You are on page 1of 37

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია CRC/C/GC/241

______________________________________________________________________________
______

ბავშვის უფლებათა კონვენცია გავრც.: ზოგადი

2019 წლის 18 სექტემბერი

დედანი: ინგლისური

______________________________________________________________________________
______

ბავშვის უფლებათა კომიტეტი

ზოგადი კომენტარი N24 (2019) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში


ბავშვის უფლებების შესახებ

I. შესავალი

1
ტექნიკური მიზეზების გამო ხელახლა გამოიცა 2019 წლის 11 ნოემბერს.

1
1. წინამდებარე ზოგადი კომენტარი ანაცვლებს არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ ზოგად კომენტარს
N.10(2007). ის ასახავს 2007 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც
მოჰყვა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, კომიტეტის
იურისპრუდენციას, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების შესახებ ახალი ცოდნისა
და ეფექტიანი პრაქტიკების მტკიცებულებების გამოქვეყნებას, მათ შორის საკითხებს
აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ. აღნიშნული აგრეთვე ეხება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკსა და თავისუფლების
აღკვეთის როგორც სასჯელის მუდმივი გამოყენების საკითხებს. ზოგადი კომენტარი
ასევე მოიცავს ისეთ კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა ბავშვების დაქირავებას და
გამოყენებას არა-სახელმწიფოებრივი შეიარაღებული დაჯგუფებების, კერძოდ
ტერორისტული დაჯგუფებების მიერ, და ასევე ბავშვებს ჩვეულებით, ადგილობრივ
(indigenous) და სხვა არა-სახელმწიფოებრივ მართლმსაჯულების სისტემებში.

2. ბავშვები განსხვავდებიან ზრდასრული პირებისაგან ფიზიკური და


ფსიქოლოგიური ზრდა-განვითარების მიხედვით. ასეთი სხვაობები კი წარმოშობს
საფუძველს მათი ნაკლები დამნაშავეობის აღიარებისა და ისეთი განცალკევებული
სისტემის შექმნისათვის, სადაც გამოყენებული იქნება დიფერენცირებული და
ინდივიდუალიზებული მიდგომა. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
სისტემაში მოხვედრა ზიანს აყენებს ბავშვს და ზღუდავს მის შესაძლებლობებს
გახდეს პასუხისმგებლობის მქონე ზრდასრული პიროვნება.

3. კომიტეტი აღიარებს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის კანონიერ მიზანს, რაც ასევე
მოიცავს ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემასაც. ამასთან, მონაწილე
სახელმწიფოები აღებული ვალდებულებების შესრულების გზით ემსახურებოდნენ
მიზანს, რომ პატივი სცენ და განახორციელონ ბავშვის უფლებების შესახებ
კონვენციის აღიარებული პირნციპები არასრულწლოვანთა მართლსმაჯულების
შესახებ. როგორც კონვენცია ნათლად აღნიშნავს მე-40 მუხლში, ყოველი იმ ბავშვის
უფლებას, რომელმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსი,
ბრალად ედება მისი დარღვევა ან ბრალეულადაა მიჩნეული მის დარღვევაში,
მოეპყრან ისე, რომ ხელი შეუწყონ მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელობის
გრძნობის განვითარებას. არსებული მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სიხშირე იკლებს ხსენებული
პრინციპების დაცვით შემუშავებული სისტემების შემოღების შემდეგ.

4. კომიტეტი მიესალმება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემების


შექმნის დაუღალავ მცდელობებს ბავშვის უფლებების კონვენციის შესაბამისად. იმ
სახელმწიფოებში, სადაც ბავშვის უფლებების უფრო ხელშემწყობი პირობებია, ვიდრე

2
ეს კონვენციაში და წინამდებარე ზოგად კომენტარშია ასახული, მისასალმებელია
თუმცა გასათვალისწინებელია, კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად მათ არ უნდა
გადადგან რეტროგრესიული ნაბიჯები. მონაწილე სახელმწიფოების ანგარიშებში
ნათქვამია, რომ მრავალი სახელმწიფო ჯერ კიდევ ითხოვს მნიშვნელოვან
ინვესტიციას კონვენციასთან სრული შესაბამისობის მისაღწევად, კერძოდ
პრევენციის, ადრეული ინტერვენციის, განრიდების ღონისძიებების შემუშავებისა და
განხორციელების, მულტიდისციპლინარული მიდგომის, სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკისა და თავისუფლების აღკვეთვის შემცირების
კუთხით. კომიტეტი სახელმწიფოთა ყურადღებას მიმართავს დამოუკიდებელ
ექსპერტთა მოხსენებაზე, რომელიც ეხმიანება თავისუფლებააღკვეთილი ბავშვების
შესახებ გაეროს გლობალურ კვლევას (A/74/136), რომელიც კომიტეტის ინიციატივით
წარდგენილი იქნა გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად 69/157.

5. გასული ათწლეულის განმავლობაში, არაერთი დეკლარაცია და სახელმძღვანელო


პრინციპი იქნა მიღებული სართაშორისო და ადგილობრივი ორგანოების მიერ
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ბავშვზე მორგებული
მართლმსაჯულების სისტემის ხელშეწყობისთვის. ხსენებული სამართლებრივი
ჩარჩოები გულისხმობს ბავშვებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
განხორციელების ყველა ასპექტში, მათ შორის დანაშაულის შედეგად დაზარალებულ
და მოწმე ბავშვებს, ბავშვთა კეთილდღეობის პროცესებს და ადმინისტარციულ
ტრიბუნალებში მონაწილე ბავშვებს. აღნიშნული მოვლენები, მიუხედავად მათი
მნიშვნელობისა, სცილდება წინამდებარე ზოგადი კომენტარის სფეროს, და
ფოკუსირდება მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს
სისხლის სამართლის კანონმდებლობა ან ბრალად ედებათ მისი დარღვევა ან
აღიარებულნი არიან მის დამრღვევებად.

II. მიზნები და სფერო

6. წინამდებარე ზოგადი კომენტარის მიზნები და სფეროა:

(ა) ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისი მუხლებისა და პრინციპების


თანამედროვე განხილვა და სახელმწიფოთათვის მითითება უზრუნველყონ
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემების ჰოლისტიკური
განხორციელება ბავშვთა უფლებებს დაცვის და ხელშეწყობისათვის;

(ბ) პრევენციისა და ადრეული ინტერვენციის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ


აღიარება და ბავშვის უფლებების დაცვა სისტემის ნებისმიერ სტადიაზე;

(გ) ბავშვის განვითარების შესახებ არსებული თანამედროვე ვრცელი ცოდნის


შესაბამისად, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემასთან შემხებლობაში

3
ყოფნიღ გამოწვეული განსაკუთრებით მავნე ზემოქმედების შემცირების მთავარი
სტრატეგიის შემუშავება, კერძოდ:

(i) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის


განსაზღვრა და ბავშვებისადმი ასაკის შესაბამისი მოპყრობა;
(ii) ბავშვების მართლმსაჯულების პროცესებისგან განრიდებისა და ეფექტური
პროგრამების გაზრდა;
(iii) არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების ზრდა იმისათვის, რომ ბავშვის
პატიმრობა წარმოადგენდეს მხოლოდ უკიდურეს ზომას;
(iv) ფიზიკური დასჯის, სიკვდილით დასჯისა და უვადო პატიმრობის
გამოყენების დასრულება;
(v) იმ მცირე შემთხვევების არსებობისას, როცა თავისუფლების აღკვეთა
გამართლებულია, როგორც უკიდურესი ზომა, მისი გამოყენება უნდა
მოხდეს მხოლოდ უფროსი ბავშვების მიმართ, მკაცრად შეზღუდული
დროით და რეგულარული განხილვით;

(დ) სისტემათა გაძლიერების ხელშეწყობა ორგანიზების, შესაძლებლობების ზრდის,


მონაცემთა შეგროვების, შეფასებისა და ანალიზის გაუმჯობესების გზით;

(ე) სახელმძღვანელო მითითებების მიცემა ამ სფეროში განვითარებულ


მოვლენებთან, კერძოდ, არა-სახელმწიფოებრივი შეიარაღებული დაჯგუფებების, მათ
შორის ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ბავშვების ჯარში გაწვევასა და
გამოყენებასთან, და ჩვეულებით, ადგილობრივი (indigenous) და სხვა არა-
სახელმწიფოებრივი მართლმსაჯულების სისტემებში მყოფ ბავშვებთან მიმართებაში.

III. ტერმინოლოგია

7. კომიტეტი მოუწოდებს არ მოხდეს სტიგმატიზირებული ენის გამოყენება იმ


ბავშვებთან მიმართებაში, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს სისხლის სამართლის
კანონმდებლობა ან ბრალად ედებათ მისი დარღვევა ან აღიარებულნი არიან მის
დამრღვევებად.

8. იმ მნიშვნელოვანი ტერმინების ჩამონათვალი, რომლებიც გამოყენებულია


წინამდებარე ზოგად კომენტარში არის შემდეგი:

 სათანადო სრულწლოვანი: ისეთ ვითარებაში, როცა არ არსებობს მშობელი ან


კანონიერი მეურვე ბავშვის დასახმარებლად, მონაწილე სახელმწიფოები
ნიშნავენ სათანადო სრულწლოვან პირს ბავშვის დასახმარებლად. სათანადო
სრულწლოვანი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ნიშნავს ბავშვი ან/და
კომპეტენტური ორგანო.

4
 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა:2 კანონმდებლობა, ნორმები
და სტანდარტები, პროცედურები, მექანიზმები და დებულებები, რომლებიც
გამოყენებადია კონკრეტულ შემთხვევებში და ინსტიტუტები და ორგანოები
რომ განიხილონ იმ ბავშვების საქმეები, რომლებიც ითვლებიან დამნაშავეებად.
 თავისუფლების აღკვეთა: ნებისმიერი ფორმის დაკავება ან პატიმრობა ან პირის
საჯარო ან კერძო საპატიმრო დაწესებულებაში განთავსება, რომლის
დატოვებაც მას არ შეუძლია საკუთარი სურვილით სასამართლო,
ადმინისტარციული ან სხვა საჯარო ორგანოს ბრძანებით.3
 განრიდება: ზომა, როცა ხდება ბავშვის მართლმსაჯულების სისტემიდან
ჩამოშორება შესაბამისი სამართალწარმოების დაწყებამდე ან მისი
მიმდინარეობისას;
 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი:
მინიმალური ასაკი, რომელის ქვემოთ კანონის შესაბამისად ბავშვებს არ აქვთ
სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობა;
 წინასწარი დაკავება: დაკავება დაპატიმრების მომენტიდან სასამართლოს მიერ
სასჯელის დანიშვნამდე, მათ შორის მთლიანი სასამართლო პროცესის
მიმდინარეობისას.
 აღდგენითი მართლმსაჯულება: ნებისმიერი პროცესი, რომელშიც აქტიურად
მონაწილეობს დანაშაულის შედეგად დაზარალებული, დამნაშავე ან/და სხვა
ინდივიდი ან საზოგადოების წევრი ამ დანაშაულიდან წარმოშობილი
საკითხების გადაწყვეტაში, ხშირ შემთხვევაში სამართლიანი და
მიუკერძოებელი მესამე პირის დახმარებით. აღდგენითი მართლმსაჯულების
მაგალითებს განეკუთვნება მედიაცია, კონფერენციის მოწყობა, შერიგება და
მოლაპარაკება დამნაშავესა და დაზარალებულს შორის.4

IV. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი პოლიტიკის


ძირითადი ელემენტები

ა. ბავშვის დამნაშავეობის პრევენცია, მათ შორის ადრეული ინტერვენციის


განხორციელება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის
მიუღწეველი ბავშვების მიმართ

9. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ ბავშვებისადმი


განხორციელებული ძალადობის აღმოფხვრის შესახებ დანაშაულის პრევენციისა და

2
წინამდებარე ზოგადი კომენტარის ინგლისურ ვერსიაში ტერმინი „ბავშვთა მართლმსაჯულების
სისტემა“ გამოყენებულია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“ ნაცვლად.
3
გაეროს წესები თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების დაწვის შესახებ (ჰავანის წესები), მუხ.
11 (ბ)
4
აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების გამოყენების ძირითადი პრინციპები სისხლის
სამართლის საქმეებში, პარაგ. 2.

5
სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების სფეროში არსებული გაეროს
მოდელური სტრატეგიები და პრაქტიკული ღონისძიებები და შედარებითი
ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევები არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრის ძირეული მიზეზების შესახებ და ასევე
ჩაატარონ საკუთარი კვლევა რომ მოახდინონ პრევენციის სტრატეგიის შემუშავების
შესახებ შეტყობინება. კვლევამ აჩვენა, რომ ინტენსიური ოჯახსა და საზოგადოებაზე
ორიენტირებული მიდგომების პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს პოზიტიური
ცვლილებების განხორციელებას სხვადასხვა სოციალური სისტემების ასპექტებში
(სახლი, სკოლა, საზოგადოება, თანატოლებს შორის ურთიერთობები) ხელს უწყობს
ბავშვების ქცევითი სირთულეების დაძლევას მათი მართლმსაჯულების სისტემაში
მოხვედრის რისკების შესამცირებლად. პრევენცია და ადრეული ინტერვენციის
პროგრამები ორიენტირებული უნდა იყოს ოჯახების მხარდაჭერაზე, კერძოდ,
დაუცველი და ძალადობაში მყოფი ოჯახების მხარდაჭერაზე. აუცილებელია რისკის
ქვეშ მყოფი ბავშვების მხარდაჭერა, რომლებიც ან არ დადიან ან გამორიცხულნი
არიან სკოლიდან და არ ამთავრებენ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
რეკომენდირებულია თანატოლთა ჯგუფის მხარდაჭერა და მშობლების აქტიური
ჩართულობა. მონაწილე სახელმწიფოებმა ასევ უნდა შეიმუშაონ საზოგადოებაზე-
ორიენტირებული სერვისები და პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომს ხდის
შესაბამის კონსულტაციებსა და მათი ოჯახების სწავლებას და რომლებიც პასუხობენ
კონკრეტულ მოთხოვნებს, პრობლემებს, გამოწვევებს და ბავშვების ინტერესებს.

