Professional Documents
Culture Documents
ჰენდაუტი pelvis
ჰენდაუტი pelvis
გავის ძვალს ძაბრისებური ფორმა აქვს. მასზე განასხვავებენ ფუძეს-basis ossis sacri,
მწვერვალს-apex ossis sacri, მის წინა-facies pelvina და უკანა-facies dorsalis ზედაპირებს.
გავის ძვლის პირველი მალა მისი ყველაზე წინ მდებარე, წარზიდული ნაწილია და
ცნობილია, როგორც გავის კონცხი- promontorium-ი. გავის კონცხის ლოკალიზაციის
ადგილი ემთხვევა დონეს სადაც ბიფურკაციის შემდეგ ( L4-L5 ) აორტას გამოეყოფა
ორივე თეძოს არტერია. ამიტომ ლაპარასკოპიული ოპერაციების დროს ტროაკარის
ჩადგმისას გავის კონცხის პალპაცია ქირურგს თავიდან ააცილებს ამ მიდამოს
მთავარი სისხლძარღვოვანი სტრუქტურების დაზიანებას.
გავის ძვლის წინა ზედაპირზე ყოველ მეზობელ მალას შორის განლაგებულია ოთხი
წყვილი გავის წინა ანუ მენჯისკენა ხვრელი - foramina sacralia pelvina. ამ ხვრელებს
შეესაბამება გავის უკანა ზედაპირზე მდებარე ასევე ოთხი წყვილი უკანა ანუ
დორზალური ხვრელი- foramina sacralia dorsalia. აღნიშნულ ხვრელებში გაივლის
საკრალური ნერვები, ხოლო წინა ანუ მენჯისკენა ხვრელებში საკრალურ ნერვებთან
ერთად გადის ლატერალური საკრალური სისხლძარღვებიც.
მალთა ხვრელების შეერთებით გავის ძვალზე იქმნება canalis sacralis ანუ გავის არხი,
რომელიც გავის მწვერვალზე ბოლოვდება გავის ნაპრალით - hiatus sacralis-ით. hiatus
sacralis ხერხემლის არხის ქვედა შესავალს წარმოდგენს და კლინიკურად
მნიშვნელოვანია კაუდალური ანესთეზიის ჩატარების თვალსაზრისით.
თეძოს ძვალი ბრტყელი ძვალია. მისი ზედა კიდე მთელ სიგრძეზე გამსხვილებულია
და ქმნის თეძოს ქედს- crista illiaca-ს.
თეძოს ძვლის წინა კიდეზე აღინიშნება თეძოს წინა ზედა და წინა ქვედა წვეტები -
spina illiaca anterior superior და spina illiaca anterior inferior. თეძოს წინა ზედა წვეტს
უმაგრდება საზარდულის იოგი.
თეძოს ძვლის უკანა კიდეზე კი განირჩევა მისი უკანა ზედა და უკანა ქვედა წვეტები -
spina illiaca posterior superior და spina illiaca posterior inferior. უკანა ზედა წვეტს
უკავშირდება გავა-კუკუხოს იოგი, ხოლო უკანა ქვედა წვეტს გავა-თეძოს იოგი.
განივი ზომები:
ირიბი ზომები:
1. მარჯვენა ირიბი დიამეტრი- მანძილი მარჯვენა გავა-თეძოს სახსრის ზედა
კიდესა და მარცხენა სასაღვრო ხაზს შორის- 12-12,6 სმ.
2. მარცხენა ირიბი დიამეტრი - ანალოგიური ზომა მოპირდაპირე მხარეს - 12-12,6
სმ.
იოგები
- საზარდულის იოგი
- კუპერის იოგი
- გავა-წვეტიანი იოგი
- გავა-კუკუხოს იოგი
- საზარდულის იოგი მდებარეობს თეძოს წინა ზედა წვეტსა და ბოქვენის ძვალს
შორის. ქირურგიულ პრაქტიკაში ეს იოგი მნიშვნელოვანია საზარდულის
თიაქარპლასტიკის ოპერაციების დროს. საზარდულის იოგს ზევიდან ესაზღვრება
გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის ქვედა კიდე, ლატერალურად მას მოსაზღვრავს
თეძოს ფასცია, ქვემოდან - განიერი ფასცია, ხოლო მედიალურად - ბარძაყის რგოლის
მედიალური კიდე.
- კუპერის იოგი ბოქვენის ძვალსა და უსახელო ხაზს შორის მდებარეობს და
შექმნილია ძლიერი ფიბროზული ქსოვილით. მას ლატერალურად თეძო-pectineal
იოგი, ხოლო მედიალურად - lacunar იოგი მოსაზღვრავს. კუპერის იოგი ხშირად
გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში სისხლდენის შემაჩერებელი პროცედურების
დროს.
- გავა-წვეტიანი იოგი მდებარეობს საჯდომ წვეტსა და გავის ძვლის ლატერალურ
კიდეს შორის. სწორედ ამ იოგს ენიჭება უპირატესობა ვაგინალურ ქირურგიულ
მიმართულებაში და ხშირად გამოიყენება ვაგინალური სისხლდენების
შემაჩერებელი პროცედურების დროს. აქვე გადის პუდენდალური ნერვები და
სისხლძარღვებიც.
- გავა-კუკუხოს იოგი მდებარეობს საჯდომი ძვლის ბორცვსა და გავის ძვლის
ლატერალურ კიდეს შორის. მედიალურად მოსაზღვრულია გავა-წვეტიანი იოგით.
