You are on page 1of 14

სხეულის ღრუები ;

ჰომეოსტაზი დადებითი და უარყოფოთი უკუკავშირების


მარყუჟი
სხეულის ღრუები
კრანიალური ღრუ
სპინალური ღრუ
პერიკარდიალური ღრუ
აბდომინალური ღრუ
 მენჯის ღრუ
ჰომეოსტაზი
ჰომეოსტაზი არის ჩვენი ორგანიზმის
თვითრეგულაციის ფუნქცია, რომელიც
უნარჩუნებს წონასწორობის მდგომარეობას
ჩვენს შინაგან გარემოს.
ჰომეოსტაზის შენარჩუნებას უზრუნველყოფს:
1. თერმორეგულაციას, ტემპერატურის შენარჩუნებას.
2. ჟანგბადს სისხლში (ფილტვები) – ჟანგბადის არ არსებობის
შემთხვევაში ჯერ დავკარგავთ გონებას და მერე დავიღუპებით.
3. მარილის კონცენტრაციას (თირკმელები) – თუ ჩვენ სიცხეში
გავოფლიანდებით და დავლევთ ბევრ გამოხდილ წყალს, ჩვენ
დაგვეწყება კუნთის კრუნჩხვები, იმიტომ რომ მარილის
შემცველობა დაეცა. იგივე მოხდება, თუ მარილის შემცველობა
ორგანიზმში ძალიან ბევრია, შეიძლება ადამიანი დაიღუპოს.
4. მჟავიანობას (სისხლის ბუფერული სისტემები) – სისხლში არ
უნდა იყოს არც ძალიან მჟავე და არც ძალიან ტუტე გარემო, ის
უნდა იყოს სტაბილური.
5. შაქრის დონეს სისხლში (ინსულინი, გლუკაგონი) – შაქრის
დონის დაცემისგან დავკარგავთ გონებას, რასაც შეიძლება
მოყვეს სიკვდილი.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრები, რომლებიც
უნდა აკონტროლოს ჩვენმა სხეულმა.
უარყოფითი უკუკავშირი
უარყოფითი უკუკავშირის მარყუჟი უკუკავშირის მარყუჟი ,
რომელიც გამომწვევი სტიმულის საპირისპიროდ მოქმედებს
როგორ მუშაობს ეს? პირველ ყოვლისა, მაღალ
ტემპერატურას აფიქსირებენ სენსორები — დიდწილად
ნერვული უჯრედები, რომლებსაც დაბოლოებები აქვთ
თქვენს კანსა და ტვინში — და ამ ინფორმაციას თქვენს
ტვინში არსებულ ტემპერატურის მარეგულირებელ  მართვის
ცენტრს გადასცემენ.
 მართვის ცენტრი ამუშავებს ინფორმაციას და
ააქტიურებს ეფექტორებს — მაგალითად, საოფლე
ჯირკვლებს — რომელთა სამუშაოსაც სტიმულთან
შეწინააღმდეგება და სხეულის ტემპერატურის დაკლება
წარმოადგენს.
ჰომეოსტაზი უარყოფითი უკუკავშირის მარყუჟებზეა დამოკიდებული
მაგალითად, დიაბეტი არის დაავადება, რომელსაც ჰორმონი
ინსულინის მომცველი უკუკავშირის მარყუჟის დარღვევა წარმოქმნის .
უკუკავშირის დარღვეული მარყუჟი ართულებს ან შეუძლებელს ხდის
იმას, რომ სხეულმა შაქრის მაღალი დონე სისხლში ჯანმრთელობისთვის
შესაფერის დონემდე დაწიოს.
დიაბეტში უკეთ გასარკვევად , მოდით , სისხლის შაქრის (გლუკოზას )
რეგულაციის საფუძვლები განვიხილოთ . ჯანმრთელ ადამიანში სისხლში
გლუკოზას დონეს ორი ჰორმონი აკონტროლებს : ინსულინი და
გლუკაგონი.
ინსულინი ამცირებს სისხლში გლუკოზას კონცენტრაციას . მას შემდეგ ,
რაც საჭმელს მიირთმევთ, თქვენს სისხლში გლუკოზას დონე მატულობს ,
რაც ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის β უჯრედებში ინსულინის
სეკრეციას. ინსულინი მოქმედებს სიგნალივით , რომელიც სხეულის
უჯრედებს, მაგალითად, ცხიმოვან და კუნთოვან უჯრედებს , მოუწოდებს ,
აიღონ გლუკოზა და საწვავის სახით გამოიყენონ ის . აგრეთვე ინსულინი
