You are on page 1of 9

ჰიბრიდომების სინთეზის ბიოტექნოლოგია და

მისი გამოყენების
ბიო-სამედიცინო ასპექტები
თემის აქტულობა; ორგანიზმში სპეციფიკურ იმუნურ რეაქციებს
აღძრავენ ანტიგენები. ანტიგენები გვხვდებიან პათოგენების ზედაპირზე და
დამახასიათებელნი არიან მხოლოდ მათთვის. იმუნური სისტემა ორგანიზმში
ანტიგენების შეჭრის შემდეგ საპასუხოდ აწარმოებს სპეციფიკურ უჯრედებს, რომლებიც
პირდაპირ უტევენ პათოგენს და შეძლებისდაგვარად ეს უჯრედები ახერხებენ მათ
გაუვნებელყოფას, ან აწარმოებს სპეციალურ ცილებს, ანტისხეულებს. ანტისხეულები
ანტიგენს უკავშირდება, იზიდავს უჯრედებს მისკენ, რის შედეგად შთანთქავენ და
ანადგურებენ პათოგენს. იმუნური სისტემის მთავარი უჯრედები ლიმფოციტებია,
რომლებსაც ასევე B-უჯრედებს (B-ლიმფოციტებს) და T-უჯრედებს (T-ლიმფოციტებს)
უწოდებენ. ანტისხეულების წარმოებაში გენეტიკის ჩარევისა და დამთხვევის
წყალობით, ადამიანს კვინტილიონამდე უნიკალური ანტისხეულის წარმოება შეუძლია.

B-ლიმფიციტები ხასიათდებიან დაბალი სიცოცხლისუნარიანობით, ლიმფოციტები


წარმოიქმნებიან თავდაპირველად ძვლის წითელ ტვინში, საიდანაც
გადადიან მკერდუკანა ჯირკვალში, შემდეგ კი ლიმფურ ორგანოებში, ლიმფურ
კვანძებში ინტენსიურად მრავლდებიან. სიცოცხლისუნარიანობა მეტად ხანმოკლეა და
შეადგენს რამდენიმე კვირას. ისინი სისხლის მიმოქცევაში მოხვედრამდე
ნადგურდებიან. თუმცა მომწიფებული B-ლიმფოციტების მიერ წარმოებული
ანტისხეულები წარმატებით უკავშირდებიან უცხო ანტიგენებს და ხელახლა
წარმოებისკენ არიან მიდრეკლნი; ამიტომ, ლიმფოციტების დიდი რაოდენობა
განაპირობებს ანტისხეულების სინთეზის პროცესის მიმდინარეობას ორგანიზმში
მოხვედრილი პოტენციური ინფექციის წინააღმდეგ. მეცნიერთა წინაშე დადგა საკითხი
გადაეჭრათ ორგანიზმში ანტისხეულების შეუზღუდავი რაოდენობით წარმოქმნა
Hybridoma ბიოტექნოლოგია არის უჯრედული ინჟინერიის მომართულება, რომელიც
საშუალებას იძლევა შექმნან უჯრედული ხაზები (ჰიბრიდომები), რომლებიც
სინთეზირებენ მონოკლონური ანტისხეულებს შეუზღუდავი რაოდენობით, რომლებიც
შეიცნობენ ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური პროცესების ბიოლოგიურად
მნიშვნელოვან ანტიგენ-მარკერებს.
1
ნორმალური ანტისხეულების წარმომქმნელი- B-ლიმფიციტები და სიმსივნური
უჯრედების შერწყმით მიღებული სომატური ჰიბრიდები (ჰიბრიდომა) შთამომავლობას
აძლევს სიმსივნური უჯრედის უკვდავებასა და ნორმალური უჯრედიდან (B-
ლიმფიციტებიდან) მემკვიდრეობით მიღებული ანტისხეულების სინთეზის უნარს.
ჰიბრიდომა წარმოქმნის მონოკლონური ანტისხეულების უზარმაზარ რაოდენობას
უნიკალური სპეციფიკით. მონოკლონური ანტისხეულები წარმოიქმნება ერთი
უჯრედიდან, აქვთ იდენტური თვისებები (ერთი და იგივე ამინომჟავების
თანმიმდევრობა და აქტივობა) და სპეციფიკურად გამოხატული უნარი -ანტიგენის
შებოჭვისა და განადგურების.

