You are on page 1of 4

ლენინმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ნახევარი მსოფლიო

ცოდვით დასცა და ქართული ორიათასწლოვანი ქრისტიანული,


მართალი ცნობიერება დაამსხვრია. ქვეყანას მწყემსიც
სჭირდება,მუშაც,მხატვარიც და მწერალიც...თითოეული
ადამიანი თავისი გარკვეული ნიჭითა და შესაძლებლობით
უნდა იმკვიდრებდეს და წარმოაჩენდეს თავის ბუნებას
საზოგადოებაში, მაგრამ არსებობს უმთავრესი ნიჭი-ადამიანად
ყოფნა,რაც ერთნაირად ევალება მწყემსსაც და მწერალსაც.
მეფე,თავადი და აზნაური იმიტომ იყო გამორჩეული და
პატივსაცემი სოციალურად დაბალი საზოგადოების
ადამიანისგან,რომ მათ თავიანთი ინტელექტუალური და
ფიზიკური შესაძლებლობებით შეეძლოთ მათი
დაცვა,პატრონობა.პატრონ-ყმური ინსტიტუტი სიყვარულსა და
ურთიერთპატივისცემას ეყრდნობოდა და ადამიანს შეახსენებდა
სამყაროს იერარქიულ ურთიერთდამოკიდებულებას და
მორჩილებას სიყვარულის კანონით.ყოველ ეპოქას ჰყავს თავისი
ანტიქრისტე ანუ წინააღმდგომი,“მხეცი“,რომელსაც
„მომხიბვლელი“ იდეით სურს ამ ჰარმონიის დარღვევა. რა იდეა
შესთავაზა ლენინმა კაცობრიობას? პროლეტარიატის ანუ
უქონელი,სოციალურად დაბალი განვითარების კლასის
დიქტატურა,რაც იყო ყველაზე საშინელი იდეა ადამიანის
ცნობიერების დასამსხვრევად მოფიქრებული.ადამიანს,მუშას
ეუბნებოდნენ,რომ ის „იჩაგრებოდა“,შეეძლო გატოლებოდა
მეფესა და თავადს, და შესაძლებლობა ჰქონდა სოციალური
სტატუსი გაურჯელადაც მოეპოვებინა.ყველაზე
მთავარი,ადამიანს გამოაცალეს ღმერთი,შემქნელი,მამა და მის
სანაცვლოდ ბელადი,იდეური წინამძღოლი დაუყენეს.ბელადმა
პროლეტართა უფლებების ილუზიური დაცვით საკუთარი
კერპი შეუქმნა კაცობრიობას...ასე შეიქმნა ბოლშევიკური
პარტია,ღმერთი უმცირესობაში,მენშევიკებში დარჩა.ლენინის
სატანურ იდეას რუსეთი ეცოტავებოდა,ამიტომაც მოადგნენ
საქართველოს....საქართველო დადგა განსაცდელის წინ,ან
ორიათასწლოვანი მონაპოვარი-ქრისტიანული კულტურა უნდა
დაეცვა ისევ სისხლით და სიცოცხლით და მასში საკუთარი
თვითმყოფადობა შეენარჩუნებინა,ან მიეღო ბოლშევიკები და
სატანის მომხიბლავი სისტემა.საქართველო დამარცხდა.1921
წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა პარტიამ გამარჯვების
დროშა ააფრიალა თბილისის თავზე.რატომ დავმარცხდით და
რა შედეგი მოვიმკეთ ,სწორედ ამ კითხვებს გასცა პასუხი
გენიალური მოთხრობით’’დიდი იოსები“ეპოქის გენიალურმა
მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
კონსტანტინე გამსახურდიამ თავის მოთხრობაში “დიდი
იოსები” აღწერა ვინმე იოსების ამბავი. აღწერილია
ბოლშევიკების შემოსვლის პერიოდში ერთ-ერთი ძველი
ქართული უბანი - სოლოლაკი, სადაც უწინ ბურჟუაზიული
კლასის ადამიანები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი მათ ადგილას
