You are on page 1of 21

სახელშეკრულებო სამართალი

ზოგადი დებულებანი
მეორე ლექცია
კაზუსი
 შპს „მეწარმემ” 2013 წლის 1 მაისს შპს „ქართული მეურნეობისაგან” შეიძინა სათესლე კარტოფილი ,
რომელიც მან დათესა წალკის რაიონში. სათესლე კარტოფილის თანხა 20 000 $-ის ოდენობით მას უნდა
გადაეხადა 3 თვის ვადაში, 2013 წლის 31 ივლისამდე. ვინაიდან შპს „მეწარმე” თანხის გადახდას ვერ
ასწრებდა დადგენილ ვადაში, მან 30 ივნისს მიმართა სს „ქართული ბანკის” კრედიტ-ოფიცერს, გიორგის,
სესხის მიღების თხოვნით.
 გიორგიმ შეამოწმა შპს „მეწარმის” გადახდისუუნარობა, სესხის მიზნობრიობა და გაუგზავნა ელექტრონული
ფოსტა, სადაც შპს „მეწარმეს” სთხოვდა, სესხისთვის წარედგინა უზრუნველყოფა, კერძოდ, 15 ივლისამდე
იპოთეკით დაეტვირთა წალკაში მდებარე ოფისი ბანკის სასარგებლოდ და ასევე რეგისტრირებული
გირავნობა წარედგინა საწარმოს დამატებით საშუალებებზე . გიორგი წერილში უთითებდა , რომ „აღნიშნული
პირობების დაკმაყოფილება საკმარისი იქნებოდა სესხის მისაღებად”.
 შპს „მეწარმემ” დადგენილ ვადაში (15 ივლისამდე) წარადგინა უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, მან 1
აგვისტოს გიორგისგან მიიღო წერილი, სადაც ის აღნიშნავდა, რომ „ბანკს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი მის
გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით” და სს „ქართული ბანკი” აღარ გასცემდა სესხს მასზე .
 ამის გამო შპს „მეწარმეს” მოუწია სხვა ბანკში სესხის დაჩქარებული წესით აღება უფრო მაღალი პროცენტით ,
რის გამოც მას მიადგა ზიანი 1000 $-ის ოდენობით; გარდა ამისა, მას მოუწია შპს „ქართული მეურნეობისთვის”
პირგასამტეხლოს, 500 $-ის, გადახდა, ვინაიდან მან 31 ივლისამდე ვერ მოასწრო თანხის (20 000 $) დაფარვა.
 აქედან გამომდინარე, შპს „მეწარმე” ითხოვს „ქართული ბანკისგან” 1000 $-ს, ვინაიდან, ბანკს რომ გაეცა
სესხი, მას არ მოუწევდა სხვაგან უფრო მაღალპროცენტიანი სესხის აღება , ასევე ითხოვს 500 $-ს , რომლის
გადახდაც მას მოუწია პირგასამტეხლოს სახით და 200 ლარს, რომელიც გასწია იპოთეკისა და გირავნობის
რეგისტრაციისას.
სსკ-ის 319-ე მუხლი, ხელშეკრულების თავისუფლება.
ხელშეკრულების დადების ვალდებულება
 საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების
უფლება კერძო სამართალში ნების ავტონომიის აღიარებით ვლინდება . 10 II მუხლით
განმტკიცებული უფლება, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებმა განახორციელონ
კანონით აუკრძალავი ნებისმიერი მოქმედება , მათ შორს , დადონ ხელშეკრულებები , არის
ხელშეკრულების თავისუფლების 1-ლი პრინციპის საფუძველი .
 ხელშეკრულების თავისუფლება უზრუნველყოფს მხარეთა ინდივიდუალური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას და პირთა შესაძლებლობას, აირჩიონ ხელშეკრულების მხარე, ხელშეკრულების
ყველაზე ხელსაყრელი სახე და ამგვარად გადაანაწილონ თავიანთი უფლება მოვალეობანი 
 ხელშეკრულების თავისუფლება გამოიხატება ხელშეკრულების დადების თავისუფლებასა
(რომელიც მოიცავს კონტრაჰენტის არჩევის თავისუფლებასაც) და ხელშეკრულების
შინაარსის განსაზღვრის თავისუფლებაში, რაც გულისხმობს მხარეებისათვის სასურველი
ხელშეკრულების ტიპის არჩევას, მათ შორის, კანონით გაუთვალისწინებელი
ხელშეკრულებისა და შერეული ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას . ხელშეკრულების
თავისუფლებაში მოიაზრება ფორმის არჩევის თავისუფლებაც, რაც, საბოლოო ჯამში ,
ემსახურება ურთიერთობათა გამარტივებასა და მოქნილობას .
ხელშეკრულების დადების თავისუფლება