მონოკლონური ანტისხეულების ანუ ჰიბრიდომების სინთეზი

ადამიანისათვის საჭირო ანტისხეულების მიღება იწყება ცხოველების


იმუნიზაციით. ანტიგენით რამდენიმე ინექციის შემდეგ, იმუნური პასუხის
სტიმულატორების თანდასწრებით, სისხლის შრატში გროვდება სპეციფიკური
ანტისხეულები. ასეთ შრატებს იმუნური ეწოდება. შრატიდან ანტისხეულებს
გამოყოფენ γ გლობულინის ფრაქციის სახით, რომელსაც სისხლის შრატში ლექავენ
ამონიუმის სულფატით, სპირტით, პოლიეთილგლიკოლით და სხვა ნივთიერებებით.
რაც მთავარია, მიღებული ანტისხეულების მასა შეიცავს სხვადასხვა ანტიგენ-
დეტერმინანტის მიმართ მრავალგვარი სპეციფიკურობის ანტისხეულს, ეს ეხება იმ
ანტიგენებს, რომლის მიმართ განხორციელდა იმუნიზაცია და ასევე სხვა ანტიგენებს,
რომლებსაც დონორი ცხოველი შეხვდა თავისი არსებობის მანძილზე.

ანტისხეულების სტანდარტული ეფექტური პრეპარატების მიღება იმუნურ


შრატებიდან საკმაოდ რთულია, რადგან მათი შემადგენლობა დამოკიდებულია
ცხოველის ტიპზე, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, იმუნიზაციის
ციკლზე და სხვა ნაკლებად კონტროლირებად ფაქტორებზე. ამასთან
იმუნოქიმიური კვლევების ჩატარებისას გამოიყენება ანტისხეულები, რომლებსაც
ახასიათებს მეტად სპეციფიკური ურთიერთქმედება „ანტიგენი - ანტისხეული“
პრინციპის მიხედვით. ასეთი ანალიზის ჩასატარებლად საჭიროა აბსოლუტურად
იდენტური ანტისხეულები, რომელთა სინთეზი ჩვეულებრივი მეთოდებით
საკმაოდ ძნელია და მოუხერხებელი.

პრობლემის გადაწყვეტა შემოგვთავაზეს მეცნიერებმა გეორგ კოლერმა და კეისარ


მილშტეინმა 1975 წელს. მათ შეიმუშავეს უჯრედული ჰიბრიდების მიღების
ბიოტექნოლოგია. ჰიბრიდომა ანუ ჰიბრიდული სიმსივნური უჯრედები წარმოიქმნება

2
იმუნიზირებული ცხოველებისგან აღებული ლიმფოციტების შერწყმით in vitro
კულტივირებულ ძვლის ტვინის მიელომას უჯრედებთან .

1970-იან წლებში ახალგაზრდა გერმანელი იმუნოლოგი გეორგ კოლერი


სწავლობდა ანტისხეულების გენეტიკურ ცვალებადობას. კვლევისთვის საჭირო
იყო ანტისხეულების წარმომქმნელი უჯრედების და პლაზმური უჯრედების (В-
ლიმფოციტებიდან წარმოქმნილი) კლონის იზოლირება - უნდა აღინიშნოს, რომ B
ლიმფოციტებს შეუძლიათ იცხოვრონ მხოლოდ მასპინძელ ორგანიზმში და ისინი
სწრაფად იღუპებიან ხელოვნურ საკვებ არეზე. მათი გრძელვადიანი გამრავლება
ორგანიზმის გარეთ შეუძლებელია. პირიქით, პლაზმური სიმსივნური უჯრედები,
რომლებსაც პლაზმოციტომა ანუ მიელომა ეწოდება, კარგად კულტივირებს და
მრავლდება in vitro. ამ უჯრედებს უწოდებენ "უკვდავებს".

