You are on page 1of 27

დაავადებათა სოციალური მიზეზები

თენგიზ ვერულავა
მედიცინის დოქტორი
სოციალური კლასის კომპონენტები

 სოციალური კლასი არის ადამიანების კატეგორია ან ჯგუფი


რომელთაც აქვთ დაახლოებით იგივე სიმდიდრე, სტატუსი და
ძალაუფლება საზოგადოებაში
 არსებობს სხვადასხვა მოდელები
 აშშ-ში გამოიყენება ხუთკლასიანი მოდელი:
 უმაღლესი კლასი;
 ზედა საშუალო კლასი;
 ქვედა საშუალო კლასი;
 მუშათა კლასი;
 დაბალი კლასი.
განათლება და სოციალური სტატუსი
 განათლება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობის შედეგებზე .
 იგი გავლენას ახდენს:
 ჯანსაღი ცხოვრების წესზე
 ჯანმრთელობის პრობლემების საჭიროების შემთხვევაში პრევენციული
მოვლის ან სამედიცინო მკურნალობის ძიება
 განათლება გავლენას ახდენს დაავადებების წარმოშობაზე;
 უკეთესი შემოსავლისა და დამაკმაყოფილებელი სამუშაო ადგილების
მიღების საწინდარი
კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება,
ცხრა წლით უფრო მეტს ცოცხლობს ვიდრე პირი, რომელიც მხოლოდ საშუალო
განათლება აქვს!
განათლება კარგი სამსახური მაღალი ანაზღაურება
დადებითი გავლენა ჯანმრთელობაზე !!!
სიღარიბე და ჯანმრთელობა, მანკიერი წრე

მოსახლეობის დაბალშემოსავლიან
ფენაში 2-ჯერ და  მეტად მაღალია
ავადობისა და და სიკვდილიანობის
 მაჩვენებლები
მაღალშემოსავლიანთან
შედარებით.
სიღარიბე და ავადობის რისკ-ფაქტორები

ღარიბებს აქვთ ავადმყოფობის გამომწვევი ყველაზე მაღალი რისკ-


ფაქტორები:

- ფიზიკური (ცუდი სანიტარიული პირობები, ცუდი საცხოვრებელი პირობები)

- ქიმიური (დაბინძურება)

- ბიოლოგიური (ბაქტერიები, ვირუსები)

- ფსიქოლოგიური (სტრესი)

- ეკონომიკური (დაბალი შემოსავალი, არაჯანსაღი სამუშაო ადგილები)

- ცხოვრების წესი (ცუდი კვება, თამბაქოს მოხმარება, დასვენების დროის


ნაკლებობა)
მნიშნველოვანი ფაქტები

  ყოველწლიურად 8 მლნ ადამიანი კვდება, იმიტომ რომ არის ღარიბი!


  მოსახლეობის უღარიბეს მეოთხედში 630 დედათა სიკვდილობის  შემთხვევა აღირიცხება
ყოველ 100000 დაბადებულზე, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 4-ის ტოლია უმდიდრეს
მეოთხედში
 ყოველწლიურად აღირიცხება მალარიის 350-500 მლნ. შემთხვევა, რომელთაგან 1 მლნ
მთავრდება სასიკვდილო გამოსავლით: გარდაცვალების 90% მოდის აფრიკაზე
 მოსახლეობის უღარიბესი მეოთხედის 41%-ს აქვს წონის ნაკლებობა  უმდიდრესი
მეოთხედის 3%--თან  შედარებით
 დაბალგანვითარებული ქვეყნების მოსახლეობა უფრო მეტად არის  მოწყვლადი გახდეს
ავად და გარდაიცვალოს ახალგაზრდა ასაკში, ვიდრე მაღალგანვითარებული ქვეყნების
მოსახლეობა
 ისინი უფრო მეტად ცხოვრობენ ცუდ ეკონომიკურ პირობებში და  აქვთ ჯანმრთელობაზე
შეზღუდული რესურსები, ესენია ის ფაქტორები , რომლებსაც შეუძლიათ საფრთხის წინაშე
დააყენონ ჯანმრთელობის მდგომარეობა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა
თანამედროვე დაავადებები და სოციალური სტატუსი

• ქრონიკული დაავადებები ყველაზე მეტად არის დაკავშირებული


მოდერნიზაციასთან და ასოცირდება მაღალ კლასებთან;
• მდიდრებში ცხოვრების წესის ცვლილებებმა შეამცირეს ქრონიკული
დაავადებების რისკი;

• ღარიბები უფრო სავარაუდოა, რომ განიცდიან:

