You are on page 1of 59

სოფიო ჩაჩავა

Contents
I ზოგადად ............................................................................................................................................ 3
II შემადგენლობა .................................................................................................................................. 3
1. პირი ანუ შემსრულებელი ........................................................................................................... 4
ა) ქმედუუნარობა ......................................................................................................................... 4
ბ) არასრულწლოვანის შეზღუდული ქმედუნარიანობა .......................................................... 5
გ) შეზღუდულად ქმედუნაირანი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე .............. 6
1. სხვა პირის საქმის შესრულება ................................................................................................ 6
ა) საქმის შესრულება .................................................................................................................... 6
ბ) სხვა პირის ................................................................................................................................. 6
ბ.ა. ობიექტურად და სუბიექტურად სხვისი საქმის გამიჯვნა ............................................ 7
ბ.ბ. შეცდომა მეპატრონის პიროვნებაში ................................................................................ 7
ბ.გ.მეპატრონეთა სიმრავლე .................................................................................................... 8
გ.სხვისი საქმის შესრულებასთან ერთად საკუთარი საქმის შესრულებაც ........................ 8
დ. სხვა ვალდებულების შესრულება ....................................................................................... 10
დ.ა. თავდებობა ...................................................................................................................... 10
დ.ბ. რჩენის ვალდებულება ................................................................................................... 11
დ.გ. საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს მიერ სხვისი საქმის
შესრულება .............................................................................................................................. 11
ე. წინასახელშეკრულებო ურთიერთობის თავისებურებები ................................................ 12
ვ. სახელშეკრულებო ურთიერთობა ........................................................................................ 12
ზ. ბათილობა .............................................................................................................................. 12
თ.სხვისი საქმის შესრულება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე ............. 13
2. დავალების ან სხვა საფუძლის გარეშე ................................................................................. 13
ა. ზოგადად ................................................................................................................................. 13
ბ. სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამორიცხავს დავალების გარეშე სხვისი საქმის
შესრულების წესების გამოყენებას ........................................................................................... 14
ბ.ა. სხვისი საქმის შესრულების უფლებამოსილება ........................................................... 15
ბ.ბ. სხვისი საქმის შესრულების ვალდებულება ................................................................. 15
სოფიო ჩაჩავა

III სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................... 16


1. დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების შემადგენლობის არსებობისას
გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი .......................................................................... 16
2. მიმართება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებთან .............................................................. 16
IV საპროცესო სამართლებრივი დატვირთვა ................................................................................. 17
სოფიო ჩაჩავა

მუხლი 969. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება კეთილსინდისიერად


პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა
პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად.

I ზოგადად
როგორც წესი, სხვა პირის საქმის შესრულება დავალებისა, უფლებამოსილების ან სხვა
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვის სამართლებრივ სფეროში გაუმართლებელი
ჩარევაა, რაც უფლების არამართლზომიერ ხელყოფად შეიძლება ჩაითვალოს და დელიქტად
დაკვალიფიცირდეს. 1 ამ პრინციპიდან გამონაკლისს აწესებს დავალების გარეშე სხვისი
საქმეების შესრულების თავი და ითვალისწინებს იმ საგამონაკლისო წინაპირობებსა და მის
თანამდევ სამართლებრივ შედეგებს, როდესაც ასეთი „ჩარევა“ გამართლებულია და
შესაბამისად მართლზომიერი.

სამართლებრივმა წესრიგმა სასურველია ხელი შეუუწყოს და წაახალისოს ადამიანების მიერ


სხვებისათვის დახმარების აღმოჩენა. ამ მიზნის გათვალისწინებით გამართლებულია,
დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების წესებით დადგენილი წიპირობების
არსებობiსას ერთი პირის მიერ სხვა პირების დახმარებისაკენ მიმართული ქმედება არ
ჩაითვალოს უფლების არამართლზომიერ ხელყოფად და პირი გათავისუფლდეს ზიანის
ანაზღაურების ვალდებულებისაგან.2

პირმა სხვათათვის დახმარების მიზნით რომ იმოქმედოს, სასურველია მას გარკვეული


დაცვის გარანტიები ჰქონდეს მათ შორის მაშინაც, როდესაც სასურველი შედეგი არ დადგება.
ამგვარი მოწესრიგების გამართლება კანონმდებლის მიერ უფრო დიდი მოცულობის ზიანის
პრევენციაა არა ცალკეულ შემთხვევაში, არამედ ზოგადად სამოქალაქო ბრუნვაში.3

II შემადგენლობა
იმისათვის რომ პირის ქმდება ჩაითვალოს დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებად,
იგი უნდა ასრულებდეს სხვის საქმეს დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე.

1
Ogonowski,Die Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 5,6
2
„ადამიანთა ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის იდეა“-სთან დაკავშირებით ვრცლად. იხ.
ნინიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნი, მეორე ტომი, 2001, 969-ე
მუხლი, გვ. 341.
3
Ogonowski,Die Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 18.
სოფიო ჩაჩავა

1. პირი ანუ შემსრულებელი


შემსრულებელი არის პირი რომელიც ასრულებს „სხვის საქმეს“. შემსრულებელი
შესაძლებელია მოქმედებდეს საკუთარი სახელით, ან იყოს სხვა ფიზიკური ან იურიდიული
პირის წარმომადგენელი, მათ. შორის ვალდებულების შემსრულებელი (დამხმარე).4

სადავოა, უნდა იყოს თუ არა შემსრულებელი სრულად ქმედუნარიანი პირი. ამ საკითხს


პირდაპირ არ აწესრიგებს სსკ-ი.

ამ მხრივ გასათვალისწინებელია გსკ-ის 682-ე პარაგრაფი, რომლის თანახმად


შემსრულებელი რომელიც ქმედუუნარო ან შეზღუდულად ქმედუნარიანია მის მიმართ
ვრცელდება მხოლოდ დელიქტური სამართლისა და უსაფუძვლო გამდიდრების წესები.

იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ი არ შეიცავს სპეციალურ რეგულირებას, ქმედუუნარო და


შეზღუდულქმედუნარიანი პირის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის
ზოგადი ნაწილის ნორმები (სსკ-ის 12-ე, 14-ე 15-ე, 63-ე და 65-ე მუხლები) და დელიქტის
სპეციალური შემადგენლობები (შდრ. ვრცლად 994-ე და 995-ე მუხლები).

მოწესრიგების თავისებულრებისა და მიზნის გათვალისწინებით სასურველია გაიმიჯნოს


ქმედუუნარო პირის მიერ სხვისი საქმის შესრულების შემთხვევა
შეზრუდულქმედუნარიანისაგან.

ა) ქმედუუნარობა
თუ შემსრულებელი ქმედუუნაროა, ამ შემთხვევაში დავალების გარეშე სხვისი საქმის
შესრულების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება როგორ წესი უნდა გამოირიცხოს,
რადგან დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულება შეგნებული, ნებითი მოქმედებაა. 5
ქმედუუნარო პირს როგორ წესი არ აქვს საკუთარი ქმედებებისა და გარემოებათა შეცნობისა
და შეფასების უნარი 6 . ცალკეულ შემთხვევის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს
სასამართლოს მიერ მხადაჭერის მიმღები პირის მიერ სხვისი საქმის შესრულება
დაკვალიფიცირდება თუ არა დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებად და წარმოეშობა
თუ არა შესაბამისი უფლებები და მოვალეობები. ასეთ შემთხვევაში სასურველია
სასამართლომ იმსჯელოს რამდენად შესწევდა ამ პირს ქმედების განხორციელების
მომენტისათვის გააზრებული არჩევანის გაკეთების უნარი დამოუკიდებლად ან მიმართა თუ
არა მან შესაბამის პირს მხარდაჭერისათვის.7 დამატებით მსჯელობას საჭიროებს ასევე პირის
მიერ სხვისი საქმის შესრულება თუ ის შესრულების მომენტისატვის ცნობიერების

4
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 3
5
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 5; განსხვავებული მოსაზრება იხ.
ნინიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნი, მეორე ტომი, 2001, 969-ე
მუხლი, გვ. 342.
6
„შეფასებაუნარიანობის“ შდრ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, გვ.
123.
7
იქვე. გვ. 125.
სოფიო ჩაჩავა

დაკარგვისა თუ ფსიქიკური მოშლილობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ან სხვა


საფუძვლით არ შესწევდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი. (შდრ. სკ-ის 58-ე
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები).

ბ) არასრულწლოვანის შეზღუდული ქმედუნარიანობა


გერმანული დოქტრინის თანახმად შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა
ქმედებების მიმართ შესაძლოა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების
მომწესრიგებელი ნორმების გავრცელება დასაშვებად იქნეს მიჩნეული მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუ არსებობს წამომადგენლის წინასწარ ან შემდგომი თანხმობა. 8 ასევე,
როდესაც შეზღუდულქმედუნარიანი იძენს სრულ ქმედუნარიანობას და თავად არის
უფლებამოსილი გადაწყვიტოს „თავის ნების გამოვლენის ნამდვილობის საკითხი“9.

სადავოა, ამგვარი ხისტი მიდგომა ხომ არ გამოიწვევს არასრულწლოვანთა ინტერესების


გაუმართლებელ ხელყოფას. მაგალითად, ხომ არ არის მიზანშეწონილი, არასრულწლოვანი
შეზღუდულქმედუნარიანი პირის მიმართ სულ მცირე გავრცელდეს პასუხისმგებლობის
შემსმსუბუქებელი შემადგენლობა (სსკ–ის 970-ე მუხლი). განსაკუთრებით იმის
გათვალისწინებით, რომ სსკ–ში გათვალისწინებული ნებისმიერი შეზღუდვა
არასწრულწლოვანთან მიმართებით უპირატესად სწორედ არასრულწოვანის ინტერესების
დაცვას უნდა ემსახურებოდეს. 10 სსკ-ის 970-ე მუხლის გამოყენება განსაკუთრებით
მნიშნველოვანია სსკ-ის 994-ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად 10-წლის ასაკს მიღწეული
არასრულწლოვანის მიმართ, რომელიც შეუზღუდავად აგებს პასუხ იმ ქმედებით
გამოწვეული ზიანისათვის, რომლის გააზრებაც მას შეეძლო.

დასაფიქრებელია ასევე, რატომ არ უნდა გავრცელდეს დავალების გარეშე სხვისი საქმეების


შესრულების წესები არასრულწლოვანი შეზღუდულქმედუნარიანი პირის მიმართ, რომელიც
სხვისი საქმის შესრულებისას განკარგავს ე.წ. „ნებადართულ სახსრებს“, კერძოდ, როდესაც
მას აქვს კანონიერი წარმომადგენლისაგან გათვალისწინებულ ფარგლებში გარიგების
დადების მინიმუმ კონკლუდენტური პირობითი თანხმობა. 11 გამართლებულია დავალების
გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების გავრცელება ასევე იმ არასრულწლოვნების

8
ვრცლად სსკ-ის 15-ე და 63-ე , ასევე სსკ-ის 100-ე და 101-ე მუხლების კომენტარები, შდრ. NJW 1963,
1252, LG Aachen, Urteil vom 25.4.1963 – 6 S 17/63; Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, §
677 Rn.3
9
შდრ. სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილი
10
მოწესრიგების მიზანთან დაკავშირებით შდრ. კერესელიძე, გვ. 129. Gehrlein in Bamberger/Roth,
Beck’scher Online-Kommentar BGB, 28. Auflage, 2013, § 682, Rn.1
11
კერესელიძე, გვ. 380, 381
სოფიო ჩაჩავა

მიმართ, რომელთა სრული ან ნაწილობრივი ემანსიპაცია კანონით პირდაპირ არის


გათვალისწინებული.12

გ) შეზღუდულად ქმედუნაირანი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე


დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესები უპირობოდ უნდა გავრცელდეს
სრულწლოვანი პირების მიმართ, რომელთაც სასამართლოს მიერ შეზღუდული აქვთ
ქმედუნარიანობა.13 სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეზღუდულქმედუნარიანი
პირი ასაკობრივი ნიშნით შეზღუდულქმედუნარიანისაგან იმით განსხვავდება, რომ
სასამართლოს მიერ სრულწლოვანი პირისათვის მზრუნველობის დაწესების კანონით
გათვალისწინებული საფუძველი არ ახდენს გავლენას ამ პირის „შეფასებაუნარიანობაზე.“

1. სხვა პირის საქმის შესრულება


ერთიმხრივ მეპატრონე უნდა ასრულებდეს საქმეს ამასთანავე ეს საქმე სხვისი უნდა იყოს.

ა) საქმის შესრულება
საქმის შესრულებად ჩაითვლება ფაქტობრივი მომსახურება ან სხვა ნებისმიერი ქმედება, მათ
შორის პირისათვის რაიმეს გადაცემა, ავადმყოფის მოვლა, ასევე სხვისთვის ნივთის შეძენა,
სხვისი ნივთის გასხვისება, მიღება, სხვისი ვალის გასტუმრება და სხვა. მაგალითად, ხანძრის.
წყლის თუ სხვა ზემოქმედების აღკვეთის მიზნით განხორციელებული ქმედება,14 მეზობლის
ნაკვეთიდან მომდინარე საფრთხის აღკვეთა,15 დაზარალებულისათვის დახმარების აღმოჩენა,
საგზაო წესრიგის დამყარება და სხვა.

შესრულება აქტიურ მოქმედებაში უნდა გამოიხატოს, შესაბამისად უმოქმედობა საქმის


შესრულებად არ განიხილება. 16

ბ) სხვა პირის
საქმე სხვისი ინტერესებისა და უფლებების სფეროს უნდა განეკუთვნებოდეს. „სხვისი
საზრუნავი“ უნდა იყოს.17

სხვისი საქმის შესრულება მოიცავს როგორც შემსრულების შეგნებას (ცოდნას 18 ) ასევე


სურვილს შეასრულოს სხვისი საქმე.19

12
სსკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სშკ-ის 4-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შემთხვევებზე, როდესაც
შეზღუდულ ქმედუნარიან პირს კანონი ანიჭებს კონკრეტულ „სფეროსათვის ჩვეულებრივ
ურთიერთობებში“ ქმედუნარიანთან უფლებრივ გათანაბრებას შდრ. კერესელიძე გვ. 385
13
„გარიგებაუნარიანობა“
14
NJW 1975, 1708, LG.Köln, Urteil vom 27.3.1975 ß 6 o 357/73
15
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შედარება უკიდურესი აუცილებლობისა და თვითდახმარების
შემთხვევებთან; შდრ. სსკ-ის 117-120-ე მუხლების კომენტარი.
16
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 2
17
Gehrlein in Bamberger/Roth, Beck’scher Online-Kommentar BGB, 28. Auflage, 2013, § 677, Rn. 11; Seiler,
Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 4
18
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn.14 (სქოლიო 38)
სოფიო ჩაჩავა

ბ.ა. ობიექტურად და სუბიექტურად სხვისი საქმის გამიჯვნა


გერმანულ დოქტრინაში განასხვავებენ ობიექტურად სხვის საქმეს სუბიექტურად სხვისი
საქმისაგან. პირველ შემთხვევაში ობიექტურად შეცნობადია ნებისმიერი პირისათვის, რომ
შემსრულებელი ასრულებს სხვის საქმეს. მაგალითად, სხვისი ნივთის შენახვა, სხვისი ვალის
გასტუმრება, სხივის ნივთის შეკეთება. 20 მაშინ როდესაც სხვა პირისათვის ნივთის შეძენა
ობიექტურად შეცნობადი არ არის როგორც სხვისი საქმის შესრულება და სწორედ ამიტომ
შემსრულებლის ნება აქ გადამწყვეტია.21

შესაბამისად სხვისი საქმის შესრულების ნების არსებობა განსაკუთრებით მნიშნველოვანი


სწორედ სუბიექტურად სხვისი საქმის შესრულების შემთხვევაში.

ბ.ბ. შეცდომა მეპატრონის პიროვნებაში


შემსრულებელი შესაძლოა შეცდეს მეპატრონის პიროვნებაში, ასეთ შემთხვევაში უფლებები
და მოვალეობები წარმოეშობა იმ პირს, რომლის საქმეების შესრულებაც რეალურად მოხდა.22

გსკ-ი მეპატრონის პიროვნებაში შეცდომის შემთხვევას სპეციალური ნორმით აწესრიგებს.23


შეცდომის დროს არსებითია შემსრულებელი აცნობიერებდეს რომ სხვის საქმეს ასრულებს
(რომ ის სხვის კომპეტენციაში იჭრება), თუმცა შესაძლოა არ იცოდეს კონკრეტულად ვინ არის
მეპატრონე.24 მისი წარმოდგენა მეპატრონის პიროვნების შესახებ მოცემულ შემთხვევაში არ
განსაზღვრავს სამართლებრივ შედეგს.25 მაგ. ხელოსანი აკეთებს მისი აზრით ა-ს კუთვნილ
მანქანას, რომელიც ბ-სი აღმოჩნდება.

