You are on page 1of 8

კომპლექსური დავალება ბიოლოგიაში

უჯრედის ორგანოიდები
მასწავლებელი: თამარ მოსეშვილი

მოსწავლე: თათა ბერაძე

X 3 კლასი

ყველა ცოცხალი ორგანიზმი უჯრედებისგან შედგება. უჯრედი


სიცოცხლის ძირითადი სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულია.
ორგანიზმები არსებობენ ერთუჯრედიანები და მრავალუჯრედიანები.
ერთუჯრედიანთა სხეული შედგება ერთი უჯრედისგან, რომელიც ყველა
მის სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს. მრავალუჯრედიანი
ორგანიზმების სხეულის უჯრედები დიფერენცირებულია (უჯრედის
დიფერენცირება ცვლის უჯრედის ფუნქციას, ზომას, ფორმასა და
მეტაბოლურ აქტივობას) განსხვავებული ფუნქციების შესასრულებლად.
უჯრედები ორი ტიპისაა: პროკარიოტული და ეუკარიოტული.
თავდაპირველად განვიხილავ ამ ორს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პროკარიოტები დედამიწაზე მცხოვრები
უძველესი ორგანიზმებია, რომელთაგანაც ხანგრძლივი ევოლუციის
შედეგად ეუკარიოტები წარმოიქმნა. გარდა განსხვავებისა,
პროკარიოტებსა და ეუკარიოტებს აქვთ მსგავსებებიც. ორივე ტიპის
უჯრედებისთვის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია დნმ-ის
(დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) მოლეკულა. პროკარიოტები
ეუკარიოტებთან შედარებით მარტივად არის აგებული, არ აქვთ
მემბრანებით შემოსაზღვრული ბირთვი და სხვა ორგანოიდები, დნმ
უშუალოდ ციტოპლაზმაშია მოთავსებული, მრავლდებიან მარტივი,
პირდაპირი გაყოფით. პროკარიოტულია ბაქტერიების, არქეებისა და
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების უჯრედები. პროკარიოტულ უჯრედებს
ქართულად ბირთვამდელს უწოდებენ.
ყველა მრავალუჯრედიანი ორგანიზმის (ცხოველების, მცენარეებისა და
სოკოს უჯრედები) ეუკარიოტულია. გამონაკლისია სისხლის წითელი
უჯრედები, ერითროციტები, რომლებსაც სისხლში გადმოსვლისას
ბირთვი უქრებათ და არსებობენ, როგორც უბირთვო ეუკარიოტული
უჯრედები. ქართულად ეუკარიოტულ უჯრედებს ბირთვიან უჯრედებს
უწოდებენ. მრავალი ერთუჯრედიანი ორგანიზმიც ეუკარიოტულია,
მაგალითად მათ რიგს მიეკუთვნებიან უმარტივესები. ეუკარიოტული
უჯრედი რთული აგებულებისაა. რამდნიმე განსხვავების გარდა, ყველა
ეუკარიოტული უჯრედის აგებულება მსგავსია:
1. გარედან უჯრედი დაფარულია რთული აგებულების უჯრედის
გარსით, რომლის მთავარი ნაწილია თხელი პლაზმური მემბრანა;
2. პლაზმური მემბრანის შიგნით სივრცე ამოვსებულია ჟელესმაგვარი
გამჭვირვალე ციტოპლაზით;
3. ციტოპლაზმაში მოთავსებულია პლაზმური მემბრანებით
შემოსაზღვრული ბირთვი და უჯრედის ორგანოიდები;
4. თითოეული ორგანოიდი ასრულებს უჯრედისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვან სპეციფიკურ ფუნქციას.
5. ამავე დროს, ისინი მოქმედებენ შეთანხმებულად და
ინტეგრირებულად;
6. განსაკუთრებული მნიშვნელობის ორგანოიდია ბირთვი, რომელშიც
დნმ-ის მოლეკულის სახით მოთავსებულია გენეტიკური
ინფორმაცია.
თავად ფაქტი, რომ ორგანიზმები უჯრედებისგან შედგება, ინგლისელმა
მეცნიერმა, რობერტ ჰუკმა აღმოაჩინა 1665 წელს. მან გამოაქვეყნა ნაშრომი
,,მიკროგრაფია’’.
მცენარეული უჯრედი ეუკარიოტული უჯრედია და ძირითადი
სტრუქტურით ცხოველურის მსგავსია. იგი შეიცავს მემბრანით
შემოსაზღვრულ ბირთვსა და ორგანოიდებს. მათ შორის არსებობს
გარკვეული სტრუქტურული განსხვავებები:
1. მცენარეული უჯრედი დაფარულია სქელი და მკვრივი უჯრედის
გარსით, რომელიც შედგება უჯრედის კედლისა და პლაზმური
მემბრანისგან;
2. ქლოროპლასტები მცენარეული უჯრედებისთვის
დამახასიათებელი ორგანოიდებია, რომლებიც უჯრედის
ციტოპლაზმაშია მოთავსებული;
3. მცენარეული უჯრედების უმრავლესობას აქვს ერთი დიდი
ცენტრალური ვაკუოლი - პლაზმური მემბრანით შემოსაზღვრული
სივრცე, რომელიც უჯრედის წვენითაა ამოვსებული.
მცენარეული უჯრედი დაფარულია ცელულოზით წარმოქმნილი
უჯრედის კედლით. მასში წვრილი ფორებია. მიმდებარე უჯრედთა
ფორები პლაზმური ფორებით არის დაკავშირებული.

