You are on page 1of 17

ჰიგიენური პრევენცია

ინფექციის პრევენცია და კონტროლი

 ასეპტიკა ღონისძიებათა სისტემაა, რომელიც მიმართულია ინფიცირების წინააღმდეგ:


• ჭრილობების, ქსოვილების, ორგანოების, სხეულის ღრუების დამუშავების დროს;
• სტერილური ხსნარების, მალამოების მომზადებისას;
 არსებობს ასეპტიკის ორი ძირითადი ტიპი: სამედიცინო და ქირურგიული.
• სამედიცინო ასეპტიკის მიზანია კონკრეტული მიკროორგანიზმის კონკრეტულ ადგილას
შემოსაზღვრა, რაც ზღუდავს მიკროორგანიზმების რაოდენობას, ზრდასა და გადაცემას .
სამედიცინო ასეპტიკაში ობიექტებს ან სუფთას ეძახიან, რაც იმას ნიშნავს რომ თითქმის
ყველა მიკროორგანიზმი განადგურებულია, ან დაბინძურებულს, კონტამინირებულს
რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ამ ნივთზე მიკროორგანიზ- მები ჭარბადაა,
რომელთაგან ზოგიერთს შეუძლია ინფექციის გამოწვევა.
• ქირურგიული ასეპტიკა ანუ სტერილური ტექნიკა, მისი მიზანია ადგილის ან ობიექტის
მიკროორგანიზმებისაგან სრულად გათავისუფლება; ეს მოიცავს ყველა
მიკროორგანიზმისა და სპორების (ძალიან გამძლე პათოგენისგან წარმოქმნილი,
მიკროსკოპული არააქტიური სტრუქტურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივ
გასუფთავების შემდეგ ცოცხალი რჩება) განადგურებას. ქირურგიული ასეპტიკა ყველა
იმ პროცედურის ნაწილია, რომელიც სხეულის სტერილურ ადგილებს ეხება.
ანტისეპტიკური ხსნარები:
 ანადგურებს მიკროორგანიზმთა უმრავლესობას (ვირუსების ჩათვლით);
 მოითხოვს ნაკლებ დროს (20-30 წმ);
 შესაძლებელია ხელმისაწვდომობა პაციენტის მოვლის ყველა არეში;
 დამზოგველია კანისთვის.

ჩვენება:
ანტისეპტიკური ხსნარები გამოიყენება მაშინ, როდესაც ხელები ვიზუალურად დასვრილი არ არის,
ან არ არსებობს რისკი, რომ მასზე იყოს სპორაწარმომქმნელი მიკროორგანიზმები;