შემსრულებელი შესაძლოა მეპატრონის პიროვნების იდენტიფიცირებას საერთოდ ვერ


ახდენდეს 26 მაგალითისათვის, ბნელ ქუჩაზე მანქანის შეჩერება იმაზე მითითებით, რომ
მანქანას უკანა ფარი არ უმუშავებს და ავტოსაგზაო შემთხვევის საფრთხე არსებობს,
დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებად იქნა მიჩნეული მიუხედავად იმისა, რომ
შემსრულებელს მეპატრონის პიროვნების იდენტიფიცირება არ შეეძლო.27

19
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 6: Ogonowski,Die Geschäftsführung ohne
auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 27
20
Gehrlein in Bamberger/Roth, Beck’scher Online-Kommentar BGB, 28. Auflage, 2013, § 677, Rn.13; Seiler,
Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 6
21
იქვე.
22
მსგავსი ფორმულირება შდრ. სსკ-ის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადება Ogonowski,Die
Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 28;
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 7; შდრ. ასევე BGB § 686 მუხლის ტექსტი
23
შდრ. გსკ-ის 686-ე პარაგრაფი
24
Ogonowski,Die Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 27;
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 686 Rn. 1
25
Gehrlein in Bamberger/Roth, Beck’scher Online-Kommentar BGB, 28. Auflage, 2013, § 686, Rn.1
26
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 686 Rn. 2
27
BGHZ 43, 188ß195, BGHö Urteil vom 16.03.1965 - VI 210/64;
სოფიო ჩაჩავა

ბ.გ.მეპატრონეთა სიმრავლე
მეპატრონედ უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც არსებული მდგომარეობის
გაგრძელების შედეგად დაზარალდება.28

ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა არსებობდეს რამდენიმე პირი რომელთა საქმეების


შესრულებაც ერთდროულად ხდება.

მაგალითად, ავარიის შედეგად დაზარალებულისათვის დახმარების გაწევა როგოც მისი


მარჩენალის, ასევე ხელმყოფისა და შესაძლოა სადაზღვევო კომპანიის საქმეც იყოს.29

მეპატრონეთა სიმრავლის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგნიდეს ამ პირთა


ურთიერთმიმართება. მაგალითისათვის, გერმანული დოქტრინის თანახმად ზიანის
ანაზღაურებაზე ვალდებული პირი ვალდებულ პირებს შორის უპირველესია, შესაბამისად
შემსრულებელი რომელიც დაზარალებულს დახმარებას აღმოუჩენს და შესაბამის ხარჯებს
გაიღებს, უპირატესად ხელმყოფის საქმეს ასრულებს. თუმცა თუ ხელმყოფის
პასუხისმგებლობა ზიანის მიყენებისათვის გამოირიცხება, შემსრულებლის მიერ გაწეული
მომსახურება შესაძლოა დაზარალებულის მარჩენალის საქმის შესრულებად ჩაითვალოს. 30
ასეთ შემთხვვაში შემსრულებელს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობი პრინციპი
გათვალისწინებით აქვს უფლება მოთხოვნა დააყენოს ერთ-ერთი მეპატრონის მიმართ,
რამოდენიმეს და ყველა მიმართ სოლიდარულად. მეპატრონეთა შორის შიდა ურთიერთობა
შესაძლოა ცალკე დავის საგანი იყოს. (შდრ. სკ-ის 463-ე -- 476-ე მუხლები)

გ.სხვისი საქმის შესრულებასთან ერთად საკუთარი საქმის შესრულებაც


თუ პირი სხვის საქმესთან ერთად საკუთარსაც ასრულებს, ეს გარემოება თავისთავად არ
გამორიცხავს დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებას.

სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე საზიარო უფლების ფარგლებში ერთ-ერთი


თანამესაკუთრის მიერ სახლის აღდგენით სამუშაოებზე გაწეულ ხარჯების მიმართ
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების მომწესრიგებელი ნორმები არ
გაავრცელება იმ დასაბუთებით, რომ პირი საკუთარ საქმეს ასრულებს და სხვისი საქმის
შესრულება მოცემული არ იყო.31

სასამართლოს მსჯელობა სადაოა, ვინაიდან საკუთარი საქმის შესრულება თავისთავად არ


გამორიცხავს სხვისი საქმის შესრულებას. მსგავს შემთხვევაში სხვისი საქმის შესრულებად
(სხვა თანამესაკუთრეების) სასამართლომ მიიჩნია პირის მიერ თანასაკუთრებაში არსებული

28
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 8
29
NJW 1961, 359, BGH, Urteil vom 7.11.1960 – VII ZR 82/59 (Hamm); Seiler, Münchener Kommentar zum
BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 8
30
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 29
31
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალაატა, Nას-649-610-2011, 4.10.2011
სოფიო ჩაჩავა

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ღობის მონგრევა; 32 ასევე სხვისი საქმის შესრულებად


ჩაითვალა დამქირავებლის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარება ბინაში მიუხედავად
იმისა, რომ აღნიშნული უპირველესად დამქირავებლის ინტერესი იყო, იმის
გათვალისწინებით რომ აღნიშნული სარემონტო სამუშაოები გამქირავებლის ვალდებულება
იყო.33

სხვისი საქმის შესრულებად შეიძლება ჩაითვალოს ასევე თვითდამხმარების ფარგლებში


მეპატრონის მიერ შესასრულებელი ვალდებულების (განსახორციელებელი ქმედების)
შესრულება შემსრულებლის მიერ. 34 ანალოგიურად, უკიდურესი აუცილებლობის
ფარგლებში შემსრულებლის მიერ მესამე პირისა თუ საფრთხის გამომწვევი პირის
ინტერესებში საფრთხის თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული ქმედება
შესაძლებელია იმავდროულად დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების
შემადგენლობს პასუხობდეს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად
ჰქონდა შემსრულებელს მეპატრონის ინტერესში მოქმედების ნება. (შდრ. სსკ-ის 415-ე
მუხლი)

მაგ: შემსრულებლის თავზე მცხოვრები მეზობლის ბინაში წყლის მილი დაზიანების


შედეგად საფრთხის რეალიზების თავიდან აცილების მიზნით შემსრულებლის მიერ
შესაბამისი სამსახურის დახმარებით მეზობლის ბინაში შეღწევითა და წყლის გადაკეტვით
შემსრულებელი საკუთარ საქმეს ასრულებს. თუმცა იმავდროულად ის შესაძლოა
ასრულებდეს მეზობლის საქმესაც, ვინაიდან ცდილობს ააცილოს უფრო მეტი ზიანს.

თუ მეზობელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავარიული შენობა ინგრევა და ამით რეალური


საფრთხე ექმნება შემსრულებლის სამართლებრივ სიკეთეს. საფრთხის რეალიზებამდე
შესაძლოა შემსრულებელმა იკისროს აუცილებელი შეკეთების ხარჯები და ამით შეასრულოს
მეზობლის საქმე.35

საკუთარ საქმესთან ერთად სხვის საქმეს ასრულებს ასევე პირი, რომელიც მეზობლის ბინაში
გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის მიზნით იღებს შესაბამის ზომებს, მაშინ როდესაც მეზობლის
ბინიდან მის საკუთრებაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არსებობს. 36

სხვისი საქმის შესრულებად ვერ ჩაითვლება შემთხვევები, როდესაც ხელშეშლა კანონის ან


ხელშეკრულების შესაბამისად გამართლებულია. მართლზომიერია ხელშეშლა, როდესაც
არსებობს მისი კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამართლება. ასეთია

32
NJW 1955, 257, BGH Urteil vom 15.12.1954 – II ZR 277/53
33
NJW-RR, 2000, 82,OLG Koblenz 5 U 1787/98
34
Gehrlein in Bamberger/Roth, Beck’scher Online-Kommentar BGB, 28. Auflage, 2013, § 677, Rn. 14
35
შდრ. სსკ–ის 177–ე მუხლი; von Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, Heidelberg S. 58
36
von Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, Heidelberg S. 60
სოფიო ჩაჩავა

მაგალითად, სამეზობლო თმენის ვალდებულება,37 ასევე მესამე პირის ქონების ხელყოფა


როდესაც ხელმყოფი მოქმედებს უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში.

დ. სხვა ვალდებულების შესრულება


პირის მიერ საჯარო-სამართლებრივ ან სხვა პირის მიმართ არსებული ვალდებულების
შესრულება არ გამორიცხავს მეპატრონის მიმართ დავალების გარეშე სხვისი საქმის
შესრულებას.38

პირი რომელიც ასეთ ვალდებულებას ასრულებს, იმავდროულად მეპატრონის ინტერესში


მოქმედებს და მეპატრონის პასუხისმგებლობის ფარგლებს ამით ამცირებს.39

დ.ა. თავდებობა
თუ მოვალესა და თავდებს შორის არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, თავდებობა
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების ერთ–ერთი გავრცელებული შემთხვევაა.

როგორც წესი სსკ-ის 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები


კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს მესამე პირს ამ
უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

თუ თავდები ძირითად ვალდებულებას ასრულებს მანამდე სანამ კრედიტორი მოვალისაგან


ეცდება შესრულების მიღებას და არ იყენებს სკ–ის 894–ე მუხლით გათვალისწინებულ
შესაგებელს, ამ შემთხვევაში სხვისი საქმის შესრულება უდავოა.

სსკ-ის 905-ე მუხლის თანახმად თავდებზე, რომელიც შეასრულებს ძირითად


ვალდებულებას, გადადის კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ. შესაბამისად, ერთი
შეხედვით, თავმდები თავდებობის შესრულებით საკუთარ ვალდებულებას ასრულებს,
თუმცა ის იმავდროულად ძირითადი მოვალის საქმესაც ასრულებს.40

ანალოგიურად უნდა შეფასდეს მესამე პირის სასარგებლოდ ვალდებულების


უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების ან სხვა უზრუნვეყოფის საშუალების
გამოყენების შემთხვევები.

37
შდრ. სსკ–ის 175–ე მუხლი; von Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, Heidelberg S. 76
38
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 9-10
39
Die eine Feuerwehr unterhaltende Gemeinde kann von der Bundesbahn, deren Lokomotiven durch Funkenflug
einen Waldbrand verursacht haben, Ersatz ihrer Löschaufwendungen nach den Grundsätzen über die
Geschäftsführung ohne Auftrag verlangen. BGH, Urteil vom 20. 6. 1963 - VII ZR 263/61 (Frankfurt) BGH: † Haftung
der Bundesbahn für durch Funkenflug verursachten Waldbrand; hier: Ersatz von Löschaufwendungen NJW
1963, 1825
40
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 26
სოფიო ჩაჩავა

გასათვალისწინებელია, რომ ვალდებულების შესრულებით შესაძლოა პირმა შეასრულოს


არამარტო ძირითადი მოვალის, არამედ სხვა პირის ვალდებულებაც. ასეთ შემთხვევაში
სხვისი საქმის შესრულებად ჩაითვლება შესრულება იმ პირთა მიმართ, რომელთაც მიმართ
მოთხოვნები შემსრულებლის ვალდებულებაზე რანგით წინ დგას.41

დ.ბ. რჩენის ვალდებულება


სხვისი საქმის შესრულებად ჩაითვლება ისეთი ვალდებულების შესრულება, რომლის
ხარჯების გაწევაც მეპატრონეს კანონმდებლობით ეკისრება. მაგ: თუ საავადმყოფოში
მიიყვანეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული არასრულწოვანი, რომელსაც
არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, საავადმყოფო ბავშვის მკურნალობით ასრულებს
ხელმყოფის (იხ. ზემოთ,) და/ან მზრუნველობაზე ვალდებული პირების საქმეს. 42 (შდრ.
მსჯელობა ზემოთ)

მზრუნველობაზე ვალდებულ პირად კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით შეიძლება


ჩაითვალოს როგოც მშობლები, მზრუნველები ასევე ნებისმიერი პირები რომლებსაც
დროებით ჰქონდათ პირზე ზედამხედველობის ვალდებულება.43 ანალოგიურად გადაწყდება
შემთხვევა მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულების ფარგლებში.44

დ.გ. საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს მიერ სხვისი საქმის


შესრულება
განსხვავებულად უნდა შეფასდეს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი
ორგანოს მიერ სხვისი საქმის შესრულების შემთხვევები. ამ შემთხვევის თავისებურება ისაა,
45

რომ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში შესაძლოა შემსრულებელი


საკუთარ ვალდებულებას ასრულებდეს და ამით „გამომდინარე“ სარგებელს იღებდეს ასევე
მეპატრონეც. სწორედ ამიტომ ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებთ მეპატრონისათვის
აუცილებელია შეცნობადი იყოს რომ შემსრულებელი მის საქმეს ასრულებს და არა
საკუთარს. გასაზიარებელია გერმანული მიდგომა, სხვისი საქმის შესრულების მკაცრი
შეფასების სტანდარტი განისაზღვროს საჯარო-უფლებამოსილების განმახორციელებელი
პირების მიმართ. კერძოდ, იმისათვის რომ საქმის შესრულება დავალების გარეშე სხვის
საქმედ ჩაითვალოს, აუცილებელია გამოხატული იყოს სხვა პირის საქმის შესრულების
შეცნობადი ნება შემსრულებლის მხრიდან.46 (საჯარო)

41
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 27
42
მაგალითისათვის შდრ. სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-2 ნაწილი; NJW 1965, 350, OLG Köln, Urteil vom
17.9.1964 – 10 U 105/64
43
ზედამხედველობაზე ვალდებულ პირებთან დაკავშირებით ვრცლად იხ. სკ-ის 994-ე მუხლის
კომენტარი
44
შდრ. სსკ-ის 1182-1183-ე მუხლები
45
სსუს-ის სამოქალაქო საქმეთა პალატის N ას-1320-1246-2012 განჩინება, 12.12.2012
46
Gehrlein in Bamberger/Roth, Beck’scher Online-Kommentar BGB, 28. Auflage, 2013, § 677, Rn. 16
სოფიო ჩაჩავა

ე. წინასახელშეკრულებო ურთიერთობის თავისებურებები


სხვისი საქმის შესრულებად არ ჩაითვლება ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე გაწეული
ხარჯები, მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულება შემდგომში აღარ დაიდო.47ასეთი ხარჯების
ანაზღაურება პირს შესაძლოა დაეკისროს სსკ-ის 316-ე, 317-ე მუხლების საფუძველზე თუ
სახეზეა 317-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობა.

თუმცა გასაზიარებელია გერმანულ დოქტრინის მიდგომა, დავალების გარეშე სხვისი საქმის


შესრულებად ჩაითვალოს წინასახელშეკრულებო ურთერთობაში განხორციელებული
შესრულება, თუ გაწეული შესრულება და ხარჯები ცდება ხელშეკრულების
მომზადებისათვის საჭირო ჩვეულებრივ ხარჯებს. 48

ვ. სახელშეკრულებო ურთიერთობა
სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა
შესაძლოა დაეფუძნოს დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების ნორმებს, მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუ ცალკეულ შემთხვევას სპეციალური ნორმები არ აწესრიგებს.
მაგალითისათვის დამქირავებლის მიერ მიმდინარე რემონტის ჩატარების ვალდებულებას
პირდაპირ ითვალისწინებს 548-ე მუხლი და მე-2 ნაწილით პირდაპირ განსაზღვრავს
ხარჯების გაწევაზე ვალდებულ პირს; 49 თუმცა განსხვავებულად უნდა შეფასდეს
მესაკუთრის ნივთზე ქონებრივი გაუმჯობესები, ჩაშენების, მიშენების და სხვა ცვლილებების
განხორციელება, რაც სახელშეკრულება მოწესრიგების ფარგლებს ცდება. ასეთ შემთხვევაში
შემსრულებლის მიერ საქმის შესრულება დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებად
უნდა ჩაითვალოს.50

ზ. ბათილობა
დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების წესები შეიძლება გავრცელდეს ბათილი
დავალების ან სხვა ხელშეკრულების ფარგლებში შემსრულებლის მიერ განხორციელებული

47
შდრ. სსუს-ის სამოქალაქო საქმეტა პალატა, განჩინება/გადაწყვეტილება N ას-260-673-06, 26
ტებერვალი, 2007; Gehrlein in Bamberger/Roth, Beck’scher Online-Kommentar BGB, 28. Auflage, 2013, § 677,
Rn. 12
48
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 42; მსგავს გამიჯვნაზე არ მსჯელობს
სსუს-ის სამოქალაქო საქმეტა პალატა, განჩინება/გადაწყვეტილება N ას-260-673-06, 26 ტებერვალი,
2007 კერძოდ სსუს-მ დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების ნორმების გამოყენება
წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში გამორიცხა, ვინაიდან შემსრულებელსა და მეპატრონეს შორის
არსებობდა წინასწარი შეთანხმება შემდგომში სადავო ქონებაზე ქირავნობის ხელშეკრულების
დადების თაობაზე დამქირავბელის მიერ წინასწარი დანახარჯების გაწევის პირობით.
49
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn.39
50
იქვე.
სოფიო ჩაჩავა

შესრულების მიმართაც. 51 ასე მაგალითად, დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებად


ჩაითვალა „მყიდველის“ მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები ბინაზე, ფორმის
დაუცველად დადებული ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში.52

ცალკეულ შემთხვევაში უნდა გაიმიჯნოს ერთისმხრივ, რამდენად არის სხვისი საქმის


შესრულება სახეზე. ამასთან, ხომ არ აწესრიგებს ხარჯებისა თუ ზიანის ანაზღაურების წესს
კანონის სპეციალური ნორმები.

