You are on page 1of 56

ლექცია 5-21.

წყალი- თანამედროვე
ცივილიზაციის აუცილებელი რესურსი
რესურსის ცნების განმარტება

ამ ტერმინს მას უამრავი დატვირთვა გააჩნია, მათ შორის:

ბუნებრივი რესურსი: ბუნებრივი მყარი, თხევადი ან გაზისებრი წარმონაქმნი,


რომელიც გამოიყენება, გამოიყენებოდა ან შეიძლება გამოყენებულ იქნას
სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და ნებისმიერი სახეობის სამეწარმეო
საქმიანობისთვის.

მინერალური რესურსები: დედამიწის ქერქში ან ატმოსფეროში არსებული


ქიმიურ ელემენტთა შენაერთი (ატომი, მინერალი, ქანი), რომელიც
შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სამეწარმოე საქმიანობაში(ლითონები,
არამეტალური ელემენტები, მინერალები ან ნახშირწყალბადები).

სასიცოცხლო რესურსი: აუცილებელი რესურსი, რომლის გარეშე ამა თუ იმ


ბიოლოგიური სისტემის ფუნქციონერება/ არსებობა შეუძლებელი იქნებოდა.
კრიტიკული და სტრატეგიული რესურსები
ევროპული კომისიის მიერ კრიტიკული რესურსი/ნედლეული ასე იქნა
განმარტებული: ნედლეული არის კრიტიკული, რომელიც
მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხის დონეს და
უსაფრთხოებას;

ევროკომისიამ შექმნა იმ ნედლეულის სია, რომელთაც ძალიან დიდი


მნიშვნელობა გააჩნია ამ გაერთიანების ეკონომიკისთვის და რომელთა
დეფიციტი გამოიწვევს უდიდეს პრობლემას საზოგადოების ცხოვრების
ხარისხზე და კეთილდღეობაზე;

ამ კომისიის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით ეს მასალებია:


ბორატები, ქრომიტები, მაგნეზიტი, ბუნებრივი გრაფიტი, იშვიათი მიწა-
ელემენტები, სილიკონის მეტალი (silicon metal), Sb, Be, Co, Ga, Ge, In,
Mg, Nb, PGE (პლატინის ჯგუფის ელემენტები) და W.
კრიტიკული და სტრატეგიული რესურსების
მარკეტინგი
თანამედროვე მსოფლიოში განვითარებული ქვეყნები და მათ შორის ევროკავშირი ,
კრიტიკულ ნედლეულის შემოტანას ანხორციელებენ საზღვარგარეთიდან,
ძირითადად კი ჩინეთიდან. მაგალითისთვის აღვნიშნავთ, რომ მსოფლიო ბაზარზე
მძიმე იშვითი მიწა ელემენტების 99%, მსუმბუქი იშვიათი მიწა ელემენტების 87% ,
ანთიმონიუმის 87% და ვოლფრამის 85% ჩინეთში წარმოებულ ნედლეულს უკავია.
მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით ევროკავშირი დგას კრიტიკული
ნედლეულის მოწოდების შეწყვეტის რისკებთან. აღნიშნულის გამო ისინი
იძულებულნი არიან მოახდინონ იმპორტის დივერსიფიკაცია, ან თვითონაც
მიაკვლიონ ამ ნედლეულის საბადოებს. საინტერესოა რომ დღეს-დღეობით
მსოფიო ბაზარზე ყველაზე ძვირი მეტალი არა ოქროა, არამედ პალადიუმია.

აღნიშნულის გამო ჩვენი სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს ამ რესურსების


საბადოების ძიება, თუმცა ამისთვის არავის ცალია და არც ფიქრობენ...
 ჩვენს ქვეყანაში უფრო ბევრს ვდავობთ, და თანაც ე.წ. პოლიტიკაზე ვიდრე
ვაკეთებთ...

 ამ განმარტებების ნუსხაში წყალი არ განიხილება როგორც კრიტიკული და ასევე


როგორც სტრატეგილი ნედლეულიც; წყალი განიხილება დამოუკიდებელ
ნედლეულად.

მაინც რა არის წყალი? რა ნივთიერებაა
იგი?

წყალო შენ არა გაქვს არც გემო,


არც ფერი და არც სუნი, რის გამოც
ადამიანება შენი რეალური ფასი არ
იციანო.
ასე განმარტა იგი ანტუან დე სენტ
ეგზეუპერიმ -
ფრანგმა მწერალმა და
მოაზროვნემ და შეუძლებელია მას
არ დაეთანხმო

წყალი ყველაზე ამოუცნობი,


შეიძლება ითქვას ყველაზე
ღვთიური, მისტიური ნივთიერებაა....
წყალი და მისი მნიშვნელობა
დედამიწაზე არსებულ ყველა ნივთიერებას შორის,
წყალი ჩვენი პლანეტის საფუძველს წყალი თავისი ფიზიკური, ქიმიური და კვანტურ-
წარმოადგენს. არ არსებობს ბუნებრივი მექანიკური თვისებებით, იკავებს განსაკუთრებულ
სხეული, რომელიც მას შეედრებოდა მდგომარეობას ბუნებაში და უმნიშვნელოვანეს
ყველაზე მნიშვნელოვან და როლს თამაშობს ორგანული სიცოცხლის
გრანდიოზულ გეოლოგიურ არსებობაში.
პროცესებზე  გავლენის მოხდენაში. არა
მხოლოდ დედამიწის ზედაპირი,
არამედ მისი სიღრმე და მთელი
ბიოსფერო განისაზღვრება და
დამოკიდებულია წყლის არსებობასა
და მის თვისებებზე.

წყალი ფარავს რა დედამიწის ორ მესამედს, იგი ზემოქმედებას ახდენს


პრაქტიკულად ყველა პროცესზე, რაც ხდება ჩვენს პლანეტაზე. წყალი
წარმოადგენს არა მარტო აკვანს, ყველა ცოცხალი არსებისთვის, არამედ
მუდმივად უწყობს ხელს სიცოცხლის შენარჩუნებას უკვე მილიარდი წლების
განმავლობაში.
წყლის ყოველდღიური მნიშვნელობა
1- სასიცოცხლო-ბიოლოგიური;
2 - ჰიგიენური;
4- ენერგეტიკული;
5- სატრანსპორტო;
6-სასოფლო-სამეურნეო;
7- ტემპერატურის რეგულირება დედამიწის ზედაპირზე;

 და მრავალი სხვა...
წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობის
რამოდენიმე მაგალითი
წყალი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ნივთიერებას დედამიწის ზედაპირზე .
რთულია მოიძებნოს ბუნებრივი სხეული, რომლის შემადგენლობაშიც არ იყოს წყალი .
წყალს შეიცავს ქანები და ცეცხლოვანი მაგმაც (გამდნარი ქანების მასა ) კი. წყლისგან
შედგება მცენარეთა სამყაროს 70-95%.

იგი მარტივ და ამავე დროს ყველაზე რთულ და იდუმალ ნივთიერებას წარმოადგენს


დედამიწაზე. წყალთან დაკავშირებით არსებობს მრავალრიცხოვანი სამეცნიერო
ნაშრომები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ იგი ბოლომდე შესწავლილი არ
არის.

