქონდა თბილისის თავი
გამხდარიყო. ჩემი სტატიების მეორე საინტერესო სერია ამავე გაზეთში დაიბეჭდა 1876
წელს და ეხებოდა ჩემს პოლემიკას თავად ი. გ. ჭავჭავაძესთან (რომელიც ბეჭდავდა
ქართულადაც «დროებაში»). ამ სტატიებში მე ვამტკიცებდი მიგვეცა ჩვენი
საადგილმამულო ბანკებისათვის აგრარული და მელორაციული ხასიათი. ჩემი სტატიების
მესამე სერია («Двоянский полетаиат»), ამონაწერების სახით, გადაბეჭდა სტატს-მდივანმა
ბარონმა ა. პ. ნიკოლაიმ მის მოგონებებში კავკასიის მმართველობის შესახებ.

444
1877 წელს ვიყავი ჰავასის სააგენტოსა და «ტიფლისკი ვესტნიკის» სამხედრო
კორესპონდენტი ომის აზიის ასპარეზზე. ამ გაზეთში გამოქვეყნებული ჩემი
კორესპონდენციები სიტყვასიტყვით გადაბეჭდა ყველა რუსულმა გაზეთმა. ამ გაზეთთან
კავშირის გაწყვეტის შემდეგ, რომლის ტირაჟი ჩემამდე 240 ეგზემპლარი იყო, მე კი 3500-
მდე ავიყვანე (თუ რა მიზეზით გავწყვიტე მასთან კავშირი ამის შესახებ იხილეთ თავად
დ.გ. ერისთავის თხზულებათა ქართული გამოცემისათვის დაწერილი ი. მ. მეუნარგიას
წინასიტყვაობა), მე მიმიწვიეს გაზეთ «გოლოსის» სამხედრო კორესპონდენტად. ამ
სარბიელზე ჩემი მუშაობის ხასიათის შესახებ იხილეთ «მოსკოვსკი ვედომოსტის»
კატკოვის მიერ დაწერილი მოწინავე საბრალდებულო სტატიები წინააღმდეგ ჩემს მიერ
ტელეგრაფულად აღწერილი იმ ბრძოლებისა, რომლის შედეგადაც დაეცა მუხტარ-ფაშა და
ყარსი. საერთოდ, კატკოვი ზოგჯერ ყნოსვით მგრძნობდა და თავს მესხმოდა თავისი დიდი
ტალანტის და გავლენის უზარმაზარი ძლიერებით, განსაკუთრებით 1879 წელს,
«ობზორის» დასაცავად წარმოთქმული სიტყვის გამო, რამაც მთელი მაშინდელი პრესა
მოიარა.

1878 წელს, მრავალი უარის შემდეგ, როგორც იქნა (პირველი თხოვნა «ობზორის»
გამოცემის შესახებ 1870 წელს მივართვი კავკასიის მეფისნაცვალს), მომცეს უფლება
გამომეცა ეს გაზეთი ჩემი რედაქტორობით. აქ უკვე საბოლოოდ მიმსხვერპლა ჩვენი
საზოგადოებისა და ლიტერატურული ცხოვრების იმ წყლულმა, რომელიც წამლავდა და
წამლავს ჩემს არსებას – იეზუიტურმა ხრიკებმა და ცილისწამებამ. ჩემი გეგმა, – რომელიც
გადმოცემულია «ობზორის» პირველი ნომრის მოწინავე სტატიაში, – ხელი მოვკიდოთ
პრესაში ადგილობრივი ყოფის კონკრეტული საკითხების გაუმჯობესების დამუშავებას და
მოსახლეობა პრაქტიკულად მივაჩვიოთ თვითმმართველობას, დაამსხვრია გაქნილი
ადამიანების ცილისწამებამ, თითქოს მე მთავრობამ მომიყიდა და რუსიფიკატორული
მიზნები მამოძრავებს. მთელი მაშინდელი ქართველი ნტელიგენცია, რომელსაც არ
ესმოდა და არ მაპატია ჩემი სიახლენი, შეხმატკბილებული სომეხ ინტელიგენციასთან, არ
ვიცი რომელი სამშობლოს პატრიოტთა მეთაურობით, ისეთისა, როგორიც იყო პ. ა.
იზმაილოვი, შეეკედლა «ტიფლისკი ვესტნიკს» (იხილეთ მეუნარგიას

445
ზემოთდასახელებული სტატია და გ. მ. თუმანოვის «Хаактеистики и воспоминания»,
გამოცემული 1913 წელს, გვ. 54 და შემდეგ). ყოველდღიური დიდი გაზეთის გამოცემა
თანამშრომლების და განსაკუთრებით კორექტორის გარეშე, იძულებულს მხდიდა,
დღისით დაძაბული მუშაობის შემდეგ, თეთრად გამეთენებია ღამეები. მძიმედ
დაავვადდი, ვნერვიულობდი, თავს ვერ ვიკავებდი და მკვახედ ვამტკიცებდი, რომ არავის
არ მივყიდივარ და არავის არ ვუწევ ანგარიშს. მათაც ეს უნდოდათ. ადგილობრივ
ხელისუფლებას, რომლის ყოველდღიურ ინტერესებს, რაგინდ შემოვლილად არ უნდა
შევხებოდი ჩემს თეორიულ და პრაქტიკულ მუშაობაშიც, არ შეიძლება ზომები არ მიეღო
და არ აელაგმა მისი სრული უგულვებელყოფა, მაგრამ შეცდომის დასასრული
შთამომავლობის ხსოვნის ღირსია: ადმინისტრაციამ, ვინაიდან არ დავემორჩილე
ცენზურას, რომელიც სასამართლომ გაამართლა, სტამბაში ჩამიყენა პოლიცია, რომლის
თანხმობის გარეშე შეუძლებელი იყო ნომრის გამოშვება. ღონისძიება, რომელიც
არსებითად მიმართული იყო მხოლოდ «ობზორის» წინააღმდეგ, ზრდილობისათვის
თბილისის ყველა გამოცემებზე გაავრცელეს. «ტიფლისკი ვესტნიკმა» მოიწვია ყველა
ადგილობრივ გამოცემათა რედაქტორების თათბირი და წინადადება მისცა მათ, ამ
ღონისძიებისადმი პროტესტის ნიშნით კერძო რუსულ გაზეთებს გაფიცვა
გამოეცხადებიათ. ხელისუფლება თითქოს წინ ვერ აღუდგებოდა ადგილობრივ რუს
მოსახლეობას, რომელსაც მხოლოდ ოფიციალური «კავკაზით» დაკმაყოფილება არ
შეეძლო. ადგილობრივ მკვიდრთა გამოცემებს ასეთი წინადადება არ მისცეს, რადგან მათი
მკითხველების ჩივილი ხელისუფლებამდე ვერ მიაღწევსო. მე დიდხანს
ვეწინააღმდეგებოდი ამ წინადადებას, ვამტკიცებდი მის უსაფუძვლობას, მაშინებდა
ხრიკები, მაგრამ, უფრო უმრავლესობის გადაწყვეტილებით ვიდრე საკუთარი მრწამსის
გამო, დავთანხმდი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ უმრავლესობას შეადგენდა
ადგილობრივ მკვიდრთა გაზეთების რედაქტორები, რომელნიც არ უნდა გაფიცულიყვნენ,
მაგრამ სწორედ მათ გადაწყვიტეს ბედი «ობზორისა», ერთადერთი გაზეთისა, რომელსაც
მაშინ კითხულობდნენ და გავლენა ჰქონდა. მოვალეობის უკიდურესობის გამო მე
მოვითხოვე, რომ «ტიფლისკი ვესტნიკი» არ აღდგენილიყო «ობზორისაგან»

446
დამოუკიდებლად, ესე იგი, არ დაეწყო ნომრების გამოშვება, სანამ პოლიციას სტამბიდან
არ გაიყვანდნენ. «ტიფლისკი ვესტნიკის» რედაქციამაც საზეიმოდ დასდო ასეთი ფიცი.
1879 წლის თებერვლიდან ორივე გაზეთმა შეწყვიტა გამოსვლა. ამ ამბავმა დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე. ხელისუფლებამ დაიწყო ჩემთან მოლაპარაკება
სიძნელეების მოგვარების საშუალებებზე. მე ავუხსენი გენერალ-ადიუტანტ თავად
სვიატოპოლსკ-მირსკის და გენერალ სტაროსელსკის (მეფისნაცვალის მაშინდელ
თანაშემწეს და მისი მთავარი სამმართველოს უფროსს), რომ ერთადერთი საშუალება, რაც
ხელისუფლებასაც შეეფერება და პრესასაც, ადგილობრივი პრესის ცენზურისაგან
განთავისუფლება და მის მიმართ იმ წესების გამოყენებაა, რომლებიც სატახტო ქალაქებში
მოქმედებს. მეფისნანცვალი (დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე) დათანხმდა,
ეშუამდგომლა ამის შესახებ პეტერბურგში. მე კი შემომთავაზეს მიმერთმია მათთვის
შესაბამისი მოხსენებითი ბარათი, რომელიც საკმაო თანაგრძნობით მიიღეს საზეიმო
ვითარებაში. მომხსენებელი იყო (ე. ი. ხმამაღლა კითხულობდა) თავადი გ. დ. შერვაშიძე.
პეტერბურგში შემდგომი გამგზავრებისთანავე მეფისნაცვალმა აღძრა საკითხი
თბილისზეც გაევრცელებიათ მაშინდელ სატახტო ქალაქში მომქმედი კანონი პერიოდული
პრესის შესახებ. შუამდგომლობა თავიდან თანაგრძნობით მიიღო შინაგან საქმეთა
მინისტრმა, და გენერალ სტაროსელსკის, რომელიც თან ახლდა მეფისნაცვალს, იმედი
ჰქონდა, რომ კეთილად დამთავრდებოდა ეს საქმე. მაგრამ უეცარმა რეაქციამ, რაც
სოლოვიოვის ალექსანდრე II-ზე თავდასხმამ გამოიწვია, ეს კეთილი საქმე ჩანასახშივე
მოკლა, რის შესახებაც გენერალმა სტაროსელსკიმ მაშინვე მაცნობა ტელეგრამით. ამის
შემდეგ «ტიფლისკი ვესტნიკმა», ისე რომ არც კი გაუფრთხილებია გაფიცვაში მისდამი
სოლიდარული «ობზორის» რედაქცია, გასტეხა თავისი ფიცი და დაიწყო გამოსვლა ორმაგი
ცენზურის (ჩვეულებრივისა და პოლიციურის) ზედამხედველობით. მე კი ვდუმდი 1880
წლამდე, სანამ ცენზურის კომიტეტის თავმჯდომარემ დ. პ. ფურცელაძემ პოლიცია არ
გამოიყვანა და არ დაამყარა პრესასთან ნორმალური დამოკიდებულება, რაც მხოლოდ
რამდენიმე თვეს გაგრძელდა, სანამ ადგილობრივი ცენზურის კომიტეტი კარის
პედაგოგების მოძალევსკის და გორძეევსკის ხელში არ გადავიდა, რომელთაც პირობა

447
დასდეს ვერძის რქასავით მოკაკვავდნენ ადგილობრივ პრესას, და შეასრულეს კიდეც ეს
დავალება.

არაფერს ვიტყვი «ობზორზე» და მის პოლემიკაზე «ტიფლისკი ვესტნიკთან» და სხვა


ადგილობრივ გამოცემებთან. ეს ძალზე შორს წამიყვანდა. ყოველივე ეს თქვენ შეგიძლიათ
შეამოწმოთ ამ გაზეთების კოლექციების მიხედვით. აგიხსნით მხოლოდ, რომ პოლემიკა
წარმოიშვა «ობზორის» აზრის არაკეთილშობილური დამახინჯების მიზეზით.
ავადმყოფობის პერიოდში, როცა ვიწექი და თავად არ შემეძლო წერა, ერთ-ერთ ჩვენს
შემთხვევით თანამშრომელს, ჟუკოვს, მივანდე დაეწერა სტატია ადგილობრივ მკვიდრთა
ენაზე პრესის უკეთესი უტილიზაციის შესახებ. ჩემი აზრის არსი ის იყო, რომ ამ
გამოცემებს, ინტელიგენციის ვიწრო წრის მომსახურეობის ნაცვლად, რომელსაც
რუსულად შეეძლო კითხვა, უფრო სასარგებლო საქმის გაკეთება შეეძლოთ ხალხის ფართო
მასებისათვის რომ ემუშავათ, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც რუსულად კითხვა
სრულიად არ შეეძლო. ეს მასები ამჟამად ხომ სრულიად მოკლებულია შესაძლებლობას
თვალყური ადევნონ ლიტერატ. და საზოგადოებრივ ცხოვრებას. მათთვის
პოპულარულად, ანბანურად უნდა იწერებოდეს და არა იმ ჟარგონით, რომელიც მხოლოდ
ინტელიგენტური წრეებისათვისაა გასაგები. ვფიქრობ, ეს იყო ადგილობრივი პრესის და
ადგილობრივი განვითარების მეგობრის რჩევა და არა მტრის. მაგრამ «მშაკის»
გამომცემელი ბატონი არწრუნი ადგილობრივი პრესის როლის ასეთი «დამცირებით»
განაწყენდა, ან შეიძლება ასეთი სახე მიიღო. მის შემდეგ მართლა აყაყანდა «დროების»
რედაქტორი ს. ს. მესხიც. «ტიფლისკი ვესტნიკის» მხარდაჭერით, «ობზორი» გამოაცხადეს
რუსოფილურ ორგანოდ. «ობზორის» არსებობის მთელ მანძილძე, ამაში ძნელი არაა
დარწმუნდეთ, პოლემიკაში მყოფ გამოცემათა სტატიების შედარებით, «ობზორის» არც
ერთი აზრი არ დაუტოვებიათ ბოროტმზრახველი, შეგნებულად არაკეთილსინდისიერი
დამახინჯების გარეშე, და ყოველივე ეს ერთდაიმავე თარგზე დაემტკიცებიათ, რომ მე
ხელისუფლებას მივეყიდე, მინდა ჩვენი მხარე გარუსდეს, ამიტომ ჩემი აზრები და რჩევები
მავნეა. არავითარი სხვა კრიტერიუმი, კამათის და უარყოფის არავითარი სხვა მეთოდები,
ცოდნის უკიდურესი შეზღუდულობის გამო, ჩემს მოწინააღმდეგეებს არ გააჩნიათ.

448
პაროლი, ტაქტიკა, პოლემიკა დონ-ბაზილიოს ჩვევამდე დადიოდა: «ცილი დასწამეთ,
ცილი დასწამეთ, რაიმე მაინც მოეცხება». განა ავბედითი არაა, განა ნიადაგის ქვიანობას არ
ამჟღავნებს ის გარემოება, რომ უკანასკნელ შეცდომამდე ღირსი არ გავხდი ბრძოლის სხვა
მეთოდებისა? ბატონი ზდანოვიჩიც კი, 1908-1912 წლებში, მხოლოდ ასეთი ხრიკებით
ირთობდა თავს.

«ობზორის» მოღვაწეობა დამთავრდა ჩემი სტავროპოლში გადასახლებით 1880 წლის


ივლისში. გრაფ ლორის-მელიქოვის ხელისუფლებისა და დიდების სრული აყვავების
დროს. «ტიფლისკი ვესტნიკი» დაიღუპა რამდენიმე თვით ადრე, ხალხის
გულგრილობასთან ბრძოლაში, თუმცა მდიდარმა მეპაიეებმა სამჯერ შეაგროვეს
მოზრდილი თანხა მის გადასარჩენად. ამასობაში სწორედ იმ «პუბლიცისტმა» (თავ.
ბებუთოვი), რომელიც შუამავლობდა რუსეთის ხელისუფლების ამ მეთაურსა და
ლიბერალურ გაზეთს «გოლოსს» შორის, ჩუმად ხალხში ჭორი გაავრცელა, თითქოს მე
ახლო ურთიერთობაში ვარ გრაფთან, თითქოს «ობზორში» გრაფის თაოსნობით თავს
ვესხმი ადგილობრივ ადმინისტრაციას და ასე შემდეგ. ჩემმა თანამემამულეებმა,
ბრიყვულად, შეუმოწმებლად გაავრცელეს ეს ტენდენციური ცილისწამება ჩემს იმ
სტატიებზე დაყრდნობით, რომლებშიც თავს არ ვესხმი ხელისუფლებას და მიზნადა მაქვს
მხოლოდ ადგილობრივი ყოფის არსებით ნაკლოვანებებსა და მათი აღმოფხვრის
საშუალებებზე მითითება.

გადასახლებიდან განთავისუფლების შემდეგ გადავსახლდი პეტერბურგში და სამსახური


დავიწყე რკინიგზაზე, რაც 1886 წლამდე გაგრძელდა. იქ მე ვცდილობდი ცხოვრებისათვის
მიმეყენებია ეკონომიური სიახლენი, რაც შთამაგონა ტექნიკური პროგრესის მასიური
ტვირთის გადაზიდვასა და სახალხო მეურნეობის ბედზე გავლენის შესწავლამ. რუსეთის
ტექნიკური საზოგადოების «შრომებში» და ნავთის მრეწველთა პირველი ყრილობების
მასალებში შეგიძლიათ იპოვოთ საკმაოდ ბევრი მონაცემები ამ დარგში ჩემი როლის
შესახებ. მუშაობის ახალი ხერხების დანერგვაზე ამ დარგში შეგიძლიათ იმსჯელოთ
შემდეგით: მთლიანი პროგრამა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაჭრილიყო

449
სიძნელეები და კრიზისი მაშინდელ ნავთობის მრეწველობაში, ნავთის გადაზიდვასთან
დაკავშირებით, მე დავბეჭდე «ნოვოე ვრემიაში» 1883 წელს (№ 2668). ეს პროგრამა,
რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩემი მოხსენების საფუზველზე მიღებულ იქნა ნავთის
მრეწველთა საერთო კრებაზე ბაქოში და შემდგომი წლების მანძილზე ხელისუფლებამ
მთლიანად განახორციელა, რამაც, როგორც ცნობილია, ამ მრეწველობის უნახავი აყვავება
გამოიწვია. 10 წლის შემდეგ ეს პროგრამა შეცვალეს სხვა ამჟამად მოქმედი პროგრამით,
რომლის ნაყოფს ყველა ხედავს.

ამავე ხანას განეკუთვნება ჩემი თანამშრომლობა «ოტეჩესტვენიე ზაპისკიში». ჩემი


პირველი სტატიის მიღებისთანავე (გრაფ ვალუევის რომანის «ლორინის» განხილვა), მ. ე.
სალტიკოვმა და ნ. კ. მიხაილოვსკიმ შემომთავაზეს მუდმივად მეთანამშრომლა ჟურნალში,
მაგრამ, მოუცლელობის გამო, ამ წინადადებით ვერ ვისარგებლე. მიხაილოვსკის
გადასახლების შემდეგ მე დამავალეს ამ ჟურნალის კრიტიკული განყოფილების
ხელმძღვანელობა. გარდა ხელმოწერილი სტატიებისა, მე ამ ჟურნალის «ახალი წიგნების»
განყოფილებაში მოვათავსე ბევრი ანონიმური სტატია. მაგრამ გრაფ დ. ტოლსტოის
გაფრთხილებამ, სადაც პირდაპირ იყო მითითებული ჩემი სტატია გამბეტაზე, და მალე
ჟურნალის მთლიანად აკრძალვამ, ეს მუშაობა შემაწყვეტინა. გიგზავნით ამ ჟურნალის სამ
წიგნს, სადაც მოთავსებულია მასში გამოქვეყნებული ჩემი მნიშვნელოვანი სტატიები და
აგრეთვე «უსტოის» ერთ წიგნს, რომელშიც ჩემი პატარა სტატიაა მოთავსებული. ამ ხნის
განმავლობაში მე მომიხდა უნებური მონაწილეობის მიღება მოლაპარაკებაში ტერორის
შეწყვეტის შესახებ. ეს ეპიზოდი გაშუქებულია ჟურნალ «ბილოეში» (1906, სექტემბერი,
სტატიაში «ჩერნიშევსკის განთავისუფლება»). გიგზავნით ამ სტატიის ანაბეჭდს. გ. ა.
ბოროზდინის (რომელმაც ამ ამბავში ჩამითრია) წერილი დაბეჭდილია ამავე ჟურნალში,
1907 წლის ოქტომბერში, ჩემი შენიშვნებით.

პეტერბურგში გატარებულ უკანასკნელ ზამთარს (1886 წ.) სამჯერ დამემართა ანთება,


რამაც მაიძულა დავბრუნებულიყავი სამშობლოში, სადაც ა. ს. მატინოვის, იზმაილოვის და
ახალგაზრდების მთელი ჯგუფის დაჟინებით, რომლებიც მთხოვდნენ სახელი მოგვეციო

450
მხოლოდ, გაზეთს კი ჩვენ თვითონ გაუძღვებითო, კვლავ ჩავები პუბლიცისტიკაში. მაგრამ,
როცა საქმეში ჩავები, აღმოჩნდა, რომ შედეგის ლოდინი არავის არ ძალუძს, უგონორაროდ
ცხოვრება შეუძლებელია და ასე შემდეგ. იძულებული ვიყავი მესესხა, მევალა, როგორმე
თავი გამეტანა და ა.შ. თბილისში ცხოვრება და გაზეთისადმი მეთვალყურეობა მე არ
შემეძლო. «ნოვოე ობოზრენიეს» ვხელმძღვანელობდი ზუსტად ოთხი წლის განმავლობაში:
1887 წლის სექტემბრიდან 1891 წლის 1 ივლისამდე. ბოლოს ეს გაზეთი სავსებით
მომბეზრდა, რადგან მისი თანამშრომლები, «მცირე პრესის» სულისკვეთებით
აღზრდილნი, სულ სხვა მიზნებს ისახავდნენ, ვიდრე მე. მოვიყვან მხოლოდ ორ მაგალითს.
ერთ-ერთ თანამშრომელს დ. კეზელს (ზოილი) ისიც კი არ ესმოდა, თუ რა განსხვავებაა
ადვოკატისა და ჟურნალისტის როლებს შორის და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ერთხელ,
როცა მე მოწინავე სტატიაში ობიექტური აზრი გამოვთქვი ერთ-ერთ ადგილობრივ
გახმაურებულ პროცესზე, რომელიც პოლიციის ბოქაულს თავად ერისთავს ეხებოდა,
ბრალდებულის ნათესავმა ამ თანამშრომელის 300 მან. ხელმოწერილი წარმომიდგინა, რა
საფასურადაც იგი კისრულობდა დაეცვა ბრალდებული «სასამართლოსა და პრესაშიც».
კეზელს მე ვერაფრით ვერ გავაგებინე, რომ ადვოკატს, რომელიც მხარეს წარმოადგენს,
უფლება აქვს მიიღოს საფასური კლიენტისაგან, მაგრამ ჟურნალისტს, რომელიც
მოსამართლეა, ამის უფლება არა აქვს! იძულებული ვიყავი დავშორებოდი ამ უდავოდ
ნიჭიერ, მაგრამ სრულიად განუვითარებელ, თანამშრომელს და მისი სახით
გაბოროტებული მაგინებელი შემეძინა. მეორე თანამშრომელმა ილია ბახტაძემ (ხონელი),
რომელიც დიდხანს მიყვარდა, მამის დაცვის მიზნით იმერეთის აწ განსვენებულ
ეპისკოპოზის გაბრიელის წინააღმდეგ გაილაშქრა. ეპისკოპოზს, როგორც პირადად მე,
ასევე მთელი მხარე დიდ პატივს სცემდა. მან დაიწყო გაბრიელის «მხილება» და, მის მიერ
დასჯილი მღვდლების ნალაპარაკევის საფუძველზე, წარმოუდგენელ სისულელეებს
წერდა გაზეთში.

მე ვთხოვე რედაქტორს, პატივცემულ მ. ა. უსპენსკის («რუსკოე სლოვოს» ახლანდელ


რედაქტორს), არ გაეშვა გაზეთში გაბრიელის ძაგება და ცილისწამება. მაგრამ
თანამშრომელი ახერხებდა რედაქტორის გვერდის ავლას, ბეჭდავდა ქარაგმულ,

451
ყველასათვის, გარდა რედაქტორისა, გამჭვირვალე პამფლეტებს. ხალხის საყვედური არ
მასვენებდა არც გზაში, არც სახლში, არც სოფელში, ქალაქებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
უცნობებიც კი ასეთი სიტყვებით მომმართავდნენ: «ბატონო ნიკო, განა ცოდვა არაა
აწყენინოთ ჩვენს საბრალო გაბრიელს?» მე ვემუდარებოდი თანამშრომელს შეეწყვიტა ეს
უღირსი დევნა, პირადად ვეწვიე კურთხეულს, ვთხოვე ეპატიებია ჟურნალისტის
მამისათვის, «შვილი დაბრმავებულია მამის სიყვარულით და ვერ ხედავს მის ცოდვებს
მეთქი».

გაბრიელმა თავისი კანცელარიის მოხელეებს უბრძანა ეჩვენებინათ ჩემთვის ყველა


თერთმეტი საქმე, შედგენილი ჟურნალისტის მამაზე და განმიცხადა, რომ უფლებას
მაძლევს თვითონ გამოვიტანოთ განაჩენი ყველაზე უმნიშვნელო საქმის მიხედვით და
ანგარიში არ გაუწიო დანარჩენ ყველაზე მნიშვნელოვან ათ საქმეს. რა უნდა მექნა? ახალი
თანამშრომლების შეგროვება არსაიდან შეიძლებოდა. მოახლოებული იყო გაზეთ
«კავკაზის» ი. ნ. მილუტინის ხელში გადასვლაც. გადავწყვიტე მიმეტოვებია გამოცემა,
რომელიც არა მარტო ხარჯებს ანაზღაურებდა, არამედ 4000 მანეთამდე მოგებასაც
იძლეოდა. როცა დავრწმუნდი, რომ ვეღარ შევძლებდი ძველ რედაქციაში მუშაობას და
ვერც ახალი, ნიჭიერი თანამშრომლების შეგროვებას, მივმართე თავადებს ი. გ. ჭავჭავაძეს
და ვ.ს. მიქელაძეს, ასევე დ. – ზ. სარაჯევს, მიეღოთ ჩემგან გაზეთი, სამაგიეროდ კი
მხოლოდ ის ვალი დაეფარათ, რომელიც მის გამო იყო აღებული. ყველამ უარი განაცხადა.
ამ დროს თავადმა გ. მ. თუმანოვმა მომწერა, რომ შინაარსის მიხედვით გაზეთისადმი ჩემს
გულგრილობას ამჩნევს და, რადგან ძმებისათვის საქმეს ეძებს, სურს იცოდეს: ხომ არ
დაუთმობ მას გამოცემას, და თუ დავუთმობ, რა პირობით? მაშინ ძმები – თუმანოვები ჯერ
კიდევ მათი მამის ტრადიციის ერთგულნი იყვნენ და ქართველ მოღვაწეებად თვლიდნენ
თავს. მე არა მარტო ხალისით დავიწყე მათთან გარიგება, არამედ მოხარულიც ვიყავი, რომ
გაზეთი მათ ხელში გადადიოდა. თავათ კი დავთანხმდი მეთანამშრომლა მასში, და,
როგორც გაზეთის შინაარსის მიხედვითაც ადვილად დაინახავთ, საკმაოდ დიდხანს
ვათავსებდი მასში ფელეტონების სერიას რუბრიკით «Со стооны». სხვათა შორის, ამ
სერიიდან განსაკუთრებით გირჩევთ წაიკითხოთმთელი რიგი სტატიები, რომლებიც 1893

452
წლის ქართულ-სომხურ დავას ეხება. მე და ძმები თუმანოვები მაშინ ერთ თვალსაზრისს
ვადექით. თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩემს მაშინდელ რჩევას, ისევე როგორც ყოველთვის,
მიზნად ჰქონდა ამ ორ ხალხს შორის კეთილშობილური ურთიერთობის დამყარება, და ამ
სტატიებში თქვენ მიკროსკოპითაც ვერ აღმოაჩენთ შოვინიზმის, ან ვისიმე ღირსების
შელახვის უმცირეს კვალსაც კი. ჩემი პირადი აზრი ამ შეჯახების შესახებ, რომლის
კულისებს იქეთა მხარე ჯერ კიდევ აღუწერელია და შესწავლას იმსახურებს
შთამომავლობის ჭკუის სასწავლებლად, ის, რომ მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და მის
თავიდან ასაცილებლად ვაკეთებდი ყველაფერს, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული,
გადმოცემულია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ქართული ჟურნალის «მოამბის» 1894
წლის პირველ ნომერში.

«ნოვოე ობოზრენიეში» ჩემი მუშაობის ხასიათს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ გაზეთის იმ


კოლექციების მიხედვით, რომლებიც, მოსალოდნელია, ინახება თბილისის საჯარო
ბიბლიოთეკაში და, ალბათ, თავად გ. მ. თუმანოვთან. სანამ გაზეთი ჩემს ხელში იყო (ე. ი.
1887-1891 წ.წ.), გარდა ხელმოწერილი ფელეტონებისა, მე მასში თითქმის ყოველდღე
ვბეჭდავდი მოწინავე სტატიებს, სერიას «ნაწყვეტები» და წვრილმან ცნობებს. ძმები
თუმანოვების ხელში გამოცემის გადასვლის შემდეგ, გარდა სერიისა «Со стооны» და
რამდენიმე სტატიისა 1892 წლის «ხოლერის» შესახებ, ხანდახან კორესპონდენციებსაც
ვბეჭდავდი, მაგრამ ძალზე იშვიათად.

ერთი წლის (1894 წ.), და უფრო მეტი ხნის, განმავლობაში, ახალ, ყოველთვიურ ქართულ
ჟურნალ «მოამბეში», რომლის რედაქტორი იყო აწ განსვენებული ნაფიცი ვექილი ა. მ.
ჭყონია, მე ვხელმძღვანელობდი შინაურ და პოლიტიკურ მიმოხილვას. ეს იყო არა
შიშველი ქრონიკა, და არა ახალი ამბების კრებული, არამედ – მიმოხილვები და
დოქტრინალური სტატიები სხვადასხვა მორიგ საკითხებზე. ყოველ ასეთ ნარკვევში მე
ვდებდი დიდ შრომასა და მასალას.

ჟურნალი ცუდად ვრცელდებოდა. მალე მასში დაიწყეს, ჩემი აზრით, სრულიად


დაუშვებელი მიმართულების სტატიების ბეჭდვა. მე უხმოდ გავუჩინარდი. ჩემი

453
სტატიებიდან ზოგიერთმა საკმაოდ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგალითად,
პირველმა «შინაურმა მიმოხილვამ» სომხურ-ქართული დავის შესახებ, «პოლიტიკურმა
მიმოხილვამ» – უნგრეთის საქმეზე, სტატიამ საერობოს როლის შესახებ რუსეთში,
ნარკვევმა მადაგასკარის საფრანგეთთან შეერთების შესახებ და სხვა მრავალმა. ზოგიერთს
ამ სტატიებიდან, განსაკუთრებით უნგრეთის საქმეებისა და მათში დეაკის როლის შესახებ,
აქამდე იხსენიებენ ჩემი მტრები, უმთავრესად იმიტომ, რომ მათში, გარდა რევოლუციური
გზისა, ნაჩვენებია სამშობლოსადმი სამსახურის გზების შესაძლებლობაც.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჩემს უკანასკნელ ფელეტონს გაზეთის თავად


თუმანოვების ხელში გადასვლამდე, ან პირველს მათი რედაქტორობით დაბეჭდილს,
მათში მე გამოვთქვი ჩემი თვალსაზრისი პუბლიცისტის როლის ნაადრეობის შესახებ
ჩვენში. 1897 წელს სრულიად შევწყვიტე «ნოვოე ობოზრენიეში» თანამშრომლობა (ჩემი
უკანასკნელი სტატია – «როგორ შევწყვიტოთ ტომთა შორის დავა» – დაიბეჭდა 1897 წლის
გაზაფხულზე), და, ამის შემდეგ, ხანდახან, საკმაოდ უხალისოდ, ვ. ლ. ველიჩკოს დროს,
გაზეთ «კავკაზში» ვბეჭდავდი სტატიებს უმთავრესად თვითმმართველობის შესახებ
საერთოდ, კერძოდ კი, ფოთის თვითმმართველობის შესახებ. თუ რა როლი ვითამაშე 1905
წელს მოთხრობილია ჟურნალ «კლდის» 1913 წლის 37 და 38 ნომრებში გამოქვეყნებულ
სტატიებში. მე მთელი ჩემი შესაძლებლობით ვცდილობდი არ დამეშვა სხვადასხვა
მოუფიქრებელი, «უიარაღო-შეიარაღებული» გამოსვლები, რისთვისაც ჩვენმა უკიდურესმა
პარტიებმა რეტროგრადად გამომაცხადეს. მას შემდეგ პრესაში მხოლოდ იმიტომ
გამოვდიოდი, რომ თავი მემართლებინა ისეთი ცილის წამებისაგან, როგორიც
წარმოუდგენელია ყველა წესიერ საზოგადოებაში. იმ მხრივ განსაკუთრებით
დამახასიათებელია პოლემიკა, წამოწყებული ჩემი მონაწილეობით ქუთაისის კომიტეტში,
რომელიც იქ საერობოს შექმნის საფუძვლებს იმუშავებდა: ნუ დაიზარებთ და გაეცანით ამ
კომიტეტის მოხსენებას, რომელიც მთლიანად დაიბეჭდა გაზეთ «ზაკავკაზიეში» 1909
წლის ნოემბერში, და მის მიერ გამოწვეულ პოლემიკას. თქვენ მიხვდებით თუ რა
ტრაგიკულ მდგომარეობაშია ჩვენი პუბლიცისტი, რომელიც შრომობს არა თავის

454
გასართობად, არამედ იმ მიზნით, რომ რეალური სამსახური გაუწიოს თავის ქვეყანას
ამჟამად არსებულ და არა იდეალურ, სინამდვილეში არ არსებულ პირობებში.

გასულ წელს, მიუხედავად ჩემი უნუგეშო მდგომარეობისა და საზოგადოებრივ


მოღვაწეობაზე სრულიად ხელის აღებისა, ქართული პრესა თავს მესხმოდა და ცილს
მწამებდა. რაც სრულიად დაუშვებელია ყოველგვარი, ყველაზე აღვირახსნილი ეთიკითაც
კი. მე იძულებული ვიყავი პასუხი გამეცა მათთვის ბროშურით «ჩემი პოლიტიკის შესახებ»
(თან ვურთავ), რომელიც იმიტომ დაიბეჭდა ცალკე, რომ ცილისწამების შემდეგ არცერთმა
გაზეთმა არ ისურვა დაებეჭდა ჩემი ეს უარყოფა, რომელიც, როგორც ხედავთ, დიდი
მორიდებითა და თავდაჭერილობითაა დაწერილი და, გარდა იდეებისა, არაფერს არ ეხება.
როგორც ხედავთ, მკაცრი ჩვევები დაინერგა ჩვენს პრესაში: ღმერთმა უწყის საიდან და რა
საშუალებებით გამონახავენ გაზეთის გამოსაცემ თანხას, და ჩვენი ვითომდაც
პუბლიცისტები ფიქრობენ, რომ მხოლოდ სიცრუითა და ბაქიობით შესძლებენ შესცვალონ
ქვეყნის ბუნებრივი ზრდა და დაამკვიდრონ მასში თავიანთი ნაბოდვარი. მათ არ იციან,
რომ ჩემზე მეტად არავის გაეხარდება მათი ყველაზე ზებუნებრივი ოცნების
განხორციელებაც კი. მაგრამ რას იზამ, მე არ შემიძლია შეუძლებელი შესაძლებლად
ვაქციო. ჩემი მოწინაათმდეგეები მომაწერენ მოჩვენებით ყოვლისშემძლეობას, და
მთვლიან მათი უძლურებისა და უნაყოფობის მიზეზად საზოგადოებრივი საქმეების
უთავბოლო ჯახირში... გამოგზავნილ წერილებიდან და გაზეთებიდან, გთხოვთ,
აუცილებლად დამიბრუნოთ: «1. «ოტეჩესტვენიე ზაპისკის» ყველა სამი წიგნი, 2. «რუსკაია
მისლის» ნომერი შელგუნოვის სტატიით, 3. გაზეთ «ზაკავკაზიეს» 1909 წლის 85, 86 და 119
ნომრები და 1910 წლის, 12, 64, 65 და 66 ნომრები, ასევე გაზეთ «ზაკავკაზსკაია რეჩის» 1912
წლის მესამე ნომერი. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია გაზეთების ამ ნომრების
შენარჩუნება, რადგან მათ ახლა ვერსად იშოვი და გთხოვთ, არ დამიკარგოთ. ხოლო ის
წიგნები, რომლებიც დასახელებულია ამ სიის პირველ ორ პუნქტში, დიდი კოლექციის
ნაწილს შეადგენს და მათი დაკარგვით კოლექცია დაიღუპება. გთხოვთ დამიბრუნოთ,
აგრეთვე, ცენზურის ანაბეჭდები, რომელთაც მხოლოდ იმიტომ გიგზავნით, რომ
წარმოდგენა გქონდეთ, რა პირობებში მიხდებოდა წერა და რა ძნელია ასეთ ნაწარმოებებს

455
მოსთხოვოთ თავშეკავებული სტილი და ლოგიკა. სხვა ყველაფერი დაიტოვეთ სახსოვრად,
ჩემი ნაწერებისადმი აქამდე უჩვეულო ყურადღების სამადლობელოდ...

საერთოდ, ვმუშაობდი სავსებით გაუკაფავ ნიადაგზე (ადგილობრივ საქმეებში) და არ


მყოლია წინაპრები. სწორედ ამით აიხსნება ჩემი შრომების ნაკლულოვანებანი და
შეიძლება ღირსებებიც.

ამ წერილს პრესისათვის არ ვწერ და ყველაფერი, რაც მასში ნაღვლიანად ჟღერს, არც


საყვედურია და არც ჩივილი. ეს მხოლოდ ჩემი შრომის ამაოების შეგნებაა. საწყენია, რომ
ამდენი ძალა შევალიე საქმეს, რომელიც, როგორც ჩანს, არავის ჭირდება და, უკეთეს
შემთხვევაში, ნაადრევია. პირადი დანაკარგი და ნაღველი არც ისე მაწუხებს. გული
მხოლოდ იმაზე მტკივა, რომ ამდენი ძალა და ენერგია რაიმე სხვა საქმეზე დამეხარჯა,
დარწმუნებული ვარ, შედეგები სულ სხვა იქნებოდა და ეს ეჭვი იმ საქმის
სიცოცხლისუნარიანობაში, რომელსაც სიცოცხლე შევალიე, მწუხარებას მგვრის. მე ბევრს
გავიღებდი ადრინდელი იმედებისათვის ჩვენი ქვეყნის ზრდაში, – მის ნიადაგზე კეთილი
თესლის ამოსვლაზე, მის ყოფაში სიცრუისა და სიბოროტის უძლურებაზე. მაგრამ ამგვარი
ილუზიები, რომლებიც ჩემს ცხოვრებას ალამაზებდა, ვაი რომ, ქრება.

და თუ ყოველივე ეს ასე მწარედ მტკენს გულს, სრულიად არა ჩემს გამო. გისურვებთ
უკეთეს ხვედრს და ყოველგვარ წარმატებას ცხოვრებაში, ვრჩები თქვენი ერთგული ნ.
ნიკოლაძე.

წერილი დაწერილია რუსულად, პირველად 1961 წელს პროფ. გ. მეგრელიშვილმა


გამოაქვეყნა რუსულ ენაზე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შრომებში
(ტ. LVI), ხოლო 1971 წელს დოც. მ. კანდელაკმა რუსულ და ქართულ ენებზე გამოაქვეყნა
თსუ შრომების ჟურნალისტიკის სერიაში – «ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის
საკითხები», ტ. II, გვ. 345-388.

456
სერგეი მესხი

(1845-1883)

პროფესიონალი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, «თერგდალეულთა» მოძრაობის


აქტიური მონაწილე, დაიბადა ქუთაისში 1845 წელს. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური
გიმნაზია 1863 წელს. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ (1867 წ.) დაბრუნდა
ქუთაისში. 1869 წლის აპრილიდან თბილისში გამომავალ გაზეთ - «დროების»
რედაქტორად დაინიშნა, 14 წელი «დროების» ხელმძღვანელი და აქტიური პუბლიცისტი
იყო. 1883 წლის აპრილში ავადმყოფობის გამო დატოვა «სისხლითა და ცრემლით» (ი.
მაჩაბელი) დანამული გაზეთი და აბასთუმანში სამკურნალოდ გაემგზავრა, სადაც
გარდაიცვალა 1883 წლის 21 ივნისს.

ს. მესხმა კვირაში ერთხელ გამომავალი «დროება» ჯერ კვირაში სამჯერ (1875), ხოლო 1877
წ. 1 აგვისტოდან ყოველდღიურ გაზეთად გადააქცია. ბასრი პუბლიცისტური სიტყვით
«დროება» ერთიანი საქართველოს გაზეთი გახდა. ს. მესხის პრინციპი იყო – «მოკლედ,
მაგრამ ყველაფერზე». მას ღრმად სწამდა, რომ ჯერ «ითქმება რამე და მერე იქმნებაო».
ფარაჯაში ჩაცმული ს. მესხი მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში სამხედრო
კორესპონდენტად და «დროების» სპეციალურ განყოფილებაში – «ოსმალოს საქართველო»
– აქვეყნებდა თვითმხილველის შთაბეჭდილებებს სამასი წლის მანძილზე
დედასამშობლოს მოწყვეტილ აჭარასა და აჭარლებზე. ს. მესხი პუბლიცისტური სიტყვით
ცდილობდა ქართველებში ეროვნული თავმოყვარეობის გაღვიძებას, თანხმობისა და
ერთობის მიღწევას, კუჭისმოყვარეობის დაძლევას და მშობლიური ენისა და ისტორიის
სიყვარულის შთანერგვას, აგრეთვე სხარტი, პოლემიკური სტილით, «აქეთურ-იქითურზე»
სერიოზული მასლაათით საზოგადოებრივი აზრის შექმნას, გაზეთით ქართული
უნივერსიტეტის სადარი საქმეების გაძღოლას.

ს. მესხი დაკრძალულია მშობლიურ სოფელ რიონში.

457
გაზეთი «დროება»

(1866-1885)

პირველი ევროპული ტიპის გაზეთი «დროება» გამოვიდა 1866 წლის 4 მარტს გიორგი
წერეთლის რედაქტორობით, რომელიც 1869 წლის აპრილამდე გამოსცემდა გაზეთს.
შემდეგ გაზეთის რედაქტორი გახდა ს. მესხი, რომელიც 1883 წლის აპრილამდე იყო მისი
ხელმძღვანელი, ხოლო 1883-85 წლებში «დროებას» ივანე მაჩაბელი რედაქტორობდა.
გაზეთის გამოცემის ისტორიაში საყურადღებოა 1870 წელი, როდესაც «დროებას» ს. მესხი
და ნ. ნიკოლაძე რედაქტორობენ; 1873-1874 წლის ოქტომბერი, როდესაც ს. მესხის
საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო «დროებას» კ. ლორთქიფანიძე
რედაქტორობს, ხოლო 1880 წელს – «დროებისა» და «ივერიის» რედაქციები გაერთიანდა
და გაზეთს ხელს აწერენ ს. მესხი და ი. ჭავჭავაძე.

«დროება» დაარსდა, როგორც კვირაში ერთხელ გამომავალი გაზეთი. 1875-76 წლებში


გაზეთი გამოდიოდა კვირაში სამჯერ, ხოლო 1877 წლის აგვისტოდან – «დროება»
ყოველდღიურია.

გაზეთის გამომცემლები არიან: 1866-1883 წლის აპრილამდე – სტეფანე მელიქიშვილი, 1883


წლის აპრილიდან 1885 წლის 14 სექტემბრამდე – გიორგი ქართველიშვილი.

გაზეთში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო


მოღვაწენი – გ. წერეთელი, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ს. მესხი, ნ. ნიკოლაძე, ი.
გოგებაშვილი, პ. უმიკაშვილი, ა. ფურცელაძე, კ. ლორთქიფანიძე, ა. ნანეიშვილი, ბ.
ჯაფარიძე, დ. ჩქოტუა, რაფ. ერისთავი, ალ. ყაზბეგი და სხვ.

«დროება» XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საზოგადოებრივი აზრის მატიანეა,


იგი დემოკრატიულ-პროგრესული მიმართულებისაა.

458
«დროების» აღსარება

ერთი რომელიმე «დროების» ნომერი რომ აიღოს მკითხველმა ხელში და გადახედოს,


რამდენსამე განყოფილებას ნახავს ამ გაზეთში; მაგალითად: მოწინავე სტატიები,
საქართველო, რუსეთი, უცხო ქვეყნები, ომის ამბები (ამ ჟამად), ნარევი, განცხადებანი და
სხვა. რომელიც გნებავთ სხვა გაზეთი აიღეთ და დარწმუნდებით, რომ ყველა სხვადასხვა
განყოფილებად არის დანაწილებული. განათლებულ ქვეყნებში, საცა გაზეთებს ათასობით
და ათი-ათასობით ჰყავს ხელისმომწერლები და საცა ისინი ყოველდღე გამოდიან,
თითოეულ ამნაირ განყოფილებას რედაქტორისაგან ცალკე პირი ჰყავს მიჩენილი,
რომელიც მხოლოთ ამ თავის განყოფილებისათვის აგროვებს ცნობებს. რედაქტორი
ვალდებულია მარტო ყური უგდოს, რომ სხვა და სხვა განყოფილებისთვის მოგროვილ
ცნობებსა და ამბებს ერთი სული ედგას და ერთგვარი ზემოქმედება ჰქონდეს
მკითხველებზე; ის ვალდებულია, რომ ერთს განყოფილებაში გამოთქმული აზრი, ან
მოყვანილი ამბავი არ ეწინააღმდეგებოდეს მეორე განყოფილებაში გამოთქმულსა.

ეს პირები, რომელნიც ამგვარად მუდამ შრომობენ გაზეთისათვის, არიან გაზეთის მუდამი


თანამშრომლები, ისინი შეადგენენ რედაქციას. კარგად გამართულ გაზეთებს მუდამ
თანამშრომლებს გარდა ჰყავთ კიდევ გარეშე თანამშრომლები, ანუ კორესპონდენტები,
რომელნიც სხვადასხვა ადგილებიდან სწერენ ხოლმე ამ გაზეთებში ყველაფერს,
რისთვისაც კი დაუკვირვებიათ თვალი და რაც ღირსია მკითხველი საზოგადოების
ყურადღებისა. ზოგიერთი მდიდარი გაზეთები საკუთარ კორესპონდენტებს გზავნიან
ხოლმე სხვა ქვეყნებში ამბის მოსაწერათ, თუ ამ ქვეყნებში შესანიშნავი რამე ამბავი ხდება;
მაგალითად, ამერიკაში რომ ომიანობა იყო, 1864-66 წ.წ. ინგლისურმა გაზეთმა «თიმეს»-მა
საკუთარი კორესპონდენტი გაგზავნა იქ; ეხლანდელ ომშიაც ყველა ცოტაოდნათ
შეძლებულ გაზეთს ჰყავს საფრანგეთში თავისი კორესპონდენტები, რომელნიც
დაწვრილებით იწერებიან იქაურ ომიანობის ამბებს და «თიმეს»-ს კი ერთის მაგივრათ სამი
თუ ოთხი კორესპონდენტი ჰყავს. ამნაირათ, განათლებული ქვეყნების გაზეთებს აქვთ

459
საშუალება კარგათ წაიყვანონ თავიანთი საქმე და საინტერესო ცნობები აცნობონ და ამბები
უამბონ თავის მკითხველებს. ამ საშუალებას (ბევრი თანამშრომლების ყოლას) იმათ
აძლევს თვითონ საზოგადოება, რომელსაც ეხალისება ქვეყნის ამბების შეტყობა და
იმიტომ იწერს გაზეთებს. განათლებულ ქვეყნებში ეს ორი საქმე: გაზეთის სიკეთე და იმის
გავრცელება საზოგადოებაში, ე. ი. საშუალების მომატება – თითქმის ყოველთვის კუდი
კუდზე არიან ერთმანეთზე გადაბმულნი. ერთი მხრით, იმ ქვეყნებში, თუ გაზეთი კარგია,
ბევრი საშუალებაც ექნება, ბევრი ხელისმომწერლებისაგან და მეორე მხრით, თუ გაზეთს
ბევრი ხელისმომწერელი ჰყავს, ან სხვა საშუალება აქვს, იმას შეუძლია კარგათ წაიყვანოს
თავისი საქმე. ახლა ცოტა ჩვენკენაც მოვიხედოთ, აბა, როგორი სურათი დაგვიხვდება ჩვენ
თვალწინა? თუ როგორც ამბობენ გაზეთების, ჟურნალებისა და წიგნების სიმრავლე და
სიკეთე, რომელსამე საზოგადოებაში მოასწავებს ამ საზოგადოების ცნობის მოყვარეობას
და განათლებას, – მაშინ, საუბედუროთ, ეს საამო სანახავი არ იქნება: ეს სურათი არც ჩვენი
საზოგადოების ცნობის მოყვარეობას და არც განათლებას არ დაამტკიცებს.

ვილაპარაკოთ აქ მხოლოდ «დროებაზე», რომელიც, როგორც უნდა იყოს, სხვა ქართულ


გაზეთებზე და ჟურნალებზე უფრო გავრცელებულია ჩვენ მკითხველ საზოგადოებაში.

რამდენი მუდმივი თანამშრომელი ჰყავს «დროებას»? თუმცა გვრცხვენია ამ რიცხვის


გამოთქმა, მაგრამ მაინც ვიტყვით: «დროებას» ახლა ორი მუდმივი თანამშრომელი ჰყავს,
რომელიც რედაქციას შეადგენენ. ორ კაცს, რასაკვირველია, ყოველთვის შეუძლია ისეთი
პატარა გაზეთის გამოცემა, როგორიც «დროებაა», ისიც კვირაში ერთხელ, მაგრამ საქმე ის
არის, რომ გაზეთი ამ ორ კაცსაც ვერ აძლევს იმდენ ღონისძიებას, რომ იმის შემოსავალი
გაზეთის ხარჯსაც აუვიდეს და იმათაც. ამის გამო ისინი იძულებულნი არიან სხვა პურის
მძლეველ საქმესაცა მოჰკიდონ ხელი. ეს გახლავან «დროების» მუდამ თანამშრომლები...

ახლა გარეშე თანამშრომლები, ანუ კორესპონდენტები. ჰყავს «დროებას»


კორესპონდენტები? ურიცხვი და უანგარიშო! რედაქციის ყუთში რო ჩაახედო კაცი,
გაუკვირდება–ამდენი კორესპონდენციები და სტატიები საიდან მოგროვდაო. ეს
გარემოება, რასაკვირველია, სასიამოვნოა; ეს ან იმას ნიშნავს, რომ მწერლობას პატივი

460
ადევს ჩვენში და ამის გამო ყველას ჰსურს მწერალი გახდეს, ან იმას, რომ ჩვენ ყველაფერი
გვსურს გაუზიაროთ სხვებს და გულში ჩამარხვა რამისა არ გვიყვარს... მაგრამ უბედურება
ის არის, რომ ეს ამდენი კორესპონდენცია და სტატია, ტყუილათ, დაუბეჭდავათ აწყვია
რედაქციის ყუთში: ყველა, ვისაც შეუძლია და არ შეუძლია წერა, აგზავნის გაზეთში
დასაბეჭდად თუ ღრმა აზროვან სტატიებს, თუ უკუდო კორესპონდენციებს და თუ
ფუტურო ლექსებს. «დროებას» რომ შეძლება ჰქონდეს, იმას ჩვენს ორიოდე ქალაქში
საკუთარი კორესპონდენტები ეყოლება, თითონ რედაქციას მისცემდა საშუალებას
ახლანდელზე უკეთ წაეყვანა გაზეთის საქმე, ერთის მაგივრათ სამჯერ, ან ყოველდღე
გამოიცემოდა კვირაში და სხ. მაგრამ ღონისძიება თუ არ იქნა, არაფრის გაკეთება არ
შეიძლება. ამ ჟამათ «დროებას» სამასამდე ხელის მომწერი ჰყავს და ამ რიცხვიდან
თითქმის ასს ჯერ არ შემოუტანიათ გაზეთის ფული. გამოიანგარიშეთ რა დარჩება და მერე
თქვით, – აქვს საზოგადოებას უფლება ემდუროდეს «დროებას» თუ არა?

მკითხველს ვთხოვთ, ყველა ეს ლაპარაკი რედაქციას სასოწარკვეთილებათ და თავის


საქმეზე ენერგიის მოკლებათ არ ჩაუგდოს. ახლანდელ «დროების» რედაქციას იმედი აქვს,
რომ ჩვენი საზოგადოება, ადრე იქნება თუ გვიან, როგორც რიგია, გაიგებს და დააფასებს
მწიგნობრობის საჭიროებას; მანამდინ კი, რაც შეძლება და ღონე იქნება, ეცდება,
მოაახლოვოს ეს სანატრელი დრო...

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1870 წ., № 51 ხელმოუწერლად.

საქალ-ვაჟო შკოლებზე

აღზრდის დანიშნულება ის არის, რომ ყმაწვილი ცხოვრებისათვის მოამზადოს. ჩვენ


იმიტომ ვზრდით და ვასწავლით ჩვენ შვილებსა, რომ შემდეგ ისინი თავისთავისათვის და
საზოგადოებისათვისაც გამოსადეგნი შეიქნენ. უეჭველია, რომ ყოველ აღმზრდელს და
მასწავლებელს უნდა ჰქონდესთ სახეში და ამის დაგვარათ იქცეოდნენ, როცა ისინი
საზოგადოებისათვის მომავალ წევრებს ამზადებენ; მაგრამ საუბედუროთ, ამათ ძალიან

461
ხშირათ არ ესმით თავის ნამდვილი მოვალეობა: ხანდიხან ისინი ისეთნაირათ ექცევიან
შკოლაში მოწაფეებს და ისეთ საგნებს მიაქცევენ ხოლმე ყურადღებას, რომ ამნაირი
მოქცევა და საგნების სწავლა უმეტეს ნაწილათ ცხოვრებაში არა თუ სრულიად
გამოუყენებელი, მავნებელიც არის; ხან კი ისეთ რამეებს არ ასწავლიან და არ ჩააგონებენ,
ურომლისოდ ახლანდელ ჩვენ ცხოვრებაში ერთი ფეხის გადადგმაც არ შეუძლია კაცს.

უმთავრესი საფუძველი ჩვენი აღზრდისა ის არის, რომ ქალები და ვაჟები ცალ-ცალკე


უნდა იზრდებოდნენო, ქალს სხვანაირი აღზრდა უნდა, ვაჟს სხვანაირიო. ჩვენში ქალს და
ვაჟს თითქმის აკვნიდანვე აშორებენ ერთმანეთს და ერთს სხვანაირათ ექცევიან და
ზრდიან, მეორეს სულ სხვანაირათ. ჩვენებურ აღმზრდელ დედას ვერაფრით ვერ
დააჯერებთ, რომ იმის ქალი და ვაჟი ერთ დროს ერთსა და იმავე საზოგადოებაში
იცხოვრებენ, რომელსაც ერთი და იგივე საჭიროება და მოთხოვნილება აქვს; იმას
ვერასოდეს ვერ დააჯერებ, რომ ხანდისხან ქალისა და კაცის მოქმედების წრე
განსხვავებულია, მაგრამ საზოგადოება ქალსაც და კაცსაც თითქმის ორივეს ერთნაირათ
მოსთხოვს თავის საჭიროების დაკმაყოფილებას და წყლულების მოსპობას. ახლა
მითხარით, როგორ უნდა იცხოვრონ და იმოქმედონ საზოგადოებაში ერთად იმ პირებმა,
რომელთაც ერთმანეთის თითქმის არაფერი არ გაეგებათ?

როგორ უნდა შეიყარონ შემდეგ ერთად ქალი და კაცი, როდესაც ერთს სულ სხვანაირი
აღზრდა და ზნე მიუღია და მეორეს კი, სულ სხვანაირი? განა ამნაირ აღზრდას საფუძველი
და აზრი აქვს? ეს ჭეშმარიტება, რომ ქალისა და ვაჟის ერთმანეთის მოშორება და
განსხვავებული აღზრდა – მავნებელია და არა გამოსადეგი, დიდი ხანია გაიგეს
განათლებულ ქვეყნებში და ამიტომ იქ სულ სხვანაირათ იქცევიან. ძალიან ბევრგან არა თუ
პირველ-დასაწყის შკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და უნივერსიტეტშიაც ქალები
და ვაჟები ერთად და თითქმის ერთნაირათ იზრდებიან; მაგრამ ამის გან სიკეთის მეტი
ცუდი არაფერი არ შემდგარა. წინააღმდეგ ამისა ამისთანა საქალ-ვაჟო შკოლების
მოსწავლეების მნახველნი ამბობენ,რომ ამ შკოლებში სწავლა და აღზრდა ბევრათ უკეთ
მიდისო, ვინემ იმ შკოლებში, საცა მარტო ქალები, ან მარტო ვაჟები იმყოფებიანო. იქნება

462
ვინმემ იფიქროს, რომ შეიძლება ზნეობის შემარყეველი რამ მოხდეს იმისთანა
სასწავლებლებში, სადაც ქალები და ვაჟები ერთად სწავლობენ. ამაზედ ჩვენ აი რას
ვიტყვით: საზოგადოთ კაცს და ნამეტურ ახალგაზრდას ისეთი ხასიათი აქვს, რომ ის
ყველაზე უფრო მიელტვის და მიეშურება იმ საგანს, რომელსაც აშორებენ, ართმევენ და
რომლის მიკარება იმას აკრძალული აქვს. თუ ქალ-ვაჟი ბავშობიდამ ერთად იქნებიან, თუ
ქალს პატარაობიდანვე არ ჩააგონებენ, რომ ის სხვა არსებაა და ვაჟი სხვა, მაშინ,
დარწმუნებული იყავით, ისინი ისე მგელსავით არ ეცემიან ერთმანეთს, როცა შეიყრებიან,
როგორც ახლა მოხდება ხოლმე ხშირად და ზნეობის შემარყევი იმათ შორის არა მოხდება
რა. ეს თეორეტიკული მოსაზრებაა; ამასვე გვიმტკიცებს ჩვენ პრაქტიკაც, ფაქტებიც: არც
ერთ იმ უმაღლეს სასწავლებელში, საცა ორივე სქესის ყმაწვილები ერთათ იზრდებიან,
არასოდეს სათაკილო და დასაზრახისი არ მომხდარა რა ქალებსა და ვაჟებს შუა.

მაგრამ ვსთქვათ მოხდა რამ საზრახისი; თუ მოხდა, ისევ უმაღლეს სასწავლებელში


მოხდება, სადაც მოზრდილი ყმაწვილი ქალები და კაცები არიან ერთად; პირველ დასაწყის
შკოლებში ხომ არ შეიძლება ამისთანა რამ მოხდეს. ძნელათ წარმოსადგენია, რომ იმ
შკოლაში, სადაც თორმეტი წლის ზევით არ არიან ორივე სქესის მოწაფეები, იმათ შორის
ზნეობის დამრღვეველი რამ მოხდეს.

ჩვენ გვსურს, რომ ამ აზრებს მიაქციონ ჯეროვანი ყურადღება იმ კერძო პირთა, რომლებიც
სოფლებში შკოლის გამართვას ახერხებენ. ჩვენ სოფლებში ერთი შკოლის გამართვაც
მეტის-მეტათ გასაჭირია, თორემ ორი შკოლის გამართვას, ცალკე ქალებისათვის და ცალკე
ვაჟებისათვის, როგორ შეიძლებს თავის ხარჯით სოფელი. ამას გარდა აქვე ისიც უნდა
მივიღოთ ყურადღებაში, რომ ჩვენ გლეხ-კაცობაში არასოდეს არ არის ისეთი
განსხვავებული აღზრდა ქალებისა და ვაჟებისა, როგორც უფრო უმაღლეს საზოგადოებაში,
ამიტომაც, მგონი, ურიგო არ იქნეს, რომ იმ სასოფლო შკოლებში, რომელნიც ცოტაცოტათი
იხსნებიან ახლა ზოგიერთ ჩვენ სოფლებში, განსაკუთრებით ვაჟებისათვის, ქალებიც
მიიღონ და ამნაირათ ჩვენი სოფლის შკოლა შერეულ შკოლათ გადაიქცეს, ე.ი. ისეთ
შკოლათ, სადაც ქალები და ვაჟები ერთად იზრდებიან ხოლმე.

463
დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1871 წ., №12, ხელმოუწერლად.

რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი?

(ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს)

«ამ სიტყვებს მივაქცევ ცოცხლებისაკენ და არა იმათკენ, რომელნიც ცოცხლებში ურევიან,


ხოლო მკვდართათანა შეირაცხნეს».

ამბობენ, რომ ერთი დამნაშავე რაღაც ავკაცობისათვის რამდენიმე წლით საპყრობილეში


იყო დამწყვდეულიო; გაუთავდა თუ არა ვადა, საპყრობილის ზედამხედველმა გაუღო მას
თურმე კარები და უთხრა: «ჩემო ძმაო, შენ გაგივიდა საპყრობილეში ჯდომის ვადა; ახლა
თავისუფალი ხარ. შეჰკარ ბარგი, გამოდი ამ სულშემხუთავი ოთახიდამ და ფეხ
წაუმტვრევლად იცხოვრე ქვეყანაზე». მაგრამ, წარმოიდგინეთ ზედამხედველის
გაკვირვება, როდესაც დაინახა, რომ დამნაშავე ამ ამბავმა სრულიადაც არ გაახარა და
გამოთხოვების დროს ტირილი დაიწყო. ამბობენ აგრეთვე და მეც ჩემი ყურით გამიგონია,
რომ, როცა ჩვენში გავარდა ხმა გლეხების განთავისუფლებისა, ზოგიერთი გეხი ამბობდა:
«ჩემ ბატონს თავის დღეში არ მოვშორდები, ჩემ მამა-პაპას ჰყოლია ბატონი და მეც უნდა
მეყოლოსო!..»

სწორედ ამნაირია ახლანდელი ქალების უმეტესი ნაწილის საქმეც: ისინი მამა-პაპიდგანვე


შესჩვევიან თავის მდგომარეობას, მამა-პაპიდგან კაცების ხელქვეითნი ყოფილან და
თითქმის არავითარი სურვილი, თვით მოქმედება და უფლება იმათ არ ჰქონდათ, და
როდესაც ახლა ქალებს ეუბნებიან, დროა განთავისუფლდეთ ამ მონობისაგან, თქვენც
ისეთი სწავლა-განათლების, ჭკუაგონების გამოჩენისა და მოქმედების უფლება უნდა
გქონდესთ, როგორიც კაცებსა აქვსთ და ამით თქვენც უნდა დაეხმაროთ კაცობრიობის
წარმატებასაო, – ისინი გაკვირვებულნი არიან და ამბობენ: «ჩვენ ახლაც კარგ
მდგომარეობაში ვართ, რის უფლებები, სადაური მოქმედება, რომელი სწავლა-
განათლებაო! ასე უცხოვრია ჩვენ მამა-პაპას და ჩვენც ასე უნდა ვიცხოვროთო!»

464
ძალიან ძნელია რომელსამე კაცს მისი ცუდი მდგომარეობა აუხსნა, თუ კი ამნაირ
მდგომარეობაში მყოფი თვითონ არა გრძნობს ამას. საპყრობილეში დამწყვდეული
დამნაშავე ისე შესჩვევია თავის დამწყვდევას, თავის ოთახის დამპალ ჰაერს, იმის ნოტიო
ოთხ კედელს და გახრეკილ დოშაკს, რომ იმათი მოშორება ეძნელება და ვერ გაუგია, – რა
სიტკბოება უნდა იყოს კაცისათვის თავისუფლება. აგრეთვე ქალიც: თავის სამოქმედო
ასპარეზათ იმას მხოლოთ სასტუმრო, საწოლი და სატანცაო ოთახები მიაჩნია და ამის გამო
ვერ გაუგია, რათ ეუბნებიან, რომ ქალის დანიშნულება მარტო კეკლუცობაში და კაცების
და თავის გრძნობების დაკმაყოფილებაში არ მდგომარეობსო; ვერ გაუგია, – რათ აშორებენ
მოარშიყე კავალერს, ტკბილი ხმების გამომძახ ფორტეპიანოს და რათ აჩეჩებენ ხელში
რაღაც «უფლებებს», რომელნიც არ იცის, სად და როგორ მოიხმაროს!

ყველგან და ყველა ქალი რომ ასე ჰფიქრობდეს და სჯიდეს თავის მდგომარეობაზე, მაშინ,
უეჭველია, დღეს ამ საგანზე მკითხველთან ლაპარაკი არ მოგვიხდებოდა. მაგრამ ღვთის
მადლით, უმრავლესი ნაწილი დასავლეთ ევროპის და რუსეთის განათლებული ქალებისა
და ამერიკაში თითქმის ყველანი – სულ სხვანაირათ სჯიან ახლა ქალის დანიშნულებაზე
და ისინი სხვაფრივაც მოქმედებენ, იმისთვის, რომ ქალებმა შემდეგში მაინც ამ თავის
დანიშნულებისა დაგვარათ, ცხოვრებისა და მოქმედების უფლება შეიძინონ.

ჩვენი დედა-მიწის ზურგზედ ისეთი სულდგმულები არიან, რომელთაც ვერასგზით, ათასი


საბუთით და არგუმენტითაც, ვერ დაუმტკიცებ რომელსამე ახალ აზრს და ვერ ჩააგონებ ამ
აზრის, ან სხვა რომელიმე საქმის სიკეთეს და სარგებლობას. ამისთანა სულდგმულებს
გარდა, ახლა თითქმის ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ქალების კაცებთან
გათანასწორება, ე. ი. იმათთვის ყველა ამ უფლების მინიჭება, რაც კაცებს აქვთ,
შეუმსუბუქებს მამობრივ სქესს ცხოვრების მძიმე ტვირთს და საზოგადოთ გააერთი-ორებს
მთელი კაცობრიობის კეთილდღეობას.

ამ საგნის თეორეტიკულ მხარეზე ბევრი რამ არის ნათქვამი და დაწერილი უცხო ქვეყნების
და თითქმის ჩვენს ღარიბ ლიტერატურაშიაც და ყველასათვის, ვისაც კი გონება მამა-
პაპური აზრებითა და ცრუ მორწმუნეობით არა აქვს დახშული, ცხადათ დამტკიცებულია,

465
რომ ქალი კაცის თანასწორათ არის გაჩენილი, რომ იმის დამონავება, სხვა-და-სხვა
უფლებების წართმევა, სიკეთის მაგივრად ვნებს კაცობრიობას და აფუჭებს იმის ბუნებას
და ხასიათს, როგორც საზოგადოთ გაფუჭებულია ყოველი, «მონისა» და «ბატონის» ბუნება
და ხასიათი; დამტკიცებულია, რომ ქალი მარტო შვილოსნობისათვის, ტკბილი
გრძნობებისათვის და ქვეყნიერების დასამშვენებლათ არ არის გაჩენილი; დამტკიცებულია
ათასი მაგალითებით, რომ ქალის ტვინსა და ხშირათ ხელსაც ისეთნაირათ შეუძლია
კაცობრიობის სასიკეთო მოქმედება და მუშაობა, როგორც კაცებისას. ერთი სიტყვით,
დამტკიცებულია, რომ ცხოვრებაში ქალს თითქმის ყველა იმ მოვალეობის და საქმის
ასრულება შეუძლია, რასაც ამჟამათ მხოლოთ კაცები ასრულებენ. მაშ, თუ ეს ასეა, რატომ
ყოველგვარი უფლება, ყოველი საქმე მარტო კაცებსა აქვთ მინდობილი? რატომ არიან იმათ
მოკლებული ქალები? ნუ თუ ჩვენ ცხოვრებაში ქალებისათვის საქმე აღარ არის, ნუ თუ
მართლა თავის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და ბუნების გამოსაყენებლათ
კაცობრიობას იმდენი მამობრივი სქესის ტვინი და ხელი აქვს, რომ ქალების შრომა
იმისათვის სრულიათ საჭირო აღარ არის?..

***

მაგრამ ყველა ამაზე და სხვა ამ საგნის თეორეტიკულ მხარეებზე ჩვენ არ მოველაპარაკებით


დღეს მკითხველს, ჩვენ გვსურს გავაცნოთ მკითხველს მხოლოთ ის სახსრები და
ღონისძიება, რომლითაც განათლებული ქალები კაცების მონობისაგან დახსნას და
საზოგადოთ თავის ცუდი მდგომარეობისაგან გამოსვლას აპირებენ. თავიდანვე ვიტყვი,
რომ ეს ღონისძიება – ქალების სამოქალაქო უფლების შეძენა, მათი ეკონომიური
მდგომარეობის გაუმჯობესება და ჭკუაგონების გახსნაა. სამივე ესენი ისეთნაირათ არიან
ერთმანეთზე დამოკიდებული, ისეთნაირად კუდი-კუდზე არიან გადაბმული, რომ ერთის
უმეორისოთ შეძენა და მეორეს უმესამოთ – შეუძლებელი საქმეა. მართლა, როგორ
შეიძლება რომელიმე სამოქალაქო უფლების შეძენა, ვსთქვათ სახელმწიფო სამსახურში
შესვლისა, თუ ადამიანი გონება გახსნილი არ არის? ღარიბს, რომელსაც ლუკმა პური არა
აქვს, როგორ შეუძლია ჭკუის გამდიდრებას მისდიოს და ან უჭკუო კაცს როგორ შეუძლია

466
თავის ეკონომიური მდგომარეობა გააუმჯობესოს? ამიტომაც ქალებმა ამ სამთავე
საშუალებას ერთნაირი ყურადღება მიაქციეს და ერთნაირათ სცდილობენ, როგორც
სამოქალაქო უფლების შეძენას, აგრეთვე სწავლის მიღებასა და ეკონომიური
მდგომარეობის გაუმჯობესებას. როცა ოცი-ოცდაათი წლის წინეთ ქალების მოძრაობა
დაიწყო, იმათ კარგათ იცოდნენ, რომ პირველი მტრები ქალებისათვის სხვა და სხვა
უფლების მინიჭებისა კაცები იქნებოდნენ; ისინი კარგათ გრძნობდნენ და ხედავდნენ
კიდეც, რომ ცრუ-მორწმუნეობით სავსე და წარსული ცხოვრების მაგალითით შემცთარი
კაცის გონება ვერ წარმოიდგენდა, რომ ქალიც კაცია და იმასაც «კაცური» უფლება–
ადამიანურათ, და არა პირუტყვულათ, არსებობისა უნდა ჰქონდეს.

