You are on page 1of 12

ნევროლოგია

ნერვული სისტემა
ბიოლოგიური სისტემა, რომელიც ემსახურება ორგანიზმის გარემოსთან
შეგუებასა და შინაგანი ერთიანობის შენარჩუნებას. ის შედგება ორი ნაწილისგან:
 ცენტრალური - თავის ტვინი და ზურგის ტვინი
 პერიფერული -მათთან დაკავშირებული ნერვები და ნერვული კვანძები.

ნერვული სისტემის საშუალებით ადამიანი აღიქვამს გარემოში მომხდარ


ცვლილებებს და რეაგირებს მათზე.
თავის ტვინიდან გამოდის 12 წყვილი ნერვი.

ზურგის ტვინი

ცენტრალური ნერვული სისტემის ნაწილი, მდებარეობს ხერხემლის არხში.

გააჩნია 2 წყვილი ნერვული ფესვი – წინა – ე. წ. მამოძრავებელი, რომლის საშუალებითაც


იმპულსები ზურგის ტვინიდან გადაეცემა პერიფერიას, და უკანა – ე. წ. მგრძნობიარე,
რომელთა საშუალებითაც იმპულსები კანის, კუნთების, შინაგანი ორგანოების
რეცეპტორებიდან გადაეცემა ზურგის ტვინს.

ვეგეტატიური ნერვულ სისტემა


განარჩევენ ორ ნაწილს: სიმპათიკურ ნერვულ სისტემას და მის თანამგზავრ
პარასიმპათიკურს. მათი საშუალებით ხდება შინაგანი ორგანოების ინერვაცია.
ინსულტი
ინსულტი თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევაა,რომელიც იწვევს
თავის ტვინის ქსოვილების კვდომას.

 გამომწვევი მიზეზები

ინსულტი შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის მკვებავი ამა თუ იმ სისხლძარღვის


დახშობით (იშემია), ან გაგლეჯით (სისხლჩაქცევა - ჰემორაგია).

 ინსულტის ტიპები

ჰემორაგიული - გამოწვეულია სისხლძარღვის გაგლეჯვით და სისხლჩაქცევით.

იშემიური - განპირობებულია სისხლძარღვის დახშობით.

იშემიური ინსულტი

სისხლძარღვის დახშობის მიზეზი შეიძლება იყოს: ათეროსკლეროზული


ფოლაქებიდან მოწყვეტილი ნაწილები; თრომბები, რომლებიც წარმოიქმნება
სისხლძარღვების შევიწროების ადგილზე.

ჰემორაგიული ინსულტი

ჰემორაგიული ინსულტი ვითარდება მაღალი არტერიული წნევის. სისხლჩაქცევა,


ასევე, შეიძლება მოხდეს ანევრიზმის გახეთქვის დროსაც.

 ინსულტის ნიშნები
 უეცარი ძლიერი თავის ტკივილი
 ცნობიერების დაბინდვა
 მოძრაობის შეზღუდვა
 ცალ მხარეს პირის კუთხის დაშვება
 მეტყველების გაძნელება
 არათანაბარი ზომის გუგუები
 შარდის ან განავალის უნებლიე გამოყოფა

 მკურნალობა

ინსულტის მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს: კონსერვატორული და


ქირურგიული.

 პროფილაქტიკა

არტერიული წნევის კონტროლი, გულის გამოკვლევა, ალკოჰოლისა და თამბაქოს


აკრალვა. ქოლესტერინისა და შაქრის დონის კონტროლი სისხლში. წონის შენარჩნება.
თავის ტკივილი
(ცეფალგია)
ცეფალგია - სხვადასხვა დაავადებების ერთ – ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი.
უმრავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი განპირობებულია ქალასშიდა და ქალასგარე
არტერიების დილატაციით (გაფართოვებით) ან სპაზმით. ცეფალგია ხშირად მიმდინარეობს
ღებინებით გულისრევის გარეშე.

