You are on page 1of 7

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ რაინდთა ნაწილი ევროპაში დაბრუნდა.

ჯვაროსნული
სახელმწიფეობის დაცვა, რომლებიც მტრულ გარემოცვაში იმყოფებოდნენ, ახლად დაარსებულმა
სარაინდო ორდენებმა იკისრეს. ორდენთა წევრები, როგორც სასულიერო პირები (ბერები),
აღთქმას დებდნენ უბიწეობის (რომლის მიხედვითაც მათ ცოლის მოყვანის უფლება არ ჰქონდათ),
მორჩილების და სიღატაკის აღსრულებაზე. მაგრამ მოკლე დროის განმავლობაში სიმდიდრეც
შეიძინეს, უბიწოებაც მიივიწყეს და მორჩილებასაც თავი გაანებეს. ორდენის წევრები ჯვაროსანთა
მთავარ სამხედო ძალად იქცნენ, რასაც მათი მიუდგომელი ციხე-კოშკებიც მოწმოდნენ.
უძველესი სარაინდო ორდენი დაარსდა XII საუკუნის დასაწყისში იერუსალიმში, ჰოსპიტალიტების
ანუ იოანიტების ორდენის სახელწოდებით. ეს სახელი ეწოდათ წმინდა იოანე
იერუსალიმელისაგან, რომლის სახელობაზეც ჰოსპიტალი (დავრდომილთა თავშესაფარი)
ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ორდენის დამაარსებელი რაინდები პილიგრიმებს (მლოცველებს)
პატრონობდნენ. იოანიტების ორდენის წევრები ატარებდნენ შავ წამოსასხამს- მანტიას თეთრი
ჯვრით, როცა ჯვაროსნებმა წმინდა მიწა დაიკავეს, იოანიტები დასახლდნენ კუნძულ კვიპროსზე
(1291 წელს), სადაც საკუთარი ფლოტიც გაიჩინეს. შემდეგ კუნძულ როდოსზე (1309 წელს), XVI
საუკუნეში (1530 წელს) კი მათ მოუხდათ კუნძულ მალტაზე გადასახლება, რის გამოც ამ საძმოს
მალტის ორდენი ეწოდა.
იოანიტთა ირდენი
მეორე იყო ტამპლიერთა ორდენი, რომელიც ფრანგმა რაინდებმა დააარსეს იერუსალიმში.
ტამპლიერების ანუ მეტაძრეების (temple- ტაძარი) ორდენის ადგილსამყოფელი თავდაპირველად იყო იმ
ადგილას, სადაც გადმოცემით მეფის სოლომონ ბრძენის ტაძარი იდგა, აქედან წარმოიშვა
სახელწოდება “ტაძრის მხედრები”. ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს წითელი ჯვრის
გამოსახულებით. დროთა განმავლობაში ტამპლიერების ორდენი ისე გაძლიერდა, რომ მის
სიმდიდრეზე ლეგენდები დადიოდა.
ტამპლიერთა ორდენის რაინდები მამულებსა და ფულებს სწირავდნენე ქართველთა ჯვრის მონასტერს
იერუსალიმში და საამისოდ თავიანთ სახელებს აწერინებდნენ ლოცვისას მოსახსენიებლად.
ტამპლიერთა ორდენი

ტამპლიერთა ციხე სიმაგრე


მესამე დიდი სასულიერო-სარაინდო ორდენის წევრთა (კავალერთა) უმრავლესობა გერმანელები
იყვნენ, ამიტომ საძმოს ხშირად გერმანულ, ანუ მისი ლათინური ფორმით ტევტონთა ორდენს
უწოდებდნენ. მისი შექმნა XIII საუკუნეში გერმანელ რაინდთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჰერცოგმა
ფრიდრიხ შვაბელმა დაამტკიცა პალესტინაში, მაგრამ ეს ორდენი წმინდა მიწაზე დიდხანს არ
დარჩენილა. ორდენის წევრები პოლონელმა მთავარმა აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში მიიწვია
წარმართი ლიტველი ტომის- პრუსების დასამორჩილებლად. ორდენმა მიიღო მოწვევა, დაიპყრო
პრუსები, დამკვიდრდა მის ტერიტორიაზე და ვაჭრობასა და მევახშეობას მიჰყო ხელი. შემდგომში
გაძლიერებული ტევტონთა ორდენი რუსებსაც უტევს. ტევტონთა ორდენის წევრები თეთრ მოსასხამს
ატარებდნენ შავი ჯვრით.

ტევტონთა სასახლეები
ტევტონთა ორდენის გერბი

ტევტონთა დროშა
ორდენთა სათავეში იდგა დიდი მაგისტრი, მაგრამ ის არ იყო შეუზღუდავი მმართველი. დიდი მაგისტრის
ხელისუფლება იზღუდებოდა გენერალი კაპიტულის მიერ. დიდი მაგისტრი ორდენის საქმეებს “ძმათა
საბჭოსთან” ერთად წყვეტდა. რაინდთა სასულიერო საძმოს წევრების თავდაპირველი მიზანი-
ავადმყოფ ჯვაროსანთა მოვლა და პილიგრიმების დაცვა მუსლიმებისგან აღმოსავლეთში, ძალიან
საჭირო იყო და ევროპელები რაინდებს აუარებელ ფულსა და მიწებს სწირავდენენ როგორც
პალესტინაში, ისე თვით ევროპაში. მათი მამულები თავისუფალი იყო გადასახადებისგან, მაგრამ
ორდენებმა თავიანთი მოღვაწეობა მალე სავაჭრო ინტერესებს დაუკავშირეს. ეწეოდნენ მევახშეობას,
სპეკულაციას და სიმდიდრის მოსახვეჭად არავითარ სათაკილო საქმეს არ ერიდებოდნენ.

You might also like