You are on page 1of 75

ვახანია ნინო

ალექსანდრე ორბელიანის მსოფლმხედველობის ზოგიერთი საკითხი.

შესავალი

ალექსანდრე (პუპლია) ვახტანგის ძე ორბელიანი დაიბადა 1802 წლის 24 მაისს (ძვ.


სტ.) თბილისში, ერეკლე II დის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო შინ, დედის დ
თეკლე ერეკლეს ასულ ბაგრატიონის უშუალო ხელმძღვანელობითა და
მეთვალყურეობით. შემდეგ (1810 წ.) ალექსანდრე შეიყვანეს თბილისის
კეთილშობილთა სასწავლებელში.
1817 წელს, დედის სურვილის თანახმად, ალექსანდრე შედის სამხედრო
სამსახურში (კარაბინერთა მე-7 პოლკში). მალე იგი გაამწესეს იუნკრად პირველი
ბატალიონის პირველ გრენადერთა როტაში. 1819 წელს მიიღო პრაპორშჩიკის ჩინი.
მომდევნო, 1820 წელს ალექსანდრე მიჰყვება თავის ბატალიონს და მონაწილეობას
იღებს იმერეთის აჯანყების ჩაქრობაში.  მაგრამ ალ. ორბელიანს, როგორც მისი
მოგონებებიდან ჩანს, სამხედრო კარიერა არ იზიდავდა. 1822 წელს მან სამსახურს
თავი დაანება და ხელი მიჰყო მეურნეობის კეთილმოწყობას. 1823 წლის 8 ივლისს
დაოჯახდა. მისი მეუღლე დ ეკატერინე დავითის ასული ბარათაშვილი
(რომლისადმიც რამდენიმე ლექსი აქვს მიძღვნილი) იყო კულტურული, ოჯახის
მოყვარული და გულისხმიერი ქალი. მათ ჰყავდათ სამი შვილი დ ერთი ვაჟი და ორი
ასული.
1826 წელს ალექსანდრე შედის სახალხო მილიციაში და მონაწილეობას იღებს
სპარსელების წინააღმდეგ წარმოებულ საომარ ოპერაციებში. 1828 წელს ის აირჩიეს
თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. 1829 წლიდან ალექსანდრე
არის საქართველოს უმაღლესი მთავრობის სააღმასრულებლო ექსპედიციის
მრჩეველი (სოვეტნიკი).
ალ. ორბელიანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 1832 წლის შეთქმულებაში.
მიუხედავად ალექსანდრესა და სხვა ფანატიკოს პატრიოტთა დიდი მონდომებისა
და მეცადინეობისა, შეთქმულება ჩავარდა. ალექსანდრე სხვა დამნაშავეებთან ერთად
დააპატიმრეს და მოათავსეს ავლაბრის ყაზარმებში. ჩარიცხეს დამნაშავეთა მეორე
კატეგორიაში და გადაასახლეს ქ. ორენბურგში, სადაც გაამწესეს სამხედრო
სამსახურში მეცხრე ლინეინის პრაპორშჩიკად. ცხოვრობდა ვინმე შჩერბაკოვის
სახლში. ალ. ორბელიანი კმაყოფილი იყო შჩერბაკოვისა და მისი მეუღლისა იმ
მზრუნველობისა და ყურადღებისათვის, რომლებსაც მასპინძლები იჩენდნენ
გადასახლებაში მყოფი ადამიანის მიმართ. საერთოდ წყნარმა და მშვიდი ხასიათის
ალექსანდრემ, ეტყობა, ადვილად გამონახა საერთო ენა ადგილობრივ
მოსახლეობასთან. მან იქ ბევრი რუსი მეგობარი გაიჩინა.
1838 წელს ორენბურგიდან გადმოიყვანეს კავკასიის ხაზზე, ხოლო 1840 წელს,
მარტში, მთლიანად გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნდა. გადასახლებიდან
დაბრუნების შემდეგ არსად არ უმსახურია და მთელი თავისი დრო ლიტერატურულ
საქმიანობას მოახმარა. გარდაიცვალა 67 წლისა, 1869 წლის 28 დეკემბერს. დაკრძალეს
სიონის ტაძარში. გაზეთ დროებაში
(1869 წ. 52) გამოქვეყნდა ნეკროლოგი, რომელშიც ჩართულია ცნობილი
პუბლიცისტის ს. მესხის სიტყვა, თქმული ალ. ორბელიანის გარდაცვალებაზე

1
ნეტარ არს ხსენება ალ. ორბელიანისა, რომელმაც თითქმის მთელი თავისი სიცოცხლე
შესწირა საზოგადოების სამსახურს!.. ნეტარ არს ის, რომ სიკვდილის ჟამს თამამად
შეეძლო ეთქვა: მე ვკვდები წმინდა სინდისით!... იმედი მაქვს, რომ ჩემი სიცოცხლე
უნაყოფოთ არ ჩაივლის!
.. ალ. ორბელიანი გაგვშორდა, მაგრამ იმის სახელი, იმის კეთილი საქმეები და
მაგალითი ჩვენთან რჩებიან და დიდხანს იცოცხლებენ.
რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთ რუსულ გაზეთში დაიბეჭდა ნიკოლოზ
ბერძენოვის წერილი, რომელშიც ზოგადადაა საუბარი ალ. ორბელიანის ცხოვრებისა
და მოღვაწეობის შესახებ (გაზეთის იმავე ნომრის პირველ გვერდზე მოთავსებულია
ალ. ორბელიანის პორტრეტი).
ალ. ორბელიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისა და ფორმირების საქმეში
უდიდესი როლი ითამაშეს მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ჯანსაღმა
ტრადიციებმა (როგორიცაა პატრიოტიზმი, ინტერნაციონალიზმი, ჰუმანიზმი და
სხვა) და ქართველი ხალხის გმირულმა ბრძოლებმა მაჰმადიან მომხდურთა
წინააღმდეგ. აქ, პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ალ. ორბელიანი იყო
საქართველოს ისტორიის შესანიშნავი მცოდნე, წარსულზე ფანატიკურად
შეყვარებული ადამიანი. მწერალი დაიბადა და აღიზარდა ისეთ გარემოში, სადაც
ძველი საქართველოს სიყვარული და, საერთოდ, გარდასული დღეების კულტი იყო
გაბატონებული. მწერლის მამა, პოლკოვნიკი ვახტანგ ორბელიანი, რომელიც
მოკლულ იქნა 1812 წელს კახეთის გლეხთა აჯანყების ჩაქრობისას, საკმაოდ
განათლებული პირი იყო და ლექსებსაც თურმე წერდა (სამწუხაროდ, მისი ლექსები
ჩვენამდე არაა მოღწეული).  დედა დ თეკლე ბაგრატიონი კი იყო ერეკლე მეფის
უმცროსი ასული, თეკლეც წერდა ლექსებს (ჩანს, პოეზიის სიყვარული და ნიჭი
შვილებს მემკვიდრეობით გადმოეცათ). თეკლეს ლექსებში (რად გიკვირს პატიმარს
მწუხარებანი, ყოველთ მოდასეთა დაისრეს გული და მოგახსენებთ ყოვლთა აზიელთ
ერთა)  ისე როგორც მისი დების დ მარიამ და ქეთევან ბაგრატიონების ნაწარმოებებში,
აღბეჭდილია მამულის დაკარგვით გამოწვეული დიდი ურვა და მწუხარება. კარგად
შენიშნავს მკვლევარი ლ. ასათიანი: დები-ბატონიშვილები პოლიტიკურ პოეტებს
გვაგონებენ თავიანთი ლექსებით. ის რაც ვერ მოახერხეს მრავალრიცხოვანმა
ბატონიშვილებმა დ ალექსანდრემ, იულონმა, თეიმურაზმა, დავითმა და სხვებმა, -
ირაკლის ქალებმა განიზრახეს თავისი ლექსებით. ეს ლექსები ბატონიშვილებისაგან
ჩამორთმეული ხმლების მოვალეობას ასრულებდნენ ერთხანს.
როგორც ცნობილია, ერეკლე მეორეს თავისი შვილებიდან ყველაზე მეტად
უმრწემესი ასული თეკლე უყვარდა. ჩემს ვაჟიშვილებს ჩემი თეკლეს სიკეთე რომ
სჭირდეთ, ბედნიერი ვიქნებოდიო, - იტყოდა თურმე ხანდაზმული მეფე. ერეკლე
ბავშვობიდანვე ვაჟკაცური სულისკვეთებით ზრდიდა საყვარელ ასულს: ასწავლიდა
თოფის სროლას, იარაღის ხმარებას, ცხენზე ჯდომას და სხვა. და მართლაც,
ახალგაზრდა თეკლე ბატონიშვილი შესანიშნავად ხმარობდა იარაღს, ითვლებოდა
საუკეთესო მონადირედა და ცხენოსნად. 1780 წ. ერეკლემ თავის ასულს სახუმარო
სიგელი უბოძა და თეკლა-ბიჭი უწოდა. შემდეგ ერეკლემ შვილს, ნიშნად
სიყვარულისა, თოფიც აჩუქა, რომელიც თეკლეს სიკვდილამდე არ მოუშორებია.
ცხადია, მამის ასეთ დიდ სიყვარულს თეკლე თვითონაც გულწრფელი სიყვარულითა
და პატივისცემით პასუხობდა. მამა-შვილს შორის იდეალური ურთიერთობა
სუფევდა. ალ. ორბელიანის ნაწერებმა შემოგვინახა ცოცხლად და მიმზიდველად
არაერთი ისტორიული ეპიზოდი, თეკლეს მხნეობასა და ვაჟკაცურ შემართებაზე რომ

2
მეტყველებს. რად ღირს თუნდაც იმის გახსენება, როგორ ამოუდგა ახალგათხოვილი
თეკლა გვერდით გადასახლებაში მიმავალ თავის ამაყ დედას დარეჯან დედოფალს.
ან რა ურჩია 1812 წ. კახეთის აჯანყების ჩასაქრობად მიმავალ ქმარს, ან როგორ
გაამხნევა შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დაპატიმრებული შვილები, როცა
მათი ნახვის საშუალება მიეცა. კიდევ შეიძლება მოხმობა უამრავი მაგალითისა,
რომელთა მიხედვითაც თეკლე ბატონიშვილი დიდებულ ქალბატონად, გმირული
სულის ქალადა და შესანიშნავ მამულიშვილად წარმოგვიდგება.
გიორგი XII-ის თანხმობითა და ლოცვა-კურთხევით თეკლე მიათხოვეს ვახტანგ
დიმიტრის ძე ორბელიანს.  თეკლეს ჰყავდა სამი ვაჟი: ალექსანდრე (1802-1869),
დიმიტრი (1808-1882) და ვახტანგი (1812-1890). შეიძლება თამამად ითქვას, რომ
საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა ისე მწვავედ არავის განუცდია, როგორც
თეკლე ბატონიშვილის ოჯახმა. თეკლე უშუალო მოწმე იყო საქართველოს
დამხობისა, ერეკლეს უკანასკნელი დღეებისა. მან მონაწილეობა მიიღო 1832 წლის
შეთქმულებაში, რისთვისაც გადაასახლეს ქ. კალუგაში. გადასახლებიდან
დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში. გარდაიცვალა 70 წლისა 1846 წლის 11
მარტს. მეფისნაცვალ მიხ. ვორონცოვის განკარგულებით დიდი პატივით დაკრძალეს
სვეტიცხოვლის ტაძარში თავისი საყვარელი მამის დ ერეკლეს გვერდით, სადაც
ადგილი გამზადებული იყო საფლავად მესამისა და უკანასკნელის მეუღლისა მისისა
დედოფლის დარიასათვის, რომელიც გარდაიცვალა და დაფლულ არს პეტერბურგს. 
დაკრძალვას, ახლო ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა, დაესწრო მაღალი
რანგისბევრი მოხელე, მათ შორის მიხ. ვორონცოვი მეუღლითურთ.
ალექსანდრეს გაუმზადებია ეპიტაფია დედის საფლავზე დასაწერად
(ბატონიშვილის დედიჩემის საფლავის ეპიტაფია, მაგრამ ვეღარ-კი დავაწერეთ). აი,
ერთი ადგილი ამ ეპიტაფიიდან: კაცო წარმავალო, ნურარაითა ნუ გაამაყდები.
სიმდიდრე, პატივი და დიდება ყოველი სიკვდილთანავე ჩაგივლის ამაოდ უკეთუ
კეთილად არ მოიხსენიებ მათ. კეთილით შეიძინებ კაცთა და უფროს ღმერთსა მისის
ზეციურის უკვდავების დიდებით.
თეკლა ბატონიშვილის პიროვნებაზე ყურადღება იმიტომ შევაჩერეთ, რომ
შვილების აღზრდას უშუალოდ ის ხელმძღვანელობდა და მათი
მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება - ფორმირებაში დედამ უდიდესი როლი
ითამაშა. სწორედ დედა უამბობდა შვილებს გარდასულ დღეებზე, ერეკლე მეფის
პიროვნებასა და ბრძოლებზე. აი, სად, რა წრე-გარემოში იღებს სათავეს ალექსანდრესა
და მისი ძმების ესოდენ ფანატიკური სიყვარული ერეკლე მეფისა და ძველი
ეპოქისადმი. თეკლამ, როგორც იტყვიან, ძუძუსთან ერთად აწოვა შვილებს
საქართველოს უკანასკნელი დიდი მეფის სიყვარული და პატივისცემა, რაც იგივე
საქართველოს სიყვარულიც იყო. აქ ზედმეტი არ იქნება, დავიმოწმოთ ვახტანგ
ორბელიანი:
სული მიკვნესის, გული ჩემი მწარედ ღონდება;
რა საქართველოს მწარე ბედი მომაგონდება;
რა მაგონდება, რასაც დედა ნორჩს მომითხრობდა.
ის ჟამი იყო, საქართველოს სული ხდებოდა...
აჰა, ირაკლი, გმირთა გმირი, კახი პატარა:
ურწმუნოთ მამულს არ მივცემო, არა და არა.
ი. ჭავჭავაძე თავის ნაწერებში საგანგებოდ ჩერდება თეკლეს პიროვნებაზე და
უაღრესად გულთბილად ახასიათებს მას: თეკლე ბატონიშვილი ზედმიწევნით

3
მცოდნე ყოფილა მის დროინდელ ქართულ მწერლობისა, საღმთო წერილისა, კარგად
განათლებული მაშინდელ კვალობაზე, ჭკუით, სიბრძნით და სათნოებით შემკული,
ამასთან საკვირველი მხნე და გამჭრიახი. ასეთი დედა, - განაგრძობს ილია, -
უეჭველია, დიდ გავლენას მოახდენდა თავის შვილებზე.2 
ერეკლე მეფის პიროვნებისა და ეპოქის გასაცნობად შვილებისათვის, მათ შორის
ალექსანდრესთვისაც, ყველაზე კარგი ინფორმატორი იყო სახელოვანი დედა თეკლე
ბატონიშვილი
(ილიას სიტყვებია), თვითმხილველი და მომსწრე ძველი ამბებისა. ბატონიშვილი
თეკლა მეფის ერეკლეს ოჯახის მემატიანეა და მართალი დედაკაციც არისო, წმინდა
სვინდისიანი, - ხშირად უთქვამთ ალექსანდრესათვის. დედა-შვილს შორის მუდამ
გულთბილი ურთიერთობა და ახლო დამოკიდებულება არსებობდა. გადასახლებაში
მიმავალი ალექსანდრე დედას დაურიგებია: წადი, შვილო, ღმრთისთვის
მიმიბარებიხარ... შენ ჩემი შვილი ხარ, შენც ჩემსავით მაგრა იყავი და უბედურებას ნუ
გაუტყდები.  ეს სიტყვები ყველგან და ყოველთვის ახსოვდა ალექსანდრეს, რაზედაც
მეტყველებს მისი კერძო ბარათები, გადასახლებაში მყოფს რომ გაუგზავნია
დედისათვის. ე. თაყაიშვილი წერდა (თამარ გოგოლაშვილ-პაპავას მიერ 1937 წელს
პარიზში გამოცემული წიგნის დ დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში
დ წინასიტყვაობაში): ვისაც ალ. ორბელიანის ნაწერები გადაუკითხავს, დაინახავდა,
თუ რა მოკრძალებით და ნაზი სიყვარულით ეპყრობა ყველაფერში დედას
ალექსანდრე. თეკლა მისთვის ღმერთია; მის დაუკითხავად და რჩევის გარეშე
ალექსანდრე არაფერს არ აკეთებს; ის დედასთან ყველაფერში გულახდილია. 

პატარა სანდროს აღზრდა-განათლებაში დედის გარდა აქტიურად


მონაწილეობდნენ აგრეთვე ორბელიანთა კარის მღვდელი იოსებ ამირიძე და
ცნობილი გრამატიკოსი იოანე ქართველიშვილი. როგორც თვითონ მწერალი
აღნიშნავს (თავის გამოუქვეყნებელ ავტობიოგრაფიაში), მასზე დიდი გავლენა
მოუხდენია გამზრდელ ლომისახარს. ეს ქალი თურმე ცარიზმის სიძულვილს
უნერგავდა ყმაწვილს. იგი თურმე სულ რუსებს სწყევლიდა, საქართველოს
მიმძლავრებისათვის და ხშირად გათენებისას დაჩოქილი ცრემლით ღმერთს
ევედრებოდა: საქართველო რუსებისაგან გამოიხსენიო.
აი, ასეთ წრე-გარემოში აღიზარდა და ჩამოყალიბდა ალ. ორბელიანი. ყოველივე
ამის შემდეგ გასაგები ხდება, რომ მწერალს ფანატიკური სიყვარულით უყვარდა
საქართველო და ასეთივე ძალით სძულდა რუსეთი, რომელიც პატარა ერების მიმართ
კოლონიზატორულ პოლიტიკას ატარებდა. ასევე გასაგები ხდება, რომ ალექსანდრე
ორბელიანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 1832 წლის შეთქმულებაში.
საყურადღებოა, რომ ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა როგორც თეკლე
ბატონიშვილი, ისე მისი სამივე ვაჟიშვილი (ვაჟებიდან ორი დ დიმიტრი და ვახტანგი
დედასთან ერთად გადაასახლეს ქ. კალუგაში). არც ისაა შემთხვევითი ფაქტი, რომ
შეთქმულებას თანაუგრძნობდა და თავისებურად ეხმარებოდა
ალექსანდრეს სათნო მეუღლე დ ეკატერინე ბარათაშვილი. ალ. ორბელიანი იყო
ერთადერთი გამონაკლისი 1832 წ. შეთქმულების მონაწილეთაგან, ვისაც
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგაც არ შეუცვლია თავისი მრწამსი. იგი
სიკვდილამდე ერთგული დარჩა 1832 წ. შეთქმულთა იდეებისა.
რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის თავისებური გამოხატულება იყო
ის, რომ ალექსანდრე გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ოფიციალურ

4
სამსახურში არ შესულა. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს იგი აქტიურ ცხოვრებასა და
მოღვაწეობას ჩამოშორებოდეს, სულაც არა. მწერალი დაჟინებით და უდრეკად
განაგრძობდა ადრე დაწყებულ საქმეს დ გარდასული ამბების შეკრებასა და
თვითმხილველთაგან სიმართლის ჩაწერას, ისტორიის სრული სახით აღდგენას.
თავისი ნაწერების ნაწილს იმ დროს ერთადერთ ქართულ ჟურნალ ცისკარში
ათავსებდა... მას სიცოცხლეშივე დამსახურებულად ჰქონდა მოპოვებული
ფანატიკოსი პატრიოტის სახელი. ალ. ორბელიანს ანგარიშს უწევდნენ, მისი კრძალვა
ჰქონდათ, მისი ავტორიტეტის წინაშე ქედს იხრიდნენ ცნობილი ქართველი
მოღვაწეები. ზემოთ ვთქვით, რომ ალ. ორბელიანს სამშობლოს კეთილდღეობაზე
ფიქრი არასოდეს შეუწყვეტია, მეტიც, რაც ხანი გადიოდა, უფრო მძაფრდებოდა
ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. უარესი და უარესი სურვილი მომეკიდა
მამულისა, - წერს თვითონ. ამის დასტურად გამოდგება თუნდაც 1845 წ. დაწერილი
სამეფოს დასაცველი საფუძველი და იმის გამაბედნიერებელი. ცხადია, ალ.
ორბელიანის ფიქრები თავის ქვეყანას, საქართველოს დასტრიალებდა.
საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ადგილს ამ წერილიდან: სახელმწიფოს ანუ სამეფოთა
დასაცველად ხუთი უპირველესი საგანი ეს არის, პირველი. სარწმუნოების ჭეშმარიტი
მოსაობა ხალხისგან. მეორე სამოქალაქოს შინაგანი რჯულის რიგი ანუ წესი. მესამე.
სამხედროს ჯარის დაწყობილობა და სამეფოში რიგიანს ადგილებში დაყენება.
მეოთხე. სამზღვრებზე ანუ სადაც საჭირო იყოს ციხეების გაკეთება და ციხეში ჯარის
დაყენება და მეხუთე. განათლებისათვის სასწავლებლები და ენისათვის
ლიტერატურა.
მარტო, უამხანაგოთ დარჩენილი მწერალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც
ოპოზიციაში ედგა მთავრობას და თავისი ზნეობრივი სიწმინდითა და
უკომპრომისობით თანამედროვეებს ერთგვარ ორიენტირად ევლინებოდა.
საყურადღებოა, რომ მთავრობისაგან განზე გამდგარი ალ. ორბელიანი კარგად
ხედავს მოვლენებს, ზუსტად აფასებს მეფისნაცვალთა პოლიტიკას საქართველოში და
შესანიშნავად ახერხებს მეფისნაცვლის გარშემო შემოკრებილ ჩინოსანთა
გულისნადების დანახვასა და ამაო ფაციფუცის აღწერას. განსაკუთრებით
საინტერესოა ალექსანდრე ორბელიანის მიერ მიხეილ ვორონცოვის პიროვნებისა და
მისი პოლიტიკის შეფასება. ცნობილია, რომ მიხეილ ვორონცოვი კავკასიის
ადრინდელი მმართველებისაგან (მთავარმართებლებისაგან) განსხვავდებოდა თავისი
ლიბერალური ბუნებით. 40-იან წლებში ის სრულიად შეგნებულად გამოაგზავნეს
კავკასიაში. მაშინ ისეთი დრო იყო საქართველოში, რომ თუ ვორონცოვი არ
მოსულიყო და ისე მდაბლად არ მოქცეულიყო ყველასთან ესეები არ ექნა,
საქართველოს დაჰკარგავდა რუსეთი, ისე განძლიერდა მთებში შამილი
.  ადრინდელი მთავარმართებლებისაგან განსხვავებით, მიხ. ვორონცოვი ცდილობდა,
ადგილობრივ მკვიდრთა სიყვარული და პატივისცემა დაემსახურებინა. მან მართლაც
შეძლო, ბევრი ქართველი მოეტყუებინა ამით. ალ. ორბელიანი კი არ შემცდარა, მას
არასოდეს მიუჩნევია ვორონცოვი ქართველი ხალხის კეთილმოსურნედ,
საქართველოს განმანათლებლადა და მეგობრად. ალ. ორბელიანის აზრით,
ვორონცოვი დიდი გუნების ცბიერი კაცი იყო, რომელიც პირში ცფიერულად
უალერსებდა ქართველებს, ხოლო ზურგს უკან სამარეს უთხრიდა ყველას.
ალ. ორბელიანის ნაწერებში კარგად ჩანს გასული საუკუნის 40-იან წლებში
ქართველთა ზნეობრივი გადაგვარება. თუ მანამდე მამულის ერთგული შვილები
სამშობლოს სიყვარულში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, შეთქმულების ჩავარდნის

5
შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ვორონცოვის ლიბერალური პოლიტიკა ხელს
უწყობდა იმას, რომ გუშინდელი პროტესტანტები, მორალურად დაცემულნი, დღეს
უკვე ბეზღობასა და მთავრობის მლიქვნელობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ხშირად
აბეზღებდნენ ვორონცოვთან ალ. ორბელიანს დ რუსეთის სიძულვილსა და
ორგულობაში ადანაშაულებდნენ. საგულისხმოა, რომ მწერალი მოგვიანებით ამ
ბრალდებას სავსებით კი არ უარყოფდა, მხოლოდ იმის გამო გამოთქვამდა
შეშფოთებას, რომ ამით ზნეობა ილახებოდა. ვორონცოვს ჩემი ბევრი ორგულობა
უთხრეს რუსეთისა, - წერს მწერალი, - არც ტყუოდნენ, მაგრამ ამგვარად კაი კაცობის
გაკეთება იმისთანა ოჯახის შვილებისაგან სირცხვილია.
მიხეილ ვორონცოვის პიროვნებასა და პოლიტიკაზე თანამედროვე
ისტორიოგრაფიაში ის შეხედულებაა მიღებული და დამკვიდრებული, რომელიც
თავის დროზე ალ. ორბელიანს ჰქონდა (ამას ადასტურებს შესაბამისი ადგილები
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიიდან და საქართველოს ისტორიის ნარკვევებიდან).

1. რას ნიშნავს ქართველობა

ალ. ორბელიანისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია დ რას ნიშნავს ქართველობა?


ანუ რანი ვიყავით წარსულში და რად ვიქეცით? რა საფრთხე გვემუქრება და რა უნდა
ვიღონოთ, რომ მომავალშიც ქართველებად დავრჩეთ და სხვა ერში არ ავითქვიფოთ?
ამაზე მწერალს ბევრი უფიქრია და უწერია, ეს კითხვები საგანგებოდაა დასმული და
წინ წამოწეული ალ. ორბელიანის სტატიაში ახლანდელს და უწინდელს დროზედ
შენიშვნა. (პირველად გამოქვეყნდა კრებულში სიტყვა მამულის ტრაპესზედ, 1999 წ.).
მწერალი ქართველებს სამ რიგად ჰყოფს დ რუსობამდელ, რუსობის დროისად და
განათლებულებს. პირველს ამათგან ეტრფის, აიდეალებს, ყველაფრით უნაკლოდ
თვლის, მეორე პირველისაგან რადიკალურადგანსხვავდება, ძველი კარგი ყველაფერი
ცუდად და უბადრუკად გარდაიქმნა და ამის მიზეზი რუსეთია, ხოლო მესამენი
ისინი არიან, ვინც უნდა იხსნას საქართველო და სამომავლო ცხოვრების გზაზე
გაიყვანოს, მაგრამ მათ მიმართ მწერალი ხშირად ავლენს უნდობლობასა და
ნიჰილიზმს. ასე რომ, არსებითად მწერალმა ქართველები ორ ნაწილად (კატეგორიად)
დაჰყო. ალ. ორბელიანი ერთმანეთს უპირისპირებს ძველსა და ახალს (ზღვარი მათ
შორის, როგორც ვთქვით, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვაა). ამ
დაპირისპირების (თუ შედარების) დროს ძველის უპირატესობა აშკარაა, იგი ყველგან
და ყველაფერში ძალუმად, ხელშესახებად იგრძნობა. ძველად ჩვენში სრული
ჰარმონია, იდილია სუფევდა ცხოვრების ყველა სფეროში, ახლა დისჰარმონია,
არეულობა და ქაოსია. აშკარაა, რომ ძველის გაღმერთებით მწერალი თავისუფლებას
შენატრის. მაინც რა და როგორ იყო ძველად და რა შეიცვალა რუსობის მერე? ამაზე
პასუხს იძლევა ზემოთ დასახელებული სტატია, რომელიც განზოგადებული
ხასიათისაა და ბევრ საჭირბოროტო საკითხს შეეხება. ძველი ყოფის მაღმერთებელი
მწერალი შესავალშივე სვამს საკითხს, იყვნენ თუ არა ძველადაც გასაკიცხი,
დასაგმობი, უზნეო ადამიანები, რაზეც თვითონვე უპასუხებს, რომ საერთოდ
შეუძლებელია ისეთი საზოგადოების არსებობა, რომელშიც ლექი და ლაფი არ
ურევია, თუ ასეა, რით სჯობს ძველი დრო ახალს? მწერლის აზრით, იმით, რომ წინათ
ორმოცდაათ-სამოც კაცზე ერთი ურიგო თუ იქნებოდა. ის ერთი, ცხადია, მთელ
სურათს ვერ ცვლიდა და ცხოვრებას თავის ხასიათს ვერ ამჩნევდა. ახლა კი რუსების
შპიონების მეშვეობით გახშირდა წამხდარი ხალხი, ისე რომ ოც გულწრფელ და
რიგიან კაცს ერთი უწესო ურევია. ამ ურიგოთა და წამხდართა

6
გადამკიდე ვეღარც ალალნი და მართალნი საქმიანობენ. სამოქმედო ასპარეზი
მათთვის სწორედ უზნეო ხალხს შეუზღუდავს. ალ. ორბელიანი განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებდა ჩვენი წინაპრების ზნეობრივ სიწმინდეს, ხოლო მათი
ზნეობრივ-მორალური სიწმინდის საყრდენს ქრისტიანობაში ხედავდა, ჩვენს
წინაპრებს უმანკოების და სიწმინდის ცხოვრება ჰქონდათ წმინდა სახარების
სიტყვითო, - წერს მწერალი. ამ თვალსაზრისით შეიძლება ბევრი რამ საერთო
აღმოვაჩინოთ ალ. ორბელიანის ამ სტატიასა (აგრეთვე სხვა ანალოგიურ ნაწერებს) და
სულხან-საბა ორბელიანის ისეთი სასულიერო ხასიათის თხზულებებს შორის,
როგორიცაა სწავლანი და საქრისტიანო მოძღვრება.
ახლანდელს და უწინდელს დროზედ შენიშვნა
ავტორის მიერ 26 პატარა, მცირე მოცულობის ნაწილად, თავად არის დაყოფილი.
თითოეული მათგანი დასათაურებულია. შემთხვევითი არ არის, რომ ოთხი თავი
ქრისტიანობისადმია მიძღვნილი (1. ღვთისადმი, 2. სარწმუნოებისადმი, 3. ეკლესია, 5.
სასულიეროთათვის). ირონიას მოკლებული არაა ალ. ორბელიანის მსჯელობა იმის
შესახებ, რომ წინათ მხოლოდ უხილავ, დაუსაბამო მამას ვთვლიდით ღმერთად და
შვილებსაც ამას ვასწავლიდით, ახლა კი რუსეთის ხელმწიფეს ვაღიარებთ ღვთის
თანასწორად და მასზედ ვლოცულობთ. თუ წინათ დიდსა და პატარას, სახარების
წესზედ გაზრდილებს, ერთმანეთი უყვარდათ, მერე რუსების შპიონების წყალობით
დიდი შური და მტრობა ჩამოვარდა ქართველებში. ახლა შებღალული შურით
ვხოცავთ ერთმანეთსა, ვინც ვის შურით და ბეზღობით მოკლავს (წაახდენს) იგი არის
ბედნიერი. მწერლის პირად არქივში შენახულია პატარა, ერთსტროფიანი ლექსი,
რომელშიც შური და გაუტანლობა დიდ უბედურებადაა წარმოდგენილი.
ვაი ჩვენსა წერასა
თავი გვიგავს ძერასა
ვერა ვხედავთ ვერასა
შური კი გვკლავს ყველასა.
ალ. ორბელიანი სიამაყითა და ამავე დროს სინანულით იხსენებს იმ გარდასულ,
ძველ დროს, როცა ყოველ პატარა სოფელს თავისი ეკლესია ჰქონდა და თავისი
მღვდელი ჰყავდა. სამღვდელონი არა მარტო კითხულობდნენ საღვთო წერილს,
არამედ კარგად ესმოდათ მისი ძირითადი აზრი (შინაარსი) სხვა ყოველი ამაო არს
თვინიერ კეთილისაო და ამ პრინციპით ცხოვრობდნენ კიდეც. სიკეთეს თავადაც
იქმოდნენ და თუმცა ღვთისმეტყველნი არ იყვნენ, სხვათაც ამას უქადაგებდნენ,
განუმარტავდნენ ხოლმე სახარების სიტყვებს და მრევლიც აღასრულებდა მათ
ნაქადაგებს. ალ. ორბელიანი იმასაც გვეუბნება, რომ ყოველ მებატონეს თავისი
საკუთარი მღვდელი ჰყავდა, რომელიც ყველასაგან დაფასებული და პატივცემული
იყო. უწინდელს დროში არა დიდი, არა მცირე ლხინი არ გადიხდებოდა ანუ
ქორწილი, რომ იქ სასულიერონიც არ ყოფილიყვნენ. მეტიც, ყოველი სადილ-ვახშმის
დროს მღვდელს უნდა ეკურთხა სუფრა, თორემ უმადლო სუფრა იქნებოდა
უმღვდელოდ. ამ თემაზე მსჯელობის დროს მწერალი ეხება ბერების უდაბნოში
განდგომის საკითხს და კითხვასაც არ სვამს, კარგია თუ ცუდი განდეგილობა.
მისთვის დღესავით ნათელია, წმინდა ბერები თავიანთი განდგომით თავადაც
განიწმინდებოდნენ და ამაღლდებოდნენ დასოფლის ამაოებაში დარჩენილთაც
ზნეობრივ ორიენტირად ევლინებოდნენ, მათი სულების გადასარჩენადაც
ზრუნავდნენ. ამიტომ უდაბნოს ბერებს ყველა მოწიწებით ექცეოდა და შენატროდა
კიდეც. უდაბნოს ბერები თავისუფლად დადიოდნენ ქალაქებსა და სოფლებში და

7
ქადაგებდნენ ჭეშმარიტსა ქრისტიანობასა, ანუ წმინდა ზნეობას, საყოველთაო
სიკეთეს, ურთიერთსიყვარულსა და სხვ. გულისტკივილით წერდა ალ. ორბელიანი,
რომ მის თანამედროვეობაში ყველაფერი შეიცვალა. ეხლანდელი ჩვენი ეკლესიები დ
ოღონდ კარგად იყოს შემკული, შიგნიდან და გარედგან, და დიდი ზარი სცემდეს
სამრეკლოზედ, თორემ სხვა კეთილი აღარა არისრა. ოღონდ იმ ეკლესიებში წირვაზე
თუ ლოცვაზე, რუსეთის ხელმწიფეს ადიდებდნენ ცათამდისინ, თორემ სხვა
კეთილმდგომარეობისათვის ვეღა მოიცლის.
მწერლის აზრით, რუსეთთან შეერთება ყველგან და ყველაფერში უარყოფითად
დააჩნდა ქართველ ხალხს, რუსეთმა მთლიანად შეცვალა საქართველოში ყველაფერი.
ჩვენი ყველაზე დიდი იმედი დ ერთმორწმუნე რუსეთისგან სარწმუნოების
ხელუხლებლობა არ გამართლდა. მართალია, რუსები გარეგნულად თითქოს
ზრუნავდნენ კიდეც ქართველი საეკლესიო მოღვაწეების დასაზრდელად,
სასულიერო სემინარია სწორედ ამ მიზნით დაარსდა, მაგრამ რა გამოვიდა? თუ
უწინდელს დროს ჩვენი სასულიერონი იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, მშვიდობის
მყოფელნი, მოწყალენი, ქველის მოქმედნი, ქვრივთა და დაცემულთ შემწენი, ობოლთ
გამომზრდელნი, უცხოთ შემწყნარებელნი, ყოვლის კეთილისა აღმასრულებელნი და
თავიანთი ქვეყნის თავისუფლების მოყვარულნი, სემინარიის კურსდამთავრებულები
მათგან სრულიად განსხვავდებიან. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ
კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ალ. ორბელიანი აქ საქმის არსს, ვითარებას უფრო მუქ
ფერებში წარმოგვიდგენს, ვიდრე, ალბათ, სინამდვილეში იყო. სემინარია
დამთავრებულებიც იყვნენ ჭეშმარიტი მამულიშვილები, ერის გულშემატკივრები,
მაგრამ მწერალი ყურადღებას მიაქცევს არა გამონაკლისს, არამედ უფრო
დამახასიათებელს, ასე რომ, მწერლის სიტყვები იმდროინდელი სამწუხარო
რეალობის არსებითად სწორი ასახვაა. ალ. ორბელიანი დარწმუნებულია, რომ
ქართველი სასულიერო მოღვაწენი სწორედ რუსებისაგან არიან ჩაგონებულნი
სამწყსოს გასარყვნელად, ერში მორალური, ზნეობრივი ღირებულებების დასაცემად.
მწერალი იმ საფრთხესაც ჭვრეტს, რომ ქართულ ეკლესიებში, შესაძლოა, მალე წირვა-
ლოცვაც რუსულად აღავლინონ. ეს ხომ (ქართველების სრული გარუსება) რუსეთის
მთავრობის სანუკვარი მიზანი და დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო. გვახსენდება გიორგი
მერჩულის დაუფარავი სიხარული იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიებში
ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების. აი, რა
სიხარულს ელოდა ჩანაცრება. ეს იქნებოდა რუსეთის მიერ გადადგმული ერთ-ერთი
წარმატებული ნაბიჯი ქართველთა გაქრობის, რუსებთან ნიველირების გზაზე.
ამიტომაც დასვა მწერალმა მთელი სიმწვავით ეს პრობლემა და თანამემამულეთა
გამოსაფხიზლებლად უფრო გაამუქა ფერები, უფრო მძაფრად წარმოგვიდგინა
ისედაც ტრაგიკული ვითარება.
საერთოდ ეს სტატია თავისი მწვავე ტონით, კარგისა და ავის მკვეთრი
დაპირისპირებით სწორედ გამომაფხიზლებლის როლს ასრულებს (უნდა
ასრულებდეს) მკითხველისთვის. სხვა საკითხებთან ერთად მწერალი დღეისათვისაც
საყურადღებო საკითხს დ სასამართლოების თემასაც შეეხო. ალ. ორბელიანის თქმით,
უწინდელ სასამართლოს ახლა უსამართლო უნდა დაუძახონ. ამ ერთი წინადადებით
ბევრი რამ არის ნათქვამი. თუმცა მწერალი ამაზე არ ჩერდება, დაწვრილებით აღწერს,
როგორი წმინდა სინდისით ირჩეოდა საქმეები ადრე და როგორი უსინდისობა,
სიცრუე, უზნეობა სუფევს რუსულ ყაიდაზე გამართულ სასამართლოებში (ახალი
სასამართლოებით უკმაყოფილებას სხვაგანაც ბევრჯერ გამოთქვამს ალ. ორბელიანი).

8
როგორც ვთქვით, ახლანდელს და უწინდელს დროზედ შენიშვნა
ბევრ საჭირბოროტო საკითხს ეხება, ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს სწვდება და
ყველგან ძველის პრიორიტეტს ასაბუთებს ახალთან შედარებით. მაინც რამ გამოიწვია
ქართველთა ზნეობრივი, გონებრივი, ფიზიკური გადაგვარება დ დეგრადაცია? ალ.
ორბელიანის აზრით დ ცუდმა აღზრდამ (რაც, თავის მხრივ, რუსეთის ბატონობით
იყო განპირობებული). უნდა ითქვას, რომ ალ. ორბელიანი დიდადაა
დაინტერესებული ყმაწვილის აღზრდის საკითხით. ეს გასაკვირი სულაც არაა.
სწორედ ბავშვთან, ახალგაზრდასთანაა დაკავშირებული მომავლის იმედი.
აღზრდის პრობლემა ყოველთვის, ყველა ეპოქასა და ყველა ქვეყანაში უაღრესად
აქტუალური და საჭირბოროტო საკითხია. ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსები,
მოაზროვნეები თუ მწერლები მას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. მომავალი თაობის
აღზრდას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ შემდეგი დროის მოღვაწეებიც. ამ
მხრივ, ცხადია, საქართველოც არ იყო გამონაკლისი. ძველი ქართველი მწრლები და
მოაზროვნეები ბევრს წერდნენ აღზრდის თაობაზე. ამ პრობლემას ყურადღება არც
XIX საუკუნეში მოჰკლებია. ბევრი დაწერილა და უთუოდ მომავალშიც დაიწერება ი.
გოგებაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გ. წერეთლის, ნ. ნიკოლაძისა და სხვათა
და სხვათა პედაგოგიური იდეების შესახებ. გასაგებიცაა, ისინი იყვნენ დიდი
პატრიოტები, და ცხადია, უყვარდათ საქართველოს არა მარტო წარსული და აწმყო,
არამედ კიდევ უფრო მეტად - მისი მომავალი. აღზრდის პრობლემით ჩვენი
სახელოვანი წინაპრების დაინტერესება სრულებითაც არ იყო შემთხვევითი. ბავშვი
სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისო, - ამბობდა დიდი ილია. ბავშვი ჩვენი
ცხოვრების ყვავილია (ჩვენი ცხოვრების ყვავილი
- ასე უწოდა გ. წერეთელმა ერთ თავის მოთხრობას). თუ ამ ყვავილს დღეს,
სინორჩეში არ მოუარე, მისგან კარგ ნაყოფს ვერ მიიღებ. საყოველთაოდ ცნობილია,
რომ მოზარდის ჩამოყალიბება-ფორმირებაში უდიდეს როლს თამაშობს ოჯახი,
განსაკუთრებით - დედა. ამიტომაც ამბობდა დიდი ვაჟა-ფშაველა: ლამაზად შვილის
გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა. სულმნათი ილია კი სწორედ დედას
ავალებდა: დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება, ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ
წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.
XIX საუკუნეში ერთ-ერთი პირველი ქართველი მწერალი, რომელმაც ყურადღება
მიაქცია მოზარდის აღზრდაში ოჯახის როლს, არის ალ. ორბელიანი. წინათ ბავშვები
ოჯახში იღებდნენ კარგ აღზრდას, იქ ითვისებდნენ საუკეთესო ჩვევებს, რაც მერე
ცხოვრებაში საგზლად მიჰყვებოდათ ხოლმე. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში ჩემი
შეცდომები ანუ ჩემი ცოდვანი
... (გამოუქვეყნებელია, ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში) ალ. ორბელიანი იგონებს,
თუ როგორ იზრდებოდა იგი ოჯახში. ასე უმანკოთ და წმინდათ მზრდიდნენ, რომ
არც ყურით ცუდი რამ უნდა გამეგონა და არც თვალით ცუდი მენახა რამე... ეს არის
ჩვენი გაზრდილობა ჩვენი საუკეთესო სახლის შვილებისა
. აქვე იმასაც ვიგებთ, რომ სიწმინდეს, უმანკოებას, ზნეობრიობას არსებით
მნიშვნელობას ანიჭებდნენ აღზრდაში როგორც თავადები, ასევე გლეხებიც. ამის
შედეგი იყო, რომ მთელი საქართველო შემოეარათ, ერთს შეგარცხვინოს
ვერ გაიგონებდნენ, არამცთუ ლანძღვა, ან გინება გაეგონათ ერთმანეთში. ეხლა
შემოვიდა ამ რუსების დროსა, თორემ უწინ სად გაიგონებოდა უშვერი სიტყვა
საქართველოში, სადაც წმინდა სახარების ზნეობისა ქცევა იყო ხოლმე, უწინ ჩვენში
და მისდევდნენ საღმთო წერილისა დარიგებას, ყოვლის თავის სიმართლითა.