10. კონვენციის მე-18 და 27-ე მუხლები ადასტურებენ მშობელთა პასუხისმგებლობის


მნიშვნელობას ბავშვების აღზრდაში, თუმცა ამავდროულად კონვენცია ითხოვს
მონაწილე სახელმწიფოებიდან დახმარება გაუწიონ მშობლებს (ან სხვა
აღმზრდელებს) ბავშვების აღზრდის პასუხისმგებლობის განხორციელებაში.
ინვესტიციის ჩადება ბავშვთა ადრეულ ზრუნვასა და განათლებაში
ურთიერთკავშირშია მომავალი ძალადობისა და დანაშაულის დაბალ
მაჩვენებლებთან. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს განსაკუთებულად
ადრეული ასაკიდან, მაგალითად ოჯახში მონახულების პროგრამების საშუალებით
მშობელთა კომპეტენციის გაზრდის მიზნით. დახმარების ღონისძიებების
განხორციელებისას გამოყენებული უნდა იქნეს საზოგადოებასა და ოჯახზე
ორიენტირებული პრევენციის პროგრამების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ხელს
უწყობს მშობელსა და ბავშვის შორის ურთიერთობებს, სკოლებთან პარტნიორობას,
თანატოლებს შორის დადებითი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და კულტურულ
და გასართობ აქტივობებს.

11. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის ქვემოთ მყოფი


ბავშვებისთვის ადრეული ინტერვენცია მოითხოვს ბავშვზე მორგებულ და
მულტიდისციპლინარულ რეაგირებას ბავშვის ქცევის პირველივე ნიშნებზე,

6
რომელიც ჩაითვლებოდა დანაშაულად თუ ბავშვის ასაკი აღემატებოდა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკს. აუცილებელია
მტკიცებულებაზე-დაფუძნებული ინტერვენციის პროგრამების შემუშავება მოხდეს
ისე, რომ ასახოს არა მხოლოდ ამგვარი ქცევის გამომწვევი მრავლობით
ფსიქოლოგიური მიზეზები, არამედ ასევე მიმართული იყოს ამ ქცევის წინააღმდეგ
მიმართულ დამცავ ფაქტორებზე რომ გააძლიეროს ბავშვების მედეგობა (resilience).
ინტერვენციებს წინ უნდა უძღოდეს ბავშვის საჭიროებების ყოვლისმომცველი და
ინტერდისციპლინარული შეფასება. ბავშვების მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს
მათ ოჯახებსა და საზოგადოებაში, როგორც აბსოლუტური პრიორიტეტი.
გამონაკლის შემთხვევებში, როცა აუცილებელია ბავშვის სახლის გარეთ განთავსება
ასეთი ალტერნატიული ზრუნვა სასურველია განხორციელდეს საოჯახო ტიპის
დაწესებულებაში, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება მიზანშეწონილი იყოს
ბავშვი განთავსდეს რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელი
იქნება ყველა საჭირო პროფესიული სერვისის მიწოდება. აღნიშნული გამოყენებული
უნდა იქნეს, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ მოკლე დროით და სასამართლო
გადასინჯვის გზით.

12. პრევენციისადმი სისტემური მიდგომა ასევე მოიცავს არასრულწლოვანთა


მართლმსაჯულების სისტემის გზების ჩაკეტვას მსუბუქ დანაშაულთა
დეკრიმინალიზაციის გზით, მათ შორის სკოლის გაცდენა, გაქცევა, მათხოვრობა ან
სხვისი ქონების უკანონო დაუფლება, რაც ხშირ შემთხვევაში სიღარიბის,
უსახლკარობის ან ოჯახური ძალადობის შედეგია. ზოგ შემთხვევაში სექსუალური
ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებული ბავშვები და მოზარდები, რომლებიც
კავდებიან ერთმანეთთან შეთანხმებული სექსუალური აქტით ასევე
კრიმინალიზებულია. აღნიშნული აქტები, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც
სტატუსის მქონე დანაშაულები (status offences) არ ისჯება თუ ჩადენილია
ზრდასრული პირების მიერ. კომიტეტი მოუწოდებს მონაწილე სახელმწიფოებს
სტატუს დანაშაულებს (status offences) მოუხსნან დანაშაულის კვალიფიკაცია.

ბ. ინტერვენციის განხორციელება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის


ასაკის ზემოთ მყოფ ბავშვებში5

13. კონვენციის 40 (3)(ბ) მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოებს ევალებათ


ხელი შეუწყონ ბავშვებთან მიმართებაში ისეთი ღონისძიებების გატარებას,
რომლებიც არ გულისხმობს სასამართლო პროცესის გამოყენებას, რამდენადაც ეს
შესაძლებელია. პრაქტიკაში, ღონისძიებები ზოგადად იყოფა ორ კატეგორიად:

5
იხ. ქვემოთ ხსენებული ნაწილი IV.E.

7
(ა) ბავშვების მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდების ღონისძიებები,
შესაბამისი სამართალწარმოების დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობისას (განრიდება);

(ბ) სასამართლო პროცესებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

14. კომიტეტი შეახსენებს მონაწილე სახელმწიფოებს ბავშვისთვის სრულად


უზრუნველყონ ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების
პატივისცემა და დაცვა ინტერვენციის ორივე კატეგორიით გათვალისწინებული
ღონისძიებების გატარებისას.

ინტერვენცია სასამართლო პროცესის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით

15. მსოფლიოს მრავალ სისტემაში განხორციელდა ბავშვებთან დაკავშირებული


ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვის სასამართლო პროცესისგან
განრიდებას და როგორც წესი განრიდების სახელითაა ცნობილი. განრიდება მოიცავს
საქმეების ჩამოშორებას სისხლის სამართლის ფორმალური პროცესისაგან, სხვადასხვა
პროგრამებისა და აქტივობების მეშვეობით. სტიგმატიზაციისა და ნასამართლეობის
თავიდან აცილების გარდა, აღნიშნულ მიდგომას დადებითი შედეგები მოაქვს
ბავშვებისათვის, რომელიც თანხმობაშია საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან და
ხარჯთ-ეფექტურობასთან.

16. უმეტეს შემთხვევებში განრიდება უნდა წარმოადგენდეს ბავშვებთან


ურთიერთობის სასურველ გზას. მონაწილე სახელმწიფოებმა მუდმივად უნდა
გააფართოვონ იმ დანაშაულთა დიაპაზონი, რომელიც ითვალისწინებს განრიდებას,
მათ შორის მძიმე დანაშაულების შემთხვევაში. განრიდების შესაძლებლობით
სარგებლობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს სისტემაში მოხვედრის ადრეულ სტადიაზე
და მთელი პროცესის სხვადასხვა ეტაპებზე. განრიდება უნდა წარმოადგენდეს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განუყოფელ ნაწილს და
კონვენციის 40(3)(ბ) მუხლის შესაბამისად ბავშვის ადამიანის უფლებები და
სამართლებრივი გარანტიები სრულად უნდა იქნეს დაცული და გათვალისწინებული
განრიდების ყველა პროცესისა თუ პროგრამის მიმდინარეობისას.

17. მონაწილე სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან თავიანთი


შეხედულებისამებრ განსაზღვრონ განრიდების ღონისძიებების ხასიათი და შინაარსი
და იღებენ აუცილებელ საკანონმდებლო თუ სხვა ზომებს მათი
იმპლემენტაციისათვის. კომიტეტი აღნიშნავს, რომ შემუშავდა არაერთი თემზე
დაფუძნებული პროგრამა, მათ შორის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა,
ოფიციალური პირების მიერ მეთვალყურეობისა და ხელმძღვანელობის
განხორცილება, საოჯახო კონფერენციები და აღდგენითი მართლმსაჯულების სხვა
სახეები, მათ შორის დაზარალებულთა რეპარაცია.

8
18. კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ:

(ა) განრიდება გამოყენებული უნდა იქნეს მხლოდ მაშინ, როცა არსებობს


დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ბავშვმა ჩაიდინა სავარაუდო დანაშაული, რომ
ის თავისუფლად და ნებაყოფლობით იღებს პასუხისმგებლობას, ყოველგვარი
დაშინების ან ზეწოლის გარეშე, და რომ ეს აღიარება არ იქნება გამოყენებული
ბავშვის წინააღმდეგ შემდგომ სასამართლო პროცესებზე.

(ბ) ბავშვის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობა განრიდების თაობაზე უნდა


ეფუძნებოდეს შესაბამის და კონკრეტულ ინფორმაციას ამ ღონისძიების ხასიათის,
შინაარსისა და ხანგრძლივობის შესახებ, ასევე იმის გათავისებას თუ რა შედეგები
შეიძლება გამოიღოს განრიდების ღონისძიების განხორციელებისას როგორც
წარუმატებელმა თანამშრომლობამ ასევე ღონისძიების წარმატებით დასრულებამ;

(გ) კანონში მითითებული უნდა იქნეს ის შემთხვევები, როცა შესაძლებელი იქნება


არასრულწლოვნის განრიდება, ხოლო პოლიციის, პროკურორების ან/და სხვა
სტრუქტურების შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იყოს დარეგულირებული და
ექვემდებარებოდეს გადასინჯვას. განრიდების პროცესში მონაწილე ყველა
სახელმწიფო მოხელეს და აქტორს გავლილი უნდა ჰქონდეს აუცილებელი
გადამზადება და მხარდაჭერა;

(დ) ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოიძიოს იურიდიული ან სხვა სათანადო


დახმარება, რომელიც დაკავშირებულია კომპეტენტური ორგანოების მიერ
შეთავაზებულ გარიდებასთან და ამ ღონისძიების გადახედვის შესაძლებლობასთან;

(ე) განრიდების ღონისძიებები არ უნდა მოიცავდეს თავისუფლების აღკვეთას;

(ვ) განრიდების დასრულება უნდა დაგვირგვინდეს საქმის ცალსახა და საბოლოო


დახურვით. მიუხედავად იმისა, რომ კონფიდენციალური ჩანაწერები შეიძლება
შენახული იქნეს ადმინისტრაციული, გადასინჯვის, საგამოძიებო და შესწავლის
მიზნით, ისინი არ უნდა განვიხილოთ, როგორც სისხლის სამართლის მსჯავრის ან
ნასამართლეობის დოკუმენტები.

ჩარევა სასამართლო პროცესების კონტექსტში (დისპოზიცია)

19. როცა კომპეტენტური ორგანო იწყებს სასამართლო განხილვებს, გამოყენებული


უნდა იქნეს სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპები (იხ დ
პარაგრაფი ქვემოთ). არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა უნდა
იძლეოდეს სოციალური და საგანმანათლებლო ღონისძიებების გამოყენების ვრცელ
შესაძლებლობებს და ცალსახად უნდა ზღუდავდეს თავისუფლების აღკვეთის
გამოყენებას, ბავშვის დაკავების მომენტიდან, მისი სასამართლო პროცესში
მონაწილეობისას და მსჯავრის განსაზღვრისას. მონაწილე სახელმწიფოებს უნდა

9
ჰქონდეთ პრობაციის სამსახური ან მსგავსი ორგანო, რომელიც დაკომპლექტებული
იქნება გადამზადებული პერსონალით, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ
ღონისძიებების სრულ და ეფექტურ გამოყენებას, როგორიცაა ზედამხედველობა და
ხელმძღვანელობა, პრობაცია, საზოგადოებრივი მონიტორინგი ან დღის
შეტყობინების ცენტრებს ანდა პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების
შესაძლებლობას.

გ. არასრულწლოვანთა ასაკი და მართლმსაჯულების სისტემები

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი

20. დაუშვებელია იმ ბავშვებისათვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში


მიცემა, რომლებიც დანაშაულის ჩადენისას იყვნენ სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკს მიუღწეველნი. იმ ბავშვებს, რომლებსაც
დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას შეუსრულდათ სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი ან იყვნენ უფროსები, მაგრამ არა 18 წელზე
მეტის, შეიძლება ოფიციალურად წარედგინოთ ბრალი და დაექვემდებარონ
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცედურებს ბავშვის უფლებათა
კონვენციის შესაბამისად. კომიტეტი შეახსენებს მონაწილე სახელმწიფოებს, რომ
შესაბამის ასაკად ითვლება ასაკი, რა დროსაც ბავშვმა ჩაიდინა დანაშაულებრივი
ქმედება.

21. კონვენციის 40(3) მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოებს ევალებათ


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის დადგენა, თუმცა
მუხლი არ აკონკრეტებს ასაკს. 50-მდე სახელმწიფომ კონვენციის რატიფიკაციის
შემდეგ გაზარდა მინიმალური ასაკი და საერთაშორისოდ მიღებულ
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკად დადგინდა 14
წელი. მიუხედავად ამისა, მონაწილე სახელმწიფოების ანგარიშებში მითითებულია,
რომ ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ ინარჩუნებს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაუშვებლად დაბალ მინიმალურ ასაკს.