ფარავს რა დედამიწის ორ მესამედს, წყალი ზემოქმედებას ახდენს პრაქტიკულად


ყველა პროცესზე, რაც ხდება ჩვენს პლანეტაზე. იგი წარმოადგენს არა მარტო აკვანს,
ყველა ცოცხალი არსებისთვის, არამედ მუდმივად უწყობს ხელს სიცოცხლის
შენარჩუნებას უკვე მილიარდი წლების განმავლობაში ;

ხმელეთის წყლები შთანთქავენ და გასცემენ დიდი რაოდენობით სითბოს და ამით


„აწონასწორებენ“ კლიმატს. კოსმისური სიცივის უარყოფითი გავლენისგან კი
დედამიწას იცავს წყლის ის მოლეკულები, რომლებიც გაბნეულია ატმოსფეროში
ღრუბლებისა და ორთქლის სახით.
წყლის ზოგადი დახასიათება
წყალი  (H2O) წარმოადგენს წყალბადის
ორჟანგეულს;  იგი უსუნო , უგემო და უფრო
 სითხეა   (სქელ ფენებში დაკვირვებისას
ცისფერია).
იგი სამი აგრეგატული სახითაა
წარმოდგენილი: მყარი, თხევადი და
აირადი;

დედამიწაზე  წყლის სავარაუდო


რაოდენობაა 1400 მილიარდი მ³. აქედან
ოკეანეებში  (96%), დანარჩენი მასას
შეადგენს მდინარეები, ტბები, მიწისქვეშა
წყლები, ატმოსფერო.

ბუნებაში ორი ტიპის წყალი შეიძლება


განვასხვავოთ: თავისუფალი და
კონსტიტუციური (სტრუქტურის მონაწილე).

გარდა დედამიწისა წყლის არსებობა


დადასტურებულია რამოდენიმე სხვა ციურ
სხეულზე (მარსი, ევროპა, კეპლერი).
წყლის შესწავლის ისტორია
აღსანიშნავია, რომ წყლის, როგორც ნივთიერების მეცნიერული შესწავლა
დაიწყო მხოლოდ 1783 წ. ინგლისელმა ფიზიკოსმა ჰენრი კავენდიშმა. მან
პირველმა აჩვენა, რომ ელექტრონული ნაპერწკლის წარმოქმნისას წყალბადი
და ჟანგბადი ერთიანდებიან წყლად. იმავე წელს ეს გარემოება დაადასტურეს
პარიზში ლავუაზიემ და ლაპლასმა. 1805 წელს ჯემ ბოლტმა და გეი-ლუსაკმა
დაამტკიცეს, რომ წყალი შედგება ორი მოცულობა წყალბადისა და ერთი
მოცულობა ჟანგბადისაგან. ასე ჩემოყალიბდა წყლის კლასიკური ფორმულა
H2O. შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობს დეიტერიუმი და ტრიტიუმი; და
შესაბამისი მძიმე წყალი. ამას თუ დავუმატებთ იმ გარემოებას, რომ არსებობს
ჟანგბადის 3 იზოტოპი – 16, 17 და 18, აღმოვაჩენთ რომ ნივთიერება, რომელსაც
ჩვენ უბრალოდ წყალს ვუწოდებთ, წარმოადგენს ურთულეს შენაერთს.

როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური თვალსაზრისით წყალი არის ერთ-ერთი


ყველაზე რთული და თავისებური ნივთიერება, რომლის ბუნება ჯერ კიდევ არ
არის შესწავლილი ბოლომდე.

როგორც ზემოთ ავღნმიშნეთ წყალი არის წყალბადისა და ჟანგბადის


შენაერთი, რომელიც მარტივი ფორმულით H2O გამოისახება. აქ ლაპარაკია
იდეალურად სუფთა წყალზე, თუმცა რეალურად ყოველთვის შეიცავს მყარი
ნივთიერებების და გაზების გარკვეულ რაოდენობას.
წყლის მოლეკულის აგებულება
 ქიმიურად წყალი   წყალბადის  და ჟანგბადის ნაერთია:
H2 +O= H2O
წყალბადს გააჩნია ერთი დადებითი მუხტი, ხოლო
ჟანგბადს ორი უარყოფითი.

 წყალი კარგი გამხსნელია და ზოგადად


აქტიური ნივთიერებაა, რომელიც
რეაქციაში შედის როგორც  მეტალებთან, ისე
არამეტალებთან;

არსებობს აგრეთვე ბუნებრივი უფრო აქტიური შენაერთი  


ჰიდროქსიდი (OH). მას გააჩნია ერთი უარყოფითი მუხტი.
მისი მეტალთა ჟანგეულებთან შეერთებით მიიღება
ტუტეები, ხოლო არა მეტალებთან - მჯავეები.

ეს ქიმიური რეაქციები ძლიან მნიშვნელოვანია და


ფაქტობრივად განსაზღვრავენ დედამიწის ქერქში
მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ ანუ გეოლოგიურ პროცესებს.
ჟანგბადის ატომის დახასიათება

ჟანგბადი  (ლათ.  Oxygenium) — ქიმიური


ელემენტი,  მენდელეევის პერიოდულ ცხრილში
გააჩნია სიმბოლო O, ატომური ნომერი 8;
ყველაზე გავრცელებული ელემენტია დედამიწის
ქერქში; შეადგენს ქერქის მისი მასის 49% და
დედამიწის სრული მასის 28%;
მესამე ყველაზე გავრცელებული ელემენტია
სამყაროში. დედამიწაზე ჟანგბადი კოველანტურად
ანიონურად ებმის სხვა ელემენტებს.

თავისუფალი ჟანგბადი აირია (მოლეკულური


ორჟანგი O2). პირველად დიდი რაოდენობით
დედამიწაზე გაჩნდა პალეოპროტეროზოულ ერაში
(დაახ. 2,5-1,6 მილიარდი წლის წინა პერიოდში).
თავისუფალი ჟანგბადის დიდი რაოდენობით
გაჩენამ იმდროინდელი ორგანიზმების
უმრავლესობის გადაშენება გამოიწვია, თუმცა
სანაცვლოდ გამრავლდა ახალი ტიპის
ორგანიზმები.
წყალბადის ატომის დახასიათება
წყალბადის ქიმიური ელემენტია ატომური
რიცხვით – 1 და ატომური მასით – 1,00794. მისი
ქიმიური სიმბოლოა H.
იგი აირია, რომელსაც არ გააჩნია არც გემო,
არც სუნი და არც ფერი.