9
ყოველგვარი სიკეთე და ბედნიერება, ყველაფერი კარგი, ალ. ორბელიანის აზრით,
სათავეს იღებს სახარებიდან. სწორედ ღვთისმოსაობა, სარწმუნოების უსაზღვრო
სიყვარული განაპირობებდა იმას, რომ მაშინდელი კაცების და ქალების გული
სიწრფელით სავსე იყო. თავის ერთ ბოლოდროინდელ თხზულებაში ჩვენი ძველი
სახლეულობანი ავტორი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ძველი დროის უპირატესობას
ახალთან შედარებით და ყველაფერი ეს კვლავ დაკავშირებულია ჭეშმარიტ
ქრისტიანობასთან. კარგი, ძალიან კარგი ეს იყო, რომ სულ სიმართლეს მისდევდნენ
და წმ. სახარების რიგსა. ეს დიახ კარგი და მოსაწონია კაცობრიობისათვის...
გულწრფელი ღვთისმოსაობის მეტი სხვა არა იყო რა, სარწუმნოების განუსაზღვრელი
სიყვარული, წრფელი უმანკოების სიმართლე. მშობელის მამულის თავდადებითი
ერთგულება, თავიანთ სახლეულობაში მშვიდობის მყოფელობა, სიყვარული თავის
სახლის პატრონისა და დასასრულ, წმინდა სახარების წესი. ჩვენი უწინდელი ზნეობა
აი ამაზედ იყო შედგენილი.
ალ. ორბელიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა არისტოკრატიული წრის ბევრ
ოჯახთან და აი, მრავალი ნაცნობი ოჯახიდან სანიმუშოდ იღებს ერთს და იმის
მიხედვით წარმოდგენას გვიქმნის საერთოდ ძველ ქართულ სახლეულობაზე. ავტორი
საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრებსა და სტუმრებს საუბარში ერთი ბეწვა
უზრდელი სიტყვა არ გაურევიათ, არც ხმამაღალი ლაპარაკი ყოფილა თვინიერ
დამშვიდებულის ზრდილობიანის საუბრობისა.
ვინ ან რა იყო მიზეზი, სათავე ასეთი უმანკო და ზრდილობიანი ქცევისა? ალ.
ორბელიანის რწმენით, შინაური, ოჯახური წესიერი აღზრდა, რომლის
წარმმართველი და ხელმძღვანელი ქალი, დედა გახლდათ - ძველ ქართველ
დედაკაცებზე, იმათ ზნე-ხასიათზე საგულისხმო ცნობებს გვაწვდის ავტორი: მე, -
წერს ალ. ორბელიანი, - ძველი დედაკაცების ხელში ვარ დაბადებული, იმათ ხელში
გაზრდილი და მინამ ორმოცდაოთხის წლისა შევსრულდებოდი, სულ იმათთან
ვიყავი, თუ ოდესმე გარემოება არ განმაშორებდა. მაშ, მგონია, ამდონი დრო ჩემთვის
საკმაოა, რომ მე ისინი ძალიან კარგად მეცნა, მით უმეტესად, რომ იმათ ყოფა-
ცხოვრებას ვიკვლევდი და ვსწავლობდი, ამიტომ რომ დიდად მომწონდა
. სადავო არაა, მწერალს აქ მხედველობაში ჰყავს, პირველ რიგში, საკუთარი დედა და
მასთან ახლო მყოფი მანდილოსნები - თეკლა ბატონიშვილის დები, რძლები და სხვ.
მაშასადამე, ალ. ორბელიანი გვესაუბრება ისეთ საკითხებზე, რომლებიც მისთვის
ზედმიწევნით ნაცნობი და მშობლიურია. ამიტომაცაა მწერლის ნათქვამი ესოდენ
დამაჯერებელი და ანგარიშგასაწევი. ახლა კი მოვუსმინოთ ალ. ორბელიანს: იმ ჩვენს
ძველ დედაკაცებს ჯერ ყმაწვილობაში სამღვთო წერილს ასწავლიდნენ, კერვა-
ხელსაქმეს და მასუკან საერო წიგნებს, ანუ ხელწერილებს (ე. ი. ხელნაწერებს - ნ. ვ.)
აკითხებდნენ; ამასთან კარგ ზნეობას, კარგს თვისებას ასწავლიდნენ; შემდეგ ქცევას,
მიმოხვრას, თავის უმანკოების სიწრფელის სიმართლითა, თან ცდილობდნენ ყოველი
წმინდა და პატიოსანი ხასიათი ჩაეწვეთათ, თავის მოთმინებით იმათ ბუნებაში; და
ბოლოს, როდესაც დრო მოვიდოდა, გაათხოვებდნენ - და ეს ხასიათები ქალს განძად
და საუნჯედ გაჰყვებოდა თავის ქმრისა და იმის სახლის გასაბედნიერებლად... რა არა
ჰქონდათ იმათ კარგი თვისებანი? დარბაისლური, მართებული ლაპარაკი, თუ
ზრდილობიანი გახუმრებით მხიარულება? მე ჩემს დღეში არ მახსოვს, რომ იმათ
ერთი ბეწვა წინააღმდეგობა და მაღალი სიტყვა ეთქვათ ერთმანეთისათვის რამე.
ყოველთვის მშვიდობიანად და გონივრულად ლაპარაკობდნენ და მშვიდობიანად
თავის აზრებს უმტკიცებდნენ ერთმანეთს, და ამასთან ყოველი იმათი ლაპარაკი კარგ

10
საგნებზედ იყო: მიწის მოსავალზედ, თუ ვენახებზედ, სახლის მეურნეობაზედ თუ
საქვეყნოდ და სხვანი. ასე რომ, იმათში თავის დღეში ჭორი არ ითქმოდა, თორემ
ტყუილი და სიცრუე როგორ შეიძლებოდა, როგორც ეხლა ჩვენში გაადვილებულია, -
ნამეტნავად უმანკოთა და მართებლების მოთხრა ბევრი არის ეხლა.

აქ კარგადაა აღწერილი, თუ როგორ იზრდებოდნენ ოჯახებში მომავალი დედები.


სწორედ ასეთი აღზრდა განაპირობებდა იმ ძველი ოჯახების მორალურ-ზნეობრივ
სიმტკიცეს. ბავშვობიდანვე საუკეთესო ადამიანურ თვისებებს უნერგავდნენ
ოჯახებში, ცხადია, არა მხოლოდ ქალებს, არამედ ვაჟებსაც. მათაც, პირველ რიგში,
პირადი მაგალითით ზრდიდნენ, თანაც თანაბარი ყურადღება ექცეოდა როგორც
ფიზიკურ, ისე სულიერ განვითარებას.
ჩვენმა მამებმა იცოდნენ, თავის პატარა შვილებს შვიდის ანუ რვისა და ანუ
მეტნაკლების წლისას თავის შუაში დაგვსხამდნენ, თავის სახლში დედმამანი და
ყოველს შეყრილობაშიაც, რომ კარგათ გაიგონეთ და კარგათ დაისწავლეთ რასაც
ვლაპარაკობთ, ჩვენც ჩვენი მამაპაპები ასე დაგვსხამდნენ თავის შუაშიო, - იგონებს
ალ. ორბელიანი. უფროსთა ყურის გდებით სწავლობდნენ ყმაწვილები მშობლიურ
ენას, მამულის სიყვარულს, კეთილ ზნეობას, სიწმინდეს, პატიოსნებას. როგორც
აღვნიშნეთ, ყურადღება ექცეოდა მოზარდის არა მარტო სულიერ განვითარებას,
არამედ იმასაც, რომ ყმაწვილი ჯანსაღი, ფიზიკურად ჯანმრთელ ადამიანად
ჩამოყალიბებულიყო. კვლავ მწერალს მოვუსმინოთ: ესეც სჭირდათ იმ ჩვენს
მშობლებსა და უფროსებსა, რომ ჩვენ ყმაწვილებს არ გვაჭმევდნენ მინამ ვაჟიკაცი არ
შევიქმნებოდით: არც ბატის ხორცს, არც ღორისას, არც ორაგულს, არც მომატებულს
მჟავეს, არც მომატებულს ტკბილს, არც მომატებულს მლაშეს და არც არაფერს
მწვანილს. ესენი სულ ყმაწვილს აწყენსო. ღვინოსაც ძალიან ცოტას დაგვალევინებდენ
მაგრამ წყალს კი არ გაურევდნენ.
ალ. ორბელიანს ბავშვის ფსიქოლოგია კარგად ესმის. ახალგაზრდის, ყრმის, ჯერაც
უწვრთნელი ყმაწვილის გულისყური უფრო სავნებლის, უმსგავსობისკენ არის
მიქცეული. ერთ გამოუქვეყნებელ წერილში (გარყვნილებისაგან დაფარვა
ყმაწვილისა) ალ. ორბელიანი წერს: ყოველი უმზგავსოება უფრო მოსაწონია
ყმაწვილისათვის, რომელიც ადვილათა შეუდგება იმის სწავლას და მალეც მიიღებს.
ამ დროს ოსტატს (მწვრთნელს, მზრდელს) ევალება, სწორი მიმართულება მისცეს
აღსაზრდელის გონებას. მინამ სრული წლოვანი არ შეიქმნას ყმაწვილი და სწავლა არ
შეისრულოს, მინამისინ ხელიდგან გასაშვები არ არის. ძველად ქართულ ოჯახებში
სწორედ ამრიგად ზრდიდნენ ბავშვებს. ასე რომ, ალ. ორბელიანის ეს თეორიული
მოსაზრება გამომდინარეობს სინამვდილის, რეალობის ანალიზიდან, ოჯახებში
აღზრდის წესზე დაკვირვებიდან და ამდენად უაღრესად საინტერესო და
საყურადღებოა.
მწერლის არქივში შენახულია მცირე მოცულობის დამრიგებლობითი ხასიათის
თხზულება კმაყოფილების წადილი და ვნების სურვილი, რომელშიც ავტორი
სავსებით ნათლად და მკაფიოდ გამოთქვამს თავის აზრს ადამიანის ქცევის
მოტივების შესახებ. უკეთუ კმაყოფილების წადილით მოქმედებს ანუ საქმობს კაცი,
იგი დიდს სიტკბოებასა შინა იქმნება: ვითარცა სულით, ეგრეთვე ხორცითა, და
სასიცოცხლოდ თვისად რავდენ რიგად ინუგეშებს და რავდენ კაცსა გამოიხსნის
შეწუხებისაგან... გარდა ამისა რავდენს ნეტარებას მიიღებს მისი სული... და ვითარის

11
განსვენებით დაიძინებს! მხოლოდ გრძნობით უნდა მივხვდეთ ესრეთი კაცი ვითარი
ბედნიერი იქმნება თავისა თვისისა! თორემ ენა ვერ გამოსთქომს სრულად!
კმაყოფილების წადილს ნაწარმოებში უპირისპირდება ვნების სურვილი.
ყოველგვარი ბოროტება სტანჯავს ადამიანს, მის სულს წუხილი არ მოაკლდება.
ვნების სურვილიდან წარმოდგება, - უზომო პატივის მოყვარულობა! - უზომო
მედიდურობა! - და უზომო შური! - უბედურნი, გაჭირვებულნი, - გლახაკნი, - და
შეწუხებულნი, მისთვის არაფერია, ოღონდ თვითონ იყოს და არა სხვა ვინმე. ალ.
ორბელიანისეული დასკვნა ასეთია, ბედნიერებას, სიხარულსა და კმაყოფილებას
განიცდის ის, ვინც სიკეთეს უანგაროდ აკეთებს. ალ. ორბელიანის აზროვნებისა და
მსფოლმხედველობის საფუძველს წარმოადგენს ქრისტიანული მოძღვრება.
ამიტომაცაა, რომ ამ და სხვა ანალოგიურ თხზულებებში ძალუმად იგრძნობა
სახარების გავლენა.
როგორც ცნობილია, ალ. ორბელიანის თანამედროვე საქართველოში
ფუნქციონირებდა რამდენიმე სასწავლებელი, სადაც გაბატონებული იყო
რუსიფიკატორული სისტემა, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ მოქმედებდა ქართველი
ყმაწვილების სულზე, ხელს უწყობდა მათში რუსული ორიენტაციის ჩამოყალიბებას.
ალ. ორბელიანს მიაჩნდა, რომ ასეთი სასწავლებლები დამღუპველი იყო
ქართველებისათვის. მწერლის აზრით, შინაური წესიერი აღზრდა უფრო მეტს
აძლევდა ადამიანს, ვიდრე რუსული სასწავლებლები. თავისი დროის
სასწავლებლებით ალ. ორბელიანი განსაკუთრებით უკმაყოფილო იმიტომ იყო, რომ
იქ ქართველები ვერც სრულყოფილ სწავლა-განათლებას იღებდნენ და, რაც მთავარია,
რუსებად იზრდებოდნენ. იქიდგან გამოსული ქართველი ყმაწვილები თავიანთსა
შეყრილობაში სულ რუსულად ლაპარაკობენ და ქართულს ლაპარაკს კი ხანდიხან
გაურევენ ხოლმე, ისიც დიახ იშვიათად, დ სინანულით წერდა მწერალი. თუმცა მას
შეუმჩნეველი არ დარჩენია ნასწავლი ახალგაზრდების ახალი იდეები, კარგი
განათლების მიმართულება, სიახლეს ალ. ორბელიანიც მიესალმებოდა, ოღონდ ერთი
პირობით დ ჩვენი, საკუთარი, მშობლიური არ უნდა დაგვევიწყებინა.
ამ ვრცელი წერილით (ახლანდელს და უწინდელს დროზედ შენიშვნა), რომელიც
სიცოცხლის მიმწუხრსაა დაწერილი, ალ. ორბელიანი ცდილობს, თვალი აუხილოს
თანამემამულეებს, დაანახვოს კარს მომდგარი საფრთხე, აშკარა საშიშროება, რასაც
შესაძლოა ქართველი ერის სრული გაქრობა მოჰყოლოდა. თუ არაფერი შეიცვალა, თუ
ყველაფერი ასე გაგრძელდა, აქ ქართველის თესლი აღარ დარჩება და ბოლოს დროს
სულ რუსებათ გარდაიცვლებიან ჩვენი მომავალნი. ამ გაფრთხილებას დღესაც არ
დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და ამას ყოველი გონიერი ქართველი გრძნობს და
ხედავს.
რუსეთმა საქართველოში ფეხის დადგმისთანავე დაიწყო დაპყრობილი ქვეყნის
დიდი ისტორიის გაყალბება, ადათის, ზნის, წესის შეცვლა, ენის დაკნინება და
ხმარებიდან გაძევება. ეს ყველაფერი, ცხადია, მისი შორს გამიზნული საქმიანობა იყო.
რაც მთავარია, რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა, დაერწმუნებინა
ქართველები, თქვენი გადამრჩენელი და აწიც საიმედო მზრუნველი რუსეთია,
ურუსეთოდ არც გიცხოვრიათ, არც არაფერი შეგიქმნიათ და ვერც მომავალში
იარსებებთო. ერთი სიტყვით, როგორც ალ. ორბელიანი წერს: რუსები ამ სიტყვით
გვავალებენ და ყვირიან: რუსეთის ხელმწიფობამ, ქართველები ყოვლისფრით
გააბედნიერაო (!). სინამდვილეში კი იმდენი უბედურება, ურცხვობა, სისაძაგლე, რაც

12
რუსების დროს შემოვიდა საქართველოში, მანამდე არავის ენახა და გაეგონა. აი, ამას
გვეუბნება მწერალი სტატიაში ახლანდელს და უწინდელს დროზედ შენიშვნა
პირდაპირ და მიუკიბ-მოუკიბავად. უნდა ითქვას, რომ თავისი პირდაპირობით ეს
წერილი თვით ალ. ორბელიანის შემოქმედებაშიც კი გამორჩეულია. სწორედ აქ
ამბობს გამწარებული ავტორი: რუსები არიან აღმოსავლეთის ბარბაროსებზედ
ათკეცად უარესნი ბარბაროსნი და ჯოჯოხეთის ეშმაკებზედ ეშმაკები. რა მოუტანეს
მათ კარგი ჩვენს ქვეყანას? ყოველი საქართველოს ხალხი სულერთიან ბოროტებათ
გადაგვაქცია რუსეთის მთავრობის შპიონებმა... ჩვენს საქვეყნო საქმეებში კი წმინდა
მტკნარი ჩერჩეტები როგორც უგრძნობელი იდიოტი ისე ჩვენ ვართ
. მეტად უნუგეშო სურათს გვიხატავს მწერალი ჩვენი ყოფისას. ხან თითქოს კიდეც
ეცოდება მკითხველი, მეტი არ მომივიდეს, ძალიან არ შეგაწუხოთო, - ბოდიშს იხდის.
მაგრამ მთავარი სატკივარი და საწუხარი არ იფარება, სწორედ, პირიქით, ზედაპირზე
დევს და მკითხველიც კარგად ხვდება მწერლის ამ შეკითხვის არსს: ამის შემდეგ
რაღას მოველოდეთ კარგსა ქართველები?
როგორ გვაგონებს ალ. ორბელიანის ეს შეკითხვა გრ. ორბელიანის უკანასკნელ მწარე
ამოძახილს: ...დაემხო ჩემი სამშობლო, საფლავს ჩავდივარ სიმწარით,  ალ.
ორბელიანის ამ სტატიის დაწერის მიზანი სხვებისათვის თვალის ახელაა, მწარე
სიმართლის თქმა. გურამიშვილისეული მართალს ვიტყვი
არც ალ. ორბელიანისთვის არის უცხო. მწერლის დარდის მიზეზი ის გამხდარა, რომ
დიახ ცოტაოდენი ქართველები ხედავენ ამას, ამ ჩვენ დასაღუპ დროსა. ალ.
ორბელიანის აღშფოთება კულმინაციას აღწევს წერილის ბოლოს, სადაც ავტორი ასე
მიმართავს მკითხველს: აი ხომ გაიგონეთ როგორ გაგვაბედნიერა ქართველები იმ
ღვთის მტრებმა რომლებიც გარდა ჩვენისა მარადის გამზადებული არიან, რომ
ყოველი კაცობრიობა ჯერ თავის დიდ მუცელში ჩანთქას და მის უკან ერთიანად
გაარუსოს, მხოლოდ თავისი სახელის დიდების განთქმისათვის და არა კაცობრიობის
კეთილისათვის.
ალ. ორბელიანს თავის თანამედროვეებში რუსების მოძულის სახელი ჰქონდა
დავარდნილი, სიცოცხლეშიც და მერეც მწერალი უსამართლოდ იდევნებოდა, თუმცა
მისი ნაწერები არ აუკრძალავთ, მაგრამ დაუმსახურებელი გულგრილობა მის მიმართ
აშკარად ჩანდა. მიზეზი ყველაფრისა ისევ და ისევ რუსეთისა და რუსების
სიძულვილი იყო, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, ეს ზერელე შთაბეჭდილებაა.
მწერლის შემოქმედების შესწავლა არ იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების უფლებას.
ალ. ორბელიანი თავისი ქვეყნის ნამდვილი შვილი, ჭეშმარიტი გულშემატკივარი
იყო, რაც თავისთავად, ბუნებრივად გულისხმობს მტრის, დამპყრობის, მოძალადის
სიძულვილსა და მისგან თავდაღწევის, გათავისუფლების სურვილს. აი, რატომ ჩანს
ალ. ორბელიანი რუსების მოძულედ, თორემ სხვა ერის სიძულვილი (ნებისმიერისა)
მწერლისთვის სრულიად უცხო და მიუღებელია. აი, რას ამბობს ამის შესახებ
თვითონ მწერალი: ღმერთს ისე დაუბადებივარ, რომ საქართველოში მე რუსები არ
მიყვარან? -დმე ისინი რუსეთში დიდად მიყვარან, იქ უკეთესი არ უნდა ისინი არიან
და ბევრი კარგი მახსომ მე იმათგან, მაგრამ აბა რა ვქნა, აქ მე ისინი არ მიყვარან, არა,
ბევრჯელ ვცადე, ეს ჩემი უსიყვარულობა იმათზე, ჩემს გულში მამეკლა, მაგრამ ვერას
მოთმინებით ვერ შევიძელ, არა გამეწყორა,  ეს მამულიშვილის გულწრფელი
აღსარებაა.

2. ალექსანდრე ორბელიანი _ ქართული


ტრადიციების ქომაგი
13
საქართველოს სახელმწიფოს გაუქმების შემდეგ დამპყრობელმა დაპყრობილი ერის
მოსპობა, გადაგვარება განიზრახა და ამ მიზნით იერიში მიიტანა ჩვენს ენაზე,
კულტურაზე, ტრადიციებსა და საერთოდ წარსულზე. ხალხისთვის ყოველივე
საკუთარის დავიწყება, მიჩქმალვა, ყველაფრის უარყოფითად და მახინჯად
წარმოდგენა რუსეთის შორს გამიზნული ნაბიჯი იყო. უკულტურო, უტრადიციო,
უწარსულო ერი, ბუნებრივია, ვერც მომავალში გამოთქვამდა დამოუკიდებლად
არსებობის სურვილსა და იმედს. ბოროტ განზრახვას წინ აღუდგნენ ქართველი
მოღვაწენი, რომელთა შორისაა ალექსანდრე ორბელიანი.
XIX საუკუნის მწერალი და მოაზროვნე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს
საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნას (შდრ. ქართველი სამოციანელები). მწერლის
აზრით, ჭეშმარიტ მამულიშვილად ვერ ჩაითვლება ის, ვინც სამშობლოს ისტორია არ
იცის კარგი ქართველიხარ, არ იცი შენი ქვეყნის ამბავი, არა ძველი, არა ახალი.
წარსულის შესწავლასა და გამოკვლევაში ალ. ორბელიანისთვის არ არსებობს
მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო. იგი ერთნაირი სიყვარულითა და გატაცებით
გვიამბობს ჩვენი წინაპრების მიერ გადახდილი ომების, გმირული, ვაჟკაცური
საქციელისა და ლხინის, გართობის, დროსტარების შესახებ. 1868 წ. ცისკრის
მე-2 ნომერში გამოქვეყნდა ალ. ორბელიანის სტატია ტულუბაშობა, სადაც მწერალი
ქართული სუფრის უძველეს ტრადიციებზე გვესაუბრება და დიდ წუხილს
გამოთქვამს საუკეთესო წეს-ჩვეულების მოშლისა და მის ნაცვლად ახლის, უვარგისის
დამკვიდრების გამო.
როგორც მკვლევარი გიორგი ჯავახიშვილი შენიშნავს, ალ. ორბელიანი
პირველთაგანია, ვინც ყურადღება გაამახვილა ქართული ნადიმის წარმმართველ
თამადაზე. მწერალი დაინტერესებულა ამ სიტყვის წარმომავლობით, ბევრისთვის
უკითხავს, მაგრამ ვერავის უპასუხნია, ამიტომ თამადის შესახებ თავის ნარკვევში
არანაირ ცნობას არ იძლევა. თამადა
არ არის ახსნილი არც სულხან-საბასა და არც ნ. ჩუბინაშვილის ლექსიკონებში.
მხოლოდ 1887 წ. დ. ჩუბინაშვილის მიერ შედგენილ ქართულ-რუსულ ლექსიკონში
ვკითხულობთ: თამადობა - თუმაჯობა, თუმაჩიანობა, უფროსობა, ან თავობა, მაგ.,
ღვინის სმაში. ტერმინ თამადის
წარმოშობისა და მისი ქართულ ყოფაში დამკვიდრების შესახებ მეცნიერებაში აზრთა
სხვადასხვაობაა. ზოგი მეცნიერის (ს. ჯანაშიას, კ. შმიდტის, ვ. აბაევის) აზრით,
სიტყვა თჰამადა
ჩრდილო-კავკასიურ ენებში ფართოდ არის გავრცელებული და იგი, ალბათ, იქიდან
შემოვიდა საქართველოში, ზოგი კი (მაგ. გ. გოცირიძე) თვლის, რომ თამადა
სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ჩვენშიც სპარსულიდან დამკვიდრდა. მკვლევარი
ხ. იოსელიანი ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ სუფრა
თავისი სადღეგრძელოებითა და რიტუალებით მითოლოგიურ-რელიგიურ
საფუძველზეა წარმოშობილი... თამადის ინსტიტუტის ფესვები შორეულ წარსულშია
გადგმული. გ. ჯავახიშვილი კი შენიშნავს: ამ სიტყვის (თამადა დ ნ. ვ.) გავრცელების
არეალი კავკასიაა და თვით სიტყვის ძირი მხოლოდ კავკასიელი ხალხების ენებში
დასტურდება. ალ. ორბელიანი ამ ორ ცნებას დ თამადა და ტოლუმბაში დ
სინონიმებად ხმარობს (ერთგან სუფრის წამყვანს ასე მიმართავს: ტოლუმბაშო, ანუ
თამადაო). რასაც ადრე თამადა ერქვა, XIX საუკუნეში ტრადიციათა რღვევის გამო
ტოლუმბაში დარქმევია. მწერალმა კარგად იცის არა მარტო ამ სიტყვის
წარმომავლობა, არამედ ახსოვს ქართულ სუფრაზე ტოლუმბაშობის შემოღების ყველა
14
წვრილმანი და დეტალურად აცნობს მკითხველს. თვითონ სიტყვა თათრულია და
პირდაპირი თარგმანით ამხანაგების თავს ნიშნავს, მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარია,
ვინ, როდის, რა მიზნითა და მოსაზრებით დაამკვიდრა საქართველოში
ტოლუმბაშობა (ალავერდი, იახშიოლ) და რას წარმოადგენდა იგი როგორც მოვლენა.
ტოლუმბაშის მეთაურობით გამართულ ლხინში გადაჭარბებული სმა და დათრობა
აუცილებელი რამ იყო. ასეთ პურობას მწერალი არეულს
ეძახის. იმ არეულ სუფრაზე ზედმეტი ღვინის სმა კიდეც გაგვიმჟავდებოდა
ხოლმეო, - იგონებს ავტორი. აქვე თავის თანამედროვე ლხინს ძველებურ ლხინს
ადარებს და აშკარად გამოკვეთს ძველის უპირატესობას. როდესაც ძველი კაცები
მოინდომებდნენ ლხინის გამართვას, უნდა იცოდეთ, როგორის კმაყოფილების
მხიარულებით შეექცეოდნენ ის ძველები. ალ. ორბელიანის თქმით, ჩვენს წინაპრებს
ზნეობითი შექცევა ჰქონიათ, ხოლო ყმაწვილი კაცების, ახალგაზრდების ლხინი
მისგან დიდად განსხვავდება, რაც მწერლის გულწრფელ შეშფოთებასა და
აღშფოთებას იწვევს.
ძველ საქართველოში იყო ლხინის, დროის გატარების, ღვინის სმის
მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.
საქართველო ხომ ღვინისა და ვაზის ქვეყანაა.
ნარკვევში თელავი
მწერალი ხოტბას აღავლენს, ქებას უძღვნის ვაზს. ადამისა და ევას საცხოვრებელი
წალკოტი ვაზით იყო გაშენებული, გაფურჩქნული ვაზი და მისი მტევანი იყო მათი
მანუგეშებელი, სანამ ცოდვით დამძიმებულები ანგელოზმა იქიდან არ გამოყარა.
მწერლის თქმით, სწორედ მათ მოსაგონებლად და იმისთვის, რომ კაცობრიობა
ერიდებოდეს ყველაფერს ავს, ურიგოს, ამ მხარეში (კახეთში) ვაზი უნდა
აღმოცენებულიყო. კახეთი უნდა ყოფილიყო ის მიწა, რომელზეც ნოეს ვაზის
გაშენებით ახალი სიცოცხლე უნდა დაეწყო. მწერალი ხელიდან არ უშვებს
შესაძლებლობას, საკუთარ თანამემამულეებს ზნეობრივი სიწმინდისკენ მოუწოდოს,
ზემოაღწერილი ფანტაზიაც იმისთვის დასჭირდა, რომ ხმამაღლა ეთქვა: კაცობრიობა
ერიდებოდეს ყოველივეს ურიგობას.
ალ. ორბელიანს სოფ. კურდღელაურში ერთ-ერთი ვენახი ძლიერ მოეწონა. კერძო,
კონკრეტული სანახაობით მიღებული შთაბეჭდილება განაზოგადა და საერთოდ
ვაზის მადლი დალოცა, თან ძლიერ მოუნდა ვაზის ძირში კეთილმოწიწებით
დაჩოქება, თვალწინ წარმოუდგა ვენახში გაშლილი სუფრა, წითელი ღვინით სავსე
ლიტრა, გამტკიცული, ცხელი პური, გემრიელი ყველი, მოხარშული დედალი. ეს
ღარიბული სამხარი, სადაც სუფევს უხილავი მადლი ზეცისა
სჯობს ყველა განსაცხრომელ, მდიდრულ სუფრას, ოქროსა და ვერცხლის სასმისებს,
რომელსაცა ანგარება თაყვანს სცემს და მონებს სიმდაბლით.
სანამ მწერალი პურს გატეხდეს, ვახშამს შეექცეოდეს ან სასმელს მიირთმევდეს,
მანამ აუცილებლად მიაჩნია, რომ ვაზს, როგორც წმინდა სალოცავს, ემთხვიოს,
თაყვანი სცეს, ანუ, როგორც თვითონ უწოდებს, მოლოკოს. აი, როგორ ეჩურჩულება
იგი ვენახს: ასე და ამ მდგომარეობით, შენსა ვაზსა მოვლოკენით, რომ უმადური არ
დარჩე ჩემი. ვაზი მწერლისთვის სამშობლოს სიმბოლოა. გადასახლებიდან შინ
დაბრუნებულმა ალ. ორბელიანმა როგორც კი ფეხი დადგა საქართველოს მიწაზე,
მიწა და ქვები მოლოკა

15
და ეს მოლოკვა არ იყო ოდენ მონატრებისა და სიყვარულის გამოხატულება, ეს არის
თაყვანისცემა ყველაზე ამაღლებულის, წმინდის, ხელშეუხებლის... ასეთივე
გრძნობით სურს მწერალს ვაზის მოლოკვა.
ალ. ორბელიანის, როგორც მხატვრული სიტყვის ოსტატის, შესაძლებლობები
ერთობ შეზღუდულია, მაგრამ ზოგჯერ მწერალი ახერხებს იმდენად ხატოვნად,
სახიერად აღწეროს ფაქტი თუ მოვლენა, რომ მკითხველის თვალწინ ცოცხლდება
ფერადოვანი, მრავლისმთქმელი სურათი. იმ დღეს ერთს რომელსამე მარანში,
წითელს დაწმენდილს ღვინოს რომ იღებდნენ ქვევრიდგან, წითელის თიხის
ლიტრით და მეორე კაცი, იმის დაძაფნულს წვეთებს, მუჭას რომ მიაშველებდა და
იმითი ყელსა იგემრიელებდა, ის წითელი სველი ლიტრა, იმ სავსე წითელის ღვინით
მქონდეს თანა.
ალ. ორბელიანი ძველი ტრადიციების ერთგულად დაცვის მომხრეა. მწერალს
გაცნობიერებული აქვს, რომ საუკუნეობით დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებათა
წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა, თვით ამ ადათის მქონე ხალხის წინააღმდეგაა
მიმართული, ტრადიციის მოსპობა და უარყოფა საბოლოო ჯამში, ცხადია, ერის
მოსპობამდე და გადაგვარებამდე მიგვიყვანს. წესის, ზნის, ადათის მტკიცედ დაცვა
ეხმარება ხალხს საკუთარი თავისთავადობის შენარჩუნებაში და იცავს უცხო თესლში
გათქვეფისა და გადაჯიშებისაგან. ერთი რომელიმე ტრადიციის უარყოფა
გარდაუვლად გამოიწვევს სხვა ტრადიციებისადმი ნიჰილისტურ
დამოკიდებულებას, ხოლო ეროვნულ ტრადიციებზე უარის თქმა და მათი დავიწყება
საფრთხეს უქმნის მომავალში თვით ერის არსებობას. ეს აუცილებელი ჭეშმარიტება
დამპყრობელმაც კარგად იცოდა და ყოველნაირი ხერხით ცდილობდა ჩვენი,
ქართული ყველაფერი შეეცვალა, მისი ხსოვნაც აღმოეფხვრა და მის მაგიერ სხვა,
უცხო (თუნდაც აშკარად უვარგისი) დაემკვიდრებინა.
ასე, ამ მიზნით XIX საუკუნის დასაწყისშივე შეეცადნენ რუსები ჩვენებური
სუფრის, კერძოდ, თამადობის მოშლას. ამ მიზნით საგანგებოდ დაუქირავებიათ,
მოუსყიდიათ ვინ იცის, რამდენი. მათ შორის ერთ-ერთს, ვინმე მ.მ.დს პირადად
იცნობდა ალ. ორბელიანი და ჩვენც გვაცნობს მას.
მ. მ. იყო ერთი იმათგანი, ვინც მაშინდელი ახალგაზრდები წაახდინა. მ.მ. თურმე
თავს ყველას წრფელ კაცად აჩვენებდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს აკეთებდა
სხვების გონების გასარყვნელად. ალ. ორბელიანი მას ასე ახასიათებს: ის იყო
ენამტანია, მოუსვენებელი, მახლობლის გაუტანელი, დიდი პატივისმოყვარული
... მ.მ. მიზანი ის იყო, რაც შეიძლება ბევრი ყმაწვილი კაცი გაერყვნა და მათთვის
უგვანი საქციელი ჩაეგონებინა (რისთვისაც კარგ საზღაურს, ჯილდოს იღებდა
დამკვეთისაგან). რაც მეტს მოწამლავდა, მით უკეთესი იყო მისთვის, უფრო
დაუმადლებდნენ. მსმენელი და გამგონი ბევრი ჰყავდა. ყველას ურიგებდა თავის
სისუსტესა, როგორათაც საბოძვარსა რასმე და ადგილიც კარგი ჰქონდა იმას
ვაჭრობისა. (შდრ. ალ. ორბელიანის არაკი ტარტაროზისა ანუ კუდიანების ღამე,
სადაც ტარტაროზი კუდიანებს ქართველების ზნეობრივ წახდენას ავალებს და იმას
აქებს, ვინც ყველაზე მეტს გააკუდიანებს). რატომ ვერავინ ხვდებოდა მ.მ.-ს ნამდვილ
განზრახვას? ამ კითხვაზე მწერალს ერთადერთი პასუხი აქვს: იმიტომ, რომ
ქართველური სიწრფელე
ატყუებდა ჩვენს ახალგაზრდებს. ვინც კარგად და შინაგანად არა სჩხრეკდა იმის
თვისებასა, ეგონებოდა: კაი კაციაო. ქართველები კი წრფელი, მიმნდობი ხალხია

16
(ქართველთა ამ თვისებაზე სხვაგანაც არაერთხელ საუბრობს მწერალი), რითაც
ხშირად ბოროტად სარგებლობენ მტრები.
ერთხელ სიმთვრალეში მ.მ.-ს თვითონვე წამოცდენია, რომ მას ქართველების
გარყვნას სხვა ავალებს, იგი სხვისი სურვილის ამსრულებელია. ალ. ორბელიანის
წერილის მიხედვით არ ჩანს, რა ეროვნებისაა ის სხვა, ვისაც ქართველების
ზნეობრივი წახდენა განუზრახავს, მაგრამ ეს რა ძნელი მისახვედრია! მ. მ.-ს შესახებ
კი მწერალი ამბობს, რომ მან სპარსული, თათრული, რუსული და ქართული ენები
კარგად იცოდა, მაგრამ მომატებულად სომხური იმისი იყო. პატრონი შესრულებული
დავალების სამაგიეროდ უხვ წყალობას არ აკლებდა თურმე. მ.მ.-ს სიტყვებია:
ვისთანაც ვარ, მას ასე უნდა, იმას ასე ეამება, იმისი თვისება ეს არის. მე იმისთვის
შემიფიცნია იმის ერთგულებაზე, ამისთვის რომ სულ რაცა მაქვს იმისგნით, ის არის
დიდი სოვდაგარი და მე იმისი მოვაჭრე, დანარჩენი სხვა იმან იცის, რისთვის შვრება
ამას, ეს ჩემი საქმე არ არის.1 
პატრონისაგან მ.მ.-ს დავალებული ჰქონია ყოველი ღონისძიების ხმარება
იმისათვის, რათა ძველებური, ქართველური, ტრადიციული მოიშალოს, მოისპოს,
რომ საბოლოო ჯამში უწარსულოდ და უისტორიოდ დარჩენილი ერი ადვილად
შეერწყას სხვას, იოლად გაითქვიფოს სხვაში. ალ. ორბელიანისთვის ძველი წეს-
ჩვეულების, ადათის, ტრადიციის დაცვა მჭიდროდ უკავშირდება საერთოდ
ეროვნების დაცვას. ვერაგი მტერი მუდამ მზად იყო, ძველის ნაცვლად დაპყრობილი
ხალხისთვის სრულიად მიუღებელი რამ დაემკვიდრებინა, ოღონდ ამას ისე
აკეთებდა, თითქოს დიდ სიკეთეს შვრებოდა, ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე
ჩვენთვის ირჯებოდა. მოკლედ, უკეთესს
გვიმკივდრებდა და კიდეც გვამადლიდა (მსგავსი რამ ხდებოდა ჩვენი საუკუნის 70-
იან წლებში, როცა ფართო კამპანია გაიშალა ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგ.
ამის შესახებ ვრცლად საუბრობს რ. ჩხეიძე წიგნში: თუ საწუთრომან დამამხოს).
დამახასიათებელია ერთ-ერთ ნადიმზე მ.მ.-ს სიტყვები, რომლითაც მან მეინახეებს
მიმართა: - ის ძველი, ქართველური თავის სმელობა აღარ უნდა იყოს, უნდა
მოიშალოს... მე კარგი რამ მომიგონია ჩვენი შექცევისათვის. სწორედ მაშინ შესთავაზა
ტოლუმბაშისა და მისი მოადგილის არჩევა, ღვინით სავსე სასმისების ბოლომდე
გამოცლა და უგონოდ დათრობა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველა დაეთანხმა,
ბევრჯელ ცუდი უფრო მოსწონს კაცსა, მინამ პატიოსნება. ეს სულ გარყვნამ იცის, -
ასკვნის მწერალი.
ქართველური გულწრფელობა, მიმნდობლობა, საქმის გაუჩხრეკელობაა იმის
მიზეზი, რომ ქართველნი იოლად მოსატყუებელნი არიან. ეს სამარცხვინო
თანაშემწეობაც, ქართველების ზნეობრივი სიმდაბლის თვალსაჩინო ნიმუში, იმ
მოღალატე მ.მ.-ს შემოტანილია ჩვენში. როცა ერთმა თანამესუფრემ შემწის
დანიშნულება, მოვალეობა იკითხა, საკმაოდ შეურაცხმყოფელი პასუხი მიიღო დ
ტოლუმბაშის თანაშემწეს თურმე ის ევალებოდა, თვალ-ყური ედევნებინა, რომ
ყველას ბოლომდე დაელია ღვინო, თუ არა და, ხმამაღლა დაეძახნა, ქობასი ვარ, რის
შემდეგაც უფლება ჰქონდა, ძალით დაელევინებინა და დაეშტრაფა
კიდეც. ასეთი პურობის შემდეგ მოქეიფეებს ერთმანეთისა არაფერი ესმოდათ, ზოგი
ყვიროდა, ზოგი ძლივს ლუღლუღებდა, არც საზანდრებს აცლიდნენ სიმღერას, ამ
არეულობით სარგებლობდა ის მოსყიდული მ.მ., ყველას სათითაოდ მიუჯდებოდა
და რაც უარესი იყო გარყვნილებისა, იმაზედ ელაპარაკებოდა. რაღა მარტო მ.მ.?
კიდევ რამდენი სულმდაბალი და ზნეობაწამხდარი კაცი მოქმედებდა საქართველოში

17
და ასე რყვნიდა ახალგაზრდობას. დღევანდლამდინ მოსდევთ ის ნაკრევი ნალი
ქართველებსა, არა ცოტას, დიახ ბევრსა და ამასთან ზნეობის გაფუჭება
(ტოლუბაშობა). ოსტატურად აღწერს ალ. ორბელიანი საკვირველი ლხინის
ბოლოს, შედეგს ნარკვევში თელავი. მოვუსმინოთ მას: ზოგს პირიდგან ამოსვლია
მომატებული ღვინო და კიდევაც უსომს, ზოგს ერთმანეთისათვის უცემიათ და
თავპირი დაუმტვრევიათ, ზოგს ხანჯლით დაუჭრია ერთსა მეორე, ზოგი
მხიარულებით გაგიჟებულა, ზოგი მშვიდობიანად ყოფილა... ესეც ღვინისაგან არის
და არა თავის ხასიათისაგან... გიჟების სახლს ემსგავსება ეს ამგვარი ჩვენი შექცევა.  ამ
სიტყვების წაკითხვას თან გულისტკივილი ახლავს, მაგრამ ალ. ორბელიანი
სიმართლის თქმით ცდილობს ტკივილის განკურნებას. თუ ყოველი სწორეთ არ
ითქვა და პირსათნოებით ვიტყვით, ზნეობა არ გაკეთდება, - ეს არის ალ. ორბელიანის
მწერლური კრედო. მოვალენი ვართ სიმართლისო, - სხვა დროსაც არაერთხელ
აღუნიშნავს მწერალს. დამოუკიდებლობის დაკარგვამ გამოიწვია ქვეყანაში ზნეობის
დაცემა, გამეფდა საყოველთაო უზნეობა, უზნეო სახელმწიფოში ლხინიც უზნეო იყო.
ამას კი მიჩქმალვა, მიჩუმათება კი არა, გამომჟღავნება, ხმამაღლა თქმა, მხილება
უნდოდა. თუმცა მწერლობის პირდაპირი და ერთადერთი დანიშნულება ცხოვრების
ნაკლოვანებათა მხილება და კრიტიკა არაა, მაგრამ ბედუკუღმართობის გამო ამ
მისიასაც ითავსებს ხოლმე.
ქართული სასუფრო ტრადიციების რღვევა, მოშლა, როგორც ვთქვით, XIX
საუკუნეში მოხდა, თორემ უწინ ჩვენში ლოთობა არას დროს არ იქნებოდა,.. ნასომი
შინ რომ მივიდოდნენ, ქვეშაგები უნდა გაშლილი დახვედროდათ და მაშინვე
ძილისთვის თავი მიეცათ, ამიტომ რომ დიდი უკადრისი იყო, თუ ღვინო ნასვამს
ნახევდა ერთი მეორესა. მთვრალი კაცისადმი ძველად ქართველებს აშკარად
უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონიათ. ნარკვევში თელავი ვკითხულობთ:
მომატებულს ღვინის მსმელსა კაცსა ჩვენი მამა-პაპა ვაჟკაცს არ ეტყოდნენ და არც კაი
კაცად ახსენებდნენ იმას დ იმას უძახდნენ მთვრალსა ლექსადა, ცუდსა კაცსა.

ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, ჩვენს წინაპრებს თავის მსმელობითი შექცევა


ჰქონდათ, ღვინოს ზომიერად სვამდნენ და არავინ თვრებოდა. ალ. ორბელიანი
მორალისტის თვალთახედვით განასხვავებს ერთმანეთისაგან ზომიერ და
გადაჭარბებულ სმას. პირდაპირ ჩამოთვლის იმ სასიკეთოს, რაც ზომიერ სმას ახლავს
თან და იმ უარყოფითს, რაც უზომოდ დათრობას მოსდევს. ერთი ლხინის დროს
მწერალი ასე მიმართავს მეინახეებს: მომეტებული ღვინო კაცსა სთენთამს,
აზარმაცებს და უთაურსა ხდის, ზომიერი ღვინო კაცს ამხნევებს, ყუათს აძლევს და
აძლიერებს, მომატებული ღვინო კაცს გონებას აცლის და ზომიერი გონებას
უნათლებს. მომატებული ღვინო კაცს ხასიათს უფუჭებს და ზომიერი აკეთებს,
მომატებული ღვინო კაცს ბოროტებას ასწავლის და ზომიერი კეთილსა, მომატებული
ღვინო კაცს სიცოცხლეს აკლებს და ზომიერი უმატებს.  ზომიერად დალევა გრძნობის
მანუგეშებელი და აგებულობის სიმრთელეა.
ტრადიციულად, ქართულ სუფრაზე ჯერ ყველაზე საპატიო პიროვნების, პირველი
გვამის სადღეგრძელო ისმებოდა, მერე სხვა დარბაისლებისა. თუმცა სადღეგრძელო
სათითაო არ იცოდნენ (ა. წერეთელი), იმ დროს, რა დროსაც ალ. ორბელიანი აღწერს,
სუფრის ყველა წევრის სადღეგრძელოს სვამდნენ, ოღონდ ყოველგვარი დაძალების
გარეშე, ვის რომელი სასმისითაც ერჩია და რამდენიც სურდა.  თელავში
მწერალი იხსენებს გლეხების ერთ-ერთ პურობას, სადაც თვითონ თავის მსმელად

18
დადგა და სუფრა ძველებურად, ტრადიციულად წარმართა, ყველა სადღეგრძელო
ნაკლული სასმისით მიირთვა და სხვასაც ასე ასვა. სხვათა შორის, აქ ალ. ორბელიანმა
გაიხსენა ერთ-ერთი სადღეგრძელოს, კერძოდ, საყოვლადწმინდოს წარმოთქმის
ისტორია. ეს სადღეგრძელო მეფე ირაკლისა და დარეჯან დედოფლის სტუმრობის
დროს ნინოწმინდელს დაულევია და შემდეგ ტრადიციად დამკვიდრებულა.
ნარკვევი თელავი
1997 წ. ცალკე წიგნად გამოსცა ალ. ორბელიანის საზოგადოებამ, მასზე დართულ
გამოკვლევაში გიორგი ჯავახიშვილი სამართლიან წუხილს გამოთქვამს იმის გამო,
რომ დღემდე არა გვაქვს შესწავლილი ქართული სადღეგრძელოების ისტორია, არადა
საყოვლადწმინდოს
მსგავსად თითოეულ მათგანზე ხალხში მნიშვნელოვანი თქმულება-ლეგენდებია
დარჩენილი. მათი გამომზეურობა კი ბევრს შესძენს ქართული სუფრის ტრადიციების
შემსწავლელს.

