You are on page 1of 21

მშობიარობა

მშობიარობა
▣ მშობიარობა არის მნიშვნელოვანი ფიზილოგიური
მოვლენა, რომელიც სრულდება ახალშობილის
დაბადებით.
მშობიარობის პროცესში სამი კომპონენტის -
საშვილოსნოს შეკუმშვის, სამშობიარო გზების
გამტარბისა და ნაყფს შორის ურთიერთკავშირის
შედეგად, ნაყოფი საშვილოსნოდან იბადება; ანუ
მშობიარობა არის პროცესი, რომლის
საშუალებითაც, სიცოცხლისუნარიანობის
მიღწევისთანავე, ნაყოფი საშვილოსნოდან
გამოძევდება. ეს განსაზღვრებები სათანადოდ ვერ
ხსნის იმ სამედიცინო, სოციალური და ეთიკური
ასპექტების რთულ ურთიერთკავშირს, რომელთა
ერთიანობა მშობიარობას საკმაოდ რთულ ამოცანად
აქცევს.
მშობიარბა შეიძლება იყოს:
▣ დროული მშბიარობა - მშობიარობა 37-41
კვირა+6 დღე ვადაზე
▣ ნაადრევი მშობიარობა - სპონტანური
მშობიარობა 22-37 კვირის ვადაზე
▣ ვადაგადაცილებული მშობიარობა - მშობიარობა
სრული 42 კვირის ორსულობისა და მეტ ვადაზე
ნაადრევი მშობიარობა სიცოცხლისუნარიანი ნაყოფის
დაბადებიდან 37 კვირამდე ითვლება. დრეისათვის,
ახალშობილი, რომლის მასა დაბადებისას 500გრ. და
მეტია, სიცოცხლისუნარიანად ითვლება. რადგან
ორსულობის 22 კვირის ვადაზე ნაყოფის წონა 500
გრამია, ამიტომ ნაყოფის დაბადება ორსულობის 22
კვირის შემდეგ მშობიარობად მიიჩნევა, აქედან
გამომდინარე, ნაადრევი მშობიარობაა მშობიარობა
ორსულობის 22 კვირიდან 37 კვირამდე. ხოლო
ვადაგადაცილებულია ორსულობის 42 კვირის ზემოთ.
ფიზიოლოგიური მშობიარობის ნიშნები:

▣ თვითნებითი დაწყენა
▣ ერთი ნაყოფის თავით წინმდებარეობა
▣ ორსულობის ვადა 37-41 კვირა +6დღე
▣ მშობიარობა ბუნებრივი სამშობიარო გზებით,
საექიმო ჩარევის გარეშე.
▣ დედისა და ნაყოსი დამაკმაყოფილებელი
მდგომარეობა.
მშობიარობის დაწყების მიზეზები
პოლიეტიოლოგიური პროცესია, რომლის დაწყების
მიზეზები დღემდე უცნობია.
სამშობიარო მოქმედების ინიციაციის რეგულაციის ფეტალური
ფაქტორები:

▣ ფეტალური კორტიზოლი და სხვა ფეტალური სტეროიდები


▣ ფეტალური პროსტაგლანდინი (E2) ოქსიტოცინი

არსებობს ჰიპოთეზა, რომ მუცლადმყოფი ნაყოფი მშობიარობის


ჩამრთავი მექანიზმია. ნაყოფის ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზარული-
თირკმელზედა ჯირკვლის სიმწიფის მიღწევის შემდეგ, რაც
გენეტიკურადაა დეტერმინებული, ნაყოფის თირკმელზედა
ჯირკვლები აქტიურდება და მატულობს ფეტალური კორტიზოლისა და
სხვა ფეტალური სტეროიდების რაოდენობა, რაც მშობიარობის
დაწყების სიგნალია. სამშობიარო მოქმედების თანამედროვე
კონცეფციით, მშობიარობის ინიციაციაში ძირითადი რლი ფეტალურ
პროსტაგლანდინებსა და ოქსიტოცინს ენიჭება.
სამშობიარო მოქმედების ნერვული რეგულაცია:

▣ ც.ნ.ს. - ში ორსულობის დომინანტის ტრანსფორმირება


მშობიარობის დომინანტად.

მშობიაროობის პროცესის მიმდინარეობა დამოკიდებულია ც.ნ.


ს.-ის ერთ-ერთ ნაწილში უყალიბდება რსულობის დომინანტა,
რომელიც მშობიარობის პროცესის მოახლოებისას
ტრანსფორმირდება მსობიარობის დომინანტად, ერთიან
დინამიურ სისტემად, რომელიც უმაღლესი ნერვული
რეგულირების ცენტრებთან ერთად, სემსრულებელ
ორგანოსაც აერთიანებს. მხოლოდ ფორმირებული
სამშობიარო დომინანტა არეგულირებს მშობიარობის
მოსამზადებელ პერიოდს და თვით მშობიარობის პროცესის
მიმდინარეობას.
სამშობიარო მოქმედების ჰორმონალური
რეგულაცია:
▣ ესტროგენების სინთეზის მატება
▣ პროგესტერონის სინტეზის დაქვეითება

