You are on page 1of 12

Page 1 of 12

ლექცია N4
ზურგის ტვინი. რეფლექსი. ქცევა. ინსტინქტი.
სენსორული რეცეპტორები

ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას წარმოადგენს ინფორმაციის მიღება და


გადამუშავება, ამ ინფორმაციის ანალიზი და საპასუხო ინფორმაციის გენერირება. მისგან
განსხვავებით, პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქცია მხოლოდ ინფორმაციის
გატარებაა ცნს-სკენ და ცნს-დან.
როგორც ვიცით, ცენტრალური ნერვული სისტემა იყოფა ორ ნაწილად: თავის ტვინი და
ზურგის ტვინი.
ზურგის ტვინი მოთავსებულია ხერხემლის არხში (სურ. 1).

ზურგის
ტვინი
ვენტრალური ფესვი

დორსალური ფესვი

კუნთი კანი
ნერვი

ნერვული
ბოჭკოები
(აქსონი)

სურ. 1. ზურგის ტვინი. ნერვები და ფესვები. ზურგის ტვინიდან გამოდის 31 წყვილი ნერვი, რომელიც მიემართება
კუნთებისა და კანისკენ. აფერენტული სენსორული ბოჭკოები (წითელი) და ეფერენტული მოტორული ბოჭკოები
(ლურჯი) 2 ფესვითაა დაკავშირებული ზურგის ტვინთან
Page 2 of 12

ა.

მაგარი გარსი

ი ქსელისებრი
გარსი

რბილი გარსი

ბ.
დორსალური რქა დორსალური მხარე
რქა

ვენტრალური რქა
ლატერალური რქა

დორსლური ფესვის ფილამენტები

დორსლური ფესვი

დორსლური ფესვის განგლიონი


რბილი გარსი
pia mater
სპინალური ნერვი
ქსელისებრი /
spinal arachnoid
ვენტრალური ფესვი
მაგარი გარსი
dura mater

ვენტრალური ფესვის
ფილამენტები

ვენტრალური მხარე
სურ.2. ა.ბ. ზურგის ტვინის გარსები
Page 3 of 12

ზრდასრული ადამიანის, ისევე, როგორც სხვა ხერხემლიანი ცხოველების, ზურგის


ტვინს აქვს სეგმენტური აგებულება და როგორც ცნს-ის შემადგენელი ნაწილი,
დაფარულია სამი გარსით: რბილი გარსი (pia mater), რომელიც უშუალოდ აკრავს
ზურგის ტვინს, ქსელისებრი გარსი (spinal arachnoid), და მაგარი გარსი (dura mater)
(სურ.2). მაგარი გარსით დაფარულია, ასევე, თავის და ზურგის ტვინიდან გამომავალი
ნერვები.
განივჭრილზე კარგად ჩანს, რომ ზურგის ტვინი რუხი და თეთრი
ნივთიერებებითაა წარმოდგენილი (სურ.2ბ-3.). რუხ ნივთიერებას უჭირავს
ცენტრალური მდებარეობა, მისი ფორმა ლათინურ H-ს ან კიდევ გაფრენილ პეპელას
ჰგავს, შუაში კი ხვრელია.
თეთრი
რუხი
ნივთიერება
ნივთიერება
დორსლური ფესვი

დორსლური ფესვის განგლიონი


დორსლური რქა
სენსორული უჯრედის სხეული
დორსლური ფესვის განგლიონში
ლატერალური რქა
სენსორული რეცეპტორი