ჩვენში ღვინის სმის უძველესი ტრადიციის არსებობის დასტურია სასმისების


მრავალფეროვნებაც. შექცევის დროს სუფრაზე სხვადასხვა სასმისი ეწყო: ვერცხლის
სურები, ვერცხლის აზარფეშები და თასები, ბზის კათხები, ხის კულები, ყანწები,
თუნგი, ოქროს აზარფეშაც. ამათგან საქართველოში ყველაზე ადრე შემოღებული
(მწერლის ცნობით) კათხა ყოფილა. აქვე იყო სპეციალური სანაჟურეები, რომლებშიც
მოსამსახურეები სასმისში ჩარჩენილ ღვინოს ჩაწურავდნენ. ყველაფერში სილამაზის
მაძიებელ ქართველებს დიდრონი ჯიხვის ყანწები ბევრ შემთხვევაში სუფრის
დასამშვენებლად ეწყოთ. განა არავის არ შეეძლო დაელია, მაგრამ ვინ იკადრებდა
მომატებულის ღვინის დალევას?.. ან რომელი დაატანდა ძალას: დალიე, თორემ
თავზე დაგასხამო.  ზნეკეთილ ჩვენს წინაპრებს ასეთი რამ არც მოაფიქრდებოდათ. ეს
ხომ დიდი სირცხვილია და უზრდელობა. ასეთი ლხინი მშვიდობიანად ჩაივლიდა
ხოლმე. მართალია, ერთმანეთის საჩხვლეტს იტყოდნენ რასმე, სულ ერთმანეთს
ეთავაზებოდნენ, ერთმანეთს თავაზით ელაღებოდნენ, ერთმანეთს არა ვაწყენინოთ
რაო (ტოლუბაშობა).
საქართველოში სულ ორ შემთხვევაში სცოდნიათ გადაჭარბებულად ღვინის სმა.
ერთი დ ქორწილში და მეორეც დ ქიშპში რომ შევიდოდნენ, მაგრამ მაშინაც
აუჩქარებლად, ხანგრძლივად ისხდნენ სუფრასთან, თან მღეროდნენ და თან ნელ-
ნელა სვამდნენ, ასე რომ, ასეთი მსმელობა ზოგჯერ მთელი ღამე, გათენებამდე
გრძელდებოდა. ასეთ ლხინში თუმცა ბევრი ღვინო ისმებოდა, მაგრამ არავინ
თვრებოდა, რადგანაც ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოფხიზლებასაც
ასწრებდნენ. სვამდნენ, ცხადია, მხოლოდ ისინი, ვისაც შეეძლო და სურდა, ვისაც არა,
არავინ მიაძალებდა. აი ჩვენში ძველი ქართველების ჩვეულება ეს არისო, - გვეუბნება
მწერალი. ამის შემდეგ ერთ-ერთ ქორწილს იხსენებს, როგორც საუკეთესო ნიმუშს
ლხინისა და დროსტარებისა და კმაყოფილებით აღნიშნავს: ეგრეთ წავიდა ეს შექცევა
გულგახსნილის მოლხენითა, რომ იმათში უმანკოების მეტი სხვა ღვარძლი არა იყო
რა. თავის თანამედროვეობაში კი რას ხედავს? უზომო სმის შემდეგ ზოგს გული
ერევა და პირიდან ამოსდის ღვინო, ზოგნი გონებას კარგავენ, თავს ვეღარ ერევიან და
ერთმანეთს ხოცავენ, თავ-პირს ამტვრევენ. ღვინის დაძალება და დაშტრაფვა
ხომ ჩვეულებრივ ამბად ქცეულა ყველასათვის. რამ იმოქმედა? რამ შეცვალა
ყველაფერი? ზნეობრივი დაკნინება, გახრწნა, დეგრადაცია ამ სფეროშიც

19
თვალსაჩინოა. მიზეზის მწერლისეული ახსნა, ერთი შეხედვით, გულუბრყვილოა: ეს
სულ მ. მ. ... შემოგვძღვნა ჩვენი ყმაწვილი კაცების წასახდენათ
(ტოლუბაშობა). ერთი კაცი, როგორც არ უნდა მოენდომებინა, რა უზნეოც უნდა
ყოფილიყო თვითონ, მთელ საზოგადოებას, დიდს და პატარას, აზნაურს და უაზნოს,
ალბათ, ვერ წარყვნიდა. როგორც ჩანს, დამოუკიდებლობაწართმეული,
სახელმწიფოებრიობადაკარგული, უფლებააყრილი ერი ვერ ერობდა, შინაგანად
მზად იყო ყოველგვარი სისაძაგლის მისაღებად და შესათვისებლად. ამიტომ
ჩვენებური ლხინის ტრადიციების მორღვევა და ბოლოს სულ დაკარგვა მ. მ.-ს კი არა,
იმის ბრალია, ვისაც იგი ემსახურებოდა, ვისი ჩაგონებითა და წაქეზებითაც
მოქმედებდა. როგორც სხვა ყველაფერს, ამასაც რუსები სხვისი ხელით აკეთებდნენ.
ეს ალ. ორბელიანმაც კარგად იცის, ამიტომ შენიშნავს ირონიულად იმისი და იმის
დიდი სოვდაგრის მადლობელნი უნდა ვიყვნეთ ყველანი
. ერთ ბოლოდროინდელ სტატიაში ახლანდელ და უწინდელ დროზედ შენიშვნა
. პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და მორიდების გარეშე ამბობს:

20
რაღა რა ვთქვა, არაფრისთანა კარგი აღარა არისრა რუსეთის მთავრობისაგან ჩვენზედ:
უწინ პირობა ჩვენი მტკიცე იყო, ახლა გაგვიტეხეს, პატიოსნება შეგვიმუსრეს,
ზდილობა გაგვიფუჭეს, ქცევა რიგიანი აღარ არის ჩვენში, საქვეყნო ზრუნვა სულ
აღარაა... ყოველი იმათი სურვილი ჩვენი დაქცევისაც რომ იყოს, ჩვენს საბედნიროდ
უნდა მივიღოთ და დაუყოვნათ აღუსრულოთ. ძნელი არ არის იმ გულისტკივილის
დანახვა, რაც ახლავს ამ სიტყვებს, მას, როგორც იტყვიან, კომენტარი არ სჭირდება.
ალ. ორბელიანი ზომიერი სმის მქადაგებლად გვევლინება. ზომიერად დალევა
გრძნობის მანუგეშებელი და აგებულების სიმრთელეა. იმასაც გვიმხელს, რომ ღვინო
თვითონ დიდად უყვარს და ამაში იოლად დავრწმუნდებით, თუ დავაკვირდებით,
როგორ, რა სიტყვებით ეფერება იგი ქართულ ღვინოს. საუცხოვო ღვინო, მშვენიერი
ღვინო, კარგი და პატიოსანი ღვინო, გასაშტერებელი ღვინო, ძვირფასი განძი, - ასე
ეალერსება მწერალი კერძოდ, კახურ ღვინოს. ერთ უზომო და არეულ სმაში თურმე
არც ჭკუა დაუკარგავს ვინმეს და არც არავინ წაბარბაცებულა. მგონია ეს
საქართველოს ღვინოს თვისებაა?
დ კითხულობს ალ. ორბელიანი და ამით კიდევ ერთხელ ქებას უძღვნის, ხოტბას
აღავლენს ყველაფერი ქართულის მიმართ, ამ შემთხვევაში ქართული
ღვინისმისამართით, მაგრამ მწერლის დამოკიდებულება ღვინისადმი ემოციის
სფეროს სცილდება. ალ. ორბელიანმა კარგად იცის, რა სიმდიდრის შემოტანა
შეუძლია ქართულ ღვინოს მისი მფლობელისთვის. იგი წესიერი და პატიოსანი
ვაჭრობის მხურვალე ქომაგად გვევლინება, როცა კახელ გლეხებს ასე არიგებს: ეს,
თქვენი ღვინო არის თქვენი გასასყიდი ძვირფასი განძი, საიდგანაც დიდი სიმდიდრე
შემოგივათ და ბოლოს სანატრელს კეთილმდგომარეობაში შეხვალთ, ოღონდ აიღეთ
ამდენს უზომოს ღვინოს სმაზედ ხელი, შეუდექით ვენახების გამრავლებას და
ღვინოების უფრო კარგად დაყენებას. გარწმუნებთ თავის დროზედ არამცთუ
რუსეთში, სხვა უცხო ქვეყნებშიაც ძვირფასად გაიყიდება ეს მშვენიერი თქვენი ღვინო
და ურიცხვს ფულს შემოგიტანსთ. ეს შემთხვევითი სიტყვები არ არის. ალ.
ორბელიანს ვაჭრობის განვითარება მიაჩნდა ქვეყნის გაძლიერების ერთ-ერთ
აუცილებელ პირობად და ამის შესახებ სხვა დროსაც არაერთხელ უსაუბრია.
ქართული სუფრის აუცილებელი ატრიბუტი იყო სიმღერა. ეს მხედველობიდან არ
გამორჩენია ალ. ორბელიანს. თუმცა მწერალი დაინტერესებული იყო არა მარტო
სასუფრო სიმღერებით, არამედ საერთოდ ქართული სიმღერით.
1862 წ. რუსეთიდან ახლადდაბრუნებული აკაკი ცისკრის
რედაქტორის ი. კერესელიძის ოჯაში შეხვდა და გაეცნო ალ. ორბელიანს. ძალიან
მომწონს იმერეთი და მიყვარს იმერლები! დ უთქვამს ამ უკანასკნელს ახალგაზრდა
აკაკისათვის, - ქართველობა ჯერ კიდევ იქ უფრო წმინდად არის შენახული. აქ კი
(აღმოსავლეთ საქართველოში დ ნ. ვ.) ყოველიფერი ენა, ზნე, ჩვეულება, თითქმის
გადასხვაფერებული გვაქვს. ასე გასინჯეთ, რომ სიმღერასაც ვეღარ ვახერხებთ
ქართულად... ბაიათებსა და შიქასტებს გავჰკივით.
ალ. ორბელიანს სხვა დროსაც ხმამაღლა და საჯაროდ განუცხადებია, რომ ჩვენი
გალობა, ანუ სოფლების სიმღერის ხმები სხვა ქვეყნებისას არ მიემსგავსება. 
სამეცნიერო ლიტერატურაში სავსებით სწორადაა შენიშნული, რომ ალ. ორბელიანმა
პირველმა ჩვენს სინამდვილეში ყურადღება მიაქცია ქართული მუსიკის სპეციფიკას.
და მოითხოვა ამ სპეციფიკის შენარჩუნება ანუ მისი დაცვა უცხო (კერძოდ,
აღმოსავლურ-სპარსული შენარევებისაგან (ამაზე ვრცლად მსჯელობს თ.

21
ჯაგოდნიშვილი თავის წიგნში ქართული ფოლკლორისტიკის სათავეებთან, 1986 წ.,
გვ. 21-24).
1861 წ. #1 ცისკარში
გამოქვეყნებულ წერილში ივერიანელების გალობა, სიმღერა, ღიღინი
ალ. ორბელიანს მოჰყავს გალობის სულხან-საბა ორბელიანისეული განმარტება:
გალობა არს თვისისამებრ უკუე სიტყვისა ხმა რამე ტკბილად თქმული, მადლობა,
გალობა არს ღვთის მეტყველებისა მადლისა ხედვისა მქონებელი იყოს
...
გალობაში, ალ. ორბელიანი, ჩვეულებრივ, საეკლესიო გალობას გულისხმობს და
განასხვავებს მას სოფლიურის სიმღერებისაგან. ხშირ შემთხვევაში სიტყვას გალობა
თან ახლავს განსაზღვრება ეკლესიური. მაგ: ჩვენს ეკლესიურს გალობასა: თქმასა
მოძახილსა, ბანსა, კრინსა და დვრინსა, სად არ იგალობებდნენ ერთიანსა შეწყობილსა
გალობასა ამას, სხვისა და სხვისა ხმებით? ყველგან, თავადი, აზნაური და ბევრი
გლეხი გალობდა
 ... ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: გალობა დ ძვ. ხმით
შესასრულებელი მუსიკალური ნაწარმოები რელიგიური ხასიათისა, - საეკლესიო
სიმღერაა, საგალობელი.  სწორედ ასეთი მნიშვნელობით ხმარობს ამ სიტყვას ალ.
ორბელიანი. თუმცა, საყოველთაოდ გავრცელებულია გალობისა და სიმღერის
სინონიმური მნიშვნელობით ხმარება, მაგრამ ალ. ორბელიანი ამ ორ რამეს (გალობასა
და სიმღერას) ერთმანეთისაგან განასხვავებს. ერთხელ ერეკლე მეფე და დარეჯან
დედოფალი ნინოწმინდელს სწვევიან ვახშამზე, სადაც სხვა სიმღერა არა ყოფილარა,
თვინიერ გალობისა და საუცხოვო წარსათქმელებისა.  ერთხელ ქორწილში
მომღერლები მოვიდნენ, მეფის წინ დაიჩოქეს და მრავალჟამიერ წარსთქვეს
... შემდეგ კი დაჩოქილთ მომღერალთ ჩვენებური სიმღერა დაიძახეს.  ალ.
ორბელიანის ცნობით, გალობდნენ არა მარტო ეკლესიებში და არა მარტო
ღვთისმსახურები. გალობდნენ ლხინშიც. ამის ნიმუშები ზევითაც მოვიყვანეთ, აქ
კიდევ ერთს გავიხსენებთ. წერილში უწინდელს დროს ბატონყმობა საქართველოში
(გამოქვეყნდა 1859 წ. ცისკრის
მე-11 ნომერში) მწერალი ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ სასულიერო წოდების
წარმომადგენლები სამხიარულო სუფრასთან ისევე ილხენდნენ ხოლმე, როგორც
საერონი უწინდელს დროში არა დიდი, არა მცირე ლხინი არ გადიხდებოდა ანუ
ქორწილი, რომ იქ სასულიერონიც არ ყოფილიყვნენ, თავის მახლობელს უდაბნოს
ბერებითა, სადაც ისე მოილხენდნენ და ისე შეექცეოდნენ, ვითარცა საერონი,
თავთავის მონასტრულის გალობითა.  ერთ-ერთ სუფრაზე მომღერალთა
მრავალჟამიერ წარსთქვეს საეკლესიოს გალობითა
იქვე, სქოლიოში მწერალი საყურადღებო ცნობას გვაწვდის იმის შესახებ, რომ
საეკლესიო ხმის გარდა მრავალჟამიერისა, სხვა სოფლიურის ხმებიც არის ამაზე
გაკეთებული და უკეთესი, მგონია გარეული ხმა იყოს. მწერალი წუხს იმის გამო,
რომ მამა-პაპათა წესს, ჩვეულებას ვივიწყებთ, ვკარგავთ, თვალსა და ხელს შუა
გვიქრება ძველი ქართული გალობა. ყოველივე ნამდვილი ქართულის მოტრფიალე
ალ. ორბელიანი გურულებს სთხოვს, ნუ დაკარგავენ თავიანთ მამა-პაპის ეკლესიების
გალობასა, იმ ღვთის სასიამოვნოს, წყნარსა და მშვიდობიანსა გალობასა, რომელიც ის
ხმა მოგვაგონებს ჩვენს კეთილსა ქრისტიანობრივსა ნამდვილსა.
გალობისაგან განსხვავებით სიმღერა სოფლიურია, საეროა. ამასთან, ალ.
ორბელიანი, ძირითადად, ხალხური სიმღერების შესახებ გვესაუბრება. სიმღერას
ძველ ქართულში სხვა მნიშვნელობაც ჰქონია. კერძოდ, იგი ნიშნავდა: მღერას, ძვრას,
22
თამაშს, ხტომას, ცეკვას, დაცინვას, ლაღობას, ხუმრობას. ძვ. ქართულში
გავრცელებული მნიშვნელობით ეს სიტყვა (სიმღერა) ალ. ორბელიანის ნაწერებში არ
გვხვდება. სიმღერასა და გალობასთან ერთად მწერალი ასახელებს ღიღინს. ღიღინი
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ასეა ახსნილი: დაბალი, საამო ხმით მღერა.
ალ. ორბელიანის ნაწერებში ღიღინი ამასთან ერთად ოდნავ სწრაფი, აჩქარებული
ტემპით სიმღერასაც ნიშნავს. მწერალი ღიღინად იხსენებს მხოლოდ იმერულ
სიმღერებს (იმერლების მიერ თავისებურად შესრულებულს).
ალ. ორბელიანს აქვს საინტერესო მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ შემოაყვანინა
შინ თეკლა ბატონიშვილმა იმერელი მომღერლები და როგორი სიამოვნებით
უსმენდა მთელი ოჯახი იმათ მშვენიერ სიმღერებს. მეტად დაგვაჩნდა იმათი
ღიღინით სიმღერები და კარგა ხანი ჩვენი გონებიდგან აღარ მოისპო, - იგონებს
მწერალი. აქვე მოკლედ, გაკვრით ახსენებს სამგლოვიარო გალობას, რომელიც
იმდენად დიდ ზემოქმედებას ახდენს მსმენელზე, რომ ცრემლსაც აფრქვევინებს. ალ.
ორბელიანი ერთმანეთისაგან გამოყოფს, გამიჯნავს აღ. საქართველოსა და იმერულ
ხმებს. მისი თქმით, საკვირველია, რომ არაფერში არ მიემსგავსება იმერული ხმები
საქართველოს ხმებსა, რომელნიცა იმერულსა ხმებსა ღიღინებად უხმობთ და
საქართველოს ხმებთა სიმღერად. ამ მრავალფეროვნებისა და თავისებურების
შენარჩუნებასთან ერთად მწერალს აუცილებლად ესახება აღმოსავლეთ და
დასავლეთ საქართველოს ხმების შეერთება და მით სხვა და სხვა საუცხოვო ხმების
მიღება. ამასთან ეროვნული ხალხური სიმღერების ჩაწერა, ნოტებზე გადატანა
მკვლევარს საშურ საქმედ მიაჩნია. ღირს სახსოვრად დარჩება იმისი სახელი მარადის,
ვინც ავდენსა ხმებსა ერთად შემოჰკრებს და ნოტებზე დააწყობს სულერთიანათ. ის
შეიქნება ისტორიის პირი საჩენი!
  ასე აგულიანებს ალ. ორბელიანი ეროვნული, ქართული საქმის საკეთებლად იმათ,
ვისაც ეს ხელეწიფება.
ალ. ორბელიანის ზემოდასახელებული სტატიის მიზანი და საერთო პათოსია
საკუთარი, მდიდარი ეროვნული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნების, მისი
დაცვისა და შთამომავლობისათვის გადაცემის ქადაგება. ამიტომ მოწოდებად და
გაფრთხილებად გაისმის წერილის ბოლოს მწერლის სიტყვები: ქართველებო!
აიღევით ყიზილბაშურს ყიყინზედ, იმათ სიმღერების ხმებზედ ხელი, რა შეედრება
ჩვენს მამა-პაპის სიმღერის ხმებსა, რომელიცა ჩვენი ამდენი ათასობითი წლების
ხმოვანება, მხოლოდ ჩვენი, კუთვნილი საკუთარი გალობანი, სიმღერანი და
ღიღინები დაგვიმტკიცებს, რომ ჩვენი საქართველოს და იმერეთის ერნი არიან ძველ
ივერიანელების შვილისშვილები. საინტერესოა (ერთგვარად პოეტური) მწერლის
აზრი ამქვეყნად საერთოდ სიმღერის გაჩენის შესახებ. ჩვენი შორეული წინაპარი,
რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა, მრავალფეროვანი ბუნების ნახვისას უთუოდ
აღელდებოდა და თავის კლდეში ფუტკარსავით ბზუილს
დაიწყებდა, სრულიად ბუნებრივია, რომ შემდეგ ის ბზუილის ხმა, თანდათან
გაელამაზებინა, გალობად ანუ სიმღერად, - დარწმუნებულია ალ. ორბელიანი.
ამავე სტატიაში მწერალი ახდენს ხალხური სიმღერების ასეთ კლასიფიკაციას.
1. საძეობო სიმღერები (აქ ასახელებს მზე შინას);
2. ჯვრისწერისას სამღერი მაყრული;
3. სალხინო, სუფრული სიმღერები;
4. საცეკვაო (ახსენებს მხოლოდ სამაიას);
5. წყლის მოსატანი სიმღერა (თინა მიდის წყალზედა);

23
6. ავადმყოფისათვის სამღერი ნანა.
ამის შემდეგ ავტორი ასახელებს თერთმეტ შრომისა და სამ საწესჩვეულებო
სიმღერას. სწორად შენიშნავს მკვლევარი თ. ჯაგოდნიშვილი, რომ ალ. ორბელიანის
მიერ სიმღერათა ასეთი დახასიათება ქართული საწესჩვეულებო პოეზიის ერთ-ერთ
უადრეს კლასიფიკაციად გამოიყურება.  როგორც ერთ-ერთ პირველ ცდას,
ბუნებრივია, თავისი ნაკლიც აქვს (არ არის სრულყოფილი და სხვ.), მაგრამ აქვს
უაღრესად დიდი მნიშვნელობა, რაც სამართლიანადაა აღნიშნული სპეციალურ
ლიტერატურაში.
ხშირ შემთხვევაში ავტორი გვაწვდის ცნობებს ამა თუ იმ სიმღერის შესრულების
წესის, არსებული ტრადიციის შესახებ. როგორც ალ. ორბელიანის წერის
სტილისთვისაა დამახასიათებელი, მწერალი უმეტესად იხსენებს და აღწერს იმას,
რაც თვითონ უნახავს და გაუგონია. მაგ., ერთგან წერს: ჩემ სიყმაწვილეში, ერთს
გამოჩენილს ქორწილში დააბეს სამაია
ორმოცმა მეტმა მახლობლად ქალებმა, გათხოვილებმა და გაუთხოვრებმა. მე ასე
მამეწონა, რომ, როცა მოვიგონებ ხოლმე, იმ დართულ-დაკაზმულს ქალებს, იმათ
საუცხოოს შეწყობილს მღერას და იმათ მშვენიერსა ნარნარსა მიმოსვლელობას
მღერითვე? ოჰ! მეტად მესიამოვნება!
 
ქორწილსა თუ სხვა სამხიარულო სუფრაზე, ჩანს, საგანგებოდ ჰყავდათ მიწვეული
პროფესიონალი მომღერლები. ტოლუბაშობაში
ერთ-ერთი ლხინის აღწერის დროს ალ. ორბელიანი ხაზგასმით ამბობს: საუკეთესო
მომღერლებს ყველას ბოლოზედ დაისხამდნენ და ისინი იმღეროდნენ, რადგანც
დარბაისელთ აღარ შეშვენოდათ სიმღერა, თვინიერ ბანის მიდევნა.
სახიერად გვიხატავს ალ. ორბელიანი ერთ-ერთ ქორწილში შექცევასა და
მხიარულებას, სადაც ჩვენებური სიმღერები ბევრი იყო. წესის, რიტუალის
შესრულების შემდეგ სუფრა გათავისუფლდა და შეიქნა ლხინი, მღერა და ერთი
ერთმანეთისაგან სიმღერების ჩამორთმევა ხან აქეთ და ხან იქით
(ტოლუბაშობა).
ხანდახან სიმღერა, ცეკვა-თამაში მუსიკალური საკრავების თანხლებით
სრულდებოდა. ერთ-ერთ ლხინში საზანდარები თარ-ჭიანურზედ დამღერდნენ და
დაირა დიმპლიტო მათ მისდევდა.  წერილში ივერიანელების გალობა, სიმღერა,
ღიღინი ავტორი აღწერს საქორწილო წეს-ჩვეულებებს და გვესაუბრება მესტვირის
როლსა და დანიშნულებაზე ქორწილში: თან თუ მესტვირე ეყოლებოდათ, იმის
სტვირის დაკვრაზე როკვას დაიწყებდნენ, ქალნი და კაცნი, და თუ მესტვირე არ
ეყოლებოდათ, როკვის სიმღერასა იმღერებდნენ მომღერალნი... თუ მესტვირით იყო
ხოლმე ქორწილი, ის მესტვირე მრავალს ქებას შეასხამდა მექორწილეებს, სხვა და
სხვის სიმღერის ხმებში, რომელიცა ამისათვის მიიღებდა საჩუქარსა ყველასაგან.
სქოლიოში ავტორი შენიშნავს: ...ბლიაძე გვარია და არა მესტვირე. რადგან საგანგებო
მესტვირე ყოფილა რომელიმე ბლიაძე, იმისი სახელი მესტვირისათვის
დაურქმევიათ.
ალ. ორბელიანის ხელნაწერებში არის ერთი დაუმთავრებელი თხზულება,
რომელშიც შენახულია ცნობები ზაქარია მესტვირის შესახებ. დედ-მამით ობოლი, იგი
მამიდას გაუზრდია. ზაქარია მესტვირეს ბევრი უმოგზაურია, მთელი საქართველო
შემოუვლია, თავისი ხელობის წყალობით ბევრი საინტერესო ადამიანი გაუცვნია.
თელავში მეფე ერეკლეს შეხვედრია, ქუთაისში დ სოლომონ მეფეს. თავისი ნიჭის
გამო ყველასაგან სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა. ერეკლესთან
24
შეხვედრას მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვებია. ალ. ორბელიანი
ზაქარიას ათქმევინებს: ეს ანბავი (რომ კარგი დამკვრელი იყო დ ნ. ვ.) მეფის
ირაკლისათვის მოეხსენებინათ, მაშინვე ებრძანებინათ ჩემი მიყვანა. მიმიყვანეს,
მაგრამ დიდად დამკრთალად. პატივცემულს ბატონს თაყვანი ვეც, დამკრთლობა რომ
შემატყო, მიბრძანა: ყმაწვილო კაცო, ნუ იშიშვი, მეც შენსავით კაცი ვარ. მე უფრო
თაყვანი ვეც მდაბლად. ჩემი სადაურობა და ვინაობა გამამკითხა, მეც რაც ვიცოდი
მოვახსენე. მას უკან სტვირის დაკვრა მიბრძანა: მოვყევ, საუკეთესო ხმები დაუკარ და
ზედ დავძახე. ასე მოეწონა ბატონს მეფეს, რომ სიამოვნის ცრემლები გადმოყარა.
კარგახანი დაუკარ და ბატონსაც დიდად იამებოდა. ბოლოს გავწყვიტე. ბატონმა
დიდი მადლობა მიბრძანა და ეს შევერცხლილი თოფიც მაჩუქა ყირიმისა.
როგორც ა. ცანავა შენიშნავს, სტვირზე კარგ მესტვირეს ახალი ხმის გამოყვანა
შეეძლო. ზაქარიამ ცნობილი მესტვირეებისაგან ყველა არსებული ხმა ისწავლა, მერე
კი თვითონ თორმეტი სხვა ხმა ჩაუმატებია. ეს სხვადასხვა ხმები ისე ისმოდა,
გეგონებოდა, ბევრი დედაკაცი და კაცი ერთად იმღერისო, - სულ თავ თავის
შეწყობილს მშვენიერს ხმას ამბობენო.

საინტერესოა ალ. ორბელიანის მიერ მოწოდებული ცნობები ერთ-ერთი


უსინათლო თელაველი მომღერლის დ ყაზიას შესახებ. თავის ვრცელ ისტორიულ
ნარკვევში თელავი ავტორი სხვა რამეებთან ერთად აღწერს ლხინს ერთ-ერთ ოჯახში.
იქ ყოფილან სალამურის, დაირისა და დიპლიპიტოს დამკვრელები. ამათგან მწერალი
დაწვრილებით გვესაუბრება ყაზიაზე, რომელსაც, მწერლის შენიშვნით, ნათლობის
სახელი უთუოდ სხვა რქმევია. ყაზიას კარგად სცოდნია ზურნის, დუდუკის,
სალამურის, დაირის დაკვრა და აღმოსავლური (სპარსულს გვარზედ) სიმღერების
შესრულება. მწერლის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას ის იწვევს, რომ ყაზია ასევე
საუკეთესო შემსრულებელი ყოფილა ქართული ხალხური სიმღერებისა. ყაზიასა და
მის ამხანაგებს საცეკვაო (კერძოდ, ლეკური) დაუკრავთ და ისეთი ცეკვა-თამაში
გაჩაღებულა, რომ უკეთესი ლეკურის თამაშობა აღარ იქნება.  ალ. ორბელიანს
ლეკურის სხვანაირი ცეკვაც უნახავს, ისიც თვალის გასაშტერებელი, მაგრამ კახელი
ქალების ლეკური უფრო სასიამოვნოდ მოეჩვენა, რადგან ის წმინდა ბუნებითი
ლეკურის თამაშობაა და გაკეთებულთან, საგანგებოდ დადგმულ-შელამაზებულთან
შედარებით თავისი უპირატესობა აქვს. ცნობილია, რომ ალ. ორბელიანი მხურვალე
მომხრე და მქადაგებელი იყო საქართველოში ევროპული განათლების შემოტანისა და
დამკვიდრებისა. ამიტომ იოლი ასახსნელია, თუ რატომ გამოიწვია მწერლის
სასიამოვნო გაოცება ყაზიას მიერ სალამურზე ევროპული საცეკვაო მელოდიების
დაკვრამ. პოლკა, პოლკამაზურკა, გროსვატრი და სრული მაზურკა დ ყველა ესენი
სალამურზე, დაირასა და დიპლიპიტოზე დაუკრავთ მუსიკოსებს. ევროპული ხმების
ჩვენს საკრავებზე დაკვრა ყაზიას შემოუღია, თუმცა არა საუცხოვოთ, მაგრამ მაინც
კარგია, - შენიშნავს მწერალი. საგულისხმოა, რომ ინფორმაციამ ყაზიას, ამ
საინტერესო პიროვნების, პროფესიონალი მუსიკოს-შემსრულებლის, ნამდვილი
შემოქმედის შესახებ, ალ. ორბელიანის წყალობით მოაღწია ჩვენამდე.
ევროპული შექცევითა და დროსტარებით გულგამხიარულებული მწერალი
თანამემამულეთ ევროპული განათლების შეძენის აუცილებლობას შეახსენებს: თუ
ევროპიელებსავით გონებისათვისაც ვიფიქრებთ და შეუდგებით ამას, მაშინ ვიტყვით,
- თურმე ბედნიერება ეს ყოფილაო. 

25
ცნობილია, რომ ალ. ორბელიანი თვითონ უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე.
ჩონგურზე დაკვრა მისთვის ერთ მოხუც და ჩინებულ მეჩონგურეს უსწავლებია.
ალექსანდრესაც კარგად შეუთვისებია ეს ხელობა, შემოქმედებითადაც მისდგომია
მას. აი, როგორ იგონებს იმ წლებს მწერალი: შემდგომად ვინც გამოჩენილი ჩონგურის
დამკვრელები ვნახე, იმათის ჰანგებიდან ჩემი დაკვრა უფრო კიდევ კარგად გავაკეთე.
არ ვიცით, როდის და ვისგან ისწავლა მწერალმა ფორტეპიანოზე დაკვრა, ის კი
ცხადია, რომ ახალგაზრდა ალექსანდრე კარგად უკრავდა ამ ინსტრუმენტზე. როცა
1832 წ. შეთქმულებისთვის დაპატიმრებულ ალექსანდრეს ერთ-ერთ ბრალდებად
ოსმალეთის ელჩთან ურთიერთობა და მასთან საიდუმლო მოლაპარაკების წარმოება
წაუყენეს, შეთქმულთა მეთაურმა თავი იმართლა: ს. დოდაშვილის ბინაში ელჩს
კონცერტი გავუმართეთ, მე ფორტეპიანოზე ვუკრავდი ქართულ სიმღერებსო. ალ.
ორბელიანის ეს ნათქვამი თავისებურად დაადასტურა ს. დოდაშვილმაც. ოსმალეთის
ელჩს თავად აინტერესებდა ფორტეპიანოს მოსმენა, რომ იმისთვის თავისი
ბალალაიკის ხმები
შეეხამებინაო. ჩვენც ვუკრავდით და ვმღეროდით ქართულ, რუსულ, ევროპულ და
აზიურ სიმღერებსო. თავის გასამართლებლად ნათქვამ ამ ჩვენებებში ჩვენთვის
ამჟამად საინტერესო ის არის, რომ ალექსანდრე მართლაც უკრავდა ფორტეპიანოზე
და არც თუ ურიგოდ. ალბათ, ისიც საგულისხმოა, რომ ალექსანდრე ქართულ
სიმღერებს მღეროდა, განსხვავებით უმცროსი ძმის, ვახტანგ ორბელიანისაგან,
რომელიც რუსული სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად ითვლებოდა.
ძალიან ჰყვარებია ალ. ორბელიანს კახური არალალი. თელავში ყოფნის დროს ერთ
სახელდახელოდ გამართულ სუფრაზე თვითონ ითხოვა, ეს სიმღერა ემღერათ. თავის
მაშინდელ გრძნობას ასე იხსენებს: დაიძახეს ჩემი გულის სასიხარულო! ამ
საუცხოვოს თქმა მოძახილს, ასეთ ბანს ვეუბნებოდით ერთობით ჩვენ, რომ უკეთესი
აღარ უნდა. ეს იყო, კარგი, დიახ, საუცხოვო მომღერალნი და მებანენი შეხვდნენ
ერთმანეთს, საიდგანაც საუკეთესოდ გამოდიოდა იმათი სიმღერა.  ყაფლან
ორბელიანის სტუმრობაც იმიტომ უყვარდა მწერალს განსაკუთრებით, რომ მისი
ნამღერით, ქართული ხმების მოსმენით სულს ითქვამდა, აფორიაქებულ გულს
იმშვიდებდა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართული სასუფრო და სასიმღერო ტრადიციების


ქომაგობით ალ. ორბელიანი ესარჩლება და უცხოურისგან იცავს ყველაფერს
ქართულს, პირველ რიგში, ქართულ სულს, ამით ალ. ორბელიანი ჩვენს წინაშე კიდევ
ერთხელ წარმოსდგება როგორც დიდი პატრიოტი, ეროვნულ ნიადაგზე მყარად
მდგარი მწერალი.

3. კავკასიის მთლიანობის იდეა

კავკასიური მთლიანობის იდეა არახალია, ძველია. ამ იდეას ქართულ


სინამდვილეში საუკუნეების ტრადიცია აქვს და მას დღესაც არ დაუკარგავს
აქტუალობა და სიცოცხლისუნარიანობა.

26
გარკვეულ ეპოქებში (დავით აღმაშენებლის, თამარის, XIX საუკუნეში, XX
საუკუნის დასაწყისში და დღესაც) მისი წამოწევის საჭიროება განსაკუთრებით
მწვავედ იგრძნობა.
ეს არის ლეონტი მროველის, დავით აღმაშენებლის, ალ. ბატონიშვილის, ილიას,
ალ. ყაზბეგის, ივ. ჯავახიშვილის, არნ. ჩიქობავას, გრ. რობაქიძისა და სხვათა
პოლიტიკური შეხედულებებისა და ზნეობრივი მრწამსის საფუძველი დ კავკასიის
ხალხთა ერთობის იდეას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართული პოლიტიკური
ემიგრაციაც.
კავკასია ღვთით კურთხეული, ერთიანი მთებით შემოსაზღვრული რეგიონი,
მონათესავე ხალხთა საცხოვრისია. თუკი რომელიმე დამპყრობელი მის ერთ ნაწილს
მიითვისებს, აღარც სხვა ნაწილთ ექნებათ მშვიდობა. კავკასიის წახდენით
საქართველოც წახდება. საქართველოს წახდენით კავკასიაც დაეცემა. დ წერს
მკვლევარი ტ. ფოცხვერაძე.
კავკასიაში მოსახლე ხალხთა ნათესაობის შესახებ ჩვენშიც და საზღვარგარეთაც
არსებობს ისტორიკოსთა, არქეოლოგთა, ეთნოგრაფთა, ანთროპოლოგთა,
ენათმეცნიერთა ნაშრომები, რომლებშიც მეცნიერულადაა დამტკიცებული
კავკასიელთა საერთო წარმომავლობა (თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ დებულებას
ბევრი არ იზიარებდა და არ იზიარებს დღესაც).
XI საუკუნის ქართველი მემატიანე ლეონტი მროველი ქართლის ცხოვრებაში
კავკასიაში მოსახლე ტომებს მოიხსენიებს შემდეგი სახელებით: კავკასანი, შვილნი
კავკასისნი, ნათესავნი კავკასისნი, ყოველნი კავკასიის ნათესავნი, კავკასნი
და ა. შ. მსგავს ადგილებს ხშირად ვხვდებით ანტიკურ, ძველბერძნულ,
დასავლეთის, რუსულ ისტორიულ წერილობით წყაროებში.

იბერიულ-კავკასიურ ხალხთა ერთობის მოწინააღმდეგენი ყურადღებას მიაქცევენ


ამ ხალხთა სარწმუნოებრივ სხვადასხვაობას. როგორც ისტორია გვიჩვენებს,
რელიგიური განსხვავება ვერ ქმნიდა იმ ბარიერს, რომელიც კავკასიის ხალხებს
გათიშავდა და დაუპირისპირებდა ერთმანეთს. მიუხედავად რელიგიური და
ეროვნული სხვაობისა, მთელმა კავკასიამ ერთიანი ბრძოლითა და ერთმანეთის
თანადგომით უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა. კავკასიაში მცხოვრები ერთ-ერთი
ხალხის მტერი ყველა კავკასიელის მტერია. ამიტომ ერთ-ერთი ქვეყნის მიერ
მოპოვებული დამოუკიდებლობა მოჩვენებითი და წარმავალია. თარგამოსის
შთამომავლნი უნდა გაერთიანდნენ ერთი დროშის ქვეშ. ეს აუცილებელია კავკასიურ-
იბერიული მოდგმის ხალხთა ხსნისა და ბედნიერებისათვის. ამას გვასწავლის მთელი
ჩვენი ისტორია. ასე გვმოძღვრავენ ჩვენი საუკეთესო მწერლები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ კავკასიის ხალხებთან მის
ურთიერთობას, ძირითადად, რუსეთი განსაზღვრავდა. რუსეთი კი თავისი
ბატონობის შენარჩუნების მიზნით... კარგად იყენებდა რელიგიურ დაპირისპირებას
და ეროვნულ შუღლს.
გათიშე და იბატონეს
პოლიტიკის შედეგი იყო XVIII საუკუნეში ლეკების გამუდმებული თავდასხმები
საქართველოზე. ასეთი დაპირისპირება კავკასიელი ხალხებისათვის შუა
საუკუნეებშიც უცხო იყო. ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის შემოქმედებიდან საუკეთესოდ
ჩანს, რომ კავკასიური რაინდობა, სტუმართმოყვარეობა და ჰუმანიზმი მუდამ

27
სძლევდა რელიგიური ფანატიზმითა და შეუწყნარებლობით გამოწვეულ
დაპირისპირებას ჩვენს ხალხებს შორის
.
ერთიანი კავკასიის იდეით ხელმძღვანელობდნენ 1832 წლის შეთქმულები და,
ბუნებრივია, იგი ხელშესახებად ჩანს შეთქმულების ერთ-ერთი მეთაურის, ალ.
ორბელიანის ნაწერებში.
ალ. ორბელიანს მოღვაწეობა იმ დროს მოუხდა, როცა საქართველოს დაკარგული
ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და დღის წესრიგში მთელი სიმწვავით იდგა საკითხი:
რა იქნება მომავალში? იარსებებს თუ არა ოდესმე საქართველო, როგორც
დამოუკიდებელი სახელმწიფო? მოწინავე ქართველ მამულიშვილთა ფიქრისა და
ზრუნვის საგანი სწორედ მომავალი საქართველოს სვე-ბედი იყო. ალ. ორბელიანი
ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დაუცხრომლად
იღვწოდა და მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებოდა. მამულის დახსნისკენ
მიმავალ გზად მწერალს მთელი კავკასიის გაერთიანება ესახებოდა.
ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობაში ერთიანი კავკასიის იდეა ერთ-ერთმა
პირველმა იქადაგა ალ. ორბელიანმა. 1846 წ. დაწერილ დრამაში აღმაშენებელი ან
უკანასკნელი ჟამი საქართველოსი
ნაჩვენებია კავკასიის ხალხთა ერთობლივი ბრძოლა თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ.
ნაწარმოებიდან ვიგებთ, რომ თურქთა ბატონობისაგან იტანჯებიან არა მარტო
ქართველები, არამედ სომხებიც, აზერბაიჯანელებიც და კავკასიის სხვა ერებიც.
ამიტომაცაა, რომ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში ფეხზე დამდგარა მთელი
კავკასია. კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე -დ დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ერი და
ბერი დ ერთი ფიქრითა და მისწრაფებითაა გამსჭვალული: გაერთიანდნენ,
ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ და საერთო ძალით დამარცხება აგემონ მტერს.
მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის მკივდრნი სხვადასხვა სარწმუნოების
აღმსარებელნი არიან, თურქების წინააღმდეგ ბრძოლის ველზე ერთიანი ძალით,
შეკავშირებულად გამოდიან. მაშ, დრამაში აშკარად იკითხება ის აზრი, რომ შეიძლება
სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანთა ძმობა-მეგობრობა, დაახლოება-დანათესავება.
ერთი მოქმედი პირი (კათალიკოსი) ამბობს: დიდო კავკასიელნო! გულმტკივნეულად
გევედრებით სულიერი მამა თქვენი; ერთნი იყვნეთ და ერთმანეთი გიყვარდეთ
გულით. ამაზე უკეთესი მე რაღა უნდა გითხრათ თქვენ კავკასიელნო! რასაც
გეუბნებით, საქმითაც შეუდეგით ამას. ნუ მივხედავთ ჩვენს სხვადასხვა
სარწმუნოებასა, ერთის მამის შვილები ვართ და ერთი სისხლი გვიცემს ძარღვებში,
შევთვისდეთ და გავერთდეთ ვითარცა შედუღებულნი რკინანი მაგარნი! დ
დაიჯერეთ ჩემი ეს სიტყვა, თორემ კიდევ წარგვიტაცებენ უცხო თესლნი და მაშინ
საგლოველი გაგვიხდება თავი.
ეს საერთო მამა არის თარგამოსი, რომელიც ნაწარმოებში ხშირად იხსენიება.
ლეონტი მროველს თავის წიგნში ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა
მამათა და ნათესავთა
მოთხრობილი აქვს, რომ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკანელთა, ჰერთა
და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა დ ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით
თარგამოს. ე. ი. თარგამოსი იყო კავკასიის ხალხთა საერთო წინაპარი. მას ჰყავდა 8
ვაჟი: მამამ თითოეულ მათგანს თავთავისი საცხოვრებელი ადგილი მიუჩინა. აი,
ესენი არიან კავკასიაში მცხოვრები ხალხების მამამთავრები. ლეონტი მროველის
მონათხრობში საგულისხმოა მტკიცება იმისა, რომ ქართველები და სხვა კავკასიელი
ხალხები სისხლით ნათესავები და ძმები არიან. რაც მთავარია, მტრის თავდასხმის
28
შემთხვევაში ისინი დაუყოვნებლივ აერთიანებენ თავიანთ ძალებს, ერთი დროშის
ქვეშ დგებიან და მხარდამხარ იბრძვიან მომხდურთა წინააღმდეგ. ასე, მაგალითად,
ნებროთი (კაცობრიობის პირველი ლეგენდარული მეფე) უთვალავი ჯარით შემოიჭრა
აზერბაიჯანში, თარგამოსის შვილები თავიანთი ლაშქრით მაშინვე გამოცხადდნენ
უფროს ძმა ჰაოსთან და სასტიკად დაამარცხეს მტერი არარატის მისადგომებთან. ასე
მომხდარა მაშინაც, როდესაც ხაზარებმა მოინდომეს ლეკების და კავკასიელი
მთიელების დამორჩილება. ყველაფერი ეს რომ ფანტაზია, ზღაპარია, კარგად იცის
ალ. ორბელიანმა, მაგრამ მისთვის, როგორც მწერლისთვის ამას მნიშვნელობა არა
აქვს. ალ. ორბელიანი ლეონტი მროველის მონათხრობს მარჯვედ იყენებს კავკასიის
ხალხთა მეგობრობის საქადაგებლად. დავით აღმაშენებელს
თავიდან ბოლომდე გასდევს ის აზრი, რომ კავკასიის მკვიდრნი ერთი
სისხლხორცისანი არიან და ჭირსა და ლხინში განუყრელად, მუდამ ერთად უნდა
იყვნენ. დავით აღმაშენებლის მოწოდებამ დ ერთად ებრძოლათ თურქების
წინააღმდეგ, ფეხზე დააყენა მთელი კავკასია... ორასი ათასი კაცი მოდის
აღმოსავლეთის კავკასიის მთებიდგანა, სულ მათებურად ჩაცმული, თავიანთი ორი
თვის საგძალით. განთქმულის და სახელოვანის ჩვენის მეფის დავითის სიტყვით:
გავერთდეთ, ძმებო კავკაზიელნო; დრო მოვიდაო! ეს იმისი ხუთი სიტყვა მიუტანეთ
იმათ, რომელზედაც ელვასავით გადირბინა მთელს კავკასზე ამ სიტყვებმა. ამისგამო
დიდი ყრილობა შეიქმნა, შავი ზღვიდგან კასპამდისინ ყველანი იმას იძახიან: დიდი
ჩვენის მამის თარგამოსის მამული უნდა გამოვიხსნათ თურქებისაგანაო და ახლა
დროა, სულ ერთიან გავერთდეთო.
და მართლაც, ნაწარმოებში ქართველებთან ერთად გმოყვანილი არიან კავკასიის
სხვა ხალხთა შვილებიც: სომხები (აბესალომ, ანასტასია, ოჰანეზა, გიორგი დ
სომხების პატრიარქი), აზერბაიჯანელები და კავკასიის მთის მკვიდრნი (მაჰმადიანთა
ახუნდი, ბეშკენ, მანზა, არდიშ, დავლე, სავარ, ბეგუმ, ბაზიყა და სხვ.). აღსანიშნავია,
რომ სხვადასხვა ერის შვილები მწერალმა ნათესაურადაც დაუკავშირა ერთმანეთს.
ასე, მაგალითად, თბილისის მამასახლისს ქართველ აბულელს ცოლად ჰყავს
ანასტასია დ პირველი სახლის ქალი სომხისა. მისი ასული ელენე დანიშნულია
ქართველ ლიპარიდზე. ლიპარიდის ძიძიშვილია აბესალომ დ პირველი სახლის
შვილი სომხისა
და ა. შ. კავკასიის მკვიდრნი გაერთიანებული ძალით ებრძვიან მტერს და,
ბუნებრივია, შედეგიც დიდებულია. ერთგან მწერალი დავით აღმაშენებელს
ათქმევინებს: შავი ზღვიდამ მოკიდებული კასპამდინ, მთა და ბარი ეფრატის
მდინარემდისინ, სულ ერთიანი ვართ და ერთი მამის თარგამოსის ჩამომავლობა.
მაშასადამე, ძმანი ვყოფილვართ და ამას იქით ერთად უნდა ვიყვნეთ ყველანი.
ნუღარავის ნუღარ გვეშინიან თურქებისა. ამ უძლეველმა ძალამ მუსრი გაავლო მტერს
და მომხდურთაგან გაწმინდა სამშობლოს მიწა-წყალი. ვინც ამას იქით ჩვენი კავშირი
დაარღვიოს, წყეულიმც იყოს, - ამბობს დავით აღმაშენებელი.
ნაწარმოები მთავრდება კავკასიის ხალხთა დიდი ზეიმით მცხეთაში, სადაც
შეკრებილან თარგამოსის რვავე შვილის შთამომავალნი. აქ არიან, ცხადია,
სასულიერო პირებიც: ქართველთა კათალიკოსი, სომეხთა პატრიარქი და
მაჰმადიანთა ახუნდი. იმართება თარგამოსიელთ თავისუფლების დღესასწაული,
რომელიც კავკასიის ერთა საერთო-სახალხო ზეიმის ხასიათს იღებს. საბოლოო
სიტყვას ამბობს დავით აღმაშენებელი. იგი ასე მიმართავს მცხეთის კედელზე
გამოხატულ თარგამოსს: ჩვენო მამაო თარგამოს! აჰა, დაინახე, დღეს შენი შვილები,

