You are on page 1of 5

მოწამვლა

მოწამვლა არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში შხამის


მოხვედრის შემთხვევაში. მომწამვლავი ნივთიერება (შხამი) შეიძლება აღმოჩნდეს პრაქტიკულად
ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმში გარკვეული რაოდენობით
მოხვედრისას შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციის მოშლა.
არჩევენ საყოფაცხოვრებო და საწარმოო მოწამვლას. ადამიანი შეიძლება მოიწამლოს
ალკოჰოლური პროდუქტებით, მცენარეული ან კვებითი სახის მომწალავი ნივთიერებებით.
გადაუდებელი დახმარების ფორმა დამოკიდებულია ორგანიზმში შხამის მოხვედრის გზაზე.
მავნე ნივთიერებები ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს:
 გადაყლაპვით
 ინჰალაციით (შესუნთქვით)
 ინექციით
 კანიდან.

მოწამვლის კლასიფიკაცია.

- კვებითი მოწამვლა

- სამკურნალო პრეპარატებით და ალკოჰოლით მოწამვლა

- შხამქიმიკატებით მოწამვლა

- გაზით მოწამვლა

- მჟავებით და ტუტეებით მოწამვლა

მოწამვლისთვის დამახასიათებელი ნიშნებია:


 ცვლილებები ქცევაში (უეცარი ძილიანობა, აღგზნებადობა, შენელებული აზროვნება,
არაადექვატური რეაქცია გარემო პირობებზე, კიდურების ტრემორი, კრუნჩხვა და სხვ.)
 კანის ფერის შეცვლა;
 სხეულის ტემპერატურის მომატება ან დაკლება;
 გულის მუშაობის დარღვევა (გულის რითმის და/ან არტერიული წნევის ცვლილებები);
 სუნთქვის დარღვევა;
პირველი დახმარების ძირითადი მიზანი მოწამვლის დროს:
 სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა
 მომწამვლელი ნივთიერების დადგენა, მისი ზემოქმედების შეჩერება და შესაბამისი
მკურნალობა
პირველი დახმარება მოწამვლის დროს:
 აუცილებელია შემთხვევის ადგილის დათვალიერება. თუ მოწამვლა გამოწვეულია მავნე
ნივთიერებების ან აირების გამოყოფით გარემოში, პირველ რიგში იზრუნეთ თქვენს პირად
უსაფრთხოებაზე;
 დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სპეციალიზებული
სამსახურები;
 ეცადეთ დაადგინოთ მომწამვლელი ნივთიერების ტიპი, რაოდენობა, მიღების დრო და მისი
ორგანიზმში მოხვედრის გზები. საჭირო ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შემთხვევის
ადგილზე მოსულ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
 შეამოწმეთ ცნობიერების დონე;
 თუ მომწამვლელი ნივთიერება მოხვდა ორგანიზმში კანის ზედაპირიდან, ჩამობანეთ
წყლით დაზიანებული არე;
 თუ დაზარალებულმა შეისუნთქა მომწამვლელი ნივთიერება, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ
სუფთა ჰაერზე, უსაფრთხო ადგილას;
 თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები არის,
დააწვინეთ იგი უსაფრთხო პოზიციაში;

 გადაუდებელი სამსახურის მოსვლამდე მუდმივად აკონტროლეთ ცნობიერების დონე,


სასუნთქი გზების გამავლობა, სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები;
გარემოს დათვალირებისას მიაქციეთ ყურადღება ცარიელ ან გახსნილ ბოთლებს,
კონტეინერებს, წამლის ქილებსა და მოწყვეტილ მცენარეებს. თუ შესაძლებელია თვით
დაზარალებულისაგან მიიღეთ საჭირო ინფორმაცია
დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;
ტერმინი კვებითი მოწამვლა - მწვავე (იშვითად ქრონიკული) არაგადამდები დაავადება,
რომელიც წარმოიქმნება მიკროორგანიზმებით დაბინძურებული საკვები პროდუქტების
გამოყენების შედეგად.

კვებითი ინტოქსიკაცია - მწვავე დაავადებაა, გამოწვეული საკვებში არსებული მიკრობებით.


კვებითი ინტოქსიკაციისათვის დამახასიათებელია მოკლე ინკუბაციური პერიოდი.
ინტოქსიკაცია ვითარდება ცხოველური წარმოშობის უხარისხო საკვები პროდუქტის
გამოყენებისას (ხორცი, თევზი, ძეხვეული, დაკონსერვებული ხორცი და თევზი, რძე და
რძის პროდუქტები – კრემი, ნაყინი) , აგრეთვე არასწორი შენახვის შეგედაგ. დაავადების
პირველი სიმპტომები ვითარდება საკვების მიღებიდან 2-4 სთ –ის შემდეგ ან გვიან, 20-26
სთ–ის შემდეგ. დაავადება იწყება უეცრად: საერთო სისუსტე, გულისრევა, ღებინება,
მოვლითი ტკივილები მუცლის არეში, ხშირი თხელი განავალი . ინტოქსიკაცია
გამოვლინდება არტერიული წნევის დაქვეითებით, პულსის გახშირებით და შესუსტებით,
კანის საფარველი ფერმკრთალი, წყურვილი, მაღალი ტემპერატურით (38-40 0 C), გულის
უკმარისობით, შეიძლება განვითარდეს კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა.

