Professional Documents
Culture Documents
წყალი და მისი მიშვნელობა
წყალი და მისი მიშვნელობა
არა მხოლოდ დედამიწის ზედაპირი, არამედ მისი სიღრმე და მთელი ბიოსფერო განისაზღვრება
და დამოკიდებულია წყლის არსებობასა და მის თვისებებზე.
წყალს დიდი სითბოტევადობა გააჩნია. გაცხელების დროს, იგი შთანთქავს სითბოს, ხოლო
გაცივებისას გასცემს მას.
წყალი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ, უნიკალურ, მარტივ და ამავე დროს რთულ, იდუმალ
ნივთიერებას დედამიწაზე. წყალთან დაკავშირებით არსებობს მრავალრიცხოვანი სამეცნიერო
ნაშრომები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიინევა, რომ იგი ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ХVIII საუკუნის შუა პერიოდამდე, წყალი ითვლებოდა დაუყოფელ ნივთიერებად. მხოლოდ 1783
წელს, ფრანგი ქიმიკოსი ანტუან ლორან ლავუაზიე მივიდა დასკვნამდე, რომ წყალს რთული
აგებულება გააჩნია და მის შემადგენლობაში შედის წყალბადი და ჟანგბადი.
წყალი პლანეტის საფუძველიაამის შემდეგ, ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წყალს ყველა
თვლიდა უსუნო, უგემო და უფერო შენაერთად, რომელის აღწერაც შეიძლებოდა ერთადერთი
შესაძლებელი ფორმულით - წყალბადის ოქსიდი - H2O.
თუმცა, 1932 წელს, მთელს მსოფლიოში გავრცელდა სენსაციური ცნობა, რომ ბუნებაში
ჩვეულებრივი წყლის გარდა, არსებობს ეგრეთ წოდებული მძიმე წყალი. ხოლო დღესდღეობით
ცნობილია, რომ წყლის იზოტოპური ნაირსახეობა შეიძლება იყოს 135.
შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 4 კვირა,
მაშინ, როცა წყლის გარეშე იგი ვერ გაძლებს არაუმეტეს 7 დღისა.
»» კუნთების 75% შედგება წყლისგან (ეს არის დაახლოებით ორგანიზმში წყლის საერთო
რაოდენობის ნახევარი);
»» და სხვა...
ორგანიზმში წყლის რაოდენობის შემცირება, მხოლოდ 1,5%-ით იწვევს ძლიერ წყურვილს, ცუდ
თვითშეგრძნებას, ძილიანობას, შენელებულ მოძრაობას, გულისრევას და ზოგჯერ კანის
გაწითლებას.
თუ ორგანიზმში ტენის შემცველობა მცირდება 6-10%-ით, ამას თან ახლავს თავის ტკივილი,
ქოშინი, შეწყვეტილია ნერწყვის გამოყოფა, გართულებულია გადაადგილების შესაძლებლობა,
დარღვეულია ლოგიკური აზროვნების უნარი.
ყოველდღიურად, ჩვენი პლანეტის მოსახლეობა მოიხმარს 7-8 მილიარდ ტონა წყალს. მართალია
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რაციონალური მოხმარების შემთხვევაში წყლის რესურსები
ამოუწურავია, მაგრამ ადამიანის ზრდად მოთხოვნებს, შეიძლება მოჰყვეს წყლის რესურსების
ბუნებრივი აღდგენის შესაძლებლობებისა და ბუნების წონასწორობის დარღვევა.
ამის მიზეზია უკვე დიდი ხნის წინ მოძველებული წყალგაყვანილობის მილები, წყლის
ფილტრაციის არქაული სისტემები, უკვე მორალურად მოძველებული წყლის დაქლორვა და ა.შ.