29
რას ამბავში არიან, რას დღეს გადიხდიან! ერთობ თარგამოსის დიდო კავკაზიელნო!
ძენო და ქალნო! აგერ ამ ეკლესიის გარშემო შეკრბებოდეთ თარგამოსის მამისა
ჩვენისა წინაშე და ამ ჩვენს მამულის მოწამეთათანა და სანატრელებთანა, იმ სისხლ
დათხეულებთან მამულისათვის!.. აქ იგემოვნებდეთ, მთლად რა არის
კაცობრიობისათვის თავისუფლება
...
დავით აღმაშენებელი ჭეშმარიტად იყო კავკასიის ხალხთა განმათავისუფლებელი,
თურქების მიერ დაპყრობილი ერების უანგარო დამხმარე, დიდი პატრიოტი და
ინტერნაციონალისტი, რომლის დროშის ქვეშ გაერთიანდა თითქმის მთელი კავკასია.
დავით აღმაშენებელს მიაჩნდა, რომ ძმობა-მეგობრობა იქნებოდა საწინდარი
კავკასიის ხალხთა ბედნიერებისა და სიკეთისა. ბუნებრივია, ასეთი ბრძენი
პოლიტიკოსი და შორსმჭვრეტელი დიპლომატი ამასთან ერთად იყო ნამდვილი
ტოლერანტი, ადამიანი, რომელიც დიდ შემწყნარებლობას იჩენდა სხვა
სარწმუნოებათა მიმართ. იგი, თავდადებული მოყვარე თავის ეროვნებისა და
მართლმადიდებელის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვის
ეროვნებისაც და სარწმუნოებისა.  ასე იყო ისტორიულად, ასეა ნაჩვენები ალ.
ორბელიანის დავით აღმაშენებელშიც. ასე რომ, მწერალს ჰქონდა საფუძველი,
ექადაგნა კავკასიის ხალხთა მეგობრობის იდეა და ყველაფერი ეს დავით
აღმაშენებელთან დაეკავშირებინა. ამ იდეის ქადაგება ალ. ორბელიანისთვის
შემთხვევითი რომ არ იყო, ამას ადასტურებს მისი სხვა ნაწერებიც.
სტატიაში რაც რუსები მოსულან საქართველოში იქიდგან-აქამდისინ
ქართველების შეთქმა წინააღმდეგ რუსეთისა
ალ. ორბელიანი ცხადად გვიჩვენებს ჩვენი ქვეყნის მტრების, რუსების
ძირგამომთხრელ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, რაც იმაში გამოიხატებოდა,
რომ დევნიდნენ და ცდილობდნენ, დაეტყვევებინათ ან სულაც ფიზიკურად
გაენადგურებინათ საქართველოს ეროვნული მოძრაობის გმირი,
თავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი ალ. ბატონიშვილი. დევნილ
ბატონიშვილს ხშირ შემთხვევაში კავკასიის მთის ხალხები იფარავდნენ და იცავდნენ.
გარეგნული სხვაობისა და დაპირისპირების მიუხედავად ალ. ბატონიშვილი და
ლეკები ერთმანეთის ღირსებებს აფასებდნენ. ცნობილია, რომ ალექსანდრე
ბატონიშვილი მუდამ იბრძოდა მთელი კავკასიის გასაერთიანებლად. ეს ძალიან
ძნელი საქმე იყო. რუსეთის მზაკვრული მოქმედების შედეგად იმძლავრა ლეკთა
თარეშმა საქართველოში, მაგრამ მწერალი ამ გარეგნული მტრობის მიღმა ეძებს და
პოულობს ღრმა შინაგან საერთოს ქართველებსა და კავკასიის მთის ხალხებს შორის.
რაც შეეხება კავკასიის ეროვნულ გმირს, შამილს, ჩვენ სავსებით ვიზიარებთ იმ აზრს,
რომ იგი ალექსანდრეს (ქართველი ბატონიშვილის დ ნ. ვ.) სულიერი მემკვიდრეა:
ისიც იმპერიას ებრძოდა მთელი სიცოცხლე და კავკასიელი ხალხების გადარჩენის
საწინდრად მათი პოლიტიკური ერთიანობა მიაჩნდა.
ალ. ორბელიანი მოგვითხრობს, რომ 1813 წ. ანწუხელებმა მიიღეს ალ.
ბატონიშვილი დიდის ამბით. რუსებმა რამდენჯერმე მიუგზავნეს მკვლელი, მაგრამ
ყოველთვის გადაურჩა რუსების მიერ დაგებულ მახეს. ლეკები ეხმარებოდნენ ალ.
ბატონიშვილს (ეხმარებოდნენ იმიტომ, რომ იცოდნენ, თუ ალ. ბატონიშვილი
დამარცხდებოდა, საქართველოს თავისუფლების მოპოვება საეჭვო, სათუო
გახდებოდა, ხოლო თუ საქართველო არ იქნებოდა თავისუფალი, ვერც კავკასიის სხვა
ხალხები მიაღწევდნენ ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას). ქართველ ბატონიშვილს
რუსებმა პირველად მკვლელად მიუჩინეს კახელი ქიტესა, რომელსაც ლეკებმა
30
მკლავები ხანჯლით დასხიპეს, მარჯვენა თვალი ამოთხარეს და ასე დაუბრუნეს
რუსებს (დააკვირდით, ქართველი ქართველის წინააღმდეგ იბრძვის ფულის გამო,
ხოლო დამცველებად ლეკები გამოდიან, ე. ი. მთავარია არა საერთო სარწმუნოება ან
ეროვნება, არამედ საერთო მიზანი, ამ შემთხვევაში დ კავკასიის თავისუფლება).
რუსებმა იმას პენსია დაუნიშნეს ას მანეთამდე და იმით ცხოვრობდა.
მეორედ მიუგზავნეს დავით ბატონიშვილის ნაახლები გოგია ბასტამაშვილი
საწამლავით. მესამედ გააგზავნეს აზნაური ზაქარია ჯორაშვილი (ესეც
ბატონიშვილის ნაახლები იყო), ესეც საწამლავით. მაგრამ არც ერთმა არ უღალატა
ბატონიშვილს, პირიქით, ორივე გამოტყდა, რომ საწამლავით იყვნენ მიგზავნილი.
მეოთხედ მიუგზავნეს აზნაური ივანე ყორღანოვი (სომეხი), კაცი ცბიერი. ეს კი
სწორედ იმ განზრახვით მივიდა, რომ მართლა მოეწამლა. ეს გაუგეს, დაიჭირეს და
ლეკები მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ ალ. ბატონიშვილმა აპატია და გამოაპარებინა,
რადგან იყო შვილი ერეკლე მეფის ნამსახური კაცისა დ ოსეფა ყორღანაშვილისა.
[ივანე ყორღანოვი სომეხია. სომეხთა მოღალატურ საქციელს სხვა დროსაც
არაერთხელ გვიჩვენებს ალ. ორბელიანი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მთელი ერის
შეურაცხყოფას. სომეხი იყო ივანეს მამა, ოსეფაც, რომელიც ერთგულად
ემსახურებოდა მეფე ერეკლეს. შვილი კი ფულის სიყვარულმა ისე დააბრმავა, რომ
ალ. ბატონიშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა, ჭეშმარიტად დიდსულოვანი და
დიდბუნებოვანია ალ. ბატონიშვილის საქციელი, რასაც საგანგებოდ ხაზს უსვამს
მწერალი].
საყურადღებოა ერთი ადგილი ალ. ორბელიანის ამავე წერილიდან: ეს შეთქმა ასე
უნდა ყოფილიყო, რომ მთელი კავკასია შავი ზღვიდგან მოკიდებული კასპიის
ზღვამდისინ სრულიად მთებისა და ბარისა ხალხი უნდა გავერთებულიყავით და
ერთიანი აღრეულობა მოგვეხდინა... სრულიად საქართველოს დიდი კაცნი და
მცირენი და ბევრი სასულიერო წოდებანი, რომლებსაც ხნიან დედაკაცთა და ყმაწვილ
ქალთა ერთი აზრი ქონდათ ყველას ჩვენთან, ან უნდა გავწყვეტილიყავით
სულერთიან, ან არადა მამული გამოგვეხსნა.  მკითხველს ძალადაუტანებლად
გაახსენდება ი. ჭავჭავაძის სიტყვები:
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი ბობოქრობს,
კასპის ზღვიდგან შავ ზღვამდისინ ერთს ფიქრსა ჰფიქრობს
და ეს ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება.
ალ. ორბელიანი ლაპარაკობს 30-იანი წლების შეთქმულებაზე, რომლის უშუალო
გაგრძელებას წარმოადგენდა 1832 წ. შეთქმულება. მწერალი ამ ორ მოვლენას
ერთმანეთისაგან გამოყოფს. პირველს მეექვსე შეთქმას უწოდებს, უკანასკნელს კი დ
მეშვიდეს, მაგრამ, არსებითად, ეს ერთი და იგივე მოძრაობაა. მწერალი 1832 წ.
შეთქმულებაზე საუბარს ასე იწყებს: ესეც ჩვენი მეშვიდე შეთქმა, იმ მეექვსის შეთქმის
დამოკიდებული. მაშ, ცხადია, მიზანი, არსი, იდეები ამ ორი შეთქმულებისა საერთო
იყო. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, 32 წლის შეთქმულებს განზრახული
ჰქონდათ არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ამბოხება რუსეთის
წინააღმდეგ. მიზანი ასე უფრო იოლად მისაღწევი ჩანდა, ქართველთა ისტორიული
გამოცდილება კი მათ (შეთქმულების მეთაურებსა და მონაწილეებს) ამის
აუცილებლობაში არწმუნებდა.
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ გადასახლებიდან დაბრუნებული ალ. ორბელიანი
საქართველოს მთავარმართებელ მ. ვორონცოვთან დააბეზღეს, თითქოს იგი
მიმოწერას აწარმოებდა შამილთან. სხვა საკითხია, მართლა სცადა თუ არა ასეთი რამ

31
32 წ. შეთქმულების ერთ-ერთმა მეთაურმა (შემდეგ იგი სხვადასხვა მოსაზრებით
კატეგორიულად უარყოფდა ამ ბრალდებას), მაგრამ ერთი რამ ფაქტია:
ცილისმწამებლებმა კარგად იციან ალ. ორბელიანის განწყობილება და
დამოკიდებულება კავკასიის განთავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთან. აი, როგორ
იგონებს ამ ამბავს მწერალი: თურმე ვარანცოვთან დამაბეზღეს, ვითომც მე შამილთან
მიწერ-მოწერა მქონდეს რუსების შესახებ. ასორმოცი წელიწადი მეტი ჩვენი
საქართველო სრისეს ლეკებმა და ნახევარი საქართველო გააოხრეს და ამის შემდგომ
მე იმათთან მიწერ-მოწერა უნდა მქონდეს, დასაჯერებელი არის?

სტატიაში დაღისტნიდგან ლეკების გამოსვლა და სხვა ამბები


(გამოცემულია ს. კაკაბაძის მიერ 1914 წ.) ასეთი ამბავია მოთხრობილი:

ერთხელ, ეს იყო კრწანისის ომამდე ოთხი წლით ადრე, ერეკლემ სიღნაღში მიიწვია
ჭარბელაქანიდან იქაური რამდენიმე მკვიდრი. სადილის შემდეგ ყველას ხალათები
უბოძა და ასეთი საუბარი გაუბა: ჩემის ყმაწვილობით აქამდისინ არ დავმცხრალვარ
თქვენსა და ქართველების გაერთებასა, მაგრამ ვერაფრით ვერ შევიძელ, ყოველი ჩემი
ღონისძიება დავასრულე თქვენზე. არ არის კარგი. არ უნდა შვრებოდეთ ამას, რომ
თქვენი ძმები ქართველები გამოგიმეტებიათ, გინდათ ძირიანათ ამოთხაროთ და ჩვენ
მაგიერათ ოსმალები დაასახლონ საქართველოში. ამისთანა საძაგელსა საქმეს არც
ერთი გვარი არა იქს არსად ქვეყანაზედ, თქვენა ხართ ამისი პირველი მაგალითი. თუ
სარწმუნოებას იტყვით, თქვენ მაჰმადიანები ხართ, ოსმალებთან ერთი თანა
მორწმუნე. ეს დიახ კარგი, ვინ შეეხება თქვენ სარწმუნოებასა? ვინც კი თავის
სარწმუნოებაში აღზრდილა, იყავით იმ სარწმუნოებაზედ და ჩვენც ვიქნებით იმისი
პატივის მცემელი ჭეშმარიტად. თუ ამ რჩევას მიიღებთ, თქვენც ბედნიერი იქნებით
და ჩვენც, თუ არა და, თქვენი შვილები და შვილიშვილები საშინელ ვაებაში
ჩაცვივდებიან, - ეუბნება ქართველი მეფე მთის მაჰმადიან ტომებს.
მოტანილი ვრცელი ციტატიდან ნათლად ჩანს, რომ ქართლ-კახეთის მეფე,
ივერიის ნუგეშ-დიდება
ერეკლე მეორე ყოველნაირად ცდილობდა კავკასიელ მეზობლებთან საერთო ენის
გამონახვას. თუმცა მას, როგორც მეფესა და მეომარს მათთან (ლეკებთან) ბრძოლაში
უკან არასოდეს დაუხევია, ომიდან მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა, მაგრამ
როგორც ფხიზელ პოლიტიკოსს, კარგად ესმის, რომ ერთიანი კავკასია საქართველოს
დამოუკიდებლობის გარანტია. კრწანისის ომამდე ოთხი წლით ადრე, როცა თითქმის
გარკვეულია საქართველოს მომავალი სვე და ბედი, როცა მოხაზულია სამომავლო
ცხოვრების არცთუ სახარბიელო კონტურები, როცა ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ
საბოლოოდ არ დაუჩოქებია და არ შთაუნთქავს დიდ იმპერიას (იქამდე კრწანისის
ომიღაა დარჩენილი) ქართველ მეფეს იმედი ჩრდილოეთ კავკასიის თანადგომაზე
დაუმყარებია და მათ საერთო წარმომალობას, ძმობას ახსენებს. ალ. ორბელიანი
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რჯულის სხვადასხვაობა ფატალურად არ
განაპირობებს სახელმწიფოთა მტრობას. მთავარია არა სარწმუნოება, რჯული, არამედ
სისხლით ნათესაობა, საერთო ინტერესები, - გვასწავლის მწერალი. ალ. ორბელიანი
სქოლიოში საგანგებოდ შენიშნავს: ერეკლემ ერთხელ სასტიკად დასაჯა თავისი
ერთგული მოსამსახურე ქურდაშვილი იმის გამო, რომ ერთ თათარს გაუწყრა და
უთხრა: შე რჯულძაღლო თათარო! ყოველს სარწმუნოებასა მეფე ირაკლი დიდს
პატივსა სცემდა ასე.

32
ისტორიულად ცნობილია, რომ ერეკლე მეფე სხვათა რწმენის შემწყნარებელი, დიდი
ტოლერანტი იყო. ასე რომ, ამ საკითხში (ისე, როგორც თითქმის ყველაფერში) ალ.
ორბელიანის, როგორც ისტორიკოსის, სრული ნდობა შეიძლება.
მწერალი დიდი სიამაყითა და თავმოწონებით გვიყვება, რომ ერეკლე მეფის მიერ
ერთხელ ნათქვამი სიტყვები ჩერქეზებში ანდაზად დარჩენილა (სტატიაში

33
ჩერქეზეთში ანდაზად დარჩენილი). აღსანიშნავია, რომ ალ. ორბელიანს თვითონ
მოუწადინებია იმ ჩერქეზი ძმების ვინაობის ან წარმომავლობის გაგება, რომლებსაც
ქართველთა მეფისათვის ომში თავი შეუწირავთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერი
შეუტყვია.
განსაკუთრებული დამსახურებისათვის ეს ორი ძმა ქართველ მეფეებს, მამა-შვილს,
თეიმურაზსა და ერეკლეს იქვე, გზის პირას დაუკრძალავთ და ქვითკირის გუმბათიც
დაუდგამთ, მაგრამ მწერალს მათ უკვდავსაყოფად მარტო ეს საკმარისად არ მიაჩნია.
მისი აზრით, აუცილებელია, იმ ჩერქეზების ვინაობის დადგენა და
შთამომავლობისათვის გაცნობა.
რატომ აინტერესებს ასე განსაკუთრებულად ალ. ორბელიანს ისინი? განა
მათსავით ან მათზე მეტად მამაცი, უდრეკი, უშიშარი და რაც მთავარია, ერთგული
და თავშეწირული ქართველთა მხედრობიდან არავინ იქნებოდა? ცხადია,
იქნებოდნენ და იყვნენ კიდეც, მაგრამ მწერლის გულისყური მიპყრობილია
ქართველთა ომში დაღუპული ჩერქეზებისკენ, რაც სახიერი ნიმუშია ხალხთა
მეგობრობის, მათი ერთიანობის.
საქართველოსა და კავკასიის მთიანეთის ერთობის აუცილებლობა შეგნებული
აქვთ არა მარტო ქართველებს, არამედ საღად მოაზროვნე ლეკებსაც. ერთი მოხუცი
ლეკი ჭარბელაქანის არეულობის დროს თავს დამტყდარ უბედურებას იმით ხსნის,
რომ მისმა წინაპრებმა ერეკლეს არ დაუჯერეს და უმოწყალოდ ღვარეს ქართველთა
სისხლი. მოვუსმინოთ ალ. ორბელიანს: შარშან 1863-სა ზაფხულს, ჭარბელაქანში
აღრეულობა რომ მოხდა, ერთი მოხუცებული ლეკი იჯდა თურმე თავის სახლის
კარებთანა და თან ამას ამბობდა ცრემლითა: - რაც მეფეს ერეკლესაგან მე გავიგონე,
ისინი ბევრი აგვიხდა და ეხლა ხომ სრულებით დავიქცევით ჩვენ, რაც ჩვენმა მამა-
პაპებმა ქართველებს უყვეს, ახლა ჩვენ უნდა გადაგვხდეს, ის ჩვენი მამა-პაპების
უწყალება ქართველებზე. ეს არის ღვთის განგება ჩვენზედ მოსული, სხვა არაფერი.
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ ერთი შეხედვით გულუბრყვილო მსჯელობის
მიღმა საღი აზრი ჩანს, ჩანს სურვილი და სწრაფვა კეთილმეზობლური და
მშვიდობიანი არსებობისა. თუ გავიხსენებთ ალ. ორბელიანის წერის სტილსა და
მწერლურ კრედოს: მოვალენი ვართ სიმართლისა, სრული საფუძველი გვაქვს
ვიფიქროთ, რომ ეს ეპიზოდი არ არის ოდენ მწერლის ფანტაზიის ნაყოფი,
მხატვრული გამონაგონი, არამედ მას ისტორიული სიმართლე, სინამდვილე უდევს
საფუძვლად.
საქართველოს ისტორიის შესანიშნავად მცოდნე მწერალი იმედს გვინერგავს, რომ
საქართველოს მტრებს არასოდეს შერჩენიათ და არც აწი შერჩებათ ბოროტება: რაც მე
ვიცი და ვჩხრეკ ჩვენ ქართველების მდგომარეობასა ძველს თუ ახალს, ჩვენს
უკანასკნელს მეფეებამდისინ, ვისაც კი ჩვენი ქართველებისათვის ავი უქნია ანუ იმ
ჩვენი მამაპაპების დაცემა მოუნდომებიათ გარეშე მტრებსა, იმათი ანუ იმათი
შვილიშვილებისა საბოლოვო კარგი არა ყოფილა რა და ძლიერ გადახდენიათ. მე
ესეები ძალიან კარგად ვიცი. თვითონვე გრძნობს რა, რომ ბევრი არ დაეთანხმება ასეთ
მსჯელობას, იქვე დასძენს. ვიცი, რომ კრიტიკოსები ამ ჩემს სიტყვას გაატრიზავებენ
და ბევრსაც გაიცინებენ თაკილობით.
ჩვენ კი მწერლის ამ სიტყვებში სამშობლოს უზომოდ მოყვარულ, მის ბედზე
დაფიქრებულ ადამიანს ვხედავთ, რომელიც სხვებთან ერთად თავის თავსაც
აიმედებს, აგულიანებს, ამაგრებს, რომ აპათიასა და უიმედობაში არ ჩავარდეს. თუ
ჩვენ ვერ გადავუხდით სამაგიეროს ჩვენს მტრებს, ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, ის

34
არ გაახარებს ავის მქნელებს. ამით სხვების გასაგონადაც ხმამაღლა ამბობს: ჩვენთან
მტრობას ნუ განიზრახავთ, კიდეც რომ გვაჯობოთ, საბოლოოდ მაინც არ შეგრჩებათ.
მერე რა, რომ ამ მუქარით ვერავინ შეაშინა, ამის გამო მაინც არავინ გაიცინებს
თაკილობით.
ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში ჭეშმარიტი სიყვარული
სხვა ამბებთან ერთად დახატულია ერეკლეს ეპოქაში ლეკების წინააღმდეგ ბრძოლის
სურათები. ერთი მოხუცი კაცი ბერელა ყვება ძველ ამბავს. ტყვე ლეკები მეფე
ერეკლეს მივგვარეთ. ბატონს მეფეს ისე იამა, რომ თავის დიდრონ კაცებში დაიძახა:
ვახტანგ ორბელიანმა დიახ ბევრი ერთგულება გამოიჩინა, როგორც ჩემი, ისე
მამულისა და ამისთვის ვმადლობ იმას საქვეყნოთა. ბერელას ნაამბობის მიხედვით,
ერეკლემ ლეკებთან საუბარში ხაზი გაუსვა მთელი კავკასიის მცხოვრებთა
ნათესაობას. შეახსენა მათ, რომ ჩვენ, კავკასიის მცხოვრებნი, ყველანი ერთმანეთის
ძმები ვართ. მერე, ნახა რა, რომ ლეკები შეწუხდნენ, დაუსჯელად გაუშვა ისინი. ამით
კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი დაახლოებისკენ, მშვიდობისკენ, თუმცა არაფერი
გამოუვიდა, მაგრამ ცდას არ აკლებდა. მრავალმნიშვნელოვნად ჟღერს ნაწარმოებში
ერეკლეს სიტყვები: თქვენ ლეკები ხართ, მაგრამ კავკაზიის ერნი და ქართველები
სულ ერთნი და ერთნი ძმანი არიან და თქვენ კი თქვენი ძმის სისხლსა სომთ?

მწერალი საგანგებოდ უსვამს ხაზს იმას, რომ ეს არ იყო ერეკლეს მიერ ჩადენილი
ერთჯერადი აქტი, შემთხვევითობით გამოწვეული. ქართველთა მეფე
შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო და მუდამ ისწრაფოდა კავკასიის მთიელებთან
დაახლოებისკენ, ცდილობდა, თავიდან აერიდებინა მათთან კონფლიქტი. რაღა თქმა
უნდა, საკუთარი უღონობისა არ ეშინოდა (სწორედ პირიქით, ლეკებთან ყველა
შეტაკება ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა), მაგრამ უიღბლო მეფემ კარგად
იცოდა, რომ საქართველოს ბედნიერებისა და დამოუკიდებლობისათვის
აუცილებელი, გარდაუვალი იყო მთელი კავკასიის ერთობა, რამეთუ მარტო
საქართველოს მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა (თუკი ეღირსებოდა)
წარმავალი და არამდგრადი იქნებოდა. ამიტომაც ბატონი დიდათ ეფერებოდა
ლეკებს, მაგრამ ისინი კი თავისას არ იშლიდნენ. ბატონს მეფეს უნდოდა ლეკებს
დაეშალათ თავიანთი ცუდკაცობა, ამისთვის წყალობას აძლევდა, არ უნდოდა რომ
საუკუნო სისხლი ჩამოეგდო ქართველებში და ლეკებში.
ქართველთა და კავკასიის სხვა მკვიდრთა ერთობა ჩვენი ბედნიერების
საძირკველია, - სწორედ ამ აზრის გულში ჩანერგვა სურდა ჩვენთვის მწერალს, ალ.
ორბელიანს.

4. ალექსანდრე ორბელიანის შეხედულება


სოციალურ საკითხებზე

XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან ქართველი საზოგადოების წინაშე


განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა ბატონყმობის პრობლემა. ჩვენი ცნობილი
მწერლები და მოაზროვნეები ბევრს წერდნენ ამ პრობლემის შესახებ. იმდროინდელ
პრესაში ზემოაღნიშნული საკითხი სხვადასხვა კუთხით, განსხვავებული
თვალთახედვით შუქდებოდა, გამოითქვა ურთიერთსაპირისპირო, ერთმანეთის
გამომრიცხავი მოსაზრებანი. მათ შორის, ვინც იცავდა პატრონყმური ინსტიტუტის
არსებობის თეორიას და მომავალშიც კლასთა შორის კეთილ ურთიერთობას
ქადაგებდა, იყო ალექსანდრე ორბელიანი.

35
ალ. ორბელიანი ბატონყმობის შესახებ მსჯელობს პუბლიცისტურ წერილებსა თუ
მხატვრულ ნაწარმოებებში. საგანგებოდ ამ საკითხისადმია მიძღვნილი 1859 წ.
ცისკრის მე-11 ნომერში გამოქვეყნებული სტატია უწინდელს დროს ბატონყმობა
საქართველოში. ეს საკმაოდ ვრცელი პუბლიკაცია ფრიად საყურადღებოა როგორც
მისი ავტორის მსოფლმხედველობის შესასწავლად, ასევე ძველი საქართველოს
სოციალური ყოფის შესახებ ჩვენი წარმოდგენის შესავსებად. აქ, ამ წერილში ალ.
ორბელიანი ხმამაღლა აცხადებს, თამამად ავითარებს წოდებათა შორის მამაშვილური
ურთიერთობის თეორიას.
აი, რას ვკითხულობთ სტატიის დასაწყისში: საქართველოში მებატონეთ ყმობა
მონად (მონება მესმის მე, დაჩაგვრა) არ ითქმის. მართალია სიტყვა ყმობა იყო, მაგრამ
საქმე მონებას არ აცხადებს. ალ. ორბელიანი საგანგებოდ ჩერდება სიტყვა ყმის
მნიშვნელობაზე და განმარტავს მას ისე, როგორც სულხან-საბა ორბელიანის
ლექსიკონშია განმარტებული - ყმის ერთი მნიშვნელობა ჭაბუკია, კიდევ ყმა ნიშნავს
ბატონის აგარაკზე მოსახლეს
(ა. ო.), ხოლო შინა ყმა, მწერლის თქმით, შინაური, მახლობელია. მწერლის დასკვნა
ასეთია: ყმასა ანუ მდაბალ ხალხსა, მებატონესთან სრული თავისუფლება ჰქონია და
მეგობრული მახლობლობა, როგორც კაცობრიობას შეშვენის, სწორედ იმგვარი.
ალ. ორბელიანის ცნობით, ძველად უბატონოდ ყოფნა არავისთვის იყო
სასურველი. უცხო ადამიანი (ან რაიმე მიზეზით უბატონოდ დარჩენილი)
საგანგებოდ ეძებდა თურმე ბატონს, რომელსაც შეეხიზნებოდა (უწინდელს დროში
გარეშე კაცი იმას ეძებდა მებატონე ვიშოვნო და იმას შევეხიზნოვო). იმიტომ რომ
ბატონსა და ყმას შორის არათუ არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობდა, არამედ
ბატონი ზრუნვას არ აკლებდა თავის ყმებს. იგი (მებატონე) თავს ვალდებულად
თვლიდა, ყურადღება მიექცია ყმებისთვის, მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა.
ყოველი მებატონე ცდილობდა, თავის გლეხებს სხვებზე უკეთ ცმოდა, ეს ეამაყებოდა.
რაც სადილად ბატონებს ექნებოდათ, გლეხებსაც ის უნდა ჰქონოდათ. ერთი
სიტყვით, მებატონე თავის ყმასა შვილსავით ყურს უგდებდა და შვილის მზგავსად
გული სტკიოდა ყმისათვის. თავის მხრივ, ყმასაც თურმე მამასავით უყვარდა თავისი
ბატონი, მისი დიდი პატივისცემაჰქონდა. აქ მწერალი გვაცნობს, რა ურთიერთობა
იყო ბატონსა და ყმას შორის ყოფით ცხოვრებაში (ჭირში, ლხინში, ავადმყოფობისა
თუ სხვა დროს). თუ ბატონი ავად გახდებოდა, ყმა მზად იყო, ყველაფერი
გაეკეთებინა მისთვის და მსხვერპლადაც კი შესწირვოდა არა მარტო თვითონ, არამედ
მთელი ოჯახით. მებატონენი, ცხადია, დიდად აფასებდნენ ყმათა ასეთ ერთგულებას
და სამაგიერო პატივს სცემდნენ ხოლმე. თუ ყმა გახდებოდა ავად, ბატონი
აუცილებლად წავიდოდა მის სანახავად, ექიმს მოუყვანდა, წამლითა და საჭმლით
დაეხმარებოდა და სხვ. ყმის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ბატონი ისე იქცეოდა,
როგორც ჭირისუფალი. თუ ყმას ობლები დარჩებოდა, ბატონი, რა თქმა უნდა,
ყურადღებას, ზრუნვას არ აკლებდა, ზოგჯერ სახლში გადმოიყვანდა და შვილივით
ზრდიდა, თუმცა მოსამსახურედ, მაგრამ გრძნობით და სულით თავისუფლად.
ყმის ქორწილშიც ასევე დიდ მონაწილეობას იღებდნენ ბატონები. სიძე-პატარძალს
საჩუქრებს უგზავნიდნენ, ლხინის დროს კი თავიანთ გლეხებთან ერთად ილხენდნენ
და შეექცეოდნენ, იმათთან ერთად იმღერდნენ და იმათთან ერთად ცეკვავდნენ.
არავინ იუკადრისებდა გლეხებთან ურთიერთობას არა მარტო განსაკუთრებული
შემთხვევების დროს, არამედ ყოველღიურადაც. ყმები თავიანთ ბატონებთან
თავისუფლად საუბრობდნენ, თავიანთ გულის ნადებს უმჟღავნებდნენ ხოლმე.

36
ხშირად ხდებოდა, რომ ბატონი და ყმა ერთად ისადილებდნენ. საზოგადოდ კი
მეფისა, თავადებისა, აზნაურებისა და გლეხი კაცის შვილები ერთად იზრდებოდნენ
განუყრელად.
ბატონს ამპარტავნობა, გლეხებთან ურთიერთობის უკადრისობა ღვთის წინაშე
ცოდვად ეთვლებოდა. მებატონეებს ბავშვობიდანვე შთაგონებული ჰქონდათ, რომ
თავიანთ ყმებს თანასწორივით მოქცეოდნენ. ალ. ორბელიანს მოჰყავს მაგალითი
ვინმე მ. ს.-სი, რომელიც მეფე ერეკლეს გაზრდილი ყოფილა და მისი საყვარელი კაცი.
მიუხედავად ამისა, მეფემ ამპარტავნობა და მზვაობრობა მასაც არ აპატია და
სამაგალითოდ დასაჯა. ბატონთან და თვით მეფესთან მისვლაც ყველას
თავისუფლად შეეძლო. მივიდოდნენ ისე თამამად, ისე გაბედვით, ისე პატივისცემით
და ისე ზრდილობით, როგორც ზევით აღგვიწერიაო, - გვეუბნება მწერალი.

ალ. ორბელიანმა, ცხადია, იცის, რომ მისი მონათხრობი უტრირებულია,


გადაჭარბებულია. შეუძლებელია, ყველაფერი ასე იდეალურად ყოფილიყო
მოწყობილი, მაგრამ მწერალს მიაჩნია, რომ ძირითადად საზოგადოებრივი
ცხოვრების სურათს სწორედ ასეთი იდეალური ყოფა (პატრონყმური ინსტიტუტი)
განსაზღვრავდა. იყვნენ, რა თქმა უნდა, აჯამი, გულქვა, რეგვენი
ბატონებიც, მაგრამ ალ. ორბელიანს ასეთი მებატონეების არსებობა კერძო,
გამონაკლის მოვლენად მიაჩნია და მას არ აზოგადებს. აი, რას ამბობს მწერალი:
რასაკვირველია, იმათშიც იყვნენ ცუდნი კაცნი ანუ უწყალონი, მაგრამ ერთიან
საზოგადოებისათვის ეს რავდენიმე დიახ მცირეა, რომელნიცა თითით საჩვენებლად
ჰყვანდათ და საანდაზოდ საქართველოს ერთა... ეს ამგვარი კაცი უნდა განიკერძოს.
ვახტანგ VI კანონს, სადაც წერია: სულს გარდა მებატონისა არის ყმა
ალ. ორბელიანი ასე ხსნის: მებატონეს ყმა ისე ეკუთვნის, როგორც შვილი მთლიანად
მშობელსო. მაშ, ამ კანონში ალ. ორბელიანმა ბატონისა და ყმის მამაშვილური
ურთიერთობის ასახვა დაინახა, მებატონეებისა და გლეხების უფრო
შესაკავშირებლად და დასაახლოვებლად დაწერილად მიიჩნია. ასე რომ არ
ყოფილიყო, განა ვახტანგ მეფე, იმისთანა ბრძენი და მოწყალე კაცი
... იმისთანას უწყალოს კანონს დასდებდა? - კითხულობს მწერალი. მთავარი ისაა,
რომ ალ. ორბელიანის აზრით, წარსულში ბატონყმური ცხოვრების სურათები,
რეალური ყოფა ნათლად ადასტურებს ჩვენში პატრონყმობის, სხვადასხვა წოდებას
შორის მამაშვილური ურთიერთობის არსებობას. წინათ თურმე მებატონესა და გლეხს
შორის არსებობდა ე. წ. დებულება, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იყო
ორმხრივი უფლება-მოვალეობები და ორივე მხარე მას ზუსტად იცავდა. XIX
საუკუნეში ეს დებულება სამსახურისა ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა იმერეთში,
სადაც, მწერლის თქმით, ქართველობა უფრო მეტად იყო შენარჩუნებული.
მწერლის აზრით, ძველ საქართველოში ყველაფერი იდეალური იყო, გლეხსა და
ბატონს შორის სრული ჰარმონია, წესრიგი სუფევდა. გასაგებია,
მამაშვილურიურთიერთობა სწორედ ამას გულისხმობდა. როდესაც მებატონე და
გლეხი ერთად იქნებოდნენ, გლეხი მებატონის პატივისცემაში იყო, ვითარცა მამისა
და მებატონე სიყვარულს აჩვენებდა გლეხსა, ვითარცა საკუთარსა შვილსა. ასე და
ამგვარად იყვნენ ერთმანეთში გაერთიანებულნი მებატონენი გლეხებთან წრფელის
გულით, - ამბობს ერთგან ალ. ორბელიანი.
ასეთი საყოველთაო კეთილდღეობა თურმე ხანდახან ირღვეოდა ხოლმე. სიმშვიდე
ზოგჯერ ოჯახშიც კი ირღვევა, რა გასაკვირია, ეს საზოგადოებაში მომხდარიყო. ყმა
თუ ბატონს რაიმეთი გააჯავრებდა (რაც, მწერლის თქმით, ძალზე იშვიათად
37
ხდებოდა), ჯარიმა უნდა გადაეხადა. მთავარი კი მაინც ისაა, რომ მის წინააღმდეგ
მისივე მოძმეები, საზოგადოება აჯანყდებოდა, მეზობლები საყვედურს არ
მოაკლებდნენ მანამ, სანამ დამნაშავე ბატონის გულს ისევ არ მოიგებდა.
მებატონისთვის წინააღმდეგობის გამწევ თავგასულ ყმას ფაქტიურად მოკვეთა,
გარიყვა ელოდა. სხვა გლეხები ასე დაემუქრებოდნენ თურმე: შენ ის არა ხარ, მამის
მზგავსი ჩვენი ბატონი გააჯავრე და ჯარიმა გადაგახდევინა, შენ სოფელში აღარ
გაგევლება... წადი, ბატონის გული როგორც იყო მოიგე, თორემ ჩვენ შეყრილობაში
აღარ გაგატარებთო.
გლეხის ფიზიკურად დასჯა (ცემა ან რამე სხვა) თითქმის გამორიცხული ყოფილა.
ძალიან იშვიათად მებატონეს იქნებ ყმაწვილი კაცი ეცემა (ხანში შესულს ან დედაკაცს
არაფრით ასე არ დასჯიდა), მაგრამ თავისი მეზობელი მებატონეები
აითვალწუნებდნენ, სანამ დასჯილ ყმას არ შეირიგებდა.
ალ. ორბელიანის ცნობით, მებატონეები თავიანთ გლეხებთან ყოფნას მუშაობის
დროსაც არ თაკილობდნენ. თუმცა ეს გარკვეულწილად იძულებითი საქციელი იყო,
იმის შიშით გამოწვეული, რომ უბატონოდ გლეხი საქმეს ერთგულად, საფუძვლიანად
არ გააკეთებდა. ამიტომ ყოველს... საქმეში, უთუოდ მებატონე იქ უნდა სდგომოდა
თავზედ: ხანდისხან მებატონეს იმათთან ერთად ემუშავა, იმათთან მუშური სიმღერა
ეთქო და თან ჰოპმა ეძახა წესისამებრ. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი რიგზე
კეთდებოდა. საინტერესოა, რომ მწერლის აზრით, ბატონები ამას მარტო თავიანთი
სარგებლობისათვის (საქმის კარგად გაკეთებისათვის) არ შვრებოდნენ. მათი ქცევის
განმსაზღვრელი, უპირველესად, ის იყო, რომ ისინი აღიარებდნენ გლეხთა
ადამიანურ ღირსებებს. იცოდნენ, რომ ღვთის წინაშე გლეხიც და ბატონიც
თანასწორია. მოვუსმინოთ ალ. ორბელიანს: მაშინდელმა ჩვენმა მებატონეებმა
სრულის გონებით კარგად იცოდნენ, რომ გლეხი კაციც ღვთის გაჩენილი კაცი იყო,
თანასწორ მებატონისა.

მაშ, გამოდის, რომ ის ურთიერთობა თავადსა და გლეხს შორის, რომელსაც ი.


ჭავჭავაძე მომავალში იდეალურად სახავდა, რომლის დამკვიდრებასაც ქადაგებდა და
ესწრაფოდა და რომელიც ცოდნიან ცრემლსა თუ ცრემლიან ცოდნას
უნდა მოეტანა, ძველ საქართველოში რეალური ფაქტი იყო.1 ასე რომ, ჩვენში
არსებობდა წოდებებს შორის გონივრულად მოწესრიგებული ურთიერთობის მზა
მოდელი, რომელიც რუსეთის შემოსვლამ დაარღვია და საჭირო იყო მომავალში მისი
აღდგენა. თუმცა ალ. ორბელიანმა ისიც კარგად იცის, რომ ძველის ზუსტად,
უცვლელად, უკრიტიკოდ გადმოღება მომავალ საქართველოს იქნებ არც გამოადგეს,
რადგან გავითარებული, ანუ განათლებული თანასწორობა არ ყოფილა უწინ.
დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვით იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ალ. ორბელიანს
დანახული და გასიგრძეგანებული ის საფრთხე, რაც შეიძლება კლასთა ბრძოლას
მოჰყოლოდა საქართველოში, მაგრამ ერთი რამ ცხადია. ალ. ორბელიანი ხედავდა
წოდებათა შორის წინააღმდეგობის ზრდას (რაც, მისი აზრით, საქართველოს
დამოუკიდებლობის დაკარგვით, ქვეყანაში უცხო წეს-ჩვეულებათა დამკვიდრებით
იყო გამოწვეული), არ მოსწონდა ეს და გულწრფელად სურდა, სხვადასხვა წოდებას
შორის ნორმალური, მოწერიგებული ურთიერთობა ყოფილიყო, ანუ აღდგენილიყო
ძველი საქართველოს ყოფა.
ალ. ორბელიანის ნაწერებში არ არის ძველი დროის აშკარა იდეალიზაცია,
ხელაღებული ხოტბა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს.

