You are on page 1of 9

ინგლისის რევოლუცია (ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია)

1455-1485 წლებსი ინგლისში მიმდინარეობდა „ვარდების ომი“, რა დროსაც


ინგლისის ფეოდალების მნიშვნელოვანი ნაწილი ამოწყდა, ამ ომის შედეგად ტახტზე
ავიდნენ თიუდორები/ტიუდორები, კონკრეტულად ჰენრი VII ტიუდორი. ინგლესელი
ფეოდალები დასუსტდნენ, ამათი საქმე იყო რბევა და ომი, ფეოდალების დასუსტებას
მოყვა ჯენტრის გაძლიერება. ჯენტრი-იყო ახალი თავად-აზნაურობა , რომლებიც
შედგებოდნენ წვრილი და საშუალო თავადაზნაურობა. ჯენტრის მთავარი საზრუნავი იყო
საკუთარი მამულიდან მოგების მიღება და არა რბევა და ომი.

ჯენტრი გარეგნულად იყო არისტოკრატიული, ხოლო მისწრაფებებით და


შინაარსით ბურჟუაზიული იყო. ინგლისში ,ისევე როგორც ჰოლანდიაში ჰერცოგის,
გრაფის, ბარონის თუ რაინდის ტიტული შეიძლება კაპიტალისტ მეწარმეს ჰქონოდა
(კაპიტალისტი მეწარმე ანუ ბუღჟუა, დღევანდელი ბიზნესმენი), ასეტი რამე სხვა ევროპულ
ქვეყანაში XIX საუკუნემდე იშვიატობა იყო.

XIV-XVI საუკუნეებში დამთავრდა „შემოღობის“, საერთო გლეხური თემის მიწები


გადავიდა კერძო საკუთრებაში. საერტო თემური მეურნეობა გადავიდა ინდივიდუალურ
მეურნეობაზე. მიწის ახალი მესაკუთრე ამუსავებდა მიწას, რომ მოსავალი გაეყიდა
ქალაქში, ან აქირავებდა ამ მიწას და მოიჯარეს მოჰყავდა მოსავალი, მიწის
დასამუსავებლად ქირაობდნენ მუშებს, ან შემოღობილ მიწაზე აშენდებდნენ ხცვარს და
მატყლით ვაჭრობდნენ, ეს უფორ მოსახერხებელი იყო, რადგან მიწის ხვნა -თესვავ უფრო
მეტი მუშახელი სჭირდება ვიდრე მეცხვარეობას.

სხვადასხვა მიზეზის გამო სოფლის მოსახლეობა მიდიოდა ქალაქში, XVI საუკუნის


ლონდონში 300 ათასი კაცი ცხოვრობდა. ქალაქის მოსახლეობა ჩართული იყო საქალაქო
საქმიანობაში ვაჭრობა, ხელოსნობა და მეწარმეობა. XVI საუკუნის ლონდონში 20-მდე
თეათრი იყო, რომლებსაც მაყურებელი მრავლად ჰყავდა. ერთი სიტყვით ქალაქი
განვითარებული იყო.

1600 წელს (ელისაბეთ I ტიუდორის დროს ) ლონდონში შეიქმნა პირველი


სააქციონერო კომპანია „ოსტ ინდოეთის კომპანია“. ინდოეთთან სავაჭრო
ურთიერთობისთვის. ეს კ0მპანია კაპიტალისტური იყო , მისი მეწილეები იყოფდნენ
მოგებას თავიანთი შენეტანის პროპორციულად.

ინგლისი გამოირჩეოდა დიდი თავდაცვისუნარიანობით ,პირველ რიგში


კუნძულოვანი მდებარეობის გამო.

ელისაბედ/ელისაბეთ I თიუდორის (ტიუდორი) დროს ინგლისელები ეგუებოდნენ


მეფის აბსოლუტურ ძალაუფლებას რადგან ესპანეთის მეფე ფილიპე II ჰაბსბურგის და
საფრანგეთის ეშინოდათ. ესპანეთს და საფრანგეთს უნდოდათ ინგლისში
აღედგინათ კათოლიკური რელიგია (ინგლისში უკვე ანგლიკანური ეკლესია იყო).