წყალბადის წონითი ხვედრი დედამიწის ქერქში


შეადგენს 1 % — ის გავრცელების მიხედვით
მეათე ელემენტია. მაგრამ მისი როლი ბუნებაში
განისაზღვრება არა მისი წონით, არამედ
ატომების რაოდენობით, რომლის წილი
დანარჩენ ელემენტებს შორის შეადგენს 17 %
(მეორე ადგილი ჟანგბადის შემდეგ, რომლის
ატომების წილი შეადგენს ~ 52 %). ამიტომაც
წყალბადის მნიშვნელობა ქიმიურ პროცესებში,
რომელიც დედამიწაზე მიმდინარეობს, თითქმის
ისეთივე დიდია, როგორც ჟანგბადის.
წყალბადის იზოპტოპები

წყალბადის ატომს გააჩნია რამდენიმე


იზოტოპი
პროთიუმი (ლათ. Protium, protos –
პირველი), მასური რიცხვი – 1,
აღინიშნება სიმბოლოთი – H, ბირთვს
ეწოდება – პროტონი და აღინიშნება
ლათინური ასოთი – р. ნეიტრონი არ
გააჩნია.
დეიტერიუმი(ლათ. Deuterium, deutero –
მეორე), მასური რიცხვი – 2, აღინიშნება
სიმბოლოთი – D, ბირთვს ეწოდება
– დეიტრონი და აღინიშნება ლათინური
ასოთი – d. გააჩნია ერთი ნეიტრონი და
ერთი პროტონი .
ტრითიუმი(ლათ. Tritum, tritos – მესამე),
მასური რიცხვი – 3, აღინიშნება
სიმბოლოთი – Т, ბირთვს ეწოდება
– ტრითონი  და აღინიშნება ლათინური
ასოთი – t. გააჩნია ორი ნეიტრონი და
ერთი პროტონი.
წყლის მოლური ბმის მოდელი

მოლეკულებიც
ერთმანეთს უარყოფითი
და დადებითი მუხტით
უკავშირდებიან

როგორც ამ ნახაზიდან
ვხედავთ დადებითი
წყალბადი
დაკავშირებულია
ჯანგბადის უარყოფით
მუხტის მქონე
მოლეკულასთან
წყალი და სიცოცხლის გაჩენა დედამიწაზე

ჯურნალ New in Geochemical Perspectives Letters,


2019 წლის აპრილის ნომერი გამოქვეყნდა
მასაჩუტეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის
ძალიან საინტერესო სტატია, რომლის
მიხედვთაც სისცოცხლე დიდი ალბათობით
გაჩნდა თბილ მტკნარწყლიან წყალსატევებში
და არა ზღვებსა და და ოკეანეებში, ანუ მცირე
ლაგუნებში, რომელთა სიღრმეები 1 მეტრს არ
აღემატებოდა, მინიმალური კი 10 სანტიმეტრი
იყო
წყალი და ცოცხალი ორგანიზმები
 წყალი ცნობილია, როგორც კარგი გამხსნელი, მასში ბევრი ნივთიერებაა; წყალი იწვევს
მოლეკულების გახლეჩვას, რადგანაც იგი შედგება მუხტის მატარებელი იონებისგან H+
და ანიონებისგან OH-. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს საჭმლის მონელებას. ისინი
უერთდებიან გახლეჩილი მოლეკულების ორივე ნაწილს და იწყება საკვების მონელება .
ესაა საკვების მონელების ჰიდროლიზი, რომლის შემდეგ იწყება ახალი, ცოცხალი
უჯრედების წარმოქმნა უკვე სინთეზით.

 ამგვარად წყალი წარმოადგენს იმ ფიზიკურ-ქიმიურ გარემოს, რომლის მეშვეობით


უზრუნველყოფილია ნივთიერებათა ცვლის უმთავრესი რეაქციები და ამრიგად ცოცხალი
ქსოვილისა და აღდგენის უწყვეტი პროცესი;
 მაშასადამე მინერალური რესურსი წყალი არის ცოცხალი
ორგანიზმების სტრუქტურული და ფუნქციონალური საფუძველი. მათ
არ შეუძლიათ უწყლოდ არსებობა.

 ცნობილია, რომ 70 კგ წონის მოწიფული ადამიანის ორგანიზმი 65-70%-ით შედგება


წყლისგან. ცხიმოვან ქსოვილებში და ძვალში 33% წყალია, კუნთებში 77%, ფილტვებსა და
თირკმელებში 80 %, ნერვულ ქსოვილებში 84%, მათ შორის 85 % ბიოლოგიური პლაზმა
შეიცავს 90 % წყალს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს წყალს მცენარეთა სამყაროშიც
ყველაზე გავრცელებულ ბოსტნეულში დაახლოებით 95% წყალია, ხილში 85 %,
კარტოფილი შეიცავს 80% წყალს. გარდა აღნიშნულისა, წყალი მნიშვნელოვან როლს
თამაშობს ორგანიზმის ტემპერატურის რეგულირებაში (თერმორეგულაცია).
წყლის არსებობის ფორმები

ერთი ატმოსფეროს წნევის პირობებში დუღდება და


ორთქლდება 100 გრადუს C -ზე, იყინება ნულ გრადუს C-ზე.
შესაბამისად ბუნებაში იგი სამი ფორმით გვხვდება:
აირადში, თხევადში და მყარში.

ატარებს ელექტრობას, თხევად მდგომარეობაში არ


იკუმშება და არ იწვის.

იგი ყველაზე “მგრძნობიარე” და “ფაქიზი “ ნივთიერებაა,
რადგანაც ადვილად იღებს როგორც ქიმიურ ისე
მექანიკურ მინარევებს, რის გამოც წყალი წარმოადგენს
კარგ გამწმენდ საშუალებას, და ამიტომაც იგი ადვილადვე
ბინძურდება.
წყლის ზოგიეთი ფიზიკური თვისებები
1 გრამი წყლის გაყინვის დროს გამოიყოფა 79,7 გ/კალორია სითბო.
სითბოს იგივე რაოდენობა დაიხარჯება ყინულის გადნობის დროს .

ასეთ სითბოს, ყინულის დნობის ფარულ სითბოს უწოდებენ. წყლის


გაყინვისა და ყინულის დნობის ტემპერატურა ნორმალური წნევის
დროს 0-ის ტოლია. წნევის მომატების დროს ყინული დნება არა 0-ზე,
არამედ უარყოფით ტემპერატურაზე. თოვლი წნევით ყინულად
გადაიქცევა, ასე წარმოიშობა მყინვარები.
წყალს ახასიათებს შემდეგი
ანომალიები: 1) ყველაზე დიდი
სიმკვრივე წყალს აქვს 4C-ის დროს;
2) მოცულობა გაყინვისას იზრდება
10%-ით, ამასთან მყარი ფაზა
თხევადზე მსუბუქი ხდება; 3)აქვს
მაღალი კუთრი ტევადობა,
რომელიც ტემპერატურის
ამაღლებისას 40C-მდე მცირდება და
შემდეგ დიდდება; 4) აქვს
აორთქლების უდიდესი სითბო (539
კალ/გ) 100C-ის ტემპერატურის
დროს; 5) აქვს ყველაზე მაღალი
დიელექტრიკული მუდმივა (81,0 20C-
წყლის ქიმიური თვისებები
ქიმიურად სუფთა წყალი 11,19% წყალბადისა და 88,81%
ჟანგბადისაგან შედგება. წყლის წარმოქმნის დროს ერთი
მოცულობა ჟანგბადი ორ მოცულობა წყალბადს უერთდება
ელექტროსტატიკური მიზიდულობის ძალით. ორთქლის
მდგომარეობაში წყალი უმთავრესად მარტივი მოლეკულისაგან
შედგება. იგი გამოისახება ფორმულით H2O რომელსაც
დიჰიდროლს უწოდებენ. სითხის მდგომარეობაში წყალი
მოლეკულების ნარევს წარმოადგენს: მარტივი მოლეკულებისას
(ჰიდროლები), ორმაგი მოლეკულებისას (დიჰიდროლები) და
სამმაგი მოლეკულებისას (ტრიჰიდროლები). წყალი მყარი სახით
(ყინული) მეტწილად სამმაგი მოლეკულების სახით არსებობს.
წყლის ტემპერატურის შეცვლის დროს მასში არსებული მარტივი
და რთული მოლეკულების თანაფარდობა იცვლება.
ბუნებრივ პირობებში წყალი სუფთა სახით თითქმის არ გვხვდება.
იგი ბრუნვის პროცესში ეხება სხვადასხვა ქანებსა და ნიადაგებს,
ხსნის მათში მყოფ ნივთიერებებს და თვითონაც რთულ ხსნარად
იქცევა.

