You are on page 1of 1

ჰემოპოეზი ანუ სისხლის უჯრედების წარმოქმნა ხდება ერთი პლურიპოტენტური

უჯრედიდან.ლეიკოპოეზი, რომელიც ლეიკოციტების წარმოქნას გულისხმობს ვითარდება


შესაბამისი წინამორბედი ღეროვანი უჯრედებიდან. ეს წინამორბედებია: მიელოიდური და
ლიმფოიდური ხაზის უჯრედები. მიელოიდური წინამორბედი - კოლონიის წარმომქმნელი
ერთეულია (CFU), რომელიდანაც ინტერლეიკინების და კოლონიის მასტიმულირებელი
ფაქტორებით CSF ვითარდება ერითროციტები, თრომბოციტები, მონოციტები და
გრანულოციტები. ლიმფოიდური პრეკურსორიდან კი წარმოიქმნება ბ და ტ ლიმფოციტები,
ასევე ნატურალური კილერები.

ჰემოპოეზი, მათ შორის, ლეიკოპოეზი მიმდინარეობს ძვლის ტვინში, თუმცა ემბრიონალური


განვითარების დროს ის მიმდინარეობდა ჯერ ყვითრის პარკში, შემდეგ ღვიძლში (3-4თვე).
შესაბამისად ძვლის ტვინი არის იმუნური სისტემის ცენტრალური (პირველადი) ორგანო. ამ
ორგანოში ხდება ყველა იმუნოციტის, გარდა ტ-ლიმფოციტების, მომწიფება. ტ ლიმფოციტი
გადის მომწიფების პროცესს თიმუსში, აქედან გამომდინარე თიმუსიც არის ცენტრალური
ორგანო.
ამგვარად, ყველა იმუნოციტი , გარდა ტ-ლიმფოციტებისა გადის მომწიფება ძვლის ტვინში
და სისხლში უკვე მომწიფებული ხვდება, საიდანაც ნაწილი მეორადი ორგანოებისკენ,
ნაწილი კი ქსოვილებისკენ მიემართებიან.

ბ ლიმფოციტის მომწიფება.

You might also like