You are on page 1of 9

ივანე

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის


ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი : ქეთევან რაქვიაშვილი

რეფერატი

ვინდიკაცია- უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვება

საგანი: სანივთო სამართალი

ლექციის ხელმძღვანელი : ბესარიონ ზოიძე

სემინარის ხელმძღანელი : ქეთევან მაკარაძე

1
2020 წ.

2
სარჩევი
შესავალი...................................................................................................................................................................... 2
რა არის საკუთრების ცნება და როგორ შეგვიძლია მისი დაცვა.........................................................................3
ვინდიკაციის შეზღუდვის წესი...............................................................................................................................6
სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და...................................................................................................................6
კეთილსინდისიერების დაცვის ბერკეტი...........................................................................................................6

შესავალი

3
მფლობელობა-ნორმის შინაარსი

მფლობელობა პირის ფაქტობრივი ნებითი ბატონობაა ნივთზე. მფლობელობა არის


ფაქტობრივი პროცესი და არა უფლება, მაგრამ, გავრცელებული მოსაზრების
თანახმად, მისი სამართლებრივი მდგომარეობა უტოლდება უფლებას.
კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, მოითხოვოს მფლობელობის ხელშეშლის
აღკვეთა და ახლანდელი მფლობელისაგან ნივთის უკან დაბრუნება ასევე, მოძრავი
ნივთის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია უკავშირდება მფლობელობას
მფლობელობა არის სხვადასხვა სანივთო უფლების მოპოვების წინაპირობა და
შესაძლებელია მფლობელობის მემკვიდრეებზე გადაცემა სამოქალაქო კოდექსი
იცნობს მფლობელობის სხვადასხვა სახეს: ა) პირდაპირი და არაპირდაპირი
მფლობელობა ბ) კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელობა გ)
ერთპიროვნული და თანამფლობელობა დ) ნივთის ცალკეული ნაწილების
მფლობელობა.1
კონტინენტური ევროპის სამართალთან რუსული სამართლის სიახლოვე
უპირველეს ყოვლისა, სამართლის არსის გააზრებაში გამოიხატებოდა. სამართლის
ნორმად მიიჩნეოდა ერთგვარი საზოგადოებრივი ურთიერთობების მრავალჯერადი
მოწესრიგებისთვის გამიზნული ქცევის წესი, რომლის ფორმულირებაც
კანონმდებლის მოვალეობას შეადგენდა. რუსული სამართლისთვის არც სამართლის
კერძო და საჯარო ნაწილებად დაყოფის რომაულ-ევროპული ტრადიცია და კერძო
სამართლის მნიშვნელოვანი სფერო, სანივთო სამართალი იყო უცხო.მფლობელობის,
როგორც სანივთო სამართლის ფუძემდებლური ინსტიტუტის, გააზრებაც
კონტინენტური ევროპის სამართლისეული იყო. მფლობელობად მიიჩნეოდა
ქონებაზე პირის ფაქტობრივი ბატონობა (მფლობელობის ობიექტური ელემენტი)
დაკავშირებული პირის განზრახვასთან, განკარგავდეს ნივთს, როგორც საკუთარს
(მფლობელობის სუბიექტური ელემენტი). ამ შინაარსის გამომხატველი იყო

სამოქალაქო კოდექსის კომენტარები. წიგნი II სანივთო ქონებრივი სამართალი 2018 წ.


1

თბილისი გვ32 ლევან თოთლაძე

4
მფლობელობის აღმნიშვნელი ტერმინი `Владение,~ ეტიმოლოგიური
განვითარებით. სწორედ, ეს ელემენტი იყო მფლობელობის დაფუძნებისას
გადამწყვეტი `რუსეთის იმპერიის კანონთა სრული კრებულის” თანახმად.
მფლობელად მიიჩნეოდა მესაკუთრე და არამართლზომიერი
მფლობელი(კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი). მფლობელობისგან
განსხვავდებოდა ჭერა, როგორც ნივთის პყრობა მისი მითვისების განზრახვის
გარეშე, ფაქტობრივი ურთიერთობა, რომელიც არ უკავშირდება უფლებრივ
შედეგებს.2

რა არის საკუთრების ცნება და როგორ შეგვიძლია მისი დაცვა

საკუთრება სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია. წარმოუდგდენელია


თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა საკუთრების უფლების
გარეშე და პირიქით, შეუძლებელია არსებობა სახელმწიფოებრივი მექანიზმის
გარეშე. აუცილებელია საკუთრების უფლებას ზურგს უმაგრებდეს სახელმწიფო და
მის მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი ნორმები. ადამიანი, როგორც წესი,
უარყოფითად რეაგირებს საკუთრების ხელისუფლებისადმი,განურჩევლად იმისა
თუ ხელყოფს მას, სახელმწიფო თუ, მოქალაქე. საკუთრების უფლების არ არსებობამ
შეარყია. ბევრი ძლევამოსილი სახელმწიფო და საბოლოოდ ის დაშლის პირამდე
მიიყვანა. მათ შორის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საქართველოს
კონსტიტუცია, ისევე როგორც ბევრი სხვა დემოკრატიული ქვეყნის
კონსტიტუციები, აღიარებს საკუთრების უფლებას და მის ხელშეუვალობას.
აღნიშნულ უფლებას მკაფიოდ განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე
მუხლი: „საკუთრება და მემიკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.
დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების
საყოველთაო უფლების გაუქმება.“ აღნიშნულით, ქვეყნის უზენაესი კანონი
საკუთრების უფლების აბსოლიტურობას ერთხმად აღიარებს. საკუთრების უფლებას
საკმაოდ დიდი წარსული აქვს. ის ერთგვარად აღიარებული იყო ბაბილონში,
2
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ,,მფლობელობა , როგორც
საკუთრების პრეზუმციის საფუძველი ‘’ გვ.58 ქეთევან ქოჩაშვილი

5
აღნიშნულს ადასტურებს ხამურაბის კანონები. ძველი ელინური კანონები,რომელიც
ქ. გორტინშია აღმოჩენილი. ნორმათა ეს კრებული, მართალია პრიმიტიულობით
გამოირჩევა, მაგრამ მაინც გვაწვდის საკმაო ცნობებს ქონების, მისი მემკვიდრეობით
გადაცემის და სამკვიდროს მემკვიდრეთა შორის გატოფის შესახებ. საკუთრების
ცნების,მისი, როგორც უფლების და ამ უფლების დაცვის შესახებ მნიშვნელოვან
ცნობებს გვაწვდის მსოფლიო სამოქალაქო სამართლის ძირითადი პრინციპების
პირველსაწყისი, ძველი რომის დღევანდელი პერიოდის მსგავსად, უძველეს
პერიოდშიც საკუთრების უფლების მტკიცება მესაკუთრეს არ ევალებოდა. ამაში
ინიციატივა მოსარჩელე მხარეს უნდა გამოეჩინა, რომელიც თვლიდა, რომ მისი
უფლება დაირღვა და მოითხოვდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას
(რესტიტუციას).
ქართული სამოქალაქო კოდექსის ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ იგი უარს
ამბობს საკუთრენის სახეებად დაყოფაზე. მაგ: ძველ რომში საკუთრების რამოდენიმე
სახე არსებობდა და ყოველივე მათგანი საკუთრების რამოდენიმე სახე არსებობდა
და ყოველივე მათგანი საკუთარი ნიშან-თვისებებით ხასიათდებოდა. საკუთრების
ერთ-ერთი სახე იყო dominium Quiritium. კვირიტული საკუთრების ობიექტი იყო
ყოველი მოძრავი ნივთი, რომელზეც მანციპაციის აქტით ხდებოდა საკუთრების
მიღება. რომმა იცოდა ასევე პერეგრინების იგივე უცხოელების საკუთრება. 3

რომის სამოქალაქო სამართალმა დღევანდელისაგან განსხვავებით საკუთრების


სახელშეკრულებო შეძენის სამი სახე იცოდა: „მანციპაცია, ინიურე საცესიო და
ტრადიციო.“ ქართულ სამართალში საკუთრება განსაზღვრულია, როგორც სრული

3
მინდია გოსტამაშვილი ,,რა არის საკუთრების ცნება იურიდიყლად ფა როგორ შეგვიძლია მისი დაცვა ’’.

6
და აბსოლიტური ბატონობა სხვადასხვა სახის სიკეთზე. საკუთრების უფლების
ობიექტს წარმოადგენს მოძრავი ქონებაც, რომელზეც უფლების შემძენის სხვა
ხერხები ვრცელდება, ვიდრე უძრავზე.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი მკაფიოდ გვეუბნება რომ მესაკუთრეს შეუძლია
მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევებისა როცა
მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
ძველი რომის მსგავსად ამჟამადაც საკუთრების უფლების დაცვის ორი სახე
არსებობს: ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელები.
ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე
მფლობელობა. ვინდიკაცია ეს არის სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის
გამოთხოვა მესაკუთრის მიერ. ვინდიცირების წესი მთლიანად არის იმაზე
დამოკიდებული, თუ რა გზითაა გამოსული მესაკუთრის ხელიდან საკუთრების
ობიექტი.
საკუთრების უფლების დაცვის მეორე გავრცელებული საშუალებაა ნეგატორული
სარჩელი. ამ დროს საკუთრების ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღებისა და
ჩამორთმევის გარეშე. ამ შემთხვევაში ნივთი ან ქონება მესაკუთრეს აქვს, მაგრამ
გარეშე პირი ავიწროვებს მას. ასეთ შემთხვევაში მესაკუთრეს შეუძლია
ხელშემშლელს მოსთხოვოს მართლსაწინაღმდეგო მოქმედების აღკვეთა, თუ ამან
შედეგი არ გამოიღო მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს ხელშეშლის
აღსაკვეთად.
ამგვარად, საკუთრების ცნება და მისი იურიდიულად დაცვა უმაღლეს დონეზეა
ასახული ჩვენს სამოქალაქო კოდექსში. მხოლოდ სახელმწიფოს ასეთი სწორი
მიდგომით შეძლებს ადამიანი მისცეს თავის ნიჭს ფართო გასაქანით.