22. ბავშვის განვითარებისა და ნეირომეცნიერების სფეროებში დოკუმენტურად


დადასტურებული მონაცემების თანახმად, სიმწიფე და აბსტრაქტული მსჯელობის
უნარი ბავშვებში 12-13 წლის ასაკშიც ვითარდება გამომდინარე იქიდან, რომ მათი
ფრონტალური თავის ტვინის ქერქი ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია. შესაბამისად,
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი აცნობიერებდნენ თავიანთი მოქმედებების
შედეგებს ან ესმოდეთ სისხლის სამართლის პროცესების არსი. მათზე გავლენას
ახდენს მოწიფულობის ასაკში შესვლაც. როგორც ამას კომიტეტი თავის (2016 წლის)
N. 20 ზოგად კომენტარში აღნიშნავს, რომელიც ეხება ბავშვის უფლებების
იმპლემენტაციას მოზარდობის პერიოდში, მოზარდობა წარმოადგენს ადამიანის

10
განვითარების უნიკალურ განმსაზღვრელ ეტაპს, როცა მიმდინარეობს ადამიანის
ტვინის სწრაფი განვითარება და რაც გავლებას ახდენს რისკების მიღებაზე,
გარკვეული სახის გადაწყვეტილებების მიღებასა და იმპულსების კონტროლის
უნარზე. მონაწილე სახელმწიფოებმა ყურადღება უნდა მიაპყრონ ბოლოდროინდელ
სამეცნიერო კვლევებს და გაზარდონ მინიმალური ასაკი სულ მცირე 14 წლამდე.
გარდა ამისა, განვითარებისა და ნეირომეცნიერების დადასტურებული მონაცემების
თანახმად, მოზარდების ტვინი განაგრძობს განვითარებას 20 წლის ასაკის (beyond the
teenage years) მიღწევის შემდგომაც, რაც გავლენას ახდენს გარკვეული ტიპის
გადაწყვეტილებების მიღებაზე. ამრიგად, კომიტეტი მიესალმება იმ მონაწილე
სახელმწიფოების ძალისხმევას, რომლებშიც მოქმედებს შედარებით მაღალი
მინიმალური ასაკი მაგალითად 15 ან 16 წელი და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს
არც ერთ შემთხვევაში არ შეამცირონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
მინიმალური ასაკი თანახმად კონვენციის 41-ე მუხლისა.

23. კომიტეტი აღიარებს, რომ მიუხედავად სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის საკმარისად მაღალ დონეზე განსაზღვრისა,
ეფექტური მიდგომა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უდგება თითოეული
სახელმწიფო ამ ასაკზე უმცროს ან უფროს არასრულწლოვნებს. კომიტეტი აგრძელებს
ამ საკითხთან დაკავშირებით მონაწილე სახელმწიფოების ანგარიშების განხილვას.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის ქვემოთ მყოფ
ბავშვებს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან უნდა გაეწიოთ დახმარება და
ჰქონდეთ წვდომა საჭირო სერვისებზე და ეს ბავშვები არ უნდა იქნენ მიჩნეულნი
სისხლის სამართლის დამნაშავეებად.

24. თუ არ არსებობს ასაკის დამადასტურებელი საბუთი და შეუძლებელია იმის


დადგენა, ბავშვების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური
ასაკის ქვემოთ იმყოფება თუ ზემოთ, ბავშვს უნდა მიეცეს ნდობის შესაძლებლობა და
არ უნდა დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მინიმალური ასაკის გამონაკლისის მქონე სისტემები

25. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს არსებულ პრაქტიკებთან მიმართებაში,


რომელიც იძლევა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კიდევ უფრო
დაბალი მინიმალური ასაკის გამოყენების შესაძლებლობას ისეთ შემთხვევებში, როცა
ბავშვს ბრალად ედება სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩადენა. ასეთი
პრაქტიკები, როგორც წესი, იქმნება საზოგადოებრივ ზეწოლაზე რეაგირებისათვის
და არ ეფუძნება ბავშვის განვითარების რაციონალურ გაგებას. კომიტეტი პირდაპირი
რეკომენდაციით მიმართავს მონაწილე სახელმწიფოებს, გააუქმონ ასეთი მიდგომები
და დააწესონ ერთი სტანდარტიზებული ასაკი, რომლიც ქვემოთ მყოფ ბავშვებს არ

11
შეიძლება დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყოველგვარი
გამონაკლისის გარეშე.

ორი მინიმალური ასაკის მქონე სისტემები

26. რამდენიმე მონაწილე სახელმწიფო იყენებს სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობის ორ მინიმალურ ასაკს (მაგალითად, 7 და 14 წელს) იმ ალბათობის
გათვალისწინებით, რომ ბავშვი, რომელიც იმყოფება მცირე ან უფროს ასაკში არ
ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შესაბამისი სიმწიფის
გამოვლენამდე. თავდაპირველად შეიქმნა დამცავი სისტემის ფორმით, თუმცა
პრაქტიკაში ვერ იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის ინდივიდუალური შეფასების იდეას მეტ-ნაკლებად ჰყავს
მომხრეები, კომიტეტმა შენიშნა, რომ ის დიდ დისკრეციულ თავისუფლებას ანიჭებს
სასამართლოს და იწვევს დისკრიმინაციული პრაქტიკების დამკვიდრებას.

27. სახელმწიფოებს ევალებათ დაადგინონ ერთი კონკრეტული მინიმალური ასაკი და


უზრუნველყონ, რომ ასეთ სამართლებრივ რეფორმას შედეგად არ მოჰყვება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკთან დაკავშირებულ
რეტროგრესიული პოზიციის ჩამოყალიბება.

ბავშვები, რომლებსაც არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა


მათი განვითარების შეფერხების და ნეირო-განვითარებითი დარღვევების ან
უუნარობის გამო

28. განვითარების შეფერხების ან ნეირო-განვითარებითი დარღვევების ან


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (მაგალითად, აუტიზმის სპექტრის
დარღვევები, ნაყოფის ალკოჰოლური სპექტრის აშლილობები ან ტვინის შეძენილი
ტრავმები) საერთოდ არ უნდა მოხვდნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
სისტემაში, თუნდაც მათ მიაღწიონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
მინიმალურ ასაკს. თუ არ მოხდა ავტომატური გამორიცხვა, უნდა მოხდეს ასეთი
ბავშვების ინდივიდუალურად შეფასება.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გამოყენების სფერო

29. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა უნდა ვრცელდებოდეს


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკის ზემოთ და
დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას 18 წელს მიუღწეველ ყველა ბავშვზე.

30. კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს ყველა იმ მონაწილე სახელმწიფოს,


რომელიც ზღუდავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას
16 წლამდე (ან უფრო მცირე ასაკის) ბავშვებთან მიმართებაში ანდა უშვებს
გამონაკლისს ბავშვები ჩაითვალონ სრულწლოვან დამნაშავეებად (დანაშაულის

12
კატეგორიის გათვალისწინებით), შეცვალონ თავიანთი კანონები არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების სისტემის სრული დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების მიზნით
დანაშაულის ჩადენისას18 წლამდე პირებთან მიმართებაში (იხ. ზოგადი კომენტარი
N.20, 88-ე პუნქტი).

31. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემები ასევე უნდა გავრცელდეს იმ


ბავშვებზე, რომლებიც დანაშაულის ჩადენისას ირ იყვნენ 18 წელს მიღწეული, თუმცა
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას თუ სასჯელის განსაზღვრისას 18 წელი
შეუსრულდათ.

32. კომიტეტი მიესალმება იმ მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებიც ზოგადი წესის


ან გამონაკლისის სახით, უშვებენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის
გამოყენებას 18 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვებთან მიმართებაში. ამგვარი მიდგომა
შეესაბამისობაშია განვითარების და ნეირომეცნიერების მტკიცებულებებს, რომლებიც
გვიჩვენებს, რომ ტვინის განვითარება გრძელდება ოცი წლის შემდგომ წლებშიც.

დაბადების მოწმობები და ასაკის განსაზღვრა

33. ბავშვს, რომელსაც არ აქვს დაბადების მოწმობა სახელმწიფოს მიერ


დაუყოვნებლივ და სრულიად უფასოდ უნდა მიეცეს ასეთი მოწმობა, როცა
აუცილებელია ბავშვის ასაკის დადასტურება. თუ დაბადების მოწმობით არ
დასტურდება ბავშვის ასაკი, კომპეტენტური ორგანო ვალდებულია მოიძიოს ყველა
სახის დოკუმენტაცია, რომლითაც შეიძლება დადგინდეს ასაკი, მათ შორის
დაბადების რეგისტრაცია, ამონაწერი სამოქალაქო რეესტრიდან, ნათლობის ან
შესაბამისი დოკუმენტებიდან ან სკოლის საბუთებიდან. დოკუმენტები ჩაითვლება
ნამდვილად, თუ არ არსებობს საპირისპირო მტკიცებულება. კომპეტენტური
ორგანოებმა უნდა აწარმოონ მშობლებთან გასაუბრება ან მათი გამოკითხვა ბავშვის
ასაკთან დაკავშირებით ანდა მასწავლებლებს ან რელიგიურ და სათემო ლიდერებს
მისცენ უფლება დაადასტურონ ბავშვის ასაკი.

34. თუ მხოლოდ ზემოთხსენებული ღონისძიებებით შეუძლებელია ბავშვის ასაკის


განსაზღვრა, მაშინ უნდა მოხდეს ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური
განვითარების შეფასება, რომელსაც ჩაატარებს სპეციალიზებული პედიატრი ან სხვა
პროფესიონალი პირი, რომელსაც აქვს განვითარების სხვადასხვა სპექტრის შეფასების
უნარ-ჩვევები. ასეთი შეფასებები უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ, ბავშვზე,
გენდერზე და შესაბამის კულტურაზე მორგებული სენსიტიური ფორმით, რაც
გულისხმობს ბავშვებს, მშობლებსა და აღმზრდელებს შორის იმ ენაზე საუბარს,
რომელიც გასაგებია ბავშვისათვის. სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ მხოლოდ
სამედიცინო მეთოდების გამოყენებისაგან, კერძოდ არ უნდა დაეყრდნონ ძვლებისა
და სტომატოლოგიურ ანალიზებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მცდარია

13
არაერთხელ აღმოჩენილი უზუსტობების გამო და ტრავმულიც კი შეიძლება
აღმოჩნდეს. სასურველია შეფასების ნაკლებ ინვაზიური მეთოდის გამოყენება.
არადამაჯერებელი მტკიცებულების არსებობისას ეჭვი ბრალდებულის
სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ღონისძიებების გაგრძელება

35. კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას, რომ ბავშვები რომლებსაც განრიდების


პროგრამის ან არასაპატიმრო ან აღმკვეთი ღონისძიებების დასრულებამდე
შეუსრულდათ 18 წელი უნდა მიეცეთ პროგრამის ან ღონისზიების დასრულების ან
სასჯელის მოხდის უფლება, და არ უნდა იქნენ გადაყვანილნი სრულწლოვანთა
ცენტრებში.

18 წლამდე ან მის შემდგომ ან სრულწლოვან პირებთან ერთად ჩადენილი


დანაშაულებრივი ქმედებები

36. იმ შემთხვევებში, როცა ახალგაზრდა პირი ჩადის რამდენიმე დანაშაულს,


რომელთაგან ზოგი ჩადენილია 18 წლამდე და ზოგი მის შემდგომ, მონაწილე
სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ ყველა იმ პროცედურული წესების
განხორციელება რომლებიც უშვებს არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის
გამოყენების ალბათობას ყველა ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში, როცა
არსებობს ამის დასაბუთებული საფუძველი.

37. ისეთ შემთხვევებში, როცა ბავშვი სჩადის დანაშაულს ერთ ან მეტ ზრდასრულ
პირთან ერთად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის პროცედურები
ვრცელდება მხოლოდ ბავშვზე, მიუხედავად იმისა ისინი სასამართლოში
წარსდგებიან ერთად თუ ცალ-ცალკე.

დ. სამართლიანი სასამართლოს გარანტიები

38. კონვენციის 40 (2) მუხლი მოიცავს იმ უფლებებისა და გარანტიების ჩამონათვალს,


რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვის მიმართ სამართლიან მოპყრობასა და
მიუკერძოებელ სასამართლოს (ასევე იხ. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების
საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლი). უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ
მინიმალური სტანდარტებია. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ და უნდა
ეცადონ უფრო მაღალის სტანდარდების დამკვიდრება და დაცვა.

39. კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების


სისტემაში მომუშავე პროფესიონალთა უწყვეტი და სისტემატური გადამზადების
მნიშვნელობას ხსენებული გარანტიების განხორცილების უზრუნველსაყოფად. ასეთ
პროფესიონალებს უნდა შეეძლოთ ინტერდისციპლინურ ჯგუფებთან მუშაობა და
კარგად იყვნენ ინფორმირებული ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური,

14
ფსიქოლოგიური, გონებრივი და სოციალური განვითარების, ასევე
მარგინალიზებული ბავშვების განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ.

40. დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიების გამოყენება აუცილებელია


სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრისთანავე და
მთელი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მაშინ როდესაც ბავშვთა
ნებისმიერი ჯგუფის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია მოითხოვს ქმედით
კომპენსაციას. კერძოდ, გენდერულ-სენსიტიური მიდგომა უნდა განხორცილდეს იმ
გოგონებისა და ბავშვებისადმი, რომლებიც დისკრიმინაციას განიცდიან სექსუალური
ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით. აუცილებელია შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული მართლმსაჯულების
სივრცეებით (accommodation) უზრუნველყოფა, რაც შესაძლოა გულისხმობდეს
ფიზიკურ წვდომას სასამართლო და სხვა შენობებზე, შეზღუდული ფიზიკური
შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდაჭერას, მათი დახმარება კომუნიკაციის და
დოკუმენტების გაცნობის პროცესში და ჩვენების მიცემის პროცედურული
საკითხების ბავშვზე ადაპტირება.

41. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ კანონმდებლობის აღსრულება


და იმ პრაქტიკების დამკვიდრება, რომლებიც იცავენ ბავშვთა უფლებებს
მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრის მომენტიდან, მათ შორის გაჩერების,
გაფრთხილების ან დაკავებისას, პოლიციის განყოფილებაში ან სხვა სამართალდამცავ
ორგანოებში პატიმრობაში ყოფნისას, ასევე პოლიციის განყოფილებიდან ან
განყოფილებაში გადაყვანისას, დაკავების იზოლატორში ან სასამართლო შენობაში
გადაყვანისას, აგრეთვე დაკითხვის, ჩხრეკისა ან მტკიცებულებათა ნიმუშების
აღებისას. ჩანაწერები უნდა ინახებოდეს ადგილზე და ბავშვის საქმის ყველა ფაზასა
და პროცესში.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების უკუძალის გამოყენების დაუშვებლობა (40


(2) (ა) მუხლი)

42. არცერთი ბავშვი არ შეიძლება ჩაითვალოს დამნაშავედ რომელიმე სისხლის


სამართლის დანაშაულისათვის, რომელიც ეროვნული თუ საერთაშორისო
კანონმდებლობის შესაბამისად არ წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივ
დანაშაულს ასეთი დანაშაულის ჩადენისას. მონაწილე სახელმწიფოებმა, რომლებიც
ავრცობენ თავიანთი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის დებულებებს
ტერორიზმის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, უნდა
უზრუნველყონ, რომ აღნიშნული ცვლილებები არ გამოიწვევს არასრულწლოვანთა
რეტროსპექტულ ან უნებლიედ დასჯას. არ ერთი ბავშვებო არ უნდა დაისაჯოს იმაზე
მეტად ვიდრე ამას დანაშაულის ჩადენისას ითვალისწინებდა კანონი, და თუ კანონში

15
შესული ცვლილებები ითვალისწინებს უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენებას, მაშინ
ბავშვმა უნდა ისარგებლოს ამ პრივილეგიით.

უდანაშაულობის პრეზუმფცია (40 (2) (ბ) (ი) მუხლი)

43. უდანაშაულობის პრეზუმფცია მოითხოვს, რომ მტკიცების ტვირთი დაეკისროს


ბრალდების მხარეს მიუხედავად დანაშაულის ხასიათისა. ეჭვი უნდა გადაწყდეს
ბავშვის სასარგებლოდ და დამნაშავედ ჩაითვლება გონივრულ ეჭვს მიღმა
სტანდარტის გამოყენებით დამტკიცების შემთხვევაში. ბავშვის მიერ საეჭვო ქცევა არ
შეიძლება გახდეს დანაშაულის დაშვების საფუძველი, რადგან ეს შეიძლება
გამოწვეული იყოს პროცესის არასათანადო გაგების, მოუმწიფებლობის, შიშის ან სხვა
მიზეზებით.

მოსმენის უფლება (მუხლი 12)

44. კომიტეტი (2009 წლის) N. 12 ზოგადი კომენტარის 57-ე და 64-ე მუხლებში


განმარტავს, რომ ბავშვს აქვს უფლება მოუსმინონ მართლმსაჯულების სისტემაში.

45. მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრისთანავე ბავშვებს აქვთ უფლება


მოუსმინონ უშუალოდ, არამხოლოდ წარმომადგენლის მეშვეობით საქმის განხილვის
ნებისმიერი სტადიაზე. ბავშვს ასევე აქვს დუმილის უფლება და დაუშვებელია რაიმე
საპირისპირო დასკვნის გაკეთება თუ ბავშვი ირჩევს დუმილს.

ქმედითი მონაწილეობა სამართალწარმოებაში (მუხლი 40 (2) (ბ) (iv))

46. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკს გადაცილებული


ბავშვი უფლებამოსილი უნდა იყოს მონაწილეობა მიიღოს არასრუწლოვანთა
მართლმსაჯულების პროცესში. ეფექტური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად
აუცილებელია ბავშვს დახმარება გაუწიონ პრაქტიკოსებმა, რათა ბავშვმა გაითავისოს
ბრალდება და მისი შესაძლო შედეგები და ვარიანტები, რომლებსაც შეიძლება
კანონიერმა წარმომადგენელმა (legal representative) მიმართოს, მოწმის დაკითხვის,
ჩვენების მიცემის ან მტკიცების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას,
ანდა სხვა ღონისძიებების დაწესებისას. პროცესი უნდა წარიმართოს ბავშვისათვის
გასაგებ ენაზე ანდა უფასო თარჯიმნის დახმარებით. პროცესი უნდა ჩატარდეს ისეთ
გარემოში, სადავ ბავშვი შეძლებს სრულფასოვან მონაწილეობას. არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების სისტემაში განვითარებული მოვლენები ხელს უწყობს ბავშვზე
მორგებული ენის გამოყენებას საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, ბავშვზე
მორგებული გასაუბრების სივრცეებისა და სასამართლო დარბაზის
ხელმისაწვდომობას, უფროსების შესაბამის მხარდაჭერას, შიშისმომგვრელი
იურიდიული აქსესუარების გამოუყენებლობას და პროცესის ადაპტირებას, მათ
შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის.

16
ბრალის შესახებ ინფორმაციის დროული და პირდაპირი მიწოდება (მუხლი 40 (2) (ბ)
(ii))

47. ყოველ ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს სწრაფი და პირდაპირი ინფორმაცია მის
წინააღმდეგ წაყენებული ბრალის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში მისი მშობლის ან
მეურვის მიერ). სწრაფი ინფორმაცია გულისხმობს ბავშვის მართლმსაჯულების
სისტემაში მოხვედრის უშუალო მომენტს. მშობლებისთვის შეტყობინება არ უნდა
იქნეს უგულებელყოფილი მოუხერხებლობის თუ რესურსების სიმცირის მიზეზით.
ბავშვები, რომლებიც განრიდებულნი არიან ბრალის წაყენების სტადიაზე
ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ თავიანთი სამართლებრივი არჩევანის შესახებ და
სრულად უნდა იქნეს დაცული მათი სამართლებრივი გარანტიები.

48. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვი სრულად


იაზრებდეს ბრალს, არჩევანს და პროცესს. ბავშვისთვის ოფიციალური დოკუმენტის
წარდგენა არ არის საკმარისი და აუცილებელია მისი ზეპირი განმარტება.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს დოკუმენტის გაგებაში უნდა ეხმარებოდნენ
მშობლები ან შესაბამისი ზრდასრული პირები, უფლებამოსილმა ორგანოებმა არ
უნდა მიანდონ ბრალის გაცნობა მხოლოდ ასეთ პირებს.

იურიდიული ან სხვა შესაბამისი დახმარება (მუხლი 40 (2) (ბ) (ii))

49. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვის მიერ გარანტირებული


იურიდიული და სხვა შესაბამისი დახმარების მიღება პროცესის დაწყებისთანავე,
დაცვის მომზადებისა და განხორციელების პროცესში, მანამ სანამ გასაჩივრების ან/და
გადასინჯვის ყველა საშუალება არ ამოიწურება. კომიტეტი თხოვნით მიმართავს
მონაწილე სახელმწიფოებს გააუქმონ ნებისმიერი დათქმა, რომელიც გაკეთებულია 40
(2) (ბ) (ii) მუხლთან მიმართებაში.

50. კომიტეტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ მრავალი ბავშვის მიმართ აღძრულია
სისხლის სამართლებრივი საქმე სასამართლო, ადმინისტრაციულ ან სხვა საჯარო
ორგანოებში, და მათ აღკვეთილი აქვთ თავისუფლება ყოველგვარი იურიდიული
წარმომადგენლობის (legal representation) უფლების გამოყენების გარეშე. კომიტეტი
აღნიშნავს, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 14
(3) (დ) მუხლის შესაბამისად, იურიდიული წარმომადგენლობის (legal representation)
უფლება წარმოადგენს ყველა ადამიანის მინიმალურ გარანტიას სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების სისტემაში, და ეს თანაბრად უნდა ეხებოდეს ბავშვებს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუხლი პირს აძლევს შესაძლებლობას თავად
დაიცვას საკუთარი თავი, თუ ამას მართლმსაჯულების ინტერესების მოითხოვს პირს
უნდა გაეწიოს იურიდიული დახმარება.

17
51. ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის
გამო, რომ ბავშვების ვერ იღებენ სათანადო დაცვას როგორც ეს ზრდასრული
პირებისათვისაა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით. კომიტეტი
რეკომენდაციით მიმართვას მონაწილე სახელმწიფოებს ბავშვებს გაუწიონ ქმედითი
და უფასო იურიდიული წარმომადგენლობა (legal representation) რომელთაც
წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სასამართლო,
ადმინისტრაციულ ან სხვა საჯარო დაწესებულებაში. არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების სისტემა არ უნდა უშვებდეს ბავშვების მიერ იურიდიულ
წარმომადგენლობაზე უარის თქმას თუ ასეთ უარზე გადაწყვეტილება მიღებულია
ნებაყოფლობით და მიუკერძოებელი სასამართლო ზედამხედველობით.

52. თუ ბავშვები ჩართულები არიან განრიდების პროგრამებსა და ისეთ სისტემებში,


რომლებიც არ ითვალისწინებენ მსჯავრის დადებას, ნასამართლეობას ან
თავისუფლების აღკვეთას, სათანადოდ გადამზადებული პირების მიერ „სხვა
სათანადო დახმარება“ შეიძლება ჩაითვალოს დახმარების გაწევის მისაღებ ფორმად,
მიუხედავად ამისა, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვებისთვის
იურიდიული წარმომადგენლობის (legal representation) გაწევა საქმის განხილვის
ნებისმიერ სტადიაზე 41-ე მუხლის შესაბამისად. თუ დასაშვებია სხვა შესაბამისი
დახმარების გაწევა, მაშინ პირი, რომელიც ახორციელებს ამგვარ დახმარებას
ვალდებულია ფლობდეს საკმარის ცოდნას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
პროცესის სამართლებრივი ასპექტების შესახებ და გაიაროს შესაბამისი ტრენინგი.

53. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 14 (3) (ბ) მუხლის


თანხმად, დაცვის მომზადებისთვის უნდა იყოს საკმარისი დრო და შესაძლებლობა
უზრუნველყოფილი. ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით გარანტირებულია
ბავშვსა და მის იურიდიულ წარმომადგენელს (legal representative) ან სხვა დამხმარე
პირს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობა (40 (2) (ბ) (vii) მუხლით და მე-16
მუხლით ბავშვის პირადი ცხოვრებისა და კორესპონდენციის საიდუმლოების
უფლებაში ჩარევის აკრძალვა).

დაუყოვნებელი გადაწყვეტილებების მიღება მშობლები ან კანონიერი მეურვეების


მეშვეობით (მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტი (iii))

54. კომიტეტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენასა და პროცესის


დასრულებას შორის პერიოდი უნდა იყოს მაქსიმალურად მცირე. რაც უფრო დიდი ეს
პერიოდი, მით უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ საპასუხო ქმედება კარგავს
სასურველ შედეგს.

55. კომიტეტი რეკომენდაციით მიმართვას მონაწილე სახელმწიფოებს დააწესონ და


აღასრულონ დროის ლიმიტი დანაშაულის ჩადენასა და პოლიციის გამოძიების

18
დასრულებას, პროკურორის (ან სხვა კომპეტენტური ორგანოს) გადაწყვეტილებას
ბრალის წარდგენის თაობაზე და სასამართლოს ან მართლმსაჯულების სხვა ორგანოს
საბოლოო გადაწყვეტილებას შორის. აღნიშნული დროის ლიმიტი უნდა იყოს
გაცილებით მცირე ვიდრე ეს არის სრულწლოვან პირებთან მიმართებაში, რომელიც
გულისხმობს სამართლებრივი გარანტიები სრულ დაცვას. ანალოგიური სწრაფი
დროის ლიმიტი უნდა იქნეს გამოყენებული განრიდების ღონისძიების
გამოყენებისას.

56. მშობლები ან კანონიერი მეურვეები უნდა დაესწრონ პროცესის მიმდინარეობას.


თუმცა, მოსამართლემ ან კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება მიიღოს
გადაწყვეტილება მათის პროცესებზე დასწრების შეზღუდვის, დაშვების ან
დაუშვებლობის შესახებ ბავშვის ან მისი იურიდიული (legal assistant) ან სხვა
შესაბამისი დამხმარე პირის მოთხოვნის საფუძველზე ან იმ მიზეზით, რომ
აღნიშნული არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

57. კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს მონაწილე სახელმწიფოებს მიიღონ


პირდაპირი კანონი მშობლების ან კანონიერი მეურვეების სამართალწარმოებაში
მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, რადგან მათ შეუძლიათ ბავშვი უზრუნველყონ
ზოგადი ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერით და წვლილი შეიტანონ
ქმედითი შედეგების დადგომაში. კომიტეტი ასევე აღიარებს, რომ უამრავი ბავშვი
არაფორმალურად ცხოვრობს ნათესავებთან, რომლებიც არც მშობლები არიან და არც
კანონიერი მეურვეები, და რომ კანონებმა უნდა უზრუნველყონ ნამდვილი
აღმზრდელების შესაძლებლობა დახმარება გაუწიონ ბავშვებს სასამართლო
პროცესებში, თუ ამის გაკეთება არ შეუძლიათ მშობლებს.

თავისუფლება იძულებითი თვით-დისკრიმინაციისგან (მუხლი 40 (2) (ბ) (iv))

58. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვის მიერ ჩვენების


მიცემა ან ბრალიას აღიარება არ მოხდეს იძულებით. ბავშვის წამება ან მის მიმართ
განხორციელებული სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ბრალის
აღიარების მიზნით წარმოადგენს ბავშვის უფლებების მძიმე დარღვევას (ბავშვის
უფლებათა კონვენციის 37 (ა) მუხლის შესაბამისად). დაუშვებელია ასეთი გზით
მოპოვებული აღიარების მტკიცებულებად გამოყენება (კონვენცია წამებისა და სხვა
სახის სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის და სასჯელის
წინააღმდეგ, მე-15 მუხლი).

