You are on page 1of 9

1.

ისტორიოგრაფიის საგანი, ამოცანები და ისტორიის პერიოდიზაცია


ისტორიოგრაფიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე

ისტორიოგრაფია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ისტორიული აზრის


განვითარებას სხვადასხვა ეპოქასა და დროში. ტერმინი ისტორიოგრაფია ბერძნული სიტყვაა
და ისტორიის აღწერას (თხრობით აღწერას) ნიშნავს. „ისტორია“ - თხრობა და „გრაფოს“-
აღწერა. ტერმინს ისტორიოგრაფია რამდენიმე მნიშვნელობით ხმარობენ:
 ეს არის ისტორიული მეცნიერების მთელი ისტორია, აგრეთვე გამოკვლევათა
ერთობლიობა, რომელიც შეეხება განსაზღვრულ ეპოქას, თემას, ან ისტორიულ
ნაშრომთა ერთობლიობა, რომელთაც აქვთ შინაგანი ერთიანობა სოციალურ-
კლასობრივი ან ნაციონალური მახასიათებლების მიხედვით, მაგ. მარქსისტული
ისტორიოგრაფია, ფრანგული ისტორიოგრაფია.
 ეს არის ისტორიული მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის მის ისტორიას,
კერძოდ: ისტორიული ცოდნის დაგროვებას, ისტორიული მოვლენების განმარტებას,
ისტორიული მეცნიერების მეთოდოლოგიური მიმართულებების ცვლას და სხვა.
 ეს არის ისტორიის, ისტორიული პროცესის აღწერა. აქედან მომდინარეობს
პროფესიული ტერმინი ისტორიოგრაფი, რაც ისტორიკოსის სინონიმია.
ისტორიოგრაფია არის წარსულის აღწერის მეტა-ანალიზი. ისტორიოგრაფიის შესწავლისას
ისწავლება არა წარსულის მოვლენები უშუალოდ, არამედ ამ მოვლენების ინტერპრეტაციების
ცვლილებები ცალკეული ისტორიკოსების შრომებში. ზოგიერთი ძირითადი საკითხი,
რომელიც განიხილება ისტორიოგრაფიაში: ვინ დაწერა ისტორიული წყარო (პირველადი ან
მეორეული);
რამდენად სარწმუნოა წყარო; როგორი იყო ისტორიული ცოდნა და წარმოდგენები წყაროს
შედგენის პერიოდში; ვინ იყო წყაროს შემკვეთი და მომხმარებელი (აუდიტორია); რომელ
წყაროებს და ფაქტებს ანიჭებდნენ უპირატესობას და რომელს უგულვებელყოფდნენ
თხრობისას; რა მეთოდით იყო შეგროვებული ინფორმაცია და სხვა.
 რას უნდა შეიცავდეს კარგი ნაშრომი თანამედროვე ისტორიოგრაფიაში?
ეს არის წყაროების ავტორისეული ინტერპრეტაცია;
 ისტორიოგრაფიის ღრმა ცოდნა, მაგრამ მათი ციტირების მინიმალიზება, რათა
ნაშრომი კომპილაცია არ გამოვიდეს, რაც თავისებური პლაგიატია.
 სიახლის ძიება, ამასთან არა მხოლოდ საკითხთან დაკავშირებით სიახლის ძიება,
არამედ საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით ახალი მეთოდოლოგიის ან მიდგომის
შემუშავება, რაც დამატებით განავითარებს დარგს.

რა შეიძლება დაწეროსისტორიკოსმა?

 ახალი წყაროს ინტერპრეტაცია ან ახლად გამოვლენილი მასალების ფონზე წყაროს


რეინტერპრეტაცია
 ისტორიის ფილოსოფია, ისტორიის გააზრება სხვადასხვა ჭრილში
 თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისტორიის რეკონსტუქცია, მაგ. ”3D-ში”
გაკეთებული ძველი თბილისი ან თუნდაც აიეტის სასახლე.

1. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოების შესახებ ისტორიული
ცოდნის განვითარებასა და საისტორიო წყაროებს. 2. იმ ისტორიულ თხზულებათა
ერთობლიობა, რომლებიც წარმოიშვა ამა თუ იმ პერიოდში ანდა რომლებიც
მიძღვნილია ამა თუ იმ ისტორიული ეპოქის ან პრობლემისადმი.

შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა


თვით საკუტარი ისტორიის შესწავლა. სწორედ ამ რთული და დიდმნიშვნელოვანი ამოცანის
გადაწყვეტას ემსახურება სპეციალური დისციპლინა - ისტორიული მეცნიერების ისტორია,
ანუ, ისტორიოგრაფია (პროკოფი რატიანი).
ერთი სიტყვით, ისტორიოგრაფიის დანიშნულებაა გაანალიზოს თუ როგორ
სწავლობდნენ წარსულში ქვეყნის ისტორიას. მისი ამოცანაა შეხედულებათა აღწერა და
ანალიზი, ისტორიკოსთა იდეებისა და კონცეფციების, ისტორიის მეთოდოლოგიის შესწავლა.
ისტორიის მეთოდოლოგია ამუშავებს პრინციპებსა და მეთოდებს, ტუ როგორ უნდა იქნეს
მოპოვებული ცოდნა წარსულის შესახებ (ქეთევან ნადირაძე).

როდის ჩაისახა ისტორიული აზროვნება და როგორ ხდებოდა


ისტორიის პერიოდიზაცია ძველ დროში?