ამიტომაც თვითონ ქალები, თავის საშუალებით და ჭკუით, შეუდგნენ საქმეს და დაიწყეს


მეცადინეობა თავის გარკვეული მიზნის მისაღწევათ. პირველათ ეს მეცადინეობა მხოლოდ
იმაში მდგომარეობდა, რომ ქალები და ზოგი განათლებული კაციც სცემდნენ ათასნაირ
წიგნებს, ჟურნალებსა და გაზეთებს, რომელშიაც სწერდნენ ქალების ცუდ მდგომარეობას
და უჩვენებდნენ საზოგადოებას და მმართველობას იმ გზებს და სახსებს, რომლებითაც ამ
ცუდი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი იყო. ამნაირათ ისინი ქადაგობდნენ და
ავრცელებდნენ საზოგადოებაში ქალების კაცებთან გათანასწორების აზრს.

ყველაზე უფრო გაცხარებული ეს სიტყვითი, ლიტერატურული მოძრაობა ამერიკაში,


ინგლისში, გერმანიაში და ამ უკანასკნელ დროს რუსეთში იყო. ამნაირი ქადაგებით
ქალებმა ამ ქვეყნებში ბევრი მომხრე შეიძინეს და თავის აზრები გაავრცელეს
საზოგადოებაში; ახლა ყოველ განათლებულ კაცს რცხვენოდა ეთქვა, რომ ქალი მარტო
საარშიყოთ არის გაჩენილი და იმის საქმე მარტო შვილის შობა და სტუმრის შექცევა
არისო. ამას მაშინ და ხშირათ ახლაც მხოლოთ ზოგიერთი ჯიუტი და გონება დახშული
პირი ამტკიცებდა. მაგრამ მარტო ლიტერატურული მოძრაობით, მარტო ქალების
სასარგებლო აზრების გავრცელებით მაგდენი არაფერი არ გამოდიოდა: იმათი
მდგომარეობა ისევ უწინდელურათ შევიწროებული იყო. მაშინ ქალებმა მიაქციეს
ყურადღება ერთ საშუალებას, რომელსაც ყოველთვის და ყველგან მიმართავენ ხოლმე,

467
როდესაც რომელიმე მძიმე საქმის ასრულება ჰსურთ: მე ვამბობ ასსოციაციაზე.
დარწმუნდნენ თუ არა ქალები, რომ განცალკევებული მეცადინეობით ისინი ბევრს ვერას
გაარიგებენ, იმათ ასობით და ათასობით დაიწყეს თავის შეყრა და ერთათ ასსოციაციით
შეუდგნენ თავის საქმეს. ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში და სხვაგან ყოველ წელიწადს
ათასობით იკრიბებიან მიტინგზე ქალები, ლაპარაკობენ თავის მდგომარეობაზე, ეძებენ
თავის მონობის მოსასპობელ საშუალებებს, მართავენ ქალებისათვის სასწავლებლებს,
ეხმარებიან ერთმანეთს ისეთი მუშაობის მოპოებაში, რომლითაც ქალს კაცისაგან
დამოუკიდებლათ ცხოვრება შეეძლოს. ამ მიტინგებზე ათასობით ესწრებიან კაცებიც და
ამნაირათ იმათი საშუალებით, ქალები უფრო მსწრაფლათ და უფრო კარგათ ავრცელებენ
თავის აზრებს, ვიდრე ბეჭდვით.

***

ეხლა ვნახოთ, როგორ მოქმედებენ და რა გააკეთეს იმ განათლებულ ქვეყნების ქალებმა,


რომელთაც თავის შევიწროებული მდგომარეობა იგრძნეს. არც ერთ ქვეყანაში ქალებს
ისეთი უფლება არა აქვთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ ამასთანავე
ისიც უნდა ვსთქვათ, რომ არც ერთ ქვეყანაში ქალები ისე ენერგიულათ და ისეთი ჭკუით
არ მოჰკიდებიან თავიანთ საქმეს, როგორც ამერიკაში. ამიტომაც იმათ ბევრი უფლება
სწორეთ ძალით წაართვეს კაცებს. ნიუ-იორკის სასოფლო შკოლებში სულ 26000
მასწავლებელია და იმათში 21000 – ქალია. მასაჩუზეტში 4000 მასწავლებელში 2500 –
ქალია, ასე, რომ მთელი სახალხო განათლება თითქმის მარტო ქალების ხელშია. ამას
გარდა ამერიკის ქალები არიან: მომრიგებელ მოსამართლეებათ, პროფესორებათ,
ექიმებათ, ფოსტაში და ტელეგრაფში მსახურობენ და სხვა.

ნიუ-იორკში და ვაშინგტონში არის ამჟამად მუდამი ქალების კონგრესი; ვაშინგტონის


კონგრესს «ქალების პარლამენტი» ჰქვია. ამ უკანასკნელ დროს ამ პარლამენტმა
წინადადება შეიტანა ამერიკის კონგრესში, რომელშიაც თხოულობდა, რომ ქალებს
მიენიჭოს დეპუტატების ამორჩევისა და საზოგადო საქმეებში მონაწილეობის მიღების
უფლებაო, რომ ერთი სიტყვით განსხვავება ქალებსა და კაცებს შუა ამ მხრითაც მოისპოსო.

468
ერთ შტატში ქალებს აქვთ ამ ჟამათ მინიჭებული ამორჩევითი უფლება, ყველა ამის
მიღწევა და ამ თანამდებობის მოხმარება, უეჭველია, ქალებს არ შეეძლოთ, უმაღლესი
განათლების მიღების (ე. ი. უნივერსიტეტში და კოლეგიებში შესვლის) ნება რომ არ
ჰქონდეთ ამერიკაში.

ამერიკაში ძალიან ბევრი ისეთი საშუალო სასწავლებელი და შკოლაა, სადაც ქალები და


ვაჟები ერთათ სწავლობენ; ხშირათ 15–16 წლის ახალგაზრდა ქალი და 18–20 წლის
ყმაწვილი კაცი ერთათ სხედან, ერთ სკამზე, მაგრამ ეს არ უშლის იმათ მასწავლებლის
ყურის გდებას და სიბეჯითეს სწავლაში და ამისგან საქალ-ვაჟო სასწავლებლებში
არასოდეს არც ზნეობის დამრღვევი და არც საზოგადოთ გასაკიცხი რამ შემთხვევა არ
მომხდარა. ხსენებული უფლებები, ასე ვთქვათ, სამოქალაქო უფლებებია. ახლა ვნახოთ,
როგორ მდგომარეობაშია ამერიკის ქალი შინაურობაში, ოჯახობაში.

***

სადაც საზოგადოება იმდენათ განათლებულია, როგორც ამერიკაში, სადაც ცოლ-ქმრობა


მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულზე ან ნდობაზე და არა მზითევზეა დამყარებული და
კიდევ, საზოგადოთ ყოველ ქალს ისეთი შრომის ასპარეზი აქვს გახსნილი, რომ
ყოველთვის შეუძლია თავისი ჭკუითა და ხელებით დაირჩინოს თავი, იქ, რასაკვირველია,
ქალი, როგორც სხვა მხრივ, არც ოჯახობაში იქნება კაცისაგან დამოკიდებული. მართლაც,
ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში არც ქმარიანი და არც გასათხოვარი ქალი კაცის მონათ და
ჭკუით ბავშვათ არ მიაჩნიათ, როგორც სხვაგან. ყოველ საზოგადო და კერძოობით საკუთარ
საქმეებზე ცოლი და ქმარი ერთად მოილაპარაკებენ, ერთად აქვთ რჩევა და ერთად
გადაწყვეტენ, როგორც სჯობია.

ამ ოჯახის რჩევაში ხშირად გასათხოვარი ქალიც იღებს მონაწილეობას. მაგრამ


ახალგაზრდა ქალს თავის ნაცნობები და მეგობრები ჰყავს, თავის საქმე აქვს და
საზოგადოთ, როგორც ჭკუა უჭრის ისე ცხოვრობს, თავის საკუთარ საქმეში თვითონ ისაა
ბატონი და იმის და უნებლიეთ არავის არ შეუძლია ამ საქმეში გაერიოს. ხშირად

469
ახალგაზრდა ქალს ეწვევა სტუმრათ რომელიმე ყმაწვილი კაცი; ისინი მარტოთ მარტოკა
დასხდებიან ცალკე ოთახში და რაზედმე ლაპარაკობენ. ერთ დედას არ მოუვა აზრში და
ვერც გაბედავს, რომ შეიჭვრიტოს ქალის ოთახში თავის ცნობის მოყვარეობის
დასაკმაყოფილებლათ.

ყოველი დედა დარწმუნებულია, რომ იმის ახალგაზრდა ქალი საზრახისს არაფერს არ იქს
და არც ყმაწვილი კაცი იკადრებს და ვერ გაბედავს იმის ქალის გაუპატიურებას, რადგან
ამის შემდეგ ამ ყმაწვილ კაცს, არა თუ იმ ქალაქში, მთელ ამერიკაშიაც აღარ შეეძლება
ცხოვრება, ისე სდევნის და იმდენათ ჰკიცხავს იმას საზოგადოება. ერთი-ორი ამისთანა
მაგალითის შემდეგ, ქალის გაუპატიურება არავის არ მოსვლია აზრში.

***

რას იტყვიან ჩვენში – მარტო ახალგაზრდა ქალი და ვაჟი რომ დაინახონ ერთად ცალკე
ოთახში? ან როგორ შეხედავს საზოგადოება, მაგალითად იმას, რომ ახალგაზრდა ქალი და
კაცი ხელიხელ გაყრილი ერთად დაიარებოდნენ სადმე ქალაქს გარეთ ან ქუჩაში?
უეჭველია, ყველა ძალიან იჭვიანათ შეხედავს ამ გარემოებას. «საქმეს არიგებენ,
სიყვარულს უცხადებენ ერთმანეთსო». – იტყვიან და ვინ დაამტკიცებს, რომ საზოგადოება
შემცდარია, როცა ამისთანა აზრის არის. ჩვენი ცხოვრება იმნაირათაა გამართული, ჩვენ
ისეთის თვალით უყურებთ ქალებს, რომ მართლა იმათ ნახვის დროს, პირუტყული
გრძნობის დაკმაყოფილებისა და არშიყობის მეტი აზრში არაფერი არ მოგვდის...
საზარელია ამისთანა შეხედულება ქალის შესახებ, მაგრამ ამაში, ერთის მხრით, ჩვენი
ქალებიც დამნაშავენი არიან...

ვინ იცის, ერთი მიზეზთაგანი იმ ბედნიერი ცხოვრებისა და კეთილ მდგომარეობისა,


რომელშიაც იმყოფება ამჟამად ამერიკა, ის გარემოებაც იყოს, რომ იქაური ქალები ყველაზე
უფრო ნაკლებად არიან კაცებისაგან დამოკიდებულნი, რადგან ყველაზე უფრო
მომეტებული უფლებები აქვთ მინიჭებული. იქნება ეს ამერიკელი ქალების
დამოუკიდებლობა იყოს მიზეზი, რომ ამ ქვეყნის ცხოვრებას, სიმდიდრეს და განათლებას

470
თითქმის ყველა ევროპის ხალხი შენატრის. თუ ამაში ერთი იოტი ჭეშმარიტება მაინც
არის, მაშინ ადვილათ წარმოსადგენია, რამდენათ წინ წაიწევს კაცობრიობის ცხოვრება,
როდესაც ყველა ქვეყანაში ქალებს შრომის, განათლებისა და თავისუფლათ მოქმედების
სრული უფლება მიეცემათ...

***

ამერიკის შემდეგ ყველაზე უფრო გაცხარებული მოძრაობა ქალების სასარგებლოთ


ინგლისში იყო. საზოგადოთ ინგლისელებს ისეთი ხასიათი აქვთ, რომ ყოველი ძველი,
თუნდ უაზრო და მავნებელი, ჩვეულების გადაგდება და რომელისამე ახალი აზრის
შეთვისება და ახალი ნაბიჯის გადადგმა ცხოვრებაში ძალიან ეძნელებათ. მაგრამ თუ კი
ინგლისელმა ერთხელ რაიმე საფუძვლიანათ გაიგო, თუ კი ერთხელვე მიხვთა, რომ ეს
საქმე კარგი იქნებაო, ან მეორე ცუდიო, მაშინ იმას ვერაფერი ვერ დაიჭერს: ყოველ
ღონისძიებას იხმარს, რომ თავის გაგებისდაგვარათ მოიყვანოს სისრულეში ეს საქმე.
სწორეთ ამნაირათ იყო ინგლისელი ქალების საქმეც: მგონია, არც ერთ განათლებულ
ქვეყანაში ქალი ისეთ ცუდ მდგომარეობაში და კაცისაგან ისე დამოკიდებული არ ყოფილა,
როგორც ინგლისში. მაგრამ ინგლისის საზოგადოება ამ საუკუნის მეორე ნახევრამდე ამას
სრულებითაც არ აქცევდა ყურადღებას: «ჩვენ მამაპაპების დროს ასე ყოფილა ქალები და
ახლაც ასე უნდა იყვნენო», – ამბობდენ ინგლისელები. «ჩვენი დედები და ბებიებიც
ამნაირათვე ყოფილან კაცებისაგან დამოკიდებულნი და უფლება ჩამორთმეულნი, და
ჩვენც აგრეთვე უნდა ვიყვნეთო», – ამბობდნენ ინგლისელი ქალები. დიახ, საუბედუროთ,
ამნაირ სიტყვებს ხშირათ მარტო ჩვენში კი არა, განათლებულს ინგლისშიაც გაიგონებთ,
მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ იქ, ადრე თუ გვიან, გაარჩევენ მაინც კარგსა
თუ ცუდს და თუ კი ერთხელვე გაიგეს, ყოველ ღონეს ხმარობენ, ცუდი მოსპონ და კარგი
შემოიღონ. ჩვენ... მაგრამ ჩვენ ცუდ მხარეებზე თუ დავიწყე ლაპარაკი, ერთობ დიდხანს
მოგვინდება გაჩერება და საქმეც შორს წავა...

ამ ოცი-ოცდა-ათი წლის წინათ ჩამოვარდა პირველათ ინგლისში ქალების მდგომარეობაზე


ლაპარაკი, ყველაზე უფრო ძლიერი და ჩასაგონებელი სიტყვა ქალების სასარგებლოთ ჯონ-

471
სტუარტ მილმა და იმის ცოლმა სთქვეს. მას შემდეგ ქალების მდგომარეობაზე და იმათ
კაცთან გათანასწორებაზე ლაპარაკი და მოძრაობა ინგლისში არ გაწყნარებულა. ქალების
ასსოციაციები, საზოგადოებები და კლუბები, რომლებიც ზევით მოვიხსენე, ყოველ
წელიწადს იკრიბებიან ლონდონში, სცემენ საქალებო ჟურნალებს და გაზეთებს,
კითხულობენ სახალხო ლექციებს ქალების შესახებ, ეხმარებიან ღარიბ და უპატრონო
ქალებს მუშაობის და საქმის მოპოვნაში და ხსნიან ისეთ მაღაზიებს, სადაც მარტო ქალებს
აძლევენ სამუშაოს და მარტო იმათ ხელ-საქმეს ჰყიდიან; წელიწადი არ გავა, რომ ამ
ასოციაციებმა პარლამენტში ათასი ქალისაგან ხელ-მოწერილი თხოვნა არ შეიტანონ,
რომელშიაც ისინი ისეთივე უფლების მინიჭებას თხოულობენ, როგორც კაცებს აქვთ.
მარტო შარშან წინ, მაგალითად, 117 პეტიცია (თხოვნა), 42954 ქალის ხელმოწერილი,
შეიტანეს იმათ პარლამენტში იმის გამო, რომ იმ დროს იქ იყო სჯა იმაზე, მიეცეს ქალებს
ქონებითი უფლება თუ არაო (უნდა იცოდეთ, რომ 1869 წლამდი ინგლისელ ქალებს
საკუთრების უფლება არ ჰქონდათ); ყველაფერი, რასაც ქალი თითონ შეიძენდა, ან რაც
დედმამისაგან მოჰყვებოდა, კანონის ძალით, ქმრის განუკითხველ მფლობელობაში იყო! ამ
წელსვე 260 პეტიცია შეიტანეს ქალებმა, რომელშიაც თხოულობენ, რომ ჩვენც მოგვეცეს
ამორჩევითი უფლებები, ე. ი. მოგვეცეს კენჭი, რომ პარლამენტისათვის დეპუტატების
ამორჩევაში მივიღოთ მონაწილეობაო. ამ ორას სამოც თხოვნაზე 61548 ქალს მოეწერა
ხელი; ორმოცი ისეთი პეტიცია შეიტანეს, რომლებშიაც თხოულობდნენ ქალაქის
გამგეობაში (მუნიციპალიტეტში) მონაწილეობის მიღებას.

ერთი სიტყვით, ინგლისელი ქალი მოსვენებას არ აძლევს თავის მართებლობას: ეს


სამსახურში შესვლის ნება მოგვეციო, უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავლებელი
გაგვიხსენიო, ან კაცების უნივერსიტეტში შეგვიშვი ვისწავლოთო და სხვა. იმათმა
მეცადინეობამ უნაყოფოთ არ ჩაიარა: სხვადასხვა სამოქალაქო უფლების გარდა, იმათ ამ
უკანასკნელ დროს შეიძინეს უნივერსიტეტში შესვლის უფლება, დღეს ქალები
ედინბურგის, კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტში დაიარებიან და ვაჟებთან
ერთად ისმენენ ლექციებს...

472
***

არც ერთი განათლებული ხალხი არ უყურებს ისე ცუდათ ქალს, როგორც ფრანგები.
ფრანგების აზრით, ქალი მხოლოთ კაცის სათამაშოთ, დროს გასატარებლათ და საარშიყოთ
არის გაჩენილი. დღემდი თვით უგანათლებულესი და მოწინავე სწავლულებიც (მაგ.
პრუდონი) ამისთანა აზრის იყვნენ ქალებზე. მაგრამ ახლა, როგორც ყველგან,
საფრანგეთშიც ისეთი პირები აღმოჩნდნენ, რომელთაც სინამდვილისა და არა
პირუტყული გრძნობით დაბრმავებული თვალით დაინახეს ქალების დაცემული
მდგომარეობა და სცდილობენ იმათ ფეხზე დაყენებას. ამას წინათ პარიჟის ქალებმა
გახსნეს საკუთარი კლუბი იმ განზრახვით, რომ ქალები, რომელნიც თავის ცუდ
მდგომარეობას გრძნობენ, დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ერთად იმოქმედონ. პარიჟშივე
გამოდის ორი საქალებო გაზეთი, რომელნიც ავრცელებენ საზოგადოებაში ქალების
განათლებისა და იმათი შრომის ჯეროვნათ დასაჩუქრების აზრებს. ამ ხუთი თუ ექვსი
წლის წინეთ 20000 ახალგაზრდა ქალმა შეფიცეს ერთმანეთს, სანამ აღმორჩევითი უფლება
არ მოგვეცემა, მანამ ნურცერთი ჩვენთაგანი ნუ გათხოვდებაო. ეგონათ ამით ძალა-
უნებურათ მიიმხრობდნენ თავისკენ იმ კაცებს, რომელნიც ცოლების შერთვას აპირებდნენ
და ისინი ქალების უფლების მინიჭებაზედ კანონმდებელ კრებაში მეცადინეობას
დაიწყებდნენ. მაგრამ შესცდნენ და კიდეც რომ დაეწყოთ მეცადინეობა, ნაპოლეონის
ხელიდან, აბა, რა სიკეთე და რა უფლება უნდა გამოეტანათ! ამას გარდა შარშან წინ
პეტიცია შეიტანეს ქალებმა კანონმდებელ კრებაში აგრეთვე იმათი უფლების მინიჭებაზე,
მაგრამ ისიც უნაყოფოთ დარჩა.

უკანასკნელ ომიანობის დროს საფრანგეთის ქალებმა თავის თავგანწირული მოქმედებით


და მამაცობით, დაამტკიცეს, რომ ისინი მარტო კაცების სათამაშოთ არ არიან გაჩენილი.
რამდენი მამულის მოყვარეობა, რამდენი გასაკვირველი თავ-დაუზოგავობა, რამდენი
გულ-კეთილობა და ჭკუა გამოიჩინეს ქალებმა ამ უკანასკნელ, საფრანგეთისათვის
საუბედურო და საშავდღეო ბრძოლაში! მოვა დრო, როცა ამგვარი მაგალითებისა და

473
თავისუფალი აზრის გავრცელებისსაშუალებით, ფრანგი შესცვლის თავის პირუტყვულ
შეხედულებას ქალზე და ადამიანათ ჩარიცხულ ქალს ადამიანურ უფლებას მიანიჭებს...

***

საფრანგეთზე უკეთ ქალებს გერმანიაში მიყავთ თავიანთი საქმე, როგორც საზოგადოთ


კაცების განათლება, აგრეთვე ქალებისაც, გერმანიაში ამერიკას გარდა სხვა ყველა
ქვეყანაზე უკეთ მიდის. პრუსიაში განსაკუთრებით უთვალავი საქალებო შკოლაა, თუ
მართებლობისაგან, და თუ თვით ქალების ასსოციაციებისაგან გამართული. ამ დაბალ
შკოლებში ყველაზე მეტი ყურადღება სხვადასხვა ხელსაქმეს და ხელოსნობას აქვს
მიქცეული. ბერლინში არის ერთი ლიცეი, სადაც ახალგაზრდა ქალები და ვაჟები ერთათ
დაიარებიან ლექციების მოსასმენათ. ბრესლავის საქალაქო ლიცეიში 110 ქალი დაიარება
და, სხვათა შორის, ანატომიას, ფიზიოლოგიას, ბავშვის მოვლას და სხვა საგნებს
სწავლობენ. ლეიპციგის სკოლაში, რომელიც ქალების ასსოციაციამ გახსნა, ვაჭრობას,
მეურნეობას და ოჯახობას ასწავლიან ქალებს.

შარშან წინ, ნოემბერში, მრავალი ქალი და კაცი შეიკრიბა ბერლინში და მოილაპარაკა


იმაზე, თუ რა ღონისძიება უნდა იხმარონ, რომ ქალების ეხლანდელი მდგომარეობა
გააუმჯობესონ. ამ კონგრესზე იყვნენ დეპუტატები (ქალები და კაცები) მრავალი ამგვარი
საზოგადოებისა ამერიკიდან, ინგლისიდან და შვეიცარიიდან. კონგრესის პრეზიდენტათ
ამოირჩიეს პროფესორი გოლცენდორფი, ვიცე პრეზიდენტათ და სეკრეტრათ ქალები
იყვნენ. სხვათა შორის, გამოჩენილმა სწავლულმა ბიუხნერმა კონგრესზე სთქვა:
«ახლანდელ საქალებო სასწავლებლის პროგრამა სრულიად უნდა შეიცვალოს, რადგან ამ
სასწავლებლიდგან გამოსული ქალი სრულიათ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას;
ქალები არც მასწავლებლებათ ვარგანან და რიგიანათ ვერც თავიანთ შვილებს ზრდიან; ამ
სასწავლებლიდან, – ბიუხნერის სიტყვით, – გამოდიან ისეთი მანდილოსნები, რომელთაც
მხოლოთ სტუმრის მიღება და იმათთან ტიკტიკი შეუძლიათ კარგათო. დიდი ხნის
მოლაპარაკებისა და ბაასის შემდეგ, ბერლინის ქალთა კონგრესმა შემდეგი გადაწყვიტა:

474
1) ბერლინის ქალთა საზოგადოებას (ასსოციაციას) მუდამ კავშირი და მიწერ-მოწერა უნდა
ექმნეს უცხო ქვეყნების ამგვარსავე ასსოციაციებთან, რადგან ამ საქმეში მხოლოთ ერთად
და ერთნაირად მოქმედება, საზოგადოთ, ქალების ცუდ მდგომარეობას შეამსუბუქებს

2) უნდა დავაარსოთ საკუთარი ორგანო (გაზეთი ან ჟურნალი), რომელშიაც მხოლოთ


ქალების ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და განათლების საშუალებაზე
იქნება სჯა და

3) უნდა გავმართოთ ქალებისათვის უმაღლესი და აგრეთვე სახელოსნო სასწავლებელი.

მას შემდეგ ეს კონგრესი მუდამ წელიწადს იკრიბება და ნელ-ნელა აკეთებს თავის საქმეს.
ამნაირი, მაგრამ უფრო პატარა კონგრესი და ასსოციაცია მარტო ბერლინში კი არა, სხვა
გერმანიის ქვეყნებსა და ქალაქებშიც არის.

***

ესპანეთში ქალები დაიარებიან მადრიდის უნივერსიტეტში; იმათთვის იქაური


პროფესორები ცალკე ლექციებს კითხულობენ. შვეციის მართებლობამ ამას წინათ
კოროლინის უნივერსიტეტში სიარულის ნება მისცა ქალებს, რომელიც სტუდენტებთან
ერთად ისმენდნენ თითქმის ყოველგვარ ლექციას. აგრეთვე დანიაში ქალები დაიარებიან
კოპენგაგენის უნივერსიტეტში და როგორც ამბობენ, მშვენივრათ სწავლობენ და კარგათ
ესმით ყველა ძნელი მეცნიერების საგნებიო.

ნორვეგიაში ქალებს აძლევენ სასოფლო შკოლების მასწავლებლობის ალაგს. ამას გარდა


თითქმის ყველა ევროპის სახელმწიფოში და აგრეთვე რუსეთშიაც ქალებს ამჟამად
ტელეგრაფის და ფოსტის სამსახურში იღებენ.

***

რუსეთში ქალებზე ლაპარაკი პირველად 1861 წ. დაიწყეს, როცა მაშინ დიდი გავლენის
მქონე ჟურნალში – «თანამედროვეში*» დაიბეჭდა მ. მიხაილოვის საკუთარი და ნათარგმნი
სტატიები ქალთა მდგომარეობაზე. მაგრამ ყველაზე უფრო მომეტებულათ რუსეთში

475
ქალებზე და სხვა ბევრ რამეზედაც დაიწყეს ლაპარაკი მაშინ, როდესაც 1863 წელს
დაიბეჭდა ამ საქმის შესახებ რომანი**. მას შემდეგ რუსულ საზოგადოებაში და
ლიტერატურაში თითქმის არ გაწყნარებულა ამ საგნებზე სჯა: ყოველი გაზეთი და
ჟურნალი, ყოველი განათლებული და გაუნათლებელი საზოგადოების წევრი
ვალდებულათ რაცხდა თავის თავს, რაიმე დაეწერა, ან ეთქვა რუსის და უცხო ქვეყნების
ქალების მდგომარეობაზე. ზოგიერთი ამ ახალი აზრისა და საქმისა, რომელსაც რომანისტი
ქადაგობდა, აღსრულებაშიაც მოიყვანეს, მაგალითად, დააარსეს ქალთა სახელოსნოები და
სხვა. ამ დროს პეტერბურგის ქალებს უნივერსიტეტში და მედიცინის აკადემიაში ლექციის
მოსმენის უფლება ჰქონდათ. შემდეგ მხოლოთ ერთი ქალი (კაშევაროვა) დაიარებოდა
მედიცინის აკადემიაში და სხვა სტუდენტებთან ერთად ისმენდა ლექციებს. რუსეთში
აგრეთვე ქალებს უფლება აქვთ საქალებო სასწავლებლებში მასწავლებლობისა და
ბუღგალტრათ სამსახურისა.

1867 წ., როდესაც რუსეთის ნატურალისტების კრება იყო პეტერბურგში, იქაურმა ქალებმა
შეიტანეს კრებაზე ქაღალდი, რომელშიაც სთხოვეს პროფესორებს გვიშუამდგომლეთ, რომ
ჩვენ უნივერსიტეტში ბუნებითი საგნების სმენის ნება მოგვეცესო. მაგრამ პროფესორების
რჩევამ გამოუცხადა იმათ, თქვენი თხოვნის ასრულება არ შეგვიძლიაო...

1868 წ. ოთხასზე მეტმა ქალმა შეიტანა ქაღალდი უნივერსიტეტში და ქალებისათვის


ლექციების სმენის ნებას თხოულობდა. ყველა რუსეთის ქალაქიდან მოსდიოდათ მაშინ
პეტერბურგის ქალებს ადრესები, რომელშიაც თანაგრძნობას და მადლობას უცხადებდნენ
მათ ამ საქმეში მეცადინეობისათვის***, მაგრამ სახალხო განათლების სამინისტრომ
უპასუხა მათ, რომ ქალებისათვის სხვა საკუთარი სასწავლებლებია გახსნილიო, სადაც
სწავლის მიღება შეგიძლიათო და ქალების უნივერსიტეტში შესვლა კი ჯერ უდროოთ
დაინახა და ამიტომ უარი უთხრა პეტერბურგის ქალებს.

დაიბეჭდა ჟურნალ «კრებულში», 1871 წ., №4, ს. მესხის ხელმოწერით.

-----------------------

476
*ჟურნალი «თანამედროვე» – ყოველთვიური.

** აქ იგულისხმება ნ. გ. ჩერნიშევსკის რომანი «რა ვაკეთოთ?»

*** მაშინ, ამბობენ, ვითომც ზოგიერთი ჩვენი ქალაქიდანაც გაეგზავნოთ პეტერბურღში


თანაგრძნობის ადრესები. ის კი მეც მახსოვს, რომ ამ დროს ქუთაისიდანაც უნდოდათ
გაგზავნა თანაგრძნობის ადრესისა, მაგრამ ვერ მოახერხეს. ზოგი ამბობდა: ჩვენ ვინ
გვკითხავს, რა ჩვენი საქმეაო! ზოგი: ჯერ თფილისის ქალებმა გაგზავნონო, მერე ჩვენც
გავგზავნითო... მარტო ეს უბრალო გარემოებაც საკმაო იქნება იმისთვის, ვისაც ჩვენს
ქალებზე აზრის შედგენა მოუხდება.

ძლიერი და სუსტი ერი

არიან ისეთი ცრუ-მეცნიერნი, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ადრე თუ გვიან ყველა წვრილი
ხალხები უთუოთ უნდა შთაინთქან დიდი ხალხებისაგანაო; პატარა ხალხი როდისმე,
უეჭველია, ძალაუნებურათ უნდა დაემორჩილოს იმ მსხვილ ხალხს, რომელიც იმის
მეზობლათ ცხოვრობსო; იმან უნდა დაივიწყოს თავის ენა, სარწმუნოება, ხასიათი და
ჩვეულება და ყველაფერი იმ თავის მეზობელ სხვილ ხალხის უნდა შეითვისოსო.

ჩვენ არას ვიტყვით, რამდენიც სიმართლე და ჭეშმარიტება არის ამ უნუგეშო და ყოვლად


უაზრო სწავლაში იმის მეტი, რომ გასაკვირველია, რათ არის საჭირო კაცობრიობისათვის,
რომ ერთმა ხალხმა მაინცა და მაინც მეორე შთანთქას და მოსპოს, თუ კი ორივეს ცალ-
ცალკე თავისუფალი ცხოვრება და არსებობა შეუძლიათ და ამ არსებობით თუ არ
შემატებენ, არას დააკლებენ კაცობრიობას? მოვიყვანთ მხოლოდ ორ სამწუხარო მაგალითს
იმის დასამტკიცებლად, – თუ რა ბარბაროსულად იქცევიან ზოგიერთი სხვილი ხალხები,
რომელთაც ეს თეორია შეუთვისებიათ და რომელნიც ქვეყნის უგანათლებულესს
ხალხებათ ირიცხებიან.

477
***

მგონი, არც ერთი გაუნათლებელი ხალხის მმართველობა არ ექცევა ისე ცუდათ თავის
ქვეშევრდომებს, როგორც ინგლისის მართებლობა ინდოელებს ექცევა. ინგლისელები იმას
კი არ დასჯერდნენ, რომ ძალით დაიპყრეს ინდოეთი, წაართვეს იქაურ მცხოვრებლებს
ადგილ-მამული და მიწა-წყალი; არ სჯერდებიან არც იმის სიმდიდრეს, რომელიც მუდამ
წელს გამოაქვთ ამ ბუნებით მდიდრისა და უხვის ქვეყნიდამ: ისინი თვითონ
მცხოვრებლებსაც უმოწყალოთ და სწორეთ ბარბაროსულათ ეპყრობიან; ხოცავენ და
სტანჯავენ, ასე, რომ ახლა, როგორც ამბობენ, იმის მეათედიც აღარ არიან თურმე
ადგილობრივი მცხოვრებლები (ინდოელები), რაც იმ დროს იყვნენ, როდესაც
ინგლისელებმა იმათ ქვეყანაში ფეხი შესდგეს. განათლების გავრცელებისა და
ეკონომიური მდგომარეობის ამაღლების მაგივრათ, ინგლისელები იმნაირათ ეპყრობიან
თავის უცხო ქვეყნელ კოლონიებს, თითქო იმათი არსებობა ქვეყნისათვის მავნებელი იყოს
და იმათი მოსპობა კი აუცილებლათ საჭირო.

***

საუბედუროთ, არც სხვა შემთხვევაში სამაგალითო ამერიკელები ეპყრობიან


ინგლისელებზე უკეთ იმ ადგილობრივ წითელ კანიან ინდოელებს, რომელნიც იმათგან
დაჭერილი მიწების მეზობლათ ცხოვრობენ ქვეყნის დასაბამიდამ. ყოველ წელიწადს
აუარებელი ხალხი მიდის ევროპიდამ ამერიკაში; ერთი მხრით, ამერიკის თავისუფლება,
მდიდარი ბუნება და უფრო ადვილათ საცხოვრებელი საშუალების მოპოვების იმედით და,
მეორე მხრით, ევროპაში მართებლობისაგან დევნა და სიღარიბე – აიძულებს ამ ხალხს ასე
შორს ქვეყანაში გადასახლებას. წელიწადი არ გავა, რომ სხვა და სხვა ევროპის და აზიის
სახელმწიფოებიდან უკანასკნელი ასი და ორასი ათასი კაცი იქ არ გადასახლდეს, ხან
მილიონამდიც. ამდენ გადასახლებულებს, რასაკვირველია, სამოსახლო და სახნავ-სათესი
ადგილი უნდა; ამერიკის მმართველობა იმათ იქ აძლევს ადგილებს, სადაც ინდოელები
სახლობენ. ამ მეზობლებს შუა მუდამ ჩხუბი და უკმაყოფილება სუფევს. მმართებლობა

478
თავის მოქალაქეებს ეხმარება და ამნაირათ შეუბრალებლათ ავიწროებენ, ხოცავენ და
სცარცვავენ საწყალ წითელ კანიან ინდოელებსა.

ერთს რუსულ ჟურნალში* დაწვრილებით არის აწერილი იმ ინდოელების შევიწროებული


მდგომარეობა და ამერიკელების მოქმედება იმათ შესახებ. ამ სტატიიდამ, სხვათა შორის,
ვტყობილობთ, რომ შარშანწინ მაისში ერთი ინდოელი პატარა ხალხის მეფე, სახელად
«წითელი ვაშლი», მისულა ვაშინგტონში, აუხსნია პრეზიდენტის გრანტისათვის თავის
ხალხის შევიწროებული მდგომარეობა და უთხოვნია, რომ ცოტა შემწეობა მოგვეცით, რომ
ჩვენი ცოლ-შვილი ვარჩინოთო, რადგან რაც მიწები გვქონდა, სულ თქვენ წაგვართვითო;
უთხოვნია აგრეთვე, თოფის წამალი მოგვეცით, რომ ვინადიროთ, რადგან ჩემი ხალხი
ნადირობით ირჩენს თავსაო, და განკარგულება მოახდინეთ, რომ ტყუილ-უბრალოდ ნუ
ხოცავენ თქვენი სალდათები ჩემ ქვეშევრდომებსაო. ამ თხოვნის განხილვა პრეზიდენტმა
ცალკე კომისიას მიანდო, რომელსაც ივნისში უნდა მოესმინა «წითელი ვაშლის» საჩივარი.

***

ძლიერ შესანიშნავია ის სიტყვა, რომელიც ამ ბარბაროსული ხალხის მეფემ «წითელმა


ვაშლმა» ამ სხდომაზე წარმოსთქვა. მოგვყავს ეს სიტყვა შემოკლებით და მკითხველს
ვთხოვ, ყურადღებით წაიკითხოს. «მე არასოდეს არ მომინდომებია იმ «დიდებული მამის»
წინააღმდეგობა, რომელიც თეთრ სახლში ცხოვრობს (პრეზიდენტზე ამბობს). იქნება
დიდებული მამა კეთილი კაცი იყოს, მე კი იმას ვერ ვხედავ. ჩვენ წაგვართვეს ჩვენი
ადგილ-მამული და ერთი ნამცეცა მიწა დაგვიტოვეს. თქვენი ხალხი ისე იზრდება,
როგორც ზაფხულის ბალახი და ჩვენი კი ყინულსავით ილევა, როდესაც იმას მზე
დააწვება. ჩვენ არ გვინდა გადავესახლოთ მისურის მდინარის ნაპირს, რადგან იქ, ცუდი
ჰავის გამო, მოხუცებულები და ბავშები ცხვრებივით იხოცებიან. ჩვენ იქვე გვსურს
სიკვდილი, სადაც დავიბადეთ. ჩვენი დედ-მამები გვეუბნებოდნენ, რომ ეს თქვენი
საკუთარი ადგილიაო. ახლა კი მე ღარიბი და შიშველი ვარ. ჩვენ სიმდიდრეს არა გთხოვთ,
გთხოვთ მხოლოდ, რომ თქვენი პირობა შეასრულოთ და უკანონოთ არ შეგვავიწროვოთ.
თქვენი ჩინოვნიკები ტყავს გვაძრობენ და გვძარცვავენ ჩვენა. თქვენგან გამოგზავნილი

479
შემწეობა ნახევარზე მეტი იმათ მიაქვთ. დიდებულმა მამამ, რაც თავის ქვეყანაში ცუდი და
მექრთამე ჩინოვნიკები ჰყვანდა, სულ ჩვენში გამოგზავნა. ჩვენ გთხოვთ, რომ პატიოსანი
კაცები გამოგვიგზავნოთ უფროსებათ. თოფის წამალი გთხოვეთ, მაგრამ თქვენ არ
მოგვეცით; შეგეშინდათ, გგონიათ ომიანობას ავტეხთ. თქვენ უანგარიშო და ძლიერი
ხალხი ხართ და ჩვენ კი ერთი მუჭა – რისი გეშინიათ?! თქვენი სალდათები წიწილებივით
ხოცავენ ჩვენებსა და კაცი არ არის გამკითხავი. ჩვენ არ გვყავს თქვენსავით მწერლები,
რომელთაც შეეძლოთ ჩვენი გულ-მოსაკლავი მდგომარეობის აწერა...»

***

გრანტმა შემოუთვალა იმას პასუხად, რომ საჭმელ-სასმელსა და ტანისამოსს


გამოგიგზავნითო და ვეცდებით სხვა თქვენი თხოვნაც აღვასრულოთ, თუ შესაძლებელი
იქნებაო. თოფის წამლის მიცემაზე კი უარი უთხრა. ივნისის 15-ს წითელ-კანიანი
ინდოელების დეპუტაცია და მათ შორის იმათი მეფე «წითელი ვაშლი» ნიუ-ორკში
მივიდნენ. იქ იმათ აჩვენეს სხვადასხვა ფაბრიკები, ზავოდები, თეატრშიაც წაიყვანეს;
მაგრამ ისეთნაირათ გულმოკლულნი იყვნენ, რომ სრულიად არაფერი არ ეხალისებოდათ.
სხვათა შორის, იმათ ნახეს ერთი იქაური სასწავლებელი და იქ მოყრილ საზოგადოების
წინ «წითელმა ვაშლმა» მეორეთ წარმოსთქვა სიტყვა თავის ხალხის მდგომარეობის
შესახებ: «ჩემო საყვარელო მეგობრებო და ძმებო, თქვენთვის თეთრი კანი მოუცია ღმერთსა
და ჩვენთვის კი წითელი. თქვენ შინაურ ცხოველებსა სჭამთ და ჩვენ

--------------------------------

* «Отечест. Записки», № 5, 1872 г.

– გარეულს. თქვენ რომ ჩვენში (ამერიკაში) მოხვედით, ჩვენ ძმურათ მიგიღეთ: მოგეცით
მიწები და ყველაფერი, რაც საჭირო იყო. მაშინ ჩვენ ბევრი ვიყავით და თქვენ კი ცოტა,
ახლა თქვენ ბევრი ხართ და ჩვენ ცოტა. ნუთუ ეს გაძლევთ უფლებას, რომ შეგვავიწროვოთ
და ჩვენი ამოწყვეტა მოინდომოთ?! მე მოვედი სიმართლისათვის, მაგრამ თქვენ არ

480
მაღირსეთ... მაშ, ჩვენ გვატყუებდა თქვენი მმართველობა, როდესაც პირობის შეკვრის
დროს მშვიდობიანობას და ყოველ სიკეთეს გვპირდებოდა!..»

***

აი, ამისთანა გულის შესაძრწუნებელ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი


ამერიკელებისაგან საწყალი წითელ-კანიანი ინდოელები. თუ ამერიკა ასე ეპყრობა თავის
სუსტს და უღონო მეზობლებს, სხვა ხალხებისაგან რაღას უნდა მოველოდეთ? იახ,
სამწუხაროა, რომ ამისთანა ამბები ხდება ამერიკაში, იმ ამერიკაში, რომლის
თავისუფლებას, სიმდიდრესა, განათლებასა და სხვა და სხვა ჩინებულ დაწესებულებებს
თითქმის ევროპის ყველა განათლებული ხალხები შეჰნატრიან... «ბრწყინვალე მზეზედაც
ლაქები მოინახებაო», – ამბობენ რუსები და ეს არაკი ამ შემთხვევაში სწორეთ ამერიკის
შეერთებულ შტატებზე მართლდება.

***

ამგვარი მდგომარეობა წითელ კანიან ინდოელებისა, უეჭველია, დიდხანს არ გასძლებს


ამერიკაში. თუ ზანგებს (ნეგრებს) მიანიჭეს ამერიკელებმა სრული სამოქალაქო უფლებები,
თუ იმათთვის კონგრესისა, სასამართლოებისა და ყველა დაწესებულებების კარები
გაღებულია, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ადრე იქნება, თუ გვიან, ამერიკელები მოვლენ
გონზე და ამ ინდოელებსაც მიანიჭებენ ყოველგვარ უფლებას და ჩათვლიან ამერიკის
მოქალაქეებად. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოგვიდგენენ შესანიშნავსა და
სამაგალითო ქვეყანას, რომელშიაც ყველა ტომის ხალხნი ერთად და ძმურათ,
თავისუფლების დროშის ქვეშ იცხოვრებენ.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1872 წ., №22, ინიციალებით – ს. მ.

ბიბლიოგრაფია

481
О существе национальной индивидуальности и об обазовательном значении купных
наодных единиц. Тифлис, 1872 г. გაზ. «კავკაზის» დამატება.

ხანდისხან ძალიან ძნელი გასაგებია, – ვისთვის, რისთვის და რა აზრით არის რომელიმე


თხზულება დაწერილი. როგორ ძნელათ გასაგებია ის გარემოება, რომ ჩვენს დროში
ზოგიერთი მდიდარი ახალგაზრდა სამსახურში შედის და მსახურობს, ისე ზოგიერთი
მწერლის საქმესა და აზრს ძნელათ მიხვდები ხოლმე. რასაკვირველია, ქაღალდი, რასაც კი
დაწერ, ყველაფერს «მოითმენს», ყველაფერს გამოხატავს თავის თეთრ ფონზე, მაგრამ თუ
კაცს არავითარი ახალი და საზოგადოებისათვის სასარგებლო არა აქვს-რა თავში
გამოსათქმელათ, ამისთანა კაცი რისთვის უნდა აწვალებდეს ტყუილუბრალოთ ქაღალდსა
და რისთვის უნდა ხარჯავდეს უნაყოფოთ მელანსა?

ვის არ გაუგონია, რომ ზოგიერთი მდიდარი ახალგაზრდა მხოლოთ იმისთვის შედის ჩვენს
დროში სამსახურში, რომ თავის საყვარელს მოეწონოს, რომ ბრწყინვალე მუნდირი
ჩაიცვას? იქნება ამგვარათვე ზოგიერთი მწერლის კალმის აღმძვრელიც რომელიმე
«საყვარელი» იყოს? იქნება ბრწყინვალე მუნდირს წერაშიაც ჰქონდეს რაიმე მნიშვნელობა?
ბეჯითად არ ვიცით, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ამ ჩვენს დედა-მიწაზე «ყოველივე
შესაძლებელ არს».

***

ამგვარი აზრები აღიძრა ჩემში, როდესაც ის პატარა უცნობი ავტორის ბროშურა წავიკითხე,
რომლის სახელი ზევით არის ამოწერილი. მართლა რა აზრით და რისთვის არის ეს
ბროშურა დაწერილი? რომელი ახალი და რუსის საზოგადოებისათვის სასარგებლო
აზრებია ამაში გამოთქმული? ნუთუ ავტორს მხოლოთ ის უნდოდა ეთქმევინებინა
ჩვენთვის, რომ იმის ბროშურაში თითქმის არცერთი რიგიანი და დამტკიცებული
ჭეშმარიტება არ არის გამოთქმული? ნუთუ იმას ჰსურდა გაეხსენებინა ჩვენთვის მოხუცი
კრილოვის ჭკვიანური არაკი, რომელიც ამბობს, რომ «ხარაზმა პურის ცხობას არ უნდა
მოჰკიდოს ხელიო და ხაბაზმა წაღების კერვასაო»? მაგრამ, მოკლეთ მაინც განვიხილოთ რა

482
ჭეშმარიტებაა ამ პატარა წიგნში გამოთქმული და როგორი საბუთებით არის ეს
ჭეშმარიტება დამტკიცებული.

***

მოკლეთ რომ გამოვსთქვათ, ავტორის აზრი ის არის, რომ კაცობრიობის ყოველ-მხრივი


ბედნიერებისა და წარმატებისათვის აუცილებლათ საჭიროა პატარა ხალხებმა დაჰკარგონ
თავიანთი საკუთარი ხალხოსნობა, თავის ენა, ჩვეულება და განსაკუთრებული ცხოვრება
და დიდ ხალხებს შეუერთდენო. კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, რომ პირველათ
კაცები განცალკევებული ცხოვრობდნენ, შემდეგ რამდენიმე ოჯახი შეუერთდა
ერთმანეთს, რადგან ამაში საყოველთაო სარგებლობას ხედავდნენო. ამ ერთ ალაგას
შეერთებული მცხოვრებლებისაგან რამდენიმე წვრილი ერთი ტომის ხალხი შესდგაო.
შემდეგ წვრილი ხალხები კიდევ ერთმანეთს უერთდებიან და ამნაირათ წვრილი და
განცალკევებული ხალხებისაგან ოდესმე რამდენიმე დიდი ხალხი (სახელმწიფო)
შესდგებაო, რადგან დროს განმავლობაში წვრილი ხალხების ენა გაუქმდებაო. ყოველი
ხალხის განმაცალკევებელი არის ენაო და ამიტომ პირველათ წვრილი ხალხების ენა უნდა
«გაუქმდეს» და მერე ისინიც შეუერთდებიან დიდ ხალხებსაო. ენა არის ორგანო, რომლის
საშუალებითაც კაცობრიობა მიდის წარმატებაშიო. რაც უფრო მომეტებული
მცხოვრებლებისაგან შესდგება რომელიმე ხალხი, მით უფრო განათლებულია ის, მით
უფრო დაწინაურებულია იმის ცხოვრება და მით უფრო ადვილათ შეიძლება ამ მრავალ-
რიცხოვანმა ხალხმა მთელი კაცობრიობის წინ წაწევას დაეხმაროსო. აქედან ავტორს
გამოჰყავს, რომ რადგან წვრილი ხალხების ენებს არ შეუძლიათ მთელი კაცობრიობის
ორგანოთ შეიქმნენ, ამის გამო ისინი უნდა გაუქმდნენ და თვითონ წვრილი ხალხები
თავის-თავისა და საზოგადოთ მთელი კაცობრიობის ბედნიერებისათვის უნდა
სამუდამოთ გაჰქრენ და აღიხოცონ დედა-მიწიდანაო. ეს გახლავთ მოკლე სიტყვით
გამოთქმული ავტორის აზრები.

***

483
მართლაც, თუ არ ამგვარი კაცი, სხვა ვინ დაივიწყებდა იმ ჭეშმარიტებებს, რომელიც
მეცნიერებას დიდი ხანია დამტკიცებულად და მკვიდრ საძირკველზე დამყარებულად
მიაჩნია?

***

პატარა ხალხები უნდა «გაუქმდენო», იმათი ენა უნდა მოისპოს და თვითონ იმათ დიდი
ხალხების ენა უნდა შეითვისონო! ღმერთმანი, კაცი იფიქრებს, რომ უცნობ ავტორს ხალხი
და მათი ენა რომლისამე დეპარტამენტის თანამდებობათ მიაჩნია! თითქო ხალხის ენის
გაუქმება ისე ადვილი და შესაძლებელი იყოს, როგორც რომელისამე თანამდებობისა
დეპარტამენტში!

უცნობ ავტორს გარდა, ვის არ ესმის ახლა ის მეცნიერებისაგან დამტკიცებული


ჭეშმარიტება, რომ ყოველი ერის ენა, ჩვეულება, ხასიათი და მთელი ცხოვრება იმ
ბუნებაზედ არის დამოკიდებული, რომელშიაც ეს ხალხი ცხოვრობს? რომ ამ ბუნების
დაგვარათ, როგორც ცალკე კაცს ისე მთელ ხალხსაც უჩნდება განსაკუთრებული ენა,
ხასიათი და სხვა? ვის არ ესმის, რომ ორი ხალხი, რომელთაგან ერთი მთაში ცხოვრობს და
მეორე ვაკე ადგილას, სულ ყველაფრით განსხვავებულნი არიან ერთმანეთში? ჩვენი
ავტორი კი ამ გარემოებას, ამ ბუნების გავლენას ხალხზე არავითარ ყურადღებას არ აქცევს.
იმას ერთი კალმის მოსმით ჰსურს, შესცვალოს ხალხის ხასიათი, ჩვეულება, ცხოვრება;
ჰსურს წაართვას მას მშობლიური ენა, რომელიც ყველაზე უფრო ძვირფასია კაცისათვის და
რომლის წართმევა თითქმის სიცოცხლის წართმევას უდრის!

იმას ვერ მოუფიქრნია, რომ მშობლიურ ენას მოკლებული ხალხი ისეთ კაცს ჰგავს,
რომელსაც წაართვეს ყველაფერი, რაც ძვირფასათ და სანუგეშოთ მიაჩნდა და რომელსაც
ამის გამო სიცოცხლეში თითქმის არავითარი შესანიშნავი საქმის გაკეთება არ შეუძლია!

ვინ არ იცის ახლა ყველა ეს? ვის არ მიაჩნია ახლა ამისთანა აზრები გაცვეთილ
ჭეშმარიტებათ!

***

484
თვითონ ხალხის ინსტიქტი, განსაკუთრებით გონიერი ნაწილი ყოველი ხალხისა, მუდამ
სცთილობს დიდ ხალხებს შეუერთდესო, ამბობს უცნობი ავტორი. ეს სიტყვები ნათლათ
რომ ავხსნათ, იმას ნიშნავს, რომ ყოველი ხალხი სცთილობს თავისი ენა, ხასიათი,
თავისუფლება და ყველაფერი საკუთარი დაჰკარგოს? როგორ მოგწონთ ამგვარი აზრი?

***

ერთ ალაგს ბროშურის ავტორი ამბობს, რომ ოდესმე ყველა წვრილი ხალხები და მათი
ენები მოისპობა და დედა-მიწაზე მხოლოთ რამდენიმე დიდი ხალხი დარჩებაო. თუ
ავტორს ისტორიის კანონით მიაჩნია წვრილი ხალხების განქარწყლება, და მხოლოთ
რამდენიმე ენისა და დიდი ხალხის დარჩენა, – ერთი მხრით, – განა რატომ არ შეიძლება,
რომ ეს დიდი ხალხებიც შეერთდნენ ოდესმე და დედა-მიწაზე მხოლოთ ერთი ხალხი და
ერთი საყოველთაო ენა დარჩეს? განა ავტორის ლოღიკა ამას არ მოითხოვს? მაგრამ განა ეს

შესაძლებელია?

***

მართალია, კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ ხშირათ ვხედავთ, რომ წვრილი, სუსტი


ხალხები დიდ და ძლიერ ხალხს დაუპყრია და ხანდახან სრულიადაც მოუსპია, მაგრამ ამ
შემთხვევაში ძლიერ ხალხებს განა კაცობრიობის სარგებლობა და არა საკუთარი თავისა
ჰქონიათ მხედველობაში? ამ საქმეში ფიზიკურ ძალასა და ერთის მხრის მატერიალურ
სარგებლობას ჰქონია ადგილი და არა ზნეობითს მხარესა და კაცობრიობის წარმატების
აზრს. რაც უფრო რომელიმე ხალხი მრავალ-რიცხოვანიაო, ისე ეს ხალხი უფრო
განათლებული და წარმატებულიაო! აბსურდი არ არის ეს აზრი? ჩამოთვალეთ, უფ.
ავტორო, ეხლანდელი ევროპისა და აზიის ხალხები და გაიგებთ, რომ ამ აზრში
ჭეშმარიტების ნატამალიც არ არის. შევადაროთ, მაგალითათ: ინდოეთი და ინგლისი,
ჩინეთი და შვეიცარია, იაპონია და ბელგია, ოსმალეთი და იმის პატარა ქვეშევრდომი
ხალხები და სხვა. ამ მაგალითებში დიდი მრავალრიცხოვანი ხალხები პატარა ხალხებზე
უფრო დაწინაურებულნი არიან განა?

485
იმათი ენა უფრო მდიდარია განა? უეჭველია, რომ მრავალ რიცხვში, შეიძლება, უფრო
მომეტებული სწავლულები და მეცნიერები გამოვიდნენ; მაგრამ დარწმუნებული იყავით,
რომ ერის წარმატება სრულებით რიცხვზედ არ არის დამოკიდებული.

***

თქვენ ამბობთ (ფურცელი 41), რომ თუ ორი ხალხი (ერთი დიდი და მეორე პატარა)
სრულებით არ დაემსგავსენ ერთმანეთს, მაშინ იმათი შეერთება და ერთ ხალხათ
გადაქცევა სრულებით შეუძლებელი საქმე არისო, ამათ კავშირს მხოლოთ გარეგანი
მეხანიკური მნიშვნელობა ექნებაო და ნამდვილ კი ეს შეერთებული ხალხები ისევ ორ
ხალხათ დარჩებაო.

ზემოთ ვსთქვით, რომ გარემო ბუნება თავის ბეჭედს ადებს ყოველი ერის ენას, ხასიათს,
ჩვეულებას და საზოგადო ცხოვრებას, აქედამ წარმომდინარეობს სხვა და სხვა ეროვნება და
ამ ბეჭედის აღმოხოცვა შეუძლებელია: მაშ, აგრეთვე შეუძლებელი უნდა იყოს ერთი
ერისაგან მეორესი გადაკეთება. ინგლისელებს, რასაკვირველია, შეუძლიათ თავისი
საკუთარი სახელმწიფო წყობილება და იქნება რამდენიმე საუკუნის შემდეგ თავის ენაც
დაამყარონ ინდოეთში, მაგრამ ამით თქვენ გგონიათ ინდოელები და ინგლისელები ერთ
ერათ, ერთი სხეულის ნაწილებათ შეიქმნებიან? ძლიერ შემცდარი ბრძანდებით, თუ ამას
ჰფიქრობთ. ძალ-დატანება და ფიზიკური ძალის ხმარება კაცობრიობის გონიერ
მოქმედებას არ შეჰფერის. ძალ-დატანებით გაკეთებულ საქმეს არასოდეს მკვიდრი
საძირკველი და დიდი ხნის სიცოცხლე არა აქვს: თუ არ ძალ-დატანებით, თუ არ გასაკიცხი
საშუალების შემწეობით, ხალხი არასოდეს არ მიატოვებს თავის განსაკუთრებულ
ცხოვრებას და ამგვარათ დაკარგულის აღდგენას ყოველთვის ეცდება. მაშასადამე, რა
მნიშვნელობა აქვს იმ რჩევას, რომელსაც უფ. ავტორი იძლევა, რომ დიდი ხალხები
წვრილების გაუქმებას უნდა ცდილობდესო? რა მნიშვნელობა აქვს იმ რეცეპტს, რომლითაც
იმას ჰსურს ამ საქმის სისრულეში მოყვანა?

486
ამ წიგნის თაობაზე სხვა ბევრის თქმაც შეიძლებოდა, შეიძლებოდა ასე აბსტრაქტულათ არ
გველაპარაკნა, მაგრამ ახლა არც დრო და არც გარემოება ამის ნებას არ გვაძლევს როგორიც
აზრებია და საზოგადოთ შინაარსი, ისეთია ენაც ამ წიგნისა: ორივენი ერთმანეთში
შესაზავებელი და ერთმანეთის ღირსნი არიან.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1872 წ., №35, ხელმოუწერლად.

ებრაელების შესახებ

ერთს რუსულ გაზეთში ამასწინათ გამოცხადებული იყო, რომ ჩვენს მმართველობას


განზრახვა აქვს ისეთი ახალი კანონი გამოსცესო, რომლის ძალითაც ებრაელებს რუსეთის
ყველა გუბერნიაში დასახლებისა და ცხოვრების უფლება მიეცემათო.

ყველა, ვინც ეხლანდელი ებრაელების მდგომარეობა იცის, ვისაც ესმის, – თუ რა ცუდი


შედეგები და ზემოქმედება აქვს თვით ქრისტიანებისათვის იმ შევიწროებას და დევნას,
რომელსაც ებრაელები ითმენენ, ვინც ხედავს, რა მოსდევს ჩვენგან ებრაელების თითქმის
კაცათ ჩაუთვლელობას, ყველა დაგვეთანხმება, რომ ამგვარი კანონი კეთილ ნაყოფს
მოიტანს.

ეს ხომ ჭეშმარიტებაა, რომ რაც უფრო რომელიმე კაცი შევიწროებულია, რაც უფრო
მოკლებულია ყოველგვარ კანონიერ უფლებას, ისე უფრო ურიგოთ დასაზოგადოების
მავნებლათ არის იმის ცხოვრება და მოქმედება წარმართული. თუ ებრაელს მოქალაქის
უფლება ექნება მინიჭებული, თუ კანონი და ხალხი ისე შეხედავს, როგორც ადამიანს,
დარწმუნებული იყავით, რომ დროს განმავლობით, ისიც კანონიერს და კაცურს გზას
დაადგება, დაანებებს თავს იმ საძაგელ გზებსა, იმ იდუმალათ ქრისტიანების მოტყუებასა
და დაჩაგვრის სურვილსა, რომელიც ახლა მიყენებული შევიწროების შურის საძიებლათ
გადაქცევია.

487
საფრანგეთი კარგს მაგალითს წარმოგვიდგენს ამის დასამტკიცებლათ: იქაურ ებრაელებს
თითქმის ყველა ის პოლიტიკური, სოციალური და სხვა უფლება აქვსთ კანონით
მინიჭებული, რაც ნამდვილ ფრანგებსა, და ამის გამო იქაური ებრაელები ნამდვილი
ფრანგებისაგან არც ხასიათით, არც პატიოსნებით და თითქმის არც გარეგანი
შეხედულებით არ განირჩევიან. ფრანგის ებრაელს სრულებით არ მოუვა თავში სურვილი,
თუ როდესმე შემთხვევა აქვს, შეავიწროვოს, დაჩაგროს ან გაიძვერულათ მოატყუოს
რომელიმე ფრანგი, მხოლოთ იმისთვის, რომ ის ფრანგია და ეს ებრაელი. არ მოუვა თავში
იმიტომ, რომ თვითონ ის არ არის ფრანგებისაგან შევიწროვებული და დაჩაგრული.

ჩვენშიც ასე მოხდება. ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები და შვილისშვილები მაინც მოესწრებიან
იმ დროს, როდესაც ებრაელები ისეთივე თანა-მოქალაქენი და თანა-მოძმენი შეიქნებიან
ქრისტიანებისა, როგორც ჩვენ ერთმანეთში ვართ. და ეს მოხდება, უეჭველია, მხოლოდ
მაშინ, როცა არავინ მოსთხოვს, რომ მაინცა და მაინც თავისი ხალხოსნობა და სარწმუნოება
დააგდონ და სხვა რომელიმე მიიღონ, ერთი სიტყვით, როცა იმათაც ყველა ის უფლება
მიენიჭებათ, რაც სხვა მოქალაქეებს აქვთ.

მაშინ «ურია» საგინებელი სიტყვა აღარ იქნება.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1875 წ., №9, ინიციალებით ს.მ.

«დროების» მკითხველები

ძნელია, თითქმის შეუძლებელია, რომ ერთმა გაზეთმა მთელი საზოგადოება, ყველა


მკითხველები დააკმაყოფილოს. ყოველ საზოგადოებაში და, მაშასადამე, ჩვენშიაც, იმდენი
ხალხია, თვითეულ ნაწილს ისეთი განსხვავებული მოთხოვნილება აქვს, რომ ერთი
ლიტერატურული ორგანოსათვის ყველა ამ სხვა და სხვა მოთხოვნილებათა
დაკმაყოფილება შეუძლებელია.

488
სხვაგან საქმე სულ სხვანაირად არის: საზოგადოების ყოველს ნაწილს თავიანთი გაზეთი,
განსაკუთრებული ლიტერატურა აქვთ და ეს გაზეთები, ეს ლიტერატურა ცოტა თუ
ბევრად იმათ ტვინის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ჩვენში კი ჯერ-ჯერობით,
საუბედუროდ, მხოლოდ ერთი გაზეთია და როგორ გნებავთ, რომ ამ ერთმა გაზეთმა
ყველა სურვილი შეასრულოს, ყველას გონებითი მოთხოვნილება და იდეალი
დააკმაყოფილოს?..

განათლებულ კაცს სხვანაირი გაზეთი უნდა და გაუნათლებელს სხვანაირი; თავადს სხვა


და ვაჭარს კიდე სულ სხვანაირი, მოხუცებულს ერთნაირი, ახალგაზრდას მეორე გვარი.
ჩვენ ისეთი მკითხველებიც გვყავს, რომელნიც გაზეთში თითქმის მარტო მოწინავე
სტატიებს ჰკითხულობენ; ზოგნი არც მოწინავე სტატიებს, არც კორესპონდენციებს და არც
უცხო ქვეყნების განყოფილებას თავის დღეში თვალსაც არ გადაავლებენ; მაგრამ, მოვა თუ
არა გაზეთი, ყველაზე პირველათ ნარევს მივარდებიან; სხვები მხოლოდ პოლიტიკას
ადევნებენ თვალყურს; ისეთებიც არიან, რომელთაც თავის სპეციალურ საკითხავად
გაზეთში «დროების» ფოჩტა გაუხდიათ!

ამნაირი მკითხველი-სპეციალისტები ყველანი თავიანთი შეყვარებული განყოფილების


გავრცელებასა და გადიდებას თხოულობენ გაზეთში: მოწინავე სტატიების მოყვარე
იწერება, რომ ერთობ პატარა სტატიებს სწერთო, ესა და ეს მოწინავე სტატია კარგია და ესა
და ეს კი სრულებით არ მომეწონაო; ნარევის თაყვანის-მცემელი თავს იკლავს, თუ
რომელსამე ნომერში ნარევი არ არის დაბეჭდილი. ამას წინათ ერთმა ნარევის მკითხველმა
კარგა ბლომათ სანარევო ამბები გამოგვიგზავნა, როგორც ეტყობოდა, იმისთვის, რომ
რადგან რედაქცია ხან და ხან (უადგილობის გამო) ნარევს ვერ ბეჭდავს, თავის დაწერილი
ამბების კითხვით მაინც უნდოდა ესიამოვნებინა თავის თავი. აგრეთვე უცხო ქვეყნების
მკითხველები გვწერენ, რომ ეს განყოფილება ჯეროვანათ ვერ მიგვყავს გაზეთშიო, ესა და
ეს ამბავი ვერ გავიგეთ და შემდეგ ნომერში მაინც აგვიხსენითო; აგრეთვე ვაჭრები ხომ
თავიანთი მაზანდებითა და საიჯარო განცხადებებით მოსვენებას არ გვაძლევენ.

489
კახელები გვემდურიან, რომ თელავზედა და სიღნაღზედ არაფერს იწერებითო, ეს
«დროება» იმერლების გაზეთი არისო; თუ ორსა და სამს ნომერში იმერეთიდამ ან
იმერეთზე არაფერი არ არის გაზეთში დაბეჭდილი, იმ წამსვე საყვედურს გავიგონებთ, რომ
ჩვენ სულ დაგვივიწყესო, «დროება» გაქართლელდაო და სხვა და სხვა. მოდი და
დააკმაყოფილეთ ამდენ-ნაირი უანგარიშო მოთხოვნილება ერთი მუჭა მკითხველებისა!

ყველა ასე სჯის: «რვა მანეთს იმიტომ ვაძლევთ გაზეთში, რომ რაც მინდადა რაც
მესიამოვნება, ის წავიკითხოო». იმას კი აღარ ჰფიქრობს მკითხველი, რომ იქნება იმის
სასიამოვნო საკითხავი სხვას არ შეეთვისება, რომ სხვასაც თავის შეყვარებული ნაწილები
და აზრები სურს რომ ნახოს მუდამ გაზეთში.

მაგრამ ყველაზე უფრო ის უნდა მიიღოთ ყურადღებაში, რომ რედაქციასაც თავისი


შეყვარებული განყოფილებანი და აზრები აქვს, რომ რედაქციას უფლება და მოვალეობა
აქვს, მხოლოდ ის აზრები გაავრცელოს საზოგადოებაში, მხოლოდ იმ განყოფილებაზე
მიაქციოს თავისი მკითხველების განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც იმას
აღნიშნულ დროს სასარგებლოთ, მოსწრებულათ და გამოსადეგათ მიაჩნია.

როდესაც რედაქცია ნომერს ადგენს, როდესაც ის რომელსამე სტატიას ჰბეჭდავს, მაშინ


იმას არც თავადი ჰყავს მხედველობაში და არც აზნაური, არც გლეხი და არც ჩინოვნიკი,
არც ვაჭარი და ოჯახის კაცი, – იმას ჰყავს მხედველობაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ,
საშუალო მკითხველი – ქართველი, რომლისთვისაც, იმის აზრით, მოწინავე სტატიებიც
გამოსადეგია, ფელეტონიც კარგია, რომელიც ნარევსაც წაიკითხავს და საბაასოსაც, – ჰყავს
სახეში ისეთი საშუალო ქართველი, რომლისთვისაც ყოველი ახალი აზრი, ყოველი ახალი
ცნობა იმის სამშობლო საქართველოზე და განათლებულ ხალხების ცხოვრებაზე
საინტერესო და სასარგებლო უნდა იყოს.

იქნება ხანდახან რედაქცია ამ თავის მოვალეობას, მკითხველების წინ, ჯეროვნათ ვერ


ასრულებდეს, იქნება ისე ვერ მიჰყავდეს ხანდახან საქმე, როგორც თვით იმასა ჰსურს,
მაგრამ, როცა ამგვარ რასმე გაივლებთ თავში, გთხოვთ, ისიც გაიხსენოთ, რომ უფრო

490
მომეტებულათ თვითონ საზოგადოება ვერ ასრულებს თავის მოვალეობას რედაქციისა და
საზოგადოთ ლიტერატურის წინაშე. გთხოვთ, გაიხსენოთ ახლანდელი ჩვენი
ლიტერატურის საშუალება და ღონის-ძიება, გაიხსენოთ აგრეთვე ის გარემოებანი,
რომელშიაც ის ამ ჟამათ იმყოფება. მაშინ, უეჭველია, ისეთნი სასტიკნი და მომთხოვნელნი
აღარ იქნებით.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1875 წ., №33, ს. მესხის ხელმოწერით.

რედაქცია და თანამშრომელი

იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი კითხვას არის შეჩვეული, სადაც გაზეთი ისეთსავე საჭიროებას
შეადგენს, როგორც ლუკმა-პური, და სადაც, მაშასადამე, გაზეთებს ბევრი მკითხველები
ჰყავს და კარგი საშუალებაც აქვსთ, იქ რედაქციები და, საზოგადოთ, გაზეთის საქმე სულ
სხვანაირათ მიდის, ვიდრე ჩვენში. ყოველ გაზეთს, მთავარ რედაქტორს გარდა, რამდენიმე
სხვა უბრალო რედაქტორები, ანუ როგორც ჩვენში ვეძახით, მუდმივი თანამშრომლები
ჰყავს. მთავარი რედაქტორის მოვალეობა მხოლოთ ის არის, რომ თვალყურს ადევნებს
საზოგადოთ გაზეთის მიმართულებას; რედაქციის რჩევაზე ეუბნება უბრალო
რედაქტორებს, თუ ხვალინდელ ნომერში რა და რა სტატიები უნდა დაიბეჭდოს, რა
აზრით და რა მიმართულებით დაწერილი უნდა იყოს ეს სტატიები. შემდეგ, როდესაც
ნომერი დამზადებულია, გადაავლებს თვალს იმის შესატყობათ, რომ გაზეთის
მიმართულების წინააღმდეგი არა შემოჰპარვოდეს რა წერაში რედაქტორებს.

