You are on page 1of 8

რომის იმპერია

ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერიის მოწინააღმდეგე აზიაში იყო პართიის


სამეფო (ირანი/სპარსეთი). პართიის სამეფო ირანის ტერიტორიაზე იყო და შედგებოდა
ნახევრად დამოუკიდებელი ირანული სამეფოებისგან, ანუ პართიის სამეფოში არ იყო
ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება, რაც მაგ სახელმწიფოს ასუსტებდა, ეს ჩვენს
ინტერესებში იყო, რადგან ძლიერი პართიას ქართლის/იბერიის სამეფოსთვის საშიში
იქნებოდა

ახ.წ. I საუკუნეში რომის იმპერიის და პართიის სამეფოს შორის , მთავარი


სადავო საკითხი იყო სომხეთზე ბატონობა. რომის იმპერია იცავდა უზარმაზარ
ტერიტორიას და საკმარისი ჯარების გადმოსროლა უჭირდა პართიასთან საომრად , ამის
გამო რომის მეორე იმპერატორმა ტიბერიუსმა სომხეთი თავის გავლენაში მოაქცია
ქართლის/იბერიის სამეფოს დახმარებით. ქართლის მეფე ფარსმან I-მა რომაელთა
მითითებით , აიღო „დიდი არმენიის“ დედაქალაქი არტაქსატი , მოაკვლევინა სომხეთის
მეფე არშაკი (პართელი უფლისული) და თავის ძმა მითრიდატე გაამეფა. ასე მოაქცია
რომის იმპერიამ სომხეთი თავის გავლენაში. შემდეგ ფარსმან I-მა მოაკვლევინა თავის ძმა
და სომხეთში შვილი რადამისტი გაამეფა.

სომხები აუჯანყდნენ რადამისტს და საბოლოოდ აქ გამეფდა პართიი


უფლისწული ტირიდატი (თრდატი) , ხოლო რომის იმპერიასა და პართიის სამეფოს შორის
დაიდო კომპრომისული ზავი: სომხეთში იმეფებდა პართიის უფლისწული,მაგრამ თავს
აღიარებდა რომის იმპერიის ვასალად(ქვეშევრდომად)

.....................................................................................................................................................

ახ.წ. II საუკუნეში რომის იმპერიამ შეწყვიტა ექსპანსია, რადგან აღარ


ჰყოფნიდა ადამიანური რესურსი,რომ ეკონტროლებინა უზარმაზარი იმპერია ევროპაში ,
ჩრდილოათ აფრიკაში და აზიაში. რომმა დაიწყო არსებული საზღვრების შენარჩუნება,
ააგეს თავდაცვითი კედლები („ლიმეს რომანუს“), ყველაზე ცნობილი იყო ზემო
გერმანული კედელი (ლიმესი) 550 კილომეტრიანი, გერმანული ტომებისგან
თავდასაცავი და ბრიტანეთში ადრიანეს კედელი (ახლანდელ შოტლანდიაში მეომარი
ტომების სკოტების და პიქტებისგან თავდასაცავი)

...........................................................................

5 „კარგი იმპერატორი“ :

 1)ნერვა (96-98)
 2)ტრაიანე (96-117) (დაიპრო დაკია)
 3)ადრიანე (117-138) (ფარსმან II ქველის თანამედროვა,დაძაბული ურთიერთობა
ჰქონდა)
 4)ანტონიუს პიუსი (138-161) (ფარსმან II ქველის თანამედროვე, კარგი ურთიერთობა
ჰქონდა)
 5)მარკუს ავრელიუსი (138-180) (კარგი ფილოსოფოსი იყო)

...................................................................................
212 წ. „ კარაკალას ედიქტი“ იმპერატორმა კარაკალამ რომის იმპერიაში
მცხოვრებ უცხოელებს რომის მოქალაქეობა მიანიჭა (დანებებულთა შვილების გარდა  ).

.....................................................................................................................