ისტორიული აზროვნების ჩასახვა ძველი ადამიანების წარმოდგენებთან და მითებთან


არის დაკავშირებული. ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ძველი ისტორიის ამსახველი
ცალკეული მოვლენები ფრაგმენტების სახით არის შემორჩენილი ძველ მითებსა და
ლეგენდებში. დღეს უკვე ყველა ისტორიკოსი აღიარებს იმ ფაქტს, რომ ისტორიულ
წარსულის მნიშვნელოვანი ფაქტები ზეპირსიტყვიერებასა და ხალხურ ფოლკლორში არის
შემონახული. Eეს არის ისტორიის გაზრების უძველესი სახე, რომელიც შემდგომ ეპოქებში
თანდათანობით დაიხვეწა და მეცნიერული სახე მიიღო. ისტორიული აზროვნების
თანდათანობით განვითარება კარგად ჩანს ისტორიის უძველეს პერიოდიზაციასთან.
ძველ სამყაროში კაცობრიობის ისტორია და მისი პერიოდიზაცია მჭიდროდ იყო
დაკავშირებული სამყაროსა და ადამიანის წარმოშობის მითებთან. შუმერული გადმოცემის
თანახმად, ადამიანი თავდაპირველად უდარდელად და ბედნიერად ცხოვრობდა დილმუნში,
სადაც უზენაესი ღმერთი ენლილი მეფობდა. შემდეგ იწყება “მეფობა”, ანუ “ისტორიული”
ხანა, რომელსაც წარღვნა ორად ჰყოფს. ბევრ სხვა რელიგიაშიც კაცობრიობისათვის მისი
არსებობის პირველი პერიოდი იყო ყველაზე ტკბილი. ბიბლიის თანახმად, ადამი და ევა
თავდაპირველად სამოთხეში ცხოვრობდნენ, ვედურ ანუ ძველი ჰინდუს (ინდოეთის)
კულტურაში ისტორიული ციკლები იწყებოდა “ოქროს ხანით”, რომლის აღწერილობა
შუმერულ დილმუნსა და მიწიერ სამოთხეს ჰგავს. მას მოსდევდა ვერცხლის, სპილენძისა
DAდა რკინის ხანაA, შემდეგ კი ახალი ციკლი იწყებოდა. აღმოსავლეთიდან უნდა
მოხვედრილიყო მსგავსი წარმოდგენა ბერძნულ ტრადიციაში. ბერძენი პოეტი ჰესიოდე (ძვ.წ.
VIII-VII სს.) თავის პოემაში “სამუშაონი და დღენი” ამგვარ პერიოდიზაციას გვთავაზობს:
ოქროს ხანა – ქრონოსის ბატონობის ხანაა, როდესაც ადამიანები ღმერთებთან
ერთაც ცხოვრობდნენ, მათ შორის კი მშვიდობა და ჰარმონია სუფევდა. ადამიანები
დღეგრძელნი და ჯანმრთელნი იყვნენ, ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებდნენ
ახალგაზრდულ შემართებასა და ხალისს, სიკვდილის შემდეგ კი მათი სულები
“დამცველებად”, “მფარველებად” იქცეოდნენ.
ვერცხლის ხანა – ეს და შემდგომი ეპოქები ზევსის ბატონობისა და ადამიანის
თანდათანობითი დეგრადაციის ხანაა. ადამიანი ასი წელი დედის მფარველობისა და
ბატონობის ქვეშ იზრდებოდა, შემდეგ კი ხანმოკლე დამოუკიდებელ სიცოცხლეს სხვებთან
ანცობასა და ჩხუბში ატარებდა. ის აღარ ეთაყვანებოდა ღმერთებს, რის გამოც ზევსმა
ადამიანთა ეს თაობა მოსპო. მათი სულები მიწისქვეშეთის “დალოცვილ სულებად” იქცნენ.
ბრინჯაოს ხანა – ამ დროს ბრინჯაოს იარაღი ბატონობს და ადამიანის ძირითადი
საქმე ომია. ადამიანი საკუთარი ბნელი საქმეების მსხვერპლი გახდა – ზევსმა ეს თაობა ე.წ.
დევკალიონის წარღვნით მოსპო. მათი სულები უსახელოდ გადაეშვნენ ჰადესის უკუნში.
გმირთა ხანა – ეს ერთადერთი პერიოდია, რომელსაც არ შეესაბამება ლითონი და
რომელიც არ არის წინამორბედზე უარესი. ამ დროს ადამიანებს შორის ნახევრადღმერთები
და გმირები ცხოვრობენ. ამ გმირებმა დალაშქრეს თებე, კოლხეთი, ტროა, მათი სულები კი
ელისიუმში წავიდნენ. რკინის ხანა – ეს ჰესიოდესა და ჩვენი თანამედროვე ხანაა. ქვეყანა
სავსეა ცოდვითა და უბედურებით, ძალა სიმართლეს ჩაგრავს, შვილი მშობელს აღარ სცემს
პატივს, ძმა ძმას ებრძვის, მასპინძელს სტუმარი აღარ ახარებს, ყველა ტყუის და დაიკარგა
სირცხვილი, ღმერთებმა საბოლოოდ დასწყევლეს ადამიანი. რომაელი პოეტის, ოვიდიუსის
“მეტამორფოზებში” (I ს.) იგივე გადმოცემაა ასახული, ოღონდ გამოტოვებულია “გმირთა
ხანა”, რაც თხრობას უფრო ლოგიკურსა და უიმედოს ხდის – პრაქტიკული წარმატებები და
ცოდნა სულ უფრო აშორებს ადამიანს ბედნიერებასა და სიკეთეს.
ოქროს ხანაში სამართალი და მშვიდობა სუფევს. ადამიანისათვის უცხოა ხელოვნება და
ნაოსნობა. ვერცხლის ხანაში იუპიტერი აწესებს წელიწადის დროებს, ადამიანი სწავლობს
ხელოვნებას, მიწისმოქმედებასა და არქიტექტურას. ბრინჯაოს ხანაში ადამიანი ომობდა,
მაგრამ არ იყო უმოწყალო. და ბოლოს, რკინის ხანაში, ადამიანმა გაავლო საზღვრები ხალხებს
შორის, დახვეწა ვაჭრობის, ნაოსნობის, ხელოსნობის, ომის ხელოვნება, სამაგიეროდ
საბოლოოდ დაკარგა სამართალი და სიკეთე. ამ გადმოცემებიდან იღებს სათავეს გამოთქმა
“ოქროს ხანა”, რომელიც დღეს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური თუ კულტურული
ისტორიის ყველაზე წარმატებულ პერიოდს აღნიშნავს.