წყალში გახსნილ ნივთიერებათა ნაწილაკების ზომის მიხედვით


გამოყოფენ ჭეშმარიტსა და კალოიდურ ხსნარებს. ნამდვილ
ხსნარებში გახსნილი ნივთიერებები მოლეკულებისა და იონების
სახით იმყოფება, ამიტომ ასეთ ხსნარებს მოლეკულურ-იონურ
ხსნარებსაც უწოდებენ.
წყლის წარმოშობის ვერსიები
 ზოგიერთი ჰიპოტეზის თანახმად დედამიწის წარმომქნელი მტვერ-აირადი
ღრუბლები ისევე შეიცავდნენ წყლის მოლეკულებს , როგორც  თანამედროვე  მეტეორი
ტები შეიცავენ წყალს ( ცნობისათვის მეტეორიტებში  წყლის  საშ . შემცველობა  0,5%-ია ). 
  სხვების აზრით წყალი დედამიწის სიღრმეში წარმოიქმნა  პირველადი  წყალბადის  დ
ა ჟანგბადის შეერთების ხარჯზე და
ვულკანების ამოფრქვევის შედეგად სხვა  აირებთან  ერთად  ამოვიდა  დედამიწის  ზედა
პირზე ისევე , როგორც ეს დღესაც ხდება.
 წყალი ასევე შეიძლება წარმოქმნილიყო ნახშირწყალბადების  (მაგ . მეთანის ) წვის  შე
დეგად ;

   წყლის წყაროდ , ზოგიერთი მკვლევარი ე .წ. მზის  ქარს  მიიჩნევს , რომელსაც  დედამი


წაზე მოაქვს პროტონები და სხვაელემენტარული  ნაწილაკები . 
 წყალი ერთადერთი ნივთიერებაა რომელიც სამივე  აგრეგატიულ  მდგომარეობაში  გვ
ხდება დედამიწის ზედაპირზე.  

წყალში  აბსოლიტურად უხსნადი ნივთიერებები  ბუნებაში   არ


გვხდება. ისეთი ქანებიც კი როგორიცაა  გრანიტი  ან  ბაზალტი  წყალთან  მუდმივი  კონტ
აქტისას იხსნებიან.  
წყლის წარმოშობა

 წყლის წარმოშობა, რომელიც ფარავს ჩვენი დედამიწის ზედაპირის


თითქმის 70 პროცენტს, დისკუსიურია;

 ფიქრობენ, რომ წყალი, რომელიც 4.5 მილიარდი წლის წინ იქნებოდა


დედამიწაზე, სრულად აორთქლდებოდა ახალგაზრდა ცხელი მზის
გავლენით. ეს იმას ნიშნავს, რომ წყალი, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს უნდა
გაჩენილიყო დედამიწაზე მოგვიანებით.

 ფიქრობენ, რომ კომეტების მიერ იქნა მოტანილი წყალი, თუმცა


 პრობლემა ის არის, რომ მათგან აორთქლებული წყლის ორთქლის
შემადგენლობის დისტანციური შესწავლა აჩვენებს, რომ მათი ყინული
შედგება ჩვენგან განსხვავებული H2O-თი (ის შეიცავს წყალბადის უფრო
მძიმე იზოტოპს). ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კომეტები ვერ იქნებოდა
დედამიწაზე წყლის მომტანი.

 არსებობს წყლის ფორმირების სხვა წყაროც, ეს თვითონ დედამიწაა...


მარზე წყლის არსებობა?
წყლის არსებობა დადასტურებულია, თუმცა სიცოცხლის
არსებობა ჯერჯერობით გაურკვევლია
ინფილტრაციის და კონდესაციის
თეორიები
მარკუს-ვიტრუვიუს-პოლის შემდეგ, 1717 წელს
ინფილტრაციის თეორია განმეორებით წამოაყენა
ფრანგმა მეცნიერმა მარიოტმა. იგი ამტკიცებდა,რომ
მიწისქვეშა წყლების ყველა სახე, წარმოიქმნება
ატმოსფერული ნალექების ჩაჟონვით წყალგაუმტარ
ფენამდე. მიწაში ჩაჟონილი წყალი, რომელიც
მოძრაობს წყალგაუმტარი ფენის გასწვრივ, შეიძლება
გამოვიდეს დედამიწის ზედაპირზე წყაროების სახით.

1902 წელს ზიუსი გამოვიდა მიწისქვეშა წყლების


წარმოშობის იუვენილური თეორიით. იგი ამტკიცებდა,
რომ დედამიწის სიღრმეში მაგმა წარმოადგენდა
ბლანტ, მწებარე სილიკატების თხევად მასას.

ზიუსის თეორია შემდეგში მდგომარეობს:


მაგმიდან გამოყოფილი ორთქლი და გაზები
ისწრაფვის დედამიწის ზედაპირისკენ და დაბალი
ტემპერატურის არეში მოხვედრისას გაზებიდან
გამოიყოფა წყალბადი და ჟანგბადი და
წარმოიქმნება წყალი. შემდეგ ეს წყალი
მოძრაობს ზემოთ დაბალი წნევის არეალში.
კონდენსაციის თეორია მიწისქვეშა წყლების
წარმოშობის შესახებ წამოაყენა გერმანელმა მეცნიერმა
ფოლგერმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მან
მოგვცა ორი დებულება: 1) გრუნტის წყლები არ არის
წარმოქმნილი ატმოსფერული ნალექებით; 2) გრუნტის
წყლები ჩნდება ატმოსფეროდან მიწაში ჩასული
ორთქლის კონდენსაციით ერთგვარ სიღრმეზე
ნიადაგის ზედაპირიდან.