 ხელშეკრულების დადების თავისუფლება სახელშეკრულებო ურთი


ერთობის წარმოშობის საფუძველია, იგი გულისხმობს უფლებას,
სუბიექტმა საკუთარი ინტერესის მიხედვით დადოს ხელშეკრულება.
 ხელშეკრულების დადების თავისუფლება პირის უმოქმედობასაც
მოიცავს, უფლებას – არ დადოს ხელშეკრულება, ამიტომ მას
ხელშეკრულების დადების ნეგატიურ თავისუფლებასაც უწოდებენ.
 ხელშეკრულების დადების თავისუფლების მეორე გამოვლინება კი
კონტრაჰენტის არჩევის თავისუფლებაა.
 ხელშეკრულების დადების თავისუფლება, ასევე, მოიცავს პირის
უფლებას, უარი თქვას სახელშეკრულებო ურთიერთობის
გაგრძელებაზეც, თუმცა მან უნდა დაიცვას ხელშეკრულების
მოშლისათვის დადგენილი წესი. ეს წესი შეიძლება გათვალისწინებული
იყოს კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.
შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება

 კანონი დეტალურად ვერ მოაწესრიგებს ყველა ხელშეკრულების შინაარსს , მას შეუძლია ,


დაადგინოს თავისუფლების ფარგლები და არა თავისუფლების გამოვლენის ყველა დეტალი ,
ამიტომ შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება ანიჭებს მხარეებს შესაძლებლობას , საკუთარი
ინტერესის შესაბამისად განსაზღვრონ უფლება-მოვალეობები, კერძოდ , აირჩიონ სასურველი
ხელშეკრულების ტიპი და მისი პირობები.
 ამასთან, მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ კოდექსით გათვალისწინებული დისპოზიციური ნორმისგან
განსხვავებულ შინაარსზეც, მაგალითად, შეცვალონ ნივთის შემთხვევითი დაღუპვის რისკის
გადასვლის საკითხი.
 მართალია, სამოქალაქო კოდექსი მოიცავს თითქმის ყველა გავრცელებული ტიპის
ხელშეკრულებას, თუმცა ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. კანონით აუკრძალავი მოქმედების
განხორციელების უფლება (10 II მუხლი) კანონით გაუთვალისწინებელი ხელშეკრულების
დადებასაც გულისხმობს.
 საკუთარი ნებისა და ინტერესების მიხედვით, ინდივიდებს შეუძლიათ, განსაზღვრონ იმგვარი
სახელშეკრულებო პირობები, რომელთა ანალოგს სამოქალაქო სამართალი არ იცნობს . ეს ე .წ .
არატიპური ხელშეკრულებებია.
 შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება მოიცავს მხარეთა უფლებას , დადონ შერეული , აგრეთვე ,
შესაძლებლობას, მხარეებმა განახორციელონ შეთანხმებული პირობების მოდიფიცირება სხვა
სახელშეკრულებო პირობებით.
ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვა

 თავისუფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური – იგი არსებობს დადგენილი წესრიგის


