You are on page 1of 4

ძვალი - ორგანო, რომელიც შექმნილია რამდენიმე ურთიერთმოქმედი ქსოვილისაგან:

ძვლოვანი ქსოვილი, ხრტილი, მკრივი შემაერთებელი ქსოვილი, ნერვული ქსოვილი


ცხიმოვანი ქსოვილი (ფაშარი შქ), ეპითელიუმი.
ძვლები და მათი ხრტილები ერთად ქმნიან სკელეტურ სისტემას - ჩონჩხს.

ფუნქციები:
* იცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს.
* წარმოადგენს სხეულის რბილი ქსოვილების საყრდენს.
* წარმოადგენს მყესისა და კუნთის მიმაგრების ადგილს, რაც მოძრაობას უზრუნველყოფს.
* წარმოადგენს კალციუმისა და ფოსფატის რეზერვს.
* ინახავს ძვლის წითელ ტვინს, რომლიდანც ფორმირდება სისხლის უჯრედები
* ინახავს ძვლის ყვითელ ტვინს, რომელიც თავის მხრივ ტრიგლიცერიდების რეზერვს ანუ
პოტენციური ქიმიური ენერგიის რეზერვს წარმოადგენს.

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში 206 ძვალია და ისინი ფორმის მიხედვით იყოფიან:


გრძელ, მოკლე, ბრტყელ, სესამოიდურ და არარეგულარულ ძვლებად.

მოკლე ძვალი სიგრძეში, სიგანეში და სისქეში ტოლი ზომისაა და გარკვეულწილად კუბური


ფორმისაა. შედგება ღრუბლისებრი ნივთიერებისგან, ზედაპირი კი კომპაქტური
ნივთიერების თხელი შრით.
მაჯისა და ტერფის უმეტესი ძვალი მოკლეა.

ბრტყელი ძვალი თხელია, კომპაქტური ნივთიერებისგან შემდგარ ურთიერთპარალელ


ფირფიტას შორის მოთავსებულია ღრუბლისებრი ნივთიერება(ქალას ბრტყელ ძვლებში
diploe-ს უწოდებენ). წარმოადგენე კარგ დამცველობით სტრუქტურას და კუნთის
მისამაგრებელ საკმაოდ დიდ ფართს.
ქალას ძვლები, მკერდის ძვალი (sternum) და ნეკნები, ბეჭი.

სესამოიდური ძვალი მცირე ზომისა და წარმოდგენილია მყესში. მათი ძირითადი


დანიშნულებაა, რომ დაიცვან მყესი ფიზიკური ზეწოლისგან, გაცვეთისგან და ხახუნის
ძალისგან. მაგ: კვირისტავი (ყველაზე დიდი სეს. ძვალი) ხელს უწყობს მყეს რომ სწორი
კუთხით მიემაგროს ძვალს და უფრო ეფექტური გახდეს კუნთის ზემოქმედება ძვალზე.

არარეგულარული ძვლები განსხვავდებიანი თავიანთი ფორმით სხვა ჯგუფის ძვლებისგან.


მცირე რაოდენობით შეიცავენ ღრუბლისებრ ნივთიერებას, რომელიც დაფარულია თხელი
კომპაქტური ნივთიერებით.

ძვლის ყველა მახასიათებლის განსახილველად საუკეთესო მაგალითია გრძელი ძვალი.


ის შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
დიაფიზი - ძვლის, ცილინდრული ფორმის, სხეული.
ეპიფიზი - ძვლის პროქსიმალური და დისტალური ბოლოები.
მეტაფიზი - ნაწილი ეპიფიზსა და დიაფიზს შორის.
სასახსრე ხრტილი - ეპიფიზის ნაწილი, დაფარულია ჰიალინური ხრტილის თხელი შრით.
პერიოსტიუმი - მკრივი შემაერთებელი ქსოვილი, რომელ ძვალს გარედან აკრავს.
ლულა - სხეულის ღრუ, რომელშიც მოთავსებულია ყვითელი ტვინი.
ენდოსტიუმი - პერიოსტიუმის ანალოგი, რომელიც აკრავს შიგნითა ღრუებს.
ჰისტოლოგიურად შეგვიძლია გამოვარჩიოთ:
კომპაქტური და ღრუბლისებრი ძვალი.
კომპაქტური ძვალი - ეს არის ძვლის ის ნაწილი, რომელიც ფიზიკური დატვირთვის უმეტეს
ნაწილს იღებს. კომპაქტური ძვალი შედგება ფირფიტებისგან(lamellae):
გარეთა გენერალური ფირფიტები, კონცენტრული ფირფიტები, შიგნითა გენ. ფირფიტები.