პროექტის განსახორციელებლად კოლერი ჩავიდა ინგლისში, ცეზარ მილშტეინის


ლაბორატორიაში, რომელიც სწავლობდა პლაზმოციტომების კლონებს, მათ ერთად
შეიმუშავეს ამ პრობლემისადმი ორიგინალური მიდგომა: მიიღეს ანტისხეულების
წარმომქნელი ნორმალური უჯრედისა და სიმსივნური უჯრედის ჰიბრიდი. წარმატების
შემთხვევაში, ასეთი ჰიბრიდი ნორმალური უჯრედიდან მემკვიდრეობით მიიღებს
ანტისხეულების სინთეზის უნარს, ხოლო სიმსივნური უჯრედიდან - უკვდავებას და
შეუზღუდავად უკონტროლო ზრდის უნარს. მათ ეს მოახერხეს ჰიბრიდომის
ტექნოლოგიის შექმნით. ჰიბრიდს შენარჩუნებული ჰქონდა გაყოფის უნარი. ამრიგად,
შექმნეს ნამდვილი ჰიბრიდი, ორი სომატური უჯრედის შთამომავალი ანუ ჰიბრიდომა.
კოჰლერმა და მილშტეინმა მიიღეს ჰიბრიდომა ნორმალურ APC-სა (ანტისხეულების
წარმომქმნელი უჯრედები) და სიმსივნურ, მიელომურ უჯრედს შორის.

in vitro სისტემაში სომატური უჯრედების შერწყმა შეიძლება განხორციელდეს


ვირუსებით, როგორიცაა სენდაის ვირუსი; ელექტრო ზემოქმედებით -
ელექტროშერწყმით ან ქიმიური გზით - პოლიეთილენგლიკოლით (PEG). ავტორებმა
გამოიყენეს შერწყმისთვის PEG.

3
თაგვებს ინტენსიურად უტარებდნენ იმუნიზაციას გარკვეული ანტიგენით -
ცილებით, ბაქტერიული უჯრედებით ან ცხოველური წარმოშობის უჯრედებით.
როდესაც მათ სისხლში ანტისხეულები გამოჩნდა, ელენთა ამოიღეს და მისგან
მოამზადეს უჯრედების სუსპენზია (B-ლიმფოციტების მაღალი შემცველობით).

თუ უჯრედების შერწყმისთვის ანუ ჰიბრიდომების მიღებისთვის


პლაზმოციტომის უჯრედები დაემატება B-ლიმფოციტების სუსპენზიას
პოლიეთილენგლიკოლის თანაობით, სათანადო ინკუბაციის შემდეგ, სისტემაში ჩნდება
შემდეგი უჯრედები:

- APC (ანტისხეულების წარმომქმნელი უჯრედები) და APC ჰიბრიდები (B-


ლიმფოციტები და B-ლიმფოციტები);

- APC (B-ლიმფოციტები) და პლაზმაციტომის ჰიბრიდები;

ასევე თავისუფალი ანუ შეურწყმელი რჩება - APC და პლაზმაციტომის

უჯრედები (არა შერწყმული).

მუშაობის შემდეგი პრობლემა აღმოჩნდა ჰიბრიდომების იდენტიფიკაცია და


გამოყოფა შერწყმული უჯრედების სისტემაში და განსხვავებული სპეციფიკის
ჰიბრიდების მქონე მასიდან. ამ მიზნის მისაღწევად ავტორებმა შეიმუშავეს სპეციალური
სქემა, რომელიც იყენებს უჯრედების შერჩევას სელექციურ საკვებ არეზე, ე.ი. არეზე,
რომელსაც შეუძლია სასურველი კლონის იზოლირება. ჰიბრიდების მეტაბოლური
შერჩევა საკვებ არეზე ეფუძნება იმ ფაქტს , რომ ნორმალურ სომატურ უჯრედებს (B-
ლიმფოციტებს) შეუძლიათ გამოიყენონ ნუკლეოტიდების (პურინები და პირიმიდინები)
სინთეზისთვის ორი მეტაბოლური გზა: ძირითადი და სარეზერვო.