თ.სხვისი საქმის შესრულება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე


დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულება სახეზეა, თუ პირი ასრულებს წარმოდგენილი
პირის საქმეს და მოქმედებს მის ინტერესებში თუმცა ცდება წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების ფარგლებს ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საერთოდ არ
არსებობს (შდრ. სსკ-ის 111-ე და 113-ე მუხლები). 53 დავალების გარეშე სხვისი საქმის
შესრულების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების აუცილებლობა დადგება, თუ
წარმოდგენილი პირი შემსრულებლის მიერ საქმის შესრულებას არ მოიწონებს.54

მაგალითად დირექტორის მიერ უფლებამოსილების გადამეტება,55 მხოლოდ იმ შემთხვევაში


შეიძლება ჩაითვალოს დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებად, თუ სხვისი საქმის
შესრულების ნება შეცნობადია.

2. დავალების ან სხვა საფუძლის გარეშე

ა. ზოგადად
სადავოა სუს–ის მიდგომა, რომლის თანახმად დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე არ
ჩაითვლება ნებისმიერი შესრულება, თუ ამ შესრულების სამართლებრივი საფუძველი
არსებობს.56

აქ უნდა გაიმიჯნოს სამართლებრივი საფუძვლის არსებობა ზოგადად და მეპატრონისადმი


საქმის შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა ერთმანეთისგან.

51
არალეგალური სამუსაოს შესრულების შემთხვევაში ანაზღაურებასტან დაკვაშირებით თუმცა
აუცილებელი დანახარჯების არარსებობის გამო არ გავრცელდა NJW 1990, 2542, BGH, Urteil vom 31-05-
1990 – VII ZR 336/89 Koeln; NJW 1962, 2010, BGH Urteil vom 25.6.1962 – VII ZR 120/61 Nuernberg
52
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა N ას-866-815-2010, 11 ნოემბერი,
2010
53
BGH: Aufwendungsersatzanspruch bei Unwirksamkeit des Verwaltervertrags NJW-RR 1989, 970, BGH, Urteil
vom 07-03-1989 - XI ZR 25/88 (Hamm)
54
წარმომადგენლობთი უფლებამოსილების გადამეტებასტა დაკავშირებით ვრცლად იხილეთ
კერესელიძე. გვ. 411 და შემდგომი
55
NJW-RR, 1989, 1255, BGH, Urteil vom 12-06-1989 - II ZR 334/87 (München)
56
სსუს-ის სამოქალაქო საქმეტა პალატა, განჩინება/გადაწყვეტილება N ას-260-673-06, 26 ტებერვალი,
2007
სოფიო ჩაჩავა

შემსრულებელს არ უნდა გააჩნდეს საქმის შესრულების სამართლებრივი საფუძველი


მეპატრონის მიმართ, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა მესამე პირების მიმართ ვალდებულების
არსებობას.57

ბ. სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამორიცხავს დავალების გარეშე სხვისი საქმის


შესრულების წესების გამოყენებას
გერმანულ თანამედროვე დოქტრინაში ჩამოყალიბდა კრიტერიუმი, რომელიც დავალების ან
სხვა საფუძვლის არსებობას ადასტურებს.58

შემსრულებელი სამართლებრივი საფუძვლით მოქმედებს, როდესაც მას სამოქალაქო


კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით59 ევალება საქმის შესრულება და ეს სამართლებრივი
საფუძველი ამომწურავად აწესრიგებს ანაზღაურების საკითხებს. 60 61 სხვისი საქმის
შესრულება დავალების გარეშე გამოირიცხება, თუ ვალდებულება თავად მოიცავს მესამე
პირების ინტერესებში „ანაზრაურების გარეშე“ მოქმედებას. 62 63 ასევე, თუ შესაბამისი
ანაზრაურება ხელშეკრულებით იფარება. 64 ან საჯარო-სამართლებრივი ნორმები
ურთიერთობას ამომწურავად აწესრიგებს და დავალების გარეშე სხვისი საქმეების
მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების შესძლებლობას არ ტოვებს.65

დასაფიქრებელია, რამდენად გამართლებულია გამოირიცხოს დავალების გარეშე სხვისი


საქმეების შესრულება სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მოტივით იმ შემთხვევებში,
როდესაც სპეციალური კანონმდებლობა ან ხელშეკრულება სრულად ვერ ფარავს
წარმოშობილ ხარჯებსა და ზიანს. 66

გერმანული დოქტრინის შესაბამისად უდავო სამართლებრივ საფუძვლად ჩაითვლება ზემოთ


მოყვანილი საფუძვლები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულებასთან
დაკავშირებით წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების წესი დეტალურადაა

57
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 10, 44
58
Wendtlandt, „Ein bisschen über den Rubikon –Der BGH und die GOA des vertraglich pflichtengebundenen
Geschäftsführers“ NJW 2004, 985,986.
59
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 32
60
BGH, NZBau 2004, 34 - 35) BGH, Urteil vom 21. 10. 2003 - X ZR 66/01 OLG Brandenburg
61
NJW 1984, 2573, BGH, Urteil vom 12ß07-1984-VII ZR 268/83
62
Ogonowski,Die Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 41
63
საქართველოს კანონი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ
64
Gehrlein in Bamberger/Roth, Beck’scher Online-Kommentar BGB, 28. Auflage, 2013, § 677, Rn. 16
65
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn.11
66
საქართველოს კანონი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, მე-14 მუხლის შესაბამისად
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხდება ბიუჯეტის
სახსრებიდან არა უმეტეს 7000 ლარის ოდენობიდა.
სოფიო ჩაჩავა

განსაზღვრული. 67 ასეთის არ არსებობისას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა მოხდეს


მოთხოვნის საფუძველთა კონკურენციის გადაწყვეტა.68

ბ.ა. სხვისი საქმის შესრულების უფლებამოსილება


საფუძველი, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს პირს, განახორციელოს შესაბამისი
ქმედება, არ გამორიცხავს სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობას, თუ ეს საფუძველი
ხარჯებისა და ზიანის ანზღაურების საკითხს ამომწურავად არ აწესრიგებს.

მაგალითად, უკიდურესი აუცილებლობის ან თვითდამხარების ფარგლებში


გამართლებულია სხვისი საქმის შესრულება. შესაბამისად თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე
გადაიყვანს აკრძალულ ადგილას პარკირებულ ავტომანქანას, რომელიც საავადმყოფოს
რეანიმაციულ განყოფილებაში შესასვლელს კეტავს და დაასაბუთებს, რომ უფლების
განხორციელება მართლზომიერია, ეს ნორმები არ განსაზღვრავს ან არასრულად აწესრიგებს
გაწეული ხარჯებისა და ზიანის ანაზრაურების წესს. შესაბამისად ასეთ შემთხვევების მიმართ
არ უნდა გამოირიცხოს დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების წესების გამოყენებას.69
განსხვავებულად შეაფასა თელავის რაიონულმა სასამართლომ, კერძოდ დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულება გამორიცხა და თანამესაკუთრეს სახურავის შეკეთების ხარჯები
არ დააკისრა იმ მოტივით, რომ შემსრულებელს თავად ჰქონდა უფლებამოსილება საზიარო
უფლებების მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად. გასათვალისწინებელია, რომ ამ
შემთხვევაში სახურავი სტიქიის შედეგად დაზიანდა და მისი შეკეთება დაუყოვნებლივ,
გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე მოხდა. 70 სასურველია მსგავს შემთხვევებში
შეფასდეს, არის თუ არა მითითებულ სამართლებრივ საფუძველში ხარჯებისა და ზიანის
ანაზღაურების საკითხი ამომწურავად მოწესრიგებული; ხომ არ არსებობს შემსრულებლის
მიერ ანაზღაურების გარეშე მეპატრონის სასარგებლოდ საქმის შესრულების ვალდებულება.
მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების შეფასების შემდეგ იქნება გამართლებული დავალების
გარეშე სხვისი საქმის შესრულების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების გამორიცხვა.

ბ.ბ. სხვისი საქმის შესრულების ვალდებულება


ანალოგიურად უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის კოდექსის 31-ე, 129-ე, 130-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ქმედებისა თუ ვალდებულების შესრულების შემთხვევები.
შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება თუ იგი
მოქმედებდა დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების ფარგლებში, მიუხედავად იმისა
რომ ის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას ასრულებდა ან უფლებამოსილებას
ახორციელებდა. ასეთი მიდგომა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც

67
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn.43
68
იქვე. Rn. .45
69
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn.43
70
ვრცლად იხ. თელავის რაიონული სასამართლო, N2/185-13, 24. ივლისი, 2013
სოფიო ჩაჩავა

ხარჯების ანაზღაურების საკითხი ვალდებულებისა თუ უფლებამოსილების განმსაზღვრელ


ნორმებში მოწესრიგებული არ არის.71

III სამართლებრივი შედეგი

1. დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების შემადგენლობის არსებობისას


გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი
დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების არსებობა არ არის საკმარისი, შემსრულებლის
მიერ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობისათვის. 72 სსკ–ის 973–ე და 974–ე
მუხლები ითვალისწინებს შემსრულებლის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების
დამატებით წინაპირობების.73

სსკ–ის 970–ე მუხლი განსაზღვრავს ასევე შემსრულებლის მიერ ზიანის ანაზღაურები


მოთხოვნის საგამონაკლისო წესს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც შემსრულებელი საქმის
შესრულებით მეპატრონისათვის საფრთხის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
საგულისხმოა, რომ ასეთ შემთხვევებში მისი პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის
ასევე განსხვავებულია სსკ–ის 970–ე მუხლის 1–ნაწილის შესაბამისად.

2. მიმართება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებთან


დასაფიქრებელია გერმანულ დოქტრინაში განხილული მოსაზრება, რომლის თანახმად პირს
რომელმაც სხვა პირის ქონებაზე გაწია დანახარჯები მაგრამ ის არ მოქმედებს დავალების
გარეშე სხვისი საქმის შესრულების ფარგლებში, (განსაკუთრებით არაკეთილსინდისიერი
შემსრულებლის შემთხვევაში), არ უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ სსკ–ის 969–ე – 975–ე
მუხლების შესაბამისი, არამედ ასევე უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით
გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება. საწინააღმდეგოს დაშვებამ შესაძლოა დავალების
გარეშე სხვისი საქმეების შესრულების რეგულირებას მნიშვნელობა დაუკარგოს.

სამსჯელოა, რამდენად გამართლებულია ნებისმიერ პირს მიეცეს შესაძლებლობა,


უფლებამოსილი პირის სამართლებრივ სიკეთეზე განახორციელოს გარკვეული ქმედებები
მისი ნების და ინტერესის საწინააღმდეგოდ და შემდეგ გაწეული არასასურველი
დანახარჯების ანაზღაურება დააკისროს. შესაძლოა გამართლებული იყოს ცალკეული
შემთხვევის გათვალისწინებით მესაკუთრემ ასეთ შემთხვევაში მიღებული გამდიდრება
შეინარჩუნოს.74

71
შდრ. Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn.43
72
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 31
73
ვრცლად იხ. სსკ–ის 973–ე და 974–ე მუხლების კომენტარები
74
NJW 1963, 1249, BGH, Urteil vom 25.3.1963 – VII ZR 270/61 Frankfurt
სოფიო ჩაჩავა

IV საპროცესო სამართლებრივი დატვირთვა


შემსრულებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მას საქმის შესრულებისას (მხოლოდ სუბიექტურად
სხვისი საქმის შესრულებისას) ჰქონდა სხვისი საქმის შესრულების ნება, 75 ობიექტურად
სხვისი საქმის შესრულებისას ნება ივარაუდება.76

75
Gehrlein in Bamberger/Roth, Beck’scher Online-Kommentar BGB, 28. Auflage, 2013, § 677, Rn.14
76
Wendlandt: „Ein bisschen über den Rubikon” - Der BGH und die GoA des vertraglich pflichtengebundenen
Geschäftsführers NJW 2004, 985, Wiss. Assistentin Dr. Bettina Wendlandt, LL.M., Münste
სოფიო ჩაჩავა

I ზოგადად................................................................................................................................................... 2
II შემსრულებლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სპეციალური შემადგენლობა ..... 2
1. საფრთხე .............................................................................................................................................. 3
2. მეპატრონის პიროვნება .................................................................................................................... 3
3. საფრთხის თავიდან აცილებისაკენ მიმართული შესრულება .................................................. 4
ა. შეცდომით საფრთხის არსებობის ვარაუდი ............................................................................. 5
ბ. გაუფრთხილებლობის სტანდარტი ........................................................................................... 5
III სამართლებრივი შედეგი ...................................................................................................................... 6
I შემსრულებლისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, როგორც სპეციალური
შემადგენლობა ........................................................................................................................................... 8
II შემადგენლობა ........................................................................................................................................ 8
1. ზოგადად ............................................................................................................................................ 8
2. შედარებით-სამართლებრივი კონტექსტი .................................................................................... 9
II შემადგენლობა ........................................................................................................................................ 9
1. საფრთხე .............................................................................................................................................. 9
2. ემუქრება პირს ან ქონებას .............................................................................................................. 10
3. ზიანი და მიზეზობრივი კავშირი................................................................................................. 10
ა. ქონებრივი ზიანი ......................................................................................................................... 10
ბ. არაქონებრივი ზიანი................................................................................................................... 10
გ. მიზეზობრივი კავშირი ............................................................................................................... 11
დ. ცალკეული მაგალითები ........................................................................................................... 11
4. პირი რომლის ინტერესებშიც მოქმედება ან საფრთხის გამომწვევი პირი ............................ 12
III სამართლებრივი შედეგი .................................................................................................................... 12
სოფიო ჩაჩავა

მუხლი 970. ზიანის ანაზღაურების მოვალეობა

1. თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ,


რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის ან
უხეში გაუფრთხილებლობისათვის.

I ზოგადად
დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების ერთ-ერთ გავრცელებული შემთხვევაა
შემსრულებლის მიერ სხვისი საქმის შესრულება როდესაც ის ემსაუხრება მეპატრონისათვის
საფრთხის თავიდან აცილებას. უკიდურესი აუცილებლობით განპირობებული შესრულება
არ არის სხვისი საქმის შესრულების გამართლების აუცილებელი წინაპირობა, 1 თუმცა
შემსრულებლის მიმართ კანონდებელი ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებლობის ნაკლებად
მკაცრ სტანდარტს ადგენს. ეს მიდგომა ჯერ კიდევ რომის სამართალში იღებს სათავეს.2

სსკ-ის 970-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად პასუხისმგებლობის ფარგლები


განსხვავებულია იმ შემსრულებლის მიმართ, რომელიც მეპატრონისათვის საფრთხის
თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების
ზოგადი შემთხვევისაგან განსხვავებით, თუ პირის ქმედება ემსახურება რეალური საფრთხის
თავიდან აცილებას, ის პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვისა და უხეში
გაუფრთხილებლობისათვის. ამგვარი მოწესრიგება მისაღებია და მიზნად ისახავს გამოუვალ
სიტუაციებში სხვებისათვის დახმარების აღმოჩენის წახალისებას .3

II შემსრულებლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სპეციალური


შემადგენლობა
იმისათვის, რომ შემსრულებლის მიმართ გავრცელდეს სსკ–ის 970–ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის განსხვავებული ფარგლები,
შემსრულებელი დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებისას იმ საფრთხის თავიდან
აცილებას უნდა ისახავდეს მიზნად, რომელიც მეპატრონეს ემუქრება.

1
Ogonowski,Die Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 56 (res necessariis)
2
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 680 Rn.1; Ogonowski,Die Geschäftsführung ohne
auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 52-53
3
იქვე.
სოფიო ჩაჩავა

1. საფრთხე
განსხვავებით გერმანული რეგულირებისაგან, რომელიც „უკიდურეს“ საფრთხეზე საუბრობს,
სსკ-ი მხოლო საფრთხეს ასახელებს შემადგენლობის წინაპირობად.4

საფრთხე სახეზეა, როდესაც არსებობს „მაღალი“ ალბათობა რომ დადგება ზიანი. ზიანი
დადგომის მაღალი ალბათობა სახეზეა, თუ პირის სამართლებრივად დაცული სიკეთის
ხელყოფის უშუალო საფრთხე არსებობს.5

ასეთად შეიძლება ჩაითვალოს დახმარების აღმოჩენა საგზაო შემთხვევებში; უკანონო


პარკირებული მანქანის „გადაყვანა“ სპეციალურ სადგომზე მხოლოდ მაშინ ემსახურება
საფრთხის თავიდან აცილებას, თუ ის საგზაო მოძრაობას უჩვეულოდ აბრკოლებს; 6 ან
როდესაც სატრანსპორტო საშუალება სახანძროს ან საავადმყოფოს მისადგომთან არის
დაყენებული.7

2. მეპატრონის პიროვნება

საფრთხე უნდა ემუქრებოდეს მეპატრონის პიროვნებას ან მის ქონებას. 8 აქ


დასაფიქრებელია, რამდენად შეიძლება მოწესრიგება გავრცელდეს შემთხვევებზე, როდესაც
საფრთხე მეპატრონის ახლობლებსა თუ ოჯახის წევრების ემუქრება. გერმანულ დოქტრინაში
აღნიშნული ვიწროდ განიმარტება და ვრცელდება მხოლოდ იმ პირთა წრეზე, რომელთა
რჩენის მოვალეობაც აკისრია მეპატრონეს.9

4
შდრ. გსკ-ის 680-ე პარაგრაფი
5
Gerhlein, Beck’scher Online-Kommentar, Aufl. 28, 01.08.2013, § 680 Rn. 1
6
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 680 Rn. 2
7
NJW, 1976, 898, LG München I, Urteil vom 4. 4. 1974 - 34 S 113/73
8
შდრ. ნინიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნი, მეორე ტომი, 2001,
970-ე მუხლი, გვ. 344.
9
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 680 Rn. 3.
სოფიო ჩაჩავა

3. საფრთხის თავიდან აცილებისაკენ მიმართული შესრულება


შესრულება მიმართული უნდა იყოს საფრთხის თავიდან აცილებისაკენ, რომელიც ემუქრება
მეპატრონეს.
თავად ფორმულირება ცხადჰყოფს, რომ აუცილებელი არ არის შემსრულებლის მიერ საქმის
შესრულებამ რეალურად აიცილოს საფრთხე, საკმარისია რომ ის ადეკვატური საშუალებით
ემსახურებოდეს საფრთხის თავიდან აცილებას. 10 უკიდურესი აუცილებლობისა და
აუცილებელი მოგერიების შემთხვევებისაგან განსხვავებით, ნორმა არ ითვალისწინებს
საფრთხის თავიდან აცილების საშუალების აუცილებლობის დადგენას. შესაბამისად
არსებობდა თუ არა მოცემულ ვითარებაში სხვა უფრო მსუბუქი საშუალება რომელიც უფრო
მცირე ზიანით უზრუნველყოფდა იგივე შედეგს, უმნიშვნელოა.

