You are on page 1of 2

დელიქტის ცნება მოცემულია სსკ-ის 992-ე მუხლში კერძოდ,პირი , რომელიც სხვა

პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი, ან გაუნზრახავი მოქმედებით მიაყენებს


ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანი სამოქალაქო სამართალში
არის ფიზიკური და იურიდიული პირის ულფების ან კეთილდღეობის დამცირება,
განადგურება. ზიანი სამოქალაქო სამართალში შეიძლება წარმოიშვას ერთი მხრივ
ვალდებულების შესრულებით ან არაჯეროვანი შესრულებით მეორე მხრივ კი იმ
შემთხვევაში , ორდესაც მხარეები ზიანის მიყენებამდე არ იმყოფებოდნენ
ვალდებულებით ურთიერთობაში. არსებობს სახელშეკრულებო და
არასახელშეკრულებო ზიანი. პირველი შეიძლება წარმოშობილი იქნას
ვალდებულების კანონის და ადმინისტრაციული აქტის შეუსრუებლობით, ხოლო
მეორე არის ისეთი ზიანი, როცა ზიანი მიყენებულია ისეთი დარღვევის შედეგად ,
როდესაც მხარე არ იმყოფება ვალდებულებით ურთიერთობაში.
არასახელშეკრულებო ზონა წარმოიქმნება უშუალოდ სამართლადდარღვევიდან
(დელიქტი) ამიტომ მას დელიქტურ ვალდებულებას უწოდებენ. აქ დაზარალებული
არის კრედიტორი , ხოლო ზიანი მიმყენებელი მოვალე. კრედიტორი შეიძლება იყოს
როგრც ფიზიკური ისე იურიდიულ პირი , მოვალე კი მხოლოდ დელიქტ უნარიანი
პირი. დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს
ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომლის ვალდებულების ძალითაც
დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის
მიმყენებლისგან. ზიანი შეიძლება მიყენებული იქნას უმოქმედობითაც ეს ეს
მართლსაწიააღმდეგოა მაშინ, როც შესაბამისი მოქმედების განხორცილება შედიოდა
ზიანი მიმყენებლის ვალდებულებაში. პირს ზიანის ანაზრაურება დაეკისრება
მაშინ , თუ არსებობს ზიანის მიყენების პასუხიმგებლობისთვის დაკისრების
პირობები კერძოდ თუ სახეზე 1. ზიანი2. ზიანის მიყენება მართლსაწინაააღმდეგო
მოქმედებით3. მართლსაწინააღმდეგო მომქმედებას და დამდგარ ზიანს შორის
არსბებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ
პირობების ერთობლიობა წარმოქმნის იურდიულ შემადგენლობას ( გენერალურ
დელიქტს). სამოქალაქო კოდექსი ითვალსიწინებს გამონაკლის ,ორცა ზიანის
ანაზრაურების საკითხი შეიძლება დადგეს მართლზომიერი მოქმედების
მიყენებული ზიანის არსებობის დროსაც- კერძოდ უკიდურესი აუცილებლობისას.
ზიანის იმყენებლის პსუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს ბარალის არსებობა
ზიანის მიმყენებლის ბარალი ასახავს პირის მიართებას ჩადენილ
მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ესეიგი ატარებს სუბიექტურ ხასიათს , სწორედ
ქმდების სუბიექტური შეფასება განსაზღვრავს ბრალსი ფორმებს : განზრახვა და
გაუფრთხილებლობა. განზრახვა არის ქედება , რომელიც ჩადენილაი პირდაპირი ან
არაპირდაპირი განზრახვით. გაუფრთხულებლობითი ბრალის ყველაზე
გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. ის არის ორი სახის უხეში და
მარტივი. პირველით მოქმედებს ის ვინც თავის მოქმედებით აუცილებელი
ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალ ხარისხით. მეორე კი
ვინც აუცილებელი ყურადღების მოთხოვნებს არღვევს შედარებით დაბალი დონით.
ზიანის ანაზრაურებსი მოთხოვნა შეიძლება გამოიწვიოს დანაშაულმა ან
ადმინსიტარციულმა გადაცდომამ, თუ მათ ვინმესთვის ზიანი მოჰყვა. ზიანის
მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის
მიზეზობრივი კავშირი წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური
პასუხისმგებლობის დადგომისთვის და გამოიხატება იმაში ,რომპირველი უსწრებს
მეორეს დროში2.პასუხისმგებლობა დგებამაშინ თუ ზიანი იყო პირდაპირი და
გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედების.

ხოლო რაც შეეხება ზიანის მომტანი ცნობების გახმაურებას სსკ-ის 993-ე მუხლის
მიხედვით პირის , რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლობით ავრცელებს ან
ახმაურებს სხვა პირისთვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია
აანაზრაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი , თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია.
ცნობა უნდა იყოს აშკარად არასწორი,რათა წარმოშობილი ზიანისათვის ზიანის
მიმყენებლს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისროს.იგივე მუხლი
ითვალისწინებს შემთხვევას ი როცა გამოანთქვამის გამო წარმოშობილი ზიანის
ანაზღაურების ვალდებულება არ დგება. კერძოდ ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება არ წარმოიშობა ისეთი გამონათქვამებისას, რომლებიც ეხმაურებიან
კანონიერი საზოგადოებრივ ინტერესებისა დაცვას.

You might also like