You are on page 1of 5

კორონავირუსული ინფექციის პრევენციის ძირითადი წესები

რა არის კორონავირუსი?
ახალი კორონავირუსი წარმოადგენს იმ ვირუსების ჯგუფს, რომელის თავდაპირველი
ადამიანის ინფიცირების წყაროს ცხოველი წარმოადგენს და რომელიც იწვევს
რესპირატორულ ინფექციებს, დაწყებული ზოგადი გაციებით, დამთავრებული მწვავე
რესპირატორული სინდრომით.ამ ვირუსის ადამიანთა შორის გავრცელება პირველად
2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში.

როგორ ვრცელდება კორონავირუსი?


- წვეთოვანი გზით - ხველით, ცემინებით - ინფიცირებულ ადამიანთან 2 მეტრამდე
კონტაქტისას;
- თვალზე, პირზე ან ცხვირზე ინფიცირებული ხელის შეხებით;
- ინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტით - შეხება, ხელის ჩამორთმევა;

რა არის კორონავირუსის ძირითადი სიმპტომები?


სიცხე;

მშრალი ხველა;

სუნთქვის გართულება;

კუნთების ტკივილი;

გემოს და სუნის აღქმის დაკარგვა;

პნევმონია;

ვინ არის მაღალი რისკის ქვეშ?


- 70 წელს გადაცილებული ადამიანები

- ადამიანები მწვავე ქრონიკული დაავადებებით (გულ-სისხლძარღვთა


დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა
დაავადებები)
პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ
შემთხვევაში, თუ:

 მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;


 ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ
კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ
თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით)
 აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები
(ხველა,ტემპერატურა,სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
 მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი
რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების
(გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი
ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

პრევენციის ძირითადი წესები:


 საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად
გაიმშრალეთ;

 გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ


ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და
წყლით არის უპირატესი;

 ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ დამატებით აუცილბელად:


- საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ;
- დახველების ან დაცემინების შემდეგ;
- საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ;
- თანხის კუპიურებთან და მონეტებთან ხელით შეხების შემდეგ;
 მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას, ჩახუტებას და სხვა) და დაიცავით უსაფრთხო
დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა);
 არ შეეხოთ ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს ხელებით თქვენ ეხებით ისეთ
ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული;
 დახველებისას და დაცემინებისას ცხვირზე/ პირზე მიიფარეთ ხელსახოცი ან იდაყვი;
გამოყენებული ხელსახოცი გადააგდეთ დახურულ ურნაში;
 ხშირად გაწმინდეთ თქვენი ტელეფონის, კლავიატურის, მაგიდის ზედაპირები და კარის
ხელსაკიდები ანტიბაქტერიული საშუალებებით;
 თუ მუშაობის დროს აღმოაჩინეთ, რომ გამოგივლინდათ საეჭვო სიმპტომი (სიცხე, ხველა,
სუნთქვის გაძნელება, გემოს და სუნთქვის აღქმის დაკარგვა) შეატყობინეთ უშუალო
უფროსს ან საწარმოს ექიმს;

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და ჰიგიენური საშუალებების


სწორი გამოყენება და შემდგომში მათი მოცილება

ნიღბის გამოყენების წესები

 ნიღბის გაკეთებამდე დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ


სპირტშემცველი ხსნარით;
 მოირგეთ ნიღაბი სათანადოდ - ნიღაბი უნდა ფარავდეს ცხვირისა და პირის
მიდამოს. დარწმუნდით რომ ნიღაბი მჭიდროდაა მორგებული სახეზე.
 მოხმარებისას არ შეეხოთ ნიღაბს. შეხების შემთხვევაში, დაინაბეთ ხელები
საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ სპირტშემცველი ხსნარით;
 დაბინძურებისთანავაბე შეცვალეთ ნიღაბი ახლით; არ გამოიყენოთ
ერთჯერადი ნიღაბი განმეორებით;
 მრავალჯერადი ნიღბის გამოყენებისას ყოველი დღის შემდეგ მოახდინეთ
პირბადის სათანადოდ გარეცხვა

ნიღბის მოხსნის წესი:

 მოიხსენით ნიღაბი უკანა თასმების მეშვეობით; არ შეეხოთ ნიღბის წინა


ნაწილს;
 მოხსნისთანავე გადააგდეთ უახლოეს დახურულ ნაგვის ურნაში;
 დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ან დაიმუშავეთ სპირტშემცველი
ხსნარით;

ერთჯერადი ხელთათმანის გამოყენების წესები:

 გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები ჰიგიენური წესით;


 შეარჩიეთ საჭირო ზომის ხელთათმანი;
 რაიმე დაზიანების შემთხვევაში გამოცვალეთ ხელთათმანი;
 გახსოვდეთ ხელთათმანი არ არის ხელის დაბანის ალტერნატივა. დიდი ხნის
მანძილზე ერთიდაიგივე ხელთათმანის ტარებისას მოახდინეთ მისი
დეზინფექცია სპირტშემცველი ხსნარით;
ხელთათმანის გახდის წესი:

 დომინანტური ხელით შეეხეთ არადომინანტური ხელის ხელისგულს ან


ხელთათმანის სამკლავურს/მანჟეტს ხელისგულის მხრიდან და
გადმოაბრუნეთ ხელთათმანის დაბინძურებული მხარისკენ და მოაქციეთ
დომინანტური ხელის მუჭში;
 იმ ხელის, რომელზეც აღარ გაცვიათ ხელთათმანი, ორი თითი შეაცურეთ
ხელთათმანის სამკლავურის/მანჟეტის ქვეშ ისე, რომ არ შეეხოთ ხელთათმანის
დაბინძურებულ გარეთა მხარეს;
 გადმოაბრუნეთ ხელთათმანი და ისე რომ მოათავსოთ მასში პირველად
გახდილი ხელთათმანი;
 გახდილი ხელთათმანი მოათავსეთ შესაბამის დახურულ ურნაში;
 აწარმოეთ ხელის ჰიგიენა;
ხელის დაბანის წესი

ვირუსის საუკეთესო პრევენციაა ხელების ხშირი და სწორად დაბანა.

 დაისველე ხელები სუფთა თბილი წყლით, აიქაფე თხევადი საპონით.


 კარგად გაისაპნე მტევნები – ხელისგულები, ზურგები, ფრჩხილები. 20 წამის
მანძილზე საგულდაგულოდ წაისვი საპონი ყველგან. შემდეგ ჩამოიბანე სუფთა,
გამდინარე წყლით. გაიმშრალე ხელი ერთჯერადი ხელსახოცით, დაისხი
დეზინფექტანტი.

გაიმეორეთ იგივე მოძრაობები სპირტის შემცველი ხსნარით ხელის დამუშავებისას;

You might also like