You are on page 1of 5

ვიქტორ ჰიუგო

ვიქტორ ჰიუგო (ფრანგ. Victor Hugo, დ. 26 თებერვალი, 1802,


ბეზანსონი — გ. 22 მაისი, 1885, პარიზი) — ფრანგი
რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი.

ციტატები
ბრძოლა იწყება გამარჯვების შემდეგ.

ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი,


გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, –
ყველაფერი ამათშია.

ვიქტორ ჰიუგო, 1883

ვინც საყანედ ამზადებს ჭაობიან ნიადაგს, უნდა


მიეჩვიოს მის გარშემო ბაყაყების ყიყინს.

ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების


მოქმედებაზეც.

უზენაესი სამსჯავრო – სინდისის სამსჯავროა.

ყველაზე ძლიერი ძალა არის უდანაშაულო გული.

სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება მამაკაცი და ქალი ანგელოზად


იქცევა. სიყვარული ზეცაა.

სიყვარული ხსნის ფრჩხილებს; ქორწინება ხურავს მას.

ხალხის სიდიადე სულაც არ იზომება მისი რაოდენობით.


სიზარმაცე დედაა, რომელსაც ჰყავს ვაჟი — ქურდობა და ქალიშვილი — შიმშილი.

მინდა ვიყო სახელოვანი — ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო,


ეს — მოვალეობაა.

ოპტიმისტია ის, ვინც მომხრეა იმ მოძღვრებისა, რომ შავი იმავდროულად თეთრიცაა.

სიკვდილი მარადისობისაგან მონიჭებული თავისუფლებაა.

პროგრესის უხეშობას რევოლუციას უწოდებენ: დამთავრდება მოძრაობა და


ყველასათვის ცხადი ხდება, რომ ადამიანმა წინ წაიწია, თუმცა კარგი მათრახიც მოხვდა.

ვატერლოო, ეს უსიცოცხლო და უკაცრიელი პლატო, ეს ავბედი ველი, სადაც ღმერთმა


ამდენი ვაება დაუშვა, ახლაც თრთის გიგანტთა გაქცევის ხილვით.

ადამიანთა უმრავლესობა ეძებს მეგობართა წრეს, სადაც მას მოუსმენენ და არა ისეთს,
მან რომ მოუსმინოს.

თვალი ღმერთს მხოლოდ ცრემლით ხედავს.

ვინც არ ტირის,მაშ ვერც ხედავს.

მეხსიერება სინანულის მეზობელია.

ყველაზე მეტად ჩვენი ოცნებები გვგვანან ჩვენ, ყოველ ჩვვენთაგანს ოცნება საკუთარი
ნატურის შესაბამისად ესახება.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)


როგორი ფილოსოფიაც აქვს ადამიანს ისეთივე ცხოვრება აქვს, სადაც დაიგებ იქვე
გაიღვიძებ.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)

უფსკრულში ვარდნისას ზეცას შევყურებთ.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)

არსებობს მსოფლიო ჯარებზე ძლიერი რამ, ეს არის იდეა რომლის დროც დადგა.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)

კაცები ნადირობენ, ქალები ნადავლს ეუფლებიან.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)

ბავშვები უცებ და უყოყმანოდ ერწყმიან ბედნიერებას, რადგან ბუნებითვე არიან


სიხარული და ბედნიერება.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)

ალმასი ჭუჭყში არ დნება.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)

იყო კეთილი ეს ადვილია, შედარებით რთულია იყო სამართლიანი.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)


შეიძლება დაამსხვრიო იარაღი, მაგრამ ვერ მოსპო იდეა.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)

შედარებით ადვილია იმსჯელო ადამიანზე მისი ოცნებების მიხედვით, ვიდრე მისი


ფიქრების მიხედვით.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)

მე უმნიშვნელოდ ვხვდები მტრის მიერ დანის ჩარტყმას, უფრო მტკივნეულია


მეგობრისგან გაყრილი დანა.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)

ყველაზე და ყველაფერზე უპირველესად იყავით ადამიანები, ნუ შეგეშინდებათ მეტად


ჰუმანურობის.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)

არასოდეს ღირს ქალისთვის იმის თქმა რისიც არ ესმის. ის იწყებს ამაზე ფიქრს და
ხშირად მისი ნააზრევი სულ სხვა მხარეს იღებს.

ციტატის წყარო: ვიქტორ ჰიუგო ციტატები (http://greatwords.ru/a/viktor-gyugo.html)]

არ არსებობს მოაზროვნე ადამიანისთვის,იმაზე დიდი ტანჯვა,ვიდრე შეჰყურებდეს


ბნელით მოცულ კაცობრიობას,წყვდიადში ხელის ცეცებით ეძებდეს პროგრესს და მისი
გამოღვიძება კი არ ძალუძდეს.

ციტატის წყარო: „საბრალონი“ გამომცემლობა: პალიტრა L


ვისაც მშვენიერება უყვარს,მას სინათლე სწყურია.
ციტატის წყარო: „საბრალონი“ გამომცემლობა: პალიტრა L

თუ გიყვართ ქალი,მისი ღიმილის ელვარება ბნელშიც ბრწყინავს.


ციტატის წყარო: „საბრალონი“ გამომცემლობა: პალიტრა L

ვიკისაწყობში არის ვიკიპედიაში არის


გვერდი: სტატია:
:Category:Victor Hugo ვიქტორ ჰიუგო

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ვიქტორ_ჰიუგო&oldid=30204“-დან

ეს გვერდი ბოლოს დარედაქტირდა: 13:39, 30 იანვარი 2020.

მოცემული ტექსტი წარმოდგენილია Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით; შესაძლოა


დამატებითი პირობების არსებობა. დეტალებისთვის იხილეთ გამოყენების წესები.

You might also like