ნუკლეოტიდების სინთეზის ძირითადი გზის შემთხვევაში , ისინი წარმოიქმნება


ამინომჟავებისა და ნახშირწყლების წინამორბედებისგან.

4
სარეზერვო გზაზე, ნუკლეოტიდების სინთეზი ხორციელდება ჰიპოქსანტინი
(პურინების) ან დეოქსითიმიდინიდან (პირიმიდინების).

თუ რაიმე მიზეზით ნუკლეოტიდების სინთეზის ძირითადი მეტაბოლური გზა


იბლოკება (მაგალითად, ამინოპტერინით), შემდეგ ნორმალურ უჯრედებში გამოიყენება
ნუკლეოტიდების სინთეზის სარეზერვო გზა. ამ შემთხვევაში აქტიურდება ფერმენტი
ჰიპოქსანტინ-გუანიდინ ფოსფორიბოზილტრანსფერაზა (H/GPRT) და თიმიდინკინაზა
(TK), რომელიც უზრუნველყოფს ნუკლეოტიდების სინთეზს სათადარიგო გზის
მიხედვით.

მიელომის უჯრედები, რომლებიც გამოიყენება B ლიმფოციტებთან


ჰიბრიდიზაციისთვის, შეირჩა მუტანტად, ისინი არ ასინთეზირენ ნუკლეინის მჟავეებს
ფერმენტით G/HPRT, ე.ი. მათ ჰქონდათ მხოლოდ ნუკლეოტიდების სინთეზის
ძირითადი გზა, თუ ნივთიერებას, რომელიც ბლოკავს უჯრედში ნუკლეოტიდების
სინთეზის მთავარ გზას - ამინოპტერინს შეიტანებენ კულტურის საკვებ არეში, მაშინ ამ
მიელომას უჯრედები, რომლებსაც არ გააჩნიათ ფერმენტი (G/HPFR) ვერ
უზრუნველყოფენ ნუკლეინის მჟავეების პირდაპირ სინთეზს, არ შეუძლიათ სინთეზის
სარეზერვო გზის განხორციელება და იღუპებიან. შესაბამისად მუტანტი ჰიბრიდომის
უჯრედებიც მოკლებულია ნუკლეოტიდების სინთეზის სარეზერვო გზას და ისინი
იღუპებიან საკვებ არეზე ჰიპოქსანტინით. ჰიბრიდომების სელექციის ამოცანაა
მიელომის უჯრედებისაგან ჰიბრიდომების გამორჩევა. ამ პრობლემის გადასაჭრელად
გამოიყენება სელექციური HAT საკვები არე რომელიც შეიცავს --ჰიპოქსანტინის -
ამინოპტერინი - თიმიდინის კომპლექსს. ამინოპტერინის შემცველობა საკვებ არეში
უზრინველყოფს ნუკლეოტიდების სინთეზის მთავარი გზა დაბლოკვას, ხოლო
ჰიპოქსანტინისა და თიმიდინის არსებობა უზრუნველყოფს ნუკლეოტიდების სინთეზს
სათადარიგო გზის განხორციელებას. ასეთ პირობებში მიელომის უჯრედები იღუპება
და მხოლოდ ჰიბრიდომები რჩება ფუნქციურად აქტიური.

5
B- ლიმფოციტები არ არიან ადაპტირებული in vitro ზრდასთან, ისინი სწრაფად
ნადგურდებიან, რაც ხელს უწყობს შერჩევის პროცესს.

ჰიბრიდომის მიღების ძირითადი ეტაპები ნაჩვენებია დიაგრამაში.

დიდი მოცულობის სუსპენზიის მისაღებად შესაძლებელია მონოკლონური


ანტისხეულების, ჰიბრიდომების შეყვანა ინტრაპერიტონულად მიმღებ თაგვებში.