ფარგლებში. შეუზღუდავმა თავისუფლებამ შეიძლება გამოიწვიოს მხარეთა თვითნებობა.
 მხარემ, რომელსაც მეტი ეკონომიკური რესურსი აქვს, შეიძლება, აიძულოს მომავალი
კონტრაჰენტი, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრისას პასიური როლი შეასრულოს და
მხოლოდ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს დასთანხმდეს, ამით კი შემთავაზებელი
სახელშეკრულებო უპირატესობას მოიპოვებს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს
მეორე მხარეს, შედეგად კი მივიღებთ სახელშეკრულებო უსამართლობას.
 ამავდროულად, მხარეთა შეუზღუდავი თავისუფლება საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებისა თუ
სახელმწიფოს ინტერესებს.
 სწორედ ამიტომ აუცილებელია ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვა, რომლის მიზანია:
 საჯარო ინტერესის დაცვა,
 სუსტი მხარის მინიმალური დაცვა,
 თავისუფალი საქმიანობის სტაბილური და უსაფრთხო უზრუნველყოფა,
 სახელშეკრულებო სამართლიანობის მიღწევა.
ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვა

 ხელშეკრულების შეზღუდვა ვრცელდება არა მხოლოდ სამოქალაქო-სამართლებრივ,


არამედ მთლიანად კერძოსამართლებრივ ურთიერთობებზე.
 ეს შეზღუდვა კი ხორციელდება:
 მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებების ბათილობით,
 სახელმწიფო ნებართვის აუცილებლობის დაწესებით,
 სავალდებულო ფორმის დადგენით,
 კონტრაჰირების იძულებითა და
 მომხმარებელთათვის თანაბარი პირობების შეთავაზების დაწესებით.
 მითითებული მიზნების მისაღწევად სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს
ხელშეკრულების დადების თავისუფლებისა და ხელშეკრულების შინაარსის
განსაზღვრის შეზღუდვის საფუძვლებს.
ა. სახელმწიფოს ნებართვა ხელშეკრულების დადებისას

 319 I 3 მუხლის მიხედვით, თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი


ინტერესის დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია
სახელმწიფო ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
 კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების თავისუფლებაში სახელმწიფოს
ამგვარი ჩარევა გამართლებულია
 ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით,
 მისი საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად,
 აგრეთვე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად , რაც
მოიცავს სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის სფეროსაც.
 ნებართვა;
 ლიცენზია.
კონტრაჰირების იძულება

