You are on page 1of 3

5.

თაღლითობა და გამოძალვა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით


გათვალისწინებულია თაღლითობა. ამ დანაშაულმა ფართო გავრცელება პოვა
საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი მეწარმეობის სფეროში, როგორც
სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებამ. თაღლითობის ობიექტია
საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო რაც შეეხება დანაშაულის საგანს იგი
შეიძლება იყოს სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე
უფლება, რომელიც სხვადასხვა დოკუმენტით შეძლება იქნეს აღიარებული,
მაგალითად, ანდერძით, პოლისით და სხვა. ობიექტური მხრივ თაღლითობის
თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. თაღლითობისას
დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს. ქონების დაუფლების ან
ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ამიტომაცაა, რომ მოტყუება,
როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი შედის თაღლითობის დანაშაულის
შემადგენლობაში. თაღლითობის დროს დამნაშავის მიერ მიწოდებული
ტყუილი ცნობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, ზოგჯერ იგი ეხება დამნაშავის
პიროვნებას, მის უფლებებსა და უფლებამოსილებას. მეორე შემთხვევაში
იურიდიულ ფაქტებს. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც წერილობითი
ისე ზეპირი ფორმით. როდესაც პირი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე იღებს
მაღალ ხელფასს , რაც მის შესრულებულ სამუშაოს არ შეესაბამება ამ
შემთხვევაში ადგილი გვაქვს თაღლითობასთან. თაღლითობა ხშირად არის
დაკავშირებული ყალბი დოკუმენტების წარდგენასთან, რაც თითქოს კანონიერ
საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის
მეორე უფრო გავრცელებულ მოტყუების ხერხს წარმოადგენს ნდობის
ბოროტად გამოყენება. ფაქტობრივად იგი მოტყუების სახესხვაობაა.

თაღლითობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება,


ვინაიდან დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით
მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს
ქონების მესაკუთრეს და სურს კიდეც ამ შედეგის დადგომა. თაღლითობის
სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი. თაღლითობის
მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს: თაღლითობა ჩადენილი
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. თაღლითობისას პირს უნდა
ამოძრავებდეს სურვილი დაზარალებული შეიყვანოს შეცდომაში და
დაზარალებულს სჯეროდეს იმ ცნობისა, რასაც აწვდის თაღლითი.

რაც შეეხება კიდევ ერთ სისხლისსამართლებრივ დანაშაულს, რომელიც


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით არის
გათვალისწინებული - ესაა გამოძალვა. ამ დანაშაულის ობიექტია
საკუთრებითი ურთიერთობები, დამატებით ობიექტად შეიძლება
დავასახელოთ, როგორცც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე მისი ღირსება და
პატივი. გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე
უფლება. ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების
მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში,
გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება.
ობიექტური მხრივ გამოძალვა ყალიბდება მუქარისგან და მოთხოვნისაგან .
მოთხოვნა გულისხმობს დამნაშავის მიერ პირისათვის ულტიმატური ხასიათის
კატეგორიულ შეთავაზებას უსასყიდლოდ გადასცეს გამომძალველს ნივთი ან
ქონებრივი უფლება. იმისათვის რომ გამოძალვა დამთავრებულად ჩაითვალოს
არ არის საკმარისი მოთხვონის წაყენება. აუცილებელია, რომ ეს მოთხოვნა
ცნობილი გახდეს დაზარალებულისათვის. მოთხოვნათა
დასაკმაყოფილებლად დაზარალებულის იძულება მუქარის სხვადასხვა სახით
გამოიხატება, მაგალითად, დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის
სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელებით. ნათესავში
იგულისხმება:მშობლები, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია
შვილიშილი, და, ძმა , მეუღლე. მუქარა შეიძლება ეხებოდეს ისეთი
ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც არ არის სახელი გამტეხი, მაგრამ
შესაძლოა ზიანი მიადგეს ამით დაზარალებულს ან მის ნათესავს. გამოძალვის
დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობა არ აქვს დამნაშვე
რეალურად აპირებდა თუ არა მუქარის განხორციელებას. გამოძალვა
მიეკუთვნება ფორმალურ დანაშაულს, იგი დამთავრებულად ითვლება
დაზარალებულისათვის მოთხოვნის წაყენების მომენტიდან, მუქარის რეალური
განხორციელების შედეგი ყოველთვის დანაშაულთა ერთობლიობით
დაკვალიფიცირდება. დანაშაულის გამოძალვით კვალიფიკაციისათვის
მუქარის გამოხატვის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, იგი შეიძლება იყოს
წერილობითი ან ზეპირი ფორმით, ტელეფონით, პირდაპირი ან შენიღბული
ფორმით. გამოძალვის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში
გამოიხატება. დამნაშავემ იცის, რომ უკანონოდ ითხოვს სხვის საკუთრებას.
დანაშაულის ამსრულებელია 14წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

You might also like