38
ასე მაგალითად, თავის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ნაწარმოებში ჩვენი ძველი
სახლეულობანი (პირველად დაიბეჭდა ჟ. მნათობის
1869 წ. ზ3-4-ში). მწერალი გვიჩვენებს XIX საუკუნის დასაწყისში ჩვენს
საზოგადოებაში დაწყებულ საინტერესო სოციალურ ძვრებს - ქართველ ფეოდალთა
დავიდარაბას (დავა-საჩივრებს) მამულის თაობაზე, რამაც ბევრი მებატონე ვალებში
ჩააგდო და ზოგიერთის ოჯახი დაღუპა კიდეც. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ყმა
გლეხების განზე გაწევა
(უნდა ვიგულისხმოთ, ეს მოხდა მათი ექსპლუატაციის გაძლიერების გამო). ერთი
მებატონეთაგანი ეუბნება თავის მოურავს: ეს ამდენი დავიდარაბა რომ შემოვიდა
მებატონეებში მამულებზედ და ჩვენმა მამა-პაპის ყმებმაც რომ გაიწიეს, ჩვენ ყმები არა
ვართო... ამ დავიდარაბებმა ვალში ჩაგვაგდეს, და ბოლოს დროს იქნება ბევრიც
დაიღუპნენ საქართველოს ოჯახები. გვაგონდება ილიას მიერ დახატული მებატონის
ნათქვამი: ერთმანეთს უსინდისოდ მამულებს ვეცილებოდით. იმდროინდელი ჩვენი
სოციალური ყოფისთვის დამახასიათებელი მსგავსი ეპიზოდები კარგად გვიჩვენა გ.
ერისთავმა კომედიაში დავა
(1840 წ.): მოდავე თავადები (ამირინდო ღაზნელი და ონოფრე ხარაძე) რამდენიმე
წელია, სასამართლოში დაძრწიან და ფულს ხარჯავენ, რომ ჩალიანად
წოდებული მიწის ნაკვეთი დაინარჩუნონ, მაგრამ მექრთამე მოსამართლენი,
გარკვეული მოსაზრებით, საქმეს აჭიანურებენ. ახლა მოვუსმინოთ ალ. ორბელიანის
მემამულეს: ეგ ფული (მოურავის მიერ სოფლიდან ჩამოტანილი ოცდაათი თუმანი - ნ.
ვ.) სხვებს უნდა წაუღო, მპირდებიან, საქმეს გაგიკეთებთო და შენი მამულის მოდავეს
გაგიმტყუნებთო. ეს ოთხი წელიწადია სულ ამ ამბავში ვარ. წელიწადში ჩემგან
მიაქვსთ იმათ ას თუმანზე მეტი; თანაც ამას მეუბნებიან: გაგირიგებთ, მაგრამ
გარიგება კი არსადა სჩანს. არ ვიცი, რა ვქნა, მოურავო!
(დავა, მართალია, 1840 წ. დაიწერა, მაგრამ პირველად დაიბეჭდა 1871 წ. ჟურნ.
კრებულში. ასე რომ, ალ. ორბელიანი ამ ნაწარმოებს არ იცნობდა). ძნელი შესამჩნევი
არაა, რომ მწერალი აქ აკრიტიკებს იმდროინდელ ბიუროკრატიულ სახელმწიფო
აპარატს. ალ. ორბელიანმა, მართალია, გაკვრით, მაგრამ მაინც ამხილა ცხოვრების
ნაკლოვანი მხარეები.
ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად საინტერესოა ოთხმოქმედებიანი დრამა
ჟამნი მეფობენ, სადაც წარსულის სოციალური ურთიერთობის სურათებია
დახატული. პიესაში ნაჩვენებია ქართველ თავადაზნაურთა დამოკიდებულება
საგლეხო რეფორმისადმი. როგორც ცნობილია, საგლეხო რეფორმის შესახებ თავის
დროზე აზრთა დიდი სხვადასხვაობა იყო. თავადაზნაურობის ნაწილი საერთოდ
წინააღმდეგი იყო ყოველგვარი რეფორმისა. ბატონყმობა ყოველთვის იყო, არის და
იქნებაო. სხვები რეფორმის წინააღმდეგნი არ იყვნენ, მაგრამ მოითხოვდნენ გლეხთა
უმიწოდ გათავისუფლებას. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მოითხოვდნენ გლეხთა
მიწიანად გათავისუფლებას, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან ცოტა იყო. ალ. ორბელიანის
პიესაში ნაჩვენებია სხვადასხვა ხასიათისა და მისწრაფებათა მქონე მემამულენი.
მოხუცებული ადამის სახლში იკრიბებიან ძველებურად მოაზროვნე თავადები,
ლიბერალებიც და ახალი თაობის წარმომადგენლებიც. ადამი რეფორმის
წინააღმდეგია, მას ძილშიც რეფორმა აშფოთებს, მაგრამ უმაღლესის (ე. ი.
იმპერატორის - ნ. ვ.) ნება არის, რომ თქვენი ყმები გაათავისუფლოთ, ვერაფერს
გააწყობ: ძლიერება მოვიდაო და სამართალი ბანიდგან ავიდაო.

39
ალ. ორბელიანი ამ ნაწარმოებში ავითარებს იმ შეხედულებას, რაც სხვა დროსაც
ბევრჯერ აღუნიშნავს. სახელდობრ, იმას, რომ ადრე ქართველ თავადებსა და გლეხებს
შორის მამაშვილური ურთიერთობა არსებობდა. იგივე ადამი ამბობს: ჩვენი გლეხკაცი
მაშ რა იყო, თუ თავისუფალი არ იყო? ჩვენთან სჭამდნენ, ჩვენთან შეექცეოდნენ, ჩვენ
ბატონებს იმათთვის არა გვშურდა რა და იმათ ჩვენთვის. სულ ერთად ვიყავით
განუყრელად. ასე რომ, ერთმანეთის ჭირსა ვჭამდით. ჩვენი სიყვარული სულ
მამაშვილობის სიყვარული იყო. ამაზე მეტი თავისუფლება რაღა უნდა კაცსა, რომ არ
ვიცი?
მაგრამ ეს ყველაფერი იყო წინათ. ამჟამად, ე. ი. XIX საუკუნეში სხვა სურათია.
მებატონეებში და ყმებში დიდი სისხლია ჩამოწოლილი, ერთმანეთის მოსისხლენი
შევიქენით, აბა რასა იქ, ყოველი ჩვენი გლეხი კაცი ჩვენი ორგულია. მე ჩემი თვალით
ვნახე, - ამბობს ერთ-ერთი თავადი ელიზბარი, - გლეხი კაცის სახლობა, თავის
ცოლშვილებით განზე იდგნენ, ზეცისაკენ ხელები განეპყრათ და თავის ბატონს
ცოლშვილით სწყევლიდნენ. აბა მიბრძანეთ, ამის შემდგომ, რაღა ბატონყმობა იქნება
ჩვენში?
ამიტომაც იგი მომხრეა, მოხდეს რეფორმა და გლეხობა გათავისუფლდეს. XIX
საუკუნეში მებატონესა და გლეხს შორის ურთიერთობა გამწვავდა, რასაც კარგად
ხედავს მწერალი და ლამის რეალისტურად აგვიწერს შექმნილ ვითარებას.
ზოგიერთმა ჩვენმა მებატონეებმა ჩვენი გლეხკაცები სულ წაახდინეს, უკანასკნელი
სულიც უნდა ამოართონ იმ ღვთის მტრებმა
და ასეთი რამ თითქმის ნორმად ქცეულა. რაღა თქმა უნდა, იყვნენ გამონაკლისები,
კეთილი, სამართლიანი ბატონები (ალ. ჭავჭავაძის მსგავსნი), მაგრამ ზოგადი სურათი
ბატონებისა და გლეხების ურთიერთობისა სწორედ ისეთია, როგორც ალ. ორბელიანი
აღწერს. ერთმა მებატონემ ერთი გაკეთებული თავისი გლეხი კაცი, უბრალო
მიზეზზედ ძირით დაარბია საცოდავი ისე, რომ მის სახლში დაგლეჯილი ფარდაგიც
აღარ გაუშო. სხვა მემამულემ კიდევ თავის ყმებსა, რამდენჯერმე ფულები რომ
შეაწერა ერთს წელიწადს და აკრიფა კიდეც, იმ გლეხებმა თავისი უკანასკნელი
სპილენძისეული გაყიდეს. სხვა მებატონემ გლეხს სამი ხარი წაართვა და დაუყიდა.
ეხლა სულ ამისთანა დესპოტი შეიქმნა საქართველოს მებატონე ყმაზედ. ცხადია,
ყოველივე ეს იწვევს ყმა გლეხის მხრივ თავისებურ პროტესტს, ისინი ცდილობენ,
განთავისუფლდნენ ბატონყმობის უღლიდან. ერთ-ერთი თავადის მეუღლე ამბობს:
წუხელის კინაღამ მოსამსახურეები და მოახლეები გაგვექცნენ. საჩქაროთ ამ ჩემმა
ქმარმა პოლიციას შეატყობინა, იმათ არ გაუშვეს, თორემ უყმებოთ დავრჩებოდით,
სუფრის გამშლელი არ გვეყოლებოდა.
რატომ მოხდა ეს? რატომ დაირღვა ადრე არსებული მამაშვილური ურთიერთობა?
ალ. ორბელიანი ამაზე თავისებურ პასუხს იძლევა. მას მიაჩნია, რომ ამის მიზეზი
გახდა XIX საუკუნეში დამკვიდრებული ცხოვრების ახალი წესი. ადამისსიტყვებია:
უწინ უზრუნველი ცხოვრება გვქონდა და სიამოვნებით ვცხოვრობდით. მეცა და ჩემი
გლეხებიც ორივ ბედნიერები ვიყავით. იმათ თავიანთი დებულება ჰქონდათ
სამსახური და მეც იმათი მადლობელი ვიყავი. ახლა სულ სხვა არის, ახლა დიდი
უზომო და ურიგო ცხოვრება შემოვიდა, აღარ სწვდება ჩვენი შემოსავალი იმას,
ამიტომაც ჩვენს საწყალ გლეხკაცებს დავაწექით, სულ ამას ვეუბნებით: მოგვეცი და
მოგვეცი. სად არის გამოსავალი? აი, აქ გამოიკვეთა ორი, ერთმანეთისაგან
განსხვავებული, თვალსაზრისი. ადამი მოითხოვს ისევ ძველის აღდგენას,
ბატონყმობის წესისა და რიგის დაცვას. სხვა აზრისაა შედარებით პროგრესულად

40
მოაზროვნე, ლიბერალი თავადი ელიზბარი: ტყუილია, ხელშეკრული კაცი აღარ
ვარგა, მერე როგორი თავისთანა ღვთის გაჩენილსავე უნდა სულ თვალწარბში
შეჰყურებდეს, იმის ფიქრი ჰქონდეს, რა იამოს ჩემგნითაო. არა, ღვთით დრო მოდის
ახლა კაცი გასწორდეს, ჭეშმარიტება იყოს ყველგან. ჩვენი ყმების თავისუფლება, ოჰ,
რა კარგია.
ნაწარმოებში გამოყვანილია ორი განათლებული ახალგაზრდა - ნინიკო და ბესუა.
ისინი სიხარულით ფეხზე აღარ დგანან: ჩვენი ყმები თავისუფლდებიანო.
ადამის საკრებულოში მოდის ცნობა, რომ ვიღაც დავითი ყმების თავისუფლების
პროექტს წერსო. იმ ორი ახალგაზრდისა და ელიზბარის გარდა, სხვები
წამოცვივდებიან და ყვირილს მორთავენ: როგორ თუ წერს? ვინა სთხოვა იმას? რაც
მოგვივიდა სულ იმისგნით... წავიდეთ, სახლიდან ჩამოვათრიოთ. ესენი არიან ის
ადამიანები, რომელთაც ყმების განთავისუფლება ვერ წარმოუდგენიათ. საინტერესოა
ნიკოს სიტყვები: სად გაცვივდნენ, სად წავიდნენ? ვიღაც დავით არის, თავის სახლში,
რასაც უნდა დასწერს, მაგათ რაო, რა საქმე აქვთ? - როცა საზოგადოს წარუდგინოს,
ისიც თუ წარუდგენს, მაშინ უთხრან რაც რიგია, იქნებ კარგიც იყოს, ვინ იცის? ეხლა
რას სულელობენ?... არა, ძმაო ბესო, ჩვენ ერთიან სტუდენტებმა და ვინც აქაური
გავითარებულნი იყვნენ, ამისთანა ხალხსა ვდიოთ, ჩვენ ამათ არაფერში ნება არ
მივცეთ, თორემ ესენი ჩვენი ქვეყნის ხალხისთვისა დიდად სავნებელნი არიან. ასე
უპირისპირდებიან ახალი თაობის წარმომადგენლები ძველებს, მამებს. ამ ორ
ახალგაზრდას კიდევ ხუთი ახალგაზრდა მიემატება და ყველა ერთად იმეორებს
სიტყვებს, რომლებშიც თავადაზნაურობის უკიდურესად რეაქციული ჯგუფია
დახასიათებული: თავხედები, ცუღლუტები, გაიძვერები, ავენანი. მოშურნენი,
ოინბაზნი, ეგოისტნი, და სხვა.
ნაწარმოებში ისიცაა ნაჩვენები, თუ როგორ შეხვდა საგლეხო რეფორმას გლეხობა.
გლეხთა უმრავლესობა სიხარულს გამოხატავს. თავისუფლება, თავისუფლება ჩვენი
ბატონებიდგან, დ ერთმანეთს ულოცავენ ისინი. ჰე, ბატონო, თქვენგნით კი გავედით,
დ გამოჯავრებით ამბობს გლეხი გაბრიელა, ხოლო მისი მეუღლე ეფემია უმატებს:
დღესვე ასე რიგათ მოვირთვები და ჩემი ბატონის სახლის წინ ფაეტონით გავივლი,
წყნარ-წყნარა, ნელა, რომ უფრო დამინახონ, თვალები დააჭყიტონ ჩემზე. გლეხები
აშკარად გამოთქვამენ თავიანთ კმაყოფილებას: ახლა ჩვენი დროა, თქვენი აღარ,
ბატონებო, ურა, ურა, - ძლივს არ მოვრჩით იმათ?
მაგრამ ყველა გლეხი ასე როდი ფიქრობს, მაგალითად, მოხუცი გოგია თავისი
ოჯახის წევრებს (შვილებსა და რძლებს) უფლებას არ აძლევს ბატონებზე ცუდი
ილაპარაკონ. გოგიას მიაჩნია, რომ მებატონეები მას და, საერთოდ, გლეხებს კარგად
ეპყრობიან, რომ წოდებათა შორის მამაშვილური ურთიერთობაა და სხვა: რაც რამ
ქონება გვაქვს, სულ იმათი მოწყალება არის, გვაქვს და უნდა ვემსახურნეთ, გესმით?
მე იმათი ვყოფილვარ იმ ჩემის ბატონებისა და ვიქნები სიკვდილამდინ, რომელსაცა
შვილსავით გაუზდივარ ჩემს უწინდელს ბატონს და შვილსავითაც ვყოფილვარ
იმათთან. ამ საკითხზე სულ სხვა შეხედულებისაა გოგიას შვილი გაბრიელა,
რომელიც თამამად გამოთქვამს თავის აზრებს. ალ. ორბელიანი კვლავ იმ აზრისაა,
რომ წოდებათა შორის მამაშვილური ურთიერთობაა.
საინტერესო სახეა გლეხი ნიკოლა, რომელიც გოგიაზე უფრო შორს მიდის და იმ
აზრს გამოთქვამს, რომ მებატონეთა და გლეხთა დაცილებაში დამნაშავეა თვითონ
გლეხი და არა ბატონი: ყური დამიგდეთ, რა ვთქვა? - ბატონების გლეხიკაცნი უფრო
ვტყუით ჩვენს ბატონებთან, გინა ბატონები ჩვენთან. პირველად ეს დროება რომ

41
გამხდარა საქართველოში, მაშინათვე გაორგულებულან ჩვენი ბატონების
გლეხიკაცნი ბატონებზედ, ანუ უფრო სწორათა ვთქვათ, რომ გაუორგულებიათ
დაფარულსა ბოროტებასა. იმ დროს თურმე გლეხმა კაცმა გაიწია, ბევრსაც გასვლა
მოენდომებინა ბატონიდგან და ამაზედ ერთმანეთში შექმნილიყო დავა-დარაბები,
იქამდისინ, რომა ამით ძალიან შეეწუხათ ბატონები და ჩაეგდოთ ხარჯში. ამას
მოჰყოლია ერთმანეთის მტრობა და ამისგნით ბატონებიც ძალადობას უშვრებოდნენ
ყმებსა. აი, როგორ ხსნის გლეხი ნიკოლა მებატონეთა უხეშობას ყმა-გლეხთა მიმართ.
იგივე ნიკოლა ამბობს, რომ კარგი მებატონე კარგი არის და ცუდი მებატონე ღმერთმა
შეინახოს. მკითხველს, ალბათ, აგონდება ი. ჭავჭავაძის სიტყვები: თავადისშვილი
კარგი რა არის, ავი რა იყოს. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში სწორადაა
შენიშნული, აქ საქმე გვაქვს ორ, ერთმანეთს დაპირისპირებულ შეხედულებასთან.
გოგიას სახლში შემოვარდნენ ბატონი ბეჟანი და რუსი ჩინოვნიკი პაველ პეტროვიჩი.
ბატონი დააჭერინებსგაბრიელას (ხალხში ულანძღივარ, ბევრი ავი უთქვამს ჩემზეო),
მაგრამ ამ დროს გამოჩნდება გაბრიელას მამა გოგია, რომელიც ბატონს მოაგონებს მათ
შორის ადრე არსებულ სიამტკბილობას: მე მამაშენთან ერთად გაზრდილს ძმასავით,
მე მამიშენის წინაშე ტყვია მამხვდა, აი, ამ მარჯვენა მკერდში, იმის
სიცოცხლისათვის... ახლა მე ეს მსხვერპლი შენი ოჯახისა უნდა მე ვგმო, ეს ჩემი
სისხლი მამიშენისათვის დანთხეული? - ღმერთო, მამკალ, მინამ მე ვიფიქრო ეს,
გოგიას ამ სიტყვებმა ბეჟანს გული მოულბო და ბავშვივით ატირდა. მებატონე და
გლეხი შერიგდნენ. აქვე ისიცაა ნაჩვენები, რომ მათი შერიგება სულაც არ უხარია
მეფის ჩინოვნიკს, რომელსაც თავისი საკუთარი ანგარიშები აქვს: თუ ხედავ? ესენი
კიდევ რიგდებიან და მე მშიერის, ჩემი შემბრალებელი კი არავინ არის, რაღა უნდა
მერგოს მე აქედგან?
მწერალმა ისიც გვიჩვენა, რომ პაველ პეტროვიჩი გოგიასაგან შვილის
გამოხსნისათვის
თხოულობს ფულს. აღებული ქრთამის ნაწილს ის ვიღაც უფროსს
აძლევს, ის უფროსი
კიდევ სხვასაც უნაწილებს და ა. შ. ახლა დროა გავეშურო ჩემს უფროსთან, მელის.
რაც ერთ კვირაში ფული ვიშოვე, ბევრია თუ ცოტა, მე და ის შუაზედ გავიყოფთ,
ბოლოს ისიც სხვას გაუყოფს, ისიც კიდევ სხვას: ჩვენი ქრთამი სწორეთ ზღვასა ჰგავს,
ქვეყანას რომ უვლის გარსა. ჩვენი ქრთამიც ასე მიდის, მოდის. მეფის მოხელეები
ხელს ითბობენ მებატონეებსა და გლეხობას შორის არსებულ წინააღმდეგობაზე.
მთავარი მაინც ამ ეპიზოდში ის არის, რომ მწერალმა მებატონე და გლეხი შეარიგა,
მათ შორის არსებული კონფლიქტი არ მიიყვანა აშკარა კლასობრივ ბრძოლამდე,
სისხლის ღვრამდე.
პიესაში მწერალი გვიხატავს ვიღაც ბოროტ და შურიან სტეფანეს, რომელიც
წოდებათა შორის მტრობას აღვივებს და ორივე მხარეს თავისებურად აქეზებს.
აი,მისი სამოქმედო პროგრამა: ახლა ჩემი კარგი დროა, აბა რაც ხელობაა ჩემი, იმას
მივყვე. ახლა ყმების თავისუფლებაზე უფრო ადვილად ვიმოქმედებ იმათში, იმათის
შურისა და უთანმხოებისთვისა, ასე რომ თვალის დასანახათ სძულდეთ ბატონსა და
ყმას ერთმანეთი... რაც რომ ჩემი საქმე არის, რაც რომ ჩაუბარებიათ ჩემთვის, ამას
ვსაქმობ. მე ამას ვერ გადავალ - ჩემი საქმე ეს არის, რომ ბატონყმობაში შური,
უთანმხოება იყოს, აი, ეს ხელობაა ჩემი. არამც ბატონს ყმაში, - ყოველს ხალხში, სადაც
კიდევ არის გაძლიერებული ერთმანეთში შური, უთანხმოება, მე ამითი ძალიან
კარგათ გამოვდივარ, ჩემს ცოლშვილსაც კარგათ ვარჩენ. მე ეს მინდა, მეტი არაფერი.

42
სხვა იმათ ჯანი წაუვიდეთ, ბატონსა და გლეხსაც. ეს ბოროტი სტეფანე მებატონე
იოსებს ყმების სიძულვილს უღვივებს და მოუწოდებს: თქვენი ყმები? ერთი უნდა
შეწვა და მეორე ზედ წაუსვა. ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ, გლახას ეუბნება: ბატონმა
(იოსებმა) თქვა: არამც მარტო ჩვენი ყმები, - რაც რომ საქართველოში გლეხიკაცი არის,
ერთსა უნდა ცეცხლზედ სწვამდნენ და მეორეს ზედ უსომდნენო. ასე ახერხებს
სტეფანე ორ სკამზე ჯდომას. ვიმეორებთ, სტეფანეს სახით მწერალი გვიხატავს
ბოროტსა და შურიან ადამიანს.

ისევ ჩამოვარდება საუბარი იმ ვიღაც დავითზე, რომელიც, როგორც რეაქციონერი


მემამულენი ახასიათებენ, საქართველოს ღუპავს, ყმების თავისუფლებაზე პროექტსა
სწერს. თავადები ცდილობენ დავითს სახლში მიუვარდნენ, ყველაფერი დაუმტვრიონ
და დაუმსხვრიონ. პროფ. ამბ. გაჩეჩილაძის ვარაუდით, ეს დავითი დიმიტრი ყიფიანი
უნდა იყოს. არ არის გამორიცხული. ისტორიულად ცნობილია, რომ სწორედ დიმ.
ყიფიანს ჰქონდა დავალებული ბატონყმობის გაუქმების
პროექტის შედგენა. ცნობილია ისიც, რომ ქართველ მემამულეთა უმრავლესობა დიმ.
ყიფიანის უკმაყოფილო იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროექტი მებატონეთა
ინტერესებს გამოხატავდა. საქმე ისე გამწვავდა, რომ ერთხანს დიმ. ყიფიანს ხელი
ააღებინეს პროექტის შედგენაზე.
საინტერესოა გლეხი პეტრეს სახე, რომელიც მებატონის რისხვას მათხოვრად
უქცევია და ახლა, დავრდომილი და დასნეულებული, სასაფლაოზეა
დამკვიდრებული, სამოწყალოს თხოულობს და ამით ირჩენს თავს. ცნობილია, რომ
პირველი ქართველი მწერალი, რომელმაც მათხოვარი დაგვიხატა, არის რაფიელ
ერისთავი. მხედველობაში გვაქვს მისი ლექსი მთხოვარა გლახაკი, რომელიც
დაწერილია 1859 წელს (ეს მათხოვარა გლახაკი არის პირველი ლუმპენპროლეტარი
ქართულ მწერლობაში). ალ. ორბელიანის პეტრე საინტერესო სახეა. მიუხედავად
იმისა, რომ იგი ცხოვრებამ დაჩაგრა, თვითონ სხვებზე არაა გაბოროტებული,
პირიქით, ძალიან კეთილ და გულჩვილ ადამიანად გამოიყურება. პეტრეს
დასახასიათებლად საკმარისი იქნება მოვიტანოთ ერთი ადგილი მისი
მონოლოგიდან: უბედურო კაცობრიობაო, ღმერთო დიდო! როდის გაასწორებ კაცსა,
ერთს სუფრაზე ისხდნენ ერთის სულით, გაშლილს გრძელსა ერთს სუფრაზე, ერთს
სომდნენ, ერთსა სჭამდნენ, და ერთის ხმით იყოს სიტყვა უტყუარი? - მე ესენი კარგათ
ვიცი, გამიგია, შემიტყვია, ნაკითხიც ვარ. უთუოდ ასე უნდა იყოს კაცში. აი, ამ
შეგნებისა და ხასიათის ადამიანია ალ. ორბელიანის მიერ დახატული მათხოვარი
პეტრე. პეტრეს კაცთმოყვარეობა და დიდსულოვნება კარგად ჩანს იმ ადამიანებთან
ურთიერთობაში, რომლებიც სასაფლაოზე შემოდიან და მასთან საუბარს აბამენ.
აი, ამ პეტრეს სასაფლაოზე შეხვდება ბატონის ქალიშვილი ანღელიკა. ეს
უკანასკნელი ოთხი წელი დაეძებდა საწყალ პეტრეს და, როგორც იყო, იპოვა.
ანღელიკას სახით ჩვენს წინაშე დგას მონანიე აზნაურის
ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი ქართულ მწერლობაში. მეტიც, ანღელიკა ვერ
ეტევა მონანიე აზნაურის
ჩარჩოებში და გვევლინება, როგორც უაღრესად ჰუმანისტი, ყმა გლეხების ქომაგი და,
საერთოდ, დაჩაგრულთა მფარველი ანგელოზი. როდესაც ანღელიკა პეტრეს ახარებს
ყმების განთავისუფლებას (მახარობელი ვარ შენთან, მოგილოცავ ერთობ თქვენი
ყმობის თავისუფლებას), მათხოვრად ქცეული ადამიანი ამას გულგრილად შეხვდება:
მე ეგ ვიცი, მაგრამ მე არ მამწონს ეგა, ამიტომ რომ ბატონი და გლეხი ერთმანეთსა
დავშორდებით. პეტრე შეწუხებულია ღარიბ მებატონეებისათვის, რომლებიც
43
უკანასკნელს სიღარიბეში რომ ჩაცვივიან, ლუკმა გაუწყდებათ. პეტრე წოდებათა
შორის ისევ მამაშვილური ურთიერთობის დამყარებაზე ოცნებობს. იგი ასე არიგებს
ერთ გლეხის ქალს: თქვენს ბატონებს გაუფრთხილდით, უფრო მეტობითა
ემსახურეთ; ეხლა არის იმათ გაჭირვება-გაჭირვება ასეთი, რომ მეტი აღარ შეიძლება.
ემსახურეთ დედაშვილობასა, ემსახურეთ, ღმერთი მაიმადლეთ, ნუ დაჰკარგავთ ჩვენს
მამა-პაპის ერთობასა, იმათ ძმურსა სიყვარულსა... დაიხსომე ესანდერძი ჩემი და შენც
შენს შვილებს გადაეცი ასე: ერთობა და სიყვარული ქართველისა. ანღელიკა
დასნეულებულ პეტრეს ისევ დაუბრუნებს მიტოვებულ ოჯახს. ამას ახლანდელი
განათლებული ახალგაზრდობა
მოწონებით შეხვდება და ამ მოწონებას აღტაცებული შეძახილებით გამოხატავს:
საქართველოს დედავ, დედავ, აი ჩვენი დედა ანღელიკა! ახლა ჩვენც შეუდგეთ
კეთილ აზრებს, ჩვენის ქვეყნის, ჩვენის ხალხისათვის, გასწით ჩქარა კეთილისა
აზრისათვის. ჟამნი მეფობენ. მწერალი საინტერესოდ გვიხატავს მათხოვრად ქცეული
პეტრესა და ბატონის ქალიშვილის ანღელიკას ურთიერთობას. ეს ურთიერთობა
სამაგალითო უნდა იყოს ყველასათვის, ე. ი. განათლებულმა ახალგაზრდობამ
ანღელიკას უნდა მიბაძოს.
ალ. ორბელიანი ერთგან სქოლიოში შენიშნავს, თუ საიდან შექმნა მან ანღელიკას
სახე: რაც თვისება აქ სწერია ამ ქალისა მე ამისთანა ქალი ვიცი, მაგრამ შესაწუხებლად
აღარ არის და ამისთანა კაციც ვიცი ბატონისაგან აკლებული. გარდა ამაებისა, ეს
მთელი თხზულება ჩვენში არის მოკრეფილი და აქ რიგზედ შეწყობილი. თუ რომ
ნამდვილად გადავსულვარ რასმე, დიახ, ცოტას, მცირეს ისიც ფრაზები
სურათებისათვის, რომელიცა უამისოთ არ იქნებოდა, თორემ აქ ხსენებულს საგნებს,
ანუ აზრებს და ანუ საქმეებსა ვიცი ჩვენში გაუვლია
ეს ძალიან საინტერესო ამონაწერია, საიდანაც ჩანს, რომ ნაწარმოებში დახატული
ეპიზოდები მწერალს ცხოვრებიდან აქვს აღებული. ეს მართლაც ასეა, მაგრამ,
როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშიც სწორადაა აღნიშნული, ამ ცხოვრებისეულ
ფაქტებს ალ. ორბელიანი ტენდენციურად აშუქებს.

ალ. ორბელიანი იცავს წოდებათა შორის მამაშვილური ურთიერთობის თეორიას.


იგი კატეგორიული წინააღმდეგია მებატონესა და გლეხს შორის ურთიერთობის
გამწვავებისა. გმობს და კიცხავს, როგორც სასტიკ მებატონეებს, დესპოტებს, ისე
კიცხავს მებატონეთა წინააღმდეგ ამხედრებულ ყმა გლეხებს. ალ. ორბელიანის
იდეალი იყო მამაშვილურ
სიყვარულზე აგებული ბატონყმური ცხოვრება, რომელიც შეეზრდებოდა სავაჭრო
კაპიტალიზმს.
დავუბრუნდეთ ალ. ორბელიანის სტატიას უწინდელს დროს ბატონყმობა
საქართველოში. ამ წერილის მიზანი ესაა (თუ ესეცაა): უჩვენოს ქართველებს ნიმუში,
დაუხატოს მაგალითი წოდებათა შორის იდეალური თანაარსებობისა. მწერლის
თქმით, მართალია, უფროს-უმცროსობა იყო საქართველოს ერში, მაგრამ ყოველს
საქმეში ასე გაერთიანებულნი იყვნენ დიდნი და მცირენი ერთმანეთში, რომ
თანასწორად ითქმის ყველანი, ყოველს საქმეში ანუ ამბავში.
ალ. ორბელიანი ძალას არ იშურებს, რომ ძველი საქართველოს ცხოვრება
არაჩვეულებრივად ლამაზად დაგვიხატოს. მნიშვნელოვანია, რომ მწერალი მიაქცევს
რა ყურადღებას ჩვენი წინაპრების უმწიკვლო ზნეობას, ჩამოთვლის ქართველთა
ხასიათის თვისებებს და არ გამოყოფს სხვადასხვა წოდებას, ანუ ის, რასაც მწერალი
ქართველთა შესახებ გვეუბნება, ყველა წოდებისათვის საერთოა. ჩვენი ძველები
44
იყვნენ: მშვიდობიანნი, წყნარნი, უფროსების მორჩილნი, ნათესაობის მიმდევნ-
მომდევნნი... მეზობლების გამტანნი და შემწენი ერთმანეთისა, კეთილნი,
პურმარილიანნი, პურადნი, შემწყნარებელნი, გლახაკ-დავრდომილთ ხელის
გამმართველნი, ზრდილობიანნი, მართებულნი, უცხო დარბაისელნი, მოთავაზენი,
გულგახსნილნი, სიწრფელით მოლაპარაკენი, დაუფერებით მთქმელნი, გულფიცხნი,
მხიარულნი, საქმის მალე მიმხვედრნი, თავის პირობის აღმსრულებელნი,
მეუფროსეთ პატივის მცემელნი და იმათ უბნობის დროს განკრძალვით ყურის
მიმგდებნი, სინდისიანნი, გულმარტივნი, მიმდობნი, უცხო დედაკაცთან უმანკონი,
ვალის გადახდაში უკანასკნელს ქონებას მისცემდნენ თავის დროზედ; მართალნი და
მართლმსაჯულობის მოყვარულნი, სახლეულობაში ბედნიერნი, არაოდეს ტყუილს
არ იტყოდნენ, რაც უნდა ძვირფასი განძი ეპოვნათ, არ დამალავდნენ, მოსავნი,
ჭეშმარიტი მორწმუნენი, ხასიათში მაგარნი, გაჭირვებაში დიდი მომთმენნი, ძლიერნი
ვაჟკაცნი. ამხანაგობაში ანუ მეგობრობაში მტკიცენი და ეგრეთვე სხვანი ამგვარნი...
ეს ვრცელი ამონარიდი ალ. ორბელიანის სტატიიდან საგანგებოდ მოჰყავს ი.
მეუნარგიას გრ. ორბელიანის ოჯახზე საუბრისას, როგორც განზოგადებული სურათი
ჩვენი წარსული ყოფისა. ი. მეუნარგია ასეთ კომენტარს ურთავს მწერლის სიტყვებს:
ვინ იტყვის, ალ. ორბელიანისაგან დახატული სურათი ქართლის ცხოვრებისა სულ
ყველაფერში სწორი იყოს ნამდვილთან? პირიქით, მხატვარს ცოტა მეტი ფერი
დაუდვია სურათისათვის, მეტი სხივი დაუკრავს... მაგრამ, მეორე მხრით, ვინ იტყვის,
რომ დედა-აზრი ორბელიანის სიტყვისა ტყუილი იყოს? ვინ არ დაეთანხმება იმას,
რომ ქართველი არ იყოს კეთილი, მშვიდობიანი... ერთადერთი საფუძვლიანი
საყვედური, რომელიც ეთქმის ორბელიანის სურათს, არის გლეხის მდგომარეობის
უმართებულო აღწერა (თითქოს გლეხი მებატონეთაგან კმაყოფილი ყოფილიყოს - ნ.
ვ.)... ამ ერთი კითხვის გარდა, ზოგადი სურათი პოეტის დაბადების დროებისა
სწორედ კარგად არის დახატული ალ. ორბელიანისაგან. ქრისტიანულ
სარწმუნოებაზე აღზრდილი ალ. ორბელიანი უწინდელი დროის მორალურ-
ზნეობრივი სიწმინდის საფუძველს სწორედ ქრისტიანობაში ხედავს. ქართველთა
ბუნების, ხასიათის თავისებური კვლევის შემდეგ მწერალი ჩხრეკს მიზეზებს, რის
შედეგადაც ჩამოყალიბდა მათი საუკეთესო თვისებები. ალ. ორბელიანი პირდაპირ
კითხულობს: მიზეზი რა იყო ამისთანა კარგი ზნეობისა?
და ამ კითხვაზე სრულიად გარკვეული პასუხი აქვს: ჩვენი ქრისტიანობის
სასულიერონი აღასრულებდნენ ყოველს სახარების სიტყვას. მწერალი ღრმადაა
დარწმუნებული, რომ ქრისტიანული მოძღვრების წმინდად დაცვამ განაპირობა ჩვენი
წინაპრების უმწიკვლო ზნეობა, ხოლო მაღალ ზნეობას ალ. ორბელიანი
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. რაზეც არ უნდა მსჯელობდეს, საუბარს
საგანგებოდ ისე წარმართავს, რომ გარდასული ეპოქების დაწმენდილი ზნეობა
დაუხატოს თანამედროვეთ ნიმუშად და მისაბაძ მაგალითად. მისი სიტყვებია: კარგი
და ცუდი მაგალითი, დიდი საქმეა! ორსავ საკვირველი ძლიერი ძალა აქვს; ორსავ
შეუძლიან კაცობრიობა დაიმორჩილოს ადვილად. ალ. ორბელიანი პირდაპირ
შენატრის მათ მართებულთა, მათ ზრდილობიანთა, მათ პატიოსანთა, მათ კეთილის
მოქმედთა და მათ მშობლის მამულის მოყვარულთა.
ძველად, როცა ქართველი თავისი თავის პატრონი იყო, სახელმწიფოსცხოვრებაში
უცხო ძალა არ ერეოდა, ყოველნაირი სადავო საქმე იქვე სოფელში წყდებოდა ხოლმე.
უმანკო და მართალი ქართველი მსაჯულები თითქმის არასოდეს არ ცდებოდნენ
მტყუან-მართლის გარჩევაში. ზოგჯერ, თუ საქმე გაჭირდებოდა, სიმართლის

45
გარკვევა ბატონს, მღვედლს ან მეფესაც უხდებოდა. საჩივრის განხილვის დროს
უპირველესად, ცდილობდნენ მოდავეთა შერიგებას (როცა ეს შესაძლებელი იყო),
ყველა შემთხვევაში სასამართლოს წარმმართველი მოსამართლეთა სინდისი და
ზნეობა იყო (ამგვარი სასამართლოების გადაგვარებასა და ახალი, რუსული
სასამართლოების შემოღების გამო წუხილს გამოთქვამს ალ. ორბელიანი სტატიაში
ქართველების ძველი დრო), იშვიათად თუ ისე მოხდებოდა, რომ მომჩივანი და
მოპასუხე არავის სამართლით კმაყოფილი არ იქნებოდა, არც ერთ გადაწყვეტილებას
არ დაეთანხმებოდა, ძალას ვერავინ დაატანდა, თავისი სიმართლის
დასამტკიცებლად ჯვრითა და სახარებით ხელში უნდა დაეფიცნა (აი, რა დიდი ძალა
ჰქონდა ჯვარსა და სახარებას), თუმცა ხალხისგან იგი მაინც გასაკიცხი იქნებოდა,
რადგან უწინ ძალზე იშვიათად დაიფიცებდნენ თურმე. სრულიად საკმარისი
ყოფილა, ეთქვათ: ჭეშმარიტად ვანბობ, მართლა ვანბობ და კიდევ ამგვარად
(ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს ჩვენს წინაპართა მაღალ ზნეობასა და
გულმართლობაზე).
ალ. ორბელიანი ჰყვება ამბავს, რომელიც ერეკლე მეფის დროს მომხდარა. ამ
მონათხრობში ნათლად ჩანს, როგორი კრძალვა ჰქონია ხალხს ღვთის სამსჯავროსი.
საგულისხმო ის არის, რომ მწერალი საგანგებოდ აღნიშნავს, სამართალი
ყველასათვის ერთნაირი იყოო, ანუ მტყუან-მართლის გარკვევის დროს მნიშვნელობა
არ ჰქონდა სოციალურ წარმომავლობას. მოვუსმინოთ ალ. ორბელიანს:
საქართველოში ამგვარი სამართალი იყო ყველასათვის ერთგვარად, დიდთა და
მცირესათვის თანასწორად.

ყმასა და ბატონს შორის განსხვავებას ყურადღება არ ექცეოდა, მათ შორის


ერთგვარი თანასწორობა მყარდებოდა თბილსური კრივის დროსაც. სპორტული
შეჯიბრების დროს, როცა ყველა თავდაუზოგავად იბრძოდა სახელის მოსაპოვებლად,
არავის ახსოვდა უფროს-უმცროსი, არც ვინმეს ეთავაზებოდნენ, არც
არავისერიდებოდნენ და ზოგავდნენ და ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. ძლიერი
კრივის დროს შეიძლება მარცხიც მომხდარიყო, მაგრამ ამას არავინ არაფრად
აგდებდა. თუ ამ სავნებელს ამბავში თანასწორობა იყო ხოლმე, რასაკვირველია სხვა
საქმეში უფრო იქნებოდა, - ასკვნის ალ. ორბელიანი.
მწერლის აზრით, ხელგაშლილობა, საკუთარი ქონების არად ჩაგდება, სხვისი
დახმარება და მით გამოწვეული სიამოვნების განცდა საერთო ქართველური
თვისებაა და იგი თანაბრად ახასიათებს როგორც მაღალი, ისე დაბალი სოციალური
წრის წარმომადგენლებს. ამის დასადასტურებლად ალ. ორბელიანს მოჰყავს
თვალსაჩინო მაგალითები ცხოვრებიდან, რომელთა მომსწრეც თვითონ ყოფილა ან
სხვისგან გაუგონია. (როგორ აჩუქა ქსნის დიდმა ერისთავმა აზნაურ ფიცხელაურს
უამრავი საქონელი, მას თავის მხრივ უმრავლესობა სხვებისთვის უჩუქებია,
თავისთვის მცირედი დაუტოვებია. ან მწერლის დიდ პაპა ყაფლანს აზნაურ
ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილისათვის როგორ უშურველად უჩუქნია სამასი სული
საქონელი, ამ აზნაურსაც ნაჩუქარი სხვებისთვის გაუნაწილებია). თუმცა ძველ დროს
ფულით მდიდარი არავინ ყოფილა, მაგრამ რაც ჰქონდათ, ერთმანეთისთვის არ
იშურებდნენ თურმე. ყოველივე ამის მიზეზი იყო წმინდა მდიდარი გული,
სიხარულით გაღვივებული. საყურადღებოა, რომ ალ. ორბელიანი ამ შემთხვევაში
საუბრობს საერთოდ საქართველოს ხალხზე
და არა ერთ რომელიმე წოდებაზე. თუ ერთ შემთხვევაში თავიანთ ქონებას თავადები
და აზნაურები გასცემენ, სხვა შემთხვევაში მწერალი მოგვითხრობს ამბავს ყმა
46
აქულაშვილისა, რომელსაც თავისი სიმდიდრით, ხელგაშლილობითა და
გულუხვობით მეფე თეიმურაზი და მისი მხლებლები გაუკვირვებია. გლეხის
სიმდიდრე ბატონს (ყაფლანიშვილს) კი არ შურდა და ეხარბებოდა, არამედ
ეამაყებოდა და ამის შესახებ თავმოწონებით ლაპარაკობდა. სამ დღეს უმასპინძლა
აქულაშვილმა მეფესა და რამდენიმე ათასიან ჯარს. სამი დღე-ღამის განმავლობაში არ
მოჰკლებია არავის - მეფიდან მოყოლებული უკანასკნელ ჯარისკაცამდე პატივისცემა
და ყურადღება, ხოლო როცა სტუმრებმა დატოვეს მასპინძლის ოჯახი, მოხუცებულ
აქულაშვილს ქვევრები დაუხდია; ღვინო ნიაღვარსავით წასულა და ჯარისათვის
ჩაუვლია შუაში. ყაფლანიანთ გაოცებული მეფისთვის მოუხსენებიათ: აქულაშვილი
ღვინით გაცილებსო. ჭეშმარიტად ქართველური ბუნების გამოხატულებად უნდა
მივიჩნიოთ მოხუცი გლეხის ეს საქციელი. ყაფლანიანთ, დიახაც, ჰქონდათ თავის
მოსაწონებლად საქმე და ამაყობდნენ კიდეც აქულაშვილით. მეფემ ღმერთს მადლობა
შესწირა იმის გამო, რომ საქართველოში უნაკლულებაა ყოვლისფერით და ყველანი
სიამოვნებით ცხოვრობენო. სიამოვნით ცხოვრებაში, ცხადია, მარტო სიმდიდრე არ
იგულისხმება, არამედ სხვადასხვა წოდებას შორის კარგი დამოკიდებულებაც.
მწერალი ამ ამბის თხრობას ასე ამთავრებს: ბატონების თავის მოსაწონი აქულაშვილი,
მეტად ყვარებიათ თავის ბატონებს და აქულაშვილსაც გულუხვად უმსახურია თავის
ბატონებისათვის ყოვლისფრით. დამახასიათებელი სიტყვებია, რითაც მწერალი
კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ბატონსა და გლეხს შორის მამაშვილურ
ურთიერთობას.
იქნებ ასეთი კარგი დამოკიდებულება მებატონესა და გლეხს შორის ერთი,
ცალკეული, კონკრეტული შემთხვევაა, მაშინ მისი განზოგადება და ამის მიხედვით
ძველი საქართველოს სოციალურ წყობაზე მსჯელობა, ცხადია, შეცდომა იქნებოდა.
მაგრამ არა, ალ. ორბელიანს არ ავიწყდება, შეგვახსენოს, რომ უწინდელ დროში,
ყოველი მებატონე იმას ცდილობდა, თავისი გლეხიკაცი გაკეთებული ყოლოდა, ანუ
ვსთქვათ მდიდარი, ამისთვის რომ ყოველს მებატონეს სახელად მიაჩნდათ და თავის
მოსაწონებლად ჰქონდათ იმათი გაკეთება. გლეხი კაცის სიმდიდრე, ჩანს, მწერალს
ქვეყნის სიმდიდრედ მიაჩნია და სხვებსაც ურჩევს, არ დაკარგონ, დაწერონ და ყველას
გააგებინონ ეკონომიკურად ძლიერი ოჯახების შესახებ. ქონება, სიმდიდრე, მწერლის
აზრით, იმიტომაა კარგი, რომ ვისაც შეუძლია, სხვებს შემწეობა აღმოუჩინოს,
საქველმოქმედო საქმეები აკეთოს. ახალი სიმდიდრე გავიგონეთ რომლისამე
ქართველისა, ღმერთმა ინებოს, ჩვენს საზოგადოებას მისცეს რამე შემწეობა. ამის
გარეშე სიმდიდრეს ფასი არა აქვს და მისი პატრონი უსარგებლო მდინარეს
ემსგავსება.
[აქულაშვილს სიმდიდრე ვაჭრობით შეუძენია. ვაჭრობის განვითარება მწერალს
ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიაჩნია საქართველოს კეთილმდგომარეობისათვის.
ამ აზრს იგი არაერთხელ გამოთქვამს სხვა სტატიებშიც].
საინტერესოა, რომ ალ. ორბელიანმა თავისი აზრი გამოთქვა კ. მამაცაშვილის მიერ
1861 წ. ივნისში ცისკარში
გამოქვეყნებული სტატიის შესახებ. მწერალმა ამ წერილს საერთოდ მაღალი შეფასება
მისცა, მაგრამ არ დაეთანხმა ავტორს იმაში, თითქოს მებატონეებმა სამზარეულოს
საქმეები არ იცოდნენ, ან ეთაკილებოდათ ასეთი საქმიანობა. ის რომელი მოხუცი
მებატონე ყოფილა, რომელიცა თავის რძლებისაგან თაკილობდა თურმე, როდისაც
სამზარეულოში შევიდოდნენ დასახედათ? - სწორეთ ვიტყვი ის არც ასე ყოფილა და
არც ისე. წინათ მებატონეები სახლის შესანიშნავი პატრონები ყოფილან და არანაირ