ელისაბეთ I თიუდორი.ტიუდორი (1558/1559-1603)


ელიზაბეთ/ ელისაბედ I იუდორი ზეობდა XVI-XVII საუკუნეებში (ძრითადად მე-16
საუკუნეში) ,ისმა ფრთხილმა და მოზომილმა პოლიტიკამ ინგლისი გააძლიერა (ფრთხილი
და მოზომილი ანუ ემოციებით კი არ იღებდა გადაწყვეტილებებს, არამედ ცივი გონებით ).

ელისაბეთ I-ის მამა იყო ჰენრი VIII, დედა იყო ანა ბოლეინი, რომელიც მამისმა
სიკვდილით დასაჯა.

ჰენრი VIII-ის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი ედუარდ VI, მისი გარდაცვალების შემდეგ
ტახტი დაიკავა ჰენრი VIII-ის შვილმა სისხლიანმა მერიმ, ესეც რომ გარდაიცვალა , შემდეგ
ტახტზე ავიდა ჰენრი VIII-ის კიდევ ერთი შვილი ელისაბეთ I .

ჰენრი VIII და ედუარდ VI-ის დროს ყალიბდებოდა პროტესტანტული ანგლიკანური


ეკლესია. კათოლიკე სისხლიანმა მერიმ სცადა კათოლიკობის აღდგენა ინგლისში,
ელისაბედ I - ის დროს ისევ დაიწყო ანგლიკანურმა ეკლესიამ გაძლიერება .

ელისაბეთ I აძლიერებდა ანგლიკანურ ეკლესიას, მაგრამ ამავე დროს


კათოლიკეებსაც არ ავიწროვებდა, მათ მესის თავისუფლება ჰქონდათ (მესა-კათოლიკური
წირვა), ამ ჭკვიანური გადაწყვეტილებით მან თავიდან ააცილა ინგლისს სამოქალაქო ომი
რელიგიურ ნიადაგზე.

შოტლანდიაში მოხდა კალვინისტების აჯანყება კათოლიკეების წინააღმდეგ,


შოტლანდიელ კატოლიკეებს ფრანგული ჯარები ეხმარებოდა, ელისაბეთ I-მა
გონივრულად იმოქმედა და ფარულად ეხმარებოდა სოტლანდიელ პროტესტანეტებს, ის
ერიდებოდა საფრანგეთთან ომს (შოტლანდიელ კათოლიკეებს ეხმარებოდნენ
კათოლიკური საფრანგეტის ჯარები).

ელისაბეთ I ჰოლანდიელ გიოზებს მიეხმარა,იმით ,რომ ნავსადგური მისცა. შემდეგ


ფილიპე II ჰაბსბურგმა (ესპანეთის მეფე) მუქარა შეუთავალა წერილით, ელიზაბედ I
მოერიდა ძლიერ ესპანეთთან ომს და გიოზებს აუკრძალა ინგლისში ყოფნა. აქვე
ავღინოშოთ ,რომ ინგლისელი მეკობრეები თავს ესხმოდნენ ესპანურ გემებს და ესპანეთის
კოლონიებს, რაც ინგლისის ხელმწიფის მიერ იყო წახალისებლი, ეს იწვევდა დიდ
დაძაბულობას ესპანეთსა და ინგლის შორის. აღსანიშნავია მეკობრე ფრენსის დრეიკი , მან
გაძარცვა ესპანელები, და შემდეგ ესპანელებს ,რომ არ გადაყროდა დედამიწას წრე
დაარტყა და ისე დაბრუნდა ინგლისში დიდი ნადავლით. ეს არის დედამიწის ირგვლივ
მეორე მოგზაურობა მაგელანის შემდეგ.

ელისაბედ I - ის დრო ემთხვევა ინგლისის საზღვაო ძალების გაძლიერებას.

1588 წელს ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ გადაწყვიტა ინგლისის დაპყრობა და იქ


კათოლიკური რელიგიის აღდგენა.