მაგალითისათვის, ბნელ ქუჩაზე მანქანის შეჩერება იმაზე მითითებით, რომ მანქანას უკანა
ფარი არ უმუშავებს და ავტოსაგზაო შემთხვევის რეალური საფრთხე არსებობს, დავალების
გარეშე სხვისი საქმის შესრულების სპეციალურ შემთხვევად იქნა მიჩნეული, რომელიც
მეპატრონისათვის საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურებოდა. ამასთან, ვინაიდან
შემსრულებელი მეპატრონისათვის საფრთხის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
შესაბამისად ამ დროს დამდგარი ზიანისათვის (მაგ. გაჩერებულ მანქანას უკნიდან სხვა
მანქანა დაარტყა) შემსრულებლის პასუხისმგებლობა სსკ-ის 970-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
შემოიფარგლება.11

10
შდრ. Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 680 Rn.4
11
BGHZ 43, 188ß195, BGHö Urteil vom 16.03.1965 - VI 210/64;
სოფიო ჩაჩავა

ა. შეცდომით საფრთხის არსებობის ვარაუდი


პასუხისმგებლობის შემსუბუქება უნდა გავრცელდეს ასევე შემთხვევებზე, როდესაც
რეალური საფრთხე არ არსებობდა, თუმცა შემსრულებელი ცდებოდა საფრთხის არსებობაში.

თუმცა ამ შემთხვევაში სადავოა, შეცდომა შემსრულებლის მხრიდან ბრალის გარეშე უნდა


იყოს, თუ მსუბუქი გაუფრთხილებლობა შეცდომასთან მიმართებით დასაშვებია მუხლის
შემადგენლობის გათვალისწინებთ? 12 გერმანულ დოქტრინაში უფრო ფართოდ
გაზიარებულია პოზიცია, რომ საფრთხე რეალურად უნდა არსებობდეს ან გარემოებები სულ
მცირე ობიექტურად რეალური საფრთხის არსებობის საფუძველს ქმნიდეს.13
საფუძვლის შეცნობადობაზე მსჯელობისას ობიექტურთან ერთად გასათვალისწინებელია
სუბიექტური კრიტერიუმი; კერძოდ ვითარება, რომელშიც შემსრულებელს სწრაფი
რეაგირება მოეხდინა, რამდენად უშვებდა საფრთხის არ არსებობის აღქმის შესაძლებლობას.14

ბ. გაუფრთხილებლობის სტანდარტი
სსკ-ის 970-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს საგამონაკლისო წინაპირობებს, რომლის
არსებობისას შემსრულებელი (ხელმყოფი) პასუხს აგებს მეპატრონის წინაშე მხოლოდ
განზრახვისა და უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისათვის.

უხეში გაუფრთხილებლობა არის ობიექტურად აუცილებელი წინდახედულების


ვალდებულების განსაკუთრებით მძიმე დარღვევა. ამ ვალდებულების განსაკუთრებით
მაღალი მაშტაბით უგულვებელყოფა. სხვაგვარად, მინიმალური ყურადღების
გამოუჩნებლობა, რაც ნებისმიერ ამ ვითარებაში მყოფ პირს მოეთხოვება, გაითვალისწინებდა
და მისი გაუთვალისწინებლობა როგორც წესი ობიექტურად შეუძლებელი და
მოულოდნელია. 15

უხეში გაუფრთხილებლობის სტანდარტის შეფასებისას მნიშვნელოვანია ასევე სუბიექტური


კრიტერიუმის გათვალისწინება.16

12
NNW, 1976, 1230, BAG, Urteil vom 11. 9. 1975 - 3 AZR 561/74 (Berlin)
13
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 680 Rn.5
14
Gerhlein, Beck’scher Online-Kommentar, Aufl. 28, 01.08.2013, § 680 Rn. 2
15
Grundmann, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, §276, Rn. 94
16
Grundmann, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, §276, Rn. 95; NJW, 1953, 1139, BGH, Urteil
vom 11.5.1953-IV ZR 170/52 (Hamburg)
სოფიო ჩაჩავა

მაგალითად, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრლების მიღმა პროფესიონალი


დამხმარეების მიერ (სასწრაფოს ექიმი, მაშველი, სახანძრო,) საფრთხის თავიდან აცილების
მიზნით განხორციელებული შესრულების შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 970-ე
მუხლი, 17 თუმცა გაუფრთხილებლობის განსხვავებული სტანდარტით. ამგვარი მიდგომა
გამართლებულია, ვინაიდან ასეთ პირებს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების
გათვალისწინებით წინდახედულება უფრო მაღალი ხარისხით მოეთხოვებათ . გერმანულ
დოქტრინაში განიხილება მოსაზრება, რომ პროფესიონალი დამხმარეების მიმართ
აღნიშნული ნორმის მოქმედება არ უნდა შეიზღუდოს მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ისინი
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებში იმყოფებიან. განსაკუთრებით
გამართლებულად არის მიჩნეული დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების ნორმებით
დადგენილი პასუხისმგებლობის ნაკლებად მკაცრი სტანდარტის გამოყენება, მაგალითად
როდესაც პაციენტი უგონო მდგომარეობაშია და სასწრაფო დახმარების ექიმი მის გადარჩენას
ცდილობს. 18 ანალოგიურად, როდესაც ბინაში ხანძარია ხოლო მესაკუთრე არ არის სახლში.

გაუფრთხილებლობის შეფასებისას ასევე გასათვალისწინებელია კონკრეტული ვითარება,


რომელიც შემსრულებელს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისაკენ უბიძგებს. შესაბამისად
პირის ბრალეულობა უნდა შეფასდეს სხვა ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი საშუალო
სტანდარტის მქონე პირის გადმოსახედიდან.19

III სამართლებრივი შედეგი


სსკ-ის 970-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შემადგენლობის არსებობისას გამოირიცხება ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნა მეპატრონის მიერ შემსრულებლის უმნიშვნელო გადაცდომისას
(კერძოდ მსუბუქი გაუფრთხილებლობისათვის). შემსრულებლის პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელი წინაპირობა უნდა გავრცელდეს მათ შორის სსკ-ი 974-ე მუხლით
დადგენილ ვალდებულების დარღვევის მიმართ. კერძოდ, შემსრულებელს მსუბუქი
გაუფრთხილებლობით მეპატრონის ნებისა თუ ინტერესების უგულვებელყოფისათვის არ
უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაუარების ვალდებულება.20

17
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 680 Rn.6
18
შდრ. Gehrlein, Beck’scher Online-Kommentar, § 680 Rn. 2; Lippert, Rechstprobleme bei der Burchführung
von Notarzt und Rettungsdienst, 1982, NJW 2093
19
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 680 Rn.9
20
Gerhlein, Beck’scher Online-Kommentar, Aufl. 28, 01.08.2013, § 680 Rn. 2; Seiler, Münchener Kommentar
zum BGB, 6. Aufl, 2012, § 680 Rn.7
სოფიო ჩაჩავა

დასაფიქრებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში პასუხისმგებლობის ეს


შემამსუბუქებელი წესი უპირატესად გამოსაყენებელი ხომ არ იქნება ბრალის შეფასების
თვალსაზრისით. გერმანულ დოქტრინაში განიხილება მოსაზრება, რომ ცხადია
სახელშეკრულებო ურთიერთობაში პირდაპირი მოქმედების ძალა აღნიშნულ ნორმას
სახელშეკრულებო ურთიერთობაში ვერ მიენიჭება. მიუხედავად ამისა მიზანშეწონილად
მიიჩნევა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ერთ-ერთი მხარის მიერ
მეორისათვის საფრთხის თავიდან აცილების ფარგლებში მიყენებული ზიანის
ანაზღაურებასთან მიმართებით ბრალის შეფასებისას გსკ-ის 680 პარაგრაფის (სკ-ის 970
მუხლის მე-2 ნაწილი) სტანდარტი იქნეს აღებული.21

21
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 680 Rn.7
სოფიო ჩაჩავა

I შემსრულებლისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, როგორც


სპეციალური შემადგენლობა

2. შემსრულებელს, რომელსაც ზიანი მიადგა იმ საფრთხის თავიდან აცილებისას,


რომელიც რეალურად ემუქრებოდა სხვა პირს ან ქონებას, ხოლო საფრთხის თავიდან
აცილება არ შეადგენდა შემსრულებლის სამართლებრივ მოვალეობას, უნდა აუნაზღაურდეს
ზიანი იმ პირისაგან, რომელმაც შექმნა საფრთხე, ან იმ პირისაგან, რომლის სიკეთის
გადარჩენასაც შემსრულებელი ცდილობდა.

მეპატრონეს შემსრულებლისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დავალების გარეშე


სხვისი საქმეების შესრულებისას ზოგადი წესის მიხედვით არ ეკისრება. სსკ–ის 970–ე
მუხლის მე–2 ნაწილი კი ზიანის ანაზღაურების სპეციალურ შემადგენლობას აწესრიგებს და
დამოუკიდებელ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს ითვალისწინებს. მეპატრონე
პასუხისმგებელია იმ ზიანისათვის, რომელიც შემსრულებელს საფრთხის თავიდან
აცილებისას მიადგა.

ერთიმხრივ სსკ-ის 970-ე მუხლი ითვალისწინებს შემსრულებლის შესაძლებლობას,


პირდაპირ მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საფრთხის შემქმნელი პირისაგან, ან მოითხოვოს
ზიანის ანაზღაურება თავად იმ პირისაგან რომლის ინტერესშიც მოქმედება
შემსრულებელი.22

II შემადგენლობა

1. ზოგადად
დასაფიქრებელია აღნიშნული ნორმის მოწესრიგების მიზანშეწონილობა დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულების თავში; განსაკუთრებით სადავოა, მოთხოვნის უფლების
გათვალისწინება იმ პირთა მიმართ, რომლებიც დავალების გარეშე სხვისი საქმეების
შესრულების ურთიერთობის მონაწილე პირებად არ მოიაზრება.

ზიანის ანაზრაურების შემადგენლობის დამატებით მოწესრიგების გამართლება შესაძლოა


მოიძებნოს გერმანულ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში არსებულ განმარტებებში.
კერძოდ, გსკ-ში არ არსებობს სპეციალური მოწესრიგება შემსრულებლისათვის ზიანის
ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად ზიანის ანაზრაურების მოთხოვნას ხარჯების
ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველში მოიაზრებენ. თუმცა გერმანულ დოქტრინაში

22
შდრ. ნინიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნი, მეორე ტომი, 2001,
970-ე მუხლი, გვ. 34.
სოფიო ჩაჩავა

სადავოა, რა ფარგლებში ვრცელდება ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება (სსკ-ის 973-ე


მუხლის ანალოგი გსკ-ის 683-ე პარაგრაფი) ზიანის ანაზღაურებაზე. დისკუსია კი სათავეს
იღებს ჯერ კიდევ რომის სამართლიდან.23

2. შედარებით-სამართლებრივი კონტექსტი
გსკ-ი არ შეიცავს სსკ-ის 970-ე მუხლის მე-2 ნაწილის მსგავს სპეციალურ მოწესრიგებას
დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებისას შემსრულების მიმართ წარმოშობილ
ზიანთან დაკავშირებით. თუმცა გერმანულ დოქტრინაში ერთიანია ავტორთა პოზიცია, რომ
გსკ-ის 683-ე პარაგრაფი (ხარჯების ანაზრაურების მომწესრიგებელი ნორმა) ფართოდ უნდა
განიმარტოს და გავრცელდეს იმ ზიანზეც, რომელიც შემსრულებელს სხვისი საქმის
შესრულების დროს მიადგა. პასუხისმგებლობის ფარგლები არ არის მკაცრად
განსაზღვრული, თუმცა ერთი რამ უდავოა. მეპატონის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში,
დელიქტის ზოგადი შემადგენლობისაგან განსხვავებით, უნდა შეიზღუდოს.

გერმანული დოქტრინის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება არა ნებისმიერი ზიანი,


რომელიც საქმის შესრულებასთან მიზეზობრივ კავშირშია. არამედ მხოლოდ ის ზიანი,
რომელიც მეპატრონისათვის რეალური საფრთხის თავიდან აცილებისას, გადაუდებელი
აუცილებლობით განპირობებული მეპატრონის საქმის შესრულებას უკავშირდება. აქ
განსხვავებენ ყოვედღიური ცხოვრების რისკთან დაკავშირებულ ზიანს, რომელიც თავად
შემსრულებელმა უნდა იკისროს. 24 (მაგალითად თუ შემსრულებელი, მეპატრონისათვის
საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიდის მეპატრონესთან და მოხვდება ავტოსაგზაო
შემთხვევაში)

II შემადგენლობა

1. საფრთხე
საფრთხე შეიძლება ჩაითვალოს როდესაც არსებობს „მაღალი“ალბათობა რომ დადგება ზიანი.
კერძოდ, როდესაც არსებობს პირის სამართლებრივად დაცული სიკეთის ხელყოფის მაღალ
ალბათობა.25

23
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 670, 6. Auflage, 2012, Rn. 14, შემდგომი მითითებებით Africanus
Dig. 47, 2, 62 bejaht, Paulus Dig. 17, 26, 6, 7 verneint, dazu Kaser/Kruetel, Roemisches Privatrecht, 19 Aufl,
2008, § 44 Rn. 10
24
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 683, 6. Auflage, 2012, Rn 18, 19
25
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 680, 6. Auflage, 2012, Rn. 2
სოფიო ჩაჩავა

განსხვავებით სსკ-ის 970-ე მუხლის 1-ლი ნაწილისაგან, სსკ-ის 970-ე მუხლი მე-2 ნაწილი
დამატებით წინაპირობას ადგენს და პასუხისმგებლობას აწესებს მხოლოდ იმ ზიანისათვის,
რომელიც რეალური საფრთხის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, თუ პირი
ცდება საფრთხის არსებობის თაობაზე, მიუხედავად იმისა რომ შემსრულებლის მცდარი
ვარაუდი ბრალის გარეშე წარმოეშვა, არ წარმოადგენს რეალურ საფრთხეს და შესაბამისი
ზიანი არ უნდა ანაზღაურდეს.

2. ემუქრება პირს ან ქონებას


განსხვავებით სსკ-ის 970-ე მუხლის 1-ლი ნაწილისაგან, საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს არა
მხოლოდ მეპატრონის, არამედ ნებისმიერი მესამე პირის სამართლებრივ სიკეთეს, თუ საქმის
შესრულება მეპატრონის „საზრუნავია“, მათ შორის თუ ის თავად არის საფრთხის გამომწვევი.

