You are on page 1of 10

მე-19 საუკუნის ქართული

არქიტექტურა
XlX საუკუნეში საქართველო რუსეთის იმპერიის
შემადგენლობაში იყო, რამაც გარკვეული ცვლილებები
შეიტანაქართულ კულტურაში. ასევე ამ პერიოდში აგებულ იქნა
რამოდენიმე ქართული არქიტექტურული ნაგებობა,
რომლებზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ.
„ თბილისის ეს ნაწილი არქიტექტურითა და ხალხის
ჩაცმულობით მთლიანად აზიურია. ბაზრის გრძელი რიგები
ეროვნულ ტანისსამოსში გამოწყობილი ქართველებითა და
სომხებით არის სავსე. მოპირდაპირე მაღლობზე აგებული
სახლები უკეთესიადა ქუჩები უფრო ფართოა. რუსული უბანი,
რომელშიც გუბერნატორის სასახლე და სახელმწიფო
დაწესებულებებია, ფართო კვარტალებად არის დაყოფილი.
იგრძნობა მყვირალა, ეფექტიანი არქიტექტურული გემოვნება.“
- რიჩარდ უილბრაჰამი (ინგლისელი მოგზაური)
1802 წელს თბილისში ვაჟთა
მეორე კლასიანი
სასწავლებელი გაიხსნა,
სადაც საგნები მხოლოდ
რუსულ ენაზე
ისწავლებოდა. 1823 წელს
სასწავლებელი 6 კლასიანად
აქციეს. იმ დროისთვის
სკოლაში ისწავლებოდა: საღვთო რჯული, რუსული, ქართული,
უცხო ენები (აზერბაიჯანული, სომხური, ლათინური,
გერმანული), არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, მსოფლიოს,
რუსეთისა და საქართველოს ისტორია, საყოველთაო გეოგრაფია,
ხაზვა და ხატვა.
1830 წელს სასწავლებებლი გიმნაზიად გადაკეთდა.
1801 წლიდან, როცა საქართველოში მეფის რუსეთის ოკუპაცია
დაიწყო, ქართული საგანმანათლებლო საქმის გამგრძელებული
გახდა კეთილშობილთა სასწავლებელი. პირველი მცდელობა,
რუსული ენა საყოველთაო გაეხადათ საქართველოში, იყო 1802
წელს გახსნილი ვაჟთა ორკლასიანი სასწავლებელი, სადაც
სწავლა მხოლოდ რუსულად წარმოებდა, მასწავლებლებად კი
კანცელარიის რუსი მოხელები იყვნენ მოწვეულნი.
რუსულენოვანი სასწავლებელი უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა
ქართული საზოგადოებისათვის, რის გამოც სკოლამ არსებობა
მალევე შეწყვიტა. ის 1804 წელს მთავარმართებელ პავლე
ციციანოვის (ციციშვილის) ინიციატივითა და მზრუნველობით
აღადგინეს და მას "კეთილშობილთა სასწავლებელი" უწოდეს.
ამ სკოლის ისტორიაში აისახა ქვეყნის ცხოვრებაში მიმდინარე
ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. კეთილშობილთა
სასწავლებელი 26 წლის მანძილზე საქართველოში არსებული
ერთადერთი საერო სკოლა იყო.
სასწავლებლის პირველ დირექტორად დაინიშნა ალექსი
პეტრიაშვილი. პირველმა დირექტორმა მთავარმართებელ
ციციანოვის დახმარებით შეძლო სასწავლებელში ღირსეული
პედაგოგების მოწვევა, საჭირო ლიტერატურითა და
ინვენტარით სკოლის უზრუნველყოფა, სწავლის დონის
ამაღლება. მან კეთილშობილთა სასწავლებელს ავტორიტეტი
შესძინა. მდგომარეობა შეიცვალა ახალი მთავარმართებლის-
ალექსანდრე ტორმასოვის- დროს. მან განიზრახა
კეთილშობილთა სასწავლებლის სამხედრო სკოლად გარდაქმნა,
რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ალექსი პეტრიაშვილი,
თუმცა მისი წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში უშედეგო იყო,
ამიტომ მან 1810 წ. უარი თქვა სასწავლებლის დირექტორის
თანამდებობაზე.