ყოველ უბრალო რედაქტორს თავის განყოფილება აქვს გაზეთში მინდობილი. საზოგადოთ


დიდ გაზეთებში ასეა, რომ რამდენი განყოფილებაც აქვს გაზეთს, იმდენი ცალკე
რედაქტორი ჰყავს. აიღეთ, მაგალითად, დღევანდელი ნომერი ჩვენი გაზეთისა; ამ ნომერში
შემდეგი განყოფილებანი არის: «საქართველო», «დღიური», «კორრესპონდენცია», «უცხო
ქვეყნები», «ქრონიკა», «განცხადებანი» და სხვა. ყველა ამ გაზეთის განყოფილებას თავის

491
საკუთარი რედაქტორი ჰყავს, რომელთაც თვითეულს სახელათ ჰქვიან: მოწინავე
სტატიების რედაქტორი, პოლიტიკური რედაქტორი, შინაგანი საქმეების რედაქტორი და
სხვა.

სადაც გაზეთს იმდენი შეძლება აქვს, რომ ამდენი თანამშრომელი ჰყვდეს, იქ გაზეთი,
რასაკვირველია, კარგათ გამოიცემა, იქ ყველა რედაქტორი, გაფრთხილებულია, რომ თავის
განყოფილებაში ისეთი რამე არ გაეპაროს, რომელიც გაზეთის საზოგადო მიმართულებას
ეწინააღმდეგება, და თავის სტატიებსაც უფრო მოფიქრებით და გულ-დამჯდარათ წერს.

მაგრამ, სადაც გაზეთს იმდენი საშუალება არა აქვს, რომ ამდენი მუდმივი თანამშრომელი
ჰყავდეს, სადაც ყველა განყოფილების გამგებლათ, ანუ რედაქტორათ მხოლოდ ერთი ან
ორი კაცია, გასაკვირველი არ იქნება, რომ ამგვარს გაზეთში ხანდახან ისეთი რამ
დაიბეჭდოს, რომელიც სხვა სტატიებთან ვერ თავსდება, რომელიც იქნება სრულებით
ღირსიც არ იყოს დაბეჭდვისა, ან ისეთს საგანზე არა ითქვას რა, რომელსაც დღიური
მნიშვნელობა ჰქონდა და რომელზედაც გაზეთს აუცილებლათ უნდა ეთქვა თავისი
სიტყვა. როდესაც ისეთი აჩქარებული მუშაობაა, როგორიც გაზეთს სჭირდება, და
რედაქცია, უღონისძიებობის გამო, იძულებულია, რამდენიმე კაცის შრომა ერთს ან ორს
კაცს აკისრვინოს, მაშინ ამგვარი ნაკლულევანება ხან-და-ხან მიეტევება გაზეთის
გამგებლებს...

ერთს რედაქტორს დასცინოდნენ ამასწინათ იმისთვის, რომ ვითომც იმას ეთქვას, რომ
რედაქტორი თანამშრომლებს უნდა აჩენდესო, უნდა აკეთებდესო. დაეხატათ სტოლი,
რომელთანაც მიმდგარიყო რედაქტორი, ჩაქუჩს სცემდა სტოლზე და რამდენსაც
დაარტყამდა, იმდენი პატარ-პატარა კაცი ამოდიოდა სტოლიდამ. ქვევით ამ სურათზე
მოწერილი იყო: «თანამშრომლებს ვაჩენო!» შეიძლება ეს კარგი ხუმრობა იყოს, მაგრამ ის
აზრი, რომ ჩვენში რედაქციამ გაზეთის თანამშრომლები უნდა გააჩინოს, სრულებით
უსაფუძვლო არ არის და არც მაგრე რიგათ დასაცინარია. შეძლება რომ იყოს,
თანამშრომლები და მწერლები თვითონ გამოჩნდებიან, ბევრი ძებნა არ დასჭირდებათ.
მაგრამ ახლა, როდესაც ყველა სალუკმა-პურო საქმეს დასდევს, როცა ჟურნალისტიკა

492
თითქმის ორ კაცსაც ვერ არჩენს, თანამგრძნობელს და ამასთან ისეთებს, რომელთაც წერა
შეუძლიათ, რასაკვირველია, გაჩენა, მოძებნა უნდა, უამისოთ გაზეთის წაყვანა ჩვენში
შეუძლებელია.

მაგრამ უბედურებაც ეს არის, რომ ამ ძებნას და გაჩენასაც თავისუფალი დრო ეჭირვება.


უნდა გაამხნევოთ ახალგაზრდა მწერალი, უნდა დაარიგოთ, აჩვენოთ, თუ, თქვენის
აზრით, როგორ გზაზე უნდა დადგეს, რაგვარი თხზულებანი უფრო შეეფერებიან იმის
ნიჭსა და მიმართულებას, – ერთი სიტყით, საჭიროა, რომ თქვენ შემთხვევით
თანამშრომლებთან მუდამი და გაუწყვეტელი, პირადი ლაპარაკი თუ არა, წერითი კავშირი
მაინც გქონდესთ. და ყველა ამისთვის, როგორც ზევით ვთქვით, ღარიბსა და შრომით
გაჯერებულს რედაქციას, ხშირად თავისუფალი დრო არა რჩება...

შემდეგ სტატიას განსაკუთრებით თანამშრომელებს ვუძღვნით.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1875 წ., №46, ს. მესხის ხელმოწერით.

ლიტერატურული პატიოსნება

არსად არ არის ისე ძნელი პატიოსნების სახელის დაცვა, როგორც ჩვენში. სანამ არავის
პიროვნებასა და იმის საზოგადო მოქმედების რომელსამე ცუდ მხარეებზე არა გვითქვამს-
რა, სანამ თავმოყვარე კაცებს აქებ და არავის არ ამხილებ ნაკლულევანებასა და შეცდომას,
მანამ პატიოსანი და ყოვლად საქები, ღირსეული კაცი ხარ.

მაგრამ ერთი გაბედე და ცოტა რამ ლაქა მონახე ვისმეს საზოგადო ცხოვრებაში და
მოქმედებაში, გაბედე და საქვეყნოდ გამოააშკარავე ისეთი ნაკლულევანება და მოქმედება
რომლისამე პირისა, რომელსაც რამე საზოგადო მნიშვნელობა აქვს, და მაშინ ნახავ, თუ
როგორ შემოგიკურთხებენ, რა ეპიტეტებით და სახელებით შეგამკობენ!

493
– ეს კაცი მთელს ქვეყანას ჰკიცხავს! ყოვლად საპატიო პირები და საქმეები ჩვარათაც არ
მიაჩნიაო! ერიდე მაგას! ცუდი ენისა და უპატიოსნო კალმის პატრონი კაცი არისო!

ამგვარი საქმეები «დროებასაც» დამართნია ხოლმე. სანამ რომელსამე საზოგადო


მნიშვნელობის მქონებელ საქმესა ან პირს აქებდა, მანამ ამ საქმის გამკეთებელთა და პირთა
სახეში «დროება» მშვენიერი, პატიოსანი, ჭკვიანი, სარწმუნო გაზეთი იყო.

მაგრამ მოხდა უბედური შემთხვევა, და გაზეთმა ერთი ნაკლულევანება შენიშნა იმათში


და, – დახე იმის მხნეობას! – არა თუ შენიშნა, გაბედა კიდეც (თუმცა ძალიან მკრთალათ და
მოწიწებით), რომ იმაზე საზოგადოების ყურადღება მიექცია. ეს გარემოება საკმაოა, რომ
სრულებით შეიცვალონ აზრი გაზეთის ხასიათსა და ღირსებაზე.

გუშინ «დროება» სარწმუნო გაზეთი იყო; დღეს იმან ამა და ამ საქმეში, რომელსაც მე
თანავუგრძნობ, ნაკლულევანების მონახვა და გამოაშკარავება გაბედა? – არა დაუჯეროთ-
რა «დროებას», სულ ტყუილებს ლაპარაკობს!

გუშინ «დროება» ჭკვიანი, საინტერესო გაზეთი იყო; მაგრამ დღეს იმან ისეთს საგნებზე
დაიწყო სჯა და ისეთნაირი სჯა, რომ იმაში არც ჭკუა სჩანს და საზოგადოდ არც არაფერი
საინტერესო იბეჭდება!

გუშინ «დროება» პატიოსანი გაზეთი იყო; მაგრამ დღეს იმან ჩემი შეხება გაბედა? –
უპატიოსნო გაზეთი ყოფილა! ამგვარს სჯაზე უარესი კიდევ ის არის, რომ ხანდისხან
ზოგიერთნი პირნი ისეთის ხერხით, ისეთის საშუალებით ავრცელებენ გაზეთზე ცუდს
ხმებს, რომ პასუხის გაცემა შეუძლებელი და მოუხერხებელია.

ესეც კიდევ არაფერი: ზოგჯერ ისეთს შემთხვევაში გამოილაშქრებენ «დროებაზე»,


როდესაც იციან, რომ გაზეთი, სხვა და სხვა მიზეზების გამო, ხმას ვერ ამოიღებს. ისეთს
საგანზედ დაუწყებენ გაზეთს ლაპარაკს, რომელზედაც ის გაჩუმებული უნდა იყვეს.

მკითხველმა გაარჩიოს: რომელია ამ ორში უფრო მართალი და პატიოსანი: გაზეთი,


რომელიც მუდამ პირდაპირ ლაპარაკობს და გადაკვრით თუ იტყვის სიტყვას, მხოლოდ

494
იმიტომ, რომ პირდაპირ ვერ უთქვამს; თუ ისინი, ვინც ჩუმად ცდილობენ გაზეთს ორმო
გაუთხარონ, და აშკარად თუ გამოდიან, მხოლოდ იმისთანა შემთხვევაში, როდესაც
გაზეთის მხრით სრულებით საქმის გამოაშკარავება და იმის შეხება შეუძლებელია.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1875 წ., №52, ს. მესხის ხელმოწერით.

რა მოეთხოვება გაზეთს?

ამ სამი-ოთხი თვის წინად, ლონდონში იყო კრება ერთი საზოგადოებისა, რომლის მიზანი
არის, რომ მწერლებსა და განსაკუთრებით ჟურნალისტებს დაეხმაროს. კრებაზე ბევრი
გამოჩენილი მწერლები, მინისტრები და დეპუტატები დაესწრნენ. როგორც ყოველ კრებას
შეფერის ინგლისში, აქაც რამდენთამე პირთა სიტყვა წარმოსთქვეს; ორატორებმა
განმარტეს, ერთის მხრით, კერძოთ ამ საზოგადოების მოვალეობა და სარგებლობა და,
მეორეს მხრით, პერიოდული ლიტერატურის (გაზეთ-ჟურნალების) მნიშვნელობა.

ამ სიტყვებში განსაკუთრებით ერთი ორატორის სიტყვამ მიიქცია ჩვენი ყურადღება:


ავსტრიის ელჩმა ინგლისში, გრაფ ბეისტმა, სხვათა შორის, შემდეგი წინადადება
წარმოსთქვა: «ტყუილათ კი არ ამბობენ, რომ პერიოდული ლიტერატურა მეექვსე ნაწილი
არის დედა-მიწისაო, ახლანდელს დროში გაზეთი ისეთი ძალაა, რომელსაც ყოველი
სახელმწიფო ვალდებულია მუდამ დაეკითხოს, რომლის აზრი და ქადაგება მუდამ
მხედველობაში უნდა ქონდეს; ერთი სიტყვით, გაზეთი ახლა «სახელმწიფოში
სახელმწიფოს» შეადგენს.» ვინც ცოტათი მაინც იცნობს ევროპისა და ამერიკის
განათლებული ქვეყნების დრო-გამოშვებითს ლიტერატურას, ის, უეჭველია, ადვილად
დაეთანხმება გრაფ ბეისტის სიტყვებს. და თუ მართალია ის, რომ გაზეთი არის
გამომთქმელი საზოგადოების აზრებისა და ლტოლვილებისა, რად უნდა გაგიკვირდეთ,
რომ ის ნამდვილ «ძალას შეადგენს», რომ თვით «მმართველობა უნდა დაეკითხოს» და
ყური უგდოს იმას. სხვა არა იყოს რა, ამაში ის უბრალო გარემოებაც გვარწმუნებს, რომ

495
ევროპაში ყველა მმართებლობა ცდილობს, რაც შეიძლება მომეტებული მომხრე ყავდეს
ლიტერატურაში, ცდილობს, რაც შეიძლება კარგად მოიხსენიებდნენ გაზეთები ყოველ
იმის მოქმედებასა და განკარგულებას. ნეტარ-ხსენებული ნაპოლეონ მესამე ყოველ
წელიწადს რამდენსამე მილლიონს ხარჯავდა მხოლოდ სულმდაბალი გაზეთების
მოსასყიდველად, რომელთა მოვალეობა იყო, რომ იმის მმართველობა ექოთ.

მარტო თეორეტიული აზრების გავრცელებასა და სიტყვითს ქადაგებაში კი არა აქვთ


ევროპისა და ამერიკის გაზეთებს მნიშვნელობა. არა, უმთავრესი იმათი მნიშვნელობა
თვით საქმეშია, თვით პრაქტიკულ ცხოვრებაში და მთელი ხალხის ბედზე გავლენის
ქონვაში. გაზეთებისა და ლიტერატურის საშუალებით იქ თითქმის ყოველგვარი
პრაქტიკული საქმე რიგდება.

იმათი გამოწვევა და თანაგრძნობა საკმაოა, რომ მთელი კამპანიები შესდგეს და რომელსამე


საქმეს მიჰყონ ხელი. იმათი განკიცხვა საკმაოა, რომ კერძო პირმა ანუ დაწესებულებამ
ხელი აიღოს იმ საქმისაგან ან განზრახვისაგან, რომელიც, გაზეთების ჰაზრით,
საზოგადოებისათვის მავნებელია.

აბა, თუ იქ რომელიმე მმართველობა გაბედავს ისეთი რომელიმე სახელმწიფო ცვლილების


მოხდენას ანუ უბრალო კანონის გამოცემას, რომლის წინააღმდეგი გაზეთები არიან,
რომელსაც ყველა გაზეთები აძაგებენ და ჰკიცხავენ? თითქმის ყოველი კეთილი საქმე,
ყოველი რეფორმა მმართებლობისა, წარმატება საზოგადო ცხოვრებაში, თავისუფლების
გზაზე წინ-წასვლა და სხვა ყველაფერი, გაზეთებისა და ლიტერატურის შემწეობით,
რჩევითა და ხან მოთხოვნილებით იწყება და სისრულეში მოდის ხოლმე.

აი, ამისთანა ძალა აქვს ნაბეჭდ სიტყვას! და ეს ძალა იმიტომა აქვს სიტყვას, რომ ის არის
საქმის წინამორბედი: ჯერ ითქმება რამე, გავრცელდება ხალხში და მერე საქმითაც
შესრულდება. პირველად სიტყვა იყო ქრისტესი – და მერე ეს სიტყვა განხორციელდა:
დაფუძნდა დედა-მიწაზე იმის სწავლა.

496
ჯერ სიტყვით ქადაგობენ მწერალნი საფრანგეთის დიდ პრინციპებს; მერე სიტყვა საქმეთ
გადაიქცა და ახლაც იქცევა. პირველად სიტყვით ამბობდენ, რომ ყველა კაცები – ძმები და
თანასწორნი ვართო; მერე საქმეთ იქცა: ბატონ-ყმობა ჩვენშიაც კი მოისპო, და ახლა
დედამიწაზე უფრო თანასწორობა ფუძნდება.

ჯერ სიტყვით ამბობდენ და ამტკიცებდენ, რომ ქალიც ადამიანი არისო, რომ იმასაც ყველა
ის უფლება უნდა ჰქონდეს მინიჭებული, რაც კაცებსა აქვსო; ახლა ეს სწავლა ზოგან
შესრულდა და ზოგან მომავალში შესრულდება. აი, ამიტომ აქვს სიტყვას ასეთი საშინელი
ძალა; აი, ამიტომ აქვს გაზეთებსა და ლიტერატურას ასეთი მნიშვნელობა განათლებულს
ქვეყნებში! რა მოეთხოვება ჩვენს, ქართულს გაზეთსა და საზოგადოთ დრო-გამოშვებითს
ლიტერატურას? ეს ისეთი კითხვაა, რომელზედაც გულ-წრფელი და ჭეშმარიტი პასუხის
მიცემა ახლა ცოტა არ იყოს გაგვიჭირდება.

ამას კი ვიტყვით მხოლოდ, რომ ამ ჟამათ ჩვენს პერიოდულ ლიტერატურას ყველა ის არ


მოეთხოვება, რაც მოეთხოვება სხვა ქვეყნების პერიოდულ ლიტერატურასა. ეს ცხადია
ყველასათვის, ვინც ჩვენსა და იმათ მდგომარეობას და სხვა-და-სხვა გარემოებებს
შეადარებს ერთმანეთში. მაგრამ ისეთი პირები არიან ჩვენში, რომელნიც ამ
მდგომარეობასა და გარემოებებს თითქო სრულიათ არ აქცევენ ყურადღებას და, ყოვლის
მიუხედავათ, ესაყვედურებიან ჩვენს პერიოდულ ლიტერატურას, რომ იმის
ვალდებულება ესა და ეს იყო და არისო და სანახევროთაც ვერ შეასრულა და ვერ
ასრულებსო. «კრებულს», როგორც ჟურნალს, ესა და ეს უნდა მოეხდინაო, ესა და ეს უნდა
გაეკეთებინა, ესა და ეს აზრები უნდა დაემკვიდრებინა საზოგადოებაშიო.

«დროება» მოვალე იყო, ამა და ამ საგნებზე მოელაპარაკნა, ამა და ამ კითხვაში ასე უნდა
მოქცეულიყოო, ამა და ამ დროს ასე უნდა სჯიდეს, ასე უნდა იქცეოდესო! პროგრამის
დაწერა, დარიგება და ცარიელი სიტყვით თქმა – ძალიან ადვილია... ძალიან ადვილია
ვისიმე გამტყუნება და განკიცხვა – რატომ ასე მოიქცა და არა ისეო; მაგრამ ერთი თქვენც
სცადეთ, ჩადექით იმ კანში, რომელშიაც პერიოდულ ლიტერატურის მოთავენი არიან, და
მაშინ ვნახავთ, – აბა, რას იტყვით; მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ:

497
რამდენათაც შესაძლებელი და ადვილია თქვენი თეორეტიული პროგრამითა და რჩევით
მოქმედება და საქმის წაყვანა.

როცა ამ საგანზე დავიწყებთ სჯას, არასოდეს არ გვავიწყდება, რომ ჯერჯერობით ჩვენს


პერიოდულ ლიტერატურას და საზოგადოთ მთელ მწიგნობრობას თითქმის სრულიათ არ
მიუწევია პირდა-პირ ნამდვილ ხალხამდინ; ხალხმა, ქართველმა სოფლის გლეხმა ჯერ
კითხვაც არ იცის; ის არ იცნობს ჩვენს ლიტერატურას; ისეთს მდგომარეობაშია
ჩავარდნილი, რომ იმას არც ეწიგნება და არც ეგაზეთება.

ყველაფერი, რაც დღემდი ქართულს ენაზედ გამოსულა და გამოდის, იბეჭდება იმ ერთი


მუჭა თავად-აზნაურობისათვის, რომელიც ჩვენს მკითხველს საზოგადოებას შეადგენს.

თუმცა, «ცისკარს» გარდა, ვერც ერთ ქართულს ჟურნალსა და გაზეთს ვერ შესწამებენ, რომ
ამ მიზეზის გამო, ჟურნალ-გაზეთებს ოდესმე ჩვენი თავადაზნაურობისათვის საკმეველი
ეკმიოსთ; მაგრამ უეჭველია, რომ ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული
ლიტერატურის მიმართულებაზე. როგორც ეს თავად-აზნაურობა, ეს ესრეთ-წოდებული
მოწინავე ნაწილი საზოგადოებისა, აგრეთვე მთელი ქართველობა ამჟამათ ისეთს
მდგომარეობაშია, რომ თითქო იმას ავიწყდება ყოველივე მშობლიური: ავიწყდება
სამშობლო ისტორია, ძველი ქართველების მხნე და ხან-და-ხან დიდებული ცხოვრებაც,
ავიწყდება სამშობლო ენა, ყოველივე ნაციონალური თვისება და ხასიათები; ავიწყდება და
თითქო გულ-ხელ დაკრეფილი ღვთის განგებას და თავის ბედის წერას მიენდო;
უძნელდება აწმყო ცხოვრება, ეზარება წარმოდგენა მომავალი ბედისა და ცხოვრებისა.

ისტორიულ ცხოვრებას თითქმის სრულიათ განცალკევებულ ხალხათ გაუხდია ქართველი


ხალხი; რუსეთის გარდა, არც ერთის განათლებულის ხალხის წარმატებასა,
წინამსვლელობას არა ჰხედავს, რომ იმათ მაგალითს მიბაძოს, რომ იმათი მაგალითებითა
და შეძინებით ისარგებლოს. თითქოს მიძინებას, ჩინეთსავით ერთ წერტილზე გაყინვას
აპირებსო. ამისთანა დროში, ამისთანა გარემოებაში ქართულს ლიტერატურას
(ჟურნალისტიკას–რედ.) ერთი მოვალეობა აქვს: თვალი გამოაჭყეტინოს ხალხს; წარსული

498
ისტორიული ცხოვრების მოგონებითა და განათლებული ხალხების გაცნობით
გამოაღვიძოს, გააგებინოს, რომ ერთს წერტილზე გაჩერება დამღუპველია ხალხისათვის,
რომ ვისაც სიცოცხლე, კაცური სიცოცხლე სურს ამ დედა-მიწაზე, ის ყველაზე პირველათ
ხელს უნდა ანძრევდეს, თავის თავს უნდა იცნობდეს, თავის სამშობლო ენას არ უნდა
ივიწყებდეს.

ყველაზე უფრო საშიში ის არის, როცა ხალხი თავის ქვეყნის საქმეებს და სამშობლო ენას
გულ-გრილათ დაუწყებს ცქერას. და ეს ბედი მოელის ქართველ ხალხს...

თუ ამ დროის ქართულმა ლიტერატურამ (ჟურნალისტიკამ–რედ.) იმდენი ძალა და


გამჭრიახობა გამოიჩინა, რომ ამ გზას ააცილა ქართველობა, თუ ცოტათი მაინც შეაყვარა
ქართველს ენა, ქართველების სამშობლო და რამდენიმე ისეთი აზრი დასთესა
საზოგადოებაში, რომელიც ქართველს თვალებს გამოაჭყეტინებს და წარმატებასა და
უკეთესი მომავლის სურვილს აღუძრავს, – ამის მეტს, ახლანდელ მდგომარეობაში,
ქართულ ლიტერატურას (ჟურნალისტიკას–რედ.)ნურას მოსთხოვთ: ესეც დიდი
დამსახურება იქნება.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1875 წ., №95-96, ს. მესხის ხელმოწერით.

ორთავეს

ანგელოზები არ ცხოვრობენ ჯერ ამ ჩვენ ცოდვილ დედა-მიწაზედ, რომ ყველაფერი


წყნარად, შეუშფოთებლად და თანხმობით მიდიოდეს; ყოველ კაცს, რომელიც კი
მოქმედებს, რომელსაც გულში რაიმე გრძნობა აქვს და თავში ჰაზრი, ყოველ კაცს,
რომელშიც, ერთის სიტყვით, ცოცხალია და ცხოვრობს, უეჭველია, ბევრი მოწინააღმდეგე
ჰყავს, ბევრი ისეთი პირები, რომელნიც ამ კაცის არც საქმეს თანაუგრძნობენ, არც
გრძნობასა და არც ჰაზრებს. გაზეთს ამისთანა მოწინააღმდეგენი, ამისთანა პირები,

499
რომელნიც ამის ჰაზრებს არ ეთანხმებიან, რასაკვირველია, კიდევ უფრო მომეტებული
უნდა ჰყავდეს, იმიტომ, რომ კერძო კაცმა შეიძლება თავისი ჰაზრი და მოქმედება არ
გამოააშკარავოს საზოგადოთ და ამის გამო იმას არც მოწინააღმდეგენი, უთანხმო პირნი
გამოუჩნდება და გაზეთის ყოველი სიტყვა, ყოველი ნაბიჯი კი აშკარაა, საქვეყნოდ
გამოცხადებულია. გაზეთი, რომელსაც მოწინააღმდეგე არა ჰყავს, რომელიც არავის არ
სძულს, რომლის ჰაზრებსა და მიმართულებას ყველა ეთანხმება, ის გაზეთი ან მკვდარ
საზოგადოებაში უნდა გამოდიოდეს და ან თვითონ უნდა იყოს მკვდარი.

რა კაცია ის კაცი, რომელიც ყველას მოსწონს? რომლისაც ყველა კმაყოფილია? რა გაზეთია


ის გაზეთი, რომელსაც მოწინააღმდეგე არა ჰყავს? რა გაზეთია ის გაზეთი, რომლის
ჰაზრები და მიმართულება ყველას მოსწონს, დიდსა და პატარას, გლეხსა და ბატონს, ერის-
კაცსა და ბერს?

მადლობა ღმერთს, ამ მხრით ჩვენს გაზეთს უკმაყოფილების გამოცხადება არშეუძლია,


რადგან მეგობრები, თანამოაზრენი და თანამგრძნობნი თუ ჰყავს, მომეტებული თუ არა,
ერთი იმდენი მაინც მტერიც ჰყავს და უკმაყოფილონი. მაგრამ უბედურება ეს არის, რომ ეს
უკმაყოფილება და სამდურავი ჩვენს გაზეთზე აშკარად არ ცხადდება: ჩურჩულით,
საიდუმლოდ, თავის გულში ამბობენ, რომ გაზეთის ესა და ეს ჰაზრი, მოქმედება ან
მიმართულება არ მოგვწონსო. ათს წელიწადზე მეტია, რაც «დროება» გამოდის და ამ
დროის განმავლობაშიმხოლოდ ერთი «მნათობი» იყო, რომელიც აშკარად და ერთობ
ფიცხლად აცხადებდა თავის უკმაყოფილებას «დროებაზე». მაგრამ ეს უკმაყოფილება
ისეთი წვრიმალი, ისეთი პირადი, ისეთი უშნო და ხანდახან ისეთი საძაგელი იყო, რომ
გონივრული უკმაყოფილების, კრიტიკისა და საქმის ცოდნის ნატამალიც არ აჩნდა; ეს
უფრო იმ გაბრაზებულ დედაკაცის გულის მოყვანას და ჯავრს გავდა, რომელიც თავის
მეზობელს ლანძღავს და თათხავს მხოლოთ იმისთვის, რომ რატომ იმას აცვია ახალი კაბა
და მე კი არაო.

როცა უფ. მაჭახელაძემ კრძალვით განაცხადა სურვილი «დროებაზე» მოლაპარაკებისა,


ჩვენ დიდის სიამოვნებით იმ წამსვე დავეთანხმეთ, იმიტომ რომ ვიცოდით, იმას

500
არავითარი პირადი ანგარიშები არ აქვს არც «დროებასთან» და არც ამ გაზეთის «სულის
ჩამდგმელებთან»; იმიტომ კიდევ დავეთანხმეთ, რომ ვფიქრობდით: ეს ახალგაზდა
მწერალია, ცოცხალი, ცხოვრებისაგან ჯერ გაურყვნელი ტვინი და ჰაზრები აქვს, შეიძლება
ისეთი რამე გვითხრას, რომელიც გაზეთისთვის გამოსადეგი იქნება, შეიძლება ისეთი რამ
ნაკლულევანება შენიშნოს გაზეთის მიმართულებას, რომლის გასწორება სარგებლობას
მოგვიტანს ჩვენ, – გაზეთის მოღვაწეებსაცა და თვით ჩვენს მკითხველებსაც. ვფიქრობდით:
დეე, გამოთქვას რაც სურს და როგორც სურს; თუ კარგათ, გონიერი რაიმე სთქვა, ხო კარგი,
ხო გამოგვადგება, და თუ არა, ჩვენ ამით მაინც არა დაგვაკლდება რა, რადგან უმართლო
შეწამებას, შეუსაბამო დარიგებასა და განკიცხვას ჩვენ აინუშიაც არ ჩავაგდებთ, რადგან
ამის პასუხის გაცემა და გაქარწყლება ადვილია მეთქი.

ჩვენ მივიღეთ დაპირებული სტატია («დროებაში» დროებასვე»). მივიღეთ, წავიკითხეთ,


მაგრამ, საუბედუროთ, რასაც მოველოდით, ვერ ვიპოვეთ. ნაცვლად გაზეთზედ
მოლაპარაკებისა, ნაცვლად იმ «ბევრი ნაკლულევანების» ჩვენებისა, რომელსაც ასე მხნედ
დაგვპირდა უ. მაჭახელაძე, ნაცვლად სხვა-და-სხვა შემცდარი ჰაზრების მხილებისა და
ჩვენი მიმართულების გასწორებისა, – ნაცვლად ყველა ამისა, ჩვენ წავიკითხეთ დიდი,
გრძელი, უშველებელი სტატია უფ. ნიკოლაძეზე და იმის დიქტატორულ
პუბლიცისტობაზე, ანუ პუბლიცისტიკურ დიქტატორობაზე.

საზოგადოთ «დროებაზე» და იმის მიმართულებაზე მხოლოთ ორიოდე სიტყვაა, ორიოდე


ცარიელი სიტყვა, რომელიც არც ფაქტებით და არც მაგალითებით არ არის
დამტკიცებული, რომელშიაც ახალი, ორიგინალური არა არის რა, რომელიც ასე ხშირად
გვესმოდა ჩვენ უფ. ან. ფურცელაძის მოგვარე კაცებისაგან და საზოგადოთ ისეთ
პირებისაგან, რომელთათვისაც «დროებას» ცხვირში ძმარი უდენია და ფრთები მოუკვეცია.

ეს უფ. მაჭახელაძის ცარიელი სიტყვა მდგომარეობს იმაში, რომ «დროების» მოღვაწენი


«მტერს არ ერიდებიან, მასთან ბრძოლისთვის მუდამ მზათ არიან... ყველაფერს შესწირავენ
საქართველოს, ოღონდ მან კი ითხოვოს. მაგრამ ვაი, რომ ამაებს მარტო «დროების» პწკრები
(სტრიქონები) მეუბნებიან... მის მწერლების მოქმედებას რომ დავაკვირდი, ცოტა უფრო

501
ახლოს რომ შევხედე, მაშინ კი წინააღმდეგობა ვსცანი... რაც შეეხება მათის საყვარელ
მამულის სიკეთეს. ამისთვის იგინი მაშინ ცდილობენ და შრომობენ, როცა გუნებაზე არიან,
როცა ქეიფი ამის ნებას აძლევთ მათ. ამის შედეგი უნაყოფიერებაა საზოგადო საქმეში...

სწორეთ ეს არის «დროების» ვითარება: წაღმართი სიტყვა და უკუღმართი მოქმედება,


სჯობს ვსთქვა: გზა-დაბნეული მოქმედება». ყველაზე პირველად ეს ამიხსენით:
«დროებაზე» გაზეთზე ლაპარაკობთ, თუ იმ პირებზე, რომელნიც «დროებაში» სწერენ? თუ
გაზეთზე ლაპარაკობთ, მაშინ ხო მოქმედებაზე სჯა უალაგოა; გაზეთს მიმართულებას,
ჰაზრს, მსჯელობას მოსთხოვენ და მხოლოთ ათასში ერთხელ საქმეს, მოქმედებას. მაშ, რა
ჰაზრი აქვს თქვენს სიტყვებს, რომ «დროებას» აქვს «წაღმართი სიტყვა და უკუღმართი
მოქმედებაო».

თუ პირებზე ლაპარაკობთ, რატომ უფრო აშკარად, უფრო დალაგებით არ ამბობთ? ან განა


«დროების» მოქმედება და ჰაზრი მარტო უფ. ნიკოლაძის ჰაზრსა და მოქმედებაში
გამოიხატება? განა შესაძლებელია, რომ გაზეთი ერთს კაცში, ისიც გარეშე კაცში და არა
რედაქციის წევრში, გაახორციელოს ადამიანმა?!

«დროების» მოღვაწეობის «უნაყოფიერობაზედ» ამბობთ. პირებზე, თუნდაც ესპირები


«დროების» მოღვაწენი იყვნენ, აქ ლაპარაკს არ ჩამოვაგდებთ. რაიც შეეხება თვითონ
გაზეთს, იმედია, ამ «უნაყოფიერობაზედ» ლაპარაკს არ იკადრებთ: თუ თქვენ გახსოვთ, რა
იყო ამ ათი წლის წინათ ჩვენი საზოგადოება, თუ, ერთის მხრით, ამ საზოგადოების
ცხოვრებისათვის და მეორე მხრით, «დროებისათვის» გიდევნებიათ თვალ-ყური, მაშინ,
უეჭველია, დაგვეთანხმებით, რომ «დროების» ამ ათის წლის სიცოცხლესა და სიტყვას
უნაყოფოდ არ ჩაუვლია. სხვა არა იყოს რა, ამ დამპალ ცხოვრებას, ამ მიძინებულ
საზოგადოებას ხანდიხან მაინც ჩაჰყვირებდა ხოლმე ყურში ისეთს რამეებს, რომელიც
თითქო აფხიზლებდა, მოსვენებას არ აძლევდა, ტვინს უღვიძებდა მას. სხვა არა იყოს რა,
ქართულ სიტყვას, ქართულ მჯელობას მაინც აგონებდა; ცუდათ თუ ავათ, ყველა იმისთანა
მოვლენაზე ლაპარაკობდა, რომელზედაც თვითონ საზოგადოებაც სჯიდა და
ლაპარაკობდა.

502
უნაყოფიერებააო! ჰაზრის გავრცელება ხორბალი ხომ არ გგონიათ, უფ. მაჭახელაძე, რომ
დასთესოთ და მერე გამომცხვარი პური სჭამოთ! თვალ-ყურის დევნა, მახვილი
დამკვირვებელი გონება არის საჭირო, ვისაც ჰსურს შეიტყოს, თუ რომელიმე მქადაგებელ
გაზეთმა ან პირმა რა ზნეობითი სწავლა გაავრცელა, ან რა ნაყოფი მოიტანა
საზოგადოებაში.

ეს ორიოდე სიტყვა მე საკმაოთ მიმაჩნია იმ ორიოდე სიტყვის პასუხად, რომელიც უფ.


მაჭახელაძემ მოიყვანა საზოგადოთ «დროების» წინააღმდეგ.

დანარჩენი სტატია მთლად უფ. ნიკოლაძეს შეეხება, რომლის პასუხი მკითხველს


წინანდელს ორს ნომერში ექნება წაკითხელი. მინდოდა მეთქვა კიდევ რამდენიმე სიტყვა
უფ. მაჭახელაძის იმ სტატიის ალაგზე, საცა ის ჩვენს ახალგაზდობას ურჩევს, რომ «არც
ერთის და არც მეორის პარტიაში არ უნდა შევიდეს კაციო; მხოლოდ როდესაც რომელიმე
პარტია ერთს რასმეს ქვეყნის სასარგებლო საგანს მოჰკიდებს ხელს, კაცმა მაშინ უნდა
მოეხმაროს მას, მაშინ უნდა გაუწიოს უღელიო».

მინდოდა მეთქვა, თუ რამდენათ მავნებელი, უაზრო და – მომიტევეთ მაგარი სიტყვა, –


საძაგელია ამისთანა თეორიის გავრცელება ჩვენს საზოგადოებაში; თუ რამდენი თავ-
მოყვარეობა, ეგოიზმი და კერძო სარგებლობის სდევნა და სიმხთალე იხატება ამ სწავლაში,
მაგრამ, რადგან უფ. ნიკოლაძემ დამასწრო და იმის ნათქვამზე მე მაინცა და მაინც
დასამატებელი ბევრი არა მაქვს რა, არას ვამბობ, არას ვამბობ, სხვათა შორის, იმიტომაც,
რომ სხვა უფრო საინტერესო და მძიმე რამეებზედ მაქვს კიდევ ბევრი რამ სათქმელი. ჩემი
შემდეგი სიტყვა უფ. ნიკოლაძეს ეკუთვნის და იმ ჰაზრების შესახებ იქნება, რომელიც ამან
უფ. მაჭახელაძის პასუხში გამოსთქვა. საგანი ერთობ საინტერესოა და, იმედი მაქვს,
მკითხველი არ დაგვემდურება, თუ ამაზე ჩვეულებრივზე უფრო მომეტებულს
ვილაპარაკებთ. თავის პასუხში უფ. ნიკოლაძემ ორი ისეთი ჰაზრი წარმოსთქვა, რომელსაც
ჩვენ ვერ დავეთანხმებით და რომლის გავრცელება ამ ჟამად ჩვენს საზოგადოებაში
მავნებლად და უადგილოდ მიგვაჩნია.

503
და, აი, დღეს, ამ ორ საგანზე გვინდა უფრო დაწვრილებით მოვილაპარაკოთ. პირველი ამ
მავნებელ ჰაზრთაგანი ის არის, რომ, სადაც კი უნდა შრომობდეს და ცხოვრობდეს
ქართველი კაცი, სულ ერთი არისო. «სადაც უნდა იცხოვროს ან იმოქმედოს მამულის
მოყვარე პირმა, ჩემის ჰაზრით, ყველგან სასარგებლო იქნება თავის ქვეყნისათვის, თუ კი,
სურვილს გარდა, იმისთვის ბუნებას ნიჭი, ცოდნა და ძალა მიუნიჭებია. რითიმე, როგორმე
ყოველგან მოუტანს ის ხეირს თავის ქვეყანას, აქ იყოს, გინდა სტამბოლს, გინდა
მადრიდს...»

რამდენჯერმე გამოუთქვამს «დროებას» თავის ჰაზრი ამ საგნის შესახებ და ეს ჰაზრი,


როგორც თვითონ უფ. ნიკოლაძე ამბობს, იმის ჰაზრს არ ეთანხმება. «დროების» ჰაზრი ეს
არის: ყოველი კაცი, რომელსაც კი გონივრულად ესმის თავის მოვალეობა სამშობლო
ქვეყნისადმი, ვალდებულია, ამ სამშობლო ქვეყანაში იშრომოს, ამას მოუტანოს ის
სარგებლობა, რაც კი შეუძლიან იმ ნიჭით და იმ ძალით, რაც იმისთვის ბუნებას მიუცია;
ვალდებულია იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ შეჰქმნა ის, ამ ხალხმა გახადა ის კაცად, ამან მისცა
იმას მოქმედების და ცხოვრების ძალა, და თუ რამე შეუძლიან, თუ როგორმე მოახერხებს,
თავის ვალი უნდა დაუბრუნოს.

დიახ, ქვეყანა, ხალხი ყოველი თავის განცალკევებული წევრის კრედიტორია და ის, ვინც
თავის ვალს არ უხდის იმას, ვინც თავის გონებას, თავის ნიჭს და თავის ცხოვრებას იმის
სასარგებლოდ არ ხმარობს, ამისთანა წევრი უუპირველესს კაცობრიულ მოვალეობას ვერ
აასრულებს. ახლა მეორე მხარე ამავე საბუთისა: სად უფრო მომეტებული სარგებლობის
მოტანა შემიძლია, ვსთქვათ, მე, ქართველ კაცს: აქ, საქართველოში, სადაც
დავბადებულვარ, სადაც ავღზრდილვარ, საქართველოში, რომლის ხალხის ხასიათი,
ბუნება, ჩვეულება, ცოტათი არის თუ ბევრათ, გამიცვნია, მინახავს, შემისწავლია, –
ვკითხულობ, აქ ამ ჩემს ქვეყანაში უფრო მომეტებული სარგებლობის მოტანა შემიძლიან,
თუ მადრიდში, თუ ჩინეთში, რომლის ხალხსა და ბუნებას მე მხოლოდ წიგნებით ვიცნობ,
რომელშიაც, მაშასადამე, მე სრულიად ვერ მოვთავსდები, რომლის ხასიათსა და ბუნებას
ჩემი ხასიათი და ბუნება, ჩემი ჰაზრები, ჩემი მოქმედება სრულებით ვერ

504
მოუთავსდებიან?... თქვენ თვითონვე ამბობთ ამას, უფ. ნიკოლაძევ: «მართალია, ჩვენი
ქვეყნისათვის ის უფრო ემჯობინება, რომ მისი ჩინებულათ ნასწავლი და
დახელოვნებულნი შვილები აქვე შრომობდნენ, დანარჩენ მის შვილებს პირ-და პირ
ეხმარებოდნენ, მაგრამ ესეც არ იყოს, მე ოცდაათს შინაურს უმეცარს ერთი გასული
ნასწავლი მირჩევნია. სხვა რომ არა იყოს რა, ჩვენებური კაცი, რუსეთში პროფესორათ
გამხდარი, ერთს ჩვენებურს სტუდენტს ხელს მაინც გაუწყობს, ერთ ჩვენს ყმაწვილს მაინც
დაიფარავს და შემწეობას მისცემს თავის გავლენით.» პირველი ნახევარი უფ. ნიკოლაძის
წინადადებისა სრულებით ეთანხმება ჩვენს ჰაზრს; მართლაც, ჩვენ გონება-გახსნილ,
მომქმედ და საზოგადო სარგებლობის გამგე პირებზე ვამბობთ და არა ისეთებზე,
რომელნიც უსაქმურად დაეხეტებიან ქალაქებში, გინდ სოფლებში და ცოდვილ დედა-
მიწას ამძიმებენ და ცუდათ პურს სჭამენ. ამისთასნა პირები, სადაც უნდა ცხოვრობდენ,
სულ ერთია, ყველგან მავნებელნი არიან, და რაც უფრო ცოტა იქნებიან ჩვენში,
რასაკვირველია, მით უფრო გასახარელი და სასიამოვნოა.

მაგრამ მაგალითი რომ მოგყავთ, ყოველი მაგალითი ერთგვარ პირებს თხოულობს:


პროფესორი რუსეთში დააყენეთ, უმეცარი, ბაიყუში ჩვენში, და ერთმანეთს ადარებთ? ამას
შედარება არ ჰქვიან. შედარება ის იქნება, როცათქვენ მეტყვით, თუ იგივე პროფესორი ან
რომელიმე სხვა «ნასწავლი და დახელოვნებული» კაცი ჯერ რუსეთში ან სხვაგან, სადმე
სცხოვრობს და მერე კი ჩვენში, იმის სამშობლო ქვეყანაში, როგორ გგონიათ, სად უფრო
სარგებლობას მოიტანს ეს კაცი?

«სხვა არა იყოს რაო, იქ ერთს სტუდენტს მაინც ხელს გაუწყობსო!» საქმეც ისაა, რომ, «იქ»
შეიძლება მხოლოთ ის სარგებლიობა მოიტანოს, რომ ერთს ჩვენებურ მოსწავლეს გაუწყოს
ხელი და ჩვენში კი ამავე სწავლულს, მთელი ქვეყნის სასარგებლო საქმის წაყვანა თუ არა,
ათი და ასი ახალგაზრდის სწორი წინ-წამწევი გზის ჩვენება მაინც შეუძლიან.

უფ. მაჭახელაძის საბუთი ამ შემთხვევაში ურიგო საბუთი როდია: იქ, სხვა ქვეყნებში ჩვენ
ჩვენის სწავლითა და მოხერხებით ვერას გავაკეთებთ, რადგან ჩვენისთანა და უფრო

505
მომეტებული სწავლულიცა და დახელოვნებულნიც ათასობით არიან და ჩვენში კი თითო-
ოროლობით ითვლება. ეს პირველი.

მეორე შემცდარი ჰაზრი უფ.ნიკოლაძისა მდგომარეობს იმაში, რომ სულ ერთია, რა


ენაზედაც უნდა სწეროს ქართველმა, ყოველ ენაზედ შეუძლიან იმას თავის ქვეყნის
სარგებლობის მოტანაო. ამის დასამტკიცებლად იმას შემდეგი მსჯელობა მოჰყავს:

«ჩვენი ქვეყნის ბედი რუსეთთან არის შეერთებული... ნუთუ სასარგებლოა ჩვენი


ქვეყნისათვის, რომ რუსეთმა არ იცოდეს ჩვენი მდგომარეობა? ნუთუ საჭირო არ არის, რომ
ღირსეული ჰაზრი ჩვენზე შეიდგინონ არა თუ მარტო რუსეთმა, არამედ მთელმა
ევროპამაც? მაშასადამე, ნუთუ საჭირო არ არის, რომ ქართველები სწერდნენ რუსულ და
ევროპიულ ენებზე, აგებინებდნენ რუსეთს და ევროპას ჩვენს ხასიათს, ჩვენს
მდგომარეობას, მიმართულებას, სურვილს, ლხინსა და დარდს? ... ეს უკანასკნელი შრომა
(ე.ი. უცხო ენებზედ წერა) ყველასთვის, ვისაც კი ცოტაოდნათ ესმის პოლიტიკური
ცხოვრებ ის მოთხოვნილებები, თითქმის იმდენათვე აუცილებელი და საჭიროა, როგორც
პირველი» (ე.ი. ქართულს ენაზე წერა). ცხადია, რომ, თუ «დროებას» ლოღიკა აქვს, აქაც
იმავე საზოგადო მსჯელობით უნდა ხელმძღვანელობდეს, როგორც ზევით მოყვანილს
შემთხვევაში. ქართველი ყველაზე პირველად ქართულად წერის მოვალეა, ისე, როგორც
ფრანგი ფრანგულათ წერისა, რუსი რუსულათ, ინგლისელი ინგლისურათ და სხვ.

ეს მოვალეობა წარმომდინარეობს იქიდამ, რომ, ვისაც უნდა თავის ქვეყანას რაიმე


ჩააგონოს, თავის ხალხს რამე ასწავლოს, თავის მოძმეებს რომელიმე კეთილი და
სასარგებლო ჰაზრი აცნობოს და გონება გაუხსნას, უეჭველია, იმ ენაზე უნდა აუხსნას,
ელაპარაკოს, უქადაგოს, რა ენაც იმისთვის უფრო გასაგებია, უფრო მისახვდომი.

მაგრამ «დროება», მეორეს მხრით, არასოდეს არ ყოფილა იმ ვიწრო ჰაზრის მიმდევარი და


თაყვანის მცემელი, რომ ჩვენი ქვეყანა «ჩინეთის კედლით» შემოვზღუდოთ, ნურავის ნუ
ვაცნობებთ ჩვენის ქვეყნის, ხალხის ხასიათს, ჩვეულებას, საჭიროებასა და სხვ. ჩვენ
ყველაზე პირველათ დაუმადლებთ და ტაშს დაუკრავთ იმ პირს, ქართველი იქნება ეს

506
პირი, თუ გერმანელი, თუ ჰოტენტოტელი, რომელიც ამ ჩვენს ქვეყანას და იმის ხალხის
ლხინსა და დარდს, საჭიროებას მთელს დედა-მიწაზედ მოფენს. ამით, თუ არ სარგებლობა,
უეჭველია, ვნება არა იქნება რა.

მაგრამ «დროება» ამასთანავე ერთს რასმე ჰფიქრობს და იმას ჰგონია, რომ ეს იმის ფიქრი
ყველასთვის ყურადღების ღირსია. «დროება» ჰფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ჟამად
განსხვავებულ გარემოებებშია, რომ ეს მდგომარეობა მოითხოვს, და მოითხოვს
აუცილებლათ, რომ ყველა მისი შვილები, განსაკუთრებით ყველა გონება-გახსნილი და
ნასწავლი შვილები მეცადინეობდნენ, მალე გადააბიჯონ ამ მდგომარეობას. აი, რაშია საქმე:
გაიხედ-გამოიხედეთ თქვენს გარშემო, უფ. ნიკოლაძე, როგორ მდგომარეობაშია ჩვენი
ქვეყანა? რა გვარი თანამედროვე საზოგადოება გარს გვახვევია ჩვენ? განსაკუთრებით
გთხოვთ, დააკვირდეთ ახლანდელ ახალგაზდობას. რა შედეგი გამოგყავთ თქვენ ამ
დაკვირვებისაგან? როგორ გეჩვენათ ეს ქვეყანა? როგორ მოგწონთ ეს თაობა? როგორი
მიმართულება აქვს ჩვენს ახალგაზდობას – ჩვენი ქვეყნის მომავალ იმედსა და დედა-ბოძს?
განა ყველგან არ ჰხედავთ, რომ ქართველთ ქვეყანას ჩვენისავე წყალობით ქართული
ქვეყნის ხასიათი ეკარგება? განა ყოველ ნაბიჯზე არ შეგინიშნავთ ხოლმე, რომ ქართველი
კაცი ქართველი კაცი აღარ არის? განა ვერ ამჩნევთ, რომ ჩვენი ახალი თაობანი თანდა-თან
ჰკარგავენ თავის ნაციონალურ ხასიათსა, თავის განსხვავებულ ფერსა და შეხედულებას?
ნუთუ ვერ ატყობთ, რომ ჩვენის უმეცრებით და დაუდევნელობით რაღაც უცხო, შერეული
ტომი ვხდებით, რომ ჩვენი განსაკუთრებული თვისებანი თან-და-თან გვიძვრება ხელიდამ
და მათ ნაცვლათ სხვას, გარეშეს, ჩვენთვის უცხო თვისებებსა, ხასიათს, ჩვეულებას და
ყველაფერს ვითვისებთ?

თუ ყველა ამას ხედავთ, მაშინ თქვენ უნდა დაგვეთანხმოთ, რომ ამისთანა დროში
მამულის ნამდვილ შვილებს, გონიერ მოწინავეთ საზოგადოებისა ცოტათი უფრო სხვა,
უფრო მძიმე მოვალეობა აწევთ, ვიდრე მაშინ, როცა ხალხის ცხოვრება რიგიანის,
ჯეროვანის მსვლელობითა და გზით მიდის. «დროება» ჰფიქრობს, რომ ამისთანა დროს
განსაკუთრებით საჭიროა, რომ ყოველი ქართველი ქართველობის დარაჯათ იდგეს, რომ

507
იცავდეს ყოველ, მცირეც არის, ქართველობის თვისებასა და განსხვავებას, თუ ესენი
საზოგადოების მავნებელნი არ არიან; ის ფიქრობს, რომ ეხლა საჭიროა, ქართველმა
ქართველზედვე იზედმოქმედოს, გავლენა იქონიოს, გამოაღვიძოს, თვალები
გამოაჭყეტინოს, დაანახვოს მრუდი გზა, რომელსაც ის უფსკრულში, გაქარწყლებისაკენ
მიჰყავს და ეცადოს უფრო სწორს გზაზე დაყენება, უფრო მოსახდენ საშუალებათა მოძებნა
და დახმარება ამ გზისათვის; ის ჰფიქრობს, რომ ამისთანა დროში ცოტათი უფრო
გარდამეტებული მამულის სიყვარულიც უალაგო არ არის...

კარგათ იცით, რომ ყველა ჩვენი ნასწავლი ყმაწვილები უცხო ენაზე უკეთ სწერენ, უკეთ
გამოსთქმენ თავიანთ ჰაზრს, ვიდრე სამშობლო ენაზედ, რადგანბავშობიდანვე სწავლა და
განათლება უცხო ენებზე მიუღიათ. თქვენ რომ ის ჰაზრი დაამტკიცოთ, რომ ყველა ენაზე
შეიძლება თავის ქვეყანას სარგებლობა მოუტანოს მამულიშვილმაო, ეს ჰაზრი რომ
დამკვიდრდეს, ჭეშმარიტებად შეიქნეს ჩვენში, იცით, რა მოსდევს ამას? ის, რომ ყველა,
ვისაც კი ცოტაოდნათ რუსულს ან, ვთქვათ, ფრანგულს ენაზე წერა შეუძლია, მოჰყვებადა
დაიწყებს ამ ენაზე ჯღაბნას. მოჰყვება იმიტომ, რომ უფრო სწავლულათ, უფრო მცოდნე
კაცათ გამოიჩინოს თავი; ამასობაში სამშობლო ქვეყნის გაცნობა, რასაკვირველია,
მივიწყებული და განზე გადაგდებული შეიქნება... ერთი მიჩვენეთ, უფ. ნიკოლაძე, ის
ქართველი, რომელსაც უცხო ენაზე ეწეროს და ამით მაინცა-და-მაინც შესამჩნეველი
სარგებლობა მოეტანოს ჩვენის ქვეყნისათვის! მიჩვენეთ და ამასთანავე ისიც დამიმტკიცეთ,
რომ ეს კაცი უფრო ნაკლებ სარგებლობას მოუტანდა თავის ქვეყანას, თუ რომ მარტო
სამშობლო ენაზედ ეწერა. არა მგონია, რომ ამისთანა ქართველი მიჩვენოთ და ეს
დამიმტკიცოთ. თქვენ, უფ. ნიკოლაძე, ხო ნიჭიერი მწერალი ხართ და ამასთანავე ხო
სხვებზე უკეთაც გესმით ის სარგებლობა, რომელიც, თქვენის ჰაზრით, ქართველს
შეუძლია რუსულს და ევროპიულს ენებზე წერით; მაგრამ ნუ გეწყინებათ და ჩვენი ჰაზრი
ეს არის, რომ თქვენს რუსულს და ფრანგულ ნაწერებში თქვენი ქართული ნაწერის
მეოთხედსაც არ გავცვლი იმიტომ, რომ ქართული წერით თქვენ ათი იმდენი სარგებლობა
მოუტანეთ ჩვენს ქვეყანას, რამდენიც უცხო ენებზე წერით, თუმცა უცხო ენებზე, მგონი,
უფრო მომეტებულიც გიწერიათ, ვიდრე სამშობლოზე...

508
ერთს ალაგას თავის სტატიაში უფ. ნიკოლაძეს შემდეგი სიტყვები აქვს მოყვანილი: «მე
დიდი იმედი არა მაქვს ჩვენი მამულის მომავალისა; მაგრამ ის კი მტკიცეთ მრწამს, რომ
ჩვენი მდგომარეობა ჩვენმა ახალგაზდობის მტკიცე, შეერთებულმა შრომამ უნდა
გააუმჯობესოსო». თუნდაც რომ მართალი და ნამდვილი იყოს უფ. ნიკოლაძის სიტყვა,
რომ იმას ჩვენი ქვეყნის იმედი არა აქვს, ეს მწარე სიტყვა მაინც არ უნდა ეთქვა. არ უნდა
ეთქვა განსაკუთრებით უფ. ნიკოლაძეს, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაში სამართლიანი
რწმუნება და სახელი დაუმსახურებია. არ უნდა ეთქვა განსაკუთრებით იმიტომ, რომ
გულს მოუკლავს კაცს ამგვარი იმედ-გადაწყვეტილი და სასოწარკვეთილი ჰაზრის
გაგონება...

მართალია, ბევრი უნუგეშო მოვლენაა ჩვენს აწინდელ ცხოვრებაში, ბევრი ისეთი ნიშნებია,
რომელსაც ხეირიანი ბოლო არ ექნება, მაგრამ ეს საძაგელი და უნუგეშო მოვლენანი უფრო
უნდა გვამხნევებდნენ ჩვენ იმათ წინააღმდეგ ბრძოლისათვის, უფრო მაგარ სულს უნდა
გვიდგამდნენ, უფრო მომეტებულ ენერგიას უნდა გვაძლევდენ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის
ყოველ მხრივი ბედნიერებისა და წარმატების დამაბრკოლებელი მოვლენანი თავიდამ
ავიშოროთ და იმ ბედის ვარსკვლავს მივსდიოთ, რომელიც ყოველ სამშობლოს მოყვარე
შვილს შორიდამ უნდა უნათებდეს თავის ცხოვრებისა და მოქმედების გზას.

ამით ვათავებთ, ჯერ-ჯერობით, ამ სასიამოვნო პოლემიკას. ვამბობ «სასიამოვნო»-ს


ამიტომ, რომ ჩვენს ლიტერატურაში (ჟურნალისტიკაში – რედ.) ჯერ ისე პოლემიკა და
ბაასი არ ნახულა, რომ მობაასეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და პირადობაზე უშვერი
სიტყვები არ წამოესროლოთ. აქ კი წმინდა ჰაზრებზე, პრინციპებზე იყო სჯა და თუ
გაგრძელდა შემდეგშიაც, იმედი გვაქს, ამ გზას არ გადავსცილდებით.

მეგობრებმა, ერთს გაზეთში თანამშრომლებმა, მეგობრულათ დავიწყეთ სჯა ისეთ


საგნებზე, რომლის ყოველ მხრით გაცნობა ჩვენი საზოგადოებისთვის უალაგოთა და
უსარგებლოდ არ მიგვაჩნდა. ეს სჯა, ეს ბაასი, თუნდაც რომ ხანდისხან ცხარე კილოთი
ყოფილიყოს, მაინც იქამდინ არ მიაღწევს, რომ ჩვენ – მობაასენი ერთმანეთს დავშორდეთ,
რომ ჩვენ შემდეგშიაც იმ საშუალებითვე და იმ ღონის-ძიებით არ ვიზრუნოთ ჩვენი

509
საზოგადო სამშობლოსათვის, როგორც ადრე ვზრუნავდით. ზოგ ჰაზრებში უთანხმოება,
ზოგიერთს მსჯელობაში განსხვავება ჩვენს საზოგადო სამსახურს და მოვალეობას არ
დაგვავიწყებს და არც პირადათ ერთმანეთზე გულს აგვიცრუებს.

მაშ, ჩვენი მტრები ნუ გაიხარებენ, ნუ აუფანცქალდებათ სიამოვნებით გული და ნუ


იფიქრებენ: «არიქა, ღმერთი შეგვეწია, «დროების» თანამშრომელნი ერთმანეთს დაერივენ
და ჩხუბობენ, გვეშველაო!»

ზოგიერთს ჰაზრებში უთანხმოება არც ჩხუბია და არც ერთმანეთის დარევა. ეს მხოლოთ


პოლემიკაა და, ვიმეორებთ, ამგვარი პოლემიკა ჩვენ თუ არ დაგვაახლოვებს ერთმანეთთან,
თუ უფრო არ გვამსახურებინებს ერთისა და იმავე მიზნისთვის, თორემ ჩვენი დაშორება
მას არ შეუძლია.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1876 წ., №99-100, ს. მესხის ხელმოწერით.

ერთი დღე მუხა-ესტატეში

(ტურისტის შენიშვნები)

მხოლოდ უბრალო ცნობის-მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, გასასეირნებლად წაველი;


არც «პადრიადი» მქონია (რომელსაც ასე გაცხარებით ეძებენ ახლა ჩვენი განათლებული და
გაუნათლებელი «ახალგაზრდა მოხუცებულები»), არც სხვა რამ სამხედრო ანუ სამოქალაქო
საქმე; მინდოდა მხოლოდ მენახა, – თუ როგორ იბრძვიან ხალხნი ერთმანეთში, როგორ
ღვრიან სისხლს, რა გვარად არიან მოწინააღმდეგე ჯარები ერთმანეთის პირ-და-პირ
დაყენებულნი; მინდოდა მენახა და მეგრძნო, – თუ რა «გემო და რა სუნი აქვს თოფის
წამალს» და სროლას ჩემისთანა არა მეომარ მშვიდობიან კაცზედ.

510
აი, ამიტომ ამ ჩემ წვრიმალ სურვილების დასაკმაყოფილებლად, ავიბარგე მე ამ აგვისტოს
3-ს ქუთაისიდამ და გავსწიე ოზურგეთისაკენ, რომ აქედამ მუხაესტატეს ბანაკში
გადავსულიყავ. ქუთაისიდამ ოზურგეთს მიმავალმა, როგორც მოგეხსენებათ, ჯერ რკინის
გზით სამტრედიამდინ უნდა მივიდეს; მერე აქედამ ჩვენი დალოცვილი «ტროიკით» ოთხი
სტანცია უნდა გაიაროს და, ამ ნაირად, მიბრძანდება გურიის სატახტო ქალაქს
ოზურგეთში.

მთელი ეს გზა ჩვენ (ოთხნი ვიყავით ერთად მიმავალნი) მშვიდობით, შეუშფოთებლად


გავიარეთ; მხოლოთ უმოწყალოთ გვაწვიმდა ზევიდამ და ქვევიდამ საშინელი ტალახი
სულს გვიწუხებდა.

ვისაც ამ ნახევარ წლის განმავლობაში არ უნახავს სამტრედიის სტანცია, ახლა რომ ნახოს,
ვერ იცნობს: ისეთი მოძრაობაა, ისეთი ფაცა-ფუცია სხვა-დასხვა წოდების და ხელობის
ხალხისა; ყველა კი «ფულის მაძიებლები» არიან, ყველა ესენი ისე დაჰყვებიან ატრიადს,
როგორც ტარბი კალიას. აქ გამართულა სხვა-და-სხვა გვარი საქონლის, ჯარის სურსათისა
და თივის და სხვა ამგვარების გადასატან-გადმოსატანი «კანტორები»; უანგარიშო ურმები,
დიდ-ძალი ნაირნაირი საქონელი ვაგონებზე და სხვ.

მთელს გზაზედ, სამტრედიიდამ მოყოლებული ოზურგეთამდინ, შეხვდებით ჯარის


სურსათითა, საომარ მასალებითა და თივით დატვირთულ ურმებსა და ცხენებს.

მაგრამ ნუ შეუდგებით ამ მოგზაურობისა და მშვიდობიან ხალხის მოძრაობის აღწერას; ეს


ხომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ იმერლებს ახლა ფულის მოგების დრო დაუდგათ და
ვისაც ცოტა რამ «მოხერხება» აქვს, კიდეც მოიგებს. 9-ს ნაშუადღევის 2 საათზე ჩვენ
მიველით ოზურგეთს. ადვილად შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ, რომ ეს მშვიდობიანი,
მიყრუებული ქალაქი ახლა სამხედრო ქალაქად უნდა იყოს გადაქცეული, რადგან ორ
ნაბიჯზე იქედამ «ბრძოლის ველი» იწყება.

მართლაც, საითაც არ გაიხედავთ, ყველაფერი ომსა და მხედრობას მოგაგონებთ: ზედ


ქალაქის თავში დაბანაკებულია რამდენიმე ბატარეია თავის ცხენებითა, აუარებელი

511
აფიცრები, დიდ-ძალი რიცხვი მილიციონერებისა და კიდევ უფრო მომეტებული
სალდათობა.

ოზურგეთშივე იმყოფება ამ ჟამად მთელი რიონის ატრიადის მთავარ-სარდალი ღენ.


მაიორი აგლობჟიო, შტაბი და ამ შტაბის უფროსი პოლკოვნიკი კრაევიჩი, რომელნიც, ამ
რამდენიმე დღის შემდეგ, ქუთაისში უნდა გადმოვიდნენ. ქობულეთის ატრიადის
სარდალი, ღენ. მაიორი დენიბეგოვი და ამ შტაბის უფროსი პოლკოვნიკი
ყ ა ზ ბ ე გ ი, მთელი ჯარით, მუხა-ესტატეში არიან დაბანაკებულნი.

თუმცა სამტრედიიდამ ოზურგეთში მოსულები (სულ 55 ვერსი ითვლება) ისეთნაირად


ვიყავით ტროიკისაგან გალახულები, თუმცა ტროიკამ ისეთნაირად გვჟეჟა, რომ როგორც
ერთმა ჩემმა თანამოგზაურმა სთქვა, სამტრედიას რომ რამე დაგველია, ოზურგეთამდინ
მუცელში ჩინებული კარაქი გაგვიკეთდებოდაო, თუმცა წვიმისაგანაც ძვლამდინ
გაწუწულები ვიყავით, მაგრამ ჩვენი სურვილი, რომ საჩქაროთ მუხა-ესტატე გვენახა,
ისეთი ძლიერი იყო, რომ მზად ვიყავით იმ წამსვე წავსულიყავით ოზურგეთიდამ ბანაკში,
სადამდინაც 15 ვერსია ცხენის სავალი გზა.

საუბედუროთ, ეს ჩვენი სურვილი ვერ შევასრულეთ, რადგან იმ დღეს მუხაესტატეში


მიმავალი არავინ იყო და «უაკაზიოთ» არავის უშვებდნენ; თითქმის დღე არ გაივლის
თურმე ისე, რომ ოზურგეთსა და მუხა-ესტატეს შუა არ დახვდნენ მარტოთ, უიარაღოთ
მიმავალ ხალხს ქობულეთელები და რაც რამ საქონელი გააჩნიათ და ხან საკუთარი
სიცოცხლეც არ წაართვან. ჩაუჯდებიან გზის ნაპირას, ტყეში უყარაულებენ მოგზაურებს
და თუ ვინმე «უაბნად» დაინახეს, ან თავის საფარიდამ ესვრიან თოფს, ან, თავმოგზაური
სულ უიარაღო, გამოვარდებიან, დაეცემიან, ხშირად თავს გააგდებინებენ, გასცარცვენ და
მირბიან. ამბობენ, ამგვარი შემთხვევა ხშირი იყოვო, მაგრამ ახლა დერვიშ-ფაშამ
აღუკრძალა ქობულეთელებს ამგვარი «უმიზნო ნადირობა» და უფრო იშვიათად ხდება
უბედურება ამ გზაზედაო, მაგრამ ჩვენი აქაური სამხედრო მთავრობა მაინც
გაფრთხილებულია და თუ 6 – 10 ჩაფარს არ გაატანს (ამას ჰქვიან აქ «აკაზია»), ისე არავის
გაუშვებს გზაზედ, ოზურგეთისა და მუხა-ესტატეს შუა.

512
რადგან მუდამ დღეა ამგვარი «აკაზიები», ამის გამო ოზურგეთსა და მუხაესტატეს შუა
მოგზაურ ხალხს ამ მხრით არავითარი დაბრკოლება არ ეძლევა. მაგრამ, საუბედუროთ,
ზოგიერთები ამ განკარგულებას არ აქცევენ ჯეროვან ყურადღებას და ამ მხნეობისათვის
ხშირათ სულ ტყუილუბრალოთ თავის თავს სწირავენ.

ჩვენდა ბედად, ქობულეთის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ყ ა ზ ბ ე გ ი, ჩვენ რომ


ჩაველით, იმ დროს ოზურგეთს იყო მოსული რაღაც საქმის გამოისად და მეორე დღეს
მუხა-ესტატეში დაბრუნებას აპირებდა. ამაზე უკეთეს შემთხვევას ჩვენ ვერ ვიპოვიდით.
გადავსწყვიტეთ, რომ მეორე დღეს ყველას უნდა გვეშოვნა ცხენები და შტაბის უფროსთან
ერთად უნდა წავსულიყავით.

დილის ათი საათი იქნებოდა, როცა ჩვენ ყველა, ვინც მუხა-ესტატეში წასვლას
ვაპირებდით, ოზურგეთის მოედანზე ან პლაცზე შევიყარენით, სადაც ამაყად
გამოჭიმულია თ. დ. გურიელის აჭრელებული, უცნობს არხიტექტურასა და გაუგებელს
გემოვნებაზე აშენებული «სასახლე». აქ იყო: მაღალი და სქელი ნოტარიუსი, დაბალი და
ჩარგვალებული გამომძიებელი სუდისა, გაგრძელებულ-გაწვრილებული გამომცემელი
გაზეთისა და თქვენი მორჩილი მონა – ამ სტრიქონების დამწერი, არც მდაბალი – არც
ერთობ მაღალი, არც სქელი და არც ერთობ გამხმარი.

ცოტა ხანს შემდეგ ჩვენ შემოგვიერთდა, ანუ უკეთ ვსთქვათ, ჩვენ შეუერთდით
ქობულეთის ატრიადის შტაბის უფროსს პილკოვნიკს ყ ა ზ ბ ე გ ს, რომელმანც მარდათ
შემოაჭენა ცხენი მაედანზე და თავის ამალით – 12 მილიციონერით და ყაზახი რუსით
გამოსწია ჩვენსკენ. ჩვენთან ერთად მოდიოდა აგრეთვე ახალგაზრდა ექსან-ხანი, რომელიც
განთავისუფლებულიყო დაჭრილობისაგან და ახლა ისევ თავის პოლკში მიდიოდა.

თორმეტი საათის ნახევარზე, როგორც ყოველი რიგიანი მოგზაურის წესია, გადავიწერეთ


პირს-ჯვარი და დავადექით გზას. მაგრამ რა გზას! მხოლოთ ახლა ვაფასებ ჩვენი
საპიორებისა და სალდათების შრომას! ახლა ვაფასებ, როცა ოზურგეთიდამ მუხა-ესტატეში
მიმავალი გზა ვნახე.

513
მთელი ეს გზა საშინელს, თითქმის გაუვალს ტყეში არის გაჭრილი; ალაგალაგ ძირს ხევში
ჩაეჭრათ. მერე როგორი გზა? ისეთი, რომ ზედ «მძიმე არტილერიას» გაევლო, ას-ას ფუთიან
ზარბაზნებს და ოთხად შებმულ ურმებსა და პოვოზკებს, და მარტო მუხა-ესტატემდინ ხომ
არაა ამისთანა გაჭრილი შარა გზა, ხუც-უბანზე და სამებამდინ არის თურმე ჩვენი
ჯარებისაგან გაჭრილი. რამდენი წვეთი ოფლი, რამდენი შრომაა დახარჯული ამ გზის
კეთებაში! და ვინ სარგებლობს ახლა ამ ოფლითა და შრომით? ჩვენი მტერი... ამბობენ
დერვიშ-ფაშამ, ბათუმის ჯარის უფროსმა, მადლობა შემოუთვალა გენერალ აგლაბჟიოს ამ
გზის გაკეთებისთვისაო, მხოლოთ უკმაყოფილოდ დარჩაო, რომ ცოტა ვიწროთ
გაგიკეთებიათო, თქვენი პატარა ზარბაზნების გადასატან-გადმოსატანათ გამოგადგებათო,
მაგრამ ჩვენ უფრო დიდი ზარბაზნები გვაქვს და ამისათვის ამ გზის გასაფართოებლად
ცოტაოდენი შრომა მოგვეცაო!