3. ზიანი და მიზეზობრივი კავშირი

ა. ქონებრივი ზიანი
გერმანული დოქტრინის თანახმად მეპატრონეს ეკისრება მხოლოდ საქმიანობისათვის
დამახასიათებელი26 სპეციალური რისკებით გამოწვეული ქონებრივი ზიანის ანაზრაურების
ვალდებულება, რომელიც უკიდურესი აუცილებლობითაა განპირობებული და საფრთხის
თავიდან აცილებას ემსახურება.27

970-ე მუხლის მე-2 ნაწილი დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების სპეციალურ
შემთხვევას ითვალისწინებს და მისი განვრცობა როგორც წესი არ უნდა მოხდეს სხვა
შემთხვევებზე. 28 აღნიშნული შემადგენლობით გათვალისწინებული წინაპირობების
არსებობისას ნორმა როგორც წესი გავრცელდება უკიდურესი აუცილებლობის, აუცილებელი
მოგერიებისა და თვითდახმარების ფარგლებში მოქმედი პირების მიმართ.29

ბ. არაქონებრივი ზიანი
რამდენად გამართლებულია ნორმა გავრცელდეს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე,
ცალკეული შემთხვევის გათვალისიწინებით უნდა გადაწყდეს 30 იმ გარემოების
გათვალისწინებით, თუ რამდენად იყო აღნიშნული ზიანი საქმიანობისათვის
დამახასიათებელი და მოსალოდნელი.31

26
„Tätigkeitsspezifische Personen- und Sachschäden“
27
Gehrlein, Beck’scher Online-Kommentar BGB, § 683, Rn. 4
28
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 670, 6. Auflage, 2012, Rn. 14, 15
29
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 683, 6. Auflage, 2012, Rn. 20
30
FHZivR 28, Nr. 1754, OLG Köln, v. 27.1.82 2 U 76/81
31
შდრ. ასევე სსკ-ის 412-ე მუხლის კომენტარი
სოფიო ჩაჩავა

გ. მიზეზობრივი კავშირი
ზიანის ანაზრაურებას დაექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც პირს მიადგა
საფრთხის თავიდან აცილებისას.32

დ. ცალკეული მაგალითები
ავტოსაგზაო შემთხვევის აცილების მიზნით განხორციელებული „მანევრირებით“ დამდგარი
ზიანი, თუ საფრთხე მძღოლისათვის დაუძლეველი ძალით იყო განპირობებული, იმ პირმა
უნდა აანაზღაუროს, რომლის ინტერსებშიც მოქმედებდა მძღოლი. ამ პირებში იგულისხმება
მათ შორის საფრხის გამომწვევი პირი. ამ უკანასკნელის მიმართ ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ იგი 999-ე მუხლის წინაპირობების
გათვალისწინებით პასუხისმგებელი იქნებოდა საფრთხის რეალიზების შედეგად დამდგარი
ზიანისათვის. 33 მძღოლის მიერ სხვისი საქმის შესრულება გამოირიცხება თუ 999-ე მუხლის
შემადგენლობის შესაბამისად ის თავად იქნებოდა პასუხისმგებელი საფრთხის რეალიზებით
დამდგარი ზიანისათვის, რადგან ასეთ შემთხვევაში ის საკუთარ ინტერსებში მოქმედებს,
რათა აიცილოს პასუხისმგებლობა.34

მაგალითისათვის, გერმანული სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ პირი რომელიც


სახანძრო დახმარების სამსახური და მისი თანამშრომელი, რომელიც ხანძრის ჩაქრობისა და
ადამიანების გადარჩენის მიზნით მოქმედებენ ისინი მართალია საჯარო უფლებამოსილებას
ახორციელებენ სპეციალური კანონის საფუძველზე, თუმცა მიუხედავად ამისა
იმავდროულად ასრულებენ დავალების გარეშე სხვის საქმეს. მაგალითისათვის მეპატრონეს,
რომელსაც მიადგა ზიანი აღნიშნული საქმის შესრულების ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს
ზიანის ანაზღაურება სწორედ სკ-ის 970 მუხლის საფუძველზე. თუმცა დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულების შესახებ ნორმების გამოყენება შესაძლებელია შეიზღუდოს ან
გამოირიცხოს სპეციალური კანონმდებლობით.35

მაგალითისათვის, თუ სპეციალური კანონი აწესრიგებს სახანძრო სამსახურის


თანამშრომლის მიერ ხანძრის ჩაქრობისას მის მიმართ დამდგარი ზიანის ანაზღაურების
საკითხს სრულად, ზიანის ანაზღაურების ნაწილში ამ ნორმების გამოყენება
გაუმართლებელია. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით
ზიანისა და ხარჯების ანაზღაურების წესი და პირობები სრულყოფილად და ამომწურავად
იყოს გათვალისწინებული სპეციალური კანონით. ხოლო, თუ კონკრეტული შემთხვეის
გათვალისწინებით ზიანის სრულად ანაზღაურება სპეციალური კანონმდებლობის
გათვალისწინებით ვერ ხდება, მოხდება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების

32
მიზეზობრივ კავშირთან დაკავშირებით ვრცლად იხ. სსკ–ის 412–ე, 992–ე მუხლების კომენტარი
33
NJW, 1963, 390, BGH, Urteil vom 27.11.1962 – VI ZR 217/61 (Düsseldorf)
34
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 683, 6. Auflage, 2012, Rn. 23
35
Franßen/Blatt, NJW 2012, 1031, Ersatzansprüche aus Geschäftsführung ohne Auftrag bei Feuerwehreinsatz,
სოფიო ჩაჩავა

შესაბამისი წესების გამოყენება. ეს მიდგომა გამართლებულია, ვინაიდან უმთავრესი


ამოცანაა, რომ არ უნდა დარჩეს გაუმართლებელი ზიანი კომპენსაციის გარეშე.3637

4. პირი რომლის ინტერესებშიც მოქმედება ან საფრთხის გამომწვევი პირი


ზოგადი წესის მიხედვით მეპატრონედ უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც
არსებული მდგომარეობის გაგრძელების შედეგად დაზარალდება.38

სსკ-ის 970-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირებიდან გამომდინარე განსაკუთრებით


მნიშვნელოვანია დადგინდეს, საფრთხის გამომწვევი პირის როლი დავალების გარეშე სხვისი
საქმეების შესრულების ურთიერთობაში. სავარაუდოა, რომ კანონმდებლის მიზანია
დააკონკრეტოს პირთა წრე, რომელიც მეპატრონედ უნდა ჩაითვალოს. ფორმულირება „უნდა
აუნაზღაურდეს ზიანი იმ პირისაგან, რომელმაც შექმნა საფრთხე, ან იმ პირისაგან, რომლის
სიკეთის გადარჩენასაც შემსრულებელი ცდილობდა“ ორივე შემთხვევაში გულისხმობს
39
მეპატრონეს, რომლის ინტერესებშიც მოქმედებს შემსრულებელი. მაგალითისათვის
დაგორებული სატვირთო მანქანის შეჩერების დროს დამდგარი ქონებრივი და არაქონებრივი
ზიანი, როდესაც დაგორებული სატვირთო მანქანა მესამე პირთა სამართლებრივი სიკეთის
ხელყოფის საფრთხეს ქმნის, სკ-ის 970-ე მუხლის მოწესრიგების ფარგლებში მოქცევა. ამ
შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელი 40 - არის საფრთხის გამომწვევი პირი, რომლის
ინტერესებშიც მოქმედებს შემსრულებელი უპირატესად, რათა ააცილოს მას მნიშნველოვანი
ზიანი .თუმცა იმავდროულად ეს არის პირი რომლის სიკეთის გადარჩენასაც ცდილობდა
შემსრულებელი (მისი მანქანის დაზიანების საფრთხე). ამასთანავე არსებობენ სხვა პირებიც,
რომლის სიკეთის გადარჩენასაც ემსახურება შესრულება.

III სამართლებრივი შედეგი


ცალკეულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, სსკ–ის 971–ე მუხლით გათვალისწინებული
შეტყობინების ვალდებულების დარღვევამ (თუ ეს მოცემულ ვითარებაში შესაძლებელია)
ხომ არ გამოიწვია ხარჯების არაგონივრული გაზრდა, რომელთა თავიდან აცილება
შეტყობინების შემთხვევაში შესაძლებელი იყო. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი მეპატრონეს
დაეკისრება. გაწეული ხარჯების აუცილებლობა შემსრულებლის მიერ წარდგენილი
ანგარიშის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

36
Franßen/Blatt, NJW 2012, 1034, Ersatzansprüche aus geschäftsführung ohne Auftrag bei Feuerwehreinsatz,
37
NJW 2012, 1088, OLG Hamm, Urt. V. 20.10.2011-6U 116/11
38
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 8
39
შდრ. სსკ-ი 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირება „მესამე პირს, რომლის ინტერესებისთვისაც
ზიანის მიმყენებელი მოქმედებდა“
40
FHZivR 28, Nr. 1754, OLG Köln, v. 27.1.82 2 U 76/81
სოფიო ჩაჩავა

I ზოგადად................................................................................................................................................... 3
II შემადგენლობა ........................................................................................................................................ 3
1. შეტყობინების პირველი შესაძლებლობა .................................................................................. 3
2. შეტყობინება ....................................................................................................................................... 4
3. დაწყებული საქმის გაგრძელების ვალდებულება....................................................................... 4
III სამართლებრივი შედეგი ...................................................................................................................... 5
სოფიო ჩაჩავა

მუხლი 971. მეპატრონისათვის შეტყობინების ვალდებულება


შემსრულებელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს,
რომ იკისრა საქმეთა შესრულება. შემსრულებელმა უნდა გააგრძელოს დაწყებული საქმეები,
ვიდრე მეპატრონეს არ შეეძლება იმოქმედოს თვითონ.
სოფიო ჩაჩავა

I ზოგადად

სსკ-ის 971-ე მუხლი შემსრულებლის არაძირაითად ვალდებულებას ითვალისწინებს.


შეტყობინების ვალდებულების დაწესება ერთისმხრივ ემსახურება მეპატრონის რეალური
ნების დადგენას. მეორესმხრივ დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების შემთხვევაშიც
მეპატრონის ინფორმირებას.1

ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება


სწორედ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მისი მიუწოდებლობა ძირითადი ვალდებულების
დარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ აღნიშნული ინფორმაციის არ ქონის გამო უფლებამოსილ
პირს ადგება ზიანი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, რომ შესაბამისი ინფორმაციის
გათვალისწინების შემთხვევაში ზიანი არ დადგებოდა, 2 ან ნაკლების მოცულობით
დადგებოდა, ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება კი მხარეს უდავოდ ეკისრებოდა.3

II შემადგენლობა
1. შეტყობინების პირველი შესაძლებლობა
შემსრულებელმა უნდა შეატყობინოს მეპატრონეს პირველივე შესაძლებლობისთანავე, რომ
იკისრა მისი საქმის შესრულება.
ამ წინაპირობის შემოწმება ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
შეფასებას საჭიროებს, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მეპატრონე (შესაძლებელია თუ არა
მასთან დაკავშირება) ობიექტურად. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია სუბიექტური
ფაქტორები. კერძოდ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე რამდენად შესაძლებელია
შემსრულებელს მოეთხოვოს შეტყობინების განხორციელება. 4
თუ ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით მეპატრონესთან
დაკავშირება შესაძლებელია, შემსრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს, რომ
იკისრა მისი საქმის შესრულება.

1
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 681 Rn. 5
2
BGH Urteil vom 11.02.2004 – VIII ZR 386/02 (OLG Saarbrücken), NJW, 2004, S. 1032.
3
შდრ. ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, 2011, გვ.138
4
NJW-RR 2005, 1428, BGH Urteil vom 27.4.2005 – VIII ZR 140/04, (OLG Hamm). შდრ. ნინიძე,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნი, მეორე ტომი, 2001, 971-ე მუხლი, გვ.
346.
სოფიო ჩაჩავა

2. შეტყობინება
შეტყობინება ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომელიც ნამდვილის
მისი ადრესატთან მისვლისთანავე. კერძოდ, როდესაც მიმღების ძალაუფლების სფეროში
მოექცევა შეტყობინება და მას ექნება რეალური შესაძლებლობა გაეცნოს შეტყობინების
შინაარსს. 5 საკმარისია მეპატრონეს ჰქონდეს ობიექტური შესაძლებლობა გაეცნოს
შეტყობინებას, რამდენად გაეცნო ის რეალურად ან სუბიექტურად ჰქონდა თუ არა გაცნობის
შესაძლებლობა, უმნიშნველოა.6
შეტყობინების განხორციელების შემდეგ შემსრულებელს როგორ წესი არ ეკისრება
ვალდებულება, დაელოდოს მეპატრონის პასუხს. თუ მეპატრონე დაეთანხმება
შემსრულებლის მიერ საქმის კისრებას, ასეთ შემთხვევაში არსებობს ხელშეკრულების
დადების ვარაუდი და დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების ნორმების
გამოყენება შესაბამისად შესაძლოა გამოირიცხოს კიდეც.7

3. დაწყებული საქმის გაგრძელების ვალდებულება


შემსრულებელმა უნდა გააგრძელოს დაწყებული საქმეები, ვიდრე მეპატრონეს არ შეეძლება
იმოქმედოს თვითონ.

დაწყებული საქმის დასრულების ვალდებულება თავისთავად გამომდინარეობს 967-ე


მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერად საქმის შესრულების
ვალდებულებისაგან.

დაწყებული საქმის გაგრძელების ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ


შემთხვევაში, თუ მეპატრონეს აქვს საქმის შესრულების მოლოდინი და მისი
დაუსრულებლობით მეპატრონის სამართლებრივ სიკეთეს ზიანის საფრთხე ემუქრება,
რომელიც არ მიადგებოდა შემსრულებელს რომ მისი საქმის შესრულება არ დაეწყო. 8
დაწყებული საქმის გაგრძელების ვალდებულება შემსრულებელს მხოლოდ იმ მომენტამდე
ეკისრება, სანამ მეპატრონეს არ ექნება თავად მოქმედების შესაძლებლობა ობიექტური თუ
სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

5
შდრ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, გვ. 248–246.
6
Zugang einer Kündigung im Urlaub, BAG, Urteil vom 22. 3. 2012 - 2 AZR 224/11, BeckRS 2012, 72009
NJW-Spezial 2012, 594.
7 Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 681 Rn. 5
8
Gehrlein in Bamberger/Roth, Beck’scher Online-Kommentar BGB, 28. Auflage, 2013, § 677, Rn. 19; Seiler,
Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, §677, Rn. 53
სოფიო ჩაჩავა

III სამართლებრივი შედეგი

შეტყობინების ვალდებულება არაძირითადი ვალდებულებაა, რომლის დარღვევა სსკ-ით


გათვალისწინებულ დამოუკიდებელ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს.9
გაუმართლებელია შეტყობინების ვალდებულების დარღვევა 973-ე მუხლით
გათვალისწინებული მეპატრონის მიმართ შემსრულებლის შესაძლო მოთხოვნის წარმოშობის
წინაპირობად იქნეს განხილული და ამ ვალდებულების დარღვევამ ავტომატურად
გამორიცხოს ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა.10
ამგვარი მიდგომა არ გამორიცხავს შესაძლებლობას, შეტყობინების ვალდებულების
დარღვევის საფუძვლით სადავო გახდეს შემსრულებლის მიერ გაწეული დანახარჯების
მოცულობა და ან დანახარჯების გაწევის აუცილებლობა. აღნიშნული ცალკეული შემთხვევის
გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, კერძოდ შემსრულებლის მიერ შეტყობინების
განხორციელება რამდენად შეამცირებდა ან გამორიცხავდა გარკვეულ დანახარჯების გაწევას.
შემსრულებლის მიერ შეტყობინების ვალდებულების დარღვევისათვის შემსრულებელს
ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც დაეკისროს.11

შემსრულებლის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელების ვალდებულების დარღვევა


არაძირითადი ვალდებულების დარღვევაა და დამდგარი ზიანის ანაზღაურება
შემსრულებელს ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესების შესაბამისად დაეკისრება.12

9
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, §681, Rn. 10
10
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 681, Rn. 10; განსხვავებული და ნაკლებად
გასაზიარებელია სსუს-ს მსჯელობა სამოქალაქო საქმეტა პალატის Nას-1320-1246-2012, 12.12.2012
საქმეზე სასამართლო განმარტავს, რომ შემსრულებლის მიერ გაწეული ხარჯები აუცილებლადაც რომ
იქნეს მიჩნეული, შემსრულებელი მაინც არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს გაწეული ხარჯების
ანაზრაურება, ვინაიდან არ შეუსრულებია სსკ-ის 971-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება.
11
NJW-RR 2005, 639, BGH, Urteil vom 26. 1. 2005 - VIII ZR 66/04 (OLG Celle)
12
ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, 2011, გვ.139.
სოფიო ჩაჩავა

I ზოგადად................................................................................................................................................... 2
II ანგარიშის წარდგენის ვალდებულება ................................................................................................ 2
III შესრულების შედეგად მიღებულის უკან დაბრუნების ვალდებულება...................................... 3
1. დაბრუნების ვალდებულება ....................................................................................................... 3
2. უკან დაბრუნების ფარგლები ...................................................................................................... 4
სოფიო ჩაჩავა

მუხლი 972. შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა


შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მეპატრონეს ანგარიში შესრულების შესახებ
და გადასცეს მას ყველაფერი, რაც შესრულების შედეგად მიიღო.

I ზოგადად
დავალების ხელშეკრულების მსგავსად 1 დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების
ფარგლებში შემსრულებელს ეკისრება მეპატრონისათვის ანგარიშის მიწოდების
ვალდებულება.2

შემსრულებელი ვალდებულია ასევე გადასცეს მეპატრონეს ყველაფერი ის რაც სხვისი საქმის


შესრულების შედეგად მიიღო.

