You are on page 1of 26

უცნაური დაავადებები

პროგრამა ფარმაცია (სააფთიაქო)


კურსი II ჯგუფი IV
ნათია მახათაძე

თემის ხელმძ. ნ. ვერულაშვილი


თანამედროვე მედიცინა ყოველდღე ვითარდება.
ბევრი დაავადება, რომელიც ადრე ითვლებოდა
უკურნებლად, წარმატებით ემორჩილება კორექციას
და თერაპიას . მიუხედავად ამისა დღემდე არსებობს
მთელი რიგი დაავადებებისა, რომლებიც ძნელად,
ან ზოგ შემთხვევაში საერთოდ ვერ ემორჩილებიან
მკურნალობას, უფრო მეტიც, მათი წარმომავლობაც
დღემდე უცნობი რჩება ექიმებისთვის. მათი
უმრავლესობა ძალიან იშვიათად გვხვდება.
კვლევის თვალსაზრისით ეს დაავადებები
საკმაოდ რთული სამართავია, რადგანაც
იმდენად იშვიათია, რომ შეიძლება
მსოფლიოში ზოგიერთი მათგანი
თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით
იყოს ცნობილი.
ინფორმაციული თვალსაზრისით ეს
დაავადებები ალბად ყველამ უნდა იცოდეს,
რათა თავისი ბედნიერება უფრო მეტად
შეიგრძნოს და მადლიერი იყოს უფლის
იმისთვის რაც გააჩნია.
არსებობს იშვიათი, ანომალიური
დაავადებები, რომელთა მკურნალობისათვის
საჭირო მეთოდიკა და მედიკამენტები
ჯერჯერობით არ არსებობს. საბედნიეროდ, ეს
გადახრები ძალიან იშვიათია და შეიძლება ასი
ათას ან სულაც მილიონ ადამიანში მხოლოდ
ერთი შემთხვევა შეგვხვდეს. მინდა გაგაცნოთ
რამოდენიმე ასეთი უნიკალური დაავადება.
მეჭეჭოვანი ეპიდერმოდისპლაზია
ამ საშინელი დაავადებით მსოფლიოში 5
ადამიანია დაავადებული. ამ ადამიანებს
ირონიული სახელი „ადამიანი-ხე“ შეერქვათ. ეს
არის ადამიანის ხელებზე და ფეხებზე ამოსული
მრავალრიცხოვანი მეჭეჭები რომლებიც
შრეებად, სართულებად ლაგდებიან ადამიანის
კიდურებზე.
ინდონეზიელი მეთევზე დედეს ისტორია ალბათ
მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. "ადამიანმა-
ხემ", რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ხის ტოტები
ეზრდებოდა, რამოდენიმე ოპერაცია გადაიტანა,
მაგრამ მოჭრილი ტოტები ისევ და ისევ ამოსდიოდა
სხეულზე. იგი გარდაიცვალა 46 წლის ასაკში.
"ადამიანი-მაქცია" ლარი რამოს გომესი
მექსიკიდან იტანჯება უიშვიათესი დაავადებით
-გენერალიზებული თანდაყოლილი
ჰიპერტრიფოზით, ანუ ზედმეტთმიანობით. ამ
გაზაფხულზე აშშ-ში მასზე რეალითი-შოუ
გადაიღეს, სადაც იგი ძალიან უცნაური
სანახავი იყო.
5 წლის ტყუპები ელისონი და კესიდი იტანჯებიან
იშვითი სასიკვდილო დაავადებით, რომელიც მათ
ყოველდღიურად აცლის ძალას და სიარულის,
ჭამისა და მოძრაობის უნარს. ამ დაავადებით
მსოფლიოში სულ 500 ბავშვი იტანჯება, მას " ბავშვთა
ალცჰაიმერის დაავადებასაც" უწოდებენ. დედის
დაჟინებული მოთხოვნით ტყუპებს ექპერიმენტული
მკურნალობა დაუწყეს და ჯერჯერობით დაავადების
პროგრესირება შეჩერებულია, მაგრამ რა იქნება
შემდგომ უცნობია.
აქვაგენური ჭინჭრის ცხელება-საშინლად
არაკომფორტული დაავადებაა, ეგრედწოდებული
„წყლის ალერგია“.-ეს არის პათოლოგიური რეაქცია
კანისა წყალზე. ამ საშინელი დაავადების მქონე
ადამიანები საშინელ დისკომფორტს განიცდიან
ყოველდღიურ ცხოვრებაში: ისინი წყალთან ვერ
შედიან კონტაქტში, ცრემლი და ოფლიც კი იწვევს
მათ სხეულზე გამონაყარს, ხუთვას და კანის
დაწყლულებას.
ბირმინჰემელ 21 წლის მიქაელა დატონსაც
ალერგია აქვს წყალზე. ეს ალერგია მას
დაეწყო მშობიარობის შემდეგ. მას არ შეუძლია
დალიოს წყალი, ჩაი, ყავა. მიქაელას აგრეთვე
არ შეუძლია შვილს მიეკაროს, რადგან მისი
ნერწყვი და ოფლი ქალზე საშინლად
მოქმედებს. წყლის ალერგია 230 მილიონიდან
მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს.
სირენომელია- ფეხების დეფორმაციის ძალიან იშვიათი
მდგომარეობაა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კიდურები
ერთმანეთზეა შედუღებული. ეს მოვლენა ცნობილია როგორც
„ქალთევზას სინდრომი“ სირენომელის მიზეზები დღემდე უცნობია.
ეს ძალინ იშვიათი მდგომარეობაა და 100 000 ახალშობილში ერთს აქვს
მხოლოდ.მაგალითად, შილოუ პეპინი ამ დაავადებით იტანჯებოდა
