You are on page 1of 2

5.საკოლიზიო ნორმის შეზღუდვა, დათქმა საჯარო წესრიგის შესახებ.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონი, ზოგ შემთხვევაში, ისეთ დათქმებს


შეიცავს, რომლებიც საკოლიზიო ნორმის მოქმედებას ზღუდავენ. ასეთი დათქმების
კატეგორიას მიეკუთვნება დათქმა „იმპერატიული ნორმების შესახებ“, დათქმა ,,საჯარო
წესრიგის შესახებ“, და დათქმა ,, უკუმითითების ან მესამე ქვეყნის კანონზე მითითების
შესახებ“. ახლა კი განვიხილავ დათქმას, საჯარო წესრიგის შესახებ. თავდაპირველად უნდა
აღინიშნოს, რომ „საჯარო წესრიგის“ ცნება არ არის განსაზღვრული არც დოქტრინით, არც
სასამართლო პრაქტიკით და არც კანონმდებლობით. ერთი რამაა მხოლოდ ცხადი; საკითხის
გადაწყვეტა იმის შესახებ, ეწინააღნდეგება თუ არა უცხო ქვეყნის სამართლის ნორმები,
რომლებიც საკოლიზიო ნორმის თანახმად უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს საჯარო
წესრიგს, დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. შეიძლება ითქვას, რომ
მიუხედავად „საჯარო წესრიგის“ ცნების ასეთი გაურკვევლობისა, საქართველოს
სასამართლოები შედარებით მომგებიან მდგომარეობაში არიან, ვიდრე სხვა ქვეყნის
სასამართლოები. საქმე ისაა, რომ საქართველოს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის
შესახებ, გარკვეულად აკონკრეტებს საჯარო წესრიგის ცნების შინაარსს და მიუთითებს, რომ
საქართველოში უცხო ქვეყნის სამართლის ნორმები არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება
საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. იგივე მითითებებია ამ კანონის სხვა
მუხლებშიც. ამიტომ, შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, „საჯარო წესრიგი“ გაიგივებულია
„საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებთან“. ეს უკვე საშუალებას აძლევს
სასამართლოს, შედარებით იოლად გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, ხომ არ
ეწინააღმდეგება უცხო ქვეყნის სამართლის ნორმა საქართველოს ძირითად სამართლებრივ
პრინციპებს, ანუ „საჯარო წესრიგს“. საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ საქართველოს
სამოქალაქო სამართლის და სამოქალაქო პროცესის ისეთი ძირითადი სამართლებრივი
პრინციპი, როგორიცაა დისპოზიციურობის პრინციპი.დათქმა საჯარო წესრიგის შესახებ,
ცხადია, მხოლოდ საქართველოს კანომდებლობისთვის არ არის დამახასიათებელი. იგი
თითქმის ყველა ქვეყნის საერთაშორისო კერძო სამართლითაა გათვალისწინებული. მაგ.
საჯარო წესრიგის დოქტრინით, შვედური სამართალი უარყოფს უცხოური სამართლის
დებულებების გამოყენებას, თუ მათი გამოყენება დაუპირისპირდება შვედეთის სამართლის
სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს. უცხოეთის კერძო სამართლის დებულებები,რომელიც
აწესებს დისკრიმინაციას რასიული, ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნის მიხედვით, ვერ
იქნებიან გამოყენებული შვეციაში. კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება,
რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო
წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ მუხლის კომენტარების ავტორს მიაჩნია, რომ საჯარო
წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა
საკუთრების, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლებანი და ა.შ. საჯარო წესრიგის
დარღვევით ილახება არამარტო ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები,
არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების
ინტერესებს“.იურიდიულ ლიტერატურაში აღნიშნავენ, რომ დათქმა „საჯარო წესრიგის
შესახებ“ გამოიყენება იშვიათად, ან საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული პრაქტიკაში.
აღნიშნავენ აგრეთვე იმასაც, რომ „საჯარო წესრიგის“ ფართო გამოყენება არ შეესაბამება
საერთაშორისო კერძო სამართლის ამოცანებს და აკანონებს მის როლს სხვადასხვა
სამართლებრივი სისტემის სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის განვითარებაში.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში „საჯარო
წესრიგის“ კატეგორია ჯერ-ჯერობით არ ყოფილა გამოყენებული, რაც სრულებით არ ნიშნავს
იმას, რომ იგი მომავალშიც არ იქნება გამოყენებული. იურიდიულ ლიტერატურაში
გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება იმის შესახებ, რომ „საჯარო წესრიგის“ ცნება, რამდენადაც
მისი შინაარსი არაა ზუსტად განსაზღვრული, ორაზროვანია და ძალზედ ართულებს სწორი
ანალიზის შესაძლებლობას. ამიტომ გვთავაზობენ, „საჯარო წესრიგის“ ნაცვლად შემოვიღოთ
ცნება „პირდაპირი რეგულირების კანონები“.

You might also like