სსკ–ის 972–ე მუხლის წინადადების პირველი ნაწილი შემსრულებლის არაძირითად


ვალდებულებას ითვალისწინებს, წინადადების მეორე ნაწილი კი შემსრულებლის მიერ
მეპატრონისათვის მისი საქმის შესრულების შედეგად მიღებულის უკან დაბრუნების
მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს ითვალისწინებს.3

II ანგარიშის წარდგენის ვალდებულება


შემსრულებელი ვალდებულია საქმის შესრულების მთელი მიმდინარეობის შესახებ
ინფორმაცია მიაწოდოს კეთილსინდისიერად, კერძოდ სრულად, სწორად, იმგვარად რომ
ინფორმაცია გასაგები და გადამოწმებადი იყოს.4

შემსრულებლის მიერ სხვისი საქმის შესრულებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე


მეპატრონემ სასურველია მოითხოვოს შემსრულებლის მიერ შესრულებული საქმის შესახებ
ანგარიში, რათა განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები და ოდენობა.5

ანგარიშის წარდგენა არ არის მეპატრონის მიმართ დავალების გარეშე სხვისი საქმეების


შესრულებიდან წარმოშობილი ძირითადი მოთხოვნის (სსკ–ის 973–ე მუხლის შესაბამისად
ხარჯებისა და სსკ–ის 970–ე მუხლის მე–2 ნაწილის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების)
წარმოშობის წინაპირობა. შემსრულებლის მიერ მეპატრონისათვის ანგარიშის წარდგენა
არაძირითადი ვალდებულებაა,6 რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ძირითადი ვალდებულების

1
შდრ. სსკ-ის 713-ე მუხლი
2
შდრ. გსკ-ის 666–ე პარაგრაფი.
3
ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის
საფუძვლების სისტემური ანალიზი, 2004–2009, გვ. 132.
4
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 666, 6. Auflage, 2012, Rn. 8
5
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 667, 6. Auflage, 2012, Rn. 26
6
არაძირითად ვალდებულებებთან დაკავშირებით შდრ. გვ. ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის
საფუძვლების კოკურენცია, 2011, გვ. 134 და შემდგომნი.
სოფიო ჩაჩავა

შესრულებას. 7 თუმცა მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მეპატრონე შესაძლოა


უფლებამოსილი იყოს სახელშეკრულებო ურთიერთობის მსგავსად სსკ-ის 369-ე მუხლის
თანახმად თავი შეიკავოს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან ანგარიშის
წარდგენამდე. 8

თუ ანგარიშის წარდგენის ვალდებულების დარღვევას მოჰყვა ზიანი, უფლებამოსილ პირს


შესაძლოა წარმოშვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც.9

III შესრულების შედეგად მიღებულის უკან დაბრუნების ვალდებულება

1. დაბრუნების ვალდებულება
სსკ-საგან განსხვავებით გსკ-ი შემსრულების მიერ სხვისი საქმის შესრულებისას მიღებულის
უკან დაბრუნების ვალდებულებას დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებისას
უსაფუძვლო ნორმებზე მხოლოდ მეპატრონის ნებისა თუ ინტერესის საწინააღმდეგო საქმის
შესრულებისას ითვლისწინებს. 10 მიუხედავად ამისა გერმანულ დოქტრინაში ერთიანია
პოზიცია, რომ დავალების ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული შესაბამისი
ვალდებულება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების შემთხვევებზე
ანალოგიურად გამოიყენება.11

შემსრულებლის ვალდებულება, მეპატრონეს გადასცეს ყველაფერი რაც შესრულების


შედეგად მიიღო, გამომდინარეობს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების
არსიდან. 12 შემსრულებელი ასრულებს სხვის საქმეს, შესაბამისად ნებისმიერი ქონებრივი
ცვლილება, ნამატი და უპირატესობა, რომელსაც შემსრულებელი სხვისი საქმის
შესრულებიდან მიიღებს, უდავოა რომ მეპატრონეს ეკუთვის. 13

გერმანული დოქტრინის გათვალისწინებით შემსრულებლის მიერ მიღებულის უკან


დაბრუნების ვალდებულება არ არის მეპატრონის მიერ ხარჯების ანაზღაურების

7
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 666, 6. Auflage, 2012, Rn. 3
8 შდრ. სსკ-ის 369-ე მუხლის კომენტარი, „იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია
ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების
შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.“
9
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 666, 6. Auflage, 2012, Rn. 13
10
შდრ. გსკ–ის 684–ე პარაგრაფი.
11
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 662, 6. Auflage, 2012, Rn, 65
12
მეპატრონის ინტერესში მოქმედებასთან დაკავშირებით იხ. ნინიძე, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნი, მეორე ტომი, 2001, 972-ე მუხლი, გვ. 348.
13
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 667, 6. Auflage, 2012, Rn. 1
სოფიო ჩაჩავა

ვალდებულების საპასუხო შესრულება, შესაბამისად მათი განხილვა ურთიერთკავშირში არ


არის გამართლებული.14

2. უკან დაბრუნების ფარგლები


ვალდებულების ფარგლების დადგენისას გასათვალისწინებელია, რომ შემსრულებელმა
მეპატრონეს მხოლოდ ის უნდა გადასცეს, რაც შესრულების შედეგად მიიღო. მიღებული
შესაძლოა იყოს როგორც უფლებრივი, ასევე ფაქტობრივი უპირატესობა (ფული, ფასიანი
ქაღალდი, დოკუმენტები, ნივთები, ნივთის ნაყოფი, უფლება, მიმოწერა, დათმობილი
მოთხოვნა და სხვ.). 15

მეპატრონემ უნდა მიიღოს მხოლოდ ის, რაც მას ეკუთვნის. 16 წამახალისებელი სახის
შეწირულობა, როგორც წესი, უშუალოდ შემსრულებელს ეკუთვნის და არ ექცევა მეპატრონის
ძალაუფლების სფეროში.17

სადავოა, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისა თუ საპასუხო შესრულებამდე შესრულებისაგან


თავის შეკავების უფლების გამოყენების დასაშვებობა. 18 აღნიშნული საკითხი ცაკლეული
შემთხვევის შეფასებისას კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით უნდა
მოხდეს. 19

14
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 667, 6. Auflage, 2012, Rn.2
15
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 667, 6. Auflage, 2012, Rn.3, 4.
16
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 667, 6. Auflage, 2012, Rn. 9
17
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 667, 6. Auflage, 2012, Rn. 17
18
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 667, 6. Auflage, 2012, Rn. 24
19
იქვე
სოფიო ჩაჩავა

I ზოგადად................................................................................................................................................... 2
I I შემადგენლობა ....................................................................................................................................... 2
1. ხარჯები ........................................................................................................................................... 2
2. აუცილებლობა ............................................................................................................................... 3
ა. აუცილებლობის შეფასების ობიექტურ–სუბიექტური კრიტერიუმები............................... 3
ბ. არაძირითადი ვალდებულებების გავლენა ხარჯების აუცილებლობის შეფასებისას ..... 4
III სამართლებრივი შედეგი ...................................................................................................................... 5
IV მტკიცების ტვირთი ............................................................................................................................. 5
სოფიო ჩაჩავა

მუხლი 973. გაწეული ხარჯების ანაზღაურების უფლება


შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც,
საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული. (შდრ. 717 მუხლის 1–
ლი ნაწილის კომენტარი)

I ზოგადად
სსკ–ის 973–ე მუხლი ითვალისწინებს სსკ–ის 969–ე და 970–ე მუხლის 1–ლი ნაწილით
გათვალისწინებული შემადგენლობათა წინაპირობების არსებობისას შემსრულებლის მიერ
საქმის შესრულებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ანაზღაუარების წესსა და
პირობებს. ამ შემადგენლობებისათვის სსკ–ის 973–ე მუხლი განსაზღვრავს სამართლებრივ
შედეგს და ერთობლიობაში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.1

I I შემადგენლობა

1. ხარჯები
ხარჯები ეს არის სხვა პირის ინტერესებში გაღებული ნებაყოფლობითი ქონებრივი
დანაკლისი, 2 რომელიც ქონებრივ-სამართლებრივად არსებითია და შემსრულებლის
ქონებაზე ფაქტობრივად ან უფლებრივად ნეგატიურ გავლენას ახდენს. 3 ხარჯები
განსხვავდება ზიანისაგან ნებაყოფლობითობის ნიშნით. ზიანი ეს არის არანებაყოფლობითი
დანაკარგი, რომელიც დაზარალებულის ნების გარეშე დგება.4

ხარჯი შეიძლება გამოიხატოს ფულადი სახსრების გაღებაში. 5 ხარჯების გაწევა


ხორციელდება სხვა პირის სასარგებლოდ საკუთარი სამართლებრივი სიკეთის გამოყენებით,
სხვა პირის ვალდებულებათა საკუთარ თავზე აღებით ან სხვა პირის ინტერესში
უზრველყოფის საშუალებათა გამოყენებით.6

გერმანულ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში ხარჯებად როგორც წესი არ მიიჩნევა


შემსრულებლის მიერ დახარჯული სამუშაო დრო, მიუღებელი შემოსავალი ან
დასაქმებულის შრომა. 7

1
ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის
საფუძვლების სისტემური ანალიზი, 2004–2009, გვ. 132.
2
Detlev/Fischer, Beck’scher Online-Kommentar, § 670, Rn. 5.
3
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 670, 6. Auflage, 2012, Rn. 6.
4
იქვე. Rn. 7.
5
მაგ. სამშენებლო სამუშაოების შესრულების, ტრანპორტირების, გადასახადებისა თუ საპროცესო
ხარჯების დაფარვის მიზნით, იქვე. Rn. 6.
6
Detlev/Fischer, Beck’scher Online-Kommentar, § 670, Rn. 7.
7
Detlev/Fischer, Beck’scher Online-Kommentar, § 670, Rn. 5.
სოფიო ჩაჩავა

2. აუცილებლობა
სსკ-ის 973-ე მუხლი აზუსტებს და ავიწროვებს შემსრულებლის მიერ დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულების ფარგლებში გაწეული ხარჯების ანაზრაურების მოთხოვნის
ფარგლებს. კერძოდ, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი ხარჯები, რომლებიც
აუცილებლად იქნა მიჩნეული.

გაწეული ხარჯები უნდა ემსახურებოდეს მეპატრონის საქმის შესრულებას. ამასთანავე ის


უნდა იყოს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებლი. აუცილებლობის კომპონენტი
ფასდება როგორც სუბიექტურ ასევე ობიექტურ კრიტერიუმების გათვალისწინებით.8

ა. აუცილებლობის შეფასების ობიექტურ–სუბიექტური კრიტერიუმები


სუბიექტური კრიტერიუმის მიხედვით მნიშვნელოვანია იმ გარემოებათა გათვალისწინება,
რომელშიც შემსრულებელი საქმის შესრულების მომენტისათვის იმყოფებოდა.9

ამასთანავე, იმ გარემოებების შეფასება, რომლის ფარგლებშიც მოხდა ხარჯების გაღება


ობიექტური კრიტერიუმის მიხედვით უნდა მოხოდეს საღად მოაზროვნე პირის
თვალსაწიერიდან. 10

ასე მაგალითად, აუცილებელ ხარჯებად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, ბათილი


(ფორმის დაუცლველად დადებული) ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში სახლის
„შემძენის“ მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯები.
სასამართლომ გაითვალისწინა გარემოება, რომ „შემძენი“ მესაკუთრის თანხმობით
ცხოვრობდა სადავო ბინაში, რომელიც შეძენის მომენტისათვის „კარკასულ“ მდგომარეობაში
იმყოფებოდა. სასამართლომ აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მიიჩნია რომ
„სადავო სარემონტო სამუშაოების ჩატარება აუცილებლობით იყო გამოწვეული რათა
საცხოვრებელი სახლით ჩვეულებრივი სარგებლობისათვის გამოსადეგი ყოფილიყო“.11

ხარჯების აუცილებლობის შეფასებისას გადამწყვეტია არა ის, თუ როგორ შეაფასა


შემსრულებელმა არსებული გარემოებები, არამედ როგორ შეაფასებდა რაციონალურად
მოაზროვნე პირი არსებულ გარემებებს გულისხმიერი, გონივრული 12 და საგულდაგულო
შემოწმების შემთხვევაში. 13 გარემოებების შეფასებისას გასათვალისწინებეულია საქმის

8
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 670, 6. Auflage, 2012, Rn. 9
9
იქვე.
10
Detlev/Fischer, Beck’scher Online-Kommentar, § 670, Rn. 11
11
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა N ას-866-815-2010, 11 ნოემბერი,
2010
12
შდრ. ქუთაისის საქალაქო სასამართლო, N2/1308-12, 18.04.2013,
13
Detlev/Fischer, Beck’scher Online-Kommentar, § 670, Rn. 11
სოფიო ჩაჩავა

შესრულების თავისებურება, მასთან დაკავშირებული რისკები, მნიშვნელობა და მისი


თანაფარდობა გაღებულ ხარჯებთან.14

აუცილებელ ხარჯად არ ჩაითვლება ხანდაზმული მოთხოვნის შესრულება. ასეთად არ


ჩაითვლებ ასევე სხვისი საქმის შესრულებისას გაღებული დამატებითი წამახალისებელი
შეწირულობა, საჩუქარი. 15 აუცილებელ ხარჯად არ უნდა ჩაითვალოს ასევე
კანონსაწინააღმდეგო ან ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო საქმის შესრულების დროს
გაწეული ხარჯები მაშინაც კი, თუ ეს მეპატრონის ნებასა თუ ინტერესს შეესაბამება.16

აუცილებელ ხარჯად არ უნდა ჩაითვალოს ცალკეული შემთხვევის გათვალისწინებით


ფასიანი მომსახურებით სარგებლობისათვის გაწეული ხარჯები, თუ ამ საქმის
შესრულებიდსთვის უფასო მომსახურება ხელმისაწვდომი იყო და ფასიანი მომსახურების
აუცილებლობას შემსრულებელი ვერ დაადასტურებს.

ბ. არაძირითადი ვალდებულებების გავლენა ხარჯების აუცილებლობის შეფასებისას


გაწეული ხარჯების აუცილებლობის შეფასებისას სასამართლომ უნდა იხემძღვანელოს ასევე
შემსრულებლის მიერ წარდგენილი ანგარიშით. მაგალითისათვის, სასამართლომ არ მიიჩნია
აუცილებელ ხარჯებად შემსრულებლის მიერ ანგარიშში მითითებლი სრული თანხა 17 860
ლარის ოდენობით რომელიც პირის დაკრძალვის, ორმოცისა და წლისთავისათვის იყო
გაღებული. გაწეული ხარჯებიდან მხოლოდ 8000 ლარი ჩაითვალა გონივრულად. 17

ანალოგიურად შეამცირა სასამართლომ მსგავს შემთხვევაში შემსრულებლის მიერ


მოთხოვნილი 23 000 ლარი და აუცილებლად მიიჩნია მხოლოდ 2000 ლარი. 18

უდავოა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს რამდენად იყო


აუცილებელი შემსრულებლის მიერ სხვისი საქმის შესრულებისათვის გაწეული ხარჯები და
გაუმართლებელია საერთო სტანდარტის განსაზღვრა. 19 თუმცა სასურველია სასამართლომ
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაასაბუთოს, რა გარემოებებითა და ფაქტორებით
იხელმძღვანელა ხარჯების აუცილებლობის შეფასებისას. ზემოთ მითითებულ
გადაწყვეტილებებში არ არის მსგავსი მსჯელობა, რაც სასურველი იქნებოდა.

ხარჯების აუცილებლობის შეფასებისას გასათვალისწინებელია ასევე, შეტყობინების


ვალდებულების დარღვევამ (თუ მოცემული გარემოებების გათვალისწინებით შეტყობინება
შესაძლებელი იყო) ხომ არ გამოიწვია ხარჯების არაგონივრული ზრდა, რომელთა თავიდან
აცილება შეტყობინების შემთხვევაში შესაძლებელი იყო.

14
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 670, 6. Auflage, 2012, Rn. 9
15
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 670, 6. Auflage, 2012, Rn. 10
16
Detlev/Fischer, Beck’scher Online-Kommentar, § 670, Rn. 13
17
ქუთაისის საქალაქო სასამართლო, N2/1308-12, 18.04.2013,
18
თბილისის საქალაქო სასამართლო, N2/7176-12, 21.09.2012; მსგავსად იხ. ოზურგეთის რაიონული
სასამართლო, N2-328-12, 15.11.2011
19
იხ. სსუს-ის დიდი პალატის განსხვავებული მიდგომა საქმეზე N3კ/441-01, 4.03.2002,
სოფიო ჩაჩავა

მაგალითად, უკანონოდ პარკირებული ავტომანზანის სპეციალურ სადგომზე


გადაყვანისათვის ევაკუატორის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯები ვერ ჩაითვლება
აუცილებელ ხარჯად, თუ მეპატრონის ვინაობა ცნობილი ან დადგენადი იყო
შემსრულებლისათვის, შეტყობინება განხორციელებადი, შეტყობინების შემთხვევაში კი
მეპატრონეს საკუთარი რესურსით შეეძლო „საქმის“ შესრულება და ამ გარემოებას
დაადასტურებს.