ღრუბლისებრი ძვალი - ეპიფიზის ნაწილში გვხდება ტრაბეკულური ქსელი, რომელიც


პატარ-პატარა ღრუებს ქმნის. ამ ღრუებში მოთავსებულია ძვლის წითელი ტვინი. წითელი
ტვინი გვხდება მხოლოდ შემდეგი ძვლების ღუბლისებრ ძვალში: თეძოს ძვლები, ნეკნები,
მალები, მკერდის ძვლები, მხრის და ბარძაყის ძვლების პროქსიმალური ბოლოები.
ტრაბეკულური ქსელი ანაწილებს ფიზიკურ ძალას კომპაქტურ ძვალზე. ძვალი აქტიური
ქსოვილია, ტრაბეკულების მიმართულება და რაოდენობა დამოკიდებულია ძვლის
დატვირთულობაზე.

ძვლოვანი ქსოვილი - სპეციალიზირებული შემაერთებელი ქსოვილია.


უჯრედები:
ოსტეობლასტი - უჯრედი, რომელიც გამოყოფს ოსტეოიდს(არამინერალიზებულ მატრიქსს)
ოსტეობლასტები დიდი რაოდენობით ჩამწკვრივებულნი არიან ძვლის შიგნითა ზედაპირზე
და მონაწილეობენ მატრიქსის განახლებაში. ოსტეოდი არის შრე, რომელიც წარმოიქმნება
ოსტეობლასტებსა და არსებულ მატრიქსს(ანუ ძვლის ზედაპირს) შორის. ის გამდიდრებულია
I ტიპის კოლაგენით, გლიკოპროტეინებითა და პროტეოგლიკანებით. ზოგადად, ძვალში
არაორგანულისა და ორგანულის განაწილება შემდგნაირია 60/40%. ორგანულ
კომპონენტებში შედის ზემოაღნიშნული ნივთიერებები, ხოლო არაორგანულში -
კალციუმისა და ფოსფატის ჭარბი რაოდენობა და მათ მიერ წარმოქმნილი ნივთიერებები:
[Ca3(PO4)2] : [Ca(OH)2] : CaCO3. მაგრამ მთავარი კომპონენტია
ჰიდროქსიაპატიტი - [Ca10(PO4)6(OH)2] - რომელიც წარმოიქმნება Ca-სა და PO4-ის
დეპონირებით, ამაში კი მონაწილეობენ ოსტეობლასტებიდან გამოყოფილი სხვადასხვა
გლიკოპროტეინი, მათ შორის K-ვიტამინ დამოკიდებული ოსტეკალცინი, რომელიც
იკავშირებს Ca-ს იონებს და ამით ზრდის ამ იონის კონცენტრაცია ოსტეოიდის შრეში.
ოსტეობლასტები ასევე გამოყოფენ ვეზიკულებს, რომლებში მოთავსებულია ალკანინ
ფოსფატაზა და სხვა ფერმენტები. ეს ფერმენტები სხვა მოლეკულებიდან ახდენენ PO4-ის
ჰიდროლიზს და ამით ზრდიან ფოსფატის კონცენტრაციას. იქმნება მიკროგარემო, სადაც
ორივე კომპონენტის კონცენტრაცია მაღალია, რომელსაც ჰიდროქსიაპატიტის -
[Ca10(PO4)6(OH)2] კრისტალების წარმოქმნა და მათი ზომაში ზრდა მოჰყვება.
გლიკოპროტეინები: ოსტეონექტინი და ოსტეპონტინი მონაწილეობენ ამ კრისტალების და
კოლაგენის ბოჭკოების ერთმანეთის დაკავშირებაში. კრისტალი ლაგდება კოლაგენის
პეპტიდურ ჯაჭვებს შორის არშებულ სივრცეში. შედეგად განხორციელდა ოსტეოიდის
კალციფიკაცია. ამ პროცესის, დროს ოსტეობლასტი თავის წარმოქმნილ მატრიქსით
დაიფარება, ბრტყელდება და გარდაიქმნება ოსტეოციტად.
ახალი მატრიქსის ლოკალიზაცია.

ძვლის მატრიქსის მინერალიზაცია.

You might also like