6
შედეგად, მუცლის ღრუში იზრდება მყარი სიმსივნე და გროვდება ასციტური სითხე,
რომელიც მონოკლონური ანტისხეულების წყაროა.

0
მიღებული კლონების გაყინვა შესაძლებელია -70 C ტემპერატურაზე და დიდი

ხნის განმავლობაში შენარჩუნება, მათი კულტივირება და ანტისხეულების დაგროვება


შესაძლებელია კულტივირებულ გარემოში, ან მათი დანერგვა თაგვებში, სადაც ისინი
მრავლდებიან, იზრდედბიან და დააგროვებენ უზარმაზარ რაოდენობას მონოკლონურ
ანტისხეულებისა. ერთი თაგვისგან შესაძლებელია მიიღონ არანაკლეად დიდი
რაოდენობის ანტისხეულები, ვიდრე კურდღლისგან. ეს ანტისხეულები არ შეიცავს
უცხო ანტისხეულებს და იმდენად ერთგვაროვანია, რომ ისინი შეიძლება ჩაითვალოს
სუფთა ქიმიურ რეაგენტებად.

ამრიგად, კლონები წარმოქმნიან მონოკლონურ ანტისხეულებს (ჰიბრიდომებს),


რომლებიც მიიღება იმუნიზირებული ცხოველის ლიმფური ქსოვილის ანტისხეულების
წარმომქმნელი უჯრედებისა და პლაზმოციტომის უჯრედების შერწყმით. შედეგად
წარმოქმნილი უჯრედები ლიმფოციტებისგან მემკვიდრეობით იღებენ ანტისხეულების
გამოყოფის უნარს, ხოლო მიელომას უჯრედებიდან - in vitro შეუზღუდავი ზრდის
უნარს.

ჰიბრიდომებმა მოახდინეს რევოლუცია ბიოლოგიაში და შექმნა იმუნოლოგიაში


სრულიად ახალი სფეროები. ჰიბრიდომების წყალობით გაჩნდა მრავალი დაავადების
დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები და გაიხსნა ახალი გზები ავთვისებიანი სიმსივნეებისა
და მრავალი დაავადების შესასწავლად. ამასთან დაკავშირებით მეცნიერებს, რომლებმაც
მიიღეს მონოკლონური ანტისხეულები, მიენიჭათ ნობელის პრემია 1984 წელს,

მრავალკომპონენტიანი მონოკლონური ანტისხეულების მიღების


ბიოტექნოლოგია შემუშავებული და გამოქვეყნებული იქნა G.I. Abelev (1998) მიერ,
რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ზემოთ აღწერილი ბიოტექნოლოგიური

7
სქემის მართებულობა. მან გამოიყენა წინამორბედებისაგან განსახვავებით A, B, C -
ანტიგენების მრავალკომპონენტიანი ნარევი.

G.I. Abelev-ის (1998) სქემის განხორციელებისთვის საჭირო იყო: A, B, C -


ანტიგენების მრავალკომპონენტიანი ნარევი, რომელიც გამოიყენება იმუნიზაციისთვის
(ან კომპლექსური ანტიგენები მრავალი ანტიგენური დეტერმინანტებით);

ანტისხეულების წარმომქმნელი უჯრედები ანუ B ლიმფოციტები - ელენთის


ანტისხეულების წარმომქმნელი უჯრედები;

Pl - პლაზმაციტომის უჯრედები, რომლებიც არ იზრდებიან სელექციურ HAT


გარემოში;

PEG - პოლიეთილენ გლიკოლი;

HAT - ჰიპოქსანტინის, ამინოპტერინის, თიმიდინის შემცველი გარემო;

ანტი-A, ანტი-B, ანტი-C - მონოკლონური ანტისხეულები, შესაბამისად, A-, B-, C-


ანტიგენების (ან ანტიგენური დეტერმინანტების) მიმართ.

