You are on page 1of 4

კაზუსი ქირავნობის სამართალში

მიულერების ოჯახში მეორე შვილის დაბადების შემდგომ გადაწყვიტეს, რომ მათ


ბინაში ყველა ვერ ეტევა და უფრო დიდი ბინაა საჭირო. შესაბამისად, გადაწყვეტენ
ახალი ბინის დაქირავებას ბაღთან ახლოს. ისინი შეუთანხმდებიან ბატონ ვიტცს და
1.3.2015 მოქმედების ვადით დადებენ ქირავნობის ხელშეკრულებას ვიტცის
საკუთრებაში არსებულ ბინაზე, თვეში- 1000 ევროდ. ქირავნობის ხელშეკრულება
ითვალისწინებს, რომ ქირის გადახდა უნდა მოხდეს თვის პირველ ნახევარში ვიტცის
საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

ზაფხულის ძლიერი წვიმების პერიოდში 5.7.2015 ერთ-ერთი მორიგი წვიმის დროს


სახურავზე მდებარე ფანჯრიდან წყალმა ჩაჟონა სახლში. ფანჯარა ერთი წლის წინ იო
გასარემონტებლად წაღებული, ფიშერის საწარმოში, სადაც ვიტცმა მიიტანა, თუმცა
სრულყოფილად არ იქნა შეკეთებული. წვიმის ჩაჟონვის შედეგად დაზიანდა
მიულერების ძვირფასი ხის მასალისგან დამზადებული კარადა (ზიანის ღირებულება
200 ევრო).

1. შეუძლია თუ არა მიულერების ოჯახს ვიტცისგან ფანჯრის შეკეთების


მოთხოვნა?
2. რა შეუძლიათ გააკეთონ მიულერებმა, თუ ვიტცს არ შეუძლია ფანჯრის
შერემონტება?
3. შეუძლიათ თუ არა მიულერებს ფანჯრის თავად შერემონტება, თუ მათ
უბრალოდ აჩვენეს აღნიშნული ვიტცს და შეკეთება არ მოუთხოვიათ და
შეუძლიათ თუ არა ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა, თუ მომდევნო
დღეებში წვიმიანი ამინდები აღარ არის მოსალოდნელი და მიულერებმა
კარადა გვერდით გადადგეს?
4. როგორ შეიცვლება სიტუაცია, თუ მაგ. 11.7.2015 ვიტცი ნორმალურად
შეაკეთებდა ფანჯარას, მას შემდეგ, რაც მიულერები ამას მოითხოვდნენ.
თუმცა მიულერები ფიქრობენ, რომ სარემონტო სამუშაოების საჭიროების გამო
(დაზიანებების აღმოფხვრისათვის გათვალისწინებული ღონისძიებები, ავეჯის
გადაადგილება) მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ივლისის ქირის 5დან 11
ივლისამდე პერიოდში ქირის 50 ევროს ოდენობით შემცირება. ამავე დროს
ისინი ფიქრობენ, რომ მათ უფლება აქვთ კარადის დაზიანების ანაზღაურება
მოითხოვონ. აქვთ აღნიშნულის უფლება?
5. მას შემდეგ, რაც ივლისის ბოლომდე ვიტცი მიულერებს არც 50 ევროს
უბრუნებს და არც კარადის ზარალს უნაზღაურებს, ამ მოთხოვნის უფლებაზე
მითითებით მიულერები აგვისტოს დასაწყისში იხდიან მხოლოდ 750 ევროს.
აქვს თუ არა ვიტცს აგვისტოს ქირასთან დაკავშირებით სრულად მოთხოვნის
უფლება?
ვარიანტი 1.
5.7.2015 ჩამოსული ნალექის შედეგად დასველებულ იატაკზე ფეხი აუცურდა
მიულერების 6 წლის ქალიშვილ ნინას და დაეცა. დასჭირდა სამედიცინო
მომსახურება. 500 ევრო ექიმის მომსახურება, რომლის დაკისრებაც მიულერებს
ვიტცის მიმართ სურთ. გარდა ამისა მიულერები ითხოვენ მორალური ზიანის
სახით 200 ევროს ანაზღაურებას.