59. ყოვლად დაუშვებელია ბავშვის იძულება მისცეს აღიარებითი ან თვით-


დისკრიმინაციული ჩვენება. ტერმინი „იძულებითს“ უნდა მიეცეს ფართო
ინტერპრეტაცია და არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ფიზიკური ძალით. ყალბი
აღიარების მიცემის რისკი იზრდება ბავშვის ასაკისა და განვითარების,

19
გაუთვითცნობიერებლობის, დაუდგენელი შედეგების შიშით, მათ შორის
პატიმრობის ალბათობის აგრეთვე დაკითხვის ხანგრძლივობისა და გარემოებების
გამო.

60. ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა იურიდიულ ან სხვა შესაბამის დახმარებაზე, და


დაკითხვის დროს მას უნდა დაეხმაროს მშობელი, კანონიერი მეურვე ან სხვა
სათანადო სრულწლოვანი პირი. სასამართლომ ან სხვა სასამართლო ორგანომ,
როდესაც განიხილება ბავშვის მიერ დაშვების ან აღიარების ნებაყოფლობითობა და
სანდოობა, უნდა გაითვალისწინოს ყველა ფაქტორი, მათ შორის ბავშვის ასაკი და
სიმწიფე, დაკითხვის ხანგრძლივობა ან პატიმრობა და მშობლის
(მშობლების),მეურვის ან სათანადო სრულწლოვანი პირის მხრიდან იურიდიული ან
სხვა მიუკერძოებელი დახმარების ხელმისაწვდომობა. პოლიციის თანამშრომლები
და სხვა საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები შესაბამისად უნდა იყვნენ
გადამზადებულნი, რომ გამოიყენონ დაკითხვის ტექნიკა და პრაქტიკა, რომლებსაც
შედეგად მოსდევთ იძულებითი ან არასარწმუნო აღიარება ან ჩვენება, ხოლო
აუდიოვიზუალური ტექნიკა გამოყენებული უნდა იქნეს რამდენადაც ეს
შესაძლებელია.

მოწმის დასწრება და დაკითხვა (მუხლი 40 (2) (ბ) (iv))

61. ბავშვებს აქვთ უფლება გამოკითხონ მოწმეები (examine witnesses) რომლებიც მათ
წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს და ჩართონ მოწმეები თავიანთი დაცვის პროცესში,
ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესები ხელს უნდა უწყობდეს
ბავშვების თანასწორუფლებიან მონაწილეობას იურიდიული დახმარების გაწევით.

გადასინჯვის ან გასაჩივრების უფლება (მუხლი 40 (2) (ბ) (v))

62. ბავშვს აქვს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ზემდგომი


ორგანოს ან სასამართლოს მიერ კანონის თანახმად შესაბამისი განაჩენის და მასთან
დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ღონისძიების გადასინჯვის უფლება.
გადასინჯვის ხსენებული უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულებით. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა იმსჯელონ გადასინჯვის
ავტომატური ღონისძიებების შემოღების საკითხებზე, განსაკუთრებით ისეთ
შემთხვევებში, რასაც პირის ნასამართლეობა ან თავისუფლების აღკვეთა მოსდევს.
გარდა ამისა, მართლმსაჯულებაზე წვდომა მოითხოვს უფრო ვრცელ
ინტერპრეტაციას, განხილვის ან გასაჩივრების დასაშვებობას ნებისმიერი
პროცესუალური ან არსებითი ცდომილების შემთხვევაში და ეფექტიანი
სამართლებრივი დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობას.6

6
ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია 25/6.

20
63. კომიტეტი რეკომენდაციით მიმართვას მონაწილე სახელმწიფოებს გააუქმონ 40 (2)
(ბ) (v) მუხლთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი დათქმა.

თარჯიმნის უფასო დახმარება (მუხლი 40 (2) (ბ) (v))

64. ბავშვს, რომელსაც არ ესმის ან ვერ ლაპარაკობს არასრულწლოვანთა


მართლმსაჯულების სისტემაში გამოყენებულ ენაზე აქვს უფლება ისარგებლოს
თარჯიმნის დახმარებით საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. ასეთ თარჯიმნებს
უნდა ჰქონდეთ გავლილი გადამზადება ბავშვებთან მუშაობის საკითხებზე.

65. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სათანადოდ გადამზადებული


პროფესიონალების მხრიდან ადეკვატური და ეფექტიანი დახმარების გაეწევა იმ
ბავშვებისათვის, რომლებსაც აქვთ კომუნიკაციის დამყარების ბარიერი.

პირადი ცხოვრების სრული დაცვა (მუხლი 16 და მუხლი 40 (2) (ბ) (vii))

66. ბავშვის პირადი ცხოვრების სრული პატივისცემა საქმის განხილვის ყველა


სტადიაზე გათვალისწინებულია მუხლით 40 (2) (ბ) (vii), რომელიც განხილულ უნდა
იქნეს მე-16 და მე-40 (1) მუხლთან მიმართებაში.

67. მონაწილე სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ არასრულწლოვანთა


მართლმსაჯულებაში სასამართლო მოსმენების დახურულ კარს მიღმა გამართვის
წესს. გამონაკლისი შემთხვევები უნდა იყოს ძალიან შეზღუდული და ცალსახად
მითითებული კანონში. თუ განაჩენის ან/და მსჯავრის გამოცხადება მოხდება
საჯაროდ სასამართლო სხდომაზე, ბავშვის ვინაობა არ უნდა გამოცხადდეს. გარდა
ამისა, პირადი ცხოვრების უფლება ასევე გულისხმობს ბავშვის სასამართლო
ფაილებისა და ჩანაწერების მკაცრად კონფიდენციალურობას და გაუმჟღავნებლობას
მესამე პირებისათვის გარდა იმ პირებისა, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი
საქმის გამოძიებაში, სასამართლო გადაწყვეტილებისა და დადგენილების
გამოტანაში.

68. ბავშვებთან დაკავშირებული პრეცედენტული სამართლის ჩანაწერები უნდა


დარჩეს ანონიმური, ანალოგიური წესი ვრცელდება ასეთი საქმეების ონლაინ
განთავსებასთან დაკავშირებით.

69. კომიტეტი რეკომენდაციით მიმართვას სახელმწიფოებს თავის შეიკავონ


დამნაშავეთა საჯარო რეესტრში ბავშვის, ან იმ პირის შესახებ დეტალური
ინფორმაციის განთავსებისგან, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იყო
არასრულწლოვანი. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ასეთი დეტალების შეტანა სხვა
რეესტრებში, რომლებიც არ არის საჯარო, თუმცა ხელს უშლის ბავშვის წვდომას
რეინტეგრაციის შესაძლებლობებზე.

21
70. კომიტეტის თვალთახედვით აუცილებელია არსებობდეს ბავშვების მიერ
ჩადენილი დანაშაულის გამოქვეყნების დაცვა მთელი ცხოვრების მანძილზე.
გამოუქვეყნებლობის წესისა და 18 წლის ასაკის შემდეგ მისი გაგრძელების
ლოგიკური დასაბუთება კი არის ის, რომ გამოქვეყნებას მოსდევს მუდმივი
სტიგმატიზაცია, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის განათლებაზე, სამსახურზე,
საცხოვრებელსა და უსაფრთხოებაზე. აღნიშნული აფერხებს ბავშვის რეინტეგრაციას
და საზოგადოებაში მის მიერ კონსტრუქციული როლის შესრულებას. ამრიგად,
მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ პირადი ცხოვრების
კონფიდენციალურობის ზოგადი წესის დაცვა მთელი სიცოცხლის მანძილზე
ნებისმიერი ტიპის მედიის, მათ შორის სოციალური მედიისაგან.

71. გარდა ამისა, კომიტეტი რეკომენდაციით მიმართვას მონაწილე სახელმწიფოებს


უზრუნველყონ წესების შემოღება ბავშვებისათვის ნასამართლეობის ავტომატურად
მოხსნის შესახებ მათ მიერ სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას, ანდა გამონაკლის
შემთხვევებში შემდგომი დამოუკიდებელი განხილვის გზით.

ე. ღონისძიებები7

განრიდება საქმის განხილვის მიმდინარეობისას

72. ბავშვის მართლმსაჯულების სისტემაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება არ


გულისხმობს მაინცდამაინც მის მიერ ფორმალური სასამართლო პროცესის გავლას.
ზემოთ მოყვანილ IV.B ნაწილში მოცემული დაკვირვებების შესაბამისად, კომიტეტი
ხაზგასმით აღნიშნავს კომპეტენტური ორგანოების ვალდებულებას - ქვეყნების
უმეტესობაში ასეთი ვალდებულება აქვს სახალხო პროკურორს - მუდმივად
განიხილავდნენ სასამართლო პროცესის ან მსჯავრის დადების თავიდან აცილების
შესაძლებლობებს განრიდებისა და სხვა ღონისძიებების მეშვეობით. სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, განრიდების შეთავაზება უნდა მოხდეს მართლმსაჯულების
სისტემასთან კონტაქტისთანავე და სასამართლო პროცესის დაწყებამდე, რომელიც
ხელმისაწვდომი იქნება მთელი პროცესის მიმდინარეობისას. განრიდების პროცესის
შეთავაზებისას, სრულად უნდა იქნეს დაცული ბავშვის ადამიანის უფლებები და
სამართლებრივი გარანტიები, განრიდების ღონისძიებების ხასიათისა და
ხანგრძლივობის გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება იყოს გამოწვევებით
აღსავსე და აუცილებელი გახდეს იურიდიული ან სხვა შესაბამისი დახმარების
გაწევა. განრიდება ბავშვს უნდა წარედგინოს როგორც ფორმალური სასამართლო
პროცესის შეჩერების საშუალება, რომლის შეიძლება შეწყდეს განრიდების პროგრამის
წარმატებით განხორციელების შემთხვევაში.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებები

7
იხ. ზემოთ ხსენებული IV.B ნაწილი

22
73. კონვენციის მე-40 მუხლის (ხსენებულიIV.D ნაწილი) მიხედვით ჩატარებული
საქმის განხილვის შემდგომ, გადაწყვეტილება მიიღება სასჯელის დანიშვნის შესახებ.
კანონი უნდა ითვალისწინებდეს მრავალფეროვან არა-საპატიმრო ღონისძიებების და
ცალსახად უნდა ენიჭებოდეს უპირატესობა ამგვარი ღონისძიებების გამოყენებას,
რათა თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული იქნეს მხოლოდ როგორც უკიდურესი
ზომა და მაქსიმალურად მოკლე დროით.

74. არსებობს არა-საპატიმრო ღონისძიებების გამოყენებისა და აღსრულების მრავალი


საშუალება, მათ შორის აღდგენითი მართლმსაჯულება. მონაწილე სახელმწიფოებმა
უნდა ისარგებლონ ამ გამოცდილებით და შეიმუშაონ და განახორციელონ ასეთი
ღონისძიებები თავიანთ კულტურასთან და ტრადიციებთან ადაპტირების გზით.
ცალსახად უნდა აიკრძალოს და დასჯადი გახდეს იმ ღონისძიებების გამოყენება,
რომლებიც გულისხმობს იძულებით შრომას ან წამებას ან არაადამიანურ და
დამამცირებელ მოპყრობას.

75. კომიტეტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ფიზიკური დასჯა როგორც სასჯელის
ფორმა აკრძალულია კონვენციის 37 (ა) მუხლის თანახმად, რომელიც კრძალავს
ნებისმიერი ფორმის სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას
(აგრეთვე იხილეთ კომიტეტის ზოგადი კომენტარი N. 88 (2006) ბავშვის ფიზიკური
დასჯისა და სხვა სასტიკი ან დამამცირებელი სასჯელისგან დაცვის შესახებ).

76. კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეაგირება დანაშაულზე ყოველთვის


პროპორციული უნდა იყოს არამხოლოდ დანაშაულის გარემოებების და სიმძიმის,
არამედ პირადი მახასიათებლების (ასაკი, მსუბუქი დამნაშავეობა, გარემოებები და
საჭიროებები, ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები) და საზოგადოების
სხვადასხვა და განსაკურებით გრძელვადიანი საჭიროებებისა. მკაცრი სადამსჯელო
მიდგომა არ შეესაბამება კონვენციის 40 (1) მუხლში გაწერილ არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების პრინციპებს. როდესაც ბავშვების მიერ ჩადენილია მძიმე
დანაშაული, შეიძლება გათვალისწინებული იქნეს დამნაშავის გარემოებებისა და
დანაშაულის სიმძიმის პროპორციული ღონისძიებები, მათ შორის საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა და სანქციების საჭიროება. უპირველესი ყურადღება უნდა
გამახვილდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, ასევე ბავშვის საზოგადოებაში რე-
ინტეგრაციის აუცილებლობაზე.

77. კომიტეტი, აღიარებს რა ბავშვებისა და მოზარდებისათვის თავისუფლების


აღკვეთით მიყენებულ ზიანს და მის უარყოფით შედეგებს მათი საზოგადოებაში
წარმატებული რეინტეგრაციის კუთხით, რეკომენდაციას აძლევს მონაწილე
სახელმწიფოებს, რომ განსაზღვრონ მაქსიმალური სასჯელის ზომა დანაშაულში
ბრალდებული ბავშვებისადმი, რაც ასახავს „რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის“
პრინციპს (ბავშვის უფლებათა კონვენციის 37 (ბ) მუხლი).