1588 წელს ესპანურ ფლოტს ეწოდა „უძლეველი არმადა“, ინგლისის საზღვაო ფლოტს
სათავეში ედგა ფრენსის დრეიკი , მისი უნარაიანი სარდლობის წყალობით ესპანეთის
„უძლეველი არმადა“ გაანადგურდა (ამინდმაც შეუწყო ამას ხელი), ესპანეთს დიდიდ
ზარალი ჰქონდა. ინგლისის გადაურჩა ესპანელების თავდასხმას. (1588 წ. „უძლეველი
არმადის“ განადგურების ანალოგიური მოვლენაა 1805 წელს ტრაფალგარის საზღვაო
ბრძოლა, ორივე შემთხვევაში ინგლისი გადაურჩა მტრის ჯარების შესვალ ინგლისში ,
შესაბაისად ფრენისი დრეიკის ანალოგიაა ადმირალი ნელსონი ).
„უძლეველი არამადის“ განადგურების შემდეგ ესპანეთის დომინირება ზღვაზე
კლებას იწყებს, ძლიერდება ინგლისური ფლოტი, ზღვებზე ბატონი მალე ჰოლანდია ხდება
, მაგრამ ინგლისური ფლოტიც ძლიერდება და ჰოლანდიელების შემდეგ უკვე ზღების
ბატონ-პატრონი გახდება ინგლსისი, რაც მეორე მეოფლიო ომამდე გაგრძელდება, მეორე
მსოფლიო ომიდან დღემდე აშშ-ს ჰყავს ყველაზე ძლიერი საზღვაო ძალები .

ელისაბეთ I ტიუდორის დროს საბოლოოდ ჩამოყალიბდა ანგლიკანური ეკლესია.

XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან ინგლისის ეკონომიკა მტლიანადა გადავიდა


კაპიტალისტურ ურთიერთობებზე, რაზეც ზემო არის დაწერილი. ინგლისურმა სავაჭრო
საქონელმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

ელისაბედ I არ გათხოვდა, მას უწოდებდნენ ქალწულს (ვირგინ, ამირიკი შტატი


ვირჯინია, მის საპატოვსაცემოდ არის). ელისაბეთ I ის მკვლეობა ბევრჯერ სცადეს
კათოლიკეებმა, მას ტახტზე ეცილებოდა შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი , ამ
უკანასკნელმა არერთხელ სცადა ელისაბეტ I-ის მკვლელობა, მაგრამ ამაოდ, და ბოლო
მას სიკვდილი მიუსაჯა (ეროვნულებისთვის არაა საჭირო ისე იცოდეთ ელისაბედს ჰყავდა
ფრენსის უოლსინგემი, რომელიც მართავდა დაზვერვას და ამ სამქეში საუკეთესო იყო, მან
გახსნა მრავალი შეთქმულება).

ელისაბეთ I ტიუდორის მმართველობა ინგლისში ოქროს ხანად არის აღიარებული


(ამ მხრივ ელისაბედ I თამარ მეფის ანალოგი მმარტველია, თამარმაც ოქროს ხანაში
აიყვანა საქართველო, თავის უნარიანი მმართველობით).

.....................................................................................................................................................................

კითხვები:

1.აღწერეთ ელისაბედ I ტიუდორი ?

2.აღწრეთ ინგლისის ეკონომიკის გადასვა ფეოდალური ეკონომიკიდნა


კაპიტალისტრზე

3.ვინ არის ფრენსის დრეიკი ?

4.აღწერეთ „უძლეველი არმადის“ განადგურება და მის შედეგებზე ?

5. რით განსხვავდება ჯენტრი ძველი ფეოდალებისგან ?

6.ვინ არის ელისაბედ I ტიუდორის ანალოგი ?

...................................................................................................................................................