• ინფექციურ დაავადებებს

• ქრონიკული დაავადებებს

• ფსიქიკურ დაავადებებს.
თანამედროვე დაავადებები და სიღარიბე

რიჩარდ ვილკინსონის "შემოსავლების უთანასწორობის ჰიპოთეზა"


- კლასების შორის უთანასწორობის ხარისხი გავლენას ახდენს საზოგადოების
ჯანმრთელობის უთანასწორობაზე
- საზოგადოების კეთილდღეობის საერთო დონე ნაკლებად მნიშვნელოვანია
ზრუნვის თანასწორობა ბრიტანეთში

• მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში შემოღებულ იქნა სოციალური


მედიცინა.
• ქვედა კლასები იგივე სამედიცინო დახმარებას ღებულობენ როგორც ზედა
კლასები.
• გათანაბრდა მხოლოდ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა - სოციალური
კლასის განსხვავებები უცვლელი დარჩა

თუმცა, მხოლოდ ჯანდაცვის გათანასწორებამ ვერ შეამცირა ჯანმრთელობის


უთანასწორობა სოციალურ კლასებს შორის.

• 1980 წელს ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოცემულმა შავ ანგარიშმა შეაფასა


მოსახლეობის ჯანმრთელობის ტენდენციები, რომლის მიხედვით, ჯანმრთელობის
უთანასწორობა არ შემცირდა სხვადასხვა სოციალურ კლასებს შორის, მიუხედავად
• სიკვდილიანობის სოციალური გრადიენტი

სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსხვავებულია სოციალური კლასებს შორის,


კერძოდ ბრიტანეთის სამთავრობო მუშაკებს შორის.
• - ისინი ვინც ყველაზე მაღალ პროფესიულ დონეზე არიან აქვთ ყველაზე დაბალი
სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
• ყველაზე დაბალი რანგის პროფესიონალებს ჰქონდათ ყველაზე მაღალი
სიკვდილის მაჩვენებელი
სიკვდილიანობის სოციალური გრადიენტი
სიკვდილიანობის სოციალური გრადიენტი

სოციალური გრადიენტი შეინიშნება შედარებით მაღალი რანგის ჯგუფებშიც, სადაც არ


იყო სიღარიბის პრობლემა.
• სიკვდილიანობის განსხვავებები დაკავშირებული იყო იერარქიასთან, ვიდრე
გაჭირვებასთან
• ბევრ ქვეყანაში შეინიშნება, მიუხედავად სოციალური პოზიციისა.
გრადიენტის შესაძლო მიზეზებია განსხვავებები კლასებს შორის:
 თვითშეფასება და სტრესის დონე
 შემოსავლების უთანასწორობის შედეგები
 ცხოვრებისგან ჩამორჩენა
 ჯანსაღი ცხოვრების წესი და სოციალური მხარდაჭერა
 სოციოეკონომიკური გარემო
 პრევენციული ჯანმრთელობის სერვისების გამოყენება
არახელსაყრელი გარეუბანი

• გარეუბნის ხუთი თვისება, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ჯანმრთელობაზე :

1) ფიზიკური გარემო

2) გარემო სახლში და სამუშაოზე

3) სერვისები, რომლებიც მიეწოდება ადამიანების მხარდასაჭერად

4) გარეუბნის სოციალურ-კულტურული ასპექტები

5) ტერიტორიის რეპუტაცია
სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, როგორც ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის
ფუნდამენტური მიზეზი

სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი შეიძლება შეფასდეს, როგორც არადამაკმაყოფილებელი


ჯანმრთელობის უშუალო მიზეზი, რადგან იგი:

1) გავლენას ახდენს მრავალ დაავადებაზე

2) გავლენას ახდენს დაავადებებზე მრავალი რისკების მეშვეობით

3) მისი რეპროდუცირება ხდება დროთა განმავლობაში

4) მოიცავს რესურსების ხელმისაწვდომობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რისკების


თავიდან ასაცილებლად ან დაავადებათა შედეგების მინიმიზაციისათვის

სოციალურ-ეკონომიკური რესურსების ხარისხი, რომელიც ადამიანს აქვს ან არ აქვს, მაგალითად,


ფული, ცოდნა, სტატუსი, ძალაუფლება და სოციალური კავშირები, ან იცავს მის ჯანმრთელობას
ან ნაადრევი სიკვდილის მიზეზია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის
დაავადებები
• ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში გსდ-ს პირველი ადგილი უკავია მოსახლეობის
სიკვდილიანობის მიზეზებს შორის.