ვენტრალური რქა
ვენტრალური სპინალური
ფესვი ნერვი

ცენტრალური
ხვრელი

სურ. 3. ზურგის ტვინის განივი განაკვეთის სქემატური გამოსახულება

რუხი ნივთიერება შეიცავს ძირითადად ნეირონთა სხეულებს და მრავალ


დენდრიტს. ზურგის ტვინის შემადგენელი ნეირონების ნაწილი გაფანტულია რუხ
ნივთიერებაში, ნაწილი კი ქმნის სხვადასხვა სიდიდის უჯრედულ გროვებს ანუ
ბირთვებს. რუხი ნივთიერების ნეირონები ფუნქციის მიხედვით იყოფა მამოძრავებელ
და შუამდებარე ნეირონებად.
რუხ ნივთიერებას აქვს სამ-სამი სხვადასხვა ფორმის წანაზარდი, რომელსაც რქებს
უწოდებენ. განირჩევა დორსალური ანუ ზურგის მხრის, ვენტრალური ანუ მუცლის
მხრის და ლატერალური ანუ გვერდითი რქები. მთლიან ტვინში ეს წანაზარდები
ქმნიან სვეტებს.
როგორც აღვნიშნეთ, რუხ ნივთიერებას გარედან ეკვრის თეთრი ნივთიერება.
ზურგის ტვინის ყოველი სეგმენტიდან, ორივე მხარეს, გამოდის დორსალური და
ვენტრალური ფილამენტები, რომელბიც ერთიანდება დორსალურ და ვენტრალურ
ფესვებში (სურ.3-4).
Page 4 of 12

დორსალურ ფესვში გადის ცნს-ს აფერენტები ანუ ის აქსონები, რომლებიც


პერიფერიაზე მიღებულ ინფორმაციას ატარებენ ზურგის ტვინისკენ. ამიტომაც, იმ
ნეირონებს, რომელთაც ეს აქსონები ეკუთვნის, მგრძნობიარე ანუ სენსორულ
ნეირონებს უწოდებენ, ხოლო თვით ამ აქსონებს სენსორულ ნერვულ ბოჭკოებს.
სენსორული ნეირონების სხეულები ზურგის ტვინის გარეთ - სპინალურ კვანძებშია
მოთავსებული. სტრუქტურული ტიპის მიხედვით ისინი ფსევდოუნიპოლარულია.

სურ. 4. ზურგის ტვინის სვეტები და ფესვები - დორსალური


რუხი ნივთიერების რქები / სვეტები
და ვენტრაური.
რუხი ნივთიერება

ზურგის ტვინის ყოველი სეგმენტიდან, ორივე მხარეს, გამოდის


დორსალური დორსალური და
ფესვის ფილამენტები
ვენტრალური
თეთრი წყვილი ფესვები. დორსალური ფესვი
ნივთიერება
დორსალურ ფესვში გადის ის აქსონები, რომლებიც პერიფერიაზე მიღებულ
ვენტრალური ფესვის ფილამენტები
ინფორმაციას ატარებენ ზურგის ტვინისაკენ. ამიტომაც, იმ ნეირონებს, რომელთაც ეს
დორსალური ფესვის
აქსონები ეკუთვნის, მგრძნობიარე ნეირონებს უწოდებენ, ხოლო თვით ამ აქსონებს
სპინალური სენსორული
განგლიონი
სენსორულ (იგივე მგრძნობიარე ანუ აფერენტული - ცენტრისკენ მიმავალი) ნერვულ
ბოჭკოებს. სენსორული ნეირონების სხეულები ზურგის ტვინის გარეთ - სპინალურ
კვანძებშია მოთავსებული. სტრუქტურული ტიპის მიხედვით ისინი
ფსევდოუნიპოლარულია. ვენტრალური ფესვი
ვენტრალური ფესვში გამავალი
სპინალური ნერვი
აქსონები ნერვულ იმპულსებს ატარებენ
ზურგის ტვინიდან პერიფერიაზე და
სათანადო კუნთების ამოქმედებას იწვევენ. ამიტომაც მათ მოტორულ (იგივე
სურ.4. ზურგის ტვინის სეგმენტური აგებულება. რუხი ნივთიერების მიერ შექმნილი სვეტები მთელ
სიგრძეზე. დორსალური და ვენტრალური ფესვები. სპინალური სენსორული განგლიონი - შემსხვილება
დორსალურ ფესვზე, სადაც მოთავსებულია სენსორული ნეირონების სხეულები.

ვენტრალური ფესვში მოთავსებული აქსონები ცნს-ის ეფერენტებს წარმოადგენენ.


