Professional Documents
Culture Documents
ქართველების წარმართობა
თავი პირველი
შინაარსი
მონა რომ ეკლესიის კარებს წინ დაეცემა ხოლმე, ეს იმას მოასწავებს, ვითომც
იგი მკვდარი იყოს. ხოლო რომ ეს აზრი სწორია, იმით მტკიცდება, რომ, რაც
უნდა ძალიან დააჭირონ ფეხი ეკლესიაში შემავალმა მლოცველებმა, მონამ
მაინც არ უნდა დაიყვიროს. რათა? სწორედ იმიტომ, რომ იგი მკვდარია,
შეწირულს მსხვერპლს წარმოადგენს. დასასრულ, როგორც სტრაბონის დროს
მთვარის ტაძრად მისული მლოცავები მსხვერპლად შეწირულ მონას ფეხს
დაადგამდნენ ხოლმე, რომ ამრიგად ცოდვებისაგან განწმენდილიყვნენ,
ამნაირადვე ეხლაც თეთრი-გიორგის საყდარში შემავალმა ხალხმა კარებს წინ
დაცემულ მონას ზედ უნდა გადააბიჯოს ხოლმე და ფეხი დაადგას. ერთი
სიტყვით, ეხლანდელი ჩვეულება ადამიანის მსხვერპლად შეწირვის
სიმბოლურ სურათს წარმოადგენს. რასაკვირველია, ის მონები, რომელნიც
მძიმე რკინის ჯაჭვით ყელზე ჩოქვით გარშემო უვლიან ხოლმე ეკლესიას,
ისინიც სიმბოლურად შესაწირავ მსხვერპლს წარმოადგენენ. ყურადღების
ღირსია აგრეთვე ის გარემოება, რომ როგორც სტრაბონის დროს ეხლაც
თეთრ-გიორგის საღმრთოს უკლავენ ხოლმე; მხოლოდ მთვარის ტაძრის
მთავარი ქურუმის მაგივრობას ეხლა, აწყურის თეთრგიორგობას, მღვდელი და
მისი დიაკვანი ასრულებენ. როგორც სტრაბონის დროს მთვარის ტაძრის
გარშემო დაბურული ხელუხლებელი ტყე იყო ხოლმე, ისე ამ რამდენისამე
წლის წინათ აწყურის თეთრ-გიორგის მახლობლად, ილ. ზარაფიშვილის
სიტყვით, წმიდა ხეები იყო, რომლებსაც ხალხი სანთელს უნთებდა და ქადები
შესაწირავად მოჰქონდა. "ეს ხეები ჩემს დროს დაფუტუროვდნენ და
წაიქცნენო", ― მწერდა ი. ზარაფიშვილი. თეთრ-გიორგის საყდარი აშენებულია
მაღალ მთაზე.
ავიღოთ ეხლა ქართლი, გორის ჯვარი; ვახუშტი ამბობს: "გორის პირისპირ არს
ეკლესია წმიდის გიორგისა, მაღალს გორასა ზედა ნაშენი, სასწაულთმოქმედი
თავი წმიდის გიორგისა მდებარებს ჯვარსა შინა. უწოდებენ გორის ჯვარს"-
აო131. ამ საყდარში ინახება დიდი მძიმე რკინის ჯაჭვი. როცა მლოცველი,
რომელსაც წმიდა გიორგისათვის შეთქმული აქვს, ეკლესიის კარზე მივა, ამ
რკინის ჯაჭვს კისერზე დაიდებს და სამჯერ გარს შემოუვლის ხოლმე. ამ
შემთხვევაშიაც შენახულია ძველი ადამიანის მსხვერპლის შეწირვის
სიმბოლური ჩვეულება. სოფ. არბოში გერისთაობა, წმიდა გიორგის ხატობა, 14
― 15 აგვისტოს იცის, ამ დღესასწაულს თავი გერისთაობა ჰქვია. სწორი 21 ― 22
აგვისტოს არის ხოლმე, მეორე სწორი კიდევ ერთი კვირის შემდეგ 28 ― 29-ს.
აქაც აუარებელი ხალხი იკრიბება მთელი ქართლიდან: საღმრთო დეკეულებს,
ცხვრებს და მამლებს სწირავენ ხოლმე წმ. გიორგის და, ვისაც აღთქმული აქვს,
თეთრები აცვია; ზოგს შვილიც ბერად შეყენებული ჰყავს. ზვარაკის დაკვლა
მხოლოდ არჩეულ პირს, "ნატს", შეუძლია. საღმრთოების შეწირვის შემდეგ
ფერხულს ჩააბმენ ხოლმე და აქა-იქ წმიდა გიორგის მონა ქალი ქადაგად
დაეცემა და წინასწარმეტყველებას დაიწყებს ხოლმე132. აქ ყურადღების
ღირსია პირველი და მეორე სწორი. რასა ნიშნავს ეს სწორზე უქმობა და რით
უნდა აიხსნებოდეს იგი? 15-ს იმიტომ არის, რომ მთვარე ამ დროს სრულია,
ხოლო სწორზე მთვარე მესამე მეოთხედში, ხოლო სწორის სწორზე მეოთხე
მეოთხედში, ანუ მცხრალი იქნება იგი; ერთი სიტყვით, სწორის უქმობა
მთვარის მეოთხედებზე არის დამყარებული. როგორც სხვაგან, აქაც ქადაგები
წმიდა გიორგის ნებას უცხადებენ ხალხს. შემდეგ საგულისხმიეროა, რომ
წმიდა გიორგისათვის შეთქმულ ბავშვებს მთელ საქართველოში "ბერს"
ეძახიან; წმიდა გიორგის ხატის მთავარ მსახურსაც ხომ "ხევისბერი" ერქვა;
მაშასადამე, ყველა, ვისაც კი წმიდა გიორგის ― მთვარის სამსახურისა და
მონობის აღთქმა ჰქონდა დადებული, ბერად იწოდებოდა.