III საუკუნეში რომი კრიზისში ჩავარდა, იმპერატორებს ხშირად კლავდნენ და


ლეგიონერებს ახალი იმპერატორი აყავდათ ტახტზე („ჯარისკაცების
იმპერატორები“),რომლებიც 2-3 წელი ძლებდნენ,მერე მათაც კლავდნენ

ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და გაძლიერდა სასანიანური-სასანიდური ირანი1

260 წელს ედესას ბრძოლაში სასანიანური ირანის მეფე (შაჰმა) შაბურ I-მა
გაანადგურა და დაატყვევა რომის იმპერატორი ვალერიანე

ვალერიანეს შვილმა იმპერატორმა გალიენუსმა (260-268) გაატარა რეფორმები


და რომის მდგომარეობა ცოტა გააუმჯობესა, მაგრამ ის მოკლა ერთმა გენერალმა .

.......................................................................................................................................................................

დიოკლეტიანე (284-305)
დიოკლეტიანემ გამოიყვანა იმპერია კრიზისიდან

რეფორმები:

 1)შექმნა ტეტრარქია, ანუ 4 კაცის მმართველობა


 2)სამხედრო რეფორმა. სახმელეთო ჯარის რიცხი გაზარდა 390 ათასამდე, ხოლო
მეზღვაურთა 45 ათასამდე
 ლიმიტანუსი -სახმელეთო ჯარი,რომელიც საზღვარს იცავდა
 მობილური ჯარი- ამ ჯარისერთი ადგილიდან მეორეში გადასროლა შესაზლებელი
იყო
 3)გააუქმა „პრინციპატი“ და შემოიღო „დომინატი“ (რესპუბლიკა ფურცელზეც
გააუქმა და დამყარდა იმპერია. სენატი „პრინციპატის“ დროს სუსტი იყო და
ახლა საერთოდ დაკარგა გავლენა ). ამიერიდან რესპუბლიკა და ხალხის
მმართველობა ფორმალურადაც აღარ არსბებოდა. პირდაპირ დამყარდა
დიქტატურია ტირანია, ამიერიდან იმპერატორისთვისს უნდა მიგემართა
დომინუს (მეუფეო) . რომის იმპერია ორ ნაწილად იყოფა :ძვ.წ.I-ახ.წ. IV იყო
„პრინციპატის“ , რომელიც ავგუსტრუსმა შემოიღო, ხოლო IV-V ს.ს. უკვე
„დომინატის“ ხანაა, რომელიც დიოკლეტიანემ შემოიღო.
 4)გაატარა ფულადი რეფორმა
 5)მთავარი საგდასახადო ერთული მიწა გახდა (ხაზინა, ანუ ბიუჯეტი დამოკიდებული
იყო დამუშავებულ მიწებზე)
 დიოკლეტიანემ დაიწყო სხვა რელიგიების შევიწროვება, წამოწია იუპიტერის
კულტი. ყველაზე მეტად დევნიდა ქრისტიანებს (წმ.გიორგი,ბარბარე და ა .შ )

298 წელს დიოკლეტიანემ სასანიანური ირანს ომი მოგო და ნისიბინის ზავი დადო

....................................
ტეტრარქია-4 იმპერატორის მმართველობა:

 დიოკლეტიანე მიხვდა,რომ ერთ ადამიანს ამხელა იმპერიის მართვა


გაუჭირდებოდა, ძალიან ბევრიდა სხვადასხვაგვარი პრობლემა იყო ევროპაში და
აზიაში, ამი გამო იმპერია ორ ნაწილად გაყო დიოკლეტიანემ. აღმოსავლეთში
თვითონ დაჯდა ავგუსტუსად (იმპერატორის ტიტულია) ,ხოლო დასავლეთ
იმპერიაში ავგუსტუსად დასვა მაქსიმიანე, მაგრამ დიოკლეტიანემ აღმოაჩინა ,რომ
საქმეები იმდენი და იმხელა იყო, რომ 2 ადამიანიც ვერ უმკლავდებოდა და ამის
გამო მან კიდევ 2 იმპერატორი დაამატა, ესენი იყვნენ კეისრები, ანუ უმცროსი
იმპერატორები და მემკვიდრეები უფროსი იმპერატორების.