პლაზმური მემბრანა უჯრედის გარსის მტავარი ნაწილია. მისი სისქე 9 ნმ-


ია. პლაზმური მემბრანის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტია ორ
შრედ ჩამწკრივებული ფოსფოლიპიდის მოლეკულები. მათ შორის
განლაგებული ქოლესტერინის მოლეკულები უზრუნველყოფენ
მემბრანის სიმტკიცეს და მოქნილობას, ამცირებენ წყალში ხსნადი
ნივთიერებების განვლადობას. ქოლესტერინი დიდი რაოდენობით არის
ცხოველური უჯრედების მემბრანაში. ფოსფოლიპიდების შრეებს შორის
ჩართულია ზედაპირული და ტრანსმემბრანული ცილები. ლიპიდები და
ცილები მოძრაობენ და ქმნიან თხევად-მოზაიკურ სტრუქტურას.
ცხოველური უჯრედის გარეთა შრეს, გლიკოლაქსს, ქმნის მემბრანის
ლიპიდებტან და ცილებთან დაკავშირებული ნახშირწყლოვანი ჯაჭვები.
პლაზმური მემბრანა გამოყოფს უჯრედს გარემოსგან და უნარჩუნებს მას
მთლიანობას;
1. აკონტროლებს უჯრედში ნივთიერებების შესვლას და
უჯრედიდან ნივთიერებების გამოდევნას;
2. შერჩევითად განვლადია - ზოგიერთ ნივთიერებას არ აძლევს
მემბრანული ბარიერის გადალახვის საშუალებას;
3. პლაზმური მემბრანით აგრეთვე შემოსაზღვრულია მრავალი
ორგანოიდი.
ციტოპლაზმა ყველა უჯრედის აუცილებელი კომპონენტია. ის
გამჭვირვალე, ბლანტი ნივთიერებაა, რომელიც ერთი შეხედვით
ერთგვაროვანია, მაგრამ მიკროსკოპით ჩანს, რომ საკმაოდ რთული
აგებულებისაა. მის 70-90% წყალი შეადგენს. ციტოპლაზმაში
თავმოყრილია ყველა ორგანოიდი და მყარი დროებითი მარცვლოვანი
ჩანართები, წყალში გახსნილი ნივთიერებები და სხვადასხვა მარილი, რის
გამოც ის კარგი ელექტროგამტარია. ციტოპლაზმა აერთიანებს ბირთვს და
ყველა ორგანოიდს; უზრუნველყოფს მათ ურთიერთქმედებას და
უჯრედის, როგორც ერთი მთლიანი ცოცხალი სისტემის მოქმედება;
ციტოპლაზმაში მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა და სხვა ძირითადი
სასიცოცხლო პროცესები; ციტოპლაზმა ანიჭებს უჯრედს მოცულობას.
ეუკარიოტულ უჯრედში, ციტოპლაზმა და მასთან ერთად
ორგანოიდებიც მუდმივ მოძრაობაში არიან. მცენარეულ უჯრედებში
ციტოპლაზმური ნაკადი ვაკუოლების გარშემო მოძრაობს.
ექტოპლაზმა ციტოპლაზმის გამჭვირვალე და მინისებრი გარეთა შრეა,
ენდოპლაზმა კი შიგნითა, მარცვლოვანი მასა. უჯრედის საერთო
მოცულობის დაახლოებით 70%-ს შეადგენს ციტოზოლი -
ორგანოიდებისგან თავისუფალი ციტოპლაზმის ნაწილი.
ეუკარიოტული უჯრედები ორგანოიდების გარდა, შეიცავს ციტოჩონჩხს -
მიკრომილაკებისა და მიკროფილამენტებისგან წარმოქმნილ ცილოვან
სტრუქტურას.
ბირთვი ყველა ეუკარიოტული უჯრედის აუცილებელი კომპონენტია.
ის უჯრედის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული და მოცულობის 10%
უჭირავს. უჯრედების უმეტესობას 1 ბირთვი აქვს, არსებობენ უბირთვო
და მრავალბირთვიანი უჯრედებიც. უჯრედის ბირთვი, უჯრედის
კონტროლის ცენტრია - ის წარმართავს და აკონტროლებს უჯრედში
მიმდინარე ყველა პროცესს:
1. ორგანიზმის მემკვიდრულ ნიშანთვისებებს;
2. ცილების სინთეზს;
3. უჯრედების გაყოფის ზრდისა და დიფერენცირების პროცესებს.
ბირთვი დაფარულია ორშრიანი გარსით. თითოეული შრე ნახევად
განვლადი პლაზმური მემბრანით არის წარმოქმნილი ბირთვის გარსში
მრავლადაა ფორები. მათი მეშვეობით ხორციელდება ბირთვისა და
ციტოპლაზმას შორის ნივთიერებათა ცვლა. ბირთვში მოთავსებულია
ნუკლეოპლაზმა, ბირთვაკი და უჯრედის თითქმის მთელი დნმ,
რომელიც ორგანიზმის მემკვიდრულ ინფრომაციას შეიცავს. ბირთვაკი
აქვს ყველა ეუკარიოტულ უჯრედს. მათში წარმოიქმნება რიბოსომების
სუბერთეულები. უჯრედის გაყოფისას ბირთვაკი ქრება.