მშობიარობის დაწყების წინ იცვლება ქალის ჰორმონალური


ბალანსი, ქვეითდება ორსულობის ჰორმონის - პროგესტერნის
სეკრეცია და მატულობს ესტროგენების სინთეზი. მხოლოდ
გარკვეული ჰორმონალური წონასწორობისას ხდება
შესაძლებელი მშობიარობის პროცესში საშვილოსნოს
ეფექტური შეკუმშვა. მნიშვნელოვანია არა რომელიმე
ჰორმონის აბსოლიტური კონცენტრაცია სისხლში, არამედ ამ
ჰორმონების კონცენტრაციათა შეფარდება ( ორსულობის
დროს ესტრიოლი/პრეგნადიოლი 1/100, მშობიარობის წინ 1/1
).
სამშობიარო მოქმედების ჰუმორალური
რეგულაცია

▣ პროსტაგლანდინები E2 და F2
▣ ოქსიტოცინი
▣ სეროტონინი
▣ კინინები
▣ ჰისტამინი
სამშობიარო მოქმედების შენარჩუნებასა და ნაყოფის
დაბადებას, დედის ორგანიზმში სინთეზირებული ოქსიტოცინი
და პროსტაგლანდინები უზრუნველყოფენ. სამშობიარო
მოქმედების განვითარებაში ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება
ენდოგენურ პროსტაგლანდინებს E2. და F2ą.
პროსტაგლანდინების მოქმედება მრავალმხრივია:
მოქმედებენ საშვილოსნს ყელის მომწიფების პროცესზე (E2),
ხელს უწყობენ საშვილოსნოს სინქრონული შეკუმშვების
განვითარებას (F2ą), ზრდიან მიომეტრიუმის მგრძნობელობას
ოქსიტოცინის მიმართ.
ოქსიტოცინი ყველაზე ძლიერი უტეროტროპული საშუალებაა,
რომელიც სინთეზირდება ჰიპოთალამუსში და აკუმულირდება
ჰიპოფიზის უკანა ნაწილში. ოქსიტოცინისა და
პროსტაგლანდინების მოქმედება სამშობიარო პროცესის
ინიციაციასა და შენარჩუნებაში ერთ-ერთი ძირითადი
ფაქტორია.
სეროტონინს, კინინებს, ჰისტამინს გარკვეული ადგილი
უკავიათ მშბიარბის პროცესის განვითარებასა და
საშვილოსნოს კუმსვითი აქტივობის გაძლიერებაში.
მშობიარობის წინამორბედი ნიშნები

▣ მუცლის დაწევა
▣ ჭიპის ამობურცვა
▣ ორსულის გუნება-განწყობის შეცვლა
▣ არარეგულარული, მქაჩავი ტკივილი წელისა და
მუცლის ქვედა არეში
▣ ბლანტი, ზოგჯერ სისხლნარევი ლორწოვანი
გამონადენი საშოდან
▣ საშვილოსნოს ყელის მმწიფება
მშობიარობის პერიოდები
▣ მშობიარობის პირვეი პერიოდი - საშვილოსნოს
ყელის სრული გახსნის.
▣ მშობიარობის მეორე პერიოდი - ნაყოფის
დაბადების.
▣ მშობიარობის მესამე პერიოდი - მომყოლის
გამოძევების.
მშობიარობის I პერიოდი

▣ იწყება რეგულარული
სამშობიარო
მოქმედების
დაწყებიდან და
გრძელდება
საშვილოსნოს ყელის
სრულ გახსნამდე
სამშობიარო მოქმედების დაწყების
მახასიათებლები:
▣ 10 წთ-ის განმავლობაში ერთი ან ეტი საშვიოსნოს
შეკუმშვა 20 წმ-ის ან მეტი ხანგრძლივობით.
▣ საშვილოსნოს ყელში მიმდინარე სტრუქტურული
ცვლილებები.
▣ სამშობიარო მოქმედების მტკივნეუობა,
ინტენსივობა და სიხშირე მატულობს
საშვილოსნოს ყელის გახსნის პარალელურად
მშობიარობის I პერიოდი
▣ ლატენტური ფაზა - რეგულარული სამშობიარო
მოქმედების დაწყებიდა და საშვილოსნოს ყელის
0-დან 3 სმ-მდე გახსნამდე. (ხანგრძლივობა 6-8
საათი)
▣ აქტიური ფაზა - საშვილოსნოს ყელის სწრაფი
გახსნა - 3-დან 10 სმ-მდე.
▣ მშობიარობის პირველი პერიოდის ხანგრძლივბა:
10-12 სთ - პრველმშობიარეებში, 8–10 სთ
განმეორებით მშობიარეებში.
მშობიარობის II პერიოდი
▣ პასიური ფაზა - ნაყოფის წინმდებარე ნაწილის
მენჯის მენჯის ფსკერზე ჩამოსვლის ფაზა,
საშვილოსნოს ყელის სრული გახსნიდან ჭინთვის
დაწყებამდე.
▣ აქტიური ფაზა - ჭინთვები, პასიური ფაზის
დამთავრებიდან ნაყოფის დაბადების მომენტამდე
▣ ხანგრძლივობა - 2 სთ
მშობიარობის II პერიოდი
მშობიარობის III პერიოდი
▣ იწყება ნაყოფის დაბადების შემდეგ.
▣ გრძელდება საშვილოსნოს შეკუმშვები ე.წ.. მომყოლის
ხანის შეკუმშვები
მშობიარობის III პერიოდის აქტიური
მართვა:
▣ მშობიარობიდან პრველი 1 წუთის განმავლობაში
10 ერთეული ოქსიტოცინის კუნთში ინექცია.

You might also like