ტეტრარქიაში ავგუსტუსი ანუ უფროსი იმპერატორი უნდა ყოფილიყო 20 წელი,


შემდეგ ავგუსტუსი უნდა გადამდგარიყო და კეისარი (უმცროსი იმპერატორი ) გახდებოდა
ავგუსტუსი (მთავარი იმპერატორი) , ტეტრაქრია შემოღებული იყო 285 წელს და 20 წლის
შემდეგ დიოკლეტიანე გადადგა (იმპერატორი ან მეფე თავის ნებით გადაგეს ეს ძალია
ძალიან იშვიათია), დიოკლეტიანემ გადადგომა აიძულა დასავლეთ რომის იმპერატორ
მაქსიმიანესაც, რომელსაც არ უნდოდა ტახტის დატოვება  , ანუ 305 წელს კეისრები
გახდნენ ავგუსტუსები : დასავლეთ რომის ავგუსტუსი გახდა კონსტანცია ხლორი
(კონსტანტინე I დიდის მამა) და აღმოსავლეთ რომის ავგუსტუსი გახდა გალერიუსი.

.................................................................................................................................................................

კითხვები :

1)პირველ საუკუნეში რომელი ტერიტორია იყო სადავო რომის იმპერაისა და


პართიას შორის ? და ამ საკითხში რა მოიმოქმედა ქართლის/იბერიიის სამეფომ ?

2) დაახასიათეთ 5 კარგი იმპერატორის ხანა ?

3) რა არის კარაკალას ედიქტი (შინაარსი და როდის გამოიცა)?

4)აღწერეთ „ჯარისკაცის იმპერატორების“ ხანა ? ამ პერიოდში რა საშინელი მარცხი


განიცადა რომის იმპერიამ სასანიდურ ირანთან (აღწერეტ ეგ ბრძოლა) ?

5) ვინ გამოიყვანა რომი მე-3 საუკუნის კრიზისიდან ?

6)აღწერეთ დიოკლეტიანეს ყველა რეფორმა, დეტალურად, ამის შესახებ წიგნშიც


წაიკითხეთ (განსაკუთრებით დომინატი და ტეტრარქია)

კონსტანტინე I დიდი
(306-337)
კონსტანტინე წაიკითხეთ სრულად და გაიზარეთ . ჩაწერეთ მოკლედ. (ჩაიწერეთ, რომელი
წლიდან არის მმართველი, მულვიეს ხიდის ბრძოლა, მილანის ედიქტი,
კონსტანტინოპოლში დედაქალაქის გადატანა, ნიკეის კრება)

კონსტანტინე I დიდი იყო დასავლეთ რომის ავგუსტუს კონსტანცია ხლორის


შვილი. კონსტანცია ხლორი 305 წელს გახდა დასავლეთ რომის ავგუსტუსი, ანუ მტავარი
იმპერატორი მას შემდეგ რაც ტეტრარქიის პრინციპიდან გამომდინარე 305 წელს
გადადგნენ დიოკლეტიანე და მაქსიმიანე.

306 წელს ვადაზე ადრე ,რომ გარდაიცვალა კონსტანცია ხლორი, მისი


კეისარი ფლავიუსი დაწინაურდა და ავგუსტუსი, ანუ მტავარი იმპერატორი გახდა
დასავლეთ იმპერიაში, ხოლო კონსტანტინე I დიდი გახდა დასავლეთ რომის იმპერიაში
კეისარი (ანუ აბგუსტუსს ფლავიუსის დამხმარე და მემკვიდრე). ამ დროს აღმოსავლეთ
რომის იმპერიაში ავგუსტუსი იყო გალერიუსი, ეს იყო კონსტანტინეს დიდის მტერი ,
გალერიუსი კონსტანტინეს მკვლელობაც სცადა, რადგან ის არ უნდოდა თანამდებობაზე
ყოფილიყო,მაგრამ კონსტანცია ხლორის სიკვდილის შემდეგ ჯარმა მოითხოვა ,რომ
კონსტანტინე თანამდებობაზე დაენიშნათ,ამას გალერიუსი ვეღარ შეეწინააღდეგა .