ვინდიკაციის შეზღუდვის წესი


სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და
კეთილსინდისიერების დაცვის ბერკეტი

7
ჩვენი თემების მსჯელობის საგანი ნივთის უკანონო გამოთხოვაა და შესაბამისად
ყურადღებას გავამახვილებთ ვინდიკაციურ სარჩელზე, რომელიც განმტკიცებულია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლში. 172 I მუხლი (rei vindicatio) 1
სავინდიკაციო მოთხოვნის უფლებასთან მიმართებაში უპირატესობა ენიჭება
საკუთრების კეთილსინდისიერად მოპოვების ასევე, კანონის საფუძველზე
საკუთრების მოპოვების წესებს. 170-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის
უფლებამოსილებების განხორციელების წინაპირობა არის ნივთის მფლობელობა.
შესაბამისად, 172 I მუხლის მიზანია მესაკუთრის მიერ ნივთზე მფლობელობის
მოპოვება, რომელიც მან დაკარგა. რუსული ცივილური სამართალი აღიარებდა
ვინდიკაციის შეზღუდვის წესს, რომელიც მოქმედებს იმ კეთილსინდისიერი
შემძენის სასარგებლოდ, ვინც მესაკუთრის მფლობელობიდან მისი ნებით
გამოსული მოძრავი ნივთი, მის გასხვისებაზე არაუფლებამოსილი პირისგან
სასყიდლით შეიძინა.ამ ვითარებაში, გამსხვისებელი შესაძლოა იყოს, მაგალითად,
პირი, რომელსაც მესაკუთრესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე,
დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში აქვს ნივთი გადაცემული; კანონით
მემკვიდრე, რომელმაც არ იცოდა მამკვიდრებლის საანდერძო განკარგულების
შესახებ, ანდერძით მემკვიდრის თაობაზე და გაასხვისა სამკვიდროში არსებული
მოძრავი ნივთი. 4

ვინდიკაციის შეზღუდვის წესის საფუძველზე მესაკუთრის შეზღუდვა. მხოლოდ


კეთილსინდისიერებისთვის, რაც ობიექტური სამართალდარღვევაა, არ
ხორციელდება. ვინდიკაციის შეზღუდვა ემსახურება მნიშვნელოვან სოციალურ
სიკეთეს, `უმაღლესი რანგის სოციალურ პრინციპს~,290 სამოქალაქო ბრუნვის
გაიოლებას, რაც თავის თავში მოიცავს კეთილსინდისიერ გაცვლას. სამოქალაქო

4
კომენტარები. მუხლი 172 ლევან თოთლაძე

8
სამართლის ფუნქცია პროდუქციის შემქმნელთაგან მისი დესტინატერებზე
გადაცემის დაჩქარებისთვის ხელის შეწყობაა, რაც წარმოუდგენელია, თუ შემძენს
დაეკისრება გამსხვისებლის უფლებამოსილების მუდმივად შემოწმების
ვალდებულება. ამ ვითარებაში კეთილსინდისიერება მხედველობაში მიიღება
იმდენად, რამდენადაც, ეს აუცილებელია ბრუნვის განმტკიცებისთვის. ვინდიკაციის
შეზღუდვის წესი არც ძველი მესაკუთრისთვის არის უსამართლო. მართალია, ის
აღარ არის ნივთზე უფლებამოსილი, მაგრამ მას რჩება შესაძლებლობა ზიანის
ანაზღაურება მოსთხოვოს ნივთის გამსხვისებელს, რადგან იცნობს კონტრაჰენტს,
განსხვავებით შემძენისგან, რომელსაც დიდია ალბათობა, არ ახსოვდეს
გამსხვისებელი. შემძენისა და მესაკუთრის ინტერესთა კონფლიქტის დროს,
სამართალი ირჩევს ნაკლები ბოროტების ვარიანტს.

You might also like