 თავის ტკივილის მიზეზები


 სხეულის მაღალი ტემპერატურა
 არტერიული წნევა
 მენინგიტი
 ინსულტი
 ინტოქსიკაცია
 გადაღლა
 სტრესი
 შაკიკი

შაკიკი
შაკიკი (ჰემიკრანია) –ეს არის პაროქსიზმული ტკივილი თავის ერთ-ერთ ნახევარში,
რასაც თან ახლავს ღებინება. შაკიკის ეტიოლოგია ცნობილი არ არის. შეტევის განვითარებას
ხელს უწყობს ალერგია, სტრესი, დაღლილობა, მემკვიდრეობითი ფაქტორი.

 შაკიკის ტიპები

 კლასიკური შაკიკი - შეტევა იწყება გარდამავალი სკოტომით (თვალის დაბნელებით),


შემდეგ მოჰყვება თავის ერთ-ერთი ნახევრის ტკივილი შუბლ-საფეთქლის არეში;
ტკივილს თან ახლავს გულისრევა და ღებინება. შეტევა გრძელდება რამდენიმე საათი.

 ჩვეულებრივი შაკიკი - ჩვეულებრივ შაკიკს არ გააჩნია მხედველობითი აურა.


ტკივილი წარმოიქმნება დილაობით, აქვს დიფუზური ხასიათი და გრძელდება
რამდენიმე დღე.

 ასოციაციური შაკიკი - ზოგჯერ შაკიკის შეტევა მიმდინარეობს კეროვანი


დაზიანებებით (მეტყველების დაკარგვა, თვალის კუნთის დამბლა) და მას
ასოცირებულ შაკიკს უწოდებენ.
ტვინის შერყევა
 სიმპტომები
 ცნობიერების ხანმოკლე ან ნაწილობრივი დაკარგვა
 გულისრევა და ღებინება,
 რეტროგრადული ამნეზია
 მსუბუქი, გავრცელებული თავის ტკივილი.
 მკურნალობა

კარგი საერთო მდგომარეობის დროს აუცილებელი არ არის ავადმყოფი გავაჩეროთ


საწოლში რამდენიმე დღეზე მეტხანს და ჩავატაროთ სამკურნალწამლო თერაპია.

თუკი გამოხატულია ასთენიური სინდრომი (თავის ზომიერი ტკივილი,


თავბრუსხვევა), მაშინ შესაძლებელია შემოვიფარგლოთ ტრანკვილიზატორების
(დამამშვიდებლები) დანიშვნით, ზოგჯერ - დიურეტიკების (შარდმდენები).

თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა


თავის ტვინის არტერიის ლოკალური გაფართოებაა. როგორც წესი, ანევრიზმა
წარმოადგენს თანდაყოლილ დეფექტს, ზოგჯერ ვითარდება რეინფექციის შედეგად,მის
წარმოქმნაში ასევე დიდ როლს ასრულებს ტრავმა, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული
დაავადება.

 პათოგენეზი

ობიექტური ნევროლოგიური დარღვევები ანევრიზმის გასკდომამდე იშვიათად


ვლინდება და განპირობებულია თავის ტვინზე მექანიკური ზეწოლით. შესაძლებელია
ანევრიზმა მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. შემთხვევათა 25%-
ში ავადმყოფებს აღენიშნებათ ეპიზოდური ცეფალგიები, რომლებიც შემთხვევათა ნახევარში
ანალოგიურია შაკიკის კლინიკისა.

ანევრიზმის გასკდომა იწვევს სისხლჩაქცევას. ხშირად ხდება სისხლის ჩაღვრა ტვინის


გარსებში, რასაც სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ეწოდება. ასეთი სისხლჩაქცევა ვითარდება
უმეტესად 40 წლამდე ასაკში. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ხდება, უმეტესად, ფიზიკური
დატვირთვის შემდეგ.

 სიმპტომები
 ძლიერი თავის ტკივილი ღებინება
 გულყრა თვალის გუგების გაფართოება
 ავადმყოფი კარგავს გონებას კიდურების დამბლა
 კანი მონაცრისფრო ან მოწითალო
თავის ტვინის სიმსივნეები
თავის ტვინის სიმსივნე შეიძლება იყოს ტვინშიგა (გლიომები) და ტვინგარეთა
(მენინგიომები, ნევრინომები).