23
78. სავალდებულო მინიმალური სასჯელები არ მოდის შესაბამისობაში
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროპორციულობის პრინციპთან და
მოთხოვნასთან, რომ ბავშვის დაკავება უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ უკიდურეს
ზომას რაც შეუძლება ნაკლები პერიოდით. სასამართლოს მიერ ბავშვისათვის
მსჯავრის დადება უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან; დისკრეციული მინიმალური
სასჯელის სისტემაც კი აფერხებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის
განხორციელებას.

სიკვდილით დასჯის აკრძალვა

79. კონვენციის 37 (ა) მუხლი ასახავს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის მიერ


დაწესებულ აკრძალვას იმ პირის სიკვდილით დასჯის შესახებ, რომელიც
დანაშაულის ჩადენისას არ იყოს 18 წლის. ზოგიერთი მონაწილე სახელმწიფო
მიიჩნევს, რომ წესი კრძალავს მხოლოდ იმ პირების სიკვდილით დასჯას, რომლებსაც
სასჯელის აღსრულების დროისთვის არ მიუღწევიათ 18 წლისთვის. სხვა
სახელმწიფოები კი სიკვდილით დასჯას აყოვნებენ 18 წლამდე. კომიტეტი კიდევ
ერთხელ აღნიშნავს, რომ ცალსახა და გადამწყვეტი კრიტერიუმია დანაშაულის
ჩადენისას არსებული ასაკი. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს სარწმუნო და
დასაბუთებული მტკიცება იმის თაობაზე, რომ დანაშაულის ჩადენისას პირი იყო 18
წლამდე ასაკის, მას შეუძლია ისარგებლოს უდანაშაულობის პრეზუმფციით და
გაუქმდეს სიკვდილით დასჯა.

80. კომიტეტი მოუწოდებს ზოგიერთ მონაწილე სახელმწიფოს, რომლებსაც ჯერ


კიდევ არ გაუუქმებიათ სიკვდილით დასჯა იმ პირისადმი, რომელიც დანაშაულის
ჩადენისას არ იყო სრულწლოვანი, დაუყოვნებლივ გააუქმონ ის ყოველგვარი
გამონაკლისის გარეშე. სიკვდილით დასჯის დაწესება იმ პირის მიმართ, რომელიც
დანაშაულის ჩადენისთვის არ იყო 18 წელს მიღწეული, უნდა შემსუბუქდეს იმგვარი
სასჯელით რომელიც სრულად შეესაბამება კონვენციას.

უვადო პატიმრობის დაუშვებლობა ვადამდელი გათავისუფლების გარეშე

81. არც ერთ ბავშვს, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იყო 18 წლამდე ასაკის, არ
შიძლება მიესაჯოს უვადო პატიმრობა ვადამდელი გათავისუფლების
შესაძლებლობის გარეშე. პატიმრობის პერიოდი ვადამდე გათავისუფლების
განხილვამდე უნდა იყოს არსებითად მოკლე და რეალისტური ვიდრე ეს
გათვალისწინებულია სრულწლოვანი პირების მიმართ და მუდმივად უნდა
ხდებოდეს ვადამდელი გათავისუფლების საკითხის განხილვა. კომიტეტი შეახსენებს
მონაწილე სახელმწიფოებს, რომ ბავშვებისადმი უვადო პატიმრობის შეფარდებისას
ვადამდელი გათავისუფლების დაშვებით და ამ სასჯელის გამოყენებისას ისინი უნდა
ცდილობდნენ კონვენციის 40 (1) მუხლის მიზნების განხორციელებას. ეს კი

24
გულისხმობს იმას, რომ უვადო პატიმრობა მსჯავრდებულ ბავშვს უნდა ჰქონდეს
წვდომა განათლებაზე, მკურნალობისა და მზრუნველობის მიღებაზე, რომელიც
მიზნად ისახავს მის გათავისუფლებას, რე-ინტეგრაციასა და კონსტრუქციული
როლის შესრულებას საზოგადოებაში. აღნიშნული ასევე მოითხოვს ბავშვის
განვითარებისა და პროგრესის რეგულარულ გადახედვას, რათა მიღებული იქნეს
გადაწყვეტილება მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. უვადო პატიმრობა
აფერხებს ან საერთოდ შეუძლებელს ხდის, რეინტეგრაციის მიზნების მიღწევას.
კომიტეტი მიუთითებს 2015 წლის ანგარიშზე, რომელშიც სპეციალური
წარმომადგენელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის ან სასჯელის შესახებ აღნიშნავს, რომ უკიდურესად არაპროპორციულია
უვადო პატიმრობა და ხანგრძლივი სასჯელი, მათ შორის სასჯელის დანიშვნა მათი
თანამიმდევრული მოხდით, და შესაბამისად, წარმოადგენს ბავშვების მიმართ
ჩადენილ სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ ქმედებას (A/HRC/28/68,74-ე
მუხლი). კომიტეტი პირდაპირი რეკომენდაციით მიმართვას მონაწილე
სახელმწიფოებს გააუქმონ უვადო პატიმრობის ყველა ფორმა, მათ შორის სხვა
სასჯელები განუსაზღვრელი ვადით, იმ პირების მიმართ რომლებიც დანაშაულის
ჩადენისას იყვნენ 18 წელზე მცირე ასაკის.

ვ. თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ წინასწარი დაკავება და სასამართლოს-შემდგომი


პატიმრობა

82. კონვენციის 37-ე მუხლი მოიცავს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების


მნიშვნელოვან პრინციპებს, თავისუფლება აღკვეთილი ბავშვის პროცედურულ
უფლებებს და თავისუფლება აღკვეთილი ბავშვის მოპყრობასა და პირობებთან
დაკავშირებულ დებულებებს. კომიტეტი მონაწილე ესახელმწიფოების ყურადღებას
ამახვილებს სპეციალური მომხსენებლის 2018 წლის ანგარიშზე, რომ ყველას ჰქონდეს
უფლება მიიღოს უმაღლესი სტანდარტის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა,
რომელშიც სპეციალური მომხსენებელი შენიშნავს, რომ დაკავებული და
პატიმრობაში მყოფი ბავშვების მასშტაბი და რაოდენობა ითხოვს გლობალურ
ვალდებულებას გაუქმდეს ბავშვთა ციხეები და დიდ ზომის ზრუნვის
დაწესებულებები და ფართო-მასშტაბიანი ინვესტიცია ჩაიდოს საზოგადოებაზე-
დაფუძნებულ სერვისებში (A/HRC/38/36, 53-ე პარაგრაფი).

83. მონაწილე სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა წამოიწყონ პატიმრობის


მინიმუმადე დაყვანის პროცესი.

84. წინამდებარე ზოგად კომენტარში არაფერი უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად,


რაც შესაძლოა ხელს უწყობდეს თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, არამედ
განსაზღვრავს სწორ პროცედურებს და პირობებს იმ მცირე შემთხვევებისთვის, როცა
როდესაც თავისუფლების აღკვეთა საჭიროდ მიიჩნევა.

25
წამყვანი პრინციპები

85. თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ძირითადი პრინციპებია: (ა) ბავშვის


დაპატიმრება, დაკავება ან პატიმრობა უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად,
მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა და რაც შეიძლება მოკლე დროით; და (ბ)
დაუშვებელია ბავშვს უკანონოდ ან თვითნებურად შეეზღუდოს თავისუფლება.
დაპატიმრება ხშირად წარმოადგენს წინასწარი დაკავების საწყის წერტილს და
სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება შესაბამისი კანონით განისაზღვროს
სამართალდამცავი ორგანოების ცალსახა ვალდებულება დაპატიმრების კონტექსტში
37-ე მუხლის გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, სახელმწიფოების ვალდებულებაა
რომ არ მოხდეს ბავშვების ტრანსპორტირება და პოლიციის საკნებში გაჩერება, გარდა
ისეთი შემთხვევებისა როცა აღნიშნული წარმოადგენს უკიდურეს ზომას და
გრძელდება რაც შეიძლება მოკლე დროით და არ ხდება მათი განთავსება
სრულწლოვან პირებთან, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ეს წარმოადგენს ბავშვის
საუკეთესო ინტერესს. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვების მშობლებთან ან
სათანადო სრულწლოვან პირებთან სწრაფი გაშვების მექანიზმებს.

86. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ უამრავ ქვეყანაში ბავშვები
იძულებულნი არიან წინასწარ პატიმრობაში დაჰყონ თვეები და წლებიც კი რაც
წარმოადგენს კონვენციის 37 (ბ) მუხლის უხეშ დარღვევას. წინასწარი პატიმრობა არ
უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვის მიმართ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც
სასჯელის ზომად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ზედმიწევნითი
განხილვა მოხდება. წინა სასამართლო სხდომის სტადიაზე პირის განრიდება
ამცირებს პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას, მაშინაც კი როცა ბავშვის
გასამართლება უნდა განხორციელდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
სისტემაში, ხოლო წინასწარი პატიმრობის გამოყენების შეზღუდვის მიზნით
სასჯელები უნდა იყოს არასაპატიმრო ღონისძიებებისკენ მიმართული.

87. კანონით ცალსახად უნდა იქნეს განსაზღვრული წინასწარი პატიმრობის


გამოყენების კრიტერიუმები, რაც უპირველესყოვლისა უნდა გულისხმობდეს
სასამართლო სხდომაზე გამოსვლას ან თუ ბავშვი პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვა
პირებს. თუ ბავშვი საფრთხეს უქმნის (თავისთავს ან სხვა პირებს) გამოყენებული
უნდა იქნეს ბავშვის დაცვის ღონისძიებები. წინასწარი პატიმრობა უნდა
ექვემდებარებოდეს რეგულარულ გადასინჯვას და მისი ხანგრძლივობა უნდა
განისაზღვროს კანონით. ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემაში მონაწილე ყველა
აქტიორმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს წინასწარი პატიმრობაში მყოფი ბავშვების
საქმეებს.

26
88. იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ თავისუფლების აღკვეთა უნდა
განისაზღვროს რაც შეიძლება მოკლე ვადით, მონაწილე სახელმწიფოებს აქვთ
ვალდებულება უზრუნველყონ პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების
შესაძლებლობა, კერძოდ პოლიციის განყოფილებიდან მშობლების ან სხვა სათანადო
ზრდასრული პირების მზრუნველობაში გადაყვანა. გათავისუფლება უნდა
განხორციელდეს დისკრეციული უფლებამოსილებით პირობების ან პირობების
გარეშე, როგორც გახლავთ უფლებამოსილი პირის ან დაწესებულების შეტყობინების
გზით. ბავშვისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ფულადი გირაოს გადახდა,
რადგანაც ბავშვების უმრავლესობას არ შეუძლია ასეთი გადასახადის გადახდა და
დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აგდებს ხელმოკლე და მარგინალიზებულ
ოჯახებს. გარდა ამისა, გირაოს შეფარდება გულისხმობს იმას, რომ სასამართლო
ფაქტიურად აღიარებს ბავშვის გათავისუფლების საჭიროებას და სხვა მექანიზმების
გამოყენებას დასწრების უზრუნველყოფის მიზნით.

საპროცესო უფლებები (მუხლი 37 (დ))

89. ყოველ თავისუფლება აღკვეთილ ბავშვს აქვს უფლება დაუყოვნებლივ მიიღოს


სამართლებრივი და სხვა შესაბამისი დახმარება, აგრეთვე უფლება გააპროტესტოს
მისი თავისუფლების აღკვეთის კანონიერება სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე და რომ მათ დაუყოვნებლივ
მიიღონ გადაწყვეტილება ნებისმიერი ასეთი ქმედების თაობაზე. კომიტეტის
რეკომენდაციით დაუშვებელია ბავშვის თავისუფლების აღკვეთა, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც აშკარად არსებობს საზოგადოებსა და ჯანმრთელობის
უსაფრთხოების საკითხები, და მოუწოდებს მონაწილე სახელმწიფოებს დაადგინონ
ასაკობრივი ზღვარი, რომლის თანახმად, 16 წლამდე ასაკის ბავშვებს არ შეიძლება
შეეზღუდოთ თავისუფლება.

90. ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა წარდგეს კომპეტენტური


ორგანოს წინაშე თავისუფლების აღკვეთიდან ან დაკავებიდან 24 საათის
განმავლობაში თავისუფლების აღკვეთის ან მისი გაგრძელების კანონიერების
დასადგენად. კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს მონაწილე სახელმწიფოებს,
რომ უზრუნველყონ წინასწარი პატიმრობის რეგულარული განხილვა მისი
დასრულების მიზნით. იმ შემთხვევებში, როცა შეუძლებელია ბავშვის პირობით
ვადამდე გათავისუფლება მისი სასამართლოში პირველ გამოცხადებამდე (24 საათის
განმავლობაში) მაშინ უნდა მოხდეს სავარაუდო დამნაშავე ბავშვისთვის ბრალის
წაყენება და წარსდგეს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს,
დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელი ორგანოს ან მართლმსაჯულების ორგანოს
წინაშე საქმის რაც შეიძლება მოკლე დროში განხილვის მიზნით, რაც არ უნდა
აღემატებოდეს წინასწარი დაკავებიდან 30 დღეს. კომიტეტი, რომელიც იცნობს

27
სასამართლოს სხდომების მრავალჯერ ან/და ხანგრძლივად გადადების პრაქტიკას,
მოუწოდებს მონაწილე სახელმწიფოებს მაქსიმალურად შეზღუდონ ასეთი
დაყოვნებების რაოდენობა და ხანგრძლივობა და კანონით დაარეგულირონ
სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების
მიღების ვადა დაკავების დღიდან არაუმეტეს ექვს თვეში, რომელის დარღვევის
შემთხვევაში ბავშვი უნდა გათავისუფლდეს.