რომ კიდეც დაგვცინიან!.. ოზურგეთიდამ მუხა-ესტატემდინ 15 ვერსია და თითქმის


ყოველ ორ-სამ ვერსზე ლოჟმენტებით გამაგრებულს მაღლობს ადგილებზე ჩვენი
პიკეთები, ყარაული ჯარი დგას, თითო ალაგას ასი-ორასი კაცი, მომეტებული ნაწილი
გურიის დრუჟინის მილიციონერები. ხელად, საჩქაროთ გაკეთებულს ბარაკებში, ფაცხებში
დგანან. ქარი ყველგან ქრის ამ ფაცხებში, მზე ყველგან აცხუნებს და წვიმა ყველგან
თავისუფლად ჩამოდის. ამ ზაფხულ-შემოდგომას კი არაფერია, სოფლად ნაჩვევი ხალხი,
როგორც იქნება მოიჭირვებს, მაგრამ თუ ამავე ფაცხებში დაზამთრება მოუხდათ, მაშინ ნუ
გაგიკვირდებათ, თუ ამ ხალხში დაუავადმყოფებლად ხუთში ერთიც ვერ გადარჩეს
აქეთკენ, საცა ზამთარი ისე სუსხიანია, ასე წვიმიანი და თოვლიანი.

ავათმყოფები ახლაც საკმაოთ არიან თურმე ჯარში; მომეტებული ნაწილი მუცელათი და


ციებით. ამას ამ ცუდ ამინდებს, წვიმებს აბრალებენ, რომელიც ამ ერთი თვის
განმავლობაში ყოფილა აქეთკენ და აგრეთვე დაუმწიფარი ხილის ჭამას.

სიტყვამ მოიტანა და ერთი კითხვა ექიმებისათვის: რატომ არის, რომ სურამს გადმოღმა,
იმერეთ-გურია-სამეგრელოში ხალხს თითქმის სრულიად დაუმწიფარი, მწვანე, ცხარე,

514
მჟავე ხილი უყვარს და სურამს გადაღმა, ქართლ-კახეთში კი, ერთობ გადამწიფებული,
დარბილებული, დამჭლეური, მიმტკბარი და თითქმის დამპალი.

ოზურგეთიდამ მიმავალს მუდამ თვალ-წინ უდგა, მარცხნივ სხვა გარეშემო მთებზე, ერთი
ორად მაღალი, შაქრის თავივით აყვანილი მთა – ჯიხანჯირი, რომელიც ხუთ-ექვს ვერსზე
იქნება მუხა-ესტატედამ აქეთ, ოზურგეთისაკენ. ეს ის ჯიხანჯირია, რომლის თაობაზედაც
ახლა აქაურ შტაბის აფიცრებში უთანხმოება არის ატეხილი: ზოგნი ამბობენ, რომ, რადგან
მუხა-ესტატეში დიდხანს გამაგრება, არ შეგვიძლია, თუ ოსმალოს ჯარი მოგვაწვაო, ამის
გამო აქ, ჯიხანჯირზე უნდა გადმოვიტანოთ ჩვენი ბანაკიო; სხვები კი ამტკიცებენ, რომ ამ
მთაზე ბევრი-ბევრი ორი ბატალიონი თუ დაეტევაო, სრულებით ცხენოსანი ჯარისათვის
საბანაკო ადგილი არ არისო და, ამას გარდა, კიდევაც რომ ბლომათ მოთავსდნენ ის
ჯარები, ისეთს მაღლობზედ იქნებიან დაბანაკებულნი, რომ, სანამ იქიდამ ჩვენი ჯარები
ჩამოვიდოდნენ, მანამ მტერს თავისუფლად შეუძლია ოზურგეთში ამოჰყოს თავიო.

ჩვენი გზა გადაჭრის მდინარე ჩოლოყს. უფ. ყ ა ზ ბ ე გ მ ა გვიჩვენა ჩვენ ის ჩოლოყის ველი,
სადაც 1854 წელს თ. ა. ა ნ დ რ ო ნ ი კ ო ვ მ ა 16 ათასი კაცით დაამარცხა 80 ათასი თათრის
ჯარი. თუმცა ჩვენმა გამოჩენილმა სარდალმა სტრატეგიის არა იცოდა-რა, მაგრამ, სჩანს,
იმას ახლანდელ მეცნიერ სტრატეგიკოსებზე უარესად არ მოუხერხებია საბრძოლველი
ადგილის ამორჩევა... პირველი საათი რომ შესრულდა, ჩვენ დავადექით ერთს ფერდზე და
იქიდამ დავინახეთ პირველად ჩვენი მუხა-ესტატეს ბანაკი. აქედამ არაფერი არა სჩანს
მაინცა-და-მაინც შესამჩნევი და ყურადღების ღირსი; ზევით მუხა-ესტატეს სიმაღლის
ქედი, საცა ჩვენ ვდგევართ – ისაც ქედი; შუაში პატარა მდინარე, რომლის იქით-აქეთ
ნაპირებზე მიჭუჭკული არიან მერცხლის ბუდეებსავით ფაცხები ჯარებისათვის და
ცხენები გარეთ, ცის ქვეშ დგანან. ეს მთავარი ბანაკი არ არის ჩვენი; მთავარი ბანაკი ჩვენი
ჯარისა, შტაბი და ბატარეიები იმ ქედს იქით არის, რომელიც მდინარეს ზემოდამ იწყება.
აქედან ძირს, ჩვენ ფეხთ ქვეშ, გაცხარებული მოძრაობა მოჩანს მდინარის ნაპირზე: ზოგან
სალდათები, ნაჯახებით ხელში, აკეთებენ თავის ფაცხებს, რომელნიც ერთობ შეუწუხებია
გავლილ წვიმებს; ზოგან თითო-ოროლა გადარჩენილ ხეებს სჭრიან, ზოგან საჭმელს

515
ხარშავენ; იქით გამწკრივებულია ორი-ოდე-ასი მილიციონერი და «ათამაშებენ». ჩვენ
პირდაპირ, წყალს გაღმა, კარგათ ვხედავთ რამდენიმე აფიცერს, რომელნიც დურბინდით
გაჰყურებენ მარჯვნივ, ზღვისაკენ.

ეს არის, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, «შესავალი» ჩვენი მუხა-ესტატეს ბანაკისა. თვითონ


ბანაკზე შემდეგ. ამ ქედიდამ ჩვენ დავეშვით ძირს, გადავიარეთ პატარა ხევი და რამდენიმე
მინუტის შემდეგ ავედით მუხა-ესტატის სიმაღლეზედ. სამხედრო მეცნიერებაში
განვითარებული არა ვარ, საუბედუროთ, თორემ იქნება უფრო დაწვრილებით და უფრო
მომეტებული ტეხნიკურ სიტყვების ხმარებით ამეწერა ეს ჩვენი სამხედრო ბანაკი, იმის
პოზიციები, ჯარების განაწილება და დაყენება სხვა-და-სხვა ალაგებზე, ლოჟმენტები,
ტრაშეები, რეტრანშამენტები და სხვ. და სხვ.

ამის გამო მე, როგორც უბრალო მომაკვდავ ტურისტს და დამკვირვებელს შეეფერება,


ისეთის ენითა და კილოთი აგიწერთ მუხა-ესტატესა, და ეს აღწერა იქნება უფრო ადვილი
გასაგები შეიქნეს ჩვენი მკითხველისათვის, ვინემ მეცნიერებითი ენითა და ტეხნიკური
სიტყვებით შეზავებული აღწერა. მუხა-ესტატეს, ხუც-უბანის, სამების და ციხის-ძირის
სიმაღლეები არიან შტონი იმ მთისა, რომელსაც კარგათ ჰხედავთ სურამიდამ ფოთამდინ
მოგზაურობის დროს და რომელსაც ჩვენ ხან ახალციხის მთებსა და ხან აჭარის მთებს
ვეძახით. ამ მთის ნაწყვეტები რამდენიმე შტოთ ჩადის შავ ზღვამდინ; ამათ სიმაღლეებზე
და ფერდოებზე ზღვის ნაპირას სახლობენ ოსმალოს ქართველები და თვითონ ოსმალოებს
კი რუსების წინააღმდეგ გაკეთებული აქვთ ციხეები და სიმაგრეები.

ამბობენ, რომ ომიანობის დაწყების დროს არც მუხა-ესტატეში, არც ხუცუბანში და არც
სამებაზე ოსმალოები სრულებით არ ყოფილან, რუსის ჯარს თითქმის თოფის
გაუსროლელად შეეძლო ციხის-ძირთან მისვლაო; ციხის-ძირი კი ცოტაოდენათ ყოფილა
გამაგრებული ლოჟმენტებითა და ზარბაზნებით, მაგრამ მაშინ არც ამ ციხის აღება
დაუჯდებოდა ერთობ ძვირად რუსებსაო.

516
მაგრამ უბედურება ეს არის, რომ მაშინ ამ ადგილებზე გადასვლა არ შეიძლებოდა და ჩვენი
საპიორები და სალდათები იძულებული იყვნენ დიდის გაჭირვებით გაეყვანათ
ზარბაზნების გადასატანი და ცხენოსანი და თითქმის ქვეითა ჯარის გადასაყვანი გზა;
ამასობაში ხანი გავიდა, ოსმალოებმა უკან დაიწიეს და მოასწრეს ციხის-ძირის გამაგრება
და ისე გამაგრება, რომ ეს ციხე ახლა ჩვენებურებისათვის თითქმის საფრთხობელად და
საარაკო ციხედ გადაქცეულა.

მე თვითონ ვნახე ჩემის თვალით, რომ ამას წინათ ერთს იმერეთის მიყრუებულს სოფელში
გლეხის ორი პატარა ბიჭები წაეჩხუბნენ რაღაცაზე ერთმანეთს. ერთი ამათგანი
მიუბრუნდა მეორეს და უთხრა: თუ კაი მაჩხუბარი ბიჭი ხარ, ციხის-ძირში წადი და იქ
იჩხუბე! მალე აგიტირებენ დედასა!.. ან თუ ვისმეს დაცინება უნდათ, ასე ამბობენ: ძალიან
მარჯვე ბიჭია: ციხის-ძირს აიღებს, აი!

ვისაც გინდათ მუხა-ესტატე წარმოიდგინოთ, წარმოიდგინეთ უბრალო ცხენის ნალი, ანუ


კიდევ უკეთ: ცერი და საჩვენებელი თითი მოღუნეთ ისე, რომ ერთმანეთს მიუახლოვდნენ,
მაგრამ ერთს მეორეზე კი ნუ მიადებთ. ამ ორი თითის დაყოლებას იქითკენ ლოჟმენტები
(მოთხრილი ჩასასაფრებელი, სასროლი) ადგილებია გამართული.

აქეთკენ, თქვენ პირის-სახისაკენ გაკეთებულია ქვევითა და ცხენოსანი ჯარის სადგომი


ფაცხები, ბამბის კარვები და თოფის წამლის სარდაფები. საცა საჩვენებელი თითი მეორე
სახსარში მოღუნულია, იქ ჩვენი ბატარეები (ზარბაზნები) დგანან სწორეთ ოსმალოს
ბანაკის ხუც-უბნის პირდაპირ, რომელიც ისე დასჩერებია მუხა-ესტატეს, როგორც ცხვირი
ტუჩებს. ბატარეიების გადაღმა, ძირს დაყენებულია ჩვენი პირველი ცეპი, ანუ ყარაული
ჯარი, რომელიც დურბინდით ათვალიერებს ხუც-უბნის ბანაკს და იმ წამსვე მოახსენებს
შტაბის უფროსს, თუ ოსმალოს ჯარში რაიმე არა-ჩვეულებრივი მოძრაობა შენიშნა.
თვითონ შტაბი და ქობულეთის ატრიადის უფროსი ღენერალი დ ე ნ ი ბ ე გ ო ვ ი დგანან
იმ ადგილას, საცა თქვენი ცერის ბრჩხილია.

517
ამ ორ თით შუა, ანუ ბატარეებისა და შტაბის სადგომ ალაგს შუა ჩაწეული, ხევი ალაგია და
იქ დგას ორივე მხრით მომეტებული ნაწილი ჩვენი ჯარებისა, მხოლოთ ცხენოსანი ჯარი
(ჩვენი დრუჟინები) კი კიდევ უფრო აქეთ დგანან მუხა-ესტატეს გადმოღმა მინდვრებზე.

მუხა-ესტატეზე რომ დადგეთ და პირი ხუც-უბნისაკენ გქონდეთ, მარცხნივ იქნება პატარა


მთა, რომელზედ დგას ჩვენი პიკეთი; მარჯვნივ ზღვა, რომელიც 8 ვერსზე იქნება აქედამ
და რომელზედაც მუხა-ესტატეს პირ-და-პირ მუდამ გაჩერებულია ოსმალოს ჯავშნიანი
ხომალდი; უკან დაგრჩებათ ჯიხანჯირის ამწვანებული მთა, რომელზედაც აგრეთვე ჩვენი
პიკეთი (პლასტუნები) დგას. ჩვენ პირ-და-პირ ხუც-უბნიდამ მარცხნივ, არის ტალახას მთა,
რომელზედაც, სხვათა შორის, ამ პირველ აგვისტოს ჩვენსა და ოსმალოს ჯარებს შუა
მცირეოდენი შეტაკება ყოფილა.

აი, ეს გახლავსთ ერთის თვალის გადავლება ჩვენი მუხა-ესტატეს ბანაკისა. ერთი თვალის
გადავლება, სამხედრო საქმეში სრულიად გამოუცდელ თვალისაც, კმარა აგრეთვე იმაში
დასარწმუნებლად, რომ ოსმალოს ჯარების პოზიცია (ხუც-უბანი) ბევრად უკეთესი, უფრო
მარჯვე პოზიცია არის, ვინემ ჩვენი. ხუც-უბანი, სამება და ციხის-ძირი ერთი მეორეზე
უმაღლესი ადგილებია და ყველა ესენი უფრო მაღლებია, ვინემ მუხა-ესტატე, ასე რომ,
ხუც-უბანი როგორც ხელის გულს ისე დაგვჩერებია ჩვენ და, მაშასადამე, იქიდამ ნასროლი
ყუმბარები უფრო გვაზარალებენ ჩვენ, ვინემ ჩვენგან იმათ.

ამას გარდა, შასანიშნავია, რომ ყველა ეს მთები, რომელზედაც ოსმალები არიან


გამაგრებულნი, იქით მხრით ბათუმისაკენ ძალიან ცოტათ არიან დაშვებულნი, მაშინ
როდესაც ჩვენკენ, ოზურგეთისაკენ კი ისეთ ნაირად არიან დაფერდებულნი, რომ არა თუ
მძიმე არტილერიის ატანა, ცხენოსან და თითქმის ქვევითა ჯარსაც უჭირს ზედ ასვლა.
აქედან წარმოსდგება ის გარემოება, რომ ჩვენ აქედამ, ამ დაშვებულ ფერდობით მისვლა და
ჯარების მიყვანა გვიძნელდება და ოსმალოებს კი ჩვენკენ და ჩვენზედ მოსვლა კი
მაგდენათ არა. ამას მიუმატეთ კიდევ ის გარემოება, რომ გარშემო მცხოვრებლები –
ქობულეთელები საშინლად გადაგვემტერნენ ჩვენ და არა თუ წინ, უკან – ოზურგეთის
გზისკენაც კი უშიშრად ვერ გაუვლია კაცსა.

518
ყველა ამ ჩვენთვის არა-სასარგებლო გარემოებამ აღძრა შტაბში ლაპარაკი იმაზე, რომ მუხა-
ესტატეში ჩვენ დიდხანს გაჩერება არ შეგვიძლია და თუ ახალი ჯარები არ მოგვემატა და
ისევ წინ არ წავიწიეთ, აუცილებლად საჭიროა, რომ უკან დავიწიოთ, ოზურგეთისაკენაო.
მართლაც, ამაში ეჭვი არ უნდა გვქონდეს, რომ, თუ დერვიშ-ფაშამ ხუცუბნიდამ
ზარბაზნები დაგვიშინა, მუხა-ესტატეში გამაგრება არ შეგვიძლია და არ შეგვიძლია იმ
ზემოხსენებული მიზეზების გამო, რომ ჩვენ აქ არც საკმაო ძალა გვყავს, არც რიგიანათ
ვართ გამაგრებული და არც მოხერხებული სამხედრო პოზიცია გვაქვს.

მაგრამ დერვიშ-ფაშა ჯერ თავის ჯარით გაჩერებულია და იმის წყალობით ჩვენც


გაჩერებული ვართ.

11 და 12 ივლისის შემდეგ, როცა გვარიანი სროლა და სისხლის-ღვრა მოხდა კვირიკესთან,


აქეთკენ თითქმის სრულიად არ გვქონია მტერთან რაიმე შესამჩნევი შეტაკება. მხოლოდ
დრო-გამოშვებით კინწლაობა ხდება ჩვენსა და იმათ ცეპებსა და ახოტნიკებს შუა, ესეთი
კინწლაობა, რომელსაც სამხედრო კაცები «პარტიზანულ ომს» ეძახიან.

ათი-ოცი, ხან მეტი, ხან ნაკლები, ქობულეთელები წამოვლენ იქიდამ, გადმოეპარებიან


ჩვენ ყარაულ ჯარს, მიუახლოვდებიან რომელსამე ჯარის ნაწილს და უეცრად გააჩენენ
სროლას; საქმე თავდება იმით, რომ თითეულის მხრით ოთხი-ხუთი კაცი იხოცება და
იჭრება. ამბობენ, ქობულეთელები ძალიან დიდის ხალისით ასრულებენ ამ გვარ საქმესაო;
მიდიან დერვიშ-ფაშასთან და სთხოვენ – გაგვიშვით გურულების დასახოცათაო. მაგრამ,
როგორც ნამდვილად მითხრეს, დერვიშ-ფაშამ ამ უკანასკნელ დროს ამ გვარი «ნადირობა»
აღუკრძალა ყველას და ახლა მხოლოდ მალულად მოდიან ჩვენკენ ქობულეთელებიო.

არც ჩვენის მხრიდამ აკლებენ ხელს; ჩვენც გვყავს «ახოტნიკების კამანდა», რომლის
წინამძღოლი შტაბის კაპიტანი კლეჩკოვსკია და რომელშიაც მომეტებული ნაწილი ჩვენი
მილიციონერები არიან ჩაწერილნი და პლასტუნები (ქვევითა ყაზახი რუსები). ესენი
ეცემიან ოსმალოს პიკეთებს, იტაცებენ, თუ სადმე უყარაულო ჯოგი დაინახეს, ოცვენ, თუ
სადმე გზა-დაბნეული ერთი ან ორი ქობულეთელი დაინახეს.

519
თუ სადამდინ მიაღწევს ამათი გაბედულობა, ამის დასამტკიცებლად შემდეგი მაგალითი
მოგვყავს: ხუთი ახოტნიკი გადაპარულიყო ამას წინათ ღამით ოსმალოს ყარაულებს იქით,
მისულიყვნენ ქობულეთს, შეპარულიყვნენ ალიფაშა (თავდგირიძის) ერთს ოთახში,
დაესხათ პოლზე და სტოლზე ნავთი, ის იყო რომ სპიჩკა უნდა წაეკიდა, ამ დროს შეეტყოთ
და ძლივს მოესწროთ გამოქცევა.

ამ ომის დაწყებამდინ, გურულებს და ქობულეთელებს შუა თუმცა ხშირად მოხდებოდა


ხოლმე კინწლაობა, თუმცა ხშირად გადადიოდ-გადმოდიოდნენ ერთმანეთში ქურდობისა
და საზოგადოთ ცუდ-კაცობის მიზნით და ერთმანეთს მაგდენათ არა ზოგავდნენ, მაგრამ
ამ ორ მოსაზღვრე ხალხს ერთმანეთი თანამოძმეებად მიაჩნდათ და ყოველ გაჭირვებაში
მზათ იყვნენ ერთმანეთისათვის, რითაც შეეძლოთ, ხელი მოემართათ. ჰქონდათ
ერთმანეთში ხშირად მეგობრული მისვლა-მოსვლა, ნათესაობითი კავშირი და მეგობრობა.
ახლა?

ახლა ამ ომიანობის გამოცხადების შემდეგ ისეთი გაბრაზებული მტრობა ჩამოვარდა ამ ორ


ხალხს შუა, რომ მზად არიან ერმანეთის სისხლი შესვან და ხორცი შესჭამონ.
რასაკვირველია, არც რუსსა და ქართლელ ანუ კახელ მილიციონერს დაზოგავს
ქობულეთელი, თუ სადმე შეხვდა; მაგრამ ისეთის «სიამოვნებით» არავის არ მოსჭრის თავს,
როგორც გურულს. – მოიცადეთ! აგი თავ-ქოფიანები (ე.ი. თავ-კეპიანი სალდათები) მალე
წავლენ აქედამ და თქვენ კი აქ დაგვრჩებით! – ასე ემუქრებიან თურმე ქობულეთელები
გურულებს.

რისგან წარმოსდგა ამისთანა დაუძინებელი მტრობა ამ ორ მოსაზღვრე და თანამოძმე


ხალხს შუა? რა იყო ამის მიზეზი? მიზეზს ათასს ამბობენ.

გურულები და სხვებიც მუხა-ესტატეში ამბობენ, რომ პირველად მშვიდობიან


მცხოვრებლებმა დაგვიწყეს თავიანთ სახლებიდამ და ტყიდამ თოფების სროლაო და მერე
აღარც ჩვენ დავზოგეთო. თვითონ ქობულეთელები კი ამტკიცებენ, რომ ჩვენ სრულებით
განზრახვა არ გვქონდა, რომ ჩვენი თანამოძმე ქართველებისათვის თოფი გვესროლა და

520
საზოგადოთ იმათ მტრულად დავხვედროდითო! მაგრამ როცა ვნახეთ, რომ ჯარს ისინი
მოუძღვიან წინ, რომ ისინი (გურულები) ასწავლიდნენ გზას, და მშვიდობიანი სოფლები
აგვიკლეს, ცოლ-შვილი და მოხუცებულები ამოგვიწვეს სახლებში, რაღა თქმა უნდა, აღარც
ჩვენ დავზოგეთ და არც შემდეგში დავზოგავთო; გურულები რო არა, მარტო რუსები ჩვენ
ვერას დაგვაკლებდნენო და სხვა. ჩვენ არ ვიტყვით, – რომელია ამათში მართალი და
რომელი მტყუანი, მაგრამ ამას კი ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ჩვენის მხრით რომ
ცოტა მომეტებული გამჭრიახობა, უანგარობა და ხერხი ყოფილიყო ხმარებული
თავიდანვე, ეს მტრობა და განხეთქილება არ ჩამოვარდებოდა ჩვენსა და ქობულეთელებს
შუაო.

საუბედუროთ, ეს ასე არ მოხდა და ზოგიერთი უთავო და უგულო პირების წყალობით


ჩვენსა და ჩვენს თანამოძმე ოსმალოს ქართველებს შუა დღეს ძმა ძმის მკვლელი მტრობა
ჩამოვარდა.

მთელი ეს დღე მუხა-ესტატეში ჩვენ, სტუმრებმა, ჩვენი და მტრის ბანაკის


დათვალიერებაში გავატარეთ. ქობულეთის ატრიადის შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა
ყაზბეგმა იმდენი თავაზიანობა გამოიჩინა, რომ მთელი დღე თითქმის ჩვენთან გაატარა და
გვიჩვენა ყველაფერი, რის ნახვაც შეიძლებოდა და რაც ღირსი იყო ყურადღებისა.

როცა ჩვენ გავათავეთ დათვალიერება ჩვენი საკუთარი ბანაკისა, გადავდექით ერთ


მაღლობ ადგილზე, საიდამაც უფრო კარგათ ჩნდა ხუც-უბანი, გავმართეთ დურბინდი და
დავიწყეთ იქითკენ, მტრისაკენ ცქერა.

არავითარი მოძრაობა, არავითარი სიცოცხლე იქ არ სჩანდა; თითქო ყველაფერი


მიძინებულია; მხოლოდ მოჩანს ახლად ნაჩიჩქნი მიწა (ლოჟმენტები), რამდენიმე ბამბის
კარავი და ორი თუ სამი რაღაც შენობა, სხვა არაფერი. უეჭველია, რომ როგორც ჩვენი
ჯარის სადგომები და კარვები ამ მუხა-ესტატეს მთას გადაღმა არის ხევში გამართული ისე,
რომ მტრის ყუმბარამ იმათ ვერა ავნოს რა, ისე იმათ ხუც-უბნის იქით გვერდებზე ექნებათ.
იქითაც უტრიალეთ დურბინდს, აქეთაც, მაგრამ ვერას ვხედავთ, თუმცა ეს დურბინდი ისე

521
კარგათ აჩვენებს, რომ ადამიანსაც დავინახავთ მტრის ბანაკში (5 – 6 ვერსზედაა აქედამ
ხუც-უბანი). ხუც-უბანს იქით, ცოტა მარჯვნივ უფრო ახლოს ზღვის ნაპირზედ ჩვენ
ვხედავთ რამდენსამე მაღალ მთას, რომელნიც ყარაულებივით დამწკრივებულან; ეს
სამების მთებია, რომელზედაც ჩვენ ვიყავით და რომელზედაც ახლა აღარა ვართ.

სამებას იქით, კიდევ უფრო მარჯვნივ და, მაშასადამე, კიდევ უფრო ახლოს ზღვაზე, შავათ
ამწვეთებულია ყველა ამ მთებზე უმაღლესი მთა, უძლიერესი ყარაული – ციხის-ძირი ანუ,
როგორც ძველი ქართველები ეძახიან, ქაჯეთის ციხე, რომლის აღება ძალიან გვინდოდა,
რადგან ეს არის ბათუმის კარი, მაგრამ რომელიც, საუბედუროთ, ვერ ავიღეთ.

აქედამ კიდევ უფრო მარჯვნივ ზღვა მოჩანს, რომელზედაც ციხის-ძირსა და მუხა-ესტატეს


შუა მუდამ გაჩერებულია ოსმალოს დიდი ჯავშნიანი ხომალდი; მთელი დღე 10 აგვისტოს
ეს ხომალდი გაუნძრევლად იდგა თავის ალაგას; ნასადილევს ჩვენ კარგათ დავინახეთ,
რომ ორი ამისთანავე ხომალდი, ცოტათი უფრო მოშორებით ზღვაში, წავიდა პირდაპირ
სოხუმისაკენ.

აი, სულ ეს მოჩანს მუხა-ესტატედამ. როგორღაც ახირებული, ძნელად წარმოსადგენი


გრძნობა შეიცავს კაცს, როცა მტრის ბანაკს ხედავს. – ამსვა, დამსვა და ნეტავი იმათ შუა
გულ ბანაკში დამსვაო! – ამბობენ ბუნებაში, მაგრამ ისე ჩუმათ, რომ შენმა ყურებმაც ვერ
გაიგონოს ეს შენი ნატვრა. – ნეტავი, რა ამბავია ახლა იქ? რასა ჰფიქრობენ? რას აკეთებენ?
რა განზრახვა აქვთ? და სხვა ამგვარი კითხვები უნებლიეთ მოგდისთ თავში...

– ჩვენ რამდენი ჯარი გვყავს მუხა-ესტატეში – ამას ხო არ მეუბნებით და ის მაინც


მითხარით, დერვიშ-ფაშას რამდენი ეყოლება? – ვკითხე მე უფ. ყაზბეგს.

– ეგ რო ვიცოდეთ, სხვა რაღა გვინდა! მტერმა რომ მტრის ძალა იცოდეს, ნახევარი
გამარჯვება იმისკენ იქნება. არც ჩვენ ვიცით იმათი ნამდვილი ძალა და არც იმათ იციან
ჩვენი ჯარის რიცხვი.

522
ნამდვილათ მხოლოდ ის იციან აქ, რომ 12 ივლისს შემდეგ, როგორც ჩვენ აქ დაბანაკებული
ჯარის ერთი ნაწილი (ათი ბატალიონი) წავიყვანეთ აქედამ და ყარსისაკენ გავგზავნეთ,
აგრეთვე დერვიშ-ფაშასაც გაუგზავნია ბათუმიდამ რამდენიმე ბატალიონი.

ამ ერთმანეთის ძალის უცოდნელობისაგან წარმოსდგება, რომ ორთავე მოწინააღმდეგე


მხარეს ეშინიანთ ერთმანეთის; ორივე იმას ფიქრობს: ვაი თუ, მტერს უფრო მომეტებული
ჯარი ჰყავდეს და რომ შევება, დამამარცხოსო! და არიან ასე, ჯერ-ჯერობით, ერთმანეთის
პირ-და-პირ გაჩერებულნი, სანამ რომელიმე წვრიმალი შეტაკება არ შეახეთქებს იმათ და
არ გააცნობს ერთმანეთის ნამდვილ ღონესა.

ამ გარემოებით აგვიხსნა უფ. ყაზბეგმა 11 ივლისის სისხლისღვრა. იმან სთქვა, რომ –


რადგან ჯარის დაკლებას გვიპირებდნენ და მერე ჩვენ სულ აღარ შეგვეძლო ციხის-ძირზე
მისვლა, ამის გამო, სანამ ჯარს გავგზავნიდით ყარსისაკენ, ვსცადეთ და დავეცით მტერს იმ
განზრახვით, რომ შეგვეტყო, თუ რა ძალა არის ჩვენს წინააღმდეგ. ვსცადეთ და
დავრწმუნდით, რომ დიდი ძალაც არის და უფრო უკეთესი სიმაგრეებიცა, და
დავბრუნდით... მას აქეთ, როგორც ხედავთ, აქა ვართ გაჩერებული და კიდევაც ვიქნებით,
სანამ ახალი ძალა არ შეგვემატება.

ამნაირად, უფ. ყაზბეგის სიტყვით, 11 ივლისის შეტაკება კვირიკესთან იყო უბრალო ცდა
(>?ჟ), თითქმის რეკოგნოსტიროვკა, და არა ნამდვილი ბრძოლა... საუბედუროთ, ეს «ცდა»
ერთობ ძვირად დაგვიჯდა ჩვენო! სთქვა ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც მე ეს
გარემოება უამბე. შესანიშნავია, რომ თითქმის ყველგან ასე დაგვემართა ჩვენ –
დუნაისაკენაც და ყარსისაკენაც. ყველგან ვსცადეთ, ყველგან ერთობ აჩქარებით წინ
გავიწიეთ, ერთობ იმედი გვქონდა ჩვენი ძალისა, ერთობ ცუდი ჰაზრი გვქონდა მტრის
ღონეზე და ძალაზე შედგენილი, ერთობ ბევრს გვიყვიროდნენ ჩვენ ზოგიერთი რუსის
გაზეთები, რომ რუსეთი ერთის ამოსუნთქვით გადაყლაპავს ოსმალეთს, ერთის ფეხის
განძრევით გასრესსო – და ბოლოს გამოვიდა, რომ ჩვენი მხნე და თავგანწირული ჯარი
თითქმის ყველგან იძულებული შეიქმნა უკან დაეწია, რადგან წინ დაუხვდა ოსმალოს
ჯარი, რიცხვით და მხნეობით ჩვენზე არა ნაკლები და დაიარაღებითა და სიმაგრეებით

523
ჩვენზე უკეთესი. რასაკვირველია, ეს უკან-დაწევა ჩვენი ჯარებისა დროებითია და ჭკუის
სასწავლებელი მაგალითია ჩვენთვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით კი ამ მტრის ძალის
დამცირებამ და ჩვენის ერთობ გაზვიადებამ, ცოტა არ იყოს, გვავნო ჩვენ.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1877 წ., №123-124-126-127, ხელმოწერით ს. მ.

ერთი სადილი შერიფ-ბეგთან

წარსულს კვირაში ახალციხიდამ ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში ახლად ჩვენკენ გადმოსული


აჭარელი შერიფ-ბეგი ხიმშიაშვილი. მე ძალიან გულით მინდოდა იმის ნახვა; მინდოდა
გამომეკითხნა რამე თვითონ იმის თავ-გადასავალზე და უფრო აჭარისა და საზოგადოთ
ოსმალეთის საქართველოს ქართველებზედ. მინდოდა, მაგრამ, მართალი გითხრათ,
პირდაპირ მისვლა იმასთან მე, როგორც უცნობ კაცს, როგორღაც მეთაკილებოდა;
სასიამოვნო არ არის მარტო იმისთვის მიხვიდე კაცი უცნობ ვისმესთან, რომ მაიმუნივით
გასინჯო, თითქო ჩვენება ჩამოართვა, რამდენსამე კითხვაზე პასუხი მიიღო და მერე
წამოხვიდე.

ამ გვარს შემთხვევაში, ამისთანა დაუპატიჟებელ სტუმართან კაცი თავის დღეში გულ-


ღიათ და დაურიდებლად არ გეტყვის არაფერს, რაც გულზედ აწევს და რასაც ჰფიქრობს.
სულ სხვა არის, როდესაც ამისთანა «საინტერესო კაცს» ვინმე ნაცნობთან თითქო
შემთხვევით შეხვდები, გაეცნობი და დაუწყებ მასლაათს. მაშინ ის აღარ მოგერიდება,
პირდაპირ იტყვის, რისიც თქმა უნდა და რასაც ჰკითხავ, რადგან იცის, რომ საზოგადო
«კეთილ» ნაცნობებთან იმყოფება. ამისთანა შეხვედრას ვეძებდი მე შერიფ-ბეგთან და მალე
ამისრულდა ნატვრა. გასულ ორშაბათს, 19 ივნისს, ის და უფ. მიხეილ მეფისოვი უფ. სტ.
მელიქიშვილთან იყვნენ სადილად მიწვეულნი. სხვათა შორის, მეც არ გაუშვი,
რასაკვირველია, შემთხვევა, რომ ამ სადილზე დავსწრებულიყავ და მენახა, გამეცნი შერიფ-
ბეგი და აგრეთვე არტაანის მაზრის ახლანდელი მმართველი უფ. მიხეილ მეფისოვი,

524
რომელიც ამ უკანასკნელ დროს აგრეთვე გამოჩენილ კაცად შეიქნა, რადგან შერიფ-ბეგის
ჩვენკენ მომხრობა, უეჭველია, იმას მიეწერება.

როდესაც მესამე საათის ნახევარზედ მივედი ჩვენი მასპინძლისას, თითქმის ყველა


სტუმრები მოგროვილიყვნენ. შერიფ-ბეგი მდივანზედ იჯდა; იმის გვერდით იჯდა მ.
მეფისოვი. მე გამაცნეს ერთთანაც და მეორესთანაც; სანამ აქ მყოფნი განაგრძობდნენ ჩემს
მისვლამდინ დაწყებულ მუსაიფს, მე მქონდა თავისუფალი დრო, რომ ეს ორი პირი კარგათ
დამეთვალიერებია.

შერიფ-ბეგი, როგორც თვითონ სთქვა, 45 წლის კაცია. «დიდკაცობა» იმას პირველ


შეხედვაზედვე ეტყობა: გარდაშლილი შუბლი, ნათელი სახე, თეთრი კანი, ნაზი ხელები,
დინჯი, დარბაისლური მიხვრა-მოხვრა და წყნარი, მშვიდობიანი ლაპარაკი.

ზორბა ტანზედ ქართული კაბა აცვია და მხრებზე დაკერებული ახალი პაგონები


ამტკიცებენ, რომ ის რუსის ღენერალია. შერიფ-ბეგი წმინდა, ნამდვილ ქართულს
ლაპარაკობს; მხოლოთ სიტყვების გამოთქმაში გურულად უქცევს, იმ განსხვავებით, რომ
გურულებს, როცა ლაპარაკობენ, თითქო ცეცხლი ამოსდით პირიდამო, ჩქარობენ, სხაპა-
სხუპობენ, სიტყვებს ერთი მეორეზე მიაყრიან ასე, რომ ყური ვერ ასწრობს იმათი ლაპარაკი
გაგონებას და ტვინი გაგებას. შერიფ-ბეგი კი უფრო წყნარად, უფრო აუჩქარებლად
ლაპარაკობს და ისეთი ტკბილი «სიტყვა-პასუხი» და უბრალო ლაპარაკშიაც კი ისეთი
თითქო ორატორული საუბარი აქვს, რომ მგონი თავის დღეში არ მოგწყინდებათ იმას ყური
უგდოთ. ერთი სიტყვით, როგორც ძველი დარბაისელი ქართველი თავადიშვილის
ლაპარაკი გაგიგონიათ, ისე ლაპარაკობს.

ლაპარაკის დროს ძალიან ხშირად გადახედავდა ხოლმე მიხ. მეფისოვს, თითქო უნდოდა
ამოეკითხნა იმის სახეზედ – მოსწონს მიხეილს რასაც მე ვამბობ, თუ არაო? საზოგადოთ
ეტყობა, რომ შერიფ-ბეგს ძალიან უყვარს უფ. მეფისოვი და თანაც ამ უკანასკნელს იმაზე
დიდი გავლენაც უნდა ჰქონდეს. არც ერთი და არც მეორე გასაკვირველი არ არის.
სიყვარული იმიტომ არ არის გასაკვირველი, რომ ორთავეს ერთის ძიძის რძე უწოვნიათ და

525
ეს იმათში ისეთ ნათესაობათ ითვლება, როგორც მკვიდრი ძმები არიან. უფ. მეფისოვს რომ
შერიფ-ბეგზე გავლენა აქვს, – ესეც ადვილად აიხსნება იმით, რომ მეფისოვი ჭკვიანი,
ძალიან მოხერხებული და, როგორც ჩვენში ამბობენ, «გამოქნილი» კაცია.

საზოგადოება აჭარაზედ ლაპარაკობდა. – ქართული ხომ არ დაუვიწყნიათ იქითკენაო? –


ჰკითხა ვიღამაც შერიფ-ბეგს.

– რა ბრძანებაა, ბატონო, მთელ აჭარაში სულ ქართულს ლაპარაკობენ, შინაობაში სხვა ენას
ვინ ხმარობს? მამაკაცებმა კიდევ იციან თათრული, დედაკაცებს კი ქართული სიტყვა-
პასუხი აქვთ. – წერა-კითხვა, ბატონო ბეგო?

– მაგაში კი სუსტობენ. ალაგ-ალაგ კიდევ იციან ზემო აჭარაში, მაგრამ სხვაგან ძვირად.
მოგეხსენებათ მედრესსები (შკოლები) აქვთ და იქ მოლები ოსმალურ წერა-კითხვას
ასწავლიან. უფრო დედაკაცებმა იციან ქართული კითხვა.

– ამბობენ, ბათუმს არ იძლევიან ოსმალები და ივარგებს აჭარა უბათუმოთ? – ჰკითხა


ერთმა ჩვენთაგანმა.

– რატომ არაი, ბატონო. აჭარაი ორია, ბატონო, ერთია ზემო აჭარა; ქვეყანა მდიდარი,
ყველაფერი უხვად მოდის; ხალხიც მდიდარი, მხნე, მამაცი და შრომის მოყვარე. ისეთი
გლეხი ვიცი, ბატონო, რომ წელიწადში ორმოცდა ათი ფუთი ერბო გაუყიდია. მეორე
აჭარაია ქვემო აჭარაი; ღარიბი ქვეყანა გახლავთ, მთაკლდიანი ადგილია სულ, არაფერი
მოდის, ხალხიც ისეთი ამპარტავანი და თავმომწონეა, რომ დიდი მეფე როგორ იქნება ისე!
ახლა, ბატონო, ამ ზემო აჭარის ხალხს ყველაფერი შეუძლიან მოიტანოს თფილისში, ან
ქუთაისში, ახალციხეს, ოზურგეთს, რაც ეჭირება, მიტკალი ვარო, თუ რკინეულობა, თუ
სხვა რამ, ამ ქალაქებში იყიდის. ბათუმი მაინცა და მაინც არაფრად დააკლდება იმას. ქვემო
აჭარაი მთის ხალხია, ის ბევრს არც არა რაის გაჰყიდის და არც იყიდის. აღებმიცემობაი არ
იციან, ბატონო, იქ.

– მოისურვებს კი აჭარის ხალხი ჩვენსკენ გადმოსვლას-მეთქი? – ვკითხე მე.

526
შერიფ-ბეგი ცოტა არ იყოს შეჩერდა; მერე გარდახედა მ. მეფისოვს და სთქვა:

– რატომ არა, ბატონო; თუ ბრძანება იქნება, იგინი როგორ გაბედავენ წინააღმდეგობას?!

– ამბობენ, თქვენი წამოსვლა ეწყინათო?

– ეწყინათ კი არა, მეტი ჰქნეს; როგორც შეიტყვეს ჩემი წამოსვლა, მეორე დღესვე მოსულან
სხალტას და ჩემი სახლი, კარი, ყველაფერი გარდაუწვავთ. შემიტყვეს, რომ თვალი აქეთკენ
მეჭირა და ძალიან განზედ მიყურებდენ... ადრე ცხრა ბათალიონი მყამდა, დერვიშ-ფაშა
ყოველ კვირაი მწერდა: გეიწი, გეიწი ახალციხისკენო! რას გაჩერებულხართ ერთ
ადგილასაო!

ჯერ კი ვაღორებდი (ვატყუებდი), რომ გზა მაქვს გამაგრებული, ვერ დავინძრევი აქედამ,
მაგრამ, როცა რუსის ჯარი არდანუჯისაკენ გაუშვი ხელუხლებლად, მაშინ კი სულ უფრო
ეიღო ეჭვი დერვიშ-ფაშამ. ახლა სხვა ოსტატობა ვიხმარე: ჩხუბი ავტეხე ქვემო და ზემო
აჭარას შუა. წაუკიდე ისინი და ოთხი ბათალიონი იმათ დასამშვიდებლათ გავგზავნე;
დამრჩა ხუთი ბათალიონი, კიდევ ორი სხვაგან გავფანტე და დამრჩა სამი ბათალიონი.
ახლა კი მივწერე დერვიშფაშას, რომ ამ სამი ბათალიონით წინ ვერ გავიწევი, ისევ აქ
გავმაგრდები-თქვა და ვიყავი. მაგრამ ბოლოს მაინც ეჭვი ჰქონდათ, კაცები მიდიოდნენ,
ჩამასმინეს: იმას რუსისაკენ უჭირავს თვალიო და მეტი არ შემეძლო, ცოლ-შვილი
არტაანში გავგზავნე და მე ახალციხეს გამოვიპარე.

– ახლა სულ ახალციხეში უნდა იცხოვროთ, ბატონო ბეგო?

– მაგი ვინ იცის, ბატონო, საქმეზე ჰკიდია; საცა მეტყვიან, იქ უნდა წავიდე. ჩვენი სახლობა
უბედურია: ამ სამოც წელიწადში სამჯერ აოხრებულა ჩვენი ოჯახი: ბაბუაჩემი სულთან
მაჰმედმა მოიხმო სტამბოლში, მოჭრა თავი და რაც გააჩნდა, სუყველაფერი ფაშებმა წაიღეს.
მამაჩემი იყო და ისიც აიკლეს; მე სულ ხელახლად დავდგი ოჯახი, გავიშენე სახლი, მაგრამ
ხომ ჰხედავთ, მეც რა ბედი მქონია: ყველაფერი მივატოვე, რაც გამაჩნდა, სახლი, კარი და
წამოვედი... როდესაც თავის ბედზე დაიწყო ლაპარაკი, როგორღაც დაღონდა და

527
ჩაფიქრდა. ყველანი დაჩუმდნენ, მაგრამ მასპინძელმა გამოგვიხსნა ამ მძიმე
მდგომარეობიდგან:

– მობრძანდით, ბატონებო, სადილი მიირთვით! ყველანი ავდექით, შერიფბეგის


წინამძღოლობით პურის საჭმელ ოთახში შეველით და სუფრაზედ დავსხედით.
ჩვეულებრივად სადღეგრძელოები გიახელით. ყველა იქ მყოფი სტუმრისა და მასპინძლის
სადღეგრძელო რომ დავლიეთ, მასპინძელმა აიღო სტაქანი ხელში და სთქვა:

– ესეც ჩვენი მოძმე აჭარლების სადღეგრძელო იყოს! – ამ სიტყვების გაგონებაზე მე


შევატყე, რომ შერიფ-ბეგს სახე გაუნათლდა, სიამოვნების ღიმილი მოერია:

– კაი იქნება, ბატონებო, რომ აჭარლებიც ქართველებთან იყვნენ შემოერთებული. მაგრამ


თუ იგი არ მოხდა, საცაი უნდა იყვნენ, ვინატროთ, ბედნიერად იყვნენ. განათლებაი
ეჭირება, ბატონო, იმათ. ამდენი ახალგაზრდაი კაცები ხართ, განათლებულები, წადით,
გაიცანით, ზოგი აქ მოიყვანეთ, სკოლა გამართეთ, ასწავლეთ და ასე უნდა... აბა, რა ძმა
ხართ, თუ ისე აბდლურად დატოვოთ?!

ეს იყო შერიფ-ბეგის უკანასკნელი და კარგი სიტყვებიც. შემდეგ სუფრიდამ ავდექით, ყავა


დავლიეთ ზალაში და კიდეც გამოვეთხოვეთ მასპინძელს. აქედამ შერიფ-ბეგი შევიდა უფ.
სტ. მელიქიშვილის სტამბაში და დაათვალიერა. სტამბიდამ ის წავიდა უფ. ჩარკვიანის
ახლად გახსნილს ქართულ წიგნების მაღაზიაში, იყიდა იქ ოცი ეგზემპლიარი ქართული
ანბანი, თითო ეგზემპლიარი ყველა ქართული წიგნებისა, რაც კი იპოვებოდა ამ მაღაზიაში
და შემდეგ შინ დაბრუნდა.

მეორე დღეს შერიფ-ბეგი და მიხ. მეფისოვი ქუთაისში უნდა წასულიყვნენ, სადაც ამათ
უცდიდა თ. გრ. გურიელი.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1878 წ., №126, ხელმოწერით ს.მ.

528
ჩვენი თეატრის საქმე

ქართულ თეატრს თავისი ისტორია აქვს. ამბობენ, პირველად წარსულ საუკუნეში ყოფილა
გამართული წარმოდგენები. შემდეგ ვორონცოვის დროს, როდესაც ამ საქმისათვის ასე
გულმოდგინეთ და ნიჭიერად მოღვაწეობდა თ. გიორგი ერისთავი, ყველას ახსოვს, ყველამ
იცის. თ. გ. ერისთავის შემდეგ იწყება ქართული თეატრის წვალება-გაწამაწია: ხან უფ.
კერესელიძე მმართავს ქართულ წარმოდგენებს სხვა-და-სხვა დარბაზებში, ხან ერთი
აგროვებს სცენის მოყვარეთ და თამაშობენ კერძო სახლებში, ხან მეორე, ხან მესამე.

ბოლოს, წელს შესდგა სამუდამო ტრუპპა და ჩვენი თეატრის საქმე ამით თითქო უფრო
მკვიდრ საფუძველზედ დამყარდა. ჩვენ გვყვანან ნიჭიერი დრამმატიული მწერლები;
გვყვანდნენ და გვყვანან ნიჭიერი აქტიორები და აქტრისები. წარმოდგენები, რომელნიც
მომეტებულ ნაწილად დიდის ჭაპან-წყვეტით და ტანჯვა-წვალებით იმართებიან, რადგან
სცენისათვის აუცილებელი ნივთები (დეკორაციები, ტანთსაცმელი და სხვ.) და სახლი არ
არის, ვამბობთ, წარმოდგენები მაინც ისე კარგათ მიდიან, რომ ხშირად საუკეთესო
ევროპიელ მოთამაშეებისა და თეატრების მნახველნიც კმაყოფილნი არიან ქართულის
სცენისა.

ყველა ეს ცხადათ გვიმტკიცებს, რომ ჩვენს ხალხში ყოფილა აღძრული, თუ შეიძლება ასე
ვთქვათ, სცენიკური სიტკბოების საჭიროება; ამტკიცებს, რომ ჩვენს საზოგადოებას ესმის –
რა არის სამშობლო სცენა, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რა სარგებლობის მოტანა
შეუძლიან ხალხისა და ლიტერატურისათვის, ესმის, რომ სამშობლო სცენა არის ძალა,
რომელიც თითქმის ისეთივე ღირსია ყურადღებისა, როგორც მაგალითად შკოლა,
ლიტერატურა და სხვა საზოგადოების წინ წამწევი სახსრები.

თავადს ვორონცოვს კარგათ ესმოდა ამგვარი მნიშვნელობა სამშობლო თეატრისა და


ამიტომაც ასე ცდილობდა, ასე ეხმარებოდა ის ახლად-დაფუძნებულ ქართულ სცენას.
უბედურება ეს არის, რომ ხშირად რაც უნდა ესმოდეს ხალხს თეატრის მნიშვნელობა, რაც
უნდა უყვარდეს ის საზოგადოებას, რაც უნდა ბევრი ხალხი დაიარებოდეს

529
წარმოდგენებზე, იშვიათად თუ შემოსავალი გასავალს აუვა. განსაკუთრებით ითქმის ეს
ახლად დაარსებულ თეატრზე, როდესაც ყველაფერს გაწყობა ეჭირება, ყველაფერს
უანგარიშო ხარჯი მოსდევს. აქედამ წარმოსდგება ის, რომ თვით პარიჟშიაც საფრანგეთის
მმართველობა ხელს უწყობს, წელიწადში რამდენიმე ასი ათას ფრანკს შემწეობას აძლევს
ზოგიერთ თეატრებს იმ განზრახვით, რომ ამათ კარგათ შეიძლონ თავიანთ დანიშნულების
შესრულება; რუსეთის სატახტო ქალაქებში კი არც ერთი თეატრი არ არის, რომელსაც
მთავრობისაგან ცოტა თუ ბევრი შემწეობა (სუფსიდია) არა ჰქონდეს.

ამ შემწეობას მოკლებულნი არიან მხოლოთ ჩვენი ქალაქის ქართულ-სომხური ნორჩი


ტრუპპები. მაგრამ ფულით შემწეობას ჩვენ არ ვთხოულობთ მთავრობისაგან. ჩვენთვის
ისიც საკმაო იქნება, იმისთვისაც მადლობელი ვიქნებით, მთავრობა რომ მოახდენდეს
განკარგულებას, რომ თეატრის ზალის ქირა არ გარდაგვახდევინონ. მოგეხსენებათ, რომ
ჩვენი საზაფხულო თეატრი თავის გარდერობით, დეკორაციებით და სხვა ყოველ-გვარი
მოწყობილობით მუქთად აქვს მიცემული უფ. პალმს იმ დრომდინ, სანამ ახალი დიდი
თეატრი არ აშენდება თფილისში. უფ. პალმი კარგად სარგებლობს ამით: ამბობენ, თვეში
რამდენიმე ათასი მანეთი წმინდა მოგება რჩებაო. თითოეულ საღამოს თეატრის
ზალისათვის ქართულ და სომხურ ტრუპპას ის 200 მანეთს ახდევინებს.

და რისთვის მიანიჭეს უფ. პალმს ამისთანა წყალობა? რისთვის იჩაგრება მხოლოთ იმის
კერძო სარგებლობისათვის ქართული და სომხური სცენის საქმე? განა იმის რუსულ
წარმოდგენებს, იმის ტრუპპას, რომელშიაც ორი ნიჭიერი მოთამაშე არ ურევია, მართლა
იმდენი სარგებლობა მოაქვს ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ ამდენ წყალობად ღირდეს
და რომ იმას მსხვერპლად შესწირონ ქართულ-სომხური თეატრის საქმე?

ამბობენ, უფ. პალმს ისეთი კონტრაქტი აქვსო, რომ თეატრი ყოველი თავის
მოწყობილებით იმის სრულს განკარგულებაში არისო; ამ კონტრაქტის ძალით, იმას
შეუძლიანო, როცა ჰსურს მიატოვოს თეატრი და მთავრობას კი უფლება არა აქვსო, რომ
ჩამოართვას ეს საქმეო.

530
თუ ეს მართალია, ჩვენ გვაკვირვებს, – დირექცია როგორ შეეკრა იმას ამისთანა პირობით.
წარმოიდგინეთ ამისთანა შემთხვევა: უფ. პალმს სრული უფლება აქვს, ამ კონტრაქტით,
მოაგროვოს ხარა-ხურა ხუთი-ექვსი მოთამაშე, გამართოს კვირაში ერთჯერ-ორჯერ
რუსული უშნო წარმოდგენები და დანარჩენი დღეები კი ქართველებსა და სომხებს
მიაქირავოს თეატრი, თვითონ მხარ-თეძოზე წამოწვეს და ჩვენგან თითო ღამეში
ზალისათვის აიღოს 200 – 300 მანეთი! ამ გვარ რუსულ წარმოდგენიდამ ვის რა
სარგებლობა ექნება? ამგვარ მოთამაშეებისაგან წარმოდგენილ დრამებსა და კომედიებს რა
ზნეობითი გავლენა ექნება საზოგადოებაზე?

ვიმეორებთ, ჩვენ ძალიან გვაკვირვებს, რომ თეატრის დირექციამ ამნაირად ხელ-ფეხ-


შეკრული მისცა ქართულ-სომხური ტრუპპა უფ. პალმს. გვაკვირვებს იმიტომ, რომ ამგვარი
პირობით არავის არ ეძლევა სარგებლობა თეატრისაგან: არც ადგილობრივ რუსის
საზოგადოებას, არც ქართველებსა და არც სომხებს; ამით სარგებლობს კერძოთ მხოლოთ
ერთად-ერთი პირი – უფ. პალმი... ამბობენ, როცა ახალი დიდი თეატრი აშენდება, ეს
პატარა საზაფხულო თეატრი მუქთად მიეცემათ ქართველებსა და სომხებსაო. კარგია,
სასიამოვნოა, რასაკვირველია, მაგრამ საქმე ის არის, რომ პეტრეს მოსვლამდინ პავლეს
ტყავს კი გააძრობენ-და! ახალი თეატრის აშენების საქმე, როგორც ამბობენ, უფულობის გამო
შეჩერებულია; მანამდინ ქართულ-სომხურ სცენას ხუთჯერ მაინც გააძრობს უფ. პალმი
ტყავს და ვინ იცის, გაუძლებს ეს ჩვენი ნორჩი სცენა ამდენ ტყავის გაძრობას, თუ არა.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1879 წ., №261, ხელმოწერით ს.მ.

ტატო წულუკიძის ჩამოხრჩობა

დღეს, 28 იანვარს, დილის 11 საათზე, ხოჯევანის სომხის სასაფლაოს იქით გორაზე


ჩამოახრჩეს მთელს კავკასიაში განთქმული ავაზაკი ტატო წულუკიძე. პარასკევ დილით
გავრცელდა ქალაქში ხმა, რომ პეტერბურღის უმთავრესს სამხედრო სასამართლომ არ

531
აპატია ტატოსაო და ამ დღეებში უნდა ჩამოახრჩონო. მეორე დღეს კი სთქვეს, რომ
ორშაბათ დღეს ჩამოახრჩობენო. გუშინ დილას დიდძალი ხალხი მოაწყდა ხოჯევანის
სასაფლაოს შესატყობლად – მართლა აკეთებენ ტატოს ჩამოსახჩობად ეშეფოტს თუ არაო.

დღეს, გათენებამდე დაიწყო ხალხმა იქითკენ დენა. მთელი ახლო-მახლო გორები


ხოჯევანის სასაფლაოსკენ მოფენილი იყო ხალხით. უანგარიშო ფაეტონები და დროშკები.
ერთი კინტო არ დარჩენილა, მგონი, ქალაქში. ყველა მიეჩქარება, მირბის, თითქოს ოქროს
განძის ნახვას მოელიანო!.. ტატოს ყველა იცნობდა, ყველას უნდოდა შეეტყო – როგორ
ჩამოახრჩობენ იმას, როგორ დაიჭერს ის თავს უკანასკნელ განსაცდელის ჟამს.

გუშინ, კვირა საღამოს, გამოუცხადეს თურმე ტატოს, რომ ხვალისათვის უკვე მზათ უნდა
იყვეო. როცა თავის ბედისწერა შეიტყო, ცოტა ფერი ეცვალაო, მაგრამ იმ წამსვე შეიმაგრა
თავი, თითქო არაფერიაო. რა ღამეს გაატარებდა ის წუხანდელ ღამეს, რა ძილი და
მოსვენება ექნებოდა!

დღეს, დილის 9 საათზე მეტეხის ციხეს მიაყენეს დროგი, რომელზედაც უნდა დაესვათ
ტატო და ადგილზე წაეყვანათ. მარჯვედ, მხნედ გამოვიდა იგი ციხიდამ, უკანასკნელი
ნახევარი საათის განმავლობაში ელაპარაკებოდა რაღაცაზედ მოძღვარსა და მერე
შეუკრთომლად და მხნედ ავიდა დროგზე და წამოიყვანეს ხოჯევანისკენ.

მეთერთმეტე საათის ნახევარზე შავბედითი დროგი თავისი მსხვერპლით დანიშნულ


ადგილზე მიიყვანეს. ხალხში თავდაჭერილი ჩოჩქოლი და მოძრაობა შეიქნა.

ეშეფოტს ოთხ-კუთხივ ჯარი არტყია, ასე რომ, მაყურებლები თითქმის ნახევარ ვერსზე
არიან ეშეფოტისაგან მოშორებულნი. ბევრს დურბინდი უჭირავს ხელში და უყურებს.

მარჯვედ, შეუკრთომლად ავიდა ეშეფოტის კიბეებზედ. მხოლოდ ახლოს მაყურებელნი


შენიშნავდნენ იმის პირ-სახეზე განსაკუთრებულ სიყვითლეს და თვალების ამღვრევას,
სხვებ არაფერში არ ეტყობოდა, რომ ის გრძნობდა, რომ რამდენიმე მინუტის შემდეგ
აღსასრული მოელოდა. პროკურორმა წაუკითხა სასამართლოს განაჩენი. მღვდელმა
უკანასკნელი სიტყვა უთხრა.

532
როცა ყველაფერი მომზადება გათავდა, ტატომ პაპიროზი მოითხოვა, მისცეს, ერთხელ
ხელიდამ გაუვარდა, დასწვდა, აიღო ხელში და ბოლომდინ მოსწია. ბოლოს ჯალათი
(პალაჩი) შეუდგა თავის საქმეს: შეუკრა უკან ხელები და ფეხები, ჩამოაცვა კისრამდინ
ტომარას მსგავსი პერანგი და ცოტა ხანს ისე იყო გაჩერებული, პირ-სახე ახდილი ჰქონდა.

კიდევ ერთი წამი... ჯალათმა მიიყვანა თოკთან... გამოსწია თოკი... ჩამოაცვა კისერზე და
იმავე წამს სკამი გამოაცალეს ფეხებიდამ და ხელი ჰკრეს... ჰაერში ჩამოეკიდა, მაგრამ იმავე
წამს მოისმა იმის ხმა: კარგათ გამიკეთეთ თოკი თქვე მამა...! აღმოჩნდა, რომ თოკი კისრის
მაგივრად ნიკაპზე მოედვა ჯალათს და არ აღრჩობდა. ჯალათი მივარდა, გამოსწია თოკი
და მაგრად მოსდვა ყელზე. ერთი ფეხი, არც ხელი არ გაუნძრევია, ისე წაიღრჩო და
გათავდა... ახდილი პირ-სახე საშინელი სანახავი იყო: მთელი სახე გაულურჯდა, თვალები
წამოუვარდა... მაგრამ ისეთი შესაძრწუნებელი სურათია, რომ ნუღარ ვუყურებთ, თვალი
ავარიდოთ... ერთი წამის განმავლობაში ეს მთებზე მოფენილი უანგარიშო ხალხი თითქო
ქვათ იქცა, თითქო გაშეშდა... როცა ყველაფერი გათავდა, აქა-იქ ჩოჩქოლი და მოძრაობა
მოისმა:

– აბსუს ბიჭო! – დაიძახა ერთმა.

– სხვებიც გააფუჭა, თვითონაც გაფუჭდა! – თქვა მეორემ.

– აბა, რა გინდოდა, ძმავ! მაგრამ ჰე... უარესებიც არიან, ბედნიერად ცხოვრობენ!

– სთქვა მესამემ თავის გუნებაში.

– გაფუჭდეს ის, ვინც ეგ მაგისთანა ბიჭი გააფუჭა!

საზოგადოთ ხალხში სიბრალულისა და შეწყნარების ხმა ისმოდა. მაგრამ რაღა დროს! ეს


ჩვენი საზოგადო წყობილების ნაწარმოებია, ჩვენი შვილია, ჩვენ მივიყვანეთ ეშეფოტამდინ,
ჩვენის ხელით ჩამოვახრჩვეთ და ახლა გვებრალება, თითქო ვწუხვართ იმის ბედზე... ჩვენი
თავი, ჩვენი ცხოვრება უნდა გვებრალებოდეს, გვაწუხებდეს.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1880 წ., №22, ხელმოწერით ს.მ.

533
ჩვენი ჟურნალ-გაზეთების საქმე

ორმოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც პირველი გაზეთი დაარსდა ქართულ ენაზე (სოლ.
დოდაევის «ტფილისის უწყებანი» 1832 წ.). მას აქეთ ჩვენმა პერიოდულმა ლიტერატურამ,
რასაკვირველია, ნაბიჯი წადგა წინ: გამოდიოდა «ცისკარი», «საქართველოს მოამბე»,
«მნათობი» და «კრებული», რომელთაც სხვა-და-სხვა გარემოებათა და საზოგადოების
გულგრილობას ვერ გაუძლეს და ერთი მეორეზედ მიიცვალნენ. და დღეს ჩვენ დაგვრჩენია
ორი გაზეთი და ორიც ჟურნალი.

თუ მივიღებთ მხედველობაში, ერთის მხრით, თითქმის ერთს მილლიონ ნახევარს


მცხოვრებ ქართველებს და, მეორეს მხრით, ორმოცდაათი წლის არსებობას ჩვენი
დროგამოშვებით ლიტერატურისას (ჟურნალისტიკას – რედ.) – ეს დიდი ნაბიჯი არ იქნება,
ეს მხოლოდ ოთხი პერიოდულ გამოცემათა არსებობა დიდს წარმატებას არ გვიჩვენებს
ქართულ მწერლობისას. ეს ნაბიჯი და ეს წარმატება კიდევ უფრო პატარად გვეჩვენება, თუ
მოვიგონებთ, რომ ყველა ამ დრო-გამოშვებით გამოცემათა ხელის-მომწერლების რიცხვი,
ერთად რომ შევკვეცოთ, ორი ათასამდინაც არ მიაღწევს. მილლიონ ნახევარ ქართველებში
ორი ათასიც რომ იყოს ჟურნალ-გაზეთების მკითხველი, დამეთანხმეთ, ეს დიდი ნუგეში
არ არის!

რა არის ამის მიზეზი? რას უნდა მიეწეროს ამ გვარი კუს ნაბიჯით მსვლელობა ჩვენი დრო-
გამოშვებით ლიტერატურისა? პირველი და უმთავრესი მიზეზი ამისი გახლავთ ის,
რომელიც ფრთებს ჰკვეცს და აწუხებს მთელი რუსეთის პერიოდულ ლიტერატურას და
განსაკუთრებით კი ჩვენსას – მივარდნილ ქვეყნისას და ხალხისას – ბეჭდვის კანონების
სისასტიკეზე მოგახსენებთ, იმ კანონებზე, რომელსაც ემორჩილება ახლანდელი მწერლობა
და რომლის წყალობითაც ამ მწერლობას მოსპობილი აქვს ყოველი გზა და სახსარი
გაცხოველებისა, საზოგადოებაში ინტერესის აღძვრისა, ათასგვარ ცნობის-მოყვარეობის

534
დაკმაყოფილებისა, თავისუფლად თავის აზრისა და შეხედულობის გამოთქმისა და სხვა
და სხვა.

რა წარმატება უნდა მიეცეს პერიოდულ ლიტერატურას, რამ უნდა მიიზიდოს იმისაკენ


მკითხველი საზოგადოება, როდესაც ეს საზოგადოება სხვა-და-სხვა გარემოებათა
წყალობით ვერ ჰპოულობს ამ ლიტერატურაში პასუხს თითქმის ვერც ერთს იმ უანგარიშო
კითხვაზე და საგნებზე, რომელნიც დღე და ღამ იმას მოსვენებას არ აძლევენ, რომელიც
იმის არსებით საჭიროებას შეადგენს და რომლის დაკმაყოფილებას ამ ლიტერატურაში ის
ამაოდ ეძიებს? რათ დაუწყებს მკითხველი საზოგადოება გაზეთებსა და ჟურნალებს
კითხვას, როდესაც, გარდა ზოგიერთ ახალ ამბებისა (ისიც ხშირად უმნიშვნელო ამბებისა),
ვერაფერს ვერ ჰპოულობს ამ ჟურნალ-გაზეთებში?

და აკი არ კითხულობს, არ იწერს, და აქედამ წარმოსდგება, რომ ჩვენი ჟურნალ-გაზეთები


საზოგადოდ ისე ღარიბები არიან, რომ იმ მხრითაც ვერ მოუხერხებიათ თავის
მკითხველების დაკმაყოფილება, რა მხრითაც ახლანდელ მდგომარეობაშიაც შეეძლო
დაკმაყოფილება, ნივთიერი ღონისძიება, ესე იგი ბევრი მკითხველი რომ ჰყოლოდათ. ეს
ერთი. მეორე მიზეზი ჩვენი დრო-გამოშვებით ლიტერატურის სისუსტისა თვითონ ჩვენი
დაწინაურებული საზოგადოებაა. აი, როგორ: ახლანდელ ჩვენ ჟურნალგაზეთების
ხელისმომწერელთა სია რო გადაათვალიეროთ, ერთს მოვლენას შენიშნავთ: თითქმის ორი
მესამედი ხელის-მომწერლებისა ისეთი პირები არიან, რომელთაც რუსული სრულიად არ
იციან და ქართულსაც კი ჩათვლით ჰკითხულობენ. ესრედ-წოდებული ჩვენი
განათლებული და დაწინაურებული საზოგადოება, რომელმაც რუსული იცის, ქართულ
ჟურნალ-გაზეთებს ათასში ერთი არ ჰკითხულობს; ის უფრო რუსულ გაზეთებსა და
ჟურნალებს ეტანება. ქართულის კითხვა თითქო სათაკილოდ მიაჩნია.

– რას იტყვის ისეთს «დროება» ან «ივერიაო», – ამბობენ ეს ვაჟბატონები, – რომ რუსულ


გაზეთებიდამ და ჟურნალებიდამ უფრო მალე და უკეთაც არ შევიტყოთო?

535
უკაცრავად ნუ ვიქნები და ამ სიტყვაში თქვენი უმეცრება სჩანს, ჩემო განათლებულო
ქართველო კაცო! თამამად შემიძლიან მოგახსენო, რომ ყოველი ქართული ჟურნალი და
გაზეთი, რაც უნდა უხეირო და სუსტი იყოს, იმას გეტყვის თქვენ და იმას შეგატყობინებს,
რასაც ვერც ერთი რუსული და, საზოგადოდ, უცხო ქვეყნის გაზეთი და ჟურნალი ვერ
გეტყვის და ვერ შეგატყობინებს: თქვენივე ქვეყნის მდგომარეობას, თქვენივე მოძმის
ლხინსა და დარდს, ის გაგაცნობს თქვენს თავს, თქვენს ბედ-იღბალს, შეგატყობინებს – რა
ჭირება და აწუხებს ქართველ ხალხს, რის დაკმაყოფილება უნდა იმას, ერთის სიტყვით, –
რა აწუხებს და რა ალხინებს.

და თუ შენ მართლა ქართველი კაცი ხარ, თუ მართლა შენი ქვეყნისა და ერისათვის გული
შეგტკივა – ყველა ამის შეტყობა და გაცნობა შენთვის აუცილებელ საჭიროებას უნდა
შეადგენდეს. საუბედუროდ, თუმცა განათლებულს უძახი შენს თავს, მაგრამ ეს უბრალო
ჭეშმარიტება კი არ გესმის. ერთს დიდს მიზეზს ჩვენი დრო-გამოშვებით მწერლობის
სისუსტისას, უეჭველია, ის გარემოებაც შეადგენს, რომ ჩვენ არა გვაქვს ესრედ-წოდებული
«საზოგადო ცხოვრება». ყველა თავის საკუთარ სოროში შემძვრალა და თავის ცხვირს იქით
თუ ცხოვრებაა, არ ჰხედავს და არც დასდევს; საზოგადო ინტერესი რა არის, – არ ვიცით,
საზოგადო საქმეებისათვის თითის განძრევა გვეძნელება; ცხოველი ცხოვრება, რომელიც
უმთავრეს საზრდოს აძლევს ლიტერატურას, ჩვენს ქვეყანას ჯერ არ უგემებია და, რაღა
თქმა უნდა, რომ ამ უფერულ და მკრთალ ცხოვრების სარკედ ჩვენ გვაქვს უფერული და
მკრთალი დროგამოშვებითი მწერლობაც.

ყველა ამას გარდა, არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც საგრძნობლად აბრკოლებს
ჩვენი ჟურნალ-გაზეთების გავრცელებას და წარმატებას: უფოჩტობას, უგზოობას
მოგახსენებთ. არა თუ სოფლის მცხოვრებნი, რომელნიც თფილისისა და ქუთაისის
გუბერნიაში თითქმის სულ ქართველები არიან, მოკლებულნი არიან ჟურნალ-გაზეთების
მიღების საშუალებას, არამედ იმ უწესობისა და ურიგობის გამო, რომელიც რკინის გზის
სტანციებზე და ფოჩტებზე არსებობს, ეს საშუალება ამ სტანციებზე და ქალაქებშიაც კი
გაძნელებულია.

536
– რად გამოვიწეროთ თქვენი გაზეთი, რად დავკარგოთ ტყუილად ფული, როდესაც სამ
ნომერში ძლივს ერთი მოდისო! – ამისთანა წერილები ხშირად მოგვსვლია ჩვენ არა თუ
სოფლის, ქალაქის ხელის-მომწერლისაგანაც. შემდეგში ჩვენ მოვილაპარაკებთ იმ ღონის-
ძიებებზე, რომლითაც შესაძლებელია და მოსალოდნელი ჩვენი დრო-გამოშვებითი
ლიტერატურის ცოტათი მაინც წარმატება და აღორძინება.

