Professional Documents
Culture Documents
შაქრიანი დიაბეტი2
შაქრიანი დიაბეტი2
დიაბეტი ისეთი დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში დიდი რაოდნობით შაქარი (გლუკოზა) გროვდება. ასეთ
მდგომარეობას ჰიპერგლიკემია ეწოდება. გლუკოზა საწამლავი არ არის, არამედ თქვენი ორგანიზმისთვის
ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. თუმცა, მუდმივად სისხლში შაქრის მაღალი დონე იწვევს ნაადრევ
დაბერებას და ადრეულ ასაკში ისეთი გართულებების განვითარებას, როგორებიცაა: ინფარქტი, ინსულტი,
თირკმლის უკმარისობა, სიბრმავე, ტერფების დაზიანება და სხვ. >>>
გლუკოზის ძალიან მაღალი მაჩვენებლების არსებობისას (მუდმივად მაღალი 11-12 მმოლ/ლ ან 200-
220 მგ/დლ) გამოხატულია შემდეგი სიმპტომები: ხშირი შარდვა, მუდმივი წყურვილის გრძნობა.
შეიძლება პაციენტმა ამ სიმპტომებსაც არ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება მრავალი წლის
განმავლობაში. თუ სიმპტომები მყარად არის შენარჩუნებული, დამატებით შეიძლება აღინიშნებოდეს
მხოლოდ სისუსტე, კრუნჩხვები ან სხვა უმნიშვნელო დარღვევები.
დიაბეტი ისეთი დაავადებაა, რომელიც მთლიანად ექვემდებარება მკურნალობას. იდეალური
მკურნალობა, რომლის მიღწევაც დამყარებულის პაციენტისა და სამედიცინო გუნდის მჭიდრო
კონტაქტზე, მიზნად ისახავს სისხლის გლუკოზის კარგი კონტროლის მიღწევასა და არც მოითხოვს
პაციენტისათვის ჩვეული ცხოვრების წესის რადიკალურ ცვლილებას.
სიმართლე რომ ითქვას, ზოგიერთი პრობლემის თავიდან აცილება ვერ ხერხდება, მაგრამ ამის
მიზეზი გარშემომყოფთა გულგრილობაა და არა თავად დაავადება.
გინდათ თუ არა, თქვენი მკურნალობის ხარისხზე სხვა ადამიანებიც ახდენენ გავლენას, თქვენ კი ეს
გავლენა თქვენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ.
ასაკთან ერთად მკურნალობისადმი მოთხოვნილებები შეიძლება ისეთი მკაცრი აღარ იყოს, როგორც
ახალგაზრდებში. არ ღირს მათი ცხოვრების ხარისხის გაუარესება საეჭვო მიღწევების გამო.
ერთადერთი, რაც ნამდვილად უნდა მივიღოთ მხედველობაში და არის ჯანმრთელობისთვის საშიში –
ეს არის ჰიპოგლიკემიის განვითარების შესაძლებლობა ხანდაზმულ პაციენტებში.
დიაბეტი უნდა განვიხილოთ არა როგორც დაავადება, არამედ როგორც სხვა დაავადებების
განვითარების რისკის ფაქტორი. ეს არ ნიშნავს, რომ დიაბეტით დაავადებული ადამიანი
შრომისუუნაროა, არ შეუძლია არანაირი საქმის გაკეთება. ეს იგივეა, რომ ინვადილად
ჩავთვალოთ მწეველი, ჭარბწონიანი , ან თუნდაც ის ადამიანი, რომელიც მჯდომარე ცხოვრებას ეწევა.
პროფილაქტიკური ღონისძიებები:
1. ზოგიერთ ადამიანს შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, ქოლესტერინის მაღალი დონე არ აქვს და გულ-
სისხლძარღვთა დაავადებები (ინსულტი, ინფარქტი) მის ოჯახში არავის ჰქონია. მათ შეიძლება
ჩათვალონ, რომ ამ პათოლოგიების განვითარების დაბალი რისკი აქვთ და არაა აუცილებელი წონის
ნორმალიზება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრებაში როდესმე ყველაფერი პირველად ხდება.
2. თუ თქვენ ყოველთვის გქონდათ ჭარბი წონა, შეგიძლიათ იფიქროთ, რომ მომავალში სახსრებისა და
ხერხემლის დაზიანების რისკი მინიმალურია. თუმცა, ნებისმიერ ასაკში გახდომას თან ახლავს ბევრი
დადებითი თვისება.
3. თუ თქვენ გაკმაყოფილებთ თქვენი გარეგნობა, ან სიგამხდრე (მიზანმიმართული გახდომის დროსაც კი)
თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის ასოცირდება ავადმყოფობასთან, კიდევ ერთხელ გაანალიზეთ
ყველა „დადებითი“ და „უარყოფითი“ მხარეები და შეათანხმეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან და
დიეტოლოგთან.
4. ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია შიმშლისა და სიზარმაცის გრძნობასთან ბრძოლა. თუ ცხოვრების წესის
ცვლილებით გამოწვეული სტრესი ძალიან ძლიერია და თან ახლავს უფრო დიდი რისკი (ფიზიკური და
ფსიქოლოგიური), ვიდრე ჭარბ წონასთან დაკავშირებული რისკია, ეს საკითხი აუცილებლად უნდა
განიხილოთ თქვენს ექიმთან ერთად და მოძებნოთ ალტერნატიული გადაწყვეტილება
http://welfarefoundation.org.ge/