მიწისქვეშა წყლების წარმოშობის დადგენაში დიდი


დამსახურება მიუძღვის აგრონომ-ჰიდროლოგს ა. თ.
ლებედევს. ფოლგერისგან განსხვავებით მან თავისი
ცდებით დაამტკიცა, რომ წყლის ორთქლის შეჭრა
ნიადაგში არ არის დამოკიდებული ჰაერზე, რომ წყლის
ორთქლის გადანაცვლება მიწისქვეშა ჰაერში არ არის
დაკავშირებული გრუნტის ფორებში ჰაერის საერთო
ლებედევმა დაადგინა, რომ ღამით ხშირად ცირკულაციასთან, არამედ წყლის ორთქლის დიდი
ჰაერის ორთქლის წნევა მეტია, ვიდრე წნევის ადგილიდან ხდება გადანაცვლება მცირე წნევის
ორთქლის წნევა ნიადაგში, რის გამოც ორთქლი ადგილისკენ.
ჰაერიდან გადადის ნიადაგში. მიწისქვეშა
წყლების მცირეოდენი ნაწილი, ჩნდება აგრეთვე
იმ ორთქლის კონდენსაციის შედეგად,
რომელიც ამოდის დედამიწის სიღრმიდან, ე.ი.
იუვენილური წყლების ხარჯზე.
მიწისქვეშა წყლების წარმოშობა და საზრდოობა

გრუნტის წყლების ძირითადი მასაზრდოებელი


წყაროა ატმოსფერული ნალექები (წვიმა, თოვლი,
ნამი) და მყინვარების წყლები. ინფილტრაციის
სიდიდე აერაციის ზონაში დამოკიდებულია
მოსული ნალექების ინტენსივობასა და ხასიათზე,
ასევე ნიადაგისა და გრუნტის წყალგამტარობაზე.

ზამთრის სეზონში მოსული ატმოსფერული


ნალექები გრუნტის წყლებს მხოლოდ
გაზაფხულის პერიოდში ასაზრდოებს. ზამთრის
ნალექების ინფილტრაცია დამოკიდებულია
მზრალი ნიადაგის გადნობის დროზე, ადგილის
რელიეფზე, მცენარეულ საფარზე, ნიადაგის
წყალგამტარობასა და სხვა ფაქტორებზე.

მთის რაიონებში გრუნტის წყლების


საზრდოობაში, გარდა წვიმისა და თოვლის თითოეული მასაზრდოებელი წყაროს როლი,
წყლებისა, მონაწილეობს ნამი, რთვილი და სხვ. რომელიც მონაწილეობს გრუნტის წყლების
ზღვის მხრიდან წამოსულ ტენიანი ჰაერის მასებს წარმოშობაში, ძირითადად იცვლება კლიმატურ და
გზას უღობავს ზოგჯერ მაღალი მთები, სადაც გეოლოგიურ პირობებთან დაკავშირებით.
ხდება მათი გაციება.
მტკნარი წყლის რესურსები

წყლის რესურსები  ( გამოსაყენებლად ვარგისი


წყალი; პრაქტიკულად  ჰიდროსფეროს
 ყველა ნაწილი : მდინარეების, არხების,
წყალცავების,  მიწისქვეშა, მყინვარები ნიადაგის
ტენი, ატმოსფეროს წყლის ორთქლი.
ეს რესურსები საკმაოდ დიდია, რადგანაც
დედამიწის ზედაპირის 70% წყალს უკავია.

მიუხედავად ამისა უკვე არსებობს და მომავალში


უფრო გამძაფრდება მტკნარი წყლის პრობლემა.
დახლოებით 15–20 წლის შემდეგ, თუ არ იქნა
მიღებული კარდინალური ზომები ჩვენი
ცივილიზაცია აღმოჩნდება მტკნარი წყლის
მკვეთრი დეფიციტის წინაშე.

სურათზე: დედამიწის ხედი აპოლონ 17-დან,


რომელზეც კარგად გაირჩევა ოკეანის წყლის
მასები.
წყლის როგორც რესურსის
მნიშვნელობა

1. წყალს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია


ბიოსამყაროსთვის და მათ შორის
ადამიანისთვის. წყლის გარეშე ბიოსამყაროს
არსებობა შეუძლებელია. და განსაკუთრებით
თანამედროვე ცივილიზაციისთვის.
მას გააჩნია აგრეთვე უმნიშვნელო
ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო,
სატრანსპორტო, სამრეწველო ,
ეკოლოგიური და ჰიგიენური მნიშვნელობა.
შეიძლება ითქვას სადაც წყალია, იქ
სიცოცხლეცაა.

3. . წყალი არის დედამიწის ქერქში მიმდინარე


გეოლოგიური პოროცესები მთავარი აქტიორიც;

სურათზე გამოსახულია მდ. იგუარას 270 ჩანჩქერი


(ბრაზილიის და არგენტინის საზღვარი): სილამაზის და
სიძლიერის თვალსაჩინო მაგალითი.
წყლის აგრეგატული მდგომარეობა

აგრეგატული დგომარეობა - ეს არის


ნივთიერების არა ფიზიკური თვისება, არამედ
მდგომარეობა რომელშიც ის იმყოფება
მოცემულ PT პირობებში. აქედან
გამომდინარე სხვადასხა აგრეგეგატულ
მდგომარეობაში ნივთიერებას სხვადასხვა
ფიზიკური თვისებები გააჩნია.

იგი შეიძლება არსებობდეს მყარ, თხევად და


აირად მდგომარეობებში. ყინული, წყალი და
ორთქლი - ეს ერთი და იგივე ნივთიერების,
კერძოდ წყლის სხვადასხვა აგრეგატული
მდგომარეობაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს
მდგომარეობა გარემოს წნევის და
ტემპერატურის ფუნქციაა.
წყალი მყარ მდგომარეობაში
წყალი გაყინვის შემთხვევაში 8-9%-ით მატულობს
მოცულობაში, რადგანაც იგი კრისტალდება
ჰექსაგონალურ სინგონიაში. წყლის ეს უცნაური
თვისება განაპირობებს იმას, რომ იგი უფრო
სუმბუქი ხდება. შედეგად მის ზედაპირზე ცურავენ
აისბეგები და ა. შ.

გაყინული წყალი არის კარგი თბოიზოლატორი, ეს


იცავს მის ქვემოთ მყოფ წყალს სრულად
გაყინვისგან და ამდენად იცავს წყალში მყოფ
ცოცხალ ორგანიზმებს დაღუპვისგან.

ყინულშიც ისევე, როგორც სხვა მყარ სხეულებში


მოლეკულები უფრო ძლიერ ბმაში არიან და
უფრო ნაკლებია მათ შორის მანძილი ვიდრე
თხევად წყალში. თუმცა ყინულის კრისტალი
ჰექსაგონურ სტრუქტურებს ქმნიან, რის გამოც
დიდი სიცარიელეები რჩება კრისტალებს შორის,
რაც იწვევს წყლის გაფართოვებას, და ამასთან
იგი იძენს კარგი თბოიზოლატორის თვისებებს.
წყალი როგორც კლიმატის განმსაზღვრელი დედამიწაზე

 წყალი სითხეა, მაგრამ მისი მოლეკულები იმყოფება არა ქაოსურ მდგომარეობაში,


არამედ წარმოქმნის კრისტალებისათვის დამახასიათებელ მოწესრიგებულ სტრუქტურას.
ამის გამო მას გააჩნია მაღალი სითბოტევადობა, შთანთქავს დიდი რაოდენობით სითბოს
(პირველ რიგში, მზის ენერგიას) და სითხედ რჩება. ეს გეოგრაფიის, გეოლოგიის,
მინერალოგიის თვალსაზრისით ნიშნავს, რომ წყალი არის ძირითადი
კლიმატწარმომქმნელი ფაქტორი პლანეტაზე. ოკეანეების, ზღვების, მდინარეების, ტბების
წყალი სითბოს გიგანტური აკუმულატორია, ზოგ შემთხვევაში ეს სითბო ტროპიკული
ზონიდან ეფექტურად მიეწოდება ზომიერ ზონებს. გავიხსენოთ გოლფსტრიმი, დასავლეთ
ევროპის ”გამათბობელი ღუმელი”, რომელიც გაცილებით რბილ კლიმატს ქმნის დასვლეთ
ევროპაში, ვიდრე რუსეთის იგივე განედზეა.