306 წელს კონსტანტინე I დიდი ,რომ გახდა დასავლეთში კეისარი, ამ დროს


დასავლეთის ავგუსტუსი იყო, ფლავიუსი, ხოლო აღმოსავლეთ რომის იმპერიაში -
ავგუსტუსი იყო გალერიუსი და კეისარი მაქსიმიან დაზა. გალერიუსი მტერი იყო
კონსტანტინესი და ფლავიუსი და მაქსიმიან დაზაც გალერიუსის ხალხი იყო, ანუ
კონსტანტინე მტრებით იყო გარშემორტყმული.

306 წელს დასავლეთ რომის იმპერიაში აჯანყდა მაქსენცია (ეს მაქსენცია


დასავლეთ რომის იმპერიის ავგუსტუსი,რომ იყო მაქსიმიანე,მაგის შვილია ). მაქსენციამ
მოკლა დას. რომის ავგუსტუსი ფლავიუსი,და თავისი თავი გამოაცხადა ავგუსტუსად.
აღმოსავლეთ რომის ავგუსტუსი გალერიუსი ჯარებით გადმოვიდა დასავლეთში , მაგრამ
მან ვერ ჩაახრჩო მაქსენციას აჯანყება. ახლა წესით დას. რომის ავგუსტუსი უნდა
გამხდარიყო კეისარი კონსტანტინე I დიდი, მაგრამ გალეიუსი მტრობდა მას. გალერიუსმა
დას.რომის ავგუსტუსად გამოაცხადა ლიცინიუსი .

კონსტანტინე I დიდმა თავი ავგუსტუსად გამოაცხადა ,ასევე მოიქცა


აღმოსავლეთ რომის იმპერიის კეისარი მაქსიმიან დაზაც, მანაც თავი ავგუსტუსად
გამოაცხადა. ასე მივიღეთ რომში 5 ავგუსტუსი: 1)გალერიუსი,2)ლიცინიუსი,3) კონსტანტინე
I დიდი,4)მაქსენცია და 5)მაქსიმიან დაზა. ანუ აირია დიოკლეტიანეს მიერ შექმნილი
ტეტრარქია (4კაცის მმართველობა). ტეტრარქია მუშაობდა დიოკლეტიანეს დროს,რადგან
ძლიერი ავტორიტეტი იყო.

306 წელს მაქსენცია ,რომ აჯანყდა და ფლავიუსი მოკლა, მასთან ეგრევე კავშირი
შეკრა კონსტანტინე I დიდმა, ეს კავშირი გალეიუსის წინააღმდეგ იყო მიმართული .
კონსტანტინე I დიდმა ცოლად შეირთო , მაქსენციას და, ფაუსტა.

............................................................................

311 წელს გალერიუსი მოკვდა . შედეგად ლიცინიუსი გადავიდა დასავლეთიდან


აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, გაანადგურა მაქსიმიან დაზა, შედეგად აღოსავლეთ
რომის ერთადერთი ავგუსტუსი გახდა ლიცინიუსი.
დას. რომის იმპერიაში დარჩნენ სიძე ცოლისძმა, კონსტანტინე I დიდი და
მაქსენცია. მაქსენციასთან კავშირი კონსტანტინეს სჭირდებოდა გალერიუსის წინააღმდეგ .
გალერიუსი ,რომ მოკვდა უკვე აღარაფერშის ჭირდება კონსტანტინეს მაქსენცია , და
პირიქით უკვე მაქსენციას მოშორება უნდოდა კონსტანტინეს,რომ დას.რომში
ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო.