1603 წ. ელისაბდ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა შოტლანდიის მეფე


ჯეიმს I სტიუარტი (1603-1625) (ელისაბედმა ადრე შოტლანდიის დედოფალი მარიამ
სტიუარტი სიკვდილით დასაჯა, რადგან მის წინააღმდეგ აწყობდა შეთქმულებებს ,
ელისაბედი უშვილოდ მოკვდა და მან მემკვიდრედ გამოაცხადა მის მიერ სივდილით
დასჯილი მარიამ სტიუარტის შვილი ჯეიმსი, რომელიც მისი უახლოესი ნათესავი იყო).
ჯეიმს I შოტლანდიის და ინგლისის მეფე ერთდროულად გახდა, მან
გააერთიანა ინგლისის და შოტლანდიის დროშები, შედეგად შეიქმნა ბრიტანეთის
დროშა („იუნიონ ჯეკი“)

მმართველობის დროს აღარ იყო საფრთხე ესპანეთიდან და


საფრანგეთიდან, ამის გამო ინგლისელებ აღარ ეგუებოდნენ მეფის აბსულუტურ -
დესპოტურ ძალაუფლებას, და ითხოვდნენ პარლამენტსაც, ანუ ხალხსაც ემართა
ინგლისის სამეფო, მაგრამ ჯეიმს I , მერე მისი შვილი ჩარლზ I არ თმობდნენ აბსულუტურ
ძალაუფლებას, ესენი დარმწუნებულები იყვნენ ,რომ ღმერთის ნება იყო, რომ მეფეს
აბსოლუტური-ტირანული ძალაუფლება ჰქონოდათ, ანუ მეფეებს შეეძლოთ მოეკლათ ის
ვინც მოუნდებოდათ, ქონება ჩამოერთვათ, ციხეში ჩაესვათ ადამიანი და ასეთი
სისულელეები უფლება ჰქონდათ ღმერთისგან მათი აზრით.

.............................................................................................................................................................

პურიტანები იგივე კალვინისტები არიან. ინგლისში კალვინისტებს პურიტანები


ეწოდათ.

პურიტანი ნიშნავს გაწმენდას, ანუ პურიტანებს უნოდდათ ანგლიკანური


ეკლესია გაეწმინდათ კათოლიკური გადმონაშთებისგან, ანუ იერარქიის, ანუ
სამღვდელოების გაუქმება უნდოდათ, მაგრამ მეფეები იცავდნენ ანგლიკანურ
ეკლესიას, რადგან ეკლესიაში იყო იერარქია, ანუ მღვდელი, ეპისკოპოსი,
არქიეპისკოპოსი და ასე შემდეგ, ეს აკანონებდა ფეოდალურ წესწყობილებას ვთქვათ
საერო იერარქია გლეხი, ლორდი, მეფე .

პურიტანებს უნდოდათ სამღვდელოების გაუქმება და ხალხის მმართველობა,


თუ ეს მოხდებოდა მაშინ ხალხი საერო ანუ პოლიტიკაშიც მითხოვდნენ იერარქიის
გაუქმებას და დემოკრატიის ანუ ხალხის მმართველბის დამყარებას. ამის გამო ამბობდა
ჯეიმს I „არ იქნება ეპისკოპოსი არ იქნება მეფე“

პურიტანები ორ ნაწილად გაიყვნენ : პრებიტერიანელებად (პრესვიტერიენელები)


და ინდეპენდენტებად.

ინდეპენდენტები უფრო ფანატიკოსები და რადიკალები იყვნენ, ვიდრე


პრესბიტერიანელები. ნნნნნნნნ ნ

.......................................................................................................................................................................

ჯეიმსის მემკვიდრე ჩარლზ I სტიუარტი (1625-1649) არ ეგუებოდა პარლამენტის


გაძლიერებას და სამეფო აბსოლუტური ხელისუფლების შეზღვუდვას.

ჩარლზ I თვითნებურად ადებდა გადასახადებს მოსახლეობას, ვინც არ იხდიდა


ციხეში აგდებდა. ეს პარლამენტის გაღიზიანებას იწვევდა .

...............................................................................................................................................................

ხანმოკლე პარლამენტი 1628.

1628 წ. ჩარლზ I იძულებული გახდა მოეწვია პარლამენტი, მას ფული


სჭირდებოდა.ამ პარლამენტმა აიძულა მეფე მიეღო „პეტიცია უფლებების შესახებ“ .
ჩარლზ I-ეს ფული სჭირდებოდა და მიიღო ეგ დოკუმენტი, მაგრამ 3 თვეში დაშალა
პარლამენტი, ამის გამო ამ პარლამენტს ეწოდა “ხანმოკლე პარლამენტი“.