ისინი ნერვულ იმპულსებს ატარებენ ზურგის ტვინიდან პერიფერიაზე და სათანადო
კუნთების ამოქმედებას იწვევენ. ამიტომაც მათ მამოძრავებელ ანუ მოტორულ
ნერვულ ბოჭკოებს უწოდებენ (სურ.5.).
ვენტრალური და დორსალური ფესვები, ხერხემლის არხიდან გამოსვლის შემდეგ,
სპინალურ კვანძებთან ახლოს ერთდებიან და შერეული ნერვების სახით მიემართებიან
პერიფერიაზე (კანი, კუნთი, სახსარი) (სურ.3-4)
ზურგის ტვინში, ისევე, როგორც მთელ ცნს-ში, მრავლად გვხვდება გლიური
უჯრედები.
ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება არ შეიცავს ნეირონთა სხეულებს. ის მხოლოდ
ნერვული ბოჭკოებითაა წარმოდგენილი. ესენია:
 თავის ტვინიდან ჩამომავალ ბოჭკოები/გზები
Page 5 of 12

 ზურგის ტვინიდან ამავალ ბოჭკოები/გზები


 სხვადასხვა სეგმენტის ნეირონების დამაკავშირებელ ბოჭკოები/გზები
სხვადასხვა სეგმენტის ნეირონების დამაკავშირებელ ბოჭკოებს/გზებს
პროპრიოსპინალურ გზებს უწოდებენ.

რეფლექსი
როგორც ვიცით, ცენტრალური ნერვული სისტემის ამოქმედებას, უპირველეს
ყოვლისა, იწვევს ის ნერვული იმპულსები, რომლებიც ორგანიზმის გარეგანი თუ
შინაგანი გაღიზიანების შედეგად აღმოცენდება და პერიფერიული ნერვების გზით
ზურგის ან თავის ტვინს მიაღწევს. გარეგან გაღიზიანებას ეკუთვნის კანის გაღიზიანება
შეხებით, წნევით, დაზიანებით, ტემპერატურით, თვალის გაღიზიანება სინათლის
სხივით, ყურის გაღიზიანება ბგერით და სხვა. შინაგან ფაქტორებს მიეკუთვნება
სისხლძარღვთა კედლის გაღიზიანება სისხლის წნევის მომატების შედეგად, საჭმლის
მომნელებელი მილის გაღიზიანება საკვებით და სხვა. გარეგან და შინაგან
გაღიზიანებაზე ორგანიზმის საპასუხო რეაქცია მუდამ ერთნაირი არაა და
დამოკიდებულია გაღიზიანების რაობაზე და ინტენსივობაზე. ზოგ გაღიზიანებას
ერთი რომელიმე ორგანოს ამოქმედება მოჰყვება, ზოგს კი - რამდენიმეს.

ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციას, რომელიც გარეგანი ან შინაგანი


გაღიზიანების საპასუხოდ აღმოცენდება და ერთი ან რამდენიმე ორგანოს
ამოქმედებით გამოვლინდება, რეფლექსი ეწოდება.

სიტყვა „რეფლექსი“ „არეკვლას“ ნიშნავს. როგორც სინათლის სხივი აირეკლება


სარკიდან, ისე ტვინში მისული აგზნება „აირეკლება“ საპასუხო რეაქციის
გამოსაწვევად. რეფლექსური მოქმედების პრინციპი პირველად აღწერა ფრანგმა
მეცნიერმა რენე დეკარტმა მე-17 საუკუნეში, ხოლო ტერმინი „რეფლექსი“ შემოიღო
ჩეხმა ფიზიოლოგმა პროხაზკამ.
რეფლექსური რეაქციის რეალიზაცია ხორციელდება რეფლექსურ რკალში.
რა იგულისხმება რეფლექსურ რეაქციაში? რა არის რეფლექსური რკალი?
ნერვული ელემენტებისაგან შექმნილ ჯაჭვს, რომელსაც ნერვული იმპულსი
გაივლის რეფლექსის რეალიზაციის დროს, რეფლექსურ რკალს უწოდებენ.
რეფლექსური რკალი შედგება სამი კომპონენტისგან: მგრძნობიარე ნეირონი,
შუამდებარე ნეირონი და მოტონეირონი (სურ.6-7.).
რეფლექსის ზოგადი მახასიათებლებია:
 ფარული ანუ ლატენტური პერიოდის არსებობა;
 ერთი საფეხურიდან მეორეზე თანდათანობით გადასვლა ანუ გრადაცია;
Page 6 of 12

 მარტივი რეფლექსის სუფთა სახით გამოწვევა შეუძლებელია;


 ახასიათებს შემდეგმოქმედება

მგრძნობიარე ნეირონი

ა.

