You are on page 1of 3

უჯრედის კედელი

მცენარეულ უჯრედებში უჯრედის კედელი შეიცავს


ცელულოზას , რაც მის სიმტკიცეს განაპირობებს.
სოკოს უჯრედებში უჯრედის კედელი შეიცავს ქიტინს
(აზოტშემცვლელი ცხოველური).
ბაქტერიულ უჯრედებში უჯრედის კედელი შეიცავს ქიტინს
და მურეინს.
გლიკოქალიქსი ცხოველური უჯრედის გარსის გარე
შრე.იგი თხელია, არ შეიცავს ცელულოზას. იგი შეიცავს
ნახშირწყალს და ცილის კომპლექსებს ანუ
გლიკოპროტეინებს.იგი იცავს უჯრედს დაზიანებისგან.

პლაზმური მემბრანა

არის 5-10 ნმ. იგი წარმოდგენილია ფოსფოლიპიდების


მოლეკულების ორი შრით:
1)განაპირა ანუ პერიფერიული - ცილა რეცეპტორები
ცილა რეცეპტორები შეიძლება განლაგდნენ პლაზმური
მემბრანის გარეთ, იმ შემთხვევაში თუ ჰიდროფილური
ნივთიერება გადის პლაზმურ მემბრანაში.
იმ შემთხვევაში თუ პლაზმურ მემბრანაში გადის
ჰიდროფობური ნივთიერება, მისი აღქმნელი ცილა
რეცეპტორი მოთავსებულია პლაზმური მემბრანის შიგა
ზედაპირზე.
2)ჩაძირული ანუ ინტეგრირებული(ინტეგრალური) - მას
ეკუთვნის ტრანსმემბრანული ცილები. აღნიშნიული ცილები
არიან დიდი ზომის. გაივლიან პლაზმური მემბრანის სისქეს,
გადიან ორივე ზედაპირზე და ტოვებენ სამ შრიან
შთაბეჭდილებას. მათში გადის არხი ანუ ჰიდროფილური
დერეფანი, რომელიც ემსახურება ჰიდროფილური
ნივთიერებების ტრანსპორტირებას.გარედან უჯრედში ან
პირიქით.
3)ცილები, რომლებიც განლაგდებიან პლაზმურ მემბრანაში
და იკავშირებენ ნახშირწყლიან ანტენებს. და წარმოქმნიან
გლიკოპროტეინებს.აღნიშნული ანტენები უკავშირდებიან
მისივე მსგავსი უჯრედებში ანტენებს და წარმოქმნიან
ქსოვილებს.
სიმსივნე უჯრედების შემთხვევაში, აღნიშნული ანტენები
უკავშირდებიან ნებისმიერი სხვა უჯრედის ანტენას და ასე
ვრცელდებიან ძალიან სწრაფად.
ფოსფოლიპიდების მოლეკულებს აქვთ უნარი მაღალ
ტემპერატურაზე იმოძრაონ ქაოსურად, ამიტომ პლაზმურ
მემბრანას ადარებენ თხევად მოზაიკას. დაბალ
ტემპერატურაზე შეიძლება კუდები შეწებდეს (გამყარდეს).
ამაში მათ ეწინააღმდეგება ქოლესტერინის მოლეკულები,
რომლებიც განლაგდებიან პლაზმურ მემბრანაში და
განაპირობებენ მისი სტრუქტურის სტაბიილურობას.
პლაზმური მემბრანის ფუნქციები

1)დამცველობითი (ბარიერული).
2)სატრანსპორტო - ნივთიერებათა ტრანსპორტირებისთვის
უნდა გავითვალისწინოთ:
ა)მოლეკულის ზომა
ბ)პოლარობა ანუ წყალში ხსნადობა
გ)იონის მუხტი
3)რეცეატორული ანუ მგრძნობელობითი.
4)საკონტაქტო.

You might also like