......................................................................................................................................................

მეფე წარუმატებლად ეომებოდა ესპანეთს და საფრანგეთს.

ვაჭრები პარლამენტის მოწოდებით არ იხდიდნენ გადასახდებს, მეფე


აპატიმრებდა ვაჭრებს.

ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირია


კენტერბერიის არქიეპისკოპოსი.

შოტლანდია და ინგლისი ერთი სამეფო იყო 1603 წიდან, მაგრამ შოტლანდიას


ავტონომია ჰქონდა (ავტონომია ანუ თვითმართველობა), მიუხედავად ამისა ჩარლზ I-მა
და კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა ადაწყვიტეს შოტლანდიაში დაემხოთ
პრესბიტერიანელობა , ანუ პურიტანობა, და ანგილაკუნურ ეკლესია
გაევრცელებინათ (პრესბიტერიანელებში არ იყო საეკლესიო იერარქია,
პრესბიტერიანულ ეკლესიას ხალხი მართავდა, ეს მონარქიას ასუსტებდა და
დემოკრატიულს პოლიტიკურ წყობას უწყობდა ხელს, ანუ მეფე ვარაუდობდა
ხელისუფლების გაძლიერებას შოტლანდიაში, თუ იქაურ ეკლესიაში იქნებოდა საეკლესიო
იერარქია).

შოტლანდიელი პრესბიტერიენელები არ დაუშვებდნენ ანგლიკანური ეკლესიის


გავრცელებას და აჯანყდნენ, მათ დაამარცხეს ინგლისის ჯარები და ჩრდილოეთ
ინგლისიც კი დაიპყრეს.

ჩარლზ I იძულებული გახდა დამამცირებელი ზავი დაედო შოტლანდიასთან და


ზარალიც აენაზღაურებინა ფინანსურად, თან შოტლანდიამ მოითხოვა, ამიერიდან მათი
საქმეები მეფეს კი არა პარლამენტს განეხილა.

1640 წ. ჩარლზ I-მა მოიწვია ინგლისის პარლამენტი, რომელსაც“ ხანგძლივი


პარლამენტი „ ეწოდა , რადგან 1653 წლამდე ფუნქიონირებდა

პარლამენტარებმა გამოსცეს დოკუმენტი „დიდი რემონსტრაცია“ , საპასუხოდ


ჩარლზ I-მა გადაწყვიტა ოპოზიციის ლიდერები დაეპატიმრებინა და პარლამენტში ჯარით
შევიდა, მაგრამ ოპოზიციის ლიდერები გაფრთხილებულები იყვნენ და ლონდონის რაიონ
სიტიში დაიმალნენ .

ლონდონის მოსახლეობა აგრესიას იჩენდა უსამართლო ტირანი მეფის


წინააღმდეგ და ამის გამო ჩარლზ I წავიდა ჩრდილოეთ ინგლისში და 1642 წელს მან
სამოქალაქო ომი დაიწყო პარლამენტის წინააღმდე.

მეფეს მხარი დაუჭირა ინგლისის ჩამორჩენილმა ნაწილებმა სადაც ძველი


ფეოდალური წყობა ბატონობდა ჩრდილოეთმა და დასავლეთმა

ხოლო ეკონომიკურად განვითარებულმა (აქ კაპიტალისტური ეკონომიკა


იყო) აღმოსავლეთმა და სამხრეთმა მხარი დაუჭირა პარლამენტს.
ანგლიკანები ძირითადად მეფეს უჭერდნენ მხარს (მეფის მომხრეებს
ეწოდებოდათ როაიალისტები, ან მონარქისტები)

პურიტანები (პრესბიტერიანელები და ინდეპენდენტები) მხარს უჭერდნენ


პარლამენტს.

პარლამენტის ჯარი ყოველთვის მარხცდებოდა რიცხობრივი


უპირატესობის მიუხედავად, რადგან დიდგვარონების უმეტესობა რომლებიც მეფეს
უჭერდნენ მხარს პროფესიანოლი სამხედროები იყვნენ. მეფის ჯარს მეთაურობდა
პრინცი რუპერტი.