პეტრიაშვილის შემდეგ სკოლა თანდათან კარგავდა
რუდუნებით მოპოვევებულ სახელს, ეცემოდა დისციპლინა.
შექმნილ რთულ ვითარებას წარმატებით გაართვა თავი და
დახურვის პირას მისული სასწავლებელი განსაცდელისაგან
იხსნა ახალმა დირექტორმა- თედორე ბუკრიბსკიმ. ტორმასოვის
გეგმა კეთილშობილთა სასწავლებლის სამხედრო
სასწავლებლად გადაქცევის შესახებ არ განხორციელდა, თუმცა
სასწავლო საგნებს დაემატა რამდენიმე სამხედრო დისციპლინა.
კეთილშობილთა სასწავლებელში თავდაპირველად საგნებს ჯერ
ქართულ ენაზე ასწავლიდნენ ბავშვებს, ხოლო შემდეგ იმავე
საკითხზე რუსულად უტარებდნენ გაკვეთილებს. ქართული
ენის ცოდნა სავალდებულო იყო რუსი მასწავლებლებისა და
მოსწავლეებისთვისაც. ქართული ენის სწავლების შეზღუდვა
გიმნაზიაში იწყება XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან.
სასწავლებელში მოსწავლეებს იღებდნენ მისაღები გამოცდებით.
კლასიდან კლასში გადასასვლელად ტარდებოდა გადასაყვანი
ღია, წერითი გამოცდა. სასწავლო წლის ბოლოს იმართებოდა
საჯარო აქტები, რომელსაც ესწრებოდნენ მთავარმართებელი,
საქართველოს ეგზარქოსი, გუბერნატორი და სხვა მაღალი
რანგის პირები. საჯარო აქტები, ფაქტობრივად,
სადღესასწაულო, წინასწარ დადგმული წარმოდგენა იყო,
რომელიც საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევდა.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და
ბალეტის პროფესიული
სახელმწიფო თეატრი —
ოპერის სახლი ქ. თბილისში,
საქართველოს მთავარი
მუსიკალური თეატრი,
თბილისის ერთ-ერთი
ღირსშესანიშნაობა და
ქალაქის კულტურული
ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი
საუკუნენახევრის მანძილზე. დაარსდა 1851 წელს.
საქართველოში ოპერის თეატრის დაარსება იმ ზოგად
პოლიტიკურ-კულტურული პროცესების უშუალო გამოძახილი
და გაგრძელება იყო, რამაც იგი რუსეთის იმპერიასთან
შეერთების შემდეგ მოიცვა და მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა
კულტურული ცხოვრების და ეროვნულ-საგანმანათლებლო
მოძრაობის გააქტიურების თვალსაზრისით.
1844 წელს საქართველოში დანიშნულმა კავკასიის
მთავარმართებელმა, გენერალ-ფელდმარშალმა, დიპლომატმა
გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის
კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. 1845 წელს მან
სტავროპოლიდან მოიწვია მსახიობთა დასი იაცენკოს
ხელმძღვანელობით, რომელთაც სპეციალური სცენა გამოუყო.
ამ მიზნით იაცენკომ მანეჟის შენობა გამოიყენა, რომელიც
გადააკეთებინა საოპერო სცენად და შეიქმნა თეატრის დირექცია
ცხრა კაცის შემადგენლობით. დასმა სპექტაკლების გამართვა
1845 წლის 20 სექტემბრიდან დაიწყო. წარმოდგენები კვირაში
ორჯერ იმართებოდა და უმთავრესად ვოდევილებისა და
კომედიებისაგან შედგებოდა.
1845—1846 წლების სეზონში თეატრში დირიჟორობდნენ
კამენსკი და პეტროვი, შემდეგ მოიწვიეს მალაგანი და შენინგი.
1846 წლის 15 სექტემბერს მალაგანის ხელმძღვანელობით
სპექტაკლის დაწყებამდე შესრულდა ობერის ოპერა „ფენელას“
უვერტიურა, ხოლო შესვენების დროს — მალაგანის სიმფონია,
რაც ოპერისათვის განკუთვნილ სცენაზე სიმფონიური მუსიკის
შესრულების პირველი პრეცედენტი იყო. შემდგომში ეს
ტრადიციადაც კი იქცა. ვორონცოვმა მსახიობები საიმპერატორო
თეატრებიდანაც მოიწვია. შემდგომში წარმოდგენები ქართულ
ენაზეც ითარგმნებოდა.