ანტისეპტიკური ხსნარით (3-5 მლ) ხელების დამუშავებისას უნდა დაიფაროს ხელების სრული
ზედაპირი და პროცედურა ჩატარდეს 20-30 წმ-ის განმავლობაში ხელების სრულ გაშრობამდე. თუ
ანტისეპტიკური ხსნარი ხელმისაწვდომი არ არის, დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით.
ნოზოკომური ინფექციების პრევენცია
 ხელის ჰიგიენის ტექნიკის სწორად გამოყენება;
 გარემოს კონტროლი;
 საჭიროების შემთხვევაში, სტერილური ტექნიკის
გამოყენებითა და ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი
პაციენტების იდენტიფიკაციითა და მართვით
შესაძლებელია მრავალი ნოზოკომიური ინფექციის
პრევენცია;
 ასეპტიკური ტექნიკის დაცვით;
 ხელის ჰიგიენა ეს არის ზოგადი ტერმინი, რომელიც
გულისხმობს, მოქმედებების ერთობლიობას, ხელიდან
ჭუჭყის ვიზუალური მოშორებიდან, ტრანზიტორული
მიკროორგანიზმების განადგურებისა და
რეზიდენტული მიკროფლორის მინიმალიზაციამდე .
ხელის ჰიგიენა მოიცავს ქირურგიულ ანტისეპტიკასაც.
 არსებობს მიკროორგანიზმების მოშორების ორი
მეთოდი:
 ხელის დამუშავება ალკოჰოლ-შემცველი ხსნარებით
(თანამედროვე მიდგომით უპირატესია ხელების
ვიზუალურად დასვრილი არ არის);
 ხელების დაბანა წყლითა და საპნით
(საყოფაცხოვრებო ან ანტიბაქტერიული);
ხელების ჰიგიენა
 ხელის ჰიგიენის აუცილებლობა (WHO, CDC)
• პაციენტთან კონტაქტის წინ და შემდეგ;
• სამედიცინო პერსონალის ერთი პაციენტიდან მეორეზე
გადასვლის წინ და შემდეგ;
• იმ საგნებთან კონტაქტის შემდეგ, რომელიც
შესაძლებელია დაბინძურებული იყოს პათოგენური
მიკროორგანიზმებით და ჰოსპიტალური ინფექციების
გამომწვევებით (სადრენაჟო სისტემები, შარდის
შესაგროვებელი ჭურჭელი);
• ინვაზიური პროცედურების ჩატარების წინ და შემდეგ;
• იმ მანიპულაციების წინ და შემდეგ, რომელთა დროსაც
სამედიცინო პერსონალს კონტაქტი აქვს პაციენტის
ლორწოვანთან, სისხლთან, სხვა ბიოლოგიურ
სითხეებთან (ხელების მიკროორგანიზმებით
კონტამინაციის რისკის საგრძნობლად მატების გამო);
• პაციენტის მოვლის პერიოდში, სხეულის
კონტამინირებული არიდან ,,სუფთა არეზე“ გადასვლის
წინ და ხელთათმანის გახდის შემდეგ;
• საკვების მომზადების, მიღებისა და გაცემის წინ;
• ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების (პირადი ტუალეტი)
დაკმაყოფილების შემდეგ;
• სტერილური პროცედურების წინ;
ხელების ჰიგიენა
 წყლითა და საპნით ხელების დაბანა
რეკომენდებულია:
 როდესაც ხელები ვიზუალურად დაბინძურებულია;
 ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების (პირადი
ტუალეტი) დაკმაყოფილების შემდეგ; ამასთან ერთად,
სამედიცინო პერსონალმა პაციენტთან ყოველი
კონტაქტის წინ და შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელის
ჰიგიენა.
 ხელის ჰიგიენის ხუთი მომენტი:
 პაციენტთან შეხებამდე;
 ასეპტიკური პროცედურების წინ (მ.შ.ინვაზიური);
 პაციენტის სხეულის ბიოლოგიურ სითხეებთან
კონტაქტის შემდეგ;
 პაციენტთან უშუალოდ შეხების შემდეგ;
 პაციენტის გარემოსთან უშუალო კონტაქტის შემდეგ;
ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემდეგ- ასეპტიკური პროცედურების ჩატარების
მიკრობების გადატანის პრევენცია წინ- პრევენცია მიკროორგანიზმების
სამედიცინო პერსონალზე კრიტიკულ არეებში მოხვედრა

 ლორწოვან გარსებსა და დაზიანებულ კანთან  ჭრილობის დამუშავებამდე, ვეზიკულაზე მალამოს


კონტაქტის დასრულებისთანავე; წასმამდე, ინექციებამდე/პუნქციამდე;
 ინვაზიური სამედიცინო პროცედურების ჩატარების  ინვაზიური სამედიცინო პროცედურამდე; ნებისმიერი
შემდგომ; ცაკეტილი სისტემის გადასხმამდე;
 ინვაზიური სამედიცინო სისტემის გადასხმის შემდეგ;
 ინვაზიური სამედიცინო მოწყობილობის მოხსნის  პაციენტის პირის ღრუს, ცხვირის, ყურის ინსტრუმენტულ
შემდგომ; დათვალიერებამდე;
 ნებისმიერი სახის დამცავი მასალის მოცილების  კბილების გახეხვამდე, თვალის წვეთების
შემდგომ(შესახვევი მასალა, დოლბანდი, ჩაწვეთებამდე, ვაგინალურ ან რექტალურ გასინჯვამდე ,
სანიტარული პაკეტი, მიმღები); სუპოზიტორის გამოყენებამდე, ლორწოს ასპირაციამდე ;
 ორგანული წარმოშობის მასალებისათვის  საკვების, მედიკამენტის, ფარმაცევტული პროდუქტების,
განკუთვნილი კონტეინერებთან შეხების შემდეგ, სტერილური მასალების მომზადებამდე.
ექსკრემენტებისა და ბილოგიური სითხეებისაგან
გაწმენდის შემდეგ;
 დაბინძურებული ზედაპირებისა და მასალების
მოცილება/გაწმენდის შემდეგ (დაბინძურებული
თეთრეული, პროთეზები, ინსტრუმენტები, შარდის
და ფეკალების კონტეინერიდა სხვა).
პაციენტთან შეხებამდე- პაციენტთან შეხების შემდეგ- პრევენცია
პრევენცია მიკრობების არსებული მიკრობების გადატანა სხვა
პაციენტზე და არეებში
გადატანა
 ხელის ჩამორთმევა ან ნებისმიერი შეხების  ხელის ჩამორთმევის ან ნებისმიერი შეხების შემდეგ;
წინ;
 პაციენტისათვის დახმარების გაწევის შემდეგ
 პაციენტისთვის ნებისმიერი მომსახურების (საკუთარი თავის მოვლა, გადაადგილება, აბაზანის
გაწევამდე(გადაადგილება, აბაზანის მიღება, ჩაცმა, საკვების მიღება და ა.შ);
მიღება, ჩაცმა/გახდა, საკვების მიღება);
 პაციენტის მოვლისა და არაინვაზიური ხასიათის
 პაციენტის მომსახურებისას და პროცედურის ჩატარების შემდგომ(თეთრეული,
არაინვაზიური ხასიათის პროცედურების ტანსაცმელი,მასაჟი);
ჩატარებამდე;  ფიზიკური მონაცემების არაინვაზიური შემოწმების
 ჟანგბადის ნიღბის მორგება, მასაჟის შემდეგ.
გაკეთების წინ;
 ვიტალური მონაცემების არაინვაზიური
პროცედურის წინ.
ჰიგიენური პრევენცია

