You are on page 1of 3

პელოპონესის ომი

ათენის საზღვაო კავშირი - სიმაქია ჩამოაყალიბა ათენმა ბერძენ-სპარსელთა ომების დროს


და ომის შემდეგაც შეინარჩუნა არსებობა. ათენელები მეთაურობდნენ კავშირის ფლოტს,
ჯარს და ხაზინას. კავშირში შემავალი პოლისები ვალდებულები იყვნენ ათენის ფლოტის
შესანახად გადასახადი ეხადათ, ხაზინა კუნძულ დელოსზე მდებარეობდა, ამიტომ კავშირს
„დელოსის კავშირი“ ეწოდა. ათენი ზღვაზე გაბატონდა და ბერძნულ სამყაროში ყველაზე
ძლიერ სახელმწიფოდ იქცა და „ზღვის მფლობელის“ ტიტული მოიპოვა. კავშირში შემავალი
წევრები თანასწორად ითვლებოდნენ და სიამქიას მათ შინაურ საქმეებში ჩარევა
ეკრძალებოდა, თუმცა დელოსიის კავშირში ათენის გავლენა თანდათან გამოიკვეთა, ათენი
მოკავშირეთა საშინაო საქმეებში აქტიურად იწყებს ჩარევას და ხაზინასაც განკარგავს. ათენის
გაძლიერებას ასევე ხელს უწყობდა ძლიერი სამხედრო-სავაჭრო ფლოტი და ნავსადგური, რის
წყალობითაც ათენი მთავარი საზღვაო კარიბჭე გახდა. ათენის გაძლიერება მიუღებელი იყო
სპარტისთვის, რომელმაც უფრო ადრე, ძვ.წ VI საუკუნეში შექმნა პელოპონესის კავშირი.
პელოპონესის კავშირს საბერძნეთში პირველობაზე ჰქონდა პრეტენზია. პელოპონესის
კავშირის წევრები არ შედიოდნენ ათენის საზღვაო კავშირში.

ომის დაწყება - პელოპონესის ომის მიზეზი ათენის საზღვაო კავშირის და პელოპონესის


კავშირის პირველობისთვის ბრძოლა იყო ბერძნულ სამყაროში. ამ ორ კავშირს
დაპირისპირება ჰქონდა ასევე კორინთოსა და მეგარასთვის. ეს დაპირისპირება ძვ. წ. 431
წელს გადაიზარდა ომში , რომელიც ძვ.წ 404 წლამდე მიმდინარეობდა და ცნობილია
პელოპონესის ომის სახელით. საბაბი კი გახდა ათენის ჩარევა კორკირასა და კორინთოს
კონფლიქტში , რითაც კორინთელთა ინტერესები ილახებოდა. კორინთომ დახმარებისთვის
პელოპონესის კავშირს მიმართა. სპარტამ ომი გამოუცხადა ათენს ძვ.წ 431წელს. ომის
პირველ ეტაპზე ათენელების სტრატეგოსი იყო პერიკლე და ათენი მისი გეგმით მოქმედებდა.
პერიკლეს ჭკვიანური გეგმით ათენელებმა გაამაგრეს ქალაქის გალავანი და ზღვაზე
რამდენჯერმე დაამარცხეს სპარტა. ხმელეთზე კი გამოცდილ და მომზადებულ
სპარტელებთან ომს თავს არიდებდნენ. ათენელთა თავდაცვითმა ომმა პერიკლეს
სტრატეგოსობით გაამართლა, მაგრამ ათენში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა, რომელმაც
წარმატებაა გააუფერულა. ძვ.წ 429 წელს შავი ჭირის ეპიდემიამ ხანდაზმული პერიკლეც
შეიწირა.