 ატმოსფეროში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესი წყლის


ფოტოდისოციაციაა. წყლის რაოდენობა, რომელიც გადაინაცვლებს დედამიწის
ზედაპირიდან ატმოსფეროს ზედა ფენებში ძალზე მცირეა, თუმცა აქ მოხვედრისას
ელექტრომაგნიტურ ტალღების გავლენით იგი ფოტოდისოციაციას განიცდის:
 H2O (ა) + hν = H (ა) + OH (ა); OH (ა) + hν = H (ა) + O (ა) ,
რის შედეგადაც ფორმირდება თავისუფალი ჯანგბადი. როგორც ჩანს დედამიწაზე
თავდაპირველად ამ გზით გამდიდრდა ატმოსფერო ჟანგბადით.
წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობა
 1. საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია იცოცხლოს 40_50 დღე, უწყლოდ კი, არა
უმეტეს 2_3 დღე-ღამისა.

 2. თუ ადამიანი წყლის 10%-ს კარგავს იწყება თვითმოწამვლა, ხოლო 21% -ის


დაკარგვა სიკვდილს იწვევს. ადამიანები ამჯობინებენ წყლის მახლობლად
დასახლებას (ზღვის, ტბების და მდინარეების ნაპირებთან).
 ”წყალი ოქროზე ძვირია” - ამტკიცებდნენ ბედუინები, რომლებიც მთელი
ცხოვრება მომთაბარეობდნენ უდაბნოში...და ეძებენ წყალს.

 წყალი ჩვენი ცხოვრების ყოველწამიერი თანამგზავრია, იგი სიცოცხლესთან


ასოცირდება. ვარაუდობენ, რომ პირველი ცოცხალი ორგანიზმი წყალში
გაჩნდა, ხოლო შემდეგ გადაინაცვლა ხმელეთზე.

 წყალში ისახება სიცოცხლეს მატარებელი ნებისმიერი ნივთიერება და


ემბრიონი. მხოლოდ წყალში შეიძლება წარმოიქმნას ის ფიზიკურ-ქიმიური
ძალები, რომლებმაც შექმნეს ცოცხალი მატერიის საწყისი ცილები და
ნუკლეინის მჟავები.
ფაქტი 11. წყალი აუცილებელია ჯანმრთელი გულისათვის.
წყალი გვეხმარევა შევამციროთ გულის შეტევის რისკი. გამოკვლევებმა აჩევენეს, რომ იმ ადამიანებში,
რომლებიც დღეში 6 ჭიქა წყალს სვამდნენ, გაცილებით მცირე იყო გულის შეტევების რიცხვი, ვიდრე ისეთ
ადამიანებში, ვინც მხოლოდ 1-2 ჭიქა წყალს ღებულობდა დღეში.

ფაქტი 12. 35 ტონა წყალი მთელი სიცოცხლის მანძილზე.


ადამიანს უჭმელი შეუძლია გაძლოს 6 კვირა, მაგრამ უწყლოდ-მხოლოდ-5-6 დღე. მთელი თავისი
ცხოვრების მანძილზე საშუალოდ ერთი ადამიანი 35 ტონა წყალს სვამს.

ფაქტი 13. ყველაზე ძვირფასი წყალი.


წყალი შეუძლება იყოს შეუფასებელი, თუმცა ის ასევე შეიძლება
იყოს ძალიან ძვირი. მსოფლიოში ყველაზე ძვირი წყალი
იყიდება ლოს-ანჟელესში მწარმოებლები ეკოლოგიურად
სუფთა წყალს ფუთავენ დაბალანსებული ph-ის მქონე
ჭურჭელში, რომელიც გარედან შემკობილია სვაროვსკის
თვლებით. ასეთი წყლის 1 ლიტრი 90$ ღირს.
წყლის შემსწავლელი მეცნიერული მიმართულებები

 წყლის შემსწავლელი მრავალი მეცნიერული მიმართულება


არსებობს.

 მეცნიერება, რომელიც სწავლობს წყალს ჰიდროლოგია


ეწოდება.

 არსებობს დამოუკიდებელი დისწიპლინა - ჰიდროგეოლოგია,


რომელიც სწავლობს წყლის გეოლოგიას, კერძოდ ქანებში
მათი არსებობის და მოძრაობების თავისებურებებს და ა. შ.

 არსებობს აგრეთვე დამოუკიდებლად მდინარეების, ზღვების და


ოკეანეების გეოლოგია.
დედამიწის ქერქში წყლის განაწილების სქემა
მდინარეები

მდინარე — წყლის ნაკადი,


რომელიც ბუნებრივ
კალაპოტში მიედინება და
თავისი აუზის ზედაპირული
და მიწისქვეშა
ჩამონადენით საზრდოობს.

მდინარე მტკნარი წყლის


ტრანსპორტირებას ახდენს
ტბებისკენ და ზღვებისკენ;
მყინვარებიდან, ტბებიდან,
მთებიდან და ჭაობებიდან.
ზღვები
ზღვა — მსოფლიო ოკეანის   ნაწილია,
რომელიც გამოყოფილია ხმელეთით  
ან შემაღლებული წყალქვეშა
რელიეფით.

ზოგიერთი ზღვა ნაწილია სხვა ზღვის.


მაგალითად ეგეოსის ზღვა
ხმელთაშუა ზღვის ნაწილია.

 ტერმინი   ზღვა ხშირად გამოიყენება


გაუმდინარე დიდი მლაშე ტბების
არსანიშნავად.  (მაგალითად, კასპიის
ზღვა
, არალის ზღვა) და ხელოვნულ
წყალსაცავების
(მაგალითად, თბილისის ზღვა)
სახელწოდებებში.
ოკეანეები

ოკეანე — დედამიწის ზედაპირის
მომცველი წყლის უწყვეტი გარსი,
რომელიც გარს აკრავს
კონტინენტებსა და კუნძულებს და
ავსებს ოკეანურ ღრმულებს და
კონტინენტურ შელფებს.