შეასახლეს გლეხები, რის შედეგადაც უბანში (და ზოგადად
ქვეყანაში) სრულმა ქაოსმა დაისადგურა და ადრე პრესტიჟული
და მოწყობილი უბანი სათარეშო მოედნად იქცა.
იოსები - ტრაგიკული გმირი თუ ისტორიული ქარტეხილის
მსხვერპლი.
25 თებერვალს იოსები ერთ-ერთ ოჯახს ბარგის ალაგებაში
ეხმარებოდა. სახლის პატრონი ხედავდა როგორ დინჯად
მოქმედებდა იოსები. ის არანაირ ესთეტიკურ გრძნობას არ
განიცდიდა ამ მოოქროვილი, მისთვის არზმანებული
საგნებისადმი, მისი ცნობიერება ამ ყველაფრისადმი
ნეიტრალურად იყო განწყობილი, ყველანაირი სიხარბის გარეშე.
ის ხიბლავდა და ამავდროულად აკვირვებდა სახლის პატრონს.
პატრონების სახლიდან წასვლის შემდეგ იოსებმა თანდათან
იგრძნო მთელი ძალაუფლება. ამის პირველი გამოვლინება იყო
სათამაშოების მაღაზიიდან ფულის მოპარვა. აქ ავტორმა
ნათლად დაგვანახა, გაგვიხსნა მის ცნობიერებაში შემალული
სხვა მე. ამას მოწმობს ასევე მისი სიზმარი თამბაქოთი
დატვირთული გემბანის კაპიტანზე. ის სიხარბემ შეიპყრო.
ის ხედავს ქუჩაში ტირილით მოსიარულე ბრმა ქალს, რომელსაც
ბოლო ორი უკანასკნელი გროში, რაც კი გააჩნდა, ყაჩაღებმა
წაართვეს და იოსები მის მიმართ არანაირ თანაგრძნობას არ
გრძნობს თითქოს ამ სიბინძურის მონაწილე ხდება.
და აი იწყება მისი სულის ფორიაქი, ეპატრონება აკვიატება,
შიში იმისა რომ მას ამ უცაბედად მოპოვებულ სიმდიდრეს
წაართმევენ. მას ესიზმრება კუთხეში მდგარი რაინდის მანეკენი,
ქვეყნის თუ სახლის პატრონის სახით წარსულიდან მოსული,
რომელიც ხმლით თავის ქალას უპობს მას.
დიდი ავტორმა იოსებს ირონიულად უწოდა, რადგან ასეთებად
მოიხსენიებენ ზეკაცებს, ადამიანებს, რომლებმაც დიდი
საქმეებით შეამკეს თავიანთი ცხოვრება, რასაც ნამდვილად ვერ
ვიტყვით იოსებზე მისი ბოლო ქმედებებიდან გამომდინარე. ის
დიდი მხოლოდ ასაკით იყო.
მალე იოსებს სახლიდან გამოასახლებენ და იმავე ეზოში
მეეზოვედ დააყენებენ. შემდეგ კი ნაწარმოებში გამოჩნდება
ახალი პერსონაჟი, პერსონიფიცირებული ბედისწერა -
ფსევდოსტუდენტი გივი, რომელიც ჭუჭყიან საქმეებში ითრევს
მას. იოსების სული სამზეოზე კი არ ამოდის, არამედ უფრო და
უფრო მიიწევს სიბნელისკენ და იღუპება. აქ წარმოდგენა
იოსებზე, მისი სიდინჯე, დარბაისლობა უცბად ეცემა. იოსები
ცხადი მაგალითია იმისა რომ უკონტროლო თავისუფლება
ღუპავს, ყრვნის ადამიანს (აქ შეგვიძლია უილიამ გოლდინგის
„ბუზთა ბატონი“ გავიხსენოთ).
ბოლოს იოსებს ტრამვაი დაარტყამს და მოკლავს. ტრამვაი ეს
არის ახალი ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი.
ეპოკალიფსური ჟამის საწყისი. იოსები, როგორც პირველი
მერცხალი ნიშანია მთელი სამყაროს დაღუპვისა. იოსების სახით
სულიერად, მორალურად დაიღუპა ძველი ეპოქა და დაიწყო
ახალი, რაც არავინ იცის რისი მომასწავლებელია.

You might also like