47
საოჯახო საქმიანობაში არ იყვნენ ისინი უმეცარნი. გასაგებია, რომ ალ. ორბელიანი
აღტაცებით ვერ შეხვდებოდა სურამის ციხეს. ამ მოთხრობაზე მას დაუწერია
რეცენზია დართულს დართული, რომელშიც მეტად მკაცრად, მკვეთრად
უარყოფითადაა შეფასებული დ. ჭონქაძის ანტიბატონყმური ნაწარმოები. როგორც
სამეცნიერო ლიტერატურაში მართებულადაა მითითებული, ალ. ორბელიანმა
სტატია (დართულს დართული) დაწერა იმ შთაბეჭდილების გასაქარწყლებლად,
რომელიც ა. ფურცელაძის წერილმა- სურამის ციხე
დ. ჭონქაძისა
(გამოქვეყნდა ცისკარში
1863 წ. ზ1) შექმნა მაშინდელ საზოგადოებაში. ი. კერესელიძემ თავის დროზე ალ.
ორბელიანის სტატია არ დაბეჭდა. პირველად გამოქვეყნდა ცისკრის
1959 წლის მე-6 ნომერში ჯ. ჭუმბურიძის პუბლიკაციით.
ალ. ორბელიანი ძალას არ ზოგავს სხვადასხვა წოდებას შორის მამაშვილური
ურთიერთობის თეორიის საქადაგებლად. ერთ-ერთ სტატიაში - მამიჩემის
მოსამსახურეები - მწერალს თვალსაჩინო ნიმუშები, მაგალითები მოჰყავს საკუთარი
ოჯახის ცხოვრებიდან იმის დასადასტურებლად, თუ რა იდეალური ურთიერთობა,
სრული წესრიგი და თანხმობა იყო მოსამსახურეებსა და მებატონეებს შორის.
მამამისს თორმეტი მოსამსახურე ჰყოლია. ისინი იყვნენ უცხოთ ჩაცმულები, ყველას
თვითეული კარგი ცხენი ჰყვანდათ თავის კარგი შესაფერი გაწყობილობითა და
თოფიარაღი ხომ საუკეთესო ჰქონდათ იმათ. ერთი მათგანი, ბერელა, ბატონთან
ერთად შეზრდილი ყოფილა, ყველანი კი შეწირულნი იყვნენ ერთგულებით
ბატონისა. ზრდილნი, ჯარსა და ომიანობაში გამოცდილნი, შინ თუ გარეთ
ყველაფერში გამოსადეგნი იყვნენ (შეეძლოთ მზარეულობა, დალაქობა, მეჯინიბეობა,
ნალბანდობა და სხვ.). ალ. ორბელიანის ცნობით, არამცთუ სათაკილოთ მიაჩნდათ
იმთენი სამსახურის ცოდნა მაშინდელსა მოსამსახურეებსა, - დიდ სახელათაც
ჰქონდათ და არაფრისთანა სამსახურსაც არასდროს არ ითაკილებდნენ რაც უნდა
ყოფილიყო~.
ამავე სტატიაში მკითხველი ეცნობა მოახლეების ყოფას ბატონის ხელში და აქაც
იდეალური სურათი იხატება. თუ რომელიმე მოახლე მოინდომებდა გათხოვებას, ვერ
დაუჭერდნენ, კარგის მზითევით უნდა გაეთხოვებინათ... მაგრამ ზოგიერთნი
ბატონის სახლში დაბერებას ირჩევდნენ, რომ იმათის ხელით დავიმარხნეთო.
საგულისხმოა, რომ ეს არ არის ერთეული, ცალკეული შემთხვევა. მწერალი
საგანგებოდ შენიშნავს: არამც მარტო ჩვენს სახლში იყო ხოლმე, არამედ ყოველს
საქართველოს კარგ სახლებში ასე იყო და ჩვეულებათ ჰქონდათ ყოველს სახლს ესენი
და იმათ კერძობასაც ასე.
როგორც ვხედავთ, ალ. ორბელიანი თავგამოდებული დამცველია წოდებათა
შორის კარგი, კეთილი დამოკიდებულებისა. თუმცა მწერალი იმასაც ხედავს, რომ
გავითარებული, ანუ განათლებული თანასწორობა არ ყოფილა უწინ, მაგრამ
სრულიად დარწმუნებულია, რომ რაც ბუნების ჭკუასა შეეფერება და
უსწავლელობასა, კარგი და კეთილი თანასწორობა ყოფილა მაშინ (ზოგი ერთი
შემცნევა).
წოდებათა შორის მამაშვილური ურთიერთობის თეორიას იცავდა XIX საუკუნის
ბევრი სხვა მოღვაწეც. მაგ., დიმ. მეღვინეთ-ხუცესიშვილი წერდა: სიტყვა ბატონი
უწინარეს ამისა არ იყო სათაკილო. თავმოწონებული გლეხი ამაყად იტყოდა: ჰე, მე
უპატრონოდ ნუ გგონივარ, ბატონიცა მყავს და პატრონიც. ბატონყმური სიყვარული

48
იყო მტკიცე და შეურყვნელი. პროფ. ა. გაჩეჩილაძეს მიაჩნია, რომ ზემოდამოწმებული
სიტყვების ავტორი ალ. ორბელიანის მიმდევარია, ე. ი. წოდებათა შორის
მამაშვილური ურთიერთობის თეორიას თითქოს ავითარებს წერილის - უწინდელს
დროს ბატონყმობა საქართველოში
გავლენით. ეს მოსაზრება არ უნდა იყოს სწორი. დ. მეღვინეთ-ხუცესიშვილის
წერილს თარიღი არ უზის და კარგად არ ვიცით, ალ. ორბელიანის სტატიაზე ადრე
დაიწერა თუ შემდეგ. მთავარი მაინც ისაა, რომ ძველ საქართველოში არსებულ
სოციალურ-კლასობრივ სტრუქტურაზე ანალოგიური შეხედულება მაშინ გარკვეულ
ფენებში საერთოდ იყო გავრცელებული. მამაშვილური თეორია საკმაოდ ნათლად
ჩანს გორის მაზრის მებატონეთა პროექტში (საგლეხო რეფორმაზე რომაა
შედგენილი), დიმ. ბერიევის ლექსში გუთნის დედა, ვ. ორბელიანის ნაწარმოებში და
სხვ. ვ. ორბელიანის სიტყვებია: უყვარს მოხუცსა (ბატონსა - ნ. ვ.) თვის გლეხნი-ყმანი,
მისთვის ის ყმანი არიან ძმანი... ყმას ჰყავს პატრონი, არა ბატონი. ერთნი არიან ყმა და
პატრონი. საინტერესოა, რომ მსგავსი შეხედულება ჰქონდათ არა მარტო ძველი
თაობის მწერლებს, მამებს, არამედ ქართველ სამოციანელთა ცნობილ
წარმომადგენლებსაც. მაგალითისთვის დავიმოწმებთ ა. წერეთელს, რომელიც წერდა:
ეს არასასურველი მოვლენა, ბატონ-ყმობა იყო პირობითი და არა ძალ-მომრეობითი.
მონობა თითქმის არ ყოფილა... ჩვენ ძველებს სხვაგვარად ესმოდათ ბატონ-ყმობა, ამას
თვით სახელიც გვიმტკიცებს: სიტყვა ბატონი
წარმოსდგება სიტყვიდან პატრონი. პატრონი ნიშნავს მზრუნველს, ხელმძღვანელს
და მომვლელს. ყმა ნიშნავს ახალგაზრდას, გასაწვრთნელსა და გასაზრდელს.
მაშასადამე, სიტყვა ბატონ-ყმობა
არ ნიშნავს იძულებთ მონობასა და ძალმომრეობას. არის თანმხობითი კავშირი
ძმური, მამობრივ-შვილობრივი და არა უფალ-მონური.
მაშ, მსგავსი შეხედულება ფართოდ ყოფილა გავრცელებული საზოგადოებაში და
შეუძლებელია, მას თავისი ობიექტური საფუძვლები არ ჰქონოდა. XIX საუკუნეში
შექმნილი მხატვრული ნაწარმოებები ხომ ცხადად გვიჩვენებენ, რომ კარგ, კეთილ,
განათლებულ მებატონედ ითქმის ის, ვისაც თავის ყმებთან მშვიდობიანი, საქმიანი
და ამავე დროს თითქმის მეგობრული ურთიერთობა აქვს, ხოლო კარგ ყმად უთუოდ
ბატონის მოყვარული და მისი ერთგული გლეხი ითვლება (სანიმუშოდ ლ.
არდაზიანის მორჩილის
დასახელებაც კმარა), ასეთი იდეალური ურთიერთობის ნიმუშები გასულ საუკუნეში
ჩვენს რეალურ ყოფაშიც იყო (რად ღირს თუნდაც ალ. ჭავჭავაძის გახსენება), თუმცა დ
ფრიად ცოტა. ადრე კი სწორედ ურთიერთკეთილი განწყობა ყოფილა ნორმა და არა
შუღლი და მტრობა. უწინ დიდთა და მცირეთა შორის, იყო საერთო... სიყვარული
საქართველოში: ერთობა, სიწრფელე, ერთგულება, სიმდაბლე, დაწმენდილი ზნეობა
და სრული კეთილი.
საყურადღებოა ერთი გარემოება: არც ალ. ორბელიანი და არც სხვები (დიმ.
მეღვინეთ-ხუცესიშვილი, დი. ბერიევი, ვ. ორბელიანი და სხვ.) არსად არ ახსენებენ, არ
მსჯელობენ XVII-XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით
სამეგრელოში გავრცელებული საშინელი სენის - ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ამ
მავნებლობის აღმოსაფხვრელად, ცნობილია, იმერეთის მეფე სოლომონ პირველს
სპეციალური კანონის შემოღებაც კი მოუხდა. ალ. ორბელიანი კი დაბეჯითებით
გვარწმუნებს, ამ ეპოქაში ჩვენში პატრონყმობა იყო და სოციალურ ჩაგვრას ადგილი
არ ჰქონიაო.

49
როგორც ჩანს, ყმათა ყიდვა არ იყო ორგანულად დამახასიათებელი ქართული
ბატონყმობისათვის. აქ თავისი გადამწყვეტი სიტყვა უცხო სახელმწიფომ თქვა.
სწორედ უცხო ძალის ჩარევამ გამოიწვია ამ ბარბაროსული ჩვევის გავრცელება
საქართველოში (აღ. საქართველოში ლეკები იტაცებდნენ და ყიდდნენ ქართველებს,
რაც, სრულიად სამართლიანად, არ არის მიჩნეული სოციალური ჩაგვრის ნიმუშად.
თავისი შინაგანი არსით კი ეს ორი მოვლენა - აღმოსავლეთ და დასავლეთ
საქართველოში ადამიანების მოტაცება და სხვაგან გაყიდვა - ფაქტიურად, ერთი და
იგივეა). ალბათ, ამიტომაც ამ უსაშინლეს რამეს ქართველი მწერლები არ
განიხილავენ, როგორც ქართული ბატონყმობის გამოვლინების ერთ-ერთ ფორმას და
სოციალურ საკითხზე მსჯელობის დროს მას დუმილით უვლიან გვერდს.
ერთი სიტყვით, ალ. ორბელიანი XVII-XVIII საუკუნეების ბატონყმობას არ
განასხვავებს პატრონყმობისაგან და მიიჩნევს მას წოდებათა შორის ურთიერთობის
იდეალურ ფორმად, რაც მომავალშიც უნდა შენარჩუნებულიყო და კიდევ უფრო
დახვეწილიყო. მწერალმა კარგად იცის, რომ ძველის ზუსტად, უცვლელად,
უკრიტიკოდ გადმოღება შეუძლებელია და არც მომავალ საქართველოს გამოადგება.
ახალ დროებას, განათლებას, ევროპული ცხოვრების წესის გაცნობასა და
დამკვიდრებას უთუოდ რაღაც კორექტივები უნდა შეეტანა სოციალურ წყობაშიც,
მაგრამ სათავე, ძირი, რომელზეც ახალი ურთიეთრობანი დაემყარებოდა, მწერლის
ღრმა რწმენით, ძველ საქართველოში არსებული პატრონყმობა უნდა ყოფილიყო.
სამეცნიერო ლიტერატურაში სწორადაა შენიშნული, რომ ალ. ორბელიანის
მსოფლმხედველობის შეზღუდულობა უმეტესად თავს იჩენს სოციალურ საკითხებზე
მსჯელობის პროცესში. თუმცა, როგორც შ. ამინაშვილი მიუთითებს, არავითარი
უფლება არა გვაქვს, არ დავუჯეროთ მწერალს, როდესაც იგი თვალით ნანახსა და
ყურით გაგონილზე მოგვითხრობს. ისიც ხომ ცხადია, რომ თავადაზნაურობის
ფიზიკურად განადგურების მერეც არ მოსპობილა ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრა.
სავსებით ვიზიარებთ მკვლევარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ალ. ორბელიანის
თვალსაზრისს... დიდი ისტორიული ღირებულებაც აქვს ჩვენი ფეოდალური
წარსულის შესასწავლად, თუნდაც იმის ნათელსაყოფად, რომ ფეოდალურ
საქართველოში, ბატონსა და ყმას შორის ურთიერთობა გაცილებით კორექტული,
დახვეწილი და ურთიერთსარგებლიანი იყო, ვიდრე მსოფლიოს თუნდაც ყველაზე
მოწინავე ქვეყნებში.
მწერლის შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესწავლა გვარწმუნებს, რომ არც ამ
შემთხვევაშია ალ. ორბელიანი უაღრესად შეზღუდული და კონსერვატორი, ამ
საკითხზე მსჯელობითაც იგი ქართველ სამოციანელთა წინამორბედად გვევლინება.

5. ყოველი ქართველი ჩვენსა ენასა


უნდა უფრთხილდებოდეთ~

ალ. ორბელიანმა თავისი თვალსაზრისი ქართული ენის შესახებ რამდენიმე


პუბლიცისტურ წერილში გამოთქვა, მათ შორის 1865 წ. ცისკარში
გამოქვეყნებულ წერილში ზოგიერთი შემცნევა. როგორი უნდა იყოს ქართული
სალიტერატურო ენა? როგორ უნდა წეროს მწერალმა? აი, ის კითხვები, რომლებზეც
პასუხის გაცემას ცდილობს მწერალი. ალ. ორბელიანის აზრით, ქართული
სალიტერატურო ენა უნდა ეფუძნებოდეს მრავალი საუკუნის წინ ჩამოყალიბებულ
და დამკვიდრებულ ენას. როგორც გვგონია ჩვენ, ჩვენი ლიტერატურის ენა უნდა იყოს
ძველის სიტყვიერებითა შეწყობილი, რაზედაც დგას ჩვენი ძველი სიტყვიერება. 

50
მწერალმა ყოველი სიტყვა თავის ადგილას უნდა იხმაროს, ცხადია, კარგად უნდა
იცოდეს ქართული სიტყვების მნიშვნელობა და საჭიროებისამებრ შეეძლოს მათი
გამოყენება. ალ. ორბელიანი ყურადღებას ამახვილებს ნაწერის მხატვრულ სტილზეც.
მისი თქმით, მწერალმა ისე უნდა წეროს, რომ არცა ერთი სიტყვა ერთმანეთსა არ
ამარცხებდნენ და ყურის სმენას ედებოდეს ხიჭვისავითა, ასე საამოთა ერკვეოდეს
სასმენელსა სიტყვა ყველა.  ალ. ორბელიანი ხედავს, რომ ყველა მოწადინებულია ენის
სიწმინდის დაცვისა და მისი გაუმჯობესებისათვის, ენის პატრონობაზეც სხვადასხვა
დასი აცხადებს პრეტენზიას (აქ უთუოდ იგულისხმება ის მწვავე პოლემიკა, რაც
ახალსა და ძველ თაობას შორის გაიმართა ამ წერილის დაწერამდე რამდენიმე წლით
ადრე). ალ. ორბელიანის აზრით, ჩვენს ენას არაფერი უშველის, თუ ჩვენვე უარვყავით
იგი და ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოვიყენეთ. XIX საუკუნეში, ალ.
ორბელიანის დროს, ქართული ენა სწორედ ასეთ დაჩაგრულ, დაბეჩავებულ
მდგომარეობაში ყოფილა, შინ და გარეთ ქართველთაგან უარყოფილი (სწორედ ამას
ამუნათებდა მამებს ი. ჭავჭავაძე: თქვენ არ იყავით ენის პატრონად ჩვენზედ უწინა?!
ჩვენ ძუძუს ვწოვდით, როცა თქვენ ჰგმობდით ენას და ხალხსაც გარედ თუ შინა). 
შევიყრებით, დავსხდებით, რა ენაზედ დავიწყებთ ლაპარაკსა? საუბედუროდ ჩვენის
ქართულის ენისა, სხვა ენაზედ,  - მწარე სიმართლით წარმოგვისახავს არსებულ
ვითარებას ალ. ორბელიანი. მწერალი დაუნდობლად ამხელს იმ ცრუ მოღვაწეებს,
რომლებიც ვითომ საქართველოსა და ქართული ენის პატრიოტებად
გვევლინებოდნენ, სინამდვილეში კი მწყრალად იყვნენ მშობლიური ენის ცოდნასთან.
თითქოს გრძნობს მათ გულისწყრომას, ნუ გასწყრებითო, - მიმართავს, რადგან
პასუხისმგებლობას თვითონაც არ გაურბის, სხვისი დანაშაულის გამო თვითონ
წითლდება. თქვენ მაგიერ პირი გვეწვის სირცხვილითა, - ეს მთელი თაობის (ერის)
მიერ ჩადენილი ცოდვის აღიარებაა. როგორ შეიძლება საქმის გამოსწორება? რა
მიმართულება უნდა მიეცეს ქართული ენის განვითარებას? ალ. ორბელიანის
სავსებით სწორი წარმოდგენით, დროის მდინარება, წლების მატება, საუკუნეების
გასვლა არ ნიშნავს, არ ემთხვევა ენის განვითარებას. ამიტომ, მწერლის აზრით, მის
თანამედროვეთ ენის გაკეთება -გაკეთილშობილებისათვის კი არა უნდა ეზრუნათ
(გაკეთებულს რაღა გაკეთება უნდა?), არამედ ღრმად, საფუძვლიანად უნდა
შეესწავლათ უკვე არსებული სალიტერატურო ქართული და არ დაემახინჯებინათ, არ
შეერყვნათ და წაებილწათ სხვა ენით. ჩვენს საზოგადოებას უნდა სწავლა, მეცნიერება,
რომელსაცა მზად გაკეთებული ენა, სრული მომზადებული მზა დახვდება.  ენას
ძალის დატანება არ უნდა, ის ბუნებრივ კალაპოტს არ უნდა ასცდეს (შდრ. ილია:
ხალხია ენის კანონის დამდები და არა რომელიმე თეორეტიკა), თორემ ძალის
დატანებაში, ის ზოგიერთი სიტყვიერება ანუ იმათი წერა გამოდის რ... ენის თვისება
და არა ნამდვილი ქართული.  ასეთი ნაწერი, ცხადია, მოკლებულია სილამაზეს,
სიტკბოს, რაც მთავარია, აზრის სიცხადესაც, სხვა ენის (კერძოდ, რუსულის)
თვისების ბრმად გადმოტანა ქართულში (კალკირება) დამღუპველია ჩვენი
ენისათვის. ეს არ არის ლიტერატურის ენა
, - ასკვნის ალ. ორბელიანი. სიცოცხლის მიმწუხრს, 1869 წ. დაწერილ სტატიაში
ახლანდელს და უწინდელს დროზედ შენიშვნა
ალ. ორბელიანი გულწრფელად წუხს იმის გამო, რომ ქართველები უმეტეს წილად
რუსულად ლაპარაკობდნენ, საკუთარს ივიწყებდნენ და სხვისას ეთვისებოდნენ. ამ
უბედურებაში თავისი წვლილი ჰქონდა სკოლასაც. აი, რას წერს მწერალი: ახლა
რუსებათ ამზადებენ ჩვენს შვილებსა და რუსებათ ზრდიან. სადაც მიხვალთ

51
სახლებში, ჩვენს საკუთარს ლაპარაკს ცოტას გაიგონებთ, უფროსი ერთს სულ
რუსულად ლაპარაკობენ. რასაკვირველია რუსებს დიდად მოსწონთ ეს და უფრო
აქეზებენ რუსული ენისათვის რუსეთის მთავრობისაგან გაუბედურებულებს ჩვენს
ხალხსა.  და ცოტა ქვევით: იქიდგან (სასწავლებლებიდან დ ნ. ვ.) ქართველი
ყმაწვილები თავიანთსა შეყრილობაში სულ რუსულად ლაპარაკობენ და ქართულს
ლაპარაკს კი ხანდახან გაურევენ ხოლმე, ისიც დიახ იშვიათად. ასეთი მდგომარეობა
მწერლის სამართლიან შეშფოთებას იწვევდა. სრულიად გულწრფელია ალ.
ორბელიანი, როცა სტატიაში ზოგიერთი შემცნევა
თავის განცდებს ასე გვიზიარებს: შიშით ვძრწით, ჩვენი მართებული პატიოსანი ენა,
ის საკმაო სასიამოვნო ენა, რომელსაცა ენის ძალაც ძლიერი აქვს არ გალახონ
გაუკითხავად?
არადა, ამის რეალური საშიშროება იყო XIX საუკუნეში (შემდეგშიც თითქმის
მუდმივად). საინტერესოა ალ. ორბელიანისეული შეფასება ქართული ენისა. ჩვენი
ძველები ქართული ენის ღირსებას ასე ახასიათებდნენ თურმე: ომში ძლიერიო,
შეყრილობაში უცხო შემაქცევარიო, საქმეში კარგი გამგებელიო და ქვეშაგებში მეტი
დამატკბობელიო. უფრო ადრე, 1856 წ. დაწერილ წიგნაკში ქართულის ენისათვის ალ.
ორბელიანი ხაზს უსვამდა მშობლიური ენის სრულყოფილებას. მწერლის თქმით,
სიყვარულის გამჟღავნება ამ ენაზე მოლაღურის, იადონისა თუ გაზაფხულის ყველა
მოხმაურე ჩიტის
სტვენას ედარება, სინაზის ნეტარებით
არის სავსე, მაგრამ ამ ტკბილ ენას, როდესაც შფოთი შეხვდება ხოლმე, მაშინ სხვა
არის, მაშინ მეტად იცის თავის გამოჩენა და განძლიერება. ალ. ორბელიანი აშკარად
უპირისპირდება ყველას, ვისაც უნდა საუკეთესო საგნებით სავსე ქართული, თოფის
მიზანში ამოიღონ სასიკვდილოთ. ცნობილია, რომ იგი არ იზიარებდა გიორგი
მუხრანბატონის ენობრივ პოზიციებს (ამის შესახებ ცნობას გვაწვდის ა. წერეთელი. გ.
მუხრანბატონის ყბადაღებული ბროშურა, პატარა ერებისა და ენების უფრო დიდ
ერთეულებში გათქვეფის მიზანშეწონილობა დ აუცილებლობას რომ ქადაგებდა, 1872
წელს დაიბეჭდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ავტორი თავის აზრებს ზეპირად ბევრად
უფრო ადრე ავრცელებდა საზოგადოებაში).
აბა მითხარით, მთელს ქვეყანაზედ ვის მოსპობია საკუთარი ენა, რომ ჩვენი ენა
გავიცალოთ ჩვენგნით,  - სიმწრით კითხულობს მწერალი და იქვე განაგრძობს:
ყოველი ქართველი ჩვენსა ენასა უნდა უფრთხილდებოდეთ არ დავკარგოთ. ამ ენის
დამკარგავნი ვიქნებით კაცობრიობასთან შემცოდე, მეტიც, ქურდზე ქურდი. 
საკუთრებასა ვკარგავთ ქვეყნისას, ჩვენის მამაპაპის ენას, - განგაშის ზარებს
არისხებს ალ. ორბელიანი. მას კარგად აქვს გაცნობიერებული და გასიგრძეგანებული
ის საფრთხე, რაც ენის დაკარგვის შემთხვევაში მთელ ერს, მთელ ქვეყანას ემუქრება.
ამიტომაც არ ინდობს არავის ცენზის, რანგის, ასაკის, ეროვნების მიუხედავად, ვინც
ქართულს ცოდვილის ხელით შეეხება. ამიტომაც უკიჟინებდა პლ. იოსელიანს
დაუნდობლად: პლატონს ჩვენი, ქართველების გადაქცევა უნდა სხვა თესლათა, აი
იმის სიტყვა: ქართული ენა დიღმიდგან ქ. ტფილისამდინ და ქ. ტფილისიდგან
სოღანლუღამდისინ.
არანაკლებ უბედურებად მიაჩნია ალ. ორბელიანს ქართული ენის რუსული ენის
თვისებაზე დაყრდნობა. თუ არ დაგვიშლია და გვინდა, ჩვენს ენას ახალი
მიმართულება მივცეთ, მარტო რუსულის ენის თვისებაზე კი არ უნდა დაემყარნენ,
უნდა სხვა გავითარებული ენების მიმართულება შემოიტანონ, რომ რაც მოუხდება

52
ჩვენს ენის თვისებასა, ის აზრი, ის განწყობილება და ის სიტყვები მოიხმარონ. ენა
ენებიდგან უნდა გაკეთდეს ანუ გაბრწყინდეს თავიანთ მეცნიერთა.  დამოწმებული
ციტატიდან ჩანს, რომ ალ. ორბელიანი სხვა ენებიდან სიტყვათა სესხებისა თუ
სხვაგვარი გავლენის პრინციპული წინააღმდეგი არ არის, ოღონდ მარტო ერთი ენის
(ამ შემთხვევაში რუსულის) სრული, განურჩეველი, ყოველმხრივი გავლენა
ქართულზე დამთრგუნველად მოქმედებს, ენა ილახება, ხოლო სხვადასხვა ენებიდან
ჩვენში მხოლოდ ისეთი რამ უნდა შემოვიდეს, რასაც ჩვენი ენა არ იუცხოებს, მიიღებს,
გაითავისებს და მით გამდიდრდება.

ალ. ორბელიანისათვის ენა და სამშობლო განუყოფელია. ამიტომ, როცა ქართული


ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დადგა (რაც საქართველოს გაქრობასაც ნიშნავდა),
მწერალი თავგამოდებით იცავდა მშობლიურ ენას, მის ყოველნაირ მოხმარებას, რაც,
რა თქმა უნდა, არ ნიშნავდა განურჩევლობას ენის სიწმინდისადმი. აი, რას წერდა ამის
შესახებ მწერალი 1865 წ.: ამასაც მწამობენ მე ოღონდ ქართული ენა იყოს და რაც უნდა
იყოს სულ ერთია იმისათვისო. აღვიარებ, რომ სწორედ ასე ვთქვი: მაგრამ იმ რაც
უნდა იყოდგან თავის დროზედ ნათელი გაზი აენთება მეთქი!
...
თავის წიგნაკში ქართულის ენისათვის
ალ. ორბელიანი ორგვარ წერას ასახელებს დ ძველებური მსწავლულების წერა და
ახლანდელი ანუ მდაბიური. უნდა ითქვას, რომ მწერალი არც ერთს არ ანიჭებს
უპირატესობას: ორივ სიტყვიერება მეტი საუცხოვო არის. ძველებური წერა,
სიტყვიერებით
სავსე, უნაკლულო და მაღალი
მარტო მას ესმის, ვინც ქართული კარგად იცის, გლეხებისათვის კი ძნელი გასაგებია.
სამაგიეროდ, მდაბიურად ისე იწერება, როგორც ვლაპარაკობთ და ყველა იოლად
იგებს. საერთოდ კი ალ. ორბელიანისთვის ეს ორივე ერთი ენაა: მიკვირს მე, ზოგნი
ერთნი რათ ანბობენ: ძველებური წერა სხვა არისო და ახლანდელი სხვაო
. ყველაფერი გასაგები იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველებურ წერაში ალ.
ორბელიანი საერო მწერლობის, ანუ იგივე ახალი ქართული მწერლობის ენას
გულისხმობს. როგორც ცნობილია, ახალი ქართული სალიტერატურო ენა ისახება
მეთორმეტე საუკუნიდან: მეხოტბეთა (შავთელის, ჩახრუხაძის) ენა, შოთა
რუსთაველის ვეფხისტყაოსანის
ენა უკვე აღარაა ძველი ქართული, ხოლო მეთერთმეტე საუკუნისათვის ახალი
ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება უკვე დამთავრებულია.  ძველი
ქართული ენის სრულყოფილებაში დარწმუნებული მწერალი რიტორიკულ კითხვას
სვამსთუ იქნება ჩვენი ძველის წიგნებისა ძალის გამოკრება, ანუ გამოტანა, ანუ
გამოწურვა, მაშინ ნახავთ რომელს სალიტერატუროსა ენას შეუდგებით, ანუ რომელს
ენას დასდებთ სამწერლოში?

1860 წ. ცისკარში გამოქვეყნებული წერილი ქართული უბნობა ანუ წერა


განზოგადებითი ხასიათისაა და ნათლად წარმოაჩენს მისი ავტორის ენობრივ
პოზიციას. ალ. ორბელიანი გამოდის ერთიანი სალიტერატურო ენის მოთხოვნით.
ჯერ ერთგვარი წერა უნდა დაიდოს ქართულის სიტყვიერებისა, რა გვარად ვსწეროთ
საზოგადოდ, რომ სხვადასხვა ჭრელი წერა არა გამოვიდეს რა. 1857 წ. ალ.
ორბელიანმა ცისკარში დაბეჭდა წერილი რამდენიმე სიტყვა გაყრის

53
კამედიაზედ. ავტორი ეკამათება ცნობილ საზოგადო მოღვაწე პ. იოსელიანს,
რომელმაც 1850 წ. ცალკე წიგნად გამოცემულ გაყრას
წაუმძღვარა მოკლე წინასიტყვაობა: დამწერმან ამა პირველისა ქართულსა ენაზედ
კომედიისა, თავადმან გიორგი დავითის ძემან ერისთოვმან, დაბადა ენა ქართული
ახლისა გვარის მწერლობისათვის... მაქვს იმედი, რომ... სხვანიცა ახალნი მწერალნი
გაბედვით შეუდგებიან მაგალითსა მისსა.  ამის შესახებ ალ. ორბელიანი შენიშნავს,
რომ გ. ერისთავს არავითარი ახალი ქართული ენა არ შეუქმნია: ანდუყაფარი და სხვა
მოქმედი პირები საუბრობენ იმ ენით, როგორც ყმაწვილობითვე უსწავლიათ. ასე რომ,
კომედიით ვერ გავიგებთ გ. ერისთავის ენას. ეს რომ გავიგოთ, საჭიროა, თავადმა გ.
ერისთავმა ერთი მოთხრობა რომ დაგვიწეროს. ალ. ორბელიანი აღშფოთებით
კითხულობს: პლატონ იოსელიანი სხვებს რომ ურჩევს იმ კომედიის წინასიტყვაობაში
შეუდექით მაგალითსა მისსაო, რატომ თავის წინასიტყვაობას ერისთავის კომედიის
წერას არ ამზგავსებს და სხვებს კი ურჩევს? გავს, ვერ მოუხერხებია, ამისთვის რომ
იოსელიანის წერა სწორე წერა არის და ერისთავის კომედია დაკუწვილი ლაპარაკი,
კითხვა-მიგების მზგავსი.  სამეცნიერო ლიტერატურაში სწორად არის აღნიშნული,
რომ ალ. ორბელიანს სავსებით სამართლიანად, გ. ერისთავის კომედიების ენა
სალიტერატურო ენის ნიმუშად კი არ მიაჩნდა, არამედ კომედიის ენად. მეტიც, ალ.
ორბელიანს საერთოდ არ სჯერა ახალი სალიტერატურო ენის არსებობა, ეეჭვება, რომ
ვინმემ ახალი ენა იცოდეს. თუ მართლა ახალი ქართული იცოდენ, დაგვანახონ,
დაგვიმტკიცონ, რომ სწავლისათვის გამოიცეს ახალი ქართული ენა და იმის
მაგალითსა შეუდგეთ ყოველნი.  სხვაგან: მაინც კიდევ მაჩვენონ, ამდენი ხანი ჩვენი
ჟურნალები იბეჭდება, ერთს სატატიაზედ ხელი დამიდონ: ამისთანა ახალი
ქართული ჯერ არ დაწერილაო?

სწორედ შენიშნავს გრ. კიკნაძე: ალ. ორბელიანი სინამდვილეში არც ძველ ენას
იცავს და არც სისადავისა და სიმარტივის მოთხოვნის წინააღმდეგ ილაშქრებს. ალ.
ორბელიანი ენის სიწმინდის საკითხზე ლაპარაკობს...

ალ. ორბელიანმა ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება საკითხს, თუ რომელი


დიალექტი დაედო საფუძვლად სალიტერატურო ენას. უფრო ზუსტად, მწერალი
დაინტერესდა იმით, თუ რომელმა დიალექტმა შემოგვინახა ჩვენი წინაპრების
მეტყველება უფრო წმინდად. რადგან იმერულ მეტყველებას ოსმალური გამოთქმა
შერევია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარის საუბარს სპარსულის დაღი ადევს,
ამიტომ, მწერლის აზრით, ჩვენი ძველების ენა მთიელებს უნდა ჰქონდეთ დაცული,
რადგან იქ მტერი ვერ აღწევდა, და, ცხადია, ვერც მეტყველებაზე ახდენდა გავლენას.
აქვე ალ. ორბელიანი სხვებს ურჩევს ამ საკითხის კარგად შესწავლას. კარგმა
მცოდნემ რომ გამოიძიოს ეს საგანი, კარგი იქნება. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ალ.
ორბელიანს კატეგორიული ტონი არ ახასიათებს. რაზეც არ უნდა მსჯელობდეს, რა
დასკვნასაც არ უნდა აკეთებდეს, არ ავიწყდება, აღნიშნოს, რომ ეს მისი პირადი აზრია
და სხვას თავზე არ ახვევს. მაგ., სტატიაში ქართული უბნობა ანუ წერა
ვკითხულობთ: თუმცა ჩემის აზრით მე ასე ვამტკიცებ, მაგრამ ნურავის ნუ ეგონება,
მე იქამდისინ უბრალო ამპარტავნება მქონდეს, ანუ ურიგო თავის მოყვარება, ამ ჩემს
გამოცემულ წერილზედ დავემყარო: რაცა ვსთქვი უთუოდ ასეა მეთქი. არა რასაც
ვამბობ იქნება ასე არ იყოს და უფრო სხვა გვარად იყოს.  ამ მრავალმხრივ
საყურადღებო სტატიაში ალ. ორბელიანმა აღიარა ქართული ენის სამი თვისება, ანუ
სამი სტილის არსებობა (გავიხსენოთ რომ წიგნაკში ქართული ენისათვის ავტორი

54
ორი სტილის შესახებ საუბრობდა): ქართულის ენის თვისებას რომ ერთიც ზედ
დაუმატოთ, სამათ გაიყოფება. პირველი საღმრთო წერილად ანუ ეკლესიურად,
მეორე დარბაისელთ უბნობად და მესამე გლეხ-კაცების ენად. ამის შემდეგ ავტორს
მოჰყავს მაგალითები, ნიმუშები იმისა, თუ როგორ გამოითქმება ერთი და იგივე
ტექსტი სამნაირად. ალ. ორბელიანი უარყოფს საღმრთო წერილის ენას, როგორც
ფართო საზოგადოებისათვის გაუგებარს, ასევე უარყოფს გლეხკაცების
ენას და ასაბუთებს დარბაისელთ ენის
უპირატესობას. მაშ, მწერალი ერთიანი ენის დამკვიდრების მომხრეა: ჩვენი
ლაპარაკი და წერა, კვალად ვიტყვი, ერთგვარი უნდა იყოს.  და უპირატესობას
დარბაისელთ ენას ანიჭებს, რომელსაც სრულყოფილ, უნაკლო ენად თვლიდა.

ზოგი მკვლევარი ფიქრობდა, რომ ლიტერატურული ენის საკითხებში ალ.


ორბელიანი უკიდურესი არქაისტია,  რომ ის ყოველმხრივ იცავს ძველ
სალიტერატურო ენას. ა. გაჩეჩილაძე ასკვნის: ალ. ორბელიანი თაობათა შორის
უთანხმოებისას თავისი მსოფლმხედველობით ე. წ. ძველი თაობის
მხარეზე იდგა. იგი თავისებურად აღიარებდა სამი სტილის თეორიას
და ქართულ ენას ყოფდა სამ ნაწილად... თითქოს არსებობდა სასულიერო,
თავადაზნაურული (დარბაისლური) და გლეხური ენა.
ჩვენ მიერ ზემოთ განხილული წერილები ცხადყოფს, რომ ალ. ორბელიანი თუმცა
ადასტურებს სამი ენის
არსებობას, როგორც ისტორიულ ფაქტს, მაგრამ ეს სამი შტილის
აღიარებას როდი ნიშნავს. პირიქით, კრიტიკოსი სამი შტილის
თეორიას უარყოფს და კატეგორიულად მოითხოვს ერთიანი სალიტერატურო ენის
დამკვიდრებას. ალ. ორბელიანისათვის მისაღები აღარ არის ენის დაყოფა მაღალი,
საშუალო და მდაბალი საგნების მიხედვით.  მაშ, ნათელია, რომ ენის საკითხებში ალ.
ორბელიანი არ არის არქაისტი, მის მიერ სამი სტილის
არსებობის აღიარება ამ სამი სტილის დაცვას კი არ ნიშნავს, არამედ, პირიქით,
მწერალი უარყოფს სალიტერატურო ენაში სხვადასხვა სტილის არსებობის
საჭიროებას და ერთიანი ენის დამკვიდრების მომხრეა. ხოლო ერთიან ენას
საფუძვლად ძველი ქართული, ანუ დარბაისელთ უბნობა
უნდა დაედოს. თვითონ ალ. ორბელიანი სადა, მარტივი, ყველასათვის გასაგები
ენით წერდა. ეს ზოგ კრიტიკოსს გასაკვირად ეჩვენება. სავსებით სწორად აღნიშნავს
მკვლევარი რ. ჩხეიძე: ...ენის შინაგან ცვლილება-განვითარებასა და შესაფერისად,
სტილურ ძიებებს იმთავითვე აჰყვა ალექსანდრე ორბელიანი. მისი ისტორიულ-
დოკუმენტური მოთხრობები ნიმუშია იმ სტილური ნაკადისა, რაც თანდათანობით
უნდა გამოცალკევებოდა ძველ მწიგნობრულ ენას, როგორც თვალსაჩინო სიახლე
ჩვენს მხატვრულ აზროვნებაში.
დადგა გარდაუვალი აუცილებლობა იმისა, რომ სწორი, მართებული ქართული
დაკანონებულიყო წერასა და მეტყველებაში. ამიტომ მოუწოდებდა ალ. ორბელიანი:
ვინც გამოჩენით იციან ქართული ენა, ხანდისხან შეიყარნენ ქართულის
სიტყვიერების განსჯისა და მისი წარმატებისათვის.  ალექსანდრე ორბელიანს დიდი
იმედი ჰქონია ბაქარ ქართლელის (დიმიტრი ყიფიანის), მისგან მოელოდა
შემოკლებული ქართული გრამატიკის შედგენას და საერთოდ, ენის ნორმების
დადგენას, თორემ თუ ეს ასე არ იქნა, სრულიად აირევა ქართული სიტყვიერება. 
უნდა ვთქვათ, რომ ამ დროს ქართული ენის გრამატიკის რამდენიმე
სახელმძღვანელო არსებობდა უკვე, მაგრამ ალექსანდრე ორბელიანის აზრით,
55
ცხოვრებისეულ მოთხოვნებს არც ერთი არ შეესაბამებოდა (ნიკო ჩუბინაშვილისა და
პლატონ იოსელიანის გრამატიკები რუსულიდან გადმოღებულად მიიჩნია, ანტონ
კათალიკოსისა და სოლომონ დოდაშვილის გრამატიკის აღდგენა თუმცა დასაშვებად,
მაგრამ არა საკმარისად ცნო). თვითონ ალექსანდრე ორბელიანი, როგორც ვთქვით,
თანამედროვე სალიტერატურო ენის საფუძვლად ძველ ანუ დარბაისლურ (ე. წ.
საშუალო ენას) თვლიდა, კერძოდ, საუკეთესოდ მიაჩნდა ვეფხისტყაოსნის
ენა და უკეთესი ვერც წარმოედგინა. სადღეისოდაც მართებულად ჟღერს
მწერლისსიტყვები: მგონია, ყველანი დამეთანხმნენ უწინდელს ქართულს საეროს
წიგნების ენაზედ და შოთა რუსთაველის ქართულს სიტყვიერებაზედ, სხვა უკეთესი
ქართული ენა ვერ მოიგონება და არც უნდა ვიფიქროთ ამისათვის. წერილის ავტორის
აზრით, სასულიერო ლიტერატურა მაღალი, მწიგნობრული ენით უნდა
დაწერილიყო, სიმარტივისა და სისადავის აუცილებლობა მხოლოდ საერო
ნაწარმოებების წერისას იგრძნობოდა ძალუმად. მისი თქმით ...უწინდელს დროშიაც,
საეკლესიო წიგნები ეკლესიურის სიტყვიერებით უწერიათ და საერო საქვეყნიერო
ენით. ალექსანდრე ორბელიანი თვლის, რომ ძველი საერო წიგნების ენა დარბაისელთ
ენაა, ამიტომ სწორედ რუსუდანიანის, ვისრამიანის, დავრიშიანის, სიბრძნე-
სიცრუისას, ყარამანიანის და ცხადია, ვეფხისტყაოსნის
ენაა საუკეთესო, სანიმუშო ქართული და იგი უნდა დაედოს საფუძვლად ერთიან
სალიტერატურო ენას. უფროსი ერთი უწინდელი საერო წიგნები,
დარბაისელთენაზედ უწერიათ და იმათის ენითვე ულაპარაკნიათ, - სწორად
შენიშნავს მწერალი.
უნდა ითქვას, რომ ალექსანდრე ორბელიანის ნაწერებში დიდი ადგილი აქვს
დათმობილი რუსთაველსა და მის ქმნილებას.  რუსთაველი მწერლისთვის პოეზიის
მეტრია, საუცხოო მოქართულე და იგავმიუწვდომელი ხელოვანი. შოთა რუსთველის
ვეფხისტყაოსანი იმისთვის არის ისე კარგი, რომ ყოველი სიტყვა თავისი კავშირებით
ისე შეწყობილია, თავთავის ადგილს ყველა, ვითარცა საგანგებოს ხელოსნისგან
შეწყობილი, მარგალიტი ძვირფასი, - ვკითხულობთ წერილში ქართული უბნობა ანუ
წერა. სხვაგან (წერილში ზოგიერთი შემცნევა) ავტორი რუსთაველის პოემიდან ერთ
სტროფს იმოწმებს თავისი მსჯელობის დასასაბუთებლად. გასაკვირი არაა, რომ 1852
წ. ალ. ორბელიანმა რუსთაველს ლექსიც უძღვნა სათაურით რუსთაველ. როგორც
რევაზ სირაძე აღნიშნავს, აქაა რომანტიკული ქება რუსთაველისა, მოწოდებული
თავისუფალი თეთრი ლექსის ფორმით. ალექსანდრე კალანდაძეს სწორედ ეს ლექსი
მიაჩნია ჩვენში მოგვიანებით დამკვიდრებული თავისუფალი ლექსის უშუალო
სათავედ. ლექსის საერთო პათოსისა და რუსთველთან ალექსანდრე ორბელიანის
დამოკიდებულების გასაცნობად დავიმოწმებთ ერთ ადგილს ლექსიდან:
აი ეხლა მესმის მთელი ქვეყნის ლექს-მგოსნების ღაღადება,
მაგრამ რუსთაველის ხმოვანება უფრო აღმატებული
და სატრფიალო იმაზე. 
სხვათა შორის, თავის პუბლიცისტურ წერილებში ალექსანდრე ორბელიანი შეეხო
იმ დროისათვის ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიც იყო ქართულ ანბანში
ეგრეთ წოდებული ზედმეტი ასოები. 1863 წ. გამოქვეყნებულ წერილში ზოგიერთი
შემცნევა
ავტორი აშკარად ქადაგებს წერის გამარტივებას, შემსუბუქებას და ამით
თავისებურად ეთანხმება, კვერს უკრავს სამოციანელთა თავკაცს ილია ჭავჭავაძეს,
რომელსაც ორიოდე წლის წინ გამოქვეყნებული ჰქონდა თავისი ორიოდე სიტყვა