ისტორიის გააზრების მითოლოგიური სახე თანდათანობით დაიხვეწა. მაგალითად,


პერიოდიზაციის პტოლემაიოსის სისტემა შედარებით დახვეწილი სისტემაა.
უკვე შუმერულ “მეფეთა სიაში” ვხვდებით ისტორიის დაყოფას იმ მეფეთა ჯგუფის
მიხედვით, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მართავდნენ ამა თუ იმ ქალაქს.
მსგავსი პრინციპი გამოიყენებოდა ეგვიპტეშიც. ე.წ. ტურინის პაპირუსში ფარაონები
გარკვეული ნიშნით არიან დაჯგუფებულნი. ეგვიპტური ტრადიციის გამგრძელებელი
იყო ელინისტური ეგვიპტის სამეფო კარზე მოღვაწე ქურუმი მანეთონი (ძვ.წ. III ს.),
რომელმაც ბერძნულად დაწერა ეგვიპტის ისტორია და ფარაონთა ამ ჯგუფებს დინასტიები
უწოდა. ეგვიპტის ელინისტური დინასტიის შთამომავალი იყო ანტიკურობის ერთერთი
ყველაზე სახელოვანი მეცნიერი, ასტრონომი და გეოგრაფი კლავდიუს პტოლემაიოსი
(დაახლ. 90-160). მის სახელს მიეწერება ე.წ. “პტოლემაიოსის კანონი”, მეფეთა ნუსხა, სადაც
მეფეთა მმართველობის წლებია აღნიშნული. დოკუმენტის შედგენის მიზანი ასტრონომიულ
დაკვირვებათა დათარიღების გაადვილება იყო, ძველად ხომ არ არსებობდა დღევანდელის
მსგავსი უნივერსალური წელთაღრიცხვის სისტემა.
ისტორიკოსისათვის ეს ნუსხა ძალზე საინტერესოა იმიტომ, რომ მის საფუძველზე
შეიძლება დაზუსტდეს ძვ.წ. I ათასწლეულის წამყვან სახელმწიფოთა მმართველების ზეობის
წლები, რაც, თავის მხრივ, საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ჩონჩხი იმ დროის მსოფლიო
ისტორიის ქრონოლოგიისათვის.
საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ კლავდიოს პტოლემაიოსი ფაქტობრივად
გვთავაზობს მისთვის ცნობილი ისტორიის პერიოდიზაციას იმ სახელმწიფოების
დინასტიათა მიხედვით, რომლებსაც მეტ-ნაკლები პრეტენზია შეიძლება ჰქონოდათ
მსოფლიო ბატონობაზე და შესაბამისად, “მსოფლიო იმპერიის” ტიტულზე. ამდენად,
მის პერიოდიზაციას შეიძლება ვუწოდოთ “პერიოდიზაცია მსოფლიო იმპერიების
მიხედვით”. ეს ნუსხა წარმოშობით ბაბილონურია. ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში
შუამდინარეთის ორი ძლიერი სახელმწიფო, ბაბილონი და ასურეთი, ერთმანეთს ეცილებოდა
პირველობას. სიაში ბაბილონის მეფეებად მოიხსენიებიან როგორც ბაბილონის, ასევე
ასურეთის მეფეები, რომლებიც ახერხებდნენ ბაბილონზე კონტროლის მოპოვებას.
iგნორირებულია მხოლოდ ერთი ასურელი მმართველის, სინაქერიბის სახელი, ვინც
ბაბილონს საგანგებოდ უმტრო და ძვ.წ. 689 წელს დაანგრია კიდეც ქალაქი. ძვ.წ. 539 წელს
სპარსეთის მეფე კიროსმა ბაბილონი აიღო. ამ მომენტიდან მსოფლიო პირველობა
სპარსელების ხელში გადავიდა.
სპარსელები ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა და მსოფლიოს ბატონი გახდა,
თუმცა მისი იმპერია მალე დაიშალა. ალექსანდრეს სარდლები და მემკვიდრეები დიდხანს
იბრძოდნენ პირველობისათვის. კლავდიოს პტოლემაიოსი აქ სუბიექტურია და
უპირატესობას თავის წინაპრებს, ეგვიპტელ პტოლემაიოსებს ანიჭებს. თუმცა, უნდა ითქვას,
რომ ამაში არის გარკვეული ლოგიკა: ერთი მხრივ, პტოლემაიოსები არ ჩამოუვარდებოდნენ
ალექსანდრეს სხვა მემკვიდრეებს, მეორე მხრივ კი, მისი წინაპრების მეფობის წლებით
დათარიღებული ეგვიპტური ასტრონომიული დაკვირვებები ყველაზე კარგად იყო ცნობილი
ავტორისათვის. პტოლემაოსებს სრულიად სამართლიანად რომის იმპერატორები მოსდევენ.
მათ ნუსხას აკლია მხოლოდ ის მმართველები, ვინც ერთ წელზე ნაკლებ ხანს ფლობდა
ხელისუფლებას. მანეთონისა და კლავდიუს პტოლემაოსის გავლენით ამა თუ იმ ქვეყნის
ისტორიის პერიოდიზაცია დინასტიების მიხედვით საკმაოდ პოპულარული იყო მომდევნო
ხანის ისტორიკოსებს შორის და დღესაც ხშირად გამოიყენება.წყა
სპარსეთის მეფეები – ძვ.წ. 538-332 კიროსი – 538-530 კამბისესი – 529-522 დარიოს I – 521-486
ქსერქსე – 485-465 დარიოს II – 423-405 არტაქსერქსე II – 404-359 არტაქსერქსე III – 358-338
არსესი (აროგუსი) – 337-336 დარიოს III – 335-332 მაკედონიის მეფეები – ძვ. წ. 331-305
ალექსანდრე დიდი – 331-324 ფილიპე III – 323-317 ალექსანდრე IV – 316-305
ეგვიპტის მეფეები – ძვ. წ. 304-30 პტოლემაიოს I სოტერი (ლაგფოსის ძე) – 304-285
პტოლემაიოს II ფილადელფოსი – 284-247 პტოლემაიოს III ევერგეტესი – 246-222
პტოლემაიოს IV ფილოპატორი – 221-205 პტოლემაიოს V ეპიფანესი – 204-181 პტოლემაიოს
VI ფილომეტორი – 180-146 პტოლემაიოს VIII ევერგეტესი – 145-117 პტოლემაიოს IX სოტერი
– 116-81 პტოლემაიოს XII დიონისოსი – 80-52 კლეოპატრა – 51-30
რომის იმპერატორები – ძვ. წ. 29 – ახ. წ. 160 ავგუსტუსი – ძვ.წ.29 – ახ.წ.14 ტიბერიუსი – 15-36
გაიუსი (კალიგულა) – 37-40 კლავდიუსი – 41-54 ნერონი – 55-68 ვესპასიანე – 69-78 ტიტუსი –
79-81 დომიციანე – 82-96 ნერვა – 97 ტრაიანე – 98-116 ადრიანე – 117-137 ელიუს ანტონიუსი–
138-16