ახასიათებს მარილების ერთნაირი


შედგენილობა. ოკეანე ჰიდროსფეროს
უმეტესი (94%) ნაწილია და მოიცავს
დედამიწის ზედაპირის 70,8%. ოკეანის
ცნებაში ხშირად იგულისხმება წყლის
მასის ქვეშ მდებარე დედამიწის
ქერქიც  და მანტიაც. ოკეანის
ცალკეულ ნაწილებში მკვეთრად
განსხვავებული ფიზიკური, ქიმიური,
ბიოლოგიური და გეოლოგიური
პროცესები მიმდინარეობს. 
წყლის სატრაანსპორტო მნიშვნელობა

 სატრანსპორტო საშუალებების
სახეობა, რომლის მეშვეობით
შესაძლებელია ტვირთისა და
მგზავრების
გადაზიდვა/გადაყვანა მდინარე
ებზე,
 ტბებზე, ზღვებზე, ოკეანეებზე ს
რუტეებზე ან არხებზე წყალსაცა
ვებსა და წყალსატევებზე[ ძირი
თად სატრანსპორტო
საშუალებას
წარმოადგენს გემი.
გამოიყოფა საზღვაო
 და სამდინარო ტრანსპორტი
მყინვარებ

 მყინვარი —  დედამიწაზე დედამიწის


ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ყინულის
 მასაა, რომელიც სიმძიმის ძალის
ზეგავლენით მოძრაობს ქვემოთ. მყინვარი
ფორმირდება იქ, სადაც თოვლი  ბევრად
მეტი მოდის, ვიდრე დნება. მაღალ
განედებში მყინვარი ვაკეებზეც გვხვდება ,
დაბალ განედებში – მთებში. მყინვარის
გადაადგილების სიჩქარე რამდენიმე
სანტიმეტრიდან 200 მეტრამდე მერყეობს
წელიწადში. სიჩქარე დამოკიდებულია
მოსული თოვლის რაოდენობაზე,
ფერდობის დახრილობასა და ზედაპირის
აგებულებაზე.

იგი მტკნარი წყლის საუკეთესო


აკუმულაციის მექანიზმი და უდიდესი
რეზერვუარია დედამიწის ზედაპირზე.
გლობალური მაშტაბით წყლის
კრიზისი

უახლოეს დროში კარდინალურად თუ არ


შეიცვლება სიტუაცია, ძალიან მალე
წყლის ნაკლებობა აიძულებს ადამიანთა
უდიდეს ჯგუფებს ეძებონ ახალი
საცხოვრებელი რეგიონები. რადგანაც
წყლის რესურსების გლობალური
კრიზისი საკმაოდ ძლიერდება,
რეალური გახდება პოლიტიკური
კონფლიქტები და, შესაძლოა, ომებიც კი,
რომელიც წყალთან იქნება
დაკავშირებული. ჩვენ გვიყვარს თავის
მოწონება იმით, რომ ვართ ძალიან
განათლებულნი, მაგრამ ჯერაც ვერ
მოვიფიქრეთ, როგორ შეიძლება
ვიცხოვროთ უწყლოდ. როდესაც
ტერიტორიაზე შრება წყალი, ადამიანთა
უმეტესობას იქიდან წასვლა უწევს.
წყლის გლობალური დაბინძურება

 იგი იზრდება ცივილიზაციის პროგრესის და მეწველობის განვითარების პარალელურად .


დაბინძურების რამოდენიმე გზა არსებობს :
1. სამრეწველო,
2. სატრანსპორტო,
3. საყოფაცხოვრებო

დაუჯერებელია, მაგრამ გაერო-ს სანიტარიის სფეროს გამოკვლევათა შედეგად დადგინდა , რომ


ინდოეთში ადამიანთა უმეტესობას მობილური ტელეფონისთვის უფრო მიუწვდება ხელი , ვიდრე
ტუალეტისთვის. 
 ჩინეთში ყველა ძირითადი მდინარის 80% იმდენად დაბინძურებულია , რომ უკვე სრულიად
უსიცოცხლოა ნებისმიერ მონაკვეთში. 

სადღეისოდ მილიარდ ადამიანზე მეტისთვის მთელს მსოფლიოში უსაფრთხო , დასალევი წყალი


მიუწვდომელია და ეს ციფრი გამუდმებით იზრდება . აუცილებელი რაოდენობის მტკნარი წყლის
გარეშე ადამიანები ვერ მოიწევენ მოსავალს. მსოფლიო ფასები საკვებ პროდუქტებზე უკვე
კატასტროფულად იზრდება და წყლის რესურსების მოახლოვებული გლობალური კრიზისი , ცხადია ,
ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

მეტი ინფორმაციისთვის წყლის რესურსების გლობალურ კრიზისთან დაკავშირებით , იხილეთ მოკლე
ვიდეო: The Coming Global Water Crisis YouTube-ზე.
საქართველოს მდინარეთა ქსელი
არათანაბრადაა განაწილებული. სულ 25 074 მდინარეა (საერთო სიგრძე 54
768 კმ), აქედან 17 ათასზე მეტი (32 574 კმ) დასავლეთ საქართველოშია და
ჩაედინებიან შავ ზღვაში7 649 (22 194 კმ) – აღმოსავლეთ საქართველოში კი
7 649 (22 194 კმ) , ჩაედინებიან კასპიის ზღვაში
საქართველოს მყინვარები და ტბები

 საქართველოში 734 მყინვარია. მათ საერთო ფართობი


შეფასებულია როგორც 511 კმ2. მყინვარებში დაცული ყინულის
მოცულობა 30 კმ3-ია, რომლის 5%, ანუ 1.5 კმ3 მონაწილეობს წყლის
წლიურ ცირკულაციაში. 
 
 საქართველოში 860, უპირატესად მცირე ზომის ტბაა (<1
კმ2 ფართობით), რომელთა სარკის ჯამური ფართობი 175 კმ 2-ია,
ხოლო მთლიანი წყლის მოცულობა 400 მლნ მ3. საქართველოს
დიდი ზომის ტბებს მიეკუთვნება ფარავნის ტბა, უდიდესი
ზედაპირის ფართობით - 37.5 კმ2 და ტაბაწყურის ტბა, რომელიც
უდიდესია წყლის მოცულობით - 0.22 კმ3. მტკვრის აუზში არსებული
ზოგიერთი ტბა ტრანსსასაზღვროა - კარწახის ტბა (26.3 კმ 2)
თურთქეთთან და ჯანდარის ტბა (12.5 კმ 2; 54,280 მლნ მ3)
აზერბაიჯანთან.
ბატეთის ტბა - მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში
საქართველოში წყლის რესურსების დეგრადაცია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით საერთო დაავადებების 5,7%


უხარისხო წყლით არის გამოწვეული.  ამავე ორგანიზაციის მონაცემებით
აღმოსავლეთ ევროპაში, 120 მილიონ ადამიანს რეგულარულად არ მიეწოდება
სუფთა სასმელი წყალი და უფრო მეტი რაოდენობასათვის არ არის
ხელმისაწვდომი ჰიგიენური ნორმების დაცვა;

საქართველოში წყლის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების რეალური


აღრიცხვა ვერ ხერხდებოდა. ბოლო წლების სტატისტიკურ მონაცემებსაც
ეპიზოდური ხასიათი აქვს. ამის მაგალითია ქ. ჭიათურის სანეპიდსადგურიდან
მიღებული წყლის სინჯების ანალიზების მონაცემები, რომლებიც 1999-2004 წლებში
გაკეთდა როგორც ცენტრალური წყალსადენის, ასევეე ჭისა და მდინარის წყლებზე.
სასმელ წყალში ადგილი ჰქონდა ნიტრატების მომატებას, ხოლო მდინარის წყალი
დიდი რაოდენობით შეიცავდა მანგანუმის ნაწილაკებს.
ასეთივე პრობლემაა მადნეულის მიმდებარე რაიონში და ა. შ.

მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია მტკნარი წყლის რესურსების უნიკალური რეზერვები,


რომელთა გონივრული გამოყენება უდიდეს ეკონომოკურ და ეკოლოგიურ
პერსპექტივას გვიქმნის - ესაა ორ კავკასიონს შორის უმნიშვნელოვანესი მტკნარი
წყლის სისტემა, რომელის ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრეა.
მიწისქვეშა მტკნარი წყლები
საქართველოში

მტკნარი მიწისქვეშა წყლის რესურსული


პოტენციალის მიხედვით, საქართველო ერთ-
ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში. ამ
მხრივ იგი საშუალოდ 2,5-ჯერ აღემატება
მსოფლიოს მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე
გადაანგარიშებით.

მიწისქვეშა წყლები მინერალიზაციისა და


ტემპერატურის მიხედვით შემდეგ ჯგუფებად
იყოფა:
მტკნარი სასმელი წყლები (მინერალიზაციით
არა უმეტეს 1,0 გ/ლ);
მინერალური წყლები (1,0 გ/ლ-ზე მაღალი
საერთო მინერალიზაციით);
თერმული წყლები _ სამკურნალო (20-350C),
თბოენერგეტიკული (40-108 0C);
 
საქართველოს მტკნარი წყლების რეზერვები

 მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტის ამ ფონზე ჩვენ ქვეყანას


გააჩნია უნიკალური მტკნარი სასმელი წყლის მარაგები. მისი საერთო
რაოდენობა შეადგენს 571.7 მ3 წამში, ხოლო დღე–ღამეში – 49.4
მილიონი მ3. ეს უზარმაზარი რაოდენობაა და აქედან დასავლეთ
საქართველოზე 63.4%, მოდის, ხოლო დანარჩენი – აღმოსავლეთ
საქართველოზე.

 საერთოდ საქართველოში მტკნარი სასმელი წყლის დამტკიცებული


მარაგები საგრძნობლად აღემატება ქვეყნის დღევანდელ
მოთხოვნილებას და მისი ჭარბი რაოგენობა შეადგენს 150 მ3 წამში. ეს
მნიშვნელოვნი მოცულობაა, რაც სასმელი წყლის ექსპორტის მთავარ
რეზერვს წარმოადგენს. სამწუხაროდ საქართველოში მტკნარი წყლის
მოპოვება, ექსპლოტაცია და დაცვა სავალალო მდგომრეობაშია, რასაც
სახელმწიფომ სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს.
საქართველოს მინერალური წყლების რეზერვები

საქართველოს ტერიტორია მდიდარია აგრეთვე


მინერალური წყლის რესურსებით. აქ გეოლოგიურად
შესწავლია 40–ზე მეტი მინერალური წყლის საბადო, მათ
შორისაა ისეთი ცნობილები როგორიცაა ბორჯომი, საირმე,
ნაბეღლავი და სხვა. გამოვლენილი მინერალური წყლების
საერთო მარაგი დღე–ღამეში 93000 მ3 შეადგენს, მათ შორის
სამრეწველო მარაგები 43500 მ3 დღე–ღამეში. მინერალური
წყლების ექსპორტის პოტენციალი გაცილებით ნაკლებია,
რადგანაც განვითარებულ ქვეყნებში მათ მკაცრად
დოზირებულად მოიხმარენ. ამ კატეგორიის წყლის ძირითად
ბაზრად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები უნდა
გავნიხილოთ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების
გამოკლებით.
საქართველოს თერმული წყლების რეზერვები

 საქართველო მდიდარია თერმული წყლებით, რომლებიც


მნიშვნელოვან განახლებად ენერგეტიკულ რესურსს
წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე ამ ტიპის
რესურსების არსებობა გეოლოგიურად კანონზომიერი მოვლენაა,
რადგანაც იგი მდებარეობას ახალგაზრდა ოროგენულ
სისტემაში. ბუნებრივ თერმულ წყლებს ჩვენი წინაპრები დიდი
ხანია იყენებენ. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ
თბილისის ჭრელი აბანოები, სადაც ბუნებრივი თერმული წყლები
ისტორიულად გამოიყენება. თვით თბილისის დაარსებაც ხომ
ამ ადგილებში თბილი წყაროების არსებობამ განაპირობა.
თანამედროვე ჭაბურღილებმაც დაადასტურა საქართველოს
წიაღში ანომალურად მაღალტემპერატორული უბნების
არსებობა, რაც ენერგეტიკის თვალსაზრისი მნიშვნელოვანი
პოზიტივია ქვეყნისთვის პერსპექტივაში. რამოდენიმე
ჭაბურღილში თერმული წყლის ტემპერატურა 1000 C-ზე მაღალია
ამ სქემაზე ნაჩვენებია თუ როგორ ივსება/ღარიბდება გრუნტის
წყლის მტკნარი რეზერვები დედამიწის ქერქში
მტკნარი წყლის მომავალი თანამედროვე მსოფლიოში

 როგორც ჩატარებული ლექციიდან შევიტყვეთ ჩვენი


ცივილიზაციის ყველაზე ფასეული რესურსია და მისი
მნიშვნელობა მომავლაში უფრო მოიმატებს მოსახლეობის ზრდის
და კლიმატის ცვლილებების ფონზე;

 თანამედროვე მსოფლიოში ერთი მილიარდი ადამიანისთვის


მტკნარი წყლის პრობლემა არსებობს; ყველა პროგნოზის
მიხედვით 2025 წლისთვის ეს რაოდენობა გასამმაგდება;

 ამჟამად მსოფლოში ყოვწლიურად უწყლოობით ერთი მილიონი


ადამიანი იღუპება;
 უახლოეს 30 წელიწადში იმ ქვეყნების მიწები სადაც წყლის
დაფიციტია სრულიად უნაყოფო გახდება.
მარილიანი წყლის გამტკნარების პერსპექტივა

 როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მტკნარი წყლის რეზერვები


დედამიწის ქერქის შრეებში მცირდება და ესაა უდიდესი
პრობლემა ჩვენი ცივილიზაციისთვის . ამის გამო აშშ-მ 2016
წელს გამოყო 280 მილიონი დოლარი მლაშე წყლის
გამტკნარების ტექნოლოგიების შემუშავების მიზნით, თუმცა
პრობლემა ჯერ ვერ გადაიჭრა და იგი უახლოეს წლებში უფრო
გამძაფრდება...
დასკვნა

ჩვენი ცივილიზაციის და მათ შორის ყოველი


ჩვენთაგანის სასიცოცხლო ინტერესებშია
მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და
გავუფრთხილდეთ დედამიწაზე მტკნარი
წყლის უნიკალურ, სასიცოცხლოდ
აუცილებელ რესურსს!
gmadlobT yuradRebisaTvis

You might also like