You are on page 1of 1

აკაკი წერეთელი-,,გამზრდელი"

დასაწერად: წარმოიდგინეთ თქვენი თავი ნებისმიერი პერსონაჟის


(ერთ-ერთი) ადგილას და დაწერეთ მცირე ესე--
„მე რომ ჰაჯი-უსუბი ვიყო“
ჰაჯი-უსუბი იყო საფარ-ბეგის აღმზრდელი და უდიდესი
პიროვნება,რომელიც სიმდიდრითა და ქონებით არ იყო ცნობილი,
იგი გამორჩეული იყო მხოლოდ თავისი ჭკუითა და გონებით, მისი
სახელი საქვეყნოდ იყო გავრცელებული და „ჭირში, ლხინში
საზოგადოდ უმისობა არ იქნება“.სადაც კი ნამდვილი ვაჟკაცი
დაბადებულა ყველა მის ხელში იყო აღზრდილი.ეს კი მის
ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და განათლებაზე
მიგვითითებს.დასკვნით ეპიზოდში,ჰაჯი-უსები თავს იკლავს, ამ
ეპიზოდში კი ნათლად წარმოჩინდება მისი სულიერი ამაღლება,
ერთი შეხედვით მას სრულიად განსხავებული განაჩენი გამოაქვს
საფარისათვის და თავს იკლავს რადგან „კაცად ვერ გამოზარდა
იგი.“
მე რომ ჰაჯი-უსუბი ვიყო,არ მოვიკლავდი თავს და დავსჯიდი საფარ-
ბეგს.ვთვლი,რომ საფარ-ბეგის დანაშაული მის აღზრდასთან
არანაირ კავშირშია. თუ ჰაჯი-უსუბმა ამდენი გვარიშვილი
ღირსეულად აღზარდა და მხოლოდ საფარ-ბეგი აღმოჩნდა
ვერაგი,მორალურად გადაგვარებული ადამიანი და ძიძიშვილობის
შემლახავი,მაშინ ეს იყო სულიერი განვითარების ბრალი.აქ კი
ვრწმუნდებით შემდეგი გამინათქვამის სისწორეში
,,მაგრამ მარტო წრთვნა რას უზამს,
თუ ბუნებამც არ უშველა“.
აქედან გამომდინარე,ერთადერთი დამნაშავე საფარ-ბეგია და
სწორედ ის უნდა დასჯილიყო,თავისი საქციელის გამო და არა მისი
გამზრდელი.

You might also like