პერიკლეს სიკვდილის შემდეგ ათენში აზრი გაიყო. „ომის“ პარტიის ლიდერი კლეონი ომის
გაგრძელებას მოითხოვდა, ხოლო „ზავის“ მომხრე ნიკიასი ომის შეწყვეტის მომხრე იყო.
კლეონმა და ფლოტის სარდალმა დემოსთენემ ომი გააგრძელეს და რამდენჯერმე დაამარცხეს
სპარტელები, სპარტამ ზავი ითხოვა, ათენმა ისეთი პირობები წამოაყენა, სპარტა არ
დათანხმდა და ომი გაგრძელდა, ბრძოლაში დაიღუპა კლეონი და ძვ.წ 421 წელს ზავის
პარტიის მომხრე სარდალმა ნიკიასმა სპარტას 50-წლიანი ზავი დაუდო. ნიკიასის ზავით
მხარეებს უნდა დაებრუნებინათ ომით დაკავებული ტერიტორიები, თუმცა არცერთმა მხარემ
ზავის პირობა არ შეასრულა და ომი განახლდა.
ომი გააგრძელა პერიკლეს ნათესავმა, ათენის ომის პარტიის მეთაურმა, გამოცდილმა და
ნიჭიერმა ავანტურისტმა, სოკრატეს მოსწავლე ალკიბიადემ, მან გადაწყვიტა დახმარებოდა
სიცილიას, რომელსაც სირაკუზელები ავიწროვებდნენ. ალკიბიადეს სურდა დაეკავებინა
სიცილია და გაეფართოვებინა ათენის გავლენა. სიცილიის ექსპედიციის დროს დააზიანეს
ათენში ღვთაება ჰერმესის გამოსახულება, დანაშაული ალკიბიადეს დაბრალდა,
პოლიტიკურმა მოწინააღმდგეებმა ბრალი ალკიბიადეს დასდეს, მოღალატედ გამოაცხადეს
და დაპატიმრება მოუნდომეს. ალკიბიადემ სპარტას შეაფარა თავი და მისი დახმარებით
სპარტამ რამდენიმე წარმატება მოიპოვა, ათენის სახალხო კრებამ მას დაუსწრებლად
სიკვდილი მიუსაჯა. ალკიბიადეს რჩევით სპარტამ სპარსეთთან მოლაპარაკებები დაიწყო,
სპარტელებმა ეჭვი შეიტანეს მის ერთგულებაში და ალკიბიადე იძულებული გახდა სპარსეთში
გაქცეულიყო.

ძვ.წ 411წელს ათენში გადატრიალება მოხდა , ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს ოლიგარქებმა,


თუმცა მათ სპარტასთან დაზავება ვერ შეძლეს და ავტორიტეტი დაკარგეს, დემოკრატებმა
დახმარება სთხოვეს ალკიბიადეს, 410 წელს იგი სათავეში ჩაუდგა ათენელების ფლოტს ,
დაამარცხა სპარტელები, ტრიუმფით შევიდა ათენში და დემოკრატიული მმართველობა
აღადგინა, თუმცა სახალხო კრებამ ძვ.წ 406 წელს იგი მაინც არ აირჩია სტრატეგოსად.
ალკიბიადე სამუდამოდ გადასახლდა ქერსონესში. ამის შემდეგ ომი სპარტელების
უპირატესობით გაგრძელდა და საბოლოოდ დასრულდა ძვ.წ 404 წელს სპარტის გამარჯვებით.
ათენი პელოპონესის კავშირში შევიდა. პელოპონესიის ომი აღწერა ისტორიკოსმა
თუკიდიდემ.

პელოპონესის ომში გაიმარჯვა სპარტამ და ათენში დაამყრეს ოლიგარქიული მმართველობა,


თუმცა ხანგრძლივი სამოქალაქო ომი დამანგრეველი აღმოჩნდა მთელი საბერძნეთისთვის
ამიტომ, უწოდებენ პელოპონესის ომს „ომი გამარჯვებულის გარეშე“. პელოპონესის ომებმა
საბერძნეთი გააჩანაგა, სამგიეროდ გაძლიერდა საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე
მაკედონია, რომლის მეფე ფილიპე მაკედონელმა შექმნა ერთიანი ბერძნულ -მაკედონური
სახელმწიფო.

( პელოპონესისი ომის დროს სპარტის მეფეები იყვნენ პირველ ეტაპზე არქიდამოსი, შემდგომ
ბრასიდასი და ომი გამარჯვებით დაასრულა ლისანდროსმა )

You might also like