როიალისტებს ანუ მეფის მომხრე ჯარს ეწოდებოდათ „ კავალერები“.

ოლივერ კრომველი - იყო პურიტანი (ინდეპენტენდი) მან ჩამოაყალიბა “ ახალი


ნიმუშის“ ჯარი, სადაც პურიტანები იყვნენ , ამ ჯარში იყო მკაცრი დისციპლინა,კარგად
გაწვრთნილი მეომრები და რელიგიური ფანატიზმით იბრძოდნენ. ოლივერ
კრომველის არმიას უწოდებდნენ „რკინისგვერდიანებს“ (პარლამენტი მომხრე ჯარებს
ასევე „მრგვალთავიანებს“ უწოდებდნენ , რადგან პურიტანებს ურალო ვარცხნილობები
ჰქონდათ).

ოლივერ კრომველმა ოფიცრის თანამოდებობებზე ნიშნავდა არ


დიდგვაროვნობის მიხედვით ,როგორც ეს ევროპაში იყო, არამედ სამხედრო
ტალანტის მიხედვით, მაგალითად მან ოფიცრებად დანიშნა მეეტლე, მექვაბე და ა.შ.

.....................................................................................................................................................................

1644 წ. მარსტონ-მურის ბრძოლაში პარლამენტის ჯარმა გაანადგურა მეფის


არმია.

1645 წ. სოფ. ნეისბისთან გადამწყვეტ ბრძოლაში ოლივერ კრომველმა


გაანადგურა ჩარლზ I-ის ჯარი.

.............................................................................................................................................

1646 წ. ჩარლზ I შოტლანდიაში გაიქცა, შოტლანდიის პარლამენტმა ჩარლზ I


გადასცა ინგლისის პარლამენტს დიდი ფულის სანავცლოდ.

ამ პერიოდში გაძლიერდა ინდეპენდენტების გავლენა, ეს არ მოეწონათ


პრესბიტერიენელებს, ისინი გაერთიანდნენ როაიალისტებთან ანუ მეფესთან შეკრეს
კავშირი, შედეგად ჩარლზ I გაიქცა და 1647-1648 წლებში უკვე მეორე სამოქალაქო ომი
მოხდა. ამჯერად ინდეპენდენტები ოლივერ კრომველის მეთაურობით ებრძოდნენ
მეფეს, პრესბიტერინელ ინგლისელებს და პრესბიტერიენლ შოტლანდიელებს .
კათოლიკური ირლანდიის სიმპათიებიც მეფის მხარეს იყო.

ოლივერ კრომველმა გაანადგურა მეფე და მისი მომხრე პრესბიტერიენლები,


დაამარცხა პრესბიტერიანელი შოტლანდიელებიც.

ოლივერ კრომველს და საერთოდ ინდეპენტენტებს უნდოდათ მეფე ჩარლზ I-


ის სიკვდილით დასჯა, მაგრამ ამის ნებართვას არ იძლეოდა პარლამენტი, რადგან
პარლამენტში დიდი რაოდენობით იყვნენ პრესბიტერიანლები. შედეგად ოლივერ
კრომველმა თავის პოლკოვნიკი პრაიდი გააგზავნა, რომელმაც პარლამენტის
შენობაში არ შეუშვა პრესბიტერიენელბი (ამას ეწოდება „პრაიდის წმენდა“), შედეგად
ინგლისის პარლამენტში ამიერიდან ინდეპენტენდები აღმოჩნდნენ და მათ მეფის
გასამართლების ნებართვა გასცეს.

1649 წ. 135 კაციანმა სასამრთლომ მეფე გაასამართლა და სიკვდილი


მიუსაჯა.

ჩარლზ I სტიუარტმა 1649 წელს თავი მოკვეთეს, ეს ევროპის ისტორიაში


პირველი შემთხვევაა,როდესაც მეფე სიკვდილით დასაჯეს .

ლეველერები გამოეყვნენ ინდეპენდენებს, ესენი იყვნენ რადიკალები,


ითხოვდნენ რესპუბლიკის დამყარებას, ესენი ოლივერ კორმველმა გაანადგურა .