 კონტრაჰირების იძულება გულისხმობს კოდექსით ზუსტად განსაზღვრულ


შემთხვევებში პირის იძულებას, დადოს ხელშეკრულება ნების არარსებობის
შემთხვევაშიც. 319-ე მუხლი ამგვარ იძულებას ბაზარზე პირის დომინირებულ
მდგომარეობას და მის სამეწარმეო საქმიანობას უკავშირებს.
 კანონმდებლის მიზანი სუსტი მხარის – მომხმარებლის დაცვაა, რომლის ინტერესები
შეიძლება არსებითად შეილახოს, ამით კი ნორმა სამართლის სოციალურ ფუნქციას
ეხმიანება.
 კონტრაჰირების იძულებად მხოლოდ ხელშეკრულების დადების იძულება
მოიხსენიება, თუ უკვე არსებული ურთიერთობის გაგრძელებას ეხება საქმე , რაც,
ჩვეულებრივ, „სახელშეკრულებო ბოჭვის შენარჩუნების/გაგრძელების იძულების“
ცნებით აღინიშნება.
 ხელშეკრულების დადების ან გაუქმების შეზღუდვა შეიძლება განპირობებული იყოს,
ასევე, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს
კანონის დანაწესებით. მაგალითად, დაუშვებელია, თუნდაც, არამეწარმე სუბიექტის
საჯარო შეთავაზება, რომ ყიდის სახლს მხოლოდ თეთრკანიანზე.
ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე პირის
იძულება ხელშეკრულების დადებაზე
 319 II მუხლი წარმოადგენს ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის თვალსაჩინო გამოვლინებას.
ეს დანაწესი ავალდებულებს ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე პირს საქმიანობის ამ
სფეროში ხელშეკრულების დადებას. მას ეკრძალება კონტრაჰენტისთვის უსაფუძვლოდ
ხელშეკრულების არათანაბარი პირობების შეთავაზება.
 მაშასადამე, იმისათვის, რომ პირს დაეკისროს ხელშეკრულების დადების ვალდებულება, სახეზე უნდა
იყოს შემდეგი პირობები:
 ა) მას უნდა ეკავოს დომინირებული, გაბატონებული მდგომარეობა ბაზარზე, რაც გულისხმობს
შესაბამის ბაზარზე პირის ისეთ მდგომარეობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს: იმოქმედოს
დამოუკიდებლად, მოახდინოს არსებითი გავლენა ბაზარზე და შეზღუდოს კონკურენცია. როგორც წესი,
ასეთად მიიჩნევა 40%-ზე მეტი წილის მქონე ეკონომიკური აგენტი.
 ბ) პირი ვალდებულია, მხოლოდ ბაზარზე გაბატონებული საქმიანობის სფეროში დადოს გარიგება
თავისუფალი არჩევანის გარეშე. მაგალითად, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია,
შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში ყველა მსურველთან დადოს ბუნებრივი გაზის მიწოდების
ხელშეკრულება, თუმცა დაუშვებელია მისი იძულება სხვა სფეროში ხელშეკრულების დადებაზე.
 გ) დომინირებული მდგომარეობის მქონე პირმა ხელშეკრულება უნდა დადოს ყველასთან თანაბარი
პირობებით, სამართლიანობაზე დაყრდნობით; დისკრიმინაციის გარეშე, მას არ აქვს უფლება,
მომხმარებელს შესთავაზოს არათანაბარი პირობები, იგი ვალდებულია, ხელშეკრულების პირობები
სამართლიანად განსაზღვროს და ბოროტად არ გამოიყენოს ძალაუფლება.
მეწარმე პირის იძულება ხელშეკრულების დადებაზე

 319 III მუხლი, ასევე, წარმოადგენს კონტრაჰირების იძულების გამოვლინებას. იგი ავალდებულებს
სუბიექტს, თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში დადოს ხელშეკრულება იმ პირებთან,
რომლებიც არასამეწარმეო ან საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენენ ან
სარგებლობენ ქონებითა და მომსახურებით. 
 ამ ნორმის მიხედვით, 319 II მუხლისგან განსხვავებით, არ არის აუცილებელი, პირს ეკავოს
დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, არამედ საკმარისია, იგი ეწეოდეს სამეწარმეო
საქმიანობას. ამავდროულად, არ უნდა დაირღვეს ბალანსი იძულებასა და თავისუფლებას
შორის.
 ხელშეკრულების დადების ვალდებულება არ ნიშნავს იმას, რომ მეწარმე ვალდებულია ,
დადოს მისი ინტერესებისათვის საზიანო ხელშეკრულება.
 319 III მუხლით კონტრაჰირების იძულება მოქმედებს მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომლებიც
არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენენ
ან სარგებლობენ ქონებით. აუცილებელია მკაფიოდ გამიჯვნა იმისა, რომ ხელშეკრულების
და- დების ვალდებულება ეკისრება მეწარმეს მომხმარებლის წინაშე და არა იმ პირებთან ,
რომლებიც სამეწარმეო მიზნით იძენენ ან სარგებლობენ პროდუქციით .
 მეწარმეს არა აქვს უფლება, დაუსაბუთებლად უთხრას უარი მომხმარებელს
ხელშეკრულების დადებაზე.
ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების შეზღუდვა

მართლწინააღმდეგობა, როგორც ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების


შეზღუდვის საფუძველი.
 ხელშეკრულების თავისუფლებისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მხარეთა თანმხვედრი
ნება, აუცილებელია, ეს ნება იყოს მართლზომიერი და არ ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ
მართლწესრიგს.
 იმისათვის, რომ ხელშეკრულების თავისუფლებამ რეალიზაცია პოვოს, აუცილებელია მისი
კანონის ფარგლებში მოქცევა. 54-ე მუხლი შეიცავს გარიგების შინაარსის კონტროლის
ძირითად ნორმას, რომლის თანახმად, ბათილად მიიჩნევა კანონით დადგენილი წესისა და
აკრძალვების, საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებები.
 ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის თვალსაჩინო მაგალითია, ასევე, 55-ე მუხლიც,
რომელიც ბათილად მიიჩნევს ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით
დადებულ გარიგებას, როცა მათი ურთიერთობა დამოკიდებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ექიმსა და პაციენტს, მღვდელსა და აღმსარებელს შორის,
აგრეთვე კლიენტსა და მის ადვოკატს შორის დადებული გარიგებები. ხელშეკრულების
თავისუფლების შეზღუდვის მიზანი ამ შემთხვე- ვაშიც სუსტი მხარის დაცვაა.
 მაგ., 625-ე მუხლი ადგენს როგორც უზრუნველყოფილი, ისე არაუზრუნველყოფილი
სესხისათვის პროცენტის ზღვრულ ოდენობას.
სამართლიანობა და კეთილსინდისიერება, როგორც ხელშეკრულების
შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი
 მხარეთა ინტერესების დაბალანსების უზრუნველსაყოფად, სახელშერულებო უსამართლობის
თავიდან ასაცილებლად კოდექსი მხარეებს არ აძლევს თვითნებობის უფლებას , ამიტომ
მხარეთა თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, რაც თანასწორობის დამყარებას ემსახურება .
 სახელშეკრულებო სამართლიანობა არის ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის
თანმდევი პრინციპი, რომელიც არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში , როცა კონტრაჰენტები
თანაბარი უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ.
 სამოქალაქო კოდექსი სამართლიანობაზე რამდენიმე ადგილას პირდაირ მიუთითებს : 5 II
მუხლი ითვალისწინებს კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში
ურთიერთობის სამართლიანობის საფუძველზე მოწესრიგებას, 325-ე მუხლით,
ვალდებულების შესრულების პირობების ცალმხრივად დადგენისას მათი განსაზღვრა
სამართლიანობის საფუძველზე უნდა მოხდეს.
 სახელშეკრულებო უსამართლობის თავიდან ასაცილებლად, ცალკეულ შემთხვევებში ,
სახელმწიფო ახორციელებს კონტროლს და ერევა სახელშეკრულებო თავისუფლებაში .
 პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება .
 სამართლიანობის პრინციპთან ერთად, ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებს ადგენს
კეთილსინდისიერების პრინციპიც.
მუხლი 320-ე მუხლი.� მომავალ ქონებაზე დადებული
ხელშეკრულების ბათილობა
 ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას,
მთელი თავისი მომავალი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას, ანდა
უზუფრუქტით დატვირთოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულება
დადებულია მომავალი ქონების ცალკეულ ნივთებზე.

 320-ე მუხლი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამონაკლისს , უფრო


კონკრეტულად, ითვალისწინებს შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების შეზღუდვას . ამ
დანაწესით კანონმდებელი მიზნად ისახავს, დაიცვას პირის მოქმედების თავისუფლება და
თავიდან აიცილოს ისეთი ვალდებულების წარმოშობა, რომლის შედეგად სამოქალაქო ბრუნვის
მონაწილე დაკარგავს ინტერესს, გაზარდოს მომავალი ქონება , რამდენადაც ყველაფერი , რაც
მომავალში მისი უნდა ყოფილიყო, სხვას უნდა გადასცეს . ეკონომიკური თავისუფლების
ამგვარი შეზღუდვით კი, შესაძლოა, პირი ფაქტობრივად ქონებაუუნარო აღმოჩნდეს .
 320-ე მუხლი, იმავდროულად, იცავს მეორე მხარესაც, რომელიც მომა - ვალი ქონების
მოლოდინში საკმაოდ გაურკვეველ სამართლებრივ და ეკო - ნომიკურ მდგომარეობაში
შეიძლება აღმოჩნდეს.
მუხლი 321. ხელშეკრულება ქონების გადაცემის შესახებ

 ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, მთელი


თავისი ამჟამინდელი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას, ანდა
უზუფრუქტით დატვირთოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულება დადებულია ამჟამინდელი ქონების
ცალკეულ ნივთებზე.

 320-ე მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს მომავალ ქონებაზე ან მის


ნაწილზე გარიგების დადებას, 321-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს ამჟამინდელი
ქონების ან მისი ნაწილის გასხვისებასა ან/და უზუფრუქტით დატვირთვას.
 თუ მომავალ ქონებაზე ან მის ნაწილზე გარიგების დადებით პირის
ქონებაუნარიანობას ექმნება საფრთხე და ამიტომ იკრძალება ამგვარი გარიგება,
ამჟამინდელი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისებით პირმა შეიძლება დაკარგოს
მთლიანი ამჟამინდელი ქონება, თუმცა არა მომავალში ქონების მოპოვების შანსი.
 სწორედ ამიტომ კანონი შეზღუდვას მხოლოდ ფორმასთან მიმართებით
ითვალისწინებს. წესი, რომ ამგვარი გარიგება უნდა დაიდოს წერილობითი
ფორმით, ემსახურება პირის დაცვას აჩქარებისაგან.
მუხლი 322. სამკვიდრო ქონების შესახებ დადებული
ხელშეკრულების ბათილობა

 პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებული


ხელშეკრულება ბათილია. იგივე წესი გამოიყენება პირის სიცოცხლეში მისი
სამკვიდროდან გამომდინარე სავალდებულო წილის ან/და საანდერძო
დანაკისრის შესახებ ხელშეკრულებათა მიმართ.
 ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ გამოიყენება იმ ხელშეკრულების
მიმართ, რომელიც იდება მომავალ კანონით მემკვიდრეებს შორის ერთ-ერთი
მათგანის კანონით სამემკვიდრეო წილისა და სავალდებულო წილის თაობაზე.