 თავის ტვინის სიმსივნეების კლინიკა


 ქალაშიდა წნევის მომატება - ინტრაკარანიალური ჰიპერტენზია
 თავის ტკივილი
 გულისრევის შეგრძნება და პირღებინება
 მხედველობის ნერვის შეშუპება
 დაზიანებული უბნის შესაბამისი ფუნქციის მოშლა
 გულყრები
 ტკივილი

 მკურნალობა

მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია, სხვა შემთხვევაში - სხივური ან


ქიმიოთერაპია.

ნევროზი
ფსიქოგენიების განსაკუთრებით გავრცელებული სახეა, ხასიათდება ფსიქიკური
დარღვევების პარციალურობით, მათდამი კრიტიკული დამოკიდებულებით, დაავადების
შეცნობის შენარჩუნებით, სომატური და ვეგეტატიური დარღვევებით.

 ნევროზის სახეები:

I. ნევრასთენია (ასთენიური ნევროზი)

ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლა,შრომისუნარიანობის დაქვეითება, დასვენების


მოთხოვნილება, რომელიც არ იძლევა სრულად აღდგენის შესაძლებლობას.

განსკუთრებით ტიპიურია ჩივილი ძალების გამოფიტვაზე, მხნეობის, ენერგიის


არარსებობაზე, გუნებ-განწყობის დაქვეითებაზე, სისუსტეზე, ჩვეული დატვირთვების
გადაუტანლობაზე.

II. აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი

ვლინდება მრავალრიცხოვანი აკვიატებებით. სხვა სახის ნევროზებთან შედარებით


ახასიათებს გახანგრძლივებული მიმდინარეობა. თუკი ამ დროს არ ხდება სიმპტომატიკის
მნიშვნელოვანი გაფართოება, მაშინ ავადმყოფები თანდათანობით ეგუებიან ფობიებს,
ამგვარად დაავადება არ იწვევს ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებებს.

III. ისტერიული ნევროზი

ამ დროს დამახასიათებელია გრძნობების ადვილი ცვალებადობა,ტირილისა და


სიცილის მონაცვლეობა. შეიძლება მიიღოს უფრო მძიმე გამოხატულება ისტერიული
გულყრების სახით. შესაძლოა განვითარდეს ისტერიული სიყრუე, სიბრმავე, ყნოსვის,
გემოვნების დაკარგვა.

მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი
მანიაკალურ- დეპრესიულ ფსიქოზს ახასიათებს პერიოდული ფსიქოზური შეტევები
ორი ურთიერთსაწინააღმდეგო (მანიაკალური და დეპრესიული) მდგომარეობით.

 მანიაკალური ეპიზოდი

 გუნება-განწყობის აწევა;
 ასოციაციების აჩქარება;
 მოტორული სფეროს აგზნება;

ავადმყოფს აქვს მხიარული განწყობილება, თავს თვლის ბედნიერად, თავის


შესაძლებლობებს აფასებს გადაჭარბებულად, მეტყველება აჩქარებული, ხშირად
გაუგებარი. ადვილად იცვლის სასაუბრო თემას. ვერ ისვენებს ერთ ადგილას,
მოგზაურობს, ბევრს მოძრაობს და არ აქვს დაღლილობის შეგრძნება. გაძლიერებული აქვს
კვების ინსტინქტი. ბევრს ჭამს, თუმცა წონაში არ მატულობს. აქვს ცუდი ძილი და
რთულად ემორჩილება წოლით რეჟიმს. შეტევა გრძელდება ერთი კვირიდან 3-4 თვემდე.

 დეპრესიული ეპიზოდი

 ხასიათდება სიმპტომთა ტრიადით:


 გუნება-განწყობის დაქვეითება;
 ასოციაციების შენელება;
 მოტორული შეკავება;

ავადმყოფს აღენიშნება გუნება- განწყობის დაქვეითება, ინტერესების გაქრობა ,


უხასიათობა. ავადმყოფი არის უკონტაქტო, განმარტოებული, კვების ინსტინქტის შეკავების
გამო არ იკვებება. თვითდამცირების და თვითბრალდების იდეები ზრდიან სუიციდის რისკს.
დეპრესიული ფაზა გრძელდება ექვს თვემდე.

 მკურნალობა

 მედიკამნტოზური
 ერგო და შრომითი თერაპია
 ფსიქო-ემოციური განტვირთვა
 ფსიქოთერაპია
 ფიზიოთერაპია
 ბალნეოლოგიური პროცედურები

გაფანტული სკლეროზი
გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებაა,
რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაცია ახასიათებს.