"დაიძინე გენაცვალე, იავ, ნანინა, მზე დაწვა და მთვარე შობა, იავ ნანინა!"
რაკი მზეს ლოგინად დაწოლა და შობა შესძლებია, უეჭველია იგი ქალი უნდა
იყოს, ხოლო მთვარე, მაშასადამე, ვაჟი.
"ბჟა დია ჩქიმი თუთა მუმა ჩქიმი ხვიჩა ხვიჩა მურიცხეფი და დო ჯიმა ჩქიმი".
"მზე დედაა ჩემი, მთვარე (თთუე) მამაა ჩემი სხვადასხვა ვარსკვლავები და და
ძმაა ჩემი".
არსენ ონიანს აღნიშნული აქვს, რომ "არც ერთი სასოფლო ლოცვა არ იქნება,
რომ პირველად "კჳირიაჲ" არ ახსენონ"-ო. თუ არც ერთი დღესასწაული არ
შეიძლება იყოს, რომ პირველად კჳრიაჲს ხსენებითა და საგალობლით არ
დაიწყონ, მით უმეტეს, მაშასადამე, კჳრიაჲს ლოცვა-ვედრებას მურყვამობა-
ადრეკილაჲს დღესასწაულის დროს უნდა პირველი ადგილი ჰქონდეს
დათმობილი. მურყვამობის პირვანდელი დედააზრისა და მიკუთვნილობის
დავიწყებისა და თვით დღესასწაულის ზნეჩვეულებათა არევის გამო, კჳირიაჲს
განსაკუთრებული მნიშვნელობის შეგნება და მისი თაყვანისცემის წესი,
იმგვარადვე როგორც საგალობელი, სვანებს დაჰვიწყებიათ და სულ ხუთიოდე
მოხუცებულს-ღა სცოდნია.
მაშასადამე, მურყვამობა სქესობრივი სიყვარულისა და შვილოსნობის
მფარველი ღვთაების "კჳრიაჲ"-ს დღესასწაულის ნაშთი უნდა იყოს. სვანური
თანამედროვე ცნობითაც კჳრიაჲ "ღერბეთ"-ად იწოდება, რაც საზოგადო
ქართული ღმერთის შესატყვისი ფორმაა, ე. ი. ძლიერ ღმერთად არის
მიჩნეული.
ამას გარდა ზოგჯერ კიდევ კოპალა თითქოს ალ-ქაჯების ბატონი არის. მაგ. ს.
ლიკოქში "კარატის ხატია", რომლის "სამეუფოსაც ექვემდებარებიან ალები,
ქაჯები, მაჯლაჯუნები და სხვა მავნე სულები", და სწორედ ამ კარატის წვერის
"ხატი"-ც აგრეთვე კოპალადაც იწოდება279.
* 294, გვ. 117). ერთ-ერთი ასეთი სალოცავი მათ ჰქონიათ «ნიქოზისა საგ ზ ებელ
სა თანა ცეცხლისასა», სადაც ვახტაგ გურგასალმა ცეცხლის საგზებელის, ანუ
დაუშრეტელი წმ. ცეცხლის საკურთხევლის ადგილას ეკლესია ააშენა (იქვე
*XIII 392, გვ 179). ყველა ზემომოყვანილი ცნობებიდან ჩანს, რომ სპარსული
მაზდეანობა საქართველოში კერპთაყვანისმცემლობად ქცეულ
სარწმუნოებად არ უნდა ყოფილიყო.
რაკი ჭანურში მზის სახელი "მჟორა" და "ბჟორა" კვირა დღის სახელში "ბჟა-
ჩხა"-შიც მხოლოდ "ბჟა"-ს სახით, ე. ი. ბოლოშეკვეცილი გვევლინება, ამიტომ
საფიქრებელია, რომ მეგრულშიც "ბჟა" ამ მნათობის სახელის
ბოლოშეკვეცილი ფორმაა, რომლის სრული ფორმა ეხლა მხოლოდ
მრავლობითი რიცხვის ფორმაში-ღაა დაცული, მაგრამ წინათ მხ. რიცხვშიაც
ყოფილა. ამგვარად, მეგრულ-ჭანურში მზის წინანდელ სახელად "მჟარა" უნდა
იყოს მიჩნეული.
"ვეფხისტყაოსან"-ში სწერია:
უნდა აღინიშნოს, რომ არც ქართულად არის დაცული სიტყვა "მარგი", არც
სომხურად "მარგ" და არც ღუნძურად (ავარულად) მოიპოვება "ვარაგ", რომ
ცალკე იხმარებოდეს და თანაც ვარსკვლავს, ან მნათობს ჰნიშნავდეს. ყველა
ზემოაღნიშნული თვით ნ. მარრი ს ჰიპოთეზია, რომელსაც კრიტიკული
განხილვა და შემოწმებაც სჭირდება.
<="" a="">
<="" a="">თავი მესამე