მოტონეირონი / მამოძრავებელი
შუამდებარე ნეირონი
ნეირონი

ბ.

სურ.5. ა. ბ. უმარტივესი რეფლექსური რკალი. ბ. ➀ ადამიანი ფეხს ადგამს ჭიკარტზე. ➁ ჭიკარტი


აზიანებს კანს და ეს სიგნალი აფერენტული ბოჭკოს საშუალებით მიაწევს ზურგის ტვინს (წითელი ისარი). ➂
ზურგის ტვინში ეს ინფორმაცია გადაეცემა შუამდებარე ნეირონს ინფორმაციის ნაწილი კი სხვა ნეირონების
საშუალებით აღწევს თავის ტვინს, სადაც ხდება ტკივილის შეგრძნების რეგისტრაცია. შუამდებარე ნეირონიდან
ინფორმაცია გადაეცემა მოტონეირონს. რომელიც ატარებს მას კუნთამდე (ლურჯი ისარი). ➃ მოტორული
ბრძანება იწვევს კუნთის შეკუმშვას და ფეხის განრიდებას დაზიანების ადგილიდან. Neuroscience-Exploring-the-
Brain 4th

ლატენტური პერიოდი ანუ ფარული პერიოდი, ესაა დრო გაღიზიანებიდან


რეფლექსური რეაქციის განხორციელებამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა ის
დრო, რომელსაც ანდომებს აგზნება რეფლექსური რკალის გასავლელად. ლატენტური
პერიოდი სხვადასხვა რეფლექსისთვის სხვადასხვაა და იგი დამოკიდებულია
რაფლექსური რკალის სიგრძეზე, გაღიზიანების ინტენსივობაზე და რკალის
შემადგენელი ნეირონების ფუნქციურ მდგომარეობაზე;
Page 7 of 12

რეფლექსის გრადაცია ანუ ერთი საფეხურიდან მეორეზე თანდათანობით


გადასვლა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: რაც უფრო მეტია გაღიზიანების
ამპლიტუდა და ნერვული ქსოვილის აგზნებადობის ხარისხი, მით მეტია
რეფლექსური რეაქციის ინტენსივობა, რაც იწვევს გრადაციას.
მარტივი რეფლექსის სუფთა სახით
გამოწვევა შეუძლებელია. ამის მიზეზს
წარმოადგენს ის გარემოება, რომ
სათანადო რეფლექსური რკალი სხვა
რეფლექსურ რკალს ააგზნებს და
შესაძლოა მან მთელი ზურგის ტვინი
მოიცვას. ასე, რომ, სუსტი
გაღიაზიანებაც კი შედარებით რთულ
რეფლექსს იწვევს და, აგრეთვე,
გაღიზიანების გაძლიერების
საპასუხოდ იზრდება რეფლექსის
სურ.6. კოლატერალთა სისტემა სირთულეც.

ცნს-ში აგზნების პროცესის გავრცელებას ერთი რომელიმე უბნიდან მეორეზე


აგზნების ირადიაციას უწოდებენ. ის განპირობებულია ცნს-ში არსებული
მგრძნობიარე ნეირონების კოლატერალთა სისტემის არსებობით: ზურგის ტვინში
შემავალი მგრძნობიარე ნეირონები ზურგის ტვინის მთელ სიგრძეზე და თავის ტვინში
იძლევიან განშტოებებს ანუ კოლატერალებს, რითაც ისინი აკავშირებენ ზურგის და
თავის ტვინის რეფლექსურ რკალებს და იქმნება მორფოლოგიური საფუძველი
აგზნების ფართო გავრცელებისთვის (სურ.6.).