ხელის ჰიგიენა პაციენტის გარშემო ობიექტებისა და


საგნების შეხების შემდეგ- არსებული მიკრობების
გადატანის პრევენცია სხვა პაციენტებსა და არეებში.
 იმ აქტივობის შემდეგ, რომელიც მოიცავს ფიზიკურ კონტაქტს პაციენტის
ადგილსამყოფელთან;
 სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა აქტივობების განხორციელების შემდეგ;
 ზედაპირებსა და საგნებთან კონტაქტის შემდეგ.
ხელების ანტისეპტიკურად დამუსავების ტექნიკა
 ალკოჰოლის შემცველი პროდუქტების
სწორად გამოყენების ნაბიჯებია:
 დაისხით მუჭში საკმარისი საშუალების
ანტისეპტიკური ხსნარი ხელის ზედაპირების
სრულად დასასაფარად;
 ანტისეპტიკი გადაანაწილეთ და შეიზილეთ
ხელისგულებით თანაბრად;
 წაისვით მარჯვენა მტევანი მარცხენაზე
„გადაჭდობილი“თითებით და პირიქით;
 წაისვით მტევანი მტევანზე თითების
ურთიერთქმედებით;
 თითების ზედა ზედაპირები ერთმანეთს ეხება;
 როტაციული მოძრობით მარჯვენა ხელით
მარცხენა ცერა თითი დაიმუშავეთ და პირიქით;
 როტაციული მოძრაობაით, წინ და უკან შეკრული
თითები მეორე ხელის გულზე გაუსვით და
პირიქით;
 შეიზილეთ ხელების გაშრობამდე დაახლოებით
20-30 წმ-ის განმავლობაში
ხელის ჰიგიენის მონიტორინგის ჩატარების მეთოდები:

 პირდაპირი: უშუალო დაკვირვება სამედიცინო პერსონალზე, პაციენტების მხრიდან


პერსონალის შეფასება;

 არაპირდაპირი: ხელის ჰიგიენის პროდუქტების ხარჯვის მონიტორინგი, ხელსაბანისა და


დისპენსერების ავტომატური მონიტორინგის სისტემა.

 არც ერთი მეთოდი არ არის იდეალური და ყოველ მათგანს აქვს როგორც უპირატესობები, ისე
ნაკლოვანებები;