ხანმოკლე კულტივიების შემდეგ, მარტოული APC, ასევე როგორც APC-APC


ჰიბრიდები ელიმინირდა რადგან ნორმალური B- ლიმფოციტები (AFC) მოკვდავია და
სწრაფად იღუპება კულტურაში, მათი გაშენება დიდი ხნის განმავლობაში
შეუძლებელია. ასევე დაიღუპნენ პლაზმაციტომის უჯრედები და მათი ჰიბრიდები,
ვინაიდან ამინოპტერინი ბლოკავდა ნუკლეინის მჟავას წინამორბედების სინთეზის
მთავარ გზას, ხოლო ჰიპოქსანტინი და თიმიდინი მათ მეტაბოლიზმს არ
უზრუნველყოფდა, შესაბამისად, გადარჩა მხოლოდ APC -ს და პლაზმური უჯრედების
ჰიბრიდები, რადგან მათ მემკვიდრეობით მიიღეს უკვდავება პლაზმაციტომადან, ხოლო
მეტაბოლიზმის სარეზერვო გზა ნორმალური უჯრედიდან. ასეთმა ჰიბრიდომებმა,
შეინარჩუნეს ანტისხეულების სინთეზისა და გამოყოფის, ასევე გამრავლების უნარი.

8
ჰიბრიდომების მიღების შემდეგ შემდეგი ნაბიჯი არის მათი კლონირება და
სასურველი კლონების შერჩევა. უჯრედები, რომლებიც გადარჩნენ HAT-ში, დათესეს
პოლიეთილენის ფირფიტებზე. თითოეულ ფირფიტაზე მოთავსებული იყო საშუალოდ
10 ჰიბრიდომის უჯრედი. დათესვიდან რამდენიმე დღის შემდეგ თითოეული
ფირფიტის შემადგენლობა შემოწმდა სასურველი სპეციფიკის ანტისხეულების
არსებობაზე.

ფირფიტის კულტურები, რომლებიც შეიცავდნენ სასურველ ანტისხეულებს,


კლონირებულ იქნა, ანუ ხელახლა გადათესეს ფირფიტებზე, ამჯერად თითო
ფირფიტაზე დათესეს მხოლოდ ერთი უჯრედი, რათა ხელახლა კულტივირებული და
შემოწმებული იყო სასურველი ანტისხეულების არსებობაზე. პროცედურა მეორდება 1-2
ჯერ. ამგვარად შეირჩა მხოლოდ ერთი სასურველი სპეციფიკის ანტისხეულების
წარმომქმნელი კლონები, ე.ი. მონოკლონური ანტისხეულები.

პოლიკლონური ჰეტეროგენული შრატებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიცავს


ანტისხეულების მრავალფეროვნებას, რომლებიც განსხვავდება მათი სპეციფიკურობით,
აფინურობითა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით, მონოკლონური ანტისხეულების
პრეპარატები შეიცავს პლაზმური უჯრედების ერთი კლონის პროდუქტს, რომელიც
მიმართულია მკაცრად განსაზღვრულ ანტიგენურ განმსაზღვრელზე და ყოველთვის
აქვს იგივე ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები და აფინურობა კონკრეტული ანტიგენის
მიმართ. ჰიბრიდომამ დიდი როლი ითამაშა და დღესაც უზარმაზარ მისიას ასრულებს
ფუნდამენტურ და გამოყენებით იმუნოლოგიაში.

დღეისათვის მრავალი კვლევის და ექსპერიმენტის საფუძველზე


დადასტურებულია მონოკლონური ანტისხეულების როლი და მნიშვნელობა, ისინი
წარმოადგენენ განსაკუთრებით მოსახერხებელ და ფართოდ გამოყენებულ
დიაგნოსტიკური საშუალებას. მათი დახმარებით განისაზღვრება უჯრედთა
პოპულაციების მარკერები (სისხლის უჯრედების და, კერძოდ, ლიმფოციტების
ფენოტიპირება), ჰორმონები, მედიატორი ნივთიერებები, სიმსივნური მარკერები და ა.შ.

You might also like