You are on page 1of 2

მოგესალმებით, ნაფიცო მსაჯულებო.

დღეს, მე მინდა გიამბოთ საქმე ქალის მძიმე


ხვედრისა და ეგოისტურ სიყვარულს შეწირული სიცოცხლის შესახებ. ეს არის ამბავი
23 წლის წარსულში ძალადობის მსხვერპლ ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც
ცხოვრებამ არ დააკლო სირთულეები, თუმცა, მკაცრი ბედისწერის მიუხედავად, ის
ყველაფერს აკეთებდა ბედნიერი ცხოვრებისთვის და საკუთარი შვილისთვის
უზრუნველი მომავლის შესაქმნელად. პირველი წარუმატებელი სიყვარულის
მიუხედავად, ქალს კვლავ ეწვია ეს გრძნობა, რომელიც სამწუხაროდ სიცოცხლის
ფასად დაუჯდა.

თქვენს წინაშეა ბრალდებული დავითი, რომელმაც მეგობარ ქალს ნაადრევად


მოუსწრაფა სიცოცხლე. ბრალდებული, რომელიც საყვარელ ქალთან სასაუბროდ
წავიდა გადატენილი იარაღით და სწორედ, ამ იარაღიდან , რამდენიმე წამის
ინტერვალში გასროლილმა ორმა ტყვიამ დაანგრია 23წლის ახალგაზრდა ქალისა და
დედის მომავალი, ოცნებები და დააობლა მცირეწლოვანი ბიჭი.

მოდით, მივყვეთ მოვლენებს და გავიხსენოთ 2009 წლის 1 დეკემბრის დილა.

ბატონი დავითი მიდის კაფე ფიროსმანში ქალბატონ ნანასთან შესახვედრად.


მოქმედება ხდება დილის 6საათისთვის, ამ დროს ნანა თავის ჩვეულ სამუშაოს
ასრულებს და დაახლოებით 6 საათსა და და 30 წუთზე ასრულებს თავის ცვლას.
დავითი ამ დროისთვის კაფეში იმყოფება, თუმცა , ნანას არ სურს მასთან საუბარი,
სხვა ოფიციანტებთან ერთად იმყოფება, შემდეგ გადის კაბინიდან კაფის
ვესტიბიულში მდგარი სიგარეტის აპარატიდან იღებს სიგარეტს და ბრუნდება კაფის
წინ შესასვლელთან. დავითიც დგება და მიჰყვება მას. რამდენიმე წუთის
განმავლობაში საუბრობენ, მათ საუბარს მშვიდად არ ჩაუვლია, რაზეც მეტყველბს ის
ფაქტი, რომ ბრალდებული ნანას წასვლის საშუალებას არ აძლევს, ნანა კი დავითის
ერთ-ერთ კითხვაზე უარყოფის ნიშნად თავს გააქნევს , პასუხით უკმაყოფილო
დავითი რამდენიმე წამის ინტერვალში ორ ტყვიას გაისვრის და ქალბატონი ნანას
სხეული უსულოდ ეცემა იატაკზე.

საბედისწერო დღემდე 2 თვით ადრე ნანა და დავითი ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა,


დავითის სურვილი იყო დავითის სურვილი იყო ლაგოდეხში გადასულიყვნენ,

ნანა კი ბედნიერი იყო თავისი ცხოვრებით, მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევით,


უამრავი მეგობარი ჰყავდა თელავში, კარგი და სტაბილური სამსახური, არ სურდა
გარემოს შეცვლა, არც ბრალდებულთან თანაცხოვრების სურვილი ჰქონდა , რადგან
დიდი ხანი არ იყო მათი გაცნობიდან გასული, წარსულში ძალადობის მსხვერპლ
ქალს ეშინოდა მორიგ წარუმატებელ ურთიერთობაში არ აღმოჩენილიყო, უყვარდა
ის, მაგრამ მას ბოლომდე არ ენდობოდა.

ნაფიცო მსაჯულებო, სასამართლო პროცესზე, საქმის არსებითი განხილვის დროს,


ჩვენ წარმოავდგენთ ყველა მტკიცებულებას და თქვენ დაგარწმუნებთ, რატომ აღარ
ჰყავს ნანას ოჯახს შვილი და რატომ დარჩა მცირეწლოვანი ბიჭი დედის გარეშე.
თქვენი ვერდიქტი კი აუცილებლად იქნება ერთადერთი და გამამტყუნებელი.

You might also like