ბოლო წლებში გსდ-ით მსოფლიოში საშუალოდ 17,5 მილიონი ადამიანი იღუპება, რაც მთელი
სიკვდილიანობის თითქმის 30%-ია.

ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის გსდ-ით გარდაცვლილთა რიცხვი 23,7 მილიონს მიაღწევს,
რაც ძირითადად განპირობებული იქნება მსოფლიო მოსახლეობის კიდევ უფრო დაბერებით.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ფართოდ არის გავრცელებული საქართველოშიც.


2008 წლის მონაცემებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების 48% არტერიულ
ჰიპერტენზიაზე მოდიოდა. მეორე ადგილი იშემიურ დაავადებებს ეკავა (25,3%), ხოლო მესამეზეა
ცერებროვასკულარული დაავადებები - 6%
რისკის ფაქტორები

რისკის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ გულ -სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს ორ ჯგუფად
იყოფა:

მოდიფიცირებული: არამოდიფიცირებული:

ასაკი; შაქრიანი დიაბეტი;

სქესი; თამბაქოს მოხმარება;

მემკვიდრეობითი განწყობა ; არასწორი კვება;

ნაკლები ფიზიკური დატვირთვა ;

სიმსუქნე;
• თამბაქოს მოხმარება დიდ როლს თამაშობს გსდ-ს განვითარებაში.

ნიკოტინი ზრდის გულის კუნთის მოთხოვნას ჟანგბადზე იწვევს რა ადრენალინის


გამოყოფის გაძლიერებას.
იგი ასევე იწვევს კორონარული და ქვედა კიდურების არტერიების სპაზმს.
თამბაქოს მოხმარება 1,5-6,0-ჯერ ზრდის იშემიური დაავადების განვითარების რისკს. ეს
რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო “სტაჟიანია” მწეველი და რაც უფრო მეტია დღის
მანძილზე მოწეული სიგარეტების რიცხვი.
გამოთვლილია, რომ მწეველებში მიოკარდიუმის ინფარქტი 10_12-ჯერ უფრო ხშირია
არამწეველებთან შედარებით.
ლეტალური გამოსავალიც ამ პათოლოგიის დროს 5-ჯერ უფრო ხშირია მწეველებში.
თითოეული მოწეული სიგარეტი 5-15 წუთით ამოკლებს სიცოცხლეს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის მოზრდილ მოსახლეობაში მწეველთა რაოდენობა

ქვეყანა კაცი ქალი

ჩინეთი 61% 7%

იტალია 32% 18%

ფილიპინები 64% 19%

რუსეთი 59% 18%


გსდ-ს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია სოციალური
სტრესი. გამოირკვა, რომ იმ პირებს, რომლებსაც
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ხშირად უწევთ
ფსიქოლოგიური დაძაბულობა, უკვე ახალგაზრდა ასაკში
უვითარდებათ ათეროსკლეროზი.

რაც უფრო მეტი რისკის ფაქტორი მოქმედებს ადამიანზე, მით


მეტია გსდ-ს განვითარების რისკი. დადგენილია, რომ
მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკი 37
მკვეთრად იზრდება, თუ ჩამოთვლილი სამი რისკის ფაქტორიდან
ორი მაინც არის სახეზე: არტერიული ჰიპერტენზია, სისხლში
ცხიმებისა და შაქრის მაღალი დონე.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია გულის იშემიური დაავადება , და მისი


განვითარების საფუძველია ათეროსკლეროზი.იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმები არსებობს ესენია :

1)გულის უკმარისობა;

2)არითმია;

3)მიოკარდიუმის ინფარქტი;

4) პოსტინფაქტური კარდიოსკლეროზი.
მიოკარდიუმის ინფარქტი

• მიოკარდიუმის ინფარქტი - გულის კუნთის გარკვეული ნაწილის მოულოდნელი


სიკვდილი.

მიოკარდიუმის ინფარქტი გულის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც


ასიდან 10-12 შემთხვევაში ლეტალურად სრულდება.
დაავადება უმთავრესად 45-50 წელს გადაცილებულთა ხვედრია.
ინფარქტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც: დიდი
რაოდენობით იღებენ ალკოჰოლს, არიან მწეველები, ეტანებიან ქოლესტერინით
მდიდარ საკვებს და ცხოვრობენ უმოძრაო ცხოვრების წესით.
ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი

• ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს დისტრესი, დეპრესია ,


უარყოფითი გავლენა ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და ურთიერთობებზე, ფიზიკური
ჯანმრთელობის გაუარესება და ნაადრევი სიკვდილ ი.
• მსოფლიოში, ფსიქიკური პრობლემებით დაავადებულთა რიცხვი 450 მლნ აღწევს.
• უკანასკნელი 45 წლის განმავლობაში სუიციდის სტატისტიკური მაჩვენებელი 60%–ით
გაიზარდა.
• ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 1992 წლიდან საქართველოში აღინიშნება
ფსიქიკური აშლილობებით გამოწვეული დაავადებიანობის ზრდა.
ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი

• ფსიქიკური აშლილობები, როგორებიცაა შფოთვებისა და გუნება-განწყობის დარღვევები ,


ყველაზე მეტად შეინიშნება სოციალურად დაუცველ ჯგუფებში.
• ფსიქიკური დაავადებების სიხშირე მამაკაცებში და ქალებში მსგავსია. თუმცა, გარკვეული
გენდერული განსხვავებები შეინიშნება ცალკეული დაავადებების მიმართ.
• ფსიქიკური დაავადების დონე უფრო მაღალია ქალაქებში, სადაც დეპრესიის რისკი 40%-
ით მეტია ვიდრე სოფელში, ასევე შიზოფრენიით დავადების რისკი ორჯერ მეტია ისევე,
როგორც მარტოობის განცდისა და სტრესის.
• კვლევები ადასტურებენ, რომ დაქორწინებულ ადამიანებს აქვთ უკეთესი ფსიქიკური
ჯანმრთელობა. დიურკემიც იგივე დასკვნამდე მივიდა, როდესაც გამოიკვლია, რომ
სუიციდის მაჩვენებელი უფრო მაღალია დაუქორწინებელ ადამიანებს შორის, ვიდრე
დაქორწინებულთა შორის
• ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას შორის არსებობს
ურთიერთდამოკიდებულება. ფსიქოლოგიური დაავადებების შემცირების მიზნით კი
საჭიროა დაინერგოს ეფექტური პროგრამები. ასვე საჭიროა იმ სტიგმებთან ბრძოლა,
რომლებიც ფსიქიკური აშლილობების გარეშემო არსებობს, რისი შედეგიც კი სამედიცინო
სამსახურებისადმი მიმართვიანობის დაბალ მაჩვენებელია.
შეზღუდული შესაძლებლობა

• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, შეზღუდული შესაძლებლობა


(Disability) არის დაზიანების/დარღვევის შედეგად გამოწვეული უნარის დროებითი ან
ქრონიკული შეზღუდვა ფიზიკურ ან ფსიქიკურ სფეროში, რაც მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე.
• შეზღუდული შესაძლებლობა (Disability) შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი,
პროგრესირებადი ან რეგრესირებადი, შექცევადი ან შეუქცევადი.
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება რთული და ხანგრძლივი
პროცესია, რომელიც შესაბამისი პროფესიონალების ჩართულობით ხორციელდება და
ეფუძნება, ერთის მხრივ, სამედიცინო დიაგნოზს, ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანის
ფუნქციონირების დონის დეტალურ ანალიზს.
• შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებად ის პირები ითვლებიან,
რომელთაც მნიშვნელოვანი სირთულეები ექმნებათ ასაკის შესაბამისი აქტივობების
განხორციელებისას და ამ პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას საჭიროებენ.
შეზღუდული შესაძლებლობა

• შეზღუდული შესაძლებლობები შეიძლება იყოს ფიზიკური თუ ფსიქიკური და შეიძლება


შეიცავდეს მოტორულ ან სენსორული შეზღუდვებს.
• შეზღუდული შესაძლებლობის სახეები:
• გონებრივი განვითარების დარღვევით,
• მეტყველების განვითარების დარღვევით,
• მხედველობის დაზიანება/სიბრმავით,
• ორთოპედიული დაზიანებებით,
• ემოციური დარღვევებით,
• აუტიზმით,
• თავის ტვინის ტრავმით,
• ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით.
შეზღუდული შესაძლებლობა და სამედიცინო
მომსახურების მიღება

• კვლევები ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აღენიშნებათ


სირთულეები სამედიცინო მომსახურების მიღების თვალსაზრისით.
• შეზღუდული შესაძლებლობები უფრო მეტად დაკავშირებულია ასაკთან - 65 წლის და მეტი
ასაკის პირები სამჯერ მეტად შეიძლება გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი,
ვიდრე ახალგაზრდა პირები.
• ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ასაკოვან პირებში შეზღუდული შესაძლებლობები
მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს უკეთესი კვება,
განათლების ამაღლება, გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა, და სამედიცინო
მიღწევები.

You might also like