***

რა საშუალებით და ღონისძიებით შეიძლება ჩვენი დრო-გამოშვებითი ლიტერატურის


გაცხოველება და აღორძინება? რა საშუალება არის საჭირო, რომ, ერთის მხრით,
მკითხველმა საზოგადოებამ იპოვოს ამ ლიტერატურაში ის, რასაც ეძიებს და, მეორეს
მხრით, თვითონ ამ დრო-გამოშვებით ლიტერატურამ შეიძინოს მკითხველი
საზოგადოება?

ამ კითხვის პასუხი თითქმის მოხსენებულია ჩვენი გაზეთის წინანდელ ნომერში, სადაც


ჩამოვთვალეთ ის მიზეზები, რომელნიც ჩვენს ახლანდელ დრო-გამოშვებით
ლიტერატურის წარმატებას აბრკოლებენ. უნდა მოისპოს ის მიზეზები და, ცხადია, მაშინ
მოისპობა ის შედეგიც – ლიტერატურის სისუსტე, – რომელიც დაბადებულია ხსენებულ
მიზეზებისაგან.

პირველი ამ მიზეზთაგანი, რომელზედაც სჯა მთელ რუსეთის ლიტერატურას აქვს ახლა,


რომელიც ჩვენთვისაც და რუსეთისათვისაც საერთო დამაბრკოლებელ მიზეზს შეადგენს,
არის ბეჭდვის კანონების სისასტიკე... რუსული გაზეთები თითქმის ერთხმად
თხოულობენ ამ კანონების შეცვლას და ისეთის წესის დადგენას, რომელიც ცოტათი მაინც
შეღავათს მისცემს, ცოტათი უფრო მომეტებულის თავისუფლებით აზრის გამოთქმის
ღონისძიებას მიანიჭებს საზოგადოდ მწერლობას და განსაკუთრებით დრო-გამოშვებით
მწერლობას. მართლაც, ყველა გრძნობს ბეჭდვის შესახებ ახლანდელ კანონების შეცვლის
საჭიროებას; ყველანი მოუთმენლად მოელიან იმ დროს, როდესაც ეს გამოცვლილი ახალი

537
კანონები ცოტათი მაინც შეამსუბუქებენ ახლანდელ ლიტერატურის გაჭირებულ
მდგომარეობას.

მაგრამ საზოგადოებას აქ, გარდა თავის სურვილისა და ნატვრის გამოცხადებისა, არა


შეუძლია-რა. ეს მარტო უმაღლესს მთავრობაზედ არის დამოკიდებული. ამავე
მთავრობაზედ არის აგრეთვე დამოკიდებული მოსპობა მეორე მიზეზისა, რომელიც
აბრკოლებს დრო-გამოშვებით ლიტერატურის წარმატებას: ფოჩტის, გზების მხრით
დაბრკოლებაზედ მოგახსენებთ. გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენში რომ ისეთი
სოფლის გზები და ფოჩტები იყოს გამართული, როგორც, ვთქვათ, გერმანიაში ან
საფრანგეთში, ან პატარა შვეიცარიაში, მაშინ ჩვენებურ ჟურნალებსა და გაზეთებს ერთი-
სამად თუ არა, უეჭველია, ერთიორად ახლანდელზე მომეტებული ღონის-ძიება, რომ
თავის მდგომარეობა გაეკარგებინა და მკითხველის კანონიერი მოთხოვნილებაც
დაეკმაყოფილებინა. მაგრამ არის ერთი ისეთი სხვა მიზეზი, რომელიც ამას წინად
მოვიხსენეთ და რომლის მოსპობა საკუთრივ ჩვენზედ, ჩვენს საზოგადოებაზედ არის
დამოკიდებული: ჩვენ ვამბობთ დაწინაურებულ და შეძლებულ საზოგადოებისაგან
სამშობლო ლიტერატურისადმი უფრო მომეტებულ თანაგრძნობის და ხელის-მომართვის
სურვილის გამოცხადებაზედ, ვიდრე დღემდინ ვხედავთ ამას ჩვენში.

საქმე იმაშია, რომ სანამ ჩვენი ლიტერატურა (ჟურნალ-გაზეთები – რედ.) ჯერ კიდევ
ახალგაზრდა ლიტერატურად ჩაითვლება, სანამ იმას მაგრად ფეხი არ გაუდგამს ხალხში,
სანამ მკვიდრი ფესვები არა აქვს, მანამ გარედამ, თანამგრძნობთაგან, სამშობლო საქმის
გულშემატკივართაგან ეჭირება დროებითდახმარება და ხელის მომართვა. ყველგან ასე
ყოფილა და ჩვენშიაც ასე უნდა მოხდეს: თანამგრძნობი პირნი უნდა ამოგვიჩნდნენ,
რომელნიც თუ ნივთიერად, თუ გამხნევებით, თუ რჩევით და თუ სხვა ათასის
საშუალებით დაეხმარონ ჯერკიდევ ნორჩ, ფესვ-გაუმაგრებელს ჩვენს ლიტერატურასა. და
როცა ის გამაგრდება, როცა დამწიფდება, მერე სხვის დახმარება საჭირო აღარ იქნება, მერე
თვითონ ის დაეხმარება ათას გვარ ჩვენ საზოგადო საქმეების წარმატებასა და წინსვლას.
საუბედუროდ, ამას ვერ ვხედავთ დღეს ჩვენში. პირიქით, ბევრი ქართველთაგან,

538
რომელთაც განათლებულს ეძახიან და რომელთაც, მაშასადამე, უნდა ესმოდეთ სამშობლო
ლიტერატურის მნიშვნელობა, თითქოს მტრულის თვალით შესცქერიან ქართულ
მწერლობას, იმის სისუსტე თითქოს ახარებთ იმათ. სამწუხარო მოვლენაა ეს მოვლენა
ახლანდელს ჩვენს საზოგადო ცხოვრებაში და, სანამ ეს არ მოისპობა, მანამ არა თუ დრო-
გამოშვებით ლიტერატურის აღორძინებას და აჰყვავებას, არც ერთ ჩვენი საერო საქმის
წარმატებას არ უნდა მოველოდეთ.

მაგრამ, ღვთით, თან-და-თან ვატყობთ ნიშნებს ამ სამწუხარო მოვლენის მოსპობისას, თან-


და-თან ნაკლებად ვხედავთ ისეთ ქართველს, რომელსაც თავის ქვეყნისა და ერის
საზოგადო საქმეების დაბრკოლება ახარებდეს და შემდეგში, იმედია, ამ გვარ პირთ კიდევ
უფრო ნაკლებად შევხვდებით. აი, ეს არის უმთავრესი საშუალებანი ჩვენი დრო-
გამოშვებით ლიტერატურის წარმატებისათვის, საშუალებანი, რომელნიც დღეს, ამ ჟამად
დაგვეხმარებიან ჩვენ და ხელს მოუმართავენ ამ ლიტერატურის გაძლიერებას თუ არა,
ცოტათი წინ წაწევას მაინც. დღეს ესეც ვიკმაროთ.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1883 წ., №32-33, ხელმოუწერლად..

აკაკი წერეთელი

(1840-1915)

დაიბადა 1840 წელს იმერეთის ულამაზეს კუთხეში – სოფელ სხვიტორში. 1852 წელს
შევიდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1859-63 წლებში
სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე.
ლექსების წერა ყრმობის ასაკიდან დაიწყო; მ. ლერმონტოვის «პალესტინის რტოს»
თარგმნით (1858წ.) შედგა აკაკის ლიტერატურული დებიუტი ჟურნალ «ცისკარში». 1870
წელს ნ. ნიკოლაძის თხოვნით და მატერიალური დახმარებით აკაკი წერეთელი
თბილისშია და თანამშრომლობს «დროებაში». 1870 წლის 21 მაისს ხელმოუწერლად
პირველად «დროების» სარდაფში გამოქვეყნდა აკაკის «ცხელ-ცხელი ამბები». ეს

539
ფელეტონები მარილია გაზეთისა, რამაც ძალზე პოპულარული გახადა «დროება». ამ
რუბრიკის ქვეშ იბეჭდება აკაკის ლექსები და პოემები. აკაკი თანამშრომლობს «კრებულში»,
«ივერიაში», «მოამბეში», «კვალში», კავკასიურ რუსულ პრესაში. 1897-2000 წლებში აკაკი
გამოსცემს ჟურნალ «აკაკის თვიურ კრებულს», რომელიც პირველი ფოლკლორული
ორგანო და აკაკის შემოქმედების პუბლიკაციისთვის შექმნილი ჟურნალია. მასში აკაკიმ
დაასაბუთა, ამირანის ზღაპრის საფუძველზე, ბერძნულ მითოლოგიაში პრომეთეს მითის
წარმოშობა აგრეთვე არგონავტების საქართველოში უტყუარი ჩამოსვლისა და
სახელწოდება «მედეას» ქართული წარმომავლობა (ეს მოსაზრებანი XX საუკუნეში ტიმ
სევერინის მოგზაურობამაც დაადასტურა).

«აკაკის თვიურ კრებულში» დაიბეჭდა ზ. ჭიჭინაძის ქართული ჟურნალ-გაზეთების


ბიბლიოგრაფია, რომელიც ჟურნალისტიკამცოდნეობის პირველი მეცნიერული წყაროა.
1900 წელს აკაკი წერეთელმა გამოსცა იუმორისტული გაზეთი «ხუმარა», რომლის
პირველივე ნომერი აკრძალეს, რედაქტორი კი მეტეხის ციხეში გამოკეტეს. ხალხის
დაჟინებული მოთხოვნით ერთ ღამეში იგი გაათავისუფლეს. აკაკი ქართული თეატრის
დიდი ქომაგი და დამხმარე, დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და
თეატრისთვის პიესების შემქმნელი იყო.

აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 1915 წელს. დაკრძალულია მთაწმინდაზე.

გაზეთი «დროება»

(1866-1885)

პირველი ევროპული ტიპის გაზეთი «დროება» გამოვიდა 1866 წლის 4 მარტს გიორგი
წერეთლის რედაქტორობით, რომელიც 1869 წლის აპრილამდე გამოსცემდა გაზეთს.
შემდეგ გაზეთის რედაქტორი გახდა ს. მესხი, რომელიც 1883 წლის აპრილამდე იყო მისი

540
ხელმძღვანელი, ხოლო 1883-85 წლებში «დროებას» ივანე მაჩაბელი რედაქტორობდა.
გაზეთის გამოცემის ისტორიაში საყურადღებოა 1870 წელი, როდესაც «დროებას» ს. მესხი
და ნ. ნიკოლაძე რედაქტორობენ; 1873-1874 წლის ოქტომბერი, როდესაც ს. მესხის
საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო «დროებას» კ. ლორთქიფანიძე
რედაქტორობს, ხოლო 1880 წელს – «დროებისა» და «ივერიის» რედაქციები გაერთიანდა
და გაზეთს ხელს აწერენ ს. მესხი და ი. ჭავჭავაძე. «დროება» დაარსდა, როგორც კვირაში
ერთხელ გამომავალი გაზეთი, 1875-76 წლებში გაზეთი გამოდიოდა კვირაში სამჯერ,
ხოლო 1877 წლის აგვისტოდან – «დროება» ყოველდღიურია.

გაზეთის გამომცემლები არიან: 1866-1883 წლის აპრილამდე – სტეფანე მელიქიშვილი, 1883


წლის აპრილიდან 1885 წლის 14 სექტემბრამდე – გიორგი ქართველიშვილი.

გაზეთში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო


მოღვაწენი – გ. წერეთელი, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ს. მესხი, ნ. ნიკოლაძე, ი.
გოგებაშვილი, პ. უმიკაშვილი, ა. ფურცელაძე, კ. ლორთქიფანიძე, ა. ნანეიშვილი, ბ.
ჯაფარიძე, დ. ჩქოტუა, რაფ. ერისთავი, ალ. ყაზბეგი და სხვ.

«დროება» XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საზოგადოებრივი აზრის მატიანეა,


იგი დემოკრატიულ-პროგრესული მიმართულებისაა.

ცხელ-ცხელი ამბები

(ვინა სთქვა, რომ ჩვენშია)

ვინა სთქვა, რომ ჩვენში საზოგადო არა არის რაო, მაშინ როდესაც რაც ერთზედ ითქმის,
რასაკვირველია აუგობით, ის ათში ცხრასაც ეკუთვნის? საკვირველი ქალია ეს კნეინა,
რომელსაც ჩვენ დავარქვათ კვარკვალიტა: მის მნახველს არ შეუძლია, როცა მას უჭვრეტს,
რომ სხვა საგანიც არ წარმოედგინოს მის მისამსგავსებლად: ეს ჩინებული კნეინა ზოგს

541
თხუთმეტი დღის მთვარედ ეჩვენება, ზოგს ცისკრის ვარსკვლავად, ზოგს ვარდის კოკრად,
ზოგს სულის მტრედად, და ზოგს გულის იადონად.

მე კი ტყუილს არ მოგახსენებთ, რომ რამდენჯერაც უნდა ვნახო, ყოველთვის ღლავი


მომაგონდება ხოლმე. – ეგებ ბევრმა არ იცოდეს, თუ რა არის ღლავი? იმერულათ ღლავი
და ქართულად ლოქო ეწოდება მისთანა ერთგვარ-თევზს, რომელიც უხმოდ პირს ძალიან
აღებს, თავი მსხვილი აქვს და უვარგი, ფაშვი დიდი აქვს, მაგრამ, მაგრამ ზედ მობმული
კუდი კი მარჯვეთ საქნევი და გემრიელი... გარეგნობით ვისაც უნდა ჰგვანდეს კნეინა
კვარკვალიტა, ჩვენთვის სულ ერთია; ჩვენ მხოლოდ მისი შინაგანი დაფარული, ღირსება
გავსინჯოთ!

დიდის მოწიწებით ინახავს მარხვას... წირვა-ლოცვას არ აკლდება და ისეთის


ყურადღებითაც ისმენს, რომ არა თუ მღვდელის სიტყვები, ერის წაჩურჩულებაც არ
გამოეპარება ხოლმე იმ წირვის დროს. სანამ შუა წირვა დაიწყებოდეს, იმან სულ იცის, ვის
რა ფერი ტანისამოსი აცვია და როგორ არის შეკერილი. ქართული ნახევარი დავიწყებია,
რუსული ნახევარზედ მეტი ვერ მოუსწრია; მაგრამ ამითი არა წაუგია რა: რუსებს ჰგონიათ,
თუ ქართული ძალიან იცისო და რუსული რომ კარგად არ იცოდეს, რა გასაკვირალიაო; და
აგრეთვე ქართველებს ჰგონია, თუ რუსული ზედმიწევნით იცის და ქართული კარგი არ
იცოდეს, რა უყოთო! საკვირველი მიმხდური ქალიც არის: რომ რამეს გაიგონებს,
დაუგდებს ყურს. მერე გასინჯავს ნათქვამს და იტყვის, ისე კი არ უნდა ყოფილიყო ის
საქმე, სწორედ ასე იქნებაო, და გადააკეთებს ხოლმე ისე, როგორც მას ჰგონია. ზარმაცი არ
გეგონოსთ, შვილებს ვერ ზდის ხოლმე, თორემ სხვას ყელაფერს ძალიან ზდის.
ჭინჭველასოდენ ამბავს ერთ დღეს აქლემის ოდენათ გადააქცევს ხოლმე. – გაასუქებს
ხოლმე და ან კი როგორ არ გაასუქოს, რომ ჩვენში საბალახეები კარგია ამ გვარი
პირუტყვებისათვის...

ერთი სიტყვით, კნეინა კვარკვალიტას ყოველივე ღირსებას, კალმით კი არა, კეტითაც ვერ
აწერს კაცი, რომ უნდოდეს, ამ ჟამათ კნეინა ძალიან მოწყენილი არის და მწუხარების
მოსაქარვებლად სულ ამას იმღერის: «გამიფრინდა სიხარულის ფრინველი, ლეილუმ!» და

542
სხვა... ვინც კი ყური მოჰკრა ამ სიმღერას, გამვლელი თუ გამომვლელი, ყველა ასე ამბობს:
ვაი, რას გადურევია ეს ქალბატონი?.. როგორც იქნაო, მოგვხედა ღმერთმა, ძლივს
მწუხარების დათვი მოვიშორეთ და ეს კი სიხარულის ფრინველათ იგონებსო და სწუხსო!..
მაგრამ ხალხმა რაც უნდა სთქვას, კვარკვალიტა იმას რას დასდევს, როდესაც მას თავის
საკუთარი ჰაზრი აქვს და საკუთარი გრძნობანი? «ალიას დარდი ფლავიაო», ნათქვამია,
ხალხი სხვას ჰფიქრობს და კნეინა სხვას, ხალხი ამბობს: «ნეტა რა ჩიტი მოგვიფრინდება?
როგორც მტრედი კიდობნისა, ზეთის ხილიხ შტოთი მოგვიფრინდება, იმ წარღვნის
შემდეგ გაახლების ნიშნად, თუ ყვავივით მძორებს დაუწყებს ძებნას?» აძლევს ამ კითხვას
თავის თავს და გულის კანკალით თვითონვე პასუხს აძლევს: რასაკვირველია, რომ
მტრედით, – ორი წარღვნა ერთად ვის გაუგონიაო!.. მაგრამ ცისარტყელაც რომ არსად
სჩანს? ამ მწუხარე ფიქრებს ჰფანტავს შემდეგი სიმღერით: «არვინ იცის, რა გამოვა
რისაგან!.. თუ რომ ხმები გაიყოფა მტრისაგან და სხვ...»

ამავე დროს კნეინა კვარკვალიტა ფიქრობს: «სიძე ყოველთვის მაყრულით მოგვყავს, მაგრამ
ვაი, რომ ზარით გასტუმრება გვჭირდება ხოლმეო. ნეტავი ამ ახალ-სიძეს, თუ უყვარს
ღლავი, მაგრამ ან კი რად მინდა! იმას თურმე თავის საკუთარი აუზი აქვს... მაგრამ ესეც
უნდა სთქვას კაცმა, შინაური ღლავი რას მოუშლის გარეულს?» აქ ამ აზრით კნეინა ეშხში
მოდის და იმღერის რაღაც იმედიანი ხმით... და ჰყვირის: გოგო! გოგო! ჩქარა სარკე, სარკე
მომეცით! იღებს საჩქაროდ ხელში სარკეს, იხედება, მაგრამ უეცრად შეშინებული ერთს
იკივლებს და ხელიდამ აგდებს სარკეს!.. რამ შეაშინა კნეინა კვარკვალიტა? ნეტავი რა
დაინახა სარკეში? ის რომ ვიღაც მოჩვენებას მისთვის სარკეში ზურგი შემოექცია და ზედ ეს
სიტყვები ეწერა: «კნეინებო კვარკვალიტებო! რადგანაც წარღვნა გათავდა, წყალი დაშრა და
ხმელეთი ჩნდება; იქ სადაც დღემდი თევზები თავისუფლად სცურავდენ, ღლავებს ბინა
აღარ ექნებათ, მათ ნაცვლად იქ მათს ადგილს ოთხფეხი თვინიერები დაიჭერენ და
თქვენთან ნურაფერს უკაცრავათო!»...

გადაიქცა ქალბატონი, ვეღარ მოაბრუნეს, გდია ისევ გულშემოყრილი, ექიმები თავს


ახვევიან, მაჯას უსინჯავენ, და სულ სხვა და სხვა ნაირად ხსნიან მის ავათმყოფობას: ზოგი

543
რას ამბობს და ზოგი რას! – ერთი ამბობს, ორსული არისო; მეორე – ახლა აპირობს
დაორსულებას და მიტომ ეყრება გულსაო; მესამე ამტკიცებს, თუ სულ დაკარგული აქვს
დაორსულების იმედი და მის გამო შემოაწვა სევდა და სხვა. მაგრამ მართალი ვერავისაგან
გავიგეთ... შელოცვაზედ კნეინა კვარკვალიტამ ცალი ფეხი გაიქნია და შემდეგში რა იქნება,
არ ვიცით!..

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1870 წ., №20, ხელმოუწერელია

ცხელ-ცხელი ამბები

(ეს ორი, სამი დღეა)

ეს ორი, სამი დღეა, რაც რიონში ტობი (ხრამული) შემოდის და ქუთაისში იყრის თავს
ქვირითის დასაყრელად... ვინ არ იცის, რომ ყოველ გაზაფხულის პირზედ თევზი
ქარავნობს და პატარ-პატარა წყლებს ეძებს, უმეტესად ქვიან ხვინჭკიან მდინარეებს
ეტანება ხოლმე და, ქვირითის დაყრის დროს, მუცლით ჰხოხავს ხვინჭკებზედ?
ქუთაისშიდაც ამ მიზეზით შემოდის, მაგრამ – რადგანაც ამ სამი წლის წინათ დიდ-
წყლობამ გადარეცხა რაც რიონში ხვინჭკა იყო, წელს კენჭები ძალიან ძვირი საშოვარი
შეიქნენ და ამის გამო უბედური თევზები, მუცელ-დამძიმებულები, ხვინჭკების ნაცვლად,
სილა-ტალახში ჰხოხვენ და ისე ეძალებიან ქვირითის დაყრას, ჰფიქრობენ, რომ თევზების
ქარავანში გველ-ბაყაყებიც ბევრი ურევიაო... ახლა ქუთაისში ეძებენ ერთს კარგს მეთევზეს,
რომელმაც მღვრიე წყალში უნდა იჭიროს თევზები და . . . . . მეთევზეს დაიქირავებენ
ვადით, თუ რომ შემდეგი ღირსებაები ექნება, 1) პირში ეგუბოს წყალი, რომ ლაპარაკის
თავი აღარ ექნეს, 2) იცოდეს კარგად ყვინთი ცურვის დროს, 3) კარგი თვალ-ტანადი იყოს,
4) . . . . . პირობის დასასკვნელად უნდა გამოცხადდეს ბულვარს და დაიძახოს სამჯერ: «მე
გახლავარ! აქ გახლავარ! მზათ გახლავარ!»

****

544
ანტონ პირველი კათალიკოსი ამბობს, რომ ჩემი გრამმატიკა პირველი არ არის ქართულს
ენაზედაო, ადრევე გვქონია ქართველებს შედგენილი გრამმატიკა, მაგრამ დღეს, დროთა
ვითარებისა გამო, აღარსა სჩანსო! ამბობს და თანაც გულდაწყვეტით გვიწერს ახალ
გრამმატიკას. დღეს, სასიხარულოდ ყოველთა ქართველთა, ის დაკარგული გრამმატიკა
მოპოებულა და შექმნილა ერთი ჩვენი მასწავლებლის საკუთრებად. ავტორი მისი –
ყოფილა ჯანი ბეჟან ადამსწინელი. დიდის ცოდნით არის ის გრამმატიკა შედგენილი:
ისეთი ღრმა ენით, რომ ცხონებულ ანტონ პირველსაც გაუჭირდებოდა გაგება, რომ
წაეკითხა. თვისება ამ თხზულებისა ის არის, რომ სხვა წიგნებისავით თავიდამ არ იწყება,
მაგრამ ბოლოდან უნდა შემოყვეთ თათრულად, და იმ მიზეზის გამო ანაბანას პირველ
კლასში კი აღარ იწყებენ – უკანასკნელში და დიდი წარმატებაც არის, ასე რომ «ანიდან»
რომ მოჰყოლიან სწავლას უკანასკნელი კლასის მოწაფეები «ძილამდი» მისულან და გაისს
ამა დრომდი, თუ ასე ბეჯითად ასწავლეს, «ჰაეჰოიემდიც» მიაწევენ.

***

სამსჯავროდან გამოვიდენ ორი მომჩივარი; ერთს წაეგო საქმე და მეორეს კი მოეგო,


რასაკვირველია! წამგებს ცალს თვალზედ მოსდიოდა ცრემლი და მომგებს ორივეზედ;
ადვოკატი კი სიცილით ორივეს უკან მოსდევდა.

***

დღემდი ქუთაისში საჟენი ქვა თორმეტ მანეთათ იყო და ქვიტკირის სახლები ბევრი
აშენდა ქუთაისში. დღეს კი კენჭსაც საარაკო ფასი დაედვა და რაღა უნდა აშენდეს?..

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1870 წ., №20, ხელმოწერით აკაკი.

ცხელ-ცხელი ამბები

(ახალი წლის შუაღამით)

545
შუაღამეს ბევრი აღარა აკლდარა, გულ-სისხლ-დანთხეული და ფიქრებ აღელვებული
ბუხრის წინ ვიჯექი და ვეძლეოდი ოცნებებს; სხვა და სხვა სურათები, ჩემის წარსულის
ცხოვრებიდამ, გულსაკლავადა მეხატებოდენ თვალწინ, მაგრამ არცერთზედ კი ისე არ
გაჩერებულა ჩემი ჰაზრი და გონება, როგორც ერთზედ: ეს იყო ჩემი გულის ფიცარი!...
გულს მოდგინეთ დავუწყე თვალიერება, მსურდა შემეტყო, იყო რამე სასიამოვნო მთელის
წლის განმავლობაში მაზედ დაწერილი თუ არა... ნევსის კურწის ოდენა ადგილიც ვერ
ვიპოვე, რომ ეკლით არ ყოფილიყოს ნაჩხვლეტი!.. მაგრამ მთელ-გულის ფიცარზედ კი
მაინც რაღაც ჯვარედინად იყო დაბეჭდილი: ამოვიკითხე და აი რა გამოდგა: შუა გულზედ
ეწერა დიდის ასოებით: «იმედი», მარჯვენა კუთხით «გამარჯობა შრომას», მარცხნივ: «ქება
გამბედაობას», ზევით: «საზოგადოდ ერთი ყველასათვის» და ქვქვით: «დიდება
მოთმინებას»... უეცრად გვერდში ამომიდგა ყმაწვილი და შემეხვეწა: «მამა, დრო არის წერა-
კითხვა ვისწავლო და გამიკვეთე ანბანი, რომ ყველაზედ უმალ ეგ ნაწერი ამოვიკითხო, და
ჩემს გულის ფიცარზედაც გადავიხატო...» კიდევ დაიწყო ტიკ-ტიკი, მაგრამ სანამ
გაათავებდა, უეცრად თოფის ხმა მომესმა, რომელმაც გამომიყვანა ოცნებიდამ... შეიქმნა
ნამდვილი თოფის სროლა; ეს იყო შალდუღი, რომლითაც ხალხი ჩვეულებისამებრ
მიეგებებოდა ახალ წელს და ისტუმრებდა ყველასგან მოძულებულს ძველწელიწადს!.. მეც,
სრულიად გამოფხიზლებულმან, აღარ დავაგდე ჩვენებური ჩვეულება, ერთი მეც ვესროლე
ძველ წელიწადს შევუდექი «იმერელის» კეთებას!...

აქ სხვა რამ არ იფიქროთ: «იმერელს» მე გოზინაყს ვეძახი. მართლადაც დიდი მსგავსება


აქვსთ ზნეობითად ერთმანეთში: იმერელიც გოზინაყივით ტკბილია პირშიდა, როცა
მოგშორდება ზურგს უკან, მწარეა. ისიც ისე გიძვრება პირში, თავს გაყვარებს, კბილებს
გიკრავს, გეწებება, უზომოთ გახარჯებს თავს და ბოლოს კი დაგამწარებს: კბილებს გატკენს
და ან მუცელზედ გაგბერავს!... ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც წამოდუღებულმა თაფლმა
ქაფი მოიღო; ქაფს მოხდა დაუწყე და თანაც ვფიქრობდი: რომ იმერეთიც ასე მოიქაფოს,
არას აწყენს მეთქი! თითქოს ეს ჩემი ჰაზრი გამოიცნო თაფლმა – უეცრათ თითქმის სულ
ქაფად გადაიქცა, ისე რომ წმინდა თაფლი ბევრი აღარა დარჩა რა და რაც დარჩა, უეცრად
ისიც ნაცარში ჩამეღვარა. მომივიდა გული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . და ჩავწექი

546
საწოლში და ვითარცა სტუდ... ვითარცა... ვითარცა... წვეროს... ვითარცა... ქვეყნის მუშას
დაძინება არ გამჭირვებია და თანაც სიზმარი ვნახე: დიდებული დარბაზი განათებული და
მდიდრად შემკული, შუაზედ ოქროს ტახტით, ერთი აღმოსავლეთისაკენ ჰქონდა კარები
და მეორე დასავლეთისაკენ. აღმოსავლეთით მოისმა საამო ხმა სხვა და სხვა საკრავებისა,
გაიღო კარები და მრავლის ხლებულებით დედოფლურად, მომცინარის სახით
შემობრძანდა ახალი წელიწადი, მანტია-მოსილი და თავ-გვირგვინიანი სტუმარი ძალიან
ჰგავდა ჩემს სატრფოს, კეკლუცად შებრძანდა ტახტზედ და გარს შემოეხვიენ მას სხვა და
სხვა ტომის კაცები, ამავე დროს დასავლეთით მოისმა გახურებული ბრაწის ტკაცა-ტკუცი.
გაიღო კარები და ერთ დედაბერმა შემოჰყო თავი, ტალახით გალაფული, გარყვნილების
ბეჭდით სახეზედ, თმა გაწეწილი და ზურგზედ გუდა მოკიდებული, – ის იყო ძველი
წელიწადი, თაყვანი სცა ახალწელიწადს და რა შეიტყო, რომ ახალმა წელიწადმა ზიზღით
შეხედა მას, საზარელის ღიმილით უთხრა: «ლამაზო ქალბატონო! მეც შენისთანა ვიყავი
შარშან ამა დროს, მაგრამ ვერა მხედავ, დღეს რა ვარ, იცოდე, რომ შენც ჩემი ხვედრი
მოგელის!.. ისეთის ქვეყანაში შედიხარ, რომელშიაც... სიფრთხილე გმართებს. უმჯობესია
ახლავ გამოიკითხო და გაიგო იმათი ალიან-ჩალიანი და ხამათ არ შეხვიდე. მე შემიძლია
რამოდენიმე ცნობა მოგცე»... ამ სიტყვებმა ცოტა არ იყოს ჩააფიქრა ახალი-წელიწადი და
მაშინ კი უთხრა დედაბერს: «შენ, დედა-ჩემო, კენტი წელიწადი იყავ და ბედი არა გქონდა;
მე კი ლუწი ვარ, ბედნიერი, და მასთანაც მომხმარე ხალხიც თანმახლავს. იმათის
წყალობით ავს ავათ მოვეკიდები და კარგს კარგად. ჯერ ეს მითხარი – უპირველესი
საჭიროება, განათლება, როგორ მიდის – კარგათ. ეს თითო ღერი სანთელი ყოველ ოჯახში
იწვის, თუ არა მეტი, და სადაც სანთელი არ არის, იქ ცეცხლს ანთებენ; მართალია, შეშა კი
გაძვირდა, მაგრამ ახლა ტყიბულის ნახშირის იმედი აქვსთ ჭკვიანებს!» მიუგო ძველმა
წელიწადმა. – არა, მაგას არა გკითხავ: მე გკითხავ გონების განათლებაზე!

– რა უფრო ბევრი დაითესა შარშან, რა უფრო მოიმკო.

– ქვრივ-ობოლ-ოხრის ცრემლები, და მოიმკო ადვოკატობა, ის ადვოკატობა, რომელიც ამ


ქვეყანაში ძალიან ნაქები არის.

547
– კიდევ აპირებენ ადვოკატობას წლეულაც, თუ არა.

– უფროც.

– მაშ, ჩემო ერთგულო! (მიუბრუნდა შავ-კაცს,... – რომელსაც რაღაც ყურში ჩაუჩურჩულა).


შავმა კაცმა თავი დაუკრა, მოახსენა: «ბაშ უსტაო!» – და გაიღიმა...

– ხალხი გახსნილი არისო! იკითხა კიდევ ახალმა წელიწადმა.

– როდესაც ძინავს, საზოგადოთ ყველა გახსნილია და კერძო კი როცა სამხაროს სჭამენ


ხოლმეო! მიუგო.

– ქალები უფრო გახსნილნი არიან თუ კაცები?

– ქალები, ქალები... და ამიტომაც არაფერს აკეთებენო.

– მაშ, კარგიო, უბრძანა ერთს ყვითელს კაცს . . . . . . . . . . . . . . . . . . .


. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . : და ისევ მიუბრუნდა ბებერს:

– ახალგაზდობა რას შვრება.

– არაფერს: ენა ექავება და წვერებზედ ხელს ისვამს. ბევრი უნდა გააკეთოს, მაგრამ ვერ
ბედავს, საზოგადოებას ემონება...

– მაშ, მათი აზრი რა არის.

– პერანგი . . . . . . . . . .

– როგორ თუ პერანგი.

– დიახ, როდესაც პერანგს გამოიცვლიან, მაშინ ჰაზრსაც იცვლიან ხოლმე.

– წიგნობრობა მათი არას ამბობს.

– როგორ არა, გამოდიან, იბეჭდებიან გაზეთები და ჟურნალები, მაგრამ მკითხველები


ცოტა ჰყავთ, რადგანაც ქართული კითხვა ყველას ეზარება!

548
– მაშ, კარგი: მობრძანდით აქ თქვენ, უთხრა ერთს გამხდარს და საშიშარ კაცს. უ, ჭლექო!
ვინც წელს ქართული გაზეთები და ჟურნალები არ გამოიწეროს, ის შენთვის ჩამიბარებია!

– ახლა ისიც მიბრძანეთ, ჩემო დედილო, ეგ ხომ საზოგადო იყო, ახლა კერძოობით
ცოდვები, ვის რა ჩაუდენია, ისიც მომიყევი.

– ეგ შორს წავა, ჩემო შვილო, მაგრამ გუდაში, ყველას ციდვის დავთრებიმაქვს; ჩემ ხელში
ვის რა ცუდი უქნია, ყველა ჩაწერილია, ეს წაიღე..... იამა ახალ წელიწადს, ჩამოართვა
დავთრები და უბრძანა მის მხლებლებს: წაიღეთ ეს დავთარი და ჩააბარეთ აკაკი
წერეთელს, რომ ყოველ კვირაში თითო თავი ამ დავთრისა «ცხელ-ცხელ ამბებში»
გამოურიოს ხოლმე და თუ არ აასრულოს, სასიკვდილოთ ნუ გამოიმეტებთ და ისე კი
შეფერთხეთ ხოლმეო.

– რომ... ნება არ მისცესო. ჰკითხა გამოცდილმა ძველმა წელიწადმა.

– მაშინ კი რაღა გაეწყობა! იმას თავი დაანებეთ და ყველამ...–ს დაუკარით თავიო...

აქ მე გამომეღვიძა და ვნახე, რომ დავთარი მართლა ხელში მეჭირა და ნურას უკაცრავათ,


ბატონებო, თუ წლეულ ჩემმა «ცხელ-ცხელმა ამბებმა» შეახუროს

ვინმე. ჩემი ბრალი არ იქნება: «ძალა აღმართს ხნავსო, მოგეხსენებათ».

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1872 წელი, №1 ხელმოწერით აკაკი.

ცხელ-ცხელი ამბები

1. წინდა და ქუდი

ერთხელ წინდასა და ქუდს ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ. წინდამ შეჰყვირა ქუდს:

– ვის უბედავ მაგას! არ იცი, ვინა ვარ? –

549
– ვინც უნდა ბრძანდებოდეთ მაინც მძულხართ და მეზიზღებით, რადგანაც ცოტა ვერ
გიდის კარგი სუნიო! უპასუხა ქუდმა. მაშინ ბრაზ-მორეულმა წინდამ უთხრა ქუდს:

– შენ თუ კარგი ვინმე იყო, ჩემსავით გაუყრელათ თან ეხლები ჩვენს პატრონს; მე არც დღე
და არც ღამე არ მიშორებს! შენ არა თუ ღამე, დღეც ნახევარჯერ თავიდამ გიშორებს! ამას
გარდა, ესეც არ იყოს, ისიც კმარა, რომ მე კვირაში, თუ არ ორჯერ, ერთხელ მაინც დამბანს
და შენ კი შენს დღეში ერთხელაც არ გარეცხილხარ!

– არც რეცხა მინდა და არც ფეხით თქერაო! – მიუგო ქუდმა.

ვაჭრებო! გირჩევთ ამისთანა წინდები რამდენიც შეიძლოთ, იმდენი დაამზადეთ


გასაყიდათ; გაუყიდველი, იმედია, არ დაგირჩებათ ჩვენში. მაგრამ ქუდის კი რა
მოგახსენოთ! ვგონებ, ბევრი ვერ ნახოთ მისი მუშტარი.

2. უპაშპორტო სინიდისი

ამ მოკლე ხანში გავარდა ჩვენში ხმა, ვითომც სინიდისი, რომელიც კარგა ხანია, რაც (ეს
სამოც წელიწადზე მეტია) ჩვენის ქვეყნიდამ ყაჩაღათ გავარდნილია, ჩუმათ
შემოპარულიყოს ჩვენში და ბაღის ბოლოს იმალებოდეს. ხალხი აღძრა ამ უცხო სტუმრის
ამბავმა და ყველამ, დიდმა და პატარამ, გასწია ბაღისაკენ მის სანახავათ. შესასვლელ
კარებთან რომ ბაღის მცველი იდგა, მივიდა იმასთან ერთი სამხედროთაგანი და ჰკითხა:

– ჰეი შენ, მებაღევ! სინიდისი ხომ არ გინახავს ბაღში? – ამ კითხვამ ძალიან გააკვირვა
მებაღე, რადგანც პირველათ გაეგონა ამგვარი კითხვა და მართლაც, მკითხველო, შენც
მოგეხსენება რომ ამგვარი მოთხოვნილება ჩვენში ძვირათ სადმე ყოფილა.

– რა არის სინიდისიო? უცბათ ჰკითხა მებაღემ.

– რაი და კაცია ჯინჯილებიანიო!

– მაშ, მე მაგისთანა, არავინ შემინიშნავს და ერთი ვიღაც კი დაიარებაო, მობძანდით და


თვითონ ნახეთ, თუ ის არისო! მიუგო მებაღემ. – მეორე მივიდა და ჰკითხა ისევ იმ მებაღეს

550
იმავ სინიდისის ამბავი; მაგრამ ნიშნოულობა კი სხვა გვარი უთხრა: ტომრებით ფული
მოუტანია, მდიდარი ვინმე თურმეაო და ოც-და-ცამეტ კოპეიკათ ისესხებს ფულებსაო!
მესამემ უთხრა, რომ ძალიან მაშენიკურ აზრებს თურმე სწერსო! მეოთხემ, რომელიც
მსწავლულთაგანი იყო, უთხრა, რომ იმ სინიდისს უთუოდ ცალ ხელში არაყიანი ბოთლი
ეჭირება და მეორეში ცარიელი სტაქანიო. მეხუთემ, ქალთაგანმა, ასე წარმოუდგინა
სინიდისი, რომ ძალიან ალერსიანი და ლამაზი ბიჭია, თვალებს მშვენიერათ ნაბამს და ხან
მარცხნივ, ხან მარჯვნივ ცხელ-ცხელ კოცნას ისვრისო; ერთის სიტყვით, ვინც კი მივიდა იმ
საწყალ მებაღესთან, ყველამ სულ სხვა და სხვა ნაირათ ანიშნა სინიდისზედ. ასე, რომ
ბოლოს მებაღემაც იფიქრა, სწორეთ ჯარი შემომპარვია, რაღაც სინიდისს რომ ეძახიან,
მისიო, ვაი თუ ბაღში ხეები დამიმტვრიონო, ყვავილები გამიფუჭონო! დაავლო კეტს ხელი
და გაიქცა ისიც იმ სინიდისის გადასარეკათ. – მაძებარი ხალხი მივიდა, ნახეს სინიდისი,
მაგრამ, როგორც ისინი წარმოიდგენდნენ, მისთანა როდი იყო; არა, ერთი საწყალი
შიმშილისაგან გამხდარი და წმინდა ძონძებში გამოხვეული კაცი იყო. მოუვიდათ გული
და ერთხმად უკივლეს საწყალს სინიდისს, იფრინეს წინ, დაუშინეს ზოგმა ქვა, ზოგმა
ტალახი, ზოგმა კეტი და ზოგმა რა... ერთის სიტყვით, სიკვდილი მოუნდომეს, მაგრამ
გაქცეულმა სინიდისმა, როგორც იქნა გაასწრო, მირბოდა რკინის გზამდი, ჩაჯდა ვაგონში
და გამოსწია ქალაქისკენ და, თუ სურამის აღმართზედ არ დაამტვრიეს, თფილისს
ესტუმრება და, აბა, თქვენ იცით, როგორც მიიღებთ!...

3. საფეთქი ჩიტი

ერთმა კაცმა ბეღლურა ჩიტი (ჭივჭავი) აიყვანა და დაუწყო საფეთქად ზრდა. ისეთ ნაირათ
გაწვრთნა, რომ სწორეთ სასიამოვნო იყო სანახავათ იმ ჩიტის ფრთქიალი: ხან მარჯვნივ
შეუფრენდა, ხან მარცხნივ, ხან ჰაერში გადატრიალდებოდა ხოლმე და ხან რას არ
შვრებოდა, ვინ მოსთვლის? ერთის სიტყვით, სწორეთ მოსაწონათ იყო გაზრდილი.
პატრონსაც დიდს პატივში ჰყავდა, და სულ დაფშვნილ შაქარს აჭმევდა. ბევრ პატარა
ჩიტუნიებს ეხარბებოდათ საფეთქის ბედნიერება და ფიქრობდენ გულში, როდის იქნება,
რომ ჩვენც საფეთქები გავხდეთო. ერთს დღეს პატრონმა გამოიტანა ჩიტ-ბადე, გამოიყვანა

551
საფეთქი და მიმინო რომ ჰაერში დაფრენდა, უცბათ უფეთქა მიმინოს... ეშხში მოსული
მიმინო წამოვიდა ნავარდით და შიგ გაეხვია იმ ჩიტ-ბადეში; გაბმის დროს ერთი კლანჭი
კი შეარჭო საწყალ საფეთქს და ბუნბლი გააყრევინა! მონადირემ, რადგან მიმინო ხელში
იგდო და მითი სურვილი აისრულა, საბრალო ჩიტი მიაგდო განზედ, რადგანაც იცოდა,
რომ მეტად აღარ გამოდგებოდა საფეთქად გალახული ჭივჭავი. საბრალოს, შაქარი კი არა,
ღომის კაკალიც აღარ აღირსეს, ფრთებ ჩამოყრილი საფეთქი დარჩა უპატრონოთ. რაღა
უნდა ექნა? ძერა-ფაყვას თუ მოატყუებდა და გააბამდა მახეში, თორემ მიმინოებისთვის
აღარ ვარგოდა და იმდენათ გაიხეთქა გული, დაჩაგრულმა, რომ ყველასაგან შესაბრალი
შეიქნა...

ასე გათავდა და ასე თავდება ხოლმე ყოველთვის საფეთქების საქმე!... ნეტავი რას
ფიქრობენ ამაზედ პატარა ჩიტუნიები? ნუ თუ კიდევ, ეხარბებათ და სურსთ, რომ ვინმემ
საფეთქებათ აიყვანონ?

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1872 წელს, №34 ხელმოწერით აკაკი.

იმერელი ტფილისში

თქვენ ნუ დამეხოცებით, მართლა რომ კარგი რამ ყოფილა ტფილისი: როგორც დიდს
კეცში დიდი მჭადი, ისეა ჩამჯდარი ირგვლივ შემოვლებულ დიდ მთებს შუა! მასთანაც
საამო სანახავია: დახატული და ჭრელი! მივჩერებივარ და გაკვირვებული ვარ ამის
ყურებით!.. რომ ვინმემ დამინახოს, იფიქრებს, თუ ეს იმერელი, თუ არაფერი დაჰკარგვია,
უთუოდ ხიზილალას უნდა ეძებდესო!..

რა ბრძანებაა! მე რომ დავეძებ, ვხედავ, რომ ის იქ არ იპოება, და რაც შეეხება ხიზილალას,


არც ვეძებ და ვერც სადმე ვხედავ! მის ნაცვლად, საითკენაც უნდა გადავდგა ბიჯი,
მარჯვნივ თუ მარცხნივ, წინ თუ უკან, ყოველგან და ყოველთვის ლობიოებსა ვხედავ!..

552
ეტყობა, რომ აქ ადრე დამდგარა დიდ მარხვა და აღდგომაც მალე არ მოვა. მართალია, იქა-
აქ ხორცებსაც კი შევხვდი, მაგრამ ვაი ამისთანა ხორცებს! ამათ ისევ ლობიო სჯობია: ზოგი
დაძველებულია და მძორის სუნი უდის და ზოგი, თუმცა კი ახალია, მაგრამ იმისთანა
ჭურჭელში ჩაუდევთ, რომ ფერი წასვლიათ და აყროლებულან! ასე იცის ვიწრო ქოთანში
გლახათ ჩადებამ, მარილი რომ ნაკლებ მოუვა და წვენი კი უზომოთ მეტია!.. ერთის
სიტყვით, სახსნილოს აქ კაცი ვერ მონახავს!.. ლხინი რომ გინდოდეს, სამარხოზედ უნდა
გადაიარო; ავათმყოფი რომ გყავდეს, სამარხოთი უნდა გაბერო და მითი გაუსწრაფო
სიკვდილი. აი, მაგალითად, აქ ვიღაც «თომა» დაბადებულა და მის სამეჯლიშოთ დამპალი
ხორცებით იოლათ მიდიან. აგრეთვე ჩვენი «გიორგი» თურმე ძალიან შეწუხებული
ავათმყოფია და მისთვის სახსნილო ვერ უშოვიათ.

არა, ძმაო! თავს უნდა უშველოს კაცმა აქედამ, თორემ ტყუილია საქმე: ან მყრალ ხორცს
აჭმევენ და ან შიმშილით ამოხდება სული. ცუდს ნიშნებს ვხედავ, ცუდს! მარხვა,
უდროვოთ მარხვა! დიდ-მარხვა!.. სულის საქმეს შესდგომიან აქ.ნეტარ არიან, რამეთუ
მათი არს სასუფეველი ცათა!.. მე აქ აღარა მრჩება-რა უნუგეშოს და უხიზილალო იმერელს
გულ-დაწყვეტის მეტი... მაგრამ რას ტირიან საწყალი იმერელი ქართველები! ვინა ჰყავსთ
და სადა ჰყავსთ გამგონი... აქაო და ორთაჭალის ბაღებში ქეიფები არ გიყვართო და
ქართლელი ქართველები დასცინიან.

აი, ამგვარის ფიქრებით ვიყავი გაბრუებული და არ ვიცოდი–თუ სად დავდიოდი, ისე


უეცრად შევედი ერთს ბაღში, სადაც ჩამიარა გვერდით ერთმა პირმა ახალგაზდობამ, ოხ,
ღმერთო ჩემო, რა მოსაწონი ახალ-გაზრდობაა! თავიდან ფეხებამდი მორთული და
მოკაზმული, უდარდელი და ბედნიერი!.. ჩექმები ფეხებს უშვენებენ, ქუდი თავს უშვენებს
და ფრანტული ტანთსაცმელი სხეულს. ყელზედაც აბრეშუმის ყელსახვევი აგვირგვინებს
მათ მორთულობას, მაგრამ, ჩემის აზრით, სხვა ყელსახვევი უმჯობესი იქნებოდა
მაგათთვის აბრეშუმისაზე... აი, კიდევ მოდის მეორე პირი ახალგაზდობა: თავ-დაღუნული,
იმედ-მიხდილი და ღონე-მოკლებული! ეტყობათ, «თომას» ღამის თევაში მიდიან!.. გზა
დაულოცოთ!

553
რადგან მაგათი «ზარი და მზეშინაც» ორივე ერთია და უბარაქო!.. აი, კიდევ მესამე პირი
ახალგაზდობაც მოდის, ცალ ხელში უჭირავსთ ბატის ფრთა, უკუღმა გამოჭრილი, და
მეორე ხელი დაუმკლავებიათ სამუშტ-კრივოთ! ისე მოდიან, თითქო ქვეყანა მაგათ
აეშენებიოსთ! ხაბარდა! ჩამოდექით! გზა გვიტიეთ! და თანაც იმღერიან: «მე ვარ და ჩემი
ნაბადიო!» ვაი, ეს რა ხალხში ჩამოვარდი?.. ეს რა ადგილია, საავადმყოფო ხომ არ არის?..
ჩუ! ისმის უმანკო კისკისი ახალგაზდა ქალებისა... რაღაცა უჭირავსთ ხელში და
ყმაწვილურის ახტაცებით მოთამაშობენ. აბა ერთი მივიდე, გავეცნო და თანაც შევიტყო,
რას იცინიან? უთუოთ ამეღამ ბალში წასვლას აპირებენ და ის ახარებსთ!.. ვნახოთ აბა...

– ბატონებო, თუ უკაცრავათ არ გახლდეთ, ერთი მიბრძანეთ, სადა ვარ? ახალგაზდა


ქალები გაოცებით მიყურებენ. – «არა ბატონებო, უადგილო ნუ გგონიათ ეს ჩემი კითხვა და
ნუ გიკვირსთ: მე გახლავარ იმერელი, პირველად ჩამოსული თბილისში, არც გზა ვიცი და
არც კვალი! და მისთვის ჰგკითხავთ, თუ სადა ვარ-თქო! ე. ი. ამ ადგილს რა ეწოდება?

– ჰო ეს გახლავსთ ალექსანდრეს ბაღი, მიპასუხებენ მშვიდობიანად.

– ეს ახალგაზდა ვაჟები ვინ არიან, სამპირათ რომ მიდიან სადღაც?

– ჩვენი ქართველები არიან, უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებულები.

– რა მოხელობაშიდ არიან?

– ბიჯით გზებსა ზომავენ!..

– რათ უნდათ, რომ გამოზომონ და შეიტყონ რიცხვი?

– კუჭის მოსარჩენათ: რამდენი უქმი ლუკმა გადაუყლაპავსთ, იმდენი ათი ბიჯი უნდა
გადადგან, რომ არ დასნეულდნენ.

– მაშ, როგორცა სჩანს, დაჯდომას ვეღარ ეღირსებიან!–მაგრამ დავანებოთ მაგათ თავი და


ეხლა ეს მიბრძანეთ, რა არის მიზეზი თქვენი მაგრე გახარებისა?

554
– როგორ თუ რა? განა სასიხარულო ნიშნები არა გვაქვს? ამას ხომ ხედავთ? მითხრეს და
მაჩვენეს რტო ზეთის-ხილის, რომელიც იმათ ხელში ეჭირათ.

– რას ნიშნავს და რა არის მანდ სასიხარულო?

– როგორ თუ რა! ვერა ხედავ ამ კუკურებს? ესენი ოდესმე გაიშლებიან, გამოიღებენ


ფოთოლს, ყვავილს და შემდეგ ნაყოფსაც! განა ეს სასიხარულო ნიშანი არ არის? აქედან
უნდა ვიგულისხმოთ, რომ მალე მოვა გაზაფხული!..

ამ სიტყვებმა მე ოცნებაში შემიყვანეს. უეცრად მომაგონდა ნოეს კიდობანი, საიდანაც


გამოუშვეს ყვავები, რომ შეეტყოთ, წარღვნა გათავდა, გამოჩნდა ხმელეთი თუ არაო, მაგრამ
ყვავები მძოვრებს დაასხდენ და დაიწყეს ჭამა. მაშინ ხელმეორეთ გამოაფრინეს
კიდობნიდან მტრედი, რომელმანც ნიშნად წარღვნის მოსპობისა, მოსტეხა რტო ზეთის-
ხილისა და მიიტანა კიდობანში!.. ნუ თუ მართლა ჩვენშიაც, ნიშნად განთავისუფლების
მოახლოებისა და უგუნურების წარღვნის გათავებისა ნიშნად, ქალებმა უნდა მოიტანონ
ზეთის-ხილის რტო? ვინ იცის?

ჩვენი ქვეყანა ჩვეულია ამგვარ ამბებს იქ, სადაც ანდრია მოციქულმა ვერა გაიგო რა, ნინომ
შემოიტანა და გაავრცელა პირველად ჭეშმარიტება! ღმერთმან ინებოს, რომ ჩვენი ქვეყნის
ქალები დამდგარიყვნენ სწორს გზაზედ. ამ ფიქრების შემდეგ, მე მიუბრუნდი კიდევ იმ
ახალგაზდა ქალებს და ვჰკითხე: – მიკვირს, რომ მოგიცლიათ ზეთის ხილის საძებრად,
მაშინ, როდესაც თაიგულების ძებნა უფრო შეგფერისთ!.. ამაზედ მათ მომიგეს მრისხანედ
და გულ დაკლებით:

– ჩვენ არ გახლავართ ისე გაზდილები, ჩვენი შემგონი სხვა არის! – ვინ არისთქვენი
გამზდელი და თქვენი ეგრე შემგონებელი რა კაცია?

– იმერელი!.. რა გაგიკვირდა?

– როგორ თუ რა გამიკვირდა! მე მეგონა, თუ იმერლები ხიზილალას ძებნის მეტს არას


აკეთებდნენ ამ თბილისის ქალაქში!..

555
– დიახაც არა! მუშა-ხალხი მათ მეტი განა ვინა გვყავს: რედაქტორები იმერლები არიან,
მწერლები, თანამშრომლები იმერლები, მესტამბეები იმერლები, მოსამსახურეები
იმერლები, მზარეულები და მებაღეებიც ისინივე! ერთის სიტყვით, ჩვენ ჭკუასაცა და
სხეულსაცა ისინი უმზადებენ საზრდოს!

– მაშ, აქაურები რაღას აკეთებენ?

– ქეიფობენ და მუხამბაზებს იმღერიან. ამას იმერლები კი ვერ მოახერხებენ?!..

– როგორ თუ ვერ იმღერებენ? მაგრამ მათი მუხამბაზი სულ სხვა კილოზედ არის! თუ
გნებავსთ, ერთს მუხამბაზს ძველებურს მეც მოგახსენებთ, იმერლები რომ იმღერიან...

... აქ მინდოდა გამეგრძო ჩემი მუხამბაზი, მაგრამ უეცრად ვიღაც კაცი მოვიდა და
მომაღირა წითელი ისარი.....

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1873 წ., №4, ხელმოწერით აკაკი.

იმე!!!

სხვისი ქურქის წამოსხმა ან სხვის ტყავში გახვევა და ისე გამოსვლა არ არის საკადრისი
მოასპარეზე გვამის: ეს რომ სთქვას კაცმა, ვერ ნიშნავს გულადობას! არა არის მოსაწონი,
მაგრამ გაგვიგონია კი, რომ ამგვარი ამბავი მომხდარიყოს!... აგრეთვე, არა თუ მარტო
გაგვიგონია, კიდევაც გვინახავს, რომ კაცს შტვირის გუდა გაებეროს, ამოედოს იღლიაში,
მერე მოეჭირებიოს კლავი და სულ პიი პუ! პი! პუ! პი! პუუ! ეძახებიოს; და ამ გაუტანელს
წუთის სოფელში რას არ გაიგონებს და რას არ ნახავს კაცი!.. საკვირველებით აღვსილს ამ
ჩვენს დროში აღარა არის რა გასაოცარი! სრული მოსალოდნელია, რომ ერთს საღამოს
ბატონმა დაიწყოს თვისის ყიყინით «მრავალჟამიერი», ცხვარმა მაღალი ბანი მობღავლოს,
კამბეჩმა ბანი დააბღუვლოს და თუ ვინმემ არ მოუწონათ მათ ეს გალობა, მგალობლებს

556
ახალ მოდური პასუხი მზათ ექნესთ: «თუ შენ უკეთესი გალობა იცოდი, გაჩუმებული რათ
იყავიო». და სხვ... ჰო, ღმერთმანი, რა იფიქროს კაცმა, ისინი რომ კანდელაკები არიან,
ამგვარი პასუხიც კარგი მოხერხება იქნებოდა.

ამ აზრზედ დაგვაყენა ჩვენ იაკინთე ყეფიანის სტატიამ ბანკის შესახებ «ჩამრალ-


ჯამიერებულმა»!.. დაწყებით კარგათ დაუწყია. ერთის სიტყვით, პირველის მუხლის
თორმეტს პწკარში სრულს ჭეშმარიტებას მოგვითხრობს თავის შესახებ; უფრო მეტის
სინიდისით მოძღვარსაც ვეღარ ეტყვის კაცი აღსარებას! და უსჯულო უნდა იყოს კაცი, რომ
არ ეთანხმოს და წინააღმდეგობა დაუწყოს! არა, ასე ვსთქვათ, რომ კი სცოდნია თავის
თავის ანბავი იმ კურთხეულს, მაგრამ სხვებს რომ ეხება და სჯის, იქ კი თუ უკაცრავად არ
ვახლავართ, მოსჩვენებია.

სწორად ვერ დაუნახავს... ცუდად გადმოუხედია ზედა ეტაჟიდამ!.. ასე ვსთქვათ, მცირე
ოდნათ საბერვლები ვერ გამოდგომია, რომ უნდოდა ისე, რადგანაც ძველი ტყავის
ყოფილან და ქშუტუნი დაუწყიათ!..

აბა, ვნახოთ: უ. ყეფიანი სხვათა შორის ღაღადებს, რომ აზნაურებისაგან კომისიის


წევრებათ ამორჩეულმა ოც და ოთხმა წარჩინებულმა პირმა, რვა წლის განმავლობაში რომ
თვითონ ვერა გაარიგა რა, ერთს უცხო პირს რვაას თუმანს აძლევდა ბანკის უსტავის
შედგენაში, მაგრამ აკ. წერეთელი და ნ. სკანდელი რისხვით და დაცინვით სძრახვიდნენ იმ
ოც და ოთხს პირს და არც უსტავი მოსწონდათო!.. დიახ, მართალი ბრძანებაა, მაგრამ
რატომ ისიც აღარ გვიბრძანა, რომ იმ დროს ბევრი მისთანა პირებიც გამოჩნდნენ,
რომლებიც მაშინ ძალიან ამტყუნებდნენ აკ. წერეთელსა და ნ. სკანდელს, კარის-კარ
დადიოდნენ და სძრახვიდენ, რომ ეს საქმე ძალიან კარგი საქმე არის და «დროების»
თანამშრომლები უსაფუძვლოთ გვიპირებენ ხელის შეშლასო. ეგებო უფალს ყეფიანსაც
ახსოვდეს ის პირები და თუ დავიწყებია, ნახოს, ეგებო საბერვლებზედაც ეწეროს, ვინ
იცის.. – თუ ის კაცები, შესახებ იმ პირველის პროექტისა, მაშინ მტყუანი იყვნენ, დღეს,
როდესაც მეორე პროექტი გამოჩნდა, რაღათ არიან მართალი. მაგრამ მაშინ მგონია ზენა
ქარი უბერავდა და ახლა კი ქვენა!. განა..... და თუ ასეა, მაშ საგულისხმოა, რომ შემდეგშიაც,

557
რომ მესამე პროექტი მოებერა თქვენდა სასურველად რომელიმე ქარს, მაგალითად, გინდ
ზღვის, ბორიოქარს, მაშინ ამ ახლანდელი პროექტის უვარგისობაზედაც
დაგვეთანხმებოდით და იმ მესამე პროექტს დაუწყებდით ქებას. განა. მართალია,
ნათქვამია: მექოთნეს საითკენაც უნდა, იქითკენ მოაბამს ქოთანს ყურსო, მაგრამ
საბერვლებს კი ამ შემთხვევაში უზომოთ დიდი ყურები მოუბამსთ!.. უ. ყეფიანი გვიქებს უ.
ბ. ღოღობერიძის (არ ვიცი, რათ ეძახის ღოღობერიძეს და არა ღოღაბერიძეს, მაშინ
როდესაც მეორე უფრო სწორია) პროექტს და გვიწერს, თუ რა გვარად წარმოუდგენია
ქუთაისის ღუბერნიის აზნაურობას მისი პროექტი და ან აზნაურობამ რა სიხარულით
მიიღო, ამას ისეთის დაწვლილებით და გულდაგულ გვიწერს, თვითქო თავის თვალით
ენახოს ეს ამბავი და თავის ყურით გაეგონოს, რაც მაშინ ანბები იყო. მაგრამ იმ დროს უ.
ყეფიანი ტფილისში ბრძანდებოდა, და აქ კრებაში არავის უნახავს და მაშასადამე ეტყობა,
ძალიან გახშირებული საბერვლების ქშუტუნი ყოფილა კორტოხს იქით!.. და თუ ამის უარს
იტყვის უ. ყეფიანი, მაშინ ეტყობა, რომ უჩინ-მაჩინის ქუდი ხურვია თავზედ და ჩვენც
მიტომ ვერ შეგვინიშნავს!...

საზოგადოთ ბევრს ახურავს ჩვენში უჩინ-მაჩინის ქუდი და «დროებაც» მისთვის ცხარობს,


რომ უნდა იმ პირებს ის ქუდი მოხადოს და ისე წარუდგინოს მომავალს საზოგადოებას და
თუ მოხდა, აღარ მოხერხდა, მისთანა ყარაულები მაინც დააყენოს იმ ჩვენს ბანკს, რომ
უჩინ-მაჩინიანებიც დაინახონ და ფრთხილად იყონ, თორემ ადვილათ შეიძლება, რომ
იმათმა ჩუმათ, უხილავათ შესვლაგამოსვლამ, იმათმა მალულობამ იმ ბანკს, რომელსაც ოც
და ორმა პირმა რვა წელიწადს ვერ მოუხერხა დაბოლოება, ერთს წელიწადს მოუღონ
ბოლო და ამ დაჩქარებულმა წარმატებამ უცბათ მოულოდნელათა არ გვიხამოს!... არ
შეიძლება ამაზედ არ ველაპარაკოთ და მიკვირს, რათ ასე ცხარობენ ზოგიერთები და
გვტუქსავენ, ხმას ნუ იღებთო. ბატონთ-ყმობა დიდი ხანია გადავარდა და ტვინის
ბატონობა არც ადრე ყოფილა, რომ ახლა ვინმე ვიბატონოთ და ჩვენ ჩვენი ჰაზრის
წარმოთქმა ვეღარ გავბედოთ!.. დროც წინააღმდეგია ამგვარის ბატონობის. აი მაგალითად:
ამას წინათ ბატონები მობრძანდებოდენ შარაგზაზედ, იადგენ ერთს ეკლნარს, სადაც
ეკლისა და ჭინჭრის მეტი არა იყო რა, მაგრამ მაინც და მაინც დაიჯინეს, თუ აქ ვარდნარია

558
და ბანბა თესიაო. წინააღმდეგი აღარავის გააბედვიეს. ბოლოს, ზოგიერთებს რომ
მობეზრდათ თავი, ჰკრეს ხელი ბატონებს და გადუძახეს იმ კუთხისკენ, მაგრამ მისთანა
თქვენს მტერს, ისინი ჭინჭრით დაიშუშხენ... შექნეს ყვირილი: «მოღალატეებო, ეს რა
გვიყავით! რათ დაგვშუშხეთ და დაგვქაცრეთო», რა ვიცოდით, ბატონებო, ჩვენ თქვენი
ბრძანება დავიჯერეთო, მოახსენეს ზოგიერთებმა, ბანბა გვეგონა და მისთვის
ჩაგაკოტრიალეთ შიგ, რომ თბილათ მოგესვენებიათ. ჩვენის აზრით თქვენი სიამოვნება და
სამსახური გვინდოდაო, მაგრამ დალახვროს ღმერთმან, დრომ გვიმტყუნაო!... ამ
მაგალითის შემდეგ, მიკვირს, ზოგიერთები როგორღა ნდომულობენ ბატონებს. მაგრამ
ეტყობათ, რომ ერთი მაგალითი ცოტა ყოფილა, ბატონის საბერვლები სწორეთ ამგვარათ
არიან ჩვენზედ გაბერილები!.. უ. ყეფიანი, როგორცა სჩანს, აღტაცებაში მოჰყავს უ. ბ.
ღოღობერიძის პროექტს, რომელსაც ის თვითქმის, სასწაულთმოქმედათ რაცხავს და
მისთვის ჩვენც გვიწყრება, წინააღმდეგს როგორ ჰბედავთო!.. მაგრამ რა ვქნათ!.. ვერ
ავიხვევთ თვალებს და ნურაფერს უკაცრავათ!.. რიგი და სამართალია, რო ვექილმა
მხოლოთ ის ითხოვოს და ის დაამტკიცოს, რასაც მისი მრწმუნებელი თხოულობს და
ამტკიცებს, თორემ ნამეტანს თუ გამოუდგა სულ წაახდენს საქმეს, იაკინთე ყეფიანს ისე
მოუვიდა.

აი რას ანბობს მისი მრწმუნებელი თვითონ ბ. ღოღობერიძე: მე წარმომიდგენია ჩვენის


ბანკის უსტავის პროექტი, რომელისაც უმთავრესი საფუძვლები ამოვსწერე ხერსონის
ბანკის უსტავიდან. წვლილმანები ხარკოვის ბანკის უსტავიდან, რომელიც ემსგავსება
ყოველს ამგვარ, რუსეთის ბანკის უსტავებს და გარდა ამის რამოდენიმე ადგილიც
ამოვწერე ტფილისის ბანკის უსტავიდამო, რომელშიდაც თითქმის ახალი ჩემი არა არის
რა, ბევრი შრომა არ დამჭირვებია, ამას მოვანდომე ჩემი მოცლილი ექვსი საღამო, ხუთი
მანეთიც გადასაწერი მივეციო! აი რას ანბობს ღოღობერიძე, და მისი ვექილი ყეფიანი კი
გვეფიცება, ამ საქმით ბ. ღოღობერიძემ სასწაულთ-მოქმედება გამოიჩინაო!.. ეს საქმე
სახუმარო საქმე ხომ არ არის, არც მოკლე სტატიებისა და არც შაირების წერა არის, რომ
ფიქრი არ ეჭირვებოდესო. ეს საქმე დიდი საფიქრებელი საქმეა რაო.

559
რა არის დიდი საფიქრებელი ფილოსოფია. დაწერილის და დაბეჭდილის ამოწერა. ამას
უთვლის თვის მრწმუნებელს დიდ-შესანიშნავ ღირსებათ, მაგრამ ეს ქება უ. ყეფიანს მეტის
პატივისცემისა და სიყვარულის გამო მოსვლია.... ჩჩვილი ყმაწვილი რომ პირველათ ფეხს
აიდგამს და პირველს ერთს ბიჯს გადადგამს, მისი გახარებული დედა, ან ძიძა, მაშინვე
სიხარულით მთელს ქვეყანას ატყობინებს: «ჩემმა პაწაწკინამ ფეხი აიდგა და ისე
შემოიცუნცულა მთელი ეზო, რომ ვზდიე და ვერ მოვეწიეო» და ეს ოცნება რომ არავინ
დაუჯეროს აღტაცებაში მოსულს დედას გაკაპასდება და აღარავის აღარ დაზოგავს: როგორ
თუ თქვენ წინააღმდეგი გაბედეთო. უ. იაკინთე ყეფიანს არ მოსწონს ჩვენი დაცინება და
თანახმად იმ რაზმისა, რომელსაც საბერველი ხშირად უჭირავს, დიდ ცოდვათ და ცუდ-
კაცობათ გვითვლის ამ სიცილს. მაგრამ იმ დალოცვილს ვერ შეუნიშნავს, რომ ჩვენი
სიცილი და სიხარული ცოტა ნაღვლიანია და არა ჰგავს იმ კბილების კრეჭითა და
ხარხარით შეზავებულს სიცილს, რომლითაც ზოგიერთები იცინიან, გამარჯვების შემდეგ,
როდესაც ისინი გადიან ბანაკათ სხვა ადგილსა და შემდეგ უსამართლობის იერიშისა
უცხოსა ქვეყანასა ზედა წოდებულსა ჯიბოვანად, აიღებენ რა დამარცხებულთა უნებურათ
კონტრიბუციასა და მოახდენენ თვის ჯიბეში უსამართლო ტკუციასა, როკვენ და
განსცხრებიან, არც ჩვენი მწუხარება ჰგავს იმ მწუხარებას, რომლითაც ზოგიერთები
ფარისევლობენ. შედიან სალოცავად მუხლ-მოყრით იძახიან, კირიალეისონ, მერე
გამოდიან აქედამ, მიდიან უფროსებთან, ანუ საჭირო კაცებთან, მუხლს უყრიან ჭყანვით,
ღრეჭით, ცრემლით და მათ ფერხთა წინ კონტრიალეისონით. – უ. ყეფიანს ვერც
ბელატობაზედ მოსვლია მოსწრებული ოხუნჯობა: აკ. წერეთლის ბელატობა და ბანკის
ბელატობა, სულ სხვა და სხვა არის!.. ერთი კერძო საქმეა და მეორე კი საზოგადო. აკ.
წერეთელი უნდა ბელატი ყოფილა და უნდა ხუჭუჭ-თმიანი ერთია საზოგადოებისათვის,
ის მხოლოდ წერეთლის თავის საქმე იქნება საკუთრად, მაგრამ ბანკის გაბელატება კი
საზოგადო საქმეა და თუ უ. ყეფიანი აკ. წერეთელს მასთანა საზოგადო მნიშვნელობას
აძლევს, რომ საზოგადო საჭიროებათ ხდის მის ბელატობასა და უბელატობასა, შემცდარა
და არ შეიძლება, რომ საზოგადო მნიშვნელობა ჯერ მის მრწმუნებლებს მოუახლოვოს და
მერმე ჩვენც დაგვეკითხოს, მივიღებთ თუ არა ვექილათ... ამას ბრძანებს უ. ყეფიანი, რომ

560
მოკლე სტატიების წერას და შაირების შეთხზვას ფიქრი არ უნდა და თუ შეიძლებოდეს
მოიხმაროს საბერვლები და დაგვიმტკიცოს ეს ჰაზრი. ეს ჩინებული ჰაზრი რომელს
პარლამენტში ჰქონია მიცემული უ. ყეფიანს განსახილველათ. ზედა თუ ქვედა
პარლამენტში!

– საიდამ გამოუღია. ზედა პარლამენტში ამისთანა აზრები არ სწყდება!.... ერთს ადგილს უ.


