You are on page 1of 4

საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა

1860-იანი წლებიდან რეჟიმმა შედარებით


ლიბერალური სახე მიიღო (ე.წ. „ლიბერალური
იმპერია“), დაჩქარდა ქვეყნის სამრეწველო
განვითარებაც. თუმცა, საგარეო პოლიტიკაში
იმპერატორმა სავალალო შეცდომები დაუშვა, რასაც
საბოლოოდ, მეორე იმპერიის დაცემა მოჰყვა.
ნაპოლეონ III-მ, რომელიც ცდილობდა ტოლი არ
დაედო დიდი წინაპრისათვის, სრულიად
გაუმართლებელი სამხედრო კამპანია წამოიწყო
მექსიკაში. ეს ავანტიურა სრული კრახით დასრულდა.
ნაპოლეონმა არაფერი იღონა პრუსიის
მომძლავრების წინააღმდეგ, ბოლოს კი, 1870 წელს,ს
თვითონვე გახდა იძულებული ომი გამოეცხადებინა
ამბიციური მეზობლისათვის. ეს ომი, საბოლოოდ,
საფრანგეთის სრული მარცხით დასრულდა.ომის
დაწყებიდან შვიდი კვირის შემდეგ სედანის
ბრძოლაში გერმანელებმა უპირობო გამარჯვებას
მიაღწიეს, საფრანგეთის მეორე არმია ტყვედ
ჩაბარდა გამარჯვებულებს.თვითონ ნაპოლეონიც
გერმანელთა ტყვედ იქცა. როდესაც ომში
საფრანგეთის არმიის დამარცხებისა და ნაპოლეონი
III-ის დანებების ამბავმა პარიზს მიაღწია,
რესპუბლიკელთა ნაწილმა 1870 წლის 4 სექტემბერს
საზეიმოდ გამოაცხადა ახალი რესპუბლიკის
დაფუძნება. ამგვარად დასრულდა მეორე იმპერიის
არსებობა და დაიწყო მესამე რესპუბლიკის ხანა.
ახალმა მთავრობამ თავისი რამდენიმე წევრი
გააგზავნა ქალაქ ტურში იქიდან გერმანელთა
წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებისათვის, მაგრამ
ამ ვითარებაშიც კი „ზომიერი“ და „რადიკალი“
რესპუბლიკელები ვერ თანხმდებოდნენ.
„რადიკალების“ ლიდერმა, მგზნებარე ორატორმა
ლეონ გამბეტამ დიდი მუშაობა გასწია ტურში ქვეყნის
დასაცავად მოსახლეობის დასარაზმავად.
ეროვნული გვარდიის წევრები და გამოუცდელი
ჭაბუკები ეწერებოდნენ ახალ ფრანგულ ჯარში.
ფრანგების დასახმარებლად ჩამოვიდა იტალიის
ეროვნული გმირი ჯუზეპე გარიბალდი. ამ
ენთუზიაზმის ტალღაზე ფრანგებმა მოახერხეს ქალაქ
ორლეანის დაბრუნება, მაგრამ გერმანიის
რეგულარული ჯარის წინააღმდეგ ომში მათ
გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდათ.
გერმანელები ისევ გადმოვიდნენ შეტევაზე და მალე
პარიზიც აიღეს. საფრანგეთის დროებითმა
მთავრობამ 1871 წლის თებერვალში კაპიტულაცია
გამოაცხადა. მაგრამ დანებებამდე საფრანგეთი
კიდევ ერთი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა:
აჯანყდნენ პარიზელები. ისინი ფიქრობდნენ, რომ
ეროვნული კრება, რომელიც ძირითადად
როიალისტებისაგან შედგებოდა, ისევ აღადგენდა
მონარქიას. აჯანყებულმა პარიზე ლებმა შექმნეს
ქალაქის მთავრობა – პარიზის კომუნა და
მოემზადნენ ხელისუფლების ერთგული ჯარებისაგან
თავდასაცავად.ორი თვის არეულობისა და
ბრძოლების შემდეგ პარიზის კომუნამ არსებობა
შეწყვიტა. თუმცა ბრძოლებს, ადამიანური
მსხვერპლის გარდა, პარიზის ნაწილის ნანგრევებად
ქცევაც მოჰყვა. დამარცხებისათვის განწირულმა
კომუნარებმა დაწვეს ტიუილრისა და ქალაქის
მმართველობის სასახლეები.
საფრანგეთის ახალი რესპუბლიკა იშვა გერმანული
ოკუპაციისა და ქაოსის პირობებში, თუმცა
თანდათანობით მოხერხდა ვითარების
სტაბილიზაცია. ზავის პირობების მიხედვით,
საფრანგეთს გერმანიისათვის 5 მლრდ ფრანკი უნდა
გადაეხადა სამი წლის მანძილზე. ზავის პირობების
სიმძიმის მიუხედავად, საფრანგეთმა თანდათანობით
მოახერხა ომით გამოწვეული ჭრილობების
მოშუშება. მალე დაიწყო არმიის რეორგანიზებაც.
შემოღებულ იქნა ხუთწლიანი სავალდებულო
სამხედრო სამსახური.
ხელისუფლების უზენაესი ორგანო გახდა ეროვნული
კრება, რომელმაც „საფრანგეთის რესპუბლიკის
აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად“
აირჩია ლუი ადოლფ ტიერი. მალე ეს ტიტული
პრეზიდენტის ტიტულით შეიცვალა. 1873 წელს ტიერი
გადადგა და ეროვნულმა კრებამ საფრანგეთის
რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტად აირჩია მარშალი
მაკმაჰონი.კონსტიტუცია კონსერვატული ხასიათის
იყო და მასში სიტყვა „რესპუბლიკა" მხოლოდ
ერთხელ იყო ნახსენები. ამ კონსტიტუციით
მიხედვით, საკანონმდებლო ხელისუფლება
ეკუთვნოდა პარლამენტს (ეროვნულ კრებას),
რომელიც შედგებოდა დეპუტატთა პალატისა და
სენატისგან.
რესპუბლიკელებმა 1884 წელს დაუშვეს
განქორწინება და მოქალაქეებს მიენიჭათ
პროფესიული კავშირების შექმნის უფლება; 1905
წელს ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს
(სეკულარიზაცია). ცალკეული პოლიტიკური
კრიზისის მიუხედავად, XIX საუკუნის
მიწურულისათვის საფრანგეთის რესპუბლიკა
უზარმაზარ კოლონიურ იმპერიას წარმოადგენდა და
სიდიდით მხოლოდ ბრიტანეთის იმპერიას
ჩამოუვარდებოდა.
მესამე რესპუბლიკამ, II მსოფლიო ომის დროს
საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდის გამოკლებით,
ფორმალურად 1946 წლამდე იარსება. II მსოფლიო
ომის შემდეგ, 1946 წელს მიღებულმა ახალმა
კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთის
მეოთხე რესპუბლიკას.

You might also like