გლუკოზას გილკოგენად — სამარაგო მოლეკულად — გარდაქმნის
ღვიძლში. ორივე პროცესი სისხლს შაქრისგან ცლის, რის გამოც
სისხლში შაქრის დონეს მცირდება , მცირდება ინსულინის სეკრეციაც და
მთლიანი სისტემა ჰომეოსტაზსს უბრუნდება.
გლუკაგონი ამის საპირისპიროს აკეთებს : ის ზრდის გლუკოზას კონცენტრაციას
სისხლში. თუკი უკვე დიდი ხანია, არ გიჭამიათ , თქვენს სისხლში შაქრის დონე ეცემა ,
რაც იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედების სხვა ჯგუფის , α უჯრედების , მიერ
გლუკაგონის გამოთავისუფლებას . გლუკაგონი ღვიძლზე ზემოქმედებს , იწვევს
გლიკოგენის გლუკოზად დაშლას და მის გაშვებას სისხლის მიმოქცევაში , რისი
მეშვეობითაც სისხლში შაქრის დონე პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება . ეს
ამცირებს გლუკაგონის სეკრეციას და სისტემას ჰომეოსტაზში აბრუნებს .
დიაბეტი ან მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვალს არ შეუძლია
საკმარისი ინსულინის წარმოება, ან მაშინ , როდესაც სხეულის უჯრედები წყვეტენ
ინსულინზე რეაგირებს, ან ორივეს ერთდროულად მოხდომის შემთხვევაში . ამ
პირობებში სხეულის უჯრედები გლუკოზას მარტივად ვერ იღებენ , ამიტომ სისხლში
შაქრის დონე საკვების მიღებიდან დიდი ხნის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე
რჩება. ეს ორი მიზეზის გამო ხდება:
კუნთოვანი და ცხიმოვანი უჯრედები ვერ იღებენ საკმარის გლუკოზას , ანუ საწვავს .
ამის გამო ადამიანი თავს დაღლილად გრძნობს , ზოგჯერ კი , სულაც , მისი
კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილებიც იფიტება .
სისხლში შაქრის მაღალი დონე ისეთ სიმპტომებს აჩენს , როგორებიცაა
გახშირებული შარდვა, წყურვილი და დეჰიდრატაციაც (ორგანიზმის გაუწყლოება )
კი. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება უფრო სერიოზული გართულებები
გამოიწვიოს
გლუკაგონი კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონია, ინსულინის ანტაგონისტი.
მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში. ძალზე სწრაფად ააქტიურებს
ფოსფორილაზას, რითაც ხელს უწყობს გლიკოგენის ინტენსიურ დაშლას და
სისხლში შაქრის კონცენტრაციის ზრდას
დადებითი უკუკავშირი
დადებითი უკუკავშირის მარყუჟიუკუკავშირის მარყუჟი ,
რომელიც აძლიერებს საწყის სიგნალს
დადებითი უკუკავშირის მარყუჟი საქმეში ერთვება
მშობიარობის დროს. მშობიარობისას ბავშვის თავი აწვება
საშვილოსნოს ყელს — საშვილოსნოს ქვედა ნაწილს,
რომლიდანაც უნდა გამოვიდეს ბავშვი — და ტვინის ნეირონებს
ააქტიურებს. ნეირონები გზავნიან სიგნალს, რომელიც იწვევს
ჰორმონ ოქსიტოცინის გამოთავისუფლებას ჰიპოფიზიდან.
ოქსიტოცინი ზრდის საშვილოსნოს შეკუმშვის სიხშირეს და,
შესაბამისად, აწვება საშვილოსნოს ყელს. ეს იწვევს უფრო მეტი
ოქსიტოცინის გამოყოფასა და კიდევ უფრო ძლიერ შეკუმშვებს.
დადებითი უკუკავშირის მარყუჟი გრძელდება მანამ, სანამ
ბავშვი არ დაიბადება.

You might also like