პირველადი დახმარება – კუჭის ამორეცხვა წყლით ზონდის საშუალებით ან ხელოვნურად


ღებინების გამოწვევით (1,5-2 ლ თბილი წყლის დალევა, შემდგომში ენის ძირის გაღიზიანებით).
ამორეცხვა – სუფთა ნარეცხი წყლის მიღებამდე. დასალევად აძლევენ დიდი რაოდენობით
ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარს (2 ჩაის კოვზი სოდა ერთ ლიტრ წყალზე) კუჭის
ამორეცხვის შემდეგ ნაჩვენებია ცხელი ჩაი, ყავა. ავადმყოფი გავათბოთ.
სოკოთი მოწამვლა – ვითარდება შხამიანი სოკოს გამოყენების შემთხვევაში. ინტოქსიკაციის
პირველი ნიშნები ვითარდება 1,5 -3 სთ–ის შემდეგ. სწრაფად განვითარებული სისუსტის ფონზე
აღინიშნება ნერწყვისდენა, მრავალჯერადი ღებინება, ძლიერი შეტევითი ტკივილები მუცლის
არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. ხშირად ვითარდება აგრეთვე ხშირი სისხლიანი განავალი
და ნერვული სისტემის დაზიანება: , ჰალუცინაცია, ბოდვა, კრუნჩხვა.
პირველი დახმარება – სასწრაფოდ კუჭის ამორეცხვა წყლით, შეიძლება სუსტი კალიუმის
პერმანგანატის ხსნარით, ზონდით ან ხელოვნურად ღებინების გამოწვევით.
თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია კუჭის ამორეცხვა არ შეიძლება.
მოვაბრუნებინოთ თავი გვერდზე, რათა არ მოხდეს ნაღები მასების სასუნთქ გზებში მოხვედრა.
სუნთქვის შეწყვეტის შემთხვევაში – ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.

კვებითი მოწამვლის წყარო:

1.ადამიანი, რომელიც კერძს ამზადებს პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო.


2. პროდუქტი, თერმული დამუშავების გარეშე.

3. ბაქტერიებით დაბინძურებული წყალი.

4. შინაური ცხოველები, მწერები, ფრინველები, მღრნელები.

5. გაურეცხავი, დაუმუშავებელი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი.

6. დაუმუშავებელი სამზარეულო ინვენტარი.

7.კონსერვირებული პროდუქციის არასწორად მომზადება და შენახვა.

კვებითი მოწამვლის პროფილაქტიკა

1.ხელების დაბანა საჭმლის მომზადებამდე, მომზადების დროს და მომზადების შემდეგ.

2.ჭურჭლის და საჭმლის მოსამზადებლად გამოსაყენებელი სამუშაო ზედაპირების, დანების და


სხვა სამზარეულოს ინვენტარისსისუფთავე.

3.დროული გამოცვლა ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის.

4.სამზარეულოს პირცახოცის ხშირი რეცხვა.

5. სწრაფადფუჭებადი პროდუქტის სიცივეში შენახვა.

6. ხორცი და თევზი არ გაყინოთ განმეორებით (გალღობის შემდეგ).

7. საკვები პროდუქტი შეინახეთ სპეციალურ მარკირებულ ჭურჭელში.

8.მკაცრად აკონტროლეთ პროდუქტის შენახვის ვადები შეძენამდე, მომზადებამდე და


გამოყენებამდე.

9. დაიცავით საკვები პროდუქტების დამზადების ტემპერატურული რეჟიმი .

10. ნუ გამოიყენებთ ისეთ საკვებ პროდუქტს, რომელიც შეხედვით ან სუნით მცირე ეჭვასაც კი
იწვევს მის ვარგისიანობაში.

11.ნუ შეჭამთ უმ კვერცხს.

12. მოერიდეთ სახლში დამზადებულ კონსერვებს, თუ სახურავი დაზიანებულია.

13. ჭამეთ ხილი და ბოსტნეული, თუ დარწმუნებული ხართ მის უსაფრთხოებაში.