 ქართულმა სამართალმა პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე


ხელშეკრულების დადება აკრძალა, რაც განპირობებულია მამკვიდრებლის
ინტერესების დაცვით, ვინაიდან იზღუდება მისი მოქმედების თავისუფლება;
ამასთან, მითითებული ნორმა იცავს მეორე მხარის ინტერესებსაც, ვინაიდან
სამკვიდროს შემცირების შემთხვევაში იგი საკმაოდ გაურკვეველ სამართლებრივ და
ეკონომიკურ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს.
მუხლი 323. უძრავი ნივთის გასხვისების წესი
 ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე
საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
 უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების ნამდვილად მიჩნევისათვის აუცილებელია
მხარეთა ნამდვილი ნება, შეთანხმება არსებით პირობებზე და გარიგების წერილობითი
ფორმით შედგენა, რომელზეც იქნება ორივე მხარის ხელმოწერა ისე, რომ მნიშვნელობა
არა აქვს, რა სა- შუალებით იქნება დოკუმენტი შედგენილი. ამგვარად, ცალმხრივი
ხელწერილი არ ჩაითვალება უძრავი ნივთის თაობაზე დადებული ხელშეკრულების ფორმის
დაცვად.
 323-ე მუხლი განსაზღვრავს უძრავ ნივთზე ვალდებულებითსამართლებრივი
ხელშეკრულების ნამდვილობის პირობას, თუმცა სანივთო უფლების წარმოსაშობად –
საკუთრების უფლების შესაძენად სპეციალური 183-ე მუხლი განამტკიცებს, წერილობით
ფორმასთან ერთად, შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის საჯარო რეესტრში
რეგისტრაციის აუცილებლობას.
 მაშასადამე, 323-ე მუხლის დაცვით დადებული უძრავი ქონების გასხვისების შესახებ
ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა იგი საჯარო რეესტრში,
წარმოშობს შესაბამისი ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით გათვალისწინებულ
მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამ გარიგებით შემძენი იძენს უფლებას, მოსთხოვოს
გამსხვისებელს საჯარო რეესტრში მისი უფლების კონსტატაცია, ხოლო გამსხვისებელი
ვალდებულია, დაარეგისტრიროს უძრავი ქონების შემძენი მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.
მუხლი 324. ნივთის დატვირთვის შესახებ ხელშეკრულების
ფარგლები
 თუ პირი იღებს ვალდებულებას, გაასხვისოს ან დატვირთოს თავისი ნივთი, ეს
ვალდებულება ვრცელდება ნივთის საკუთვნებელზეც, თუკი ხელშეკრულებაში
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
 საკუთვნებელი მთავარ ნივთთან დაკავშირებული ისეთი მოძრავი ნივთია, რომლის
ფუნქცია მთავარი ნივთის სამსახურია და ამიტომაც არის დაკავშირებული მასთან
საერთო სამეურნეო დანიშნულებით (151-ე მუ- ხლი). საკუთვნებელი არ არის მხოლოდ
მთავარი ნივთის სარგებლობის უკიდურესი აუცილებლობა, არამედ ნებისმიერი
ნივთია, რომელიც ხელს უწყობს მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულებით
გამოყენებას.
 324-ე მუხლი ვალდებულებითსამართლებრივი ზოგადი ნორმაა, რომელიც
ითვალისწინებს ნივთის გასხვისებისა თუ დატვირთვისას პირის ვალდებულების
გავრცელებას საკუთვნებელზეც, მაშასადამე, არა აქვს მნიშვნელობა , რა ტიპის
ხელშეკრულება იდება, – სასყიდლიანი თუ უსასყიდლო, ცალმხრივად თუ ორმხრივად
მავალდებულებელი, ქონების საკუთრებაში გადაცემის, სარგებლობის უფლებით
გადაცემისა და მომსახურების ხელშეკრულება, თუ ხორციელდება მთავარი ნივთის
შეზღუ- დული უფლებით დატვირთვა (გირავნობა, იპოთეკა და სხვ.), – დამატებითი
შეთანხმების გარეშე ივარაუდება, რომ საკუთვნებელი მიჰყვება მთავარ ნივთს .
მუხლი 325. ვალდებულების პირობათა განსაზღვრა
სამართლიანობის საფუძველზე
 თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების
ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ
ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
 თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა
ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

 325-ე მუხლი სისტემურად სახელშეკრულებო სამართლის თავშია მოცემული.


შინაარსიდან გამომდინარე, მას არასახელშეკრულებო ვალდებულებებზე ვერ
გამოვიყენებთ, რადგან არასახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსს მხარეები
თავად არ განსაზღვრავენ – ეს კანონიდან გამომდინარეობს.
 სიტყვასიტყვითი გაგებით, 325-ე მუხლი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როცა
ხელშეკრულება დადებულია და მხარეთა შორის არ მომხდარა შეთანხმება
ხელშეკრულების რომელიმე პირობაზე, არსებობს ბუნდოვანება ამ საკითხთან
დაკავშირებით, ან მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულების პირობას მოგვიანებით
განსაზღვრავდა ერთ-ერთი მხარე ან მესამე პირი. ამით განსხვავდება ეს წესი
ხელშეკრულების დასადებად გათვალისწინებული არასამართლიანი წინაპირობისაგან
მუხლი 326. სახელშეკრულებო ვალდებულებათა
შესახებ წესების გამოყენება
არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ

 წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება


ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი
ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
შეკითხვები?

დავალება:

სსკ-ის 319-326-ე მუხლების კომენტარი.

You might also like