1
მსოფლიო ისტორიის „ოთხს სამეფოდ”“ დაყოფა
შუა საუკუნეების ქრისტიანულ ისტორიულ მწერლობაში საყოველთაოდ მიღებული იყო
მსოფლიო ისტორიის „ოთხ სამეფოდ“ დაყოფა. პერიოდიზაციის ეს სისტემა
აიგო პტოლემაიოსის “მსოფლიო იმპერიებად” დაყოფის პრინციპზე და ამავე დროს
მას ბიბლია დაედო საფუძვლად, კერძოდ კი „თიხისფეხა კერპის“ სურათი დანიელ
წინასწარმეტყველის წიგნიდან. “დანიელის წინასწარმეტყველებაში” ვკითხულობთ, რომ
დანიელი ერთადერთი აღმოჩნდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის კარზე ურიცხვ
მოგვთა, შემლოცველთა და ჯადოქართა შორის, ვინც შეძლო ძლევამოსილი ხელმწიფის
სიზმრის ახსნა. ნაბუქოდონოსორს უზარმაზარი, საშინელი კერპი ესიზმრა. მას თავი ოქროსი
ჰქონდა, მკერდი და ხელები – ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები – სპილენძისა, წვივები –
რკინისა, ტერფები კი ნაწილობრივ რკინის და ნაწილობრივ თიხისა. დანიელმა
ნაბუქოდონოსორის სიზმარი ასე ახსნა: კერპის ოქროს თავი ნაბუქოდონოსორის სამეფო იყო,
რომლის შემდეგაც არანაკლებ ძლევამოსილი ორი სამეფო (ვერცხლისა და სპილენძის)
იბატონებდა ერთმანეთის მიმდევრობით. ბოლოს დადგებოდა უკანასკნელი, მეოთხე “რკინის
სამეფოს” ხანა, რომელიც ნაწილობრივ რკინასათვით მტკიცე და ნაწილობრივ თიხასავით
მყიფე იქნებოდა. ნაბუქოდონოსორის სიზმარში კერპი “ხელისუკვრელად მოწყვეტილმა”
ლოდმა დაამსხვრია. დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად, ასევე დაიმსხვრეოდა
“რკინის სამეფო”, შემდეგ კი “ზეციური ღმერთის სამეფოს” ხანა დადგებოდა და “უკუნისამდე
იდგებოდა”.