 მონიტორინგის რომელ მეთოდს ან მეთოდთა კომბინაციას გამოიყენებს სამედიცინო


დაწესებულება, დამოკიდებულია მის ფინანსურ და პერსონალურ რესურსებზე.
მეთოდი უპირატესობები ნაკლოვანებები
ექსპერტების მიერ  დაკვირვების არეალლში ყველა  მოითხოვს დროის დანახარჯს
ჩატარებული პირდაპირი „შესაძლებლობის“ აღრიცხვის  მოითხოვს კვალიფიცურ და გამოცდილ
დაკვირვება ერთადერთი მეთოდი დამკვირვებელს
 დეტალური დაკვირვება  არსებობს შეფასების, სელექციისა და
 შესაძლებელია გამოვლინდეს დამკვირვებლის მიერ სისტემატური შეცდომის
ხარისხობრივი პრობლემები დაშვების ტენდენცია
სამედიცინო პერსონალის არ მოითხოვს დიდ დანახარჯს  აჭარბებს რეალური შესრულების მაჩვენებელს
თვითშეფასება  არასაიმედოა
პაციენტების მიერ არ მოითხოვს დიდ დანახარჯს  პოტენციურად ნეგატიური გავლენა პაციენტისა
დაკვირვება და სამედიცინო მუშაკის ურთიერთობაზე
 სანდოობა და სიზუსტე არ არის დამტკიცებული
ხელის ჰიგიენის  არ მოითხოვს დიდ დანახარჯს  ვერ ავლენს შესატყვისობას
პროდუქტების მოხმარება  ასახავს ხელის ჰიგიენის საერთო „შესაძლებლობასთან“
სურათს  ვერ ავლენს ხელის ჰიგიენის ხარისხს
 ვალიდაცია შეიძლება  გავლენას ახდენს განყოფილებებში
გაუმჯობესდეს სუროგატული დაგროვილი სათადარიგო საშუალებების
დენომინატორის გამოყენებით რაოდენობა, ვიზიტორების მიერ შესრულებული
(მაგ., საწოლდღე) პროცედურები
 არ არსებობს პროფესიული ნიშნით ან
ინდივიდუალურად დაკვირვების საშუალება
ავტომატური  დამკვირვებლის მიერ დაშვებული  მწირი გამოცდილება
მონიტორინგის სისტემა სისტემური შეცდომის არარსებობა  ეთიკური პრობლემების პოტენციური რისკი
 ვალიდური ინფორმაციის შეკრების  უცნობია გავლენა პერსონალისა და
პოტენციალი პაციენტების ქცევაზე
 შედარებით დიდი დანახარჯი
პროდუქტი მითითებები უპირატესობა უკუჩვენება შენიშვნა
ანტისეპტიკური ანტისეპტიკური  მარტივი  ანტისეპტიკური გამოიყენეთ კარგად
საშუალებები საშუალებები მოსახმარია საშუალებები გამშრალ ხელებზე
ყველაზე ხშირად გამოიყენება  ანადგურებს განზავდება სველ
შეიცავს ეთანოლს, პაციენტებთან ან ტრანზიტორულ ხელებზე
იზოპროპანოლს, n- მათ ირგვლივ და ნაწილობრივ გამოყენებისას
პროპანოლს ან არსებულ რეზიდენტულ  აალებადია
რომელიმე ორი საგნებთან მიკროფლორას  ხელთათმანების
მათგანის კონტაქტის  გასაშრობად არ გამოყენებამდე
კომბინაციას, შემდგომ, საჭიროებს საჭირო ხელების
ალკოჰოლის 60%-იანი როდესაც ხელები ხელსახოცების კარგად გაშრობა,
ან 80%-იანი ვიზუალურად არაა გამოყენებას რადგან
შემცველობით, რაც დაბინძურებული შესაძლებელია
სრულშესაბამისობაშია გამოიწვიოს
კლინიკურ სხვადასხვა ტიპის
მოთხოვნებთან. დერმატიტები
პროდუქტი მითითებები უპირატესობა უკუჩვენება შენიშვნა
საყოფაცხოვრებო გამოიყენება ხელზე მექანიკურად აცილებს გააჩნია მინიმალური მოხმარებისას უნდა
საპონი არსებული დაბინძურების ხელებიდან ჭუჭყსა და ანტიმიკრობული დაიფაროს
პირველადად მასზე მოხვედრილ აქტივობა, ხშირად და ხელის/თითების/ფრჩხი
მოსაცილებლად ორგანულ ნივთიერებებს. არამიზანმიმართულად ლების მთელი ზედაპირი.
გამოყენებისას იწვევსარ არის მიზანშეწონილი
კანის გაღიზიანებას. დისპენსერების ზედა
ზღვრამდე გავსება;
არ არის
სასურველიმყარი საპნის
გამოყენება.
ანტიმიკრობული საპონი გამოიყენება ხელის გააჩნია მაღალი ხშირად და  მოხმარებისას უნდა
ქირურგიული ანტიმიკრობული არამიზანმიმართულად დაიფაროს ხელის/
ანტისეპტიკისა და აქტივობა; გამოყენებისას იწვევს თითების/
სხვადასხვა ინვაზიური კანის გაღიზიანებას, მისი ფრჩხილების მთელი
პროცედურის წინ ძალიან მთლიანობის ზედაპირი
მაღალი და მაღალი დარღვევას.  დისპენსერების ზედა
რისკის ზონებში. ზღვრამდე გავსება
მიზანშეწონილი არ
არის.
ხელის კრემი გამოიყენება ხელების რეგულარული უნდა შეესაბამებოდეს
მოვლისთვის მოხმარება ხელის ჰიგიენისას
უზრუნველყოფს ხელების გამოსაყენებელ
დაცვასა და სხვადასხვა საშუალებებს
ტიპის დერმატიტების
წარმოშობის პრევენციას
ძირითადი ანტისეპტიკური საშუალებების
ანტიმიკრობული სპექტრი და მახასიათებლები
ალკოჰოლშემცველ გრამ- გრამ- მიკობაქტერ სოკო ვირუსები ბაქტერიები შენიშვნა
ი საშუალებების დადებით უარყოფითი ია ს
დასახელება ი ბაქტერია განადგურებ
ბაქტერი ის სიჩქარე