რეფლექსების შემდეგმოქმედება - ესაა რეფლექსური რეაქციის გაგრძელება დროში


აფერენტული გაღიზიანების შეწყვეტის შემდეგ. მაგალითად, კუნთის აფერენტული
გაღიზიანების შეწყვეტის შემდეგ კუნთის შეკუმშვა მაინც ხდება. ამას საფუძვლად
უდევს მრავლობითი ჯაჭვური კავშირები (სურ. 7.ა), რომელიც ლორენტე დე ნოს მიერ
იქნა ნანახი და შეკრული ნეირონული წრეები (სურ.7.ბ.).

ა ბ

სურ.7 ა-ბ.
Page 8 of 12

რეფლექსთა კლასიფიკაცია
რეფლექსები შეიძლება დავყოთ სირთულის და წარმოშობის მიხედვით.
სირთულის მიხედვით რეფლექსები შეიძლება იყოს მარტივი და რთული.
წარმოშობის მიხედვითაც რეფლექსები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს თანშობილი
და შეძენილი რეფლექსები. ადამიანი როცა იბადება, მას გააჩნია უამრავი თანშობილი
რეფლექსი. დროთა განმავლობაში ის იძენს გამოცდილებას და უჩნდება ახალი
რეფლექსები, რომელთაც ივანე პავლოვი პირობით რეფლექსებს უწოდებდა,
თანშობილმა რეფლექსებმა კი უპირობო რეფლექსების სახელწოდება მიიღო.
ანალოგიური კლასიფიკაცია შეიძლება მიუდგეს ქცევასაც.
თანშობილი რეფლექსები ყოველთვის დაბადებისთანავე არ გამოვლინდება. ამის
მიზეზს წარმოადგენს ის, რომ მათთვის აუცილებელი ნერვული სუბსტრატი
დაბადებისთანავე დიფერენცირებული არაა. მაგალითად, ბავშვი სიარულს იწყებს
მხოლოდ 1-1.5 წლის ასაკში და არა დაბადებისთანავე.

ქცევა
ჩვეულებრივ, გარეგან თუ შინაგან გაღიზიანებაზე რეაქცია მხოლოდ ერთი
რომელიმე ორგანოს მარტივი რეფლექსური რკალის ამოქმედებით არ შემოიფარგლება.
მაგ: ცხელი საგნით ხელის დაწვისას, ადამიანი არა მარტო ხელს გამოსწევს, არამედ
მოშორდება კიდევაც გამღიზიანებელს და შესაძლოა იტიროს კიდეც. ეს რთული
მოტორული აქტია და მიმართულია გარემოსთან უკეთ შეგუებისაკენ.
ორგანიზმის გაერთმთლიანებულ რეაქციას, რომლის საშუალებითაც ადამიანი ან
ცხოველი უკეთ ეგუება გარემო პირობებს, ან გარდაქმნის მას თავისი მოთხოვნილებების
უკეთ დასაკამყოფილებლად, ქცევა ეწოდება. ქცევა არაა რეფლექსთა უბრალო ჯამი,
არამედ ის რეფლექსთა თავისებური სისტემაა, რომელშიც ცალკეული რეფლექსები
ერთმანეთთან განსაზღვრულ ურთიერთდამოკიდებულებაშია.

ინსტინქტი
ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ-ერთ ფუნქციას ინსტინქტური რეაქციების
გენერირება შეადგენს. ინსტინქტი რთული თანშობილი რეაქციების ერთობლიობაა,
რომელიც ერთსა და იმავე პირობებში თითქმის უცვლელად აღმოცენდება, გარეგანი და
შიანაგანი გაღიზიანების საპასუხოდ. ხშირად ინსტინქტი გონივრულ მოქმდებას ჰგავს,
მაგრამ სინამდვილეში ის შედგება რეფლექსთა ჯაჭვისგან, რომელთა თანმიმდევრობაც
Page 9 of 12