91. ბავშვის უფლება გააპროტესტოს მისი თავისუფლების აღკვეთის კანონიერება


მოიცავს არამხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას
არამედ სასამართლოში შესვლას ადმინისტრაციული გადაწყვეტილების განხილვის
გასაცნობად (რომელსაც იღებს პოლიცია, პროკურორი ან სხვა კომპეტენტური
ორგანოები). მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ მაქსიმალურად მოკლე ვადა
საჩივრებისა და განხილვების შესახებ სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისათვის,
როგორც ეს კონვენციაშია განსაზღვრული.

მოპყრობა და პირობები ( მუხლი 37 (გ))

92. ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა განცალკევდეს უფროსებისაგან,


მათ შორის პოლიციის საკანში. თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი არ უნდა
განთავსდეს სრულწლოვანთა ცენტრში ან საკანში, რადგანაც ამან დიდი ალბათობით
შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ან მომავალში
დანაშაულისაგან თავის შეკავების უნარს და რეინტეგრაციას. კონვენციის 37 (გ)
მუხლი უშვებს ერთადერთ გამონაკლისს ბავშვების უფროსებისაგან განცალკევების
შესახებ იმ შემთხვევაში,„თუ არ მიიჩნევა, რომ ბავშვის საუკეთესო
ინტერესებისათვის ამის გაკეთება არ არის საჭირო“ - არ უნდა იქნეს განმარტებული
ვიწროდ და არ უნდა გადაწონოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მონაწილე
სახელმწიფოებმა უნდა დაარსონ განცალკევებული დაწესებულებები თავისუფლება
აღკვეთილ ბავშვებისათვის, რომელიც დაკომპლექტება სათანადოდ
გადამზადებული კადრებით და იფუნქციონირებს ბავშვზე მორგებული პოლიტიკის
და პრაქტიკების შესაბამისად.

93. ზემოთაღნიშნული წესი არ გულისხმობს ბავშვებისათვის განკუთვნილი


დაწესებულებიდან პირის გადაყვანას სრულწლოვანთა დაწესებულებაში 18 წლის
შესრულების შემდეგ. მისი დარჩენა არასრუწლოვანთა დაწესებულებაში უნდა
გაგრძელდეს თუ აღნიშნული შედის მის საუკეთესო ინტერესებში და თუ ის არ
ეწინააღმდეგება დაწესებულებაში განთავსებული ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.

94. ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს აქვს უფლება კავშირი იქონიოს თავის


ოჯახთან მიმოწერის ან ვიზიტების გზით. ვიზიტების უზრუნველსაყოფად,
მნიშვნელოვანია ბავშვის განთავსდეს იმ დაწესებულებაში, რომელიც რაც შეიძლება

28
ახლოს მდებარეობს მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლთან. გამონაკლისი
გარემოებები, რომლებიც ზღუდავს ასეთ კავშირებს ცალსახად უნდა იყოს გაწერილი
კანონში და არ უნდა დარჩეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოების დისკრეციული
უფლებამოსილებად.

95. კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთის ყველა


შემთხვევაში აუცილებელია დაცული იყოს შემდეგი პრინციპები და წესები:

(ა) დაუშვებელია 18 წლამდე ასაკის პირების ინკომუნიკადო პატიმრობაში


განთავსება.

(ბ) ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ფიზიკური გარემო და ადგილი, რომელიც ხელს


შეუწყობს მათ მიერ საცხოვრებელ ადგილთან შეგუების მიზნების მიღწევას.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მათი პირადი ცხოვრების
კონფიდენციალურობას, სენსორულ სტიმულსა და თანატოლებთან ურთიერთობებს,
სპორტულ, ფიზიკურ, სახელოვნებო და გასართობ აქტივობებში ჩართულობას;

(გ) ყოველ ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება, რომელიც შეესაბამება მის
საჭიროებებსა და შესაძლებლობებს, მათ შორის გამოცდების ჩაბარებას და რომლებიც
დაეხმარება საზოგადოებაში დაბრუნებაში. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში,
ყოველი ბავშვი უნდა გადიოდეს პროფესიული განათლების ტრენინგებს, რაც
დაეხმარება მათ მომავალ დასაქმებაში;

(დ) ყოველ ბავშვს აქვს უფლება, საპატიმრო ან გამასწორებელ დაწესებულებაში


მოხვედრისას ჩაუტარდეს ექიმის ან პრაქტიკოსი ჯანდაცვის წარმომადგენლის
კონსულტაცია და ისარგებლოს სათანადო ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის
სერვისებით დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, რაც შეძლებისდაგვარად უნდა
განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებების ან საზოგადოებრივი სამსახურების
მიერ;

(ე) დაწესებულების მომსახურე პერსონალმა უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს


ბავშვის ხშირ კონტაქტს ფართო საზოგადოებასთან, მათ შორის მის კომუნიკაციას
ოჯახთან, მეგობრებთან და სხვა პირებთან, კერძოდ გავლენიანი ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან, ამასთანავე ბავშვეს უნდა შეეძლოს სახლში მისვლა და ოჯახის
მონახულება. ბავშვი არ არის შეზღუდული თავის უფლებაში ნებისმიერ დროს და
კონფიდენციალურად დაამყაროს კომუნიკაცია თავის ადვოკატთან ან სხვა ნებისმიერ
დამხმარე პირთან.

(ვ) ძალის ან შეზღუდვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბავშვი


გარდაუვალ საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან სხვა პირებს და როცა კონტროლის
ყველა სახვა საშუალება ამოწურულია. შეზღუდვა არ უნდა იქნეს გამოყენებული

29
დაცვის მიზნით ან არ უნდა მოსდევდეს ტკივილის განზრახ მიყენება. დაუშვებელია
შეზღუდვის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება. ძალის ან შეზღუდვის
გამოყენება, მათ შორის ფიზიკური, მექანიკური ან სამედიცინო ან ფარმაკოლოგიური
შემზღუდავი ღონისძიებები უნდა განხორცილდეს სამედიცინო ან/და
პროფესიონალი ფსიქოლოგის ზედმიწევნითი, პირდაპირი და მუდმივი კონტროლის
ქვეშ. დაწესებულების თანამშრომლებმა უნდა გაიარონ გადამზადება მოქმედი
სტანდარტების შესახებ და მომსახურე პერსონალის ის წევრები, რომლებიც იყენებენ
ძალას ან შეზღუდვის ღონისძიებებს წესებისა და სტანდარტების დარღვევით
სათანადოდ უნდა დაისაჯონ. სახელმწიფოებმა უნდა ჩაწერონ, განახორციელონ
მონიტორინგი და შეაფასონ ძალისა და შეზღუდვის გამოყენების ყველა შემთხვევა და
უზრუნველყონ მათი მინიმუმამდე შემცირება.

(ზ) ნებისმიერი დისციპლინური ზომა უნდა ემსახურებოდეს ბავშვის ხელშეუხებელი


ღირსებისა და ინსტიტუციური ზრუნვის ძირითადი მიზნების დაცვას.
დისციპლინური ზომები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონვენციის 37-ე მუხლს
ცალსახად უნდა აიკრძალოს, მათ შორის ფიზიკური დასჯა, ბნელ საკანში მოთავსება,
სამარტოო საკანში განთავსება ან სხვა სახის სასჯელი, რამაც შეიძლება საფრთხე
შეუქმნას ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას,
ამასთანავე, დისციპლინური ზომები არ უნდა ზღუდავდნენ ბავშვის ფუნდამენტურ
უფლებებს, მათ შორის იურიდიულ წარმომადგენელთან (legal representative)
შეხვედრებს, ოჯახთან კავშირებს, საკვების, სასმელი წყლის, ტანისამოსის, დასაწოლი
ადგილის, განათლების, ვარჯიშის შესაძლებლობებს ან სხვა ყოველდღიურ
ურთიერთობებს სხვა პირებთან;

(თ) დაუშვებელია ბავშვის სამარტოო საკანში მოთავსება. ბავშვის დაშორება სხვა


პირებისაგან უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროით და
მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა ბავშვის ან სხვა პირების დაცვისათვის. ბავშვის
განმარტოვებით მოთავსების აუცილებლობის შემთხვევაში, ეს უნდა
განხორციელდეს სათანადოდ გადამზადებული პერსონალის თანდასწრებით ან მათი
მჭიდრო ზედამხედველობით, რომლის მიზეზები და ხანგრძლივობა აღირიცხება
შესაბამისად;

(ი) ყოველ ბავშვს აქვს უფლება წარადგინოს მოთხოვნა ან საჩივარი, შინაარსის


ცენზურის გარეშე, ცენტრალური ადმინისტრაციის, სასამართლო ორგანოს ან
ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი ორგანოში, რომლის შესახებ პასუხი უნდა მიიღოს
დაუყოვნებლივ. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ
და წვდომა მოთხოვნისა და გასაჩივრების მექანიზმებზე;

(კ) დამოუკიდებელ და კვალიფიციურ ინსპექტორებს უნდა გააჩნდეთ


უფლებამოსილება რეგულარულად განახორციელონ შემოწმება და საკუთარი

30
ინიციატივით ჩაატარონ გაუფრთხილებელი ინსპექტირება; მათ განსაკუთრებული
აქცენტი უნდა გააკეთონ დაწესებულებებში ბავშვებთან კონფიდენციალურ გარემოში
გასაუბრებაზე;

(ლ) მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არ არსებობს ბავშვების


თავისუფლების აღკვეთის წამახალისებელი ფაქტორები და კორუფციული
გარიგებების შესაძლებლობები, როცა ეს ეხება ბავშვის განთავსებას, საქონლისა და
სერვისების მიწოდების ან ოჯახთან კავშირის დამყარებას.

ზ. კონკრეტული საკითხები

სამხედრო სასამართლოები და სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლოები

96. გავრცელებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო პირების საქმეების


განხილვა სამხედრო ტრიბუნალისა და სახელმწიფო უსაფრთხოების
სასამართლოების მიერ ეწინააღმდეგება ადამიანის აბსოლუტურ უფლებას -
სამრთლიანი სასამართლოს შესახებ, რომ საქმე განიხილოს კომპეტენტურმა,
დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. აღნიშნული განსაკუთრებით
შემაშფოთებელია ბავშვის უფლებების დარღვევისას, რომელთა საქმე ყოველთვის
უნდა განიხილებოდეს სპეციალიზებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
სისტემაში. კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა ხსენებულ საკითხებზე დასკვნილ
დაკვირვებებში.

ბავშვების სამხედრო სამსახურში გაწვევა და მათი გამოყენება არა-


სახელმწიფოებრივი შეიარაღებული, მათ შორის ტერორისტულ დაჯგუფებების მიერ
და კონტრ-ტერორიზმში ბრალდებული ბავშვები

97. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაადასტურა არასახელმწიფოებრივი


შეარაღებული დაჯგუფებების მიერ ბავშვების სამხედრო სამსახურში გაწვევისა და
გამოყენების შემთხვევები, კერძოდ ტერორისტული დაჯგუფებების მიერ
არამხოლოდ კონფლიქტის ზონებში არამედ მათ მიღმა, მათ შორის წარმოშობის,
ტრანზიტის ან დაბრუნების ქვეყნებში.

98. ასეთი დაჯგუფებების კონტროლის ქვეშ ყოფნისას, ბავშვები შეიძლება გახდნენ


სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლნი, როგორიც გახლავთ სამხედრო
სამსახურში გაწვევა; სამხედრო წვრთნა; საომარ მოქმედებებსა და/ან ტერორისტულ
აქტებში მონაწილეობა; მათ შორის სუიციდის თავდასხმების განხორციელება;
იძულება რომ აღასრულონ სიკვდილით დასჯა; ბავშვების ცოცხალ ბარიერად
გამოყენება; გატაცება; გაყიდვა; ტრეფიკინგი; სექსუალური ექსპლუატაცია;
არასრულწლოვანთა ქორწინება; გამოყენება ნარკოტიკებით ვაჭრობის ან გადატანის
დროს; სახიფათო დავალებების შესრულება, კერძოდ ჯაშუშობა, დაზვერვა, გამშვები

31
პუნქტების დაცვა, პატრულირება ან სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირება.
გავრცელებული ინფორმაციით არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფები და
ტერორისტულ დაჯგუფებები აიძულებენ ბავშვებს ძალადობრივი აქტები
განახორციელონ თავიანთი ოჯახის წევრებისა ან საზოგადოებისადმი ერთგულებისა
და მომავალი განდგომის უარყოფის დასამტკიცებლად.

99. მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ბავშვებთან


ურთიერთობისას დგებიან არაერთი გამოწვევის წინაშე. ზოგიერთმა სახელმწიფომ
სადამსჯელო მიდგომა შეიმუშავა ბავშვთა უფლებების ნაწილობრივი ან
შეზღუდული გათვალისწინებით, რაც გრძელვადიან გავლენას ახდენს ბავშვის
განვითარებაზე და ნეგატიურად აისახება საზოგადოებაში რეინტეგრაციის
შესაძლებლობებზე, რასაც თავის მხრივ სერიოზული შედეგები მოაქვს ფართო
საზოგადოებისათვის. ხშირად ამ ბავშვებს აპატიმრებენ, აკავებენ, ბრალს უყენებენ და
სასამართლოს წინაშე წარადგენენ მათ მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებების გამო,
რომლებსაც ადგილი ჰქონდა კონფლიქტურ ადგილებში და ნაკლები მასშტაბით,
თავიანთი წარმოშობის ან დაბრუნების ქვეყნებში.