უკანასკნელი, მეოთხე სამეფო, ქრისტიანულ ისტორიოგრაფიულ ტრადიციაში რომის


იმპერიასთან იყო გაიგივებული. რაც შეეხება “თიხისფეხა კერპის” სურათს, ის, მკვლევართა
მტკიცებით, უდავოდ ჰესიოდეს გავლენითაა დახატული.
მსოფლიო ისტორიის “ოთხ სამეფოდ” დაყოფის სქემას ქრისტიანული ისტორიული
მწერლობის ნიმუშებში ახ.წ. III საუკუნიდან მოყოლებული ვხვდებით. პირველად ის ჩნდება
ბიზანტიელი ისტორიკოსის ევსები კესარიელის (267-330) ნაწარმოებებში. ევსები მსოფლიო
ისტორიას ყოფდა ასირიულ-ბაბილონურ, მიდიურ-სპარსულ, ბერძნულ-მაკედონურ და
რომაულ სამეფოებად. ევსები კესარიელის ნაშრომების ლათინური თარგმანის წყალობით,
ისტორიული პერიოდიზაციის ეს სქემა ევროპაშიც გავრცელდა. შუა საუკუნეების
ქრისტიანულ ისტორიულ მწერლობაში დამკვიდრდა აგრეთვე პტოლემაიოსის მეფეთა
ნუსხის, ე.წ. “მეფეთა კანონის” გაგრძელების წესი. ისტორიკოსები ამ ნუსხას
თანმიმდევრულად ამატებდნენ რომაელი ბიზანტიელი იმპერატორების სახელებსა და
ზეობის წლებს. ამ წესს მისდევდნენ კონსტანტინოპოლის დაცემამდე (1453).

პერიოდიზაციის სამწევროვანი სისტემა


„ოთხი სამეფოს“ მიხედვით ისტორიის პერიოდიზაცია შენარჩუნდა აღორძინების ხანამდე –
მანამ, ვიდრე ჰუმანისტურმა ისტორიულმა მწერლობამ ეჭვი არ შეიტანა მის
მართებულობაში. XVI საუკუნეში “ოთხი სამეფოს” მიხედვით მსოფლიო ისტორიის
პერიოდიზაცია საბოლოოდ უარყო ფრანგმა მეცნიერმა ჟან ბოდენმა (1530-96). XVII
საუკუნეში კი ჰალეს (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა ქრისტეფორე კელერმა
(ცელარიუსმა (1638-1707), ლათინიზებული სახელების დარქმევა დამახასიათებელი იყო
ჰუმანისტებისათვის) შეიმუშავა ისტორიული პერიოდიზაციის სამწევროვანი სისტემა.
კელერმა მსოფლიო ისტორია სამ პერიოდად დაყო: ძველ, შუა და ახალ ისტორიად.
კაცობრიობის ისტორიის დაყოფის ამ პრინციპს ეყრდნობა ისტორიული პერიოდიზაციის
ყველაზე გავრცელებული თანამედროვე სისტემაც. კელერის ძველი (ანტიკური) ისტორია
მოიცავდა კაცობრიობის ისტორიას დასაბამიდან იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ
ქრისტიანული რელიგიის ლეგალიზაციამდე (313), შუა საუკუნეები – კონსტანტინე დიდის
ხანიდან კონსტანტინოპოლის დაცემამდე, შესაბამისად, ახალი ისტორია 1453 წლიდან
იწყებოდა. მოგვიანებით, XIX საუკუნეში ორმა სახელოვანმა ისტორიკოსმა, შვეიცარიელმა
იაკობ ბურკჰარდტმა და ფრანგმა ჟიულ მიშლემ გამოყვეს კიდევ ერთი ეპოქა – აღორძინების
ხანა, როგორც გარდამავალი პერიოდი შუა საუკუნეებსა და ახალ დროს შორის. თანამედროვე
ისტორიულ მეცნიერებაში ამ პერიოდს (XIV ს. II ნახ- XVI ს.) “ადრეულ ახალ დროსაც”
უწოდებენ.

XVIII საუკუნის ევროპაში, განმანათლებლობის ეპოქაში პირველად ჩნდება პერიოდიზაციის


სისტემები, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოების სამეურნეო ცხოვრებაში მომხდარი
ცვლილებების მიხედვითაა აგებული. ასე მაგალითად, ეკონომიკურ პრინციპს ეფუძნება
შოტლანდიელი პოლიტეკონომისტის ადამ სმიტის (1723-1790) პერიოდიზაციის სქემა. ადამ
სმიტი, ისევე როგორც ზოგადად განმანათლებელები, საუბრობს ეკონომიკური განვითარების
“სტადიებზე” და მათ შესაბამის საზოგადოებრივ პროგრესზე დაბალი – “ველურობის”
საფეხურიდან, უმაღლეს – „ცივილიზაციის“ საფეხურამდე. ადამ სმიტი გამოყოფს ოთხ
ეკონომიკურ სტადიას: მონადირეობა- შემგროვებლობას, მესაქონლეობას, მიწათმოქმედებასა
და კომერციას (ვაჭრობას) და ყოველ მათგანს შესაბამის „საზოგადოებრივ სტადიას“
უსადაგებს. მონადირეობა- შემგროვებლობის ხანა – ველურობის, მესაქონლეობა-
მომთაბარეობისა და მიწათმოქმედების – ბარბაროსობისა და ფეოდალიზმის, კომერციისა კი
ცივილიზაციის სტადიებია.

როგორ შეიცვალა ისტორიის პერიოდიზაცია ისტორიოგრაფიის განვითარების ახალ და


უახლეს ეტაპზე??