ენდოპლაზმური ბადე მემბრანისგან წარმოქმნილი არხებისა და ღრუების


ფართო სისტემაა, რომელიც ბირთვის მემბრანის უშუალო გაგრძელებაა.
1. მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადე შებრტყელებული მემბრანების
სიტემაა. ზედაპირზე განლაგებულია მრავალი რიბოსომა, რაც
განაპირობებს მარცვლოვან სტრუქტურას. აქ სინთეზირდებიან
ძირითადი ცილები ენდოპლაზმური ბადის არხებისა და ღრუების
მეშვეობით უჯრედის სხვადასხვა ნაწილში ტრანსპორტირდება.
2. გლუვი ენდოპლაზმური ბადე ცილინდრული მემბრანების სისტემაა,
რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების
მეტაბოლიზმში და ლიპიდების სინთეზში. გლუვი ენდოპლაზმური
ბადეც ჩართულია ნივთიერებების ტრანსპორტირების პროცესში. მის
არხებში არის აგრეთვე კალციუმის იონის მარაგი.

რიბოსომა 15-20 ნმ-ის დიამეტრის მქონე მომრგვალო ფორმის


ორგანოიდია, რომელსაც არა აქვს მემბრანა. თითოეული რიბოსომა
შედგება ორი განსხვავებული, მცირე და დიდი სუბერთეულისგან.
თითქმის ყველა უჯრედში რამდენიმე ათასი რიბოსომაა, რომელთა
დიდი ნაწილი ენდოპლაზმურ ბადეზეა განლაგებული. ენდოპლაზმური
ბადე და მასზე განლაგებული რიბოსომები ცილების ბიოსინთეზისა და
ტრანსპორტირების ერთიანი აპარატია. მცირე რაოდენობით რიბოსომები
გვხვდება ციტოპლაზმასა და ბირთვში. რიბოსომები დამახასიათებელია
როგორც ეუკარიოტული, ასევე პროკარიოტული უჯრედებისთვის.
ცილის სინთეზის დროს ერთ საინფორმაციო რნმ-ზე ერთდროულად
მრავალი რიბოსომა, ანუ პოლისომა თავსდება. წარმოქმნილი ცილები
პირველად ენდოპლაზმური ბადის არხებსა და ღრუბში გროვდება,
საიდანაც გოლჯის კომპლექსში გადადის, ხოლო შემდეგ ორგანოიდებისა
და უჯრედის იმ უბნებში გადანაწილდება, სადაც ხდება მათი
გამოყენება. რიბოსომები 1950-იან წლებში ამერიკაში მოღვაწე
რუმინელმა ბიოლოგმა, ჯორჯ პალადემ აღმოაჩინა.
გოლჯის კომპლექსი, იგივე გოლჯის აპარატი მემბრანებისგან
წარმოქმნილი ბრტყელი და ცილინდრული ღრუების, ანუ ცისტერნების
სისტემაა. მათ ბოლოებში მოთავსებულია სხვადახვა ზომის ბუშტუკები -
ვეზიკულები.
1. ღრუებში გროვდება ენდოპლაზმურ ბადეში სინთეზირებული და
არხებით მოტანილი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები,
რომლებიც შემდეგ ვეზიკულებით ციტოპლაზმაში გადაინაცვლებს;
2. ეს ნივთიერებები, ან თავად უჯრედში გამოიუენება, ან
ტრანსპორტირდება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში;
3. გოლჯის კომპლექსში წარმოქმნილი ცხიმებისა და ნახშირწყლების
ხარჯზე ხდება პლაზმური მემბრანის განახლება;
4. გოლჯის კომპლექსის კიდევ ერთი ფუნქციაა მავნე
ნივთიერებებისგან გაუვნებელყოფა.