ვარიანი 2.
როგორ იქნებოდა სამართლებრივი მდგომარეობა, როდესაც 15.6.2015 ვიტცს
სახლი მიეყიდა ვერნერ ვისმანზე.

ამოხსნა:
1. გამქირავებლის უპირველესი ვალდებულება გადასცეს დამქირავებელს
ქირავნობის საგანი. როგორც წესი, ეს უკანასკნელი დამქირავებელს
გადაეცემა პირდაპირ მფლობელობაში, თუმცა, პირდაპირ მფლობელობაში
გადაცემა ყოველთვის აუცილებელი არ არის, თუ ხელშეკრულებით
განსაზღვრული სარგებლობა შესაძლებელია ნივთის უშუალო გადაცემის
გარეშეც. გარდა ამისა, გამქირავებელი ვალდებულია, ქირავნობის საგანი
დამქირავებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და ქირავნობის მთელი დროის
განმავლობაში შეინარჩუნოს მისი ეს მდგომარეობა (532). შესაბამისად,
მიულერები უფლებამოსილნი არიან მოსთხოვონ ვიტცს ფანჯრის შეკეთება,
რადგან ეს გამქირავებლის პირდაპირ ვალდებულებას განეკუთვნება.
2. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
სსკ-ის 537-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით თუ გამქირავებელი აყოვნებს
ნივთის ნაკლის გამოსწორებას, დამქირავებელს შეუძლია თვითონ
აღმოფხვრას იგი და მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება. შესაბამისად,
მიულერები უფლებამოსილნი არიან თავად გაარემონტონ ფანჯარა და
მოსთხოვონ ვიტცს ხარჯების ანაზღაურება.
თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ მიულერებმა გააფრთხილონ ვიტცი
და ვიტცის მიერ სსკ-ის 400-404 -ე მუხლებით შეკეთების ვადის
გადაცილება,რაც წარმოშობს მიულერების მიმართ თვითშეკეთების
უფლებას.
მანამ, სანამ ფანჯარა არ შეკეთდება, მიულერების უფლებამოსილნი არიან
გადაიხადონ შემცირებული ქირა სსკ-ის 536-ე მუხლის მიხედვით.
3. ნაკლის გამოსწორების თაობაზე მიულერების მოთხოვნა ვიტცის მიმართ.
საკითხავია, აქვთ თუ არა მიულერებს მოთხოვნის უფლება ვიტცის
მიმართ,თუ ისინი კარადის ნაკლს თავად გამოასწორებენ,

გერმანიის სსკ-ის 536ა მუხლის მე-2 ნაწილში პირდაპირაა მითითებული, რომ


damqiravebels SeuZlia Tavad aRmofxvras nakli da moiTxovos xarjebis ana-
zRaureba, Tu gamqiravebeli ayovnebs naklis aRmofxvras an
2. naklis dauyovnebeli aRmofxvra aucilebelia qiravnobis obieqtis
mdgomareobis SenarCunebisa Tu aRdgenisaTvis.

აღნიშნული მუხლის ანალოგი სსკ-ის 537-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამბობს, რომ თუ
გამქირავებელი აყოვნებს ნივთის ნაკლის გამოსწორებას, დამქირავებელს შეუძლია
თვითონ აღმოფხვრას იგი და მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება.

გერმანული მოწესრიგების მიხედვით, რადგან კაზუსის მიხედვით მომდევნო


დღეებში არ იყო სახეზე მოსალოდნელი წვიმა ანუ არ იყო აუცილებლობა ქირავნობის
ობიექტის მდგომარეობის შენარჩუნების და აღდგენისათვის გადაუდებელი
ღონისძიებების გატარებისა, დამქირავებელი მოკლებულია შესაძლებლობას თავად
აღმოხვრას ნაკლი.

ქართული მოწესრიგების მიხედვით კი, რადგან სსკ-ის 537-ე მუხლი არ


ითვალისწინებს მსგავს ვითარებას, მიულერები მაინც იქნებოდნენ უფლებამოსილნი,
მიუხედევად გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებისა, რომ ნაკლი
გამოესწორებინათ და ხარჯების ანაზღაურება მოეთხოვათ ვიტცისთვის.