ყეფიანი გვაბეზღებს ხელოვნურათ აზნაურობას, რომ ნ. სკანდელი და აკ. წერეთელი
თქვენა გკიცხვენო! – და ამით უნდა, რომ შეგვაშინოს და გადაგვათქმევინოს ჩვენი ჰაზრი.
მაგრამ უკაცრავათ. დიახ ვკიცხავთ აზნაურობას, იმისთვის, რომ მან ისე უფიქრალათ და
ერთს წუთში გადასწყვიტა საუკუნო საშვილიშვილო საქმე. დიახ ამას ვამბობდი მე იმ ჩემს
სტატიაში, რომელიც თქვენ არ მოგწონებიათ, მე იქ დავსცინოდი ბ. ღოღობერიძის
მოქცევას საზოგადოებასთან, საზოგადოების აჩქარებას, ზოგიერთების გულლმობიერებას
და ზოგიერთებისაც მაღვალაკობას. აი, რას დავსცინოდი იმ სტატიით და არა თვითონ
ბანკის უსტავის უვარგისობას, მაგრამ დაწერილსაც გაგება და გულ-წრფელი წაკითხვა
უნდა!...... უ. ყეფიანს კი ჰგონებია, რომ უსტავი არ მოსწონთო, ეტყობა, წინათ გრძნობა
ჰქონია! – დიახ სწორეთ ბევრი რამ არ მოგვწონს იმ უსტავში, მაგრამ ამაზედ შემდეგში
იქნება ლაპარაკი, აქაც ხომ ბატონობა არ იქნება. აქ ის დრო და ის ადგილი აღარ არის,
როდესაც და სადაც ხმის ამოღების ნებას არ გვაძლევდენ და ჰყვიროდენ: «კენჭი! კენჭი!
კენჭმა გაათავოს საქმე, იმან გაგვასწოროს, რა დროს ფიქრიაო?!.» აქ მშვიდობიანი და
პირუთვნეველი კალამია საჭირო და ვისაც ენებოს მობრძანდეს, სიამოვნებით მივაგებებთ
«დროების» ფურცლებს, ეგება ღმერთმან ინებოს სასარგებლო რამე გვითხრან ვინ იცის,
ეგება დაიჭიროს თხამ მგელი, მაშინ ჩვენც მზათ ვიქნებით გავსცეთ პასუხი შეძლებისა
დაგვარად, თორემ ისე როგორ იქნება. დაუჯინია უ. ყიფიანს. არა, საჭიროა თუ არა, მაინც
მოკლე სტატიებს არ უნდა სწერდეთო უ. ღოღობერიძის საპასუხოდო და მაგ
დალოცვილმა როგორ არ იცის, რომ ჩიტს ზარბაზანს არავინ ესვრის.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1873 წ., №29, ხელმოწერით აკაკი.

561
«ლუკმა გავარდესო, ჯამში ჩავარდესო»

«ჩვენი სატახტო თფილისი წაგვართვეს, ჩაიგდეს ხელში სომხებმაო! ამან კიდევ თქვენი
ჭირი წაიღოს; მაგრამ საქართველოში შიგა-და-შიგ რაც უპირველესი მამულები იყო
დაისაკუთრესო და სხ...» აი, საყვედური, რომელიც ხშირათ შეგიძლიანთ გაიგონოთ გულ-
დამწვარ ქართველებისაგან! მაგრამ არის კი ამ საყვედურში რამე საფუძველი? არავითარი,
თუ კი გავიხსენებთ ერთს ჩვენებურ ჭკვიანურ ანდაზას: «ლუკმა თუ გავარდესო, ჯამში
ჩავარდესო!» რაც კი ჩვენის უხეირობითა და ხელმოშვებით ჩვენგან დაიკარგება,
უმჯობესია, რომ ბედმა ისევ სომხებს ჩაუგდოს ხელში!.. რაინდული დრო თუმცა დიდი
ხანია წავიდა, მაგრამ ჩვენ, ქართველები კი, მაინც არ ვიშლით რაინდობას: მუშაობას,
შრომას ვერიდებით და ისიც აღარ გვინდა, რომ სხვები რამეს იძენდენ და ჩვენ
დანაკარგსაც ხელში იგდებდენ. ბატონობა არ არის ეს, მაშ რა არის? და მერე როგორი
უსამართლო და უსაფუძვლო ბატონობაც!..

ქართლელ ხალხს ჯერ სძინავს, გამოღვიძებას არ აპირობს, და იმერეთი, თუმცა ფხიზელია


და მუშაობს, მაგრამ შეძენისათვის კი არა, სხვისი დაკლებისათვის, ასე რომ თვითო ყველას
მდევნელი და მტერია და ყველა ერთად კი თვითოსი. გურული კოხტაობას უნდება, და
ჩანგურს მისის ღიღინმრავალ-ჟამიერებით: მეგრელი თავის მაღალსა და ხერხიან ნიჭს
წვლილმანობაზე ჰხარჯავს და სვანს ჯერ კიდევ კომბალი არ გაუგდია ხელიდამ. ამ გვარ
მდგომარეობაში, რომ სომხებმა ერთმანეთს ძმურათ ხელი მოჰკიდონ, ერთმანეთს
დაეხმარონ და არათუ თავისი რამე დაჰკარგონ, ჩვენი დანაკარგიც მონახონ, საყვედურს
ვემართლებით?

რომ რამე მატერიალური სარგებლობა შეეძლოს, დარწმუნებული ვარ, რომ სომხები ჩვენ
დედა ენასაც ხელში ჩაიგდებდენ და მაშინ ნაცვლად მისსა, რომ ჩვენ ჩვენი ქართული ენა
არ დაგვეკარგა დავიწყებდით საყვედურს, თავის გასამართლებლათ: «წაგვართვეს ჩვენი
დედა ენა სომხებმა, ჩაიგდეს ხელში, დაისაკუთრეს და სხ.»

562
ღვთის მადლით, ნიშნებს ახლაცა ვხედავთ: ქართული წიგნები ვენეციაში სომხებისაგან
იბეჭდება; რაც ერთს ხიზამბარელ ტერ-ტერას სომხურიდამ, თუ ლათინურიდამ, თუ სხვა
ენებიდამ ქართულათ უთარგმნია, იმდენი ქართველებისაგან მეთორმეტე საუკუნის აქეთ
რიცხვით არა დაწერილა რა. აქ ვამბობ მე მხოლოდ რიცხვზედ და არა ღირსებაზედ, აქ მე
შრომა მაქვს სახეში. – რაც ტერ-დავით იარალიანცს კომედიები აქვს მშვენიერ-ქართულით
ნათარგმნი, ჩვენ საზოგადოთ ახალ განათლებულებს სიზმრათაც არ მოგვჩვენებია. ეს რისი
მიზეზია? მისი რომ ისინი სომხები არიან, შრომის მოყვარენი და ჩვენ კი ქართველები –
რაინდები!!?..

დიდი ხანი არ არის, რაც ქუთაისში გაჩნდენ სომხები და თუმცა მათი რიცხვი ძალიან
მცირეა, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელ საქმეებს კი ხშირად ისინი აკეთებენ. – მაგალითად,
წარმოდგენების შესახებ ვიტყვით, რომ ისინი ხშირად არდგენენ ხოლმე ქართულ ენაზედ
პიესებს.

თუმცა ენას კი სომხურათ უქცევენ, მაგრამ თამაშობით კი მშვენიერათ თამაშობენ ხოლმე.


აი, ამას წინეთ წარმოუდგენიათ უფ. სუნდუკიანცის შესანიშნავი კომედია «პეპო». ამბობენ,
რომ საუცხოვოთ წარმოადგინესო და მე კი არ მქონდა შემთხვევა, რომ დავსწრებოდი და
ამისათვის ჩემის მხრით ვერას ვიტყვი. – მაგრამ ამ კვირას, რომ სცენის მოყვარეებმა
სომხებისავე დახმარებით (გთხოვთ ამას ყურადღება მიაქციოთ: სომხების დახმარებით
ქუთაისში) ოსტროვსკის პიესა «შემოსავლიანი ადგილი» წარმოადგინეს, იმას კი დავესწარ
და კიდეც ვიტყვი მაზედ ორიოდე სიტყვას. ათს ამ თვეს ერთმა მტკაველმა აფიშამ გვაუწყა,
რომ სცენის მოყვარენი წარმოადგენენ კომედიას «შემოსავლიან ადგილს». ჩვენ მეტად
გვეუცხოვა, რომ აფიშაში ვერ ვნახეთ გამოცხადებული სახელი აქაური გამოჩენილი
მოთამაშეებისა. მაგალითებ, ეფროსინე კლდიაშვილისა, ვ. აბაშიძესა და თ. ლეჟავასი.
მაგრამ, ჩვენგან მოულოდნელად, მშვენიერად წარმოადგინეს ის პიესა საზოგადოდ.
თამაში მართლა ხელოვნური იყო, მაგრამ ენა კი ჭრელ-ქართული: სომხური კილო,
იმერული, გურული და რუსული ერთმანეთში იყო არეული: ხშირად ისმოდა შემდეგი
სიტყვები: უბედურმა ხარ, მაქანეი, ისთე, წავხდი და სხვანი; მაგრამ მშვენიერმა თამაშმა

563
ენა ყველას დაავიწყა. არამიანცის ქალს რომ ცოტა სომხური კილო არ ეხმარა, მართლა რომ
შესანიშნავად ითამაშა.

ბარხუდარიანციც საუცხოვო იყო, მაგრამ საზოგადოთ ამ ნიჭიერ მოთამაშეს ერთი ზნე


სჭირს: პირს მანჭავს მაშინ, როდესაც ისეც სასაცილო სახე აქვს და მითი ამჟღავნებს
მიმიკას, სხვებზედაც ეს შეიძლება სთქვას კაცმა, რომ ყველამ კარგათ ითამაშა.

მაგრამ იმ ღამის პირველობის გვირგვინი კი ეკუთვნის ტერსტეფანოვის ქალს, რომელმაც


მართლა რომ დიდი ნიჭი გამოიჩინა; მაგრამ მის საზოგადოთ თამაშზედ გადაწყვეტით
ვერას ვიტყვით, რადგანც მეტჯერ ის არ გვინახავს სცენაზედ. ვფიქრობთ კი, რომ
საზოგადოთ მშვენიერი მოთამაშე უნდა იყოს.

ხალხი ბევრი იყო. მთარგმნელებს გამოუძახეს მადლობის სათქმელათ... დასასრულ კიდევ


გავიმეორებ: «ლუკმა გავარდეს და ჯამში ჩავარდეს!» რადგანაც ჩვენ ვერ ვახერხებთ, თუ არ
სომხების შემწეობით პიესის წარმოდგენასაც ქართულად, მაშ, მათი გზა მაინც
დაილოცოს...

დაიბეჭდა გაზ. «დროებაში», 1874 წ., №150, ხელმოწერით აკაკი.

ბოდვა

მოვკვდი!

დიდი მგზავრობა გამარონიეს, ბეწვის ხიდზედ გამიყვანეს და ბოლოს მომიყვანეს იქ,


სადაც მართალთა სულნი განისვენებენ. იქ დამიხვდენ მოწამის გვირგვინებით ჩვენი
წინაპრები, მაგრამ მასპინძლობა კი ვერაფერი გამიწიეს: იწყინეს ჩემი დანახვა და
ბრძანეს:– ახლანდელ ქართველს აქ ჩვენთან რა უნდა? მაგრამ იქ მდგომმა ანგელოზთა

564
გუნდმა ხმა-ტკბილად დასძახა: «აქსიოს», მაშინ კი შემიწყრეს და ერთმა მათგანმა მკითხა
სააქაოს ანბავი, თუ რა მდგომარეობაშია საქართველოო.

ის იყო ანტონ კათალიკოსი. მე მოვახსენე, ყვავის-თქო! ამ სიტყვაზედ გამირისხდა და


მომაძახა:

– უგნურო, შენ არ გიკითხავს ჩემი ღრამმატიკა?.. მაგ ლექსს რად გამოაკელი ერთი ასო «ჰ»
და რად დააკარგვინე მნიშვნელობა? საქართველო ჰყვავის ნიშნავს, რომ საქართველო
აჰყვავებულია, ე. ი. კეთილ დღეობაშია და საქართველო ყვავის კი იმას ნიშნავს, რომ ყვავს
ეკუთვნისო. სიტყვა «ჰყვავის» არის ზმნა მესამე პირში და სიტყვა «ყვავის» კი სახელი
არსებითი ნათესაობით ბრუნვაში და ეს როგორ არ იციო?

მე მიუგე: – თქვენ დროს რომ ზმნები და ბრუნვები იყო, დღეს ისინი აღარ გახლავან:
გამოიცვალენთქო, დღეს სულ სხვა ბრუნვასა ვხმარობთ და ნუ შემრისხავთ, მე უბრალო
ვარ მეთქი!

შემინდო ნათელ-დგომილმა და უფრო ლმობიერად დამიწყო გამოკითხვა მისი, თუ რა


მდგომარეობაში არიან ტაძრები, მონასტრები, საზოგადოდ, სამღვდელოებაო? აქ ვიშოვნე
მეც დრო. მოვინდომე ბევრის რამეს მოხსენება.

მაგრამ, ვაი ჩემი ბრალი, იქ ანგელოზების გუნდში რომ მთავარ-ანგელოზები ერიენ – ....
იმათ შემრისხეს და დამიბეს ენა. ჩემი განძრახვა გულში უხმოდ მიკვდებოდა და ვიწყე
გულის ძრახვის ვედრება: «უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე! ნურცა
რისხვითა შენითა მასწავლი მე.. უფალო! ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს
ჭეშმარიტებასა!»

მაგრამ ამაოდ: ენა მაინც არ ამეხსნა, სანამ გრიგალმან რისხვისამან არ წარმიტაცა და არ


დამაგდო ერთს უდაბნოში, მიყრუებულს ქვეყანას. იქ შიშის ქარმა ამიტანა და ვიწყე
ტირილი, მაგრამ ერთი კაცი გამომეცხადა და მითხრა: შვილო, ილოცე, ილოცე, ნუ გეშინია,
აქ კარგი ბინა მოგინახავს! აქედამ არავინ წაგიყვანს! ვის რათ უნდებხარ? ოქრო არა ხარ,
ვერცხლი, თვალი, მარგალიტი და ან სხვა რამე სამკაული, შენ აქ ხელსაც არავინ გახლებს!

565
ეს მითხრა და უკუმაგდო მე ზარდაცემული. მაშინ უეცრად მომელანდა სხვა და სხვა
საშიში ეშმაკები და ენის ყოფით დამიწყეს ჯავრება. ხელში რაღაც დავთარი ეჭირათ და
მეძახდენ:

– აქ არის შენის ცოდვების სიაო! დიდი სია იყო! ძალიან დიდი! მაგრამ მე უფრო იმან
დამაღონა, რომ ღერბის ქაღალდზედ იყო დაწერილი და ზედაც შავი ბეჭედი აჯდა. –
შევშინდი და ვიფიქრე: ნეტავი ამაზედ უსაშიშრესი სანახავი თუ კიდევ იყოს რამე
ქვეყანაზედ-თქო? მაგრამ რა გამოდგა: თურმე როგორც ცუდს, ისე კარგს რამეს საზღვარი
არა ჰქონია: რომ გამომეღვიძა, ვნახე, რომ თავზედ ჩემი კრედიტორი (მოვალე) მადგა
ვექსილით ხელში. ოჰ, ეს კი უარესი სანახავი იყო ჩემთვის; და ორის უსიამოსაგან
უმცროსი ავირჩიე, დავხუჭე თვალები და ისევ ძილს მიუბრუნდი.

ისევ ეშმაკებს ჩავუგდე თავი ხელში. მაშინ კი იმათაც მტაცეს ხელი, წამათრიეს როკაპთან
გასასჯელათ, წარუდგინეს ცოდვების სია და მომცეს შემდეგი კითხვები:

პ ი რ ვ ე ლ ი კ ი თ ხ ვ ა . ერთის სასწავლებლის აყალ-მაყალზედ რაები გილაპარაკნია?

მ ი გ ე ბ ა . არაფერი ამის მეტი, რომ იქ, როგორც სჩანს, ერთის მათგანის წერილისაგან
თურმე კურდღლობიას თამაშობენ და აქვსთ გახურებული ყეფა. ამის თქმა ხომ ჩემი
ბრალი არ არის, თვითონ სთქვეს.

მ ე ო რ ე კ ი თ ხ ვ ა. ამ ჟამათ ყოველი კაცი გელათის ნახშირზედ ჰყვირის და შენ კი თურმე


ამის წინააღმდეგი ხარ და ხმას არავის აღებინებ?

მ ი გ ე ბ ა. ეგეც ტყუვილი ჩაუწერიათ: მართალია, სხვებმა გელათის ნახშირი გამოაჩინეს,


მაგრამ, თუ ნებას მომცემენ, ვიყვირებ და გელათის ნახშირს კი არა, სხვასაც ძვირფას რასმე
გამოვაჩენ. – მაგაზედ რათ მირისხდებით.

მ ე ს ა მ ე კ ი თ ხ ვ ა. მართალია, რომ არც შენ ისვენებ და არც სხვებს ასვენებო?

მ ი გ ე ბ ა. ტყუილი მოგხსენებიათ; ჩვენში მოსვენება არვის აკლია. დღეში თხუთმეტი


საათი სძინავთ. ჩემთვის ცილი შეუწამებიათ. – მაგრამ, ბატონებო, რაღათ ტანჯავთ,

566
მიზეზს რომ მიკრებთ, განა ისე კი არ შეგიძლიათ ჩემიდასჯა?!.. ტყვილა ნუღარც თქვენ
იღლებით და ნუღარც მე მღალავთ; გამგზავნეთ, საითაც გინდოდეთ.

ამ დროს კიდეც გამომეღვიძა და მადლობა ღმერთს, მაშინ კი ჩემი საყვარელი ძმა მადგა
თავზე და გავხარდი, ისე ღმერთმა გაგახაროსთ....

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1875 წ., №34, ხელმოწერით აკაკი.

ცხელ-ცხელი ამბები

(სამი რამ ამშვენებს კაცს)

სამი რამ აშვენებს კაცს: მარილიანი სიცილი, ტკბილი ხმა და მოხდენილი სიარული. ამაებს
მე სამივეს მოკლებული ვარ...

სამი რამ ამხიარულებს კაცს: საიდუმლო ტრფიალი, მოვალეების გასტუმრება და


მონობიდამ თავის გამოხსნა. ესეები ჯერ მე არც ერთი არ მღირსებია!! სამი რამ სჩაგრავს
კაცს: პირველს ვერ ვიტყვი, მეორეს არ მათქმევინებენ და მესამეს ვერ გავბედავ... სსსუო!
სსსუო! და სსსუო! და მაშ რაღა არის ეს ჩემი სიცოცხლე? – მიკვირს! ან აქამდე როგორ
გავსძელი? მაგრამ გაკერპებული იმედი ისე შემტკიცებია ამ ჩემ გლახ-გულს, რომ
საფლავშიც კი უპირებს ჩაყოლას; ვერც ჭაღარით მომიშორებია და ვერც ნიკრისის ქარებით
გამიდენია.

მაგრამ იმედი ხომ მისი წარმოდგენაა, რაც ცხადათ გვაკლია?.. დიახ, თავის მოტყუებაა?..
და მაშ რაღა სიცოცხლეა? «ვაის» მაედანზედ გავსულვარ და «უის» ტახტზედ ვზივარ. არა,
არა; ისევ სიკვდილი სჯობს... უნდა დავიხრჩო თავი, მაგრამ დალახვროს ღმერთმა, არ კი
აქაც ხელი მეშლება. მტკვარი ამღვრეულია და გამაჩირქიანებს, ზღვა მარილიანია და

567
თვალებს დამწვავს! ვეღარ ვახერხებ თავის დახრჩობას!.. არავინ იცით სხვა საშუალება რამ,
რომ მირჩიოთ და ამ სოფელს მომაშოროთ როგორმე?!

უჰ, უჰ, ღმერთო ჩემო! რამდენი მეგობრები მყოლია და მე კი აქამდე არა მცოდნია!..
ყოველის მხრით ათასობით მეგობრულად მირჩევენ და მასწავლიან სხვა და სხვა
საშუალებას. ყოვლის უსასყიდლოთ მზათ არიან, რომ მეგობრულად მემსახურონ ამ
შემთხვევაში. აი, პატიოსანი კაცები!.. მე რაღა მეთქმის? ღმერთმა გადაგიხადოთ, ჩემო
მეგობრებო, სამაგიერო. ბევრი გზა მიჩვენეთ თავის მოსაკლავი, მაგრამ ვაი, რომ ვერც
ამაებით ვსარგებლობ. სულ სხვა და სხვა საშუალობაებს მირჩევენ; ერთის თუ დავიჯერე,
სხვებს ხომ გული დასწყდებათ? და რომ არცერთს არ ვაწყენიო, ისევ ასე დავრჩები; არ
მოვიკლავ თავს! რა გაეწყობა!! სჩანს არა ვყოფილვარ ღირსი და უნდა ვეხეტიალო აქეთ-
იქით დღეის იქითაც!

მაგრამ ხელობა რა ავარჩიო მისთანა, რომ გულს გადამყაროს? – მგონი ვერაფერი! ჰე, ისევ
ისა სჯობს, რომ ვიარო ამ წუთის სოფელში, ვათვალიერო ხალხი და რაც შევნიშნო
დავიყვირო სახალხოთ. პირველათ კი ჩემი თავიდამ უნდა დავიწყო, დაუზოგავათ უნდა
შევამკო და მერე თუ სხვებზედაც რამ წამცდეს, ნურას უკაცრავად!

ჰე, გამოვსულვარ, და ვინც პირველი შემხვდება, იმას მივმართავ! აი, შემხვდა პირველად
ვირი... მე აქ მართლა ვირზედ მოგახსენებთ, სახედარზედ, – ხუმრობათ არ ჩამომართვათ!
ვხედავ, მოდის ნელ-ნელა, ფილოსოფურად და მეც მსურს რამოდენიმე სიტყვა მოვახსენო
ამ პატიოსან ქმნილებას:

სიტყვა

«ეი, შენ პატიოსანო ვირო! იაფო და ხშირო! საწყლე-სანახშირეო! ნეტავი შენ, რომ ბუნებას
მანგრე შეუმკიხარ: ფეხები პატარა გაქვს; მაგრამ დიდფეხიანებზედ კი უფრო სწორა
დადიხარ. ყურები დიდი გაქვს; მაგრამ პატარა ყურებიანებზედ კი უფრო ნაკლებ უგდებ
ყურს ათას-გვარ ჭორებსა და მავნებელ-სიტყვაობას. ხმა მაღალი გაქვს, მაგრამ ხშირად კი
მაინც არ ჰყვირი, მაშინ როდესაც უფრო მდაბალ ხმიანებისაგან ყურთა-სმენა აღარა გვაქვს.

568
დარწმუნდით, უ. ვირო, რომ თქვენსავით მაღალი ხმა ზოგიერთსა ჰქონდეს, სხვა და სხვა
გვარ რჩევაბაასობის დროს, მეორეთ მოსვლის საყვირს დასცემდენ... და რაც შეეხება
შრომას, ვხედავ რომ მოცალებაც არა გაქვს!.. მე კი უსაქმურად აქეთ-იქით დავეხეტები. ეჰ,
რაღა ბევრი ვილაპარაკო. მე შენ ვერ მოგწვდები, უნდა შენ წინ თითი მოვიკაკვო. აწ კი
მშვიდობით». აი, შემხვდა კიდევ მეორე ცხოველი:

ძაღლი! დალახვროს ღმერთმა. რაღა ზედიზედ შემეყარენ... აბა, ჩემო მკითხველო,ამ


ძაღლსაც მიუბრუნდი და მეც სიტყვას ვეტყვი.

სიტყვა

«პატიოსანო ძაღლო!... ნეტა ვინ შეგედრება ოჯახის ერთგულებაში? ოთხი ფეხი გაქვს,
მაგრამ მაინც არსად მიდიხარ და არ შორდები იმ ოჯახს, სადაც შენა ხარ, მაშინ როდესაც
ორფეხები კი აღარ იცდიან: ცოლები ქმრებს ექცევიან და ქმრები ხომ, რასაკვირველია,
ცოლებს! «შენა გაქვს ბასრი კბილები, მაგრამ მაინც ისე არ იკბინები, როგორც ზოგიერთი
უკბილოები!

«და ყველაზედ უფრო მომეტებული ღირსება კი ისა გაქვს, რომ ერთგული ხარ და ბეჯითი:
იმ სახლ-კარსა და იმ ეზოს, სადაც შენა ხარ, უვლი შეუპოვრად და უძინრად უცდი! ვერ
შემოგეპარება ქურდ-ავაზაკი! ვერ ვინ მოგატყუებს დავერავინ მიგიბირავს! რა გინდ
ძლიერიც იყოს, შენ მაინც ყეფას არ მოუშლი ხოლმე!

«პატივი და დიდება შენ, ჩემო უ. ძაღლო!.. მე კი შენზედ უფრო სუსტი ვარ და უხასიათო.
თუმცა ბევრსა ვხედავ ქურდ-ავაზაკსა, მაგრამ არა თუ კბენას, შეყეფასაც ვერა ვჰბედავ. არა,
არა; მე შენზედ სუსტი ვარ და შენ წინ მოვიკაკვავ თითს, ჩემო მურავ!»

ვიცი, ზოგიერთი ამხანაგები მიწყენენ, თუ რათ ვედარები ვირსა და ძაღლსა; მაგრამ იმათ
რა ენაღვლებათ: მე მხოლოდ ჩემს თავზედ ვამბობ, რომ როგორც ძაღლს, ისე ვირსაც
ჩამოვრჩები, და ისინი კი ჩემსავით გლახები არ არიან: ისინი ვირზედაც უაღრესები არიან
და ძაღლზედაც უმაღლესები! ძლიერები არიან, სუსტი მხოლოდ მე ვარ და ჩემს თავზედ
ვამბობ! ვის რა დავა აქვს!... რომ შევადაროთ ეს ორი ზემო-მოყ ვანილი პირუტყვი იმ.....,

569
ჰმ... კინაღამ არ გავჰყარყუმდი!!!.. ბევრს არ იამებოდა!? ტფუი! ტფუ! ტფუ!.. ეშმაკს თვალი
არ უჩანს!!.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1875 წელს, №68, ხელმოწერით აკაკი.

ნადუღი*

გთხოვთ მიცნობდეთ: გვარად გახლავართ ქართველიშვილი და სახელად გიორგი მქვიან.


ერთი უნათესავო, ყარიბი, თავ-ხელ-აღებული ვინმე ვარ. დღემდი უსაქმურად
დავეხეტებოდი და დღეს კი მწერლების გუნდში მინდა გავერიო: მაგრამ, უკაცრავად კი
ჩემგან ჩვეულებრივს რასმეს ნუ მოელით: მე ილიასავით ვერ ვიტირებ, აკაკისავით ვერ
ვიცინებ, გორისელივით ვერ ვიაჯებ და სკანდელივით ვერავის დავარიგებ!.. კილო ჩემის
მწერლობისა სულ სხვა გვარი იქნება: ისეთ ისეთს დავჰყეფ. რომ კურდღლები ჩირგვებში
აკანკალდნენ და მხეცები სოროებიდამ გამოვიყვანო. გამოვალ ღრენით შარა გზაზედ და
ვინც ღირსი იქნება, კუნთებს გამოვგლეჯ; თუ კბენა ვერ მოვახერხე, ღრენით მაინც
შევაშინებ. ვითომც მოვერიდო ვისმეს? ან შევუშინდე? თქვენც არ მომიკვდეთ!

ვიცი, ბევრჯერ მესვრიან ქვას... ბევრჯერაც დამიტატანებენ; მაგრამ მე მაინც, სანამ


ცოცხალი ვიქნები, ჩემსას არ მოვიშლი. პატარა ხელ-ფეხის მსლაქველ ფინიასავით სხვის
კალთაში თბილათ წოლასა და ნებიერობას, შარა გზაზედ ყეფის დროს სიკვდილი
მირჩევნია.

ერთის სიტყვით, ჩემი მოქმედება ძაღლური იქნება და დეე, ეს სიტყვა ვისაც როგორ
ჰსურდეს, ისე მიიღოს. ძაღლმა იცის ერთის ვისმეს პატრონად აჩემება და მისი
ერთგულება და მეც ისე, ერთს ვისმეს ავიჩენ მეგობრად და მის ფერხთ წინ იქნება ჩემის
სიცოცხლისა და სიკვდილის ადგილი... მაგრამ იცით კი, როგორი უნდა იყოს და ვინ უნდა
იყოს ის ერთი? ის, ვინც მტრედივით უმანკოა და გველივით მეცნიერი! ის, ვინც საზოგადო

570
კეთილზედა ჰფიქრობს და კერძოობას ივიწყებს!... ის, ვინც შრომობს უსასყიდლოდ და
თავის გამოჩენას არ სცდილობს. ის, ვინც სხვისის უმართლო ტანჯვით იტანჯება და ვისაც
სხვისი ბედნიერება ახარებს! მისი ალერსი შრომის დროს გამამხნევებს და მისი წარბების
შეჭმუხვნა ზარმაცობიდამ გამომიყვანს!... მაგრამ სად უნდა ვიპოვო მე ეს ჩემი იდეალი?
სხვაგან ვერ მოვძებნი! უნდა უთუოდ ჩემის ქვეყნისა იყოს და ვაი თუ ძებნამ უნაყოფოდ
ჩამიაროს?!... მაგრამ, რათ შევშინდი? განა ფიქრისა და გრძნობისათვის საზღვარი
დაწესებულია?

თუ დღეს ვერა ვნახავ, მომავალში ხომ იქნებიან და მაშ, ოცნებავ, შემაკავშირე მათთან!
მომხიბლე მოჩვენებით და მაშინ აღარ ვიყეფებ – ბულბულად გადავიქცევი!... მაშინ
ყოველი წამი ჩემის სიცოცხლისა სასუფევლის საუკუნეები იქნება!... მაშინ აღარ ვჰგმობ
ჩემს გაჩენას, თორემ ახლა რა ვარ მყეფარი?

განა მე თვითონ არ მეჩხვლიტება ჩემი ყეფა, მაშინ როდესაც ბუნებას ბულბულად


გაუჩენივარ? მაგრამ შერცხვეს ეკალზედ მშტვენი, უვარდოთ, ბულბული... იგმოს
კუბოსთან მღერალი!!.. სიმღერით სნეული არ გაიკურნება და ბულბულის სტვენა მტერს
ვერ გააბრუნებს!... გაძაღლებულო დროვ, შენ მოგეცა ჩემი ცოდვა, რომ წინააღმდეგ ჩემის
ბუნებისა მაძაღლებ და მაყეფებ!!..

--------------------------

* ამ მახვილი და ორიგინალური ფელეტონის ავტორი გვპირდება, რომ ყოველ კვირაში ორს


ან სამს ფელეტონს გამოგვიგზავნის, ამ სათაურით, «დროებაში» დასაბეჭდად.

მაგრამ ჰეი! ჰეი! როგორღაც, თითქოს, სინანულში შევდიოდე?.. ჰმ... არა, ოცნებავ, ნურც
მაგრე გამიტაცებ! ამდენი კი არ მითხოვია შენთვის!... ჩემს ტკბილს გრძნობის კოლოფს
სულ მართლა კი ნუ ახდი თავს! ცხრა კლიტულშივე იყოს, – ის არავისათვის ამ დროში
სასარგებლო არ არის და მაშასადამე ჩემთვისაც მეტია!... დიახ, მეტია და ამიერიდამაც
საუკუნოდ უნდა გამოვეთხოვო; მაგრამ ჯერ კიდევ უკანასკნელად, ისე როგორც მშობელი

571
გამოეთხოვება თავის ნაშობს, სადმე საუკუნოდ მიმავალს, ისე მეც გამოვეთხოვები ჩემს
ტკბილს გრძნობებს: ავიღებ ხელში ჩონგურს, ავაწკრიალებ სიმებს და რადგანაც ჩემი
საკუთარი ლექსი ხელად არა მაქვს რა, ავტორთან ბოდიშ-მოთხოვით აკაკის ერთს
ლექსთაგანს, მგონია ჯერ დაუბეჭდავს, დავამღერებ და მერე კი მე ვიცი, როგორც უნდა
ყეფა!

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1876 წ., №2, გიორგი ქართველიშვილის ხელმოწერით.

ნადუღი

ქორს წიწილი მიჰქონდა.

ზარმაც პატარძალს სახლიდამ ფეხის გამოდგმა შეეზარა და დერეფნიდამ ფეხ-მოკეცილმა


მიაყვირა: «ჰაუ! ჰაუ! ჰაუო!» ქორი ჰაერში შეშინდა და მსხვერპლი კლანჭებიდამ
გამოუვარდა.

დედამთილი გაუანჩხლდა რძალს და უთხრა:

– შე ზარმაცო, ზეზე რომ წამომდგარიყავ, კარში გასულიყავ და ისე მიგეძახებია


ქორისათვის უკეთესი არ იქნებოდა?

– გაფრენა მე არ ვიცოდი და წიწილი აქედამაც გავაგდებინეო! – მიუგო რძალმა.

ამისი არ იყოს, ავათ იყო თუ კარგათ, იმდენი «ჰაუ! ჰაუ!» იძახეს ჩვენმა ყმაწვილებმა, რომ
ხალხი გამოაღვიძეს. დღეს ის სულიერ საზრდოსა თხოულობს, და ხელის შემწყობი
მისთვის საჭიროა.

ამ უკანასკნელს დროში, სხვათა შორის, მათში კითხვის სურვილი აიძრა. ეს შენიშნეს


ზოგიერთებმა და იწყეს სხვა-და-სხვა წიგნების ბეჭდვა. კეთილი და პატიოსანი; მაგრამ

572
კეთილი საქმისთვის მარტო სურვილი არ არის საკმაო. უნდა ის მოთავეები კარგათ
არჩევდენ ავსა და კარგს; იცოდენ – რა აწყენს და რა არგებს ხალხს, თორემ მარტო იმას რომ
მიხედონ, რომ კითხულობენო ჩვენგან დაბეჭდილ წიგნებსაო, ეს ძალიან ცოტა იქნება.
მშიერს რომ მადა გაეღვიძება, მავნებელი რამეც რომ მიუტანოთ, ხარბათ დაუწყებს ჭამას,
მაგრამ საბოლოოთ კი არ არგებს.

«ალექსიანის», «ქალ-ვაჟიანის», «ყარამანიანისა» და სხვა-და-სხვა სულელიანების


გამომცემლებს ასე ჰგონიათ, რომ სახალხო წიგნი იმასა ჰქვიან, რომელიც ერთ შაურზედ
მეტად არ იყიდებაო, და იღწვიან თავმომწონეთ!! ეს მათი შრომა და მოღვაწეობა გულ-
წრფელობითაა ვიცით, მაგრამ ვნებას მაინც მოიტანს, ამაში ეჭვი აღარ არის. იმათ
უგნურებისაგან ესმისთ ქება და თავი მართლა მოწინავე კაცებათ ჰგონიათ და ვითომ
უვლიან ხალხს!!. აი, მეხი, კი დაეყაროს იმათ მოწინაობას!

ჭეშმარიტათ, რომ საცოდავებიც არიან ერთსა და იმავე დროსა და სასაცილოებიც.


ბრჩხილების წმენდა და დილიდამ საღამომდე გუდა-ფშუტა სოკოსავით ბერვა საქვეყნო
საქმე ჰგონიათ და ხალხისაგანაც თაყვანის ცემას ითხოვენ.

მართალია, ამ გაბერილებს დიდი დღე არა აქვსთ ხოლმე, მალე იჩუტებიან, მაგრამ საქმე
იმაშია, რომ ერთი წყება რომ დაეცემა იმ ცრუ-ბრძნებისა, მეორე მათ გვარივე ამოჰყოფს
თავს და მათის წყალობით ახალ-გაზდა ნიჭიერებს გზა ეხლართებათ.

ეს აგერ ოცი წელიწადია, ეს უხეირო და სულელური მოვლინება თავს იჩენს და დღესაც


სათვალავშია. აწ კი დროა, რომ სულელებსა და უნიჭოებს მაინც მიეცესთ შესაფერი, და
სახალხო საქმეში არ ერეოდენ. თუ კეთილი საქმე უნდათ,უმჯობესი არ იქნება, რომ თოხსა
ან სხვა რამეს მოჰკიდონ ხელი, რომელსაც უფრო მოახერხებენ და რაზედაც ბევრი ნიჭი
არა სჭირიათ, ვიდრე უნიჭოდ და უთავბოლოდ, ხალხს წიგნები უბეჭდონ და უთავკაცონ?

აბა ერთი გასინჯეთ, რაც ახლა სტამბებში სახალხო წიგნები გამოდის, რომელსაც სახალხო
ჰქვიან და ნახავთ – თუ რა მავნებელია ხალხისათვის. ვისის რჩევითა და თაოსნობით ის
წიგნები იბეჭდება, რა ეთქმისთ იმათ აბა მის მეტი, რომ, ძმებო, კარგი კაცები ხართ,

573
გიყვართ ჩვენი ხალხი; მაგრამ, რადგანც თვითონ თავი არა გაქვსთ, ცოტა სიფრთხილით
მოიქეცით და თქვენზედ ჭკვიანებსა, უფრო გამოცდილებს დაეკითხეთ ხოლმე!.. მაგრამ
რას მიქვიან... ვინ გაუბედავსთ ამის თქმას? იმათ თავი გენიოსებათ მიაჩნიათ და სხვებს
უპირებენ დარიგებას. იბერებიან რაღა!.. სასაცილოა და სამწუხარო ერთსა და იმავე
დროს!..

მაგრამ მათზედ უფრო სასაცილო ის არის, რომ ზოგიერთები და ძალიან ბევრნი იმათ
მართლა რაღაცაებათა სთვლიან და ესარჩლებიან!

ამ კაცების შემხედვარემ, მე ამას წინათ ერთს ძალიან ჭკვიან კაცსა ვკითხე:

– რა არის რომ ჩვენში ამგვარი უნიჭოები თავსა ჰყობენ და კეთილ დღეობაში არიან და
ღირსეულები კი იჩრდილებიან-თქო?

და იმან ასე მიპასუხა:

– ჩემო ძმაო, ჭკვიანობისთანა სისულელე ჩვენში არა არის რა. გარეგნობა, გარეგნობა დიდი
საქმეა, გარეგნობა ჯერ კიდევ, სანამ ხალხს ჭკუა თვალებშიაქვს!

მე თანახმა ვარ... თქვენც მეთანხმებით ამაზედ თუ არა, ეს არ ვიცი; მაგრამ ჩვენი დაბალი
წოდების ხალხი კი ამაზედ უარს ვერ მეტყვის და კიდეც მომისმენს...

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1876 წ., №19, გ. ქართველიშვილის ხელმოწერით.

ჩვენში ბოდიში რა საჭიროა?

ბატონი გამწყრომია? ჰმ... მწყრები შეიწვას! და მე მოგახსენებთ, შორს წასვლა მოუნდება


სანადიროთ?! მე «წვეროსნობით» მაგინებს, მაგრამ მეც «მწყეროსნობით» შევამკობ... რა
დრო დაგვიდგა?: ყველა იბერება! ყველა ყალყზედ დგება!! სიტყვით ზარბაზნის არ

574
ეშინიათ, მაგრამ საქმით კი ნევსის ჩხვლეტაც მალე დაჩუტავსთ გუდასავით; მაგრამ ბედი
მათი, რომ ნემსის მჩხვეტელიც არავინა ჰყავსთ?.. და

არა ჰყავსთ მისგამო, რომ ხალხი დაეცა, სულით მხთალი შეიქნა და საქმით უსწორო!!

ვინ არა სტყუის? ვინ არ ცუღლუტობს? მაგრამ თავს მითი მართლულობენ, რომ «არ იქნება,
სოფელია, დიპლომატობა საჭიროა, პირდაპირობა სიგიჟე იქნებაო და სხვანი» და ის კი არა
თუ მხთალი ვარ და პირ-და-პირობის მეშინიანო!.. ამის მაგალითი ბევრი გვაქვს
მაგალითად, გზავნიან «დროებაში» სტატიებს, რომლითაც ცუდს ამხილებენ; – კეთილი და
პატიოსანი! მაგრამ ვაი ის არის, რომ თავის სახელისა და გვარის გამოცხადებას ვერ
ჰბედვენ, იმ იმედით რომ მე ვერ მიცნონ და ეგებ სხვას დააბრალონო!.. ეს დიპლომატობაა,
თუ სულის სიგლახაკე? თუ კარგია მისი ნაწერი და ქვეყნის სასარგებლო, რათ ვისმესი
ეშინიან, რომ ღობეს ეფარება, და თუ ცუდია და შესარცხვენი, რათ იჭირვებს საქმეს, რომ
სწერს? აბა, ამას ჰქვიან «მინდა, მაგრამ მეშინიანო» არა, ის, ვისაც საზოგადოების
მავნებელის პირ-და-პირ მხილება არ შეუძლიან, გაჩუმდეს. ნუღა გამოდის ასპარეზზედ!
მიუჯდეს კერას!! მიხვეულ-მოხვეულათ მოქმედება სირცხვილია.

ეს სპარსული პოლიტიკა არის, რომლისაც დრო წავიდა!.. საზოგადო საქმეში პირდაპირობა


უნდა. – ვინ არ იცის, რომ ერთი ადგილიდამ მეორე ადგილამდე სწორი გზა უფრო მალე
მიიყვანს, ვინემ მრუდე. მაგრამ ყველა კი მრუდე გზას ეტანება. და ეტანება იმიტომ, რომ
ყველა ერთი მეორეს ეფარებიან და გამოჩენა არ უნდათ!

ისეთი უბედური რამ დროა, რომ გამარჯვებას რომ კაცი გეუბნებოდეს, იცოდეთ, რომ
სტყუის, გულში უთუოდ სხვა აქვს. მარცხენა კბილებით რომ რამესა ჰღეჭდეს ვინმე,
დარწმუნდი, რომ ტყვილათ ანძრევს მარცხნივ ყბებს, საღეჭი კი მარჯვნით ექნება. დიახ,
იტყუებიან, მაგრამ აბა თუ არ ამითი, რითი დაამტკიცონ გონიერება? მაგალითებრ: ქალს
ათხოვებენ, ის კი იძახის: «არ მინდა ქმარი! თავს მოვიკლავ და ამა-და-ამ კაცს კი არ
შევირთაო!» ჩუმათ კი მაჭანკლებს ეხვეწება: «აბა, თქვენ იცით, თუ იმ საქმროს არ
დამიკარგავთო!» ბოლოს როდესაც შეირთავს იმ კაცს, უსირცხვოდ მართლულობს თავს:

575
«არ მინდოდა, მაგრამ ამა-და-ამ ქალის ჟინაზედ შევირთეო». ახლა ჰკითხეთ იმ ქალს: «რათ
ცუღლუტობდა, რათ ატყუებდა სხვებს?» – პოლიტიკააო, იტყვიან.

რამე ადგილზედ ირჩევენ ერთს ვისმეს; მაგრამ ამოსარჩევი უარზედ სდგას ცხადათ, და
ჩუმათ კი მომხრეებს მუხლებს უყრის: მიშველეთ, ამომარჩიეთო და როდესაც ამოირჩევენ,
იტყვის: «არ მინდოდა, მაგრამ ამა-და-ამ კაცის ჟინით დავდექიო!» – აქაც დიპლომაციაა,
რაღა? ფულს სესხულობს ერთი მეორისაგან. მაგრამ ჯერ კი რამდენიმე საათის
განმავლობაში უგულოთ სულ სხვა რამეზედ მუსაიფობენ და მხოლოდ ბოლოს
გაუტყდებიან ერთმანეთს; და რისთვის დაჰკარგეს დრო, რატომ პირ-და-პირ არ დაიწყეს
ლაპარაკი? დიპლომაცია! ჭკუაა რაღა?

ქალ-ვაჟს ერთმანეთი უყვარსთ, მაგრამ გულის პასუხს კი არ ეუბნებიან ერთმანეთს, თუმცა


ორივეს კი სურსთ; და რაღას ბოდიშობენ! ბოლოს ხომ მაინც გაუტყდებიან ერთმანეთს?
აქაც დიპლომაციაა? ჭკუა რაღა? მოქრთამეს ქრთამს აძლევენ. გულით უნდა აღება, მაგრამ
თავ პატიჟს იდებს: როგორ მიბედავთო და სხვანი, ბოლოს კი იკადრებს; და ნეტავი რათ
ჰკარგავს დროს? დიპლომაციის ბრალია! სულ დიპლომაცია და დიპლომაცია! ამოვარდეს
მისი მომგონი! ორნი ერთმანეთს ემტერებიან, აგინებენ, ზურგს უკან ორმოს უთხრიან
ერთმანეთს – პირში კი ერთმანეთს აქებენ და ემეგობრებიან... ესეც დიპლომაციაა! ეჰ,
რამდენი ერთი მაგალითი უნდა მოვიყვანოთ?! და ანკი ღირს ამ მაგალითების მოყვანა
მაშინ, როდესაც უმრავლესობა ცუღლუტობს და მითი კეთილ-დღეობს? მაგრამ ცუდი
ნიშნები იხედება მათთვის: არ შერჩება არავის დღეის იქით ცუღლუტობა! მოსთხოვენ
ანგარიშს! აღარ მოერიდებიან აღარც პოეტობას, და აღარც ფილოსოფოსობას. აბა,
გამობრძანდენ ასპარეზზედ და მაშინ ჩაახედებენ სარკეში და დაანახვებენ მათ
მოთხუპნულ ცხვირ-პირს.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1876 წ., №52, ხელმოწერით აკაკი.

ალექსანდრე ნანეიშვილი

576
(1857-1904)

დაიბადა 1857 წელს ქუთაისის გუბარნიის სოფელ ორპირში. განათლება ქუთაისის


გიმნაზიაში მიიღო, შემდეგ პეტერბურგის სამედიცინო – ქირურგიულ აკადემიაში შევიდა,
რომელიც ხელმოკლეობის გამო ვერ დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა (1880 წლის
მეორე ნახევარი).

«წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების» ინიციატივით და ილია ჭავჭავაძის


რეკომენდაციით ახალგაზრდა, კეთილსინდისიერებით და ცოდნით გამორჩეული
ალექსანდრე ნანეიშვილი იგზავნება ბათუმში იმ პირველი ქართული სკოლის
გასამართავად, რომელიც აჭარის შემოერთების შემდეგ (1878) უნდა გახსნილიყო. ალ.
ნანეიშვილმა ერთგულებით და გონიერებით დიდი საქმის მოთავეობა გასწია და
წინააღმდეგობათა მიუხედავად, 1881 წლის 23 მარტს ბათუმში პირველი ქართული სკოლა
გახსნა. გამგე-მასწავლებელი – ალექსანდრე ნანეიშვილი – ამ დროს 24 წლისა იყო. პირველ
ქართულ სასწავლებელში იგი ასწავლიდა ქართულ ენას, არითმეტიკას, საღვთო რჯულს,
სუფთა წერას. ამით ქართული ცნობიერების დამკვიდრებისათვის მან დაიწყო ბრძოლა
აჭარაში.

1882-1884 წლებში ალ. ნანეიშვილი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობაში


მოლარედ გადმოიყვანეს, 1884 წლის ბოლოს ალ. ნანეიშვილი 1887 წლამდე სხვაქართველ
ხალხოსნებთან ერთად (გ. მაიაშვილი, გ. გამყრელიძე) გადაასახლეს ციმბირში,
სემიპალატინსკში, საიდანაც 1887 წლის ბოლოს დაბრუნდა და ქუთაისის ბანკის
დამფასებლად დაიწყო მუშაობა. 1893 წელს ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა საბჭოს
მდივნად აირჩიეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა.

ალ. ნანეიშვილი ჭლექით დაავადებული მოულოდნელად გარდაიცვალა დაბა სურამში


1904 წ. აგვისტოში. დაკრძალულია ქუთაისში.

577
ალ. ნანეიშვილი «დროებისა» და «ივერიის» აქტიური პუბლიცისტი იყო, რომელიც
ჟურნალ-გაზეთების გამოცემას ადარებდა იმ ბრძოლის ველს, რომელზეც იღვრებასისხლი
და ცრემლი, რაც აპოხიერებს სამომავლოდ უკეთესი მოაზროვნის აღსაზრდელ ნიადაგს.

«ივერია»

(1877-1906)

საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი «ივერია» გამოვიდა 1877 წ. 3 მარტს. იარსება


1906წ. 27 აგვისტომდე. მას განსხვავებული პერიოდულობა ჰქონდა და სხვადასხვა
რედაქტორი ხელმძღვანელობდა. «ივერია» დაარსდა, როგორც მრავალგვერდიანი, კვირაში
ერთხელ გამომავალი გაზეთი. 1879-85 წ.წ. ყოველთვიური ჟურნალია (გამონაკლისია 1880
წელი, როდესაც «ივერიის» და «დროების» რედაქციები გაერთიანდა, რედაქტორებია – ი.
ჭავჭავაძე, ს. მესხი. «ივერია» სამ თვეში ერთხელ გამომავალი ალმანახია). 1861 წლიდან
«ივერია» კვლავ ყოველთვიური ჟურნალია, ხოლო 1886 წლის იანვრიდან («დროების»
დახურვის შემდეგ) «ივერია» ყოველდღიური გაზეთია 1905წლის 17 თებერვლამდე; 1905
წლის 17.II-1906 27.VIII – ყოველკვირეული გაზეთი.

1977 წ. 3 მარტიდან 1901 წ 5 დეკემბრამდე «ივერიის» ერთპიროვნული რედაქტორია ი.


ჭავჭავაძე (გამონაკლისია 1882-83 წ. მაისი, როდესაც «ივერიას» ი. ჭავჭავაძე და ი. მაჩაბელი
რედაქტორობენ), 1901 წ. 5 დეკემბრიდან 1903 წ. 4 ივლისამდე რედაქტორია ალექსანდრე
სარაჯიშვილი, 1903-05 წლის 17 თებერვლამდე – გრ. ყიფშიძე, ხოლო 1905 წლის 17
თებერვლიდან 1906 წ. 27 აგვისტომდე რედაქტორია ფილიპე გოგიჩაიშვილი.

«ივერია» თემატურად მრავალფეროვანი ეროვნული გამოცემაა, რომელიც XIX ს. ბოლო


მეოთხედის უტყუარ მატიანედ შეიძლება ჩაითვალოს. «ივერია» ცარიზმის რეაქციის
წინააღმდეგ მებრძოლი ქართველთა ეროვნული თვითშეგნების და პოლიტიკური

578
დამოუკიდებლობის იდეების დამნერგავი ორგანოა, რომლის «მეთაური წერილები»,
«შინაური მიმოხილვები», «დამაკვირდი», «ნაკვესები», «საზღვარგარეთის ცხოვრება», «აი
ისტორია» და ბევრი სხვა განყოფილება ქართველთა ეროვნულ შემეცნებას და განათლებას
ისახავდა მიზნად. საბანკო პოლიტიკა თუ ხიზნები, ქველმოქმედება თუ სოციალური
უსამართლობა, ქრისტიანობა თუ ისტორიულ პიროვნებათა ღვაწლი, რაზე ღაღადებენ
ქვები თუ ფრესკები ის საყრდენი პრობლემებია, რაზეც გამორჩეული პუბლიცისტური
ოსტატობით «ივერია» ესაუბრებოდა მკითხველს.

1905 წ. გამოიცა სამხატვრო-სალიტერატურო დამატება «ივერიის» ბიბლიოთეკა».

ტფილისი, 27 ივლისი

მართლადაც, ჩაუკვირდით თვითოეულს ჩვენს საზოგადო, საქვეყნო საქმეს, რომელსაც


ჩვენმა ინტელიგენციამ ხელი მოჰკიდა, და თქვენ დაინახავთ, რომ არც იგი საქმე
სწარმოებს ხეირიანად და არც იგი ინტელიგენცია ეკიდება საქმეს ბეჯითად, გულ-
მოდგინედ და მუყაითად. ჩვენ ვამბობთ, ვითომ ჩვენი ინტელიგენცია ეტანება საზოგადო,
საქვეყნო საქმეს, მაგრამ ესეთი აზრი ძალიან გაზვიადებულია; უფრო მართალი იქნება
ვსთქვათ, რომ ინტელიგენცია მხოლოდ მაშინ ჰკიდებს ხელს საქმეს, როცა თვითონ საქმე
ზედწააწყდება ინტელიგენციას, რომელსაც ზოგჯერ საშუალება არა აქვს თავიდგან
აიცილოს იგი საქმე. მხოლოდ ზოგიერთი წარმომაგენელნი ინტელიგენციისა ეტანებიან
სავალდებულო საქმეს, უმეტესი ნაწილი-კი სპობს კავშირს ქვეყანასთან და თუ ჩვენ შორის
სცხოვრობს, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენში დაბადებულა და აღზრდილა. აბა,
მიმითითეთ ისეთს საზოგადო საქმეზე, რომელშიაც ჩვენს ინტელიგენციას თვისის
წოდებისა და მდგომარეობის შესაფერი სამსახური გაეწიოს ქვეყნისთვის! აიღეთ სწავლა-
განათლების საქმე, გამოიკვლიეთ მისი ვითარება, და თქვენ დარწმუნდებით, რომ ამ
საქმეში იმ ინტელიგენციას ხელი არა აქვს და თუ როდესმე ხელი უხლია, მხოლოდ
იმისთვის – რომ, როგორც ვთქვით, თვით საქმე ზედ-წაწყდომია. აიღეთ მწერლობა, ეს
წმინდა-წმინდათა ყოველის ჭეშმარიტის ინტელიგენციისა, და თქვენ აქაც დაინახავთ, რომ
არც ამ წმინდა საქმეში აქვს ხელი ჩვენს ინტელიგენციას, თუმცა იგი მწერლობა დააარსეს

579
ჩვენის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. ნუ თუ დიდი, შეუწყნარებელი დანაშაულობა
არ არის, როცა ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია განზე გაუდგება იმ საგანს, რა საგანსაც
მისდევს მწერლობა, ე. ი. ერისა და ქვეყნისათვის სამსახურსა და გონებითის საზრდოს
მიწვდენასა, როცა იგი ინტელიგენცია ხელიდგან უშვებს ისეთს პატიოსანს და
შემძლებელს სახსარს ქვეყნის სამსახურისას, როგორიც მწერლობაა? ჩვენი ინტელიგენცია-
კი ამ გზობით არამც თუ მხარს აძლევს ჩვენს მწერლობას, არამედ თვალყურსაც ძალიან
ნაკლებად ადევნებს. მაშ, ვინ ამხნევებს თავისის თანაგრძნობით და გულის – ტკივილით
ჩვენს მწერლობას და ვინღა ეძებს თავის გულის ნადების პასუხს ჩვენს მწერლობაში? მაშ,
ვინ-ღა ჰკითხულობს ჩვენს მწერლობას და ვინა ნაღვლობს და ვინა ჰხარობს ჩვენს
მწერლობასთან ერთად? ისევ ის მდაბიო, სწავლის მაძიებელი კაცი და არა ვითომდა
სწავლით უკვე მოსილი ინტელიგენცია...

თუ ჩვენის ინტელიგენციის სწავლა-მეცნიერებას, გონება-გახსნილობასა და


მოქალაქეობრივ გრძნობას ჩაუკვირდებით, უეჭველად შენიშნავთ, რომ ამ სამისავე მხრით
იგი ინტელიგენცია წარმოადგენს არა სანატრელს სურათს. ყველამ კარგად ვიცით, რომ იგი
ინტელიგენცია, შეასრულებს თუ არა «სწავლას», სამუდამოდ სპობს ყოველსავე კავშირს იმ
«სწავლასთან», ასრულებს იმას, რასაც დასასრული არა აქვს, და ამიტომაც ჩვენს შორის
ძალიან ცოტანი არიან იმისთანანი, ვინც სწავლა-მეცნიერებას განუწყვეტლივ მისდევენ.
ვამბობთ, ცოტაა იმათი რიცხვიო! ცოტა-კი არა – სულ ხუთიოდე კაცი რომ მოიპოვებოდეს,
იმისთვისაც ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ. ეხლა ყურადღება მიაქციეთ ჩვენის
ინტელიგენციის გონება-გახსნილობას და მოქალაქობრივს გრძნობას: გადაჩხრიკეთ
რომელიც გინდათ საზოგადო საქმე, რომელსაც ინტელიგენცია მიჰკარებია,
გამოელაპარაკეთ იმავე საქმის შესახებ, და თქვენ დაინახავთ, რომ მას არც არავითარი
გამორკვეული აზრი აქვს საქმისა, არც მიმართულება და არც საჭირო გულ-მოდგინება,
მოქალაქეობრივი მხნეობა და ბეჯითობა, ურომლოდაც ვერავითარი საქმე ვერ იხეირებს
და წინ ფეხს ვერ წასდგამს.

580
ერთის სიტყვით, ჩვენი ინტელიგენცია ვერ არის ჩვენის გრძნობა-გონების ნამდვილი
გამომხატველი, იგი ვერ სწვდება თვისს დანიშნულებას, და ამიტომაც აკლდება ის პატივი
და ნდობა, რომელიც მიენიჭება ხოლმე სხვა გარემოებათა შორის და სხვა ადგილას
მოქცეულს ინტელიგენციას... დავამყარეთ რა ესეთი შეხედულება ჩვენს ინტელიგენციაზე,
შევიგნეთ რა იმისი უძლურება და უფერულობა, ნება გვაქვს ვიკითხოთ, რა არის მიზეზი
ამ გვარის გარემოებისა? რას უნდა მიეწეროს, რომ ესე სუსტნი და უძლურნი არიან იმ
ქართველთა წარმომადგენელნი, რომელთაც ამოდენი ძალი და მხნეობა გამოიჩინეს
წარსულში და თვისის გონებისა და ხელობის ნამოქმედარით გადმოგვცეს მაგალითები
თვისის სულიერის ძლიერებისა და მხნედ და მამაცად იღწოდნენ, რომელთაც ერთს
ხელში წმინდა სახარება და ჯვარი ეპყრათ, ხოლო მეორეში ბასრი ხმალი და თვისი
სასოება და იმედი მიმართული ჰქონდათ იმისკენ, ვინც ყველა დავრდომილთა და
ტანჯულთა მანუგეშებელი და მხსნელია, იგი წარმომადგენელნი, ვამბობთ ჩვენ,
სრულიად უძლურნი და გონებით და ზნეობით ფუჭნი გამოდგნენ ისეთს დროს, როცა
ეხლანდელ ვითარებას ფართო გზა უნდა დაემკვიდრებინა წარმატებისათვის? რას უნდა
მივაწეროთ ისა, რომ ჩვენი ბუნებრივი და საღი გონება იქ დაუძლურდა და მიიძინა, სადაც
კიდევ უფრო უნდა აყვავებულიყო და გაძლიერებულიყო?

აი, ის საკითხავები, რომლებზედაც ჩვენ განზრახვა გვაქვს მკითხველს პასუხი ვუგოთ


შემდეგს წერილებში და ვუჩვენოთ, თუ სად უნდა ვეძიოთ ამ სამწუხარო მოვლენის
მიზეზი...

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიის» მეთაურ წერილად, 1887 წელი, №154,

ფსევდონიმით – ა. ნა-ლი.

ტფილისი, 26 აგვისტო

581
წარსულ წერილიდგან მკითხველი ნათლად დაინახავდა, რომ თვით ჩვენმა ცხოვრებამ
გვიჩვენა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მიწას საზოგადოდ ადამიანისათვის. სხვა ერთა
მაგალითები გვიმტკიცებენ იმას, თუ რაოდენად საშიში და არა-სანატრელია მიწასთან
კავშირის მოსპობა, მიწის მოუვლელობა, და, რასაკვირველია, ჩვენც ვალდებულნი ვართ
ვისარგებლოთ სხვათა გამოცდილებით. არ უნდა დავივიწყოთ, რამდენად სასტიკი
ეკონომიური ბრძოლა არსებობს სხვა ქვეყნებში წოდებათა და ადამიანთა შორის მიწის
გამო. ეს ბრძოლა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დროთა ვითარებამ ხელიდგან მიწა
გამოაცალა ადამიანთა უმრავლესობას და ამიტომაც იგი სამართლიანია იმათის მხრით,
ვინც იმ დროთა ვითარებას დაუსჯია. აი, რამდენი ხანია, რაც მეცნიერთა და სახელმწიფო
კაცთა ყურადღება იმაზეა მოქცეული, რომ რაიმე საშუალებით ან დააცხრონ იგი ბრძოლა,
ან და სრულიად მოსპონ, მაგრამ დღემდის ვერ მოუსპიათ მიზეზი იმ ბრძოლისა,
რომელიც ამდენს განსაცდელს უქადის მთელს განათლებულს ქვეყნიერებას...

რასაკვირველია, ჩვენ ხალხმაც უნდა ეცადოს, რათა თავიდგან აიცდინოს ეკონომიური


განსაცდელი, რომ მიწა, მამული, ხელიდგან არ გაუშვას და ამ მიწაზედ ააგოს თავისი
ეკონომიური წარმატება. მაგრამ რა გზით შეგვიძლიან შევინარჩუნოთ მიწა, მამული? ჩვენ
უკვე ვთქვით, რომ ხალხისა და იმის მითხოვნილებათა რაოდენობა თან-და-თან
მატულობს, ამიტომაც, რათა ადამიანთა და იმათ მოთხოვნილებათა რაოდენობა დროთა
ვითარების შესაფერად დაკმაყოფილებული იყოს, საჭიროა, რომ მიწისა და ბუნების
მოქმედება თან-და-თან მატულობდეს. ამისათვის საჭიროა სწავლა, ცოდნა, ურომლოდაც
დღეს ადამიანური ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. ევროპიული სამეურნეო სწავლა-
ცოდნა იმოდენად ძლიერი და მოხერხებელია, რომ იმის შემწეობით მიწა, ბუნება მისცემს
ადამიანს ბევრად მეტს იმაზე, რასაც უსწავლა-ცოდნოდ მიიღვაწებს ადამიანი. სწავლა-
ცოდნას მოკლებული ადამიანი ვერ ამოქმედებს ყოველ გვარს ძალას მიწისას, ვერ
გამოიწვევს მათ, და, მაშასადამე, მიწისა, ბუნების სიმდიდრე გამოუყენებელი დარჩება;
ამას-კი მოზდევს ადამიანის სიღატაკე და ამასთან ერთად ყოველ გვარი უბედურობა.
დღეს ისეთი დროებაა, რომ თუ მიწის მოქმედებას სწავლაცოდნა ზედ არ დაერთო, მიწა,
ბუნების სიმდიდრე, გახდება მძიმე ტვირთად ადამიანისათვის. მიწა შეიქმნება არა

582
სიმდიდრის წყაროდ, არამედ მეტ ბარგად, რადგანაც იგი ვერ აუვა იმასა, რომ დროთა
ვითარების შესაფერად გაუძღვეს ადამიანთა საჭიროებას.

აი, ეს გარემოება ჩვენც მოგველის, თუ რომ დროზე არ ვიზრუნეთ მასზე, რომ თავიდგან
ავიცდინოთ ეკონომიური განსაცდელი. სწორედ ეხლა ისეთი დრო შეგვესწრო, როცა
აუცილებლად საჭიროა დღევანდელს დროთა-ვითარებას და ჩვენს გარემოებასაც
ჩაუკვირდეთ. დღეს ისეთი დროა, რომ სწორედ დიდ დანაშაულად, მომაკვდინებელ
ცოდვად უნდა ჩაგვეთვალოს გულ-გრილობა და უზრუნველობა.

ჩვენის ქვეყნის ძლიერმა და უხვმა ბუნებამ, მისმა აუარებელმა სიმდიდრემ უკვე მიიქცია
ევროპიულ კაპიტალიზმის ყურადღება; ეს კაპიტალიზმი უკვე დაეწაფა ჩვენს სიმდიდრეს,
და ამოსწოვს და შემოიკრებს, ყოველს სიმდიდრეს, რომელიც ხელიდგან გამოეცლება
უმრავლესობას და რომლისამე დასის ან წოდების ხელში მოიქცევა. კაპიტალისტური
წარმოება იმ ქვეყნებში, რომლის მცხოვრებნი ღარიბნი და უმეცარნი არიან, მცხოვრებთ
მიწას გამოაცლის და თვითონვე ამუშავებს, ამოქმედებს მიწის ძალ-ღონეს, სიმდიდრეს. აი,
ამიტომაც ჩვენთვის მეტად საჭიროა აღვიჭურვნეთ, სხვათა შორის, ისეთის სწავლა-
ცოდნით, რომელიც საშუალებას მოგვცემს ბრძოლა გავუწიოთ კაპიტალისტურ წარმოების
მავნე მხარეს. თუ კაპიტალისტური წარმოება, უცხო კაპიტალების შემოსევა აუცილებელი
საჭიროა, საქმე ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ ჩვენი სიმდიდრე არც ჩვენთვის დარჩეს
გამოუყენებელი. ცხადია, რომ ჩვენში ფართო გზა უნდა მიეცეს სამეურნეო სწავლა-
ცოდნას, რათა ამ საშუალებით ხალხს ხელში მიეცეს ისეთი სახსარი, რომელიც
ეკონომიურს ბრძოლას გაუადვილებს და ბუნებას, მიწის სიუხვეს და სიმდიდრეს არ
დაუკარგავს.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიის» მეთაურ წერილად, 1887 წელი, №177,

ფსევდონიმით – ა. ნა-ლი.

ტფილისი, 22 სექტემბერი

583
ერთობ გაცვეთილი ჭეშმარიტებაა, რომ ქვეყნის და ხალხის შესწავლა შეადგენს
აუცილებელს საჭიროებას ყოველის თვით-ცნობიერის საზოგადოებისას, მაგრამ
იძულებულნი ვართ, საუბარი გავუმართოთ მკითხველს იმ ჭეშმარიტებაზე, რადგანაც ჩვენ
მიერ თვით შესწავლა ჯერ კიდევ არ გამხდარა საზოგადოების ყურადღების და შრომის
საგნად. ჩვენი ქვეყანა იმოდენად ღირს-შესანიშნავია, რომ იმისი ყოველ-მხრივი შესწავლა
არა მარტო ჩვენთვის იქნება სასარგებლო და საჭირო, არამედ მთელის მეცნიერებისა და
მწერლობისათვის...

თუ ამ პატარას, ხელის გულის ოდენა საქართველოს დაუკვირდებით, ყურადღებას


მიაქცევთ იმის ერთს მუჭა მკვიდრთ, უსათუოდ შენიშნავთ დიდს სხვა და სხვა-ფერობას
ენასა, ზნე-ჩვეულებასა, რწმენასა და გარდმოცემაში; დაუკვირდით ანტროპოლოგიურს
ტიპს ერისას, დაჰხედეთ ველურს სვანს, კოპწია, მოჭიკჭიკე გურულს, «დათოვანს, ენა-
პრტყელს და გაუთლელს» რაჭველს, დარბაისელ და ზრდილობიანს გულში ჩამძრომ
მეგრელ-იმერელს, დინჯს და ზანტს ქართლელს და სხვათა, და თვალ-წინ
წარმოგიდგებათ მთელის ერის თვისებანი, ცოტად თუ ბევრად შეიგნებთ იმის წარსულს
და აწმყოს. ყოველივე ესე ისტორიის დახმარებით მრავალს ისეთს საგანზე აგიხელთ
თვალს, რაიცა წინად ბინდით მოსილი იყო...

რაც ზემოდ განვმარტეთ, იქიდგან ცხადია, რომ ჩვენი ქვეყანა და ერი მრავალ-მხრივ უნდა
შევისწავლოთ, და მრავალი ძალ-ღონე და საშუალება უნდა მოვახმაროთ. საჭიროა თვით
შესწავლისათვის, სხვა საშუალებათა შორის, მუზეუმების გამართვა. ყოველს ცოტათი
მაინც დაწინაურებულს საზოგადოებას, თუნდაც ღარიბიც იყოს, აუცილებლადა აქვს
მუზეუმი. ჩვენ ისე ნაკლებად ვიცნობთ ჩვენ ქვეყანას, ისე ნაკლებად გვაქვს შესწავლილი
ადგილობრივი ბუნება და ხალხი, რომ ინტელიგენციის უმეტესობას, არამც თუ
შეუსწავლია მთელის ქვეყნის ყოფა-ცხოვრება, არამედ ზოგი ტომი ქართველის ერისა
თვალითაც არ უნახავს და თუ რამე შეუტყვია, მაგალითად, ფშავხევსურისა და ჩვენს
ყოფა-ცხოვრებაზე, ისიც გაგონებით. რასაკვირველია, იგივე ითქმის მდაბიო ხალხზედაც,
რომელსაც არც სწავლა-ცოდნა აქვს, არც იმოდენა მისვლა-მოსვლა და ვერც იმდენს რასმეს

584
გაიგონებს და შეიტყობს. აი ამიტომაც ადგილობრივს მუზეუმს ექნება დიდი
აღმზრდელობითი ზედმოქმედება როგორც ინტელიგენციაზე, ისე მდაბიო ხალხზედაც.
ინტელიგენციას საშუალება მიეცემა ზოგიერთა მხრით მაინც შეისწავლოს თავისი ქვეყანა,
შეიგნოს იმისი სხვა-დასხვა – ფერობა; მდაბიო ხალხისათვის მუზეუმი იგივე წიგნია,
რადგანაც მუზეუმის საშუალებით გაიგებს, თუ როგორ სცხოვრობენ იმისი მეზობლები,
როგორს ტანისაცმელს ატარებენ, რასა და რას აწარმოებენ, როგორს ავეჯეულობას, იარაღს
ჰხმარობენ და სხვ. მდაბიო სწავლა-ცოდნას მოკლებული ადამიანი, მუზეუმის
საშუალებით, მეზობელთა და მოძმეთა ყოფა-ცხოვრებას შეადარებს თავისას, ჩაუკვირდება
საკუთარისა და სხვის ყოფა-ცხოვრების ღირსებათა და ნაკლულევანებათა და იმას, რაც არ
შეეძლო წიგნში ამოეკითხა, თვალითა ჰნახავს და შეისწავლის...