56
... თუმცა ალ. ორბელიანი აქ არც ი. ჭავჭავაძეს ახსენებს, არც ახალი თაობის
რომელიმე სხვა წარმომადგენელს (სამართლიანადაა მიჩნეული, რომ იგი თაობათა
ბრძოლაში არ ჩაბმულა), ანბანის შედგენილობაზე საუბარი მაინც ილიას ცნობილი
წერილის გამოძახილია (აქ ზედმეტი არ იქნება იმის გახსენება, რომ პასუხი
ილიამ სწორედ ალექსანდრე ორბელიანს უძღვნა). ილიას დარად ალექსანდრე
ორბელიანიც თვლის, რომ ყოველ ასოს თავისი შესაბამისი ბგერაც უნდა ჰქონდეს, თუ
არა და, ასოც უსარგებლოა. ჩემის აზრით ბჯგუ არის უბრალო რაღაც კობჩხილა ასო,
რომელსაცა არარაი ხმაი არა აქვს, არც ავი და არც კარგი. მაშასადამე ვისაც ხმა არა
აქვს იგიც უღირსია ადგილისა- ასეთია კრიტიკოსის მსჯელობა. რაც შეეხება კიდევ
ხუთ ასოს (ა, ბ, გ, დ, ე), მწერალს მიაჩნია, რომ ამ ასოების არსებობას ქართულ ანბანში
გამართლება აქვს. თავის დროზე ი. ჭავჭავაძემ ისე დაასაბუთა ამ ასოთა (ჰ-ს გარდა)
ხმარებიდან ამოღების საჭიროება და აუცილებლობა, რომ ალ. ორბელიანის ამ
თვალსაზრისს გამოხმაურება არც მოჰყოლია, თუმცა ვთვლით, რომ მწერალი ზოგ
შემთხვევაში არ ცდებოდა. მაგ., როცა წერდა: ასო ბ დასაკლისსა არას აძლევს
ქართულს წერას და კიდევ ზოგჯერ (სხვათა შორის, მსგავსი თვალსაზრისია
გამოთქმული 1990 წ. ჟ. ქართული მწერლობის #3-ში გამოქვეყნებულ წერილში
ვეფხისტყაოსნის სრულყოფილი გამოცემისათვის , სადაც წერია: ა, ბ, გ, უმარცვლო
უნი და დ. ეს ბგერები სავსებით უსაფუძვლოდ იქნენ გაძევებულნი ქართული
ანბანიდან XIX საუკუნეში).
როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, ალ. ორბელიანი თავის თვალსაზრისს პირდაპირ და
მიუკიბ-მოუკიბავად კი გამოთქვამს, მაგრამ მას ერთადერთ და საბოლოო
ჭეშმარიტებად არასოდეს აღიარებს. მუდამ მზადაა, სხვებსაც მოუსმინოს და საერთო
გადაწყვეტილება გაიზიაროს, ოღონდ ეს საერთო აზრი ქვეყნისთვის და
საზოგადოებისთვის სასარგებლო იყოს. ასეა აქაც: ოღონდ რიგიანად, ერთგვარად
წაიყვანეთ საქმე თანხმობით და როგორც თქვენ გინდათ, მეც მოგყვებით დიდი
სიხარულით.
ალ. ორბელიანი ყურადღებას აქცევს არა მარტო ენის სიწმინდეს, გრამატიკული
ნორმების დაცვას, არამედ სამწერლო ენის კეთილხმოვანებასაც, იმ უხილავ მადლსაც,
ასე რომ განარჩევს ერთმანეთისაგან სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებებს. საერო
მწერლობის ენაზე მსჯელობის დროს კრიტიკოსი აკეთებს სწორ დასკვნას, რომ ეს
წიგნები ყველა ერთი ენითაა დაწერილი (რასაც ალ. ორბელიანი დარბაისლურს
უწოდებს) და იქვე განაგრძობს: რასაკვირველია იმ დარბაისელთ წერილებთა შორის
არის გარჩევა. ერთნი საუცხოვოს გაწყობით სწერდნენ და მეორენი უფრო ნაკლულად.
ალ. ორბელიანს არ ღალატობს კრიტიკოსის ალღო, იგი თითქმის ყოველთვის
სწორად აფასებს სხვათა მწერლურ შესაძლებლობებს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ალ.
ორბელიანი არ ეთანხმება ნაწარმოების დედააზრს, საგანგებოდ აღნიშნავს ხოლმე
ავტორის ხელოვნებას, მაგ., გრ. რჩეულიშვილის ქვრივის ლიმონების
მკაცრი შეფასებისას არ ავიწყდება, აღნიშნოს: იმ რჩეულოვის თხზულებაში თუ არის
რამე კარგი მხოლოდ უცხო სიტყვიერება და ყურის სმენისათვის კარგი გასაგონი...
მწერალს მკითხველის ესთეტიკური ტკბობა, სიამოვნება ნაწარმოების
მაღალმხატვრულობის ერთ-ერთ უტყუარ საზომად მიაჩნია. დ. ჭონქაძის სურამის
ციხეზე საუბრის დროს (მოთხრობის იდეას, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკოსი არ
დაეთანხმა) ალ. ორბელიანი საგანგებოდ აღნიშნავს: ისე ანბათ რომ ავიღოთ ის
თხზულება, წამკითხველსა უსიამოვნოთ არ დააგდებს, ან ნ. ბარათაშვილის პოემის
შესახებ: ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილი საქართველოს ბედს რომ ლექსათა

57
სწერს, სადაც სოლომონ მსაჯული გამოჰყავს მეფის ირაკლის უბნობაში, ის ლექს
მგოსნობა საუცხოვოა, მაგრამ ისტორიისათვის კი არ გამოდგება.  სხვათა შორის, ნ.
ბარათაშვილის გარდაცვალება ალ. ორბელიანმა აღიქვა, როგორც დიდი დანაკლისი,
ეროვნული უბედურება (ობლობის ცრემლსა იხოცს შენს საფლავზე საქართველო).
იდეური წინააღმდეგობის მიუხედავად, ასევე გულწრფელად განიცადა დ. ჭონქაძის
გარდაცვალება. იმისთანა ყმაწვილი კაცის დაკარგვა საქართველოს დასაკლისია.
ეტყობა იმის თხზულებასა, კარგად გაიმართავდა ხელს იმ გვარს მწერლობაში.
ალ. ორბელიანი ერთმანეთისაგან განასხვავებს ნაწარმოებებს, თხზულებებს,
რომლებიც მკითხველის გონებაში რჩებიან და რომლებიც ადამიანის გრძნობაზე
მოქმედებენ, სულამდისინ ჩაიჭრება ხოლმე იმისი ძალი. არ კმარა მწერლისთვის ენის
კანონების ცოდნა, იგი მშობლიური ენის საიდუმლოსაც უნდა ფლობდეს, შინაგანი
ხილვით უნდა ჭვრეტდეს წარსულს, აწმყოს და მომავალს, რომ მისი ნაწერები
სულითაც საგრძნობი
იყოს. ვინც კარგად იცის ჩვენი ენა და კითხვის დროს ყურადღებით გაიგონებს
იმის სრულსა ძალსა, ეგონება: სიამოვნებაში გამოვიარები და იმის საუკეთესოს
უცხოებით ვკმაყოფილდებიო ,  - ასეთი ზემოქმედების ძალა აქვს კარგ ნაწერს
მკითხველზე. ასე წერდა თვითონ ალ. ორბელიანი და ამიტომაცაა, რომ მის
მხატვრულ თუ თეორიულ ნააზრევს დღესაც არ დაუკარგავს თავისი
ცხოველმყოფელობა.
ალ. ორბელიანი ხედავს და გრძნობს კრიტიკის საჭიროებასა და აუცილებლობას.
საინტერესოა მწერლის მიერ სიტყვა კრიტიკის
განმარტება: ერთმანეთზე კრიტიკას რომ სწერენ ჩვენი ქვეყნიერნი, მაშ რატომ აღარ
ვიცით ქართულად კრიტიკა რა არის? - კრიტიკას თარგმნიან: ზოგნი გარკვევას,
ზოგნი დაფასებას, ზოგნი გაკიცხვას, ზოგნი განსჯას და ზოგნი გარჩევას. ოჰო! თუ
ამთენი სახელი ჰქვიან ქართულად კრიტიკას, სწორეთ ვიტყვი კარგი დიდი და
განიერი მაფრაშა ყოფილა.  (შდრ. ილია: კრიტიკა არის განხილვაც, განჩხრეკაც,
გარკვევაც, გარჩევაც და დაფასებაც ერთად).  იქვე ალ. ორბელიანი განსხვავებული
აზრის მქონე მწერლებს სთავაზობს: ერთმანეთის დასაჯერებლათა... ერთმანეთზედ
კრიტიკა (დაფასება?) დაწერონ უფლის ივანე კერესელიძისაგან, ახლადგამოცემულს
ჟურნალში.  როგორც ამ ამონაწერიდან ჩანს, მწერალს ეეჭვება, რომ კრიტიკა იგივე
დაფასებაა, შეფასებაა, მაგრამ, სავარაუდოა, რომ სწორედ ეს მნიშვნელობა მიიჩნია
ყველაზე სწორად და მართებულად. ამას მისი სხვა ნაწერებიც ადასტურებს. ერთ-
ერთი სტატია ასეა დასათაურებული: ქვრივის ლიმონების განხილვა ანუ კრიტიკა,
მაშ, ავტორს სავსებით სწორად ჰქონია წარმოდგენილი და გაცნობიერებული
კრიტიკის არსი, თუმცა თვითონვე ზოგჯერ ამ სიტყვას აშკარად უარყოფითი
შეფასების მნიშვნელობით ხმარობს. მაგ., სტატიაში მოწყალეო ხელმწიფევ, უფალო
რედაქტორო ივანე კერესელიძე!
ვკითხულობთ: ჩვენი სიტყვიერების მწერლისაგან ვნახე ერთმანეთზედ კრიტიკა
დაწერილი ჩვენს ქართულს ჟურნალში... კარგი იქნება კრიტიკა, მაგრამ ჯერ
თქვენგნით გამოცემულს ჟურნალს ცისკარს უნდა მისცემოდა სისქე პატიოსანთ
შემწეთ და ხელისმომწერთაგან და მას უკან კრიტიკას შევდგომოდით. ეს ციტატა
ადასტურებს, რომ ალ. ორბელიანი კრიტიკაში ერთმანეთის ნაწერების დაწუნებას,
უარყოფითად შეფასებას მოიაზრებს, თუმცა სხვაგან, როგორც ვთქვით, კრიტიკის
სწორი მნიშვნელობაც ესმის (ისე, როგორც მერე ი. ჭავჭავაძემ განსაზღვრა).

58
ალ. ორბელიანს ლიტერატურის განვითარებისათვის აუცილებლად მიაჩნია
მხილველის ანუ კრიტიკოსის არსებობა (კრიტიკის აუცილებლობა ლიტერატურის
განვითარებისათვის შემდეგ საფუძვლიანად დაასაბუთა ი. ჭავჭავაძემ) კრიტიკა არის
ზარაფი მწერლობისა, - დარწმუნებულია მწერალი. სიტყვიერების ტომარას
(ჟურნალს), უთუოდ მხილველი უნდა ჰყავდეს და ყოველი იმისი წერილები
განიხილოს, თორემ უამისოდ სიტყვიერება არ ევარგება.  მწერალი წუხს იმის გამო,
რომ კარგი მხილებელნი არ ჩანან, ფაქტიურად, არ არსებობს ლიტერატურული
კრიტიკა: აბა როგორ დავიჯეროთ ჩვენს ქართველებში კარგი მხილებელი არავინ
იყოს, რომელსაცა შეეძლოს ჩვენი სიტყვიერების განხილვა? დ არ არის
დასაჯერებელი! ნამდვილად ვიცით, კარგი მხილებელნი გვყვანან და შეუძლიათ
ჩვენი სიტყვიერების ნაკლულევანება კარგად განიხილონ, მაგრამ არ ვიცით რა
ამბავია, რომ ვერ გაუბედავთ და შემკრთალნი არიან!
2  ეს საკითხი კიდევ ერთხელ მთელი სიმწვავით დასვა და სათანადოდ გამოიკვლია
კიდეც ი. ჭავჭავაძემ წერილში რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს!

ალ. ორბელიანის ნააზრევი, ესა თუ ის თვალსაზრისი ზოგჯერ ძალიან


თანამედროვედ ჟღერს. თითქოს საგანგებოდ დღეისთვის არის დაწერილი საუკუნეზე
მეტი ხნის წინ: ლანძღვით კრიტიკა უზრდელობა არის. მოვა დრო, რომ ეხლანდელსა
გამოჩენილთ კრიტიკოსებს ძალიან შერისხავენ, არა იმათ ღირსეულსა კრიტიკებსა,
ხოლო იმათ ლანძღვებსა. განა ნაკლის დაფარვასა და ცუდზე თვალის დახუჭვას
ქადაგებს მწერალი. პირიქით, სიმართლის თქმა ყველგან და ყოველთვის მისი
იდეალია. ილიასეული მოყვარეს პირში უძრახე
არც ალ. ორბელიანისთვისაა უცხო. თუ ნაკლულობა რამ დაინახოთ ჩვენი
ჟურანლისა, უნდა ქაღალდზე დაწეროთ, განიხილოთ, რა და რა ნაკლებობაა ამ
ჟურნალში, რომ გასწორდეს ჩვენი ქართული ჟურნალი.  მხილებას, მწერლის აზრით,
ეს ერთადერთი დანიშნულება აქვს დ ნაკლის გამოსწორება, სხვაგვარად ურიგობაზე
მითითება უაზრობაა.
მწერალი მზად არის, საკუთარი თავის შესახებ სხვებისგან სიმართლე მოისმინოს
(თუნდაც მწარე). როგორც ყოველთვის, აქაც გულწრფელია: ჭეშმარიტად, არ
მეწყინება, გავმტყუნდე, ოღონდ ზრდილობიანად მითხარით.  ალ. ორბელიანი
სამაგალითოდ სახავს დ. ბაქრაძის კრიტიკას წერილის დინჯი ტონისა და
დასაბუთებული მსჯელობის გამო. მართლად უცხო ზრდილობიანი კრიტიკაა დ.
ბაქრაძისა,.. აუჩქარებელი, სასიამოვნო და დაუფერებელი, ნურავინ გაჯავრდებიან,
კრიტიკა სწორეთ ისე უნდა: მთქმელსა გამგონე უნდაო.
ბოღლამას მიმგვანებული
ან აჭიჭყნილი ქართული ენა, რასაკვირველია, უნდა გასწორდეს. ამაში კი მას ხელი
კრიტიკამ უნდა შეუწყოს. თუ ავტორს გაუმართავ მეტყველებას დასაბუთებულად არ
დაუწუნებენ, აბა, რანაირად უნდა გასწორდეს? მაგრამ თქმაც არის და თქმაც! ალ.
ორბელიანი ყველას მოუწოდებს, ერთმანეთს სათქმელი გაბოროტებისა და
გალანძღვის გარეშე უთხრან. უთხარით ხოლმე და ასე რიგათ უთხარით,
ზრდილობიანათ და სწორედ, რომ კიდეც ისიამოვნოთ ერთმანერთით.  ამ
მოწოდებით მწერალი საქმიანი და საერთო ინტერესებისათვის სასარგებლო
კრიტიკის დამკვიდრებას ითხოვს.

59
ალ. ორბელიანი ოდენ ლიტერატურული კრიტიკის განვითარების მომხრე კი არ
არის, არამედ აქტიურად მოითხოვს ცხოვრების ნაკლოვანი მხარეების მხილებას და
მხარს უჭერს სალაყბო ფურცლის
არსებობას ჟურნალ ცისკარში.
როგორც ცნობილია, ცისკარში
ი. კერესელიძის მიერ შემოღებულმა განყოფილებამ დ სალაყბო ფურცელი
(რომელსაც მოლაყბე აწერდა ხელს) დიდი ხმაური, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
გასაგებია. სალაყბო ფურცელში გაბედულად იყო მხილებული ჩვენი ცხოვრების
უარყოფითი მხარეები. საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მახინჯი
მოვლენები. მკითხველთა ერთი ნაწილი სალაყბო ფურცელს
მიესალმა. რად ღირს გახსენება იმ კერძო ბარათისა, რომელიც პეტერბურგში მყოფმა
ი. ჭავჭავაძემ გამოუგზავნა თბილისში გაბრიელ სულხანიშვილს. საზოგადოების
მეორე ნაწილი მტრულად შეხვდა სალაყბო ფურცელსა
და მის ავტორს. ბევრმა ამ ფელეტონებში საკუთარი თავი დაინახა და მტრობა
დაუწყო როგორც მოლაყბეს, ისე ჟურნალის რედაქტორ ივანე კერესელიძეს. ალ.
ორბელიანი წერილებით სალაყბოს ფურცელზე
და უფალო რედაქტორო ი. კერესელიძე
მოლაყბეს ექომაგება და აშკარად იცავს მას გარეშე პირთა თავდასხმებისაგან. მეტიც,
წერილში სალაყბოს ფურცელზე
იგი თამამად მოითხოვს ცხოვრების ნაკლოვან მხარეთა კრიტიკას.  სატირულ-
იუმორისტულ ლიტერატურას, როგორც ცნობილია, ქმედითი მნიშვნელობა
სამოციანელებმა მიანიჭეს; მაგრამ ალ. ორბელიანის ამ წერილში მკაფიოდ მოჩანს
ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაში მისი დამკვიდრების აუცილებლობის
მოთხოვნა.  მოლაყბისათვის მხარდაჭერის თვალსაზრისით კიდევ უფრო
საინტერესოა მეორე წერილი (უფალო რედაქტორო ი. კერესელიძე), სადაც
ვკითხულობთ: ის ვიღაც მოლაყბე იყო, რა კარგათ ლაყბობდა ხოლმე: ეს ასე და ეს
ისეო... სად დაიკარგნენ ის მოტრაბახე მებუკეები მაინც? მოწყალეო ხელმწიფევ ი.
კერესელიძე! ჩემი შუამავლობით ბევრნი სთხოვენ, ის ვიღაც მოლაყბეა. დ კიდევ
განაახლოს თავისი ლაყბობა და დაგვავალოსო, თუ ქვეყანაზედ იყოს კიდევაო, თუ
არა და მებუკეებს მაინც ვთხოვთ, თუ ისინიც არ დახოცილანო?

ეს იყო აშკარა მხარდაჭერა მოლაყბე-მებუკეებისადმი, რომლებმაც სამზეოზე


გამოიტანეს ჩვენი ცხოვრების ბევრი ჭუჭყი და ლაქა. სხვათა შორის, ალ. ორბელიანს
ცისკრის
მომდევნო ნომერში პასუხი გასცა ერთ-ერთმა მებუკემ ავყიამ.
ზოგიერთი მკვლევარი გამოთქვამს ვარაუდს: შესაძლებელია, რომ ეს ავყია და,
საზოგადოდ, მებუკეების სახელით გამოქვეყნებული ფელეტონების ავტორები იგივე
ივანე კერესელიძე და ალექსანდრე ორბელიანი იყვნენ.
მწერალი სტატიაში მოთმინებისაგან გამოსვლა
თავის გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საზოგადოება დაქსაქსულია,
ერთობა აღარ არის, ყველა თავისი ვიწრო ნაჭუჭიდან უმზერს ცხოვრებას.
მკითხველისათვის თვალშისაცემია ავტორის აღშფოთებული ტონი და ამ
თავშეუკავებელი სიბრაზის გამომწვევი მიზეზიც საცნაურია. თითქოს დღევანდელ
დღეს იყო დაწერილი, ისე მოხვდება გულზე დღევანდელ ქართველს ალ.ორბელიანის
სიტყვები: მიბრძანეთ, ჩვენს საზოგადოებაში რა არის კარგი? ამას გამწარებულის
გულით ვიკითხამ. ცრემლით ავსილის ნაღველით. ჩვენის თავის ცნობა გვაქვს?
60
მოღალატენი არა ვართ ერთმანეთისა? ერთმანეთის დამღუპავი? მხარის მობმა ვიცით
ერთობისა?
თუ ვინმეს გული ტკიოდა არსებული უიმედო ვითარების გამო, თუ ვინმე ათენ-
აღამებდა სამშობლოზე ფიქრში, თუ ვინმეს არ ეთქმოდა საყვედური მამულისთვის
გაღებული მსხვერპლის გამო, ერთი უპირველესთაგანი, უთუოდ, ალ. ორბელიანი
იყო. რა კარგად ვლინდება მისი დიდი ზნეობა ამ სიტყვებში: მე ამას იმისათვის
ვანბობ ასე გაბედვით, რომ მეც თქვენში ვარ გარეული, თქვენი მოძმე და თქვენი
მახლობელი ყოვლის მხრიდან. თავი არავისაგან არ განუსხვავებია, ენისა და ქვეყნის
წინაშე ჩადენილი დანაშაულის ტვირთი მხრებიდან არ ჩამოუხსნია და სხვებისთვის
არ აუკიდნია. სხვების დამუნათება საკუთარი თავის მათგან გამორჩევას სულაც არ
ნიშნავს. სწორედ პირიქით, იმიტომ ბედავს ასე მწარედ, ყაჩაღანა სიტყვებით
საყვედურის თქმას, რომ თვითონ ყველას მახლობელი ძმობა
აწევს.
ალ. ორბელიანს ეკუთვნის რამდენიმე გამოქვეყნებული თუ გამოუქვეყნებელი
კრიტიკული წერილი, რომლებშიც ავტორმა არაერთი საინტერესო და უთუოდ
ყურადსაღები მოსაზრება გამოთქვა. 1863 წ. დაწერილ წერილში დართულს
დართული ალ. ორბელიანი სვამს საკითხს დ რა უნდა დაედოს საფუძვლად
მხატვრულ ნაწარმოებს? მართალი ამბავი თუ მოგონილი, შეთხზული, მწერლის
ფანტაზიის ნაყოფი? რომანი ანუ მოთხრობა რა არის? დ ნამდვილი საგნიდგან
გააკეთონ, ეს არის, თუ ჭორიდგან? დ კითხულობს კრიტიკოსი. ვინც იცის, მამიგებს
ნამდვილიდგან, დ თავადვე უპასუხებს. ეს კითხვა არაერთხელ დასმულა სხვადასხვა
ეპოქის მოღვაწეთა წინაშე. სხვადასხვა ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლები
მასზე სხვადასხვანაირად უპასუხებდნენ. ცნობილია, რომ არჩილმა და მისი სკოლის
წარმომადგენლებმა მონაჭორ ამბებს მართლის თქმის
აუცილებლობა დაუპირისპირეს და ერთგვარად შეზღუდეს მწერლის
შემოქმედებითი ფანტაზია. რომანტიზმის ეპოქაში ფართო გასაქანი მიეცა მწერლის
ინდივიდუალიზმსა და სუბიექტივიზმს; მხოლოდ რეალიზმის წარმომადგენლებმა
მიაქციეს ყურადღება მხატვრული გამონაგონის სიმართლეს. რეალისტური
ნაწარმოების აუცილებელ პირობად იქცა ტიპის შექმნა და ისეთი შეთხზული,
მოგონილი ამბავი, რომელშიც სინამდვილეა განზოგადებული.
შეუძლია თუ არა შემოქმედს, ნაწარმოებისათვის სიუჟეტი ცხოვრებიდან აიღოს,
დაგვიხატოს რეალური პირები და ნამდვილად მომხდარი ამბავი? ამ კითხვაზე თვით
არისტოტელეც კი, რომელმაც ესთეტიკური აზროვნების ისტორიაში პირველმა
განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მხატვრულ ფანტაზიას (შეთხზულს,
გამოგონილს), ალბათ, დადებითად უპასუხებდა. მაგრამ ნამდვილი შემოქმედი
რეალურ ამბავს ზუსტად, ფოტოგრაფიულად კი არ უნდა იხატავდეს, არამედ მეტ-
ნაკლებად ცვლიდეს და ასე განაზოგადებდეს კერძოს. როგორია ამ კითხვაზე ალ.
ორბელიანის შეხედულება?
ალ. ორბელიანის აზრით, მოთხრობას, რომანს აუცილებლად ნამდვილი,
რეალური ამბავი უნდა დაედოს საფუძვლად. მწერლის რწმენით, პერსონაჟთათვის
სახელების შეცვლა არა თუ შესაძლებელი, არამედ სასურველი და აუცილებელიც
არის. რისთვის? იმისთვის, რომ მხატვრულმა ნაწარმოებმა შეასრულოს თავისი ერთ-
ერთი ფუნქცია დ აღზარდოს მკითხველი და მანკიერი თვისებების მხილებით ხელი
შეუწყოს საზოგადოების გაჯანსაღებას. უარყოფით პერსონაჟთა ხატვის დროს
რეალური პიროვნების სახელის დაფარვა ერის კულტურის, ზრდილობისა და

61
განათლების თავისებურ გამოვლენად მიაჩნია მწერალს. მამხილებელი ნაწარმოები
უნდა იწერებოდეს დიახ გაფრთხილებით და დაფარულად სახელების გამოყვანით,
რომ განგაშა არ მოხდეს ხალხში. ვიზედაც არის უწყინად იგრძნას, დაიჯეროს და
გასწორდეს კიდეც თვისებაში.  როდესაც ალ. ორბელიანი იწუნებს დ. ჭონქაძის
სურამის ციხეს
(ამ პოლემიკურ სტატიას დაწვრილებით განვიხილავთ ალ. ორბელიანის სოციალურ
შეხედულებებზე საუბრის დროს), სხვათა შორის ამასაც ამბობს: იმისთანა
თხზულებაში, ისე პირდაპირ დაწერა იმ პირებზე, რა გაზრდილობას იტყვიან.
ევროპიაში ხომ ის განათლებულები სისხლსაც შეასხამდნენ ერთმანეთს. ამ საკითხში
ალ. ორბელიანის აზრი სრულიად ნათელი და გასაგებია, მაგრამ როგორ გავიგოთ
მწერლის მიერ მოთხოვნა იმისა, რომ მხატვრული ნაწარმოების საფუძველი მხოლოდ
ნამდვილი ამბავი უნდა იყოს (ჭორზედ რა რიგია რამანისა ანუ მოთხრობისა დაწერა?
დ საჭურისი რა შვილს მისცემს ქვეყანასა?). ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მწერლის
როლი მხოლოდ რეალურად მომხდარი ამბის სრულყოფილად გადმოცემითა და
რეალური პირებისათვის სახელების შეცვლით ამოიწურება? ალ. ორბელიანის
პუბლიცისტური წერილებისა თუ მხატვრული ნაწარმოებების განხილვა ასეთი
დასკვნის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს. ყველაფრიდან ჩანს, რომ მწერალი
სრულიადაც არ უარყოფს, არ ამცირებს ფანტაზიის, გამოგონების როლსა და
მნიშვნელობას შემოქმედების პროცესში. სწორედ პირიქით, მისი ღრმა რწმენით,
ისტორიული ნაწარმოების შექმნის დროსაც კი ავტორი ვერ აცდება პერსონაჟისა თუ
ამბის საკუთარი სურვილისა და შეხედულებისამებრ შეთხზვას, გამოგონებას. თავისი
ცნობილი დრამის (დავით აღმაშენებელი ანუ უკანასკნელი ჟამი საქართველოსი)
შესახებ ალ. ორბელიანი წერს: თუ ნამდვილი ისტორიული რამე გადასცდეს ამ
დრამასა, მოგვიტეონ. ამგვარები უამისოდ არ დაიწერება, მაგრამ ყველაფრის
გამოგონების უფლება აქვს მწერალს? ნებისმიერად შეუძლია შეთხზვა? ამის აღიარება
მწერლის მიერ ფაქტიურად იქნებოდა იმის დადასტურება, რომ მხატვრულ
ნაწარმოებს საფუძვლად ჭორი უნდა დაედოს. ჭორზე ნაწარმოების აგება კი ალ.
ორბელიანისათვის სრულიად წარმოუდგენელია. მწერალი შეგნებულად
უპირისპირდება იმ კალმოსნებს, რომლებიც თვითნებურად ქმნიან პასაჟებს და არ
ითვალისწინებენ რეალურ ფაქტებს.
ცნობილია, რომ ქართულ ლიტერატურაში გრ. რჩეულიშვილის მიერ შემოტანილი
სიახლე ვერ გაიგო და ვერ მიიღო მაშინდელმა საზოგადოებამ. მათ შორის, ვინც გრ.
რჩეულიშვილის ნაწარმოებებში დაინახა ისტორიის დამახინჯება, ფაქტებისა და
მოვლენების გაყალბება, ქართველი ერის შეურაცხყოფაც კი, იყო ალ. ორბელიანიც.
მან საგანგებოდ განიხილა ქვრივის ლიმონები, შეადარა ერთმანეთს ნაწარმოების
მოქმედი პირები და მათი პროტოტიპები და დაასკვნა, რომ არც ერთი პერსონაჟი არ
გამოხატავს ისტორიულად არსებული პიროვნების ხასიათს. რაც მთავარია, ალ.
ორბელიანმა გრ. რჩეულიშვილს უსაყვედურა ის, რომ მის ნაწარმოებებში არ
იგრძნობა ეპოქის სული. მეტიც, მთლიანად შეცვლილია, საპირისპიროდ არის
წარმოდგენილი პერსონაჟთახასიათები. მოვუსმინოთ ალ. ორბელიანს: არც
უწინდელს ჩვენს ზნეობაში შემოვა ესენი, არც ჩვეულობაში, არც ქცევაში, არც
მართებულობაში, არც ხასიათში, არც ზრდილობაში და სრულიად არაფერში.  მაშ რა
უნდა გაეკეთებინა? როგორ ეწერა გარდასულ ამბებზე? ალ. ორბელიანის აზრით,
ისტორიულ პერსონაჟს შეიძლება მიაწერო მხოლოდ ისეთი რამ, რაც მას მართლაც
შეეძლო, ეთქვა ან გაეკეთებინა და რაც ნაწარმოებში ანაქრონიზმად, აბსურდად არ

62
გამოჩნდება (ასეთად მიაჩნია ალ. ორბელიანს ერეკლეს მაშვლის, მაჭანკლის როლში
გამოყვანა, ქართლელი გლეხის მიერ მეფისთვის მამინაცვლის
დაძახება და სხვ.). რადგან ქვრივის ლიმონებში
ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, შეუსაბამობა მრავლადაა, ამიტომ ალ. ორბელიანის
დასკვნა ზედმეტად მკაცრია: რა გაუკეთებია უ. რჩეულოვს? დ ისტორიისათვის? -
უვარგია. რომანი? დ რომანის აჩრდილი არ არის. დ მოთხრობა? დ არც მოთხრობად
ითქმის.  საინტერესოა, როგორ იქცევა თვითონ მწერალი, როგორ იცავს თავის
პრინციპს, თეორიულ მოთხოვნას შემოქმედებით პრაქტიკაში? უნდა გარკვევით
ითქვას, რომ ალ. ორბელიანი არაფერს იშურებს იმისთვის, რომ მართლად
წარმოსახოს გარდასული ამბები, სადაც საჭიროდ ჩათვლის, ფანტაზიას იშველიებს,
ოღონდ ისე, რომ არ დაირღვეს იმ ეპოქის დამახასიათებელი კოლორიტი. პიესაში
ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო ანუ თავდადება ქართველებისა
მწერალი ერთგან შენიშნავს: საქმით ჰსჩანს, რომ უწინდელი ქართველი ყოფილა
მართლად მაგარი ქართველი. ამისათვის მეც ვეცადე, რაოდენ ჩემმა სუსტმა კალამმა
შეიძლო, რომ მაშინდელი ლაპარაკი, ხასიათი, ზნეობა თუ დრო ამ ტრაგედიაში
გამომეხატა. მაშ, სრულიად ნათელია, რომ ალ. ორბელიანი მწერლებისგან ითხოვს
ისეთი რამის გამოგონებას, რაც საქმით ჰსჩანს. პიესაში დავით აღმაშენებლი... არის
ასეთი საინტერესო ეპიზოდი: დედოფალი გურანდუხტი და თურქთა სარდლის
დურბეზის ცოლი ერთმანეთს შეხვდებიან ხმალდახმალ. დაამარცხებს გურანდუხტი,
მაგრამ არ მოკლავს. ამ ეპიზოდის შესახებ მწერალი იქვე სქოლიოში ასეთ
საყურადღებო შენიშვნას აკეთებს: მოხუცებულის პაპიჩემის დიმიტრის დავითა
დემურიშვილისაგან გამიგონია ჩემს სიყმაწვილეში: როდესაც დავით აღმაშენებელს
მოუნდომებია ქალაქ თბილისის აღება, დავით აღმაშენებელის ცოლსა და არაბის
სარდლის ცოლსა გამოუთხოვიათ ერთმანეთი საომრად. ვინც მოერიოს, იმისი იყოს
ქალაქიო, რომელსაც აღმაშენებლის ცოლს უმჯობნიაო. თუმცა ისტორიაში არ არის
ეს, მაგრამ მე ამ ორს ქალზე თქმული, ასე გავაკეთე დრამისა ამის მოსახდენად, მგონია
შესაფერი იყოს? დ ესეც უნდა მოგახსენოთ, რომ უძველესი ჩვენი ისტორიაც დიდად
აქებს მაშინდელ ქართველ ქალებს და უკანასკნელად მეფის ირაკლის მეორის დროს
ხომ რამდენი ვაჟკაცობის მაგალითია ჩვენი ქალებისა.  ალ. ორბელიანმა დავით
აღმაშენებელში
განაზოგადა და მხატვრულად წარმოსახა ის, რაც ქართველი ქალის შესახებ
ისტორიამ შემოგვინახა ან ლეგენდა-თქმულებათა სახით მოაღწია. სქოლიოში
დართული შენიშვნით მწერალი ყოველი შემთხვევისათვის აფრთხილებს
მკითხველს, რომ მებრძოლ ქართველ ქალთა ჩვენებით ნაწარმოებში რაიმე
ანაქრონიზმი კი არაა დაშვებული, არამედ მხატვრული სიმართლეა დაცული. ალ.
ორბელიანის შეხედულებით, მხოლოდ ასეთი მოსახდენი, შესაფერისი რამის
გამოგონების უფლება აქვს შემოქმედს. ალ. ორბელიანმა დიდი წვლილი შეიტანა
ცისკარის განახლების საქმეში. ჟურნალის რედაქცია ერთხანს მოთავსებული იყო ალ.
ორბელიანის ბინაში. ბუნებრივია, ალ. ორბელიანი ზედმიწევნით კარგად იცნობდა
ცისკრის საქმიანობას და მისი რედაქტორის გასაჭირს. გასაჭირი კი მართლაც დიდი
იყო დ ხელისმომწერთა სიმცირე. ასეთ პირობებში ალ. ორბელიანი არა მარტო
მორალურ, არამედ მატერიალურ დახმარებასაც უწევდა ივ. კერესელიძეს, რათა
ჟურნალს არსებობა არ შეეწყვიტა. ჟურნალს რომ ალ. ორბელიანი არ ჰყოლოდა
ფულით დამხმარედ, არ გამოვიდოდა

63
(აკაკი).  ახლა მოვუსმინოთ თვითონ ალ. ორბელიანს: ჩემზედ ამბობენ, მე დიდად
ვეწეოდე უ. ი. კერესელიძეს ქართული ჟურნალისათვის, ამისათვის უარს ვერ
ვიტყვი: გულითა და სულით მინდა, ქართული ჟურნალი იყოს საქართველოში...
ოღონდ ქართული ჟურნალი იყოს და ჩემთვის სულ ერთია თუნდა უ. კერესელიძე
იყოს რედაქტორად და ვინც გნებავთ, თუნდა სხვა, ოღონდ კი იყოს.  აი ასეთი ფართო
პატრიოტული თვალთახედვით უდგებოდა ალ. ორბელიანი საერთო საქვეყნო საქმეს,
კერძოდ, ჟურნალის გამოცემის საკითხს. მწერლის მონდომებამა და თავდადებამ
ნაყოფი გამოიღო. ცისკარი
თავის დანიშნულებას პირნათლად ასრულებდა. აი რას წერდა ამის შესახებ ალ.
ორბელიანი: ჩვენს გონებას მისცა რამე კარგი ჩვენმა ცისკარმან
თუ არა? დ მართლის მდევნელებს უთქვამსთ: დიახ, მოგვცა კარგიო, ჩვენ ვიცით
მაგალითი: ოღონდ ცისკარი წავიკითხოთ და ცისკრის გულისთვის კითხვა
უსწავლიათ ქართული.
ყოფილა შემთხვევა, რომ ალ. ორბელიანს ოჯახიდან გაუტანია ნივთები
დასაგირავებლად და ასე დახმარებია ცისკარს. ამის თაობაზე მოგვითხრობს მწერლის
შვილიშვილი მარიამ შერვაშიძე. (იხ. ლიტერატურის მატიანე, წიგნი III-IV, 1942 წ., გვ.
316). ასეთი ახლო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ალ.ორბელიანს ცისკრის
რედაქციასთან. წლების მანძილზე იგი იყო ჟურნალის ერთ-ერთი საიმედო ბურჯი,
მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, დაენახა ჟურნალის ნაკლი. სტატიაში მე და ის
მწერალი წარმოსახვით მოწინააღმდეგესთან კამათში სხვათა შორის ასეთ რამესაც
ამბობს: ღვთის წინაშე ჩვენი ქართული ჟურნალი გასასწორებელია და კარგათ
გასაკეთებელი, დიახ კარგი იქნება, ასე ინებეთ როგორც თქვენი სურვილი იყოს,
ოღონდ აუგად ნუ ვახსენებთ ჩვენს ქართულს ჟურნალს. მოგვიანებით (60-იანი
წლების მეორე ნახევარში) ალ. ორბელიანსა და ივ. კერესელიძეს შორის კონფლიქტი
წარმოიშვა. გაცილებით უფრო ადრეც ალ. ორბელიანი ამჩნევდა და არ მალავდა
ჟურნალის ნაკლს. მკვლევარი ალ. კალანდაძე სწორად შენიშნავს და მართებულად
ხსნის იმ ფაქტს, რომ ალ. ორბელიანის ცისკარში თანამშრომლობა, რედაქტორთან და
ჟურნალის ძირითად ბირთვთან მისი ურთიერთობა განუწყვეტელი იდეური
ბრძოლის ნიშნით მიმდინარეობდა. 1857 წ. ალ. ორბელიანი ცისკრის შესახებ წერს:
საკვირველია ჭეშმარიტად, ჩვენ ქართულს ჟურნალს ჰქვია ცისკარი და რით არის
ცისკარი? მხოლოდ სახელით, ვითარცა შაჰბუდაღის ბაღი? ან 1861 წ.: ჩვენი ქართული
ჟურნალი ბობღავს. ივ. კერესელიძე ზოგჯერ აშკარად არღვევდა ეთიკურ ნორმებს,
რაზეც პირდაპირ, თუმცა მორიდებით და ზრდილობიანად მიუთითებდა ალ.
ორბელიანი: უპირველეს შესავალსა ქართულს ჟურნალში, თქვენი ლექსი რომ
იბეჭდება ხოლმე დიდროანის ასოებით და სხვებისა მცირედითა, მგონია ჟურნალს,
ლექსებში არ მოუხდება ამგვარი სხვა და სხვის ზომის ასოები?
ეს, ცხადია, არ იყო მთავარი. ალ. ორბელიანი ხედავდა რა ცისკრის
ღირსებასა და დამსახურებას ქართველი ხალხის წინაშე, კარგად გრძნობდა იმასაც,
რომჟურნალი დროს ჩამორჩა. ამის შემდეგ გასაკვირი არაა, რომ ალ. ორბელიანი
მიესალმა საქართველოს მოამბის გამოცემას. ცისკარმა გულგაშლითა ხელი მისცა
ძმასა თვისსა და მეგობარს, ყველას გვიხაროდეს საქართველოს მოამბე. ასე
გვიზიარებს თავის გრძნობებსა და განწყობილებას მწერალი.
ალ. ორბელიანის თქმით, განათლებულ ქვეყნებში რამდენიმე ჟურნალის არსებობა
არავის უკვირს, უკვირს კი არა, საჭიროდ და აუცილებლადაც არის მიჩნეული.
მწერალი დარწმუნებულია, რომ საქართველოშიც სრულიად შესაძლებელია

64
ერთდროულად რამდენიმე პერიოდული ორგანოს არსებობა. სხვადასხვა
მიმართულების ჟურნალები ხელს კი არ შეუშლის, პირიქით, უფრო განავითარებს
კრიტიკულ აზროვნებას, წინ წასწევს ლიტერატურასა და ცხადია, ცხოვრებასაც,
ახასიათებს რა 60-იანი წლების კონსერვატორთა და პროგრესისტთა ბანაკს, ალ.
ორბელიანი წერს: აბა ახლა კონსერვატორთ და პროგრესისტებს ვეწვივნეთ... მართლა
ეტყობა, რომ ორი დასი იბადება. კარგი ნიშანია. ეს ის არის, წინ მივდივართ და უკან
აღარ ვრჩებით... კარგსა კარგი მოაქვს და ცუდსა ავი. ძველი კარგი ამბავი უნდა
გონებაში გვქონდეს საფუძვლად და ახალი განათლებისა ვისწავოთ კარგი შენობის
დასადგმელად. ამ ფრიად საყურადღებო ამონაწერიდან კარგად ჩანს ალ. ორბელიანის
პოზიცია XIX საუკუნის 60-იანი წლების ლიტერატურულ პაექრობაში. კარგად ჩანს
ისიც, რომ ოცდაათიანელები და სამოციანელები (ძველი და ახალი თაობის
წარმომადგენლები) ერთმანეთისგან ჩინური კედლით კი არ იყვნენ გამიჯნულნი,
რომ მათ შორის არსებობდა შინაგანად დამაკავშირებელი ძაფები. თვითონ ილიაც
ხომ ხაზგასმით აღნიშნავდა ამას. თერგდალეულთა ბელადს უნდოდა ეჩვენებინა,
რომ XIX საუკუნის ქართული მწერლობა მისი განვითარების რომელსამე მონაკვეთში
ჩიხში არ მოქცეულა და რომ იგი განვითარების უწყვეტ რგოლს გვიდგენს, რომ
ყოველი მომდევნო მონაკვეთი ამ მწერლობისა გარკვეულად ეყრდნობა წინას, მისი
მემკვიდრეა.

დავუბრუნდეთ ისევ ცისკარში ალ. ორბელიანის მოღვაწეობასა და მის


დაპირისპირებას ი. კერესელიძესთან. რედაქტორმა არ დაუბეჭდა ალ. ორბელიანს
დართულს დართული,  რამაც, ბუნებრივია, გამოიწვია წერილის ავტორის
გულისწყრომა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ალ.
ორბელიანის ვრცელი სტატია დ საქართველოს ჟურნალი ცისკრის
რედაქტორი კერესელიძე და მე, რომელშიც ვკითხულობთ: ჩემი ზოგიერთი
სტატიები რომ არ დამიბეჭდა რედაქტორმა, უკმაყოფილებას ვეტყოდი, სიმართლეც
მიმიძღოდა, მაგრამ სულ არ მწყენია მერწმუნეთ... იმათგან რაღა უნდა მეწყინოს? არ
გაგიგონიათ, ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს... არ იქნა და არა, ვერ გავიყვანე
კერესელიძეზე ჩემი რჩევა, იმისგან კარგი არა გამოვიდა რა კონტრებისა და
ინტრიგების მეტი. ალ. ორბელიანსა და ცისკრის
რედაქტორს შორის მდგომარეობა უკიდურესობამდე გამწვავდა. ალბათ, ამ
პოლემიკის შედეგია ალ. ორბელიანის სატირული ლექსი სიმშილით გამხრჭვალი
ძაღლკაცი , რომელიც ი. კერესელიძის წინააღმდეგაა მიმართული. სხვათა შორის, ამ
სატირაში სტრიქონებს შორის იკითხება კერესელიძე. მაშ შენს წევრთათვის შეკერე
სელი ძერა, ბუების დასაჯდომელი.
1865 წლიდან ალ. ორბელიანი ცისკარს
ჩამოშორდა, ერთხანს პერიოდულ პრესას მოწყვეტილია, მხოლოდ 1869 წ.
თანამშრომლობა დაიწყო ახლადდაარსებულ მნათობში.
მნათობი, რომელიც გამოსვლას სწორედ 1869 წელს იწყებს, პროგრესული
მიმართულების ორგანო იყო. ამდენად, ალ. ორბელიანის მნათობთან
დაკავშირებას უნდა შევხედოთ როგორც საინტერესო ლიტერატურულ ფაქტს. აქ
ზედმეტი არ იქნება, გავიხსენოთ ალ. ორბელიანის ერთი კერძო ბარათი, რომლის
ადრესატია ცნობილი ქართველი სამოციანელი ა. ფურცელაძე: ...მე ჩემს ზრუნვას,
ჩემი შეძლებისამებრ, ჩვენს ლიტერატურას არ დავაკლებ ჩემს უკანასკნელ
აღმოფშვინამდის... ჩემო ანტონ, შენის კარგი სტატიებით ნუ დააგდებ მნათობს.

65
იმედია კარგათ წავა ეს ჟურნალი, ოღონდ ხელის მომწერნი ჰყავდეს... ამ ყმაწვილ კაცს
(საუბარია მნათობის
რედაქტორ ნიკ. ავალიშვილზე დ ნ. ვ.) აგრე რიგათ მახლობლათ მე არ ვიცნობ,
მაგრამ იმისთანა გულმოდგინებას იმაში რომ ვხედავ ჩვენი სიტყვიერებისათვის, მეც
მოწადინებული ვარ იმას ღმერთმა ხელი მოუმართოს და ამისთვის ვეცადნეთ, ეგება
ჩვენს ქართულს ლიტერატურასა კარგი მიმართულება მისცეს და ეშველოს რამე.
სამწუხაროდ, ალ. ორბელიანს ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია და არ მიეცა
საშუალება, ფართოდ გაეშალა მოღვაწეობა მნათობში.