ამ დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები, ზურგის ტვინი,


რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას.

გაფანტული სკლეროზი იმუნოანთებით დაავადებად განიხილება. მისი უშუალო მიზეზი


დღემდე დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ დაავადება უკავშირდება ბავშვობაში გადატანილ
ვირუსულ ინფექციას.

გაფანტული სკლეროზის გამწვავების პერიოდში წარმოიქმნება მწვავე ანთებითი


კერები მიელინის გარსის შესივებითა და შეშუპებით. რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ
ანთებისა და შეშუპების ეს ლოკალური კერები ქრება და მათ ადგილას რჩება მრავლობითი
ნაწიბური - დაზიანებული უბნები, რომელთაც ფოლაქებს უწოდებენ.

 სიმპტომები

დაავადების პირველი ნიშნები ტრავმის, ოპერაციის, ნერვული სტრესის, მშობიარობის


და სხვა დაავადების ზემოქმედების შემდეგ ვლინდება.

დაავადება შეიძლება დაიწყოს მგრძნობელობის სხვადასხვაგვარი მოშლით. ზოგჯერ


ჩნდება დაბუჟების, ჭიანჭველების ცოცვის ან ჩხვლეტის შეგრძნება ზემო და ქვემო
კიდურებში, ვითარდება მხედველობითი, ვესტიბულური და მოძრაობითი დარღვევები.
ტიპობრივი ნიშნებია აგრეთვე ადვილად დაღლა, სისუსტე, შარდის შეუკავებლობა, მოშლა,
სქესობრივი ფუნქციის დარღვევა. მრავალწლიანი მიმდინარეობისას ინტელექტის
დაქვეითებაც აღინიშნება.

 მკურნალობა

მკურნალობის ტრადიციული მეთოდის მთავარ სამიზნეს სწორედ იმუნური


უჯრედები წარმოადგენს. პრეპარატებიდან იყენებენ როგორც იმუნომოდულატორებს, ასევე
იმუნოსუპრესანტებს. აგრეთვე ხდება ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შესწავლა.
ოპერაციული ჩარევის შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა თითოეული პაციენტისთვის
მისი მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ეპილეფსია
ეპილეფსია ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომლის ძირითადი
სიმპტომია მოულოდნელი და განმეორებადი კრუნჩხვები.

 გულყრის ტიპები:

I. დიდი (გენერალიზირებული) კრუნჩხვითი გულყრა

ახასიათებს კარგად გამოხატული კრუნჩხვები. კრუნჩხვას წინ უსწრებს


პროდრომული პერიოდი, რომელიც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღე გრძელდება. ზოგ
პაციენტს, უშუალოდ გულყრის წინ აქვს აუარა და იციან რომ მალე გულყრა დაემართებათ, ეს
შეიძლება იყოს გულისრევის შეგრძება, კუნთების თამაში, მღელვარება, ფერების
განსაკუთრებული აღქმა. გულყრის წინ გამოსცემს ხმას -ყვირილი ან ხროტინი - კარგავს
გონებას, ეცმა, სხეული ეძაბება, უნელდება სუნთქვა, ფითრდება ან რუხი მოლურჯო ფერის
ხდება. ამას მოსდევს ხელების, ფეხების ამ მთელი სხეულის კრუნჩხვა (ტოკვა), ფართოვდება
გუგები, არტერიული წნევა იმატებს, სახე წითლდება, ოფლიანდება, პირიდან გადმოდის
ნერწყვი, შესაძლებელია უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. მომდევნო ეტაპზე კუნთები
დუნდება, სუნთქვა ღრმავდება, კრუჩხვა სუსტდება, ცნობიერება ბრუნდება, მაგრამ
ძილბურანშია. ძილიანობა და გონების არევა ზოგჯერ მთელ დღეს გრძელდება. პაციენტს
გულყრა არ ახსოვს, ზოგჯერ იხსენებს აურას, აწუხებს საერთო სისუსტე და თავის ტკივილი.