ეს საქმე იმდენად ადვილად მოსაგვარებელია, რომ ყველანი დიდის სიამოვნებით


აღმოუჩენენ შემწეობას ამ კეთილს საქმეს: მუზეუმის გამართვა ბევრად უფრო ადვილია,
ვიდრე ისეთის ძვირფასის წიგნთ-საცავის დაარსება, როგორც წერაკითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთ-საცავია. სხვა ქვეყნებში არა თუ მარტო
ინტელიგენცია, არამედ თვით მდაბიო ხალხიც ეხმარება თვით შესწავლის საქმეს. ჩვენი
ფიქრით, არც ჩვენთვის იქნება გასაჭირი მუზეუმის დაარსება, რადგანაც იგი შემწეობა არც
დიდის ფასისა იქნება და არც დიდს გარჯას მოითხოვს...

ვიმეორებთ, ჩვენს საზოგადოებას არავითარი ყურადღება არ უთხოვებია ამ საგნისათვის;


მართალია, «წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების» წიგნთსაცავში იპოვით
რამდენსამე ძველს ნივთს, მაგრამ ყოველსავე ამას სიბრალულით შეჰყურებთ და
ჰკვირობთ, რომ ჩვენში, სადაც მუზეუმების გავრცელება მომატებულად საჭიროა, არავინ
არ გამოჰკიდებია ამ საგანს... ა.ნა-ლი.

მეთაურად დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1888 წ., №240.

ივანე მაჩაბელი

585
(1854-1898)

დაიბადა სამაჩაბლოს ულამაზეს სოფ. თამარაშენში 1854 წ. დაწყებითი განათლება


პაპიდის «პანსიონში» მიიღო. 1863 წ. თბილისის კლასიკური გიმნაზიის მეორე კლასში
შევიდა, 1870 წ. ჯერ პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო გან. ჩაირიცხა
(პარალელურად ისმენს ლექციებს იურისპრუდენციაში), შემდეგ (1876-78წ.წ.) ცოდნას
იმაღლებს გერმანიასა და საფრანგეთში. მან იცოდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური,
იტალიური და ესპანური ენები. იგი შექსპირის უბადლო მთარგმნელად არის
აღიარებული. 1879 წ. ივანე მაჩაბელი თბილისში ჩამოდის და თბილისის გუბერნიის
სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად ინიშნება. 1880-82 წლებში ამ სკოლის პირველ
დირექტორად აირჩიეს. 1879 წ. ივანე მაჩაბელს წ.კ.გ.ს-ის და «თეატრალური კომიტეტის»
წევრად ირჩევენ, 1880 წელს მისი რედაქტორობით და გიორგი ქართველიშვილის
მეცენატობით იბეჭდება მიხაი ზიჩის მიერ დასურათხატებული «ვეფხისტყაოსანი». 1880 წ.
ივანე მაჩაბელი ჟურნალ «ივერიის» თანარედაქტორია. 1883 წ. აპრილიდან იგი გაზეთ
«დროების» რედაქტორია დახურვამდე. ამასთან, ილიამ სათავადაზნაურო ბანკის
თავმჯდომარის თანაამხანაგადაც დანიშნა.

ივანე მაჩაბელი მგზნებარე, ბობოქარი, პოლემიკის დროს შემტევი და უჩვეულოდ


დამთმობი იყო, ხოლო ილია ჭავჭავაძე – ბობოქარი, დაუნდობელი და სამაგალითოდ
სარკასტული, ამიტომ მათ შორის დაძაბულობამ საბანკო საკითხებზე
ურთიერთდაუნდობლობის პიკს მიაღწია. ქართული საზოგადოება გაყუჩდა, ინერტულ
სეირისმაყურებლად გადაიქცა და ამ ორ გულანთებულ მამულიშვილს შორის საძრახისი
მტრობა ჩამოვარდა. დაუნდობელი პაექრობა «ივერიის» და «ნოვოე ობოზრენიეს»
ფურცლებზე გაჩაღდა, რომელმაც მხოლოდ ქართულ საქმეს, ქართულ კულტურას ავნო...
ჟურნალისტიკაში ივანე მაჩაბელი 90-იანი წლების დასაწყისში კვლავ გამოჩნდა, იგი
«კვალის» რედკოლეგიის წევრია, მაგრამ სოც.-დემოკრატთა «კვალში»
დამკვიდრებისთანავე ვ. მაჩაბელი ტოვებს რედაქციას. 1896 წელს ვ. მაჩაბელს უმძიმესი
ოპერაცია გაუკეთდა. 1898 წ. 26 ივნისს იგი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

586
დღემდე «გაუჩინარების ტრაგედია» ბოლომდე ამოუცნობია. ერთი საუკუნის შემდეგ, 1998
წ. 26 ივნისს შთამომავლების მიერ ყუთში შენახული ვ. მაჩაბლის ნეკნები, გ. შარაძის
ინიციატივით, ქართველმა ხალხმა მთაწმინდაზე «დაკრძალა» და მისი სიმბოლური
საფლავი შექმნა.

«ივერია»

(1877-1906)

«საპოლიტიკო» და სალიტერატურო გაზეთი «ივერია» გამოვიდა 1877 წ. 3 მარტს. იარსება


1906წ. 27 აგვისტომდე. მას განსხვავებული პერიოდულობა ჰქონდა და სხვადასხვა
რედაქტორი ხელმძღვანელობდა. «ივერია» დაარსდა, როგორც მრავალგვერდიანი, კვირაში
ერთხელ გამომავალი გაზეთი. 1879-85 წ.წ. ყოველთვიური ჟურნალია (გამონაკლისია 1880
წელი, როდესაც «ივერიისა» და «დროების» რედაქციები გაერთიანდა, რედაქტორებია – ი.
ჭავჭავაძე, ს. მესხი. «ივერია» სამ თვეში ერთხელ გამომავალი ალმანახია), 1861 წლიდან
«ივერია» კვლავ ყოველთვიური ჟურნალია, ხოლო 1886 წლის იანვრიდან («დროების»
დახურვის შემდეგ) «ივერია» ყოველდღიური გაზეთია 1905წლის 17 თებერვლამდე; 1905
წლის 17.II-1906 27.VIII – ყოველკვირეული გაზეთი.

1977 წ. 3 მარტიდან 1901 წ 5 დეკემბრამდე «ივერიის» ერთპიროვნული რედაქტორია ი.


ჭავჭავაძე (გამონაკლისია 1882-83 წ. მაისი, როდესაც «ივერიას» ი. ჭავჭავაძე და ი. მაჩაბელი
რედაქტორობენ), 1901 წ. 5 დეკემბრიდან 1903 წ. 4 ივლისამდე რედაქტორია ალექსანდრე
სარაჯიშვილი, 1903-05 წლის 17 თებერვლამდე – გრ. ყიფშიძე, ხოლო 1905 წლის 17
თებერვლიდან 1906 წ. 27 აგვისტომდე რედაქტორია ფილიპე გოგიჩაიშვილი.

«ივერია» თემატურად მრავალფეროვანი ეროვნული გამოცემაა, რომელიც XIX ს. ბოლო


მეოთხედის უტყუარ მატიანედ შეიძლება ჩაითვალოს. «ივერია» ცარიზმის რეაქციის

587
წინააღმდეგ მებრძოლი ქართველთა ეროვნული თვითშეგნების და პოლიტიკური
დამოუკიდებლობის იდეების დამნერგავი ორგანოა, რომლის «მეთაური წერილები»,
«შინაური მიმოხილვები», «დამაკვირდი», «ნაკვესები», «საზღვარგარეთის ცხოვრება», «აი
ისტორია» და ბევრი სხვა განყოფილება ქართველთა ეროვნულ შემეცნებას და განათლებას
ისახავდა მიზნად. საბანკო პოლიტიკა თუ ხიზნები, ქველმოქმედება თუ სოციალური
უსამართლობა, ქრისტიანობა თუ ისტორიულ პიროვნებათა ღვაწლი, რაზე ღაღადებენ
ქვები თუ ფრესკები ის საყრდენი პრობლემებია, რაზეც გამორჩეული პუბლიცისტური
ოსტატობით «ივერია» ესაუბრებოდა მკითხველს.

1905 წ. გამოიცა სამხატვრო-სალიტერატურო დამატება «ივერიის» ბიბლიოთეკა».

ფელეტონი

უკანასკნელი პასუხი

თ. ჭავჭავაძემ კიდევ დაბეჭდა წერილი თავის გაზეთში (№ 234) ჩემს წინააღმდეგ,


რომელსაც წინასიტყვაობადაც ბროსეს პრემიის საქმე წაუმძღვარა და ბოლოშიაც იგივე
მიაწერა, ცხადია რა განზრახვითაც. ეს კიდევ ცოტაა, იქნება ეს საქმე დღეის იქით
ყოველდღე ამეორებინოს იქ, სადაც გაზეთის «დაკვეთის» პირობები აქვს დაბეჭდილი. დეე,
გამოიყენოს ამითი საზოგადო ქონებისადმი გულმტკივნეულობა, შეიმოსოს ქვეყნისათვის
მზრუნველ რაინდის შესამოსელში, მორთოს გოდება რამდენიც სურდეს; დეე, თუნდა
განგებ დაივიწყოს კიდეც, რომ მე მკითხველს საზოგადოებას შევატყობინე მთელი ამ
საქმის გარემოება და მასვე გავუსწორდები; დეე, ბუკ-საყვირები მოიმართოს ამ საქმის
გასაზვიადებლად, – მე მასთან ამ საგანზედ სალაპარაკო აღარა მაქვს-რა.

სალაპარაკო აღარა მაქვს-რა იმ კაცთან, რომელიც ყოველს ჩემს საკითხს ან ყურს უყრუებს,
ან სიტყვას ბანზე აგდებს და განძრახ აქარწყლებს მის მნიშვნელობას.

588
სალაპარაკო აღარა, მაქვს-რა იმ კაცთან, რომელიც ჩემს სრულიად კანონიერს სურვილს,
რომ მედიატორეთა სამართლით გარჩეულიყო ეს დაუსრულებელი დავიდარაბა და
აწონილიყო საქმის ყოველივე გარემოება, – უარსა ჰყოფს და სამაგიეროდ უკადრისის
ლექსით და უკადრისად სიტყვის გადაკვრით ვითომ და რაღაც საიდუმლო ამბებზე,
თავიდან იშორებს ამ მისთვის უსიამოვნო პასუხის მოთხოვნას.

სწორე მოგახსენოთ, მე არ ვაპირებდი სრულიად ხმის გაცემას თ. ჭავჭავაძის უკანასკნელ


ფელეტონზედ და თუ ვწერ კიდევ რასმე, ვწერ მხოლოდ ორის განზრახვით: ერთი,
ვთხოვო მკითხველებს გულდადებით გადაიკითხონ მისი უკანასკნელი ფელეტონი,
შეადარონ ჩემს წერილთან და თვითვე გამოარკვიონ სიმართლე და მეორე – დავასურათო,
თუ როგორ ესმის თ. ჭავჭავაძეს მედიატორეთა სამართლის მნიშვნელობა.

აი, რა სიტყვებით ამბობს იგი უარს ამ სამართალში გამოწვევაზე: «მე თ. მაჩაბელთან


არავითარი მოსარიგებელი საქმე არა მაქვს და ღვთით არც არასოდეს მექნება. თუნდ ეგეც
არ იყოს, ერთი ჰკითხეთ, ბანკის საქმეში სამედიატორო რა არის? ნუ თუ ჰგონია ბანკი ან
მისი, ან ჩემი კუთვნილებაა და ვინ რამდენი წილი უნდა ჩაიდოს, ამას მედიატორები
გამოგვირკვევენ?.. ჩვენი მედიატორები ჩვენი კრებაა ბანკისა... თუ რამ სათქმელი აქვს თ.
მაჩაბელს, იქა სთქვას და თუ მისი თქმული პასუხის ღირსი იქნება, პასუხს მიიღებს... მე
ვთაკილობ ამისთანა ბავშვურ კამათობას და გამოწვევას და სხვ.!!

ეს გახლავთ მიზეზი უარისა. მე თურმე ბანკის გაყოფა მინდოდა თ. ჭავჭავაძესთან, შუა


კაცებს ვირჩევდი და რად დამყაბულდებოდა ამისთანა ბავშვურ წინადადებაზედ ეს
ბუმბერაზი ჩვენის ლიტერატურისა, ეს დარაჯი ჩვენის კეთილ-დღეობისა, ეს საყოველთაო
მზრუნველი, რომ საზოგადოების ავლა-დიდებას არავითარი ზიანი არ დაემართოს.
როგორ არ უნდა ეთაკილნა ამისთანა ბავშვური კამათობა, მედიატორეთა სამართალში
გამოწვევა და აკი თაკილობს კიდეც.

589
მართალია, ის არა თაკილობს ჩაჩუმებას ყოველ ჩემ საკითხზე, რის პასუხიც ვერ
მოუძებნია თავის სალანძღავ კარაბადინში. – და მედიატორეთა სამართალში გამოწვევას-
კი თაკილობს!

ის არა თაკილობს იმას, რომ სხვის ნაწერი, სხვისგან ხელ-მოწერილი მე მომაწერა და


დღესაც კიდევ მიკიბ-მოკიბული გზით ცდილობს მე მომახვიოს თავზედ, თუმცა თვით
იმისაგანვე ამონაწერი სრულიად სხვას ამტკიცებს, – და მედიატორეთა სამართალში
გამოწვევას-კი თაკილობს!» ის არა თაკილობს იმას, რომ ხელმოუწერელი წიგნის
(ბროშურა: « თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა», გამოცემული 1892 წ.) ავტორობა მე
მომაწეროს, თითქო სიტყვა და ფრაზა იქიდგან ამოჰგლიჯოს, ერთიერთმანეთთან
დაუკავშირებლად და საზოგადოებასთან მაბეზღოს, – აი, მაჩაბელი როგორ
უმართებულად გიხსენიებდაო, – და მედიატორეთა სამართალში გამოწვევას-კი
თაკილობს!

ის არა თაკილობს გულთა-მხილაობას და ფსევდონიმების გამოცნობას, ის, რომელიც


თავისავე «ივერიაში» ასე ცხარედ ჰკიცხავდა ამ გვარ საქციელს ერთის მწერლისას: «ეს
«მართებული» მწერალი თავის მოკამათის ფსევდონომსაც ფარდასა ჰხდის,
მართებულობის ამ ერთად-ერთს ყველასთვის წმინდად და ხელ-შეუხებლად აღიარებულს
წრესაც ლახავს და დაურიდებლად აბიჯებს ზედა...» ( გაზ. «ივერია», № 170, 1891 წ.) და
ეხლა, რაკი გაჭირება დაადგა, თვითვე ცდილობს ფსევდონიმის გამოცნობას და
«მართებულობის ამ ერთად-ერთს ყველასთვის წმინდად და ხელშეუხებლად აღიარებულს
წრესაც ლახავს და დაურიდებლად აბიჯებს ზედა». ამას არა თაკილობს, – და
მედიატორეთა სამართალში გამოწვევას-კი თაკილობს! ის არა თაკილობს იმას, რომ წიხლი
ჩასცხოს თავისს ნაამხანაგარს, ოდესმე მისთვის თავ-გამოდებულს, რომელიც პასუხის
მიცემის ღონეს მოკლებულია და რომელზედაც ჯერ სამართალს მსჯავრი არ
წარმოუთქვამს; არა თაკილობს ამას, ოღონდ ამითი მე როგორმე ცილი დამწამოს და
გამაწბილოს, – და მედიატორეთა სამართალში გამოწვევას-კი თაკილობს!

590
ის არა თაკილობს მისგანვე დაბეჭდილ მისივ ნათქვამის გადასხვაფერებას, და როდესაც
ერთსა და იმავე საგანზედ ორი სრულიად ერთი-ერთმანეთის წინააღმდეგი მისგან
წარმოთქმული აზრი წარვუდგინე, ამ სახით თავის გამართლებას: მე პალატის
გარდაწყვეტილება მოვიწონე და ვაქე და არა მაჩაბლის რედაქტორობაო. (?!) (სცანით
ყველამ ეს ახალი ამბავი: ქ. თბილისში აღმოჩენილა უმაღლესი ინსტანცია სასამართლოსი,
რომელიც პალატის გადაწყვეტილებას «იწონებს და აქებს») ან ერთი ჰკითხეთ, ჩემს
ქებაზედ ან ჩემის რედაქტორობის ქებაზე ვინ რას ამბობდა ჩემს წერილში, რომ ამ სიტყვას
ჩაჰფრენია და ცდილობს ამითი ფონს როგორმე გავიდეს! დიაღ, ყოველსავე ამას არა
თაკილობს.

და მედიატორეთა სამართალში გამოწვევას-კი თაკილობს და მიბრძანებს: ნუ თუ ჰგონია


მაჩაბელს, ბანკი ან მისი, ან ჩემი კუთვნილებაა და ვინ რამდენი წილი უნდა ჩაიდოს, ამას
მედიატორეები გამოგვირკვევენო?

ნუ თუ ჰგონია მართლა თვით თ. ჭავჭავაძეს, რომ ასს იმის მკითხველში თუნდ ერთი მაინც
მოიპოვებოდეს იმისთანა, რომელსაც არ ესმოდეს, თუ რა აზრით არის ყველა ეს ნათქვამი?!
თუ ასე Hგონია და თუ თითონაც არ ესმის მედიატორთა სამართლის მნიშვნელობა, მაშინ
მე ავუხსნი, რაც მინდოდა გამომერკვია და რისთვისაც ვითხოვდი და დღესაც ვითხოვ
მედიატორეთა სამართალს;

ამ სამართალს დავუყენებდი წინ მთელს თ. ჭავჭავაძის მოღვაწეობას ბანკის საქმეში და


მასვე თვალსაჩინოდ დავანახვებდი, – თ. ჭავჭავაძეს მიაჩნდა თავისა და თავის მოყვასთა
კუთვნილებად ეს ბანკი, თუ მე მიმაჩნდა, მე, რომელიც ვცდილობდი, შეძლებისამებრ, იქ
დაბუდებული ნათლიმამობა და მოყვასობა მომესპო.

ამ სამართალს მივანდობდი გარდაწყვეტას და საბუთად თვით თ. ჭავჭავაძის დაბეჭდილ


სიტყვებს წარვუდგენდი იმის დასამტკიცებლად, – თ. ჭავჭავაძეს ესმოდა რამ იმ საქმისა,
რომელზედაც რიხითა და გრგვინვით ქადაგებდა, თუ იმის სიტყვებში იოტის ოდენა
ცოდნაც არ იყო და ამ უმეცრების გზაზედ დადგომით რაოდენი ზარალი მოუტანა ბანკს.

591
ამ სამართლით დავუმტკიცებდი, თუ როგორ წლითი-წლობამდე თვალს უხვევდა
საზოგადოებას და თავის უმეცრებას პილპილმოყრილი სიტყვებით ფარავდა; თუ როგორ
უმართებულოდ იხსენიებდა თავისავე გაზეთში იმ კრებას ბანკისას, რომლის
მოსარჩლედაც ეხლა იგი გამოდის. დავუმტკიცებდი, თუ პირადად ჩემს წინააღმდეგ რა
ცილის-წამებას აბეჭდვინებდა თავისა და სხვის გაზეთებში, აწოდებდა მოგონილ ამბებს
მისგანვე შეთხზულს და მთელის გამგეობისაგან კვერ-დაკრულს.

თუ მაინცა და მაინც არ დაიშლიდა თ. ჭავჭავაძე და მოიწადინებდა იმ წიგნის გახსენებას,


რომლის ავტორის გამოცნობასაც ასე «მართებულობის წესის შელახვითა» სცდილობს, მე
მზად ვიყავ იმავე სამართლის წინაშე თავიდან ბოლომდე, ანიდან ჰომდე გამერჩია ის
წიგნი და დამემტკიცებინა ყოველავე მასში წარმოთქმულის სიმართლე.

დასასრულ, იმ სამართალს მივანდობდი იმის გამორკვევას, თუ როგორ მოიქცა ჩემ –


შესახებ ბროსეს პრემიის და გაზეთის ვალების შესახებ და მივანდობდი სხვას კიდევ
ბევრს, რომელთანაც ყველა ზემონათქვამი იქნება არაფრად გამოჩენილიყო.

თავის მხრით, თ. ჭავჭავაძეს შეეძლო, რა ბრალიც სურდა, ის ბრალი წარმოედგინა ჩემს


წინააღმდეგ და მაშინ საზოგადოება ცხადად დაინახავდა ყველას სიმართლეს და
სიმტყუნეს და ავად თუ კარგად, მოისპობოდა ეს გამწვავებული განხეთქილება ჩვენს
საზოგადოებაში, რომლის მოსპობის მონატრენი ყოველთვის ვყოფილვართ და ვართ.

მაგრამ თ. ჭავჭავაძე თაკილობს ამისთანა ბავშვურ კამათობას და გამოწვევას და წამლად


ამას გვირჩევს:»ჩვენი მედიატორები ჩვენი კრებაა ბანკისა... თუ რამ სათქმელი აქვს
მაჩაბელს, იქა სთქვას და თუ მისი თქმული პასუხის ღირსი იქნება, პასუხს მიიღებსო.»

ჯერ ერთი, ეს ვიკითხოთ, შესაძლებელი კია ყველაფრის გამორკვევა ბანკის საზოგადო


კრებაში? შესაძლებელია ხუთას-ექვსასმა კაცმა ორ დღეში შეითვისოს, გაიცნოს და
მსაჯულადაც გამოდგეს იმისთანა საკითხებში, რომელიც თვით ბანკის უფროსს ცხრამეტ
წელიწადში ვერ შეუგნია? მაგრამ მაინც ამის მიუხედავად თვით ჩვენვე რამდენჯერმე
მივმართეთ საზოგადო კრების მსჯავრს, მივმართეთ მაშინ, როდესაც მრავლისაგან

592
უმრავლესს ყოველი სიტყვა თ. ჭავჭავაძისა უცილებელ ჭეშმარიტებად მიაჩნდა და ხოტბა-
ქების ტაშს უკრავდა; როდესაც ყოველი მისი მოწინააღმდეგე დარწმუნებული უნდა
ყოფილიყო, რომ ხმა მისი დარჩებოდა ხმად მღაღადებელად უდაბნოსა შინა. არ
მოვერიდეთ უეჭველს დამარცხებას იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან სიმართლე თავს
გაიტანდა. პირ-მოთნეობას, საქმის გაურჩეველ თაყვანისცემას შემთხვევით
გაძლიერებულთადმი ბოლო მოეღებოდა.

ჩვენ თითონ მივმართეთ მეთქი კრებას, როგორც უმაღლესს სამსჯავროს, მაგრამ თვით
ისინი, რომელნიც ეხლა კრებას ებღაუჭებიან, მაშინ საბუთებსმოკლებულნი ყოველ ჩვენს
სიტყვას პირადობას აწერდენ და კინკლაობად, ერთმანეთის წეწვა-გლეჯად იხსენიებდენ.

ჩვენ თითონ ვამბობდით სხვათა შორის ამ კრებაზედ ჯანდიერების მამულის წინ-


დაუხედავად გაყიდვის გამო: «აქ საქმე ის კი არ არის რომ ასეთი ამბავი ჯანდიერს
დამართებია, რადგანაც შეიძლება ხვალ მეორეს დაემართოს, ზეგ მესამეს და სხვა. კრება
უმაღლესი სამსაჯულოა და ამ კრებამ უნდა გამოსთქვას თავისი აზრი, შესაწყნარებელია
ასეთი საქმე თუ არა» («ივერია», №110, 1892 წ.).

და თ. ჭავჭავაძე კი ამას გვიპასუხებდა: «როცა ეს თ. ჯანდიერების საქმე წამოაყენეს, აქ


საქმეებში ჩახედული კაცი ყოველთ უწინარეს ამას იკითხავდა, კრებას რა ხელი აქვს
ამისთანა საქმეებთან?.. რაკი ნებას მივცემთ, ვისაც რა სურს, იმაზე ილაპარაკოს და
მოაცდინოს კრება, ერთმა და ორმა კაცმა, შორს-კი ჩვენგან ამისთანა კაცები, რომ
მოინდომოს ჩვენი სასაცილოდ აგდება, ეს უწესოება მიზეზს მისცემს, გზას გაუხსნის
ჩვენდა სასაცილოდ აგდებისას.» («ივერია», №110, 1892 წ.).

მეორე შემთხვევაში, როცა საბუთებით, და მხოლოდ საბუთებით ხელში კრებაზედ


დავუმტკიცეთ თ. ჭავჭავაძეს რომ მას სრულიად არ ესმოდა მნიშვნელობა კონვერსიისა და
ვერც მოახერხებდა ასე მომზადებული მის დაბოლოებას, მან ჩვენის საბუთების
გამტყუნების მაგიერად, ეს წარმოსთქვა: «დიდად სამწუხაროა, რომ კრება საქმისათვის
მოწვეული, უსაქმო საგნებზე ლაპარაკით, იძულებულნი ვართ, მოვაცდინოთ. ძალიან

593
ვწუხვარ, რომ ჩვენს შორის უმართებულო (?!) სიტყვის სროლას, პირადობით გამოწვეულს,
ადგილი აქვს და არც ერთი კრების წევრთაგანი სარჩლს არ უწევს ღირსებას კრებისას,
რომელსაც საქმე უნდა უნდოდეს და არა წეწვაგლეჯა ერთმანეთისა.» («ივერია», №42, 1893
წ.).

მისნი მომხრენი ფრიად გავლენიანნი და ყველასგან პატივცემულნი პირნი კვერს


უკრავდენ თ. ჭავჭავაძეს და ცდილობდენ უსიამოვნო გარემოებიდამ მის დახსნას
შემდეგის სიტყვებით: «რა უბედურებაა, რომ სამი დღეა აგერ ვზივარ და ვისმენ ისეთს
ლაპარაკს, რომელიც სრულიად არ არკვევს საქმეს. ვერ გამიგია, რა საჭიროა ასეთი
კინკლაობა, კერძოობისა და პირადობის შესახები ლაპარაკი. ჩვენ ხომ მოსამართლენი არა
ვართ, რომ ან ეს გავიკითხოთ, ან ისა.» («ივერია», №42, 1893 წ.).

დიაღ, ასე და ამა პირსა ზედა: როცა ჩვენ მედიატორეთა სიმართლით გვინდა სიმართლის
გამორკვევა, კრებაში გვიწვევენ და გვეუბნებიან, – ჩვენი მოსამართლე ბანკის კრებააო და
როცა იმავე კრებაში ვცდილობდით უსამართლობასთან და უმეცრებასთან შებრძოლებას,
ჩვენს სიტყვებს აწერდენ პირადობას, ერთი ერთმანეთთან კინკლაობის სურვილს,
გვაჩუმებდენ და გვეუბნებოდენ, ჩვენ ხომ მოსამართლენი არა ვართ, ან ეს გავიკითხოთ, ან
ისაო. მაგრამ ჩვენ ყოველთვის დარწმუნებულნი ვიყავით და ვართ, რომ ამ გვარის
ხერხებით, ამ გვარის წაჯეგ-უკუჯეგობით სიმართლეს სამუდამოდ ხელს ვერავინ
დააფარებს, ადრე თუ გვიან თვალსაჩინოდ გამოაშკარავდება და კრება იქნება, თუ გაზეთი
ამ სიმართლის გამოსარკვევი ასპარეზი, იგი მაინც თავისას გაიტანს, მაინც სახლში
შემოგვეჭრება, კარიც და ფანჯრებიც რომ ცხრაკლიტულით დავუკეტოთ. ამ ჟამად-კი
დროა ამ საგანზედ თ. ჭავჭავაძესთან მოვსპოთ ყოველივე ბაასი, რადგან ის «თაკილობს ამ
ბავშურ კამათობას და გამოწვევას, დიაღ, თაკილობს და ღმერთმა ტკბილად შეაბეროს იგი
ამ თაკილობის გრძნობასთან, ჩვენ კი შორს გვამყოფოს დღესაც და კვლავაც ასეთს
მდგომარეობასთან, რომელსაც «თაკილობის» მეტი აღარა შერჩენია-რა. 6 ნოემბერი 1893.

დაიბეჭდა «ივერიაში», 1893 წელს №242 ხელმოწერით – ი. მაჩაბელი.

594
გიორგი წერეთელი

(1842-1900)

დაიბადა სოფელ გორისაში 1842 წ. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების ემდეგ,


1861 წელს, ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე.
სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და 13 ქართველ
სტუდენტთან ერთად პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვეს. მშობლის თავდებობის წყალობით იგი
უნივერსიტეტში აღადგინეს. 1865 წლის ბოლოს «საგამომცემლო ამხანაგობის» თხოვნით
შეწყვიტა სწავლა პეტერბურგში და თბილისში ჩამოვიდა.

1866 წლის 4 მარტს გ. წერეთლის რედაქტორობით გამოიცა პირველი ევროპული ტიპის


პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი «დროება», რომელსაც 1869 წ. აპრილამდე
ხელმძღვანელობდა. 1868-73 წლებში იყო «სასოფლო გაზეთის» რედაქტორ-გამომცემელი.
1871-73 წ.წ. ჟურნალ «კრებულის» ოფიციალური რედაქტორია, 1874-77 წლებში, სწავლის
გაღრმავების მიზნით, იმყოფება შვეიცარიასა და გერმანიაში. 1893-1900 (აპრილი) წლებში
რედაქტორობს ყოველკვირეულ «კვალს», ამასთან აქტიურად თანამშრომლობს თბილისში
გამომავალ რუსულ პერიოდიკაში. გ. წერეთელმა 1895 წ. «კვალში» გამოაქვეყნა სტატია,
რომლითაც XIX საუკუნის მეორე ნახევრის ახალი ისტორია სამ ეტაპად, «სამ დასად» დაყო.
პირველ დასად – «საქართველოს მოამბის» გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდობა
გააერთიანა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე მეთაურობდა. მეორე დასად – «კრებულის»
გარშემო ნ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით გამოსული «ახალი ახალგაზრდობა» მიიჩნია,
«მესამე დასი» – «კვალის» გარშემო შემოკრებილ ახალგაზრდობას უწოდა
(სოციალდემოკრატები).

გ. წერეთელს უკიჟინეს, შენ ყველა «დასის» წევრი აღმოჩნდი და «ივერია», «იმედი»,


«მოამბე» სად მოვიაზროთო. ორი წლის შემდეგ, 1897 წ. გ. წერეთელმა ახალი

595
თვალსაზრისი გამოაქვეყნა. «სამი დასის» არსებობა XIX საუკუნის სააზროვნო სივრცეში
რომ უსუსური თეორია იყო, ეს გ. წერეთელს თანამედროვეებმა «შეახსენეს» (ალ.
ნანეიშვილი, ა. ჯორჯაძე და სხვ.), მაგრამ «მესამე დასი» «კვალის» გარშემო შემოკრებილ
მარქსისტთა აღმნიშვნელ ტერმინად დარჩა.

გ. წერეთელი აქტიურად მონაწილეობდა ქართული თეატრის აღდგენისა და


განვითარების საქმეში, ქართველთა შორის წ.კ.გ.ს-ის საქმიანობაში. გიორგი წერეთელი
გარდაიცვალა 1900 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

«კვალი»

(1893-1904)

სამეცნიერო და სალიტერატურო ნახატებიანი გაზეთი «კვალი» გამოვიდა 1893 წ. 3


იანვარს. იგი ოფიციალურად საბავშვო ჟურნალ «ჯეჯილის» დამატება იყო. ამიტომ მას
გაზეთს უწოდებენ. სინამდვილეში «კვალი» დასურათხატებული, მრავალგვერდიანი
ჟურნალია, რედაქტორია ანასტასია თუმანიშვილი, მუდმივი თანამშრომლებია – აკაკი, გ.
წერეთელი, ი. მაჩაბელი, ეკ. გაბაშვილი, ი. გოგებაშვილი, სოფ. მგალობლიშვილი, ნ.
ლომოური, პ. უმიკაშვილი, გ. იოსელიანი, ე. თაყაიშვილი, ი. ბაქრაძე, ეგ. ნინოშვილი, ვ.
ბარნოვი და სხვ.

1895 წლიდან «კვალში» თანამშრომლობენ ქართველი სოციალ-დემოკრატები – ლ.


კეცხოველი, მ. ცხაკაია, ფ. მახარაძე, ნ. ჟორდანია, ალ. წულუკიძე და სხვ. «კვალში» გ.
წერეთელმა წამოაყენა XIX საუკუნის ქართული სააზროვნო სივრცის «სამ დასად» დაყოფის
იდეა, რაც საფუძველს მოკლებულია. მაგრამ სახელწოდება «მესამე დასი» შემორჩა
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურას. «კვალი» ქართველი მარქსისტების პირველი
ლეგალური ორგანო იყო რუსეთის იმპერიაში. მან მკითხველის წინაშე დასვა ქართულ
ენაზე სწავლა-განათლების დაფუძნების, სამეურნეო და კლასიკური გიმნაზიების
შემოღების, სალიტერატურო ენის შექმნაგამდიდრების პრობლემები, წოდებათა გარეშე

596
ხალხის საყოველთაო განათლების აუცილებლობის საკითხები. «მესამე დასმა» ეგ.
ნინოშვილის დაკრძალვისას «უარყო წოდებათა განკერძოება და საქართველოს ნაცია –
გლეხი, თავადაზნაური, მღვდელი, ვაჭარი, მოხელე და მოქირავე ყმა, თავისი
ნაციონალური სარწმუნოებით» – ასახვის ობიექტად გამოაცხადა. «კვალმა» გამოაქვეყნა
ბაგრატ დიდის, დავით აღმაშენებლის, გიორგი III, თამარ მეფის, პატარა კახის, წმინდა
ნინოს პორტრეტები, «მოდინახის» ციხის, ბოდბის ეკლესიის, გელათის, ვარძიის
რეპროდუქციები. ბიბლიის სიუჟეტების – შობის, ნათლისღების, ბზობის, აღდგომის და
სხვა რელიგიური დღესასწაულების განმარტებები. «კვალში» თანამშრომლობდნენ
ახალგაზრდა მხატვრები – მოსე თოიძე, ოსკარ შმერლინგი, გიგო გაბაშვილი და სხვ.

1900 წლის აპრილიდან 1904 წლამდე «კვალის» რედაქტორია ნოე ჟორდანია, გამომცემელი
– ნ. ალექსიევ-მესხიევი.

«კვალის» ორი წლის ნაღვაწი

... ჩვენ განზრახვა გვაქვს, ამ მოკლე განხილვით გამოვარკვივოთ მკითხველის თვალწინ, რა


გვსურდა გამოგვეთქვა, ან რა მიმართულება ქონდა ჩვენს ჟურნალს ამ ორი წლის
განმავლობაში. შესაძლოა ჩვენი აზრი წარსულ წლებში საკმაოთ დასრულებული არ იყო,
ან შეიძლება სხვას ვერ გავაგებინოთ ის, რაც ჩვენ ნათლათ გვქონდა თვალწინ
წარმოდგენილი და რაც იყო ჩვენი გულისწადილი, სურვილი. ესეც შესაძლებელია, რომ
ზოგიერთებს ეყურებინოსთ ჩვენთვის, რადგან თავის თავი შეუმცდარი ეგონათ და ჩვენი
მხილება სათაკილოთ მიაჩნდათ. ბევრ ჩვენ დამსახურებულ ქართველ მოღვაწეებთან
აგვიტყდა ბაასი საზოგადო და სამეცნიერო საკითხებზე, რადგან ისინი ფრიად
განლაღებულნი იყვნენ თავისი წარსული მოღვაწეობით, ძალიან იუკადრისეს ასეთი ჩვენი
მოქმედება, იმათ არ იამათ ჩვენი მხილება.

პირველ ხანებში მედიდურობის გამო არც კი ათხოვეს საკმაოთ ყური ჩვენს მსჯელობას.
მაგრამ თვით ჩვენგან გამოწვეულმა ბაასმა ბევრს სამეცნიერო საკითხებში ერთხელ კიდევ

597
ცხადათ დაანახვა საზოგადოებას, რომ შეუმცდარი არავინ არის ჩვენში. წყრომა, სიფიცხე
და უმართებულო ლანძღვა-გინება, თან მოპირდაპირის შურისძიება და ცილისწამება
ვერაფერს საბუთათ გამოდგა სიმართლისა და სამართლიანობისათვის. თვით მკითხველი
საზოგადოების გულისწყრომამ საკმაოთ დაანახვა ჩვენს მოღვაწეებს, რომ ამ გვარი
საქციელით ის დღითი დღე უფრო დაკარგავს ფასს საზოგადოების თვალში, თუ ასეთი
საქციელი არ მოიშალა. მაგრამ ფრანგული ანდაზა ამასაც ამბობს, რომ აზრების შეტაკება
ჭეშმარიტებას დაბადებსო. ჩვენც ამ დევიზით აღჭურვილნი ვეცდებით ამიერიდან
სამეცნიერო და საზოგადოებრივს ბაასში ყოველთვის საგანზე დავემყაროთ, ის
გამოვარკვიოთ და მხოლოთ ის. იმედია, ჩვენი მოკამათენიც არ აცდებიან ამ გზას და ესეც
ხომ ერთ წარმატების ნიშნათ უნდა დაისახოს ჩვენი მწერლობის ზნე-ჩვეულების
გაფაქიზებისათვის. პირველი საერო საგანი, რომელშიაც «კვალმა» გამოთქვა თავისი
საკუთარი აზრი, იყო წამოყენებული რუსეთის ეკონომიური კრიზისის გამო. 1891 და 1892
დადგა რუსეთში დიდი შიმშილობა მეურნეობის დაცემის გამო. ეს საკითხი ჩვენს
ქვეყანაშიაც გამწვავდა. მხოლოთ ამ დიდ შემთხვევის გამო ვიგრძნეთ, რომ საქართველოს
ნიადაგიც თუ არ უარეს მდგომარეობაში, უკეთესში არ იყო. ატყდა მსჯელობა სამეურნეო
სწავლა-მეცნიერებაზე და ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში გამოითქვა ის აზრი, რომ მხოლოთ
სამეურნეო სკოლები თუ გვიხსნის ამ სენიდან, თვარა სხვა ვერაფერიო. ბოლოს ჩვენმა
მეთაურებმა დაიწყეს ზეპირქადაგებით და მწერლობით იმ აზრის გავრცელება, რომ ჩვენი
სათავადაზნაურო სკოლები ახლავე სამეურნეო შკოლებათ უნდა გადაკეთდენო. «კვალმა»
არ მოიწონა ასეთი ცალმხრივი მიმართულება და წარმოთქვა: ყველა რომ მიწის მუშათ
გავხდეთ, ვინღა იქნებიანო მეცნიერები, გამგებელნი, მოსამართლემოსარჩლენი, მხედარნი,
ექიმები, ინჟენრები, ტეხნიკოსები, სახელმწიფო მოხელენი, პოლიტიკოსნი, პუბლიცისტნი,
პოეტნი და მწერალნი. საქართველოს ერს ხომ ყოველ მხრით უნდა პატრონობა, თავის
შემოვლა, გონების განვითარებაო. ამას გარდა მარტო სამეურნეო შკოლები მეურნეობას
ვერ აღაყვავებენო, თუ ქვეყანას მეურნეობის განმავითარებელი ეკონომიური გარემოებანი
არ დაუდგა და ხელი არ შეუწყოვო, თუ თვით აღებ-მიცემობამ და მრეწველობამ ფეხი არ
აიდგა, თუ მეურნეობის ნაწარმოებს გარეთ ბაზარი არ ექნა და შინ კრედიტიო.

598
«კვალმა» მიუთითა ბევრს ჩვენს მაღალ სამეურნეო სასწავლებელში
კურსდასრულებულებზე, რომელნიც თავის ცოდნა რომ ვერ გამოეყენებინათ ცხოვრებაში,
ან სულ უსაქმოთ დადიოდენ ფრიად გაჭირვებულნი, ან სახელმწიფო და ბანკის
მოხელეებათ ჰხდებოდენ. რაიცა შეეხებოდა სათავად-აზნაურო შკოლების სამეურნეო
შკოლებათ გადაკეთებას, «კვალმა» ეს აზრი საზოგადო განათლების წინააღმდეგობათ
ჩათვალა და ძალიან მხნეთ გაუმკლავდა...

ჯერ ეს საკითხი კიდევ არ დაბოლოვებულიყო, რომ ამას თან მოჰყვა ჩვენი საადგილ-
მამულო ბანკის საკითხიც. «კვალმა» ჩვენს საადგილ-მამულო ბანკებს სულ სხვა თვალით
შეხედა. მან აღიარა, რომ ჩვენი საადგილ-მამულო ბანკები თავისი წესდებით არ
შეეფერებოდა არც ჩვენს ოჯახობას, არც ჩვენს მიწის მუშაობას და არც ჩვენს მეურნეობის
მდგომარეობას. ეს იყო ჩვენი სამეურნეო ცოდნის შეუფერებელი, რომელიც უფრო დიდ
ზარალს მოუტანდა ადგილმამულის მეპატრონეებს, ვიდრე სარგებლობასო... ასე რომ
დღეს ჩვენი საადგილმამულო ბანკები გადაქმნილან ქართველი ერის მიწა-წყლის
გამყიდველათ და არა შემძენათ. ამ სახით «კვალმა» გამოარკვია ის აზრი, რომ ჩვენი
საადგილ-მამულო ბანკები ერთი იმ კაპიტალისტური დაწესებულებათაგანია, რომელიც
შეუნიშნავათ აცლის ხელიდან ერს მიწა-წყალს და ჰხდის ნელ-ნელა თავად-აზნაურობას
პროლეტარათ.

საადგილ-მამულო ბანკები სხვა მხრითაც შეიქნენ მავნებელნი ჩვენი ერისთვის. იქ


გაიხსნენ სალუკმაპურო ალაგები. ბანკის არჩევანებმა შემოიტანეს პარტიობა ალაგების
საშოვნელათ, შეიქმნა ინტელიგენტთა ერთმანეთში ბრძოლა არა პრინციპის გულისთვის
არამედ ლუკმა პურის საძიებლათ... ინტელიგენციას პირზე ეკრა მამულისთვის
თავგანწირული შრომა და გულში კი კარგი შემოსავლიანი ადგილების შოვნა.

შეიქნა «ბანკობანა», დაარსდა საბანკოს პარტიები მათი მეთაურების სახელწოდებით; რამაც


წარმოშვა სულ ახალი ერთგვარი ახალგაზრდობის ჯგუფი, რომელმაც თავისთავს ვითომც

599
«ნეიტრალური» უწოდა... «კვალმა» უარყო ასეთი მავნებელი ზეგავლენა ჩვენი საადგილ-
მამულო ბანკებისა. მან მხოლოდ არ უარყო ერთი სარგებლობა, რომელიც საადგილ-
მამულო ბანკებმა მისცა ქართველებს. ეს იყო მოგების მოხმარება საქველ-მოქმედო
საქმეებისთვის. მაგრამ სარგებლობა რომ შეუწონოთ იმ ზარალს, რომელიც მან მოუტანა
იმავე ქართველობას მიწა-წყლის ჩამორთმევით და საზოგადო ზნეობის გაფუჭებით, თვით
ეს სარგებლობაც ბევრათ ნაკლები იქნება ზარალზე, მით უმეტეს, რომ ეგევე სარგებლობა
გაორკეცებული და გაათკეცებული შეეძლება თავითვე მოეტანა სხვანაირ ბანკებს,
რომლებიც უნდა დაარსებულიყვენ მოკლე ვადიანი სესხის გაცემით ჭირნახულის
მეპატრონის ხელის გასამართავათ. აი, ამ აზრის გასავრცელებლათ «კვალმა» დასტამბა
რამდენიმე სტატია 1893 წელს და მათ შორის საკმაოთ დასაბუთებული გრ. გველესიანის
სტატია «კრედიტი და მისი მნიშვნელობა», რომელშიაც დაწვრილებით გამოირკვა, რომ
ჩვენი მეურნეობის წარსამართებელათ და მიწათმფლობელობის გასამაგრებლათ
«მელიორაციული კრედიტი» იყო საჭირო, ესე იგი ისეთი საბანკო დაწესებულების
შემოღება, რომელიც უმართავდეს ხელსმწარმოებელს, გაამრავლებდეს ყოველნაირს
წარმოებას...

გ. წერეთელი.

«კვალის» ორი წლის ნაღვაწი

III

(დასასრული)

შარშან ე. ნინოშვილის საფლავზე «კვალის» წარმომადგენელი პირველათ შეხვდა ახალ


გუნდს ჩვენი ქვეყნის მოღვაწეებისას, რომელთაც თავის წარმოთქმულ სიტყვებში, ცოტათ
თუ ბევრათ, აღნიშნეს ახალი გზა-კვალი თავის მოქმედებისა. «კვალის» რედაქცია
სიამოვნებით მიეგება ასეთს ნიშნებს ჩვენის ახალთაობის მოძრაობისას და, რამდენათაც
შესაძლებელი იყო, მოკლეთ გამოხატა პროგრამა მათი მოქმედებისა. ამ ახალ გუნდს

600
ჩვენის ერის მუშაკებისას მან დაარქვა «მესამე დასი». როგორც მკითხველმა იცის, ამ «მესამე
დასმა» და მისმა პროგრამამ მალე გამოიწვია ქართულს ლიტერატურაში ცხარე ბაასი...
«მესამე დასი» წლოვანებით კი არ განსაზღვრავს თავის პროგრამის მოქმედებას, არამედ
იდეით, პრინციპითო. აქ ახალი არის მხოლოთ გზა, აღნიშნული მოქმედებისათვის, და არა
თვით მაზე მოსიარულე მუშაკნი, რომელთაც ახალი გაჭრილი სვრელი (სვე) გააქვთ. ამ
სვრელში მოხუცებულთან ახალგაზრდაც გვერდით დგას და ხშირათ ისიც მოხდება,
როგორც თვით «ივერია» - «მოამბის» მაგალითი გვიჩვენებს, რომ ბრძოლაში გამოცდილი
მოხუცი მუშაკი ახალგაზრდა გუნდს თავში უდგეს და გზას იკვლევდეს.

ვინ იტყვის, რომ ჩვენ ქართულ გამოცემებს გულწრფელი აზრი ჩვენი ერის სიკეთისა,
კეთილ-დღეობისა, წარმატებისა არ უხელმძღვანელებდეს, მაგრამ საქმე იმაშია, ვის როგორ
ესმის ეს ჩვენი საჭირბოროტო, სანუკვარი და სავალალო ქართველი ერი და მისი
წარმატება? ყოველს ჩვენ ქართულს გამოცემათაგანს საგნათ აუღია ამ ჩვენი
გათახსირებული საქართველოს ერის ბედისწერა, იმის საბედნიეროთ ცდილობს, უნდა მის
იარებს რაიმე განსაკუთრებული წამალი დაადვას, მაგრამ თითოეული მათგანი სულ სხვა
და-სხვა ბარგის წამლებს ულესავს. თვითონ თავისი თავი მიაჩნია მხოლოდ ჯანიოზ
ექიმათ და სხვას კი აძაგებს, სახელს უტეხს...ასეთია ჩვენი ქართული ჟურნალ-გაზეთების
საქმეც. ყოველი მათგანი თავისას გაიძახის, ყოველ მათგანს მოუპოვებია თავისი დასი
მკითხველების, რომელნიც მართლაც თავისი საყვარელი ჟურნალის, ან გაზეთის
მხედველობით ხედავს, მისი გონებით სჯის, მისივე ენით უპატიურათ იხსენებს სხვა
მოწინააღმდეგე ჟურნალის, ან გაზეთის მოღვაწეობას. მაშასადამე, აქ ქართულ
გამოცემებთან ერთათ დაარსებულან კიდეც სხვა-და-სხვა მკითხველების დასებიცა. თუ
გნებავთ, აქ პარტიულ ბრძოლას ისეთივე ნიადაგი მოუპოვებია, როგორც ევროპაშია. აქაც
მკითხველები ერიდებიან იმ გაზეთის და ჟურნალის კითხვას, რომელიც ეწინააღმდეგება
მათი საყვარლის ჟურნალის, ან გაზეთის მოსაზრებას; მაგრამ ჩვენდა საბედნიეროთ,
უმთავრესი ნაწილი ჩვენის ერისა ამ მებრძოლ დასებში არ ჩარეულა და ყველას აზრებს და
საკამათო ბაასს უპარტიოთ, მიუდგომელათ ისმენს; მას იმდენათ მკვირცხლი გონება და
მოსაზრება აქვს, რომ მაშინვე შეიტყობს ჭეშმარიტება სად უკაკუნებს, რომელი ტყუის და

601
რომელი უფრო სწორ გზას ადგია. რაკი ასეთი ნიადაგი აქვს ჩვენს გონებითს მხვნელ-
მთესველებს, მაშ, რიღასი უნდა გვეფიქრებოდეს. დაე, თითოეულმა ჩვენმა ქართულმა
გამოცემებმა გარემოებისა და ღონის მიხედვით გამოარკვიოს თავისი მიმართულება,
პროგრამა და წადილები. დასთა გარეშე მდგომი ერი გულწრფელათ გაარჩევს და, ადრე
თუ გვიან, ჭეშმარიტების მქადაგებელს მიემხრობა. მაშასადამე, დასებთან ბრძოლა ჩვენ
აბა, რათ უნდა გვაშინებდეს... ვისაც ერი მიემხრობა სავსებით, ბურთი და მოედანი, ადრე
თუ გვიან, იმას დარჩება.

მეოთხმოცე წლებში გაჩნდა ჩვენში ერთი პაწია დასი განათლებული თაობისა, რომელმაც
დააარსა თავისი საკუთარი გამოცემა «იმედი» და აღიარა, რომ საქართველოს ხსნა
გლეხკაცობიდან უნდა წარმოდგესო. იმან იცნო მხოლოთ გაუნათლებელი გლეხკაცობა
ერათ და რწამდა, რომ მხოლოთ ამ გაუნათლებელი გლეხკაცობის საშოდან უნდა
წარმოდგესო გონებრივი მოძრაობა, რომელმაც უნდა შეიმაგროს საქართველოს ერიო. ეს
დასი ქადაგებდა მხოლოთ გლეხკაცობაში მოქმედებას, მას ის მიაჩნდა მხოლოთ ერათ და
გარეშე გლეხკაცობისა მას არ რწამდა არაფერი. ამ სახით დაარსდა რუსეთის მიბაძვით
ჩვენშიაც ესრეთ წოდებული Нჱодникъ-ობის დასი, ან როგორც «კვალში» უწოდა ბ-ნ
ხომლელმა «დასი ტეტიაობის მოტრფიალეთა». მაგრამ გამოჩნდა, რომ ამ ცალკერძმა
მიმართულებამ ვერ მოიპოვა თანაგრძნობა საქართველოს ერისა და მალე დაკარგა ნიადაგი
მოქმედებისა. ის დაინთქა ცხოვრების ახალ მიმართულების მორევში და ზოგიერთ
გადარჩენილთა მალე შეაფარეს თავი «ივერიის» რედაქციას, რომლის ხელმძღვანელმა
თავისი ზეგავლენით ადვილათ შეუცვალა «ტეტიათ მოტრფიალეთა» მათი ელფერი; ის კი
არა, კიდეც შეიტკბო ისინი და კიდეც გადასცა მათ სავსებით თავისი საკუთარი
შეხედულება, თავისი საკუთარი გულის წადილი. ამ სახით ძველი ნაშტი «ტეტიათ
მოტრფიალეთა» შეუსისხლხორცდა ახალი «ივერიის» მიმართულებას, რომელმაც მალე
წამოაყენა და ძალიან ცხადათაც გამოარკვია ამ უკანასკნელ ორი წლის განმავლობაში
თავისი პრინციპი და პროგრამა. წინააღმდეგ გლეხკაცობისა «ივერიამ» წამოაყენა წინ
თავად-აზნაურობა, როგორც წარსული საქართველოს ისტორიული კულტურის ნაყოფი,
უპირატესი წოდება... მას არ დარჩა შეუმჩნევლათ მოუძლურება საქართველოს

602
წარჩინებული წოდებისა და ამის გამო დაიწყო ქადაგება, რომ თუ უნდა თავად-
აზნაურობას მისი ისტორიული როლი შეირჩინოსო და მომავალშიაც საქართველოს ერს
სათავეში უდგესო, ეცადოს ევროპის განათლება შეითვისოს და არავითარს სოციალურს
(საზოგადოებრივს) მდგომარეობაში მისი ერთხელ შეძენილი უპირატესობა არ
დაჰკარგოსო, არავის დაუთმოსო.

ჩვენ დღეს ვაჭრების კაპიტალისაგან დაჩაგვრას ვტირით; «ივერიის» და «მოამბის»


პუბლიცისტები კი ქართველი ერის საკეთილდღეოთ მეორე გვარის კაპიტალსაც ზედ
გვიმატებენ, ალბათ, რომ უფრო ღონივრათ გამოწოვონ საქართველოს ერს სარჩო-
საბადებელი. ამ სახით, როგორც თვით მკითხველი დაინახავს, სალიტერატურო
ასპარეზზე გამოჩნდა ორი დასი: ერთი, – რომელიც ქადაგებდა თავად-აზნაურობის
კეთილ-დღეობის პრინციპს, მეორე – რომელიც მარტო გლეხ-კაცობის ბედის-წერის
გაუმჯობესობაში ხედავდა საქართველოს ერის ხსნას.

«კვალის» მეთაურებმა უარჰყვეს პირველი დასის შეხედულებაც და მეორისაც, რადგან


ორივე იყო ცალკერძი და უსრული. როგორც მთელს კაცის ტანს ვერ აცოცხლებს მარტო
წელ-ქვემოთი ტანი, ან მარტო წელზემოთი, ისე მთელს საქართველოს ერს სიკეთე არ
დაეყრება, თუ მარტო მის თავად-აზნაურობაზევიზრუნეთ, ან მარტო მის გლეხკაცობაზე.
ამისთვის «კვალი» დიდი სიხარულით და აღტაცებით მიეგება იმ ახალ გზაზე მოსიარულე
«მესამე დასს», რომელმაც უარჰყო წოდებათა განკერძოვება და მათზე მზრუნველობა. იმან
გამოაცხადა საგნათ თავის ზეგავლენისა მთელი საქართველოს ერი, განურჩევლათ
წოდებისა, შთამომავლობისა და მოხელეობისა. საქართველოს ერი მარტო გლეხობაზე. ან
მარტო თავად-აზნაურობა კი არ არის, არამედ ეს არის შემკრებელობითი არსება,
რომელშიაც გლეხიც არის, თავად-აზნაურიც, ღვდელიც, ვაჭარიც, მოხელეც და მოქირავე
ყმაც. ამ შემკრებელობითს არსებას ეწოდება საქართველოს ნაცია, ისტორიული
კულტურით ზრდილი და გამაგრებული თავისი ენით, თავისი ნაციონალური
სარწმუნოებით და თავისი ნაციონალური თვითარსებობით.

603
აი, საგანი ჩვენი ყურადღებისა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მხარი მივცეთ ყოველს ისეთს
გარემოებას, ყოველს ღონისძიებას, რომელსაც შეუძლია მთელი საქართველოს ერი
განამტკიცოს, გააღონიეროს ერთიანობით, პოლიტიკურათ და ეკონომიურათ; აგრეთვე
უნდა ვეწინააღმდეგოთ ყოველს მეცადინეობას, რომელსაც შეუძლია რომელიმე ნაწილი ამ
შემკრებელობითი ერთარსებობისა გააბატონოს და დააწინაუროს სხვა მის ნაწილებზე. ამ
პრინციპის ძალით ჩვენ არ თანაუგრძნობთ, მაგალითათ, ყოველსავე დაწესებულებას,
რომელსაც ჰქვია ან მარტო თავად-აზნაურობის სახელი, ან მარტო გლეხობის, ან ვაჭრობის
სახელი. ჩვენ ბედნიერათ მივიჩნევდით, მაგალითათ, იმას, რომ ჩვენს სათავადაზნაურო
შკოლაში თავადისა და აზნაურის შვილს გვერდით გლეხის შვილი მჯდარიყო. ჩვენ
გვსურს, რომ სასოფლო გამგეობაში და სამართალში გლეხი და თავად-აზნაური ერთათ
განიგებოდენ და ერთათ განისამართლებოდენ.

ყოველი საერთო კაპიტალის წარმოება, რანაირი და რა ფორმაც უნდა იყოს ის, მაგალითად,
ბანკები, თუ საურთიერთო გამსესხებელთ-შემნახბველი ამხანაგობა და სამრეწველო
კრედიტი, უნდა იყოს გამართული ყველასთვის, წოდების განურჩევლათ და ყველა
ამგვარს დაწესებულებას უნდა ერქვას ქართული დაწესებულების სახელი არა «სათავად-
აზნაურო», არა «საგლეხო», არამედ საზოგადო, სანამ ქართველი ერი თანასწორ უფლებას
არ მიიღებს სხვა ერებს შორის. აი, ასეთი ეროვნული პრინციპი წამოაყენა წინ «კვალმა» და
ამიტომაც უწოდა მან თავის მომხრეებს «მესამე დასი», რადგან ის მართლაც მესამე დასია,
თუ მივიღებთ მხედველობაში ორის ზემოხსენებულის დასის არსებობას. და რომ ისინი
არსებობენ, ამაში ეჭვი არ არის. ისინი ამ «მესამე დასზე» ბევრათადრე მოქმედებდენ ჩვენს
ქართულ ლიტერატურაში და ცხოვრებაში...

გ. წერეთელი.

დაიბეჭდა «კვალში», 1895 წელი №5.

604
კიტა აბაშიძე და «ჩვენი ახალგაზრდობა»

(«ცხოვრება და ხელოვნება ჩვენი ახალგაზრდობა»

კიტა აბაშიძისა, «მოამბე», 1897 წ., №7, 10)

ამ წლის «მოამბის» ოქტ-ის ნომერში ბ-ნმა კიტა აბაშიძემ დაასრულა თავისი ვრცელი
სალიტერატურო სტატია «ცხოვრება და ხელოვნება» (ჩვენი ახალგაზრდობა); . . . . თავის
უნებურათ სულ სხვა დასკვნა გამოსვლია. ასეთი ამბავი ყოველთვის ემართება იმისთანა
მწერალს, რომელიც უშველებელ ტემას ეკოწიწება და ძალი კი არ შეწევს შემუშავებისა . . . .
განა შეიძლება იმ ლიტერატურაში მემკვიდრეობითი პროგრესიული მსვლელობა იქნეს
განმარტებული და გამორკვეული, სადაც შემდეგი თაობა თავისი წინაპარი თაობის
ღვაწლს არ იცნობს და არც უნდა, რომ შეისწავლოს, სულიერი კავშირი მასთან გაუწყვეტია
და «მე ვარ და ჩემი ნაბადის» მეტი არა რწამს-რა, იმიტომ რომ წარსულის ცოდნასთან
მწყრალათ ბრძანდება? კიდეც მაგაშია ჩვენი ლიტერატურის ორგანული სისუსტე, რომ არ
გვინდა დაწვრილებით შევიტყოთ, ვინ, ან რანი ყოფილან ჩვენი წინაპრები, რა ხასიათის
ბრძოლა გაუწევიათ, რა ლიტერატურული და საზოგადოებრივი იდეალების
განსახორციელებლათ უმტვრევიათ თავი, ვის რა ულაპარაკნია, ვის რა შემოუტანია,
ანგაუტანია ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების წინ მსვლელობაში. ჩვენი ახალგაზრდა
პუბლიცისტები ყველა ამ თვისებების მესამოცე წლების მწერლებისას ერთ კალაპოტში
ამწყვდევენ, გაუგონიათ, რომ მესამოცე წლების მოღვაწენი იდეალისტები ყოფილანო და
ეს იმაზეა დამოკიდებული, ჩვენი ახალგაზრდა პუბლიცისტი როგორ ქეიფზე და მადაზე
იქნება, როცა იმათზე მსჯელობას დაიწყებს: ხან ფარისევლური პირფერობით ზეცამდის
აჰყავს ისინი, ხან მათ ქვესკნელში ატარებს და იმათ დროშას ტალახში სვრის...

მე მგონია, ყოველივე ეს იმისგან ჰხდება, რომ მესამოცე წლების ლიტერატურული


მოძრაობის კრიტიკა ჯერ არ ყოფილა, იმდროის მოღვაწეების ცნობიერათ შეგნება ჯერ
არავის მოუსურვებია... ამიტომ ყველანი ერთგვარათ ზერელათ სჯიან ჩვენი ცხოვრების
ვითარებაზე და საქართველოს ერის კულტურულ მოძრაობაზე...

605
ქართული ლიტერატურის ახალ ხანას ჩვენ იმ პერიოდს ვუწოდებთ, რომელიც საქ-ში
ბატონ-ყმობის გათავისუფლების წინა წლებიდან იწყება, სახელდობრ1861 წ-დან, როდესაც
თ. ილ. ჭავჭავაძემ ახალი ლიტ-ული მოძრაობა ატეხა ჯერ კიდევ «ცისკარში» და
გარშემოიკრიბა თავისი საკუთარი წრე. ამ წრეში მოქმედ პირებად იყვნენ თ. ილ. ჭავჭავაძე,
როგორც მეთაური და ღუმანიტარული დროშის ამფრიალებელი, პეტრე ნაკაშიძე, გ.
ყაზბეგი, ივ. პოლტარაცკი, მიხ. ყიფიანი, ივ. ბერიძე, დავ. ყიფიანი, გ. ჩიქოვანი, ალ.
სავანელი, მიხაილ ჩიკვაია, ილ. წინამძღვრიშვილი და ვ. თულაშვილი. ამათ შემოიღეს
კერძო კრებები, საცა კითხულობდნენ რეფერატებს... აი, ამ წრემ თ. ილ. ჭავჭავაძის
მეთაურობით გამოსცა «საქართველოს მოამბე» 1863 წელს. ჟურნალში მიიღეს
მონაწილეობა მაშინდელმა საუკეთესო მწერლენმა, კორრექტორათ იყო ღიმნაზია ახალი
კურსდამთავრებული პეტრე უმიკაშვილი.

პეტერბურგის სტუდენტობაც აღტაცებით შეხვდა ამ ჟურნალის გამოშვებას... «საქ.


მოამბემ» დაჰგმო ძველი ბატონყმური დამოკიდებულება, სანტიმენტალურათ შეხედა მან
თავის მწერლობაში გლეხის დაჩაგრულ ბედს და შემდეგ ესევე გრძნობა გადაიტანა
სამშობლოზედაც. სამწუხაროთ, ამ ცოცხალმა მოძრაობამ მხოლოთ ერთი წელიწადი
გაატანა. «საქ. მოამბე», როგორც მაშინდელი ახალი თაობის ჟურნალი, გამოდგა
დღენაკრული. ერთ წელს შემდეგ მასთან ერთად დალია სული თვით ილ. ჭავჭავაძის
ახალთაობის წრემაც. ჟურნალის მოსპობასთან ერთად ილია ჭ-ის წრეც უცბათ დაიშალა.
ყველამ მოძებნა თავთავისი შესაფერი სახელმწიფო სამსახური... რაკი მეთაური და მისი
წრე ახალი მოძრაობისა მოხერხებულათ დაბინავდენ სხვადასხვა სახელმწიფო
დაწესებულებებში, ქართველ საზოგადოებაში ისევ ჩამოვარდა ჩვეულებრივი
მყუდროება... ამ წრის წევრებს მაშინ საშიშ ლიბერალებათ იხსენებდენ... თუმცა ერთი
წლის მეტათ ვერ იცოცხლა ღუმანიტარული წრის ორგანომ, მაგრამ რაც ამ წრეს ჰქონდა
სათქმელი საზოგადოების წინაშე, ყოველისავე თქმა მოახერხა და თავის პროგრამაც
ლიტერატურულ-პუბლიცისტურ აზრებისა, სავსებით და საბოლოვოთ გამოხატა. მეტი მას
აღარა დარჩენიარა ახალი სათქმელი. ამით მან დაასრულა თავისი პერიოდი მოქმედებისა.

606
ეხლა მოკლეთ გამოვარკვიოთ ტეზისების მსგავსათ რა შეიტანა ამ წრემ ახალი ჩვენ
საზოგადოებაში.

I. ხელოვნურ ლიტერატურაში მან დაამკვიდრა სანტიმენტალურ-ტენდენციური


მიმართულება...

II. პოლიტიკურ-ეკონომიურ თეორიაში ამ წრემ გაატარა აზრები ბურჟუაზიულ


ეკონომისტებისა სესი და ბასტიასი.

III. საზოგადოებრივ წყობილების განვითარებაში გაატარა თავად-აზნაურობის


პატრიოტული პრინციპი წარმატებისა.

IV. საკრედიტო დაწესებულებებში მან არჩია სათავადაზნაურო და საადგილმამულო


გრძელვადიანი ბანკების დაარსება.

ასეთი იყო პირველი დასის მოძღვრება...

1866 წლიდან გამოჩნდა ახალი, უფრო პროგრესული მოძრაობა ქართულ ლიტერატურულ-


პუბლიცისტურ სფერაში, ამ დროს გამოჩნდა მეორე დასი. განსაკუთრებით თავი იჩინა ამ
მეორე დასმა 1869 წ-დან 1877 წლამდე. ეს დასი შეჯგუფდა და შეკავშირდა «დროება» –
«კრებულის» რედაქციაში. ამ დასის ნამდვილი წარმომადგენლები იყვნენ ნ. ნიკოლაძე, გ.
წერეთელი, ს. მესხი, კ.ლორთქიფანიძე და პეტრე უმიკაშვილი. ამათვე შემოუერთდა
განკერძოებლათ მოღვაწე პოეტი აკაკი წერეთელი. ეს მეორე დასი იყო
პროგრესულდემოკრატიული მიმართულების მიმდევარი.

ამ დასმა განუწყვეტლათ იშრომა ერთათ მთელი ათი წელიწადი 1877 წლამდის. შემდეგ კი
განაწილდნენ და მოხდა მათ შორის დიფერენციაცია. თეზისების გვარათ რომ
გამოვარკვიოთ ამ მეორე დასის პრინციპიალური მიმართულება, დავინახავთ, რომ ამ
მეორე დასს სულ სხვა იდეალები ჰქონდა ცხოვრებაში და ლიტ-ში, ვიდრე პირველ დასს
ღუმანიტარულ მიმართულებისას.

I. ხელოვნურ, ან სიტყვა-კაზმულ ლიტ-ში მან დააარსა ნამდვილი, შეუფერავი,

607
შეუკეთებელი რეალიზმი.

II. პოლიტ-ეკონომიურ შეხედულებაში ის ემხრობოდა უფრო პოლიტიკოეკონომისტის


მილლის თეორიას, მაგრამ ცხოვრებაში ეს პროგრესიულდემოკრატიული დასი
ბურჟუაზიასა და მუშა ხალხს შორის გამწვავებულ ბრძოლის დროს უფრო იმ თეორიას
ადგა, რომ სახელმწიფო კანონმდებლობითი ძალა უნდა შეერიოს ამ ბრძოლაში მუშათა
კლასის სასარგებლოთ, რომ მან ალაგმოს ძალმომრეობა ბურჟუაზიისაო.

III. საზ-ივი წყობის განვითარებაში ეს დასი უარს ჰყოფდა, როგორც თავადაზნაურობას,


ისე დაბალი ხალხის განკერძოებით ყოფნას. მან წამოაყენა ნამდვილი ერი, რომელშიაც
თანასწორი უფლებით შედიოდნენ ყველა წოდებები, არცერთისკენ სასწორს არ ხრიდა,
ხოლო დემოკრატიული, წოდებათა განურჩევლათ, საზოგადო წეს-წყობილება მიაჩნდა
ასეთი ერის შესაფერათ.

IV. საკრედიტო დაწესებულებათა შორის ის ეწინააღმდეგებოდა თავადაზნაურობის


საადგილ-მამულო ბანკის დაარსებას. ამის მაგიერათ ის ურჩევდა მოკლე ვადიან
სამრეწველო ბანკების წეს-წყობილებას. ამასთან ამ დასმა წამოაყენა წინ სასოფლო და
საქალაქო სამრეწველო კრედიტი და ერთი ამგვარი წვრილმანი ბანკი კიდეც დააარსა
იმდროს თთფილისში წვრილმან მოვაჭრეთათვის.

როგორც ხედავს მკითხველი, თუმცა ეს ორი დასი ორივე მესამოცე წლებში გამოვიდენ
ლიტ-ის და ცხოვრების ასპარეზზე, მაგრამ ისინი ერთმანეთში ისე განირჩევოდენ,
როგორც ცეცხლი და წყალი და ლიტ-ში მუდამ პრინციპიალურათ იბრძოდენ.

ხანდახან პრაქტიკულ ასპარეზზედაც მოსვლიათ ხოლმე იმათ გამწვავებული შეჯახება.

1877 წელს გამოვიდა ჟურნალი «ივერია» და დაიწყო მეორე ხანა ღუმანიტარული მოთავის
თ. ილ. ჭავჭავაძის შემოქმედებისა ლიტ-ში, მაგრამ მას ახალი აღარა წამოუყენებიარა.
ჟურნალი «ივერია» იყო გაგრძელება «საქ. მოამბისა». შემდეგ მის ფრთებ ქვეშ მოიკალათა
იმ ახალგაზრდობამ, რომელსაც ჩვენს ლიტ-ში უწოდეს «ტეტიათა მოტრფიალე» გუნდი,
ანუ როგორც რუსის ლიტერატურაში მათ უწოდეს «ნაროდნიკები». ამ გუნდმა ლიტ-ში

608
იგივე სანტიმენტალური მიმართულება განაახლა გლეხებისადმი, როგორც ადრე
ღუმანიტარულ მიმართულების დასმა, იმ განსხვავებით კი, რომ ამათი პრინციპი უბრალო
განუვითარებელი ხალხის წოდების გაღმერთება იყო. ისინი მხოლოთ ამ ნაწილს ერისას
უწოდებდენ ნამდვილ ერათ, სხვა ნაწილი ერისა, თუ ვინმე იყო ქვეყანაზე არ რწამდათ...

ამ სახით ქართული ლიტ-ის ახალ ხანაში, რომელიც იწყება 60-იანი წლებიდან...