სხვადასხვა ტიპის სისტემატიზაცია ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი


ნაწილია. იგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო საქმიანობაშიც. ისტორიკოსისათვის
სისტემატიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ფორმაა პერიოდიზაცია – დროის ისეთი
მონაკვეთების გამოყოფა, რომელთაც ესა თუ ის ნიშან-თვისება განსაზღვრავს და, ხშირად,
სახელსაც აძლევს. ასეთი დაყოფა პირობითია და მნიშვნელოვანწილად მკვლევრის
სურვილზე და ნაშრომის მიზანდასახულებაზეა დამოკიდებული. მაგრამ ხშირად
პერიოდიზაციის პრინციპებს თვით მასალის თავისებურებები გვკარნახობს. ასე მაგალითად,
რომის ისტორია ძირითადად სახელმწიფოს ისტორიაა, საბერძნეთის – მისი კულტურისა
ხოლო ისრაელის – საერთო რელიგიური მრწამსით გაერთიანებული ხალხისა. შესაბამისად,
რომაული ისტორიის პერიოდიზაცია სახელმწიფო მმართველობის ფორმებს ემყარება,
ბერძნული – კულტურულ მოვლენებს, ხოლო ებრაული – ერის თავგადასავლის ცალკეულ
პერიპეტიებს.
ისტორიული აზროვნების განვითარება გარკვეულწილად გავლენას ახდენს
საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაზეც. ისტორიოგრაფიის განვითარების ახალი
ეტაპი იწყება XIX საუკუნეში.Aამ ეტაპზეც მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის საკითხს
კვლავ ეკონომიკური პრინციპი დაედო საფუძვლად. იგივე ეკონომიკური პრინციპი დაედო
საფუძვლად XIX საუკუნეში ჩამოყალიბებულ მარქსისტულ პერიოდიზაციასაც, რომლის
მიხედვით, საზოგადოების პროგრესული განვითარების სტადიები საწარმოო
ურთიერთობებისა და საკუთრების ფორმების ცვლილებიდან გამომდინარე მის შესაბამისად
ცვლის ერთმანეთს. მსოფლიო ისტორიის მარქსისტული პერიოდიზაციის სქემა მოიცავს
საზოგადოების განვითარების შემდეგ სტადიებს:
- პირველყოფილ თემურ წყობილებას,
- მონათმფლობელურ საზოგადოებას,
- ფეოდალიზმს,
- კაპიტალიზმს,
- სოციალიზმსა და
- უკლასო კომუნისტურ საზოგადოებას.
ამასთანავე, მარქსისტული თეორიის თანახმად, ამ სტადიების მონაცვლეობა კანონზომიერი
და გარდაუვალია. პერიოდიზაციის ეს სქემაც პროგრესის რწმენას ეფუძნება, ანუ
საზოგადოებრივი განვითარება აღმავალია პრიმიტიული საფეხურიდან უმაღლეს
კომუნისტურ სტადიამდე. მარქსისტულ თეორიაში კომუნიზმი ამქვეყნიური
სამოთხისმაგვარი საყოველთაო თანასწორობისა და საყოველთაო კეთილდღეობის
საზოგადოებაა. მარქსისტული პერიოდიზაციის პირველ საფეხურს შეესაბამება კაცობრიობის
ისტორია პირველი ცივილიზაციების გაჩენამდე, მეორეს – ძველი აღმოსავლური და
ანტიკური ცივილიზაციები, მესამეს – შუა საუკუნეები, მეოთხეს – ახალი ისტორია. მეხუთესა
და მეექვსეს, მართალია თვითონ მარქსი არ მოსწრებია, მაგრამ სამაგიეროდ საბჭოთა
ისტორიოგრაფიამ ლენინზე დაყრდნობით, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია რუსეთში
სოციალიზმის სტადიის საწყის თარიღად გამოაცხადა, რევოლუციის შემდგომ ისტორიას კი
საგანგებო პერიოდი – „უახლესი ისტორია“ მიუსადაგა. რაც შეეხება კომუნისტურ სტადიას,
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში „კომუნიზმში შესვლის“ სხვადასხვა ვადა
სახელდებოდა.
თანამედროვე ისტორიულ მეცნიერებაში „უახლესი ისტორიის“ სხვადასხვა გაგება
არსებობს. ზოგჯერ ეს ტერმინი უახლესი წარსულის მნიშვნელობით იხმარება, ზოგჯერ კი ის
XX საუკუნის ისტორიას აღნიშნავს. ვხვდებით აგრეთვე, XX საუკუნის ისტორიის
პერიოდიზაციის გამორჩეულ, ორიგინალურ ვერსიებსაც. მაგალითად, ცნობილ ბრიტანელ
ისტორიკოსს, ერიკ ჰობსბაუმს თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში შემოაქვს “მოკლე XX
საუკუნის” ცნება, რომელიც მოიცავს ისტორიულ პერიოდს I მსოფლიო ომიდან (1914)
საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991) და მას “უკიდურესობების ხანას” უწოდებს
(იგულისხმება ორი მსოფლიო ომი, მძლავრი სოციალური რევოლუციები, ტოტალიტარიზმი
– საბჭოთა და ფაშისტური რეჟიმები). “მოკლე XX საუკუნე” თავის მხრივ, დაყოფილია სამ
ქვეპერიოდად. ნიშანდობლივია, რომ ერთ-ერთ მათგანს “ოქროს ხანა” ჰქვია (1947-1973). ეს
მოწმობს იმას, რომ ჰესიოდედან მომდინარე ისტორიული პერიოდიზაციის
ტრადიცია დღესაც ვლინდება ამა თუ იმ ფორმით.
უკანასკნელი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა მსოფლიო ისტორიის სამ (ან
ოთხ) ძირითად პერიოდად დაყოფის ტრადიცია. ეს პერიოდებია: ძველი, შუა, ახალი და
უახლესი. „ძველი ისტორია” მოიცავს რამდენიმე ათასწლეულს ძვ.წ. IV ათასწლეულის
მიწურულს ეგვიპტესა და შუამდინარეთში ცივილიზაციის გაჩენიდან რომის დაცემამდე,
„შუა“ ანუ „შუა საუკუნეების ისტორია“ – ათასწლოვან პერიოდს რომის დაცემიდან
კონსტანტინოპოლის დაცემამდე და ამერიკის აღმოჩენამე, „ახალი ისტორია“ ევროპის
ეკონომიკურ და პოლიტიკურ აღმასვლასა და მსოფლიოში ევროპელთა ჰეგემონობას
უკავშირდება. „უახლესი ისტორია“ თავისებური პერიოდია – დროის მონაკვეთი
უკანასკნელი უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან დღემდე. დასავლურ ისტორიულ
მწერლობაში „უახლესი ისტორია“ სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება, მაგრამ ძირითადად
XX საუკუნესა და თანამედროვე მოვლენებთან მიმართებაში. სულ ცოტა ხნის წინ კი გაჩნდა
ახალი ტერმინი – „დღევანდელობის ისტორია“. საბჭოთა კავშირში უახლესი ისტორია
„ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციით“ (1917 წ.) იწყებოდა, ჩვენთვის კი,
შესაძლებელია, უახლესი ისტორიის 1991 წლით დაწყება – მაშინ დაიშალა საბჭოთა კავშირი
და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს პერიოდიზაცია ევროპელის თვალით
დანახულ მსოფლიო ისტორიას შეესაბამება, რაც არცაა გასაკვირი. დღევანდელი
მეცნიერებები ხომ ძირითადად ახალი დროის ევროპაში ჩამოყალიბდა. ქართველისთვისაც
ამგვარი პერიოდიზაცია სავსებით მისაღებია, რადგან საქართველო მჭიდროდ იყო
დაკავშირებული დასავლურ სამყაროსთან: გეოგრაფიული სიახლოვე, საერთო რწმენა –
ქრისტიანობა და ზოგიერთი საერთო ამბავი ისტორიული თავგადასავლისა.