III სამართლებრივი შედეგი


თუ შემსრულებლის მიერ დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების დროს გაწეული
ხარჯი არსებული გარემოებების გათვალისწინებით აუცილებელია, მეპატრონე
ვალდებულია აანაზღაუროს გაღებული ხარჯები, როგორც წესი ფულადი სახით, სრულად.
არაფულადი დანახარჯის შემთხვევაში მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ბრუნვაში მისი
რეალური ღირებულების შესაბამისად. შეფასების დროს გასათვალისწინებელია ხარჯების
გაწევის მომენტისათვის არსებული ღირებულება. ფულის კურსის მნიშვნელოვანი
ცვლილების შემთხვევაში, გამონალისის სახით< მეპატრონეს შეიძლება დაეკისროს ხარჯების
ანაზღაურება არაფულადი სახით.20

IV მტკიცების ტვირთი
ხარჯების აუცილებლობა შემსრულებელმა უნდა ამტკიცოს. 21 მან უნდა წარადგინოს
მტკიცებულებები, რომლებიც მოთხოვნილი მოცულობით ხარჯების აუცილებლობას
ასაბუთებს.22 შემსრულებლის მიერ შეტყობინების დარღვევისას მეპატრონემ უნდა ამტკიცოს,
შემსრულებლის მიერ შეტყობინების ვალდებულების შესრულება რამდენად მოახდენდა
ზეგავლენას გაწეული ხარჯების მოცულობაზე.23

20
შდრ. Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 670, 6. Auflage, 2012, Rn. 11.
21
ნინიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნი, მეორე ტომი, 2001, 973-ე
მუხლი, გვ. 348.
22
Detlev/Fischer, Beck’scher Online-Kommentar, § 670, Rn. 28.
23
შდრ. სსსკ-ის 102-ე მუხლი
სოფიო ჩაჩავა

I ზოგადად................................................................................................................................................... 3
II ნებისა თუ ინტერესის შესაბამისი შესრულება ................................................................................. 3
1. ნებისა თუ ინტერესის არსებობის მომენტი ..................................................................................... 3
2. ნებისა თუ ინტერესის არ არსებობის შედეგები .......................................................................... 4
3. ნებისა და ინტერესის ურთიერთმიმართება ................................................................................ 5
ა. ნება ................................................................................................................................................... 5
ბ. ნების საწინააღმდეგო შესრულების გამართლება ................................................................... 6
4. ინტერესი............................................................................................................................................. 7
ა. სარგლები როგორც შეფასების ობიექტური კრიტერუმი ....................................................... 7
ბ. ცალკეული შემთხვევები.............................................................................................................. 8
ბ.ა.მეპატრონის ვალის გასტუმრება ............................................................................................... 8
ბ.ბ.სხვის ქონებაზე ხარჯის გაწევა ................................................................................................. 8
5. კანონი ნორმები და საჯარო ინტერესი.......................................................................................... 9
ა. კანონი .............................................................................................................................................. 9
ბ. საჯარო ინტერესი ........................................................................................................................ 10
III სამართლებრივი შედეგები........................................................................................................... 11
1. შემსრულებლის მიერ ხარჯების ანაზრაურება...................................................................... 11
2. შემსრულებლის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ................................................ 11
სოფიო ჩაჩავა

მუხლი 974. გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის დაუშვებლობა


1. შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ
მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება
მის ინტერესებს. თუ შემსრულებელს შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი
ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული ზიანი.
2. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მეპატრონის ნება ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს.
სოფიო ჩაჩავა

I ზოგადად
დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებისას შემსრულებელი მეპატრონის საქმეს
თვითნებურად ასრულებს. შემსრულებლის ასეთი თვითნებობა, როგორც წესი, სხვის
სამართლებრივ სიკეთეში გაუმართლებელი ჩარევა, რომლის გამართლება მხოლოდ
იმ შემთხვევაშია მისაღები და შესაძლებელი, თუ შემსრულებლის ქმედება
მეპატრონის ინტერესსა და ნებას შეესაბამება. 1 ამ მხრივ კანონის ნორმა ორი პირის
სავარაუდო ურთიერთსაპასუხო ნების დაშვებას ითვალისწინებს მიუხედავად
ხელშეკრულების არ არსებობისა. 2 სწორედ ამიტომ განიხილება დავალების გარეშე
სხვისი საქმის შესრულება ხელშეკრულების მსგავს ურთიერთობათა კატეგორიაში.3

II ნებისა თუ ინტერესის შესაბამისი შესრულება

1. ნებისა თუ ინტერესის არსებობის მომენტი


გერმანულ დოქტრინაში მართლებულადაა ხაზგასმული, რომ ნების ან ინტერესის
არსებობა უნდა დადგინდეს იმ მომენტისათვის, როდესაც შემსრულებელმა იკისრა
დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულება და არა შემდგომ საქმის
განხორციელებისას.4
სწორედ ამიტომ, მეპატრონემ უნდა აანაზღაუროს წარმოშობილი ხარჯები მაშინაც,
როდესაც შესრულება უშედეგო აღმოჩნდა, 5 თუ საქმის შესრულების დაწყების
მომენიტისათვის მისი ქმედება შეესაბამებოდა მეპატრონის ნებასა თუ ინტერესს.

1
Ogonowski, Die Geschäftsführung ohne Auftrag mach östterreichischem Rechte, 1877, S. 18
2
Ogonowski, Die Geschäftsführung ohne Auftrag mach östterreichischem Rechte, 1877, S. 19 შემდგომი
მითითებებით Zimmermann a.O.p. 132 (Wohlschlaeger)
3
Bergmann, Die Geschäftsführung ohne Auftrag als Subordinationsverhältnis, 2010, S. 29
4
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 1;
5
Ogonowski, Die Geschäftsführung ohne Auftrag mach östterreichischem Rechte, 1877, S.30
სოფიო ჩაჩავა

ცხადია, ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მეპატრონის მიერ საქმის


შესრულების დაწყებისას ის შეიძლება არ შეესაბამებოდეს მეპატრონის ნებასა თუ
ინტერესს, თუმცა შესრულების პროცესში გამოიკვეთოს ეს ინტერესი და
დადასტურდეს მეპატრონის მიერ შესრულების მოწონებით. 6
მოწონება
შესაძლებელია როგორც სიტყვიერად, ასევე კონკლუდენტური მოქმედებითაც.7

2. ნებისა თუ ინტერესის არ არსებობის შედეგები


გერმანულ დოქტრინაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად მეპატრონის „ნება ან
ინტერესი“ დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების შემადგენლობის
აუცილებელი წინაპირობა.8 ცალკეულ ავტორთა მოსაზრებით ეს არ გამომდინარეობს
მუხლის ტექსტიდან და შესაბამისად მისი დამატებით წინაპირობად განხილვა და
ამგვარად ნორმათა გამოყენების სფეროს დავიწროვება გაუმართლებელია.9

სხვისი საქმის შესრულებისას ნებისა და ინტერესის გაუთვალისწინებლობა


გამორიცხავს დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების შედეგად წარმოშობილი
ხარჯების ანაზღაურებას.10 დასაფიქრებელია, თუ სახეზეა დავალების გარეშე სხვისი
საქმის შესრულება მაგრამ დარღვეულია სსკ–ის 974–ე მუხლის 1–ლი ნაწილით
გათვალისწინებული ვალდებულება, შემსრულებელი უფლებამოსილია კვლავ
დაეყრდნოს უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელ ნორმებს თუ ასეთ
შემთხვევაში სახეზეა მოთხოვნის საფუძველთ გამომრიცხავი კონკურენცია და
შემსრულებელი ვერ გაცდება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების
მომწესრიგებელ ნორმებს?11

6
ნინიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნი, მეორე ტომი, 2001, 969-ე
მუხლი, გვ. 343, ასევე 974-ე მუხლი, გვ. 349. შდრ. Gehrlein, Bech’scher Online-Kommentar, § 677, Rn. 3;
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 15: შესაძლებელია ანალოგიურად
გავრცელდეს თანხმობასავალდებული გარიგების მიმართ მოქმედი წესები შდრ. სსკ–ის 102–ე მუხლი.
7
Ogonowski,Die Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 61
8
Gehrlein, Bech’scher Online-Kommentar, § 677, Rn. 1
9
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn.50
10
შდრ. მაგალითისათვის სსკ–ის 987–ე და 988–ე მუხლები
11
დავალები გარეშე სხვისი საქმის შესრულების შემადგენლობის არსებობა საქმის შესრულებისათვის
სამართლებრივ საფუძველს ქმნის, შესაბამისად გამოირიცხება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების
გამოყენება შდრ. Gehrlein, Bech’scher Online-Kommentar, § 677, Rn. 20; NJW 1993, 3196, BGH, Urteil vom
30.09.1993-VII ZR 178/91 (Hamm);
სოფიო ჩაჩავა

3. ნებისა და ინტერესის ურთიერთმიმართება


მეპატრონის ინტერესის (მათ შორის სავარაუდო ნების) შეფასებისას
გასათვალისწინებელია, რამდენად არის საქმის შესრულება ობიექტურად
სარგებლიანი მეპატრონისათვის, რაც ობიექტური კრიტერიუმებით უნდა
დაგინდეს. 12 ნება კი უშუალოდ მეპატრონის სუბიექტური დამოკიდებულებაა. 13
მეპატრონის ნების საწინააღმდეგო შესრულება როგორც წესი გამართლებულად უნდა
ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, 14
თუ მეპატრონის განსხვავებული ნება
შემსრულებლისათვის ცნობილი ან ობიექტურად შეცნობადი არ არის. ამასთან,
საქმის შესრულების მიმართ მეპატრონის ნების (ინტერესის) ვარაუდი ობიექტრუად
საფუძვლიანია.15

ა. ნება
ნება ეს არის მეპატრონის სიტყვიერად ან კონკლუდენტურად გამოხატული
ინტერესი, რომელიც არ არის აუცილებელი უშუალოდ შემსრულებლის მიმართ
იქნეს განხორციელებული.16 მთავარია, შემსრულებელმა იცოდეს ამ ნების არსებობის
შესახებ.17

სავარაუდოდ სწორედ კონკულდენტურ ნებად იქნა მიჩნეული ქირავნობის


ხელშეკრულების ფარგლებში დამქირავებლის მიერ კაპიტალური რემონტის
ხარჯების გაწევის შემთხვევა, როდესაც გამქირავებელმა იცოდა სარემონტო
სამუშაოების შესახებ და არ გამოუთქვამს პრეტენზია. სააპელაციო სასამართლომ
მოცემულ შემთხვევაში გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა, რომ
„განხორციელებული შესრულება არ ეწინააღმდეგებოდა მეპატრონის ნებას და
შეესაბამებოდა მის ინტერესს“ (ძალაში იქნა დატოვებული უზენაესი სასამართლოს
მიერ).18

მხოლოდ ის გარემოება, რომ მეპატრონემ მიიღო შესრულება არ გამოხატავს მის ნებას


და არ უნდა ჩაითვალოს კონკლუდენტურ, მოქმედებაში გამოხატულ ნების

12
Ogonowski, Die Geschäftsführung ohne Auftrag mach östterreichischem Rechte, 1877, S.20, 21
13
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 51
14
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 677 Rn. 52
15
იქვე, Rn. 52; Gehrlein, Bech’scher Online-Kommentar, § 683, Rn. 3
16
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 9
17
Gehrlein, Bech’scher Online-Kommentar, § 683, Rn. 9
18
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა N ას-109-107-2011, 7 აპრილი,
2011
სოფიო ჩაჩავა

გამოვლენად. 19
მნიშვნელოვანია, მას გაცნობიერებული ჰქონდეს რომ საქმის
შესრულებით წარმოშობილი შესაბამისი ხარჯები მას ეკისრება.20

ნების არსებობის შემთხვევაში საქმის შესრულება არ არის აუცილებელი


შეესაბამებოდეს რაციონალურად დასაბუთებად ობიექტური სარგებლიანობის
კრიტერიუმს. შესაბამისად ობიექტურად მეპატრონის ინტერესების საწინააღმდეგო
21

საქმის შესრულების კისრებაც შეიძლება იყოს ნების შესაბამისი და გამართლებული.22

ბ. ნების საწინააღმდეგო შესრულების გამართლება


ერთი შეხედვით რთულია წარმოიდგინო შემთხვევა, როდესაც საქმის შესრულება
მეპატრონის გამოხატულ ნებას ეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც მისი ინტერესის
შესაბამის საქმის შესრულებაა. თუმცა ცალკეული მაგალითებით შესაძლოა
საწინააღმდეგო დასტურდებოდეს, განსაკუთრებით თუ თუ მეპატრონე საქმის
შესრულებით იღებს გარკვეულ სარგებელს - უპირატესობას. 23 მაგალითად,
შემსრულებელი, რომელიც მეპატრონის პასუხისმგებლობის სფეროდან მომდინარე
საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღებს ზომებს, მიუხედავად მეპატრონის
საწიმააღმდეგო ნებისა, შემსრულებლის ქმედება გამართლებულია, ვინაიდან
შემსრულებელი არსებული საფრთხის თავიდან აცილებით მეპატრონეს აცილებს
უფრო დიდ ზიანს, რომლის პასუხისმგებლობაც სწორედ მას დაეკისრებოდა.24

იქ სადაც რეალური ნების დადგენა რთული ან შეუძლებელია, გადამწყვეტია სწორედ


ინტერესის დადგენა, რაც ობიექტური კატეგორიაა.25

19
იქვე.
20
შდრ. გსკ-ის 685-ე მუხლი ჩუქების განზრახვის შემთხვევა; Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6.
Aufl, 2012, § 685, Rn. 4-6, რამდენად იყო შეცნობადი შემსრულებლის ნება, მეპატრონემ უნდა ამტკიცოს
21
Gehrlein, Bech’scher Online-Kommentar, § 683, Rn. 3
22
შდრ. BeckRS 1998 30011426, BGH vom 2.04.1998, III ZR 251/96
23
Ogonowski,Die Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 11
24
შდრ. სსკ-ის 970-ე მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი
25
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 3
სოფიო ჩაჩავა

4. ინტერესი
დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების მოწესრიგების მნიშვნელობა
განსაკუთრებით იმ შემთხვევებში იკვეთება, როდესაც შემსრულებელი მოქმედებს
მეპატრონის სავარაუდო ინტერესებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოხატული
ნება არ არსებობს.26
სხვისი საქმის შესრულება მეპატრონის ინტერესს შეესაბამება თუ შესრულების
კისრება ობიექტურად სასარგებლოა.27

ა. სარგლები როგორც შეფასების ობიექტური კრიტერუმი


ინტერესის შეფასებისას უპირველესად გასათვალისწინებელია მეპატრონის
სავარაუდო ნება, 28
კერძოდ ობიექტურად მოცემულ ვითარებაში მეპატრონე
მოიწონებდა თუ არა შემსრულებლის მიერ საქმის კისრებას.29
საქმის შესრულება მეპატრონისათვის სარგებლის მომტანი უნდა იყოს. სარგებელი,
როგორც ობიექტური კრიტერიუმი 30 მოიცავს არამარტო ქონებრივი უპირატესობის
მინიჭებას, არამედ მეპატრონისათვის ზიანის თავიდან აცილებას.31
ობიექტური სარგებლიანობის შეფასება როგორ წესი მეპატრონის სავარაუდო ნების
დადგენის საშუალებაა.
მეპატრონის ინტერესის შეფასება (რამდენად სარგებლის მომტანია კონკრეტული
საქმის შესრულება) განყენებულად არ უნდა მოხდეს; ამ დროს
გასათვალისწინებელია სუბიექტური ფაქტორები, მათ შორის მეპატრონის ოჯახური
მდგომარეობა, ქონებრივი მდგომარეობა, და სხვა გარემოებები. 32
შესაბამისად,
ობიექტურად სარგებლის მომტანი საქმის შესრულება შესაძლოა კონკრეტული
შემთხვევის გათვალისწინებით ასეთად არ ჩაითვალოს და პირიქით.33

ცალკეულ შემთხვევაში მიზანშეწონილია ასევე ინტერესი შეფასებისას მოხდეს


მოსალოდნელი საფრთხისა და წარმოშობილ ზიანს შორის აწონდაწონვა.34

26
Ogonowski,Die Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 21
27
იქვე
28
ნინიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნი, მეორე ტომი, 2001, 974-ე
მუხლი, გვ. 350. Ogonowski,Die Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 60
29
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 10
30
ნინიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნი, მეორე ტომი, 2001, 974-ე
მუხლი, გვ. 349.
31
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 4; Ogonowski,Die Geschäftsführung ohne
auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 22
32
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 4
33
იქვე
34
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 5
სოფიო ჩაჩავა

ბ. ცალკეული შემთხვევები
ბ.ა.მეპატრონის ვალის გასტუმრება
შემსრულებლის მიერ მეპატრონის ვალის გასტუმრება (ვალდებულების შესრულება)
როგორც წესი მეპატრონის ინტერესს შეესაბამება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნა
ხანდაზმულია 35 ან უახლოვეს მომავალში ხანდაზმული ხდება. 36 ასევე თუ მეპატრონეს
კრედიტორის წინაშე აქვს ისეთი შესაგებელი, რომელიც მისი მხრიდან შესრულების
ვალდებულებას ხანგრძივი დროით გამორიცხავს. ნებისმიერი შესრულება, რომელიც
მეპატრონის მდგომარეობას გააუარესებს გამოიწვევს, შესაძლოა მისი ინტერესის
37
საწინააღმდეგო შესრულებად ჩაითვალოს.