1850 წლის 2 იანვარს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია
„გაყრა“. ამ პროცესების პარალელურად თბილისში მუდმივი
საოპერო თეატრი შენდებოდა. 1851 წლის გაზაფხულზე
თბილისში მოწვეული იყო იტალიური საოპერო დასი იმხანად
ცნობილი დირიჟორის ბარბიერის ხელმძღვანელობით,
რომელმაც სამი თვის განმავლობაში თორმეტი საოპერო დადგმა
განახორციელა. ამასთან დაკავშირებით ორკესტრი გამდიდრდა
ახალი საკრავებით, ნოტებით. თბილისში ჩამოვიდნენ და
დამკვიდრდნენ უცხოელი ორკესტრანტები.
1851 წლის 9 ნოემბერს თბილისის პირველი საოპერო სეზონიც
გაიხსნა. წარმოდგენილი იყო გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი
ლამერმური“. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, რომელსაც
გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად, მასპინძლები
ბარბიერის დასს და ოპერაში იმ საღამოს შეკრებილ
საზოგადოებას მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ წამოუძღვნენ.
ჭეშმარიტად სახალხო ზეიმად ქცეულმა სანახაობამ პირდაპირ
მდინარე მტკვარში გადაინაცვლა, სადაც ტივებზე
მოკალათებული ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა
ოპერის თეატრის გახსნას თბილისში. არიებს იტალიური
ოპერიდან დილამდე ენაცვლებოდა ადგილობრივი ქალაქური
მუსიკის ჰანგები.
პირველ წარმოდგენას მოჰყვა „ერნანი“, „ნორმა“, „სევილიელი
დალაქი“ და სხვა ოპერები. ამ შესანიშნავმა თეატრმა ახლად
დადგმული საოპერო სპექტაკლებით მნიშვნელოვნად აამაღლა
თბილისის კულტურული ცხოვრების საერთო დონე.
თბილისელ მელომანთა შორის იტალიელი
კომპოზიტორებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ
ბელინი, დონიცეტი, როსინი, ვერდი. ლამაზი საბალეტო
სცენებით და ვირტუოზული ვოკალური ტექნიკის მდიდარ
საოპერო სპექტაკლებს არ შეიძლებოდა არ მიეზიდა
სანახაობებისადმი ემოციური დამოკიდებულებით
გამორჩეული ტემპერამენტული აუდიტორია. მას ხიბლავდა
მეიერბერის „ჰუგენოტები“ და „აფრიკელი ქალი“, ჰალევის
„კარდინალის ქალიშვილი“, ობერის „ფენელა“. მოგვიანებით
თბილისში საოცარ დაინტერესებას იჩენდნენ გერმანული
ოპერის, კერძოდ რიხარდ ვაგნერის მუსიკის მიმართ.
შესანიშნავია ისიც, რომ ევროპაში შექმნილი ყოველი
მაღალმხატვრული საოპერო თხზულება ერთი ან ორი წლის
შემდეგ უკვე თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა
თბილისი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტობრივად
„ოპერომანიით“ იყო შეპყრობილი. ამ გარემოებამ გადაწყვიტა
საოპერო დასის შექმნაც, რაც აუცილებელი იყო სრულფასოვანი
დადგმების განსახორციელებლად. ამ მიზნით 1852 წელს, უკვე
მეორე სეზონზე მოიწვიეს რუსული საბალეტო დასი
პეტერბურგიდან, რომელმაც 1852 წლის 5 ოქტომბერს
მაყურებელს შესთავაზა ტალიონის ბალეტ „სილფიდას“ II
მოქმედების ნაწყვეტი და სხვადასხვა ცეკვები. ეს იყო პირველი
საბალეტო წარმოდგენა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე.
პირველი მთლიანი საბალეტო სპექტაკლი კი ბალეტმაისტერ
მანოხინის მიერ დადგმული შმიდტის ბალეტი „გიტანა“ იყო,
რომლის პრემიერა 1894 წლის 18 იანვარს შედგა. თეატრი არ
კმაყოფილდებოდა მხოლოდ საოპერო სპექტაკლებით და 1860
წლის ზაფხულში ორკესტრი შენინგის და კატანის
დირიჟორობით კონცერტებსაც მართავდა იმხანად ყველაზე
დიდ, მუშთაიდის პარკში, აგრეთვე თბილისის სხვა შენობებში.