ისტორიის პერიოდიზაცია ცივილიზაციების მიხედვით. არსებობს ისტორიული


პერიოდიზაციის კიდევ ერთი სახეობა, რომელსაც სხვებისაგან განსხვავებული პრინციპი
უდევს საფუძვლად. ესაა პერიოდიზაცია ცივილიზაციების მიხედვით, რომლის შემუშავებაც,
უპირველეს ყოვლისა, გერმანელი ფილოსოფოსის და ისტორიკოსის ოსვალდ შპენგლერისა
და (1880-1936) და ინგლისელი ისტორიკოსის არნოლდ ჯოზეფ ტოინბის (1889-1975)
სახელებს უკავშირდება. შპენგლერმა და ტოინბიმ დაიწუნეს პერიოდიზაციის სამწევროვანი
სისტემა, იმის საფუძველზე, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ცივილიზაციის
განვითარებას ასახავდა და არ გამოდგებოდა სხვა ცივილიზაციებისა და მსოფლიო
ისტორიის საყოველთაო (უნივერსალური) პერიოდიზაციისათვის. შპენგლერისთვის, ისევე
როგორც ტოინბისთვის, მიუღებელი იყო აგრეთვე, სამწევროვანი სისტემის პერიოდების
ხაზოვანი, აღმავალი (პროგრესული) მონაცვლეობა. პერიოდიზაციის ამ გავრცელებული
სისტემის სანაცვლოდ, შპენგლერისა და ტოინბის მიერ შემუშავებული სისტემები
არსებითად ერთმანეთის მსგავსია: ორივე წარმოადგენს პერიოდიზაციას “ცივილიზაციების
მიხედვით” და ორივე ციკლურია, ანუ გულისხმობს ცივილიზაციების წრიულ და არა
ხაზოვან განვითარებას. ო. შპენგლერმა სქემას “ძველი მსოფლიო – შუა საუკუნეები – ახალი
დრო” უწოდა “უაღრესად მწირი და აზრსმოკლებული”. მისი აზრით, კაცობრიობის ისტორია
მრავალი თვითმყოფადი კულტურის ისტორიაა და ყოველი მათგანი გარდაუვლად
ციკლურად ვითარდება. შპენგლერი ცივილიზაციურ ციკლს ცოცხალი ორგანიზმის
განვითარების ანალოგიით განსაზღვრავს: მაგალითად, როგორც მცენარე აღმოცენდება,
იზრდება და კვდება, ასევე ცივილიზაციაც გადის დაბადების, ზრდის, სიბერისა და კვდომის
სტადიებს. შპენგლერი ცივილიზაციურ ციკლს წელიწადის დროების მონაცვლეობას
ადარებდა. იგი ერთმანეთს ადარებს და განმარტავს, რომ ყოველ კულტურას უდგება
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი (ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია
შპენგლერის მთავარი ნაშრომის სახელწოდებაც – “დასავლეთის დაისი”).
ამავე აზრს გამოთქვამს არნოლდ ტოინბიც, ოღონდ ცივილიზაციის ციკლის სტადიებს სხვა
სახელებს არქმევს. Aამ თვალსაზრისით საინტერესოა რნოლდ ტოინბის გამოთქმა
ცივილიზაციათა ციკლური განვითარების კანონების შესახებ:
“კანონებს, რომლებსაც ემორჩილებიან ბურბონები და სტიუარტები საფრანგეთსა და
ინგლისში, არა აქვთ ძალა რომანოვებისთვის რუსეთში... ან ოსმალებისთვის თურქეთში, ან
მანჯურებისთვის ჩინეთში...”
ტოინბი გამოყოფს ცივილიზაციური ციკლის ოთხ ფაზას: ზრდის ხანას,
“განსაცდელის ჟამს”, “უნივერსალურ სახელმწიფოსა” და “მმართველობათშორის ან დაშლის”
ფაზებს. ტოინბი თავის ფაზებს რომის ისტორიის მაგალითზე ასე განმარტავს: ზრდის ხანა –
ესაა რომის განვითარება “დასაბამიდან ქალაქისა”; “განსაცდელის ჟამი” – ჰანიბალისგან
მომდინარე საფრთხე და მასთან ბრძოლის პერიოდი; “უნივერსალურ სახელმწიფოს” ფაზა
მოიცავს რომის მსოფლიო იმპერიად ჩამოყალიბების პერიოდს, ანუ ესაა რომის იმპერიის