..............................................................................................................................................................

312 წელს მულვიეს ხიდთან ბრძოლა

312 წელს მულვიეს ხიდთან მოხდა ბრძოლა კონსტანტინე I დიდსა და


მაქსენციას შორის. მიზანი ამ ბრძოლის იყო ერთპიროვნული ავგუსტუსობა დას.
რომში.

ბრძოლის წინ, გადმოცემის თანამხად კონსტანტინე I დიდმა ცაში


სასწაული დაინახა, ცაზე გამოისახა ჯვარი და ლათინური წარწერა „ამის სძლევ“ (ინ
ჰოკ სიგნო ვინკეს). ამ სასწუალის შემხედვარე კონსტანტინემ თავის ლეგიონერებს
(მეომრებს) იესო ქრისტეს ინიციალები გამოასახვინა ფარებზე ( ანუ ჯვარი კი არ
გამოასახვინა, არამდე ი და ქ ლათინურად , აქედან მოყოლებული რომაელ
ლეგიონერებს და შემდეგ ბიზანტიის მეომრებს სულ ასეთი ფარები ჰქონდათ ).

მულვიეს ხიდთან ბრძოლაში კონსტანტინე I დიდმა დაამარცხა თავის ცოლის-ძმა


მაქსენცია, ეს უკანასკნელი მდინარეში დაიხრჩო .

312 წელს მულვიეს ხიდი ბრძოლის შედეგად, დასავლეთ რომის


ერთპიროვნული ავგუსტუსი (იმპერატორი) გახდა კონსტანტინე I დიდი.

ანუ დას. რომის ავგუსტუსი (იმპერატორი) იყო კონსტანტინე I დიდი, ხოლო


აღმოსავლეტ რომის ერთპიროვნული ავგუსტუსი (იმპერატორი ) იყო ლიცინიუსი

კონსტანტინე I დიდმა თავის და მიათხოვა ლიცინიუსს, ეს პოლიტიკური


ქორწინება იყო.

...........................................................................................................................

313 წელი მილანის (მედიოლანის ედიქტი)

303 წელს დიოკლეტიანეს მიერ დაწყებული იყო ქრისტიანების დევნა. 311 წელს
ჯერ კიდევ გალერიუსმა შეწყვიტა ქრისტიანების დევნა.

313 წელს მილანში (მაშინ ამ ქალაქს მედიოლანი ერქვა, ჩრდილოეთ იტალიაშია)


გამოსცეს ედიქტი კონსტანტინე I დიდმა და ლიცინიუსმა.

მილანის (მედიოლანის) ედიქტით, რომში აბსოლუტურად ყველა


რელიგიაუფლებრივად გათანაბრდა. ეს იმიტომ მოხდა ,რომ კონსტანტინეს
ქრისტიანობის წამოწევა სურდა. დიოკლეტიანეს ქრისტიანობაში ხედავდა , რომის
დამღუპველ რელიგიას,ხოლო კონსტანტინე I დიდი პირიქით,ქრისტიანობით გადარჩება
რომის იმპერიაო.
313 წლის მილანის ედიქტზე არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული,რომ
თითქოს რომის იმპერიაში ქრისტიანობა გახდა სახელმწიფო რელიგია , ეს შეცდომაა .
უბრალოდ მილანის ედიქტით ქრისტიანობა იმ რელსებზე შედგა ,რომელი სახელმწიფო
რელიგიამდე მიიყვანს. ანუ რომის იმპერიაში ქრისტიანობამ გაძლიერება დაიწყო
კონსტანტინე I დიდის (მიანის ედიქტი) წყალობით,და სახელმწიფო რელიგიად გადაიქცა
390-იან წლებში იმპერატორ თეოდოსი I დიდი დროს.