..............................................................................................................................................................

ოლივერ კრომველმა რელიგიური ფანატიზმიდან გამომდინარე საშინლად


ჩაახშო კათოლიკური ირალნდიის აჯანყება (პურიტანები საშინლად ვერ იტანდნენ
კათოლიკეებს). ირლანდიის ერთი მესამედი შეეწირა კრომველთან ბრძოლას. ამი
დაიწყო ინგლისის და ირლანდიის მრავალსაუკუკოვანი მტრობა, რომელიც დღემდე
გრძელდება .

...............................................................................................................................................

1653 წ. ოლივერ კრომველი ინგლისის ერთპიროვნული მმართველი გახდა, ის


გახდა ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის ლორდ-პროტექტორი. მან დაშალა
„ხანგძლივი პარლამენტი“ და ერთპიროვნულად, ტირანულ-დესპოტურად მართავდა,
მისი მმართველობა ასევე რელიგიური ფანატიზმით გამოირჩეოდა, ინგლისში
პურიტანმა კრომველმა აკრძალა ყოველგვარი გასართობები, თეატრებიც კი (ეს
შექსპირი ქვეყანაში  ) ,

კრომველმა ინგილისი სამხედრო ოლქებად დაყო, რომლებსაც სათავეში ჩაუყენა


პურიტანი (ინდეპენდენტი) გენერლები.

კრომველმა უფრო აბსოლუტური დესპოტური ძალაუფლება მიიღო ვიდრე ეს


მეფეს ჰქონდა, ადამიანის ერთმართველობა და ტირანიის წინააღმდეგ დაიწყო
რევოლუცია შეგახსენებთ.

ოლივერ კრომველმა გადადგა ნაბიჯები, რამაც ინგლისის საზღვაო პირველობას


და გაძლიერებას შეუწყო ხელი. კრომველმა დაამარცხა ჰოლანდია, რომელიც
უძლიერესი საზღვაო სახელმწიფო იყო. ინგლისმა ესპანეთს წაართვა შაქრის
ლეწრმით მდიდარი კუნძული იამაიკა.

1658 წ. ოლივერ კრომველი მოკვდა.

....................................................................................................................................................................

ინგლისის გენერალმა მონკემ აღადგინა ინგლისში სტიუარტების


მეფობა ,ანუ მოხდა სტიუარტების რესტავრაცია.
1660 წ. ტახტი დაიკავა სიკვდილით დასჯილი ჩარლზ I-ის შვილმა ჩარლზ II-
მ, რომელმაც პირობა დადო, რომ არ დაიწყებდა რევოლუციონრების დევნას , მაგრამ
ჩარლზ II-მ (1660-1685) პირობა დაარღვია და რევოლუციონრების დევნა დაიწყო,
ოლივერ კრომველი საფლავიდან ამოთხარა და გაასამათლა  (საინტერესო სანახავი
იქნებოდა) .

.............................................................................................................................................................

1679 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო „ჰაბეას კორპუს აქტი“, რომელიც


მარტმსაჯულებას იცავდა მეფის უხეში ჩარევისგან, კანონი განსაზღვარდა პატიმრის
სასამართლოში წარდგენის წესს.

....................................................................................................................................................

სახელოვანი რევოლუცია 1688 წ.

1685 წ. ჩარლზ II მოკვდა და ტახტი მისმა იდიოტმა ძმამ დაიკავა ჯეიმს II


სტიუარტმა (1685-1688) , რომელიც აბსოლუტური-დესპოტურ-ტირანული მეთოდებით
მართავდა , ინგლისელი ხალხი არ ეგუებოდა თავისუფლებების წართმევას და ამის
გამო 1688 წ. მოხდა „უსისხლო რევოლუცია“, შედეგად ჯეიმს II გაიქცა საფრანგეთში
(გასაოცარია სტიუარტების გონებაშეზღუდულობა, მათ ფანატიკურად სჯეროდათ ,რომ
ღმერთს სურდა მათი ტირანობა, მათ არ გამოტანეს წარსულიდან გაკვეთილები და
შედეგად სამუდამოდ დაკარგეს მეფობა).