სპირტი +++ +++ +++ +++ +++ სწრაფი ოპტიმალური


კონცენტრაცია 60%-80%,
არახანგრძლივი
მოქმედება

ქლორჰექსიდინი +++ + + + +++ საშუალო ხანგრძლივი მოქმედება,


(2%-4%) იშვიათია ალერგიული
რეაქციები
იოდის ნაერთები, +++ +++ +++ ++ +++ საშუალო იწვევს კანის
იოდის სპირტიანი გაღიზიანებას,
ხსნარები დერმატიტების ხშირი
მიზეზია
იოდოფორი +++ +++ + ++ ++ საშუალო იოდის ნაერთებთან
შედარებით ნაკლებად
აღიზიანებს კანს და აქვს
ნაკლები მიმღებლობა

ტრიკლოზანი +++ ++ + - +++ საშუალო აქვს შედარებით დაბალი


მიმღებლობა
სპირტი
მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიათა უმრავლესობაზე. ასევე ეფექტურად
მოქმედებს ტუბერკულოზის გამომწვევზე. არ გააჩნია სპორაციდული მოქმედება, მაგრამ მოქმედებს
ზოგიერთი სახეობის სოკოსა და ვირუსზე (რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, ადამიანის
იმუნოდეფიციტის ვირუსი, B ჰეპატიტის ვირუსი). ხელების დასამუშავებლად ეთილის სპირტის
ოპტიმალური კონცენტრაციაა 70%. პროპილისა და იზოპროპილის სპირტები ავლენენ მიკრობების
საწინააღმდეგო მოქმედებას შედარებით დაბალ კონცენტრაციებში (45-55%);

ქლორჰექსიდინი
ქლორჰექსიდინს ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი. აქტიურად მოქმედებს გრამდადებით
ბაქტერიებზე, შედარებით ნაკლებად – გრამუარყოფით ბაქტერიებსა და სოკოებზე, ხოლო
ტუბერკულოზის გამომწვევების მიმართ აქვს მინიმალური აქტივობა. განსაკუთრებით ეფექტურია
4%-იანი ქლორჰექსიდინის გლუკონატი (განსხვავებით 2%-იანისგან), რომელიც ფართოდაა
მოწოდებული ხელის ქირურგიული ანტისეპტიკის დროს. ამის მიუხედავად, საკმაოდ ხშირად იწვევს
კონტაქტურ დერმატიტებს. ქლორჰექსიდინის გლუკონატით გამოწვეული ალერგიული რეაქციების
სიხშირე ბოლომდე არაა შესწავლილი;
იოდის ნაერთები, იოდის სპირტიანი ხსნარები
გააჩნია აქტივობის ფართო სპექტრი. აქტიურად მოქმედებს გრამდადებით,
გრამუარყოფით ბაქტერიებზე, სოკოებზე, სპორებზე, ვირუსებსა და უმარტივესებზე. კანზე
ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, დაბალი %-ობით გამოყენებისას შედარებით
ნაკლებად ტოქსიკურია.

იოდოფორი
ანტიმიკრობული აქტივობა დამოკიდებულია კომბინირებული პრეპარატის შემცველობაზე,
კერძოდ, pH-ზე, ტემპერატურასა და ექსპოზიციის ხანგრძლივობაზე. ახასიათებს
იოდისმაგვარი მოქმედება. აქტიურად მოქმედებს გრამდადებით, გრამუარყოფით,
სპორაწარმომქმნელ ბაქტერიებზე (მაგ.: clostridia და Bacillus spp), ასევე აქტიურია
მიკობაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების მიმართ. ნაკლებად აღიზიანებს კანს და
გამოირჩევა ხანგრძლივი მოქმედებით.

ტრიკლოზანი
ახასიათებს ფართო ანტიმიკრობული მოქმედება. აქტიურად მოქმედებს გრამდადებით და
გრამუარყოფით ბაქტერიებზე (განსაკუთრებით ეფექტურია P. aeruginosa-ს მიმართ),
ეფექტურია მიკობაქტერიებისა და Candida spp.-ის მიმართ. ახასიათებს გამოხატული
პერსისტენციის(გახანგრძლივებული) უნარი.

You might also like