მილანის ედიქტის დროს ,სავარაუდოდ მხოლოდ იმპერიის მოსახლეობის


მეათედი იყო ქრისტიანი,რატქმაუნდა ასეთი ცოტა ხალხის აღმსარებლობას ,ვინ
გამოაცხადებდა სახელმწიო რელიგიად, თან აქვე გავითავლისწინოთ მოსახლეობის
უმეტესობა,ძაან დიდი ზიზღით უყურებდა ქრისტიანობას, კონსტანტინეს ქრისტიანობა
სახელმწიფო რელიგიად ,რომ გამოეცხადებინა, დიდი ალბათობით აჯანყება და
კონსტანტინეს მკვლელობა ან ჩამოგდება მოხდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში
კონსტანინე აუცილებლად გამოაცხადებდა ქრისტიანობდა სახელმწიფო რელიგიად .
კონსტანტინეს დედა ელენე ქრისტიანი იყო, დიოკლეტიანეს დევნის დროსაც .
კონსტანტინეს სიმპატიების ქრისტიანობისკენ იყო, მაგრამ ამას მალავდა , რომაელთა
ზიზღი ,რომ არ დაემსახურებინა. მის სასახლეში ყველა ღმერთის გამოსახულება იყო,
იუპიტერის, ზევსის, ამონ-რა ქრისტე და ა.შ, რადგან მას უნდოდა ,რომ რომის ყველა
მოქალაქეს თავისიანი დაენახა .

........................................................................................................................................

314 წელს კონსტანტინე I დიდმა შეუტია თავის სიძეს ლიცინიუსს და ბალკანეთზე


ტერიტორიები წაართვა.

323 ან 324 წელს კონსტანტინე I დიდმა ისევ შეუტია თავის დის ქმარს
ლიცინიუსს, იმ საბაბით,რომ მილანის ედიქტს არ იცავდა ლიცინიუსი . კონსტანტინემ
დაამარცხა და დაატყვევა ლიცინიუსი, თან სიცოცხლეს დაპირდა. შემდეგ თესალონიკში
გადაასახლა ლიცინიუსი, სადაც აჯანყება მოხდა,და ამ არეულობის დროს ლიცინიუსი
მოკლეს. კონსტანტინემ თავის დიშვილი მოაკვლევინა, რომ ტახტზე არავინ
შესცილებოდა.

324 წელს კონსტანტინე I დიდი უკვე მთელი რომის იმპერიის ერთპიროვნული


მმართველი გახდა.

..................................................................................

ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება 325 წ.

ეგვიპტეში ქრისტიანმა ბერმა არიოზმა/არიანემ იქადაგა ახალი ქრისტიანული


მიმართულება. არიანელობის მიხედით ქრისტე არ იყო მამაღმერთის ტოლი. არიანეს
დაუპირისპირდნენ ორთოდოქსი (მართლამადიდებლები) ქრისტიანები .

ქრისტიანობაში წარმოშობილი დავა ,რომ გადაეწყვიტა კონსტანტინე I დიდმა


325 წელს ნიკეაში მოიწვია პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, სადაც არიანელობა
დაიგმო.

ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებები:


 პირველად მიიღეს ქრისტიანული დოგმები: სამების დოგმა და ღვთისმშობლის
დოგმა.
 იულიუსის არაზუსტი კალენდარი სამარაჟამოდ მიიღეს ეკლესიისთვის (ეს
იულიუსის კალენდარი დღემდეა მაღტლმადიდებლურ ეკლესიაში, ეგ კალენდარი
დაახლოებით 11 წუთით არის რეალურ დროს აცელილი. კათოლიკური ეკლესია
უკვე გადავიდა გრიგორიანულ კალენდარზე (რომი პაპმა გრიორიმ გაატარებინა
მეცნიერებს,სახელი პაპის მიხედვით ეწოდა))
 ნიკეის კრებას დაესწრი პიტიუნტის, ანუ ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე .

(შინაურულად გეუბნებით, ამას ეროვნულებზე არ თქვათ და არც ეკლესიაში. კონსტანტინე I


დიდის სიმპათიები შემდეგ გადავიდა არიანელების მხარეზე , და არიანე გადასახლებიდან
დააბრუნეს. კონსტანტინე I დიდმა სიკვდილის წინ არიანელმა ეპისკოპოსმა მონათლა .
კონსტანტინე მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში წმინდანია, და განზრახ
იმალება,ის ფაქტი ,რომ ის არიანელი იყო. ქრისტიანობა მსოფლიო რელიგია ,რომ გახდა
ეს კნსტანტინეს დამსახურებაა, ამის გამოა წმინდანად შერაცხული. კონსტანტინეს ყველა
შვიი არანელი იყო)

.................................................................................................................................

იმპერიის დედაქალაქის გადატანა რომიდან


კონსტანტინოპოლში (330 წ.)
კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა უფრო მოხერხებულ ადგილას გადაეტანა
იმპერიის დედაქლაქი. ეს ადგილი შეარჩია ბოსფორის სრუტესთან, სადაც საზღვარია
ევროპასა და აზიას შორის.

კონსტანტინოპოლის მშენებლობა კონსტანტინემ დაიწყო 324 წელს.

330 წელს კონსტანტინემ უკვე გადაიტანა დედაქალაქი რომიდან


კონსტანტინოპოლში. რათმაუნდა 6 წელიწადში ახალი ქალაქის მშენებლობა ვერ
დასრულდებოდა, პარალელურად კიდევ გაგრძელდა ახალი დდსაქალაქის მშნებლობა
(დღეს კონსტანტინოპოლს ეწოდება სტამბული)

..................................................................................................................................................

კონსტანტინე I დიდმა სიკვდილით დაასჯევინა საკუთარი შვილი პირველი


ცოლისგან კრისპუსი, მას დედინაცვალმა, ფაუსტამ ცილი დასწამა ვითომ მასზე იძალადა .
შემდეგ კონსტანტინე I დიდმა თავის მეორე ცოლი ფაუსტაც მოაკვლევინა. მანამდე თავის
დიშვილიც მოაკვლევინა, არ შემეცილოს აღმოსავლეთ იმპერიის ტახტზეო .

......................................................................................................................

337 წ. კონსტანტინე I დიდმა სიკვდილის წინ მიიღო ქრისტიანობა, ის მონათლა


ნიკომედიის ეპისკოპოსმა ევსევიმ

.............................................................................................................................................
კონსტანტინე პირველის დროს იბერიაშიი წმ. ნინომ გაავრცელა ქრისტიანობა.
შედეგად იბერიის ,ანუ ქართლის მეფე მირიანი, კონსტანტინეს მოკავშირე იყო და არა
სასანიდური ირანის.

კითხვები:

1)რომელი წლიდან იკავებს მმართვეის თანამდებობას კონსტანტინე დიდი ? ვინ


არის მამამისი ?

2)მულვიეს ხიდის ბრძოლა ; რატომ მოხდა ? როდის მოხდა? რა შედეგი ჰქონდა ?

3) მილანის ედიქტი ; ვინდავინ გამოსცა, რა ეწერა ამ დოკუმენტში, რეალურად


რამტომ გამოსცეს ? რა შედეგი ჰქონდა ?

4)აღწერეთ კონსტანტინე დიდმა როგორ გააერთიანა რომის იმპერია ?

5)კონსტანტინოპოლში დედაქალაქის გადატანა აღწერეთ, როდის გადაიტანა?


რატომ? სადაა გეოგრაფიულად ? ახლა რა ჰქვია მაგ ქალაქს ?

6) კონსტანტინე დიდი დროს რა მნიშვნეოვანი ისტორიული მოვლენა მოხდა


ქართლის სამეფოში ?

You might also like