ბ.ბ.სხვის ქონებაზე ხარჯის გაწევა


მეპატრონის ქონებაზე ხარჯის გაწევა, მათ შორის ნებისმიერი ისეთი ქმედება,
რომელსაც მესაკუთრე თავად იკისრებდა, მოქმედება რომ შეძლებოდა, მეპატრონის
ინტერესების შესაბამის საქმის შესრულებად უნდა ჩაითვალოს. ასე მაგალითად,
ხანძრის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილებისათვის განხორციელებლი
ღონისძიებები, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარელებული პირისათვის
დახმარების აღმოჩენა, მეპატრონის ცხოველების გამოკვება, მისი ნივთის შენახვა და
სხვ..38

სწორედ ამიტომ, ინტერესების საწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს ავტოსაგზაო


შემთხვევის შედეგად არსებითად დაზიანებული ავტომანქანის ფასიან სადგომზე
განთავსება და შენახვა, მაშინ როდესაც სადგომის გადასახადის ოდენობა აღემატება
ნივთის ღირებულებას. 39 ანალოგიურად შეფასდება მანქანი ხელოსნის მიერ
ავტომანქანის შეკეთება, როდესაც შეკეთება მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება და
მისი შეკეთება გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული არ არის.40

35
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 6
36
NJW, 1987, 187, BGH, Urteil vom 18.09.1986 – III ZR 227/84, Düsseldorf
37
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 6
38
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 7
39
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 7
40
იქვე
სოფიო ჩაჩავა

5. კანონი ნორმები და საჯარო ინტერესი


მეპატრონის გამოხატული ან სავარაუდო ნება მეპატრონის ინტერესის
დადგენისთვის ყოველთვის უპირატესად გასათვალისწინებელი წინაპირობა არ
არის.41 სსკ–ის 974–ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც სხვისი
საქმის შესრულება დავალების გარეშე გამართლებულია მაშინაც კი თუ ის
მეპატრონის ნებასა თუ ინტერესს ეწინააღმდეგება. კერძოდ, როდესაც ეს შესრულება
კანონის ნორმებს შეესაბამება.

ლეგიტიმური მიზანი როგორც წესი ამართლებს ნების გარეშე სხვისი საქმის


შესრულებას. 42
ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა უშუალოდ კანონით იყოს
გათვალისწინებული ან საჯარო ინტერესით იყოს ნაკარნახევი. ასეთ შემთხვევაში
შესრულება კვლავ შეესაბამება მეპატრონის ინტერესს ობიექტური გაგებით.
ა. კანონი
გერმანულ სამართალში დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების ნორმებში
პირდაპირაა მიითებული კანონით გათვალისწინებული ის შემთხვევა, რომელიც
მეპატრონის ნებასა და ინტერესზე მაღლა დგას. კერძოდ გსკ–ი 979 პარაგრაფის
შესაბამისად მეპატრონის ნება და ინტერესი უმნიშვნელოა, თუ არსებობს მეპატრონის
მიერ სხვა პირთა რჩენისა და მათზე ზრუნვის ვალდებულება, რომელიც დროულად
არ შესრულდებოდა. გერმანული დოქტრინის თანახმად ზრუნვისა და რჩენის
ვალდებულება არ ვრცელდება დელიქტისა თუ ხელშეკრულების საფუძველზე
წარმოშობილ ვალდებულებებზე.43 აღნიშნული შემთხვევა სკ–ის 974 მუხლის ფართო
ფორმულირების შესაბამისად უდავოდ ექცევა კანონით გათვალისწინებულ ნორმათა
რიცხვში, ვინაიდან ეს ნორმები მეპატრონის კანონით დადგენილ ვალდებულებას
ითვალისწინებს. (შდრ. მაგალითისათვის სკ-ის 1006, 1129, 1182, ასევე 1223 და
შემდგომი მუხლები; ასევე ნებისმიერი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც პირს
აკისრებს რაიმე ვალდებულებას სხვა პირის მიმართ, როგორიცაა მაგალითად სკ-ის
999, 1003, 994, 1004 და სხვ. მუხლები).

41
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 13
42
Ogonowski,Die Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 18, 19
43
Gehrlein, Bech’scher Online-Kommentar, § 579, Rn.5
სოფიო ჩაჩავა

ამასთან, სსკ–ის ფორმულირებიდან გამომდინარე კანონით გათვალისწინებული


ნორმები ბევრად ფართო ნორმათა სპექტრს მოიცავს. სასურველია სასამართლო
პრაქტიკაში ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა სსკ–ის 974–ე მუხლი მე–2 ნაწილის
ფარგლებთან დაკავშირებით. კერძოდ, ის ვრცელდებს ნებისმიერ საკანონმდებლო
ნორმაზე (მათ შორის საჯარო–სამართლებრივზე) თუ მხოლოდ კერძო–
სამართლებრივ კანონმდებლობაში გათვალისწინებულ მოწესრიგებებზე; თუ ნორმა
ნებისმიერი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე შეუზღუდავად
გავრცელდება, ხომ არ უნდა მოხდეს გარკვეულწილად ამ ვალდებულებათ წრის
დავიწროვება სულ მცირე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი
ვალდებულებების კონტექსტში. (მაგ. ერთიმხრივ სამისდღემშიო რჩენის
ხელშეკრულების ფარგლებში სკ-ის 941 და შემდგომი მუხლები, მეორემხრივ
ნასყიდობის ან მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი
ვალდებულებები, რაც ასევე სკ-ის ნორმებითაა გამყარებული).
კანონისა და საჯარო ინტეესების მიჯნაზე კლასიკურ სადავო მაგალითად გერმანულ
დოქტრინაში განიხილება თვითმკვლელის გადარჩენა, როგორც სხვისი საქმის
გამართლებული შესრულება დავალების გარეშე. 44 ეს შემთხვევა განსაკუთრებით
აქტუალურია სსკ–ის 974–ე მუხლის მე–2 ნაწილის ფართო ფორმულირებით,
განსაკუთრებით თუ სისხლის სამართლი კოდექსის 128-ე 129-ე მუხლები
განსაცდელში მიტოვებისა და დაუხმარებლობის შემთხვევაში პირის შესაბამის
პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ბ. საჯარო ინტერესი
დასაფიქრებელია, მოიცავს თუ არა კანონის აკრძალვა ფართო გაგებით საჯარო
ინტერესების დაცვასაც.
გსკ–ი ნებისა და ინტერესის საწინააღმდეგო გამართებულ შესრულებად
ითვალისწინებს სხვისი საქმის შესრულებას, რომელიც საჯარო ინტერესის დაცვას
ემსახურება.

44
ნინიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნი, მეორე ტომი, 2001, 974-ე
მუხლი, გვ. 351. Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 679 Rn. 13
სოფიო ჩაჩავა

საჯარო ინტერესის შეფასება გერმანული სამართლის მიხედვით ხდება არა


განყენებულად, არამედ არსებული ვითარების გათვალისწინებით. კერძოდ
კონკრეტულ შემთხვევაში გამართლებულად ჩაითვლება შესრულება მოხლოდ იმ
შემთხვევაში თუ არსებობს შემსრულებლის მხრიდან მოქმედების განსაკუთრებული,
მნიშნვნელოვანი და გადაუდებელი ინტერესი. ასეთია მაგალითად, როდესაც საქმის
შეუსრულებლობით მნიშნვნელოვანი საფრთხე ექმნება სიცოცხლეს, ჯანმრთელობას,
მატერიალურ თუ სხვა სამართლებრივად დაცულ სიკეთეს,45 ხშირ შემთხვევაში მათ
შორის განუსაზღვრელ პირთა წრესა და რაოდენობას.46

III სამართლებრივი შედეგები

1. შემსრულებლის მიერ ხარჯების ანაზრაურება


ზოგადი წესის მიხედვით სსკ–ის 974–ე მუხლის 1–ლი ნაწილის ფორმულირების
გათვალისწინებით სხვისი საქმის შესრულება გამართებულია და შემსრულებელს
წარმოეშობა ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ სხვისი საქმის შესრულება მეპატრონის ნებასა თუ ინტერესესს შეესაბამება. ამავე
მუხლის მე–2 ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც ხარჯების
ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა მიუხედავა მეპატრონის ნებისა თუ ინტერესის
არ არსებობისას, როდესაც ის კანონით დადგენილ აკრძალვას ეწინააღმდეგება.

მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები და ზიანი არსებითად იმიჯნება ერთმანეთისაგა, 47


მუხლის მიზნის გათვალისწინებით გამართებულია ამ მუხლის შემადგენლობის
გათვალისწინებით ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად გამოირიცხოს სსკ–ის 970–ე
მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად შემსრულებლის მიერ ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნა.

2. შემსრულებლის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება


სსკ–ის 974–ე მუხლის 1–ლი ნაწილის მე–2 წინადადება ზიანის ანაზღაურების
ვალდებულების დამფუძნებელ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს იმ
შემთხვევაში თუ არსებობს სსკ–ის 974–ე მუხლი 1–ლი ნაწილის 1–ლი წინადადებით
გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა. ამასთან არ არსებობს სსკ–ის 974–ე
მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული გამომრიცხავი საფუძვლები.

45
NJW, 1978, 1258, BGH Urteil vom 15.12.1977 – III ZR 159/75 (Hamm)
46
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 679 Rn.5
47
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 683 Rn. 18
სოფიო ჩაჩავა

შემსრულებელი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით მიყენებული ზიანი


მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას შეეძლო სცოდნოდა, რომ შესრულება არ
შეესაბამება მეპატრონის ნებასა თუ ინტერესს, და ასევე არც სსკ–ის 974–ე მუხლის მე–
2 ნაწილის გამონაკლისია სახეზე.

რამდენად შეეძლო სცოდონა შემსრულებელს სცოდნოდა ამის შესახებ, ცალკეულ


შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს. ზოგადი სტანდარტის მიხედვით ცოდნის
შესაძლებლობა მოიცავს პირის მიერ ბრუნვაში დაკვიდრებული ყურადღებიანობის
ვალდებულების ბრალეულ დარღვევას, მის უგულვებელყოფას
გაუფრთხლებლობით.48

დასაფიქრებელია, რამდენად გამორიცხავს აღნიშნული მოწესრიგება სსკ–ის 970–ე


მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებულ შემსრულებლის პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელ შემადგენლობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ
შემსრულებლის მიერ მეპატრონის ნებისა თუ ინტერესის უგულვებელყოფა მსუბუქი
გაუფრთხილებლობით მოხდა.

48
Seiler, Münchener Kommentar zum BGB, 6. Aufl, 2012, § 678, Rn. 6
სოფიო ჩაჩავა

I ზოგადად................................................................................................................................................... 2
II შემადგენლობა ........................................................................................................................................ 2
1. საკუთარი საქმის შესრულების ვარაუდი ..................................................................................... 2
2. ცალკეული შემთხვევები .................................................................................................................. 3
III სამართლებრივი შედეგი ...................................................................................................................... 3
სოფიო ჩაჩავა

მუხლი 975. საკუთარი საქმის შესრულების ვარაუდი


ამ თავის წესები არ გამოიყენება, თუ პირი სხვისი საქმის შესრულებისას ვარაუდობდა,
რომ ეს მისი საქმე იყო.

I ზოგადად
სსკ–ის 975–ე მუხლი აკონკრეტებს 969–ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის
წინაპირობას და დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების წესების გამოყენებას
ავრცელებს მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც პირი შეგნებულად ასრულებს სხვის
საქმეს.1

II შემადგენლობა

1. საკუთარი საქმის შესრულების ვარაუდი


შეცდომით გაუცნობიერებლად სხვისი საქმის შესრულება2 გამორიცხავს დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულების წესების გამოყენებას, ვინაიდან შემსრულებელი სხვის
ინტერესებში არ მოქმედებს შეგნებულად.3

ამ შემთხვევაში მთავარია დადგინდეს, რამდენად აცნობიერებდა პირი რომ სხვის საქმეს


ასრულებდა. უმნიშვნელოა, რამდენად შეეძლო მას აღნიშნულის გაცნობიერება. ასეთი
შემთხვევა სახეზეა მაგალითად, როდესაც მოპარული ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი,
რომელმაც არ იცის რომ ნივთზე საკუთრების უფლება ვერ მოიპოვა სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2
ნაწილის შესაბამისად გაასხვისებს მას; 4 ან გასწევს გარკვეულ ხარჯებს. გერმანულ
სასამართლო პრაქტიკაში განიხილება ასევე შემთხვევა, როდესაც დამქირავებელი
კისრულობს რემონტის ხარჯებს იმ ვარაუდით, რომ ეს მისი ვალდებულებაა.5

სსკ–ის 975–ე მუხლის წინაპირობა „ვარაუდი“ შეფასების სუბიექტური კრიტერიუმია. ის


მოიცავს ნებისმიერ შეცდომას მიუხედავად შემსრულებლის ბრალისა.6

აქვე უნდა გაიმიჯნოს ერთ მხრივ სხვისი საქმის შესრულების შეგნება სხვისი საქმის
შესრულების ნებისაგან. თუ შემსრულებელი აცნობიერებს სხვისი საქმის შესრულებას, ეს

1
შდრ. ვრცლად სსკ–ის 969–ე მუხლის კომენტარი
2
მიუხედავად იმისა, რომ მესამე პირმა ამ შესრულებით მიიღო სარგებელი - იხ. ნინიძე, საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნი, მეორე ტომი, 2001, 975-ე მუხლი, გვ. 351.
3
Ogonowski, Die Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 28, 42-43,
4
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 687, 6. Auflage, 2012, Rn. 4
5
LG Karlsruhe, Urteil vom 28.4.2006 – 9 S 479/05
6
Münchener Kommentar zum BGB, Seiler, § 687, 6. Auflage, 2012, Rn. 5
სოფიო ჩაჩავა

ურთიერთობა კვლავ დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების ფარგლებში უნდა


მოექცეს მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა შემსრულებელს სხვისი საქმის შესრულების ნება.7

2. ცალკეული შემთხვევები

უზენაესი სასამართლო საზიარო უფლების ფარგლებში ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ


სახლის აღდგენით სამუშაოებზე გაწეულ ხარჯების ანაზღაურების მიმართ გამორიცხავს
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების გავრცელებას იმ დასაბუთებით
რომ „სუბიექტურად, მოსარჩელე მოქმედებდა რწმენით, რომ იგი ასრულებდა თავის და არა
სხვის საქმეს.“8რამდენად იყო უდავო შემსრულებლის მიერ საკუთარი საქმის შესრულების
ვარაუდი და ხომ არ აცნობიერებდა შემსრულებელი რომ სხვის საქმესაც ასრულებდა,
აღნიშნულზე სასამართლოს მოცემულ საქმის ფარგლებში არ უმსჯელია.

სწორედ სხვისი საქმის შესრულების ნების არარსებობის გამო გამორიცხა სააპელაციო


სასამართლომ ასევე დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების ნორმების გამოყენება,
როდესაც პირი წლების განმავლობაში იღებდა თანამესაკუთრის ყურძნის მოსავალს და
იყენებდა თავად თანამესაკუთრის ინტერესების საწინააღმდეგოდ.9

ანალოგიურად გამორიცხა სსუს–მ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება სხვისი


საქმის შესრულების ნების არ არსებობის გამო ბანკის მიერ მოვალის საგადასახადო
დავალიანების გადახის შემთხვევაში, ვინაიდან თავად იყო იპოთეკარი და აღნიშნული
ვალდებულების შესრულებით გამოხსნა ქონება საგადასახადო იპოთეკისაგან. 10
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო არ მსჯელობს იმის
თაობაზე, ხომ არ ასრულებდა ბანკი საკუთარ საქმესთან ერთად სხვის საქმეს შეგნებულად,
რაც დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენებას
გაამართლებდა.

III სამართლებრივი შედეგი


თუ პირი სხვის საქმეს ასრულებს საკუთარი საქმის შესრულების ვარაუდით, შესაძლო
მოთოხნვები უსაფუძვლო გამდიდრების წესების მიხედვით უნდა წარმოიშვას.

7
ე.წ. არანამდვილი დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულება Münchener Kommentar zum BGB, Seiler,
§ 687, 6. Auflage, 2012, Rn. 8
8
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალაატა, Nას-649-610-2011, 4.10.2011
9
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალაატა, Nას-749-1116-06
10
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალაატა № ას-1150-1079-2012 7
მარტი, 2013 წელი
სოფიო ჩაჩავა

აღნიშნული გამიჯვნა არსებითია, ვინაიდან განსხვავებულია სამართლებრივი შედეგები


უსაფუძვლო გამდიდრებისა და დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების
შემთხვევებში.

თუ დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებაა სახეზე და დაცულია 969-974-ე მუხლებით


გათვალისწინებული წინაპირობები, მეპატრონე ვალდებულია შემსრულებელს
აუნაზღაუროს მისი საქმის შესრულებისათვის გაწეული აუცილებელი ხარჯები და ზოგიერთ
შემთხვევაში ზიანიც11 მიუხედავად დამდგარი შედეგისა.12

მაშინ როდესაც უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გათვალისწინებით შემსრულებელი


უფლებამოსილია მოითხოვოს დანახარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ
მეპატრონე ამით გამდიდრდა, 13 ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს კანონით
გათვალისწინებული მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებები. ამასთან სსკ–ის 984-ე მუხლი
979–ე მუხლის მსგავსად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების
დამატებით საფუძველს, როდესაც მოთხოვნის სასამართლოში განხილვის მომენტისათვის
აღარ არსებობს გამდიდრების ნიშნები და ხელმყოფმა არ იცოდა უფლებამოსილების
ხარვეზი, გარდა უხეში გაუფრთხილებლობისა.

11
შდრ. სსკ-ის 970-ე მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი
12
Ogonowsky, Die Geschäftsführung ohne auftrag nach österreichischem Rechte, 1877, S. 30
13
ვრცლად იხ. სსკ-ის 986-ე 987–ე მუხლის კომენტარი

You might also like