4. 50 ევროს მოთხოვნის უფლება

536-ე მუხლის მიხედვით მიულერებს შესაძლებელია ჰქონდეთ 50 ევროს


დაბრუნების მოთხოვნის უფლება. მოცემულ შემთხვევაში მიულერების მოთხოვნა
შესაძლოა გამომდინარეობდეს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი
წესებიდან. კერძოდ, სკ. 976(1,ა)-დან. ამ ნორმის თანხმად, პირს, რომელმაც სხვას
ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, ეძლევა უფლება უკან მოითხოვოს
თანხის დაბრუნება, „თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის
გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“.

5. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება

არის თუ არა სახეზე თავდაპირველი ნაკლი?

კაზუსიდან ჩანს, რომ 5 დან 11 ივლისამდე სახლს გააჩნდა ნაკლი. საკითხავია


არსებობდა თუ არა ეს ნაკლი ხელშეკრულების დადების დროს, თუ მოგვიანებით
გამოვლინდა? კაზუსიდან ჩანს, რომ ხელშეკრულების დადების დროს ფანჯარა არ
იყო შეკეთებული. 2015 წლის ზაფხულში უკვე არსებობდა. ის ფაქტი, რომ ნაკლს ამ
მომენტში თავი არ უჩენია უმნიშვნელოა კაზუსის ამოხსნითვის. 537-ე მუხლის
მიხედვით ნაკლით გამოწვეული ზიანი უნდა ანაზღაურდეს იმ შემთხვევაშიც, როცა
ნაკლი „შემდგომში აღმოჩნდება“. ნაკლის შემდგომში აღმოჩენაში იგულისხმება
ისეთი შემთხვევა, როცა ნაკლი ხელშეკრულების დადების მომენტში არ არსებობდა,
თუმცა მოგვიანებით წარმოიშობა. ხოლო თუ ნაკლი ხელშეკრულების დადების
მომენტში არსებობდა, თუმცა მოგვიანებით გამოვლინდება, მაშინ გამოიყენება
თავდაპირველი ნაკლის მარეგულირებელი წესები. მოგვიანებით წარმოშობილი
ნაკლის შემთხვევაში გამქირავებელს ეკისრება ჩვეულებრივი, ბრალეული
პასუხისმგებლობა (იხ. სკ. 395). თავდაპირველი ნაკლისას გამქირავებლის ბრალს
მნიშვნელობა არ ენიჭება.

ბ) მოთხოვნის მოცულობა:

ზიანის ანაზღაურება 537-ე მუხლით მოიცავს არა მარტო დაქირავებული ნივთის


ღირებულების შემცირებით გამოწვეულ ანაზღაურებას, არამედ ქირავნობის საგნის
გარეთ არსებულ დამქირავებლის უფლებებს ნაკლთან დაკავშირებით. კაზუსის
მიხედვით, ჩანს, რომ მიულერებს კარადის ზიანი დაუჯდათ 200 ევრო, რისი
მოთხოვნის უფლება,ზიანის ანაზღაურების სახით შეუძლიათ სსკ-ის 537-ე მუხლის
1-ლი ნაწილის მიხედვით.

ვარიანტი 1.

Variant 2.

სსკ-ის 572-ე მუხლი

ბგბ-2) Tu SemZeni ar asrulebs valdebulebebs, maSin gamqiravebeli SemZenis


mier asanazRaurebeli zaralisaTvis pasuxs agebs rogorc Tavmdebi, romelmac
uari ganacxada Sesagebelze, uari Tqvas kreditoris dakmayofilebaze, vidre es
ukanaskneli ar Seecdeba ZiriTadi movalis mimarT iZulebiT aRsrulebas. Tu
damqiravebeli Seityobs sakuTrebis uflebis gadasvlis Sesaxeb gamqiraveblis
Setyobinebis meSveobiT, maSin es ukanaskneli Tavisufldeba
pasuxismgeblobisagan, Tu damqiravebeli ar wyvets qiravnobis samarTlebriv
urTierTobas pirvelive vadaSi, rodesac dasaSvebia xelSekrulebis Sewyveta

You might also like