You are on page 1of 21

პროექტი: “წყალი -

სიცოცხლეა”
წყალი - წყალბადის
ოქსიდი,
უსუნო,უგემო და
უფერული სითხე. ის
არის ბიოსფეროში
ყველაზე
გავრცელებული
ქიმიური ნაერთი.
აუცილებელია
ყველა ცოცხალი
ორგანიზმის
არსებობისთვის.
წყლის მნიშვნელობა:

 არეგულირებს სხეულის ტემპერატურას;


 ატენიანებს ჰაერს;

 უზრუნველყოფს ჟანგბადისა და საკვები


ნივთიერებების ყველა უჯრედამდე მიტანას;
 ეხმარება ორგანიზმს საკვებიდან ენერგიის
წარმოქმნაში;
 ეხმარება საჭმლის მომნელებელ ორგანოებს
საკვები ნივთიერებების ათვისებაში;
 ფორმას უნარჩუნებს და იცავს ორგანოებს;

 გამოდევნის ორგანიზმიდან ცხოველქმედების


შედეგად წარმოქმნილ უვარგის ნივთიერებებს.
წყლის აგებულება:

H O
2
დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400
მილიარდი კუბური მეტრი. წყლების 96% მსოფლიო
ოკეანეში გვხვდება. დანარჩენი 4 % არის
მიწისქვეშა წყლები,
მყინვარები, ტბები, ნიადაგის ტენი და მდინარეები.
მიწისქვეშა წყლებს დედამიწის მთელი წყლების 2%
უკავია. მიწიქვეშ 40-ჯერ მეტი წყალია, ვიდრე
დედამიწის ყველა ტბაში, ჭაობში და მდინარეში
ერთად აღებული. მიწისქვეშა წყალი დედამიწის
ქერქის ზედა ნაწილშია თავმოყრილი, ეს წყლები
შეიძლება იყოს მტკნარი და მარილიანი. მიწისქვეშა
წყლები ხსნის ქანებში არსებულ ზოგიერთ
ნივთიერებას, მაგალითად თაბაშირს, მარილს. 
„ბორჯომი“ 
ვულკანური წარმოშობის 
მინერალური წყალი ამავე
სახელწოდების ქალაქი-
კურორტიდან, საქართველ
ოში, რომელიც ბუნებრივი
მონაცემებით 1500 წელზე
მეტს ითვლის. მრავალი
წლის განმავლობაში
სარგებლობდა უდიდესი
პოპულარობით რუსეთის
იმპერიაში, ყოფილსსრკ-ში
და მის გარეთაც.
მინერალური წყლები
საქართველო მდიდარია წყლის
რესურსებით. მის ტერიტორიაზე მიედინება
26060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე
26 ათას კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების 99,4%
მცირე სიგრძისაა
ყველა საკვები პროდუქტი შეიცავს
წყალს:

საკვები %
რძის პროდუქტი 87-89

ხორცი 50

ბოსტნეული 80-90
წყალი სიცოცხლის წყარო და საშენი მასალაა, რომელსაც
ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს და იყენებს. თუ
საკვების გარეშე ადამიანი თვეების განმავლობაში ძლებს,
წყლის გარეშე ის რამდენიმე დღეში დაიღუპება. ადამიანის
ორგანიზმის 70% წყალია. წყლის ეს რაოდენობა უნდა იქნას
შენარჩუნებული, ვინაიდან 20%-მდე წყლის დაკარგვა
ორგანიზმის დაღუპვას იწვევს.
ბუნებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს წყლის
წრებრუნვა. მსოფლიო ოკეანიდან წყლის ნაწილი
ორთქლდება და ნალექის სახით ისევ მიწას
უბრუნდება. წრებრუნვისას წყლის რაოდენობა
დედამიწაზე მუდმივი რჩება.
წყლის
საერთაშორისო დღე
ყოველწლიურად
აღნიშნება, რათა
განსაკუთრებული
ყურადღება
გამახვილდეს
სასმელი წყლის
მნიშვნელობასა და 
წყლის რესურსების
მდგრადი  მართვის
ადვოკატირებაზე.
1993 წელს 22 მარტი წყლის საერთაშორისო
დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.
ბოლო წლების განმავლობაში სწრაფი
ტემბპებით გაიზარდა წყლის მოხმარება,
როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში.
შესაბამისად, მოიმატა და ფართო ხასიათი
მიიღო წყლის დაჭუჭყიანებამაც, რაც
მდინარეებსა და წყალსატევებში ჭუჭყიანი
წყლის შერევითაა განპირობებული.
მდინარე მტკვარი სათავეს იღებს თურქეთის ტერიტორიაზე,
გაივლის თითქმის მთელ საქართველოს. ის სხვადასხვა
ტერიტორიაზე სხვადასხვანაირადბინძურდება. დაბინძურება
ყველაზე მაღალია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში,
განსაკუთრებით    ჩვენს დედაქალაქში. რაღაც პატარ-
პატარა საწარმოები ხომ არსებობს და თავისი წილი შეაქვს
დაბინძურებაში ერთ-ერთი ქარხანა, რომელიც ზიანს
აყენებს მტკვარს არის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
მსოფლიოში სულ უფრო და უფრო აქტუალური
ხდება სასმელ წყალთან დაკავშირებული
პრობლემები.
ჩვენთვის მოწოდებული წყლის ხარისხზე
კონტროლი ისევე გასაიდუმლოებულია,
როგორც ბევრი სხვა რამ. ადრე ეს
ინფორმაცია ქვეყნდებოდა და გვქონდა
საშუალება, გაგვეგო, თუ როგორი ხარისხის
წყალს ვიღებდით. დღეს ეს თემაც დახურულია.
ვინ ამოწმებს სასმელი წყლის ხარისხს,
როგორ და რანაირად, ინფორმაცია არ არის. 
წყალი თანამედროვე მსოფლიოში
სტრატეგიულ რესურსად არის მიჩნეული და,
სპეციალისტთა პროგნოზით, ახლო
მომავალში ნავთობზე ძვირი გახდება.
ოფიციალური მონაცემებით, დღევანდელ
მსოფლიოში ნორმალური ხარისხის სასმელი
წყალი არ მიეწოდება ერთ მილიარდზე მეტ
ადამიანს. ამ მხრივ განსაკუთრებით
პრობლემური რეგიონებია ახლო და შუა
აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და
ცენტრალური აზია, აგრეთვე, ჩინეთი.
ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზების
მიხედვითაც კი ოციოდე წელიწადში წყლის
დეფიციტი ჩვენი პლანეტის მოსახლეობის
მესამედს შეაწუხებს.
ინფორმაციის წყარო
მადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like