და 2009 წელს ათი წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ზედმეტსახელი
იყო „გოგონა-ქალთევზა“. მან 150 ოპერაცია გადაიტანა.
სირინომელია
72 წლის ჯინ დრისკოლი იტანჯება
გამუდმებული ღებინების შეგრძნებით,
რომელიც მას ორი წლის წინ დაეწყო. სამმა
გამოცდილმა ექიმმა და ორჯერ
სტაციონარულმა მკურნალობამ მას ვერაფერი
ვერ უშველა: ქალს დიაგნოზი ვერ დაუსვეს.
5 წლის ლილი სადკლიფს იშვიათი
მემკვიდრეობითი დაავადება-ცისტინოზი აქვს.
ესაა მდგომარეობა, როცა ორგანიზმში
ცისტინის კრისტალები წარმოიქმნება.
გოგონას ყოველდღიურად უსხამენ
სპეციალური წამლების კოქტეილს, რომ
სხეული არ გაქვავდეს. ეს დაავადება
მსოფლიოში დაახლოებით 200 ადამიანს აქვს.
პროგრესირებადი ფიბროდისპლაზია
-ქვად გადაქცევის შიში
ამ დაავადებას ქვის სინდრომსაც უწოდებენ.
იგი წარმოადგენს მემკვიდრულ დაავადებას ,
რომელიც იწვევს ადამიანის ზოგიერთი
ქსოვილის გაძვლოვანებას (კუნთები, მყესები,
ძარღვები თანდათანობით ძვლოვან
სტრუქტურას იძენენ).
• Эту болезнь человека также называют каменный синдром.
Она является наследственным заболеванием, вызывающим
прогрессирующее окостенение некоторых тканей
организма. Мышцы, сухожилия и связки постепенно
приобретают костную структуру.
• Источник: https://travelask.ru/articles/samye-uzhasnye-
zabolevaniya-chelovek
ინგლისელი რობინა ხატჩიგსი იტანჯება
იშვიათი დაავადებით-ტრიხოტილომანიით.
მას არაკონტროლირებადი სურვილი აქვს
მოიგლიჯოს საკუთარი თმები. აპრილში
მან ინტერვიუში აღიარა, რომ საკუთარი
თმების დაწიწკნა ჯერ კიდევ 11 წლის
ასაკში დაიწყო და ახლა, 27 წლის მერეც კი
ამ სურვილს ვერაფრით ვერ უმკლავდება.
ეშლინ ბლოკერი-ერთ-ერთია მსოფლიოში იმ
მცირერიცხოვანი ადამიანებიდან, რომელთაც
აქვთ ანჰიდროზომის დაავადება-გოგონა
საერთოდ ვერ გრძნობს ტკივილს. ამ
დაავადების გამო ის ვერ გრძნობს ვერც
ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას-ვერც
სიცხეს, ვერც სიცივეს.
სამწუხაროდ ასეთი დაავადებების
ჩამონათვალი დიდია, მათ შორის შედარებით
ცნობილი დაავადებებიც გვხვდება.
• უცხო ხელის სინდრომი-უცხოპლანეტელი ხელის
სინდრომი იშვიათი ფსიქიკური დარღვევაა, ამ
დროს, ადამიანის საკუთარი ხელის ნებით
დამორჩილებას ვერ ახერხებს. ხელი თავისით
მოძრაობს, იღებს სხვადასხვა ნივთებს და თავისი
სურვილით მოქმედებს. შედეგად კი ადამიანებს
უჩნდებათ განცდა, რომ ეს ხელი არა მათი, არამდე
სხვისია.
• კაპგრას სინდრომის დროს ადამიანს აქვს
ირაციონალური რწმენა, რომ მისთვის კარგად
ნაცნობი ადამიანები ან ობიექტები ორეულებით
არიან შეცვლილები, რომლებსაც ბოროტი
განზრახვა აქვთ.
კოტარის სინდრომი ეს არის ფსიქიკური დაავადება,
რა დროსაც ადამიანს მიაჩნია, რომ ის უკვე
გარდაცვლილია. კოტარის სინდრომით
დაავადებულებს ჰგონიათ, რომ მათი ორგანოები
იხრწნება, ისინი აღარ ჭამენ, აღარ აქვთ სიამოვნების
შეგრძნების უნარი, უვითარდებათ დეპრესია და ა.შ.
• ვან გოგის სინდრომი - სინდრომის არსი მდგომარეობს იმაში,
რომ ადამიანი მოითხოვს ჩაუტარდეს ოპერაცია. უარის
შემთხვევაში შესაძლოა თვითონ ქონდეს ამის მცდელობა.
• პიტერ პენის სინდრომი - ამ სინდრომის მქონე ადამიანებს არ
აქვთ გაზრდის სურვილი.
• ."ალისა საოცრებათ ქვეყანაში„ ეს სინდრომი - ამ
ნევროლოგიური აშლილობის დროს ხდება ობიექტების
დამახინჯებულად აღქმა.
• უცხო/უცხოური აქცენტის სინდრომი - მისი სიმპტომებია:
მეტყველების დარღვევა, ინტონაციის, სისწრაფისა და აქცენტის
არევა, რის გამოც ადამიანის საუბარი ემსგავსება უცხოელის
მეტყველებას.
სტენდალის სინდრომი - კიდევ ერთი უცნაური
დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი განიცდის
ძლიერ ღელვას, კანკალს, თავბრუს ხვევასა და
ჰალუცინაციებს ისეთ გარემოში მოხვედრისას, სადაც
გამოფენილი დიდი რაოდენობით ხელოვნების
ნიმუშები.
ეს სინდრომი პირველად