1874 წელს ოპერის შენობა დაიწვა, მიუხედავად ამისა დასმა
მუშაობა არ შეწყვიტა და დროებით „საზაფხულო თეატრის“
სცენაზე გადაინაცვლა. ამ პერიოდმა 22 წელი გასტანა.
თბილისის კულტურული ცხოვრება ახალ-ახალი
ღირსშესანიშნავი მოვლენებით მდიდრდებოდა. თეატრის
სცენაზე მუშაობა დაიწყო რუსულმა საოპერო დასმა; დაიდგა
პეტრე ჩაიკოვსკის, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის, ანტონ
რუბინშტეინის ოპერები. თეატრის მხატვრული დონის
ამაღლებას ხელი შეუწყო რუსი კომპოზიტორის — მიხეილ
იპოლიტოვ-ივანოვის მოღვაწეობამ, რომელიც თეატრს სათავეში
1883—1893 წლებში ედგა.
80-იან წლებში განსაკუთრებით გამოცოცხლდა ქალაქის
საკონცერტო ცხოვრება. თბილისში კონცერტებით
გამოდიოდნენ ცნობილი შემსრულებლები: გალი, პატი, ბარძი,
მაზინი, კუბელიკი, ჩაიკოვსკი, რუბინშტეინი, რახმანინოვი,
ზარუდნაია, იაკოვლევი, უსატოვი და ამ უკანასკნელის მოწაფე,
დიდი რუსი მომღერალი ფიოდორ შალიაპინი.
თეატრის ახალი შენობა 1896 წლის 3 ნოემბერს მიხაილ გლინკას
ოპერით „ივან სუსანინი“. ეს დადგმა განახორციელა რუსულმა
საოპერო დასმა, რომლის რეპერტუარის წყალობით ქართული
საზოგადოება რუს კომპოზიტორთა საოპერო ნაწარმოებებსაც
გაეცნო.
სხვადასხვა დროს ამ სცენაზე ცნობილი საოპერო და საბალეტო
დასები გამოდიოდნენ: იტალიური ოპერა (1897-98, 1910), ვენის
საიმპერატორო ოპერეტა (1903), მოსკოვისა და პეტერბურგის
კომიკური ოპერები (1907), პეტერბურგის საიმპერატორო
ბალეტი (1907-08, 1913); მღეროდნენ XIX—XX საუკუნეში მოღვაწე
შესანიშნავი მომღერლები: შალიაპინი, სიბირიაკოვი,
მოზჟუხინი, დავიდოვი, სობინოვი და სხვა. აღსანიშნავია, რომ
1905 წელს დაფუძნებულმა თბილისის ფილარმონიულმა
საზოგადოებამ განახორციელა რუსული და დასვლეთ
ევროპული ოპერების ქართულ ენაზე დადგმა, რაც საოპერო
ხელოვნების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს უწყობდა
ხელს და შესაბამისად, მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს
იზიდავდა. ყოველივე ამან და ქართულმა სასიმღერო თუ
პოეტურმა ტრადიციამ ხელი შეუწყო ქართული ეროვნული
ოპერის შექმნას, რომელსაც ახალი ქართული პროფესიული
მუსიკის ისტორიის პირველი ეტაპი უკავშირდება.
„უნდა გამოვტყდე, რომ თეატრის ვესტიბიულში
შესვლისთანავე განცვიფრებაში მომიყვანა ორნამენტის სადა და
დახვეწილმა სტილმა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს
პომპეუსის თეატრის ვესტიბიულში შევედი. ზემოთა ფოიეში
ორნამენტი არაბული ჩუქურთმით შეიცვალა. შევედი
დარბაზში, რომელიც ფერიათა სასახლე გეგონებოდათ, არა მისი
მდიდრული მორთულობით, არამედ იმით, რომ უფაქიზესი
გემოვნებითაა შესრულებული. შესაძლებელია, იქ სულ 100
მანეთის ვარაყიც კი არ იყოს დახარჯული. მაგრამ უყოყმანოდ
შეიძლება ითქვას , რომ თბილისის სათეატრო დარბაზისთანა
თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მინახავს.“
-ალექსანდრე დიუმა (ფრანგი მწერალი)

You might also like