გენეტიკურად არის კოდირებული და მისი ერთი რგოლი მეორეს დასაწყისს


წარმოადგენს. ინსტინქტში ჩართულია გენეტიკურად დაპროგრამებული რეფლექსების
მთელი კასკადი. მასში არაა ჩართული უმაღლესი ნერვული ცენტრები. ინსტინქტის
საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს ერთი მწერის ინსტინქტური ქცევა: ის მოიპოვებს
საკვებს, მიიტანს სოროსთან, შემდეგ დატოვებს, შევა სოროში, „დარწმუნდება“, რომ
საკვებს იქ საფრთხე არ ელის, მერე გამოვა და შეიტანს მას. საკვები რომ დააშოროთ
სოროს, ის იგივეს გააკეთებს, თანაც ბევრჯერ. მეორე მაგალითია ფუტკარი, რომელიც ის
ჯერ აკეთებს ფიჭას და შემდეგ ასხამს მასში თაფლს. მოქმედება თითქოს „გონივრულია“,
მაგრამ ფიჭას რომ ფსკერი მოვაცილოთ, ის მაინც ჩასხმას თაფლს უძირო ფიჭაში.
მაგალითებიდან აშკარაა, რომ ზემოაღწერილი ქმედებები ინსტინქტური ქცევაა და არა
გონივრული.

სენსორული რეცეპტორები
როგორც ვიცით, გარემო ფაქტორების აღქმის შემდეგ ინფორმაცია მგრძნობიარე
ნეირონით გადაეცემა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მდებარე შუამდებარე ნეირონს
და გადამუშავების და ანალიზის შემდეგ, საპასუხო რეაქცია მოედინება მოტონეირონის
საშუალებით.
როგორ ხდება გარემო ფაქტორების აღქმა? უშუალოდ მგრძნობიარე ნეირონის
მიერ? რა თქმა უნდა, არა. აღქმა ხდება სპეციალური მაღალმგრძნობიარე წარმონაქმნის
მიერ, რომელიც, თავისი სპეციფიკურობის გამო, პირველი აღიქვამს გარემომცველ არეში
და თვით ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს და სათანადოდ რეაგირებს მასზე. მას
სენსორულ რეცეპტორს უწოდებენ.
ყველა რეცეპტორს გააჩნია საკუთარი რეცეპტორული აპარატი და ხასიათდება
სტრუქტურის და ფუნქციის სპეციფიკურობით.
რაში მდგომარეობს სენსორული რეცეპტორის ფუნქციური სპეციფიკურობა? მასში
იგულისხმება ამა თუ იმ გრძნობის ორგანოს მხოლოდ ერთი მოდალობის
გამღიზიანებლის მიერ აგზნება. მაგალითად, თვალს აღაგზნებს სინათლის სხივი, ყურს
- ბგერა, ენას - საკვები ან ქიმიური გამღიზიანებელი. გამომდინარე აქედან, ყოველი
რეცეპტორი საჭიროებს ადექვატურ გამღიზიანებელს.
სენსორული რეცეპტორები ერთმანეთისგან განსხვავდება ლოკალიზაციით,
სტრუქტურით, ადეკვატური გამღიზიანებლის რაობით, ცენტრალური ეფექტებით და
ა.შ. შესაბამისად, სენსორულ რეცეპტორთა კლასიფიკაციაც ამ მახასიათებლების
მიხედვით ხდება.
განვიხილოთ რეცეპტორთა მნიშვნელოვანი ჯგუფები.
ლოკალიზაციის მიხედვით:
Page 10 of 12

ექსტეროცეპტორები - მდებარეობს სხეულის გარეთა ზედაპირზე და


მიმღებლობს გარეგან გაღიზიანებას.
ინტეროცეპტორები - მოთავსებულია ორგანიზმის შიგნით და მიმღებლობს
შინაგან გაღიზიანებას.
პროპრიოცეპტორები - მოთავსებულია კუნთებში, სახსრებში და მყესებში და
მიმღებლობს მათ გაღიზიანებას.

სტრუქტურის მიხედვით:
პ ი რ ვ ე ლ ა დ ი - არ შეიცავს რეცეპტორულ უჯრედს. მაგალითად, ტკივილის
რეცეპტორები.
მ ე ო რ ა დ ი - შეიცავს რეცეპტორულ უჯრედს.
მეორად რეცეპტორებში აგზნება შემდეგი სქემით მიმდინარეობს: ადექვატური
გამღიზიანებელი მოქმედებს რეცეპტორულ უჯრედზე და მასში წარმოქმნის
რეცეპტორულ პოტენციალს - პრესინაპსიდან გამოიყოფა ტრანსმიტერი, რომელიც
ამაგზნებლად მოქმედებს პოსტსინაპსურ მემბრანაზე და იწვევს მგრძნობიარე ნეირონში
აგზნების გადაცემას.