6. ალექსანდრე ორბელიანის შეხედულება


ევროპეიზმის შესახებ

ძველი საქართველოს ტრფიალი ალ. ორბელიანი მარტო უკან, წარსულისკენ არ


იყურებოდა. წარსულში იგი სამომავლო გზებს ეძებდა. ნიშანდობლივია, რომ
რომანტიკოსი მწერალი ძველს განურჩევლად ყველაფერს კი არ აქებდა, არამედ
გულდასმით ცდილობდა ავისა და კარგის გარჩევას. აწმყოთი უკმაყოფილო კი, მაინც
გულითადად მიესალმებოდა ყველაფერს ახალსა და კარგს, სასიკეთოს.
განსაკუთრებით ახალი განათლების მომხრე და მხურვალე მქადაგებელი იყო.
ერთგან წერდა: რაც უნდა იყოს მაინც მე არ ვაქებ უწინდელს დროსა: სიბნელე
განათლებასთან რა საქებელია. ვინც ამას იფიქრებს ჩემზედ, რიგიანი გონება არ
ექნება.
მწერალი კარგად ხედავდა, რომ რუსეთთან შეერთების შემდეგ სულ სხვა ცხოვრებაში
გადმოვიდნენ ქართველები, რომელთაცა დიდათ ეუცხოვებოდათ ევროპული
განსხვავებული ცხოვრება, მაგრამ მალე აუცილებელს საჭიროებას მიხვდნენ
ქართველები და შეუდგნენ ევროპის რუსეთის ქცევას, დ კმაყოფილებით დასძენს
იქვე.
ალ. ორბელიანი ევროპეიზაციაში ძირითადად ორ რამეს მოიაზრებს - პირველ
რიგში განათლებას, ევროპული კულტურის გაცნობას და აგრეთვე ვაჭრობის, აღებ-
მიცემობის განვითარებას. მწერალი დაუცხრომლად ქადაგებს სწავლის
საჭიროებას.საგულისხმოა მისი სიტყვები: მაშინდელი დრო სხვა იყო, უთუოდ ისე
უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი მამაპაპანი. მაგრამ ახლა ასეთი სინათლე აივლის და
ჩაივლის ქვეყანაზედ, რომ უთუოთ ჩვენც იმას უნდა დაუწყოთ დევნა, იმ ნათელსა
დროსა. მადლობა ღმერთსა, ახლა ბევრნი მოვედით გონებაზედ და ახლანდელსა
განათლებასა ანუ განვითარებასა მივმართეთ ბევრმა, ბევრმა კეთილშობილებმა, და
ნურც მოგვეშლება ეს ფიქრი ნურავის. მწერლის თანამედროვეებს კარგად ჰქონიათ
შეგნებული განათლების აუცილებლობა. აი, რა უთქვამთ მათ ალექსანდრესთვის:
ახლანდელი სწავლა და კიდევ ახლანდელი სწავლა, ამის მეტი სხვა არარა ჩვენი
შვილებისათვის
(ქართველების ძველი დრო...). ალ. ორბელიანი საგანგებოდ იხსენებს ერთ
შემთხვევას, როდესაც ის და მისი გამზრდელი სკოლაში მიდიოდნენ. გამზრდელი
ბავშვს ასე არიგებდა: ახლა აღარც ხმალია და აღარც თოფი, ახლა სწავლის დროა,
ვინც ისწავლის, კაციც ის შეიქნება. ძლიერ ცუდ ამინდში ერთ მოხუც და ღარიბ
აზნაურს (რომელსაც ცხენი არა ჰყავდა) მხარზე დამჯდარი მიჰყავდა ძმიშვილი
სკოლაში. იმ აზნაურის განზრახვა და მიზანი ეს ყოფილა: ეგება ახლანდელის დროს
მიხედვით კაცი გამოვიდეს რიგიანი და კარგი ნასწავლი. სხვა ამის მეტი საზრუნველი
აღარ უნდა გვქონდეს ქართველებსა, თვინიერ სწავლისა.

66
თვითონ მწერალი პეტერბურგში ვერ წავიდა სწავლის გასაგრძელებლად (მამის
გარდაცვალების გამო). ამით მსახამდნენ მე უბედურათ ქართველებიო, დ ამბობს ის.
ჩანს, სწავლის საჭიროების შეგნება იმდენად ღრმა ყოფილა ქართველებში, რომ
ალექსანდრეს ორი უმცროსი ძმა დაჟინებული თხოვნით გააგზავნინეს პეტერბურგში
განათლების მისაღებად.
ალ. ორბელიანს ახალი, ევროპული განათლების მიღება და დამკვიდრება
მხოლოდ მაშინ მიაჩნია სიკეთის მომტანად, თუ ის ძველ ქართულ ზნე-ჩვეულებებსა
და ტრადიციებზე იქნება დამყარებული. მწერლის აზრით, მისი თანამედროვე
საზოგადოება ხასიათითა და ზნეობით მეტად ჭრელი იყო, მაგრამ ამ
მრავალფეროვნებაში სამი ტიპის მოღვაწეებს გამოჰყოფს. პირველი დ ვინც თავისი
მამა-პაპის გზას არ ჰკარგავს და ახალსაც იძენს, მეორე დ ვინაც ძველი არც იცის და
არც აინტერესებს, მხოლოდ ახალი განათლების შეძენისთვის ზრუნავს და მესამენი -
რომელთაც რაღაც კარგი უნდათ, მაგრამ ის სურვილი უქრებათ. აქ მწერალი
მსჯელობას აღარ განაგრძობს და თვითონ დასკვნას არ აკეთებს, მაგრამ აშკარაა, რომ
მისი იდეალი ის პირველი ტიპის მოაზროვნეა, რომელსაც ახალი, ევროპული
კულტურის გაცნობაც სურს და ძველ, ქართულ ტრადიციებსაც არ ივიწყებს, ახლისა
და ძველის შეჯერებასა და შერწყმას ესწრაფვის.
სხვაგან ალ. ორბელიანი გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ სხვისას
არაფერს ვსწავლობთ, უფრო გლეხები სხვისი კარგი ცხოვრების გადმოღებას,
გადმოტანას არ ცდილობენ. ერთხელ მწერალთან საუბარში გლეხებს ძლიერ უქიათ
ნემეცების ყოფაქცევა და იმათი ცხოვრება, ალექსანდრეს კითხვაზე: მერე რატომ არა
სწავლობთ იმათ დაწყობილებასა თქვენც?
იმათ უკმაყოფილოდ უპასუხნიათ, რაც წინაპრებს არ უქნიათ, ვერც ჩვენ ვიზამთო.
ალ. ორბელიანს ეს, სრულიად სამართლიანად, დიდ ნაკლად და ჩამორჩენილობად
მიაჩნია. იგი ყველას მოუწოდებს სხვათა ცხოვრების გაცნობისა და სიახლის ჩვენთან
შემოტანისა და დამკვიდრებისაკენ, მაგრამ განურჩევლად ყველაფრისა კი არა,
მხოლოდ ისეთი რამისა, რაც განვითარებასა და წინსვლაში შეგვიწყობს ხელს.
ალ. ორბელიანი განათლების უპირველეს, უმთავრეს დანიშნულებასა და
საბოლოო მიზანს ზნეობრივ სიწმინდეში ხედავს. ბოროტების მოსპობა და მის წილ
საყოველთაო სიკეთის დამკვიდრება დ აი, რა სურს, რას ელის მწერალი ევროპული
განათლებისაგან. სტატიაში ქართველების ძველი დრო...
ვკითხულობთ: ევროპია არის ლამპარი მთელი ქვეყნისა, განმანათლებელი კაცის
გონებისა, მეცნიერება მოსწავლეთა, სიბრძნე გამგეთა და სიკეთილე კაცობრიობისა.
იგი ევროპია არა ეხლა, ვინ იცის რამდენი საუკუნოები, განათლების წარმატებაშია და
მოუსვენრად ცდილობს მისთვის, მაგრამ დღევანდლამდისინ ღრმა მსწავლულები,
თვით ევროპიელნი ამაზედ დაჯერებულნი არიან: ჯერ იმ ხარისხზე არ ასულა
განათლება, რომ კაცსა ბოროტება გამოვგლიჯოთ სრულიადო.
რუსეთთან შეერთებამდე საქართველოსთვის ევროპასთან დამაკავშირებელი გზა
დახშული იყო. ცნობილია, რომ ეს გზა 1453 წ. ჩაიკეტა, როცა საქართველოს
მეზობლად ბიზანტიის ნაცლად თურქეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა. რუსეთთან
დაკავშირების შემდეგ გაიხსნა ევროპისკენ მიმავალი გზა და სწორედ რუსეთის გზით
შემოდიოდა ჩვენში ევროპული კულტურა. ამ ფაქტზე გარკვეულად მიუთითებენ
სხვა ქართველი რომანტიკოსებიც (მაგ., ალ. ჭავჭავაძე, ნ. ბარათაშვილი...).
ევროპასთან საქართველოს ძველ და ახალ ურთიერთობას ხაზს უსვამს თავის

67
ნაწერებში ალ. ორბელიანიც. მისი სიტყვებით, ევროპიისაგან უყურადღებოთ
დაგდებული საქართველო და საქართველოსაგან სრულებით უცნობი ევროპია
ძალიან შორს იყვნენ ერთმანეთისაგან. ალ. ორბელიანი საგანგებოდ მსჯელობს ამ
საკითხზე ცისკარში
(1861წ. #11) გამოქვეყნებულ წერილში ქართველების ძველი დრო, გადმოსული
ახლად. აქ მწერალი გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ბედმა
საქართველოს საშინელს ვეშაპსავით გაწოლილი ოსმალოს სახელმწიფო
დაუმეზობლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპისაგან ჰყოფდა და აშორებდა. რომ არა
ის ფანატიზმით გარეტებული ოსმალოს ერი, ვინ იცის, რა დიდი განათლება
იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში. ევროპელებსაც ეცოდინებოდათ, რა მრავალმხრივ
ნიჭიერები არიან ქართველები. მართალია, ხანდახან ევროპელი მოგზაურები
ეწვეოდნენ საქართველოს, საქებარ სიტყვებსაც დაწერდნენ ჩვენ შესახებ, მაგრამ
ყველაფერი ამით მთავრდებოდა, ურთიერთობა ამის იქით არ მიდიოდა. ევროპელ
მისიონერებს კი, ალ. ორბელიანის აზრით, დიდი შესაძლებლობა ჰქონდათ,
ქართველებისა და ევროპელების დაახლოებისა, თითქმის ყველა დიდ ოჯახთან მათ
მეგობრობა აკავშირებდათ, შეეძლოთ და კიდეც უნდა გაეცნოთ ქართველებისთვის
ევროპული კულტურა, მაგრამ ეს შანსი გამოუყენებელი დარჩა, რადგან ისინიც ამის
მეტს არას ზრუნავდნენ, ქართველები გაეფრანგებინათ.
საერთოდ, ალ. ორბელიანი თვლის, რომ ქართველობა სამმა რამემ შეინახა,
გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა: ქრისტიანობის შეურყვნელმა მოსაობამ, მამულის
თავგადადებულმა სიყვარულმა და გაამაყებულმა ქართველების ჩამომავალ სახელმა
. ამ ტრიადაში მწერალი პირველ რიგში აყენებს სარწმუნოების ერთგულებას. და
მართლაც, საუკუნეების განმავლობაში სარწმუნოებისა და მამულის დაცვა
გაიგივებული იყო. ქრისტიანობისთვის ბრძოლა საქართველოსთვის ბრძოლას
უდრიდა, ქრისტიანობისთვის თავგანწირვა - მამულისთვის თავგანწირვას. რაც
შეეხება გაფრანგებას, დღეს ეს იქნებ დიდ ცოდვად არც მოგვეჩვენოს, მაგრამ უნდა
გავითვალისწინოთ, რომ ყოველი ოდნავი გადახვევაც კი მართლმადიდებლური
ქრისტიანობიდან ქართული ეკლესიის საფუძვლის მორყევად მოიაზრებოდა,
ეკლესიის საფუძვლის მორყევა კი განაპირობებდა მის პარალელურად მთელი
სახელმწიფოს საფუძვლის მორყევასა და დაცემას. ამიტომ იყო, რომ ჩვენი მეფეები
მუდამ ფხიზლად იდგნენ ქრისტიანობის დაცვის სადარაჯოზე. ისინი (დავით
აღმაშენებელი, ერეკლე მეორე...) ამავე დროს დიდი ტოლერანტებიც იყვნენ, რაც,
ცხადია, ხელს არ უშლიდათ მართლმადიდებლობის სიწმინდის დაცვაში. ალ.
ორბელიანი წერილში კაპუცინთა პატრების შეთქმა
(გამოუქვეყნებელია, ინახება საქ. სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში, ფონდი H-2412-დ)
გვიამბობს, როგორ გააფრანგეს პატრებმა ჯერ ანტონ კათალიკოსი, ხოლო შემდეგ
მთელი ქართველი ერის გაფრანგებას აპირებდნენ. განზრახვა ჰქონიათ მთიელი
ტომების გაქრისტიანებისაც, ოღონდ კათოლიკეებად. ერთი სადღესასწაულო წირვის
დროს კათოლიკური ეკლესიის გამოჩენილი წარმომადგენელი დამაჯერებლად და
ჭკვიანურად ქადაგებდა თურმე და მოუწოდებდა ქართველებს გაფრანგებისაკენ. ამ
განზრახვას უთუოდ აისრულებდა კიდეც, რომ არა მეფე თეიმურაზი, რომელიც მყის
მიიჭრა ეკლესიასთან ცხენით, მერე ამბიონის წინ წადგა და მოქადაგეს პატრსა
დაუძახა ხმალამოღებულმა:
დ ეხლავ გაწყვიტე ეგ ქადაგება, თორემ ამ ხმლით თავს გაგაგდებინებ.

68
მაშ, მართლმადიდებლობის წმინდად დაცვას იმოდენა მნიშვნელობა ჰქონია, რომ
მეფე ეკლესიაში ხმამაღალ მუქარასაც არ დარიდებია. ამის შემდეგ დაიშალა
ფრანგების განზრახვა საქართველოშიო,
დ დასძენს ალ. ორბელიანი. საერთოდ, ალ. ორბელიანი ქრისტიანულ ტრადიციებზე
აღზრდილი მწერალია და მთელი მისი შემოქმედება გაჯერებულია ქრისტიანობის
მხურვალე სიყვარულით. ეს ცალკე, საგანგებო მსჯელობის საგანია, აქ კი კვლავ იმას
დავუბრუნდეთ, თუ რამ გადაარჩინა საქართველო მწერლის აზრით. გავიმეორებ, ეს
არის ქრისტიანობა, მამული და გაამაყებული ქართველების ჩამომავალ სახელი. ამ
ტრიადის პირველი ორი წევრი სავსებით გასაგებია, მესამე კი ცოტა ბუნდოვნად
ჟღერს. გაამაყებული ქართველების ჩამომავალ სახელი
ყველაფერი ის უნდა იყოს, რაც ქართველებს ძველი დროიდან საამაყოდა და
თავმოსაწონებლად გვაქვს, ანუ: ენა, კულტურა, დამწერლობა, ტრადიციები,
ბუნებითი ნიჭიერება, ხასიათის საუკეთესო თვისებები... ალ. ორბელიანი ხაზს
გაუსვამს იმ გარემოებას, რომ წინათ ქართველებს საკუთარი თავის რწმენა ჰქონდათ,
სჯეროდათ თავიანთი ძალებისა. ამ რწმენამ გადაარჩინა პატარა ქვეყანა ყოველმხრივ
შემოსეული მტრებისგან და იხსნა განადგურებისაგან.
იყო დრო, როცა ქართველს კი არ რცხვენოდა, არამედ ეამაყებოდა თავისი
ქართველობა. XIX საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა. ქართველებს საკუთარი თავის
რწმენა დაეკარგათ, სახელოვანი წარსული აღარ ეამაყებოდათ, ქართულად საუბარი
ერცხვინებოდათ, შინ თუ გარეთ სხვა ენაზე ლაპარაკს ამჯობინებდნენ, თვალი უცხო
ქვეყნების სიმდიდრისკენ და ფუფუნებისკენ გაურბოდათ. ევროპის გაცნობისა და
მისი ცხოვრების წესის ჩვენში შემოღებას ალ. ორბელიანიც მიესალმებოდა, ოღონდ იმ
პირობით, რომ ჩვენი წეს-ჩვეულებები, ტრადიციები არ დაგვვიწყებოდა. მწერალი
წუხს იმის გამო, რომ ევროპელები ჩვენ თითქმის სრულიად არ გვიცნობდნენ, თორემ
მაშინ თითით საჩვენებელნი იქნებოდნენ [ქართველები] ევროპისაგან
. მაშ, ევროპული განათლება მარტო იმისთვის კი არ გვჭირდება, რომ ჩვენ შევიძინოთ
სხვა ქვეყნების კარგი ზნეობა, არამედ იმისთვისაც (უფრო იმისთვის), რომ მათ,
ევროპელებს გავაცნოთ ჩვენი საუკეთესო თვისებები. ცოდნა, სწავლა, ევროპული
განათლების მიღება საშუალებას მისცემდა ქართველებს, რომ დაეცვათ თავიანთი
ხალხი, ქვეყანა იმათგან, ვინც მათ დაჩაგვრას, მათზე გაბატონებას ცდილობდა.
როცა რუსეთმა სასამართლოები გახსნა საქართველოში, სადაც მსაჯულებად
ქართველი კეთილშობილებიც იყვნენ, მათი საზრუნავი ის ყოფილა, რომ რაც
შეიძლება მეტი მომჩივან-მოპასუხე მოერიგებინათ. რატომ? იმიტომ, რომ რუსი
მექრთამე მოსამსახურეები აშკარად შეუფერებელ გადაწყვეტილებას იღებდნენ, თუ
ამაზე ქართველი მსაჯულები არ დათანხმდებოდნენ, საქმე უფრო მაღალს ადგილს
უნდა განხილულიყო, აქ კიდევ საქმის გადაწყვეტა უსაშველოდ ჭიანურდებოდა და
ბოლო არ უჩანდა. ასე სარგებლობდნენ ქართველების უცოდინრობითა და
გაუნათლებლობით რუსი ჩინოვნიკები. ამიტომ მოდავეთა შერიგება უპირველეს
საზრუნავად გაუხდიათ ქართველ მოთანამდებებს. ეს მიზანი კი მხოლოდ
განათლებით მიიღწევა. აი, როგორ მსჯელობდნენ ძველი ქართველები: ჩვენი ძველი
დრო აღარ არის და აღარც იქნება. ჩვენი ძველი დრო დაიმარხა და ახალი დაიბადა
ჩვენთვის, მაშასადამე ძველი ჭკუა უნდა დაიკარგოს და ახალი დავიახლოვოთ. საქმის
ისე გარჩევა, როგორც ზევით ვთქვით (ანუ მოდავეების მორიგება) ალ. ორბელიანს
მიაჩნია ძველი წეს-ჩვეულებისა და ახალი განათლების შერწყმის ნიმუშად და
სწორედ ეს ესახება საქართველოს განვითარების საუკეთესო გზად.

69
ალ. ორბელიანს ქვეყნის ორგულად და მოღალატედ მიაჩნია ყველა, ვინც
ქართველებს (ცხადია, უპირატესად მებატონეებს) ფუფუნებით ცხოვრებას ურჩევდა.
განათლების გარეშე ევროპული ცხოვრების წესის მიღება მწერალს ქართველ
მებატონეთა დაღუპვად მიაჩნია. იმიტომ, რომ თუ ევროპული განცხრომა შეიტანეს,
იმათებური შვება ცხოვრება, სრულებით დაიღუპებიან, დიდ ვალებში ჩაცვივდებიან
და მაშინ მშვიდობით იმათო ყმა და მამულო. იქვე მწერალი ურჩევს, არიგებს კახელ
მებატონეებს, რომ ჯერ შვილები ევროპიულს სწავლაში უნდა შეიყვანონ და
იმათებურად გაზარდონ. ამ სწავლით რომ შეისრულებენ გონებას, მაშინ შეუდგნენ
ევროპულ ქცევასა და ფიქრი ნუღარაფრისა ნუღარ აქვთ.
მწერალი სამართლიანად თვლიდა, რომ ევროპისთვის მხოლოდ გარეგნულად
მიბაძვა (ძვირფასად ჩაცმა-დახურვა, სახლის მოწყობა, ბალები და სხვ.) დაღუპავდა,
ვალებში ჩააგდებდა და სრულ კრახამდე მიიყვანდა ქართველ თავადაზნაურობას. ეს
საფრთხე აშკარა, თვალსაჩინო შეიქნა XIX საუკუნის შუა წლებში და ამიტომაც
აფრთხილებს ალ. ორბელიანი ფუფუნების მოყვარულთ და მიმდევართ: როგორ
გვგონია? - იქნება ანგელოზის შესამოსელით ვიყვნეთ შემოსილნი, როდისაც
სენაკებსა მოვკაზმავთ ძვირფასისა ავეჯეულობითა, როდისაც ოც და ათის თუმნის
კაბებითაც მოვირთვებით, საჩენისა ამაოსა წამისათვის... ვიღა იტყვის ვალებისას
უფიქრელად აღებულსა ჩვენგნით.
ძველი საქართველოს მოტრფიალე მწერალში სიამოვნებას იწვევს ის ამბავი, რომ
კახეთის მებატონენი მამა-პაპის წესზე ცხოვრობდნენ, სახლში ჯერ ევროპული არა
მიუღიათ რა მაგთენი (თელავი). თუმცა, როგორც ვნახეთ, ეს საერთოდ ევროპული
ცხოვრების წესის წინააღმდეგ გალაშქრება კი არ არის, არამედ ფუფუნების,
განცხრომის წინააღმდეგაა მიმართული.
მწერალი აღფრთოვანებულია ძველ ტრადიციებზე აღზრდილი ქართველი
ქალებით, რომლებიც ევროპეულს გვარზედ მხიარულნი არიან; ხოლო თავიანთსა
ძველსა მიმოხვრასა და ნელსა ქცევას გონებიდგან არა ჰკარგავენ
. ევროპულ ცეკვებს, ქალ-ვაჟის ერთმანეთთან კრძალვით მოქცევას მწერლის
გულწრფელი მოწონება და ქება დაუმსახურებია.
სტატიაში მოთმინებისაგან გამოსვლა
ალ. ორბელიანი ქართული ჟურნალების სარგებლობაზე საუბრობს და ეკამათება
ყველა იმათ, ვინც ფიქრობდა და თვლიდა, რომ საქართველოში რამდენიმე ჟურნალი
ვერ იარსებებდა. დასტურად იმისა, რომ ბევრი ჟურნალის არსებობა საზოგადოების
წინსვლისა და განვითარების საწინდარია, ალ. ორბელიანს ევროპის მაგალითი
მოჰყავს და ქართველებსაც მის მიბაძვას ურჩევს. იქნებ აქამდისინ არ ვიცოდეთ, რომ
მთელი ევროპია ჟურნალებით გაბრწყინდა და ამით გამდიდრდა გასაშტერებლად.
როგორ ვთქვით, ძველი საქართველოს ყოფისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ
ნაკლად ალ. ორბელიანს ევროპული განათლების უქონლობა მიაჩნია. ამის გამო
ისინი [ქართველები] შეცდომილებაში იყვნენ. ჩვენს წინაპრებს რომ ევროპული
განვითარებული გონება ჰქონოდათ, მაშინ ოსმალო და სპარსეთი ნახავდა თავის
ყოფას ქართველებიდგან
. ასეთი მსჯელობა სინამდვილეში იყო მოწოდება, რომ ქართველები დაწაფებოდნენ
ევროპულ სწავლა-განათლებას.
ერთი შეხედვით, ალ. ორბელიანის ნაწერებში თითქოს წინააღმდეგობაა. ერთი
მხრივ, მწერალი შეჰხარის ძველ ქართველებს, იმათ წესსა და ცხოვრებას, მეორე
მხრივ, აქებს და პროპაგანდას უწევს ევროპული ცხოვრების წესის დამკვიდრებას,

70
ცალკერძ ძველს იწონებს და მაგალითად გვისახავს, ცალკერძ დაუცხრომლად
გვიქადაგებს ახლის უპირატესობასა და მისი შემოტანის აუცილებლობას. თუ ერთგან
აღფრთოვანებულია იმით, რომ ქართველებს ჯერ ევროპული არა მიუღიათ რა,
სხვაგან უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ძლიერ ჩამოვრჩით ევროპულ
განათლებასა და ცივილიზაციას. რა არის ეს? გაორება? არამც და არამც. ალ.
ორბელიანი თავის მრწმსსა და შეხედულებას არსად ღალატობს და არც ეს
მსჯელობანი გამოდგება ურთიერთსაპირისპირო მტკიცებების ნიმუშად. საქმე ისაა,
რომ მწერლის იდეალია ძველ წეს-ჩვეულებებთან შეზრდილი ახალი განათლება,
ცხოვრების ახლებური წესი, ევროპული კულტურა და განათლება. როგორც თვითონ
წერდა. იმ უწინდელს ჩვენს უმანკოებას, ახლანდელი ევროპული სრული განათლება
ზედ რომ დაერთოს და ერთს ზნეობად გაკეთდეს, მაშინ იტყვიან: აი, ზეციური
ცხოვრება ქვეყანაზე გადმოვლენილიო. როგორც ვხედავთ, ალ. ორბელიანის
ევროპეიზმი
რამდენადმე თავისებური ხასიათისაა.
ზევით ვთქვით, რომ ალ. ორბელიანის აზრით, ვაჭრობის განვითარება ერთ-ერთი
აუცილებელი პირობა იყო საქართველოს გადასარჩენად. მწერალი მკითხველის
გულისყურს იქითკენ მიაქცევს, რომ უწინ ჩვენი ვაჭრობა მაგთენი არა იყო რა, მაგრამ
რაც იყო და რისაც, სულ კეთილ სვინდისით და სიმართლით. ახლა ყოველი ჩვენი
ვაჭრობა პლუტობაზედ და მოტყუებაზედ დაფუძნებულია.
უზნეო, უსამართლო და უსინდისო ვაჭრობა ქვეყნის წინსვლას ვერ წაადგება,
სიკეთეს ვერ მოიტანს და ვერც სიმდიდრეს შეგვძენს. მწერლის იდეალი წესიერი,
მართალი ვაჭარია, ისეთი, როგორებიც ჩვენი ძველები ყოფილან. წინათ სოფლებიდან
ქალაქებშიაც გასასყიდი ესა ჰქონდათ: პური, ქერი, ღვინო, საქონელი, ცხვარი, ღორი,
ქათამი, ბატი, შეშა, ფიჩხი, ბზე, თივა, ბალახი და სხვანი. XIX საუკუნეში კი რა
მდგომარეობაა? პური მოგვდის, სხვა ვაჭრობს, ჩვენი ვენახები სხვის ხელშია. ჩვენს
ღვინოს სხვა ჰყიდის და სხვა კი არა გვაქვს რა რომ სათქმელი იყოს თვინიერ უზომო
ტრაბახისა. ცნობილია, რომ XIX საუკუნის დასაწყისში ქართველები თაკილობდნენ
ვაჭრობას, როგორც მათთვის შეუფერებელს, სამარცხვინოსა და ღირსების შემლახველ
რამეს.

1859 წ. ჟ. ცისკარში
გამოქვეყნებულ წერილში ჩვენი საქართველოს საზოგადოება
გულისტკივილით წერდა მწერალი, რომ ვაჭრობის საქმე ჩვენში ცუდად მიდის. ალ.
ორბელიანს სამაგალითოდ მიაჩნია საქმიანობა ივანე კონსტანტინეს ძე
მუხრანბატონისა, რომელიც იყო თბილისის გუბერნიის ყველაზე მსხვილი
მიწათმფლობელი. მწერალი მოუწოდებს ქართველ მემამულეებს, დაუხლოვდნენ და
მიჰბაძონ ივანე მუხრანბატონს, ისწავლონ მისგან. საყურადღებოა, რომ ივ.
მუხრანბატონის სამეურნეო საქმიანობა მაშინდელი საზოგადოების ერთ ნაწილში
უკმაყოფილებას იწვევდა. ალ. ორბელიანის წერილის საპასუხოდ გიორგი დვანაძეს
(გ. ერისთავის თეატრის ყოფილ მსახიობს) დაუწერია ლექსი - პასუხი ალ. ორბელიანს
ქართველთ საზოგადოებაზედ, სადაც ვკითხულობთ: ჩემო პუპლიავ! რა ცუდათა
ჰსჯი, თვით შენ არ გესმის შენი ნაბჯაღი; შენ აძლევ ქართველთ დარიგებასა, როგორ
მოიქცნენ ამ დროებასა. ამბობ, მივბაძოთ კნიაზ ივანეს - მშვიდსა, კეთილსა,
ამასთანავე მხნეს. მაგრამ ვაიმე, რა ცუდათ ჰსცდები, შენ ივანეს ჰაზრს როგორ
მიხვდები?

71
ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, გ. დვანაძე ამ შემთხვევაში გამოხატავდა
პროგრესულად მოაზროვნე პირთა (გ. ერისთავი და სხვ.) აზრს, რომელიც
ბატონყმობის მოსპობას მოითხოვდა. უფრო სარწმუნოა, რომ გ. დვანაძისა და სხვათა
(ივ. მუხრანბატონის სამეურნეო საქმიანობა სხვებსაც გაუკიცხავთ) გაღიზიანება იმან
გამოიწვია, რომ ივ. მუხრანბატონი თავისი მამულების გასაფართოებლად არავითარ
საშუალებას არ ერიდებოდა, სხვის საყანე მიწებს, ვენახებს, საძოვრებს იტაცებდა და
ასე ავიწროებდა მეზობელ მებატონეებს. სხვაგან (უწინდელს დროს ბატონყმობა
საქართველოში) ალ. ორბელიანი სამაგალითოდ და მისაბაძად სახავს მდიდარ გლეხს,
აქულაშივლს, რომელსაც ჰქონია ვაჭრობა ოსმალოში, სპარსეთში და მთელს
საქართველოში. აქულაშვილს სიმდიდრე სწორედ ვაჭრობით შეუძენია. ალ.
ორბელიანიგანსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მდიდარი
გლეხი თავის ქონებას კეთილად იხმარდა და სხვასაც ახმარდა. ღმერთს უძლევია
თავის წყალობა და იმასაც უხმარია სვინდისისამებრ კეთილად. სხვისთვის
დახმარების ხელის გაწვდენა, ქველმოქმედება ის აუცილებელი პირობაა, რაც ერთის
სიმდიდრეს მთელი ქვეყნის სასარგებლოდ და სასიკეთოდ აქცევს.

ალ. ორბელიანის რწმენით, მდიდარი ხალხის სახელი და საქმეები ისევე უნდა


დაიწეროს და გადაეცეს შთამომავლობას, როგორც მამულისათვის თავდადებულთა.
ეს აუცილებელია, რათა ბევრმა მიბაძოს და სანიმუშოდ გაიხადოს მათი საქმიანობა.
ნარკვევში თელავი კახეთის ვენახების ნახვით გახარებულმა და ნასიამოვნებმა
მწერალმა გულწრფელად დალოცა კახეთის მადლი, გულმხურვალედ შეევედრა
უფალს: ამის მარნეულის რტონი არ გამოილიოს... ამ ნაყოფიერს მიწაზე, რომელთაცა
მცხოვრებთ აძლევთ კარგსა სარჩოს
და იქვე თავისი გულისტკივილი გამოთქვა ადგილობრივ გლეხებთან იმის გამო, რომ
ისინი ამ შესანიშნავ ღვინოს მარტო სასმელად, საქეიფოდ, დროის გასატარებლად
იყენებენ. ეს ხომ ამ გასაშტერებელის ღვინის მოთხრაა და სრულებით გაფუჭება,
რომლისაცა ფასი არ ვიცით ამისი. ალ. ორბელიანი შემთხვევას არ უშვებს ხელიდან,
რომ ვაჭრობის განვითარების პროპაგანდა გასწიოს. კახელ გლეხებს მწერალი ასეთ
რჩევა-დარიგებას აძლევს: ეს თქვენი ღვინო არის თქვენი გასასყიდი ძვირფასი განძი,
საიდგანაც დიდი სიმდიდრე შემოგივათ და ბოლოს სანატრელს
კეთილმდგომარეობაში შეხვალთ,... შეუდექით ვენახების გამრავლებას და ღვინოების
უფრო კარგად დაყენებას. გარწმუნებთ, რომ თავის დროზედ არამც თუ რუსეთში,
სხვა უცხო ქვეყნებშიაც ძვირფასად გაიყიდება, ეს მშვენიერი თქვენი ღვინო და
ურიცხვს ფულს შემოგიტანსთ.
ქვეყნის ევროპეიზაციის აუცილებლობას ქადაგებს ალ. ორბელიანი, როდესაც
წერს: ხომ ვხედავთ, ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის მეტი აღარა არის რა, აღარც თოფი და
აღარც ხმალი, - ვმადლობ ღმერთსა! მაშასადამე, სადაც მშვიდობაა, იქ რა არის
საჭირო? - სწავლა-განათლება, მიწის ნაყოფიერების გამრავლება და ვაჭრობა,
აუცილებელი გამამდიდრებელი კაცისა. დამიჯერეთ, რომ ყველა ეს ფიქრი უნდა
გვქონდეს ეხლა და ეს აზრი საზოგადოთ. აქედან გამომდინარე, მკვლევარები
ასკვნიან, რომ ალ. ორბელიანი მიისწრაფოდა საქართველოს ევროპეიზაციისაკენ;
რაციონალური მეურნეობის მოწყობისაკენ აქეზებდა თავადაზნაურობას; უდიდეს
მნიშვნელობას ანიჭებდა სწავლა-განათლებას... მისი სოციალურ-ეკონომიკური
მრწამსი შეიცავდა ლიბერალური იდეების მძლავრ ტენდენციას, რომელმაც
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული საზოგადოებრივ-ეკონომიკური აზრის
ისტორიაში.
72
ალ. ორბელიანი მართლაც უდიდესი მნიშვნელობის ფაქტორად მიიჩნევდა
საქართველოში ევროპული განათლებისა და ცხოვრების წესის გავრცელებას.
მწერლის აზრით, ერთმანეთს უნდა შეზრდოდა მამაშვილურ სიყვარულზე
აგებული ბატონყმური ცხოვრება, ევროპული განათლება და ვაჭრობა. აი, ეს იქნება
ზეციური ცხოვრება ქვეყანაზედ გადმოვლენილიო, დ გვარწმუნებს მწერალი.

დასკვნა

ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი


კოლორიტული წარმომადგენელია. თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით იგი
მჭიდროდაა დაკავშირებული XIX საუკუნის ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნების
ისტორიასთან. ქართული მწერლობისა და საქართველოს ისტორიის საკითხებით
დაინტერესებული ადამიანი მას გვერდს ვერ აუვლის. დღეს ბევრი რამ კეთდება ალ.
ორბელიანის სახელის აღსადგენად, საზოგადოებაში მისეული იდეალების
დასამკვიდრებლად. რჩეულთა ბიბლიოთეკის
სერიით დაიბეჭდა მწერლის ნაწერები სიტყვა მამულის ტრაპესზედ. მაგრამ,
სამწუხაროდ, ჯერაც ვერ მოხერხდა ალ. ორბელიანის თხზულებათა სრული
კრებულის გამოცემა.
მამულის სიყვარულისა და ხალხის ცხოვრების განკარგების ალექსანდრე
ორბელიანისეული იდეალები მთელი ქართველი საზოგადოების ბრძოლის
პროგრამად აქცია ახალმა თაობამ - ქართველმა სამოციანელებმა სწორედ მათ (ი.
ჭავჭავაძემ, ა. წერეთელმა, კ. ლორთქიფანიძემ, ს. მესხმა) მისცეს მაღალი შეფასება ალ.
ორბელიანის პიროვნებასა და საზოგადოებრივ საქმიანობას. ი. ჭავჭავაძემ ერთ თავის
გვიანდელ სტატიაში ალ. ორბელიანი მოიხსენია იმ მოწინავე ქართველ
ახალგაზრდათა შორის, რომელთაგან ზოგმა საზოგადო და სახელმწიფო სარბიელზე
თავი გამოიჩინა XIX საუკუნის მეორე ნახევრის მეოთხედიდან. ამ ახალგაზრდათა
წრის წმიდათა - წმიდა იყო სამშობლოს სიყვარული, რომელმაც ბოლოს
თავდადებულ ტრფიალებამდე გაიწია მათდა სასახელოდ. ხოლო ა. წერეთლის
დახასიათებით ალ. ორბელიანი იყო სამშობლოს ფანატიკოსი ტრფიალი, ნამდვილი
ქართველი კაცი, ბევრის მნახველი, ბევრის გამგონე და ნაღვაწი. გულისტკივილით
ამბობს აკაკი, რომ დღეს ბევრმა არც კი იცის, თუ ვინ იყო და რა იყო თ. ალექსანდრე
ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი. სამწუხარო და საკვირველია, რომ დღეს ჩვენ
სრული ბიოგრაფია არა გვაქვს
ალ. ორბელიანისა - იმ კაცისა, რომელიც ყოველთვის სამაგალითო უნდა იყოს
ქვეყნისათვის თავის უებრო გულწრფელობითო, - ასკვნის აკაკი.
ალ. ორბელიანი წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, დრამებს, კრიტიკულ და
პუბლიცისტურ სტატიებს, მხატვრულ-დოკუმენტურ ნაწარმოებებს. ეს უკანასკნელი,
შეიძლება ითქვას, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერაც თითქმის
შეუსწავლელი საკითხია.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ალ. ორბელიანის მსოფლმხედველობის
ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა დედამ - სახელოვანმა თეკლა
ბატონიშვილმა, რომელიც შვილების აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა.
სწორედ თეკლას ნაამბობით გაიგო ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ისტორია ალ.
ორბელიანმა. ღრმად ჩაწვდა წარსულის ფესვებს, გაითავისა და შეისისხლხორცა იგი
და შემდეგ მწერლური პატიოსნებით, უდიდესი სიმართლით გადმოგვცა,

73
შთამომავლობას დაუტოვა მხატვრულ-დოკუმენტურ თხზულებათა მთელი სერია,
ციკლი, რომელთა შესწავლა ჩვენი ზნეობრივი მოვალეობაცაა.
პატარა სანდროს გრძნობა-გონებაზე დიდი გავლენა მოუხდენია გამზრდელ
ლომისახარს, რომელიც თურმე სულ რუსებს წყევლიდა. აი ასეთ ოჯახში, ასეთ
გარემოში ჩამოყალიბდა მწერლის მსოფლმხედველობა და გასაგებია, რომ ალ.
ორბელიანს ფანატიკურად უყვარდა თავისი ქვეყანა და ასეთივე ძალით სძულდა
დამპყრობელი. ლოგიკურია, რომ თეკლა ბატონიშვილის მთელმა ოჯახმა და მათ
შორის ალ. ორბელიანმაც მიიღო მონაწილეობა 1832 წლის შეთქმულებაში, რომელიც
მიზნად ისახავდა მამულის დახსნას და მისთვის ძველი დიდების აღდგენას. კარგა
ხანია, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა 32 წლის შეთქმულება ითვლებოდა
დანაშაულად და მასზე საუბარი საშიში და მიუღებელი იყო. ეს შეთქმულება
მამულის სიყვარულით გულანთებული ადამიანების ორგანიზებული იყო. მათ
შორის კი ერთ-ერთი პირველი ალ. ორბელიანი გახლდათ.

ალ. ორბელიანი იმდროინდელ საზოგადოებაში იმდენად სანდო და საიმედო


პირად (მამულის ერთგულ შვილად) იყო მიჩნეული, რომ შეთქმულებმა თურმე
პირველად ის დაასახელეს თავიანთ მეთაურად, მაგრამ ალექსანდრე არ დათანხმდა.
შემდეგ ოფიციალური ხელმძღვანელობა ელიზბარ ერისთავმა იკისრა, მაგრამ
ფაქტიურად ალექსანდრეს გარეშე თითქმის არაფერი არ კეთდებოდა, იგი მოწინავე
ქართველ ინტელიგენციასთან ერთად საქართველოს ეროვნული
დამოუკიდებლობისათვის პირველი თესლის
გაღვივების მსურველი და დიდი პატრიოტი იყო.
32 წლის შეთქმულების მონაწილეთაგან ერთადერთი გამონაკლისი ალ.
ორბელიანია, ვის მრწამსშიც შეთქმულების დამარცხების შემდეგაც არ მომხდარა
გარდატეხა. რუსეთთან ის შემდგომშიც ოპოზიციაში იმყოფებოდა. ამის დასტურია
თუნდაც მიხ. ვორონცოვის ლიბერალური პოლიტიკის მისეული შეფასება, რომელიც
დღესაც გასაზიარებელია. მთავრობის მიმართ პროტესტის თავისებური
გამოხატულება იყო ისიც, რომ თბილისში დაბრუნებულ მწერალს ოფიციალურად
სამსახური არსად დაუწყია.
ალ. ორბელიანმა დიდი ამაგი დასდო ჟ. ცისკრის
გამოცემას. მას ეკუთვნის იმ დროისათვის პროგრესული შეხედულება იმის შესახებ,
რომ შესაძლებელია და სასურველიც რამდენიმე პერიოდული ორგანოს
ერთდროულად გამოცემა - ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურულ წინსვლასა და
განვითარებას.
თაობათა ბრძოლაში ალ. ორბელიანი შვილების
წინააღმდეგ ბრძოლაში არ ჩაბმულა. იგი ერთიანი სალიტერატურო ენის, ე. წ.
საშუალო ენის
დაკანონების მომხრეა მწერლობაში, ხოლო ანბანის გამარტივების საკითხში
არსებითად დაეთანხმა ი. ჭავჭავაძეს.
ალ. ორბელიანი მომხრე იყო ქართული ადათის, წესის, ტრადიციის მტკიცედ
დაცვისა. მისი ღრმა რწმენით ტრადიციის მოშლა, მორღვევა, საბოლოო ჯამში ერის
სულიერ გაღარიბებასა და მის სრულიად მოსპობას უწყობს ხელს (რაც ჰქონდათ
მიზნად რუს დამპყრობლებს). ამიტომაც მოუწოდებს ქართველებს ჩვენი სასუფრო,
სასიმღერო, ღვინის სმისა თუ სხვა ტრადიციების დაცვისა და შენარჩუნებისაკენ.
ალ. ორბელიანის შეხედულება სოციალურ საკითხზე სამეცნიერო ლიტერატურაში
მიჩნეულია მწერლის მსოფლმხედველობის ყველაზე სუსტ წერტილად. ალ.
74
ორბელიანს მიაჩნია, რომ საქართველოში ოდითგანვე ბატონსა და ყმას შორის კარგი,
მამაშვილური ურთიერთობა იყო. ბატონყმობის სასტიკი ფორმების შემოსვლა კი,
მისი აზრით, დაკავშირებულია რუსეთის შემოსვლასა და დამკვიდრებასთან.
დავეთანხმებით თუ არა, სრულად გავიზიარებთ თუ არა მის აზრს, ერთი ცხადია,
მწერალს გულწრფელად სურს, წოდებათა შორის ურთიერთობა გონივრულად იყოს
მოწესრიგებული და კლასთა შორის ბრძოლას კი არა, ურთიერთგაგებასა და
სიყვარულს ქადაგებს (რისთვისაც შემდეგ თავგამოდებით იბრძოდა და რასაც
შეეწირა კიდეც 60-იანელთა თავკაცი ი. ჭავჭავაძე). ასე რომ, არც ამ შემთხვევაშია ალ.
ორბელიანი ჩამორჩენილი და რეაქციონერი მოღვაწე.
თავის მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ პუბლიცისტურ წერილებში ალ. ორბელიანი
თანმიმდევრულად ავითარებს კავკასიის ერთინობის იდეას. თავისუფლება მთელმა
კავკასიამ უნდა მოიპოვოს. მარტო საქართველომ კიდეც რომ გაიმარჯვოს ბრძოლაში,
მის მიერ მოპოვებული თავისუფლება კავკაიის სხვა რეგიონების გარეშე ეფემერული
და სწრაფწარმავალი იქნება, - ფიქრობს მწერალი. ქართველთა და კავკასიის სხვა
მკვიდრთა ერთობა ჩვენი ბედნიერების საწინდარია, - გასული საუკუნის მოღვაწის ეს
აზრი, რომელიც 60-იანელებმაც შეითვისეს, დღესაც არ არის სიმართლეს
მოკლებული.
მწერალი მხურვალე მომხრე და მქადაგებელია ევროპეიზაციისა, რაშიც
ძირითადად ორ რამეს მოიაზრებს - ევროპული განათლებისა და აგრეთვე ვაჭრობის,
აღებ-მიცემობის განვითარებას. ალ. ორბელიანი განათლების უპირველეს, უმთავრეს
დანიშნულებასა და საბოლოო მიზანს ზნეობრივ სიწმინდეში ხედავს.
თავისი მსოფლმხედველობით (პოლიტიკური, ეკონომიკური, ზნეობრივი,
ეთიკური, ესთეტიკური მრწამსით) ალ. ორბელიანი ქართველ 60-იანელთა
წინამორბედია. მისმა მოღვაწეობამ დიდი როლი ითამაშა ილიასა და მისი თაობის
მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

75

You might also like