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია – ეთილის სპირტი, რომელიც შედის ალკოჰოლური სასმელების


შემადგენლობაში, დამთრგუნველ მოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ადამიანის ორგანიზმში ეთანოლი გარდაიქმნება აცეტალდეჰიდად და ძმარმჟავად, რომელიც
იწვევს ყველა ორგანოს და ქსოვილების ტოქსიურ დაზიანებას.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშნები:
 ემოციური არასტაბილურობა;
 მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
 სახის კნის გაწითლება;
 გულის რევა და ღებინება;
 სუნთქვის დათრგუნვა და ცნობიერების დარღვევა (მძიმე შემთხვევაში). მძიმე
ტოქსიური დაზიანებისას ვითარდება კომატოზური მდგომარეობა, რომელიც
ხასიათდება ცნობიერების დაკარგვით, გუგების რეფლექსების არ არსებობით (რეაქცია
სინათლეზე), ტკივილის შეგრძნების დაქვეითება.
პირველი დახმარება – თუ დაზარალებული გონზეა, სასწრაფოდ კუჭის ამორეცხვა.
საყოფაცხოვრებო ქიმიური ნაწარმით მოწამვლა – დიაგნოსტიკა ძირითადად ემყარება ანამნეზს.
პირველი დახმარება – სუფთა ჰაერზე გამოყვანა.
ნახშიჟანგით მოწამვლა – საკმაოდ ხშირია უკანასკნელ წლებში. ნახშირჟანგი გამოიყოფა
ნებისმიერი საწვავის წვის შედეგად. იგი უსუნო და უფერო მომწავლავი გაზია, რომლის
მაღალმა კონცენრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი რამოდენიმე წუთში.
ნახშიჟანგით მოწამვლის სიმპტომები: ნახშირჟანგის დაბალი კონცენრაცია იწვევს მცირედ
გამოხატულ თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, სუნთქვის შესუსტებას. ნახშირჟანგის
ზომიერ კონცენტრაციას შეუძლია გამოწვიოს ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის
რევა, გონების დაკარგვა, ცნობიერების დონის შეცვლა.
პირველი დახმარება – სასწრაფოდ გაანიავეთ ოთახი: გააღეთ კარებები და ფანჯრები,
გამორთეთ საწვავზე მომუშავე ნებისმიერი მოწყობილობა.
პირველი დახმარება ცხოველების, მწერების და გველის ნაკბენის დროს:
კბენის შედეგად ხდება კანის მთლიანობის დაზიანება და იქმნება საშიშორება მიკრობების
შეღწევისა ჭრილობიდან ქსოვილებში. ნებისმიერი ნაკბენი, რომელსაც ახლავს კანის
დაზიანება, საჭიროებს პირველ დახმარებას და შემდგომ სამედიცინო მეთვალყურეობას.
ცხოველების ნაკბენის შემთხვევაში, ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული და
დადასტურებული ცოფის არარსებობა (ცოფი– ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს
ნერვულ სისტემას. ცოფს იწვევს ვირუსი, რომელსაც შეიცავს დაინფიცირებული ცხოველის
ნერწყვი.) წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცოფის საწინააღმდეგო
აცრა.
ზედაპირული ნაკბენის დროს:
1. უცხო ნაწილაკების მოცილების მიზნით კარგად ჩამობანეთ ჭრილობა საპნითა და თბილი
წყლით 5 წთ განმავლობაში;
2. ჭრილობა სწრაფად გაამშრალეთ დააფარეთ სტერილური საფენი და შეახვიეთ;
3. დაზარალებულის გადაყვანა ან გაგზავნა სამედიცინო დაწესებულებაში.
მწერების ნაკბენი – ხშირად უფრო შემაწუხებელია, ვიდრე საშიში. დასაწყისში მწვავე ტკივილს
მოსდევს ზომიერი შეშუპება. ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია ამ ნაკბენების მიმართ. ასეთ
შემთხვევაში შეიძლება სრაფად განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა –
ანაფილაქსიური შოკი.
პირველი დახმარების მიზანი:
 შეშუპების და ტკივილის შემსუბუქება;
 დაზარალებულის გაგზავნა სამკურნალო დაწესებულებაში.
პირველი დახმარება:
 პინცეტით ამოიღეთ ნექტარი;
 დაადეთ ცივი კომპრესი, რათა შეამციროთ ტკივილი და შეშუპება;
თუ ნაკბენი პირის ღრუშია – მიეცით ყინული მოსაწუწნად, რათა შეამციროთ შეშუპება.
გველის ნაკბენი – დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები:
 წყვილი ნაკბენი;
 ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
 შეშუპება და ტკივილი დაზიანების მიდამოში;
 სუნთქვის გაძნელება;
 მხედველობის დაბინდვა;
 ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვის დენა
პირველი დახმარება:
 მოათავსეთ ნაკბენი კიდური გულის დონიდან ქვემოთ;
 ჩამობანეთ ნაკბენი და შეამშრალეთ სუფთა მარლით.
 მოახდინეთ ნაკბენის ზემოთ კომპრესია
 კიდურის იმობილიზაცია.
 სწრაფი ჰოსპიტალიზაცია.

You might also like