You are on page 1of 6

გამოფიტვა

107-ე საჯარო სკოლა

ქიმია

ლიკა ყიფშიძე

გამოფიტვა იგივე ჰიპერგენეზი – ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს და ბიოსფეროს


ზემოქმედებით ქანის და ამგები მინერალის რაოდენობრივი და ხარისხობრივი
ცვლილებების რთული და ნაირგვარი პროცესის ერთობლიობა.

გამოფიტვის ბუნებრივ ფაქტორებს მიეკუთვნება წყალი, ტემპერატურა, ჰაერი და სხვა


მიკრორგანიზმები.

არჩევენ გამოფიტვის სამ ტიპს: ფიზიკურს მექანიკური, ქიმიურს და ბიოლოგიურს.


ფიზიკურს მექანიკური გამოფიტვა ინტენსიურად მიმდინარეობს უდაბნოსა და
ნახევარუდაბნოში, აგრეთვე მაღალმთიან ზინაში ყინვითი გამოფიტვის პროცესები.
ქიმიური გამოფიტვა კი სუბტროპიკულ მხარეში.
მექანიკურ ანუ ფიზიკური გამოფიტვის შედეგად ქანი განიცდის
მექანიკურ დაშლასა და დაქუცმაცებას სხვადასხვა ზომის ნაწილებად,
მაგრამ ქიმიური შედგენილობა შეუცვლელი რჩება, ქანების ფიზიკურ
გამოფიტვას ტემპერატურის ცვალებადობას, წყლის გაყინვა, ყინვების,
გამდინარე წყლის და ქარის მოქმედება იწვევს. ფიზიკურ გამოფიტვას
აჩქარებს წყალი, რომელიც აღწევს ქანის ნაპრალებში, ქმნის კაპილარულ
წნევას. წყლის უფრო დამანგრეველი ძალა იქმნება გაყინვისას. ამ დროს
ის უფრო ფართოვდება და ახდენს ძლიერ დაწოლას ქანის ნაპრალების
კედლებზე. ანალოგიურ როლს ასრულებენ მარილებიც, ისინი აღწევენ
ნაპრალებში და კრისტალდებიან.

ფიზიკური გამოფიტვის შედეგად ქანს შესწევს უნარი გაატაროს ჰაერი და


წყალი და დააკავოს მათი გარკვეული რაოდენობა. მექანიკური
გამოფიტვა მასიური ქანის დაქუცმაცებით მნიშნელოვნად ზრდის
საერთო ზედაპირს და ამით ხელსაყრელ პირობებს ქმის ქიმიური
გამოფიტვისთვის.

ფიზიური გამოფიტვის მაგალითია სინას უდაბნოში მდებარე ბუნებრივი


თაღი, კლდოვანი ჭიშკარი რომელმაც განიცადა ეროზია და გამოფიტვა:
ქიმიური გამოფიტვა
ხდება წყლისა და ჰაერში არსებული ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის,
ნიადაგში მყოფი ბაქტერიების გავლენით და ორგანული ნივთირებათა
დაშლის შედეგად. ქიმიური გამოფიტვის შედეგად ქანი იცვლის თავის
ქიმიურ შედგენილობას და ფიზიკურ თვისებებს. ქიმიური გამოფიტვის
შედეგად წარმოიქმნება ქანის შემადგენელ ნივთიერებებთან შედარებით
თვისობრივად განსხვავებული პროდუქტები – ქანი იცვლის ქიმიურ
მდგომარეობას. ქიმიური გამოფიტვა მით ინტენსიურის რაც ჭარბადაა
გახსნილი წყალში ნახშირორჟანგი და მაღლია ტემპერატურა.
ქიმიური გამოფიტვის შედეგად მინერალის ფიზიკური მდგომარეობა
იცვლება და იშლება კრისტალური მესერი. ქანი კი მდიდრდება ახალი
ანუ მეორადი მინერალით და იძენს ბმულობას, შთანთქმის უნარიანობას
და სხვა თვისებებს. ქიმიური გამოფიტვის მაკონტროლებელი შინაგანი
ფაქტორია ქანის და მისი მინერალური შედგენილობის ტექსტურა და
სტრუქტურა.

ქიმიური გამოფიტვის მაგალითია სიკვდილის ველში მდებარე დიდი


კანიონის ქვები:
ბიოლოგიური გამოფიტვა ეს არის ორგანიზმის და მისი
ცხოველქმედების ზემოქმედებით ქანის და მინერალის მექანიკური
დაშლისა და ქიმიური შეცვლის პროცესი. ბიოლოგიური გამოფიტვა
მიმდინარეობს ცოცხალი ორგანიზმების მეშვეობით და თავისი
ხასიათით შეიძლება იყოს როგორც ქიმიური ასევე ფიზიკური.
ბიოლოგიურ გამოფიტვაში მონაწილეობენ როგორც უმარტივესი
მიკროორგანიზმები, ისე ლიქენები, წყალმცენარეები და უმაღლეს
საფეხურზე მდგომი მწვანე მცენარეები. ბიოლოგიური გამოფიტვის
დროს ორგანიზმი თავისი სხეულის აღნაგობისთვის ქანიდან იღებს
საჭირო მინერალურ ნივთიერებას, აგროვებს ქანის ზედაპირულ
ჰორიზონტში და ამით ქმნის ნიადაგის ფორმირების პირობებს. ქანზე
ორგანიზმის დასახლებით გამოფიტვა ძლიერდება. მცენარის ფესვები და
მიკროორგანიზმები გამოყოფენ ნახშირმჟავა აირს და სხვადასხვა მჟავას,
რომელიც დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ქანებზე - აძლიერებენ
გამოფიტვის პროცესს.

ბიოლოგიური გამოფიტვის მაგალითია ქანებში ხის გაზრდილი ფესვები:


ამგვარად, ქანი რომელიც
ხვდება დედამიწის
ზედაპირზე, კარგავს
მდგრადობას და
განიცდის
ნიადაგწარმომქნელ
პროცესს რომელსაც
გამოფიტვა ქვია. ეს
ტერმინი გერმანული
სიტყვის არაზუსტი

თარგმანია და ხშირად
ასოცირდება ქარის
მოქმედებასთან,
ამიტომაც
გამოიყენება სიტყვა
ჰიპერგენეზი. ის
შეიძლება გაგრძელდეს
რამდენიმე ათასობით
წელიწადი, რომლის
განმავლობაშიც
უამრავი დაშლის
პროდუქტი, წყალი და მასში
გახსნილი ნახშირმჟავა,
ჟანგბადი და ორგანული
მჟავა არსებითად ცვლის
საწყისი ქანის
მინერალოგიურ, ქიმიურ
შედგენილობას და
სხვადასხვა ფიზიკურ
თვისებებს.

You might also like