საკუთრათ ორი დასი იყო: ერთი იყო ღუმანიტარული ილია ჭავჭავაძის მეთაურობით,
ხოლო მეორე – პროგრესულ-დემოკრატიული დასი «დროებაკრებულის»
თანამშრომლებისა,... ამ დასმა ახალ აზროვნების მიმართულებას გარდა, თვით
მწერლობის ენაც ძირიანათ შეცვალა; მის დრომდის არსებული მწიგნობრული, ძნელათ
გასაგები გადაპრეხილი ლიტერატურული ენა ადვილ გასაგებ მდაბიო ლიტერატურულ
ენათ გადააქცია, რომლისთვისაც დიდათ გაბრაზდენ მაშინდელი პარნასის მთის
ღმერთები. თვით გრ. ორბელიანმა მთელი ტრაქტატი დაწერა «დროება-კრებულის»
თანამშრომლების წინააღმდეგ, მაგრამ ცხოვრების პროგრესიული მსვლელობა ენის
განვითარებაში, მის განმარტივებაში ვერც ამ ბუმბერაზმა შეაჩერა.

1890 წლიდან დაჰბერა კვლავ ახალმა პროგრესიულმა სიომ. ქართულ ლიტ-ში გამოჩნდა
არა ჩვეულებრივი მიმართულების თითო-ოროლა ახალგაზრდა, რომელმაც თავი იჩინა
«კვალში» 1893 წ. თავისებური პროგრამით. ესენი არიან ეკონომიური მატერიალიზმის
თეორიის მიმდევარნი. ამ დასის მეთაურათ სიტყვაკაზმულ ლიტერატურაში უნდა
ჩაითვალოს ნინოშვილი, ხოლო პუბლიცისტიკაში ნოე ჟორდანია.

ერთ მეორე დასელთაგანს ბ-ნ გ. წერეთელს წილათ ხვდა ყველაზე ადრე შეენიშნა ეს ახალი
პროგრესიული მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში და იმანვე მონათლა ახალი ჯგუფი მესამე
დასათ.

ეს ჯგუფი რომ ნამდვილ მემკვიდრეთ უნდა გახდეს მეორე დასისა, ანუ «დროება-
კრებულის» თანამშრომლებისა, ამას თვით ლიტერატურულ-პუბლიცისტური ფაქტები
წარსულისა ცხადათ ამტკიცებს. აი, რანაირათ ახასიათებს 1873 წლის «კრებულში»

609
მაშინდელი მეფელეტონე ნ. ნიკოლაძე კაპიტალისტურ წარმოების მომენტს ამ ახალ
მოვლენილ ჭირ-ვარამს საქართველოს ნიადაგზე: «ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია დამშვიდდა
და ქართლის ხალხი ჩადგა ისევ თავის ჩვეულებრივ კალაპოტში,.. საქ-ოს ბურჯი და
ალაყაფის კარები –თფილისი – გაივსო სხვადასხვა რჯულის ხალხით და შეიქმნა არამც თუ

საქართველოს ერის, მთელი კავკასიის მილეთის სავაჭრო წერტილათ. მაგრამ ნამდვილათ


ვინ შეიქნა დედაქალაქის პატრონი? ფეხტიტველათ გადმოვარდნილი... სომხები,
რომლებმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მუცელიც გამოიძღეს, სიმდიდრეც
მოიპოვეს და მთელი ქართლ-კახეთის მიწა-წყალი, როგორც თვით თფილისი, ზოგი
დაისაკუთრეს, ზოგი ფულში დაიგირავეს; აი, რა მოახერხა მკვირცხლმა მოვაჭრემ, ღატაკმა
უცხო ქვეყნიდან გადმოვარდნილმა უმიწა-წყლო ხალხმა».

«ერთი მხრით ჩვენი თავადაზნაურობის დასუსტება, დაქვეითება და მეორე მხრით


მშრომელი ხალხის სულის ჩადგმა, იმის წინსვლა ეკონომიურათ, აი, ერთი დიდი
სანუგეშო ნიშანთაგანი იმ დროისა, რომელიც გვიქადის ჩვენ გამარჯვებას».

ნუ დავივიწყებთ, რომ ეს სიტყვები წარმოითქვა «კრებულში» მეორე დასის


წარმომადგენლისაგან ამ ოცდახუთი წლის წინათ. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ იმავ
მეორე დასის, ესე იგი «კრებულდროების» წარმომადგენელმა პირველათ აიღო ალღო
სალიტერატურო ასპარეზზე მესამე დასის მოვლენისა; არც ის არის გასაკვირი, რომ მეორე
დასის წარმომადგენელმა თავის ნამდვილ მემკვიდრეს – მესამე დასის წარმომადგენლებს –
გადაუშალოს ვრცლათ თავისი ორგანოს ფურცლები. ასეთ ამბავს მხოლოთ ის ვერ გაიგებს,
რომელსაც არც წარსული ჩვენი ლიტ-ისა შეუსწავლელია და ვერც ახლანდელი გარემოება
ჩვენი ცხოვრების მისწრაფებისა შეუგნია.

მხოლოდ ასეთ უნიადაგო ახალგაზრდას შეუძლია გულის სიმწარით წამოიძახოს: «მესამე


დასელებმა ბ. გიორგი წერეთელი (რომელიც ყოველთვის გარკვეულ გზას ადგა თავის
მწერლობაში) თავისებურათ მოარჯულესო, მათი მეთაურობა აკისრებინესო და მისი
ჟურნალიც მათ დაუსაკუთრაო». ბ. კიტა აბაშიძეს რომ კარგათ ჰქონოდა შესწავლილი

610
წარსული მოძრაობა ჩვენი ლიტ-ისა, უეჭველათ უფრო სამართლიანათ გამოთქვამდა
თავის აზრს. ის იმას კი არ იტყოდა, რომ «გ. წერეთელი მესამე დასელებმა მოარჯულესო»,
არამედ გიორგი წერეთელი, როგორც წარმომადგენელი მეორე დასის კულტურული
თაობისა, დიდი ხანია, მოელოდა მესამე დასს და კიდეც მოუვიდაო».

«კვალი», 1897 წელი, №46. ხელმოუწერელია.

გრიგოლ (გიგა) ყიფშიძე

(1858-1921)

დაიბადა 1858 წ. სოფ. ბრეთში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ,


სამასწავლებლო კურსები დაასრულა და ერთი წელი მასწავლებლობდა (სკოლაში
ჩამოაყალიბა თეატრალთა წრე). აქვეყნებდა კორესპონდენციებს გაზეთ «დროებასა» და
«ივერიაში». 1879-1880 წლების თეატრალური სეზონის დამთავრების შემდეგ
მიემგზავრება პეტერბურგში, ჩაირიცხა თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტის
ფილოლოგიური ფაკულტეტის აღმოსავლურ განყოფილებაზე. 1881 წლის ბოლოს
ბრუნდება თბილისში, მუშაობას იწყებს «წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში»
მდივნად, სადაც 4 წელი დაჰყო. იმავდროულად იგი ჟურნალ «ივერიის» რედაქციის
მდივანია; გრ. ყიფშიძემ საფუძველი ჩაუყარა ნუმიზმატიკური კოლექციის შეგროვებას,
რაც, შემდგომ, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა.

1886 წლიდან «ივერიის» რედაქციის მდივანია, მან მთელი ცოდნა და გამოცდილება


«ივერიის» გამოცემას მოახმარა. ილია ჭავჭავაძის ერთგული დასაყრდენი, გაზეთის
საიმედო მზრუნველი გრ. ყიფშიძე 8 წლის შემდეგ ტოვებს გაზეთის რედაქციას.
უმუშევრობის ორი წლის მანძილზე კათალიკოს კირიონის ნივთიერი და მორალური

611
დახმარებით შექმნა სახელმძღვანელო – «სიტყვიერების თეორია», რომელიც დაიბეჭდა
1888 წელს.

1895 წლიდან სამი წელი ჟურნალ «მოამბის» რედაქციის მდივანი და სტილისტია, ხოლო
1903-1905 წლებში – «ივერიის» რედაქტორია. 1906 წელს სამეურნეო ბანკში იწყებს
მუშაობას. 1914 წელს გამოცემულ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრულ კრებულს გრ.
ყიფშიძის მიერ შექმნილი ილიას ბიოგრაფიული ნარკვევი აქვს წამძღვარებული. გრ.
ყიფშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ სოფელ საღოლაშენში გაატარა, სადაც
გარდაიცვალა 1921 წელს. ანდერძის თანახმად იგი დაკრძალეს სოფელ საღოლაშენში.

ჟურნალი «მოამბე»

(1894-1905)

ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო-ლიტერატურული და


ეროვნულ-ლიბერალური მიმართულების ჟურნალი გამოდიოდა 1894 წლის იანვრიდან
1905 წლის ნოემბრამდე. რედაქტორი – ა. ჭყონია, გამომცემლები – ნ. ღოღობერიძე (1894), ა.
ჯაბადარი (1895-1905), თანამშრომლობდნენ – ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი,ნ. ნიკოლაძე, ვაჟა-
ფშაველა, ე. ნინოშვილი, ა. ერისთავი, ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ნ. ხიზანიშვილი,
გრ. ყიფშიძე, ა. ხახანაშვილი, ი. გოგებაშვილი, ა. ჯორჯაძე, გ. ლასხიშვილი, ფ.
გოგიჩაიშვილი და სხვ.

«მოამბე» შეღავათებს უწესებდა სოფლის მღვდლებს, სოფლის მასწავლებლებს,


ხელოსნებს, მოწაფეებს, სტუდენტებს, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს. 1900 წლიდან
«მოამბისა» და «ცნობის ფურცლის» რედაქციები გაერთიანდა, საერთო რედაქტორი იყო ა.
ჭყონია, გამომცემელი კი ალ. ჯაბადარი. ვინც «მოამბეს» მთელი წლით გამოიწერდა,
«ცნობის ფურცელი» და «სურათებიანი დამატება» უფასოდ ურიგდებოდა. ჟურნალი

612
პრემიებითაც ანებივრებდა ხელისმომწერთ. მან მკითხველებს პრემიად დაურიგა ალ.
ყაზბეგის «თხზულებანი» ავტორის სურათით და «საყმაწვილო მოთხრობების» ოთხი
ტომი. ჟურნალს ჰყავდა სხვადასხვა ენის მცოდნე პროფესიონალი მთარგმნელები: ივანე
მაჩაბელი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე მაჭავარიანი, ალექსანდრე ჭყონია, იოსებ ბაქრაძე და
სხვ.

«მოამბე» «წიგნების გამომცემელი ქართველთა ამხანაგობის» მეურვეობით იბეჭდებოდა,


რომლის თავმჯდომარეც იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე ალ. ჯაბადარი, «ვინც ქართულ
პერიოდიკას გაუჩინა მკითხველი და მკითხველს კითხვა შეაყვარა, ხოლო წიგნს – ბაზარი»
(თ. სახოკია). ეროვნული საკითხი მთავარი იყო «მოამბის» პუბლიცისტებისათვის. რაზეც
არ უნდა ეწერა ჟურნალს, ყველგან ერის ინტერესების დაცვის პოზიციებიდან მსჯელობდა.

თ.–დი რაფაელ ერისთავიდამისი სალიტერატურო მოღვაწეობა

22 ოქტომბერი მზიანი და ბედნიერი დღე იყო ჩვენი მწერლობისა და


ლიტერატურისათვის. ამ დღეს საქართველოს ერმა, დიდად აღფრთოვანებულმა,
იდღესასწაულა 50 წლის იუბილეი თვისის მწერლობის ერთის უხუცესის და უკეთესის
წარმომადგენელისა, პოეტის თ. რ. ერისთავისა. მოაწია ამ სახით ჟამმა, როცა ერი იმდენად
მოიწიფა, იმდენად გაცნობიერდა, რომ დააფასა ღირსი დაფასებისა, პატივი სცა
მწერლობას და იმ მუშაკს, რომლის ორმა მესამედმა სიცოცხლემ ისე განვლო, რომ
თითქმის სულ ერის წარმატებისათვის, მისის სულისა და გონების აღორძინება-
განსპეტაკებისათვის ჰზრუნავდა... ახლა ჩვენს მწერლობასა და მის ღირსეულ, ნიჭიერ
წარმომადგენელთ ძლიერი მოსარჩლე აღმოუჩნდათ – ეს მოსარჩლე მთელი ჩვენი ქვეყანაა,
მთლად ერია საქართველოსი. მტერი და ორგული ლიტერატურისა, ამ ერის სულისა და
გულისა, ამ ერის ჭკუა-გონებისა, გრძნობისა და სვინდისის სარკესი, ვეღარას გააწყობს...

613
ეს ფიქრი და ოცნება აგვიშალა 22 ოქტომბრის ბრწყინვალე დღემ, რაფაელის იუბილეის
დღესასწაულისა... ცხადია, თვით ქვეყანამ იგრძნო თავისი მოვალეობა და დიდის
ერთგულებითა და ერთ-სულობითაც გადაიხადა თავისი საზოგადოებრივი ვალი.

ჯერ ისევ ორის დღის წინადვე შემოკრბენ ტფილისში დეპუტაციები საქართველოს სხვა-
და-სხვა მხრიდან... ეს იყო შაბათს. მეორე დღეს, 22 ოქტომბერს, ქვაშვეთის წმ. გიორგის
ეკლესიის ეზო-გალავანი დილითვე გაივსო ხალხით. 11 საათზედ იუბილიარი მობრძანდა
ილიათი და აკაკითურთ თავ-ახდილის ეტლით ეკლესიაში, საცა გარდახდილ-იქმნა
დეპუტაციების თანა-დასწრებით სამადლობელი პარაკლისი მისის უსამღვდელოესობის
გორის ეპისკოპოსის ალექსანდრეს მიერ სამღვდელოთა კრებულითა...

ამ დროს ქართულის თეატრის დარბაზი უკვე მზადებაში იყო... დეპუტაციებს თავთავისი


ადგილი დაეჭირათ და ელოდნენ იუბილიარს. აი, მიბრძანდა ისიც და მომღერალთა
გუნდმა სთქვა კახური მაყრული. ხალხით გავსებულ თეატრის დარბაზში გაისმა გრგვინვა
ტაშისა. გურულთ მომღერალმა გუნდმა სთქვა ახლა შესაფერი გურული სიმღერა და
კვლავ გაისმა გრიალი ტაშისა დარბაზში. იუბილიარმა მადლობა გადაუხადა შეკრებილს
საზოგადოებასა და დეპუტაციებს და დაბრძანდა განგებ მისთვის მომზადებულ
სავარძელზედ. გვერდით უსხდნენ და მხარს უმშვენებდნენ აქეთ იქიდან აქაც იგივე ილია
და აკაკი. მახლობლად იჯდა საპატიო სტუმარი, რუსთა მგოსანი ველიჩკო. ავან სცენაზედ,
მის ერთს მხარეს ქართველთ დედათა და მანდილოსანთა დეპუტაციებს ეჭირათ ადგილი
და თაიგულივით ამშვენებდნენ სცენის არე-მარეს, სავსებით ავსებულს სხვა
დეპუტაციებით. დაიწყო ადრესებისა და ლექსების კითხვა, მილოცვა დღესასწაულისა და
ძღვნობა დიდი, «უზომო, ულევი»... იმავე საღამოზედ საიუბილეო წარმოდგენა იყო
დანიშნული იმავე დარბაზში და კვლავ სამსოთხს საათს დღესასწაულობდა
საზოგადოება... წარმოდგენის შემდეგ გაიმართა ნადიმი სათეატრო საზამთრო
რესტორანში; ნადიმს დიდ-ძალი ხალხი დაესწრო, მხიარულებამ იმატა... შნოიანმა და
მოხდენილმა ლეკურმა დააგვირგვინა სალიტერატურო ნადიმი.

II

614
თ. რაფაელ ერისთავის დახასიათებასა და მისის სალიტერატურო მოღვაწეობის
დასურათებას საკმაოდ უძღვნეს წერილები ჩვენებურმა ჟურნალ-გაზეთებმა, ქართულმა
და რუსულმა. ეს წერილები გამოიწვია, რასაკვირველია, მხცოვანის პოეტის ზემო
აღწერილ 50 წლის იუბილეის დღესასწაულმა. არ დარჩა თითქმის არც ერთი შესამჩნევი
კერძოობა და გარემოება მისის ცხოვრებისა და სალიტერატურო ღვაწლ-მოსილობისა,
რომელიც არ აღენიშნათ ან ზემოხსენებულ წერილების ავტორებს, ან კიდევ იმ
წარმომადგენელთ სხვა-და-სხვა საზოგადო და კერძო დაწესებულებათა... რომელთაც ზედ
იუბილეის დღეს მიულოცეს რაფაელს დღესასწაული ადრესების წაკითხვითა. ეს
ადრესებიც გამოუკლებლივ დაიბეჭდა «ივერიაში»... ჩვენ, ჩვენდა თავად, ჩვენს
მოვალეობად მიგვაჩნია... აღვნიშნოთ მხოლოდ ის უმთავრესნი გარემოებანი იუბილიარის
ცხოვრებისა, რომელიც, ჩვენის აზრით, უფრო ნათლად გვისურათებს თ. რაფიელ
ერისთავს და მისს სალიტერატურო მოღვაწეობას.

III

თ. რ. ერისთავი დაიბადა 1824 წელს, ესე იგი იმ დროს, როდესაც თითქმის დასრულდა
ჩვენს ღრმად შერყეულს და უეცრად შეცვლილ საზოგადო ცხოვრებაში დუღილი და
ტოკვა-ბრძოლა ორგვარ უმთავრესს მიმდინარეობას შორის. ერთი ამ მიმდინარეობათაგანი
წარსულისაკენ იყო პირ-მიქცეული, იქით იცქირებოდა და იქ ჰლამობდა უკვდავების
მოპოვებას ხოლო მეორე ახალ წეს-წყობილებას უღიმოდა, ახალ, შეცვლილ ცხოვრებას
ჰმომხრეობდა და იმასა ჰრჩებოდა. ის მცირეოდენი ნაპერწკალი, რომელმაც იფეთქა 30-იან
წელთა შორის მალე ჩაჰქრა, რაფაელის ყმაწვილობაშივე. ქვეყანა მიეცა ძილსა და
მოსვენებას...

იყვნენ მაშინაც, რასაკვირველია, თითო-ოროლანი, განსაკუთრების ძალისა და ღონის-


კაცნი, რჩეულნი, სულ-მაღალნი, რომელნიც არ ისვენებდნენ, შფოთავდნენ, ჰღელავდნენ;
მაგრამ მალე იმათაც აღიარეს, ბრძოლა ამაო იქნებაო და მიეცნენ უფრო მწერლობას,
დაემყარნენ მწიგნობრობას და დიდი ჯიგარი მამულის სიყვარულით აღვსილის
გრძნობისა დაჰყარეს მეცნიერების შესწავლასა, სამშობლო ისტორიის შემუშავებასა,

615
წიგნების თარგმნასა და ხელ-ნაწერებისმოკრება-მოგროვებაზედ. ასეთნი იყვნენ უფრო
მაღალ-ხარისხოვანნი, ბატონიშვილნი, დიდებულნი გვარის კაცნი, სამღვდელონი და ბერ-
მონაზონნი... როცა ლომებად დაბადებულნი, ხელში კალმის ჭერას არ ჩვეულნი,
იძულებულ იქმნენ ამ მშვიდობიანს საქმეს დასდგომოდნენ. სამწუხაროდ, ამისთანანიც იმ
დროს ნაკლებად იყვნენ; ისე მცირედ იყვნენ, რომ იმათი ძალ-ღონე სამშვიდობო,
საკულტურო და განათლების გავრცელების ასპარეზზედ არა რად სჩანდა თითქმის, იმ
დროს საყოველთაო სიბნელისასა და მოუწყობლობისას, ცვარი იყო ზღვაში და ქვეყანას,
რასაკვირველია, ვერ გამოაღვიძებდა, გონზედ ვერ მოიყვანდა.

ამ სახით, დადგა დრო განწირულებისა... ჰაერი შეგუბდა, მოიშხამა; ნისლბურუსმა მოიცვა


მოშავებული ცა და არე-მარე ოდესმე გაბრწყინვალებულ ძვირფასის სამშობლო ქვეყნისა.
ერთად-ერთი ღონე, ერთად-ერთი საღსარი, რომ ადამიანი სულ არ ჩაძირულიყო საშინელ
ცხოვრების მორევში, სულ უკან არ ჩამორჩენილიყო, გონებით ბრჯგუ და დრკუ არ
დარჩენილიყო, ჭირვეულს პურადობა-მასპინძლობას, განუწყვეტელს ქეიფსა და ლხინს არ
გადაჰყოლოდა სპარსულ წესზედ მომღერალ დასტებითურთ, უდიერად არ ეჩაგრა
სოფელი და გლეხ-კაცობა მწევარ-მეძებრებისა და მიმინოებისათვის, იყო სამსახური –
სამოქალაქო და სამხედრო. სამსახურში, თუმცა იქაც სულის შემხუთველი ჰაერი იდგა,
შედიოდნენ 30-40 წლებში ჩვენი მამა-პაპანი და, რაკი ამ სახით იზრუნებდნენ ლუკმა-
პურს, პატარა ადამიანურს ცხოვრებას, ცდილობდნენ თავისუფალი დრო შეეწირათ
ქართულის მწერლობისათვის და მით მოეკლათ განურკვეველი ჟინი, ბუნდოვანი
ბუნებრივი გრძნობა მამულის სიყვარულისა... ავისა და კარგის გარჩევის უნარი
მისუსტებული იყო, იდეალები გაუფერულებულგახუნებული, სულის ძლიერება ქედ-
შემუსვრილი. ასეთს საქმესაც მისდევდნენ უფრო უკეთესნი, მაშასადამე, უმცირესობის
წარმომადგენელნი, ისეთს ძველ ოჯახში დაბადებულ-აღზრდილნი, რომელსაც ჯერ
კიდევ, თუ კარგად არა, ბუნდად მაინც, ახსოვდა წარსული, მისი დიდება... შუათანა ნიჭის
ახალგაზრდობა, ისიც მისი უმცირესი ნაწილი, ამ გზას ადგა. უმრავლესობას კი სულ
გადაავიწყდა ყოველივე და აღარაფრის შეგნება აღარა ჰქონდა, აღარავითარს მოვალეობას
ქვეყნის წინაშე აღარა ჰგრძნობდა. მისი იდეალი და სატრფიალო იყო ჩინორდენები,

616
სახელმწიფო «პენცია» თავის გამოჩენა მთავრობის წინაშე, ან ოთხად მოკაკვა მისის
შიშითა, მაბეზღრობა და სულ-მდაბალი ღალატი მოძმეთა, ან და – როგორც მოვიხსენეთ –
ქეიფი, ლხინი, ხელ-გაშლით ცხოვრება ფუფუნება-განსვენებაში, ზარ-დამცემ
უსაქმურობა-მცონარეობაში.

IV

აი, ასეთს შავ-უკუღმა დროს დაიბადა და აღიზარდა ჩვენი რაფაელი... საკვირველია, ან კი


როგორ შერჩა პატარა რაფოს ამისთანა დროსა და გარემოებაში ორი ძვირფასი თვისება –
სურვილი სწავლისა, ცოდნის შეძენისა და სიყვარული შრომისა, გარჯისა. ოჯახი იყო ამის
მიზეზი, თუ მაშინდელი სკოლა პანსიონები, ან ორივე ერთად, ჩვენ ამის გამოკვლევაში არ
შევალთ... ამ დროს უკვე დაწყებული იყო ჩვენში ესრეთ-წოდებული ხანა
მთავარმართებლის მ. ს. ვარანცოვისა... ეს ის ხანაა, როცა ხალ-ახლად ჩაედგა საძირკველი
ქართულს მწერლობასა და მწიგნობრობას, როცა ცოტაოდენი გამოფხიზლება დაეტყო
ქართველთა ცხოვრებას... ვარანცოვის განათლებულმა და კაცთ-მოყვარულმა, ქართველთა
თანაგრძნობით გამთბარმა ქვეყნის მართვაგამგეობამ მცირეოდენი შუქი მიჰფინა გარშემო
სიბნელესა... რაფაელის პირველი ლექსი, დაბეჭდილი მის თხზულებათა კრებულში,
როგორც ზედვე აწერია, მიბაძვაა ძველებურ მელექსეთა. რასაკვირველია, ჯერ ამ დროს
ხსენებაც არსად არის არც ძლიერის გრძნობისა, არც თავისებურობისა, არც ჭეშმარიტის
სამგოსნო შემოქმედობისა...

პოეტი ეძებს თავის ჭეშმარიტს გზას და ვერ კი ჰპოვებს. სცდის თავს ეპოსშიაც,
ლირიკაშიაც, დრამაშიაც, მაგრამ ვერა და ვერა, ვერ მიუგნია იმ სფერასათვის, რომლის
დასურათებასაც განურკვეველად ჩასძახის იდუმალი ხმა და მზამზარეულ მასალად აწყვია
მისის გულის სიღრმეში. პოეტური ქმნილება, პატარაა თუ დიდი, იგივე თესლია,
რომელიც მიწის მაგიერ, ადამიანის გულში ჰღვივის, პოეტური ნაწარმოები იგივე ნაყოფია,
მხოლოდ სულიერი, რომელსაც პოეტი მუცლით კი არა გულით ატარებს, ხან ძალიან
დიდხანს, და ჰბადავს მაშინ, როცა ნაყოფს კარგად დაეტყობა ზრდა, განვითარება,
დასრულება ფორმებისა, ჰბადავს უფრო მეტის ტკივილითა, ვიდრე დედა შვილს.

617
რაფაელმაც დიდ ხანს ატარა გულით ნაყოფნი თავის სამგოსნო შემოქმედობისა;
ჩასახულნი 60-იან წლებიდან... ჰღვიოდნენ, იზრდებოდნენ და ივსებოდნენ მთელის ოცის
წლის განმავლობაში და დაიბადნენ მარგალიტებივით მხოლოდ 80-იან წლებში.

მანმადე, ვიდრე გლეხი კაცად არ იქმნებოდა აღსაარებული, ვიდრე საზოგადოებაში არ


გაითქვიფებოდა ის აზრი, რომ მდაბიოც ისეთივე ადამიანია, ისეთივე სულისა და
გრძნობის პატრონია, როგორც მაღალ-ხარისხოვანი, დიდი მოხელე და ბატონი, სანამ
ქვეყანა ნათლად არ გაითვალისწინებდა თეორიით და ზედ-მიწევნით არ იგრძნობდა
გულით, რომ სამშობლოს სიყვარული ბუნებრივი და ძლიერი გრძნობაა, დედა-ენა
ძვირფასი საუნჯეა, ეროვნება და მისი დაცვა აუცილებელი საქმეა იმისთვის, ვისაც არ
უნდა გაჰქრეს და აღიგავოს დედამიწის ზურგიდან, მანმადე შეუძლებელი იყო შექმნა იმ
ხელის-ხელ საგოგმანებელის მარგალიტებისა, რომელიც ისეთის სიუხვით მოგვიძღვნა
რაფაელმა 80-იან წლებში, რომლითაც ისე გვასიამოვნა, უმაღლესად დაგვატკბო,
გვასახელა ჩვენცა და ასახელა თავისი თავიცა.

რაფაელის უმთავრესი დამსახურება ის არის, რომ თავის საერო კილოზედ დაწერილს


ლექსებში საოცარის კაცთ-მოყვარებით, სიყვარულითა და გულმტკინვეულობით ეკიდება
გლეხ-კაცობას, სოფლელ-მდაბიო კაცს, ცხოვლად გვისურათებს მისის სულისა და გულის
ვითარებას, მწუხარება-სიხარულს და მით ჩვენც გვაყვარებს ამ ბუნების შვილთ, ჩვენს
გულშიაც ჰბადავს სასურველს, კეთილის გრძნობას მდაბიოთა მიმართ თანაგრძნობისა და
პატივისცემისას...

VI

... «სამშობლო ხევსურისა» მარტო იმიტომ კი არ არის დიდებული ლექსი და გვირგვინი


პოეზიისა, რომ ძვირფასი გრძნობაა მამულის სიყვარულისა შიგგამოხატული, როგორც
ზოგიერთსა ჰგონია, არამედ მით არის შესანიშნავი, რომ ცხოველია სურათი ამ ლექსში
დახატულის ტიპიურის ხევსურისა, ცხოველია და ყოვლად შესაფერი სიტყვა-პასუხი, ანუ
ენა საპოეზიო ფერადები, ნამდვილია და ჭეშმარიტი ფსიხოლოგია იმ ქართველისა,

618
რომლისთვისაც ბედს ურგუნებია სალ კლდეთა შორის ცხოვრება. ეს ლექსი ტურფად
ნაგებს, მშვენიერს პატარა ტაძარსა ჰგავს, სადაც ისმის ქება-დიდება დიდის ღმერთისა,
დიდებულის შემოქმედისა. დიდი ბედნიერებაა, რომ ძვირფასი იდეა ამ ლექსისა ასე
ჩასწვნია და ჩაჰგრეხია ამ ლექსში, ასე შესწონებია თვით პოეტურს სურათს. უიდეოდ,
რასაკვირველია, შეუძლებელია პოეტური ქმნილება, მაგრამ მარტო იდეა, რაც უნდა
ძვირფასი იყოს, ჩონჩხია მხოლოდ ხორცუსხმელი. გარნა ხორც-შესხმული, ცხოველი
ქმნილება მაინც დიდებულია, რაც უნდა ნაკლებად დიდებული იყოს აზრი, დადებული
მის საფუძვლად. ვითომ რა დიდებულია, მაგალითად, იდეა უმადურობისა, რომელიც
საფუძვლად უდევს <<მეფე ლირს>>, ან ეჭვიანობისა – <<ოტელოს>>, მაგრამ ეს ქმნილებანი
დიდებულია, იმიტომ რომ ამ ყოველ-დღე გასაგონ, ყველასთვის მობეზრებულს აზრებს
ისეთი განხორციელება მისცა შექსპირის გენიოსობამ. შექსპირის წინადაც იყო დაწერილი
დრამა <<მეფე ლირი>>, რომელსაც იგივე იდეა ჰქონდა საფუძვლად, მაგრამ არავის გულს
კი არ ატოკებდა, არავისზედ არ ჰმოქმედებდა. აიღეთ თუნდა სიყვარული. ათასი და
ათიათასი სიტყვა-კაზმული ქმნილებაა დაწერილი ამ მაღალის გრძნობის
გასათვალისწინებლათ, მაგრამ ბევრია მათ შორის ნიჭიერებითა და გენიოსობით
დაწერილი?! პოეზიაში რომ საქმე მარტო იდეა იყოს, თვით პოეზია თითქმის აღარა
იქნებოდა-რა. საქმე აზრის განცხოველებაა, განხორციელებაა; საქმე ის არის, რომ აზრი
ხორც-შესხმული იყოს ადამიანივითა.

რაფაელის დიდი ძალა და მნიშვნელობა, ვიმეორებთ, დამყარებულია იმ მცირეოდენ


ლექსებზედ, რომელიც ასურათებს და ჰხატავს საკვირველი სიყვარულითა, საოცარის
გულთა-მხილაობით ჩვენს გლეხ-კაცობას, მის ჭირსა და ვარამს, მის დარდსა და
მწუხარებას, მის სიამოვნება-სიხარულს და ყოველდღიურს ცხოვრებას. რაფაელი
განსაკუთრებით გლეხ-კაცობის პოეტია, ბეჩავის მხატვარია, მისის მწუხარება-სიხარულის
მემეტიანეა. მაგრამ ეს კიდევ ცოტაა, რაცა ვსთქვით. ეს კიდევ ჯერ სავსებითა და
სისრულით ვერა ჰხატავს იმ ღირსებას, რომელიცა აქვს რაფაელის პოეზიას. მხატვრობაც
არის და მხატვრობაცა. ზოგმა შეიძლება თავისი დღენი სულ გლეხ-კაცობის შესახება
სწეროს ლექსები, მაგრამ პოეტის სახელიც არ დაიმსახუროს, არა თუ გლეხკაცობის

619
პოეტისა. ზოგმა რაფაელის ჩანგი ნეკრასოვისას შეადარა, მაგრამ ეს შეცდომა გვგონია.
ნეკრასოვია მგოსანი დარდისა და მწუხარებისა და არა გლეხკაცობისა... სულ სხვაა
რაფაელი, ესეც, რასაკვირველია, ზოგიერთს ლექსებში, როგორც, მაგალითად: <<თინიას
მამითადი>>, <<ნეტა რას ტირი, დედილო>>, <<ქალი-აყვანა>>, <<თანდილას დარდი>> და
სხვ... დიდია ილლიუზია. სადღაა აქ ავტორი? ვიღას ახსოვს მაშინ დამწერი? ასეთი
სრულია ილლიუზია, ასეთი ძლიერია მოხიბლვა მკითხველისა და, მაშასადამე, მზად არის
ყოველივე მის დასატკბობად, მისის გულის მძლავრად მისაძვრელ-მოსაძვრელად და
მადლიანის ცრემლების დასაფრქვევად, სულ ერთია, სიხარულისა იქნება იგი ცრემლები,
თუ მწუხარებისა...

ყოველი პატარა თუ დიდი ლექსი, პოემა, თუ პოეტური პროზა იგივე დრამა და იმდენად
უფრო მეტის ღირსებისაა, რამდენადაც უფრო ძლიერია შიგ დრამა,ესე იგი მოქმედება
სულისა, ძვრა გრძნობისა, ტკივილი თუ სიამოვნება, ტირილი თუ სიცილი გულისა. ესეც
სათქმელია ამასთანავე, რომ გარეშე ადამიანისა, გარეშე მის გრძნობათა, არა არის-რა, არა
არსებობს-რა. პოეზიაში; ყოველივე, ხილული და არა-ხილული ბუნება მისთვის არის
გაჩენილი...

ეს არის მიზეზი, რომ მგოსნებსა და პოეტებს ყველა ერნი ყოველს დროს ისე პატივსა
სცემდნენ, გვირგვინებით ამკობდნენ, ღვთის მიერთ <<მოვლენილებად>> სთვლიდნენ და
თვით პოეტებსაც აჯერებდნენ, რომ სწორედ ცას გამოუგზავნიხართო. ამიტომ ამბობს
ჰეინე: ქვეყანაზედ რომ პოეზია არა ყოფილიყო. კაცობრიობის ისტორია მხოლოდ
განუწყვეტელი სისხლის ღვრა იქმნებოდაო...

VII

... ჩვენის ფიქრით, დრომ მოიტანა და ერთბაშად ერთსა და იმავე დროს იფეთქა
რამდენგანმე, როგორც ძლიერმა ეროვნულმა გრძნობამ, ისე ერის ჭეშმარიტ
წარმომადგენელთა დასურათებისად მიმართულმა ბუნებითვე ნიჭიერ მგოსანთა
გრძნობამ და გაჩნდა რაფაელიცა, ალ. ყაზბეგიცა, ბაჩანაცა და ვაჟაცა. მართალია, საერთო

620
თვისება მათ შორის დიდია, გარნა განსხვავებაც დიდია. ერთ-ფერობა აიხსნება ნიჭის
ნათესავობით, სულის თვის-ტომობით და არა ზედ-გავლენით, ერთმანეთის მიბაძვით,
დამოწაფებით. თუ არა ვსცდებით, ბაჩანას მეტმა, ყველამ, ცოტასა თუ ბევრს ხანს, იყოყმა,
უცბად ვერ მიაგნო თავის გზას, ვერ დაეწაფა იმ ჰანგებს, იმ კილოს, იმ სფერის
დასურათებას, რომელიც შეეფერებოდა მის ნიჭსა. მაგრამ ამ მწერალთა ნიჭისა და
შემოქმედობის შესახებ ბევრი რამ სხვა არის სათქმელი და ეს შემდეგისათვის დარჩეს. ჩვენ
ახლა ისევ რაფაელს დავუბრუნდეთ.

VIII

სამწუხაროდ, ადგილი და დრო ნებას არ გვაძლევს დაწვრილებით განვიხილოთ სხვა


გვარი სალიტერატურო, სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეობა ჩვენის უხუცესის
მწერალისა. ვიტყვით მხოლოდ ორიოდე სიტყვას მის კერძო ხასიათის შესახებ. რაფიელი
საოცარი თავაზიანი, თავ-მდაბალი, ტკბილი და უპრეტენზიო ხასიათის კაცია. არას დროს
არ შესტყობია, არამც თუ ის უზომო საავტორო თავმოყვარეობა, რომელიც ავადმყოფობად
აქვს გადაქცეული ზოგიერთს ჩვენს მწერალს, არამედ თითქმის სრულიად მოკლებულია
მისი ხასიათი ამ სენს. რაფაელი შორს იდგა და შორს სდგას დღესაც ყოველ-გვარ ჯიბრსა
და მოცილეობაზედ. დას-დასობას ხომ მუდამ ჭირივით ერიდებოდა და ამ სახით ის სენიც,
რომელსაც მოუცავს ამ ჟამად თითქმის მთლად ჩვენი ინტელიგენცია და მთელი კრებული
მწერალთა, მას არ მიჰკარებია. რაფაელი ყველასთვის მუდამ სასურველი იყო, ყველასთვის
სასიამოვნო, ყველასთვის გულწრფელი, უბოროტო, მუდამ მხიარული, მოსწრებული
სიტყვა-პასუხის პატრონი, სიტყვა წყლიანი თამადა სალიტერატურო ნადიმ-მეჯლისზედ,
საუკეთესო მზმელი. ყოველივე ესე, – ხანგრძლივი სამწერლო და სამგოსნო მოღვაწეობაც,
საზოგადო საქმის სიყვარულიც, მშვიდი ხასიათიცა, არის მიზეზი იმისი, რომ რაფაელს
მტერი არა ჰყავს, არამედ ყველა დიდის პატივისცემით, დიდის სიყვარულით ეკიდება ამ
საქვეყნო საქმეში ტკბილად დაბერებულს მოხუცსა და <<მწერალთა- შორის პატრიარქსა>>.
ესევე იყო მიზეზი, რომ მის 50 წლის იუბილეი ისეთის გამოჩინებით და ბრწყინვალებით
იქმნა გარდახდილი წელს, 22 ოქტომბერს. რაფაელის მოღვაწეობის ისტორია ჩვენის

621
ზრდისა და წარმატების ისტორიაა ამ მეცხრამეტე საუკუნეში. რაფაელი ყოველს ქართულს
საქმეს ყურს უგდებდა, ყოველ წმინდა ქართულს დაწესებულებაში მონაწილეობას
იღებდა. ჟამი და ხანი აბერებდა მის ხორცს და არა სულს... რას წარმოვიდგენდით ჩვენ,
რომ უჩინარი, უხილავი ქრისტიანებრივის მოთმინებითა და გულ-შემუსვრილობით
აღსავსე მუშაკობა რაფაელისა ისეთს ნაყოფს გამოიღებდა, ისეთს შარავანდედს
შეიმოსებდა, როგორიც იყო დღესასწაული რაფაელის იუბილეისა. დრონი მეფობენ! ეს
დღესასწაული მუქარაა ლაჩართა და ჯაბანთათვის, თავზარდამცემია გაქსუებულთა და
ქართულ საქმის მოღალატეთათვის, ხოლო გამხნევებაა იმედ-დაკარგულთათვის,
სალბუნებაა ლიტერატურის მცირე მუშაკთა გულისათვის.

ეგ დღესასწაული მემენტო მორი-ა, პირუთვნეველი მსჯავრია ერისა,მრისხანე და


შეუწყალებელი უღირსთათვის, ხოლო ტკბილი და ლმობიერი ღირსეულთათვის,
რჩეულთათვის. დრონი მეფობენ! ახლა სხვა დრო დადგა. ამ გარემოებას ყველამ უნდა
ანგარიში გაუწიოს. ძველთა თქმული: <<დროც იცვლება და ჩვენც ვიცვლებითო>>, ასე
უნდა გადავაკეთოთ: დრო იცვლება და ჩვენც უნდა ვიცვლებოდეთ...

გრ. ყიფშიძე.

დაიბეჭდა ჟურნალ «მოამბეში», 1895 წელი, №X.

ნოე ჟორდანია

(1869-1953)

დაიბადა ლანჩხუთში 1869 წელს. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლა განაგრძო


გერმანიასა და შვეიცარიაში. 1898 წელს «კვალის» ფაქტობრივი რედაქტორი, ქართველ
სოციალ-დემოკრატთა («მესამე დასის») ლიდერი და რსდმპ II, IV და V ყრილობების
დელეგატია. იგი რსდმპ ც.კ. წევრი (1907 წ.), რუსეთის I სახელმწიფო სათათბიროს წევრი

622
(1906 წ.), თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე (1917
წ.), ამიერკავკასიის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა სამხარეო ცენტრის თავმჯდომარე
(1917 წ.) და საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეა (1917 წ. 22 ნოემბრიდან).
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს 1918-21 წ.წ.,
ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ხელმძღვანელია 1921 წლიდან.

ნ. ჟორდანია თანამშრომლობდა «კვალში» 1897 წლიდან. პირველად ჟენევიდან გამოგზავნა


წერილი ეგნატე ნინოშვილის გარდაცვალების გამო – «ეგნატე ინგოროყვა» (დაიბეჭდა 1894
წ. №4). საზღვარგარეთიდან დაბრუნებისთანავე ცხარე იდეური პოლემიკა გაუმართა ილია
ჭავჭავაძეს საბანკო პოლიტიკის საკითხებზე, იმსჯელა ქართული პრესის წარსულ და
თანამედროვე მდგომარეობაზე, მომავალი პრესის დანიშნულებაზე, რომელიც ცალკე
ბროშურად გამოაქვეყნა 1900 წელსსათაურით «ქართული პრესა (გუშინ და დღეს)». ამ
შრომის დასკვნა იბეჭდება ქრესტომათიაში.

«კვალში» ნოე ჟორდანია წერდა თბილისის დემოგრაფიულ და სოციალეკონომიკურ


მდგომარეობაზე XIX ს. მეორე ნახევარში (სტ. «თფილისი»). ნოე ჟორდანია თბილისს
ევროპის ქალაქებს ადარებდა და ასკვნიდა, რომ ქართველობას თბილისში
მეორეხარისხოვანი როლი ეკუთვნის, ის დაუძლურებულია როგორც ეკონომიკურად, ისე
მოქალაქეობრივად და საჭიროა სომეხთა პლუტოკრატიის ხელიდან ქართველობის
განთავისუფლება, თბილისის თვითმმართველობის ქართველთა ხელში გადასვლა,
საქალაქო ცხოვრების მოწესრიგება, რაზეც მსჯელობდა ნარკვევში «თანამედროვე ქალაქის
მოვალეობა». ნოე ჟორდანია გარდაიცვალა პარიზში, 1953 წელს. დაკრძალულია ლევილის
სასაფლაოზე.

«კვალი»

(1893-1904)

623
სამეცნიერო და სალიტერატურო ნახატებიანი გაზეთი «კვალი» გამოვიდა 1893 წ. 3
იანვარს. იგი ოფიციალურად საბავშვო ჟურნალ «ჯეჯილის» დამატება იყო. ამიტომ მას
გაზეთს უწოდებენ. სინამდვილეში «კვალი» დასურათხატებული, მრავალგვერდიანი
ჟურნალია, რედაქტორია ანასტასია თუმანიშვილი, მუდმივი თანამშრომლებია – აკაკი, გ.
წერეთელი, ი. მაჩაბელი, ეკ. გაბაშვილი, ი. გოგებაშვილი, სოფ. მგალობლიშვილი, ნ.
ლომოური, პ. უმიკაშვილი, გ. იოსელიანი, ე. თაყაიშვილი,ი. ბაქრაძე, ეგ. ნინოშვილი, ვ.
ბარნოვი და სხვ.

1895 წლიდან «კვალში» თანამშრომლობენ ქართველი სოციალ-დემოკრატები – ლ.


კეცხოველი, მ. ცხაკაია, ფ. მახარაძე, ნ. ჟორდანია, ალ. წულუკიძე და სხვ. «კვალში» გ.
წერეთელმა წამოაყენა XIX საუკუნის ქართული სააზროვნო სივრცის «სამ დასად» დაყოფის
იდეა, რაც საფუძველს მოკლებული იყო, მაგრამ სახელწოდება «მესამე დასი» შემორჩა
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურას. «კვალი» ქართველი მარქსისტების პირველი
ლეგალური ორგანო იყო რუსეთის იმპერიაში. მან კითხველის წინაშე დასვა ქართულ
ენაზე სწავლა-განათლების დაფუძნების, სამეურნეო და კლასიკური გიმნაზიების
შემოღების, სალიტერატურო ენის შექმნაგამდიდრების პრობლემები, წოდებათა გარეშე
ხალხის საყოველთაო განათლების აუცილებლობის საკითხები. «მესამე დასმა» ეგ.
ნინოშვილის დაკრძალვისას «უარყო წოდებათა განკერძოება და საქართველოს ნაცია –
გლეხი, თავადაზნაური, მღვდელი, ვაჭარი, მოხელე და მოქირავე ყმა, თავისი
ნაციონალური სარწმუნოებით» ასახვის ობიექტად გამოაცხადა. «კვალმა» გამოაქვეყნა
ბაგრატ დიდის, დავით აღმაშენებლის, გიორგი III, თამარ მეფის, პატარა კახის, წმინდა
ნინოს პორტრეტები, «მოდინახის» ციხის, ბოდბის ეკლესიის, გელათის, ვარძიის
რეპროდუქციები. ბიბლიის სიუჟეტების – შობის, ნათლისღების, ბზობის, აღდგომის და
სხვა რელიგიური დღესასწაულების განმარტებები. «კვალში» თანამშრომლობდნენ
ახალგაზრდა მხატვრები – მოსე თოიძე, ოსკარ შმერლინგი, გიგო გაბაშვილი და სხვ.

1900 წლის აპრილიდან 1904 წლამდე «კვალის» რედაქტორია ნოე ჟორდანია,გამომცემელი


– ნ. ალექსიევ-მესხიევი.

624
ახალი პრესა

ამ ნაირათ, ჩვენ განვიხილეთ ქართული პრესის მთავარი მიმდინარეობა დღიდან მისი


დაარსებისა და აღმოვაჩინეთ შემდეგი: პირველ ხანაში ის არის პირდაპირი, უშიშარი და
მებრძოლი. მეორე ხანაში ის ჰკარგავს ყველა ამ თვისებას და ხდება პირმოთნე, მოშიშარი
და გულ-ჩახვეული. პირველი მიმდინარეობა არის მიმდინარეობა ახალგაზრდა,
სიცოცხლით და ძალ-ღონით სავსე, ამისათვის მისი სიტყვა მჭრელი, რიხიანი და
მძლავრია; მეორე არის მიმდინარეობა მოხუცებული, ცოცხალ-მკვდარი და დახავსებული,
ამისათვის მისი სიტყვაც ჩლუნგი, გაუბედავი და უძლურია. ის ხვდება სულს და გულს,
აფიქრებს და ავარჯიშებს ჭკუა-გონებას, აფხიზლებს და ამოძრავებს ადამიანს; ეს კი,
პირიქით, აცარიელებს სულს და გულს, აძინებს და აზანტებს ჭკუაგონებას, ბორკვავს და
ატყვევებს ადამიანს. პირველს მეთაურობს «დროება», მეორეს «ივერია». მეფობა «დროების»
არის მეფობა პროგრესის; მეფობა «ივერიის» არის მეფობა რეაქციის... «ივერიამ», ამ
ქართულ ყოველ-დღიური პრესის მონოპოლისტმა, თვითონვე დასცა დროშა ქართული
პრესის; ის არც ერთ საამდროვო კითხვებს ყურადღებას არ აქცევს. ქართველი ხალხის
სულის კვეთებას უპასუხოთ ტოვებს; ის აზრის გამოთქმას უფრთხის და ერიდება. აბა რა
გაზეთია ის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ათიოდე მოწინავე წერილსაც ვერ
მოგვცემს რაიმე საჭირ-ბოროტო საგანზე? და აი, ასეთია «ივერია», ეს ქართული პრესის
წარმომადგენელი, და რაღა გასაკვირველია, ასეთ პრესას ძალა და მნიშვნელობა არ
ჰქონდეს. რაკი პრესა თავის ღირსებას ვერ იცავს, თავის-თავს პატივს არ სცემს, თავის თავს
ვერ ცნობს, ცხადია, მას აღარც საზოგადოება უნდა აფასებდეს და ცოვრების ლამპრათ
ცნობდეს. ამისათვის, ქართველი საზოგადოება გადაეჩვია ქართულ მწერლობას, ქართულ
ჟურნალ-გაზეთობას; ამისათვის ქართული სიტყვიერება ასე ჩამოქვეითდა და ბურთი და
მოედანი დარჩა სხვებს... ერთი სიტყვით, «ივერიამ» არა თუ გონებრივი და
მოქალაქეობრივი გზა აგვიბნია, არამედ საზოგადოთ ქართულ პრესასაც გადაგვაჩვია,

625
ქართული ბეჭდვითი სიტყვაც დააუძლურა და ნიადაგიც დაუკარგა, და ეს მან
მოიმოქმედა 1886–1892 წ.წ., როგორც ერთათ ერთი ქართული ორგანო, და ამასვე მუშაობს
დღეს, როგორც ერთათ ერთი ქართული ყოველ-დღიური გაზეთი.

ასე თუ ისე, დღეს ჩვენ მწერლობაში «ივერიის» წინამძღოლათ ყოველმხრივი რეაქციაა,


რეაქცია აზრის, ზნეობის, მოქალაქეობის, ქართული სიტყვიერების.1 ქართული სიტყვა
სუსტი, აზრი ძველი, ზნეობა მახინჯი, მოქალაქეობა სულ არა–აი, თვისება
«გაივერიელებული» პრესის. საჭიროა ქართულმა სიტყვამ მოიპოვოს შესაფერი გავლენა,
საჭიროა აზრი განახლდეს, ზნეობა ამაღლდეს, მოქალაქეობა აღორძინდეს. და ყველა ეს
უნდა მოიმოქმედოს ახალმა პრესამ, პრესამ თანამედროვემ და დროს შესაფერმა. რაში
მდგომარეობს ეს ახალი პრესა? რა დამახასიათებელ თვისებებს შეიცავს ის? სად აქვს მას
ნიადაგი და როგორ უნდა მოიპოვოს მომავალი? 1. ეს ყოველ-მხრივი რეაქცია არ შეიძლება
იყოს ისე, რომ მას ენის რეაქციაც თან არ დაყვეს. და მართლაც, ენა «ივერიის» დიდათ
განირჩევა «დროების» და «საქართველოს მოამბის» ენისაგან, რაც 1877 წელსვე აღნიშნა
«დროებამ» (იხ. №27). «ივერიის» ენა არის ქართული ენის უკან დახევა, რეაქცია, მაგრამ
ამას ჩვენ აქ აღარ გამოვუდგებით.

ახალი პრესა, პირველ ყოვლისა, ნიშნავს ახალი ცხოვრების ხელმძღვანელობას. ხოლო


ახალი ცხოვრების ხელმძღვანელობა ნიშნავს ამ ცხოვრების ახსნას, გარკვევას და
გათვალისწინებას. მაშასადამე, ახალი პრესის საფუძველი უნდა იყოს ახალი აზრები...
აშკარაა, პირველი თვისება განახლებული პრესის არის მისი თანამედროვეობა.

პრესა, რომელიც ლაპარაკობს მხოლოთ ძველ და დრო გადასულ საგანებზე, აღარავის


სულს და გულს არ ეკარება, აღარავის არ ამოქმედებს და გზას ცხოვრებისას არ უკაფავს.
ასეთი პრესა არის ძველი პრესა. ასეთია ამ ჟამათ «ივერია»; ასეთი არ იყო თავის დროზე
«დროება». «დროების» მთავარი ღირსება იყო ის, რომ თავის დროის მოწინავე აზრები
ჰქონდა შეთვისებული და ამას ქადაგებდა. ის დრო იყო დრო ბატონ-ყმობის
ურთიერთობის დარღვევისა და მაშინდელი ახალი აზრიც ყმების გამოსარჩლებას და
გლეხ-კაცობის დახმარებას შეიცავდა. «დროება» არ ღალატობდა ამას, მის დროშაზე ეწერა:

626
დაცვა დაჩაგრულთა (გლეხთა) დამჩაგვრელთა წინააღმდეგ (მებატონეთა). ეს არის მისი
ძლიერი მხარე და ეს ტრადიცია დათესა მან. ასე რომ პირველი ქართული გაზეთი იყო
გაზეთი დემოკრატიული, რაიცა შემდეგ უარჰყო «ივერიამ» და მით დაარღვია ტრადიცია
ქართული პრესის. ეს ტრადიცია უნდა იქმნას აღდგენილი ახალი პრესის მიერ და მით
წარსულს და აწმყოს შორის გაწყვეტილი ძაფი ხელ ახლა გაისკვნას. ამ მხრით, ახალი პრესა
იქნება გაგრძელება «დროების».

ერთი სიტყვით, ახალი პრესა უნდა დაუკავშირდეს წარსულ პრესას, მან უნდა შეითვისოს
ჩვენ გამოცემათა საუკეთესო თვისებები, მან უნდა მონახოს თავისი სათავე სამშობლო
მწერლობაში და აი მაშინ ის წარსულის ნამდვილი შვილი იქნება, აწმყოს ნამდვილი
მატარებელი და მომავლის მქონებელი. და აი ასეთი სათავე ახალი პრესისათვის არის
«დროება». ღირსება «დროების» უნდა იქმნას შესისხლხორცებული, ნაკლულევანება
დროების უარყოფილი და ასე ის დღევანდელ პრესაში გადმოტანილი. «დროების»
ღირსება, როგორც ვთქვით, მდგომარეობდა მის პირდაპირობაში, მის დემოკრატიულ
მიმართულებაში და ჩვენი ცხოვრების პირუთვნელ მხილებაში. ეს არის მის მიერ
გადმოცემული ანდერძი და ყველა პროგრესულმა ორგანომ თავის წმინდათა-წმინდათ ეს
ანდერძი უნდა დასახოს. რაც შეეხება ნაკლულევანებას – ამას თვითონ «დროება»
გვამცნევს შემდეგი სიტყვებით: «ყველაზე უფრო რაც დღემდის ქართულ ენაზე გამოსულა
და გამოდის, იბეჭდება იმ ერთ მუჭა თავდაზნაურობისათვის, რომელიც ჩვენ მკითხველ
საზოგადოებას შეადგენს»... აი, რა მთავარი ნაკლულევანება ჰქონებია მაშინდელ პრესას.
და მართლაც, მესამოცდაათე წლების ცხოვრება იმოდენათ ჩვილი და განუვითარებელი
იყო, რომ მკითხველ საზოგადოებას მხოლოთ მოწინავე წოდების უმაღლესი ნაწილი და
მის საშოდან გამოსული ინტელიგენცია შეადგენდა. მაშასადამე, პრესა იძულებული იყო
დემოკრატიული აზრები ექადაგა არა ხალხის, დემოკრატიისთვის, არამედ ამ «ერთი მუჭა»
თავად-აზნაურობის, არისტოკრატიისთვის. ის თავის იდეებს ვერ აგებიებდა იმათ, ვისაც
ის ეხებოდა, ის ვერ ელაპარაკებოდა იმათ, ვისთანაც ლაპარაკი სურდა. აშკარაა, პრესის
იდეალურ მიმართულებას რეალური ნიადაგი არ ჰქონებია. და ეს უნიადაგობა იყო შედეგი
ჩვენი ცხოვრების განუვითარებლობისა... აზრი მოწინავე, ნიადაგი კი უკან ჩამორჩენილი!

627
პრესა ახალი, მკითხველი კი ძველი! აი, მთელი ტრაგიზმი იდეალისტური მწერლობისა
საზოგადოთ და «დროებისა» კერძოთ. ეს უნდა იყოს უმთავრესი მიზეზი, «საქართველოს
მოამბის» დაცემის და ამანვე დაატანა ძალა «დროებას» «ივერიას» შეერთებოდა და მით
უკან დაეხია.

«ივერიას», მართალია, ნიჭიერი პუბლიცისტები არ ჰყოლია, მაგრამ სამაგიეროთ თავისი


მიმართულებით «დროებაზე» უფრო რეალურ ნიადაგზე დადგა. მან დაინახა ის, რაც
დაინახა «დროებამ» – თავად-აზნაურული მკითხველი საზოგადოება – და უცებ მოაბრუნა
პრესის ბორბალი. მან თქვა: თუ კი ჩვენი ნიადაგი თავად-აზნაურობაა, აზროვნებაც
თავად-აზნაურული უნდა გვქონდესო და ის იყო «საქართველოს მოამბის» და «დროების»
დემოკრატიული «გატაცებანი» უარ-ჰყო და შეუდგა მოწინავე წოდების გულის მოგებას. ამ
გზაზე სასიარულოთ მოიმხრო მან «დროება» და ამასვე ადგია დღემდის. მან უარყო
«დროების» იდეალისტური მიმართულება, სამაგიეროთ ჩაებღაუჭა მის მკითხველთა
საზოგადოებას. და ასე ეს ორივე ორგანო, ერთი პროგრესიული და მეორე
კონსერვატიული, დგება ერთ და იმავე ნიადაგზე, ესაუბრება ერთ და იმავე მკითხველებს.
როგორიც მუშტარი, ისეთი საქონელი – აი, დევიზი «ჭკვიანი» ვაჭარის. და სწორეთ ეს
მცნება გაიხადა სახელმძღვანელოთ «ივერიამ». «დროება» ამბობდა: მუშტარი კარგი არ
გვყავს და ჩვენ უნდა გავაკარგოთო. «ივერიამ» თქვა: რა საჭიროა ასეთი თავის ხეთქა,
ვკითხოთ მუშტარს, რა სურს მას, რა გემოვნებისაა და ჩვენც ისეთი საქონელი
მივაწოდოთო... მაგრამ როგორც კი «დროება» მოისპო და «ივერიას» დარჩა პრესის
მონოპოლია, – მაშინ ეს ვითომ და «დროებაზე» აღზრდილი საზოგადოება «ივერიას»
სიამოვნებით ეწაფება. გამოჩნდა რომ, ეს ორგანო უფრო უახლოვდება ამ ხალხს;
კონსერვატულმა მკითხველმა როგორც იყო მიაგნო თავის ორგანოს და ხელიხელ
ჩაკიდებული მოედანზე გამოვიდა. იდიალიზმი «დროების» მოისპო, რეალიზმი «ივერიის»
გამეფდა.

628
ეს ცვლილება, რასაკვირველია, წარმოებდა ნელ-ნელა და ამიტომ ვერც «ივერიელნი» და
ვერც საზოგადოება ამას სავსებით ვერ ამჩნევდენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, «ივერიას»
თავისი ვიწრო მიმართულება ძალიან ფართო მიმართულება ეგონა...

ამ გვარათ, ქართულმა პრესამ განიცადა შემდეგი ცვლილება: პირველათ ის იყო


პროგრესიული თავისი მისწრაფებით, კონსერვატიული თავისი ნიადაგით («დროება»);
შემდეგ ის გახდა მისწრაფებით კონსერვატიული და კონსერვატიული ნიადაგითაც
(«ივერია»). აღორძინებას მოჰყვა დაცემა, წინმსვლელობას უკან ჩამორჩენა. და აი, ახლა
ვდგევართ ჩვენ პრესის მესამე ხანის საზღვართანდა რამდენიმეთ კიდევაც ჩავაბიჯეთ
ფეხი... ეს ხანა არის ხანა ხელახლათ აღორძინების და განახლების.

ამ ახალმა პრესამ რა უნდა მიიღოს «დროება» – «ივერიიდან» და რა უარჰყოს? მან უნდა


მიიღოს უეჭველათ «დროების» პროგრესიული მისწრაფება და უარჰყოს მისი
კონსერვატიული ნიადაგი. მაგრამ მიღება «დროების» მისწრაფების სრულებით არ
მოასწავებს მიღებას ამ მისწრაფების შინაარსისას, ვინაიდან შინაარსი დამოკიდებულია
არსებულ ცხოვრების ურთიერთობაზე, ხოლო ეს ურთიერთობა მაშინ სულ სხვა იყო და
ახლა კი სხვაა. რამდენათ «დროების» ლტოლვილება პროგრესიული იყო თავის
დროისათვის, იმდენათ ახალი პრესის ლტოლვილება უნდა იყოს პროგრესიული ახალი
დროისათვის.

აი, აქ არის მზგავსება ამ ორი ხანის პრესას შორის. მაშასადამე, «დროებამ» გვიანდერძა
სახელმძღვანელოთ მისი ფორმალური თვისებები, როგორც მაგ. პირდაპირობა,
პირუთვნელობა, კრიტიკა, დაჩაგრულთა გამოსარჩლება და სხ. ხოლო ამ ფორმაში უნდა
გამოვხვიოთ დღევანდელი დღის შესაფერი აზრები და შინაარსი ე. ი. ფორმა ძველი,
შინაარსი ახალი. აი, ახალი პრესის გზა და ხიდი. ეს არის ახალი პრესის იდეალისტური
მხარე.

რა უნდა მივიღოთ «ივერიიდან»? «ივერიამ» თავისი მაგალითით გვასწავლა ერთი რამ,


სახელდობრ, ყოველივე იდეას თავისი შესაფერი რეალური ნიადაგი უნდა ჰქონდესო; ის

629
გაძლიერდა სწორეთ იმიტომ, რომ ასეთი ნიადაგი მონახა და ზედ აღმართა თავისი ციხე-
სიმაგრე. მაშასადამე, ახალმა პრესამაც შესაფერი ნიადაგი უნდა მონახოს და ზედ ააგოს
თავისი ციხე-სიმაგრე. ეს ნიადაგი ვერ იქნება ნიადაგი «ივერიის», ვინაიდან ის ერთიანათ
ვიწრო და ჩვენი ერის უკან დამწევია. ის ვერ იქნება ნიადაგი «დროების», ვინაიდან ის
არაფრით განსხვავდება «ივერიის» ნიადაგისაგან. ერთი სიტყვით, ნიადაგი ახალი პრესის
ვერ იქნება ვერც ის «ერთი მუჭა» თავად-აზნაურობა და ვერც სხვა რომელიმე ძველებური
წოდება. ის უნდა მოინახოს ჩვენი ერის ახალ მიმდინარეობაში.

რას შეიცავს ეს მიმდინარეობა? ის შეიცავს ერთიანათ სამოქალაქო მიმდინარეობას.


ქართველობა უკანასკნელ 10 – 15 წლის განმავლობაში სწრაფათ ჩაება თანამედროვე
მოქალაქეობაში და რაც დრო მიდის, მით უფრო ის მაგრდება ამ გზაზე. და რადგანაც
ბურჯი ახლანდელი ცხოვრებისა მოქალაქეობაა, ამისათვის გაქალაქებული საქართველო
ბურჯია ჩვენი მერმისის... პრესაც აქ უნდა ეძიებდეს თავის ნიადაგს.

ვისგან შედგება ეს ახალი ხალხი? აქ პირველ ყოვლისა წოდებები არიან; დანაწილება


წარმოებს თანახმათ ხელობისა და არა შთამომავლობისა. გუშინდელი ნაყმევი და
ნაბატონარი დღეს ერთი ხელობით ცხოვრობენ, ერთ პირობებში არსებობენ, ერთ რაზმს,
ერთ საზოგადოებას შეადგენენ. აქ უნდა იკითხოთ არა გლეხი ხარ თუ აზნაურიო, არამედ
რა ხელობის და შეძლების ხარო. ეს არის შეურყეველი საძირკველი ევროპიული
მოქალაქეობისა. აშკარაა, ჩვენ ვერ შევიქნებით მომხრეთ რომელიმე წინანდელი წოდების
და მაშასადამე, ვერც მოწინააღმდეგე... ერთი სიტყვით, ქართველობის ის ნაწილი,
რომელიც სამოქალაქო ასპარეზზეა გამოსული და ილტვის თანამედროვე საშუალე ბებით

(განათლება, აღებ-მიცემობა, ხელოსნობა, შავი-მუშაობა, და სხ. და სხ.) თავი ირჩინოს, არის


ახალი ქართველობა და ახალი მწერლობაც მათი მიდრეკილების გამომხატველი უნდა
იყოს... თავისთავათ ცხადია, რომ ამ ახალიქართველობის დიდი უმრავლესობა სუსტია
შეძლებით და შეუგნებელია გონებით (მუშა, ხელოსანი და სხვა წვრილი შეძლების
პატრონნი). იმას, როგორც ეს ახლათ აღორძინებულს შეფერის, ჯერ კიდევ დიდი შრომა და
მეცადინეობა ეჭირვება, რომ შეიქნეს დღევანდელი ვითარების გაგებული შვილი. ის ამ

630
გზაზე უკვე შედგა და მარდათ მიექანება. საჭიროა მხოლოთ მეთაურობა და ალაგს
გაფრთხილება, რომ სადმე არ ჩაიჩეხოს. ასეთი მეთაურობა უნდა იტვირთოს ახალმა
პრესამ. პრესის მოვალეობაა ამ მიმავალ ქარავანს გზა გაუნათოს, ყოველივე
დამაბრკოლებელი ზღუდეები დაუნგრიოს და თავისუფალ სამოძრაო კალაპოტის
მოპოვებაში დაეხმაროს...

ამ სახით, ახალი პრესის ერთათ ერთი მიზანია – ხელმძღვანელობა გაუწიოს ჩვენ


მოქალაქობრივ განვითარებას და დაეხმაროს ხალხს ამ განვითარებაში შეგნებული
მონაწილეობა მიიღოს. ეს არის მისი რეალური ნიადაგი. ამ მიზნის მისაღწევათ
აუცილებელია კრიტიკა პირუთვნელი, აზრი ახალი, სიტყვა მჭრელი. ეს არის მისი
იდეიური ლტოლვილება.

მხოლოდ ძველი ქვეყნის კრიტიკით შეიძლება ახალი ქვეყნის დამყარება, მხოლოდ ძველი
აზრის დარღვევით შეიძლება ახალი აზრის გამეფება და ამ წერილების საგანიც მხოლოდ
ეს არის და არა სხვა რამე. ჩვენ ნათელ ვყავთ ის საოცარი გონებრივი დაცემა, რომელიც
«დროების» მოსპობას და «ივერიის» გამძლავრებას მოჰყვა. ამისათვის ახალი პრესა,
ითვისებს რა «დროების» პროგრესიულ ელემენტებს, ძირიანათ ეწინააღმდეგება «ივერიის»
ყველა ელემენტებს. ეს ორგანო არც მიმართულებით და არც ნიადაგით ჩვენი დროის
პროგრესიულ მიმდინარეობას არ შეესაბამება, და ამიტომ ჩვენი დროის მოწინავე მოღვაწე
მოვალეა მას შეებრძოლოს. და როცა ის ძლეულ იქნება, როცა საზოგადო აზროვნება
განახლდება, მაშინ ჩვენ ერთიანათ ჩავდგებით ქართული პრესის მესამე ხანაში – ხანა
ხელ-ახალი აღორძინების და პროგრესის...

გავათავეთ. ჩვენ კარგათ ვიცით, თუ რა როლი ვიკისრეთ ამ წერილების გამოქვეყნებით.


ვიცით ისიც, თუ რა მოუფერებელი და შეუბრალებელი ვიყავით ზოგ მოღვაწეთა მიმართ.
მაგრამ ყველა ამაში ვხელმძღვანელობდით მხოლოდ სიმართლით და სამშობლოს ღრმა
სიყვარულით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ღრმა ცვლილებაშია, ის
დიდ განსაცდელშია და ეს გარემოება სრულიად შეუგნებელია. აი, ამ შეუგნებლობის
მოსპობა, ამ ბურუსის გაფანტვა არის ერთათ ერთი მიზანი ამ წერილებისა. და სწორეთ

631
ამიტომ ისე სასტიკათ მოვეპყარი იმათ, ვისი წყალობითაც ეს ბურუსი ჩვენ შეგნებას
გადაეფარა. ჩვენ ვებრძვით იმათ არა როგორც კერძო პირთ, არამედ როგორც
განსაზღვრული აზროვნების მატარებელთ. ჩვენ მათ აზრთან გვაქვს საქმე და არა მათ
პიროვნებასთან. შეიძლება მოღვაწეს პირადათ დიდ პატივსაც ვცემდე, მაგრამ მის
მოღვაწეობას არ თანავუგრძნობდე. ყველაზე მეტათ ამ წერილებში შევეხეთ თ. ი.
ჭავჭავაძეს და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მეთაური იმ მოძრაობის, რომელსაც ჩვენ რეაქცია
ვუწოდეთ, ის არის, და განა შეიძლებოდა მას არ შევხებოდით? მაგრამ ჩვენ ენერგიულ
პროტესტს ვაცხადებთ წინააღმდეგ იმ უსაქმურთა, რომელნიც აქა-იქ ჭორაობენ, რომ
ვითომ თ. ჭავჭავაძის პიროვნება გვყავდეს ამოჩემებული და იმას ვებრძოდეთ. ამას იტყვის
მხოლოდ ის, ვისაც ეს წერილები ან არ წაუკითხავს და თუ წაიკითხა, იქიდან სახელების
მეტი არაფერი გამოუტანია. ვიმეორებთ, ჩვენ ვებრძვით თ. ი. ჭავჭავაძის მიმართულებას,
რამდენათაც ეს მის პუბლიცისტურ მოღვაწეობაში გამოიხატა, და არა მის პიროვნებას.
აზრის სხვა-და-სხვაობა არ ნიშნავს პირად მტრობას და შურის ძიებას. ჩვენ ეს ასე გვრწამს
და დეე სხვებმა როგორც უნდათ ისე იწამონ. ჩვენი მსაჯული ისტორიაა.

იბეჭდება ნოე ჟორდანიას 1898-1899 წ. წ. «კვალში» გამოქვეყნებული წერილების


მიხედვით შედგენილი ბროშურიდან – «ქართული პრესა (გუშინ და დღეს)», თავი X (გვ.
107 – 118). ნოე ჟორდანიას ეს ბროშურა გამოქვეყნდა თბილისში, 1900 წელს.

632

You might also like