მის ქვემოთ გადის პუდენდალური ნერვები და შიგნითა პუდენდალური
სისხლძარღვები. ეს იოგიც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება გინეკოლოგიურ
ქირურგიაში როგორც ფიქსატორი ვაგინალური სისხლდენების შემაჩერებელი
პროცედურების დროს.
ხვრელები
მენჯის ძვალი და მისი იოგები შემოსაზღვრავს სამ მნიშვნელოვან ხვრელს.
აღნიშნული ხვრელები ქმნიან გასასვლელს ქვედა კიდურებისკენ სხვადასხვა
კუნთების, ნერვების და სისხლძარღვებისთვის. ესენია:
- დიდი საჯდომი ხვრელი - მის შემადგენლობაში გაივლის : მსხლისებრი
კუნთი, ზედა და ქვედა gluteal ნერვები და სისხლძარღვები, საჯდომი ნერვი,
შიგნითა დამხურავი ნერვი და შიგნითა პუდენდალური ნერვები და
სისხლძარღვები.
- მცირე საჯდომი ხვრელი - მასში გაივლის შიგნითა დამხურავი ნერვი და
პუდენდალური სისხლძარღვები.
- დამხურავი ხვრელი- ის ატარებს დამხურავ ნერვებს და სისხლძარღვებს.
კუნთები
ფალოპის მილები
ფალოპის მილები წყვილი, ღრუს შემცველი წარმონაქმნებია, რომლებიც
ემბრიონული განითარების პერიოდში მიულერის სადინრებიდან ვითარდება.
სიგრძით დაახლოებით 7-12 სმ-ია. მათ ძირითად ფუნქციას კვერცხუჯრედის
გატარება წარმოადგენს.
ფალოპის მილი შედგება 4 ნაწილისგან.
ესენია:
საკვერცხე
საკვერცხეები წყვილი სასქესო ჯირკვლებია, რომლებიც მდებარეობს ერთგვარ
დაკიდულ მდგომარეობაში მენჯის კედელსა და საშვილოსნოს შორის. საკვერცხეების
ამგვარ მდებარეობას განაპირობებს იოგები: ლატერალურად მას უკავშირდება მენჯ-
ძაბრისებრი, ხოლო მედიალურად - საკვერცხე-საშვილოსნოს იოგი.
თითოეული საკვერცხის ქვედა ზედაპირს ფარავს განიერი იოგი.
ნორმაში საკვერცხის ზომები ვარირებს 5×3×3 სმ-ის ფარგლებში. აღნიშნული ზომის
ვარიაციები შესაძლოა უკავშირდებოდეს ენდოგენურ ჰორმონალურ პროდუქციას,
რომელიც იცვლება ასაკთან და ყოველ მენსტრუალურ ციკლთან ერთად. ასევე,
ეგზოგენური სუბსტანციები, როგორიცაა მაგ: პერორალური კონტრაცეფციული
საშუალებები, გონადოტროპინ-რილიიზინგ ჰორმონის აგონისტები, ოვულაციის
ინდუქციის გამომწვევი პრეპარატები შესაძლოა ასტიმულირებდეს ან თრგუნავდეს
საკვერცხის აქტივობას, რაც შესაბამისად აისახება მის ზომაზე.
თითოეული საკვერცხე შეიცავს ქერქოვან და მის ქვეშ მდებარე ტვინოვან
ნივთიერებას, ზემოდან კი დაფარულია კუბური ეპითელიუმის ფენით, რომელიც
წარმოადგენს პერიტონეუმის (მეზოვარიუმის) გაგრძელებას. საკვერცხის ქერქოვანი
ნოვთიერება სპეციალიზებული სტრომისგან შექმნილი ნივთიერებაა, მასში
მარავლობითი განვითარებადი და ატრეზიული ფოლიკულები მდებარეობს.
საკვერცხის ტვინოვანი ნივთიერება კი წარმოდგენს ფიბროზულ-კუნთოვან ქსოვილს,
რომელშიც გადის სისხლძარღვები და ნერვები.
კვება:
საკვერცხის სისხლით მომარაგება ხორციელდება საკვერცხის არტერიით, რომელიც
ანასტომოზს ამყარებს საშვილოსნოს არტერიასთან.
ინერვაცია:
საკვერცხეს აინერვირებს საშო-საშვილოსნოს და საკვერცხის წნულები.
საკვერცხეების საფიქსაციო აპარატს ქმნის: საკვერცხის საკუთარი იოგი
რომელშიც გადის საშვილოსნოს არტერიის საკვერცხის ტოტი,საკვერცხის
საკიდი იოგი,რომელიც მუცლის სეროზული გარსის წარმონაქნია და
საკვერცხის ჯორჯალი. საკვერცხის საფიქსაციო ელემენტებს მიყვება მისი
სისხლძარღვები,ლიმფური ძარღვები და ნერვები,რაც უფრო ზრდის მათ
მნიშვნელობას.
საკვერცხე დაფარულია ჩანასახოვანი ეპითელიუმის შრით.მის ქვეშ საკვერცხეს
გადაკრული აქვს მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა-თეთრი
გარსი,თეთრი გარსის ქვეშ მოქცეულია საკვერცხის პარენქიმა ანუ ე.წ.
საკვერცხის ქერქოვანი ნივთიერება.სწორედ ამ შრეში წარმოიქმნება სასქესო
უჯრედები-კვერცხუჯრედები,აგრეთვე გამომუშავდება
ჰორმონები.საკვერცხის ცენტრალური ნაწილი კა ამოვსებულია ტვინოვანი
ნივთიერებით რომელშიც გადის სისხლძარღვები და ნერვები.
შუბლის (2)
თხემის (2)
საფეთქლის (2)
კეფის (1)
სოლისებრი (1)
ცხავის (1)