1688 წ. ინგლისელებმა ტახტზე მოიწვიეს ჰოლანდიის შტატჰალტერი


უილიამ III ორანელი, რომელიც იყო მეფე ჩარლზ II-ის შვილის მერი სტიუარტის
ქმარი. უილიამ ორანელი გადმოჯდა ინგლისში და უსისხლოთ დაიკავა ტახტი. ამას
„სახელოვანი რევოლუციაც „ ეწოდება, უილიამ ორანელი სამართლიანად მართავდა
სამეფოს, პარლამენტთან ერთად .

ინგლისში დღემდეა მონარქიაა , ანუ მეფობა, მაგრამ ქვეყანას მართავს ხალხის


მიერ არჩეული პარლამენტი (ანუ ქვეყანას ხალხი მართავს) .

1689 წ. ინგლისის მეფემ უილიამ III ორანელმა მიიღო „ბილი უფლებათა


შესახებ“ ( მოქალაქეების თავისუფლებები იყო გარანტირებული) .

ინგლისის მმარტველი კლასი გახდა ბურჟუაზია.

......................................................................................................................................................................

კითხვები :

1)რატომ ეგუებოდნენ ელისაბედ I თიუდორის დროს ინგლისელები, მონაქრის


აბსოლუტურ ძალაუფლებას ?

2)რომელ სახლემწიფოები გაერთიანდა ჯეიმს I სტიუარტის დროს ?

3)რა მიზანი ჰქონდათ პურიტანებს ანგლიკანურ ეკლესიასთან მიმართებაში ?

4)ვინ იყვნენ ინდეპენდენტები ?


5)ვინ იყვნენ პრესბიტერიანელები ?

6)ვინ არის ანგლიკანური ეკლესიის ყველაზე გავლენიანი პირი ?

7) რატომ ამბობდა ჯეიმზ I „არ იქნება ეპისკოპოსი, არ იქნება მეფე“ ?

8)აღწერეთ „ხანმოკლე პარლამენტის“ ისტორია ?

9)რატომ აუჯანყდნენ შოტლანდიელები ჩარლ I სტიუარტს ?

10) რატომ მოიწვია ჩარლ I სტიუარტმა „ხანგძლივი პარლამენტი“, რომელ წლებში


იყო ეს პარლამენტი ?

11) რატომ დაიწყო ინგლისში სამოქალაქო ომი ? რომელი მხარეები უჭერდნენ მხარს
მეფეს და რომელი პარლამენტს ?

12)რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად საწყის ეტაპზე რატომ მარცხდებოდა


როიალისტებთან ომში პარლამენტის ჯარი ?

13)როიალისტების გარდა რა ეწოდებოდათ მონარქისტებს ?

14) ვინ შექმნა „ახალი ნიმუშის“ ჯარი ? აღწერეთ „ახალი ნიმუშის“ ჯარი ?

15) ვის უწოდებდნენ „მრგვალთავიანებს“ ?

16)რა მოხდა მარნსტონ მურის ბრძოლაში ? სად ოხდა და რომელ წელს გადამწყვეტი
ბრძოლა ?

17) მეორე სამოქალაქო ომში რატომ დაუჭირეს მხარი მეფეს პრესბიტერიანელებმა ?

18) რატომ მოხდა „პრაიდის წმენდა“ ? რა მოხდა „პრაიდის წმენდის“ დროს ?

19) როდის დასაჯეს სიკვდილით ჩარლზ I ?

20)აღწერეთ კრომველის მიერ კათოლიკური ირლანდიის აჯნყების ჩახშობა ?

21)აღწერეთ ოლივერ კრომველის დიქტატურა ინგლისში ?

22) „სტიუარტების რესტავრაცია“ აღწერეთ ?

23.აღწერეტ „ჰაბეას კორპუს აქტი“ .

24) რატომ და როგორ მოხდა „უსისხლო რევოლუცია და როდის მოხდა ?

25)“უსისხლო რევოლუციის“ შემდეგ ვინ გახდა ინგლისის მეფე და რა კანონპროექტი


მიიღო ?

You might also like