ლიზოსომები მემბრანით შემოფარგლული, 1მკმ დიამეტრის მქონე


ფერმენტებით სავსე ბუშტუკებია. მისი ფერმენტები მცოლოდ მჟავე
გარემოში მოქმედებენ. ლიზოსომები მონაწილეობენ ლიზისში -
უჯრედშიდა მონელებაში. ლიზოსომების მემბრანა ერწყმის უჯრედული
კომპონენტების მემბრანას და ლიზოსომის ფერმენტები მოინელებენ
დაზიანებულ უჯრედულ კომპონენტს, ან უჯრედში შემოსულ უცხო
ნაწილაკს. ლიზოსომები გოლჯის კომპლექსში წარმოიქმნება.
ბელგიელმა ციტოლოგმა, კრისტიან დე დიუვემ ლიზოსომები 1949 წელს
აღმოაჩინა.
მიტოქონდრიები მხოლოდ ეუკარიოტულ უჯრედებისთვისაა
დამახასიათებელი. ორმაგი პლაზმური მემბრანით შემოსაზღვრული
მარცვლის ფორმის მიტოქონდრიების ზომა 1-10მკმ-ია. შიდა მემბრანაზე
დატოტვილი გამონაზარდები - კრისტებია, რაც ზრდის შიდა მემბრანის
ზედაპირის ფართობს. მიტოქონდრიები მდიდარია მასში მიმდინარე
პროცესებისთვის საჭირო ფერმენტებით. ზოგიერთ უჯრედში რამდენიმე
ათასი მიტოქონდრიაა. მიტოქონდრიებში ენერგიით დიდარი ატფ-ის
(ადენოზინტრიფოსფორმჟავა) მოლეკულები წარმოიქმნება. ამიტომ, მათ
უჯრედს ,,ენერგოსადგურებს’’ უწოდებენ. ატფ ენერგიის უნივერსალური
წყაროა, რომელიც უზრუნველყოფს: უჯრედის გაყოფას, კუნთოვანი
უჯრედების შეკუმშვას; ნერვული იმპულსების გადაცემა; ორგანიზმის
სხვა სასიცოცხლო პროცესებს.
ცენტროსომა - უჯრედის ცენტრი. ცენტროსომა არამემბრანული
წარმონაქმნია, რომელიც დებარეობს ბირთვთან ახლოს და შედგება
პერპენდიკულარულად განლაგებული ცილინდრული ფორმის ორი
ცენტრისგან და ცენტროსფეროსგან. 0,3-0,5 მკმ ზომის ცენტრიოლები
მიკრომილაკებისგან არის წარმოქმნილი. ცენტროსომა ცხოველებისა და
უმდაბლესი მცენარეებისთვის არის დამახასიათებელი და არ გვხვდება
სოკოებსა და უმაღლეს მცენარეებში. ის არ არის ნერვულ უჯრედებში.
ცენტრიოლები მონაწილეობენ უჯრედის გამოყოფის პროცესში. ამ დროს
ისინი წარმოქმნიან ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურას - გაყოფის
თითისტარას. თითისტარას და მასთან მიმაგრებული მიკრომილაკების
როლი მნიშვნელოვანია ახლად წარმოქმნილ შვილეულ უჯრედებს
შორის ქრომოსომების სწორედ განაწილებაში. თითისტარა წარმოიქმნება