II. ფებრილური გულყრა

უნვითარდებათ ბავშვებს მაღალი სიცხის დროს. ოჯახის წევრებს ანამნეზში


აღენიშნეშნებათ ბავშვობის ასაკში მსგავსი გულყრები მაღალი სიცხის დროს. ფებრილური
კრუჩხვა მოგვიანებით თითქმის არასდროს არ ყალიბდება ეპილეფსიად.

III. ფოკალური (ნაწილობრივი) გულყრები

გულყრა ვლინდება კრუნჩხვით, დამბლით ან პათოლოგიური შეგრძნებებით.


შეტევის დროს აღინიშნება უნებლიე ღეჭვითი მოძრაობები, სიცილი ან ღიმილი, კბილების
ჭრიალი, წიხლების სროლა. პაციენტი ვერ აღიქვამს გარშემომყოფებს.

IV. მცირე გულყრები - აბსანსი

აბსანსი -გაურკვეველი ეტიოლოგიის გულყრა. აღმოცენდება ბავშვებში და გრძელდება


25 წლამდე. გამოიხატება მოულოდნელი სახის გაშეშებით, მზერა ერთ ადგილზეა
მიმართული, გამომეტყველება უაზროა. ასეთი გულყრა ხშირად შეუმჩნეველი ხდება.

V. მცირე მოტორული გულყრები


 აკინეტიკური გულყრა - - ახასიათებს მოულოდნელი თავის ჩაქინდვრა ან წაქცევა.
 მიოკლონური გულყრა - ხანმოკლე - უნებლიე მოძრაობებით ვლინდება
 ახალშობილთა სპაზმი - აღმოცენდება წლინახევრის ასაკამდე, ახასიათებს
ელვისებური შეტევა, რომელიც რამოდენიმე წამს გრძელდება და ტირილით
მთავრდება.

VI. ეპილეფსიური სტატუსი

გულისხმობს განმეორებით, სერიულ ეპილეფსიურ გულყრებს, რომელიც ნახევარ


საათზე მეტ ხანს გრძელდება. ეპილეფსიური სტატუსი ნებისმიერი ტიპის გულყრით
შეიძლება მიმდინარეობდეს. თუ სტატუსი გაგრძელდა ხანგრძლივად, საშიშროება იქმნება,
რომ განვითარდეს ტვინის მეორადი დაზიანება.

პარკინსონიზმი
ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ც.ნ.
სისტემაში ნეირონების დაზიანება და აქვს ძირითადი სიმპტომი -ხელების კანკალი, დამბლა.

განასხვავებენ პირველად ანუ იდიოპათიურ პარკინსონიზმს და მეორად ანუ


სიმპტომურ პარკინსონიზმს, რომელიც შეიძლება განპირობებულ იყოს თავის ტვინის
ტრავმით, ენცეფალიტით, ჰიდროცეფალიით, სიმსივნური დაავადებით, განსაზღვრული
რაოდენობის მედიკამენტების ჭარბი მიღებით.

 განვითარების რისკ-ფაქტორები

 ასაკი - 60 წლის ზევით


 მემკვიდრული განწყობა
 გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება

 სიმპტომები

 მოძრაობის შენელება - ჰიპოკინეზია, ბრადიკინეზია


 მოძრაობის გაღარიბება - ოლიგოკინეზია
 კუნთების რიგიდულობა - შებოჭილობით, კანკალით
 არტიკულაციის (მეტყველების) დარღვევა;
 წონასწორობის დარღვევა;
 ნერწყვის გამოყოფისა და ყლაპვის მოშლა;
 ჭკუასუსტობა

 გამოყოფენ დაავადების სამ სტადიას

I სტადია - ვლინდება ჰიპოკინეზიით

II სტადია - ვლინდება უფრო მეტად გამოხაულ ჰიპოკინეზიასთან ერთად ხელების კანკალი

III სტადია - პაციენტი კარგავს დამოუკიდებელი ქმედების უნარს, სიმპტომები


პროგრესირებს.

 პირველადი პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელია


 მოსვენებითი ტრემორი
 თავის კანკალის არარსებობა
 აკინეზია (მოტორული
 ფუნქციის/მოძრაობის უნარის დაკარგვა ან შესუსტება)

 ესენციური პარკონსონიზმისთვის დამახასიათებელია

 აქსიალური(ღერძის ირგვლივ რკალური კანკალი)


 თავის კანკალი
 აკინეზიის არარსებობა

You might also like