ხანა; “მმართველობათშორის ან დაშლის” ფაზაში იგულისხმება პერიოდი, როცა რომაული
კულტურა თანდათანობით ქრება და აღმოცენდება დასავლური საზოგადოება. ეს ფაზა
“მმართველობათშორისია” იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში ქრისტიანული ეკლესია
მკვიდრდება ჯერ კიდევ ცოცხალ რომის იმპერიაში, ხოლო დაშლა-დანაწევრების ფაზაა
იმდენად, რამდენადაც ხალხთა დიდი გადასახლების შედეგად, რომის იმპერიის ყოფილ
ტერიტორიაზე თანდათანობით წამოიქმნება მისი მემკვიდრე ბარბაროსული
სახელმწიფოები. ამასთანავე, არნოლდ ტოინბი ცივილიზაციური ციკლის მამოძრავებელ
ძალას “გამოწვევისა და პასუხის” ურთიერთქმედებაში ხედავს. ანუ, მისი აზრით,
ცივილიზაციები ვითარდებიან მათ წინაშე აღმოცენებული სიძნელეების დაძლევის სწორი
გზების ძიებაში. საერთო ჯამში, შპენგლერი რვა (ბაბილონური, ეგვიპტური, ინდური,
ჩინური, კლასიკური ბერძნულ-რომაული, მაია-აცტეკების (მექსიკური) კულტურები;
“მისნური”, რომელშიც გაერთიანებულია არაბული, სირიული, ებრაული, ბიზანტიური და
ისლამური კულტურები, დაბოლოს დასავლეთევროპული კულტურა). ტოინბი კი ოციოდე
ციკლურად განვითარებად ცივილიზაციას (მათგან ხუთი “ცოცხალი” ცივილიზაციაა,
კერძოდ: დასავლური, მართლმადიდებლურ-ქრისტიანული, ისლამური, ინდუისტური და
შორეული აღმოსავლეთისა; “მკვდარი” ცივილიზაციებია; ბერძნული, სირიული, ინდური,
მინოსური, ეგვიპტური; დაბოლოს, ორი შემორჩენილი, მაგრამ “გარდასახული” კულტურა –
იუდეური და ბუდისტური) გამოყოფს.
Uუკანასკნელ ხანს სემუელ ჰანთიგთონმა თანამედროვე მსოფლიო ისტორიას ცივილი-
ზაციათა ომი უწინასწარმეტყველა და მსოფლიო ორ ცივილიზაციურ დაპირისპირებულ
ბანაკად დაჰყო. მართალია ჰანთიგთონი ისტორიის პერიოდიზაციას არ იკვლევდა, მაგრამ
მისი მოსაზრება საყურადღებოა თანამედროვე მსოფლიოს საზოგადოებრივი აზროვნების
განვითარების შესწავლის თვალსაზრისით.
341
წყარო 1: შოთა ხანთაძე ისტორიოგრაფიის შესახებ:
`is aRniSnavs mecnierebas, romelic swavlobs saistorio mwerlobas, mis
istorias, istoriuli codnis, azrovnebis, istoriuli mecnierebebis istorias.
ra Tqma unda, logikuri iqneboda, am mecnierebisaTvis istoriografiis istoria
gvewodebina, magram simoklisaTvis mis saxelwodebad istoriografia
damkvidrda... istoriografiis Seswavlis sagania saistorio mwerloba,
istoriuli codnisa da azrovnebis Zeglebi (istoriografiuli faqtebi)... isini
gvacnoben Cven ara marto imas, Tu rodis, sad da ra movlena moxda, aramed
imasac, Tu rogor afasebdnen, ra mniSvnelobas aniWebdnen Cveni winaprebi maTi
drois Tu winare xanis movlenebs. ra poziciebidan aSuqebdnen maT. ZeglebSi
mJRavndeba maTi avtorebis msoflmxedveloba, medaseoba (ama Tu im dasis
momxreoba), erovnuli da mravali sxva aspeqti. istoriografiis, rogorc
istoriuli mecnierebis istoriis, amocanaa Seiswavlos istorikosTa
Sexedulebebi, daaxasiaTos maTi naazrevi, Seafasos maTi mniSvneloba
istoriuli azrovnebis, istoriuli mecnierebis ganviTarebis TvalsazrisiT~.

You might also like