პროფაზის ბოლოს და ქრება ტელოფაზაში. ცენტრიოლებს გამრავლების
უნარი ახასიათებთ.
ვაკუოლი არის მემბრანით შემოსაზღვრული და უჯრედის წვენით
ამოვსებული სივრცე. დამახასიათებელია მცენარეული უჯრედისთვის
და მხოლოდ ზოგიერთ ცხოველურ უჯრედებშია. მცენარეულ უჯრედში,
ერთი დიდი ვაკუოლია. ცხოველურ უჯრედში შეიძლება რამდენიმე
მცირე ზომის ვაკუოლი იყოს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ზოგიერთი ერთუჯრედიანი ორგანიზმის გადაადგილებაში. ასეთი
ორგანიზმი გამოისვრის წყალს უჯრედიდან და ისე გადაადგილდება.
ვაკუოლში არსებული ფერადი ნივთიერებები განაპირობებს
ყვავილებისა და ნაყოფების სხვადასხვაგვარ შეფერილობას, სამარაგო
ნივთიერებები კი გემოსა და სიტკბოს ანიჭებს ხილს. უჯრედის წვენში
გახსნილია მინერალური მარილები, სამარაგო ნივთერებები და ფერადი
ნივთიერებები.
ქლოროპლასტები ორმაგი მემბრანით შემოსაზღვრული ორგანოიდებია,
რომლებსაც ყველა მწვანე ფერის უჯრედები შეიცავს. ისინი
წარმოქმნილია მემბრანული ბრტყელი პარკებისაგან, გრანებისაგან და
დისკოს ფორმის თილაკოიდებისაგან. თილაკოიდები ერთმანეთთან
ხიდაკებით, სტრომებით არის დაკავშირებული. ქლოროპლასტები
უზრუნველყოფენ ფოტოსინთეზის პროცესს. შეიცავს მწვანე ფერის
პიგმენტს - ქლოროფილს, რომელიც გარემოდან შთანთქავს
ფოტოსინთეზისთვის საჭირო მზის სინათლის ენერგიას. შთანთქმული
ენერგიის ხარჯზე, წყლისა და ნახშირორჟანგისგან წარმოიქმნება
გლუკოზა. ქლოროპლასტებს აქვთ მცირე რაოდენობით საკუთარი დნმ
და მრავლდებიან გაყოფით. ბუნებაში არსებობს ფერადი
ქრომოპლასტები და თეთრი ლეიკოპლასტები.
ლიპიდები - წყალში უხსნადი ორგანული ნივთიერებების ძალიან
მნიშვნელოვანი და ფართო ჯგუფი - ყველა ცოცხალი ორგანიზმის
აუცილებელი შემადგენელია. თითოეულ ლიპიდს განსხვავებულ
ფუნქციებთან არის დაკავშირებული. ლიპიდები უჯრედის მემბრანის
ძირითადი სტრუქტურული კომპონენტია; ენერგიის მნიშვნელოვანი
წყარო და მარაგია; ქმნის სხეულის კანქვეშა დამცავ ფენას, რაც
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოველების თბოიზოლაციისთვის; A,
D, E ვიტამინები მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე ლიპიდებია.

You might also like