გამღიზიანებელთან სიახლოვის მიხედვით:


კონტაქტური - გამღიზიანებელი უშუალოდ მოქმედებს მათზე;
დისტანტური - დისტანცია გამღიზიანებელთან, გამღიზიანებელი დაშორებულია
მათგან, მაგ.: ბგერა, სინათლე - ფოტორეცეპტორები და აკუსტიკური რეცეპტორები.

ცენტრალური ეფექტების მიხედვით ანუ ფიზიოლოგიური თვალსაზრისით:


მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოვნების, შეხების და ვესტიბულური.

ადექვატური გამღიზიანებლის მიხედვით:


ქემორეცეპტორები - აქტიურდება ქიმიური ნივთიერებების მოქმედებით.
მაგ.: ყნოსვის (სურ 8.გ), გემოვნების (სურ 8.ე);
ფოტორეცეპტორები - სინათლის სხივის მოქმედებით (სურ 8.ა);
მექანორეცეპტორები - აქტიურდება მექანიკური ზემოქმედებით: შეხება (სურ
8.ბ), წნევა, გაჭიმვა, ვიბრაცია, ბგერითი ტალღა და ა.შ.
აკუსტიკური რეცეპტორები - ბგერითი ტალღით(სურ 8.დ.);
თერმორეცეპტორები - ტემპერატურული ზემოქმედებით (სურ.9);
ნოციცეპტორები (ტკივილის რეცეპტორები) - მტკივნეული გამღიზიანებლის
მოქმედებით (სურ.9).
Page 11 of 12

ტკივილის
რეცეპტორები -
თავისუფალი
ა ბ გ დ ე ნერვული
დაბოლოებები

სიცივის და
სითბოს
რეცეპტორები

სურ.8. სურ.9.

ხაზი უნდა გაესვას თერმორეცეპტორების თავისებურებებს. ისინი 2 სახისაა -


სითბოს და სიცივის რეცეპტორები. აღსანიშნავია, რომ სიცივის რეცეპტორების
გააქტიურება ხდება არა მარტო სიცივის, არამედ, 45°C-ზე მაღალი ტემპერატურის
დროსაც ანუ სიცივის რეცეპტორები ავლენენ პარადოქსულ რეაქციას.
სენსორულ რეცეპტორები
უკავშირდება სხვადასხვა ტიპის
ბოჭკოებს, რომლებიც ერთმანეთისგან
განსხვავდება, ბოჭკოს დიამეტრის და
მიელინიზაციის ხარისხის მიხედვით
(სურ.10). მაგ.: თერმო- და ტკივილის
რეცეპტორები უკავშირდება, როგორც
მიელინიან, ისე უმიელინო ბოჭკოებს,
მაშინ როცა ქავილის რეცეპტორები
მხოლოდ უმიელინოს და კანის
მექანორეცეპტორები მხოლოდ
მიელინიან ნერვულ ბოჭკოებს
სურ.10 უკავშირდება.

სენსორულ რეცეპტორებს ახასიათებთ ადაპტაცია. მათგან ყველაზე ადვილად


ადაპტირებადია ყნოსვის რეცეპტორები. ნელა ადაპტირებადია - თერმო- და
ფოტორეცეპტორები, ხოლო არაადაპტირებადია ვესტიბულური და პროპრიო-
ცეპტორები, რომლებიც ცნს-ის გაღიზიანების მთელ პერიოდში სტაბილური
ინფორმაციას იღებენ გაღიზიანების შესახებ.
Page 12 of 12

სხვადასხვა ტიპის რეცეპტორები მთელ სხეულში დიფუზურადაა გაბნეული,


ხოლო ერთნაირი რეცეპტორები მრავლადაა სხეულის ნებისმიერ უბანში.
სხეულის იმ უბნებს, საიდანაც ადვილად გამოიწვევა რომელიმე ერთი ტიპის
რეფლექსი, ამ რეფლექსის მიმღებ ფარგალს ანუ რეცეპტორულ ველს უწოდებენ.

https://teachmeanatomy.info/neuroanatomy/structures/meninges/

You might also like