100. კომიტეტი მონაწილე სახელმწიფოების ყურადღებას მიაპყრობს უსაფრთხოების


საბჭოს მიერ მიღებულ 2427 (2018 წლის)რეზოლუციაზე. რეზოლუციაში საბჭო
ხაზგასმით მიუთითებს სტანდარტული მოქმედი პროცედურების (standard
operational procedures) დადგენის აუცილებლობაზე, რათა განხორციელდეს არა-
სახელმწიფოებრივ შეიარაღებულ ჯგუფებთან დაკავშირებული ან სავარაუდოდ
დაკავშირებული ბავშვების სწრაფი გადაცემა შესაბამისი სამოქალაქო ბავშვთა
დაცვის აქტიორებისათვის, მათ შორის იმ ბავშვებისაც, რომლებიც მონაწილეობდნენ
ტერორისტულ აქტებში. საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი საერთაშორისო
სამართლის დარღვევით შეიარაღებულ ძალებში ან დაჯგუფებებში გაწვეული
ბავშვები, რომელთაც ბრალი ედებათ შეიარაღებული კონფლიქტების დროს
დანაშაულის ჩადენაში უპირატესად მიჩნეულნი უნდა იქნენ, როგორც
საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად დაზარალებული პირები. საბჭო
ასევე მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს განეხილათ არასასამართლოს ღონისძიებები,
როგორც სამართლებრივი დევნისა და პატიმრობის ალტერნატიული საშუალებები,
რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან რეინტეგრაციაზე და მოუხმო მათ
შეიარაღებულ ძალებთან ან დაჯგუფებებთან დაკავშირებით დაკავებული
ბავშვებისადმი გამოეყენებინათ შესაფერისი პროცედურა.

101. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ დანაშაულებრივ


ქმედებაში ბრალდებული ბავშვის საქმის განხილვა, მიუხედავად დანაშაულის
სიმძიმისა და კონტექსტისა, განხორციელდება კონვენციის 37-ე და მე-40 მუხლების
დაცვით და რომ თავს შეიკავებენ მათი ბრალდების ან სამართლებრივი დევნისაგან

32
აზრის გამოხატვის ან არასახელმწიფოებრივ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან, მათ
შორის ტერორისტულ ჯგუფებთან არსებული კავშირების გამო. N. 20 ზოგადი
კომენტარის 88-ე პარაგრაფის შესაბამისად, კომიტეტი კიდევ ერთხელ მიმართავს
რეკომენდაციით მონაწილე სახელმწიფოებს პრევენციული ჩარევა განახორციელონ
სოციალური ფაქტორებისა და ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად, ასევე
გაატარონ სოციალური რე-ინტეგრაციის ღონისძიებები, მათ შორის, კონტრ
ტერორიზმთან დაკავშირებული უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
შესრულებისას, კერძოდ 1373 (2001), 2178 (2014), 2396 (2017) და 2427 (2018),
გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 72/284, მათ შორის მე-18 პარაგრაფში შესული
რეკომენდაციები.

მართლმსაჯულების ჩვეულებითი, ადგილობრივი (indigenous) და არა-


სახელმწიფოებრივი ფორმები

102. მრავალი ბავშვი ხვდება პლურალური მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც


ფუნქციონირებს ოფიციალური მართლმსაჯულების სისტემის პარალელურად და მის
ზღვარზე. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს ჩვეულებით, ტომობრივ, ადგილობრივ
(indigenous) და მართლმსაჯულების სხვა სისტემებს. აღნიშნული სისტემები
შეიძლება იყოს უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე ოფიციალური მექანიზმები და
ჰქონდეთ უპირატესობა სწრაფად და შედარებით იოლად მოახდინონ კულტურული
თავისებურებებზე მორგებული საპასუხო რეაგირება. ასეთი სისტემები შეიძლება
წარმოადგენდეს ოფიციალური სასამართლო პროცესების ალტერნატივას და დიდი
ალბათობით დადებითად მოქმედებს ბავშვებთან და მართლმსაჯულებასთან
დაკავშირებული კულტურული დამოკიდებულებების შეცვლასთან.

103. გავრცელებული კონსესუსის თანახმად, მართლმსაჯულების სისტემაში


განხორციელებული რეფორმები ყურადღებით უნდა მოეკიდონ ასეთ სისტემებს.
სახელმწიფოებრივ და არა-სახელმწიფოებრივ მართლმსაჯულებებს შორის
არსებული პოტენციური კონფლიქტის გათვალისწინებით, საპროცესო უფლებების,
დისკრიმინაციის და მარგინალიზაციის არსებულ გამოწვევებთან ერთად,
რეფორმების განხორციელება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, იმ მეთოდოლოგიის
გამოყნებით, რომელიც მოიცავს შედარებითი სისტემების სრულ ცოდნას, რომელიც
მისაღებია ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ჩვეულებითი სასამართლო
პროცესები და მისი შედეგები უნდა შეესაბამებოდეს საკონსტიტუციო სამართალს და
სამართლებრივ და საპროცესო გარანტიებს. მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ
ჰქონდეს უსამართლო დისკრიმინაციას, ისეთ შემთხვევაში როცა ბავშვები სჩადიან
მსგავს დანაშაულს და მათ მიმართ ხორციელდება განსხვავებული მოპყრობა
პარალელურ სისტემებსა ან ფორუმებში.

33
104. ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მართლმსაჯულების მექანიზმები უნდა
დაეფუძნონ კონვენციის პრინციპებს და მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა
უზრუნველყონ კონვენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი აღსრულება.
აღდგენითი მართლმსაჯულების საპასუხო ქმედებები ხშირ შემთხვევაში მიიღწევა
ჩვეულებითი, ადგილობრივი (indigenous) ან სხვა არა-სახელმწიფოებრივი
მართლმსაჯულების სისტემების მეშვეობით და შესაძლებელია იძლეოდეს
არასრულწლოვანთა ფორმალური მართლმსაჯულების სისტემის გაცნობის
შესაძლებლობას. გარდა ამისა, მართლმსაჯულების ასეთი სისტემის აღიარებამ
შეიძლება ხელი შეუწყოს ადგილობრივი (indigenous) საზოგადოებების
ტრადიციებისადმი პატივისცემის ზრდას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივ
ბავშვებზე. ინტერვენციები, სტრატეგიები და რეფორმები უნდა შემუშავდეს
კონკრეტული კონტექსტისათვის და პროცესს უნდა წარმართავდნენ ადგილობრივი
აქტიორები.

V. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ორგანიზაცია

105. წინამდებარე პარაგრაფებში ხსენებული პრინციპებისა და უფლებების სრული


განხორციელების უზრუნველსაყოფად, საჭიროა ზემოთხსენებული
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მართვის ეფექტიანი ორგანიზაცია.

106. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი სისტემა მოითხოვს


სპეციალიზებული დანაყოფების შექმნას პოლიციის, მართლმსაჯულების,
სასამართლო სისტემებში და პროკურატურაში აგრეთვე სპეციალიზებული
ადვოკატების და სხვა წარმომადგენლების ჩართულობას, რომლებიც იურიდიულ ან
სხვა შესაბამის დახმარებას უწევენ არასრულწლოვნებს.

107. კომიტეტი რეკომენდაციით მიმართვას მონაწილე სახელმწიფოებს შექმნან


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სასამართლოები, როგორც სასამართლოს
ცალკე დანაყოფი ან არსებული სასამართლოს სისტემაში. როცა ამის გაკეთება
შეუძლებელია პრაქტიკული მიზეზების გამო, მონაწილე სახელმწიფომ უნდა
უზრუნველყოს სპეციალიზებული მოსამართლეების დანიშვნა ბავშვებთან
დაკავშირებული საქმეების განხილვის მიზნით.

108. სპეციალიზებული, მათ შორის პრობაციის, საკონსულტაციო ან


საზედამხედველო სერვისების განხორციელებასთან ერთად უნდა შეიქმნას
სპეციალიზებული დაწესებულებები, მაგალითად, დღის სამკურნალო ცენტრები და,
საჭიროების შემთხვევაში, მცირე ზომის დაწესებულებები რეზიდენტული ზრუნვის
და მკურნალობისთვის იმ ბავშვების მიმართ, რომელთა რეფერირება მოხდა
მართლმსაჯულების სისტემის მიერ. მუდმივად უნდა განხორციელდეს ყველა

34
ზემოაღნიშნული სპეციალიზებული დანაყოფის, სერვისების და დაწსებულებების
ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობა.

109. გარდა ამისა, მხარდაჭერილია ბავშვების ბავშვების ინდივიდუალურ შეფასება


და მულტიდისციპლინარული მიდგომა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა
დაეთმოს ბავშვებისათვის სპეციალიზებულ თემზე-დაფუძნებული სერვისების
მიწოდებას, რომებსაც არ მიუღწევიათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
მინიმალური ასაკისათვის, თუმცა ესაჭიროებათ მხარდაჭერა.

110. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ და ასრულებენ მნიშვნელოვან როლს


არასრულწლოვანთან მართლმსაჯულების სფეროში. შესაბამისად, კომიტეტი
რეკომენდაციით მიმართვას მონაწილე სახელმწიფოებს ხელი შეუწყონ ასეთი
ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
სისტემის ყოვლისმომცველი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში და
საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ისინი მონაწილეობისათვის საჭირო
რესურსებით.

VI. ცნობიერების ამაღლება და გადამზადება

111. დანაშაულის ჩამდენი ბავშვები მედიაში ხშირად მოიხსენებიან ნეგატიურ


კონტექსტში, რაც ხელს უწყობს მათ მიმართ დისკრიმინაციული და ნეგატიური
სტერეოტიპების გაჩენას. ბავშვების ნეგატიური წარმოჩენა ან კრიმინალიზაცია ხშირ
შემთხვევაში ეფუძნება დანაშაულის მიზეზების არასწორ ინტერპრეტაციას ან/და მის
არასათანადო გაგებას და მუდმივად ხელს უწყობს მკაცრი მიდგომების გამოყენებას
(ნულოვანი შემწყნარებლობისა და „სამი დარტყმის“ მიდგომა, სავალდებულო
მსჯავრდება, სასამართლო განხილვა სრულწლოვანთა სასამართლო დარბაზში და
სხვა პირველადი სადამსჯელო ღონისძიებები). მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა
შეძლონ პარლამენტის წევრების, არა-სამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლების აქტიური და დადებითი მონაწილეობა საგანმანათლებლო და
სხვა კამპანიების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი
იქნეს კონვენციის ყველა ასპექტის განხორციელება მართლმსაჯულების სისტემაში
მოხვედრილ ყოველ ბავშვთან მიმართებაში. ზოგადად ბავშვებისათვის,
განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი
ბავშვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული ცნობიერების
ამაღლების კამპანიებში მონაწილეობას.

112. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მართვის ხარისხის


უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია ამ სფეროში დასაქმებულმა ყველა
პროფესიონალმა გაიაროს შესაბამისი მულტიდისციპლინარული გადამზადება
კონვენციის შინაარსისა და მნიშვნელობის თაობაზე. ტრენინგი უნდა იყოს

35
სისტემატიური და უწყვეტი და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ
ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლებრივი დებულებების შესახებ
ინფორმაციის მიწოდებით. ის უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სფეროებიდან მიღებულ
დადასტურებულ და გავრცელებულ ინფორმაციას, მათ შორის, დანაშაულის
სოციალურ და სხვა მიზეზებს, ბავშვების სოციალურ და ფსიქოლოგიურ
განვითარებას, მათ შორის არსებულ ნეირომეცნიერების კვლევებს, უთანასწორობას
რომელიც იწვევს მარგინალიზირებული ჯგუფების დისკრიმინაციას, როგორიც
გახლავთ უმცირესობათა და მკვიდრი (indigenous) მოსახლეობის ბავშვების,
ახალგაზრდების სამყაროში არსებული კულტურა და ტენდენციები, ჯგუფური
აქტივობების დინამიკა და განრიდების ხელმისაწვდომი ღონისძიებები და არა-
საპატიმრო სასჯელის სახეები, კერძოდ, ღონისძიებები, რომლებიც არ მიმართავენ
საქმის სასამართლო პროცესზე განხილვას. გასათვალისწინებელია თანამედროვე
ტექნოლოგიების შესაძლო გამოყენება, მაგალითად „სასამართლოში გამოცხადება“
ვიდეო მეშვეობით, საგულისხმოა გენეტიკური (DNA) პროფილირების საფრთხე.
მუდმივად უნდა ხდებოდეს იმის გადამოწმება აღნიშნული ღონისძიებები
პრაქტიკაში რამდენად მუშაობს.

VII. მონაცემთა შეგროვება, შეფასება და კვლევა

113. კომიტეტი მოუწოდებს მონაწილე სახელმწიფოებს აწარმოონ მონაცემთა


სისტემატიური შეგროვება, მათ შორის ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულების
რაოდენობისა და ხასიათის, წინასწარი პატიმრობის გამოყენებისა და მისი საშუალო
ხანგრძლივობის, ბავშვების რაოდენობის, რომელთა საქმის განხილვა მიმდინარეობს
სასამართლო პროცესის გარეშე (განრიდება), მსჯავრდებულ ბავშვთა რაოდენობის,
მათზე დაწესებული სანქციების ხასიათისა და თავისუფლებააღკვეთილი ბავშვების
რაოდენობის შესახებ.

114. კომიტეტი რეკომენდაციით მიმართვას მონაწილე სახელმწიფოებს


უზრუნველყონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეგულარული შეფასება,
კერძოდ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა, და ასევე ისეთ
საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა დისკრიმინაცია, რეინტეგრაცია და
დანაშაულის ჩადენის სახეები, რომელიც სასურველია ჩაატაროს დამოუკიდებელმა
აკადემიურმა ინსტიტუტებმა.

115. მნიშვნელოვანია ხსენებულ შეფასებასა და კვლევაში ჩაერთონ ის ბავშვები,


რომლებიც არიან ან მანამდე იმყოფებოდნენ არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების სისტემასთან შემხებლობაში და აღნიშნული შეფასება და კვლევა
განხორციელდეს ბავშვების კვლევაში მონაწილეობის შესახებ არსებული
საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

36
_________________

37

You might also like