You are on page 1of 2

უპირველეს ყოვლისა დავიწყებ იმით, რომ საკუთრების მინდობის ხელშეკრულება

თავისი კონსტრუქციით, მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების განაწილების


ხასიათით ძალზედ ახლოს დგას დავალების ხელშეკრულებასთან ამიტომ არის, რომ
სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლად მიიჩნევს დავალების ხელშეკრულების წესების
გამოყენებას საკუთრების მინდობასთან დაკავშირებული ურთიერთბების
მოწესრიგებისას, თუმცა განსხვავება ამ ორ ინსტიტუტს შორის დიდია. დავალების
ხელშეკრულებისგან განსხვავებით, რომლის დროს რწმუნებული ასრულებს მისთვის
დავალებულ ერთ ან რამდენიმე მოქმედებას მარწმუნებლის სახელით, საკუთრების
მინდობის ხელშეკრულებით მინდობილი მესაკუთრე მოქმედებს საკუთარი სახელით
და მართავს მინდობილ ქონებას. კონკრეტულად კი წარმოვადგენ თითოეული
მათგანის თავისებურებებს:

დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც


დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულება ის
სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის
რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, ხელფასის აღება, პარტნიორის და
ა.შ.

დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური ხელშეკრულებაა. მისი


მხარეებია ერთი მხრივ მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის
ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ, რწმუნებული,
რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს
მოვალის მხარეზე. დავალების ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც
ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების


შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც
იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება. ამ ხელშეკრულების საგანს
წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ
სამართლებრივ შედეგს. რაც შეეხება ხელშეკრულების ფორმას, იგი შეიძლება
დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი უფლება, მაგრამ მარწმუნებელმა უნდა
მისცეს რწმუნებულს რაიმე მოქმედების განხორციელების მინდობილობა.
მინდობილობის მიცემა აუცილებელია იმისთვის, რწმუნებულსა და მესამე პირს
შორის მარწმუნებლის მიერ დავალებული სამართლებრივი ურთიერთოდა
აღმოცენდეს და მოწესრიგდეს.

დავალების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც განსაზღვრული, ისე


განუსაზღვრელი ვადით. თუ დავალების ხელშეკრულება გაფორმებულია
განსაზღვრული ვადით, მაშინ იგი ძალას კარგავს ამ ვადის გასვლის შემდეგ.
დავალების ხელშეკრულების ვადა დაკავშირებული უნდა იყოს რწმუნებულისათვის
მიცემული მინდობილობის ვადასთან; ხელშეკრულება უვადოდ დადებულად უნდა
ჩავთვალოთ, თუ არც დავალების ხელშეკრულებაში და არც მინდობილობაში არ არის

საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას


მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის
ინტერესების შესაბამისად. საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება
იყოს ნებისმიერი ქონება, ე. ი ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
ქონების მართვა და განკარგვა ეკუთვნის ერთ პირს ანუ მინდობილ მესაკუთრეს,
ხოლო მეორე ნაწილი- ქონების ექსპლუატაციისაგან შემოსავლის, ნაყოფის მიღების
უფლება- მეორე პირს ანუ საკუთრების მიმნდობს.

საკუთრების უფლების მინდობისას ქონების მესაკუთრე არ იცვლება, არ ხდება


საკუთრების უფლების გადასვლა ერთი სუბიექტიდან მეორეზე, შესაბამისად არ
გადადის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებები.
ქონების მესაკუთრეს საკუთრების მინდობის ხელშეკრულების მოქმედების
პერიოდში არ აქვს უფლება თავად გაანხორციელოს მინდობილი მესაკუთრისათვის
გადაცემული ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა.

საკუთრების მინდობის ხელშეკრულება შეიძლება იყოს როგრც უსასყიდლო, ისე


სასყიდლიანი. ორივე შემთხვევაში მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული
ხარჯები უნდა აანაზღაუროს საკუთრების მიმნდობმა, ხოლო ქონების
გამოყენებისაგან მიღებული შემოსავლები, ნაყოფი რჩება საკუთრების მიმნდობს. თუ
მხრეები შეთანხმდებიან, რომ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყოს, მაშინ
ხელშეკრულებითვე უნდა განისაზღვროს მინდობილი მესაკუთრისათვის
გასამრჯელოს გადახდის ფორმა და წესი.

საკუთრების მინდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. წერილობითი


ფორმის დაუცველობა გამოიწვევს საკუთრების მინდობის ხელშეკრულების
ბათილობას. რადგანაც საკუთრების მინდობის ხელშეკრულება რეალურ
ხელშეკრულებებს მიეკუთვნება, ამიტომ მისი დადებისათვის აუცილებელია არა
მხოლოდ მხარეთა შეთანხმების წერილობით გაფორმება, არამედ ქონების გადაცემაც
მინდობილი მესაკუთრისათვის.

You might also like