აღწერა სტენდალმა თავის


ნაშრომში "ნეაპოლი და
ფლორენცია“
„მოგზაურობა
მილანიდან რიო
დეჟანეიროში"
დაავადებათა უმრავლესობა თანდაყოლილი,
მემკვიდრეობითი ან შეძენილია. იშვიათად, მაგრამ
მაინც ხდება ჩვენს პლანეტაზე არსებული ყველაზე
იშვიათი, უცნაური და გაურკვეველი გადახრა
ნორმიდან, რომელთა დიაგნოსტიკას წლების
მანძილზე მედიცინამ ვერ მიაგნო და უკვე
მილიონობით ადამიანი იტანჯება.
• დღეს მედიცინა საშუალებას იძლევა, ასეთი
პათოლოგიები ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე
აღმოჩნდეს და ( უფალმა შეგვინდოს) ასეთი
საშინელი პათოლოგიური ნაყოფით
ფეხმძიმობა ხელოვნურად დროულად
შეწყდეს, რადგან ასეთი ადამიანები
ხანმოკლე და საშინელი, ტანჯვით აღსავსე
ცხოვრებისთვის არიან განწირულნი.
XXI საუკუნეში, როდესაც მრეწველობა, მედიცინა,
ტექნოლოგიები უმაღლესი განვითარების
სტადიაშია, როდესაც ცივილიზაცია წინ მიდის და
თითქოს არაფერია ადამიანისთვის
მოუგვარებელი, ყოველთვის არსებობს
ალბათობა მისი დაავადებისა ისეთი უცნაური
დაავადებით, რომლისგანაც ვერავინ და
ვერაფერი დაიცავს: ვერც ასაკი, ვერც ჯანსაღი
ცხოვრების წესი, ვერც ფული.
• ჯანმრთელობა -ეს დიდი ღვთის წყალობა და წარმატებაა, არ
ღირს წუწუნი კუჭის აშლასა და მწვავე რესპირატორულ
დაავადებებზე, ფაიფურის კბილებსა და ბრენდულ
ტანსაცმელზე.....
• მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწაზე არიან
ადამიანები, რომელთაც აწუხებთ საშინელი, ამოუცნობი და
მოურჩენელი დაავადებები, რომელთა გამოც საშინელ
ტკივილს, ტანჯვას განიცდიან და ყოველ წუთს სიკვდილს
ელიან, ანდა უარეს შემთხვევაში ნატრობენ კიდეც მას.
მადლობთ
ყურადღებისთვის
გამოყენებული ლიტერატურა
• 1. http://intermedia.ge/სტატია/57680-ყველაზე-
საშინელი-და-უცნაური-დაავადებები.
• 2. https://on.ge/story/41768-10-დაავადება-
რომელიც-წარმოუდგენლად-უცნაურია.
• 3. https://ka.warbletoncouncil.org
• 4. http://intermedia.ge/სტატია/47632-უცნაური-
სინდრომები-მედიცინასა-და-ფსიქოლოგიაში/
• 5. http://reportiori.ge/old/?menuid
• 6. https://edu.aris.ge/presentations.
• 7. http://blog.veb.ge/medicina

You might also like